შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი(4)


13-09-2018, 17:29
ავტორი დამწყები
ნანახია 1 831

- ბიჭებო მე თბილისში უნდა დავბრუნდე , თუ გინდათ დარჩით და მერე ჩამოგაკითხავთ , ანერვიულებულად მიუბრუნდა ლაშა მეგობრებს
- მოიცადე რა ერთი წუთით , დამშვიდდი ჯერ , ვილაპარაკოთ და მერე წადი (ირაკლი)
- ირაკლი მართალია რა , ვხვდებით ახლ როგორც ხარ მაგრამ , მინიმუმ ასეთ მდგომარეობაში საჭესთან ვერ დაჯდები (ლევანი)
- ბატონო ლაშა თქვენთვის ოთახები მზად არის , შეგიძლიათ ჩექინი გიაროთ , თავაზიანი ღიმილით საუბარი შეაწყვეტინა სასტუმროს მენეჯერმა
- რას იზამთ დარჩებით ?(ლაშა)
- დიდი მადლობა გოგონა , მაგრამ სასწრაფო საქმე გამოგვიჩნდა და თბილისში ვბრუნდებით , ნომრები აღარ გვინდა, მენეჯერთან საუბარი გააბა დავითმა
- საჭესთან მე დავჯდები ( ირაკლი)
- კარგი, დაეთანხმა ლაშაც და მაშინვე გეზი თბილისისკენ აიღეს.

- რაღაც მოხდა , ვერ დავიჯერებ რომ ასე უმიზეზოდ , მხოლოდ ელენეზე იეჭვიანა და გაიქცა , აფორიაქებული , ბრაზით საუბრობდა ლაშა
- იქნებ აცადო დღეს და ხვალ დაელაპარაკო თამარს (ირაკლი)
- მოკლედ კარგად არ ვიცნობ მაგრამ ეს თამუნაც ძაან კაპრიზობს რა , თუ ევასები რაღას გარბის , უთხარი ან დაბრო მომეცი ან კრგად იყავითქო და ნახე აქეთ შემოგეხვეწება რა(ლევანი)
- სწორედ მაგას ვაპირებ , დავიღალე , თქვენს თავს გეფიცებით მაგრად დავიღალე რა , პატარა ბავშვივით დევნას ხომ არ დავუწყებ , ყველაფერი გავაკეთე , რომ მგონია აი ყველაფერი დალაგდათქო და ეგრევე გარბის, აი გიგა არ გადამირჩება , შეგიძლიათ უთხრათ რომ ოფისში არ დამენახოს , მოვკლავ , გეფიცებით საკუთარი ხელით მოვკლავ თუ თამარს რამე დაუშავა.
როგორც იქნა თბილისში დაბრუნდნენ , ლაშა სახლში დატოვეს დაისვენებსო, ვაკის ბინაში დარჩა მშობლებს რომ ასეთ მდგომარეობაში არ ენახათ , ირაკლიმ თამარს შეხვედრა სთხოვა , თამომაც უარი ვერ უთხრა , ყველაზე მეტად ირაკლის რიდი ჰქონდა. ირაკლის სიტყვა ყოველთვის ძვირად ფასობდა , თვითონ ლაშასთვისაც კი უამრავ რამეს წყვეტდა, თან ტელეფონზე საუბრისას იმდენად სერიოზული იყო როგორც არასდროს.თამომ ტანზე გადაიცვა და გარეთ გავიდა, ირაკლი მანქანით იყო , ფანჯარა ჩამოწია
- აქვე კარგი კაფე ვიცი და ვილაპარაკოთ კარგი ? ყველაზე თბილად მიმართა თამოს , აქამდე ასეთი არასდროს ყოფილა არავის მიმართ , თითქოს სხვა ირაკლი იყო
- კარგი, თამომ მანქანას წრე დაარტყა და ირაკლის გვერდით დაჯდა, რატომ დაბრუნდით ?
- შენი აზრით ? ღიმილით იკითხა ირაკლიმ
- ლაშას გამო ?
- სხვა ვერსიაც გაქვს ? ღიმილით შეუბრუნა ირაკლიმ კითხვა და თამოს მოწყენილი სახის დანახვაზე დაამატა , ლაშა დაბრუნდა შენს გამო და მარტო ვერ გამოვუშვებდით , თამარი დაიბნა
- არ მითხრა რომ ლაშას სანახავად მივდივართ
- არა ჯერ მე და შენ უნდა ვილაპარაკოთ , მგონი არ არის საჭირო ყველაფერი ლაშამ გაიგოს , ამჯერად ირაკლი სერიოზული იყო
- გასაგებია , ესღა ამოილუღლუღა თამუნამ და კაფეში მისვლამდე ხმა აღარცერთს ამოუღიათ.
კაფეში უხმოდ შევიდნენ, ლაშამ ორი ყავა , ცეზარი , პიცა და ორო ბრაუნი შეუკვეთა,
- მშიერი ხარ ? გაუღიმა თამომ
- ხო, და არც შენ გადევს კარგი ფერი , ორივე შევჭამთ , თვალი ჩაუკრა ირაკლიმ
, ერთი წყალიც თუ შეიძლება
- აბა გისმენ , თვალებში შეხედა ირაკლიმ თამარს, მოყევი , ხელით ანიშნა თამარს რომ საუბარი დაეწყო
- რა მოვყვე ?
- რაც მოხდა თავიდან ბოლომდე
- ლაშამ მითხრა რომ ვუყვარვარ , ვაღიარებ გიგას ჩამოსვლამ დაგვაახლოვა , მერე ელენეზე გავიგე და გავბრაზდი , ცოტა მეწყინა, სულ ეს იყო , დაამთავრა თამარმა და ლაშას თვალებს წააწყდა რომელიც ანიშნებდა რაც მოყევი ისედაც ვიცი , სხვა რამის მოყოლა გთხოვეო, და მაშინვე განაგრძო , ვაღიარებ დღეს ბავშვივით მოვიქეცი და ასე არ უნდა გამოვქცეულიყავი ,უბრალოდ ძალიან მივიჩვიე ლაშას და მეწყინა, აქ რომ ჩამოვედი მომხდარი გავაანალიზე და მივხვდი საწყენი არც არაფერი ყოფილა.
- აჰა ანუ სულ ეს არის და ეს ?
- კი სულ ეს არის, მეამიტურად გაიღიმა თამარმა
- ახლა მომისმინე თამო , ზუსტად ლაშას ტოლი ვარ ასაკით, მართლა გგონია რომ 35 წლის კაცი შეიძლება23 წლის გოგომ , რომელიც საკუთარ ასაკთან შედარებით ღრმა ბავშვობაშია ჩარჩენილი , შეიძლება მოატყუოს?შემომხედე თვალებში , და თამუნას სახე ხელებში მოიქცია , მისმინე მინდა რომ მენდო , რასაც მე მეტყვი ლაშა ვერ გაიგებს , მაგრამ მე მინიმუმ როგორც ლაშას მეგობარმა ვალდებული ვარ შენზე ვიზრუნო, თუ არ მომიყვები ვერაფერს მოვაგვარებ , თუ მენდობი შენც გულზე მოგეშვება და ერთად ვეცდებით ლაშა დავარწმუნოთ რომ გუშინ არაფერი მომხდარა.
- ირაკლი... სცადა საუბარში ჩაჩროდა მაგრამ ირაკლიმ არ აცადა
- ჯერ მე მომისმინე, გუშინ შენ რა სახეც გქონდა, ეგ არ იყო უბრალოდ გამოუძინებელიგოგოს სახე , მე მაინც ნუ მომატყუებ და ნუ მასწავლი , ნუ გეშინია სიმართლის თქმის , ხომ იცი რომ მხარში დაგიდგები,მითხარი რა დაგიშავა გიგამ?
თამარს თვალები აუცრემლიანდა, ირაკლი ადგა და გვერდით მიუჯდა, შეკვეთაც მოიტანეს , მოდი ცოტა ჭამე , ძალა მოიკრიბე და ვისაუბროთ კარგი , 10 წუთი ორივე დუმდა , მერე ირაკლიმ დაარღვია მყუდროება
- შეგეხო ?
თამო შეცბა , საშინლად სრცხვენოდა მომხდარის
- სცადა , ვერაფრით მოვერიე , მაგრამ მერე არ ვიცი , საბედნიეროდ აზრზე მოვიდა , და შემეშვა
ირაკლის ბოღმა კისერში მოაწვა , საშინლად არ უნდოდა , არ იცოდა როგორ ეკითხა , თუმცა ნერვებმა უმტყუნა
- ძალა იხმარა ? მისას მიაღწია ? უნდოდა ეყვირა მაგრამ ირგვლივ ხალხმა შეჩერა და ჩურჩულით ჰკითხა
- მხოლოდ მკოცნიდა მაგრამ მერე გონს მოვიდა და შემეშვა , საბედნიეროდ შემეშვა, მაგრამ ძალიან შემეშინდა გესმის , ვერ ვერეოდი , ხელებიც და ფეხებით ისე ვყავდი დაჭერილი ვერ ვერეოდი , ისევ თვითონ რომ არ მოსულიყო გონს სულ ერთი წითიც და , ცრემლები მოაწვა თამარს , თავი ვეღარ შეიკავა და ირაკლის მოეხვია , მაგრად ჩაეხუტა, ირაკლიმ მკლავებზე მოუჭირა , ჩაეხუტა, სიბრაზის ენერგიას თამოსადმი სითბოს გამომჟღავნებაში უშვებდა
- გთხოოვთ არ მინდა ლაშამ იცოდეს , ძალიან გთხოვთ
- მომისმინე , ლაშას ეტყვი რომ გიყვარს , საშინლად იეჭვიანე , ღამე მის გამო იტირე და ამიტომ იყავი ეგრე , მხოლოდ ამ შემთხვევაში დაგიჯერებს, თამო გაშრა
- ხო მაგრამ...
- არავითარი მაგრამ , არაფერს ეუბნები ისეთს რაც სიმართლე არაა ,უბრალოდ აზვიადებ , სხვა გზა არცაა, ან მაგას ეტყვი ლაშას ან სიმართლეს გაიგებს, თავად აირჩიე, უბრალოდ იცოდე ლაშამ რომ ეს გაიგოს, გიგას სიცოცხლის ალბათობა საკმაოდ შემცირდება
- კარგი , ამოისლუკუნა თამომ
- საპირპარეშოში გადი და მოწესრიგდი , სახლში დაგტოვებ
- კარგი
თამარი სახლში დატოვა თუ არა ირაკლიმ , გიგასკენ გაეშურა, დიდი ხანი აბრახუნა კარზე და მალე ნამძინარევი გიგა გამოჩნდა
- ირაკლი ... ? ნამძინარევმა გაკვირვებით იკითხა , მოხდა რამე ? ამ დროს აქ რა გინდა ?ირაკლიმ მომენტალყრად კარები მიხურა და სახეში მუშტი მოუქნია , გიგა ძირს დავარდა ,
- ნორმალური ხარ ? რას აკეთებ იკითხა გიგამ თან ტუჩიდან სისხლს იწმენდდა,
- კიდევ მე რას ვაკეთებ ? ირაკლიმ წამოდგომა არ აცადა , ისე დააჯდა მუხლებზე გიგას , ხელებით პერანგთან წაუჭირა, მერე ისევ მუშტი მოუქნია , სიბრაზე უფრო და უფრო აწვებოდა და უფრო და უფრო ურტყავდა გამეტებით სანამ ნახევრად შიშველლი ქალი საძინებლიდან არ გამოვიდა და ირაკლისთან არ მივარდა , თან ყვიროდა თან აშველებდა , ცდილობდა ირაკლისთვის გიგა ხელიდან გამოეგლიჯა, ირაკლი წამოდგა ,
- ასეთი ნაბოზვრები არ გეყო და თამუნაზე გადაწყვიტე გაკარება ?გოგოს ხელი როგორ დააკარე შე , ხომ იცოდი რომ ლაშას უყვარს , ბოზები დაილია ? ქალი დაილია ? მიპასუხე შე ... ამის მერე რა კაცი ხარ ? ვაბშე ამის მერე რა ხარ შე ახ*** , როგორ გაბედე თამუნაზე გაკარება , ირაკლის ისევ მოაწვა სიბრაზე , კვლავ პერანგში წვდა , ახლა მუშტი მუცელში ამოარტყა , ამ დარტყმას ვეღარ გაუძლო გიგამ და საპასუხო მუშტი მოუქნია , ირაკლის ტუჩი გაუსკდა , სისხლი წამოუვიდა , კვლავ გამწარდა
- ხვალვე აიღებ ამერიკის ბილეთს და დაახვევ აქედან , არც კი გაბედო და ლაშას და თამოს შორის არ ჩადგე , თორემ ეს ტკბილ მოგონებად დაგრჩება , ირაკლიმ კარი მიაჯახუნა , მაშინვე ლევანთან წავიდა , ამ სახით ვერც ლაშასთან მივიდოდა და ვერც სახლში

- ბიჭო სახეზე რა გჭირს
- გიგასთან ვიყავი , მშვიდად , ძალაგამოცლილმა უპასუხა ირაკლიმ
- მოიცა თქვენ რა...
- ჩემი ვარაუდი გამართლდა , სიტყვა არ დაასრულებინა ირაკლიმ
- მოიცა ამიხსენი , ლევანმა ინსტიქტურად კონიაკი ჩამოსხა და ირაკლის გაუწოდა
- თამართან ძალის ხმარება სცადა, რამის გოგო გააუბედურა,გესმის რა არა კაცია ?
- და მარტო წახვედი ? სად არის ეგ არაკაცი , მოიცა ასე არ უნდა შერჩეს ,
- რაც შემეძლო ჩემგან მიიღო , არ აახვევს აქედან და უარესს დავმართებ
- თამუნა როგორ არის ?
- როგორ იქნება , რომ გვითხრას კარგად ვარო დაიჯერებ?
- ჯერ კიდევ ბავშვია ტოო...მოიცა ლაშა რაღაცნაირად მაინც გავაფრთხილოთ აღარ ანერვიულოს რა ეს გოგო
- თამართან დავალაგე , და არ იქნება პრობლემა წესით
- მისმინე , გიგას ჩემგან რომ არ მოხვდეს ეგრე არ იქნება რა
- მოდი საკმარისია რა , ვაცადოთ რომ წავიდეს იქნებ
- კარგი , მაგრამ ახლა რა იქნება
- რაზე რა იქნება
- ლაშაზე და თამოზე
- ერთად იქნებიან , სხვა გზა არ აქვს თამოს , ცოტა შევაშინე , ჩაიცინა ირაკლიმ
- აუ რა ძმა ხარ რაა, საპასუხოდ გაუცინა ლევანმა, მოკლედ ქორწილი და ამბები იქნება ხო , ხასიათზე მოსვლა სცადა
- ალბათ ხო
ორივეს ჭიქით ხელში ჩაეძინათ

“ ამჯერად მაინც ნუ მოიქცევი ბავშვივით , სად გნახო რომ ვილაპარაკოთ” ლაშას შეტყობინება მიუბიდა თამარს
“15 წუთში სპართან გამოვალ”
“გელი” სწრაფად აკრიფა ლაშამ და 15 წუთი თამარს ელოდა, თამარს წამითაც არ დაუგვიანია , ლაშას მანქანაში ჩაჯდა
- სად წავიდეთ ? მშვიდად კითხა ლაშამ
- სადმე სკვერში , მშვიდად რომ ვილაპარაკოთ
- სკვერში ? თვალები მოჭუტა ლაშამ , მეგონა ცივ კარამელიან ყავას დავლევდით და თბილაად გაუღიმა გოგოს
- ხალხმრავალ ადგილას არ მგონია რომ მშვიდად ვილაპარაკებთ , მგონი მანქანაშივე ჯობს , ხელს არავინ შეგვიშლის ,
- კარგი მაშინ ყავა მანქანისთვის ავიღოთ
- კარგი , ჩაიცინა თამარმა , ლაშას თბილი მზერა ათბობდა ,მასთან თავს საოცრად მშვიდად გრძნობდა , საოცარი სიმშვიდე , სითბო და მზრუნველობა მოდიოდა კაცის მხრიდან, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა კვლავ ასე მშვიდად ესაუბრებოდა თამარს, ლაშამ ყავები მოიტანა , ერთი თამარს მისცა , მერე კარები ჩუმად ჩაკეტა , ყოველი შემთხვევისთვის , თამოს კვლავ გაქცევა რომ არ ეცადა, მისკენ მიბრუნდა , გოგოს მიაცქერდა , აათვალიერა
- როდესმე გაიზრდები ? ღიმილით უთხრა , თამოსაც ჩაეღიმა
- ბოდიში რომ ეგრე , აუხსნელად წამოვედი , უბრალოდ არც ვიცოდი რომ დავრჩენნილიყავი რა და როგორ ამეხსნა , დაფიქრება მჭირდებოდა, თბალებში უყურებდა გოგო
- ყოველთვის რატომ გარბიხარ
- ხო ვიცი რომ შევცდი , ისიც ვიცი რომ გაქცევა ყოველთვის საუკეთესო გამოსავალი არ არის
- გეშლება , ყოველთვის კი არა არასდროს არ არის გამოსავალი , გაქცევით პრობლემები არ გვარდება , პრობლემას ფიქრი და დალაპარაკება აგვარებს , საოცრად მშვიდად ესაუბრებოდა ლაშა გოგოს, ისე ცდილობდა მისთვის ამის ახსნას თითქოს პატარა ბავშვს , რომელიც ცუდად მოიქცა და მისი დანაშაულის არსს უხსნიანო.
- გიგას შემთხვევით ელენეზე წამოცდა , მეც გაუაზრებლად , მართლა ჩემდაგაუაზრებლად ვიეჭვიანე , არ ვიცი რატომ გავბრაზდი მაგრამ მეწყინა , მერე მთელი საღამო ემოციები ვერ მოვთოკე , გიგას ვთხოვე მარტოს დავეტოვებინე , მანაც დამტოვა , ღამე ლობი ბარში გაატარა, მე კი სულელივით ვტიროდი, თავი რაღაცნაირად ვიგრძენი, შემრცხვა შენთან იმის თქმა რომ შენს გამო ვტიროდი , არ მინდოდა გრძნობებში გამოვმტყდარიყავი , მაგრამ შემდეგ ჩამოვედი დავფიქრდი , ყველაფერი ავწონ დავწონე და იცი ..? მივხვდი , უბრალოდ შეჩვევა იყო , აი პირველად რომ მოუშვებ ბიჭს ასე ახლოს და ისიც მიგიზიდავს, პირველად მოდიოდა ასეთი სითბო ვინმესგან და მეც პატარა ბავშვივით ავმჩატდი. დავფიქრდი და მივხვდი რომ უაზრო ემოციებს ავყევი , ყველაფერი დავივიწყოთ და ისე გავაგრძელოთ თითქოს უბრალოდ მეზობლები ვართ . სასიამოვნოდ გაუღიმა თამარმა ლაშას რომელიც მშვიდად უსმენდა,
- ყველაფერი ისე დავტოვოთ თითქოს უბრალოდ მეზობლები ვართ , წყნარად გაიმეორა თამარის ნათქვამი, დაფიქრდა , სიმშვიდის შენარჩუნება ვეღარ მოახერხა , თამუნას სიტყვებმა კიდევ უფრო გააღიზიანა და გააბრაზა , თამუნა მეკაიფები ? ტონი ვეღარ გააკონტროლა , ასეთი მკაცრი , მომთხოვნი , ასეთი ხმამაღალი არასდროს ყოფილა, თითქოს საზარელ დანაშაულზე წაუსწრო თამარს ისე უყურებდა ,
- შენ მართლა მეკაიფები ?მგონი კრგად ვერ გნსაზღვრე ვისთან გაქვს საქმე , ამხელა კაცს პატარა ბავშვივით მიტრიალებ სიტყვებს , რაღაც სისულელეებს მიჩმახავ და გინდა რომ დაგიჯერო ? აზრს ატან საერთოდ რას მეუბნები ? მართლა ასეთი სულელი ხარ თუ ისულელებ თავს ? თავს ვეღარ იკავებდა ლაშა ორივე ხელით თამარის მკლავები ეჭირა და უჭერდა , ასეთი ლაშა ჯერ თამარს არც ენახა , შეეშინდა , კიდევ უფრო შეეშინდა მასთან ყოფნის, შეეშინდა რომ ლაშასთან თითოეული ნაბიჯის კონტროლი მოუწევდა , თუ ახლა დათანხმდებოდა უკან დასახევი გზა არ რჩებოდა , სამუდამოდ 12 წლით უფროსი მამაკაცის ტყვეობაში გაებმებოდა
- ლაშა მტკივა , ძალიან მტკივა , ამოილუღლუღა თამარმა
- ჭკუიდან გადაგყავარ, ახლა უკვე წყნარად უთხრა ლაშამ , ხელიც გაუშვა ,35 წლის ასაკში პირველად ვეღაც ჩემს გრძნობებზე ასე თამაშობს, სისულელეების გარეშე ამიხსენი რატომ არ გინდა ჩემთან ყოფნა და შეგეშვები , გპირდები საერთოდ გავქრები
- არ მიყვარხარ ლაშა , არ მიყვარხარ ასეთი რთული გასაგებია ?
- შემომხედე
თამარმა შეხედა და კიდევ ერთხელ გაუმეორა არ მიყვარხარო, იმდენად დამაჯერებლად უთხრა თვითონაც გაუკვირდა, ლაშამ უსიტყვოდ მანქანა დაძრა, თამარს არ უკითხავს სად მიდიოდნენ, სახლთან მიიყვანა , მე ბიჭებთან უნდა წავიდე , ჩაილაპარაკა ლაშამ ისე რომ თამარისთვის აღარც შეუხედავს , აღარც სხვა რამ უთქვამს, თამო უხმოდ გადმოვიდა მანქანიდან , არც დამშვიდობებია , ლაშა კი ირაკლისთან და ლევანთან წავიდა, დაღლილი შევიდა მისაღებ ოთახში და სავარძელში ჩაესვენა ,
- რამე მაგარი დამისხით რა, ჩუმად თქვა ყველანაირი ემოციით დაღლილმა
- არ დალაპარაკებიხარ ?(ლევანი)
- კი
- ელაპარაკე ? ( ირაკლი) მერე , რაო
- დამთავრდა ყველაფერი
- მოიცა რა ხდება , რა გჭირს, სავარძლიდან წამოიწია ( ლევანი)
- აღარ ღირს ლაპარაკი რა , მორჩა უბრალოდ ყველაფერი
ირაკლიმ ლევანს გახედა
- მოიცა ყველაფერი მოყევი ახლა( ირაკლი)
- ელენეზე რომ გავიგე ვიეჭვიანეო , იმიტომ გამოვიქეცი რომ გრძნობებში არ გამოგტყდომოდიო, აქ კიდევ მივხვდი რომ ვაბშე არ მევასები და ო რა, აი ძაან ოო, არ მიყვარხარო , შემეშვი და შეიგნეო რა, უკვე მისდა გაუაზრებლად ყვიროდა ირაკლი რომელიც ისე წამომდგარიყო ფეხზე ვერც გაიაზრა და თან ხელებს შლიდა , ბოლოს რომი გადაკრა
- კარგი დამშვიდდი რა( ლევანი) ვინც არ უნდა იყოს ნერვებად არ ღირს
- შემიყვარდა, გესმის ? შემიყვარდა , მისი სურნელი , მისი შეხედვა , მისი შეხება , ღიმილი, მისი სერიოზული სახე , მისი სიარული , მისი ჩაფიქრებული მზერა შემიყვარდა, გესმის საერთოდ ეგ რა არის ? პირველად , 35 წლის ასაკში პირველად დამერხა , პირველად გავუჩალიჩე ჩემს თავს , ასე რომ შემიყვარდა , ლაშამ თავი ჩახარა , ჭიქას მიაშტერდა- არასდროს მიფიქრია ისეთ რაღაცეებზე როგორზეც მასთან მეფიქრებოდა, ოცნებად მექცა რომ დილით მასთან გავიღვიძო ,შვილები მყავდეს, ერთად მივიყვნოთ ბავშვები სკოლაში... ის კი მეუბნება ჩავთვალოთ უბრალოდ მეგობრები ვართო , ხოდა ვიყოთ მეზობლები , მე ჩემი გავაკეთე.
ლაშა წამოდგა კიდევ ერთი ჭიქა დაისხა და უხმოდ დალიე , ბიჭებსაც პასუხი არ გაუციათ , თამუნაზე ძალიან ბრაზობდნენ , ვერ ხვდებოდნენ ასე რატომ იქცეოდა გოგო.
ორი კვირა გადიოდა , თამო და ლაშა ერთმანეთს არც ეზოში არც ლიფტში და არც სამსახურში არ იმჩნევდნენ , მხოლოდ გამარჯობით შემოიფარგლებოდნენ , აღარც ირაკლი დალაპარაკებია თამოს , გიგა არ წასულა ამერიკაში , თამუნას გულის მოგებას ცდილობდა, რაზეც თამარისგან მწარე გაფრთხილება მიიღო და ისიც აიძულა დისტანცია დაეჭირა გოგოსგან, გიგა ძალიან განიცდიდა თუმცა ერთადერთ ნუგეშად ლაშას და თამარის ერთმანეთისადმი ცივი დამოკიდებულება რჩებოდა, ირაკლი მაინც ცდილობდა თამართან თბილი ყოფილიყო, ბოლოსდაბოლოს თავადაც ჰქონდა პირველად მისდამი სიმპათიები, თამარი ორმაგი შემართებით მუშაობდა.მესამე კვირა დაიწყო უკვე როცა ირაკლიმ თამარის ოთახში შეაბიჯა და დიდი სამზადისი დახვდა
- ვა აქ რა ამბები ტრიალებს , ვისი დაბადების დღეა ?
- დაბადების დღე არა, გამოსამშვიდობებელი დღეა , მიუგო მაგდამ
- მართლა ? და ვის ვემშვიდობებით ? მე არ მეკითხება რომ მიდის ? ჩაიცინა ირაკლიმ
- დღეს თამარის ბოლო სამუშაო დღეა
ირაკლი დაიბნა
- გაბედავა ? სახე შეეცვლილმა , იკითხა
- დიახ, დიახ
- და სად გადადის
- ერთ კვირაში ამერიკაში მიემგზავრება , MBA ზე , ასეთი ყოჩაღი გოგო გვყავს
დაბნევისგან აღარ იცოდა ირაკლის რა ეთქვა, აზრები აეხლართა
- როდის გადაწყვიტა?არ ვიცოდი, ასე უცბად გამიკვირდა
- ორი თვის წინ გავიგეთ ჩვენც , პასუხი რომ მოუვიდა
- გასაგებია , ესღა თქვა ირაკლიმ გონებაში კი სულ ის უტრიალებდა , აი თურმე რაში ყოფილა საქმე , ოთახის კარი გაიხურა და ლაშასთან შევიდა, ჯერ კიდევ ფიქრებს ალაგებდა რომ ითახს ორი წრე მაინც დაარტყა
- რა გჭირს , დაჯექი , ჩაიცინა ლაშამ
ირაკლი ჩამოჯდა , ლაშას შეხედა, თვალი თვალში გაუყარა
- რა ხდება , მშვიდობა გაქვს ? ჩაიცინა კვლავ ლაშა
- თამარი მიდის
- ვინ თამარი
- გაბედავა
- პროექტს მორჩნენ ? არ გამოუგზავნიათ ანგარიშები ჯერ, მიკვირს,სრულიად უინტერესოდ ჩაილაპარაკა ლაშამ , კარგად თამაშობდა ისე თქვათითქოს მართლა არ ადარდებდა
- არა მარტო თამარი მიდის, გამოსამშვიდობებელი სიურპრიზი მოუწყვეს, გამომცდელი მზერით უყურებდა ირაკლი ლაშას, ორი თვის წინ MBA ზე ჩარიცხულა ამერიკაში, თუმცა ხო რაში გაინტერესებს, კაი წავედი საქმეს მივხედო, ანგარიშები გამომიგზავნე რა მერე, მიაყარა ირაკლიმ ლაშას , თან ფეხზე წამოდგა და ცდილობდა არ გაღიმებოდა ლაშას გაოცებული სახე რომ დაინახა
- სად ? ამერიკაში ? ორი თვის წინ ?ლაშას თვალი გაუშტერდა ირაკლის დაჟინებით მიაცქერდა
- ხო რა იყო , რაში გაიმტერესებს
- ნუ მეკაიფები , ხვდები ეგ რას ნიშნავს ?
- იმას რომ დიდი ალბათობით სწავლა- კარიერასა და შენს შორის არჩევანი, სწავლაზე შეაჩერეს, სიცილი წასკდა ირაკლის
- ნუ მეკაიფები
- შენს ადგილას ამერიკაზე ვიეჭვიანებდი, ძლიერი კონკურენტი კი გყავს ისე, ისევ ხარხარებდა ირაკლი,
- მიდი თუ ძმა ხარ საქმეებს მიხედე
- ანუ 100 წითელი ვარდი შევუკვეთო და შენს სახელზე გავუგზავნო თამარს, ხო კიდევ წერილიც გავაგზავნო თუ არ უნდა ?აუ მგონი ჯობს ტექსტით იყო, “ გელი როდის დაბრუნდები ამერიკიდან “ , ირაკლი არ წყვეტდა სიცილს , მოიცა მოიცა , საერთოდ რომ გაყვე ამერიკაში , მაინც ლმაზი გოგოა , ვინმე შავკანიანმა არ მოგვტაცოს რძალი , გაუთავებლად იცინოდა ირაკლი ლაშას რეაქციებზე
- ირაკლი! მკაცრად შეუტია ლაშამ, თუ მეკაიფები ვერ გადარჩები , ხვდები ალბათ ხო
- ანუ მართლა გაყვები ამერიკაში ? სიცილით შეუბრუნა კითხვა ირაკლიმ , დავჯავშნო ბილეთები ? თამო ორშაბათს მიფრინავსო, დაასერიოზულა ირაკლიმ და კვლავ სიცილი აუვარდა
- ცოლად რომ მოვიყვან , სახლში აღარ შემოგიშვებთ , სიცილში აყვა ლაშა
- მაგ დღეს მოვესწრო და პირველი კვირა არ შეგაწუხებთ , ვიცი ერთიანად აინაზღაურებ რაც აქამდე ითმინე , იცინოდა ირაკლი
- მასხარა ხარ , გაეცინა ლაშას
თამოს ქცევის მიზეზი რადგან იცოდა უკვე უსაზღვროდ ბედნიერი იყო , დანარჩენს კი ზუსტად იცოდა მოაგვარებდა.



№1  offline წევრი დარინა

ისევ იგივე რატომ? არადა გული დამწყდა რომ არ გააგრძელე, გამიხარდააა ახალი თავია მეთქიიი. ძალიან მომწონს ეს ისტორია.

 


№2  offline წევრი ნორმი

იგივე თავი რატომ დადე???
--------------------
მორფეოსი

 


№3  offline წევრი დამწყები

დარინა
ისევ იგივე რატომ? არადა გული დამწყდა რომ არ გააგრძელე, გამიხარდააა ახალი თავია მეთქიიი. ძალიან მომწონს ეს ისტორია.

ეს თავი წაშლილი იყო და ახლიდან დავდე , ხვალ გპირდებით დასასრულს დავდებ

Farvana
იგივე თავი რატომ დადე???

ეს თავი წაშლილი იყო და ახლიდან დავდე , ხვალ გპირდებით დასასრულს დავდებ

 


№4  offline წევრი naniko mindia

Warmatebebi veli xval, kargi istoria

❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№5 სტუმარი Vv

როგორი კარგი გოგო ხარ! ნეტა იცოდე როგორ გამახარე რომ დადე ???? წავალ წავიკითხავ ???? :დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent