განსხვავებული სამეგობრო (საცდელი)
-ნიკიტა - ხელს მიფრიალებს თაია ცხვირწინ -ჰა? ჰო რა იყო - მზერა ტელეფონიდან ჯერ აფციაურზე, შემდეგ კი იქვე მდგარ მიმტანზე გადამაქვს -რას შეუკვეთავ-მეთქი -წყალს - ვხრიალებ საწყლად -რა გჭირს?- მეკითხება ბიჭის წასვლისთანავე -ჩამოვიდა - ვლუღლუღებ ერთადერთ სიტყვას, რომელიც თაიას რეაქციასაც მომენტალურად ცვლის და ვხვდები, რომ ამ წუთიდან ჩემი ცხოვრება ისევ თავდაყირა დგება -ნიკიტა - ხელს მიფრიალებს თაია ცხვირწინ -ჰა? ჰო რა იყო - მზერა ტელეფონიდან ჯერ აფციაურზე, შემდეგ კი იქვე მდგარ მიმტანზე გადამაქვს -რას შეუკვეთავ-მეთქი -წყალს - ვხრიალებ საწყლად -რა გჭირს?- მეკითხება ბიჭის წასვლისთანავე -ჩამოვიდა - ვლუღლუღებ ერთადერთ სიტყვას, რომელიც თაიას რეაქციასაც მომენტალურად ცვლის და ვხვდები, რომ ამ წუთიდან ჩემი ცხოვრება ისევ თავდაყირა დგება ყველაფერი 5 წლის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მეორე კურსზე ვიყავი. უნივერისტეტიდან ზემოთხსენებულ თაია აფციაურთან ერთად მოვდიოდი. ჩემს ეზოში წლების მანძილზე გამაგრებულ ბირჟას მობეზრებულებმა ჩავუარეთ და სადარბაზოში შევედით. -ჩემთან როდის გადმოდიხარ? -აი წავლენ ამ დღეებში ჩემები და ეგრევე -რაღას ელოდები, მაინც სულ ჩემთან რჩები და ბარგიც გადმოიტანე - კარში გასაღებს ვარგებ და ოთხჯერ ვატრიალებ -აუ მერე დიდი ხანი ვერ ვნახავ და მომენატრებიან - დამნაშავეს თვალებით მიყურებს და ტუჩს იჭამს -აჰა ანუ დღეს მარტო მტოვებ - ვამძაფრებ ემოციას და ისედაც დათრგუნულს უარესად ვთრგუნავ . რატოა ეს ბავშვი ესეთი გულუბრყვილო, ვინმე ამიხსნით?! -აუ ნიკი, ხო იცი რომ მინდა შენთან ყოფნა, მაგრამ ეს ორი დღე რას წყვეტს, მერე სულ ერთად არ ვიქნებით? ეხლა ვიტირებ. -ღმერთო თაია, მიხვდი აბა რო ვხუმრობ, რა თქმა უნდა უნდა წახვიდე - თვალებს ვატრიალებ და ათრთოლებულ ტუჩზე ვუყურებ. ოო ოღონდ ეს არა, რით ვერ ისწავლა ამან ჩემთან ურთიერთობა? -აუ მე კიდე მეგონა გწყინდა -ამ ქვეყნად ორი რამე მწყინს მხოლოდ - საჩვენებელ თითს დიქტატორივით ვწევ და ტრიბუნიდან სიამაყით ვაცხადებ - ცარიელი მაცივარი და ...- მეორე ჯერ არ მომიფიქრებია. ჰმმ რა ვქნა ეხლა, ამდენი ხალხის წინაშე ხო არ შევრცხვები. იფიქრე ტვინო, იფიქრე, კიდე იქნება რაღაც ისეთი .. ა ვსო, მეხსნება გონება და მგონია რომ ჩემს თავზე ნათურა ინთება, მულტფილმებში როა ზუსტად ისე - ცარიელი მაცივარი და დაბადების დღეზე უსაჩუქროდ მოსული სტუმრები - ჩემი თავით კმაყოფილი ტუჩის კუთხეს ვტეხ და თავაწეული მივემართები სამზარეულოსკენ. ესეც ასე, გამოსვლამ წარმატებით ჩაიარა. -გოგო - შემოდის რამდენიმე წუთის მერე ჯერ კიდევ შოკში მყოფი აფციაური -ჰოუ - ვტრიალდები და პარალელურად წვენს ვისხამ ჭიქაში -ახალი მეზობელი გადმოვიდა შენს ქვემოთ? -რავიცი ალბათ -მხრებს ვიჩეჩავ და დაცლილ ჭიქას ვუყურებ . ღმერთო, ნიკიტა, ოდესმე ხო უნდა ისწავლო, რომ სტუმარსაც შესთავაზო რაღაც-რაღაცები . ვუწყრები ჩემს თავს და მეორე ჭიქას ვიღებ „სტუმრისთვის“- ისე ზოგადად- უკვე გაზეპირებულ ტექსტს ვიმეორებ მემილიონსამოცდამეთორმეტედ , კი, ვითვლი ხოლმე, არ მეზარება - შენ აქ სტუმარი არ ხარ და შემოთავაზების გარეშეც შეგიძლია აიღო ის რაც გინდა -მაშინ მინდა - მანიშნებს წვენისკენ გაკრეჭილი -არა ესე არაფერი გამოვა - თავს ვაქნევ უიმედოდ და წვენს მაცივარში ვაბრუნებ. - მიბრძანდი, გამოაღე მაცივარი, გამოიღე ჭიქა და შენ თვითონ დაისხი - ჩემი გეგმით კმაყოფილი ვასწავლი მოქცევას მეორეკურსელ ბავშვს და სკამზე ვჯდები სეირის საყურებლად. -კი მაგრამ - იწყებს ლუღლუღს უარესად დაბნეული და შვიდასორმოცდამეჩვიდმეტედ მიჩნდება კითხვა რანაირად ვართ მე და ეს გოგო დღემდე საუკეთესო მეგობრები. -არავითარი მაგრამ , თაია- ვუბღვერ გაბრაზებული- აქ რომ გადმოხვალ ესე უნდა იყო? დროა გაშინაურდე - ვეუბნები შეწუხებული და ვუყურებ როგორ გაუბედავად მიდის მაცივრისკენ -კარგი გოგო ხარ- მოქმედების დასრულებისთანავე ვუკრავ ტაშს და სააბაზანოში გავდივარ ხელების დასაბანად. ჰაჰ ვინ გაცდის, კარზე გაბმული ზარია. გამოვრბივარ, ვინაიდან ვიცი, რომ თაია კარის გამღები არ არის და ჩემს ბიჭებს ღიმილით ვხვდები. -აჩმა, ბოდიში - ვუღიმი დამნაშავესავით ლოყებას- კარის გაჭრას ვაპირებდი, მაგრამ მეზობლებმა თანხმობა არ მომცეს, ისევ გვერდულად მოგიწევს შემოსვლა - ვკისკისებ ბოლო ხმაზე და უკვე შემოსულ საბას კისერზე ვეკიდები -აუ კაი რა ნიკიტა- ბუზღუნს იწყებს ჩამრგვალებული ბურთი - ვერ ხედავ ორი დღეა დიეტაზე ვარ - ძლივს ეტევა კარში აჩი -ვაიმე რო დაგინახე პირველი ეგ ვიფიქრე - ვიცხადებ და ხელს ლოყაში ვიტყაპუნებ - როგორ ჩამოხმი ბიჭო, რა იყო არაფერს გაჭმევენ?! - დანანების ნიშნად თავს ვაქნევ და საბას ვუტრიალდები - შეხედე ლანდი გასდის - დუეტში ატეხილი კისკისი, გაბუსხული მოდებაძე და იმ წუთას ოთახიდან გამოსული ყოველთვის ნეიტრალური თაია, ჩვენი სამეგობროს ყველაზე ხშირი და პოპულარული სიტუაციაა. - ნუ აბრაზებთ აჩის - გვიწყრება აფციაური და გორილას ლოყებზე კოცნის -აჩი კი არა აჩმაა-მეთქი რამდენჯერ გითხრათ - მაწრებს საბა ჩემი საფირმო ფრაზის წარმოთქმას და მისაღებისკენ მობაჯბაჯე მოდებაძეს თვალს აყოლებს -რას მაჭმევ? - დუკანის ბიძაშვილი შემომციცინებს თვალებში -დიეტაზე იყავი შენ -მერე დიეტური რამე მაჭამე - მხრებს იჩეჩავს გულბრყვილოდ და ერთპროცენტიანი მაწონის დანახვაზე უკმაყოფილოდ ჭმუხნის სახეს -რა იყო რა არ მოგწონს -ამდენად დიეტურიც არა, აი რაღაც პიცისებური დიეტური არ გაქვს? -შენი გამოსწორება არ იქნება, მოდებაძე- თავს ვაქნევ და ამჯერად ბულკი გამომაქვს , რის დანახვაზეც თვალები ენთება და კმაყოფილი კბეჩს. -ხო მართლა, ვუტრიალდები შესანიშნავ ორეულს, კალკულუსის მამა სად დაკარგეთ? -კალკულუსი რა არის? - ბრუნდება ყბაგამოტენილი და ნამცეცების ფრქვევით ძლივს აყალიბებს კითხვას -უმაღლესი მათემატიკა - უხსნის საბა და მე მიტრიალდება- რავი მოვალო კარზე ზარია, აჰა მოვიდა. -ინტეგრალი აინტეგრალებულა საინტეგრალებელში ჩაინტეგრალებულა- ვეგებები აჩკარიკას და გაშლილი ხელი ქვემოთ მივარდება, როცა ჩემ წინ მდგარ ბიჭს ვუყურებ -თაია, მგონი ჟურნალის ყდიდან გადმოვარდნილი მოდელი დამეცა, მიჩქმიტე - ვეძახი აფციაურს და ბიჭის ღიმილის დანახვაზე ვხვდები, რომ მანაც გაიგო. არა ნიკიტა, რას ამბობ ვერ გაიგებდა , თაიაზე ახლოს ეს გიდგას -მაპატიეთ ხელი რომ შეგიშალეთ მაგრამ წყალი ჩამომდის -მიპატიებია - ვბლუყუნებ ჯერ კიდევ გაშტერებული და რეალობაში დასაბრუნებლად თავს ვაქნევ - ვაიმე კი არადა, ისა რა ქვია, რემონტს გაგიკეთებთ აუცილებლად -მოდი ზარალზე შენ ნუ ინერვიულებ, უბრალოდ ონკანი დაკეტე - მიღიმის ისევ . ვასკა ამობლაყუნდა კიბეებზე. ყოჩაღ კალკულუს, ყველაზე მაგარი მომენტი შეარჩიე. ტაშს ვუკრავ გონებაში და ვუყურებ როგორ ეჯახება ჰოლივუდის ღიმილიან მეზობელს. რისთვის გიკეთია ამხელა სათვალეები ჩიგოგიძე თუ მაინც ვერავის ამჩნევ ირგვლივ? თვალებს უკმაყოფილოდ ვატრიალებ და ჩემს თავთან გამართული მონოლოგის მერე შემოსწრებულს ვესალმები -დიახ დიახ ეხლავე,- ვფხიზლდები წამში და სააბაზანოსკენ მივრბივარ. ღმერთო აქ რა ხდება?! თავში ხელებს ვიშენ და ონკანი დაკეტვის მერე პირსახოცებს ვყრი ძირს , რომ როგორმე ჩემს სახლში დაყენებული ჟინვალის წყალსაცავი ამოვაშრო. -ხელოსანს გამოვიძახებ - მეხმარება თაია და ტელეფონზე რეკავს -მანამდე რა ვქნა - ვბურტყუნებ და ვცდილობ რამე მოვუხერხო აქაურობას - ისე საბა, რომ შეგვჭამე პალიასტომის ტბაზე წავიდეთ და ვნახოთო, აქ გადმოუტანიათ შეხედე- თითს სააბაზანოსკენ ვიშვერ და მალევე მახსენდება რომ ხუმრობისთვის შესაფერისი არც დროა და არც ადგილი -მოიცა დაგეხმარები- შემოდის ვასკა, იღებს დამბალ პირსახოცს და „ამოშრობილ“ წყალს გაწურვისას უკან აბრუნებს. საღოლ კალკულუს, ცოტა ფიზიკისაც რომ გაგეგებოდეს ურიგო არ იქნებოდა -ღმერთო რა დავაშავე?! - სააბაზანოდან ვაგდებ გენიოსს და ახლა მე ვცდილობ მარტო გავუმკლავდე თურქ-სელჩუკთა შემოსევას , ვითომ აღმაშენებელი ვარ. -5 წუთში მოვა - მამხნევებს თაია და ადიდებულ ზვირთებში ჩემს დასახმარებლად ხტება. ეგრე არა აფციაური, თავით, თავით ! -რა ხდება ხალხო?!- ოხ დაუმთავრდა იმას საჭმელი და მოიცალა ჩვენთვისაც . -ვწუწაობთ- ვუღიმი 32ივე კბილით -ოო რას მეკაიფები - ბუზღუნებს მოდებაძე -არა აჩმა, რა გეკაიფები, მე და კაიფი?! - საჩვენებელ თითს გულმკერდზე ვიდებ და „როგორ მაკადრე“ მზერით ვუყურებ -უკაცრავად კიდევ დიდხანს გელოდოთ? - გვაფხიზლებს სამოდელო სააგენტოს ბიჭი -რას გველოდები მერე, მე დაგიმალე სახლის მისამართი? ხელოსნის მოსვლამდე მაინც ვერაფერს გიშველით, თუ გინდა ყავას დაგალევინებ - მხრებს ვიჩეჩავ და ლიფტიდან გამოსული კაცისკენ გადამაქვს მზერა -უკაცრავად 34ე ბინაა? - კითხულობს დაბნეული -დიახ დიახ , მობრძანდით - გამოვდივარ ბრძოლის ველიდან და ასპარეზს 60 წლამდე მამაკაცს ვუთმობ. -ხოდა რა ყავაო?- მახსენებს ახალი მეზობელი და დაუკითხავად შემოდის სახლში. -უი წყალი დაგვიწყდა. გავიგე ქვედა მეზობელს აქვს უხვადო და ომიანობის პერიოდში მოგამარაგებთო, შეგიძლია ჩახვიდე და იქ დალიო. -რა წესია, ნიკიტა? - მიბღვერს თაია და სტუმარს უღიმის - აქეთ მობრძანდით- სამზარეულოსკენ ანიშნებს და თვალებს მიბრიალებს. ვითომ რა ვთქვი ახლა ასეთი. -მაცივარში რა გაქვს? - შესწრებას ცდილობს აჩი და კარში იჭედება- აუ ძმურად ერთი ხელი მკარი რა.-უბრუნდება ღიმილას და თავის მართლებას იწყებს- მე კი არ ვარ მსუქანი, უბრალოდ ამას აქვს თავის ზომაზე გამოჭრილი და მაგიტო ვერ ვეტევი- თვალს უკრავს საკუთარი ახსნით კმაყოფილი და მსუბუქი ბიძგით სამზარეულოში შედის. -ჩემთან როდის გადმოდიხარ? -აი წავლენ ამ დღეებში ჩემები და ეგრევე -რაღას ელოდები, მაინც სულ ჩემთან რჩები და ბარგიც გადმოიტანე - კარში გასაღებს ვარგებ და ოთხჯერ ვატრიალებ -აუ მერე დიდი ხანი ვერ ვნახავ და მომენატრებიან - დამნაშავეს თვალებით მიყურებს და ტუჩს იჭამს -აჰა ანუ დღეს მარტო მტოვებ - ვამძაფრებ ემოციას და ისედაც დათრგუნულს უარესად ვთრგუნავ . რატოა ეს ბავშვი ესეთი გულუბრყვილო, ვინმე ამიხსნით?! -აუ ნიკი, ხო იცი რომ მინდა შენთან ყოფნა, მაგრამ ეს ორი დღე რას წყვეტს, მერე სულ ერთად არ ვიქნებით? ეხლა ვიტირებ. -ღმერთო თაია, მიხვდი აბა რო ვხუმრობ, რა თქმა უნდა უნდა წახვიდე - თვალებს ვატრიალებ და ათრთოლებულ ტუჩზე ვუყურებ. ოო ოღონდ ეს არა, რით ვერ ისწავლა ამან ჩემთან ურთიერთობა? -აუ მე კიდე მეგონა გწყინდა -ამ ქვეყნად ორი რამე მწყინს მხოლოდ - საჩვენებელ თითს დიქტატორივით ვწევ და ტრიბუნიდან სიამაყით ვაცხადებ - ცარიელი მაცივარი და ...- მეორე ჯერ არ მომიფიქრებია. ჰმმ რა ვქნა ეხლა, ამდენი ხალხის წინაშე ხო არ შევრცხვები. იფიქრე ტვინო, იფიქრე, კიდე იქნება რაღაც ისეთი .. ა ვსო, მეხსნება გონება და მგონია რომ ჩემს თავზე ნათურა ინთება, მულტფილმებში როა ზუსტად ისე - ცარიელი მაცივარი და დაბადების დღეზე უსაჩუქროდ მოსული სტუმრები - ჩემი თავით კმაყოფილი ტუჩის კუთხეს ვტეხ და თავაწეული მივემართები სამზარეულოსკენ. ესეც ასე, გამოსვლამ წარმატებით ჩაიარა. -გოგო - შემოდის რამდენიმე წუთის მერე ჯერ კიდევ შოკში მყოფი აფციაური -ჰოუ - ვტრიალდები და პარალელურად წვენს ვისხამ ჭიქაში -ახალი მეზობელი გადმოვიდა შენს ქვემოთ? -რავიცი ალბათ -მხრებს ვიჩეჩავ და დაცლილ ჭიქას ვუყურებ . ღმერთო, ნიკიტა, ოდესმე ხო უნდა ისწავლო, რომ სტუმარსაც შესთავაზო რაღაც-რაღაცები . ვუწყრები ჩემს თავს და მეორე ჭიქას ვიღებ „სტუმრისთვის“- ისე ზოგადად- უკვე გაზეპირებულ ტექსტს ვიმეორებ მემილიონსამოცდამეთორმეტედ , კი, ვითვლი ხოლმე, არ მეზარება - შენ აქ სტუმარი არ ხარ და შემოთავაზების გარეშეც შეგიძლია აიღო ის რაც გინდა -მაშინ მინდა - მანიშნებს წვენისკენ გაკრეჭილი -არა ესე არაფერი გამოვა - თავს ვაქნევ უიმედოდ და წვენს მაცივარში ვაბრუნებ. - მიბრძანდი, გამოაღე მაცივარი, გამოიღე ჭიქა და შენ თვითონ დაისხი - ჩემი გეგმით კმაყოფილი ვასწავლი მოქცევას მეორეკურსელ ბავშვს და სკამზე ვჯდები სეირის საყურებლად. -კი მაგრამ - იწყებს ლუღლუღს უარესად დაბნეული და შვიდასორმოცდამეჩვიდმეტედ მიჩნდება კითხვა რანაირად ვართ მე და ეს გოგო დღემდე საუკეთესო მეგობრები. -არავითარი მაგრამ , თაია- ვუბღვერ გაბრაზებული- აქ რომ გადმოხვალ ესე უნდა იყო? დროა გაშინაურდე - ვეუბნები შეწუხებული და ვუყურებ როგორ გაუბედავად მიდის მაცივრისკენ -კარგი გოგო ხარ- მოქმედების დასრულებისთანავე ვუკრავ ტაშს და სააბაზანოში გავდივარ ხელების დასაბანად. ჰაჰ ვინ გაცდის, კარზე გაბმული ზარია. გამოვრბივარ, ვინაიდან ვიცი, რომ თაია კარის გამღები არ არის და ჩემს ბიჭებს ღიმილით ვხვდები. -აჩმა, ბოდიში - ვუღიმი დამნაშავესავით ლოყებას- კარის გაჭრას ვაპირებდი, მაგრამ მეზობლებმა თანხმობა არ მომცეს, ისევ გვერდულად მოგიწევს შემოსვლა - ვკისკისებ ბოლო ხმაზე და უკვე შემოსულ საბას კისერზე ვეკიდები -აუ კაი რა ნიკიტა- ბუზღუნს იწყებს ჩამრგვალებული ბურთი - ვერ ხედავ ორი დღეა დიეტაზე ვარ - ძლივს ეტევა კარში აჩი -ვაიმე რო დაგინახე პირველი ეგ ვიფიქრე - ვიცხადებ და ხელს ლოყაში ვიტყაპუნებ - როგორ ჩამოხმი ბიჭო, რა იყო არაფერს გაჭმევენ?! - დანანების ნიშნად თავს ვაქნევ და საბას ვუტრიალდები - შეხედე ლანდი გასდის - დუეტში ატეხილი კისკისი, გაბუსხული მოდებაძე და იმ წუთას ოთახიდან გამოსული ყოველთვის ნეიტრალური თაია, ჩვენი სამეგობროს ყველაზე ხშირი და პოპულარული სიტუაციაა. - ნუ აბრაზებთ აჩის - გვიწყრება აფციაური და გორილას ლოყებზე კოცნის -აჩი კი არა აჩმაა-მეთქი რამდენჯერ გითხრათ - მაწრებს საბა ჩემი საფირმო ფრაზის წარმოთქმას და მისაღებისკენ მობაჯბაჯე მოდებაძეს თვალს აყოლებს -რას მაჭმევ? - დუკანის ბიძაშვილი შემომციცინებს თვალებში -დიეტაზე იყავი შენ -მერე დიეტური რამე მაჭამე - მხრებს იჩეჩავს გულბრყვილოდ და ერთპროცენტიანი მაწონის დანახვაზე უკმაყოფილოდ ჭმუხნის სახეს -რა იყო რა არ მოგწონს -ამდენად დიეტურიც არა, აი რაღაც პიცისებური დიეტური არ გაქვს? -შენი გამოსწორება არ იქნება, მოდებაძე- თავს ვაქნევ და ამჯერად ბულკი გამომაქვს , რის დანახვაზეც თვალები ენთება და კმაყოფილი კბეჩს. -ხო მართლა, ვუტრიალდები შესანიშნავ ორეულს, კალკულუსის მამა სად დაკარგეთ? -კალკულუსი რა არის? - ბრუნდება ყბაგამოტენილი და ნამცეცების ფრქვევით ძლივს აყალიბებს კითხვას -უმაღლესი მათემატიკა - უხსნის საბა და მე მიტრიალდება- რავი მოვალო კარზე ზარია, აჰა მოვიდა. -ინტეგრალი აინტეგრალებულა საინტეგრალებელში ჩაინტეგრალებულა- ვეგებები აჩკარიკას და გაშლილი ხელი ქვემოთ მივარდება, როცა ჩემ წინ მდგარ ბიჭს ვუყურებ -თაია, მგონი ჟურნალის ყდიდან გადმოვარდნილი მოდელი დამეცა, მიჩქმიტე - ვეძახი აფციაურს და ბიჭის ღიმილის დანახვაზე ვხვდები, რომ მანაც გაიგო. არა ნიკიტა, რას ამბობ ვერ გაიგებდა , თაიაზე ახლოს ეს გიდგას -მაპატიეთ ხელი რომ შეგიშალეთ მაგრამ წყალი ჩამომდის -მიპატიებია - ვბლუყუნებ ჯერ კიდევ გაშტერებული და რეალობაში დასაბრუნებლად თავს ვაქნევ - ვაიმე კი არადა, ისა რა ქვია, რემონტს გაგიკეთებთ აუცილებლად -მოდი ზარალზე შენ ნუ ინერვიულებ, უბრალოდ ონკანი დაკეტე - მიღიმის ისევ . ვასკა ამობლაყუნდა კიბეებზე. ყოჩაღ კალკულუს, ყველაზე მაგარი მომენტი შეარჩიე. ტაშს ვუკრავ გონებაში და ვუყურებ როგორ ეჯახება ჰოლივუდის ღიმილიან მეზობელს. რისთვის გიკეთია ამხელა სათვალეები ჩიგოგიძე თუ მაინც ვერავის ამჩნევ ირგვლივ? თვალებს უკმაყოფილოდ ვატრიალებ და ჩემს თავთან გამართული მონოლოგის მერე შემოსწრებულს ვესალმები -დიახ დიახ ეხლავე,- ვფხიზლდები წამში და სააბაზანოსკენ მივრბივარ. ღმერთო აქ რა ხდება?! თავში ხელებს ვიშენ და ონკანი დაკეტვის მერე პირსახოცებს ვყრი ძირს , რომ როგორმე ჩემს სახლში დაყენებული ჟინვალის წყალსაცავი ამოვაშრო. -ხელოსანს გამოვიძახებ - მეხმარება თაია და ტელეფონზე რეკავს -მანამდე რა ვქნა - ვბურტყუნებ და ვცდილობ რამე მოვუხერხო აქაურობას - ისე საბა, რომ შეგვჭამე პალიასტომის ტბაზე წავიდეთ და ვნახოთო, აქ გადმოუტანიათ შეხედე- თითს სააბაზანოსკენ ვიშვერ და მალევე მახსენდება რომ ხუმრობისთვის შესაფერისი არც დროა და არც ადგილი -მოიცა დაგეხმარები- შემოდის ვასკა, იღებს დამბალ პირსახოცს და „ამოშრობილ“ წყალს გაწურვისას უკან აბრუნებს. საღოლ კალკულუს, ცოტა ფიზიკისაც რომ გაგეგებოდეს ურიგო არ იქნებოდა -ღმერთო რა დავაშავე?! - სააბაზანოდან ვაგდებ გენიოსს და ახლა მე ვცდილობ მარტო გავუმკლავდე თურქ-სელჩუკთა შემოსევას , ვითომ აღმაშენებელი ვარ. -5 წუთში მოვა - მამხნევებს თაია და ადიდებულ ზვირთებში ჩემს დასახმარებლად ხტება. ეგრე არა აფციაური, თავით, თავით ! -რა ხდება ხალხო?!- ოხ დაუმთავრდა იმას საჭმელი და მოიცალა ჩვენთვისაც . -ვწუწაობთ- ვუღიმი 32ივე კბილით -ოო რას მეკაიფები - ბუზღუნებს მოდებაძე -არა აჩმა, რა გეკაიფები, მე და კაიფი?! - საჩვენებელ თითს გულმკერდზე ვიდებ და „როგორ მაკადრე“ მზერით ვუყურებ -უკაცრავად კიდევ დიდხანს გელოდოთ? - გვაფხიზლებს სამოდელო სააგენტოს ბიჭი -რას გველოდები მერე, მე დაგიმალე სახლის მისამართი? ხელოსნის მოსვლამდე მაინც ვერაფერს გიშველით, თუ გინდა ყავას დაგალევინებ - მხრებს ვიჩეჩავ და ლიფტიდან გამოსული კაცისკენ გადამაქვს მზერა -უკაცრავად 34ე ბინაა? - კითხულობს დაბნეული -დიახ დიახ , მობრძანდით - გამოვდივარ ბრძოლის ველიდან და ასპარეზს 60 წლამდე მამაკაცს ვუთმობ. -ხოდა რა ყავაო?- მახსენებს ახალი მეზობელი და დაუკითხავად შემოდის სახლში. -უი წყალი დაგვიწყდა. გავიგე ქვედა მეზობელს აქვს უხვადო და ომიანობის პერიოდში მოგამარაგებთო, შეგიძლია ჩახვიდე და იქ დალიო. -რა წესია, ნიკიტა? - მიბღვერს თაია და სტუმარს უღიმის - აქეთ მობრძანდით- სამზარეულოსკენ ანიშნებს და თვალებს მიბრიალებს. ვითომ რა ვთქვი ახლა ასეთი. -მაცივარში რა გაქვს? - შესწრებას ცდილობს აჩი და კარში იჭედება- აუ ძმურად ერთი ხელი მკარი რა.-უბრუნდება ღიმილას და თავის მართლებას იწყებს- მე კი არ ვარ მსუქანი, უბრალოდ ამას აქვს თავის ზომაზე გამოჭრილი და მაგიტო ვერ ვეტევი- თვალს უკრავს საკუთარი ახსნით კმაყოფილი და მსუბუქი ბიძგით სამზარეულოში შედის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.