შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეწილე (2თავი)

16-09-2018, 13:26
ავტორი teengirllove
ნანახია 1 623

იოანე იოსებიძის გარდაცვალებიდან ორი კვირა იყო გასული ,როდესაც მათ სახლთან უკვე მეორედ გაჩერდა შავი კაბრიოლეტი,იქედან კვლავ შავებში ჩაცმული ახალგაზრდა ქალბატონი გადმოვიდა ,ამჯერად კაციც გადმოყვა ,რომელმაც უმალ გადმოიღო საბარგულიდან ჩემოდანი,ქალი თეძოების ქნევით გაემართა სახლისაკენ, კარზე დააზარუნა და მოუთმენლად დაელოდა როდის გააღებდნენ.
ცოტახანში კარი ახალგაზრდა გოგონამ გააღო, გაკვირვებულმა აათვალიერა ახალგაზრდა ქალბატონი
-ვინ გნებავთ?
-ბატონი ნიკოლოზი შინაა?
-დიახ ,დავუძახებ
-საჭირო არ არის ,თვითონ ავალ და მოვახსენებ ჩემი აქ გადმოსვლის ამბავს
-უკაცრავად ,ვინ ბრძანდებით?-დაბნეულმა ჰკითხა ,ქალს ჩეღიმა
-შენი ახალი უფროსი - ღიმილით უთხრა,გვერდი აუარადა და გეზი პირდაპირ კაბინეტისაკენ აიღო.

-მოგესალბით ბატონო ნიკოლოზ -ისევ დაუკითხავად შეაღო კარი
-კვლავ გამომეცხადეთ ქალბატონო ლილიანა - სავარძელში გადაწვა და მწველი მზერით აათვალიერა
-ნუთუ არ მელოდით -სარკასტულად იკითხა და იქვე ჩამოჯდა ,ფეხი ფეხზე გადაიდო ,იდაყვებით სავარძელს დაეყრდნო და მამაკაცს მიაშტერდა
-კი გელოდი,ახლა რა ახალი ამბავი მომიტანე?
-ამბავი არა ,ჩემოდანი მოგიტანე -გაეცინა -აქ გადმოვდივარ საცხოვრებლად
-მერე ვინ გითხრათ, რომ ამის ნებას გრთავ?!-გაღიზიანება შეეტყო ხმაში
-ნებართვას არც ვითხოვ ! ეს ჩემი სახლიც არის ,აი საბუთები -მაგიდაზე ყვითელ ფაილში ჩაწყობილი ქაღალდები დაუყარა ,ნიკამ ერთი შეავლო მრისხანე მზერა ქალს,ფაილს დასწვდა და კითხვას შეუდგა ,ხანდახან ლილიანასაც ამოხედავდა ხოლმე . ბოლოს ღრმად ამოიოხრა და საქაღალდე მაგიდაზე დაახეთქა
-მაინც ვერ ვხვდები ,რაში დასჭირდა მამაჩემს სახლის და აქციების გაყიდვა
-მაგას მალე გაიგებთ,ახლა დროა ჩემს ოთახში წავიდე - ფეხზე წამოდგა - უი ხო,იმედი მაქვს ოჯახის წევრებს ამ ახალ ამბავს თქვენ შეატყობინებთ,მე ზედმეტად დაღლილი ვარ
-ოჯახის წევრებს შევატყობინებ ,მაგრამ ასე ძალიანაც ნუ გაგიხარდებათ აქ გადმოსვლის ამბვი,რაიცით მომავალში რა მოხდება
-მოდით ჯერ აწმყოს მივხედოთ
-ლილიანა ! ალბათ ხვდები , მხოლოდ იმიტომ იმიტომ გიშვებ ასე თავისუფლად ჩემს ცხოვრებაში ,რომ პრესის და ადვოკატების ჩარევა არ მაწყობს ამ საქმეში,თან მამაჩემის სულს ვცემ პატივს ,თორემ ორ წუთში ქუჩაში აღმოჩნდებოდი!
-ვხვდები და ამას საჩემოდ ვიყენებ -გაეღიმა ,კაცსაც ჩაეღიმა მაგრამ მალევე დასერიოზულდა
-დღესვე დავცლით სახლს
-არა ! მამათქვენის თხოვნა იყო ყველას ერთად გვეცხოვრა აქ
-მამაჩემი, როგორც ჩანს, მართლაც ძალიან ავად იყო ბოლო ხანებში - კბილებს შორის გამოსცრა
-არა მარტო ბოლო ხანებში - თავისთვის ჩაილაპარაკა ლილიანამ და კაბინეტი დატოვა

***
-ვიცი დედა ,ვიცი, მაგრამ რა ვქნა ,საბუთებზე მამას ხელმოწერაცაა - რაც შეიძლება მშვიდად ,უხსნიდა ნიკა დედამისს ამ ამბავს
-გავიგე შვილო ,მაგრამ მამაშენი არასდროს გაყიდდა ამ სახლს -ცრემლები წამოუვიდა ქალს
-ფაქტია რომ გააკეთა -ხელები გაშალა ნიკამ და დედამისის წინ მოთავსდა
-დედიკო შენ არ იღელვო,ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეგ ქალი აქ არ გაჩერდეს! -გვერდით მიუჯდა დედას ბექა
-საერთოდ ვინ არის ან რას წარმოადგენს ?
-ლილიანა იოსებიძე ,მასზე ინფორმაცია არ მოიძებნა ,ახლა უკვე ჩვენი მეწილეა
-დედა შენ თუ გინდა დღესვე დავცალოთ აქაურობა !
-არა ! არავითარ შემთხვევაში,ჩემს სახლს სხვა ქალს არ დავუთმობ !-მტკიცედ თქვა ქალბატონმა ნინომ
-ქრისტი სად არის? -მოულოდნელად იკითხა ნიკამ
-მეგობართანაა ,მალე მოვა
-ისე ძმაო,როგორი ქალია ეგ ლილიანა ,ლამაზია? -ძმას მიუბრუნდა ბექა
-წუნს ვერ დაუდებ,მაგრამ ძალიან ეშმაკი ქალი ჩანს
-გმადლობთ ჩემი შეფასებისთვის ნიკა - ოთახში კაკუნით შემოვიდა ლილიანა ,უფროს ავალიანს გაუღიმა და ნინოს წინ დადგა
-მოგესალმებით,მე ლილიანა იოსებიძე ვარ,თქვენი ახალი ოჯახის წევრი -ხელი გაუწოდა ნინოს და გაუღიმა,ქალმა ჯერ გამოწვდილ ხელს შეხედა ,შემდეგ გოგონას
-არანაირი სურვილი არ მაქვს ოჯახის წევრად მიგიღო,ამ სახლში იცხოვრებ ,მაგრამ თავს ჩვენი ოჯახის წევრად ნუ ჩათვლი -უხეშად მიუგო.
ლილიანამ გაწვდილი ხელი მომუშტა და დაუშვა ,იქვე ნიკას გვერდით ჩამოჯდა
-მესმის თქვენი ამხერა აგრესია ჩემს მიმართ,მაგრამ გთხოვთ ისე ნუ მიყურებთ თითქოს მე ვიყო თქვენი ოჯახის დამანგრეველი და მეუღლის გარდაცვალების მიზეზი. მე უბრალოდ გაკოტრებისაგან გადავარჩინე კომპანია -მტკიცედ მიუგო
-რომელი გაკოტრებისაგან,ჩვენი კომპანია ძალიან ძლიერი და შემოსავლიანია ,არანაირი გაკოტრება მას არ ემუქრება -გაიკვირვა უფროსმა ავალიანმა
-ცდებით,კომპანია გაკოტრების პირას იყო,მაგრამ მე შევისყიდე მისი ნახევარი და გადავარჩინე
-და რატომ გააკეთე ეს?!
-პირადი მიზეზების გამო ბატონო ბექა
-ჩემი სახელი საიდან იცით?
-იქედან საიდანაც ნიკოლოზის -ნიკას ეშმაკური ღიმილით გადახედა,შემდრგ ისევ ბექას და ფეხზე წამოდგა -კარგით,თქვენს დას მოგვიანებით გავიცნობ, საღამოს სავახშმოდ არ ჩამოვალ,ხელს არ შეგიშლით - ყველას გადახედა და ოთახი დატოვა.
-მაგარი ქალია -ჩაილაპარაკა ბექამ ,თან თვალს იმ ადგილს არ აცილებდა სადაც ცოტახნის წინ ლილიანა იდგა
-ძალიან უცნაური და თავდაჯერებული ქალია,არვიცი რატომღაც არ ვენდობი -თავისთვის ჩაილაპარაკა ავალიანმა ,ბექას მკაცრად გადახედა და მანაც დატოვა ოთახი.

***
-კარგია რომ ყველა შეიკრიბეთ,მე ლილიანა იოსებიძე ვარ ,ამ სახლის ახალი მფლობელი,დღეიდან მეც თქვენი უფროსი ვიქნები - შეკრებილ მსახურებს თავაზიანად გაუღიმა და ყველას თბილი ,შავი თვალები შეანათა
-ამის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცოდით - წამოიძახა ახალგაზრდა გოგონამ
-შენი სახელი?
-ნატა
-ნატა ,ახლა ხომ გაიგეთ? თუ თქვენ ამ თემასთან დაკავშიტებით სახლის სხვა პატრონებმა არაფერი შეგატყობინეს ეს მათი შეცდომაა ,მეკი ამწუთას ჩემი ვალი მოვიხადე
-გასაგებია
-კარგით ,ახლა გამეცანით ,ნატა შენით დავიწყოთ ,აქ რას საქმიანობ?
-ძირითადად მტვერს ვწმენდ ,ოთახებს ვალაგებ და უფროსებს ვემსახურები
-ძალიან კარგი..
-მე გოგა ვარ, დაცვა - ცივად გაუღიმა იქვე მდგომმა ,მაღალმა დაკუნთულმა კაცმა
-სასიამოვნოა გოგა
-მე ნელი ,სამზარეულო საქმეებს ვაგვარებ
-მეკი გია,მებაღე
-ძალიან სასიამოვნოა ყველას გაცნობა ,ახლა გთხოვთ საქმეებს შეუდგეთ,თუ დამჭირდებით იმედი მაქვს დამეხმარებით -იმედიანი თვალები მოავლო იქ მყოფთ
-რა თქმა უნდა -ყველა ერთხმად დაეთანხმა და ოთახი დატოვეს .
-ვხედავ დროს არ კარგავ -მკაცრმა ხმამ ცოტახნის წინ ჩამოვარდნილი სიწყნარე გააპო,ლილიანა სწრაფად შეტრიალდა ნიკასკენ
-დროის ფუჭად ფლანგვა არ მიყვარს - დახლზე დადებულ ჩაის ჭიქას დასწვდა
-ნუთუ -წარბები მაღლა აზიდა მამაკაცმა , ქალს ოდნავ ჩაეღიმა ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ,თან თვალს არ აშორებდა თაფლისფერ სფეროებს ,ბოლოს მის წინ აღმოჩნდა
-დიახ - ნელა ,ტუჩების გამომწვევი მოძრაობით უთხრა,კეკლუცურად გაუღიმა
-მოდი მოვილაპარაკოთ
-მიყვარს მოლაპარაკებები - გაეცინა და სკამზე ჩამოჯდა -გისმენთ!
-თქვენ ,ავადმყოფმა მამაჩემმა ამ სახლის 50% მოგყიდათ ,ხომ ასეა?-მას შემდეგ რაც ლილიანამ თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად ,განაგრძო -რას იტყვით ეს სახლი ,რომ შევაფასებინოთ ,იმ თანხის 50% მოგცეთ და გაქრეთ აქედან ,ან სულაც..
-არა! - წამოყვირა ქალმა და ფეხზე წამოიმართა -არ გააგრძელო,არ ვარ თანახმა ,ჩვენ ორივე აქ ვიცხოვრებთ,ასე შევთანხმდით მე და მამათქვენი!
-თქვენ გგონიათ მამაჩემი იმდენად ავად იყო,რომ ასეთ სისულელეს გააკეთებდა ?! -წარბები შეკრა უფროსმა ავალიანმა
-ფაქტია გააკეთა!
-მაგრამ შენ ,შენ რაში გაწყობდა ეს ყველაფერი,რათ გინდა ვიღაც ოჯახთან ერთად ცხოვრება ! -დაიღრიალა,მაგრამ მალევე გაჩუმდა
-მე ეს რაში მარგია უკვე ჩემი საქმეა ,გირჩევ შენ შენს საქმეს მიხედო!-მტკიცედ უთხრა ლილიანამ -ტკბილი ძილი ბატონო ნიკოლოზ - მდუმარედ მდგომ კაცს,რომელიც წარბშეკრული დასჩერებოდა ზევიდან კიდევ ერთხელ შეავლო თვალი და ოთახი დატოვა ..
-ვინ ხარ ,ლილიანა იოსებიძე -თავისთვის ჩაილაპარაკა,მოზრდილ წვერზე ხელი ჩამოისვა და მანაც დატოვა ოთახი.
**
-მე ვარ - ლოგინზე ჩამოჯდა -უკვე აქ ვარ ,ყველაფერი გეგმის მიხედვითაა
-ძალიან კარგი ნინა ,აბა შენ იცი
-ამ ნომერზე შენ არ დამირეკო,მე დავრეკავ ხოლმე
-ახლა რა გქვია?
-ლილიანა ,ლილიანა იოსებიძე
-მომწონს -ჩაეღიმა
-მეც -ლილიანამაც გაიღიმა და ტელეფონი გათიშა ..
თმა მაღლა აიწია ,პერანგი ჩაიცვა და მაკიაჟი მოიშორა,სარკეში მის სილუეტს შეავლო თვალი უცებ მკაცრი ,გამომწვევი და უემოციო სახე სადღაც გაქრა ,მის ადგილს კი ახალგაზრდა გოგონა გაჩნდა ,რომელსაც თვალებში დიდი ტკივილი აჩნდა ,მის სილუეტს უყურებდა და თვითონაც გრძნობდა ამას -ძილინებისა ნინა -თავისთვის ჩაილაპარაკა,ჩამოდნიდან რომელიც არცკი ამოულაგებია ფოტოსურათი ამოიღო,გულში ჩაიკრა და სინათლე ჩააქრო.

№1  offline მოდერი LurjTvala demoni

სასიამოვნო კმაყოფილების და ბედნიერების ღიმილმა გადაირბინეს, ჩემს სახელზე. ალბათ იცი რატომაც?
ნინა, ნინა ჩემო ნინა. მომეწონა, მართალია პატარა იყო მაგრამ მომეწონა. მიახლოებით ვხვდები ნინას, ტკივილს. მივხვდი ვის გამოც დაიწყო შურისძიება და მეტკინა. მისი ტკივილი ვიგრძენი, მიუხედავად იმისა რომ ამ ტკივილზე არაფერი გეწერა, ბევრი.
ჩემთვის ისიც საკმარისი იყო, ის პატარა მონაკვეთიც. მისი ტკივილით სავსე თვალების წარმოდგენისას, ჩემი გამახსენდა და ორმაგად მეტკინა. საოცრება ხარ, პატარა მონაკვეთითაც მოახერხე მტკენოდა. იმაზე მეტად მტკენოდა ვიდრე სხვას.
ნიკა, ნიკაზე რა გითხრა. მისი ტკივილი არ სჩანს თუმცს, მე მაინც მტკივა. მამა ჩემთვის სათუთი თემაა, ისევე როგორც შენთვის. ვიცი რასაც გრძნობ როდესაც ამ მონაკვეთს წერ, და არ მინდა გეტკინოს.
საერთო ჯამში კარგი იყო, მომეწონა.
ნინას მომენტზე ცრემლიც კი ჩამომიგორდა, არ გეტყვი რატომ ჩემთვის დავიტოვებ ამას.
სხვას ვერაფერს გეტყვი გარდა იმისა რომ, წარმატებებს გისურვებ ჩემო გოგოვ ❤
ძალიან მიყვარხარ ❤

№2  offline წევრი teengirllove

დარინა
ნიკოლოზს ვგულშემატკივრობ არ მიყვარს მატყუარა ქალები რაც არ უნდა დამნაშავეები არ იყვნენ, ჯერ კიდვ დაბნეული ვარ რატომ აკეთებს ნინა თუ ლილიანა ამ ყველაფერს, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენებიიი.

სჰენტან ვარ ნიკას გულსჰემატკივრობაში laughing გავიგებთ ერთAდ ყველაფერს

gogona migraciidan

მეც მიყვარხარ ..ძალიან თბილი სიტყვები იყო ,მადლობა ამისთვის

№3  offline წევრი teengirllove

დარინა
teengirllove

ისე ბევრი არ მიწვალო ნიკოლოზიიი, მამამისზე იმედები თუ გაუცრუვდება კი დამეტანჯება მაგრამ აგერ არ ვარ :D

ara , ar giwvaleb

№4  offline წევრი teengirllove

უცნაური მე
ჯერ ვერ ვხვდები ნინას ამხელა ტკივილის მიზეზს, მაგრამ ფიდი იმედი მაქვს ყველაფერს მალე გავიგებთ.
ისტორია მომწონს ძალიან.
მალე მინდა ახალი თავი.

mixaria tu mogwons..shemdegi tavi dawyebuli maq ,davdeb male

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent