შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხევსურეთი XVII


13-09-2018, 23:42
ავტორი Californian
ნანახია 1 480

მოგვიანებით,როცა ლექსომ სახლი დატოვა,ნიკო ელენესთან დაბრუნდა.უნდოდა ისევ ბავშვის ამბავზე ჩამოეგდო საუბარი,თუმცა არც ის უნდოდა უხერხული მდგომარეობა შეექმნა ელენესთვის.
-მისმინე - დაიწყო ნიკომ და ელენეს წინ სკამზე ჩამოჯდა - მე მაქსიმალურად ვეცდები,რომ დაგეხმარო შვილის პოვნაში
-ვიცი - თავი დაუქნია ელენემ და სევდიანად გაუღიმა - მადლობა.რომ იცოდე რა ცუდად ვარ
-მესმის - ნიკო მის სკამს მიუახლოვდა,ერთ მუხლზე დადგა და ელენეს ჩაეხუტა
ცოტა ხნის შემდეგ,როცა ძალიან ჩამოცხა,ელენე სავარძელზე წამოწვა და იქვე ჩაეძინა.ნიკომ მწოლიარე შეყვარებულს შეხედა და უცებ გონება გაუნათდა.იცოდა,ვისთვისაც უნდა ეკითხა ბავშვთა სახლის ამბავი.ტელეფონი მოძებნა და ოთახიდან აივანზე გავიდა.სასურველი ნომერი მოძებნა და ზარი გაუშვა.
-გამარჯობა.რეზო,შენ ხარ?...ნიკო ვარ,ნიკო...კარგად ძმაო,შენ როგორ ხარ? რამდენი ხანია არ მილაპარაკია შენთან...ხოო,დიდი დრო გავიდა...ბიჭო,ერთი პატარა საქმე მაქვს და შენი დახმარება მჭირდება.ვიცი,რომ ასეთ ამბებთან შენ მიგიწვდება ხელი და სხვას ვის ვთხოვ შენს გარდა...ის ადგილი თუ იცი,წყნეთისკენ რომაა,ახლა უცხოელებმა შეისყიდეს და ადრე ბავშვთა სახლი იყო ხოლმე...ჰოდა,ის ბავშვები ახლა სად არიან?ან ბავშვთა სახლი სადაა?...კაი ძმაო,გელოდები
ნიკომ ტელეფონი გათიშა და ძველი ნაცნობის ზარს დაელოდა.ამასობაში სიგარეტს მოუკიდა და ერთი ღერის მოწევაც მოასწრო.ახლა ელენეს შვილი ისეთივე მნიშვნელოვანი იყო მისთვის,როგორც საკუთარი შვილები იყვნენ თავის დროზე.ფიქრებში გართული,ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა.
-ხო,რეზო...ხო...გასაგებია,კარგი...დიდი მადლობა,უღრმესი მადლობა...კაი ძმა,დროებით - ნიკომ ყურმილი დაკიდა და ოთახში შევიდა.მძინარე ელენეს დახედა.არ უნდოდა,რომ გაეღვიძებინა,მაგრამ მოთმენაც უჭირდა.საწოლზე ჩამოჯდა და ნაზად შეარხია.
-ელენე...ელე - მხარზე ხელი დაადო
-ხო - გაიზმორა ელენე
-გამოფხიზლდი,რაღაც უნდა გითხრა
-რა ხდება? - თავი წამოყო ელენემ
-ძველ ნაცნობს დავურეკე,რომელსაც არქივზე ხელი მიუწვდება
-მერე?
-მითხრა,სავარაუდოდ სად შეიძლება იყოს ის ბავშვთა სახლი
ელენე ჩაფიქრდა.როგორ ცუდად ესმოდა ყურში ბავშვთა სახლი,საწყლად და საცოდავად,ისე,თითქოს მისი შვილი არ შეიძლებოდა ბავშვთა სახლში ყოფილიყო.ახლა ეს სახელი მასში რატომღაც ზიზღს იწვევდა.
-სად არის?
-მისამართი ტელეფონში ჩავიწერე.აქ ახლოს,ერთ-ერთ სოფელში უნდა იყოს,წყნეთთან ახლოს ისევ
ელენე დადუმდა და გული აუჩქარდა.ბოლოს როგორც იქნა ხმა ამოიღო.
-დიდხანს ველოდი ამ დღეს და ახლა,როცა მოვიდა,ვღელავ,მეშინია.არ ვარ დარწმუნებული ნიკო შევძლებ თუ არა
ნიკო მიუახლოვდა და მხრებზე ხელები დააწყო.
-შეძლებ.შვილზე დიდი ბედნიერება არაფერია ცხოვრებაში და შენ უნდა დაიბრუნო შენი შვილი
-ჰო...ჰო - ამოილუღლუღა ელენემ - წავიდეთ,ხომ?
-რა თქმა უნდა,თუ გინდა ახლავე
-ჰო,ახლავე
სახლი დატოვეს,კიბეებზე სწრაფად ჩაირბინეს და მანქანაში ჩასხდნენ.საჭესთან ელენე ჯდებოდა.
-დარწმუნებული ხარ? - ხელი დაუჭირა ნიკომ
-არა - ხმის კანკალით თქვა ელენემ
-მე დავჯდები - უპასუხა ნიკომ და ელენეს ადგილი გაუცვალა.
მთელი გზა ხმა არცერთს არ ამოუღია.
-ნიკო,ცოტა სწრაფად - უთხრა ანერვიულებულმა ელენემ
-ამაზე სწრაფად არ შეიძლება,ნუ ნერვიულობ,მალე მივალთ
-ხო,მართალი ხარ,მაპატიე
-ნუ ნერვიულობ,გთხოვ - ნიკო აშკარად მშვიდად ჩანდა
-მეშინია ნიკო,იქნებ რამე დაემართა? ამაზე ფიქრი გულს მიკლავს
-კარგი რა,ნუ ფიქრობ ცუდზე.ახლა უკვე დიდი და ჯანმრთელი ბიჭი იქნება.იმაზე იფიქრე,თუ როგორ გაუხარდება დედის მისვლა
-ვნერვიულობ,იქნებ ცუდადაა,იქნებ ვძულვარ
-ელენე,ნუ ფიქრობ რა ცუდზე,როგორი მოლოდინიც გექნება,ისეთივე იქნება მომავალიც,ამტომ კარგზე უნდა იფიქრო,მაგრამ ამ ცუდზე ფიქრში კი მოვედით კიდეც,აი აქაა
-ის შენობაა? - ელენემ ხელი ძველი შენობისკენ გაიშვირა
-ხო - უპასუხა ნიკომ და თვალებში ჩახედა - მზად ხარ? - ნაზად გაუღიმა
-ხო - ბედნიერი ხმით უპასუხა ელენემაც.მის თვალებში იმედი დაბუდებულიყო,სხეულში ბედნიერების ჰორმონებმა გაუელვა.
მანქანიდან გადავიდნენ და ძველისძველი შენობისკენ გზას გაუდგნენ.ძველ ბილიკზე მიაბიჯებდნენ.შენობის წინ ძველი შადრევანი იდგა,თუმცა წყალი დამშრალიყო და უკვე დანგრევის პირას იყო.შენობას ეტყობოდა,რომ კომუნისტების პერიოდში უნდა ყოფილიყო აშენებული.იქაურობა ძალიან ჰგავდა მიტოვებულ სახლს,რომელშიც სიუჟეტი ვითარდება ხოლმე საშინელებათა ფილმებში.
ნიკომ კარი შეაღო.კარი ჭრაჭუნით გაიღო.თითქოს იქ არავინ ყოფილა წლების განმავლობაშიო,ჰოლიც ჩაბნელებული იყო.მაინც არ შეჩერებულან,გზა განაგრძეს და იქვე,კუთხეში პატარა მაგიდასთან მჯდარი ქალი შენიშნეს.ქალი აშკარად გაოცებული ჩანდა ხალხის ხილვით.
-გამარჯობა.ეს ბავშვთა სახლია? - ჰკითხა ნიკომ
-თქვენ ვინ ხართ?
-რა მნიშვნელობა აქვს,გეკითხებით - ნიკოს მაგივრად უპასუხა ელენემ
-ფორმალურად კი,ბავშვთა სახლია
-რა ქვია ფორმალურად?
-აქ ბავშვები აღარ მოჰყავთ შვილო,ახლა ისეა მოწყობილი თანამედროვე ბავშვთა სახლები,რომ ლამისაა მეც იქ წავიდე - ხუმრობა სცადა მოხუცმა - ახლა ადგილობრივები მუსიკის გაკვეთილებზე დადიან აქ
-ერთ ბავშვს ვეძებთ აქ და ეს ადგილი მოგასწავლეს - უთხრა ელენემ
-ვის? აბა არქივში ვნახავ - მოხუცმა მაგიდის ქვეშიდან ქაღალდები გამოიღო - აბა,მითხარით ვის ეძებთ.უი,ყავას ხომ არ დალევთ გვრიტებო? თქვენ მეუღლე ხართ? - ნიკოზე მიუთითა მოხუცმა
-არა,ყავას არ დავლევთ,მადლობა.კი,მე მეუღლე ვარ - ელენეს მაგივრად უპასუხა ნიკომ და ელენეს მეუღლედ მოხსენიება ესიამოვნა კიდეც
-მერე,თუ ორივე ერთად იყავით,ბავშვი რატომ დატოვეთ? ძირითადად მიტოვებულ დედეს მოჰყავთ ხოლმე შვილები
-გიორგი ჯანაშია - ვეღარ მოითმინა ელენემ
-რა,შვილო?
-ბავშვი.გიორგი ჯანაშია,იქნებ მოძებნოთ
-უი,ხო,ახლავე.გიორგი ჯანაშია...გიორგი ჯანაშია - ფურცლების ქექვა დაიწყო მოხუცმა - აი,ვიპოვე - თქვა გახარებულმა
ელენემ და ნიკომ ყურადღება მოიკრიბეს.
-გიორგი ჯანაშია ერთი წლის წინ გარდაიცვალა გაურკვეველი დაავადებით,სავარაუდოდ ვირუსით.ძალიან ვწუხვარ.მახსოვს გიორგი,მწვანე თვალება ბიჭუნა.



№1  offline წევრი naniko mindia

Vaime guli damelia egirsat rogorc iqna atvirtva, kargi iyo guli damwyda bavshvze, veli shemdegs tavs, agar dagviano warmatebebi
❤️❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent