პაპასკირი და ბაბუციძე 25
დუდუუუ -ჰოუ -ეხლა ? }-რა ეხლა -ეხლა რა იქნება? - რა იქნება და გავაგრძელებთ სადაც გავჩერდით - ასე ადვილია? - ჩვენზეა ეგ დამოკიდებული -ხო მაგრამ შენ მაშინ იმდენი რამე მითხარი, გამოდის არ მენდობი და არ გჯერა , იმ სიტყვების დავიწყება ეგეთი ადვილია? - მაშინ გაბრაზებული ვიყავი და -ის თქვი რასაც ფიქრობდი -არა ეგრე არაა -დუდუ მოდი ნუ ეგრე რააა, მირჩევნია პირდაპირ მითხრა. ის რომ გიყვარვარ , მოგენატრე და ვერ გაძელი არ ნიშნავს იმას რომ მენდობი , ჩემში ეჭვი აღარ გეპარება და მზად ხარ ჩემთან ყოფნისთვის . მითუმეტეს რომ სულაც არ ვფიქრობ რომ ისეთი დამნაშავე ვარ როგორც შენ გგონია - ანუ არ აღიარებ რომ დამნაშავე ხარ? - ვაღიარებ რომ უნდა მეთქვა და შევცდი რომ მაშინვე არ გითხარი , მაგ ნაწილში მართალი ხარ მაგრამ , დანარჩენი რაც მითხარი......... - რომ არ მჯეროდეს და არ ვფიქრობდე რომ სისულელე ვთქვი აქ არ ვიქნებოდი -ვერ გავიგე - ვიეჭვიანე რაა ეგაა მეტი არაფერი , შეყვარებული კაცი ვარ ერთი ეჭვიანობა მეც მეკუთვნის არა ? - არ ვიცი რაა -რა არ იცი კატო , აქ ვარ შენთან , აგიხსენი ყველაფერი , შევთანხმდით რომ შენც ცუდად მოიქეცი და უნდა გეთქვა , მეც არ უნდა მეთქვა იმდენი სისულელე და ამდენსაც არ ვიწვალებდით . არის კიდე რამე რაც უნდა გავარკვიოთ? თუ არადა წამოდი რა ვჭამოთ რამე. - მეც მშია -ვაა რადგან შენ მოგშივდა -ნახევარ საათში მზად ვიქნები -რა ამბავია ნახევარი საათი -წყალი უნდა გადავივლო -ეგ მეც მინდა და დრო რომ დავზოგოთ არა? - როგორ აბა -როგორ და ერთად გადავივლოთ -შენ ძალიან ხომ არ გამიბლატავდი? -მე ? ვითომ რატო? - რავიცი აბა ჯერ ლოგინში ჩამიგორდი , ორჯერ თან , ეხლა ვანაშიც მივარდები - ჩაგიგორდი არა ? - მე ეგრე მახსოვს . -აუ კატო როდის გადმოხვალ ჩემთან? -შე ყველაზე არარომანტიულო კაცო , რომ დაქეჩოქა დიდი ლამაზთვლიანი ბეჭდით და ხელი გეთხოვა ჩემთვის არ შეიძლებოდა? -ხო მერე ბაბუცასთვისაც მეთხოვა შენი ხელი და ქორწილის დღეს დანების ტრიალით დავასრულებდით -ანუ არ აპირებ ხელის თხოვნაას? - გიყვარს ეგეთი ბანალური რაღაცები? - ცხოველო ბანალური კი არა რომანტიულია და რაღაცნაირი ,. ეგეთი რაღაცხები ქალებს უყვართ როგორი ბანალურიც გინდა იყოს. -აუუუ ცხელია წყალი ცოტა გააციე რააა - ვერ ვივლებ მე გრილ წყალს ცხელი მიყვარს -როგორ ბანაობ გოგო მდუღარეა არ იწვები? - ეს რა არის ეხლა შენ რო ხარ ცოტა კიდე გავაგრილე უფრო ცხელში ვბანაობ ხოლმე -თუ იყო ნორმალური დედასგეფიცები -ღირსი ხარ , უფრო ცხელში უნდა შეგაგდო შენ -რატო გოგო რას მერჩი - სანამ რომანტიული არ გახდები ცოტა მაინც ჩემთან ერთად ბანაობა და საერთოდ ჩემს ლოგინში ჩაგორება გეკრძალება -კაი ხო მოვიფიქრებ რამეს. ბაბუცა როდის ჩამოდის? - არ ვიცი , ალბათ საახალწლოდ . რა არის? - უნდა დაველაპარაკო , შენ კი ღადაობ მაგრამ მე დავიღალე რა ამდენი ლოდინით , დავბერდი , ცოლი მინდა ცოლიიიი . -უიმე მარტის კატასავით ხარ რააა , -რასავით ვარ ? მოდი აქ - კაი ხო კაი დაელაპარაკე , თორე ხო ხედავ საყვარელივით ვარ უკვე , მოდიხარ მიგორდები აქ საწოლში და მიდიხარ. ისღა დარჩა ტუმბოზე ფული დაგიდო ხოლმე - შენ სულ გათავხედდი თუ ამჩნევ -აუ რა ღადაობა იქნებოდა ისე წარმოიდგინე . ვაიმე დედა . კაი სად მივდივართ? -დღეს ნუკი ჩამოდის ხვალ დაბადებისდღე აქვს. ეხლა ვჭამოთ რამე და მერე წავიდეთ მაყიდინე რა რამე . - დღეს რა დღეა? -კვირა - კიდევ კაი თორე ორშაბათი მეგონა და 3 მასწავლებელი მყავს ორშაბათობით. - სად აბარებ გადაწყვიტე? -არა ჯერ , -და რაზე აბარებ ის მაინც იცი? -ნწუუ ეგეც არ ვიცი. -და თავი სად გაქვს ეგ თუ იცი - ეგ კიი -ყოჩაღ , ჰა ჩაიცვი ? -ვსო გასაღებს ვიღებ -ნელა გოგო ნუ დაინგრიე გვერდები -აუუუუ დამილურჯდებააა - მე ვერ დამაბრალებ კიდევ კაი - გეგონოს ვიტყვი დუდუმ მიჩქმიტათქო -მერე რო გეტყვიან დუდუს მანდ რა უნდოდაო რას ეტყვი -ოო მაგაზე აღარ მიფიქრია. სად მივდივართ? - რამე სურვილი აქვს თქვენს უდიდებულესობას? -არა გენდობი -კაი წამო მაშინ ჩემთან გატენილია მაცივარი თან გამოვიცვლი -კააარგი და ესე გიჟივით რატო დადიხარ? - არ დავდივარ გიჟივით -ტელეფონი გირეკავს დუდუს ტელეფონი თავგამოდებით რეკავდა , არც უფიქრია ბევრი ვინ იქნებოდა ზუსტად იცოდა რომ დანელია რეკავდა. დილა ყოველთვის ნიკა დანელიას ზარით იწყებოდა. და როგორც ყოველთვის ეს ზარიც გოგოს ეხებოდა. -რა იყო ა , გათენდა? - ხო ბიჭო ნინის ვურეკავ და არ იღებს კატო შენთან ერთადააა? კითხე რა სადააა ოღონდ არ თქვა რო მე მაინტერესებს - რას ბავშვობ ბიჭო , ვკითხავ ხოო - რავი აბა მიტყდება -შენ მართლა მაგრად ხარ შეყვარებული და იმიტომ მორცხვობ თუ თავი მიარტყი რამეს? - ოოოო დავაი რააა -კაი ხო ვკითხავ მოიცა და დაგირეკავ -კაი - რა უნდა ნინის ეძებს? -ხოოო სადაა იცი? ტელეფონზე არ მპასუხობსო -ოოოხ ნინი ნინი - რამე არ ვიცი ? -შენ და რამე არ იცი? - ნინის რო ნიკა ევასება ეგ ვიცი -და ვინ გითხრა? - მივხვდი -ნიკასაც რო უყვარს ეგეც გეცოდინება -ეგეც ვიცი -ნეტა თუ მოახერხებენ რამეს. დავურეკავ იმ ბატს . ტელეფონი მომე ანგარიშზე არ მაქვს - მერე ვერ მითხარი ჩაგვერიცხა - წუხელ გამითავდა და სად ჩავრიცხავდი -აი მივიდეთ და გადმოგირიცხავ . მანამდე დარეკე . ნახევარ საათიანი რეკვის შემდეგ ნინიმაც უპასუხა ნამძინარევი ხმით. -ნინიიიიიი -რა გაყვირებს ხო მშვიდობაა -რატომ გძინავს ცუდად ხარ ? მოვიდე ? -სად უნდა მოხვიდე ძილის წამალი დავლიე გუშინ შუადღისით და იმის მერე მძინავს, ისე მოდი თუ გინდა მარტო ვარ -რა ძილის წამალი გოგო -ვერ ვიძინებდი და რა მექნა - ნიკამ აგიფეთქა ტელეფონი გეძებს. -ნიკამ ? დანელიამ ? ნინი წამის მეასედში გამოფხიზლდა. მერე უცბად გაახსენდა რომ სულ ტყუილად უხაროდა და დამშვიდდა - ხო ნიკამ და ინერვიულა რომ არ უპასუხე -აუუფ ეგეც ისე განიცდიდა რო რას ამბობ რააა აუუუ ვიღაც აბრახუნებს მოიცა დაგირეკავ. არც გახსენებია რომ პიჟამას ამარა იყო ისე გააღო კარი და შერჩა ხელში გაცოფებული , ფერდაკარგული ნიკა დანელია . -რა ხდება ნინიმ თვალებს არ დაუჯერა რო დაინახა , ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა , გაოცებული იდგა ღია კართან ნახევრად შიშველი ვერც სიცივეს გრძნობდა , მარტო ნიკას ხედავდა და ასეთი გაცოფებული არასდროს ენახა. - კარს ისე რატო აღებ რომ არც კითხულობ ვინაა - დილამშვიდობის , კარგად ვარ და შენ როგორ ხარ ? -დილა კი არა შუადღეა უკვე -რას ლაპარაკობ 12 საათია ჯერ -გუშინ საღამოს მერე გირეკავ და არ იღებ -მეძინა - 7 საათზე იძინებ ? - იქნებ შემოსულიყავი ჯერ და მერე დაგეწყო ბებიაჩემივით ჩემს ძილზე წუწუნი. - თუ გამატარებ შემოვალ და ჩაიცვი . -უი -შენ კარს სულ ეგრე აღებ ? -შენ სულ ეგრეე აბრახუნებ? - არ აღებდი და - ტელეფონზე ვლაპარაკობდი კატოსთან ვერ მოვასწარი ისე გიჟივით მოაწყდი ჩაცმაც ვერ მოვასწარი -მიდი და ჩაიცვი მისაღებში დაგელოდები -კაი ნინი ისე შევარდა ოთახში და ისე მიხურა კარი გეგონებოდათ ვინმე მისდევსო . მაშინღა გაიაზრა რა ხდებოდა . * ღმერთო ჩემო ეს სულ გაგჟდა რა ჯანდაბა უნდა ? მე ვცდილობ მოვშორდე მოვერიდო ეს კიდე სახლში მივარდება . ბრაზობდა ნინი. იმ წამს სუნტქვაც კი არ შეეძლო. საკუთარ თავთან დიალოგს რომ მორჩა ჩაიცვა პირი დაიბანა თმა მოიწესრიგა მერე ნიკასთანაც გავიდა. -ოოხ ყავა მოგიდუღებია -არაფერს -მადლობა -რა ხდება -სად ? -რატო მეძებდი? -ისე უბრალოდ არ შეიძლება? -ისე უბრალოდ ატეხე ერთი ამბავი ? -არ შეიძლება? ნინი უკვე ბრაზობვდა, ვერ გაეგო რა უნდოდა, რატომ ექცეოდა ესე, ხან გაქრებოდა, მერე უცბად გამოეცხადებოდა, უცნაურად იქცეოდა , ვერ გაეგო რა ერქვა მის საქცეილს ,სხვა შემთხვევაში იფიქრებდა ეჭვიანობსო მაგრამ ეს ხომ ნიკა იყო დანელია , ნინისთვის მიუწვდომელი კაცი, მაგრამ რატომ ეგონა მიუწვდომელი თვითონაც არ იცოდა. - ნიკაა ერთი კვირაა არ გამოჩენილხარ , მერე უცბად ატეხე ერთი ამბავი სახლში მომივარდი შეშინებული . რას აკეთებ შენ თუ იცი? -იმ გამოშტერებულს რა უნდოდა იმ დღეს - ვის , ვიზე ამბობ - გიორგობიანზე -არ ვიცი არ მინახავს დიდი ხანია -აქ ვნახე უბანში , არ მოსულა შენთან ? -არ მოსულა მაგრამ რომ მოსულიყო რა ? - შენ მემგონი მოგწონს რო დაგდევს არა ? - უკაცრავად და დავუშვათ რომ მომწონს მერე ? - ვერ გავიგე ? მოგწონს? - დავუშვათთქო მერე რა ცუდი ბიჭია? - არა რავი არაო ადრე რომ მითხარი.?} -არ მმომწონს , მაგრამ შენ რატო განიცდი მე მაგას ვერ ვხვდები - კაი მოვრჩეთ , ხვალ ნუკის დაბადებისდღეა ხო წამოხვ ალ? -არ ვიცი ვნახოთ , არ მაქვს კლუბის ნერვები -კლუბში არა წყნეთში , სახლში პატარა ივენთივით აკეთებს . - ხო წამოვალ ალბათ კატოს გამოვყვები -მე გამოგივლი და ერთად წავიდეთ -არ შეწუხდები? -რას ბოდიალობ ? -კაი გამომიარე . - დუდუსთან მივდივარ წამოხვალ ? კატოც იქაა - ფეხზე ჩავიცვამ და ჩანთას ავიღებ -გელოდები ისეთი საყვარლები იყვნენ ერთად , ისე უხდებოდნენ ერთმანეთს დაგენანებოდათ ცალცალკე . რაც მთავარია ისე უყვარდათ ერთმანეთი , ალბათ ბევრს შეშურდებოდა , თუნდაც ჩუმად , თუნდაც ბავშვურად მაგრამ ერთი შეხედვაც საკმარისი იყო რომ მიმხვდარიყავით ყველაფერს, მარტო თვითონ ვერ ხვდებოდნენ თუმცა ეგეც დროის საკითხი იყო . მალევე მივიდნენ დუდუსთან და კატოსთან , მაგიდას ამზადებდნენ და საჭმელად სხდებოდნენ . -ვაა მოხვედით ? კარი დუდუმ გააღო - სიძეეეე შე ძველო. რამდენი ხანია არ მინახავხარ -რა ხარ ? -მინახავხარ , შენ ენაზე მინახიხარ - ეგ რამე ახალია? - გრამატიკა ქვია დუდუ ჩემ ბოდიალს , ქართული გრამატიკა - ნიიიი მოდი აქ რაა -მომენატრე ჩემო ფისუნია - დუდუ შენი ტელეფონი რეკავს -გავიგეეე -ხო კვარაა , აქაა ნიკა , მოვდივართ. დუუდუმ ერთი ანიშნა დანელიას გავდივართო , აიღეს მანქანის გასაღები და გავარდნენ. მალე მოვალთო ერთი დაუბარეს გოგოებს და უკან მოუხედავად გაიქცნენ. ერთი ამბავი იყო იმ საღამოს თბილისში . ისეთი პატარა ქალაქი როგორიც თბილისია და კიდევ უფრო პატარა უბანი როგორიც ვერაა უცბად ახმაურდება ხოლმე. სინამდვილეში არც არავინ იცოდა რა მოხდა , ის კი გაიგეს რომ ერთ ერთ სახლში ჯერ ჩხუბის მერე კი სროლის ხმა იყო . ამბობდნენ სამი კაცია დაჭრილიო ,სამივე მძიმედაოოო, ზოგი იმასაც ამბობდა იმ სამის გარდა ერთი ადგილზევე დაიღუპაო. მიზეზზეც ლაპარაკობდნე მოიუხედავად იმისა რომ მიზეზი მხოლოდ მათ იცოდნენ ვინ იმ დღეს იქ , იმ სახლში იყო. თუმცა რამდენი ადამიანიცაა თბილისში იმდენი თუ არა არც ბევრად ნაკლები ვერსია არსებობდა და ვინ იცის რომელი იყო იქიდან მართალი. სიმართლე კი მხოლოდ ერთი იყო იმ საღამოს ერთი ახალგაზრდა კაცის მზე სამუდამოდ ჩავიდა და რამდნეიმესი კი ალბათ გისოსებს დიდი ხნით ამოეფარა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.