შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნებლიე შეცდომა (22- დასასრული)


14-09-2018, 16:49
ავტორი naattii
ნანახია 5 710

გარკვეული დროის შემდეგ გოგიც წამოდგა ფეხზე.
-მე წავალ, პატარა საქმე მაქვს.
-რა საქმე? ხომ თქვეს ცალკე გარეთ არ გახვიდეთო?
-ნუ ნერვიულობ ნათი, უკვე გაიგებდა გრიგოლი საფრთხე რომ ემუქრება მას და მის ხალხს და ჩვენთვის ცოტა ხანი არ ეცლება, თან ეკლესიაში ხომ უნდა წავიდე, ბეჭდები საყიდელია, დაგავიწყდა? ხვალ ჯვრისწერაა_უცებ აკოცა სანამ კიდევ რამეს ეტყოდა ცოლი და კარები გაიხურა.
-ეს ბიჭი ბოლოს მომიღებს, რა დრო ბეჭედია ფრჩხილი აღარ დამრჩა მოუკვნეტელი ორი დღეა, ისე ასეთი ფრჩხილებით როგორ დავიწერო ჯვარი სურათის გადაღება არმინდა? სურათს ვინ გადამიღებს საერთოდ არავის ვპატიჟებთ, არა ისე ასე არანორმალური სად ვიპოვე, მაგრამ მე როდის მერე მიმაჩნია თავი ნორმალურად. ეჰ, წავედი ისევე ყავას მოვადუღებ და ვიფიქრებ სად დავმალო ხვალ თითები_სამზარეულოში გავიდა ნათია და ლილიას სიცილი გაიყოლა. არ ამხელდნენ ცუდის მოლოდინში რომ იჯდნენ, ოთხივეს მობილურები წინ დაეწყოთ მაგიდაზე და ყოველ წამს უყურებდნენ, ბავშვები კიდევ კარგი პატარები არ იყვნენ და თავს ირთობდნენ თამაშით, თორემ იმ წუთას არც მიმხედავი ყავდათ ვინმე.

ორ საათზე მეტი იქნებოდა გასული გოგი რომ დაბრუნდა, რმდენიმე წუთში დაჩიმაც დარეკა და ოპერაციის წარმატებით დასრულებაც გააგებინა.
-დაჩი დაძაბული ხმა გაქვს_მაინც მიხვდა ბოლოს ლილია.
-ხმამაღალზე გაქვს ჩართული?
-კი, ყველა გისმენთ.
-ნუ მაშინ, ნატ, არ ინერვიულო ოღონდ, ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ...
-სად არი დემნა?_მაშინვე მიხვდა ქალი.
-საავადმყოფოშია, არაფერი საშიში, ორმხრივ სროლაში მოყვა და მკლავშია დაჭრილი, დამიჯერე არაფერი საშიში, გამჭოლი ჭრილობა ქონდა და დღესვე გამოუშვებენ.
-ახლავე წამოვალ.
-არა ნატალი, აზრი არ აქვს,უკვე ასრულებს ექიმი გადახვევას და მალე წამოვალთ, მაქ დაგველოდეთ_და კავშირიც გაწყდა.
შვებით ამოისუნთქეს, ახლა ყველა დაისჯებოდა, მაგრამ ის აფიქრებდათ, რომ დაჩის გრიგოლი არ უხსენებია, ეს კი საკმაოდ დიდი მიზეზი იყო კიდევ ენერვიულათ. უკვე ბინდდებოდა ბიჭები რომ მოვიდნენ, საშინლად დაღლილები ჩანდნენ. მაშინვე მაგიდა გაშალა ლილიამ და ყველა კარგად დაანაყრა. ბოლოს სალაპარაკოდაც მოიცალეს:
-გრიგოლი არ გიხსენებიათ_სხვათშორის იკითხა ნათიამ და თვალები აუწყლიანდა.
-ვერ ვიპოვეთ, არავინ არაფერს ამბობს, ზოგიერთის დაკითხვა ახლაც მიდის, ჩვენ გამოგვყარეს სამი დღეა აქ ზიხართო, ეშინიათ და არავინ აპირებს დაბეზღებას.
-ჯერ კიდევ არ მჯერა, როგორ შეიძლება ადამიანმა საკუთარი შვილი ასე გაიმეტო_ცრემლები ვეღარ შეიკავა ნათიამ.
-არ ვიცი ასეთი აზროვნება როგორ აქვთ, უკვე ორჯერ მქონდა ბედნიერება ცხოვრებაში მასეთი კაცი გამეცნო_ფრუტუნით ამოთქვა ლილიამ და დაჩის გადახედა საცოდავი თვალებით.
-რა მოგინდა_მაშინვე სიცილი აუტყდა კაცსაც.
-გახსოვს დემეტრეზე სულ რა მინდოდა ხოლმე?_გაწითლდა ლილია.
-მალაკო და პეჩენია, ბუტერბროდივით რომ გააკეთო_სიცილით წამოდგა დაჩი და მაღაზიაში გავიდა.

ვერაფრით დაიძინა ნათიამ, ხვალ ქორწინდებოდა კაცზე, რომელიც სიცოცხლეს ერჩია და რომელთანაც უზღვავ ბედნიერებას გრძნობდა, თუმცა სწორედ ამ დღეს არ ყავდა დედა გვერდით, ნერვები ეშლებოდა, რომ ეს გრძნობა საკმაოდ აუფერულებდა ახვალინდელ შეგრძნებებს. არაუშავს, გავა დრო და შეურიგდება, მერე ინანებს ზურგი რომ გვაქცია, გაბუშტული ტუჩებით იცვალა გვერდი და ბალიში ჩაიხუტა.

დილით ყველაზე ადრე გოგი ადგა, სახუმარო საქმე ხომ არ იყო ცოლს ირთავდა, მამაოსთან უკვე მოლაპარაკებული იყო, ბეჭდები ნაყიდი ქონდა, ჯვრისწერის შემდეგ კი მოკიდებდა ნათიას ხელს და სადმე ისეთ ადგილას წაიყვანდა, სადაც ამ საშინელებების დავიწყებას ეცდებოდნენ. დაჩი და დემნა ტელეფონზე ეკიდნენ, გოგონები ემზადებოდნენ, გოგი უკვე გამოწყობილი მიმოდიოდა ნერვიულად და ნათიას ელოდა.
-ვიგვიანეებთ_ვეღარ მოითმინა.
-მოვდივაართ_ნატალიმ გამოსძახა უკვე მეოცე მოვდივართ და ესეც მობეზრებული ისევ ფანჯრისკენ შებრუნდა.
-გოგი_სერიოზული სახით მოდიოდა მისკენ დაჩი -ჩვენ უნდა გავიდეთ, მაგრამ გპირდები მოვალთ.
-რამე მოხდა არა?
-არაფერი სერიოზული, არ დამვიწყებია მეჯვარე რომ ვარ, აუცილებლად მოვალ_გაუცინა მეგობარს და ბეჭზე ხელის დაკვრით დაემშვიდობა.
-ამაზე უარესად ანერვიულდა გოგი, დაჩი უბრალოდ არ გავიდოდა ასეთ დღეს, ანუ გრიგოლი გამოჩნდა? იქნებ რომელიმე დაკავებულმა თქვა რამე? ფიქრები კარის გამოღების ხმამ შეუწყვიტა. გრძელი თეთრი სარაფანი ეცვა ნათიას, მინდვრის ჭრელი ყვავილები დაეკავებინა ხელში და ბედნიერი ღიმილით ანათებდა. მის შემხედვარეს ავტომატურად გაეღიმა გოგისაც და ხელი გაუწოდა.
საჭე გოგიმ დაიკავა, გვერდით ნათია მიუჯდა, უკან გოგონები. რამდენიმე წუთის სიარულის შემდეგ გოგის სახე გაუმკაცრდა და მობილური მოიმარჯვა.
-დაჩი...
-..................
-შავი სუბარუ.
-.......................
-გასაგებია, იცოდე ჯვრისწერის დღეს სიკვდილი არ მაწყობს_გაღიმებულმა გათისა ტელეფონი და მაშინვე მკვეთრათ გადაუხვია ავანგარდისკენ. რამდენიმე წუთი იარეს და ისევ მკვეთღი მოსახვევი ბეტონებისკენ. არავინ იღებდა ხმას, ყველა მიხვდა რაც ხდებოდა და გასუსულები უცდიდნენ მოვლენების განვითარებას. გოგონები მხოლოდ იმას ფიქრობდნენ, რომ რსა ბედნიერება იყო ბავშვების თან წამოყვანა რომ არ გადაწყვიტეს. ნათიამ პირი დააღო შეკითხვის დასასმელად, მაგრამ არ დასცალდა. უკნიდან წამოსულმა ტყვიების ზუზუნმა მხოლოდ წამოკივლება აიძულა.
-თავი დახარეთ, რაც შეიძლება დაბლა_მაშინვე იყვირა გოგიმ და საჭე მარცხნივ გადაწია. ადევნებულ მანქანას უკან კიდევ სამი მანქანა მოყვებოდა და მათ შავ სუბარუს გაუხსნეს ცეცხლი.
-აჰა, როგორც იქნა დაგვეწია დაჩი_უკვე დამშვიდებულმა მოაბრუნა მანქანა გოგიმ და ამჯერად ცარიელ ტრასაზე გადავიდა.
მდევარს მათთვის აღარ ეცალა, ახლა პოლიციას უხსნიდა ცეცხლს და გოგი ყველანაირად ცდილობდა ამ დუელს გაქცეოდა. დააპირა კიდევაც გვერდითა სოფელში შემალვა ერთ-ერთი პოლიციელის ტყვია მდევარის მანქანის ბორბალს რომ მოხვდა და ამობრუნდა.
-გოგი ფრთხილად_თითქოს შორიდან ხედავდნენ როგორ მოიწევდა მათკენ ტრიალით დიდი შავი სუბარუს ჯიპი და გათელვას ელოდნენ. ისევ გოგიმ იმარჯვა და აღარ მიაქცია დამრეც ტროტუარს ყურადღება, მათი მანქანაც გადაბრუნდა და ხმამაღალი ბათქანით ჩავარდა ხეებში. ყველა ხედავდა როგორ წაეკიდა რამდენიმეჯერ ამობრუნებულ მდევრის მანქანას ცეცხლი, რასაც აფეთქებაც მოყვა. გოგი ყველას დაეხმარა მანქანიდან გადმოსვლაში და ღმერთს მადლობას სწირავდნენ ნაკაწრებით რომ გამოძვრნენ.
-წავედით, დედაშენი გიჟივით გვიცდის ალბათ, ნახევარი საათი დაგვაგვიანდა_ხელი მოხვია გოგიმ ნათიას.
-დედაჩემი?_გაოცებულმა ამოხედა.
-გეგონა რამეს ან ვინმეს უფლებას მივცემდი ეს დღე ჩაეშხამებინა? შევირიგე_ამაყად გაიჯგიმა გოგი და მალევე აუტყდა თავის ბავშვობაზე სიცილი. ნათიას ბედნიერი ღიმილისთვის მართლაც ყველაფერს იზამდა, არ ქონდა მნიშვნელობა რას. ეს დღე მაინც მარტო ბედნიერებით დაამახსოვრდებოდა ყველას.
****
-ისე ბეწვზე გადავრჩით იმ მანქანაში გრიგოლის ცხედარიც რომ აღმოჩნდა, წარმოგიდგენიათ შვილის გამო რას იზამდა?_ნერვიულად აქნევდა ნათია თავს და ოდნავ ამობურცულ მუცელზე ხელს ისმევდა.
-აბა? ან რა მკვლელი დაიქირავა ასეთი დეგენერატი გოგის ნაცვლად შვილი რომ მოუწამლა._ნატალიც გამოვიდა სახლიდან.
-მაინც შემეცოდა, ცოცხლად დაიწვა, რა სიმწარე იქნებოდა_თვალები აუცრემლიანდა გოგოს.
-შენ ყველაფერზე როგორ ტირი_ქმრის ხელები მოეხვია უკნიდან.
-ნეტა რატო_ღიმილით მიანიშნა მუცლისკენ.
-იმ უბედურს ვიღაც იყო საკნები აერია, გოგი და ლაშა ხო გვერდიგვერდ იჯდნენ და ლაშა მოწამლა, ამიტომ იჯდა მანქანაში, შვილის სიკვდილს გოგის ბრალებდა და თავდ მოინდომა სამაგიერო გადაეხადა_მწვადები შეამატა სუფრას დაჩიმ
-მოდი აღარ გვინდა რა, ცუდად ვხდები იმის გახსენებაზე, რომ გოგის კლავდნენ_ცრემლები მოიწმინდა ნათიამ.
-გეთნხმები, მორჩა მაგ თემაზე საუბარი, მთავარია ერთმანეთს შევხვდით და დღეს ბედნიერები ვართ_ძლივს მიგორდა მაგიდასთან ლილია და ხვნეშით დაჯდა ქმრის გვერდით.
-არ ვიცი ამაზე დიდი ბედნიერება თუ შეიძლება იგრძნოს ადამიანმა_ღიმილით გახედა ნინამ ჯერ სუფრასთან მჯდომ წყვილებს და შემდეგ ეზოში ბავშვებთან ერთად მორბენალ დემნას და გიორგის.
ყველა ღიმილით უყურებდა როგორ ბავშვებივით თამაშობდნენ დემნა და გიორგი დამალობანას და ყველა ერთს ფიქრობდა, როგორ გაუმართლათ ამდენი უბედურების მიუხედავად ერთმანეთი რომ იპოვეს.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Namdvilad girseuli dasasruli hqonda, gavtbiii, madloba amistvis natt

 


№2  offline მოდერი naattii

Qeti qimucadze
Namdvilad girseuli dasasruli hqonda, gavtbiii, madloba amistvis natt

მომენატრა შენი კომენტარის წაკითხვა ❤️

 


№3  offline წევრი naniko mindia

Kargi istoria iyo, mixaria ase kargad rom dasrule, warmatebebi, veli axal istorias
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№4  offline წევრი teko-teko

Auuuuu ratom dasrulda dausruleblad shemidzlia wamekitxa momenatrebian chemi dachi da lilia natiac da gogic tumca kargi iyo aseti siyvarulis mwams yvela dabrkolebas rom gaudzlebs miyvars sheni istoriebi ar gicnob magram shenc miyvarxar velodebi axal istorias imedia male dagvibrundebi nichiero warmatebebi mudam cxovrebashic da nawarmoebebshic kidev bevri maqvs satqmeli magram azrebs vegar vuyri tavs iseti bednieri var dasasrulit

 


№5 სტუმარი Qeti qimucadze

naattii
Qeti qimucadze
Namdvilad girseuli dasasruli hqonda, gavtbiii, madloba amistvis natt

მომენატრა შენი კომენტარის წაკითხვა ❤️

Sul vkitxulob, bodishi rom ver vakomentarebb, icode rom moutmenlad gelodwbi, ubralod gadatvirtyli grafikis gamo, sadac movaxerxeb iq shwmovdivar saitzee, gelodebiii axali istoriebitt

 


№6  offline მოდერი naattii

teko-teko
Auuuuu ratom dasrulda dausruleblad shemidzlia wamekitxa momenatrebian chemi dachi da lilia natiac da gogic tumca kargi iyo aseti siyvarulis mwams yvela dabrkolebas rom gaudzlebs miyvars sheni istoriebi ar gicnob magram shenc miyvarxar velodebi axal istorias imedia male dagvibrundebi nichiero warmatebebi mudam cxovrebashic da nawarmoebebshic kidev bevri maqvs satqmeli magram azrebs vegar vuyri tavs iseti bednieri var dasasrulit

უღრმესი მადლობა, მაბედნიერებ ასეთი სიტყვებით ❤️

Qeti qimucadze
naattii
Qeti qimucadze
Namdvilad girseuli dasasruli hqonda, gavtbiii, madloba amistvis natt

მომენატრა შენი კომენტარის წაკითხვა ❤️

Sul vkitxulob, bodishi rom ver vakomentarebb, icode rom moutmenlad gelodwbi, ubralod gadatvirtyli grafikis gamo, sadac movaxerxeb iq shwmovdivar saitzee, gelodebiii axali istoriebitt

ვნახოთ როგორ დავბრუნდები ❤️

 


№7  offline წევრი nini :)

გული დამწყდააა...... რომ დამთავრდა მაგის გამო...... შემიყვარდა ეს ისტორიააა...... ძალიან კარგი იყოოი..... ისიც გამიხარდა რომ ნათიას დედა შეურიგდააა...... უფრო სწორად გოგიმ შემოირიგა......
საოცრება ხარ ❤❤

 


№8 სტუმარი სტუმარი ნანა

ვაიმე როგორ დაძაბული ვკითხულობდი.შვებით ამოვისუნთქე☺ძალიან კარგად დაამთავრე .გაიხარე საინტერესო წასაკითხი იყო.მაგრამ ცუდია რომ დამთავრდააა☺❤❤წარნატებებიიიი

 


№9  offline მოდერი naattii

nini :)
გული დამწყდააა...... რომ დამთავრდა მაგის გამო...... შემიყვარდა ეს ისტორიააა...... ძალიან კარგი იყოოი..... ისიც გამიხარდა რომ ნათიას დედა შეურიგდააა...... უფრო სწორად გოგიმ შემოირიგა......
საოცრება ხარ ❤❤

სიამაყით ვივსები შენს სიტყვებზე ყოველთვის ❤️

სტუმარი ნანა
ვაიმე როგორ დაძაბული ვკითხულობდი.შვებით ამოვისუნთქე☺ძალიან კარგად დაამთავრე .გაიხარე საინტერესო წასაკითხი იყო.მაგრამ ცუდია რომ დამთავრდააა☺❤❤წარნატებებიიიი

დიდი მადლობა თქვენ ❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი ნათია

bolis garkveulna simartlem shveba momgvara arc iseti urchxuli agmochnda grigoli rogoric agvitqvi. nu jandabas magis tavi rac sxvas usurva is miigo. kargi dasasruli iyo da shvebas is madzlevs rom sul bolostvis shemovinaxe "pri mowme" da sanam axa istorias dadeb amas wavikitxav. yvela danarcheni wavikitxe da yvela erti-ertmanetze magrebia. axla davubrundebi warsuls???? droebit????????????

 


№11 სტუმარი

ძალიან კარგი იყო! ყოჩაღ! წარმატებები***

 


№12  offline აქტიური მკითხველი uchveulo

მართლა ძაან მაგარი იყოო საოცარი გოგო ხარ და ველოდები შენს მომდევნო ისტორიას წარმატებებიიი

 


№13 სტუმარი სტუმარი მარიკო

Tamamax vagiareb rom mshurs mati siyvarulis:(
Dzalian magari istoria iyo martla dzalian magari

 


№14  offline მოდერი naattii

ძალიან კარგი იყო! ყოჩაღ! წარმატებები***

დიდი მადლობა ❤️

უცნაური მე
ესეც დასრულდაა ტკბილად და თბილაად ❤️❤️ გული დამწყდა, მაგრამ იმედია დიდხანს არ დაიკარგები და ახალ ტკბილ ისტორიას ისევ შემოგვთავაზებ ❤️

ხომ იცი ცუდი დასასრული ჩემთვის არაა, ვერ ვწერ, გული არ მიშვებს ❤️ მეც მალე დაბრუნების იმედი მაქვს

uchveulo
მართლა ძაან მაგარი იყოო საოცარი გოგო ხარ და ველოდები შენს მომდევნო ისტორიას წარმატებებიიი

უუუუღრმესი მადლობა ❤️ როგორ ახერხებ ყოველთვის ჩემთან იყო❤️

სტუმარი მარიკო
Tamamax vagiareb rom mshurs mati siyvarulis:(
Dzalian magari istoria iyo martla dzalian magari

მართლა ძალიან დიდი მადლობა ❤️

 


№15  offline აქტიური მკითხველი terooo

რა ძალიან კარგი ხარ

 


№16  offline წევრი triniti

ვუაიმეე.ეს ვინ ყოფილხარ როგორ არ გიცნობდი აქამდე?
არადა სიახლე მაკლდა...ძალიან კარგად რომ წერ არ მითქვამს ჯერ ხომ?
ჩავუჯდები ახლა შენს ისტორიებს ...უკვე ვიცი რამხელა სიამოვნება მელის წინ...
შეგიყვარე უკვე შენ და შენი ისტორიებიც...
მადლობა შენ იმისთვის რომ წერ.

 


№17  offline წევრი khatia khatia

მოკლედ ვაფრენ უკვე შენს მოთხრობებზე რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება და ერთად სრულყოფილს ხდის თვითოეულ მოთხრობას❤❤
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№18 სტუმარი ნაესტანი

ძალიან იან მომეწონა და ძალიან მიყვარს ეს ნაცნობი გმირები საინტერესო იყო საოცარი დადასრულით მადლობა წარმატებები ♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent