სხვისი შვილები (IV)
აი იმ სავარძელზე იჯდა, ალექსანდრეს რომ დაპირდა აღარ დავჯდებიო და მოაჯირზე შემოეწყო ფეხები. პირველი დღისგან განსხვავებით დღეს რიკულების დათვლის სურვილიც არ ჰქონდა. ვერ გაიგო როგორ მიუახლოვდა დემეტრე, პატარა ბავშვივით რომ მიეფერა თმაზე მაშინღა შეამჩნია. ისევ ისე იმედიანად გაუღიმა. როგორ უყვარდა ეს ღიმილი! თითქოს მართლა რაღაცის იმედს აძლევდა, რაღაც კარგის. გაოცების მიუხედავად, წინააღმდეგობა არ გაუწევია მამაკაცმა ხელში რომ აიყვანა, თვითონ მისი ადგილი დაიკავა და კალთაში ჩაისვა. ორ წამს ასე გაოცებული უყურებდა, მერე დემეტრეს ხელები იგრძნო სახის თითოეულ ნაკვთს მონდომებით რომ სწავლობდნენ და ქვეყნად ყველაფერი დაავიწყდა. დიდი და უხეში ტორები ჰქონდა დემეს, მაგრამ ანას მაინც მთელი სინაზით ეფერებოდა. დიდ ტორებზე ანას მიერ დატოვილი კოცნით გამოწვეული შეგრძნებები ვერ დაიჯერა. ვერც გოგოს აჩქარებული გულისცემა მისი ნაკვთების შესასწავლად დემეტრემ ხელები ტუჩებით რომ ჩაანაცვლა. ანოს აკანკალებული სუნთქვა ტუჩებზე ედებოდა და არც ერთი წამით არ ნანობდა მისთვის მოპარულ პირველ კოცნას. ღიმილს გვრიდა წითლად შეფერადებული ლოყები და მორცხვად დახრილი თვალები, ყოველ შეხებაზე სიამოვნებისგან რომ ელულებოდა. ახლა ის სჭირდა, რაც ანოს ალექსანდრეზე - ვერ უძლებდა მის არსებობას და ეშინოდა მოზღვავებული ემოციებისგან რამე არ დაეშავებინა. მართლა არ ეგონა ყელში მოთარეშე ანოს ტუჩებს თუ გაუძლებდა ან პატარა ხელებს გამეტებით რომ შემოხვეოდნენ კისერზე. არ ეგონა ზოგადად ამ მომენტით განცდილ ბედნიერებას თუ გაუძლებდა. იცოდა, რომ საკუთარ თავს აჯობებდა...იცოდა, რომ ყველა კომპლექსს დაძლევდა, ყველა სირთულეს გადალახავდა, ოღონდ, ანო ყოფილიყო კარგად. უნდოდა, რომ მისი მიზეზით ყოფილიყო ძალიან კარგად! *** ყველაზე უცნაური დასვენება გამოუვიდა მთელი 21 წლიანი ცხოვრების განმავლობაში. გეგმაში მარტო ყოფნა, საერთოდ არაფერზე ფიქრი და განტვირთვა ჰქონდა, რაც დაუღალავი მცდელობის მიუხედავად, მაინც არ გამოუვიდა. სამაგიეროდ, დემეტრესთან და ალექსანდრესთან ერთად მთელი სიცოცხლის სამყოფი დადებითი ემოციები დაუგროვდა... არ იცოდა ზუსტად რა ფორმით უნდა ეთქვა დემეტრესთვის რომ მეორე დღეს თბილისში ბრუნდებოდა. ყელში ბურთი ეჩხირებოდა იმის წარმოდგენაზე, რომ სანდრის მსუქან ლოყებს და ღაბაბს ვეღარ შეიგრძნობდა. მთელი დღე გულზე მიკრულს დაატარებდა და უთვალავჯერ უკოცნიდა ნაკეცებს მთელ სხეულზე. დემეტრე ხვდებოდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, მაგრამ ახლაც პირდაპირ კითხვის დასმას ერიდებოდა. თან თითქოს იცოდა პასუხი და გონებაში წარმოდგენილი ყველაზე საშინელი რეალობისთვის თავის არიდებას ცდილობდა. ძლივს შეელია უკვე 1 საათის წინ ჩაძინებულ ალექსანდრეს და საწოლში ფრთხილად ჩააწვინა. დემეტრე საკუთარ საწოლზე მიწოლილი უყურებდა ალექსანდრეთი ტკბობაში გართულ ანას და ძლივს იჭერდა თავს, რომ რამე უხეშად არ ეთქვა. ძალიან ცდილობდა, რომ ანასა და სანდრის დედას შორის პარალელი არ გაევლო. უკვე იმდენჯერ იმეორებდა გონებაში "ანა ლიკა არ არის"-ს, ეშინოდა ხმამაღლა არ წამოსცდენოდა. ანა მაინც არ დატოვებდათ... სიამოვნების ტალღამ მოიცვა საკუთარ სხეულზე ანას სხეული რომ იგრძნო. ზურგიდან აკვროდა და მარცხენა ფეხი ისე შემოეჭდო წელზე, განძრევის საშუალებას არ აძლევდა. ყოველ შემთხვევაში, ანას არ უნდოდა რომ მიეცა. ყბის ძვალზე დატოვილმა სველმა კოცნამ თავისი ქნა. მანამ საკუთარი ეშმაკობით აღტაცებული ჩაქირქვლას მოასწრებდა, დემეტრე უკვე მთელი არსებით უკოცნიდა წითლად აღაჟღაჟებულ ტუჩებს. სიამოვნების ამოძახილი ვერ შეიკავა მუცელზე დემეტრეს ხელი და მკერდზე მისი გავარვარებული ტუჩები რომ იგრძნო. მანამ დემეტრე რაიმე უკეთესის შეთავაზებას მოასწრებდა დაბარებულივით დაიწყო ალექსანდრემ წრუკუნი. მამაკაცზე არანაკლებ ნირწამხდარმა, სიცილი მაინც ვერ შეიკავა მისი სახის დანახვისას. გაბუტულმა დაარწია შვილის საწოლი და თითისქნევით რაღაც ისე ჩასჩურჩულა ანას რომ ვერ გაეგო. ფრთხილად მიუჩოჩდა ჯერ კიდევ გაბუსხულ დემეტრეს და ზურგიდან მთელი ძალით მიეხუტა. არაფრით არ ეთმობოდა მამა-შვილი. ნაზად დაატარებდა თლილ თითებს ხან მამაკაცის გულ-მკერდზე, ხანაც სახეზე და დაუღალავად დააცოცებდა ტუჩებს კისრის გასწვრივ. ვერაფრით ვერ წარმოედგინა დედამიწაზე ამაზე უკეთესი შეგრძნების არსებობა. -დემე, მე ხვალ მივდივარ. -არ უნდოდა, მაგრამ იცოდა რამე უნდა ეთქვა. ისევ აივანზე ღამის გათენება გადაწყვიტეს ალექსანდრე მესამედ დასაძინებელი რომ არ გამხდარიყო. -მივხვდი. -აი იმ საოცრად სექსუალური, ბოხი ხმის არაფერი ჩანდა ამ ერთ სიტყვაში. იცოდა ანამ, რომ რთული იქნებოდა ამ თემის განხილვა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბოლოს დემეტრესგან წასულმა ქალმა ის სამუდამოდ დატოვა. -მე სულ არ მივდივარ. - ღიმილი ვერ შეიკავა გოგონას გაჯიუტებულ ტონზე. -ნუ დამცინი, დემეტრე! მე სულ მართლა არ მივდივარ. არ მინდა რომ წავიდე... -ნუ წახვალ. -არ წავალ!- თავისას არ იშლიდა პატარა ქალბატონი. -ძალით დაგტოვო? -არა დაძალებულს ვერაფერს ვერ ვიტან.- გულწრფელად ვერ იკავებდა სიცილს გოგონას საუბარსა და მიმიკებზე. შეთანხმდნენ რომ დემეტრე თბილისში დაბრუნებისთანავე ნახავდა. ისინიც 1-2 დღითღა რჩებოდნენ. ბუზღუნებდა დემეტრე უფრო დიდხანს შვებულება არ მომცეს თორე მე სულ აქ ვიცხოვრებდიო. **** ბოლოს ასეთი ბედნიერი ნონა როდის ნახა არ ახსოვდა. -დე, მეც მომენატრე, მაგრამ ნუ გამჭყუნე! -გეყოლება შვილები და მერე ნახე რომ მოგენატრებიან, როგორ უნდა გაჭყუნვა. - სულ ასე იცოდა. ტრადიციული ფრაზა ჰქონდა "გეყოლება შვილები", რომელსაც ყველაზე ხშირად ნაწყენ-გაბუტული ამბობდა. შვილის ნახვის ეიფორიიდან როგორც კი გამოვიდა სიგამხდრეზე დაუწყო ჩხუბი. მერე მთელი დღე ხან ღვეზელებით და ხან ნაირ-ნაირი სალათებით დასდევდა უნდა მოგასუქოვო. დემეტრეს ძილის წინ ელაპარაკა. მშვიდობით ჩამოვედიო უთხრა და თან სანდრის ტკბილი ძილი უსურვა. უდემეტრეობამ და უალექსანდრეობამ მთლიანად გაუფუჭა ხასიათი. *** უკვე მერამდენედ უნდა გაეხსენებინა მომხდარი... და მაინც ყველაზე მეტად დაჩის ოჯახის წევრების ნახვა არ უნდოდა. არასდროს არ დაავიწყდება ის საღამო პირველად რომ შეხვდა. უკვე სახლში მიდიოდა, გზაზე დაეწივნენ. ძალიან მწარედ ჩარჩა გონებაში შვილმკვდარი დედის დატირება. მამის აწყლიანებული თვალებიც როგორ დაამახსოვრდა... ეტირებოდა, მაგრამ ცოლს უნდა დადგომოდა ახლა გვერდში; ცოლს და უმცროს ბიჭს ღაპა-ღუპით რომ სცვიოდა ცრემლები და ვერაფერი ვერ გაეგო იმის გარდა, რომ დაჩი მოკვდა. ყველაფერს ელოდა იმ საღამოს მათგან მადლობის გარდა. პრინციპში იმ საღამოს საერთოდ აღარაფერს აღარ ელოდა. იმ საღამოს ცხოვრებაზე ჩაიქნია ხელი. ფეხის კანკალით აიარა კიბეები. ზუსტად არ ახსოვდა პირველად როგორ გრძნობდა თავს, მაგრამ ეგონა,რომ ახლა უფრო დაძაბული იყო. ბრალდების მხარეს იჯდა. პროკურორის რჩევით დაჩის ოჯახს მხოლოდ შორიდან მიესალმა. მხოლოდ ფიცის დადებისას გადახედა მთელ დარბაზს; შემდეგ მზერა კითხვების ავტორისთვის არ მოუშორებია. უამრავჯერ გააფრთხილეს დაცვის მხრიდან წამოსული კითხვების შესახებ, თუმცა ასეთ სიტუაციას არ ელოდა. ყველა კითხვაზე უპასუხა, თუმცა უკმაყოფილების და იმის შეგრძნება, რომ რაღაც არასწორად გააკეთა არაფრით არ ტოვებდა. პროკურორის მიერ გამამხნევებლად ნათქვამი "ყოჩაღ" არც გაუგია. სხდომის დასრულებისთანავე გასასვლელისკენ წავიდა. ვეღარ სუნთქავდა და გულწრფელად ეგონა ჰაერზე გასვლა მის ამ მდგომარეობას უშველიდა. არც ტრადიციული გულის აჩქარება უგრძვნია, არც დიაფრაგმა შეკუმშვია... მხოლოდ სიმშვიდე იგრძნო. დემეტრეს არსებობით გამოწვეული სიმშვიდე. უძილობით გამოწვეული მოჩვენება არ იყო. ნამდვილ ადამიანს ეხუტებოდა და ახლა მისი იმედიან ღიმილთან ერთად ნათქვამი "ყველაფერი კარგად იქნება" იმაზე მეტს ნიშნავდა, ვიდრე დემეტრეს წარმოედგინა. დემეტრე მთელი გზა დარდობდა - ეგონა ვერ მიუსწრებდა. ანას წაშლილი სახის დანახვამ გაანადგურა. იცოდა ღიმილით არ გამოვიდოდა, მაგრამ ასეთ მძიმე სურათსაც არ ელოდა. *** დემეტრესთან იყვნენ სახლში. ანა მთელი გზა ხმას არ იღებდა. მხოლოდ ალექსანდრეს მოსაფერებლად დასცდა 1-2 თბილი სიტყვა. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ბევრს არასდროს ლაპარაკობდა, ახლა ძალიან უნდოდა მისი ტიკ-ტიკი მოესმინა. საწოლზე მიწოლილს ალექსანდრე გულზე ეწვინა, დაუღალავად შრომობდა მის გასაცინებლად და ყოველი სიცილის შემდეგ ბუთქუნა ლოყებს უკოცნიდა. ვერაფრით ეთმობოდა თამაშის დროს ჩაძინებული სანდრი საკუთარ ლოგინში გადასაწვენად, არადა, იცოდა ბავშვისთვის ასე იყო საჭირო. სანდრის ბუთქუნა ხელები, დემეს დიდმა ტორებმა ჩაანაცვლეს. როგორც სხვა დროს ახლაც ნაზად რომ დათარეშობდნენ ანას სახეზე. ობლად გადმოვარდნილი ცრემლი კოცნით შეუმშრალა და ნელა დაეწაფა მონატრებულ ბროწეულისფრებს. ერთ კოცნაში დაიჭირა ანას მონატრება, სიტყვებით რომ არ გამოხატავდა. ერთი გამოუცდელ კოცნით აგრძნობინა, რომ ყველაფერს ნიშნავდა მისი იქ ყოფნა. ზოგადად დემეტრე უკვე ყველაფერი იყო, სულ ყველაფერი. ________ დაგვიანებისთვის და ძალიან პატარა თავისთვის ბოდიში. დაა უუუუღრმესი მადლობა თბილი გამოხმაურებისთვის! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.