უნებლიე შეცდომა (21 თავი)
-როდის? როგორ? რანაირად? _ნათიას შორიდან ჩაესმოდა გოგის კითხვები და საუბარი, ახლა მხოლოდ ერთზე ფიქრობდა. -ნათი, სულ გაფითრდი, მოდი დაჯექი_დივანთა მიიყვანა ნატალიმ -ჩემი ბრალია_ხმამაღლა გააჟღერა სინდიდსისგან ჩაძახებული სიტყვები და ტირილი აუვარდა -ღმერთო ჩემი ბრალია, მითხრა, მაფრთხილებდა და დაცვას დავპირდი. -შენი ბრალი არაა ნათი, სანამ დაგელაპარაკებოდა და ჩვენებას ჩამოვართმევდით მანამდე მიაღებინეს შხამი, ტკივილებიც აწუხებდა, მიხვდა რაც ხდებოდა და უბრალოდ საქციელის გამოკეთებას ეცადა. -ისე მიტო მითხრა უკვე გვამი ვარო არა? ღმერთო ჩემო, მოვკვდები და გავიგებ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან_სახეზე აფარებულ ხელებში მოჟონავდა უკვე ნათიას ცრემლები. ვერავინ ვერაფერს ამბობდა, ლაშა ყველას შეეცოდა, ასეთ სიკვდილს ნამდვილად არ იმსახურებდა, ვერც ახერხებდნენ გოგოს დამშვიდებას, მხოლოდ გოგი მიუჯდა გვერდით და მოხვეული ხელებით აგრძნობინა მისი გვერდით დგომა. -მოკლედ, სანამ რამეს არ გავიგებთ, ყველა ერთად უნდა იყოთ, მე და დემნა სახლიდან ველოდებით ახალ ამბებს, სრული ქაოსია, მთლიანად დანგრეულია, ყველაფერი ერთმანეთშია. -მოდი, ყველა რომელიმე ჩვენგანთან დარჩით, მე და დაჩი ასე უფრო მშვიდად ვიქნებით და როცა რამე სიახლე იქნება გაგაგებინებთ. გიორგი გამოგყვებათ. -იქნებ ჩვენთან?_წამით მოწყდა ნათიას გოგი. -მოდი ჩვენთან წავიდეთ_დაჩის გადახედა ლილიამ, -სახლი დაცვაზეა, მამაჩემმა რაც გამიტაცა დაჩიმ ეზოშიც კამერები დააყენა, უფრო გავაკონტროლებთ ყველაფერს. -სწორია, კარგი აზრია_თავი დაუქნია დაჩიმ და ტელეფონი მოიმარჯვა -საპატრულო მანქანასაც გამოგაყოლებთ სახლამდე, ახლა სიფრთხილე არ გვაწყენს. -იცოდე ფრთხილად იყავი, ხოიცი თუ რამე მეორედ მოგკლავ, ამ ბავშვის ფაფებზეც უნდა გარბენინო_მუცელზე მოისვა ხელი ლილიამ. -სიამოვნებით_ღიმილით დაუკოცნა ცოლს დაჩიმ ტუჩები და მნქანამდე მიაცილა. გზამ მშვიდად გაიარა, სახლშიც შევიდნენ, ლილიამ დაცვის სისტემა გააქტიურა, კამერები ჩართო და ეკრანზე გამოიტანა, ჯერ არავის ეძინებოდა, ამიტომ იქვე დაჯდნენ ყავით ხელში და სიჩუმეში მიირთმევდნენ. -რას გულისხმობდი მამაჩემმა გამიტაცაო რომ ამბობდი?_პირველად გაისმა ნათიას ხმა და ისეთი ხმადაბალი და ჩახლეჩილი აღმოჩნდა ყველამ გაოცებით ამოიხედა. -მე და დაჩის დიდი ისტორია გვაქვს საყვარელო, მისი ძმისა და ჩემი უახლოესი მეგობრის, არაბიოლოგიური დის მკვლელობას იძიებდა, ასე გავიცანი, ბევრი რამ გადაგვხდა (იხ. „ორი მოწმე“) ერთმანეთამდე დიდი გზა გავიარეთ. -შეგიძლია მომიყვე? -დიდი ამბავია. -დრო ჩვენც ბევრი გვაქვს_მწარედ გაეღიმა ნათიას და დივანზე უფრო კომფორტულად მოკალათდა. გაოცებული უსმენდა ლილიას, ხვდებოდა ცოლ-ქმარს ერთმანეთი როგორ უყვარდათ, მაგრამ მონასმენმა გააოცა, როგორ შეიძლება ორი ადამიანი ასე ერთნაირად აზროვნებდნენ? მათი შემხედვარე კიდევ ერთხელ ხვდებოდა, რომ მითი მეორე ნახევრის არსებობაზე რეალურია, გოგის შემხედვარე სჯეროდა, მაგრამ ახლა ორმაგად დაუმტკიცდა. თურმე რას არ გააკეთებ ადამიანი საყვარელი ადამიანის გულისთვის. მაშინვე იგრძნო საყვარელი ხელების შემოხვევა და თვითონაც მიადო გოგის თავი მხარზე. -ცოლად გამომყვები?_ჩამოვარდნილი სიჩუმე დაარღვია გოგიმ და რამდენიმე გაფართოებული თვალების მზერაც დაიმსახურა. -რა რომანტიული ქმარი მყავს გავგიჟდი პირდაპირ_თვალები გადაატრიალა ნათიამ -სერიოზულად ვამბობ, მინდა ხვალ დილით ჯვარი დავიწეროთ. -გოგი სულ გაგი/ჯდი? რა დროს ჯვრისწერაა, იქნებ ხვალ კი გვკლავენ. -რა პოზიტიური ცოლი მყავს_ახლა გოგიმ გადაატრიალა თვალები -მითუმეტეს, დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რა ხანმოკლე შეიძლება აღმოჩნდეს ცხოვრება, მინდა ღვთის წინაშე გერქვეს ჩემი ცოლი, მინდა ჩემი ნაჩუქარი ბეჭედი გეკეთოს და ჩემად გიგულო. პასუხი ნათიამ კოცნით გასცა, სირცხვილი წამით გვერძე გადადო და ქმრის ტუჩებს დაეპატრონა, არავის იმჩნევდნენ სანამ ნატალის ჩახველებამ არ გამოფხიზლა ორივე. -კიდევ კარგი ბავშვებს უკვე სძინავთ_სიცილი აუტყდა ნინას. -გავიგეთ, რომ ახალდაქორწინებულები ხართ და არ გეღირსათ დრო მარტო რომ დარჩეთ, მაგრამ ჩვენც შეგვიცოდეთ_ახითხითდა ნატალი. -ტუტუცებო_ტუჩები გაებუშტა ნათიას. რამდენიმე საათში გოგოებს იქვე ეძინათ ერთმანეთზე ჩახვეულებს, გოგის და გიორგის თვალი არც ეხუჭებოდათ და ერთმანეთში ხმადაბლა საუბრობდნენ. გამთენიისას როგორც იქნა ერთ-ერთი მობილური ამღერდა და მაშინვე გაეღვიძათ გოგოებსაც. -დაჩი?_დაძაბული გაისმა გიორგის ხმა. -გასაგებია, გელოდებით. -ახალი ამბებია და მოვდივართო_მხრები აიჩეჩა ტელეფონის გათიშვის შემდეგ და გოგოები ყავის გასაკეთებლად გაუშვა. -ხო მშვიდობაა?_კარშივე ეცა ლილია ქმარს. -შემოვიდე ადამიანო ჯერ რა იყო_ძლივს აიძულა დაჩიმ თავს გაეცინა. დაღლილმა ბიჩებმა გადაივლეს, ცოტა ჭამეს და დივანზე ჩამოჯდნენ. -მაგიდას მივაგენით, ამჯერად სწორი უთქვამს ლაშას, საიდუმლო უჯრაც იყო და ძლივს გადარჩენილი საბუთები, ერთიც პასპორტი. ვერ წამოიდგენთ რაც იქ ეწერა._თავი გადააქნია დემნამ. -არავითარი საზღვარგარეთის მონსტრი არ ასრებობს, ყველაფრის თავი და თავი თავად გრიგოლი აღმოჩნდა, საკუთარ შვილს ატყუებდა და ატერორებდა რომ გაეჩუმებინა. ყველაფრის დამადასტურებელი საბუთი გვაქვს, უცხოეთში არავინ ზის და იქედან არაფერს აკონტროლებს, პირიქით, ყველაფერს გრიგოლი აკეთებდა აქედან, როცა გოგიმ უარი უთხრა ნარკოტიკის გადატანა გადმოტანაზე, სხვა ფირმა მოძებნა, მასთან დადებული კონტრაქტიც გვაქვს, ახლა აიტი განყოფილება ყველა იმ ადამიანის მისამართებს ადგენს ვინც ამ საქმეში გარეულია. მაქსიმუმ უკვე ერთ საათში საქართველოს სამ ქალაქში ქუთაისში, ბათუმში და თბილისში ერთად ჩატარდება აყვანის ოპერაციები. -პასპორტი? -რაც შეეხება პასპორტს, ნამდვილი ვლადიმერ მესხიშვილი ვიპოვეთ, გრიგოლის პოტოთი რა თქმა უნდა, ეს პასპორტი ათი წლის წინანდელია და უკვე შევამოწმეთ, ყოველი საბაჟოზე დარტყმული ბეჭდის დრო ზუსტად ემთხვევა გრიგოლის ქვეყნიდან გასვლას, კამერების ჩანაწერებიც ამოვიღეთ რამდენიმე, ამიტომ გოგი უკვე ყველანაირად ოფიციალურად თავისუფალი ხარ. -მადლობა დაჩი_გახარებულმა დაკრა მეგობარს ბეჭზე ხელი გოგიმ და ტელეფონის ზარიც გაისმა. -მოვდივართ_დემნას გადახედა დაჩიმ და იარაღების შემორტყმით კარისკენ წავიდნენ შუა გზაზე რომ გაისმა მათი ხმა -გიორგი დაგვჭირდები. -რა თქმა უნდა_გახარებული გაეკიდა უსაქმობისგან მობეზრებული ბიჭიც. კარებთან ცოლებს აკოცეს, დაემშვიდობნენ და განყოფილებისკენ წავიდნენ. -ყოველ ჯერზე მგონია, რომ ომში ვუშვებ_პირჯვარი გადაწერა ლილიამ ქმარს ფანჯრიდან და მოწყენილმა გადმოხედა მეგობრებს. ----------------------------- მაპატიეთ მეგობრებო ასე სასაცილოდ პატარა თავი, უბრალოდ იმდენად საზიზღარ ხასიათზე ვიყავი, მანამდე შევწყვიტე წერა სანამ რამე სასწაულს გავაფუჭებდი :((( |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.