შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექტუმ სემპრა VI თავი (ჰარი პოტერის ფანფიკი)


13-09-2018, 16:58
ავტორი Katherine Linton
ნანახია 1 625

-რას ნიშნავს უისლი თამაშობს? რონი საკმაოდ მშიშარაა მსგავსი სპორტისთვის.
თქვა ნერვიულად ჰერმიონმა
-რონი არც მიხსენებია. აქ წერია ჯორჯ უისლი.
ჰარიმ დრაკოს ბილეთი გამოართვა და თავისი თვალით ნახა მოთამაშეთა სიაში ჯორჯის სახელი.
-დრაკო მხოლოდ ორი ბილეთი გაქვთ?
-კი ასე გამოდის.
-ასეთი ბილეთების შოვნა აღარ შეილება?
ჰერმიონი დრაკოს პასუხს არ დაელოდა, ჰარის ოთახში გაიქცა და იქიდან მოსასხამით დაბრუნდა.
-ბილეთები არ გვჭირდება.
დრაკომ ჰერმიონს შეხედა.
-არც იფიქრო ჰერმიონ. მხოლოდ ბიჭები მივდივართ.
-ვითომ რატომ?
-იმიტომ რომ სახიფათოა. შეიძლება შემთხვევით შელოცვა მოგხვდეს.
-მაშინ არც თქვენ წახვიდეთ.
ჰეემიონმა მოსასხამი ზურგს უკან წაიღო რომ მისკენ მიმავალ ჰარის არ გამოერთმია. ჰარი მივიდა მასთან ახლოს.
-ჰერმიონ გთხოვ. ვიცი რომ ზრუნავ და ამიტომ არ გინდა ჩვენი გაშვება, მაგრამ ჯორჯი იქიდან უნდა წამოვიყვანო სანამ თამაში დაიწყება. გპირდები მხოლოდ ჯორჯს დავეხმარები და უკან დავბრუნდებით ყველა ჯანმრთელი. ხომ გჯერა ჩემი?
ჰერმიონი მეგობარს მოეხვია.
-ფრთხილად იყავი.გთხოვ იზრუნე რომ ყველა უვნებელი დაბრუნდეთ ჰარი.
ჰარი მიხვდა ჰერმიონი რასაც გულისხმობდა და უჩურჩულა.
-შეგიძლია პირადად უთხრა რასაც ფიქრობ.
ჰარიმ არც კი დააცადა ჰერმიონს მომზადება დრაკოს დაუძახა.
-მალფოი ჰერმიონს შენთან საქმე აქვს.
დრაკო მათ მიუახლოვდა.
ჰარიმ დანარჩენებთან გადაინაცვლა.
-გისმენ
ღიმილით უთხრა დრაკომ
-მე მინდოდა მეთქვა რომ… თავს გაუფრთხილდი… და სხვებსაც. ჯოხები ხომ შენ გაქვს… მათ კი თავდაცვა არ შეუძლიათ ჯოხის გარეშე.
-ნუ გეშინია პოტერს უვნებელს ჩაგაბარებ.
-მხოლოდ ჰარიზე არ ვღელავ.
ჰერმიონი ვერ წყვეტდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოახერხა და დრაკოს მოეხვია. დრაკოს გაუკვირდა, მაგრამ მერე მანაც მოხვია წელზე ხელები.
ოთახში მყოფები ცოტა გააოცა ამ ქმედებამ თუმცა არ შეიმჩნიეს როცა დრაკო და ჰერმიონი მათკენ გაემართნენ. ჰერმიონმა ჰარის მოსასხამი მისცა. ლუნა და ნევილი ცალკე საუბეობდნენ. საბოლოოდ აკოცეს ერთმანეთს და დაემშვიდობნენ. ბიჭები ოთახიდან გავიდნენ.
ჰერმიონი და ლუნა დივანზე ჩამოჯდნენ.
-ჰერმიონ, რა იყო ეს? შენსა და დრაკოს შორის?
-რას გულისხმობ? უბრალოდ მეგობრულად მოვეხვიე.
-შეგძლია მითხრა თუ რამე ხდება, ხომ იცი არ გაგაკრიტიკებ მაგის გამო. მე თვითონ ზაბინის დავეხმარე და თან ვხედავ რომ მალფოი შეიცვალა.
-გეფიცები ლუნა, არაფერია.
-კარგი. წვეულებაზე ვისთან ერთად მოდიხარ?
-ახალმა ბიჭმა დამპატიჟა
-რომელმა?
-სებასტიანი თუ იცი?
ცოტა ხანი პაუზის შემდეგ ლუნამ უპასუხა.
-მსმენია მასზე.
-იცი ძალიან საყვარელი და ზრდილობიანია. თან კითხვა უყვარს.
-ანუ მასთან ერთად მოხვალ?
-უარი ვუთხარი
-რატომ?
-არ ვიცი
ჰერმიონს სევდა დაეტყო.
-დრაკოს ელოდები?
მიხვდა ლუნა
-... ხო. არ ვიცი რატომ. მასთან ერთად მინდა წამოსვლა.
-გინდა დაგეხმარო?
-როგორ?
-ვკითხავ დრაკოს ვისთან ერთად მოდის. მასაც გაახსენდება და შენ დაგპატიჟებს.
-არ ვიცი. მინდა რომ თვითონ მიხვდეს.
-კარგი თუ გადაწყვეტ რომ გჭირდება დახმარება მითხარი.
-კარგი.
ცოტა ხანი ჩუმად ისხსნენ.
-ვნერვიულობ ლუნა.
-მეც, მაგრამ ნუ გეშინია ისინი პატარები არ არიან, არც სულელები და მითუმეტეს არც სუსტები.
-ვიცი მაგრამ ჰარია და ნევილს ჯოხები არ აქვთ, რომ აცდნენ ერთმანეთს და დრაკო ვერ დაეხმაროთ ისინი მაგიას ვერ გამოიყენებენ.
-ისევე როგორც ჩვენ. ამიტომ ჩვენ ვერაფრით დავეხმარებით. ჯობს მშვიდად დაველოდოთ.
-მართალი ხარ. გინდა ჩემი საღამოს კაბა გაჩვენო?
-აუ კი.
ჰერმიონი წამოხტა დივანიდან და ოთახში გაიქცა. ცოტა ხანში უკან დაბრუნდა.
-ჰერმიონ! ვაუ რა ლამაზი კაბაა.
-ფერი მოგწონს? მგონი ბევრს არ მოეწონება ამ ფერს თუ ჩავიცვამ
-მთავარია რომ დრაკოს მოეწონება
-ასე ფიქრობ?
-დარწმუნებული ვარ.
-ეა ხომ მხოლოდ ფერები არაა ეს სიმბოლურია, არ ვიცი მგონი აე ჩავიცვამ ამ კაბას. თან დრაკო თუ არ დამპატიჟებს მითუმეტეს.
-კარგი როგორც გინდა. მეორე კაბაც გაქვს?
-კი. წითელი.
-ლუნამ საათს შეხედა. ახლა მეც ვღელავ უკვე. 2 საათი გავიდა და არ დაბეუნდნენ. ჰაეიმ თქვა რომ იქ არ დარჩებოდნენ.
-მეც არ შემიძლია ასე ლოდინი.
უეცრად კარი გაიღო და რონი შემოვიდა ოთახში.
-უისლი! აქ რა გინდა?
რონმა გოგოებს ყურადღება არ მიაქცია, თავის ხელქვეითებს უბრძანა
-გაჩხრიკეთ!
-ჰეი რას აკეთებთ? ამის უფლება არ გაქვთ!
-გრეინჯერ ამის უფლება გვაქვს სამინისტროდან. ყველა მაგიური ობიექტი უნდა ჩაბარდეს სამინისტროს უსაფრთხოების განყოფილებას. რონი ნელი ნაბიჯით წავიდა ჰარის ოთახისკენ.
-არ გაბედო იქ შესვლა!
დაუყვირა ჰერმიონმა.
-სად არის პოტერი?
-რა შენი საქმეა?!
რონი შევიდა ოთახში.
-რონალდ უისლი არ შეეხო ჰარის ნივთებს.
-გრეინჯერ მაინტერესებს ასე ვისთვის გამოეწყვე?
საუბარში გართულმა რონმა ვერ შეამჩნია თუ როგორ აიღო ჰერმიონმა კომოდიდან პატარა ქვა და დამალა.
-რა შენი საქმეა. იმისთვის ვინც ბინძურსისხლას არ მეძახის.
-უნდა გეთქვა “აღარ” . კარგად ვიცი ვის გულისხმობ და მწვანე ფერი რატომ გაცვია.
-თუ იცი რატომ მეკითხები?
-ალბათ იმასაც იტყვი რომ ჩემზე უკეთესია არა?
-კი ის კაცია, შენ ბავშვი, შედარებაც არ შეიძლება.
რონს ჩაეცინა ამ სიტყვებზე და ოთახის მეორე კუთხეში გაემართა სადაც ჰარის ჩანთიდან ონავრობის რუკა ამოიღო.
-მოსასხამი სადაა?
-არ ვიცი
-ჰარი არაა, არც მოსასხამი. რა საინტერესოა. სად გაიპარა პოტერი?
-არსად.
-ნუ მატყუებ!
რონი მიუახლოვდა ჰერმიონს ისე რომ გოგონას განძრევის საშუალება არ ქონდა.
-რონ…
ჰერმიონს გული აუჩქარდა. ასე ახლოს რონთან იმდენი ხანია არ ყოფილა. ისე უნდოდა ახლა ეკოცნა მისთვის.
-ისე გიხდება ეს კაბა გრეინჯერ.
რონსაც შეეტყო აღელვება ამ სიახლოვის გამო. მან დააპირა ეკოცნა ჰერმიონისთვის.
-არ გაბედო რონალდ უისლი!
ჰერმიონმა თავი დაიძვრინა მისგან
-გაეთერიე ჰარის ოთახიდან აქ შენი ადგილი აღარაა.
რონს ისევ ბრაზი მოერია და ჰერმიონს მაჯაზე სწვდა.
-ბრძანებებს ნუ მაძლევ ბინძურსისხლა! არ გაქვს მაგის უფლება. აქ მე ვიძლევი ბრანებებს.
ახლა მითხარი სადაა ჰარი პოტერი.
ჰერმიონი ვეღარ იკავებდა ცრემლებს.
-არ გეტყვი.
-ნუ მაიძულებ რამე დაგიშავო.
-მიდი დამიშავე!
-რონმა ჰერმიონი მძლავრად მიიზიდა მისკენ და კოცნა დაუწყო. ჰერმიონი თავს ვერ ითავისუფლებდა მისგან. რონმა ის საწოლზე გადააწვინა და თავად ზევიდან მოექცა.
-რონ… გთხოვ შეწყვიტე.
რონი არ აძლევდა მას განრევის საშუალებას და კოცნიდა მას ტუჩებზე, ყელზე და ეტყობოდა რომ არ აპირებდა შეწყვეტას.
-რონ…
ამოიქვითინა ჰერმიონმა.
-მითხარი სადაა ჰარი და შევწყვეტ
-იდიოტი ხარ! ჰარი შენი მის გადასარჩენადაა.
რონი ამ სიტყვებზე გაჩერდა და მოშორდა ჰერმიონს.
-რა თქვი, სად არის?
-ჯორჯის დასახმარებლად ქვიდიჩის მატჩზე სადაც შენ უნდა იყო წესით და არა ჰარი.
რონმა ოთახი უსიტყვოდ დატოვა.
ჰერმიონი საწოლზე მოიკუნტა და აქვითინდა.
ლუნდა შევიდა ჰერმიონთან ოთახში.
-რა მოხდა აქ?
-არაფერი ლუნა, ნუ ღელავ.
ძლივს წარმოთქვა მან.
-შენ ბავშვივით ქვითინებ და მეუბნევი არაფერი მომხდარაო? ყელზე რა გაქვს?
ლუნამ ჩალურჯება შენიშნა.
-ღმერთო ჩემო ნუთუ… რა იდიოტია!
-ლუნა გთხოვ არავის უთხრა ამის შესახებ. კოცნის მეტი ისედაც არაფერი ყოფილა, მაგრამ მაინც.
-კარგი, მაგრამ ამას რას უზავ.
-მერე მოვიფიქრებ, ახლა ცოტა ხანი დასვენება მჭირდება.
-კარგი ბიჭები რომ მოვლენ დაგიძახებ.
ლუნა ოთახიდან გავიდა და კარი გაიხურა. ჰერმიონმა რიტილით რომ იჯერა გული წამოდგა და კაბა გაიხადა. მის თეთრ კანზე რამდენიმე ადგილას ჩალურჯება შენიშნა, რონის უხეში შეხებისაგან დატოვებული.
ტანსაცმელი გადაიცვა და სარკესთან დადგა, ცოტა ხანში მოიფიქრა რომ ყელზე კაშნე მოეხვია.
*** სიტუაცია ქვიდიჩის მატჩზე.
ბიჭები ოთახიდან გავუდნენ და ბნელ დერეფანს გაუყვნენ ფეხაკრეფით.
-დრაკო საით მივდივართ?
იკითხა ჰარიმ
-აქ პორტაჟია გარეთ.
ჰარის გაუკვურდა ჰოგვორტსის ტერიტორიაზე პორტაჟის არსებობა, ისე რომ მის შესახებ არავინ იცოდა.
-ჩვენ გავაკეთეთ ადრე და ყოველ თამაშზე ვიპარებოდით.
ახსნა ზაბინიმ.
ისინი ეზოში გავიდნენ და ერთ ერთი ხის უკან შენიშნეს სნიჩი რომელიც ჰაერში იყო გამოკიდული.
დრაკომ სნიჩს ხელი მოკიდა, დანარჩენებმა კი დრაკოს და ცოტა ხანში ისინი უზარმაზარი სტადიონის შესასვლელთან აღმოჩნდნენ. დრაკომ ჰარის ერთ-ერთი ჯოხი გაუწოდა
-ჰარი ეს აიღე. თუ ავცდებით ერთმანეთს მატჩის ბოლოს აქ შევხვდეთ.
-მალფოი მატჩის ყურებას არ ვაპირწბ აქ ჯორჯის გადასარწმუნებლად მოვედი და როგორც კი დაველაპარაკები წავალ.
-კარგი პოტერ.
ჰარიმ და ნევილმა მოსასხამი გადაიფარეს და ბრბოში შეერივნენ.დრაკო და ზაბინი ჩვეულებრივ შევიდნენ და დაიკავეს ადგილები. ჰარი და ნევილი მათ საპირისპირო მხარეს აღმოჩნდნენ სტადიონის ტრიბუნაზე.
-ჰარი აქ ჯორჯს სას ნახავ. ახლა ალბათ ემზადება.
-გასახდელში შევალ. აქ დამელოდე.
ჰარიმ ჯოხი ნევილს დაუტოვა. თავად მოსასხამი გადაიცვა და გასახდელისკენ გაემართა. გასახდელში ქაოსი იყო. ზოგი ყვიროდა, ზოგი ვარჯიშობდა. ჰარიმ შენიშნა ჯორჯი, რომელიც მარტო იჯდა სკამზე და თავისთვის ბუტბუტებდა რაღაცას.
ჰარი მოსასხამით მიუახლოვდა მას, რადგან აინტერესებდა ჯორჯი რას საუბრობდა.
-ფრედ მაგარია რომ ვთამაშობთ ხო?
-შენც გეშინია ფრედ?
-ნუ გეშინია მე შენთან ვარ. ჩვენ ხომ სულ ერთად ვართ.
ჯორჯს თვალები აუწყლიანდა.
-მე პირობა მოგეცი ფრედ რომ ამას აუცილწბლად გავაკეთებდით ერთად, მაგრამ ახლა…
ჰარიმ გადაწყვიტა გამოჩენილიყო და მოსასხამი მოიხსნა.
ჯორჯმა ის ვერ შენიშნა რადგან იატაკს დასცქეროდა.
-ჯორჯ!
-ჰარი?!
ჯორჯს მისი ნახვა გაეხარდა და გადაეხვია.
-აქ რას აკეთებ ჯორჯ?
-ჰარი მე ფრედს დავპირდი…
-შენ მას დაპირდი რომ ამას ერთად გააკეთებდით. აუცილწბელი არაა მარტომ გააკეთო ეს.
-შენ არ გესმის…
-მესმის ჯორჯ, გინდა რომ შენც დაშავდე და შენი მშობლები საერთოდ განადგურდნენ.
-კი მინდა რომ მეც რამე მომივიდეს, იმიტომ რომ მე მოსიარულე შეხსენება ვარ ფრედის სიკვდილის ყოველ დღე. დედაჩემი ვერც კი მიყურებს.
-დრო გავა და ყველაფერი რიგში ჩადგება.
-რონი ნახე საერთოდ? ან ჯინი? ის ოჯახი ჩემს ოჯახს არ გავს. ადრე სულ მხიარულება იყო. ახლა ოჯახის წევრი უბრალოდ არსებობს თავისთვის.
-მე ვფიქრობ რომ არ უნდა გახვიდე იქ. თუ სახლში არ მოგწონს კიდევ შეგილია ჰოგვორტსში იცხოვრო ცოტა ხანი.
გასახდელში დრაკო შემოვიდა
-პოტერ ამდენი ხანი სად ხარ, მეგონა რამე მოხდა.
-მალფოი?
გაუკვურდა ჯორჯს
-გამარჯობა ჯორჯ.
-ჰარი ამასთან მეგობრობ?
უეცრად გონგის ხმა გაისმა და ჯორჯი ფეხზე წამოდგა.
-გასვლის დროა
-არა ჯორჯ დარჩი.
-ჰარი მე იძულებული ვარ. გუნდს ვერ დავაკლდები. უკვე პირობა მივეცი და ახლა რომ გამოვეთიშო აღარ შეიძლება.
გუნდის წევრები რიგრიგობით აჯდებოდნენ ცოცხს და გადიოდნენ მოედანზე. ჯორჯის ჯერი იყო. უეცრად დრაკომ ჯორჯის ცოცხი აიღო და მოაჯდა.
-პოტერ ეგ სახლში წაიყვანე მე გავალ მის ნაცვლად.
ჰარიმ და ჯორჯმა ვერფარის თქმა ვერ მოასწრეს, დრაკო წამის მეასედში მოწყდა ადგილს.
ჰარიმ ჯორჯს მოსასხამი მისცა.
-აჰა ეს და წადი აქედან ჯორჯ. სახლში წადი და დედას დაელაპარაკე. ყველაფერი მოგვარდება.
ჯორჯი აზრზე ვერ მოვიდა რა მოხდა ამ წამს.
მალფოიმ თავისი თავი გარისკა მის სანაცვლოდ.
ჰარი დაბრუნდა ტრიბუნაზე, და დაინახა მალფოი ბიტერის პოზიციაზე.
-ჯანდაბა მალფოი სიკერია ბიტერად ვერ ითამაშებს!
-ჰარი რა უნდა მალფოის იქ? იკითხა გაოცებულმა ნევილმა.
-ის ჯორჯს ჩაენაცვლა.
-მალფოი მაკვიევებს. თქვა ნევილმა.
-წამოდი ზაბინისთან გადავიდეთ სანამ სულ შეივსო სტადიონი.
ხალხის ბრბოში ხანგრძლივი ცურვის შემდეგ როგორც იქნა ბიჭებმა მიაღწიეს ბლეზთან.
-პოტერ რა ჯანდაბა ხდება! რატომ თამაშობს დრაკო?
-მან მოისურვა ასე, ჯორჯის დასახმარებლად.
-კი მაგრამ ის ძალიან ცუდი ბიტერია.
-ის დაგვრჩენია რომ აქედან დავეხმაროთ.
ბიჭები დასხდნენ. თამაში დაიწყო.
არც ისეთი უხეში ჩანდა თავიდან. დრაკოც ცდილობდა მაინცდამაინც სამიზნე არ გამხდარიყო და ფრთხილად თამაშობდა. ჰარი იმედოვნებდა რომ სნიჩი მალე გამოჩნდებოდა და მატჩი მშვიდად დასრულდებოდა, მაგრამ სნიჩი არ ჩანდა. სიკერებიც თავის ადგილას იდგნენ. მოულოდნელად ერთ-ერთი მოთამაშე სიკერს ძალიან დიდი სისწრაფით დაეჯახა და დრაკოს გუნდის სიკერი მიწაზე აღმოჩნდა. თამაში გაგრძელდა, თუმცა მალე გაისმა პირველი შელოცვა და გაშეშებული მეორე გუნდის სიკერიც ძირს აღმოჩნდა. სწორედ ამ დროს გამოჩბდა სნიჩი და დაიწყო რბოლა მის დასაჭერად ქიფერებს, ბიტერებს და ჩეისერებს შორის რადგან სიკერი არცერთ გუნდს აღარ ყავდა.
სტადიონზე სრული ქაოსი იყო. შელოცვები უკვე ყოველ წამს გაისმოდა. “კრუციო” “ავადა კედავრა” “პატრიფიკუს ტოტალუს”
შელოცვები არ წყდებოდა. ჰარიმ შენიშნა რომ დრაკო მხედველობის არიდან გაქრა და მისი თვალებით ძებნა დაიწყო. უეცრად შენიშნა ის სნიჩს მისდევდა და უკან სამი მოთამაშე მისდრვდა მას. ერთეერთმა მოთამაშემ დრაკოს ციცხს შელოცვა ესროლა და ის დაუმორჩილებელი გახდა. დრაკო თავს ვერ იკავებდა თუმცა მოახერხა ჯოხი ამოეღო და ცოცხი კვლავ დაემორჩილებინა. დრაკო ისე ახლოს იყო სნიჩთან ყველა ცდილობდა მის ჩამოშორწბას. მისი გუნდელებიც კი, დადგან ყველას უნდოდა თავად მოეპოვებინა იგი.
ჰარი გასახდელში დაბეუნდა და ცოცხი ნახა. იგი დაეშვა დრაკოს გასწვრივ მოედანზე.
-პოტერ რას აკეთებ გაგიჟდი?
დაუყვირა დრაკომ
-სნიჩი დაიჭირე.
პასუხად დაუყვირა ჰარიმ. დრაკომ მთელი ყურადღება ისევ ბურთზე მიმართა. ჰარი თავის ცოცხზე ფეხებით დადგა და დრაკოს დამცავი შელოცვა გაუკეთა. დრაკოსკენ ნასროლი შელოცვა მსროლელს უბრუნდწბოდა უკან. მალფოი მიხვდა რომ დიდ ხანს ჰარი ასე ვერ გალებდა და სიჩქარეს მოუმატა. ჰარიმ განაგრძო მისი დაცვა და ზუსტად იმ მომენტში როდესაც დრაკოს სნიჩი უნდა დაეჭირა ერთ-ერთმა მოთამაშემ ჰარის ბლაჯერი ესროლა და ჰარი ცოცხიდან გადმოვარდა. დრაკო არ დაიბნა და სანამ ჰარი დაეცემოდა მას გაუსწორდა ისე რომ ჰარი მის ცოცხზე დაეცა (დაჯდა) . თუმცა წონასწორობა ვერ შეინარჩუნეს და ინერციით ძირს წავიდნენ. დრაკო ცოცხიდან გადმოვარდა.



№1  offline წევრი skida

რონის ჰერმიონი ისევ უყვარს და ჰერმიონს ისევ აქვს მის მიმართ გრძნობები მაგრამ ასე თუ გააგრძელებს განა სადამდე გასტანს ისედაც მილეული სიყვარული?! ახლა დრაკო მეჩვენება ჰერმიონისთვის შეააფერისად რადგან დრაკო ის დრაკო აღარ არის რომელსაც ვიცნობთ და რონი იგივე რონი. რასაც რონი აკეთებს ამას კაცობა არ ქვია დრაკოს ყოველი საქციელი კი მის ვაშკაცობაზე და სიძლიერეზე მიუთითებს და ჩემი აზრიღ ჰერმიონის გვერდს ასეთი ადამინი უნდა უმშვენებდეს.

 


№2 სტუმარი სტუმარი anuchki

skida
რონის ჰერმიონი ისევ უყვარს და ჰერმიონს ისევ აქვს მის მიმართ გრძნობები მაგრამ ასე თუ გააგრძელებს განა სადამდე გასტანს ისედაც მილეული სიყვარული?! ახლა დრაკო მეჩვენება ჰერმიონისთვის შეააფერისად რადგან დრაკო ის დრაკო აღარ არის რომელსაც ვიცნობთ და რონი იგივე რონი. რასაც რონი აკეთებს ამას კაცობა არ ქვია დრაკოს ყოველი საქციელი კი მის ვაშკაცობაზე და სიძლიერეზე მიუთითებს და ჩემი აზრიღ ჰერმიონის გვერდს ასეთი ადამინი უნდა უმშვენებდეს.

mec ase vfiqrob martalia roni sul sheicvala jinic da ra vici yvela.kargicaa imitom rom drako,yoveltvis miyvarda

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent