შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფანჯრების მწმენდავი თავი.6


16-09-2018, 00:27
ავტორი melanqoliki
ნანახია 2 422

კოტეს ყვირილის ხმა მთელს სახლში ისმოდა. გაგიჟებული კაცი , ქალიშვილის სახელს ყვიროდა და შეშლილივით დარბოდა ოთახში. კაცის საქციელით გაოცებული გოგონები, ერთმანეთში ხმადაბლა საუბრობდნენ და შეშინებულები იყურებოდნენ. სად უნდა წასულიყო ლიზა? ყველა ამ დღეს ელოდა, განსაკუთრებით კი კოტე. მაგრამ, ვინ იცოდა, რა ხდებოდა ლიზას თავსა და გულში? მისი ყველა გოგონას შურდა. ისინი, ხომ ვერასდროს წარმოიდგენდნენ, თუ რაოდენ უსუსურად, დაუცველად და გამოყენებულად გრძნობდა ლიზა თავს. რა პასუხი უნდა გაეცა კოტეს ილიასთვის? მთელი ბიზნეს გეგმები წყალში ეყრებოდა. მის სახელსა და დიდებას ბზარი უჩნდებოდა. ცოტაც და ალბათ, ნერვიულობისგან გული დაარტყავდა. საყვარელი ქალიშვილი ტელეფონზეც არ პასუხობდა. სად უნდა წასულიყო? ნუთუ, მართლა გაიპარა? ნანობდა, რომ დაქირავებული დაცვა წინა დღეებში მოეხსნა. გაქცეული პატარაძალი, აუცილებლად უნდა მოეძებნა და ცერემონიის დაწყებამდე შინ დაებრუნებინა.
საქორწინო კაბა ისევ ისე, აკურატულად იყო მიფენილი. იქნებ მოიტაცეს?_ კოტეს თავში მოულოდნელმა შეკითხვამ გაუელვა და ოთახს თვალი შეავლო. ყველაფერი ისე, ხელუხლებელი იყო, როგორც რამდენიმე წუთის წინ. ტანსაცმლისთვის განკუთვნილი, უზარმაზარი კარადები სავსე იყო, ძვირფასეულობა და სხვა ნივთებიც თავის ადგილზე ელაგა.
_ ნუთუ, მართლა მოიტაცეს? _ ჩაფიქრდა განრისხებული კოტე და ოფლიანი სახე, ხელსახოცით მოიწმინდა.
_ მართლა არ დაგინახავთ? მთელი დილა, ერთად არ იყავით ოთახში? _ გოგონებს მიუტრიალდა და შეეცადა მშვიდად ელაპარაკა.
_ არა, ცოტა ხნით გავედით, მერე კი.. _ სიტყვა გაუწყდა ერთ ერთს და დანარჩენებს შეშინებულმა გადახედა.
_ მარიაააა _ იღრიალა კოტემ და გაცხოველებული ეცა ქალს, რომელიც ლიზას ოთახში შემოვიდა.
_ დამშვიდდი _ მხოლოდ ამის თქმა მოახერხა ქალმა და უხერხულობისგან წამოწითლდა.
_ იმ მათხოვარს გაეკიდა ხო?_ ღრიალი განაგრძო კაცმა, რომელსაც ადამიანის სახე დაჰკარგვოდა და ქალს ძლიერად უჭერდა მკლავებზე.
_ არ ვიცი, ალექსანდრე არ მინახავს_ მარიას თვალები ცრემლით აევსო, უკვე ხვდებოდა, რაც ელოდა, მაგრამ ამას არ დარდობდა, ის აფიქრებდა რა ელოდა მის ერთადერთ, საყვარელ ქალიშვილს.
_ იმ ნაბიჭვრის სახელის ხსენება აღარ გაბედო_ განრისხებისგან, თვალებში სისხლი ჩაექცა და ქალს ისე ძლიერად გაარტყა სახეში, რომ მარიას გახეთქილი ტუჩიდან სისხლი წასკდა.
ამ სანახაობით გაოცებული გოგონები, სწრაფი მოძრაობით გავიდნენ ოთახიდან. იქ მხოლოდ სოფი დარჩა, რომელიც შერცხვენილ, შეუტაწყოფილ ქალს სინანულიანი თავლებით შეჰყურებდა და ყოყმანობდა, გაემხილა თუ არა კოტესთვის ის, რაც იცოდა.
_ შენი შვილი არაა? არ უნდა იცოდე სად წავიდა? ამ დღეს? ზუსტად ამ დღეს? სპეციალურად გამიკეთა, ისეთივე დაუნახავია, როგორ შენ ! _ კოტემ აბუზული ქალისკენ გაიწია, ის იყო კიდევ უნდა დაერტყა, რომ სოფის სინდისმა შეაწუხა და ყოყმანის მიუხედავად წამოიყვირა.
_ ალექსანდრეს მოვკარი თვალი, ალბათ გაიპარნენ
ამ სიტყვების მოსმენისას კოტემ სიმწრით გაიცინა. კაცს სახე საზიზღრად დაემანჭა და სიმწრის გადმოსანთხევად ცოლისკენ გაიწია,მაგრამ მის წინ მდგარი გოგონა დაინახა და უკან დაიხია. გააფთრებული ეცა კოსმეტიკითა და ძვირფასეულობით სავსე მაგიდას და ერთი მოძრაობით ააყირავა.
_ უნდა დამეჯერებინა, უნდა დამეჯერებინა, რომ რუსის ოჯახში შემოყვანა კარგს არაფერს მომიტანდა._ შეუჩერებლად ილანძღებოდა და ყველაფერს ლეწავდა, რაც ხელში მოხვდებოდა. დამფთხალი ქალი, პირველად არ ხედავდა ქმარს ამგვარ მდგომარეობაში, მაგრამ ახლა ძლიერ შიშს აეტანა და აკანკალებული ღვრიდა ცრემლს.
რა ბედი ელოდა ახლა მის ქალიშვილს? ვეღარ გაეგო რა უფრო კარგი იქნებოდა. თუ ლიზა დაბრუნდებოდა, მთელი ცხოვრება სინანულსა და დარდში გაატარებდა, ხოლო თუ ალექსანდრესთან დარჩებოდა, კოტე მათ არასდროს გაახარებდა. აკანკალებული ქალი ერთ რამეს ხვდებოდა _ ამხელა ნაბიჯის გადადგმის შემდეგ გოგონა, უკან აღარ დაბრუნდებოდა. ამიტომ ქალმა გადაწყვიტა, საკუთარი თავისთვის ეშველა და ბოლო მოეღო იმ ფარსისთვის,რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უაზროდ გრძელდებოდა. ქალიშვილის საქციელმა, თითქოს ბიძგი მისცა და გამბედაობა შეჰმატა. შანსი ეძლეოდა მონობისგან განთავისუფლებულიყო, იმ მონობისგან, რომელზეც თავისი სურვილით მოეწერა ხელი და ამაზრზენ ცხოველს უფლებას აძლევდა, ეკონტროლებინა და ემრთა, როგორც სათამაშო, უსულო თოჯინა..
კოტე ყოველთვის აძახებდა, რომ რუსი იყო და ოჯახში არ უნდა შემოეყვანა. ამგვარ სიტყვებს ქალი უხმოდ იტანდა. დროის სვლასთან ერთად მათი ურთიერთობა, სულ უფრო მეტად იცვლებოდა.
მარიას, ყოველთვის ესმოდა ჭორები კოტეს საყვარლებზე. ხალხი რას აღარ ლაპარაკობდა. იმასაც კი ამბობდნენ , რომ სანამ მასზე იქორწინებდა, კაცს ქართველ ქალთან ჰქონდა რომანი და მისგან ვაჟიც ჰყავდა. თავიდან, გულუბრყვილო, მოსიყვარულე მეუღლე ბოროტ ენებს ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ წლების შემდეგ, კაბინეტის ლაგებისას ორსულმა მარიამ კონვერტში ქალის ფოტო აღმოაჩინა, რომელსაც პატარა ბავშვი ეჭირა ხელში. ფოტოსურათს უკანა მხარეს წარწერაც ჰქონდა_ ,, ნიკუშა უკვე 5 წლისაა. ‘“
იმ დღის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. რა თქმა უნდა, კოტემ ყველაფერი უარყო, მარიას კი ქმრისადმი ნდობა სრულიად გაუქრა, რასაც შემდგომში კოტეს მხრიდან შეურაწყოფები, დამცირება და ცემაც დაემატა. ქალს მხოლოდ ქალიშვილი აცოცხლებდა და ასულდგმულებდა, ის იყო მისი იმედი და სიყვარული. რომ არა პატარა, მწვაანეთვალება ანგელოზი, თავსაც არ იცოცხლებდა. არაფრის ინტერესი აღარ გააჩნდა,სიმდიდრეც მობეზრებული ჰქონდა და ცხოვრებაზეც თითქმის აეცრუებინა გული. მხოლოდ შვილის იმედით აგრძელებდა სუნთქვას და თამაშს, თითქოს ყველაფერი კარგად იყო. გულის სიღრმეში, სადღაც კუნჭულში, ყოველთვის ჰქონდა იმედი, რომ თავისი მოთმინებითა და ერთგულებით შეცვლიდა ქმარს და ბევრ რამეზე დააფიქრებდა, მაგრამ ამაოდ...
ატირებული ქალი, მშვიდად შევიდა საძინებელში და უზარმაზარ ლოგინზე ჩამოჯდა. შეიძლებოდა, რომ ცხოვრებას აქამდე მიეყვანა ყველაფერი? სად გამქრალიყო ის ნაპერწკალი და სიყვარული, რომელიც ოდესღაც მათ შორის არსებობდა? დარჩენილიყო კი, იმ ყველაფრისგან რაიმე? იქნებ, მას მიუძღვოდა რაიმეში ბრალი? ტირილს აგრძელებდა და იხსენებდა, როგორ უყვარდა ერთ დროს კოტეს მისი გრძელი, ოქროსფერი თმა და ლამაზი მწვანე თვალები. მამაკაცი, ხომ ყოველთვის, სურვილით ანთებული თვალებით შეჰყურებდა ახალმოყვანილ მეუღლეს, ახლა კი, ახლა...
კიდევ რამდენი წელი უნდა ეთმინა დამცირება, იმ იმედით, რომ რამე შეიცვლებოდა?
რამდენჯერ დალაპარაკებოდა კოტეს, ეტირა, თავი დაემცირებინა და მოფერებოდა? როდემდე შეიძლებოდა ეგროვებინა ბედნიერი, ჩავლილი წუთების ნაფლეთები? კაცს მხოლოდ ერთი ინტერესი გააჩნდა და ეს ინტერესი, სულაც არ იყო მარია. კოტეს მთავარი საზრუნავი საკუთარი ბიზნესი იყო, ხოლო დანარჩენი სხვა ყველა და ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ამ ბიზნესისთვის ხელშემწყობი ფაქტორები, ან ხალხი გახლდათ. ცოლის გარეგნობითა და მანერებით ყოველთვის თავი მოჰქონდა მაღალ საზოგადოებაში, დედას დამსგავსებული, ასევე ულამაზესი ქალიშვილი კი თავის წარმოდგენებში, უკვე ბიზნეს კომპანიონად ექცია. ყველაფერს ის გეგმავდა და ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც ეს კაცის იმიჯსა და სახელს, მის კომპანიას წაადგებოდა.
მარიას ფაქიზ ბუნებას კი, ყოველთვის აკლდა საყვარელი ქმრის ალერსი, ზრუნვა და ყურადღება. ყველასთვის სასურველ ქალს, ერთხელაც არ უფიქრია სხვა მამაკაცზე. მისთვის ჯერ კიდევ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ რა იყო წარსულში, როგორ დაიწყო მათი სიყვარულის ამბავი, ან სად გაქრა ასე უცებ, მას ხომ თვალის დახამხამებაც ვერ მოესწრო. რაც დრო გადიოდა, უფრო მეტად აოცებდა კოტეს საქციელი და სულ უფრო მეტად ცდილობდა, ჩასწვდომოდა მისი ქმედებების შინაარსსა და მოტივებს, მაგრამ ....
იმსახურებდა კი კოტე ყოველივე ამას? ის ხომ, საშინელ ტირანად გადაქცეულიყო, რომელიც განდიდების მანიას შეეპყრო და რეალობას დაშორებული ფულის გარდა ვეღარაფერს ამჩნევდა.
ყველაზე მეტად მარიას უმოქმედობა აოცებდა და მისი თავმდაბლობა. ხანდახან უნდოდა ძალით ეტკინა, ძალით ეწყინა და ამით სიამოვნებასაც კი ღებულობდა. დანაშაულის გამოსასყიდად კი ყოველთვის მზად ჰქონდა გამოწერილი, გასანაღდებელი ჩეკები, ძვირფასი სამკაულები და სხვადასხვა ნივთები. რაც მეტი იყო მისი დანაშაული ცოლის წინაშე, მით მეტი უჯდებოდა მისი შემორიგება და გაღიმება. ის,ხომ ვეღარ ატყობდა ქალის ყალბ, ღიმილს და ჩამქვრალ, მაგრამ იმედიან თვალებს, რომლებშიც ყოველთვის ამოიკითხებოდა მძიმე, სულიერი ყოფა და უსაზღვრო მოლოდინი...
_ დავიღალე _ აღმოხდა სევდით და ტირილი შეწყვიტა. მოგზაურობისთვის განკუთვნილი, ყველაზე დიდი ჩემოდანი აიღო და ტანსაცმლის ჩალაგებას შეუდგა. იცოდა, რომ კოტე არც მას გაახარებდა, მაგრამ თავისუფლების სურვილს უკვე შეეპყრო და ნაკლებად აღელვებდა ქმარი. წასასვლელად მხოლოდ იმ სამოსს დებდა, რომელიც აუცილებლად დასჭირდებოდა. ქალს, კოტეს ნაყიდი ძვირფასეულობისკენ არც გაუხედავს, თუმცა ფიქრის შემდეგ, რამდენიმე ძვირადღირებული სამკაული მაინც აიღო. იცოდა, რომ ლიზას გამოადგებოდა. სამალავიდან საგულდაგულოდ შენახული დღიური და ფული ამოიღო. ეს ფული, სწორედ ასეთი დღისთვის გადაენახა. ყოველთვის გრძნობდა, რომ მოუწევდა სახლის დატოვება, შვილთან ერთად, ან მის გარეშე.
ფიქრებში წასული, საძინებლის კარის მოჯახუნებამ შეაშინა, მაგრამ არ შეიმჩნია და ჩანთის ჩალაგება განაგრძო.
_ რას აკეთებ?_ გაოგნებულმა კოტემ ლამის ჩურჩულით წარმოთქვა და ქალს მიუახლოვდა.
_ ჩანთას ვალაგებ კოტე _ მარიას ხმაში სიმკაცრე და თავდაჯერებულობა იგრძნობოდა, ამან კი კაცი უფრო დააფრთხო, მაგრამ კოტეს მალე ეშმაკურმა ღიმილმა გადაუარა და ამაზრზენი ღრიალი დაიწყო.
_ შენ გააპარე არა? კარგად იცი, სადაც არიან, ახლა სად მიეთრევი? _ ისედაც დიდი, ჩაწითლებული თვალები, კიდევ უფრო დაექაჩა და ყვირილთან ერთად ხელებსაც შლიდა.
_ ხმა ამოიღე, ამოღერღე სად გდია ის მათხოვარი და სად წაყვა ის დებილი გოგო _ ქალის წინ აისვეტა და გაქაფულმა მიაყარა, მარიას მისთვის არც კი შეუხედავს, ხვდებოდა რომ შეპასუხებას არანაირი აზრი არ ჰქონდა. მან დიდი ხნის წინ იცოდა ლიზას სიყვარულის შესახებ, მაგრამ მათ გაპარვაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონია.
_ ვის ველაპრაკები მე, ძაღლი ვარ თუ კაცი _ გააფთრებულმა დაავლო ხელი ნახევრად ჩაბარგებულ ჩემოდანს, ტანსაცმელი ძირს მიმოფანტა, მერე კი ცარიელი ნივთი ოთახის ბოლოში მოისროლა. მარიას ყელში ბურთი გაეჩხირა, ცოტაც და ისევ იტირებდა, მაგრამ ცდილობდა თავი ეკონტროლებინა. გვერდიდან უყურებდა ყველაფერს, სადამდე მიიყვანა მისმა ქმარმა საკუთარი თავი, ნუთუ ეს ყველაფერი მის ცხოვრებაში ხდებოდა? დარდიანი თვალებით შეჰყურებდა არაადამიანური სახის ქმნილებას, რომელსაც საყვარელი კაცის არაფერი ეცხო, ის სრულიად უცხო, ამაზრზენი, საშიში და საცოდავი ეჩვენა. თითქოს, მისი ბრალი იყო, ახლა რაც ხდებოდა, რადგან წლების განმავლობაში, თვალს ადევნებდა, როგორ იზრდებოდა სასტიკი ურჩხული, რომელსაც კოტეში ჩაებუდებინა. ის ხომ ყოველთვის მორჩილად უყურებდა, ეს კი დანაშაული იყო. ხვდებოდა, იაზრებდა, რომ დანაშაული იყო, თავისი თავის და შვილის წინაშეც. დიდი ხნის წინ უნდა მოეკრიბა გამბედაობა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა კოტემ პირველად იკადრა და ხელი ასწია მასზე, მოეკრიბა და წამოსულიყო, გამოქცეოდა გამოუსწორებელ ურჩხულს.
_ ამოიღე ხმა თქო, შენც უნდა გაიქცე? ვინ გელოდება გარეთ, შე რუსის _ დაიღრიალა და სახეზე სისხლი მოაწვა, გასუსული ქალი ერთი ხელის მოძრაობით მიაგდო ლოგინზე და გრძელი კაბა მუხლებამდე აუწია, თან ცალი ხელით ორივე მკლავში ჩაჰფრენოდა და ძლიერად იჭერდა.
_ გამიშვი კოტე, გამიშვი _ უემოციოდ, ხმადაბლა უთხრა ქალმა და ცრემლები წასკდა, თავისთვის ჩუმად ტიროდა და გრძობდა იმას, რისაც ასე ძალიან ეშინოდა ყველაზე მეტად, კოტეს ყოველი შეხება ეზიზღებოდა, მისი ყოველი მოძრაობა სძაგდა და გულს ურევდა.
_ ვინ გელოდება გარეთ მეთქი _ ისე ახლოს იყო, ლაპარაკისას სახეზე ანერწყვავდა, ნახევარი კაბა ტანზე შემოეხია და ხელები ჩაელურჯებინა.
_ ასე როგორ დაეცი კოტე, ასე როგორ გამხეცდი _ კაცის ყურთან ჩაილაპარაკა ქალმა და ცრემლები ლამაზ სახეზე ჩამოუგორდა. თითქოს მისმა ლაპარაკმა იმოქმედა, მაგრამ არა კოტეს სხვა გეგმა ჰქონდა, თითქოს თავმოყვარეობა შეელახა, სწრაფად წამოიჭრა ფეხზე, მიხვდა, რომ მომხდარის გამო ჯავრს მარიაზე იყრიდა. ქალმა ცრემლიანი სახე შეიმშრალა შემოხეულ კაბაზე თხელი პლაში შემოიცვა და სევდიანად გახედა ურჩხულს.
_ იცოდე, თუ ახლა წახვალ, უკან ვეღარასდროს დაბრუნდები და ჩემგან ერთ თეთრსაც ვერ ეღირსები _ დაემუქრა კოტე და ქალს ირონიით გადახედა, იფიქრა ყველაფერი ძველებურად შემოტრიალდებაო, მაგრამ შეცდა...
_ შენი არაფერი მინდა კოტე _ მარიამ ცრემლიანი თავლებით შეხედა იმას, რაც მისი ქმრისგან დარჩენილიყო, ნაცემი სახით გაუღიმა და ოთახის კარი სამუდამოდ გაიხურა.



№1  offline წევრი იზუკა

როგორ მძულს ასეთი კაცები,კაცი კიარა არაკაცია! ძალიან კარგი ქნა მარიამ რო მიხვდა ბოლოს და ბოლოს წასვლას.ადრეც უნდა გაეკეთებინა ეს..ნეტა ლიზას და ალექსანდრეს შორის რა მოხდა ისეთი რო ამხელა გამბედაობის შემდეგ მაინც დაენგრათ ურთიერთობა..კოტესნაირი კაცის გადაკიდება ცოტა არ იყოს საშიშიც კია..აწი მინდა მე ახლანდელი ლიზა და მისი მომავლის გაგებაა..მანამდე ალბათ ცოტას ლიზასა და ალექსანდრეზეც შევიტყობთ ალბათ..აბა ველოდები შემდეგ თავს და ამდენიც არ დააგვიანო რა ❤

 


№2  offline წევრი kora

მიხარია შენი დაბრუნება:) საინტერესო ისტორიაა და ვუცდი მოვლენების განვითარებას, ბევრი კითხვა დამიგროვდა და იმედია ნელ-ნელა გაგვარკვევ ყველაფერში და ესე არ დაიკარგები.
--------------------
kira.G

 


№3 სტუმარი სტუმარი lia

ramdenia Saqartveloshi Kotes msgavsi arakacebi. kvelas unda gaekaron colebi da unda izion shuri.

 


№4  offline წევრი melanqoliki

იზუკა
როგორ მძულს ასეთი კაცები,კაცი კიარა არაკაცია! ძალიან კარგი ქნა მარიამ რო მიხვდა ბოლოს და ბოლოს წასვლას.ადრეც უნდა გაეკეთებინა ეს..ნეტა ლიზას და ალექსანდრეს შორის რა მოხდა ისეთი რო ამხელა გამბედაობის შემდეგ მაინც დაენგრათ ურთიერთობა..კოტესნაირი კაცის გადაკიდება ცოტა არ იყოს საშიშიც კია..აწი მინდა მე ახლანდელი ლიზა და მისი მომავლის გაგებაა..მანამდე ალბათ ცოტას ლიზასა და ალექსანდრეზეც შევიტყობთ ალბათ..აბა ველოდები შემდეგ თავს და ამდენიც არ დააგვიანო რა ❤

ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის <3 უზომოდ მახარებთ <3 მართლაც საშიში მტერი შეიძინა ლიზამ კოტეს სახით და ამ თემაზე ისევ იქნება საუბარი, ყველაფრის აღწერა. ალექსანდრეზეც აუცილებლად შეიტყობთ <3 სიხარულით დაველოდები თქვენს კომენტარს. ახალი თავი მალე იქნება <3

სტუმარი lia
ramdenia Saqartveloshi Kotes msgavsi arakacebi. kvelas unda gaekaron colebi da unda izion shuri.

სამწუხაროდ ძალიან ბევრნი არიან :( მადლობთ <3

kora
მიხარია შენი დაბრუნება:) საინტერესო ისტორიაა და ვუცდი მოვლენების განვითარებას, ბევრი კითხვა დამიგროვდა და იმედია ნელ-ნელა გაგვარკვევ ყველაფერში და ესე არ დაიკარგები.

მეც მიხარია შენი კომენტარები <3 აუცილებლად გაარკვევ ყველაფერს <3

 


№5  offline წევრი melanqoliki

უცნაური მე
მეზიზღება კოტე! არაკაცი!
მადღლობა ღმერთს ჩემს ურგვლივ ასეთი არაკაცები არარიან, მაგრამ მთავარი და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ნამდვილად არსებობენ!
კაცი რომ ქალზე ხელს აწევს, მანდ ყველაფერზე საუბარი ზედმეტია.
ამდენ ხანსაც უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება.
ძალიან მაინტერესებს ალექსანდრეს და ლიზას ურთიერთობა, და მათი დაშორების მიზეზებიც.
მოკლედ ველიდები ახალ თავს, იმედი მაქვდ მალე იქნება..

რომ იცოდე როგორ გამახარა და გამაღიმა შენმა კომენტარმა <3 უზომოდ, უზომოდ <3 რამდენჯერმე გადავიკითხე <3 ლიზას და ალექსანდრეს ურთიერთობას აუცილებლად ავღწერ. ახალი თავი ხვალ იქნება <3მადლობა რომ კითხულობ და ასეთ კომენტარებს მიტოვებ <3

 


№6 სტუმარი სტუმარი Babilina

პირველ რიგში მინა გითხრქთ რომ კარგად წერთ???? ისტორია ძალიან საიტერესოა და როგორვ სხვები, მეც ასევე ველოდები ახალ თავს.. ვიცი, რომ მარტივი არ არის მალ-მალე ახალი თავების დადება, არ მიიღოთ ეს კრიტიკად, მაგრამ თუ ამბობთ რომ ახალი თავი ხვალ იქნება, იქნებ დადოთ მართლა ???? რადგან ამ ხვალს და შესაბამისად ისტორიის გაგრძელებას დიდი ინტერესით ველოდები(თ). წარმატებები ????

[quote=სტუმარი Babilina]პირველ რიგში მინა გითხრქთ რომ კარგად წერთ???? ისტორია ძალიან საიტერესოა და როგორვ სხვები, მეც ასევე ველოდები ახალ თავს.. ვიცი, რომ მარტივი არ არის მალ-მალე ახალი თავების დადება, არ მიიღოთ ეს კრიტიკად, მაგრამ თუ ამბობთ რომ ახალი თავი ხვალ იქნება, იქნებ დადოთ მართლა ???? რადგან ამ ხვალს და შესაბამისად ისტორიის გაგრძელებას დიდი ინტერესით ველოდები(თ). წარმატებები ????[/

P.s. smilebis nacvlad kitxvis nishnebi chnas :(

 


№7  offline წევრი melanqoliki

[quote=სტუმარი Babilina]პირველ რიგში მინა გითხრქთ რომ კარგად წერთ???? ისტორია ძალიან საიტერესოა და როგორვ სხვები, მეც ასევე ველოდები ახალ თავს.. ვიცი, რომ მარტივი არ არის მალ-მალე ახალი თავების დადება, არ მიიღოთ ეს კრიტიკად, მაგრამ თუ ამბობთ რომ ახალი თავი ხვალ იქნება, იქნებ დადოთ მართლა ???? რადგან ამ ხვალს და შესაბამისად ისტორიის გაგრძელებას დიდი ინტერესით ველოდები(თ). წარმატებები ????

[quote=სტუმარი Babilina]პირველ რიგში მინა გითხრქთ რომ კარგად წერთ???? ისტორია ძალიან საიტერესოა და როგორვ სხვები, მეც ასევე ველოდები ახალ თავს.. ვიცი, რომ მარტივი არ არის მალ-მალე ახალი თავების დადება, არ მიიღოთ ეს კრიტიკად, მაგრამ თუ ამბობთ რომ ახალი თავი ხვალ იქნება, იქნებ დადოთ მართლა ???? რადგან ამ ხვალს და შესაბამისად ისტორიის გაგრძელებას დიდი ინტერესით ველოდები(თ). წარმატებები ????[/

P.s. smilebis nacvlad kitxvis nishnebi chnas :([/quote]
დიდი მადლობა რომ მოგეონთ დროს მითმობთ და კითხულობთ <3 აუცილებლად გავითვალისწინებ სწორ შენიშვნას <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent