შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნენე (სრულად)


18-09-2018, 20:11
ავტორი მელანია
ნანახია 6 734

გამარჯობა, მე ნენე ვარ, 25 წლის , უფრო სწორედ ეს ის ასაკია, რომელიც თავად ავირჩიე. მარტო ასაკი არა, საკუთარი თავიც, ის ნენე , რომელოც დღეს ვარ თავად შევქმენი. ბათუმში დავიბადე, გავიზარდე და ახლაც აქ ვცხოვრობ. წესით ყველას უყვარს ის ქალაქი, სადაც დაიბადა, მაგრამ მე არა. ბათუმი ჩემთვის ყოველთვის ზედმატად ბედნიერი ქალაქი იყო, სადაც ერთადერთი უბედურება მე ვარ.ისე,თუ თქვენ,მხოლოდ სულიერებს თვლით მეგობრებში,მაშინ მე არც მეგობრები მყოლია. ჩემი ერთადერთი მეგობარი ზღვაა.მე ის მიყვარს, მაგრამ მხოლოდ ზამთარში,მაშინ როცა ორივე,მეც და ზღვაც ეულები ვართ.ახლა, ზაფხულში აქ ზღვასთან უამრავი ადამიანია და მეც მთელი დღე სახლში ვარ, გამოგიტყდებით და ადამიანებთან ურთიერთობა, არ მიყვარს. ალბათ, ამას ჩემს ხასიათს მიაწერთ, მაგრამ ასე არ არის, არ ვურთიერთობ,იმიტომ რომ მეშინია. ერთადერთი რამ ამ ქვეყანაზე რისიც მეშინია ადამიანთან ურთიერთობაა.ისინი იყვნენ ჩემს ცხოვრებაში და უბედურების მეტი არაფერი მოუტანიათ ჩემთვის.მერე მივხვდი,რომ ამ ქვეყანაზე საკუთარი თავის მეტი არაფერი გამაჩნია,და ასე შევქმენი ნენე,რომელიც თავის ცხოვრებაში ადამიანს ადგილს არასდროს დაუთმობს.ვთვლი, რომ ნამდვილი ადამიანი არც არასდროს შემხვდრია.ნამდვილი ადამიანი თავისი უბრალოებით,ხასიათებით,ქცევებით, აზრებით,ფიქრებით თუ ოცნებებით არც არასდროს მინახავს.ახლა ალბათ იკითხავთ ადამიანებს არ ესაუბრები და საიდან იციო? მაგრამ არაა საჭირო საუბარი.ადამიანის თვალები ისედაც ყველაფერს ამბობენ. ახლა ზღვის სანაპიროსთან ვარ,სადაცაა გათენდება და მეც სახლში დავბრუნები აქ კი უამრავი ადამიანი მოიყრის თავს.მარტო ვარ,განმარტოება კი დიდებული ფუფუნებაა.ერთადერთი ფუფუნება ჩემს ცხოვრებაში.
-უკაცრავად-მომესმა ხმა უკნიდან და მივხვდი,რომ ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ფუფუნება უნებურად მომპარეს.უკან მივიხედე ბიჭი იდგა და მზერას არ მაშორებდა.ადამიანი იყო და მე მელაპარაკებოდა,აქ არასდროს არავინ შემხვედრია და რაღა მაინცდამაინც ახლა გამოჩნდა როცა მეც მალე წავიდოდი.მოკლედ რაც არის არი გავიფიქრე და ვუპასუხე.
-შეიძლება მეც თქვენთან ერთად ვუყურო ზღვას?-მითხრა და პასუხს მოუთმენლად ელოდა. არა ნენე არ შეიძლება,შენ უკვე მიდიოდი ვუმეორებ ჩემს თავს.გონებამ არაო,ენა კი საპირისპიროს ამბობს.
-კი, შეიძლება -ვუთხარი და გავუღიმე.ვიცი ამას არ უნდა ვაკეთებდე ან საერთოდ რატომ დავთანხმდი.კარგი არაუშავს დაველაპარაკები,მერე სახლში დავბრუნდები და ყველაფერი დასრულდება.
-იცით,სახლში უსიამოვნება მომივიდა,ჰოდა დასაწყნარებლად სუფთა ჰაერზე გამოვედი,მარტო ყოფნა მომბეზრდა,ვერ ვიტან მარტოობას და მერე თქვენ შეგამჩნიეთ-სათქმელი დაამთავრა.ახლა გასაგებია ამ დროს აქ რა უნდოდა.მარტოობას ვერ იტანს,მაგრამ ესაუბრება ადამიანს,რომელმაც მთელი სიცოცხლე მარტოობაში გაატარა.«რა უცნაურია ცხოვრებაა» გავიფიქრე და მერე სახეზე დავაკვირდი: ძალზე ფემკრთალია და ლამაზი ნაკვთები აქვს, აპრეხილი ცხვირი,რომელიც ნებისმიერ გოგოს შეშურდებოდა.ძალიან ლამაზი თვალები,დილის მოწმენდილი ცასავით ღია ცისფერი და ძალზე ლამაზი მოყვანილობის ქვედა ყბა.ღია ფერის პატარა კულულები აქვს თმაზე და ეს კიდევ უფრო ამშვენებს.
-მარტოობაში ცუდს რას ხედავთ?-ვკითხე, მას გაეცინა . -და კარგი რა არის?-გულწრფელად იკითხა და ჩემს პასუხს დაელოდა.თავისი ცისფერი თვალები შემომანათა. -თუნდაც ის,რომ გვერდით ყალბი არავინ გყავს -ვთქვი და ჩემი თავის გამიკვირდა.ახლა ვიჯექი ზღვასთან, სადაც წლებია მარტო მოვდივარ ხოლმე,ვიღაც უცნობთან ერთად და ვსაუბრობდი მარტოობაზე. -და არც არავინ ვისაც უყვარხარ-მითხრა მთელი სერიოზულობით და სათქმელი გააგრძელა-იცი როგორი ადამიანი ჩანხარ?მოიცა ამას ახლავე გავარკვევ მითხარი რომელს ირჩევ ბედნიერებას რომელიც დასრულდება თუ საერთოდ არაფერს? -ფორთოხლის გოგონა?-ვკითხე გაკვირვებით,ეს ის წიგნია,სადაც მთავრი კითხვა სწორედ ეს არის. -ჰო-გამიღიმა-და მაინც შენ რას უპასუხებდი ავტორს ამ კითხვაზე?
-არა,ესეთ ბედნიერებას არ ავირჩევდი-ვუპასუხე-და იცი რატომ?მერე იქნებოდა უბედურება და ტკივილი დაკარგვით გამოწვეული,ისეთი ტკივილი რომელიც იმ ერთჯერად ბედიერებას გადაფარავს.ამიტომ მირჩევნია არ შევიგრძნო ბედნიერება,რომელიც მაინც უნდა დავკარგო- ბედნიერებაზე ვსაუბრობდი ადამიანი, რომელმაც ამ სიტყვის მნიშვნელობა არც ვიცოდი.
-დარწმუნებული ვიყავი,რომ მეორეს აირჩევდი და იცი რას მივხდი.არც ისეთი ძლიერი ხარ,რომ ბედნიერების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს გაუმკლავდე-უეცრად ჟრუანტელმა დამიარა, ჯერ კიდევ ჩამესმოდა სიტყვები "არც ისეთი ძლიერი ხარ ტკივილს,რომ გაუმკლავდე"აი ერთ-ერთი მიზეზი რატომაც არ მიყვარს ადამიანები, ისინი ყოველთვის იმას ამბობენ რაც არ იციან.არ ვაპირებ,ამ სულელ ბიჭს ავუხსნა,რომ მას არც კი დაესიზმრება ისეთი ტკივილი მაქვს გადატანილი. წამოვდექი,ბიჭი იჯდა წყნარად და მიყურებდა. -ჩემი წასვლის დროა -ვთქვი და გავუღიმე,თან გონებაში ვითვლიდი,ასე ბრაზს ვაკონტროლებ. ნამდვილად არ მინდა ჩემი გაბრაზების მიზეზი ეს სულელი ადამიანი გახდეს.მის პასუხს აღარც დავლოდებივარ ისე გავეცალე იქაურობას,უცებ ჩემს ყურთასმენას ხმა მოწვდა. -მოიცა,მე თქვენი სახელიც კი არ ვიცი- შევბრუნდი, ფეხზე იდგა და ჩემსკენ იყურებოდა,არ ვიცი ჩემი სახელის ცოდნა რაში ჭირდებოდა,მაგრამ მაინც ვუთხარი. -ნენე მქვია -ნენე-გაიმეორა-ლამაზი სახელია, მე ლაზარე მქვია - მისი სახელი გონებაში გავიმეორე, ოდნავ შესამჩნევად გავუღიმე და იქაურობა სასწრაფოდ დავტოვე.
★★★ ქუჩაში მივდიოდი,ირგვლივ ყველაფერი სიბნელეს მოეცვა,უსიამოვნოდ გავხედე ქუჩას და ჩემი გზა გავაგრძელე.ნელი,მშვიდი ნაბიჯებით მივუყვებოდი გზას,თან ვფიქრობდი,აქაურობა ასეთი ჩაბნებული რატომ იყო?ალბათ ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ამ წუთას გავიფიქრე,უცბად ქუჩის კუთხიდან ბავშვის ხმა შემომესმა: -დამეხმარეთ-ტანში უსიამოვნოდ გამცრა,მაშინვე მოგონებები აჩურჩულდნენ,ღრმად ჩავისუნთქე და კუთხისკენ გავემართე.ბავშვი იქვე იჯდა წინ ქუდი დაედო და ელოდებოდა კეთილი ადამიანის გამოჩენას. მისი სახის დანახვა მინდოდა,მაგრამ ძალიან ბნელოდა,მხოლოდ პატარა სილუეტს ვხედავდი.უფრო ახლოს მივედი.იქნებ დავინახო მეთქი მაგრამ ვერაფერი ვერ გავარჩიე.ქუჩაში რაღაც ხმა გაისმა, ადგილზე შევხტი,შემეშინდა,ბავშვს დავაკვირდი არც განძრეულა,უცებ ყველაფერი განათდა,მისი სახე დავინახე.ადგილზე გავქვავდი,ის იყო პატარა ნენე იყო.ვუყურებდი და ვერაფერს ვხვდებოდი.განა ეს შესაძლებელია?დიდი ნენე,პატარა ნენეს შეხვდა.მისი ტანსაცმელი ალაგ-ალაგ დალაქავებული და დაფლეთილიყო.სუნთქვა მიჭირდა,ხელის გულები გამიოფლიანდა. -ამას რატომ აკეთებ?-ვკითხე,მან უბრალოდ გამიღიმა, ძალზე სევდიანად გამიღიმა.უცებ ცრემლი წამომივიდა თვალებიდან,არა ნენე არა,ჩემ თავს ვუმეორებდი.არ იტირებ,წლებია აღარ გიტირია.შეწყვიტე!გონებაში ჩემს თავს გავუჯავრდი.ცრემლები მოვიწმინდე და პატარა ნენეს დავკვირდი,წამები ასე ვუცქერდით ერთმანეთს, მერე ხმა ამოიღო. -რაღაც უნდა შეცვალო-ეს მითხრა და გაქრა, ყველაფერი ისევ დაბნელდა.სუნთქვა მიჭირდა,როცა უცებ გამოვფხიზლდი. -ჯანდაბა,სიზმარი ყოფილა-ოფლში ვცურავდი,ჰაერი აღარ მყოფნიდა,აივანზე გავედი,აივნის ძგიდეს დავეყრდენი და დაბლა გადავიხედე.უცებ ყველაფერი დატრიალდა,თავბრუ დამეხვა.ნელი ნაბიჯებით აბაზანისკენ გავემართე.თბილი წყლის ქვეშ დავდექი და დავფიქრდი...
"ახლა უკვე იცით, ჩემი წარსული და მიზეზი იმისა,თუ რატომ შევქმენი ნენე თავად.ოხ,ეს წყეული წარსული, თავს არ მანებებს,როგორ ვერ ვიტან მას.ვერც იმ ეშმაკისეულ მოგონებებს ვერ ვიტან.ყოველ ღამე რომ მეჩურჩულებიან.კიდევ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ და იმასაც მხოლოდ თქვენს საკეთილდღეოდ შეიძლება გეგონოთ,რომ წარსულს რაღაც აქვს თქვენთვის სათქმელი.შეიძლება მიგაჩნიათ,რომ მის ნათქვამს ყური უნდა დაუგდოთ,სმენა უნდა დაძაბოთ და მის ჩურჩულს მოუსმინოთ.ფიქრობთ,რომ საჭიროა თავს ძალა დაატანოთ,წინ გადაიხაროთ და მინიდან, მკვდართა სამყაროდან მის სუნთქვას მიაყურადოთ. შეიძლება გგონიათ,რომ იქ რაღაც გელოდებათ,რასაც აზრი აქვს და თქვენ მისი გაგება შეგიძლიათ.მაგრამ მე სიმართლე ვიცი,მე ეს იმ ცივმა ღამეებმა მასწავლეს.ვიცი რომ წარსული უკან დაგვაბრუნებს და ქვემოთ ჩაგვითრევს.არ გეგონოთ, რომ ის ჩურჩულს შეწყვეტს.მის ნაბოდვარს ხან ქარი მოგიტანთ და ხანაც ფოთლების შრიალისას გაიგონებთ.ის ყველანაირად ეცდება,ამოგაცნობინოთ რაღაც კოდი.ენდომება,რომ დიდი ხნის წინ დამსხვრეული ნაწილები შეგაერთებინოთ.არ დაუჯეროთ!ეს სიცრუეა!წარსული მხოლოდ მძიმე ტვირთია.ის ზურგზე ლოდივით დაგაწვებათ და თქვენს ქვესკნელში ჩათრევას ეცდება. მერწმუნეთ:თუ გაიგონებთ,რომ წარსული გელაპარაკებათ,იგრძნობთ რომ ის უკან გეწევათ და ცივ ხელს ზურგზე გისვამთ,მხოლოდ ერთი - ერთადერთი - გამოსავალი გრჩებათ:უნდა გაიქცეთ"
★★★
იმ დღეს სახლიდან გარეთ საერთოდ არ გავსულვარ. მთელი დღე,სიზმარზე ვფიქრობდი.ლამის თავი გამისკდა,იმდენი ვიფიქრე.რას უნდა ნიშნავდეს ის სიტყვები:რაღაც უნდა შეცვალო ნენე.ჯანდაბა მაინც ვერ მივხვდი რა უნდა შევცვალო.ან რატომ უნდა შევცვალო საერთოდ რამე?საბოლოდ ჩემი თავი გიჟად შევრაცხე,რომელიც რაღაც უბრალო სიზმარზე ფიქრობს მთელო დღე. ჩემს ნაცრისფერ ოთახს თვალი მოვავლე,ნეტავი ოთახის ინტერიერის შეცვლა ხომ არ უნდოდა?მშვენივრად ვიცი,რომ რაღაც მნიშვნელოვანის შეცვლას მთხოვს.მაგრამ არ მინდა რაღაცის შეცვლა.
ცვლილების მეშინია.რაღაც უნდა მოვიფიქრო,რაღაც სხვაზე უნდა გადავიტანო ჩემი ყურადღება.მაგიდაზე დაყრილ ფურცლებს მოვკარი თვალი,ერთი სუფთა ფურცელი ავიღე,მერე ფანქრები მოვიმარჯვე და ხატვას შევუდექი.სულ ვხატავდი რაღაცებს,ხოლმე მაგრამ ახლა კაი ხანია, აღარაფერი დამიხატავს. ღამის ზღვა დავხატე,სანაპიროზე მჯდარი ერთი ადამიანით,აი მე და ჩემი მეგობარი გავიფიქრე. ნახატისთვის თავი არ დამინებებია.იქ მჯდომ სილუეტს, კიდევ ერთი მივუხატე გვერდით,ახლა სრულყოფილია ვთქვი და ნახატს დავაკვირდი:ღამის ზღვა და იქ მყოფი ორი ადამიანი.უცბად ლაზარე გამახსენდა,ღამით ხომ ასე ვიჯექით ზღვის პირას.მერე ჩემ თავზე გამეცინა, მერე გავბრაზდი.რატომ ვფიქრობდი იმ სულელ ბიჭზე? ვიფიქრე ნახატს დავხევ მეთქი,აღარ მინდოდა მასზე მეფიქრა,მაგრამ დასახევად გამზადებული ხელი ჰაერში გამიშეშდა: -ჯანდაბას,იყოს რას მიშავებს? - ჩავილაპარაკე და ნახატი უჯრაში შევინახე,მაქამდე კი უკან თარიღი მივაწერე.წიგნების თაროსთან მივედი,წიგნის ასარჩევად.ბევრი ვიფიქრე,საბოლოდ არჩევანი ჯეინ ოსტინის "სიამაყე და ცრურწმენა" -ზე შევაჩერი.ისე მიყვარს ეს წიგნი და მისტერ დარსი,რომ არასდროს მომბეზრდება ამ წიგნის კითხვა.ახლაც არ ვიცი მერამდენჯერ ვკითხულობ.ღამე იყო,როცა გარეთ გავედი,ცოტა სანაპიროზე გავისეირნე,ცა იმდენად ლამაზი იყო,რომ გადავწყვიტე მზის ამოსვლისთვისაც მეყურებინა.ზღვასთან ახლოს დავჯექი და ჩემს მეგობარს დავაკვირდი.დღეს რაღაც უჩვეულოდ წყნარი იყო.ფიქრებიდან უკვე ნაცნობმა ხმამ გამომარკვია.
-ნენე,-ის იყო.ლაზარე,იდგა და მიყურებდა,თან მიღიმოდა-მიხარია,აქ რომ გნახე. -მეც,მიხარია თუ ჩემი ნახვა გახარებს-გავუღიმე-აქ რა გინდა?სახლიდან გამოიქეცი?-გაეცინა,უარის ნიშნად თავი გააქნია. -იცი,ვფიქრობ გუშინ რაღაც გაწყენინე-კეფა ნერვიულად მოიქექა-მე კიდე არ მიყვარს, როცა ვინმე ჩემს გამო ნაწყენია,ამიტომ ბოდიშის მოსახდელად მოვედი.-ნუთუ აქ ბოდიშის მოსახდელად მოვიდა.მე ლაზარეში რაღაც განსაკუთრებულს ვხედავდი.ჩემი სიტყვები გამახსენდა:საუბარი საჭირო არაა, ყველაფერს თვალები ამბობენ. ლაზარეს თვალებს დავაკვირდი,სუფთა, კამკამა ცისფერი თვალები აქვს და მივხვდი.მე მასში ადამიანს ვხედავდი.ვუთხარი,რომ ბოდიში საჭირო არ იყო,საუბრის თემა შეცვალა.
-შენ რას აკეთებ აქ?
-მზის ამოსვლას,უნდა ვუყურო. -ნენე,შემიძლია შენთან ერთად მეც ვუყურო? -კი შეგიძლია.-გაეღიმა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. -ზღვა წყნარია, დუმს... -ჰო,მაგრამ დარწმუნებული ვარ ღელავს,აქ წლებია მარტო დავდივარ,ახლა შენთან ერთად ვარ,ალბათ უკვირს. -მარტო, რატომ? არ ჯობია მეგობრებთან ერთად მოხვიდე? -კი ალბათ, უკეთესია მათვის ვისაც მეგობრები ყავს. -გამოდის,რომ მზე და ზღვა ყველაზე მეტად გიყვარს? -არა,მზე არ მიყვარს- გამახსენდა,პატარა ნენეს როგორ ძულდა მზე.როცა სამათხოვროდ აგდებდნენ,მზეს ეხვერწებოდა მალე ჩასულიყო.
-აბა,რაღაზე უცდი მზის ამოსვლას? -მიყვარს,როდესაც ზღვა ნათდება,ამისთვის კი მზის ამოსვლა მეტად საჭირო რამ არის. -უცნაური ადამიანი ხარ.მეტიც ყველაზე უცნაური,მათ შორის,ვისაც კი ვიცნობ-მის ნათქვამზე გამეღიმა.
-შენც გეტყოდი რამეს,მაგრამ ბევრს არავის ვიცნობ-ორივეს გაგვეცინა. ასე ვიჯექით მანამ სანამ,მზე არ ამოვიდა.მზის სხივები მის სახეზე ურცხვად დათამაშებდნენ,მაშინ ისეთი კარგი იყო ლაზარე. -სახლამდე გაგაცილებ!-თავი დავუქნიე.მერე ჩემი სახლისკენ გავემართეთ.ქუჩაში არავის ჭაჭანება არ იყო.მოძრაობდა მხოლოდ ორი სილუეტი. და მართლაც ვიყავით მხოლოდ ის და მე.ხმა არცერთს არ ამოგვიღია, ისე მივედით დანიშნულების ადგილას. ახლაც არაფერს ამბობდა.მე კი გულში ვნატრობდი,რომ პირველი მას ეთქვა რამე.და როგორც იქნა:
-ხვალ შევხვდებით? - პასუხის მომლოდინე,მზერა მომაპყრო და პასუხი რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. -კი,შევხვდებით-ვუთხარი და დავინახე,როგორ აუკიაფდა თვალები.რომ იცოდეს მისი თვალები როგორ ყიდიან,ალბათ არც შემომანათებდა მის მზერას. -კარგი,მაშინ ხვალ 6-ზე გამოგივლი-ერთმანეთს დავემშვიდობეთ.აკი ვამბობდი ადამიანს,ჩემს ცხოვრებაში არასდროს შემოვუშვებ თქო.თურმე მართლი ყოფილა "არასდროს თქვა არასდროს".ამ ნაბიჯს არც გადავდგამდი,ყველაფერი პატარა ნენეს ბრალია.მას უნდოდა,რომ რაღაც შემეცვალა.ჰოდა,აი შევცვალე.რაღაც კი არა,ცხოვრება შევცვალე.
★★★
მეორე დილით,ადრე ავდექი.ვგრძნობდი,რომ დღეს ჩემი ახალი ცხოვრება იწყებოდა.ყავა გავიკეთე,ჩემს მაგიდასთან მივედი.ერთი ფურცელი ავიღე და ხატვას შევუდექი.სულ ცოტა ხანში,ნახატი უკვე მზად იყო.მზის ამოსვლა,ლაზარე და მე.ნახატს დავაკვირდი და სახეზე კმაყოფილმა ღიმილმა გადამირბინა.უკან თარიღი მივაწერე და წინა დღით დახატულ ნახატთან ერთად შევინახე. ექვსი საათისთვის მოვემზადე.რომ გოთხრათ არ ვნერვიულობ თქო,ტყუილი იქნება.სულ ოდნავ ვნერვიულობ.ჯერ დრო კიდევ მაქ.გადავწყვიტე მანამდე წიგნის კითხვით შემექცია თავი.მისტერ დარსით,ვიყავი აღფრთოვანებული ტელეფონის ზარი, რომ გაისმა.მივხვდი ის იყო და არც შემცდარვარ.
-ნენე,იმედი მაქვს არ გადაიფიქრე-გაისმა ლაზარეს ხმა ტელეფონში. -არა,ეგრე ადვილად აზრს არ ვიცვლი. -მაშინ ქვემოთ გელოდები-ახლავე ჩამოვალ თქო; ვუთხარი და ტელეფონი დავკიდე. დაბლა მელოდებოდა,მანქანასთან ახლოს იდგა.მე ყვავილებიანი სარაფანი მეცვა,ყვითელ კედებთან ერთად,თმები ძალინ უბრალოდ მქონდა შეკრული. როცა დამინახა გაეღიმა.მის ყოველ გაღიმებაზე გულში სითბო მეღვრებოდა,კარგად დამაკვირდა. -ნენე, გაზაფხულს გავხარ-ეს მითხრა და ნაბიჯი ჩემსკენ გადმოდგა,გავუღიმე-გიხდება კაბაც და ლოყაზე ეს პატარა ფოსოც.-მითხრა და ფოსოს ადგილას ლოყაზე ხელით მომეფერა.
-მადლობა,კომპლიმენტისთვის -ვუთხარი და გამეცინა, დარწმუნებული ვარ სახეზე ალმური ამდის. -მაშ კარგი,მზად ხარ მთელ ქალაქში ყველაზე გემრიელი რაღაც გასინჯო? -ჰმ...-ჩავილაპარაკე,საჩვენებელი თითი,მარჯვენა ტუჩის კუთხესთან მივიტანე.თითქოს რაღაცაზე ვფიქრობდი.-კი მზად ვარ-მხიარულად ვთქვი.
★★★
მანქანა,საკონდიტროსთან გააჩერა.მერე მე შემომხედა და მანიშნა ჩავიდეთო.საკონდიტრო ისეთი ლამაზი იყო,ჯერ მხოლოდ ამის გამო შეხვიდოდი შიგნით.როგორც ჩანს იქ ლაზარეს კარგად იცნობდნენ. ყველა გულთბილად მიესალმა,მათ არც ლაზარე ჩამორჩა.იქვე პატარა მაგიდასთან დავსხედით.
-ახლა,ქალბატონო ნენე თქვენ გასინჯავთ შოკოლადის უგემრიელეს ტორტს-ეს მითხრა თუ არა ზუსტად, ვიცოდი, რასაც ახლა ვეტყოდი, არ მოეწონებოდა. -ბატონო ლაზარე-დავიწყე ოფიციალურად-საქმე იცით, რაშია შოკოლადს ვერ ვიტან.-მისი სახე,რომ დაგანახათ იფიქრებდით,რაღაც მერვე საოცრება ვუთხარი.ისე გაოცებული მიყურებდა. -არ მჯერა,ნუთი ამას სერიოზულად მეუბნები?შოკოლადი ვის არ უყვარს? -მე-მოკლედ მოვუჭერი-იცი რა დარწმუნებული ვარ,აქ სხვა გემრიელი რაღაცებიც ექნებათ. -კი,მაგრამ საკონდიტროში იყო და შოკოლადიანი რამე არ მიირთვა?ბავშვობაში იმდენ შოკოლადს ვჭამდი, რომ კინაღამ დიაბეტი დამემართა.აბა რომელ ნაყინს ჭამ ხოლმე? მანდაც შოკოლადიანია საუკეთესო. -ვანილის-ვუთხარი და მის იმედგაცრუებულ სახეს დავაკვირდი-სხვათაშორის გემრიელია-მან თავისი საუკეთესო შოკოლადიანი ტორტი შეუკვეთა და მე კი ისეთი ავირჩიე,რომელიც შოკოლადით არ იყო. საკონდიტროს ოთახიდან ასაკოვანი ქალი გამოვიდა და ლაზარეს დანახვაზე სახე გაუნათდა. -ბებო,აქ რამ მოგიყვანა? -კინაღამ ჩანგალი დამივარდა,როცა გავაცნობიერე ეს ქალი ვინ იყო. -ოჰ,მერიკო შენც აქ ყოფილხარ.რა კარგია.მოდი ჩვენთან! ნახე ვინ უნდა გაგაცნო-ქალი ნელი ნაბიჯებით მოგვიახლოვდა, და სკამზე ჩამოჯდა. - მერი, გაიცანი ეს ნენეა, ჩემი მეგობარი, ნენე, მერი ჩემი ბებიაა- ხელი ჩამოვართვი,ვუთხარი, რომ სასიამოვნოა მისი გაცნობა, თვითონ ჩემი სახელის ხსენებაზე სახე შეეცვალა.
-ჰო, აი ეს საკონდიტრო მისი სამფლობელოა.
-მართლა? შესანიშნავი საკონდიტრო გაქვთ.
-დიდი მადლობა შვილო,ახლა დაგტოვებთ,გემრიელად მიირთვით.-ცოტა ხანი კიდევ დავრჩით.მერე მერიკოს დავემშვიდობეთ,თან დავპირდით,რომ აუცილებლად მივიდოდით კიდევ,ოღონდ ერთად.მერიკო ისეთი თბილი,ქალი იყო მაშინვე მიხვდებოდით ვისაც გავდა ლაზარე.უკვე მანქანაში ვაპირებდით ჩასხდომას,როცა ლაზარე შეჩერდა.
-ნენე,წამო გავისეირნოთ სადმე,ოღონდ ფეხით-ვგრძნობდი,რომ დღეისთვის ზედმეტი იქნებოდა,უნდა წავსულიყავი სახლში და დღევანდელი დღე გამეაზრებინა,მაგრამ ჩემს სისუსტეს მასთან წავაწყდი. არ შემეძლო მისი თვალებისთვის უარი მეთქვა,მისი თვალები მიმორჩილებდნენ.
-კაი,წამო გავისეირნოთ-გაეღიმა და მისი ეს ღიმილი გულთან იყო დაკავშირებული.არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი.მასთან გაურკვეველი და უხილავი რაღაც მაკავშირებს,მაგრამ ვერ ვხვდები რა!იქნენ იმის ბრალია,რომ ერთადერთია ვისაც ჩემს ცხოვრებაში შემოსვლის ნება მივეცი.არა ასე არ არის,თუნდაც ბევრი ადამიანი ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში,ლაზარე მაინც იპოვიდა ადგილს,თანაც ყველაზე მნიშვნელოვანს.მან თავისი ხელი გამომიწოდა,მისგან ამ საქციელს, ყველაზე ნაკლებად მოველოდი.ღმერთო,როგორ მინდოდა, რომ არ დავბნეულიყავი და ასე სულელივით არ გავქვავებულიყავი ერთ ადგილას. მაგრამ ასეა, საჭირო დროს სიტყვებს ვერასდროს პოულობ. დროის შეგრძნება დავკარგე, თითქოს, ირგვლივ ყველაფერი გაქრა, დარჩა მხოლოდ ლაზარე, მისი გამოწვდილი ხელი და პასუხის მომლოდინე თვალები.რომელიც თითქოს ჩაქრა, ახლა მის თვალებში ამ საქციელის გამო სინანულს ვხედავდი.ჩემი ხელი, მისას შევაგებე. დავინახე, როგორ აუციმციმდა თვალები. ხელის შეხება და ჩემს სხეულში ელექტროობამ გაიარა. გავუღიმე, თან გულში ვფიქრობდი "ფასეულობებს ფასი, მაშინ აქვს როდესაც მას აფასებენ." ჩავკიდე ხელი და მივხვდი, როგორ გამიჭირდებოდა გაშვება. იქნებ არც არასდროს არ გაგვეშვა ერთმანეთისთვის ხელი, არ ვიცი ამას, ცხოვრება გვაჩვენებს, ახლა უკვე მეც მის დინებას გავყვები, იმ იმედით,რომ სადმე მორევი არ ჩამითრევს. ასე დავუყევით ქუჩას, არცერთი ხმას არ ვიღებდით და საერთოდაც რა საჭირო იყო სიტყვები.

-ლაზარე სად მივდივართ?-ვკითხე, მაშინ როცა საკმაო მანძილი გავიარეთ, სანაპიროსთან ახლოს ვიყავით.
- სულ, ცოტაც მოიცა და შენი თვალით ნახავ,- მაინც თავისას იმეორებდა.არაფრით , არ მითხრა სად მივდიოდით.თითქმის სანაპიროს ბოლოში ჩავედით, აქით არც არასდროს წამოვსულვარ,ნეტავი რატომ?აქ ყველაფერი უფრო ლამაზია,ალბათ იმიტომ რომ ადამიანის ხელი არ ეტყობა. წინ ხიდი იყო, რომელიც ზღვაში გადიოდა.
-სწრაფად, გავიქცეთ-ხელი უფრო მაგრად ჩამჭიდა, თან გაიქცა, მეც უკან გავყევი. უბრალოდ, შეკრული თმები დამეშალა, ქარი ჩემს თმებს აქეთ-იქით აფარფატებდა, ვერც ლაზარეს პატარა კულულები ჩერდებოდნენ თავის ადგილას.როგორც იქნა ხიდის ბოლოს გავედით, მოაჯირთან გავჩერდით, ერთმანეთის პირისპირ.ახლა ჩემი ორივე ხელი ეკავა.ვხვდებოდი ლაპარაკის დაწყება სურდა, მაგრამ საჭირო სიტყვებს ვერ აერთებდა.თითქოს, დაიწყო ლაპარაკი, მაგრამ გაჩერდა.მერე გამიღიმა, აი ასე უბრალოდ იდგა და მიღიმოდა. შეიძლება თვალების იმედზე იყო, რომ ისინი იტყოდნენ სათქმელს.
-ნენე, გახსოვს უცნაური ხარ თქო რომ გითხარი?
-კი მახსოვს, რა იყო?
-მინდა იცოდე, რომ უცნაურ ადამიანებს კეთილი გული აქვთ, ნამდვილები არიან, შესანიშნავ უცნაურ რამეებს აკეთებენ და ლამაზ უცნაურ სიტყვებს ამბობენ- ორივეს გაგვეცინა, ახლა სამყარო ჩვენს ირგვლივ, მხოლოდ აჩრდილია.
-მზის ამოსვლას ვუყურეთ, ახლა ჩასვლას ვუყუროთ-მითხრა და მოაჯირთან მივიდა, ნელნელა ავიდა, იქით მხარეს გადავიდა და ჩამოჯდა.ღმერთო, არანორმალურია მხოლოდ ეს გავიფიქრე.-მოდი, შენც აქ დაჯექი, ნუ გეშინია მოგეხმარები გადმოსვლაში, გამეცინა, მისი დახმარება რაში მჭირდებოდა ბავშვობაში, როცა საცემად მომზდევდნენ, სულ ღობე-ღობე ვხტებოდი, ბოლოს ისე მივეჩვიე თვალახვეულიც კი გადავახტებოდი.ეს მოაჯირიც, ადვილად გადავედი და მის გვერდით ჩამოვჯექი. თმები ყურს უკან ფრთხილად გადამიწია, გამეღიმა...
-ნეტავ, მაცოდინა ეგ პატარა ნაკეცი ლოყაზე ბედნიერებას ნიშნავს?- თავისი კულულები უკან გადაიყარა და შემომხედა.
-ყოველთვის არა, ახლა კი-თვალები ისევ აუციმციმდა, მეც გამეღიმა. მერე მზეც ჩავიდა, ახლაც ისე მიყვარდა მზის ჩასვლა, როგორც პატარაობისას.რაღაცები არასდროს იცვლება.
-წამო, კიდე ერთ ადგილას წაგიყვან აქვე ახლოა.-მართლა ახლოს იყო, ერთ ტრიალ მინდორზე წამიყვანა, დღეს მერემადენე მოულოდნელობა ვინ მოთვლის.მინდორზე ჩამოჯდა, მერე დაწვა და ცას ახედა.
-შენც, მოდი ნენე- მივედი, მეც იგივე გავაკეთე, ნეტავ იცოდეთ, მაშინ ყველაფერი რა კარგი იყო.სულ ცოტა ხანი, უბრალოდ ცას ვუყურებდით, მერე დუმილი მან დაარღვია.
-ნენე, რაზე ოცნებობ?-მკითხა მოულოდნელად.
-არც არაფერზე, მე რეალისტი ვარ, რატომ უნდა შევქმნა არარსებული სამყარო, ჩემი ოცნებებით.
-ოცნებები, რეალობისგან თავის დაღწევის საშუალებაა
-აკი გითხარი, რეალისტი ვარ თქო;
-ქვეყანაზე, იმდენი ოცნებაა რამდენი ვარსკვლავიცა ცაში, ნენე, ოცნებებს არა აქვთ სიმძიმის ძალა!-თქვა და ვარსკვლავებოთ მოჭედილ ცას დააკვირდა, ნუთუ ოდესმე არ გიოცნებია?
-კარგი,სიმართლეს გეტყვი უსასრულობაზე ვოცნებობ, და შენ რაზე ოცნებობ?-კითხვა შევუბრუნე.
-მე ნამდვილ სიყვარულზე ვოცნებობ,
-ბედნიერება?-ვკითხე.
-ჯერ არ ვიცი, ბედნიერების ძიებაში ვარ ჯერ კიდევ.
-შენ, აუცილებლად იქნები ბედნიერი, რადგან სხვისთვისაც იგივე გინდა.
-ჰო, ჩემთან ერთად შენც ბედნიერი იქნები-დავიბენი.
-ჰო, ბედნიერები ვიქნებით, აუცილებლად ვიქნებით.
-და შენთვის როგორია, ნამდვილი სიყვარული?
-ყველაფერს, რომ გადალახვევინებს, როცა ბედნიერი, სხვისი ბედნიერებით ხარ, ყველა, რომ გებრძოდეს და შენ შენს სიყვარულს მაინც დაიცავ. სიყვარულისთვის ბრძოლა არ უნდა წააგო. სადაც სიყვარულია, იქ ღმერთია. სიყვარული, თანაც წრფელი ყველაზე დიდი მცნებაა. და მაინც, მინდა ვინმეს ვუყვარდე ისე, რომ ეჭვი არასდროს შემეპაროს.-ისე საუბრობდა, ყველაფერი გადამავიწყდა.-ნენე, ოდესმე გყვარებია?
-კი, მყვარებია-სახეზე ფერი ეცვალა, გამეცინა- ჩემი ძაღლი მიყვარდა, თანაც ძალიან-არ ვიცი, მომეჩვენა, მაგრამ შევნიშნე, შვებით ამოისუნთქა.
-მე კიდე, რა ვიფიქრე-ორივეს გაგვეცინა.
-ცხოვრება ლაზარე?
-"ცხოვრება-ეს ტანგოა, სადაც მთავარი მოძრაობაა, თუ გაჩერდები შეწყდება სიცოცხლე.-მომეწონა მისი პასუხი.-მოთმინება, ნენე,?
-შესანიშნავი, რამაა მაგრამ არ გაუმართლა, ცხოვრება მისთვის ზედმეტად ხანმოკლეა.-ვუპასუხე-უმადურება?-რაც გვახსენდებოდა, ერთმანეთს ვეკითხებოდით.
-"უმადურობამ ანგელოზი ეშმაკად აქცია",ნენე, როგორ ფიქრობ ყველაფერს ბრძოლა სჭირდება?
-მე მჯერა, მოულოდნელობების,არ შეიძლება ყველაფერს ბრძოლა სჭირდებოდეს,.რაღაც თავისით მოდის, თუკი ღირსი ხარ. ბავშვობა?
-ყველაზე, დაუფასებელი ბავშვობაში და ყველაზე დაფასებული დიდობაში. არცერთი გზა არ მიდის ბავშობისკენ, შეგიძლია დაელოდო სიბერეს, სიყვარულს,ამინდს, ღმერთს,ყველაფერს ბავშობის გარდა.ნენე შენ რას ფიქრობ ცხოვრებაზე?
-"ცხოვრება თეატრივითა, შენ რომც არ ითამაშო სხვა მაინც, მოგცემს როლს თავის სპექტაკლში. უსამართლობა?
-"მე ამქვეყნიური უსამართლობა ჭკუიდან შემშლიდა ბოლო სიტყვა ღმერთს, რომ არ ეკუთვნოდეს. ყველაზე დიდი უბედურება?
-ბედნიერება ითამაშო-მოკლედ ვთქვი-რას ვერ აპატიებ საყვარელ ადამიანს ლაზარე?
-მიყვარდეს და რამე ვერ ვაპატიო?არა, ყველაფერს ვაპატიებდი, მთავარია მას ეყოს ძალა და ნაპატიების მეორედ პატიება აღარ დაჭირდეს. სინანული?
-ყველაზე უსარგებლო, რამ დედამიწაზე, თუკი საქმეს სანანებლად გაიხდი, ჩათვალე, შიგნიდან მკვდარი ხარ. ის უნდა გააკეთო, რაც გულით გინდა, ასე სანანებელი აღარ გაგიხდება. სინდისი?
-ან გაქ ან არა. სინდისი-ადამიანობაა. თავისუფლება?
-ის, რისთვისაც ბრძოლა ღირს თუნდაც მთელი ცხოვრება. შიში?
-ყველანაირი, წარუმატებლობის მიზეზი. და ბოლოსთვის იმედი, ნენე.
-სიმართლე ისაა, რომ მოგონებებით ცხოვრება სჯობია, იმედებით ცხოვრებას. ის რაც იყო, იყო ხოლო ის რაც უნდა, იყოს კაცმა არ იცის, იქნება თუ არა. მაგრამ ვაი რომ მოგონებები მანადგურებენ.
-ნენე, გთხოვ მომიყევი შენს წარსულზე მომიყევი.-ახლა ჩვენს შორის ყველაფერი ისეთი, ლამაზი და ნამდვილი იყო. ჩემი წარსული, ყველაფერს დაამახინჯებს სამაგიეროდ ვიქნები მართალი. ღრმად ჩავისუთქე და დავიწყე.
-პირველ რიგში, ლაზარე შენი თვალები ზედმეტად გამყიდველი ვიღაცეები არიან. და თუ მათში სიბრალულს ამოვიკითხავ, წავალ და ყველაფერი დამთავრდება, ვერ ავიტან ვინმეს ვებრალებოდე. კარგი დავიწყებ:არ ვიცი, ვინ არიან ჩემი მშობლები, მათ მე მიმატოვეს სადღაც ნაგავსაყრელზე.იქ ხშირად დადიოდნენ, "მათხოვარი" ბავშვები, ჰოდა როცა ერთხელაც მოსულან, იქ მე ვუპოვივართ. ის ბავშვები ერთ ოჯახს ყავდა, სადღაც მიტოვებულ შენობაში. არ გეგონოს მათ უვლიდნენ, პირიქით მათხოვრობას აიძულებდნენ, არ ინდობდნენ, ბავშვებს ისე უმაწყალოდ ურტყავდნენ. მოკლედ ამ ბავშვებმა, მათთან წამიყვანეს, ჯერ კიდევ სულ პატარა. მათაც გამზარდეს, იმისთვის რომ მეც იმ ბავშვებივით მემათხოვრა. სამ წლამდე თითქოს ყველაფერი კარგად იყო. მე არავინ არაფერს მეუბნებოდა, არც მიყვიროდნენ და არც მცემდნენ. ყოველ ღამე იმ ოთახიდან, სადაც ბავშვები ყავდათ შემზარავი კივილი ისმოდა, სულის გამყინავი ტკივილის ხმა ისმოდა. მაშინ, პატარა ვიყავი და ვერ ვიაზრებდი, თანაც ეგოისტი, მათი ყვირილის გაგონებისას ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი მათ ადგილას, რომ არ ვიყავი. სხვისი ტკივილი, ჩემზე არ მოქმედებდა, ეს მაშინ იყო, ახლა ყოველ ღამე ისევ ის, ხმები ჩამესმის.სამის როცა გავხდი და ლაპარაკითაც თავისუფლად ვლაპარაკობდი. მეც ქუჩაში, გამაგდეს სამათხოვროდ, სამი წლის ბავშვისთვისაც ყველაზე რთული სათქმელი იყო:"დამეხმარეთ". პირველ დღეს, რაც ფული მოვაგროვე, სახლში მიმქონდა,მაგრამ გზაში , ჩემი ტოლი გოგონა დავინახე, შოკოლადს ჭამდა, მეც მომინდა, თანაც ყიდვა შემეძლო.ავდექი და მეც ვიყიდე, ქაღალდი არ გადამიგდია მე სულელს.ჯიბეში ჩავიგდე.საღამოს სახლში,ჯიბეებს გვიჩხრეკდნენ, როცა ეს ნახეს სასტიკად გაბრაზდნენ, იმ ღამით მე ვყიროდი, ხმის ჩახლეჩამდე ვკიოდი.-მინდორზე, წამოვჯექი, მიჭირდა ამის გახსენება, ამდენი წლის შემდეგ შეხორცებული იარებიდან, სისხლი თავიდან წამომივიდა. მკლავზე მაისური გადავიწიე, მხარზე არსებულ იარაზე მივანიშნე,-იმ წყეული ღამის, სამუდამო იარაა, ერთი აქ და ერთიც გულში.-თვითონაც წამოჯდა, ხელები უკანკალებდა, ისე ათრთოლებული ხელებით შემეხო იარაზე და მაკოცა.ვიგრძენი, როგორ დამეცა მარილიანი, სითხე იარაზე.მიჭირდა, მაგრამ გავაგრძელე-იმ დღის, მერე აღარ ვჭამ შოკოლადს, მძულს, ვერ ვიტან. სიცივეშიც და გაუსაძლის სიცხეშიც გარეთ გვაგდებდნენ. ერთ დღესაც, მაშინ 8წლის ვიყავი, გამოვიქეცი, აი ასე წარსულს გამოვექეცი, ერთერთ მაღაზიაში, შევედი და მის მეპატრონეს ვუთხარი :"ძია, აქ რომ დაგეხმაროთ მაღაზიაში, შეიძლება თქო?" წარმოგიდგენია, როცა ბავშვი ასეთ დღეში, დაინახა არაფერი იღონა.კარგი იმუშავეო, მაგრამ მხოლოდ დასაძინებელ ადგილს მაძლევდა, ცოტას მაჭმევდა კიდევაც, ერთადერთი სიკეთე გამიკეთა, სკოლაში შემიყვანა. ასე თან ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი. ერთხელ მაღაზიაში, დედა-შვილი შემოვიდა, გოგონა ძალიან ლამაზი იყო, სიმართლე გითხრა მისი შემშურდა.დედამისმა გოგონას ნანი დაუძახა, ჰოდა მეც ავდექი და ნენე დავირქვი. ვხვდებოდი, ერთადერთი შანსი მქონდა ცხოვრებაში და ეს სწავლა იყო. წიგნებს თავს ვაკლავდი. საბოლოოდ,მეცხრე კლასში ჩავაბარე, სკოლის დამამთავრებელი გამოცდები და უნივერსიტეტში უფასო ფაკულტეტი ავირჩიე:ფსიქოლოგია. ცოტა ხნის შემდეგ, მაღაზიის მეპატრონე ცუდად გახდა, ვხვდებოდი დიდ ხანს ვერ იცოცხლებდა და მერე მისი შვილები ამ მაღაზიას გაყიდიდნენ, დავრჩებოდი გარეთ.ამიტომ სამსახურის ძებნა დავიწყე, სკოლის ნიშნები და წარჩინებული სტუდენტობა ყველგან მწყალობდა. საბოლოოდ ერთი, ფსიქოლოგის დამხმარედ დავიწყე მუშაობა, ხელი შემიწყო, უნივერსიტეტის მერე ვმუშაობდი.მერე ვმეცადინეობდი, ღამე მაღაზიას ვალაგებდი და ასე ორი თვე, მერე ის კაცი გარდაიცვალა, წამოვედი და ორი თვის ხელფასით ბინა ვიქირავე სტუდენტზე აქირავებდა და ცოტა წამეხმარა კიდევაც. ვსწავლობდი და მუშაობით ბინის ქირას ვიხდიდი. მერე უნივერსიტეტი დავამთავრე, დიპლომი ავიღე, უკეთესი სამუშაო ვიშოვე და დავიწყე მეორე ცხოვრება. არ მიყვარს, ადამიანებთან ურთიერთობა. ზღვა მიყვარს, ძალიან მაგრამ ზამთრის, ზაფხულობით მხოლოდ ღამე დავდივარ. ტკივილს უნდა მოერიო, ყვირილი და ბრაზი შენში ჩააცხრო და მაშინ ცხოვრებაზე გაიმარჯვებ. ყველაფერს უნდა გაუძლო, არასდროს აღიარო, რომ უბედური ხარ და გწამდეს, გჯეროდეს მცირეოდენი სასწაულების, ყველაფერი გამოვა.მაგრამ ტკივილი მაინც, ცვლის ადამიანს.-ოღონდ, ახლა მის თვალებში სიბრალული არ ამოვიკითხო და ყველაფერს დავთმობ. თვალებში, ჩავხედე მხოლოდ ტკივილი, სხვა არაფერი, მადლობა ღმერთს, ვერ გადავიტანდი მას, რომ შევცოდებოდი.
-შენ ყველაზე ძლიერი და უცნაური გოგო ხარ-გავუღიმე-ისე, ახლა სად მუშაობ?
-ახლა,რასაც გეტყვი არ დამიჯერებ-ვუთხარი და გამეცინა.
-ახლა არ მითხრა, საიდუმლო ჯაშუში ვარო-ფანტაზია..
-ლექტორი ვარ-ვუთხარი და გავუღიმე.
-რა?სერიოზულად?-მაინც, ვერ იჯერებდა.
-კი, მარლა კვირაში ერთხელ მომავალ ფსიქოლოგებს, ფსიქოლოგიაზე ვუკითხავ ლექციებს, უფრო ფსიქოლოგი ვარ, რა ვიდრე ლექტორი.
-დაუჯერებელია-თავისას იმეორებდა.-არ მჯერა
-კარგი, ხვალ ლექცია მაქ და, რომ ვერ გნახავ მაშინ დაიჯერებ-ვუთხარი და წარბები ავათამაშე.
-ეგრე შენ გგონია-ჩაილაპარაკა-წამო წავიდეთ.
-ჰო, უკვე დაგვიანდა-ამჯერად ხელის ჩაკიდებაზე, ამდენი აღარ გვიფიქრია.სახლში ძალიან დაღლილი მივედი, მაგრამ მაინც გავაკეთე ჩემი საქმე:დავხატე დღევანდელი დღე:საკონდიტრო, ხიდი, მინდორი და რათქმაუნდა ლაზარე და მე.ნახატები შევინახე და ჩავფიქრდი.
-ეჰ, ბედისწერავ ნეტავ ვიცოდე, შემდეგი საჩუქარი რა იქნება?

დილით ადრე ავდექი, დღეს უნივერსიტში უნდა წავსლულიყავი, სხვადასხვა კურსის სტუდენტები შეკრიბა უნივერსიტეტმა, მეც მათვის უნდა წამეკითხა ლექცია.ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ პრობლემაზე:შიშზე.მის გამო უამრავი ადამიანი მიმართავს ფსიქოლოგს.
უნივერსიტეტში მივედი, ყველას მივესალმე და პირდაპირ აუდიტორისკენ გავემართე ჩემი ადგილი დავიკავე და სტუდენტების შეკრებას დავუცადე. მალე ყველა ადგილზე იყო და დავიწყეთ ლექცია:
-გამარჯობა მეგობრებო, მიხარია, რომ შევიკრიბეთ, თან ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე სასაუბროდ. აქ ყველა მომავალი ფსიქოლოგები ხართ და ჩვენი სასაუბრო თემაც, ფსიქოლოგიურია. დღეს ფსიქოლოგებს, ხშირად მიმართავენ იმ პრობლემით, რომ რაღაცის ეშინიათ, სწორედ ამას განვიხილავთ დღეს და შემდეგ ყველაფერს დაწერთ. თქვენ, მომიყვებით, როგორ დაეხმარებით ადამიანებს ამ პრობლემით მომავალში და რა ხერხს მიმართავთ.-საუბარი დავასრულე და უკვე მათ მოსმენას ვაპირებდი, როცა აუდიტორიის კარზე კაკუნი გაისმა. ალბათ დაგვიანებული, სტუდენტია, რომელმაც ჯერ არ იცის, დაგვიანებას როგორ ვერ იტანს მისი ლექტორი. მაგრამ ახლა გაიგებს.შემობრძანდით, ვთქვი და აუდიტორიის კარიც გაიღო და როგორც ჩანს, არ იცის იმიტომ რომ, ჩემი სტუდენტი არაა.
-თქვენი სახელი?-ვიკითხე და სახეზე დავაკვირდი.
-ლაზარე, ლექტორო,ბოდიშის ვიხდი დაგვიანებისთვის.
-დიახ,ცოტა არ იყოს დაგაგვიანდათ, აი იქ აუდიტორის ბოლოში დაბრძანდით.
-რატომ ბოლოში? ადგილები წინაც არის.
-დაგვიანებულებისთვის არა, - გავუღიმე-იქ დაბრძანდით სადაც გითხარით, იქაც შეგამჩნევთ არ ინერვიულოთ.- არ ვიცი ,აქ საიდან გაჩნდა , მაგრამ ვიცი, რომ დაუგეგმავი შეხვედერები დაგეგმილზე ბევრად უკეთესია. ერთმა სტუდენტმა ბიჭმა, აღნიშნა, რომ ზოგჯერ შიში გვეხმარება, ლაზარე შეეწინააღმდეგა, და ასე შეყვნენ კამათს.
-მეგობერებო,-მივმართე მათ, - თუ შეიძლება შეწყვიტეთ კამათი და მომისმინეთ მე, ან დატოვეთ აუდიტორია და იკამათეთ მანამდე, სანამ საღ აზრს არ იპოვით.-ორივე გაჩუმდა.ლაზარე ჩემს ასეთ ტონზე, სიცილს ძლივს იკავებდა.-მეგობრობო, შიში ეს ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური მოვლენაა. რომელიც უამრავ ადამიანის წარუმატებლობის მიზეზი ხდება, ამიტომ ამ შემთხვებაში ლაზარეს უნდა დავეთანხმო. შიში დაბრკოლებაა, ჩვენს ცხოვრებაში.ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს დაბრკოლება დავძლიოთ. აი მაგალითად, როცა სამსახურს დაიწყებთ, ყველანაირი შიში უნდა გააქროთ და ბევრად უფრო წარმატებულები იქნებით. მაგრამ ეს მხოლოდ შიშია, რაღაც მოვლენის მიმართ, არსებობს საგნების შიში და სხვადასხვა ფობიეები, ამისთვის აუცილებელია ერთხელ მაინც ჩავხედოთ შიშს თვალებში. აი მაგალითად, თუ სიმაღლის გეშინია, ადით მაღალ სართულზე და გადმოხედეთ ქალაქს, როცა ერთხელ მაინც იქნები შიშთან ახლოს, ისე აღარ შეგეშინდებათ. ახლა გთხოვთ, კალამი აიღეთ და მერხზე არსებულ ფურცლებზე, დაწერეთ:როგორ დაეხმარებით ამ პრობლემის ადამიანს. როცა დაწერთ, დამიტოვეთ ფურცლები და თავისუფლები იქნებით.- ლაზარე რა თქმა უნდა, აჭიანურებდა, ბოლოს ის უნდა გამოსულიყო. ბოლოს, როცა მხოლოდ ის და ერთი სტუდენტი დარჩა, ვეღარ ითმენდა და ადგილზე ცქმუტავდა. როგორც იქნა, ეღირსა და დაამთავრა იმ სტუდენტმა თავისი დავალება.
-აქ საიდან გაჩნდი?-ვკითხე, როგორც კი სტუდენტმა აუდიტორია დატოვა.
-ქარმა გადმომაგდო.
-შენ იმდენ ტკბილს ჭამ, მიკვირს ქარი, რომ მოგერია.
-კარგი, დავანებოთ ამას თავი, წამო მალე წავიდეთ, ვიღაც უნდა გაჩვენო- ღმერთო, ახლა რაღა ჩაიფიქრა?
-და ვინ უნდა მაჩვენო?მითხარი გთხოვ.
-მანქანაში გველოდება დაბლა, მალე წავიდეთ თორე გაგვიბრაზდება.
-გამოდის, ჩემი თვალით უნდა ვნახო, კარგი წავიდეთ-სტუდენტების ნაწერები შევინახე, და მას გავყევი.-მომისმინე, აქ არავინაა, რატო მეხუმრები.-მანქანაში შევიხედე, შიგნით მხოლოდ ერთი ყუთი იდო.
-ცილს ნუ მწამებთ, ლექტორო, ჩაჯექით და ჩვენს სტუმარსაც ნახავთ.-თქვა და მანქანა გააღო, თვითონ მძღოლის ადგილი დაიკავა და მე მიცდიდა. ჩავჯექი. უკნიდან ის ყუთი, გადმოიღო და კალთაში დამიდვა.
-მისმინე ლაზარე, ჯადოქარი ნამდვილად არ ხარ და ამ ყუთში ადამიანი როგორ არის?
-კაი რა, გახსენი და ნახავ, მერე მიხვდები-ყუთი გავხსენი, გაოცებული დავრჩი, როცა შიგნით პატარა დარმატინელი(ძაღლი) დავინახე.
-ლაზარე, ეს მე მომიყვანე?-გაოცებული ვუყურებდი.
-ოღონდ, ახლა უარი არ მითხრა, მე ვერ მოვუვლი!-ლეკვის დანახვა ისე გამიხარდა, რომ დაბნეული ლაზარეს ჩავეხუტე-სუ, ასე თუ ჩამეხუტები,მთელ ძაღლთა მოდგმას გაჩუქებ.
-არა, მადლობა დიპსტიკიც მეყოფა, სხვათაშორის გეტყობა ქართულის გრამატიკაში მოიკოჭლებ.
-მშვენივრად ვიცი გრამატიკა, მოიცა რა დაარქვი ლეკვს?
-დიპსტიკი, რა იყო არ მოგწონს?
- არა რას ამბობ, უბრალოდ მე,რომ სტიკი დავუძახო?
-რაც, გინდა ის დაუძახე- ვუთხარი, და ლეკვს მოვეფერე.
-ისე, გამოდის რომ ჩემზე უფროსი ხარ?
-ასაკით არა, უნივერსიტეტში კი-ვთქვი და გამეცინა.
-სხვათაშორის,სერიოზული ლექტორი ხარ.
-გმადლობთ, შექებისთვის.მითხარი, იქ საიდან მოხვედი?
-სახლიდან-მოკლედ მომიჭრა და გაიცინა.
-კარგი, თუ არ გინდა ნუ მეტყვი.
-რომელიღაც, სტუდენტს ვთხოვე, როგორც ჩანს დიდად არ აინტერესებდა შენი ლექცია.
-ეს თვითონ, გითხრა?-როგორც ლექტორს მეწყინა.
-არა, მაგრამ თანხმობა ისედაც მაგას ნიშნავს.-მანქანა, ჩემს სახლთან გააჩერა, მივხდი, რომ მასთან ერთად ყოფნა მინდოდა, ამიტომ სიამაყე ცოტა ხნით გვერდით გადავდე.
-ლაზარე, არ გინდა რამე ფილმს ვუყუროთ?
-ახლა, არ მითხრა რო სახლში მეპატიჟები?-გაეცინა.
-ჰმ-გავბრაზდი, ის კი სიცილს არ წყვეტდა-თუ არ გინდა, ნუ გინდა მე და დიპსტიკი ვუყურებთ-ვთქვი და სადარბაზოსკენ წავედი, სტიკით ხელში.
-კაი რამ გაგაბრაზა, უბრალოდ არ ველოდი-მივხვდი, რომ ლაზარეს ისე დაემართა, როგორც მე მაშინ, ხელი რომ გამომიწოდა.
-არ ელოდი გასაგებია, მაგრამ რა გაცინებდა?
-ასე, მემართება დაბნეულობის დროს. და რა იყო სიცილიც აღარ შეიძლება?-გაღიმებული სახით ლაპარაკობდა.
-არა ძვირფასო, რას ამბობ უბრალოდ შემეშინდა არ გაგუდულიყავი.-სარკასტული ღიმილით მივუგე.
-მადლობა, რომ ჩემზე ზრუნავ, ძვირფასო- ბოლო სიტყვა განსაკუთრებით გამოყო, მერე ადგა და გვერდით ჩამიარა, როცა შევბრუნდი, ლიფტის ჩამოსვლას უცდიდა.-აბა, შენ და სტიკი ფეხით მოდიხართ?
-მე და სტიკს გასაღები გვაქ, მემგონი ბინაში შესასვლელად აუცილებელი ნივთია.
-არაუშავს, ხალიჩის ქვემოთაც იქნება ერთი-ამაყი სახით იყურებოდა,საკუთარი გამჭრიახობა ეამაყებოდა. ლაზარე ხუმრობდა და მეორე გასაღები მართლა იქ იყო. ბინის კარებს ვაღებდი, როცა ლაზარემ პატარა ხალიჩა ფეხით გადაწია და იქ, რომ გასაღები დაინახა, ისტერიული სიცილი დაიწყო.
-ასე მართლა გაიგუდები,-მის სიცილზე მეც გამეცინა.
-სერიოზულად, შენგან არ მოველოდი გასაღებს თუ ასეთ ადგილას დატოვებდი-როგორც იქნა, დაწყნარდა.
-ჩემო ძვირფასო, გასაღებს არავინ მოძებნის, ქურდი კი უგასაღებოდაც მშვენივრად გააღებს.-კარები გავაღე, და შიგნით შევედით.
-ღმერთო, როგორ ეტყობა სახლს ქალის ხელი რომ აკლია-ისეც ხუმრობის ხასიათზე იყო.
-რატომ ვითომ?
-რა რატომ ნენე, ქალები ცდილობენ სახლი ნათელ ფერებში მოაწყონ, შენ კიდე ნაცრისფერი შეგირჩევია ყველაფერი.
-ნეტავი მაცოდინა, რას უწუნებ ნაცრისფერს?
-ნენეს გაზაფხულის ფერები უხდება. აი რას ვუწუნებ.
-კარგი, მანდ დაჯექი მეც ახლავე მოვალ.-ლაზარეს მისაღებში, მდგარ სავარძელზე მივუთითე.სამზარეულოში გავედი,მაგრამ რაღაცის კითხვა დამავიწყდა.
-ლაზარე-მინდოდა მეკითხა, ყავა ერჩივნა თუ წვენი, მაგრამ ყველაფერი გადამავიწყდა, როცა ის მოლბერტთან მდგარი დავინახე, -მოიცა, ლაზარე მაგის ნახვა არ შეიძლება, არ გადააძრო ეგ ნაჭერი გთხოვ.
-კარგი, რა მოგივიდა არ ვნახავ თუ არ გინდა, არ ვიცოდი თუ ხატავდი.-გულზე მომეშვა, როცა ნაჭერს ხელი გაუშვა და მოლბერტს ოდნავ მოშორდა.
-ჰო, ვხატავ -ნერვიულობა ახლაც მეტყობოდა-ეგ ნახატი არ დამისრულებია ჯერ -ვუთხარი და უკან შევბრუნდი, ისე ავნერვიულდი, სასწრაფოდ უნდა მოვშორებოდი.
-ნენე, -დამიძახა და მოვბრუნდი-როცა დაასრულებ მაჩვენებ?- ურთიერთობას გააჩნია, ვფიქრობდი.
-კი, გაჩვენებ აუცილებლად-გავუღიმე-ჰო მართლა წვენი თუ ყავა?
-ყავა არ მიყვარს, მითუმეტეს ზაფხულში.
-არც მე არ მიყვარს, მაშინ წვენი ფორთოხლის თუ ანანასის?
-შენ რომელსაც სვამ, მეც იგივეს დავლევ.
-მერწმუნე, იმას ვერ დალევ რასაც მე.-გავუღიმე
-ოჰ, კაი რატომ ვითომ რას სვამ ასეთს?
-ძვირფასო, მოიცადე მალე გაიგებ რასაც ვსვამ-გავუღიმე და მხიარულებისთვის მოვემზადე.სამზარეულოში გავედი, წვენი ჭიქებში დავასხი, მერე ერთი მას გავუწოდე და ერთიდან მე დავლიე ჩემი საყვარელი წვენი გემრიელად. ლაზარე ამაყი სახით, მიყურებდა მერე წვენი ტუჩებთან მიიტანა და ერთი ყლუპი მოსვა, მაშინვე სახე შეეცვალა, ძლივს გადაყლაპა.
-გაგაფრთხილე, ძვირფასო და არ დამიჯერე, შენს თავს დააბრალე.-ვუთხარი და ჩემი წვენი მოვსვი.
-ჯანდაბა, შხამი დამალევინე?
-არა-სერიოზული სახით ვეუბნები.
-აბა, რა ჯანდაბა იყო?-სახე ისევ შეწუხებული ჰქონდა.
-გრეიფუტის წვენი,-გავუღიმე-აბა ანანასი თუ ფორთოხალი?
-წყალი-მითხრა და გაბრაზებულმა შემომხედა, წყალთან ერთად ფორთოხლის წვენი გამოვუტანე, მერე პოპკორნი და ნოუთბუქიც გამოვიტანე.
-ჩემი არჩეული წვენი არ მოგეწონა, ახლა გთავაზობ ფილმი შენ აარჩიო.
-არა, რასაც შენ გინდა იმას ვუყუროთ.
-კარგი, მაშინ "იჩქარე შეიყვაროს" ვუყუროთ.- დამთანხმდა, ფილმს ნაყურები ვიყავი, ახლა მხლოდ მისი რეაქცია მაინტერესებდა დასასრულზე, ფილმიც დამთავრდა და სახეზე დავაკვირდი, თვალები სუ ჩაწილებოდა, ტიროდა აი ამას კი ვერ წარმოვიდგენდი.
-ლაზარე ეს ხომ, ფილმია ამის გამო როგორ უნდა იტირო-არადა პირველად ლამის მეც ვიტირე,შემომხედა, სახეზე მოვეფერე, გამიღიმა.
-იმ ბიჭის, გამო ამეტირა.
-ლაზარე, ის ბიჭი კი არ მომკვდარა, გოგო მოკვდა.
-ვიცი, ვუყურე კინოს-გამიღიმა-უბრალოდ,ნენე წარმოვიდგინე, რომ შენ დაგკარგე და...-ყურებს ვერ ვუნერებდი, ეს რომ გავიგე.-ვიცი, ცოტა ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ შენ ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ, ძალიან მნიშვნელოვანი.


ყველაფერს ახლა ვერ გეტყვი, ვერ შევძლებ მაგრამ შენ ხომ ხვდები?
-ჰო, ლაზარე ვხვდები-მართლა ვხვდებოდი როგორც ჩანს, მეც იგივე გავხდი ლაზარესთვის ამ დროის განმავლობაში, რაც ის ჩემთვის.-მართლა, არაა საჭირო ყველაფერი, ახლა მითხრა,-წამოვდექი-წყალს მოგიტან, წყალი გამოვუტანე, მას ხელში ოსტინის, "სიამაყე და ცრურწმენა" ეჭირა.
-გიყვარს ეს წიგნი?-წყალი მაგიდაზე დავდგი.
-კი ძალიან, შენ არ მოგწონს?-მგონი,უნდა მოწონდეს.
-კი როგორ არა, ალბათ დარსი მოგწონს?
-ჰო, მართალია თავიდან ერთი, უხეში გაუთლელი ვინმე მეგონა,მაგრამ ჯელტმენი აღმოჩნდა.
-მე როგორი, გეგონე როცა ერთმანეთი გავიცანით?
-სულელი-სიმართელე ვუთხარი-შენ როგორი გეგონე?
-ლამაზი-მითხრა და გაიღიმა.
-ანუ გეგონე და სინამდვილეში არ ვარ?
-სინამდვილეში, უბრალოდ ლამაზი კი არა, ყველაზე ლამაზი ხარ.-გამეცინა, თვითონაც გაიცინა.
-შენ კი ყველაზე უნიჭო მატყუარა ხარ, მშვენივრად დაიძვრინე თავი.-გაეცინა, ცოტა ხანი კიდევ დარჩა, მერე მე და დიპსტიკი დავემშვიდობეთ და დავრჩით მარტო. დღევანდელი დღეც დავხატე და სხვა ნახატებთან ერთად შევინახე.მერე მოლბერტს მივუახლოვდი, ნაჭერი გადავაძრე და ნახატზე არსებულ სახეს დავაკვირდი.დიახლაზარეს ვხატავდი, როგორც გინდა ისე გაიგეთ ეს ამბავი. მინდოდა და უბრალოდ ვხატავდი, სხვა არაფერი.

მეორე დილა, მთლიანად დიპსტიკს დავუთმე:დავბანე, ვაჭამე, ვითამაშეთ, მერე გავასეირნე, სახლში ისეთი დაღლილი მოვედი, აღარაფრის თავი აღარ მქონდა. პირდაპირ სავარძელში ჩავესვენე, მანდვე ჩამეძინა. ალბათ ერთი საათი ან ცოტა მეტი მეძინა. ეტყობა დიპსტიკიც დაიღალა, როცა გავიღვიძე,მას ჩემს ფეხებთან ეძინა.ფრთხილად, ავდექი და საძინებლისკენ წავედი. მოვემზადე და გარეთ გამოვედი. ტაქსი საკონდიტროსთან გავაჩერე, ფული გადავუხადე და გადმოვედი. როგორც კი შევედი, მერიკოს გახარებულ თვალებს წავაწყდი.
-ნენე, შვილო რა კარგია, რომ მოხვედი, მოდი აქ დაჯექი,მეც ახლავე მოვალ, ხელები ფქვილით მაქვს დასვრილი-მერიკო თბილად შემეგება, პატარა მაგიდასთან დავჯექი და მის მოსვლას დავუცადე.
-შვილო,-მოვიდა და მეორე სკამზე დაჯდა, მაგიდასთან-როგორ ხარ? გამიხარდა, რომ მოხვედი.
-მადლობთ, კარგად ვარ, თქვენ როგორ ხართ?
-მეც არამიშავს, ის ჩემი გადარეული შვილიშვილი სად არის? ხომ არ იჩხუბეთ?-კითხვები დამაყარა მერიკომ.
-უნივერსიტეტშია, მალე დაამთავრებს და დავურეკავ.
-კარგი, რადგან ასეა პირობა შესრულებულია, რომ დამპირდით, რომ კიდევ მოხვიდოდით.იცი, ლაზარემ მითხრა, რომ შოკოლადი არ გიყვარს, გამიკვირდა, მაგრამ მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ შოკოლადის გარეშე აქ ისეთი საფირმო ტკბილეული არ გვაქ. ჰო და ახალი ტკბილეული შევქმენი, შოკოლადის გარეშე, ისეთი გემრიელია თითებს ჩაიკვნეტ.თუ გამოიცნობ რა დავარქვი?
-არ ვიცი, არაფერი მომდის თავში.
-ნენე
-გისმენთ-ვუპასუხე, ჩემს პასუხზე გაეცინა.
-არა ძვირფასო, რას მისმენ, ნენე ტკბილეულს დავარქვი-გაოცებული ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი.
-მართლა? ლაზარემ იცის?
-არა, მინდოდა პირველი შენ გაგესინჯა, მისთვის, რომ მეთქვა ვეღარ მოითმენდა და შემოეჭმებოდა-გამეცინა -მოიცა,ახლავე მოგართმევ-ძალიან ლამაზი და გემრიელი იყო ნენე.
-უგემრიელესია მართლა, დიდი მადლობა-გავუღიმე
-იცი,თავიდანვე მივხვდი, რომ განსაკუთრებული ხარ ლაზარესთვის, აქ არასდროს არავინ მოუყვანია. წარმოგიდგენია, თუ ვინმეს ხვდებოდა, სხვა კაფეში მიყავდა.
-ანუ, პირველი ვარ ვინც თქვენ გავაცნოთ?
-კი, ძვირფასო პირველი ხარ და იცი ეს რას ნიშნავს?
-არა,მართლა არ ვიცი-მაინტერესებდა რას მეტყოდა.
-იმას, რომ უყვარხარ-სხეულზე ჟრუანტელმა დამიარა.
-არა რას ამბობთ?ეგრე არ არის-გამეცინა
-შენ რა იცი საერთოდ როგორ არის, მე ვიცი და გეუბნები , აი ნახავ ისიც მალე გაგიმხელს.-შეჩერდა-ის შენც გიყვარს-თქვა და სახეზე დამაკვირდა-კი ნამდვილად შეყვარებულები ხართ ერთმანეთზე-ღმერთო, ასე არასდროს შემრცხვენია.ჩემს თავს გავუჯავრდი, ლაზარეს, რომ არ მოვუცადე და მარტო ,რომ წამოვედი. არა, არა, ეს რომ ლაზარესთან ეთქვა უფრო შემრცხვებოდა.-კარგი ახლა, დაურეკე ლაზარეს და კითხე როდის მოვა, მე სულ ცოტა ხნით დაგტოვებ მარტო.-სამზარეულოში გავიდა, ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე, და ლაზარეს დავურეკე.
-ალო, ნენე, აქვე ვარ 5წუთში მანდ ვიქნები.
-კარგი, რომ იცოდე აქ რა სიუპრიზი გელოდება...
-ვაა, მართლა? მერიკომ შოკოლადის უზარმაზარი ტორტი გამომიცხო?
-არა, ძალაინ შორს წახვედი შენ, მოდი და ნახავ-პასუხს აღარ დავლოდებივარ, გავუთიშე ტელეფონი, რამდენიმე წუთში, ისიც მოვიდა, ფრთხილად მაკოცა ლოყაზე და ჩემს პირისპირ დაჯდა.
-აბა,სადაა ჩემი სიუპრიზი?
-კარგად, ლაზარე შენ როგორ ხარ?-გავუღიმე
-მეც კარგად, სადაა ჩემი სიუპრიზი?
-ნენეა შენი სიუპრიზი-ვუთხარი და მის სახეს დავაკვირდი. ჯერ ვერ მიხვდა რა ვუთხარი, ვერც მერე.
-ეგ ცხოვრების სიუპრიზია, მერიკოს სიუპრიზი სადაა?
-არ ვიცი, ცხოვრება რა სიუპრიზებს გიმზადებს, მაგრამ ნენე მერიკოს სიუპრიზია, ისეთი ლამაზია-უფრო დავაბნიე
-ნენე,ვიცი და გითხარი კიდევაც ყველაზე ლამაზი ხარ თქო. მომატყუე ხომ არანაირი სიუპრიზი არ არსებობს.
-მახსოვს, რაც მითხარი, მაგრამ ნენე ტორტია, სულელო
-რა არის? -სულ მთლად დაიბნა.
-მერიკომ, გააკეთა, ტორტი რომელშიც შოკოლადს არ გაურევდა და ნენე დაარქვა.-გაოცებული მიყურებდა.
-ეგ არის ნენე?-თვალით,ჩემ პირდაპირ ტორტზე მანიშნა.
-ჰო, ეგ არის უგემრიელესი ნენე.-თეფშს ხელი მოკიდა და მისკენ გადადგა.-მოიცა, ეგ ჩემია ..
-შენ მერიკო სხვასაც გაჭმევს,მე კიდე მიყვირებს.ამდენ ტკბილს ნუ ჭამ!გასუქდები და დარჩები მერე გასუქებული.უი მართალა გემრიელი ყოფილა ნენე.
-ისე,მომავალი ექიმი ხარ,წესით სხვებს უნდა ურჩევდე, რომ ტკბილეულს მოერიდონ და თვითონ იმდენ ტკბილს მიირთმევ,დიაბეტს დაიმართებ.
-გეხვერწები, შენც ახლა მერიკოსავით არ დამიწყო.-აღარაფერი მითქვამს, ტორტს გემრიელად შეექცეოდა, მართლა უსაშველოდ უყვარდა ტკბილეულობა. მერე ტორტის ჭამა დაამთავრა და კიდევ ერთი გასაოცარო იდეა დაებადა თავში:
-ნენე,-მომმართა და თან თავისი დიდრონი თვალები შემომანათა-წამო მერიკოსთან სამზარეულოში და ჩვენც გამოვაცხოთ ტორტი.
-ღმერთო, მემგონი ტკბილელეული შენზე ცუდად მოქმედებს-გამეცინა, მის სახეს დავაკვირდი და მივხდი რო არ მეხუმრებოდა.-სერიოზულად მეუბნები?
-ჰო მართლა, მიდი რა გთხოვ არაუშავს თუ არ გამოგვივა, ვცადოთ მაინც გთხოვ.-მითხრა და გამიღიმა, თან თვალები დააწვრილა, გაიძვერა გავიფიქრე, იცის, როცა ასე მიყურებს და რაღაცას მთხოვს უარს ვერ ვეუბნები.
-კარგი, წამო მერიკოს ვუთხრათ, მაგრამ იცოდე, რომ არ გამოვიდეს მთელ ტორტს შენ გაჭმევ-კმაყოფილი გავეკრიჭე და ფეხზე წამოვდექი.ისიც ადგა, სამზარეულოს კარზე ფრთხილად დააკაკუნა.
-მერიკო,მოვედი შენი განუმეორებელი შვილიშვილი, განუმეორებელი იდიებით-სამზარეულოს კარები შეაღო, მერიკოს ჩაეხუტა.ისე მაგრად ეხუტებოდა ქალს, კინაღამ დაახრჩო.
-შვილო გამიშვი ჰა, არანორმალური ხარ ვიღაც, ისედაც ვიცი, რომ გიყვარვარ არა საჭირო დამახრჩო ჩახუტებით-მერი შვილიშვილს მოშორდა და შეუბღვირა.ლაზარე იცინოდა და თან ბების ნათქვამზე თავს უკმაყოფილოდ იქნევდა.
-ეგრეა, მერიკო ძაან მიყვარხარ, მაგრამ ვიცი, რომ შენ უფრო გიყვარხარ.-წარბები აათამაშა,მერიკოს გაეცინა.
-ნეტავი, შენ რა შესაყვარებელი ხარ.-მათ კინკლაობაზე მეც მეცინებოდა, ისეთი სხვანაირი ურთიერთობა ქონდათ, იფიქრებდით ბებია და შვილიშვილი კი არა, დიდი ხნის მეგობრები არიან, რომლებიც სულ კინკლაობენ,მაგრამ ერთმანეთი ძალიან უყვართ.-რა იდიით მობრძანდი ბატონო ლაზარე, გადმოაფრქვიე თუ რა თქმა უნდა ჩემი პატარა სამზარეულო გაუძლებს ამას, შენს იდიებს აქ კი არა დიდ აუდიტორიაში უნდა ვუსმენდეთ-თქვა მერიკომ რა სარკასტულად გაიღიმა.
-ბე, მისმინე ყველაფერში გეთანხმები-გაიჯგიმა თავისი თავით კმაყოფილმა და მერე მე გადმომხედა-მაგრამ ამჯერად, სამზარეულო მესაჭიროება.მე და ნენემ ტორტი უნდა გამოვაცხოთ და შენ მოგართვათ.
-შენ უნდა გამოაცხო ტორტი?-გაცინებული დასვა კითხვა-გითხარი ამდენ ტკბიელულს ნუ ჭამ,ტვინი გამოგიჩერჩეტდება თქო,მაგრამ არ დამიჯერე?
-ბებო-საყვარელი სახით შეხედა მოხუცს ლაზარემ.
-რამდენჯერ, უნდა გითხრა ამ ბებოს ნუ მეძახი ზედმეტად მოხუცს მაჩენს-გაუჯავრდა მერიკო.
-და არ ხარ?-გაიცინა ლაზარემ, კიდევ უფრო უნდოდა მერიკო გაეჯავრებინა.მერიკომ გაბრაზებული თვალები შეანათა და შეუბღვირა.
- არა, არ ვარ, მშვენივრად გამოვიყურები, სიბერეს არ ვუჩივი-თავის დამშვიდებას ცდილობდა.
-ჰო, მერიკო შენ ყველაზე ლამაზი...-შეწყვიტა საუბარი და მე გადმომხედა, დავინახე ოდნავ ჩაეცინა.-ბებია ხარ-დაასრულა სიტყვები, ახლა მივხვდი რატომაც გადმომხედა.მერიკოსთვის უნდა ეთქვა ყველაზე ლამაზი ქალი ხარო, მაგრამ მერე გაახსენდა, როცა ეს მე მითხრა,მას ყველაზე უნიჭო მატყუარა ვუწოდე.-გთხოვ, დაგვითმეთ თქვენი რაზიდენცია ცოტა ხნით, გთხოვ ბებო-ისევ ბებო დაუძახა, მერე გაანალიზა და ხელი პირზე იტაცა.
-ოხ, ლაზარე ვერ გადამირჩები-ჩაილაპარაკა მოხუცმა-კარგი, რა პრობლემაა, ჰა ბურთი და ჰა მოედანი.იმედი მაქვს სამზარეულოს გადამწვარს არ დამახვედრებთ -თქვა ქალმა და გასასვლელისკენ გაემართა, წასვლამდე მე შემომხედა და თვალი მხიარულად ჩამიკრა, გამეცინა მართლაც სულ არ ეტყობოდა,რომ ბებია იყო, თანაც უკვე კარგა ხანია.მე და ლაზარე საქმეს შევუდექით, მართლა რთული ყოფილა, მერიკო ყველაფერს ისე სუფთად აკეთებდა.ჩვენ კი თეთრად, ყველგან ფქვილი იყო, სახეზე სულ ფქვილიანები ვიყავით.ლაზარემ კრემი გააკეთა, ვიფიქრე ახლა ბისკვიტს წავუსმევ მეთქი და ასაღებად დავიხარე, იმ წამს ლაზარეც იგივეს აკეთებდა, ორივე ერთად დავიხარეთ, ისე ახლოს აღმოვჩნდით ერთმანეთან,რომ მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა. სულ მთლად დავიბენი, ახლა მის ცისფერ დიდრონ თვალებში ჩემს გამოსახულებას ნათლად ვარჩევდი.მასში ჩემს სამყაროს ვხედავდი. ასე ვიდექი მისი სიახლოვით, ზედმეტად გაბრუებული, როცა მისმა შეხებამ გამომაფხიზლა.თმები ყურს უკან გადამიწია და ლოყაზე ნაზად მაკოცა.დროის გაჩერება,რომ შემძლებოდა, ამ წამს გავაჩერებდი და სამუდამოდ ვატრიალებდი მთელი ცხოვრების განმავლობაში. მაგრამ ერთადერთი რასაც ვერასდროს გავაჩერებთ არის წამი, მაგრამ შეგვიძლია ის დაუვიწყარი გავხადოთ.მკრთლად გავუღიმე,ლოყაზე ჩემს ფოსოს დააკვირდა. ვგრძნობდი, გულში სითბო როგორ მეღვრებოდა, მხოლოდ ამას სხვა ვერაფერს ვგრძნობდი იმ წამს. მერე დაიხარა სახე ჩემ ყურთან მიიტანა და ნაზად ჩამჩურჩულა:
-ნენე, ახლაც ბედნიერებას ნიშნავს ეგ ფოსო ლოყაზე?
-ბედნიერი ვარ, ლაზარე,ბედნიერი,რაღაც უცნაურად ბედნიერი ვარ.-ვუთხარი და მზერა გავუსწორე.
-ჰო ნენე, ჩვენ ბედნიერები ვართ, უცნაურად ბედნიერები, ესეთი რამ მხოლოდ მაშინ ხდება, როცა შეყვარებული ხარ.-გამიღიმა,სულ მთლად დავიბენი,"როცა შეყვარებული ხარ" ისევ ჩამესმოდა ყურში მისი სიტყვები.თითქოს ტვინი გაანალიზებას ვერ ასწრებდა, ისევ თავიდან ჩამესმოდა სიტყვები...ბოლოს როგორც იქნა, მივხვდი რას ნიშნავდა სიტყვები, ახლა გული ჩაერთო საქმეში...ისე სწრაფად მიცემდა, მეგონა აი ახლა, კი ამოვარდება საგულიდან თქო... წამები გადიოდა, გული ისევ თავის ადგილას იყო, მაგრამ საკუთარი გულისცემა მესმოდა, მე კი არა, მგონი ლაზარემაც გაიგონა.მივხვდი, რისი თქმა უნდოდა ისიც მივხვდი, მე რას ვგრძნობდი ისიც გავიაზრე, მაგრამ ახლა არა... ოღონდ აქ, ამ დროს მზად არ ვიყავი, მისთვის მეპასუხა, არც ის იყო მზად. მიხვდა, ისიც მიხვდა ყველაფერს, მშვენივრად ხვდებოდა რას ვგრძნობდი მე, ვიყავი თუ არა მზად... არაფერი უთქვამს, გაიცინა ძალიან ჩუმად, თითქოს სიცილს ეჩურჩულებაო. მერე კრემიანი ხელი აიღო და სახეზე მომეფერა. გაიძვერა-მშვენივრად ეხერხება თავის დაძვრენა.
-ლაზარე,სათამაშო დრო არ არის,რა გჭირს?
-ასე, უფრო გემრიელი ხარ, ნენე,იმ ტორტზე უფრო გემრიელი-გაიცინა,მთელი შეგრძნებით იცინოდა.
-ესე, არა ახლა მიყურე რა გიქნა?-საჩვენებელი თითი ჰაერში გავაქნიე, ხელებში ფქვილი ავიღე და მისკენ გავემართე-მოდი ძვირფასო, ჩაგეხუტები-სარკასტულად გავუღიმე და ისევ სირბილი დავიწყეთ.
-დაყარე ეგ ფქვილი და დიდი სიამოვნებით ჩაგეხუტები-ისევ დამაბნია.შევჩერდი.მისმა სიცილმა გამომაფხიზლა-კაი რა, ასე თუ დაიბენი, დარჩები წაგებული-ისევ გადაიხარხარა
-ძვირფასო, არ დაიხრჩო-ფქვილი ჰაერში ავყარე, მართალია მეც დავისვარე,მაგრამ მასაც გადავუხადე სამაგიერო.ამ დროს კარები მერიკომ შემოაღო, ასეთ მდგომარეობაში,რომ დაგვინახა გულიანად გადაიხარხარა.
-მოიცათ,ორ წუთში მოვალ-თქვა და სწრაფად გაბრუნდა უკან.მე და ლაზარემ ერთმანეთს გადავხედეთ, თავი გავაქნიეთ და ისევ დავიწყეთ "საკონდიტრო ჩხუბი" კრემებით, ფქვილით და რაც იქ მოიძებნებოდა ყველაფრით. დიდ ხანს არ გავჩერებულვართ, მერე დავიღალეთ, ხელები უღონოდ დავუშვით და ერთმანეთს დავაკვირდით.სულ ფქვილით იყო დასვრილი,კრემი ცოტა მაგრამ მაინც ეცხო.ისეთი გემრიელი სანახავი იყო. მისი სიცილით, თუ ვიმსჯელებთ, არც მე ვუჩივი გემრიელობებს.კარებში მერიკო, იდგა კამერით ხელში, და ამ ყველაფერს იღებდა.
-ესეც გადავიღე, გაიცინეთ ახლა ფოტოების ჯერია-მოგვმართა მერიკომ,ჩვენ ერთმანეთს გაოცებულებმა გადავხედეთ და ისევ სიცილი დავიწყეთ.მერიკო კი ამ მომენტს ხელიდან როგორ გაუშვებდა.რამდენიმე ფოტო გადაიღო და აპარატი შეინახა. გვეგონა ჩვენც ვნახავდით, მაგრამ ნურას უკაცრავად, მერიკომ მხოლოდ მაშინ ნახავთ, როცა დავბეჭდავო.
-კარგი, ახლა მივალაგოთ-ჩაიდუდღუნა ლაზარემ და ყველამ დალაგება დავიწყეთ, გულში ვბრაზობდი, ლაზარეს, რომ არ დაეწყო, მშვიდად ვიჯდებოდით და ტორტს შევჭამდით.სადღაა ტორტი, მის მაგივრად ერთმანეთი მოვრთეთ.
-სულ შენი ბრალია-ჩავილაპარაკე, მაგრამ მის ყურებს ეს არ გამორჩენიათ.
-ახლა ჩემი ბრალია არა?ფქვილით,რომ დამზდევდი,მაშინ ვინ იყო დამნაშავე?-ისევ გაიცინა და წარბები აათამაშა.
-ყველაფერი შენ დაიწყე-ისევ ვადანაშაულებდი მას.
-შეწყვიტეთ, პატარა ბავშვებივით ჩხუბობთ-გადაიკისკისა ქალმა, -არა შენი ბრალია, არა შენი.-მერიკომ ორივე დაგვაშოშმინა, ასე სიწყნარეში ჩვენი საქმე უფრო მალე გავაკეთეთ.სამზარეულო ისეთივე გახდა, როგორიც ჩაგვაბარეს.უკვე ცხრა ხდებოდა, ლაზარემ საათს დახედა, მერე მე შემომხედა, მეც თავი დავუქნიე, იმის ნიშნად, რომ წასვლის დრო იყო.
-მერიკო, წამო შენც წამოდი, საკონდიტროს ლილი დაკეტავს-თქვა და იქვე მომუშავე ლილის გადახედა,მანაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
-არა,არ მინდა მე და ლილის საქმე გვაქვს, ჩვენ ერთად წამოვალთ-სწრაფად უარყო ქალმა შემოთავაზება,ლილის გადავხედე, აშკარა დაბნეულობა ეტყობოდა სახეზე, რა თქმა უნდოდა მოიტყუა მერიკომ, სახლში რომ მარტო გავეშვით.
-კარგი, როგორც შენ იტყვი-დაეთანხმა ისიც ქალს და ლოყაზე აკოცა, მერე მე დავემშვიდობე მერიკოს და ჩვენც, ჩვენს გზას გავუდექით. კი მოვიწესრიგეთ თავი მაგრამ ფქვილი აქა იქ, მაინც შეიმჩნეოდა ტანსაცმელზე.ჩვენს თავზე გამეცინა, ლაზარე მიმიხვდა სიცილის მიზეზს და თვითონაც გაიცინა. გზაში ხმა არც ერთს ამოგვიღია, ასე გვჩვევია გზაში არ ვლაპარაკობთ. მანქანა მალევე ჩემი სადარბაზოს წინ გაჩერდა. დამშვიდობებას ვაპირებდი, როცა მან ხმა ამოიღო:
-ნენე, იცი რა მინდა გთხოვო?-ღიმილით მითხრა-"სიამაყე და ცრურწმენა"გამატანე რა გთხოვ.კიდე ერთხელ გადავიკითხავ.
-კი რა პრობლემაა,-გავუღიმე-წამო,გამოგატან, თან სტიკსაც ნახავ.
-ჰო, კარგი.-ერთად ავედით, ბინის კარი გავაღე,მაგრამ ლაზარემ უარი თქვა შემოსვლაზე.
-არა ნენე,იყოს აქ დაგელოდები.-გამიღიმა და იქვე კედელს მიეყრდნო.-არაფერი მითქვამს, უბრალოდ სახლში შევედი, სინათლე ავანთე, დიპსტიკი კუდის ქიცინით დამხვდა ,მერე შემოსასვლელთან გავიდა.მე წიგნი მოვძებნე.
-აი ლაზარე, გამომართვი-წიგნი გავუწოდე.
-მადლობა ნენე, მალე დაგუბრუნებ.
-არ იჩქარო, როცა მოგინდება მაშინ დამიბრუნე.
-ღამემშვიდობის ნენე-მკრთალად გამიღიმა, და კიბეებისკენ წავიდა, გამიკვირდა ლიფტზე უარი, რომ თქვა.რაღაც დაბნეული მეჩვენებოდა, სულ მთლად არაული იყო,მეგონა ვერც ხვდებოდა რას აკეთებდა. არადა დღეს მშვენიერ ხასიათზე იყო, ასე უცებ რა დაემართა, ვფიქრობდი გონებაში, როცა უკვე ლაზარე გაჩერდა და შემობრუნდა.
-ყოველთვის გაგახსენებ, პირველი შენ, რომ მთხოვე ჩახუტება-ისევ დამაბნია, გაიცინა და კიბეებზე დაეშვა...გამეღიმა, ვიდექი ასე უბრალოდ და სივრცეს ვუღიმოდი. მალევე შევბრუნდი ბინაში, აივანზე გავიქეცი, რომ მისი წასვლა დამენახა. ზემოთ ცას ავხედე.და ისე სწრაფად დაეშვა წვიმა, თითქოს ღრუბელზე ფეხი დაუცდა. ლაზარე სულ მთლად გადამავიწყა წვიმამ. როცა რეალობას დავუბრუნდი ვიფიქრე უკვე წასული იქნება თქო; მაგრამ შევცდი მისი მანქანა ისევ ეზოში ეყენა.რამდნიმე წამში, ოთახში ზარის ხმა გაისმა. კარებისკენ გავემართე, ფეხები ამიკანკალდა მივხვი ის იყო. კარები გავაღე, არც შემცდარვარ, გავუღიმე, სულ ოდნავ გავიღიმე.
-წამო ნენე, წავიდეთ გავისეირნოთ-მანაც გამიღიმა.
-ამ წვიმაში ლაზარე, სად უნდა წავიდეთ?
-ჰო, ამ წვიმაში-გამიღიმა-წასასვლელის მეტი რა არის.
-ახლა, სულელი შეყვარებულებივით ვიქცევით.
-ნენე, ჩვენ შეყვარებულები ვართ?-გაეცინა
-ჩემი ნათქვამიდან მარტო ეს გაიგონე?
-ჰა მითხარი!-არც შეიმჩნია ნათქვამი-მოდიხარ თუ არა?
-კი მოვდივარ-კმაყოფილმა ჩემი პასუხით გამიღიმა.მაჭავარიანის სიტყვები გამახსენდა "ახლა ისე წვიმს, სახეტიალოდ ვერავის იპოვი". მე ვიპოვე, მე ახლაც ვაჯობე ცხოვრებას.გარეთ გამოვედით,ისე მშვიდად წვიმდა, წამით გავიფიქრე" მხოლოდ ჩვენთვისაა ეს წვიმა". წვიმა ზედმეტად აშიშვლებს გრძნობებს. როგორ არ მიყვარდა წვიმა, როცა წვიმის წვეთები უმოწყალოდ ეხეთქებოდნენ ფანჯრებს,მეც ვიჯექი სახლში და უფრო მეტად ვიტანჯავდი თავს, წარსულზე ფიქრით. ახლა უსაშველოდ შემიყვარდა წვიმა.წვიმის წვეთები ეცემოდნენ დაბლა, მერე კიდევ და კიდევ...და ასე უსასრულობამდე.ამ უსასრულობაში, ვიყავით მე და ლაზარე.მხოლოდ ჩვენ ორნი.სხვანი გარბოდნენ, ჩვენ მშვიდად მივიკვლევდით გზას, ხელი-ხელ ჩაკიდებული.არ ვიცი,ვინ რა იფიქრა ჩვენზე, შეიძლება ვიღაცას გაეღიმა, ვიღაცამ გულში სულელებიც გვიწოდა, არ ვიცი და სიმართლე გითხრათ არც მაინტერესებს. უღმერთოდ ბედნიერი ვიყავი, ვერასდროს ვიფიქრებდი ასეთ ბედნიერებას თუ გამიმეტებდა განგება ჩემთვის.ჯანდაბას წარსული...მორჩა, დამთავრდა გაქრა წარსული...ახლა ჩემი სიცოცხლე სულდგმულობს მხოლოდ ერთით-და მას ლაზარე ქვია. ვგრძნობდი, როგორ ვიცრისებოდი, ვირეოდი, ვქრებოდი. მის გაცნობის შემდეგ თავიდან დავიბადე, ყველაფერს ერთად ვაკოპიწებდი, რაც კი წმინდა გამაჩნდა და თავიდან ვყალიბდებოდი. ოდესმე მოვა ის ადამიანი,რომელიც შენს ათას ნაწილად დაფლეთილ გულს შეაერთებს...და შეგახსენებს რა არის ბედნიერება.მივხვდი, საითაც მივყავდი, ხიდზე. ხიდს მივუახლოვდით, ერთმანეთს გადავხედეთ, გაგვეღიმა,მერე ორივე გავიქეცით, ისევ ერთად, ისევ ხელი-ხელ ჩაკიდებული, ისევ მივრბოდით, ისევ იმავე ხიდზე, ისევ აღმაფრენამდე ბედნიერები.უსიტყვოდ დავსხედით ხიდის მოაჯირზე.ხმას არც-ერთი ვიღებდით. და საერთოდაც რა საჭიროა სიტყვები,იქ სადაც თვალები სათქმელზე ბევრად მეტს ამბობენ. ვიჯექით ასე, ისევ წვიმდა, ისევ სიჩუმე და უსაშველოდ დიდი გრძნობა. გავცქეროდით ჰორიზონტს და ვფიქრობდი"ნუ დასჯერდები ჰორიზონს ეძებე უსასრულობა."მერე იყო,ლაზარეს შეკითხვა, ჩემი გაოცებული სახე, გულში გაფირებული სიტყვა"არანორმალური",პატარა თხოვნაზე, დადებითი პასუხი.
-ნენე, მეცეკვები?
-კი...-ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა.Ed sheeran-ის perfect-ჩართო, ავდექით და ერთმანეთისკენ ნელა გავემართეთ,ვცეკვავდით, მშვიდად აუღელვებლად. სიმღერა და წვიმის წვეთების წკაპაწკუპი, თურმე წვიმის მთელი სილამაზე მის ხმაშია...ცხოვრების მიზანი ის კი არ არის, ელოდო როდის გამოიდარებს, არამედ ის, რომ წვიმის ქვეშ ცეკვა ისწავლო. ვგრძნობდი , მთელი არსებით, რომ წვიმის წვეთები ბედნიერების მომტანი აღმოჩნდა. ლაზარემ ჰაერში დამატრიალა, ზემოთ ავიხედე, წვიმის წვეთები ჩქარ-ჩქარა ეცემოდნენ დედამიწას."ხელოვნების სუნი მცემს,ჯერ კიდევ ერთმანეთს გულში იკრავდნენ წვიმის წვეთები" ლაზარემ მეც, რომ გულში ჩამიკრა.ოო, როგორ აკეკლუცებს ადამიანს ბედნიერება.ცეკვა დავამთავრეთ, მაგრამ წვიმის წვეთები ისევ ცეკვავდნენ. სახლში ვბრუნდებოდით, წვიმს...და ქოლგასავით დამყვება ფიქრი "მასაც ვუყვარვარ."სახლში მისული მოლბერტს მივუბრუნდი, ზეთის საღებავები ავიღე და საქმეს შევუდექი. სულ მცირე დეტალები მქონდა დასახატი,მთელი გულით ვხატავდი, მინდოდა ლაზარეს თვალები ისეთივე გამოსულიყო, როგორიც სინამდვილეშია.ზუსტად ისეთი, როგორიც მინდოდა არ გამოვიდა, მაგრამ როგორიც გამოვიდა, ვფიქრობ ჩემი მაქსიმუმი იყო. ყველა გრძნობა ამ ნახატში ჩავაქსოვე.საბოლოოდ,ტილოდან მომღიმარი ლაზარე მიცქერდა.მისი თვალები აქაც სიკეთეს ასხივებდნენ,იცით როგორი იყო მისი თვალები?აი ზუსტად ისეთი, როცა რაღაცაზე ვთანხმდები, მას კი თვალები სიხარულით აუციმციმებდა ხოლმე.ნახატს ისევ ნაჭერი გადავაფარე, და დასაძინებლად წავედი.
დილით დიპსტიკის წკმუტუნმა გამაღვიძა, საათს დავხედე და დაფეთებული წამოვარდი ზეზე.12 საათი სრულდებოდა, არასდროს ამდენი ხანი არ მძინებია, დიპსტიკს შევხედე, საწყალი თვალებით მიყურებდა, თან წკმუტუნებდა.
-რაო სტიკ? მოგშივდა?-დავიხარე და ხელში ავიყვანე, კარი გავაღე და მისაღებში გამოვედი-ჩაეძინა შენ სულელ პატრონს, -სტიკი ძირს დავსვი და მისი საკვების ასაღებად წავედი, ახლა წესით მეორედ უნდა ჭამდეს,ალბათ,როგორ მოშივდა.საკვები თავის პატარა თეფშზე დავუყარე და ისიც გემრიელად შეექცა, თან სიხარულით კუდს აქიცინებდა.
-ჭამე სტიკ,ჭამე და მერე გავისეირნოთ-მეც მივირთი საუზმე და სტიკთან ერთად სასეირნოდ წავედი. ალბათ ნახევარი საათი ვსეირნობდით, როცა ტელეფონმა დარეკა.ტელეფონი ჯიბიდან ამოვაძვრინე და პირდაპირ ვუპასუხე, რათ უნდა თქმა ვინც იქნებოდა.ვუპასუხე და მაშინვე ლაზარეს გაბრაზებული ხმა მომესმა.
-ნენე, ნორმალური ხარ?-ლამის ყვიროდა ტელეფონში.
-რა გაყვირებს ლაზარე?
-ააა, არა, არაფერი-მაშინვე დაიწყნარა ხმა.-უბრალოდ, დილის მერეა გირეკავ და არ მპასუხობ, მერე სახლთან მოვედი და სადარბაზოს კარებს კოდი ედო, კინაღამ გავგიჟდი-აი თურმე, რატო ბრაზობდა.
-ჰო, ბოდიში ჩამეძინა,ისე 3502 სადარბაზოს კოდი.
-როგორ ვინერვიულე,რომ იცოდე-შეჩერდა- სად ხარ ახლა?-ახლა ისეთი აღელვებული აღარ იყო.
-მე და სტიკი სასეირნოდ გამოვედით-ირგვლივ მიმოვიხედე- ანბანის კოშკთან ვართ.
-კაი, მოვალ მალე მეც და დაგირეკავ.-თქვა და ტელეფონი გამითიშა. იქვე სკამზე ჩამოვჯექი. დიპსტიკიც ამოხტა სკამზე, ბულვარში მოსეირნე წყვილებს შევცეროდი, უამრავი ხალხი იყო ბულვარში,ზოგიც ერთმანეთის მსგავსი, ზოგიც განსხვავებული, მაგრამ მაშინ ვინც შეჩერდა ჩემს წინ,ერთადერთი იყო.არც არავის მსგავსი, ის გამორჩეული იყო.
-დაგინახე და აღარ დაგირეკე-მითხრა და ჩემს გვერდით ადგილი დაიკავა.არაფერი მითქვამს, ვერაფერს ვერ ვეუბნებოდი.მასთან საუბარს მივეჩვიე, აღარ მიჭირდა საუბრის წამოწყება, მაგრამ ახლა, ამ წუთას არაფრის თქმა არ მინდოდა. მერე სახეზე დავაკვირდი, აშკარად რაღაცაზე ნერვიულობს.
-რა გჭირს ლაზარე?-ვეღარ მოვითმინე და ვკითხე.
-არა, არაფერი რა უნდა მჭირდეს?-კითხვა შემომიბრუნა
-მე,რომ ვიცოდე აღარ შეგეკითხებოდი-ცივად ვუპასუხე და ჩემი თავის გამიკვირდა, ასე რატომ ვიქცეოდი. არც გაბრაზებულები ვყოფილვართ, არც არაფერი.
-ნენე, ეგრე უხეშად რატომ მელაპარაკები?-გვერდიდან გადმომხედა-რაიმე გაწყენინე?-მართლა რატომ დავალაპარაკე უხეშად, ისევ ჩემი ამოუცნობი ხასიათი.ლაზარეს არაფერი უწყენინებია ჩემთვის, ოდნავადაც კი.სულ ერთადერთ, რამეს ცდილობს გამაბედნიეროს.მეკითხება ბედნიერი ვარ თუ არა.დარწმუნებული ვარ, არა, რომ ვუთხრა ჩემგან წავა. მაგრამ, რატომ მავატყუო, მე ხომ, მისი გაცნობის შემდეგ სულ ბედნიერი ვარ, ყოველ წუთს და ყოველ წამს.
-არა, ლაზარე რა უნდა გეწყენინებინა!-გავუღიმე, მას წარბიც კი არ შერხევია.დარწმუნებული ვარ, რაღაც აწუხებს,მისკენ შევბრუნდი-შემომხედე-ჩემსკენ შემობრუნდა, მისი სახე ხელებში მოვიქციე,თვალებში ჩავხედე.-ვხვდები, რომ რაღაც გაწუხებს,ლაზარე, არ მეტყვი?-ჩემს ხელებს ხელი მოკიდა და სახიდან ჩამომაწევინა,მუხლებზე დაიდო ხელები, თან ჩემი ხელებიც მაგრად ჩაებღუჯა.
- ნენე,არის რაღაც რაც უნდა იცოდე-ღრმად ჩაისუნთქა და სათქმელი განაგრძო-გერმანიაში მივდივარ.-ვერცერთი სიტყვა ვერ აღწერს,იმ წუთას მე რა ვიგრძენი. მან ამ სამყაროში მომაბრუნა და ახლა მიდიოდა, ისევ მარტო მტოვებდა. მარტოობა-ახლა ისე,როგორც არასდროს შემეშინდა სიმარტოვის, თითქოს არასდროს მიცხოვრია ეულს.წავა და წარსული ისევ უკან ჩამითრევს,ისევ იმ წუმპეში დამაბრუნებს.ყველაფერი ჩემი ბრალია, მე რომ მისთვის ჩემს ცხოვრებაში შემოსვლის ნება არ მიმეცა,ახლა ასე გულნატკენი აღარ დავრჩებოდი. წარმოიდგინეთ ლაზარეს მიერ ნათქვამი,ორად-ორი სიტყვა იმაზე უფრო მტკვივნეული იყო,ვიდრე ის ჯოხები, რომლითაც მცემდნენ ბავშობაში.ეს კი გავიფიქრე, მერე თითქოს გონებამ აზროვნება შეწყვიტა,თავში ერთადერთი სიტყვა მიტრიალებდა-მიდის.
-ანუ მიდიხარ?-კიდევ უფრო მეტი დაკონკრეტება მჭირდებოდა.
-ნენე, მისმინე არ მინდა წასვლა, უბრალოდ დედაჩემმა ამისთვის ძალიან ბევრი იწვალა.მისი ყველაზე დიდი სურვილია,გერმანიაში ვისწავლო. მეც სულ,ამისთვის ვემზადებოდი.ამ მიზნით ვცხოვრობდი, რომ გერმანიაში აუცილებლად უნდა წავსულიყავი.მერე შენ გამოჩნდი, შენი დატოვება არ მინდა, ეს ხომ იცი არა?მაგრამ დედისთვის, ეს უნდა გავაკეთო-უნდა წავიდეს მისთვისაც უკეთესია იქ თუ ისწავლის.ასეთი ეგოისტი არ ვარ, რომ დარჩენა ვთხოვო,იმდენად მიყვარს,მისი ბედნიერებისთვის, ყველაფერზე უარს, ვიტყვი მასზეც კი.
-მესმის-გავიღიმე,რომ იცოდეთ რამხელა დარდი იყო ამ ღიმილში,გული მოგიკვდებოდათ-რამდენი ხნით,უნდა წახვიდე?-ვიცი,ახლა გული მეტკინება,თანაც ძალიან. ირგვლივ მიმოიხედა,მერე შემომხედა.
-1წელი ...-ვიფიქრე,ცხოვრებაზე გავიმარჯვე თქო,ახლა ალბათ ის დამცინის, ეს როგორ იფიქრეო.
-დრო მალე გადის, ეს წელიც მალე გაივლის-ვუპასუხე.
-სერიოზულად ნენე?-ხმას აუწია-მე ისე მიჭირს, გამგზავრება. დარწმუნებული ვარ უშენობა გამაგიჟებს და შენ მეუბნები,რომ მალე გავა დრო.
-რა გინდა გითხრა ლაზარე?-თვალებში ჩავაჩერდი-ის,რომ არ ვიცი შენს გარეშე,როგორ ვიცხოვრო, თუ ის,რომ გავგიჟდები ისე მომენატრები.უკეთესად იქნები,თუ გეტყვი,რომ გული საშინლად მეტკინება,ასე შორს როცა იქნები.არა ლაზარე,მე ეგოისტი არ ვარ,შენთვის ასე აჯობებს და ასე იქნება.
-ეგოისტი არა,ამაყი ხარ ნენე-აი ზუსტად,ამ სიტყვების მოსმენა მინდოდა გული,რომ უარესად მტკენოდა.ამ ყველაფერს სიამაყეს დააბრალებს.ღმერთო ჩემო,რა ესაქმება სიამაყეს იქ, სადაც სიყვარულია.
-ეგრე გეგონოს-ნერვიულად ვუპასუხე-დამშვიდობება არ მიყვარს, ამიტომ არც დაგემშვიდობები.-ძაღლის საყელურს ხელი მოვკიდე,წამოვდექი და ჩქარი ნაბიჯებით მოვშორდი სკამს.ლაზარემ დამიძახა,მხოლოდ დამიძახა.წამით გავიფიქრე,ნეტავი ისიც წამომყვებოდეს თქო, მაგრამ მერე ფიქრი ვუკუაგდე.არც წამომდგარა, ერთხელ დამიძახა და მორჩა.თურმე მე ვყოფილვარ ამაყი.
★★★
დღეს 13 სექტემბერია,ერთი ჩვეულებრივი დღე გათენდა,არაფრით გამორჩეული და განსაკუთრებული.ბავშვები სასკოლოდ ემზადებოდნენ, მშობლები აქეთ-იქით დარბოდნენ,ზოგიც პირველად წავიდოდა სკოლაში,ზოგიც უნივერსიტეტში.კარგი ამინდია დღეს, მზე ცაზე კაშკაშებს და დედამიწას მისი სხივებით დათამაშებს.სხვებისთვის ჩვეულებრივი დღეა ალბათ,ჩემთვისაც ასე იქნებოდა, ლაზარე, რომ არ მიფრინავდეს დღეს გერმანიაში.გუშინ მერიკომ დამირეკა.ტელეფონს ნერვიულად ვუპასუხე,თან ხელები მიკანკალებდა.
-ალო,შვილო მერი ვარ-გაისმა ქალის წკრიალა ხმა.
-ვიცი-ვუპასუხე-როგორ ხართ?
-კარგად ვარ,ლაზარესთან დაკავშირებით გირეკავ,ნენე შვილო-მომმართა ქალმა-ვიცი ურთიერთობა გაგიფუჭდათ,ნენე ნუთუ იმდენად ეგოისტი ხარ,რომ წასვლის გამო ეჩხუბე?-შვილიშვილმა ამაყი, ბებიამ კიდე ეგოისტი გამომიყვანა,ნეტა ასეთი რა დავაშავე?
-რას მეუბნებით,პირიქით ზუსტად,იმიტომ გაბრაზდა ეგოისტურად,რომ არ მოვიქეცი-ნაწყენმა ვუპასუხე.
-შვილო, ერთი წელი ერთმანეთს ვეღარ ნახავთ,ახლა ჯიბრის დრო არ არის.ხვალ 23საათზეა ჩაჯდომა,იქნებ მოხვიდე და ნახო,ასე დამშვიდებული მაინც წავა.
-ვნახოთ მერიკო, იქნებ მოვიდე კიდეც.
-უნდა მოხვიდე-მითხრა და დამემშვიდობა-დღეს მიფრინავს,წავა და ერთი წელი ვეღარ ვნახავ,იქნებ აღარც დაბრუნდეს.არა,დაბრუნდება აუცილებლად დაბრუნდება მაგრამ,მერე ჩემი ნახვა,რომ აღარ მოისურვოს.გული უარესად მეტკინა,ალბათ ერთი წელი მის დაბრუნებაზე ფიქრით გავგიჟდები.მისი ხმა,მისი თვალები,მისი სურნელი ყველაფერი მომენატრება, თვითონაც მომენატრება.მთელი დღე აქეთ-იქით დავდიოდი,ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი.ისე უცებ გახდა22 საათი, გაფიქრებაც ვერ მოვასწარი.ტაქსი გამოვიძახე,უნდა მენახა მისი თვალები,ერთი წლის მანძლზე უკანასკნელად უნდა მენახა.თერთმეტის ნახევარზე აეროპორტთან ვიყავი, ჩქარი ნაბიჯებით მივდიოდი,როცა შიგნით შევედი,უფრო ავღელდი. მერიკო დავინახე, უფრო ცენტრისკენ მიდიოდა, ოდნავ მეც წინ წავიწიე,დავინახე ის და მისი ოჯახი სკამებზე ისხდნენ,მერიკო არ დამჯდარა აქეთ-იქით დადიოდა. მერე ლაზარემ რაღაც უთხრა,ისიც იმედგაცრუებული სკამზე ჩამოჯდა.ჩასხდომამდე 10წუთი რჩებოდა, მის დიდრონ თვალებს ირგვლივ აცეცებდა,მე მეძებდა. ნაბიჯი წინ გადავდგი,გავიფიქრე"მივალ, რაც არის არის თქო,"მაგრამ სხვა ნაბიჯის გადადგმა ვეღარ მოვახერხე,ჩასხდომა გამოაცხადეს და მივხვდი სიამაყემ მაჯობა.მიდიოდა,წამით შეჩერდა და მობრუნდა...დამინახა...არა,მომეჩვენა,მერე ისევ შებრუნდა.რომ დავენახე მოვიდოდა ჩემთან.ის ამ დროს სიამაყეს დაივიწყებდა.მაგრამ ვერ დამინახა,შებრუნდა და წავიდა...
###1 თვის შემდეგ###
365დღიდან,30უკვე გავიდა.ალბათ ცოტათი მაინც დამშვიდები,მაშინ როცა ჩამოსვლამდე იმაზე უფრო ცოტა დრო იქნება დარჩენილი, ვიდრე წასვლიდან იმ დღემდე.ისევ ნაცრისფერი გახდა დღეები,მგონი ერთი თვეა,რაც არ გამიღიმია.სულ მარტო დავრჩი,მერიკოსთან ერთხელ ვიყავი მისული, ჩემზე გაბრაზებულია,მისაყვედურა, ლაზარეს ისე დაწყვიტე გულიო.არც დამლაპარაკებია,მხოლოდ ეს მითხრა და მეც წამოვედი.ისე ვცხოვრობ,როგორც მანამდე, სანამ ბედნიერება გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში. საღამოობით,სანაპიროზე დავდივარ, სტიკთან ერთად.ახლა სახლში ვარ, აგათა კრისტის "კარტი მაგიდაზე" ვკითხულობ,საინტერესო წიგნია, მაგრამ მე გულს ვეღარაფერს ვეღარ ვუდებ. წიგნი მაგიდაზე უკმაყოფილოდ დავდე და საძინებელში შევედი,გამოვიცვალე, სტიკს ხელი მოვკიდე და გარეთ სასეირნოდ გავიყვანე.სანაპიროსთან ვიყავით,როცა ტელეფონმა დამირეკა.მერიკო მირეკავდა.
-გისმენთ-ვუპასუხე-მერიკო როგორ ხარ?
-კარგად ვარ შვილო-მიპასუხა, მივხვდი ჩემზე გაბრაზებული აღარ იყო-შენ როგორ ხარ?
-მეც არამიშავს-ვუპასუხე და თან გამეღიმა.
-ხვალ თუ გცალია,ჩემთან მოდი საკონდიტროში კარგი?
-კი მცალია, მოვალ აუცილებლად.
-მაშინ ხვალამდე-თქვა და ტელეფონი დაკიდა.

საკონდიტროს წინ ვიდექი, გამახსენდა,ლაზარემ პირველად,რომ მომიყვანა აქ. მისი სახეც გამახსენდა,როცა ვუთხარი შოკოლადი არ მიყვარს თქო.საკონდიტროს კარები გავაღე და შიგნით შევედი,იქ მხოლოდ ლილი დამხვდა, მითხრა მერიკო სამზარეულოშია,დავუძახებო.სკამზე ჩამოვჯექი და მის მოსვლას დავუცადე.ღიმილით გამოვიდა სამზარეულოდან,თან ხელში კონვერტი ეჭირა.ისიც სკამზე ჩამოჯდა ჩემს წინ და კონვერტი მაგიდაზე დადო.
-ნენე ჩემო ძვირფასო,ბოდიში იმ დღეს ისე უხეშად,რომ დაგელაპარაკე,პატარა ბავშვივით გავიბუტე.
-არაუშავს-მის ხელებს ჩემი ხელები დავადე და თვალებში ჩავხედე,როგორ მიყვარს ეს თვალები,ამ თვალებს ყველაფერს ვპატიობ-ვიმსახურებდი კიდევაც
-არ იმსახურებდი არა,მე მაინც არ უნდა მესაყვედურა.
-მერიკო გამაფრთხილე და მაინც არ მოვედი.ოდნავ წავიკამათეთ და მაგის გამო არ მოვედი.
-ყველაფერი გამოსწორდება ჩემო კარგო-მშვიდად მითხრა-მაგრამ მე კიდევ დავაშავე შენთან.
-რას ამბობთ,რა უნდა დაგეშავებინათ?
-რა და ლაზარემ წერილი დატოვა შენთვის,რომ არ მოხვდეი,ჩავთვალე ღირსი არ იყავი წერილის და აღარ მოგეცი-მაგიდაზე დადებული კონვერტი ჩემსკენ გამოწია-აი ესაა წერილი,ამის გამოც მაპატიე კარგი?
-რაც არის არის, მერიკო,არაუშავს ახლა წავიკითხავ მაგ წერილს-არ გავბრაზებულვარ,ოღონდ მართლა.
-ანუ მაპატიე?-მკითხა მერიკომ
-არც არფერი მწყენია.
###წასვლიდან 3 თვის შემდეგ###
ესეც ასე,90 დღეც დღეს გავიდა.დღებს ვითვლი...დრო ნელა მიიზლაზნება,ლამისაა გავგიჟდე.
ჩემს ფიქრებში,ლაზარე ათასჯერ,მაინც ჩამოვიდა.სინამდვილეში კი დღეს მისი დაბადებისდღეა და ის ბერლინშია,მე კი სამშობლოში.მაგიდაზე დადებულ წერილს გავხედე, არ გამიხსნია ვფიქრობდი,მის დაბადების დღეზე გავხსნი თქო,ასე მასთან უფრო ახლოს ვიქნები მის დღეს.მოვემზადე,პატარა ჩანთა ავიღე,მასში წერილი ჩავდე და ისე გავედი გარეთ.იმ მდელოზე მივედი,სადაც მე და ლაზარე ერთად ვიყავით ერთხელ.წერილი გავხსენი და კითხვა დავიწყე...
"ჩემო ნენე,ჩემო გაზაფხულო,ჩემო ბედნიერება,თუ ახლა ამ წერილს კითხულობ ესიგი არ მოხვედი.არ გააკეთე ის,რაც არ გიყვარს და რაც ჩემთვის ასე მნიშვნელოვანი იყო-არ დამემშვიდობე-ახლა,როცა ამ წერილს ვწერ,მგონია,რომ წაკითხვა არ მოგიწევს და მოხვალ...არ გაამართლებ იმ სიტყვებს,რომლებიც
ბულვარში გითხარი, ამაყი ხარ თქო.ალბათ გამიბრაზდი,მაგრამ გამიგე მე მიჭირდა შენი დატოვება,შენ კი ისე იქცეოდი თითქოს,ერთი წლით კი არა ერთი კვირით მივდიოდი.მაშინ,ვიფიქრე მისთვის საერთოდ არაფერს წარმოვადგენ თქო,მაგრამ შენმა თვალებმა გაგყიდეს ნენე, მარტო ჩემი თვალები კი არაა,გაიძვერა.გგონია,არ მოვედი?ცდები მოვედი, შენს კარებთან ვიჯექი საათობით,არ დამიკაკუნებია.ამაყი ხარო არ დამაბრალო,უბრალოდ შენ ხომ არ გიყვარს დამშვიდობება,ჰო და მე ჩემებურად დაგემშვიდობე.შენ არ იცი,როგორ გამიჭირდება უშენობა ნენე.შენ ხომ ჩემი გაზაფხული ხარ.უშენობა იგივეა რაც წელიწადს გაზაფხული წაართვა.როგორ მომენატრები.წამითაც არ გაიფიქრო,რომ მარტო ხარ ნენე,გახსოვდეს,სადღაც შორს,არის ბიჭი,რომელიც სულ შენზე ფიქრობს და ენატრები.შეხვედრამდე ჩემო გაზაფხულო."
წერილი დავკეცე და შევინახე.მარტო არ ვარ გავიფიქრე.ლაზარე შორსაა მაგრამ თან ისე
ახლოსაა,ის ხომ ჩემს გულშია.ჯიბიდან ტელეფონი ამოვაძვრინე და იმ ნომერზე დავრეკე,რომელიც მერიკომ ჩამაწერინა.მალევე მონატრებული ხმა გავიგონე.
-ნენე-როგორ მომნატრებია,მისი დაძახებული ეს სახელი.
-დაბადების დღეს გილოცავ ლაზარე-ვუთხარი და ღრმად ჩავისუნთქე.
-მადლობა ნენე-შეჩერდა-ნამდვილად შენ ხარ?ხომ არ მესიზმრება?-გამეცინა.
-არა არ გესიზმრება,მართლა მე ვარ.
-მომენატრე ნენე.ახლა დავიჯერე,თურმე ასეთი უღმერთო მონატრებაც არსებულა.
-მეც მომენატრე ძალიან მომენატრე-ხმა ამიკანკალდა.
-ტირი ნენე?
-შენი აზრით?
-არა, ჩემი ნენე არ იტირებდა.
-ჰო,შენი ამაყი ნენე,როგორ იტირებდა.
-მაგ სიტყვებს,ოდესმე დაივიწყებ?
-მგონი,ოდესმე გადამავიწყდება.
-ნენე,არ იტირო,გაზაფხულს ცრემლები არ უხდება.
-არ ვიტირებ.
-მპირდები?
-გპირდები-თვალებიდან ცრემლი მოვიწმინდე.
-ყოველთვის დაგირეკავ.
-არა,ახალ წელს დამირეკე, მერე ძველით ახალ წელს,მერე ვალენტინობას,მერე გაზაფხულის პირველ დღეს და მერე როცა გინდა მაშინ.
-რატომ?
-უბრალოდ ასე გააკეთე.
-ყველაზე უცნაური გოგო ხარ.
-შენც გეტყოდი რამეს,მაგრამ ბევრს არავის ვიცნობ.-ზუსტად ეს ვუთხარი,სანაპიროზე მზის ამოსვლისას.
-შენც გახსოვს ჩვენი შეხვედრები.
-რა თქმა უნდა მახსოვს.
-ნენე,წერილი წაიკითხე?
-კი დღეს წავიკითხე.
-სამი თვის მერე?
-ჰოო,ამდენი ხნის შემდეგ,შენს დაბადების დღეზე.
-ახლა,ვფიქრობ არ უნდა დამეტოვებინა.
-არ დაგირეკავდი,რომ არ წამეკითხა.
-მართლა,არ დარეკავდი?მე ველოდებოდი შენს ზარს.
-ვერ მოგატყუებ,არ მგონია დამერეკა.
-გამოდის,პირველ ნაბიჯს არ გადმოდგამდი.
-ეგრე გამოვიდა,შენ ჩემზე უკეთესი ხარ ლაზარე,მე არ დავრეკავდი,შენ,რომ წერილი არ დაგეწერა.
-ვიცი,მჯერა დარეკავდი.
-სულ ტყუილად გჯერა.
-დამირეკავდი აუცილებლად.
-მაინც ვერ გავიგებთ,რას გავაკეთებდი.
-მართალია,ვარაუდებით მოგვიწევს ცხოვრება.
-ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებ.
-კი არ ვანიჭებ,მნიშვნელოვანია.
-რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი?
-შენს ხასიათზე მეტყველებს.
-შენს ხასიათზე რა მეტყველებს?
-კარგ ხასიათზე:შენი ხმა,ღიმილი და თვალები.
-ეგ ხასიათი არ მიგულისხმია.
-ვიცი,რაც იგულისხმე.
-ახალ წლამდე ძვირფასო.
-მომავალ წლამდე ძვირფასო.
####ახალი წელი####
დიპსტიკთან ერთად, ვიჯექი მისაღებ ოთახაში.სტიკი ისევ ნაძვის ხეზე,ჩამოკიდულ სათამაშოებით თამაშობდა.სამჯერ წააქცია ნაძვის ხე,ამიტომ ჩემმა საახალწლოდ ყველაზე მნიშვნელოვანმა ნივთმა,ამდენჯერვე შეიცვალა დეკორაცია.ახალ წელზე მეტად,მის ზარს ველოდები.უცებ გარეთ ერთი ამბავი ატყდა.ზოგი რას ისროდა,ზოგი რას.სტიკი დასამალად გაიქცა,ისე შეეშინდა კანკალებდა."ნაძვის ხის გულისთვის,გეკუთვნის"გავიფიქრე.
-ახალ წელს გილოცავ სტიკ-ხმამაღლა შევძახე და ძაღლი ხელში ავიყვანე.სულ მარტოობას ძაღლთან ერთად,შეხვდე ახალ წელს, ჯობს.დაახლოებით ერთი საათი,ველოდებოდი ზარს,მაგრამ ტელეფონი არადა არ რეკავდა.მერე ლოდინი მომბეზრდა,ტელეფონი მოვიმარჯვე და ლაზარეს ნომერი ავკრიფე.როგორც კი გავიდა,მაშინვე მიპასუხა.
-ვიცოდი,ვიცოდი,ვიცოდი-ტელეფონში ყვიროდა.
-რა გაყვირებს? და რა იცოდი?
-ხომ გეუბნებოდი დარეკავდი თქო.
-ვერ მივხვდი რას მეუბნები ლაზარე?
-რას ვერ მიხვდი?შენ მითხარი წერილი,რომ არა არ დავრეკავდიო,მე კიდე ზუსტად ვიცოდი დარეკავდი და გადმოდგამდი პირველ ნაბიჯს,ჰო და მართალი აღმოვჩნდი.მე არ დაგირეკე,სამაგიეროდ შენ დამირეკე,გამოდის გადმოდგი პირველი ნაბიჯი.ასე,რომ იმ დღეს წერილის გარეშეც დარეკავდი
-ექსპერიმენტები გიტარებიათ ბატონო ლაზარე.
-ვერ ვიტან ვარაუდებს,ამიტომაც მოვსპე ისინი.
-რომ არ დამერეკა?
-რომ არ დაგერეკა,მე დავრეკავდი და მოგატყუებდი,რომ აქ ახლა გათანდა.
-ბრავო,აღფრთოვანებას ვერ ვმლავ,მშვენივრად გაგითვლია ყველაფერი.
-დიდი მადლობა შექებისთვის-ჩაიცინა-ჰო,მართლა ახალ წელს გილოცავ გაზაფხულო.
-შენც გილოცავ ლაზარე.
-ორ იანვარსაც დაგირეკავ რა.
-რატომ?
-ბედობა და ერთმანეთი დაგვებედება.
-მგონია,კარგა ხანია დაგვებედა ერთმანეთი.
-ანუ შეთანხმებას არ დამარღვევინებ?
-არავითარ შემთხვევში.
-მაინც,რომ დავრეკო.
-არ გიპასუხებ ლაზარე,ეს ხომ მარტივია.
-ვითომ?
-დარწმუნებული იყავი.
-კარგი,ახლა ის მითხარი როგორ ხარ?
-უკეთესად, შენ როგორ ხარ?
-რავიცი აბა, გავცივდი.
-სად გაცივდი?
-აი პარკში სეირნობისას,უცებ ქარი ამოვარდა, მე ქურთუკი გავიძრე და ჩემს გვერდით მდგომ ანგელას(ქალის სახელი)მივეცი,ჯელტმენობა მოვინდომე და გავცივდი.-თქვა და გაიცინა.
-ვაა, გერმანიის კანცლერს?-არ დავაკელი ირონია
-არა რა კანცლერი,იცი რა გოგო იყო,რომ იტყვიან "ფეხები კისრიდან ეწყებაო"
-გეყოფა სისულელეები-ხმაში ბრაზი შემეპარა.
-მაგ სისულელეებზე,რატომ ბრაზობ?
-აი კიდევ ერთი სისულელე,არ ვბრაზობ საიდან მოიტანე?
-რავიცი,ეგრე მეგონა.
-არასწორად გეგონა ძვირფასო.
-ჰოო,არაუშავს ანგელას გავაბრაზებ,შენზე ლაპარაკით.
-მეძინება-მისი ნათქვამი "გავატარე"
-ტკბილი ძილი ნენე.
-შენც ასევე.
-აქ არ არის ძილის დრო,ახლა.
-როცა დაიძინებ მაშინ.
-მე დაგესიზმრები.
-ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები.
-ღამემშვიდობისა ნენე.
-მშვიდობისა,მანდ რაც არის იმის.
###ვალენტინობა###
-სიყვარულის დღეს გილოცავ,ნენე,-ტელეფონს ვუპასუხე და ლაზარეს ხმა გავიგონე.
-მადლობა ძვირფასო,როგორ ხარ?
-კარგად ვარ ნენე,შენ როგორ ხარ?
-იმაზე უკეთესად,ვიდრე ახალ წელს ვიყავი.
-მერიკოს ნახულობ ხოლმე?
-კი როგორ არა,გუშინაც ვიყავი.
-რაო მერე მერიკომ?
-ენატრები ძალიან,ერთი სული აქ გნახოს.
-შენ ნენე?
-რა მე?
-შენ თუ გენატრები?
-არა,არ მენატრები
-მართლა?
-კი
-.....
-რასაც მე ვგრძნობ,მონატრებაზე ბევრად უარესია.
-უცნაურად გენატრები.
-ჰო,ხომ იცი უცნაური რაღაცეები მიყვარს.
-მე უცნაური ადამიანი მიყვარს-ჩაილაპარაკა.
-რა მითხარი?
-არა,არაფერი.
-შევხვდებით ნენე.
-როდის?
-მალე.
-მართლა?
-გპირდები.
-როგორი იქნება ჩვენი შეხვედრა?
-მოულოდნელი.
-გამიხარდება.
-დამელოდები ნენე?
-დაგელოდები ლაზარე!
###1 მარტი####
უნივერსიტეტიდან გამოვედი,უცებ ტელეფონმა დარეკა.სწრაფად ვუპასუხე,მისი ხმა მომენატრა ძალიან.
-გაზაფხულს დადგომას გილოცავ,ჩემო გაზაფხულო.
-იცი რა ლამაზი დღეა?
-აქით წვიმს.
-სეირნობ?
-კი,საიდან მიხვდი?
-გიცნობ.
-თან ძალიან კარგად.
-შენ მიცნობ?
-არა,შენი შეცნობა შეუძლებელია ნენე.
-ცოტათი მაინც?
-როგორც გიცნობ,ისიც საკმარისია.
-მერიკომ ახალი ტკბილეული მოიფიქრა,მხოლოდ ჩვენ სამისთვის.
-გასინჯე?
-არა,ჩვენ სამმა ერთად უნდა გავსინჯოთ.
-რა დაარქვა?
-მონატრება.
-მხოლოდ ჩვენთვისაა?
-კი,მარტო ჩვენ სამისთვის.
-ჰო,მონატრება გვაერთიანებს.
-კიდევ ბევრი რამ გვაერთიანებს?
-მაინც რა,ნენე?
-რავიცი,მაგალითად...
-სიყვარული?
-თუნდაც.
-თავისუფალი ვარ.
-აქამდე ვინ გაკავებდა?
-შენ.
-რას გულისხმობ?
-იმას,რომ ახლა როცა მინდა,მაშინ დაგირეკავ.ჩვენი შეთანხმება დღეს სრულდება.
-არა,ჯერ არ დამთავრებულა.
-სერიოზულად ნენე?
-დღეს 1 მარტია,ვინც მოტყუვდა ბატია.
-ამხელა ლექტორი ქალი ხარ და ბავშობ.
-კარგი,ახლა უნდა წავიდე.
-კარგად ნენე.
-კარგად ლაზარე.
###12აპრილი###
როგორც იქნა დასრულდა მარტის უცნაური ამინდები.ახლა დღეები ბევრად უფრო მზიანია.ბავშვებიც გარეთ უფრო,ხალისით თამაშობენ.მართლაც უცნაური ამინდები დაიჭირა მარტში.დღის განმავლობაში წვიმაც იყო და მზეც.გერმანიაშიც ასეთი ამინდები იყო.როცა ერთხელ ლაზარემ დამირეკა,მითხრა შენნაირი ამინდებია,უცნაურიო.ყოველდღე მირეკავს,მენატრება მაგრამ ისე აღარ,როგორც ადრე,ახლა თითქოს მივეჩვიე.რა უცნაურია ადამიანი,ადრე თუ გვიან ყველაფერს ეჩვევა.მე ჩემს მდგომარეობას შეჩვევას ვერ ვუწოდებ,ალბათ უფრო შევეგუე ვიდრე შევეჩვიე.ვფიქრობდი,როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება იმ ერთ ჩვეულებრივ ღამეს,როცა ლაზარე გავიცანი.ოჯახში,რომ კონფლიქტი არ მოსვლოდა ვერც ვერასდროს შევხვდებოდი.ლაზარეს ბედისწერის სჯერა და ალბათ ჩვენი შეხვედრაც ჩემთვის,ბედის საჩუქარია.ამ ფიქრებში ვიყავი გართული,რომ უცებ ძილმა თავი წამართვა.ისე ტკბილად მეძინა,მაგრამ ჩემი სიზმარი დიდხანს აღარ გაგრძელებულა.ვიღაც კარზე აბრახუნებდა,დაფეთებული წამოვარდი ზეზე.საათს დავხედე ღამის სამი საათი იყო.ვიღაცამ ზედმეტად ბევრი დალია,იმდენად ბევრი,რომ სახლის კარიც ეშლება,გავიფიქრე ჩემთვის.
-აი ახლა კარს გავაღებ და ნახავ რასაც გიზამ-თან ხალათი მოვიცვი და კარზე ბრახუნი,რომ არ შეწყდა,იმ უცნობს დავემუქრე.-ჯანდაბა,მოვდივარ,ნუღა აბრახუნებ კარებზე-ოთახიდან ვუყვიროდი.მისაღებ ოთახში გავედი,დიპსტიკი დაფეთებული მიყურებდა,თან გამალებით ყეფდა,თითქოს ვინმეს აშინებდა ამ პატარა ლეკვის ყეფა.შემოსასვლელი კარები გაბრაზებულმა გამოვგლიჯე და საყვირლად მოვემზადე.მაგრამ უცებ ადგილზე გავქვავდი,ზღრუბლზე მდგარი ლაზარე,რომ დავინახე.ვიფიქრე სიზმარია,ეტყობა ისევ მძინავს თქო,მაგრამ როცა კანზე ოდნავ ვიბრწკინე და შემდეგ ისევ აქ ვიდექი.მივხვდი რეალობა იყო.არც სიხარული მიგრძვნია,არც ბედნიერება და არც არაფერი გარდა გაოცებისა.ასე გაოცებული ვიდექი და ზღრუბლზე მდგომ ლაზარეს ვუცქრედი.მერე გავიაზრე,მივხვდი ვინ იყო,რა უნდოდა.აი მერე კი იწყეს გრძნობებმა გაღვიძება.
-ხომ გეუბნებოდი ჩვენი შეხვედრა მოულოდნელი იქნება თქო-გაიღიმა ლეზარემ-ნენე,ნუ გაქვავდი!ნუთუ იმდენი ხნით ვიყავი წასული,რომ ვეღარ მცნობ.
-აქ რა გინდა?-დაბნეულმა,მხოლოდ ამის თქმა შევძელი
-კარგი.წავალ-თქვა და უკან შებრუნდა.
-მოიცა,მოიცა-შევაჩერე-უბრალოდ დავიბენი-ჩქარა ვუპასუხე.ალბათ გაეღიმა,ზუსტად ვერ ვიტყოდი,ზურგს უკნიდან იდგა.შემობრუნდა.თვალებში ჩავაჩერდი."ოქროზე მეტად ბრწყინავს თვალები,რომლებსაც შენი დანახვა ახარებთ"
-ჩამეხუტე ნენე!-მითხრა დაბალი ხმით,წამით შევჩერდი.მერე კი მთელი გულით ჩავეხუტე.მისი მონატრებული სურნელი,ხარბად შევისუნთქე,როგორ აგიხსნათ,როგორი შეგრძნება იყო ეს.აი,წყურვილისგან რომ იხრჩობით,მეტის მოთმენა,რომ აღარ შეგიძლიათ,მერე სიბნელიდან ვიღაც გამოვა,წყალს მოგაწვდით,თქვენ კი ხარბად დაეწაფებით წყალს.მაშინ წყლის წვეთები,მთელ ორგანიზმს მოედება,ყველა უჯრედი სათითაოდ შეისრუტავს მას,ისევე როგორც მე ლაზარეს სურნელი შევისრუტე. მთელი ჩემი არსებით,ვგრძნობდი ბედნიერებას,რომლის მნიშვლელობაც ლაზარემ მასწავლა და მის გამო ლამის გადამავიწყდა კიდეც.მარადიული არაფერია,ან იქნებ არის...იქნებ მარადიული,ის ერთი წამია,როცა თავს ბედნიერად ვგრძნობთ.
-წამოდი-ვუთხარი,თან ხელი მოვკიდე და სახლში შევიყვანე.ირგვლივ მიმოიხედა.თითქოს,მას შემდეგ რაც ლაზარე აქ,პირველად მოვიდა,საუკენე გასულიყო.რთული ყოფილა საყვარელი ადამინისგან შორს ყოფნა.ისე შორს,რომ ჩვენ შორის ბევრი საზღვარი მოექცა.მდივანზე დავსხედით,ლაზარე საზურგეს მიეყრდნო,თავი უკან გადასწია,თმის კულულები სახეზე ჩამოეშალა.თავი მის მხარს დავადევი.მერე იყო სუჩუმე,რომელსაც აქა იქ ქუჩიდან მომავალი ხმაური არღვევდა.გარეთაც შეწყდა ხმაური,ისე უცებ გაჩუმდა გარეთ ყველა,თითქოს ჩვენს წინაშე ყოფილიყვნენ ვალდებულები.წამები გადიოდა...წუთებიც...საათიც გავიდა,დარწმუნებული ვარ,რაც ასე წყნარად ვისხედით,მე და ლაზარე.ორივე დუმილს ვარჩევდით,არადა რამდენი იყო სალაპარაკო.ამ მონატრების თვეებზე,დღეებზე,საათებზე,წუთებსა თუ წამებზე.
-იცი მოვედი-არ ვიცი,რამდენი ხნის შემდეგ დავარღვიე დუმილი.თავი წამოსწია,გადმომხედა და მარჯვენა ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-ვიცი-მითხრა,თავი ისევ უკან გადაწია.-დაგინახე.
-მართლა?-გამახსენდა,როგორ ვიდექი აეროპორტში და მის წასვლას ვუცქერდი.მერე ის შემობრუნდა,ვიფიქრე დამინახა,მოვა და ჩამეხუტება თქო,მაგრამ ის ისევე წყნარად შებრუნდა და წავიდა.
-ჰო ნენე დაგინახე,მაგრამ არ მოვბრუნდი.
-ვიცი არ მაქ უფლება გკითხო,მაგრამ რატომ არ მოხვედი.-თავი მისი მხრიდან ავიღე და ჭერს მივაშტერდი.
-იმიტომ-მხოლოდ ეს მიპასუხა.
-ეს პასუხი არ არის-ოდნავ გაბრაზებულმა ვუპასუხე.
-ჩემთვის პასუხია ნენე,-ამოიოხრა-შენ,რომ ჩემი ნახვა გდომოდა,შენ თვითონ მოხვიდოდი.იქ არ იდგებოდი.-რაღა მეთქმის მართალია,მე ვიდექი იქ და ვუყურებდი.ნაბიჯი არც კი გადამიდგამს,არა კი გადავდგი,მაგრამ ისევ უკან დავბრუნდი.დამინახა და არ მოვიდა.გული მეტკინა?კი.გავბრაზდი?არა,მაგის უფლება არ მაქვს.


-ოო,როგორი გემრიელია-თქვა ლაზარემ და მერიკოს ახალ გამომცხვარი ტორტის,კიდევ ერთი ლუკმა დააგემოვნა.
-შოკოლადის გარეშეა-მერიკომ მე გადმომხედა და თავი გადაიქნია-ერთი ძალიან წუნია სტუმარი გვყავს,შოკოლადი არ უყვარს და მეც ჩემი შემოქმედებების ახალ ეტაპზე გადამიყვანა-ქალი სერიოზული სახით ლაპარაკობდა.თვალები დავაწვრილე და ინტერესით შევხედე.ვეღარ მოითმინა,გაეცინა.ლაზარეს მისი საუბრიდან ერთი სიტყვაც კი არ გაუგია.როცა ტკბილეულს ხედავს,ყველაფერი ავიწყდება.ტორტის ჭამა დაამთავრა და ქალს მაშინღა გადმოხედა.
-აუ მერიკო,გთხოვ ერთი ნაჭერი კიდევ.-მუდარით სავსე თვალები შეანათა ლაზარემ ქალს.
-კარგი,კარგი-ამოიხვნეშა ქალმა-ერთ დღესაც დაგემართება დიაბეტი და მე არ მომასვენებს სინდისი.
-საკონდიტროში ერთი ისეთი სტუმარიც გყავთ,არაფერს რომ არ იწუნებს.-ვთქვი და ღიმილით გადავხედე ლაზარეს.
-თუ ჩემზეა საუბარი-უჩვეულო ხმით დაიწყო ლაზარემ ლაპარაკი-გეტყვით,რომ მე განსაკუთრებული სტუმარი ვარ.მერიკოს,რომ არ იყოს ეს საკონდიტრო,დარწმუნებული ვარ გავკოტრდებოდი.
-ყოველი სამი ნაჭრის შემდეგ,ფულს გადამიხდი-თქვა მერიკომ და კიდევ ერთი ნაჭრის მოსატანას წამოდგა-ასე შენ დიაბეტს,მე კი სინდისის ქეჯნას გადავრჩები-ქალმა ლაზარეს,ტორტის კიდევ ერთი ნაჭერი მოუტანა.ეს უკანასკნელიც მადიანად შეექცა,ტკბილეულობას.რამდენიმე წუთი გავიდა,ხმა არცერთს არ ამოგვიღია,ბოლოს ლაზარემ ჭამა დაამთავრა.მე და მერიკოს შემოგვხედა და გაგვიღიმა.
-სინამდვილეში რა მწარეა მონატრება-ამოიხვნეშა,მისმა სიტყვებმა ატკინა გული-მაგრამ მერიკოს ისიც დაუტკბია-სამივეს გაგვეღიმა,მაგრამ იყო ამ ღიმილში რაღაც ამოუცნობი ტკვილი.რომელსაც ალბათ მონატრება ერქვა,ისევე როგორც მერიკოს ახალ ტკბილეულობას.
***
ნახევარი თვე გავიდა,რაც ლაზარე დაბრუნდა.ზუსტად ამდენივე დღეა,რაც მე კვლავ შევიგრძენი ბედნიერება.ჩემს ცხოვრებაში ლაზარეს როლზე საუბარიც ზედმეტია.წარმოიდგინეთ ის,რომ არ დაბრუნებულიყო,ვიჯდებოდი და დაველოდებოდი საღამოს.მერე ავდგებოდი,დიპსტიკს ხელს მოვკიდებდი,ხიდზე ან სანაპიროზე გავისეირნებდით,გამახსენდებოდა და წამით ვინატრებდი"ნეტავი,დამანახა ახლა რას შვება."ახლა კი ვზივარ სავარძელში,ჩემს წინ აგათა კრისტის "კარტი მაგიდაზე" დევს.მე კი ცდუნებას უნდა გავუძლო და წიგნის რამდენიმე გვერდი წინასწარ არ უნდა ვნახო.ანუ არ უნდა გავიგო ნიძლავი მე მოვიგე თუ ლაზარემ.ნიძლავი კი შემდგომში მდგომარეობს:ლაზარეს მკვლელი ახალგაზრდა გოგონა ჰგონია,მეკი ექიმი რობერტსონი.ამის გამო,ამ რამდენიმე დღის წინ,კინაღამ წავიკამათეთ.
-გეუბნები რა,მკველია ეგ გოგო-ლაზარემ თავისი მოსაზეება კიდევ ერთხელ გამიმეორა,მაგრამ ამჯერად უფრო მტკიცედ.-რათ უნდა ამდენი ფიქრი.
-ადამიანო მისმინე-ხმაში ბრაზი შემეპარა-ეს აგათა კრისტი და მისი ნაწარმოებია და შენ ფიქრიც არ გინდა.მაშინ დაანებე კითხვას თავი.
-ეგ არ მიგულისხმია-თავი დანანებით გააქნია-რომ ვიფქირე,ამიტომაც ვამბობ ამას.
-არ გეთანხმები-მხრები ავიჩეჩე-მე მკვლელი ექიმი რობერტსონი მგონია.
-ამას სერიოზულად მეუბნები?-წარბები მაღლა აზიდა ლაზარემ და გაიცინა-ტიპი სულ არ ჩანს,მგონი აქიდან ყველაზე წმიდანი ეგ არის.
-ჰოდა,რომ არ ჩანს მაგიტომაც იქნება ეგ მკვლელი.-მტკიცედ ვუთხარი-ზედმეტად პატივმოყვარეა,ეგეთები არიან მკვლელები.
-შენ რა იცი,როგორები არიან მკველები?-თქვა და გამარჯვებული სახე მიიღო,ეგონა პასუხი არ მქონდა.
-სერიოზულად?-დანანებით ვიკითხე-მე ფსიქოლოგი ვარ და ამასთან ერთად შერლოკს ვაღმერთებ.
-ჰო,რა თქმა უნდა.ისიც შენსავით უცნაური ვიღაცაა.
-უცნაურს თავი დაანებე!-ხელი ავიქნიე-წარმოგიდგენია,მასთან ერთად ცხოვრება რა საოცარი იქნება.
-მე ნამდვილად ვერ გავუძლებდი-თავი გაიქნია ლაზარემ-და საოცარი კი არა საინტერესო იქნებოდა.მაგრამ თქვნგან ერთ-ერთი აუცილებლად გააფრენდა ამიტომ მოდი შევეშვათ შერლოკს და პუაროს დავუბრუნდეთ.
-კი ბატონო დავუბრუნდეთ-გავუღიმე-ექიმია მკვლელი.
-იმიტომ რომ,ნაკლებად ჩნდება წიგნში-ეჭვით გადმომხედა,მერე კი ხელი ჩაიქნია-საერთოდ ეგ როგორი ლოგიკაა?
-უცნაური-ჩქარა ვუპასუხე-რაც მგონი გასაკვირი არ არის,რადგან მე მეკუთვნის.
-კარგი-დანებდა ლაზარე-დავნიძლავდეთ.
-რაო?ნიძლავი?-გავიკვირვე მე.
-ჰო,რა იყო?წაგების გეშინია?-გაიცინა ლაზარემ.
-რა სუსულელეა-გავიცინე და სწრაფად ვუარყავი მისი სიტყვები.-კარგი დავნიძლავდეთ.წაგებული რას გააკეთებს?
-რამე ორიგინალურს მოიფიქრებს გამარჯვებულისთვის.
-შევთანხმდით ძვირფასო-ასე და ამგვარად დავნიძლავდით მე და ლაზარე.შემდგომში საქმე ისე წავიდა,რომ მთავარი ეჭვმიტანელი ახალგაზრდა გოგონაა.და მგონი მომიწევს რამე ორიგინალურის მოფიქრება.წიგნი გვერდით გადავდევი და ტელევიზორი ჩავრთე.ცოტა ხანი ვუყურე ტელევიზორს,მერე კი კარებზე დააკაკუნეს.
-ხომ არ წაიკითხე?-კარები გავაღე და ლაზარემაც პირდალირ მკითხა,რაც აინტერესებდა.
-არა,არა-თვალები უხალისოდ გადავატრიალე.
-კარგია-გაიღიმა ლაზარემ და ხელით მანიშნა შემომიშვიო.მეც გვერდით გავიწიე და სახლში შევუშვი.
-მისმინე-დაიწყო საუბარი ლაზარემ-შენთვის სიუპრიზი მაქ,ჩაიცვი და წავიდეთ-სავარძელში დაჯდა,მითხრა აქ დაგიცდიო.მალევე მოვემზადე, თეთრი ყვავილებიანი კაბა და ფეხზე სანდლები ჩავიცვი.თმები კი გავიშალე.მისაღებ ოთახში გავედი,სავარძელს გადავხედე ლაზარე იქ არ იჯდა,იქვე კედელთან მდგარ მოლბერტთან მისულიყო და ინტერესით უყურებდა,ოღონდ არა ნახატს,არამედ მასზე გადაფარებულ ნაჭერს.იგრძნო,რომ შემოვედი და ჩემსკენ შემობრუნდა.
-რა დახატე?-ინტერესით სავსე მზერა მომაპყრო.
-ხომ გეუბნებოდი მოიკოჭლებ ქართულის გრამატიკაში თქო.-თავის დაძვრენას შევეცადე.
-აჰა,-ცოტა ხანს გაჩუმდა-მაშინ ვისი პორტრეტია?
-შენი-ვთქვი და მზერა მოლბერტზე გადავიტანე.ალბათ უნდა შემრცხვეს,მაგრამ სირცხვილს ვერ ვგრძნობ.ლაზარეს გაკვირვებულ სახეს ვაკვირდები და მკრთალად ვუღიმი.
-ოჰო-ამოილაპარაკა მან-ოღონდ არ მითხრა,თვალები არ დამიხატავს,როცა შენს სულს შევიცნობ მაშინ დავხატავო-ორივეს გაგვეცინა.
-მე ხომ კარგად გიცნობ ლაზარე-ვთქვი და მოლბერტს მივუახლოვდი,ნაჭერს ხელი მოვკიდე და უკვე უნდა გადამეძრო,როცა ლაზარეს ხმა მოწვდა ჩემს ყურთასმენას.
-მოდილიანიც იცნობდა ჟანას-ნაჭერი თავის ადგილზე დავაბრუნე და უკან შევბრუნდი.
-ისე არა,როგორც საჭირო იყო-თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე-თან როგორ,შეიძლება შენ დაგხატო და შენი თვალები არა.
-მაჩვენე-მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა და ჩემს გვერდით დადგა.ნაჭერს ხელი მოვკიდე და გადავაძრე.მოულოდნელად თვალები დავხუჭე,თითქოს პირელად უნდა მენახა,მოლბერტზე დახატული პორტრეტი.თვალები გავახილე და ლაზარეს დავაკვირდი.სახეზე გაოცება და სიხარული ეხატა.
-ღმერთო-თითქოს სიტყვებს თავს ვერ უყრიდა.გამეღიმა,მივხვდი მოეწონა.-ასე კარგად,თუ ხატავდი ვერ წარმოვიდგენდი.
-მართლა მოგეწონა?
-რა თქმა უნდა მომეწონა-სიხარულით თქვა ლაზარემ.კარგა ხანს უყურა,მის პორტრეტს.მერე კი თავისი სიუპრიზი გაახსენდა-წამო წავიდეთ.-კარებთან ვიყავით მისულები,დიპსტიკის წკმუტუნი,რომ გავიგონეთ.
-არ შეიძლება ისიც,ჩვენთან ერთად,რომ წამოვიდეს?
-ვკითხე ლაზარეს,თან დიპსტიკს გავხედე.
-კი როგორ არა-მიპასუხა და ლეკვი ხელში აიყვანა.-წამო სტიკ წავიდეთ.
★★★
მანქანაში ვიჯექით და ლაზარეს სიუპრიზის სანახავად მივდიოდით.მალე ქალაქიდანაც გავიდოდით.
-ქალაქიდან გავდივართ?-ვიკითხე და გვერდიდან გადავხედე.
-ჰო,ქალაქიდან გავალთ და იქვეა სიუპრიზიც-ლაზარემ სიჩქარეს მოუმატა-ნუ გეშინია არ მოგიტაცებ.
-ჯერ ერთი არ მეშინია-ხმაში ბრაზი შემეპარა-და მეორეც,ვისგან უნდა მომიტაცო-სახე დაუსერიოზულდა-ოჰ,საწყენად არ მითქვამს.მალე მივალთ?-საუბრის თემა განგებ შევცვალე.
-რამდენიმე წუთიც და მივალთ-მართლაც დაახლოებით,5 წუთში მივედით.ქალაქიდან 10 წუთის სავალზე იყო.მანქანა დიდი ორსართულიანი შენობის წინ გააჩერა.შენობა აგურისგან იყო ნაგები.დიდი რკინის კარები და მეორე სართულის გაყოლებაზე,დიდი აივანი ჰქონდა შენობას.აივნის მოაჯირზე,ყვავილები ეწყო ქოთნებით,რომლებიც გარე მხრიდან მოხატული იყო.ქუჩის მეორე მხარეს,დიდი სანაპირო ზოლია.ალბათ ამ სახლში ცხოვრება ერთი დიდი სიამოვნებაა,მაგრამ ლაზარე აქ ამ სახლის საყურებლად არ მომიყვანდა.
-ლაზარე ესაა ჩემი სიუპრიზი?-გვერდიდან გადმომხედა.მერე კი სახლს მოავლო თვალი.
-ჰო,ასეც შეიძლება ითქვას.-მითხრა და თვალით მანიშნა წამოდიო.კარების წინ გაჩერდა.ხელი დასაკაკუნებლად მაღლა ასწია,მაგრამ მერე უღონოდ დაუშვა ძირს-უბრალოდ,დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ აქ-ღრმად ჩაისუნთქა,დასაკაკუნებლად მოემზადა.
-მოიცა,მოიცა-შევაჩერე-ვისი სახლია ეს?
-ეთის სახლია-დავაკვირდი,როგორ შეეცვალა სახე,ამ სახელის ხსენებისას.მერე კარებზე,რამდენჯერმე დააკაკუნა.კარები შუახნის ქალბატონმა გაგვიღო.ქალი საშუალო სიმაღლისა იყო,ლამაზი შავი თვალები და თმები ჰქონდა.ლაზარეს დანახვაზე სახე შეეცვალა.გაოცებისგან პირზე ხელი იტაცა.მერე მე გადმომხედა და თვალები კიდევ უფრო გაუფართოვდა.
-ღმერთო დიდებულო-ქალმა მხოლოდ ეს სიტყვები წარმოთქვა,ლაზარეს სახე ტკივილისგან კიდევ უფრო მოეღრიცა-ლაზარე შვილო-თქვა ქალმა და ლაზარეს მოეხვია."ალბათ ეს ეთია"გავიფიქრე მე.
-ძიძა,როგორა ხარ?-თქვა ლაზარემ და დასამშვიდებლად კიდევ ერთხელ ჩაისუნთქა.ვერ ვხვდები ასე,რა გაჭირვებია.ჩემი დაბნეულობა უკვე პიკს აღწევს.
-ლაზარე ძვირფასო-ქალმა ტირილი დაიწყო,მე კი ორივეს გაოცებული შევცქეროდი.-კარგად ვარ,კარგად.შემოდით,სახლში შემოდით.-ქალმა შემოსასვლელი გაათავისუფლა.ლაზარემ თავი დამიქნია,ნიშნად იმისა,რომ სახლში შევსულიყავი.ქალი წინ გაგვძღვა და დიდ მისაღებ ოთახში გაჩერდა.მაშინვე გეცემოდათ სიძველის სუნი,მაგრამ თითქოს ოთახის სიდიდე სუნს აქარწ....ბდა.თითქმის დარწმუნებული ვარ,რამდენიმე წლის წინ აქ ყველაფერი ნათელი,რომ იყო.ახლა კი უფერულია.
-აქ დასხედით-მოგვმართა ქალმა და ხელით იქვე მდგარ სავარძლებზე მიგვანიშნა.ჩვენც დავსხედით,თვითონ კი ჩვენს მოპირდაპირე სავარძელში უღონოდ ჩაეშვა.
-ძიძა,შეიძლება ცოტა ხნით ზემოთ ავიდე?-კითხა ლაზარემ.ქალმა ზემოთ გაიხედა.
-როგორ არა,აბრძანდი.-ქალი წამით შეჩერდა-ყველაფერი ხელუხლებელია.
-ძიძა,მალე ჩამოვალ და ყველაფერს აგიხსნი-დაპირდა ქალს და მერე მე გადმოხედა-აქ დამელოდე კარგი?
-კარგი.-დავეთანხმე და მკრთალად გავუღიმე.მერე ლაზარე მეორე სართულზე ავიდა.დამტოვა გაურკვევლობაში,ამ ქალთან ერთად.რომელიც თვალს არ მაშორებს,ასე მგონია უკვე ყველა ჩემი ნაკვთი შეისწავლა.მზერას ხან ერთ ადგილს მივაპყრობდი,ხან მეორეს.ბოლოს როგორც იქნა,ამოვიღე ხმა.
-თქვენ ხართ ეთი?-შევნიშნე ქალსაც,როგორ შეეცვალა სახე,ამ.სახელის.გაგონებისას.არა,ის არ არის ეთი.მაშინ ვინ არის?მართლა აღარ შემიძლია,ამ გაურკვევლობაში ყოფნა.
-არა,ეთი არ ვარ.-ქალი ჩაფიქრდა-ლაზარეს შენთვის არაფერი უთქვამს?
-არა,არაფერი მოუყოლია ჩემთვის-შევჩერდი-იქნებ თქვენ მითხრათ,ვინ არის ეთი?-ქალი შეცბა,თითქოდ პირი გააღო სათქმელად,მაგრამ მერე შეჩერდა.
-წავალ,რძიან ყავას მოგიტანთ-ჩემს კითხვას თავი აარიდა და ფეხზე წამოდგა.უკვე მეორე ოთახში,უნდა გასულიყო როცა შევაჩერე.
-დაიცადეთ-ის შეჩერდა,მერე კი შემობრუნდა.-შეიძლება,ლაზარესთან ავიდე?
-რა თქმა უნდა-ოდნავ გამიღიმა ქალმა-კიბეზე,რომ ახვალ,მარჯვნიდან მესამე კარია და იქ იქნება.
-მადლობა-ქალი შებრუნდა და მეორე ოთახში გავიდა.მართლაც,მარჯვნიდან მესამე კარი,ოდნავ ღია იყო.მივედი და შიგნით შევიხედე.ლაზარე ლოგინთან ახლოს იატაკზე იჯდა.ხელში ჩარჩოში ჩასმული სურათი ეჭირა და ტიროდა.უარესი გაურკვევლობა.დავიჯერო ესაა ჩემი სიუპრიზი?მოულოდნელად ლაზარემ თავი ამოსწია და დამინახა.სულ მთლად დავიბენი, ხელი ჰაერში ავწიე და მერე ისევ დავუშვი.
-ბოდიში,დაბლა დაგელოდები-სწრაფად ვითხარი,მის პასუხს აღარც დავლოდებივარ,ისე წამოვედი იქიდან.კიბესთან ვიყავი,როცა დამიძახა.
-ნენე,მოდი ჩემთან-შევბრუნდი და ოთახში მის გვერდით დავჯექი.სურათს დახედა,მეც ჩემდაუნებურად მზერა ჩარჩოსკენ გავაპარე.და წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება,როცა იქიდან ჩემი მსგავსი ადამიანი მიცქერდა.გოგონა იყო,დაახლოებით 18-19 წლის.მუქი ჩალისფერი თმა და მწვანე თვალები ჰქონდა,ისევე როგორც მე.იღიმოდა და ლოყაზე პატარა ფოსო ეჩნდა.ძალიან მგავს,ძალიან.დაძაბულობისგან,სულ ავკანკალდი.ვერაფერს ვხვდები.ვერც იმას სად ვარ და რა მინდა იქ,სადაც ვარ.ლაზარემ ჩარჩო,პატარა ტუმბოზე დადო.მერე მე გადმომხედა,სახეზე ფერი არ ედვა და ალბათ არც მე.
-ყველაფერს აგიხსნი-მითხრა და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია.რა უნდა ამიხსნას რა?-ეს გოგონაა ეთი.
-ის..ის...-ვეღარ დავამთავრე სათქმელი.
-შენ ძალიან გგავს-მიხვდა რისი თქმაც მინდოდა.
-გისმენ,მომიყევი.-ღრმად ჩავისუნთქე,რათა მზად ვიყო,იმისთვის რასაც ახლა მოვისმენ.
-კარგი,დავიწყებ-მოემზადა ლაზარე-ეთი ერთი არაჩვეულებრივი გოგონა იყო.გულით ბედნიერებას დაატარებდა და ამ ბედნიერებას თვალებით ასხივებდა.ალბათ,ქვეყნად არ არსებობს ადამიანი,ვინც მას იცნობდეს და ის არ უყვარდეს.ეთი შეძლებული ოჯახის შვილი იყო.მის ოჯახზე ბევრი არაფერი ვიცი,რაც ვიცი ისიც ძიძასგან.მის ოჯახს ერთადერთი შვილი ჰყავდათ.ამიტომაც მზე და მთვარე ამოსდიოდათ მასზე.თვითონ,ეთი კი ნამდვილი ანგელოზი იყო.არასდროს ყოფილა შეძლებული ოჯახის განებივრებული გოგონა.ეთი გაბედული გოგონა იყო,არასდროს არაფერს უშინდებოდა.ექსტრემის მოყვარული ადამიანი იყო.ერთ დღეს,ხიდიდან უნდა გადმომხტარიყო,თოკებით რა თქმა უნდა.გადმოხტა კიდევაც,მაგრამ ბაგირი გრძელი აღმოჩნდა,ვეღარ დაიჭირა და ეთიმ თავი ლოდს დაარტყა.მხედველობის წილი დაუზიანდა და იმ დღის შემდეგ ვეღარ ხედავდა.რამდენად უსამართლოა ცხოვრება არა?რთულია რა თქმა უნდა,სიბრმავე.მაგრამ ეთი ძალიან ძლიერი იყო,ამიტომ ცხოვრებაზე ხელი არ ჩაუქნევია.მაგრამ,ეთი ვეღარ უძლებდა ქალაქის ხმაურს,ამას ემატებოდა ისიც,რომ ვეღარაფერს ხედავდა,ამიტომ თავისი სურვილით აქ გადმოვიდა საცხოვრებლად,თავის მომვლელთან ერთად.აი იმ ქალთან დაბლა,რომ დაგვხვდა.აქ გავიცანი მეც.მაშინ 17 წლის ვიყავი,სკოლა დავამთავრე და ბიჭებთან ერთად ცოტა დავლიე.მერე არ მახსოვს,რატომღაც ავდექი და ქალაქიდან გამოვედი.მანქანის მართვა ვეღარ შევძელი და აქ გავაჩერე,ძიძა გამოვიდა და სახლში შემიყვანა.სავარძელში ეთი იჯდა,რომელიც სივრცეს მიშტერებოდა.ძიძა მასთან მივიდა და ყურში რაღაც ჩაჩურჩულა,მანაც თავი დაუქნია.მე მის პირდაპირ დავჯექი და მას ვუყურებდი.ისეთი ლამაზი იყო.მერე ძიძამ მითხრა,ერთი მოგვიყევი აქ,როგორ გაჩნდიო.მეც ალბათ სასაცილოდ მოვყევი ამბავი და მალე ჩემს ყურთასმენას ეთის კისკისი მოწვდა.ის ხმა საუკეთესოა მათშორის,რაც ჩემს ყურებს ოდესმე გაოგონია.მაგრამ მაშინ რას წარმოვიდგენდი,ჩემს წინ მჯდარი არსება,რომ ვერ მხედავდა.ჩემი ტოლი იყო,ისიც სტუდენტი უნდა გამხდარიყო.ასე დაიწყო ყველაფერი.ამ დღის შემდეგ ყოველ დღე დავდიოდი მასთან,სამი წლის განმავლობაში.ფეხბურთი უყვარდა ძალიან,ვერაფერს ხედავდა და მაინც არ დაუნებებია მატჩების ყურებისთვის თავი.წარმოგიდგენია,რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს სიყვარული ფეხბურთისადმი.ოო,როგორ ბრაზდებოდა როცა კომენტატორები თამაშის გარდა,სხვა რაღაცაზე დაიწყებდნენ ლაპარაკს.ხმას ჩავუწევდი და მე ველაპარაკებოდი მატჩზე.ის გამიცინებდა და მეტყოდა.მათ ლაყლაყს,შენი მოსმენა ბევრად ჯობიაო.ბაიერნის(კლუბი) და ბრაზილიის ნაკრების ფანი იყო.თვითონაც ეცინებოდა,გერმანულ გუნდს ვგულშემატკივრობ და ბრაზილიის ნაკრებსო.მართლა განსაკუთრებული იყო ეთი.ასე გრძელდებოდა სამი წელი.მე ყოველ დღე მოვდიოდი მასთან,წიგნებს ვკითხულობდით,გარეთ ბაღს ვუვლიდით,საღამოს ფეხბურთის მატჩებს ვუყურებდით.მანამ სანამ,ერთ ზაფხულს დედაჩემთან ერთად დასასვენებლად არ წავედი თურქეთში.ვემუდარე ჩემთან ერთად წამოსულიყო,მაგრამ ვერ დავითანხმე.როცა დავბრუნდი სიუპრიზი უნდა მომეწყო,მაგრამ ვეღარ მოვითმინე და დავურეკე შენთან მოვდივარ თქო.გარეთ გამოვიდა,პატარა ჩამოსაჯდომი სკამია გარეთ იქ მიცდიდნენ,ძიძა სახლში შებრუნებულა და ეთი მარტო დარჩენილა.ერთ-ერთი მანქანის მძღოლს ჩაეძინა,მოსახვევში საჭე გაექცა და ხეს დაეჯახა.ეთი ხმაურზე წამოხტა და იქით გაიქცა.ჩემს წინ მიმავალ მანქანას გადმოუხტა.ის ხომ ვერ ხედავდა,მან ხომ ვერაფერი იგრძნო.ასე გაუგებრობაში დაიღუპა.არასდროს დამავიწყდება გზაზე,როგორ დაბნეული გადმოვიდა,აქეთ-იქით იყურებოდა.ვერაფერს ხვდებოდა.როცა მასთან მივედი,ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.მისი ხელი ჩემსაში მო ვიქციე.ხელი მაგრად მომიჭირა.ლაზარეო დამიძახა და უკანასკნელად შემომანათა თავისი თვალები.მიცნო,ვერ მხედავდა მაგრამ მაინც მიცნო.იმ ღამეს უკანასკნელად ვიყავი ამ სახლში.ეს ხუთი წლის წინათ იყო.აი ესაა ამბავი,რომელიც უნდა გცოდნოდა.-გაოცებული ვუსმენდი ლაზარეს.მძიმე მოსასმენი იყო მათი ამბავი,მითუმეტეს ჩემთვის.
-ყველაფერი ტყუილია-მან გაკვირვებით გადმომხედა-ჩვენი ურთიერთობა ტყუილია ლაზარე.ჩემთან იმიტომ ხარ,რომ ეთის ვგავარ.
-აჰ-თითქოს გაიცინა-ეთის მხოლოდ გარეგნულად გავახარ.ისე ცა და დედამიწასავით განსხვავდებით.
-მშვენივრად ხვდები,რასაც ვამბობ.იმიტომ მოხვედი ჩემთან მეორეჯერ,რომ ეთის ვგავარ გარეგნულად.
-არაა ეს სიმართლე.ვერც კი წარმოიდგენ რა დამემართა პირველად,რომ დაგინახე.მაგრამ მაშინვე მივხვდი,რომ მხოლოდ გარეგნულად გავდი მას ასე ძალიან,სხვა მხრივ კი არა.
-მაშინვე როგორ მიხვდი?-ვკითხე და ინტერესით სავსე შევხედე.
-ეთის ზღვა არ უყვარდა,არც ადრე და არც ჩემი გაცნობის შემდეგ.აი როგორ მივხვდი.-წამო დაბლა ჩავიდეთ-მითხრა და კარებისკენ წავიდა,ადგილიდან არც გავძრეულვარ.
-ეთი გიყვარდა?-ვკითხე და ჩემი თავის გამიკვირდა,ამის კითხვა როგორ შევძელი.გაჩერდა,მაგრამ არ შემობრუნებულა.არ მიპასუხა-ჯანდაბა,ბოდიში არ მინდოდა ამის კითხვა,უბრალოდ ვეღარ მოვითმინე.
-ესე იგი გინდოდა,გაინტერესებდა.მაგრამ იცოდი,რომ ეს კითხვა არ უნდა დაგესვა.-პატარა ბავშვივით,თავი ჩავხარე.შემობრუნდა და შემომხედა-მაშინ მეგონა,რომ მიყვარდა.მაგრამ ახლა ვხვდები ისე არ მყვარებია,როგორც საჭირო იყო.
***
დაბლა ჩამოვედით,ნერვებისგან სულ მთლად ვკანკალებდი.თავში ყველაფერი ამერია.მინდა აზრები დავალაგო,მაგრამ ვეღარც თავს ვხვდები და ვეღარც ბოლოს.მგონია,რომ ლაზარე მატყუებდა.მაგრამ ასე არ არის ან არის.და უბრალოდ,მე არ მინდა სიმართლის დაჯერება.ფაქტი კი მაინც ერთი რჩება:მე ეთის იდენტური ვარ,იმ გოგონასი,რომელიც ლაზარეს უყვარდა.
-ნენე,ძიძასთან გავალ ერთი წუთით და მოვალ-მითხრა ლაზარემ და მეორე ოთახში გავიდა.რამდენიმე წუთი ასე ვიჯექი.აქეთ-იქით ვიყურებოდი,დიდი ძალისხმევა დამჭირდა,რომ არ მეტირა.ნერვიულობისგან პირი გამიშრა.იქნებ ავდგე,მეორე ოთახში გავიდე და ერთი ჭიქა წყალი ვითხოვო.ასეც ვიქცევი,ნელი ნაბიჯებით მივემართები სამზარეულოსკენ.ერთი...ორი...სამი...ოთხი,კიდევ ერთი ნაბიჯი და უკვე კარებთან ვარ.ადგილზე ვქვავდები,როცა ოთახიდან ჩემი სახელი მესმის.ვიცი სხვისი საუბრის,მოსმენა არ შეიძლება,მაგრამ ახლა ვერავინ გამამტყუნებთ.კარებთან კიდევ უფრო,ახლოს მივდივარ და ყურს ვუგდებ მათ საუბარს.
-ნენე შესანიშნავია ძიძა,ისევე როგორც ეთი.-რა თქმა უნდა,ახლა სულ ასე იქნება.ყოველთვის,ეთის ჩრდილში მოვექცევი.მომიწევს შეგუება,რომ ლაზარესთვის,მუდამ ეთის მსგავსი ვიქნები და არა უბრალოდ ნენე.
-შეწყვიტე ლაზარე-გაუჯავრდა ქალი-არ შეიძლება,ადამიანების შედარება.
-ვიცი,ვიცი-დაეთანხმა ლაზარე-უბრალოდ,ჩემ თავს ვერაფერს ვუხერხებ.ჩემი გონება,უკითხავად იწყებს მათ შედარებას.-ამ სიტყვებმა,მოიცვა მთელი ჩემი არსება.რეალობას პირდაპირ შევასკდი.მინდა გავექცე მას,მაგრამ ყველა გზა მოჭრილი მაქვს.ლაზარე განიცდიდა ჩემს ტკივილს,როგორც ეთისას.უღიმოდა ეთის,ენატრებოდა ის და არა ნენე.ჩვენს ურთიორთობაში,არასდროს ყოფილა ნენე,არასდროს თუ საერთოდ არსებობს ჩვენი ურთიერთობა.
-არ შეიძლება ლაზარე,არა-გაუჯავრდა ქალი-მასთან,მხოლოდ იმიტომ ვერ იქნები,რომ ასე ძალიან ჰგავს ეთის.-ამ სიტყვების თქმა იყო და ცრემლები თვალებს გადმოსცდნენ.გულმა უფრო,სწრაფად დაიწყო ფეთქვა.მეშინოდა.ლაზარეს პასუხი მაშენებდა.
-მასთან იმიტომ ვარ რომ...-შეჩერდა ლაზარე.ჩემი გულის ცემა,ჩემს ყურთასმენას წვდება.მიდი თქვი რატომ ხარ ჩემთან?რატომ?-იმიტომ რომ... .... ...
-გიყვარს-დაასრულა მისი სიტყვები ქალმა.ვითომ ვუყვარვარ?მე ვუყვარვარ თუ ეთი,ეგ ჯერ კიდევ საკითხავია.
-ჰო,ძიძა-დაუდასტურა ლაზარემაც-ნენე მიყვარს და მასთან ამიტომაც ვარ.ოდესმე მასთან ყოფნის,დროს ჩემი გონება თუ ეთიზე იფიქრებს,ნენეს დავტოვებ.ჩემთვის ძალიან ძვირფასია ნენე,ვერ დავუშვებ ვინმეს ჩრდილ ქვეშ მოვაქციო.-ღმერთო,როგორ მიყვარს.მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ.
-ეთის,რომ არ გავდეს,მაინც შეგიყვარდებოდა.უბრალოდ მსგავსებამ,ყველაფერი დააჩქარა.-ცრემლები მოვიწმინდე და ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი.ლაზარეც მალევე გამოვიდა სასტუმრო ოთახში და გვერდით მომიჯდა.
-ეს არ იყო შენი სიუპრიზი.-სად მახსოვდა სიუპრიზი,იმდენი რაღაც დამატყდა თავს ერთბაშად.-ის აქიდან მოშორებითაა,უბრალოდ ეს სახლი,რომ დავინახე,საჭიროდ,ჩავთვალე გცოდნოდა ეს ამბავი.
-არაუშავს სხვა დროს ვნახოთ-ვუთხარი და გავუღიმე.
-ნენე,ყოველთვის გახსოვდეს,რომ არასდროს მომიტყუებიხარ და არც არასდროს მოგატყუებ.
-შენი მჯერა ლაზარე-გავუღიმე და მის ხელს ჩემი ხელი დავადევი.შემომხედა და გამიღიმა.
-წამოდი-მითხრა ცოტა ხნის შემდეგ.ხელი ჩამკიდა და გარეთ გამომიყვანა.სახლის უკან დიდი ბაღი იყო.ყვავილებით და ხილის ხეებით საავსე.
-რა ლამაზია-ვთქვი და ჩემს წინ გადაშლილ ბაღს, ერთხელ კიდევ დავაკვირდი.
-მხოლოდ ეს არ არის.-ბაღი სწრაფად გაფავჭერით.ბაღის უკან მინდორი იყო,გვირილებით მოფენილი.თუ ბაღში სხვადასხვა ყვავილები იყო დარგული,აქ მხოლოდ გვირილებს შეხვდებოდით.ამდენი გვირილა ერთად ცხოვრებაში არ მინახავს.ლაზარეს გაოცებულმა გადავხედე და გავუღიმე.
-ვიცი,გიყვარს გვირილები-ხელი უფრო მაგრად ჩამჭიდა და გვერდიდან გადმომხედა.-წამო გავიქცეთ-გამეცინა,თავი დავუქნიე.გვირილების რიგებში მივრბოდით მე და ლაზარე.ქარი გვირილებს აქეთ-იქით არწევდა.მინდვრის ბოლოში გავედით,ლაზარემ ხელი გამიშვა.ჩემს პირდაპირ დადგა და მზერას არ მაშორებდა.მე გაკვირვებით შევხედე და გავუღიმე.ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა და მოულოდნელად ჩამეხუტა.ჟრუანტელმა დამიარა,მისმა სურნელმა თავბრუ დამახვია.წელზე ხელი მომკიდა და დამატრიალა.ცას ავხედე,მზის სხივები სახეზე დამთამაშებდნენ.ხელი ავწიე,თითქოს მზე დავფარე.ბედნიერი ვარ და ამ ბედნიერების დათმობას არ ვაპირებ.ლაზარემ ძირს დამსვა და კარგად დამაკვირდა.
-რა ლამაზი ხარ ნენე-მკრთალად გამიღიმა.
-ვიცი,ერთმა არაჩვეულბრივმა ყმაწვილმა მითხრა,დიდი ხნის წინ.-გამეცინა.
-ანუ დამასწრეს?-დანანებით შემომხედა.-თქვენი გული დაკავებულია?
-თქვენდა სამწუხაროდ კი.-მეც დანანებით შევხედე-ჩემი გული სხვას ეკუთვნის.
-მაგ ყმაწვილს ურჩევნია,არსად გადამეყაროს-სერიოზული სახით მითხრა ლაზარემ და მერე ორივეს გაგვეცინა.-აქ დამელოდე ცოტა ხანი კარგი?
-კარგი დაგელოდები-მინდორეზე დავჯექი და დაბლიდან ავხედე.მიღიმოდა,მეც გავუღიმე.-მალე მოდი.ცოტა ხანი ასე ვიჯექი,მერე მისი ხმა გავიგონე.
-თვალები დახუჭე-თითქმის ყვიროდა,თან იცინოდა.
-კარგი-მეც დავუძახე აქედან.-აი დავხუჭე.
-არ გაახილო იცოდე-ჩემს წინ,დიდი ჩრდილი გაჩნდა,მივხვდი მოვიდა.დაიხარა და თავზე რაღაც დამადო.


-შეგიძლია გაახილო-თვალები გავახილე,ჩემს წინ ლაზარე იდგა,გვირილებით ხელში.თავზე ხელი მოვიკოდე.გვირილების გვირგვინი მეკეთა.ლაზარეს გაეცინა,წარმოდგენა არ მაქ რატომ.ყვავილები მე მომაწოდა,თმები ყურს უკან გადამიწია და რაღაც ჩამჩურჩულა ყურში.-უბრალოება ის გვირგვიანია,რომლის გარეშე არაფერია სრულყოფილი.
-მადლობა-მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე.
-რისთვის ნენე?-მკითხა და მინდორზე ჩამოჯდა.
-თუნდაც,იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობ.
-ამას ნამდვილად შენ მეუბნები?-გაიკვირვა ლაზარემ.
-ვიცი,რომ ვერ გადმოვცემ რასაც ვგრძნობ.მაგრამ უსიტყვოდაც,რომ გაიგო რა იქნება.
-მაგოტომ არ მითქვამს სულელო.-გაეცინა ლაზარეს-წეღან არ მითხარი ჩემი გული უკვე სხვას ეკუთვნისო,ჰოდა ყოფილა უკვე ვიღაც.
-საზიზღარი ხარ.-ვუთხარი და გაბრაზებულმა შევხედე.
-შენ კი ლამაზი-გაეცინა-ყველაზე ლამაზი.
-მატყუარაც ხარ,თანაც უნიჭო.
-წეღან გითხარი,არასდროს მომიტყუებიხარ და არც არასდროს მოგატყუენ თქო.შენ კი მითხარი,რომ ჩემი გჯეროდა.ასე გჯერა ჩემი.
-ოხხ...-გავუბრაზდი მე-მDვენივრად გეხერხება თავის დაძვრენა.-არაფერი უთქვამს,ვიჯექით ასე მინდორში და ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით.მერე მოულოდნელად ლაზარემ კითხვა დამისვა.
-ოდესმე გინანია?
-ტყილად დაკარგული დრო და უთქმელი სიტყვები.
-წარდულსე გიფიქრია?
-ყოველ ღამე.
-ღამე გაგითენებია?-ვითომ არ იცის.
-მზის მოლოდინში-გაფმომხედა და გაიცინა.
-გითქვამს,რომ გიყვარს?
-მხოლოდ თვალებით.
-სიკვდილზე გიფიქრია?
-ხან და ხან მინატრია.
-ისევ განიცდი?
-აღარ...
-იმედი?
-იმედი ყოველთვის არის.
-რისი იმედი?
-იმედი,რომ ყველაფერი კარგად იქნება,ბოლოს...
-რომ არ იყოს?
-მაშინ ბოლო არ იქნება...
-ბოლო,რომ იყოს იღონდ არა,ისეთი შენ,რომ გინდა?
-მაშინ ყველაფერი დასრულდება და დავისვენებ.
-სიკვდილის გეშინია?
-სიკვდილის არა,მკვდრად ყოფნის მეშინია.
-გჯერა სიკვდილის მერე არსებობის?
-არ შეიძლება ასე უბრალოდ ვქრებოდეთ.რაღაც უნდა არსებობდეს,აუცილებლად უნდა არსებობდეს.
-რისი გწამს ნენე?
-რომ ამ სიბინძურით,სავსე სამყაროში ჯერ კიდევ არსებობს რაღაც წმინდა.და ისიც,რომ აღარ იქნება,აღარ ვიარსებებთ ჩვენც.
-სიტყვა?
-ძვირფასო,სიტყვასაც აქვს თავის ფასი,ზომა და წონა,სუნი და ფერი და ისიც ყველა ჩვენგანის მსგავსად იცინის,ტირის,ოცნებობს,მღერის.
-შენთვის მითქვამს,რომ განსაკუთრებული ხარ?
-არა,არ გითქვამს,თორემ მემახსოვრებოდა.
-ჰოდა,ახლა გეტყვი.შენ განსაკუთრებული ხარ ნენე.
-პირველი ხართ ყმაწვილო,რომელმაც ეს სიტყვები მითხრა.
-დიდი პატივია ჩემთვის-გაეცინა-დავბრუნდეთ სახლში?
-ქალაქში დავბრუნდეთ,გთხოვ.
-როგორც გინდა.
***
-მერიკო,ეთის შესახებ იცოდი არა?-ჩემს წინ მჯდარ ქალს კიდევ ერთხელ დავაკვირდი.ეთის ხსენებაზე თვალები გაუფართოვდა,თავი დაბლა ჩახარა და ისე ამომხედა.ხელები მაგიდაზე დააწყო და მიაშტერდა.-მერიკო,სიმართლე მითხარი.
-ანუ მოგიყვა?-სხვათაშორისოდ მკითხა მერიკომ.
-მომიყვა-დავუდასტურე.-ეთის სახლში მიმიყვანა.
-რას მეუბნები,მართლა?-გაოცება ვერ დამალა ქალმა.
-რატომ მოგატყუებ მერიკო?-კითხვა შევუბრუნე-და იქ მომიყვა ყველაფერი-ქალი ერთხანდ გაკვირვებული მიყურებდა.მის პატარა,კოტიტა თითებს რიტმულად მაგიდაზე აკაკუნებდა.მერე თითები გააჩერა,ერთმანეთში ახლართა ორივე ხელის თითები და სახეზე დამაკვირდა.
-არასდროს შევხვედრივარ-წამოიწყო საუბარი-მაგრამ ლაზარესგან,მის შესახებ ბევრი რამ ვიცოდი.
-რა გითხრა ლაზარემ,ჩემზე თავდაპირველად?
-ნენე!-გაბრაზებულმა წამოიძახა ჩემი სახელი ქალმა.-ხომ ხვდები,რომ ცუდად იქცევი.
-ცუდად?-გულწრფელად გავიკვირვე-მინდა ყველაფერი ვიცოდე.ამის უფლება მაქ მერიკო-მუდარით სავსე თვალებით შევხედე და ქალიც გატყდა.
-ერთ დილას ლაზარე ჩვეულებრისამებრ მოვიდა საკონდიტროში,ოღონდ უჩვეულოდ აღელვებული იყო.მაშინ დედამისთან რაღაცაზე წაიკამათა,ჰოდა მისი ხასიათის ცვლილება ამას დავაბრალე.მაგიდასთან დავსი და მისი საყვარელი ტორტი გამოვუტანე.პირი არ დააკარა,აი მაშინ მივხვდი,რომ საქმე ბევრად სერიოზულად იყო.
-ლაზარე რა გჭირს?-ვკითხე-ასე რაზე დარდობ?
-მერიკო-ფეხზე წამოდგა და აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა.
-ახლავე შეწყვიტე-გავუბრაზდი და მანაც თავისი ადგილი დაიკავა-მითხარი რამე მოხდა?
-რამე მოხდა?არ ვიცი მერიკო არა-აღელვებული ლაპარაკობდა ლაზარე.
-ნუ ბლუყუნებ რა-მობეზრებით შევაწყვეტინე.-წესიერად მოყევი,რაც მოხდა.
-ეთი...ეთი...-სიტყვა გაუწყდა ლაზარეს.
-ისევ ეთი?-დანანებით შევეკითხე-ლაზარე ის გოგონა გარდაიცვალა.ვიცი რთულია,მაგრამ უნდა შეეგუო.
-შეწყვიტე რა-გამიჯავრდა ის-ეთი ვნახე.
-მე კი არა,შენ შეწყვიტე-ხმას ავუწიე,რადგან გულწრფელად ავღშფოთდი-გითხარი ეთი მკვდარია და შეიგნე ეს.სულ გადახვედი ჭკუიდან?
-სრულ ჭკუაზე ვარ-ანერვიულებული ლაპარაკობდა-გეუბნები ღამე სანაპიროზე ვნახე.მითხრა ნენე მქვიაო.
-აჰ,შენ სულ გაგიჟდი-ბრაზს ძლივს ვაკონტროლებდი.-ვიღაც ნენე,ღამის სიბნელეში ეთის მიამსგავსე,მერე მოდიხარ აქ და სულების არსებობას მიმტკიცებ.
-არაფერსაც არ გიმტკიცებ-გამიბრაზდა-თუ არ გჯერა,ნუ გჯერა.
-მჯერა,როგორ არ მჯერა-თბილად ვუთხარი-უბრალოდ,შენ ეთი კი არა,ნენე ნახე,რომელიც ეთის მიამსგავსე.
-მერიკო,ცხოვრება მეთამაშება-ხმა დაიწყნარა ლაზარემ-რომ ჭკუიდან შემშალოს.
-ძვირფასო,ხუთი წლის წინ ვერ შეძლო ეს,მაშინ როცა ეთი ხელებში ჩაგაკვდა.და ახლაც არ გამოუვა.
-უნდა ვნახო-სხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა ლაზარემ.უფრო თავის თავს უთხრა,ვიდრე მე.
-არავითარ შემთხვევაში.ეს არ შეიძლება.-მკაცრად ავუკრძალე.
-აუცილებლად უნდა ვნახო.რომ არ ვნახო,გავგიჟდები.
-ნუ,ნუ იზამ მაგას-ვთხოვე-ცხოვრებას დაიღუპავ,მკვდარ ადამიანზე ფიქრით.
-ის ვინც მე ვნახე,ცოცხალია-მოკრძალებით მითხრა მან
-და ის გარდაცვლილს გავს-წარბები მაღლა ავწიე-და შენ მხოლოდ ამიტომ,უნდა ნახო მეორეჯერ.თუ ვცდები მითხარი.
-მაინც ვნახავ-მტკიცედ თქვა ლაზარემ და ისევე ანერვიულებული გავიდა,როგორც შემოვიდა.მერე კი,აქ შენთან ერთად მოვიდა.
-საოცარია პირდაპირ-გაკვირვებით შევხედე მერიკოს-ჩემთან,როგორ ახერხებდა დიპლომატიური სიმშვიდის შენარჩუნებას.
-ბუნებით ასეთია-ჩაილაპარაკა ქალმა-არადროს იმჩნევს აღელვებას.ამიტომაც ვთქვი,იმ დღეს უჩვეულოდ აღელვებული იყო თქო.
-აღარც კი ვიცი რა ვიფიქრო-გულწრფელად ვუთხარი ქალს-ჩემი ნება,რომ იყოს საერთოდაც არ ვიფიქრებდი
-რაც გინდა ის იფიქრე-მითხრა ქალმა-მაგრამ გახსოვდეს,რომ ლაზარეს ნენე უყვარს და არა ეთი.
-ვიცი ეთი უყვარს.ის არ უყვარდეს თქო არ ვითხოვ,რა სისულელეა.მაგრამ მინდა ნამდვილად ნენე უყვარდეს და არა ეთი ნენეში.
-მესმის შენი-მითხრა ქალმა-და ასეც არის მერწმუნე.
-მინდა ამის მჯეროდეს-გულწრფელად ვუპასუხე-კარგი ახლა წავალ,შეხვედრამდე მერიკო.
-კარგად იყავი ნენე.
***
-ნენე,რაღაც უნდა გითხრა-გვერდიდან გადმომხედა ლაზარემ.სტიკს ვასეირნებდით პარკში.
-კარგი მითხარი.-"ნუთუ ისევ მიმალავს რაღაცას"გავიფიქრე ჩემთვის
-ის,რომ შენ და ეთი ერთმანეთის იდენტურები ხართ,უცნაურად არ გეჩვენება?-ახლა,ამას
სერიოზულად მეკითხება.ისედაც აღარ ვიცი რა ვიფიქრო და მან უცნაურად თუ გეჩვენებაო.
-კი არ მეჩვენება,უცნაურია-ვუთხარი და ინტერესით დავაკვირდი.რაღაცის თქმა უნდა,მაგრამ ვერ მეუბნება.-პირდაპირ მითხარი,რისი თქმაც გინდა.
-მოკლედ-ძლივს დაიწყო ლაპარაკი-იქნებ ეთი და შენ უბრალოდ არ გავხართ ერთმანეთს.
-რას გულისხმობ?-დაბნეულმა შევხედე,რადგან ვერ მივხვდი მისი სიტყვების აზრს.ან სადღაც გონების ქვეცნობიერში მივხვდი კიდევაც,მაგრამ არ მინდა გაცნობიერება.
-იქნებ ერთმანეთის ნათესავები ხართ-განმიმარტა ლაზარემ-ან სულაც დები ხართ.-ეს სიტყვები წამში გაცდნენ ყურებს და მთლიანად დაისაკუთრეს ჩემი გონება.ჰო,რა თქმა უნდა ასეთი დამთხვევები ცხოვრებაში,არ არსებობს.საოცრებაა პირდაპირ,მთელი ეს დღეები ამაზე უნდა მეფიქრა,მე კო ამის გარდა,ყველაფერზე მოვახერხე ფიქრი.იქნებ მართლა დები ვართ.იქნებ ოჯახი მეც მყავს.არა,არა ახლა ყველაფერი თავზე დამემხობა.
-საიდან უნდა ვიცოდე ლაზარე-ჩვეულებრივად ვუპასუხე,რამაც ლაზარემ მართლა ძალიან გააკვირვა.
-ეს მნიშვნელოვანია ნენე-სერიოზულად ჩაილაპარაკა-ყველაფერს გავარკვევ.
-არაფერსაც არ გაარკვევ-დავუყვირე მე და მეორე წამს უკვე ვინანე.-მაპატიე,მე არაფრის ცოდნა არ მინდა.
-როგორ შეიძლება ამის ცოდნა არ გინდოდეს?-ინტერესით გადმომხედა ლაზარემ
-აი ასე,უბრალოდ არ მინდა-ძალიან ჩვეულებრივად ვუპასუხე-დამპირდი,რომ არაფერს გაარკვევ.
-კარგი-გულდაწყვეტილი დამეთანხმა-როგორც შენ გინდა.
***
-შეუძლებელია-წამოიყვირა ლაზარემ და გაკვირვებული ფეხზე ადგა.მისი აღშფოთება კი,მისის ლორიმერის აღიარებამ გამოიწვია-რა გამოდის,რომ ორივემ წავაგეთ?
-ადამიანო დაჯექი-მკლავით დაბლა დავქაჩე და ისიც თავის კუთვნილ ადგილს დაუბრუნდა-ამ ქალს მოუკლავს.
-ეს დედაბერი,როგორ მოკლავდა?-დაკვირვებით მომაშტერდა ლაზარე.
-მე რავიცი აბა-გულწრფელად ვუთხარი-გავაგრძელებ კითხვას და გავიგებთ.მისის ლორიმერი და ერკიულ პუარო ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ.ქალი თავისი დანაშაულის შესახებ უყვებოდა.მაგრამ პუარო ჩააცივდა,თქვენ არ მოგიკლავთ,ტყუიო.საბოლოოდ კი გატყდა და თქვა სიმართლე მისის ლორიმერმა.ის ახალგაზრდა გოგონას დანაშაულს იბრალებდა.
-აჰა-ამჯერად გახარებული წამოდგა ლაზარე-გეუბნებოდი მაგარამ დამიჯერე!
-კაი ერთი-გაბრაზებულმა შევხედე-მე ექიმი მეგონა.
-ჰოდა გეგონოს ექიმი-გამარჯვებულმა ზემოდან გადმომხედა-ახლა,რამე ორიგანალური მოიფიქრე.
-მოვიფიქრებ,მოვიფიქრებ-დანანებით ვუთხარი-დაჯექი,გავაგრძელოთ კითხვა.განვაგრძე წიგნის წაკითხვა.და ვითარება მოულოდნელად შეიცვალა.პუარომ ექიმ რობერტსონს უთხრა,რომ ის იყო მკვლელი.
-რაო?-ამჯერად აღშფოთებული წამოვარდა ფეხზე.მე კი სიცილისგან ლამის მოვკვდე.ჯერ ლაზარეს სახეზე მეცინება,მერე კიდე მე გავიმარჯვე-აუ დაეკავებინა ის გოგო და მორჩებოდა რა.
-აუფ-სიცილით ვუთხარი-უდანაშაულო გოგო გამოემწყვდია ციხეში?
-არადა როგორ გამიხარდა იმ ქალმა,რომ თქვა გოგონაა მკვლელიო-დანანებით ამოილაპარაკა.
-რა ხან მოკლე აღმოჩნდა შენი ბედნირება,ეჰ-ყალბი სიბრალურით ვუპასუხე.-ცოტა შენც,რომ გეფიქრა მიხვდებოდი,ეგ გოგონა ზედმეტად მშიშარა იყო.
-გეხვერწები მითხარი საიდან მიხვდი?
-პირველი, არასდროსაა მკვლელი მთავარი ეჭვმიტანელი,დეტექტივების საიდუმლო.და მეორეც ეგ კაცი ზედმეტად პატივმოყვარე იყო და უშიშარი.
-შენ მოიგე-იმედგაცრუებულმა მიპასუხა-გილოცავ.
-მადლობა-გავუღიმე-ახლა კი ძვირფასო,მოიფიქრე რამე ორიგინალური.
-ჰმ...-ამოიხვნეშა და შემოსასვლელისკენ წავიდა.კარები გააღო და რაღაც მომაძახა-ერთი კვირა მაქ დრო.წავედი,კარგად-მერე კარის მიკეტვის ხმა გავიგონე და ისევ სიცილი დავიწყე.
***
მართლაც ერთი კვირის შემდეგ მაცნობა თავისი ორიგანალურობის შესახებ.მაქამდე რამდენჯერაც შევხვდით სიტყვა არ უთქვამს ამ თემაზე.მხოლოდ ერთხელ მითხრა რაღაც.
-ისე მეც მართალი ავღმოჩნდი-გაკვირვებულმა გადავხედე-ის გოგონაა მკვლელი იყო მაინც.
-იმ ოთხიდან ყველა იყო მკველი-მტკიცედ ვუთხარი-მაგრამ შაითანას მკვლელი ექიმი იყო.
-კაი ერთი-დანანებით ამოილაპარაკა და ხელი აიქნია.
ერთი კვირის შემდეგ მომაკითხა სახლში.კარები გავაღე და მის მრავლისმომცველ სახეს დავაკვირდი.
-შემომიშვი-სწრაფად მითხრა მან და ხელით გვერდით გამწია.კარები დავკეტე და მეც უკან მივყევი.ოთახის ცენტრში დადგა და მე მომაშტერდა.-დაჯექი-მითხრა და მის წინ მდგომ სავარძელზე მანიშნა თვალით.
-აბა გისმენ-ვუთხარი და კარგად მოვეწყვე სავარძელში
-იმდენი ვიფირე,ლამის თავი გამისკდა-ხელი თავთან მიიტანა-ამდენი მაშინ,რომ მეფიქრა,ახლა გამარჯვებული მე ვიქნებოდი.
-რა დასანია-ყალბი გულისტკივილით ამოვილაპარაკე.
-ნუ აფერისტობ ერთი რა-გაჯავრებულმა მიპასუხა.-მოკლედ ინგლისში მივდივართ.
-რაო?-გაოცებული მივაშტერდი-რა გვინდა იქ?
-ფეხბურთის სამშობლოში რა უნდა გვინდოდეს?-დანანებით შემეკითხა.
-მე,რომ ფეხბურთის გარტყმაში არა ვარ-გულწრფელად ვუპასუხე.
-არაუშავს ისწავლი-მკაცრად მითხრა მან-იქ ჩემი საყვარელი გუნდის საყურებლად მივდივარათ.
-მანჩესტერ უნაიტედის ფანი ხარ?-რა კლუბიც გამეგო,ის ვუთხარი.ლაზარეს თვალები გაუფართოვდა და მერე უცებ პირჯვარი გადაიწერა.
-ღმერთა დამიფაროს იქ,მოურინიოს ავტობუსის საყურებლად მივდიოდე.-სერიოზულად მითხრა მან.
-აბა სად მივდივართ?-შევეკითხე.
-ლივერპულში ძვირფასო-გულმხურვალედ მიპასუხა.
-მაქიდან მხოლოდ ბითლზი ვიცი-გულწრფელად ვუპასუხე და მის აღშფოთებულ სახეს დავაკვირდი.
-ღმერთო შენ მიშველე-ხელები ცაში აღაპყრო-ლივერპული საფეხბურთო კლუბიცა,რომელსაც მე ვგულშემატკივრობ.
-ეგენი სად თამაშობენ?
-ყველაზე დიდ ლიგაში-ამაყად მიპასუხა-პრემიერ ლიგაში.
-დარწმუნებული ვარ შენი გუნდი,ყველაზე მეტჯერ გახდა ჩემპიონი-გულის გასახარებლად ვუთხარი,თორემ ისე აზრზე არ ვიყავი.რა ლივერპული,რა მანჩესტერი,რა პრემიერ ლიგა.
-ეგეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები-დანანებით გაიქნია თავი.-აბა წამოხვალ,რომ იხილო ნამდვილი ფეხბურთი და მისი გულმხურვალე ფანები?
-კარგი წამოგყვები-დავეთანხმე მე-როდის?
-ხუთშაბათს-მიპასუხა მან-სამ დღეში რა.
-მშვენიერია-ვუპასუხე-მისმინე უნივერსიტეტში უნდა შევიარო და გამიყვან?
-წამო წავიდეთ-მიპასუხა და შემოსასვლელისკენ წავიდა.
***
ფრენის ხომ არ გეშინია?-აეროპორტში ჩასხდომას ველოდებოდით,როცა ლაზარემ ისევ ეს კითხვა დამისვა.
-რამდენჯერ უნდა შემეკითხო?-მობეზრებით გადავხედე-და მეც რამდენჯერ უნდა გითხრა,რომ არ მეშინია,არა.
-თვითმფრინავში ნახავ თუ არ შეგეშინდება-დარწმუნებით ამოილაპარაკა ლაზარემ.
-გინდა,რომ მეშინოდეს?-დაეჭვებით შევეკითხე.
-მართალია-მისმა პასუხმა გამაოცა-არ შეიძლება,რომ რამის გეშინოდეს,მე კი მოვალ ჩაგეხუტები და დაგაწყნარებ.
-ღმერთო,რა ბანალურია-გამეცინა-ხომ იცი,რომ მშიშარა არ ვარ და თუ რამის შემეშინდება,თავადაც დავიწყნარებ თავს.
-ნუთუ მართლა არაფრის გეშინია?-ინტერესით შემომხედა ლაზარემ.
-ჰო კარგი,მართლა ასეთი უშიშარი კი არ ვარ-გამოვტყდი მეც-მაგრამ,რისიც მეშინია,იმისგან შენ ვერ დამიცავ.
-ოჰ,მიდი მითხარი რისი გეშინია?
-გლობალური დათბობის-საწყალი თვალებით შევხედე,თვითონ კი ბრაზი გამოესახა სახაზე
-სერიოზულად?-დანანებით შემეკითხა-მაგ დროს აღარ მომინდება ჩახუტება,იმ სიცხეში.
-ისე მაგარი ჯელტმენობა იქნება,შეაშინო გოგო და მერე დაამშვიდო.
-ჯელტმენობა არ ვიცი და ჭკვიანური კია-სერიოზულად თქვა ლაზარემ.
-მე ხომ არ გიშლი ჩახუტებას-ვუთხარი და გავუღიმე-აჰა ჩამეხუტე-ხელები გავშვალე.ჩემსკენ გაოცებული შემობრუნდა.სახეზე დამაკვირდა,თითქოს სერიოზულად თუ მეუბნებაო.როცა დარწმუნდა,რომ მართლა სერიოზულად ვეუბნებოდი,ჩამეხუტა.რამდენიმე წამის მერე კი ყურში რაღაც ჩამჩურჩულა.
-ძვირფასო,როგორ გიყვარს ჩახუტება.სულ შენ მთხოვ ხოლმე ჩახუტებას,მე მხოლოდ ერთხელ გითხარი და მაშინაც შენ ჩამეხუტე პირველი.
-საზიზღარო,მომშორდი-ხელით უკან დავხიე ლაზარე,რომელიც კმაყოფილი მიცინოდა.გამახსენდა,როცა საკონდიტროში ვუთხარი,უნდა ჩაგეხუტო თქო.მერე კი,სახლთან ლაზარ ემ მითხრა სულ გაგხსენებ შენ,რომ მოინდომე პირველმა ჩახუტებაო.
-წესით ასეთ დეტალებს გოგოები იმახსოვრებენ-თავის ქნევით მითხრა ლაზარემ-მაგრამ,რადგან შენ სხვებს არ გავხარ,ჯანდაბას მე დავიმახსოვრებ.
-მშვენივრად მახსოვს ყველაფერი-ნაწყენმა ვუთხარი,კიდევ მინდოდა რაღაცის თქმა მაგრამ ჩასხდომა გამოაცხადეს.
***
ლივერპულში ჩავფრინდით.ისეთი დაღლილი ვიყავი ლაზარეს ვთხოვე,პირდაპირ სასტუმროში წავსულიყავით.ის ისეთი გახარებული და აფორიაქებული იყო,დაღლა სულაც არ ეტყობოდა.სასტუმროში დავბინავდით და მეც მერიკოს დავურეკე.
-მერიკო ჩავფრინდით-ვაცნობე ჩვენი ჩასვლის ამბავი.
-უკვე სასტუმროშიც დაბინავდით?-მკითხა ქალმა.
-კი მერიკო,არ ინერვიულო.-დავამშვიდე.
-მისმინე ნენე-მომმართა ქალმა.
-გისმენ მერიკო.
-ისე მიყვარს ლივერპული...-აღარ დავამთაბრებინე.
-აქ ნამყოფი ხარ?-გაოცებულმა ვკითხე.
-კი ნამყოფი ვარ და ძალიანაც მიყვარს ეგ ქალაქი.ამიტომ ბევრი ფოტოები გადაიღეთ,რომ მეც დავათვალიერო.
-როგორც იტყვით უფროსო-გამეცინა.
-ერმანეთს მოუფრთხილდით-დამარიგა ქალმა.
-აუცილებლად.
-კარგად იყავით.
-კარგად მერიკო,გკოცნი.
***
-დღეს დიდი დღეა,დიდი-მხიარულად შემოაღო ლაზარემ,ჩემი ოთახის კარები.
-დამაცადე ძილი-თვალები მოვიფშვნიტე და საათს დავაკვირდი.დილის 8-ის ნახევარია,რა აყვირებს ამ დილა უთენია.
-რა დროს ძილია-მითხრა და მერე გაიცინა-ისე მერიკო,უყურებს ამ გადაცემას "რა დროს ძილია?",ოღონდ შუაღამეზე-მის სიცილზე მეც გამეცინა.
-დღესაა თამაში?-მისი სიხარულის მიზეზს მივხვდი.
-დიახ დღესაა.-კიდევ უფრო გახარებულმა მიპასუხა.
-დაწყნარდი მერე,წავალთ ვუყურებთ 22 კაცი როგორ დაზდევს ბურთს და დავბრუნდებით-ჯერ გაბრაზებულმა შემომხედა,მერე კი უკმაყოფილო სახე მიიღო.
-ჯერ ეს ერთი ოცი,მეკარეები საჯარიმოში დგანან.-შეჩერდა-და მერე მეორე,როგორ შეგიძლია ფეხბურთი არ გიყვარდეს?
-რა ვიცი აბა-მხრები ავიჩეჩე.
-აი აიღე-მითხრა და საწოლზე მაისური ისროლა.-ეს უნდა ჩაიცვა.
-თქვენი ნებართბით,შეგიძლიათ დამტოვოთ?
-შემიძლია-მითხრა და ოთახი დატოვა.
***
დილას ერთ-ერთ კაფეში ვისაუზმეთ.ლაზარე თავის სიხარულს ვერ მალავდა.ეგ კი არა,კაფეშიც ყველა მატჩზე ლაპარაკობდა.მერე ლაზარემ ამიხსნა,რომ დღეს მათი გუნდი,ამჟამინდელ ჩემპიონებს ხვდებოდა.
საუზმე დავამთავრეთ და ქალაქში გავისეირნეთ.ფოტოები გადავიღეთ.შესანიშნავი ქალაქია ლივერპული.მერე სასტუმროში დავბრუნდით.მატჩამდე ერთი საათით ადრე გარეთ ხმაური ატყდა.ფანჯრიდან გადავიხედე.დაახლოებით 50 ან მეტი ადამიანი იქნებოდა,ხელში ბანერები ეჭირათ და ყველას წითელი ფორმები ეცვათ,აი ისეთი დილას,რომ მომიტანა ლაზარემ.
-გესმის?-ოთახში ლაზარე შემოვიდა,ფანჯარას მოვშორდი.-სქაუზერები არიან,YNWA-ს მღერიან.
-ეგ რა არის?-ინტერესით შევეკითხე.
-ჩვენი გუნდის ჰიმნია.-სწრაფად მიპასუხა ლაზარემ-ის მაისური ჩაიცვი და წამოდი,გარეთ გელოდები.მალე ქენი,მათთან ერთად წავიდეთ ენფილდზე.
-კარგი,კარგი-ლაზარე კარებისკენ გაემართა.10ნომრიანი მაისური ეცვა,წარწერით mane.სწრაფად გავემზადე და ოთახი დავტოვე.დამავიწყდა დავკვივებოდი,ჩემი მაისური რა ნომერი იყო.და ეს კიდევაც ვინანე.ენფილდთან უამრავი ხალხი იყო.მატჩამდე სულ ცოტა რჩებოდა.მართლა როგორ უყვართ ფეხბურთი,გავიფიქრე ჩემთვის.დაახლოებით 15 წუთში,უკვე ტრიბუნებთან ვიყავით და ჩვენი ადგილი დავიკავეთ.არაჩვეულებრივი ატმოსფერო იყო ენფილდზე.
-ლაზარე ვისი მაისური მაცვია?-ინტერესით შევეკითხე.
-ყველაზე სახელგანთქმული ეგვიპეტილის-მითხრა ლაზარემ.
-ტუტანხამონის ფორმა რატომ მაცვია?-ლაზარემ აღშფოთებით გადმომხედა-კაი რა იყო,ვხუმრობ.უბრალოდ ეგ ყველაზე სახელგათქმულია
-არა არ არის-მტკიცედ მიპასუხა-სალაჰის ფორმა გაცვია-მატჩიც დაიწყო.შეხვედრის 32წუთზე მოწინააღმდეგეებმა ანგარიში გახსნეს.ახალგაზრდა ფეხბურთელი ტრიბუნებისკენ წამოვიდა და საკუთარი გოლი აღნიშნა.
-ოხ,სანე...სანე-დანანებით წარმოთქვა ლაზარემ ფეხბურთელის სახელი.
-რას ერჩი?მშვენიერი გოლი გაიტანა!-ჩემი აზრი გავანდე ლაზარეს.
-შენ რა გესმის?-ხელი აიქნია მან.
-კი არ მესმის,დავინახე-ირონიულად ვუპასუხე ლაზარეს-ინგლისელს არ გავს.-ფეხბურთელზე მივუთითე ლაზარეს.
-არცაა.გერმანელია-მიპასუხა და მატჩის ყურება განაგრძო.
-ანუ ამათმა მოიგეს შარშან ჩემპიონატი?-ცოტა ხნის შემდეგ შევეკითხე ლაზარეს.
-კი და თან ისე,რომ ლამის იანვარში ვიცოდით ჩემპიონის ვიანაობა.-მიპასუხა და თან ფეხზე წამოხტა,რადგან მათმა 10 ნომერმა კინაღამ გაათანაბრა ანგარიში.
-მშვენიერი გუნდია-ჩემი სიმპატია გამოვხატე მანჩესტერ სიტის მიმართ.
-ახლა აქ მყოფ ხალხს შენი საუბარი,რომ ესმოდეთ მოგკლავდნენ.და ვერც მე გიშველიდი.
-რატომ რა ცუდი გუნდია?მართლა კარგად თამაშობენ.
-მისმინე ძვირფასო,ლივერპულელებს ჭირის დღესავით ძულთ მანჩესტერელები.გინდა სიტი იყოს,გინდა უნაიტედი.
-ის პატარა ბიჭი ვინ არის?-მანჩესტერელების რიგებში ერთ-ერთზე მივუთითე.
-მაგის გამო.ვერ ითამაშა,ჩვენმა ცხრა ნომერმა მსოფლიოზე სასტარტოში-ნაწყენმა და უკმაყოფილომ მიპასუხა-ეგ ჟესუსია,ბრაზილიელია და 21წლისაა.-ჩქარ-ჩქარა მომაყარა სიტყვები მან-ახლა მაცადე თამაშის ყურება.
-კი ბატონო-უდარდელად დავეთანხმე-უყურე,როგორ ვერ გამოაქვთ შენებს ბურთი,თავიანთი საჯარიმოდან-ლაზარემ გაბრაზებულმა გადმომხედა,მაგრამ არაფერი უთქვამს.მასპინძლებმა შეხვედრის 78 წუთზე გაათანსბრეს,გოლი მათი მხრიდან მარჯვენა განაპირა მცველმა გაიტანა.
-ესეც ჩვენი არნოლდი-სიამაყით წარმოთქვა ლაზარემ.
-ინგლისელია?-შევეკითხე,თავის სიამაყეზე.
-კი და თან 19 წლისა-მატჩი ფრედ 1-1 დამთავრდა.ლაზარე მაინც ძალიან ბედნიერი იყო.
***
ლივერპულში შესანიშნავი ორი კვირა გავატარეთ.ეს არაჩვეულებრივი ქალაქი,სავსეა ღირშესანიშნაობებით.სად არ ვიყავით მე და ლაზარე,დილით ადრე წავიდოდით და საღამოს ვბრუნდებოდით.ახლა კი სახლში ვბრუნდებით.ერთი სული მაქ მერიკოს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყვე.
-მოგეწონა ლივერპული?-თვითმფრინავში მკითხა ლაზარემ.
-თანაც,როგორ-სიხარულით ვუთხარი მე.
-მერიკო მომენატრა ძალიან.
-მერიკო თუ მისი ტკბილეული?
-ოჰჰ-ამოილაპარაკა-კარგი ორივე.
-ტკბილეულზე მეტად ვინმე გიყვარს საერთოდ?
-კი არის ერთი-უბრალოდ თქვა ლაზარემ.
-გამიმხელთ მის ვინაობას ყმაწვილო?
-ერთი პირობით მის,სანაცვლოდ თქვენ გამიმხელთ ვის ეკუთვნის თქვენი გული.-ეშმაკურად აათამაშა წარბები.
-არავითარ შემთხვევაში.-მტკიცე უარი მიიღო ჩემგან.
-ნუ ვიტყვით,ჩვენ ხომ უთქმელადაც ვიცით არა?
-მე არაფერიც არ ვიცი ყმაწვილო.
-ძალიანაც ცუდი-დანანებით მითხრა-მე კი ვიცი,ვის ეკუთვნის თქვენი გული.
-გამანდეთ საიდუმლო-მშვიდად ვუთხარი,მაგრამ ისე კი ძალია ავღელდი.
-ჩემგან ეს არა ჯელტმენური საქციელი იქნება.თქვენ შეგრცხვებათ და გაწითლდებით.
-საზიზღარი ხართ-მტკიცედ ვუთხარი.
-ადრეც უთქავმთ ჩემთვის.
-მან გითხრათ ვისაც თქვენი გული ეკუთვნის?
-ნუ ეშმაკობთ,მის.

Date: Jun 30, 2018
Subject: ნენე(ნაწილი 7)

-ნენე-გაისმა ლაზარეს ხმა ტელეფონში.
-გისმენ ლაზარე-ვუთხარი და ქუჩაში ერთ-ერთი ჯიხურის თავზე არსებულ საათს დავაკვირდი.საღამოს 8ის ოცი წუთი იყო.
-ჩამოდი დაბლა,გელოდები-გარკვევით წარმოთქვა ლაზარემ.
-არა ვარ სახლში-ვუპასუხე-მერიკოსთან ვიყავი და ახლა მოვდივარ.
-მალე მოხვალ?-აჩქარებით მკითხა-მითხარი სად ხარ და მოვალ მეც.
-არა მოვალ მალე-რბილად ვუთხარი-5 წუთიც.
-გელოდები-მითხრა და ტელეფონი გათიშა.ქუჩა გადავკვეთე.ერთი კვარტალიც და ჩემს სადარბაზოსთან ვიქნებოდი.რამდენიმე წუთი კიდევ ვიარე და ჩემს სახლს წინა მხრიდან მივადექი.აქ არ არის მანქანა,ეტყობა უკან ეზოში მელოდება.სახლს გვერდიდან შემოვუარე.დაცვის თანამშრომელს მივესალმე და ეზოს თვალი მოვავლე.ლაზარე სადარბაზოს წინ არსებულ ჩამოსაჯდომ სკამზე იჯდა და ფეხებს ნერვიულად ათამაშებდა.
-ლაზარე-დავუძახე და სწრაფი ნაბიჯებით გავემართე მისკენ.ფეხზე წამოდგა.
-აჰ მოხვედი?-აღელვებით ჩაილაპარაკა ლაზარემ.
-რა სულელურ შეკითხვებს მისმევ-გაკვირვებით ვუპასუხე-მოვედი,ვერ მამჩნევ?
-კაი რა ნენე-წამოიყვირა ლაზარემ.მივხვდი რაღაცაზე ნერვიულობს.
-აბა გისმენ,რისი თქმა გინდა ჩემთვის-გავიღიმე თან ისე,რომ ლოყაზე ერთის მაგივრად ორი ნაჩხვლეტი გამოჩნდება.ჩემს ღიმილზე მასაც გაეღიმა.
-ხიდზე წავიდეთ-ამოილუღლუღა-ფეხით წავიდეთ?
-ფეხით გავისეირნოთ-ვუთხარი და ხელი ჩავკიდე.
***
ხიდზე მივრბოდით,მე და ლაზარე.ქარი სახეზე სასიამოვნოდ მელამუნებოდა.ხიდის ბოლოშიც გავაღწიეთ.ლაზარემ ხელი გამიშვა და შუბლზე ჩამოყრილი თმა უკან გადაიწია.
-დარწმუნებული ვარ არ გახსოვს დღეს რა დღეა!-შერბილებული ხმით,მაგრამ მტკიცედ თქვა.
-როგორ არა დღეს ოთხშაბათია-ხმამაღლა კი ვთქი ეს მაგრამ გონებაში ვფიქრობდი რა ხდება დღეს.არაფერი მახსენდება.
-ეგ ვიცით,დღევანდელ დღეს რა მოხდა იმას ვგულისხმობდი.-მშვენივრად ვიცი რასაც გულისხმობდა,უბრალოდ დროის გასაყვანად ვახსენე ოთხშაბათი-არაფერიც არ გახსოვს-საპასუხოდ მხოლოდ გავუღიმე.
-კარგი,არ მახსოვს-გამოვტყდი მე.
-გახსოვს ამ ხიდზე პირველი მოსვლისას,უცნაურ ადამინებზე რაღაც გითხარი.
-კი ეგ მახსოვს-სიხარულით ვუთხარი.
-ჰოდა,ახლა მაგის გაგრძელება უნდა მოისმინო.
-გისმენ-გავუღიმე.
-უცნაურ ადამინებს კეთილი გული აქვთ.გაუთვალისწინებლები და ნამდვილები არიან.შესანიშნავ უცნაურ რამეებს აკეთებენ და ლამაზ უცნაურ სიტყვებს ამბობენ.
იღვიძებენ და იძინებენ უცნაურ საათებზე.და უცნაურ ამბებს ყვებიან.უცნაურ ადამინებს უცნაური თვალები აქვთ,რომლებსაც სხვა უცნაური ადამინები კითხულობენ.დანარჩენები კი მათ,მოჯადოებულები შესცქერიან და ცდილობენ მიუხვდნენ მათ.
უცნაურ ადამინებს უცნაური სიყვარული შეუძლიათ.უყვართ ყველაფერი.ყველაზა უცნაურიც კი.და მე შემიყვარდა უცნაური ადამიანი უცნაურად.და ამას ჩვენი გაცნობიდან ზუსტად ერთი წლის მერე ვეუბნები.
ჩემი გული თქვენ გეკუთვნით ქალბატონო და მხოლოდ თქვენ მიყვარხართ ტკბილეულზე მეტად.
მიყვარხარ ნენე.-ლაზარეს ნათქვამიდან აღარაფერი მესმოდა.ვერაფერი ვერ გავიაზრე,გარდა იმისა,რომ ვუყვარვარ.ალბათ არც იყო,საჭირო სხვა სიტყვების გაგება.ასე გაოცებული შევცქეროდი ლაზარეს.ის კი იდგა და უბრალოდ მიღიმოდა.
-ანუ გიყვარვარ?-იმის მაგივრად,რომ მეთქვა მეც მიყვარხარო,ძალიან სულელური კითხვა დავუსვი.
-ნენე,კარგი რა-დანანებით მითხრა-ამდენი სულ ტყუილად გელაპარაკე?
-მეც მიყვარხარ-მისი კითხვისთვის ყურადღება არ მიმიქცევია,სწრაფად ვუთხარი ჩემი სათქმელი.მზერა მოვარიდე და სადღაც მის უკან,სივრცეს მივაშტერდი.
-ვიცოდი-მტკიცედ მითხრა მან.
-აბა,რა განერვიულებდა სადარბაზოს წინ?-სიცილოთ ვუთხარი და წარბები ავათამაშე.
-ვიფიქრე ახლა თავის დაფასებას დაიწყებს თქო.მაგრამ სულ ამომიფრინდა თავიდან,რომ შენ სხვა გოგონებს არ გავხარ.
-და მაინც სადამდე გაგრძელედება შენი სიყვარული?
-ახლა მისმინე,რა ბანალური რაღაც გითხრა.-სიცილით დაიწყო საუბარი-მანამ მეყვარები,სანამ მუნჯი არ ეტყვის ყრუს,თუ როგორ დაინახა ბრმამ,რომ კოჭლი მირბოდა.
-ჰო,მართლაც ბანალური იყო-გამეცინა.
-ნენე,მე არ ვარ ბანალური,შენ ხომ საერთოდ.ნეტავი როგორი წყვილი ვიქნებით?
-უცნაური ძვირფასო-წამწამები საყვარლად ავაფალხუნე.
სახლის კარები გავაღე და უკვე შესვლას ვაპირებდი ტელეფონზე შეტყობინება,რომ მომივიდა.
«ძვირფასო,ყოველგვარი ბანალურობის გარეშე,ჩემი სიყვარული შენს ოცნებას გავს,უსასრულოა.ძილინებისა.»ტექსტის კითხვისას უნებურად გამეღიმა.გამახსენდა,როცა ვუთხარი უსასრულობაზე ვოცნებობ,თქო.მართალია,ასეთ დეტალებს თვითონ უკეთ იმახსოვრებს.ვერც კი წარმოიდგენთ,როგორი უსაზღვროა ჩემი სიყვარული.
ლაზარე,რომ მისმენდეს მეტყოდა რა ბანალურიაო.მაგრამ რას ვიზამთ,სიყვარული თავადაა ბანალური.
★★★
მეორე დილით,ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.
-დაბადების დღეს გილოცავ,ძვირფასო-გავიგონე ლაზარეს მშვიდი ხმა.როგორც ჩანს დიდი ხანია,გაიღვიძა.
-რას ლაპარაკობ?-გაოცებულმა ვკითხე.რა დაბადების დღე.არ ვიცი სინამდვილეში,როდის დავიბადე და არც არასდროს აღმინიშნია ჩემი დაბადების დღე.
-ძვირფასო,გადავწყვიტე რომ დღეს შენი დაბადების დღეა-სიცილით ამიხსნა.
-მაშინ მადლობა-დიდი მომიწიწებით ვუპასუხე.
-არ გაგიხარდა?-ნაწყენი ხმით მკითხა.
-ნუ სულელობ ერთი,რა-სიტყვა შევუბრუნე.
-არაფერსაც არ ვსულელობ-აღშფოთებით წამოიძახა ლაზარემ.-დღეს საღამოს,8-ზე გამოგივლი.
-კარგი-დავეთანხმე და ტელეფონი გავთიშე.ეს რაღა მოიგონა ახლა?რაც არის არის.დღეს ჩემი დაბადების დღეა და ბედნიერი უნდა ვიყო.
★★★
მწვანე კაბა ჩავიცვი.მკერდთან მომდგარი და დაბლა მუხლებამდე დაშვებული.თმები მაღლა ავიწიე და ძალიან მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე.8ის ნახევარზე ლაზარემ შეტყობინება გამომიგზავნა.«ჩამოდი,გელოდები».მეც სტიკს მოვეფერე და კარები დავკეტე.თავის მანქანასთან იდგა.როცა დამინახა გეაღიმა.კარგად დამაკვირდა და ხელი გამომიწოდა.
-ძალიან ლამაზი ხარ-თბილად მითხრა და მანქანის კარები გამიღო.
-შენც არაგიშავს-ვუთხარი და მის ოფიციალურ ტანსაცმელს კარგად დავაკვირდი.
-საერთოდ არ გეხერხება კომპლემენტის თქმა-უკმაყოფილოდ შემომხედა.
-ეგ ქალების საქმე არაა.-სიცილით ვუპასუხე.
-მართალია-დამეთანხმა-გოგონები იმახსოვრებენ გაცნობის თარიღს,როდის გამოუტყდნენ მას სიყვარულში.შენ შეგიძლია ორივე,ერთი თარიღით დაიმახსოვრო.მაგრამ შეგახსენებ,რომ მაგასაც მე ვაკეთებ.
-დავიმახსოვრებ-ნაწყენმა ვუპასუხე.მზერა მოვარიდე და წინ გავიხედე.ლაზარეს გაეცინდა და ლოყაზე მაკოცა.
-არაუშავს,შეგახსენებ ხოლმე-სიცილით მითხრა,ჩემს პასუხს აღარ დაელოდა.კარები დახურა და თავისი ადგილისკენ გაემართა.ცოტა ხნის შემდეგ,ინტერესით შევეკითხე.
-ლაზარე სად მივდივართ?-მან ამოიხვნეშა და თავი ჩემსკენ შემოატრიალა.
-ჩემთან სახლში-აუღელვებლად მიპასუხა.
-რაო?-შევსძახე აღშფოთებულმა.
-დაწყნარდი-ისევ მშვიდადაა ლაზარე-დედაჩემი და ჩემი და უნდა გაგაცნო.
-აჰ-ირონიულად ამოვილაპარაკე-რატომ აქამდე არ მითხარი?-ვკითხე გაცხარებულმა.
-ვიფიქრე,რომ არ დამთანხმდებოდი,ამიტომ...
-როდიდან ფიქრობ,ჩემს მაგივრად?-შევაწყვეტინა და გაბრაზებულმა დავუმატე-გააჩერე მანქანა-მტიცედ ვუთხარი.გვერდიდან გადმომხედა-გააჩერე მეთქი-მანქანა გააჩერა და მეც გარეთ გადმოვედი,თვითონაც იგივე გაიმეორა და ჩემთა ახლოს მოვიდა.
-მითხარი დამთანხმდებოდი?-როგორც შეეძლო ცივად მკითხა.
-არა-გაბრაზებულმა ვუპასუხე-არც ახლა არ წამოვალ.
-ნენე,ნუთუ არ გესმის-ხმას აუწია-რომ თუ ჩემთან ერთად გინდა ყოფნა,მოგიწევს ხალში გაერიო-ყვირილამდე არაფერი აკლდა.
-ნუ მიყვირი-წამოვიძახე და კრუხივით ავიფხორე.
-არ ვყვირი-მშვიდად მითხრა ლაზარემ,თან თმაზე ხელი გადაისვა.
-მაპატიე,ვერ წამოვალ-წყნარად,მაგრამ მტკიცედ ვუთხარი და ზურგი ვაქციე.სახლში ვაპირებდი დაბრუნებას,როცა მკლავში ხელი მომკიდა და შემაჩერა.
-ისინი გველოდებიან-უბრალოდ ჩაილაპარაკა.ღმერთო,რა ვქნა?არ შემიძლია იქ ვერ წავყვები.უნდა დავჯდე მათთან ერთად მაგიდასთან,მივირთვა ვახშამი და ისინიც ღიმილით დამაჯილდოვებენ ხოლმე.მერე სახლში დავბრუნდები და ისინი ჩემზე დაიწყებენ ლაპარაკს.ახსენებენ იმასაც,რომ მარტო ვარ,ოჯახი არ მყავს.არა არ შემიძლია.იქ არ წავალ.ჩემს ნაჭუჭში ყოფნა მირჩევნია.-მარტო დამტოვებ?-ნაწყენმა მკითხა.ვერ დავტოვებ მარტო.არც ეს შემიძლია.ლაზარეს გამო უნდა გავაკეთო,უნდა წავყვე მის ოჯახთან.მისთვის არც შემიხედავს ისე ჩავჯექი მანქანაში.
-მადლობა ნენე-სადღაც შორიდან ჩამესმა ლაზარეს ხმა.არაფერი მითქვამს,მხოლოდ გზას მივშტერებოდი.
ლაზარე დიდ ორსართულიან სახლში ცხოვრობდა.სახლი მაღალსვეტებიანი და ფართოაივნებიანი იყო.წინ დიდი ეზო ქონდა,მარჯვნივ ყვავილები იყო დარგული,მარცხვნივ კი ხეები იყო.ორ ხეს შორის ჰამაკი იყო გაბმული.მის პირდაპირ ჩამოსაჯდომი სკამები და პატარა მაგიდა იდო.შიგნით დიდი შემოსასველი იყო,იქიდან პირდაპირ სასტუმრო ოთახში გადიოდი.სამზარეულოს კარებთან ახლოს,დიდი ხის მაგიდა და ასეთივე სკამები.მათგან მოშორებით კუთხის მდივანი,მის წინ ნაცრისფერი მაგიდა იდგა,უფრო წინ კი ტელევიზორი.მარცხნივ დიდი ხის კიბე იყო.
-დედა,გაიცანი ეს ნენეა-ღიმილით წარუდგინა ჩემი თავი ლაზარემ.მისთვის,რომ შეგეხედათ საერთოდ ვერ იფიქრებდით,ამ რამდენიმე წუთის წინ კამათი,რომ მოუვიდა.დედამისი მაღალი,სუსტი აღნაგობის ქალი იყო.წაბლისფერი თმები,მხრებამდე წვდებოდა.მუქი თაფლისფერი თვალები და პატარა აპრეხილი ცხვირი აქვს.ასაკი საერთოდ არ ეტყობა.ლაზარეს და დედამის გავს,მხოლოდ გამოხედვა აქვს ლაზარესნაირი.ჩალისფერი თმა კულულებად დაყრია მხრებზე.ალბათ ბუნებრივია,რადგან ლაზარესაც ასეთივე კულულები აქვს.პატარა შუბლი აქვს.დიდრონი თაფლისფერი თვალები და საშუალო ზომის ცხვირი,არა ისეთივე ლამაზი,როგორიც დედამისის.ლაზარესავით ლამაზი მოყვანილობის ქვედა ყბა აქვს.
-სასიამოვნოა ნენე შენი გაცნობა-ხელი გამომიწოდა ქალმა,თან გამიღიმა.ასე კიდევ უფრო ახალგაზრდა ჩანს.-მე ნინო მქვია.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა-ვუპასუხე და ხელი ჩამოვართვი.
-ეს კი ჩემი უმცროსი და ლილიანია.-მასაც ხელი ჩამოვართვი და მერე სავახშმოდ დავსხედით.
-ნენე,თქვენი ოჯახი რას საქმიანობს?-მკვახედ მკითხა,ქალბატონმა ნინომ.ლაზარემ გაბრაზებულმა გადახედა.როგორც,ჩანს ლაზარემ გააფრთხილა ამის შესახებ,მაგრამ დედამისმა არ გაითვალისწინა.
-ოჯახი არ მყავს-სულშეგუბებულმა ვუპასუხე-ნუთუ არ იცოდით?-აღმომხდა მე.ქალი შეცბა.
-არა ძვირფასო,ლაზარეს არ გავუფრთხილებივარ,თორემ უხერხულ სიტუაციაში არ ჩაგაგდებდი.-ცალყბად გამიღიმა ქალმა.
-არაუშავს-მშრალად ვუპასუხე.-ადვილი მისახვედრი იყო,რომ არ მოვეწონებოდი.მთელი ვახშმის განმავლობაში მეკითხებოდა,ჩემს წარსულზე.ისიც მითხრა,ალბათ არ საქმიანობთ და სახელმწიფო გეხმარებაო.ლაზარე რამდენჯერმე ჩაერია საუბარში,მაგრამ დედამისი მაინც იგივეს აგრძელებდა.მუდარით სავსე თვალებით გადმომხედავდა ხოლმე,თითქოს წინასწარ მიხდიდა ბოდიშს.ვახშმის შემდეგ პატარა მაგიდაზე ტკბილეულობა შემოიტანეს.იქ კიდევ უფრო,უხერხულად ვიჯექი.მალევე წამოვდექი ფეხზე
-ჩემი წასვლის დროა-ხმადაბლა ვთქვი და გავიღიმე.
-ასე მალე მიდიხარ?-მოჩვენებითი გულითადობით მკითხა ქალმა.
-სასიამოვნო დრო გავატარე თქვენთან-ვიცრუე მე-დიდი მადლობა.
-მე წაგიყვან-ფეხზე წამოდგა ლაზარე.
-მაშ,რა გაეწეწყობა-ქალბატონი ნინოც ფეხზე წამოდგა-გაგაცილებთ.-კარებთან კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა და სახლი დავტოვე.
★★★
-ჩემზე გაბრაზებული ხარ არა?-ნაღვლიანად მკითხა.
-არა-მკვახედ ვუპასუხე.
-ნენე,არ მეგონა ასე თუ მოიქცეოდა,თორემ...
-გაჩერდი-შევაწყვეტინე საუბარი-უკვე გითხარი,არა ვარ გაბრაზებული.უბრალოდ ჩემთვის უნდა გეკითხა.
-მართალი ხარ-წაიჩურჩულა-მაპატიე კარგი?
-არ ვარ გაბრაზებული,მითუმეტეს ნაწყენი-გულახდილად ვუთხარი.მიუხედავად იმისა,რომ ვაღიარებდი მის დანაშაულს.მასზე ნაწყენი არ ვყოფილვარ.
-ნენე,დედაჩემი რომ არ ყოფილიყო,არ ვიცი რას ვუზამდი.-ხმადაბლა ლაპარაკობდა ლაზარე-ჩემს თვალწინ დაგამცირეს ნენე და მე ვერაფერი გავაკეთე.
-ლაზარე რას გააკეთებდი?-ინტერესით შევხედე-დედაშენს უყვირებდი?
-ნერვებზე ვიშლები,როცა ვაანალიზენ რომ მე არაფერი გავაკეთე.
-ვერაფერს გააკეთებდი-მტკიცედ ვუთხარი-მოვრჩეთ ამაზე საუბარს.-აღარაფერი უთქვამს.ვეღარ ვითმენდი,სახლში მისვლა და მარტო ყოფნა მინდოდა.რომ შემეძლოს,ლაზარეს კიდევ დიდხანს აღარ ვნახავდი.მაგრამ განა შემიძლია მისგან შორს ყოფნა?არა.არა და არა ეს ჩემს ძალებს აღემატება.ლაზარე მართალი იყო,როცა მითხრა რომ თუ მასთან ყოფნა მინდა,მის გარშემო არსებული საზოგადოების წევრი უნდა გავხდე.მე კი არ მინდა ამ დაუნდობელი საზოგადოების ნაწილი ვიყო.მათთან ახლოს ყოფნასაც კი ვერ ავიტან.მანქანა ჩემი სადარბაზოს წინ გაჩერდა,მეც მაშინვე დაბლა ჩამოვედი.არც შემიხედავს,ჩემს გზაზე წავედი.სადარბაზოში ლიფტს ველოდებოდი,როცა ლაზარემ დამიძახა.
-ნენე მოიცა-აღელვებულმა შემაჩერა-კინაღამ დამავიწყდა,შენთვის რაღაცის გადმოცემა.-მითხრა და თვითონაც სადრბაზოში შემოვიდა?-შემობრუნდი-მეც დავყევი მის სურვილს და მისგან ზურგით დავდექი.ყელზე მისი ხელების შეხება ვიგრძენი,მერე რაღაც ცივი საგანი ჩემს ყელზე ჩამოცურდა.მინდოდა დამეხედა რა იყო ეს ნივთი,მაგრამ ამას ვერ ვახერხებდი.უბრალოდ ღმერთს მადლობას ვწირავდი,რომ ლაზარეს ჩემი სახის დანახვა არ შეეძლო.მერე ხელები მხრებზე მომკიდა და მისკენ შემომაბრუნა.ყელზე დავიხედე.ვერცხლის ძეწკვზე პატარა წრე იყო ჩამოკიდებული,წრის მინის შიგნით კი შავ ნაწილზე თეთრი გვირილა იყო გამოსახული.
-დაბადების დღის საჩუქარია-ლაზარეს თვალები ბედნიერიებას ასხივებდნენ.
-მადლობა ლაზარე-მშვიდად ვუპასუხე-ძალიან ლამაზია.
-შენსავით-ღიმილით მითხრა.
-ბანალური ხარ ლაზარე-მშრალად ვუპასუხე და გავიცინე.
-რას ვიზამთ?-მკითხა-მგონი საჭიროა ცოტა ბანალურობა ბედნიერებისთვის.
-თუ ბედნიერებისთვისაა მაშინ ღირს.
-ნამდვილად.გვიანია წავალ მე.
-ღამემშვიდობისა ლაზარე.
-ღამემშვიდობისა ნენე.-შებრუნდა და მანქანისკენ გაემართა.მაგრამ მერე შემობრუნდა და მშვიდი ხმით მითხრა.
-იცოდი თურმე გვირილა არის ყვავილი,რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის-ალბათ სხვისი გადმოსახედიდად ჩვენი ურთიერთობა,როგორი ბანალურია.
★★★
ზუსტად წელიწადნახევარი გავიდა,იმ დღიდან როცა ლაზარემ ჩემი დაბადების დღე შექმნა.ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი დღეები.ჩვენ ამ დროის განმავლობაში ვცხოვრობდით ძალზედ უბრალოდ.სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.უბრალოდ ცხოვრებით ვხარობდით.ვსეირნობდით,ვიცინოდით,ვცეკვავდით წვიმაში,ვგუნდაობდით თოვლში,ვუყურებდით ფეხბურთს,ვკითხულობდით დეტექტივებს,დავდიოდით უნივერსიტეტში,ვუყურებდით დაის და აისს,ვაცხობდით ნამვხვრებს,ვუსმენდით მერიკოს დარიგებებს,ვსაუბრობდით უსასრულოდ,დავრბოდით ხიდზე,ვიქცეოდით უცნაურად,ხანდახან ბანალურად,ვუყურებდით ვარსკვლავებით მოჭედილ ცას,ვოცნებობდით,ვუყურებდით ერთმანეთს თვალებში და უბრალოდ გვიყვარდა ერთმანეთი.
★★★
სამზარეულოდან ყავით ხელში გამოვედი და შემთხვევით ისეთი საუბრის მოწმე გავხდი,რომელიც წინასწარ არ უნდა გამეგო.ლაზარე ზურგით იდგა,ტელეფონზე ლაპარაკობდა,ამიტომ ვერ შემამჩნია.
-ხომ გითხარით,რომ ბეჭედი მომავალ კვირას მჭირდება-გაბრაზებული ლაპარაკობდა ლაზარე-როგორ არ გესმით ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია,მომავალ კვირას მომავალ მეუღლეს ცოლობა უნდა ვთხოვე და იმედი მაქ უბეჭდოდ არ დამტოვებთ-ახლა რა ვქნა?უკან სამზარეულოში შევედი და ხმამაღლა დავიძახე.
-ლაზარე რამდენი კოვზი შაქარი ჩაგიყარო?-ხმაში ოდნავი აღელვება მეტყობოდა.
-ორი ნენე რამდენჯერ უნდა გითხრა-მისაყვედურა ლაზარემ.
-კარგი მოგიტან ახლავე-დაუფიქრებლად ვუპასუხე.
-ახლა არ მკითხე შაქარი რამდენი კოვზი ჩავყაროო?-ახლა კი გავები.
-ისა...შაქარის ჩაყრა დამავიწყდა და ახლა ჩავყრი-წავილუღლუღე მე,რასაც ლაზარეს ხმამაღალი სიცილი მოჰყვა.
★★★
ლაზარე უნივერსიტეტში იყო,მე კი ვიჯექი და დიპსტიკს ვეთამაშებოდი.კარებზე კაკუნის ხმა გაისმა.ეტყობა ლაზარე ადრე გათავისუფლდა.კარები გავაღე და გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა.ქალბატონი ნინო ჩემი კარის ზღრუბლთან იდგა.
-გამარჯობა-მითხრა მედიდურად-ხომ შემომიპატიჟებ?
-რა თქმა უნდა-ოდნავ დაბნეულმა ვუპასუხე-მობრძანდით.ქალი შინ შემოვუშვი და ისიც მისაღებ ოთახში დივანზე ჩამოჯდა.
-რას მიირთმევთ?-ვკითხე,მან შემომხედა ისე,თითქოს რამე დამეშავებინოს.
-გმადლობ-ოთახს თვალი მოავლო-არაფერი მინდა.უბრალოდ მინდა მნიშვნელოვან საკითხზე დაგელაპარაკო.
-გისმენთ-ვუთხარი და მის წინ სავარძელში დავჯექი.
-როგორ ფიქრობ შენი და ლაზარეს ურთიერთობა სწორია?-პირდაპირ მკითხა ქალმა.
-სწორ ურთიერთობაში რას გულისხმობთ?-დაეჭვებით შევეკითხე.არ ვაპირებ ამ ქალს კიდევ ერთხელ მივცე უფლება დამამციროს.
-შენი პასუხი ისედაც უმნიშვნელოა-მტკიცედ თქვა ქალმა,პრინციპში მის მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა მტკიცეა,თითქოს ყოველთვის ჭეშმარიტებას ღაღადებდეს.-მე კი ვფიქრობ,რომ არასწორია.
-მისმინეთ-გავჩუმდი,მერე კი ისევ გავაგრძელე-თუ ჩემი აზრი თქვენთვის უმნიშვნელოა,რატომ გგონიათ რომ თქვენსას აქვს რაიმე მნიშვნელობა ჩემთვის?-ქალმა წარბები მაღლა აზიდა.
-ოჰ,როგორც ჩანს არაფერს ცვლის ის ფაქტი რომ ლაზარეს დედა ვარ?-აქ ქალმა შესამჩნევად ჩაიცინა.
-მერწმუნეთ,ეს ბევრ რამეს ცვლის-თმები ყურს უკან გადავიწიე-აქ,რომ ზიხართ და ცდილობთ დამამციროთ,მე კი ამას გითმენთ,იმის დამსახურებაა რომ იმ ადამინის დედა ხართ,ვინც მიყვარს.
-ნენე,უპატრონო რომ არ იყო და კიდევ წარსულში მათხოვარი არ ყოფილიყავი,აუცილებლად მომეწონებოდი-ხომ თითქოს განსაკუთრებულად არ წარმოუთქვამს ეს სიტყვები,მაგრამ გული საშინლად მატკინა.
-სამწუხაროა-დანანებით ამოვილაპარაკე-მე კი არასდროს მომეწონებოდით-სიტყვებს თავს ძლივს ვუყრიდი.ჩემს პასუხზე,ქალმა გადაიხარხარა.
-არცაა საჭირო-სიცილით მითხრა-დედამთილებს არ ირჩევენ!
-ეს ფრაზა თქვენ გეკუთვნით?-ირონიით ვკითხე,რაზეც ქალი გაბრაზდა.
-არ ფიქრობ,რომ შენი ტონი ჩემთან მიმართებაში ლაზარეს არ მოეწონება?
-ჩემი პასუხი თქვენთვის უმნიშვნელოა,ამიტომ არც გიპასუხებთ.ისე კი არც თქვენი დამოკიდებულება მოეწონება ლაზარეს ჩემდამი.
-პირდაპირ უნდა გითხრა ჩემი სათქმელი-სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი ქალმა.
-დიახ გისმენთ.
-ლაზარე შენთან ბედნიერი ვერ იქნება.შენ არ გინდა ადამიანებთან ურთიერთობა,ლაზარეს კი უამრავი მეგობარი ჰყავს.გაგაცნო რომელიმე?რა თქმა უნდა არა.იმიტომ რომ იცის არ გიყვარს ხალხთან ურთიერთობა.რას იზამ მთელი დღე სახლში ჩაიკეტები და ლაზარეს მეგობრებთან კონტაქტს თავს აარიდებ.შენ შენი წარსულის გამო,ვერ შეძლებ მათთან ურთიერთობას.ყოველთვის ზედმეტად ჩათვლი თავს საზოგადოებაში.ნუთუ ფიქრობ,რომ შენი და ლაზარეს თანაცხოვრება მშვიდი და დალაგებული იქნება.ვიფიქრე ამას აქამდე მიხვდებოდით შენ ან ლაზარე გაიაზრებდა ყოველივეს მაგრამ არა.მეც ვიცდიდი მაგრამ როცა გუშინ ბიძამის უარი,უთხრა გერმანიაში მასთან ერთად წასვლაზე,ვეღარ მოვითმინე და მოვედი.მას შეეძლო უკეთესი გაეხადა თავისი მომავალი მაგრამ შენ აგირჩია.არეული და ხმაურიანი მომავალი არჩია,უზრუნველ მომავალს.ვიცი თქვენ გგონიათ,რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს და ყველაფერს გადასწონის მაგრამ არ არის ასე.ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ერთად ბედნიერი ვერ იქნება.დარწმუნებული ვარ წლები ამას ნათლად დაგანახებთ.მაგრამ მე ამდენი დრო არ მაქვს.ვერ მივცემ შვილს უფლებას მომავალი გაინადგუროს.ცხოვრებაში არასდროს არავისთვის არაფერი მითხოვია.ახლა კი მინდა გთხოვო,ჩემს შვილს ნუ წაართმევ ბედნიერ მომავალს,ამას გთხოვ დედა,რომელმაც მარტომ გაზარადა თავისი შვილები.-როგორი რთულია ამ სიტყვების მოსმენა.როგორი რთულია სხვა გესაუბრებოდეს შენს უბედურ მომავალზე.როგორი რთულია უსმინო,როგორ გინგრევენ ძლივს აშენებულ ცხოვრების კოშკს.ჰო,ძალიან რთულია,რთულია იმიტომ რომ სიმართლეა.მე და ლაზარეს საერთო მომავალი არ გაგვაჩნია.მიუხედავად ამდენი წვალებისა,რომ შევცვლილიყავი,არაფერი გამოვიდა.ეს შეუძლებელია,ადამიანები არ იცვლებიან.წლები ვქმნიდი ნენეს,რომელიც არ იტირებდა,ადამინებთან არ ექნებოდა არანაირი ურთიერთობა,მთელ დედამიწაზე ეყოლებოდა,მხოლოდ საკუთარი თავი.არავის იმედი არ ექნებოდა საკუთარი თავის გარდა,ასე იმედგაცრუებული აღარ დარჩებოდა.საკუთარ თავს არ აძლევდა უბედურების უფლებას,მაგრამ ყველაზე უარესიი ისაა,რომ ასე საკუთარ თავს ბედნიერებაც წაართვა.და სააბოლოდ რობოტად ვიქეცი.უგრძნობ და ცივ რობოტად.ლაზარე საუკეთესოს იმსახურებს,მე ვერ წავართმევ მას ბედნიერებას.მასაც ვერ გავაუბედურებ,ისევე როგორც ჩემი თავი გავაუბედურე.
-წადით აქიდან-ხმამაღლა ვუთხარი-და ნუ იღელვებთ,თქვენს შვილს ჩამოვშორდები.-ქალი წამოდგა.
-შეიძლება გკითხო როგორ აპირებ ამას?-კარებიდან გავიდა.
-ეგ ჩემი საქმეა-მტკიცედ ვუთხარი-კარგად ბრძანდებოდეთ-კარები დავხურე და იქვე ჩავიკეცე.ღრმად ჩავისუნთქე,თავს ძალა დავამატე და წამოვდექი.პატარა მაგიდასთან მივედი,ჩემს მიერ გაკეთებული ყრდა ამოვიღე,რომელშიც ჩანახატები იყო,ჩემი და ლაზარეს ერთად ყოფნის დღეები მაქვს დახატული.იქ ჯერ კიდევ ბევრი ფურცელია,მაგრამ ბოლო ფურცელზე ვაკეთებ წარწერას.მერე ბლოკნოტს მისაღებ ოთახში მაგიდაზე ვდებ.კიდევ ერთ ფურცელს ვიღებ და წერილს ვწერ.ყელიდან ლაზარეს ნაჩუქარ მედალიონს ვიხსნი და იქვე ვდებ.მერე უბრალოდ ვზივარ და საათის ტიკ-ტიკს ვუსმენ.ოთხი საათი,ხუთი,ექვსი,შვიდი,რვა,ცხრა...და დროა.ოთახში შევდივარ თეთრ ზაფხულის კაბას ვიცმევ შუა დეკემბერში.დიპსტიკის წკმუტუნი მესმის,მასთან მივდივარ და ვეფერები.ჩემი საყვარელი პატარა დარმატინელი.მერე სახლიდან გავდივარ და კარებს ვხურავ.ხიდთან მივდივარ.ლაზარეს ხმა უნდა გავიგონო.ტელეფონს რომელიც საბედნიეროდ წამოვიღე ჯიბიდან ვიღებ და ლაზარეს ვურეკავ.
-ნენე გისმენ-მპასუხობს ლაზარე.ხმას ვერ ვიღებ-ნენე გესმის ჩემი?
-კი,კი მესმის-ნაჩქარევად ვპასუხობ-მიყვარხარ ლაზარე.
-ნენე რა ხმა გაქ?რა გჭირს?
-არაფერი,უბრალოდ მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ ნენე მეც.მაგრამ რაღაც გჭირს.
-ლა-ზა-რე-ძლივს ამოვილუღლუღე-ოდესმე მაპატიე გთხოვ.
-რეებს ბოდავ ნენე?რა უნდა გაპატიო?
-თუ შეძლებ მაპატიე,ჩემი ხათრით.
-ნენე ნუ მაშინებ ჩემო ძვირფასო.მოვდივარ,შენთან მალე ვიქნები.
-მიყვარხარ,მე მართლა მიყვარხარ.
-ვიცი ძვირფასო,ვიცი.
-მშვიდობით ლაზარე.
-ნენე ნუ მაგიჟებ,ნენე-ტელეფონში ყვიროდა ლაზარე.
-იმედი მაქ მაპატიებ ჩემო ძვირფასო.მიყვარხარ-ვუთხარი და ტელეფონი დავკიდე.ხიდთან მივედი და ნელა წავედი წინ.ეს ერთადერათი შემთხვევაა,როცა ამ ხიდზე სირბილის ნაცვლად,ნელა მივდივარ.აქ ყოველათვის ბედნიერი ვიყავი,როცა აქ მოვდიოდი,ახლა კი უბედური ვარ,ძალიან უბედური ვარ.ხიდის ბოლოში გავედი და ავკანკალდი.მერე ხიდის მოაჯირზე ავედი,მაღლა ცას ავხედე.მერე კი ჩემს მეგობარში გადავეშვი.ერთიანად ამაკანკალდა,წყალი ისეთი ცივი იყო.მაგრამ ვერ შეედრებოდა ჩემი სულის სიცივეს.გამალებით ვეშვებოდი ფსკერისკენ,ხელებს და ფეხებს ძლივსღა ვამოძრავებდი.ძალიან ღრმად ვიყავი ჩასული.წნევა ყურის აპკს მიხეთქავდა,თავი მიბზუოდა.ლამის მიმტყუნა გამძლეობამ მაგრამ ხელებს მაინც ვამოძრავებდი.ეს ალბათ გადარჩენის რეფლექსია.უფრო ღრმად მივიწევდი,მერე კი ერთბაშად მოვეშვი.ფილტვებიდან ჰაერმა იხუვლა და დაიცალა.ჰაერის ბუშტები ღაწვებზე და თვალებზე ამოცურდნენ.მერე კი ზედაპირისკენ წავიდნენ.ამას მოჰყვა დახრჩობის საშინელი ტანჯვა.



მიბნედილი გონებით,ჯერ კიდევ ვგრძნობდი რომ ეს არ იყო დასასრული.სიკვდილმა ტკივილი არ იცის.ეს სიცოცხლე იყო.სიცოცხლის უკანასკნელი გაბრძოლება,საშინელი,სულისშემხუთავი განცდა.უკანასკნელი დარტყმა,რაც მე სიცოცხლემ მაგემა.ხელები და ფეხები ამისხმარტალდა-სუსტად უღონოდ.ეს კრუნჩხვა იყო.მერე რაღაც განათდა,ლაზარეს სახე დავინახე.ლაზარე,ლაზარე...მაგრამ გვიან იყო,ზედმეტად ღრმად ვიყავი,ზედაპირზე ვეღარ ავაღწევდი.ახლა ზმანების ზღვაში ვცურავდი.მერე ყველაფერი გათავდა.იყო მხოლოდ უსასრულობა.გარდავიცვალე,ისე მშვიდად ისე ლამაზად სიკვდილის შემრცხვა.
★წელიწადნახევრის შემდეგ★(3პირი).
ნაცრისფერი ოთახი,კედელთან მდგარი პატარა მაგიდა,რომელზეც ბეჭედი დევს,იგი უპატრონოდ დარჩა.გვერდით ბლოკნოტი,ბედნიერი დღეებით.ბლოკნოტის ბოლო ფურცელზე დაწერილი სიტყვა-უსასრულობა.უფრო მარცხნივ ნაცრისფერ კედელთან,მოლბერტი ისევ ატლასის ნაჭრით დაფარული.მარცხნივ,კედელზე ნენეს ფოტოებია გაკრული.ხან მარტოა,ხანაც ლაზარესთან ერთად.საწოლი,მის გვერდით პატარა ტომბოზე ჩარჩოში ჩასმული ფოტო,ლივერპულში ენფილდთან გადაღებული.ოთახში დიპსტიკი შემოვიდა,ან უბრალოდ სტიკი.ნაცრისფერ ოთახს დიდი აივანი აქვს,იქ სკამზე ბიჭი ზის.თქვენ იცნობთ მას.მაგრამ ახლა,რომ შეგახედათ გული გეტკინებოდათ.ფეხებზე ნოუთბუქი უდევს და საკონდიტროში გადაღებულ ვიდეოს უყურებს.ლაზარე განადგურებულია.სისასტიკეა მიატოვო ადამიანი ყველანაირი ახსნის გარეშე.უბრალოდ გაქრე.ჩუმად წახვიდე და დატოვო ადამიანი ათასი კითხვის პირისპირ,რომლებიც სამართებლივით მწარედ ჭრიან და რომელზედაც პასუხის გაცემა არ შეუძლია.ლაზარემ თვალები დახუჭა და მის წინ გაცოცხლდა ის საბედისწერო ღამე.სახლიდან გიჟივით გამოვარდა.ნენეს სახლთან მივიდა და კიბეებზე გიჟივით ავარდა.იქ არ დაუხვდა ნენე.ხიდი გაახსენდა.მანქანა დაძრა და ხიდთან მივიდა.ხიდზე გაირბინა და როდესაც ზღვაზე მოტივტივე ყვავილების გვირგვინი დაინახა,მისთვის ყველაფერი ნათელი შეიქმნა.ამის შემდეგ იყო გათენებული ღამეები.ზღვამ ცხედარი გამორიყა.ლაზარემ ყველა გაყარა იქიდან და მარტო დარჩა ნენესთან ერთად.ხელები აუკანკალდა.მის წინ ნენე უძრავად იწვა.ერთიანად გაყინული და გაშავებული.ლაზარემ თვალები დახუჭა და ისევ გაახილა.სიზმარი ეგონა,თურმე რეალობა ყოფილა.მერიკომ და ლაზარემ გააცილეს ნენე უკანასკნელ გზაზე.იმ დღის შემდეგ ყველაფერი უფერული გახდა.ლაზარე ფეხზე წამოდგა,ოთახში შევიდა და მაგიდის უჯრა გამოსწია,იქიდან წერილი ამოიღო და ოთახი დატოვა.
გზაში გვირილები იყიდა და იქ წავიდა,სადაც ყველაზე ხშირად დადიოდა.ნენეს დაბადების დღე უნდა მიულოცოს.საფლავის ქვები გაიარა და ნენესთანაც მივიდა.გვირილები საფლავზე დააწყო.
-დაბადების დღეს გილოცავ ნენე-აკანკალებული ხმით წარმოთქვა სიტყვები,თან ცრემლიც გადმოუგორდა თვალიდან.ოჰჰ,ყველა განშორებას ეშველება,მთავარია სიკვდილმა არ წაგართვათ საყვარელი ადამიანი.ლაზარემ ნენეს დაწერი წერილი ამოიღო.დღეს პირველად წაიკითხავდა.
"გამარჯობა ჩემო ერთადერთო.ალბათ საფლავთან მოხვედი,დაბადების დღის მოსალოცად.გვირილები მომიტანე და დიდი გულისტკივილით,დამადე გულზე.ახლა გეღიმება.ნუ გაიკვირვებ ძვირფასო,რომ მიგიხვდი მოქმედებებს,მე ხომ კარგად გიცნობ.როცა გერმანიაში წახვედი წერილი დამიტოვე,განშორების ჟამს.მიუხედავად იმისა,რომ ჩვენი განშორება თანდაპირველს არ გავს,მე მაინც წერილს გიტოვებ.ალბათ უცნაურია,როცა მკვდარი გელაპარაკება,მაგრამ ჩვენ ხომ მიჩვეული ვართ უცნაურობებს.ამ წერილით ყველაფერი უნდა გითხრა,იმედი მაქვს მზად ხარ.
-შენამდე-იცი რა არის მთავარი?სიკვდილამდე არ უნდა ვიხოცებოდეთ.მე კი სიცოცხლეშივე მკვდარი ვიყავი,ეგ კი არა,მგონი მკვდარი დავიბადე.ცოცხლებში ავირიე,როგორც შავი ლაქა,თეთრ ფურცელზე.ჩემს სიცოცხლეს აზრი არ ჰქონდა.ყოველი დაღამება ისეთი,იყო გათენებას რომ აღარ საჭიროებდა.ადამიანი რომ წამით მაინც ინატრებს სიკვდილს,იმის სიცოცხლეს რაღა აზრი აქვს?წარსულს გამოვექეცი მაგრამ მისგან თავისდაღწევა შეუძლებელი შეიქმნა ჩემთვის.სულ მთლად მარტო ვიყავი.და ეს სიმარტოვე მაგიჟებდა.გასაკვირია უგრძნობი,რომ გავხდი?აი ასე უფერულად ვცხოვრობდი შენამდე.გთხოვ ლაზარე,ნუ მოკვდები შენს სიკვდილამდე ადრე.გთხოვ!
-შენსშემდეგ თავიდან დავიბადე.მიყვარს ის დღე როცა,პირველად შევხვდით ერთმანეთს,როცა თვალებში გიყურებდი და ჩემში რაღაც დიდი გრძნობა იბადებოდა.ლაზარე,შენ უგრძნობ ადამიანს გრძნობები გაუღვიძე.თითქოს,ჩემს გრძნობებს ეძინათ,შენ კი მიხვედი და დაუყვირე მათ.სული ამიფორიაქე,მერე კი ისეთი სიმშვიდე მაპოვნინე,რომელიც არასდროს მღირსებია.შენმა თვალებმა,ჩემი ცხოვრება შეცვალა,მე კი ეს თვალები შევიყვარე ყველაფერზე მეტად.ლაზარე,შენი გაზაფხული შენით ხარობდა.ბედნიერების ათვლის წერტილი ხარ,ჩემს უბადრუკ ცხოვრებაში.მე ჩემი ცხოვრება დავგეგმე,მაგრამ მერწმუნე,როცა სიყვარული მოდის ცხოვრება თავისით მიაბიჯებს.ბედს დავმორჩილდი,ცხოვრების გზას მივყევი.მნიშვნელობა არა აქ სად მიმიყვანა,რადგან სიცოცხლე,მხოლოდ მაშინ არის კარგი როცა სიყვარულის სხივით არის გამთბარი.
-წერილის წერისას-პირველი შეხვედრისას გითხარი,ისეთ ბედნიერებაზე უარს ვიტყვი,რომელიც უნდა დასრულდეს თქო.მაგრამ ძვირფასო შევცდი,თუ კი ბედნიერების შანსი გაქ,უარი არ უნდა თქვა.მე ხომ დავთანხმდი ასეთ ბედნიერებას.შენ მითხარი არც ისეთი ძლიერი ხარ,ბედნიერების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს გაუმკლავდეო.მე გავბრაზდი,მაგრამ შენ მართალი აღმოჩნდი.ცხოვრებამ დამანაწევრა და აღარ დამიტოვა ძალა,ტკივილის დასაძლევად.ლაზარე ჩემი აუხდენელი ოცნება ხარ.რას ვიზამთ,მე მარტოობისთვის ვარ გაჩენილი.რამდენი ვისაუბრეთ ცხოვრებაზე,ხან ტანგოს შევადარეთ,ხანაც თეატრს.ახლა ვხვდები,ცხოვრება წიგნია ლაზარე,სადაც სამწუხაროდ ჩვენ სხვადასხვა გვერდებზე მოვხვდით.არ იდარდო,როცა წიგნი დაიხურება ერთად ვიქნებით.ახლა კი მე ჩემს ოცნებაში ვარ,უსასრულობაში.ლაზარე დამპირდი რომ,კვლავ შეძლებ ბედნიერად ყოფნას.დრო მაინც თავისას იზამს,შეგაჩვევს ამ ტკივილს.დიდი მადლობა სულის გადარჩენისთვის და ბედნიერებისთვის.ღირსი არ ვარ,მაგრამ ოდესმე მაპატიე.ვიცი შეძლებ ჩემს პატიებას.იმ სიყვარულით მიყვარხარ,მოკვდავთა ენით რომ ვერ ახსნილა.
შენი გაზაფხული"
-"მინდოდა მაგრამ ვერ გაპატიე,ის შემოდგომა როცა უშენოდ მაწვიმდა". ოდესმე გაპატიებ,მართლა გაპატიებ.არ ვიფიქრებ იმაზე ეს რატომ ჩაიდინე.ისე კი დავიღალე,როცა მესიზმრები და გამოღვიძებული ვეღარსად გპოულობ.არა ნენე,არა "დრო ვერ კურნავს უშენების ტკივილებს,მაგრამ ახმობს შენს საფლავზე ამოსულ გვირილებს." „ყველაფრის ატანა შემიძლია შენი მონატრების გარდა.ყველაფრის გაგება შემიძლია,შენი უსიტყვობის გარდა.ყველაფრის დავიწყება შემიძლია,შენი დავიწყების გარდა."შენ მე ნამდვილი სიყვარული მაპოვნინე.გპირდები მაგ წიგნის კითხვას მალე მოვრჩები.და მერე ისევ ერთად ვიქნებით.მხოლოდ მე და შენ უსასრულობაში.
-დასასრული-


იმედია შეცდომებს მაპატიებთ,ეს ჩემი პირველი ისტორიაა.
დიდი იმედი მაქვს,რომ ტყუილად არ ვიწვალე და მოგეწონებათ.
მადლობა,რომ დრო დამითმეთ.



№1  offline წევრი ნორმი

ჯერ მხოლოდ ნაწილი მაქვს წაკითული და ვერანაირი შეცდომა ვერ ვიპოვე..რაც წავიკითხე,ნამდვილად საოცარი იყო,როდესაც ბოლომდე წავიკითხავ ჩემს ემოციებს შემდეგ უფრო კარგად გადმოვცემ.ჩემს ცხოვრებაში პირველადაა,როდესაც მოთხრობაში ან ისტორიაში რაღაცეებს არ ვტოვებ.მოდი ასე ვთქვათ ჩემი საშინელი ჩვევა ამ მოთხრობამ დაარღვია,რადგან ჩემში იმდენად მოვიდა,რომ ვერც კი წარმოიდგენ.არ ვიცი რატომ მაგრამ საშინლად ზის ჩემს ხასიათში ეს ისტორია და მინდა წარმატებები გისურვო!
--------------------
მორფეოსი

 


№2  offline წევრი მელანია

Farvana
ჯერ მხოლოდ ნაწილი მაქვს წაკითული და ვერანაირი შეცდომა ვერ ვიპოვე..რაც წავიკითხე,ნამდვილად საოცარი იყო,როდესაც ბოლომდე წავიკითხავ ჩემს ემოციებს შემდეგ უფრო კარგად გადმოვცემ.ჩემს ცხოვრებაში პირველადაა,როდესაც მოთხრობაში ან ისტორიაში რაღაცეებს არ ვტოვებ.მოდი ასე ვთქვათ ჩემი საშინელი ჩვევა ამ მოთხრობამ დაარღვია,რადგან ჩემში იმდენად მოვიდა,რომ ვერც კი წარმოიდგენ.არ ვიცი რატომ მაგრამ საშინლად ზის ჩემს ხასიათში ეს ისტორია და მინდა წარმატებები გისურვო!

ვუიმე,ხომ ვერ წარმოიდგენთ,როგორ გამიხარდა ეს სიტყვები.ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოელ სუტყვა,ვინაიდან ბევრი ფიქრის შემდეგ გავრისკე,ისტორიია ატვირთა.ძალიან,ძალიან დიდი მადლობა.

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

ძალიან მომეწონა, კარგად წერ, მაგრამ ასეთი მძიმე დასასრული მეც მამძიმებს

 


№4  offline წევრი მელანია

სტუმარი ქეთი
ძალიან მომეწონა, კარგად წერ, მაგრამ ასეთი მძიმე დასასრული მეც მამძიმებს

მადლობა ქებისთვის და მინდა იცოდე,რომ მეც ძალიან დამამძიმა.რთული იყო,ჩემთვისაც ასევე,ისევე როგორც თქვენთვის.მადლობა,რომ დრო დამითმე და აზრიც გამოთქვი,დიდი მადლობა.

 


№5  offline წევრი ნორმი

დღეს დავასრულე წაკითხვა,დარჩენილს ნაწილს დაძაბული ვკითულობდი.ცხოვრებაში არასოდეს მიტირია არცერთ მოთხრობაზე და არცერთ ისტორიაზე,ყველაზე მეტად დამწყდა გული ნენეს სიკვდილზე,ალბათ ეს პერსონაჟი ამ საიტზე ყველაზე მეტად მეყვარება,არა მარტო ის არამედ ლაზარეც.ძალიან ძალიან არ მინდოდა ასეთი დასასრული,ასეთი ტკივილით და სევდით სავსე.მათთან ერთად ძალიან ბედნიერიც ვიყავი და უბედურიც.კიდევ იმდენი სათქმელი მაქვს,მაგრა სიტყვებს თავს ვერ ვუყვრი,იმდენად ცუდად ვარ,ამ სიტყვებსაც როგორ ვწერ წარმოდგენა არ მაქვს.ასეთი ემოციების შემდეგ სხვა ისტორიებს ნორმალურადვეღარ წავიკითხავ,ბოლომდე გამყვება,მანამ სანამ რაიმე სახალისოს ან სასაცილო ფილმს ან მულტფილმს არ ვუყურე.მინდა იცოდე რომ შენ ჩემი სიპმათია დაიმსახურე და შენს ისტორიებს ყოველთვის დაველოდები.ოღონდ გთხოვ რა ასე ძალიან ცუდად აღარ დაასრულა რა ისტორიები.
--------------------
მორფეოსი

 


№6  offline წევრი მელანია

Farvana
დღეს დავასრულე წაკითხვა,დარჩენილს ნაწილს დაძაბული ვკითულობდი.ცხოვრებაში არასოდეს მიტირია არცერთ მოთხრობაზე და არცერთ ისტორიაზე,ყველაზე მეტად დამწყდა გული ნენეს სიკვდილზე,ალბათ ეს პერსონაჟი ამ საიტზე ყველაზე მეტად მეყვარება,არა მარტო ის არამედ ლაზარეც.ძალიან ძალიან არ მინდოდა ასეთი დასასრული,ასეთი ტკივილით და სევდით სავსე.მათთან ერთად ძალიან ბედნიერიც ვიყავი და უბედურიც.კიდევ იმდენი სათქმელი მაქვს,მაგრა სიტყვებს თავს ვერ ვუყვრი,იმდენად ცუდად ვარ,ამ სიტყვებსაც როგორ ვწერ წარმოდგენა არ მაქვს.ასეთი ემოციების შემდეგ სხვა ისტორიებს ნორმალურადვეღარ წავიკითხავ,ბოლომდე გამყვება,მანამ სანამ რაიმე სახალისოს ან სასაცილო ფილმს ან მულტფილმს არ ვუყურე.მინდა იცოდე რომ შენ ჩემი სიპმათია დაიმსახურე და შენს ისტორიებს ყოველთვის დაველოდები.ოღონდ გთხოვ რა ასე ძალიან ცუდად აღარ დაასრულა რა ისტორიები.

ძალიან დიდი მადლობა და მაპატიე ასე,რომ დაგწყვიტე გული.ახალ ისტორიას რაც შეეხება ვწერ მაგასაც და მგონი მალე ავტვირთავ.იმედი მაქ ისიც მოგეწონება

 


№7  offline მოდერი Mathew

ამ ისტორიამ.იმდენი რაღაც გამახსენა.
კარგიც და ცუდიც.
მესიამოვნა.
მაგრამ,ერთს გთხოვ.
ზოგჯერ,რაღაცები სწორად გეწერა,ორი ე არ დაწერო და შვრები არა რა.მგონი,იყო ზემოთ,თუ არ ვცდები.
მართლა ძალიან მომეწონა.
ასე გააგრძელე.
იმედია,არ გეწყინება.
ეს,მეც მასწავლეს ;)

 


№8  offline წევრი marikuna18

ეს იყო ისტორია რომელმაც დამაფიქრა ბევრ რამეზე :((( ძალიან ძალიან ნიჭიერი ხარ♥♥♥♥ მაინც ვფიქრობდი რომ გადარჩებოდა ნენე რამდენი ვიტირე :((( გააგრძელე ასე♥♥♥

 


№9  offline წევრი მელანია

marikuna18
ეს იყო ისტორია რომელმაც დამაფიქრა ბევრ რამეზე :((( ძალიან ძალიან ნიჭიერი ხარ♥♥♥♥ მაინც ვფიქრობდი რომ გადარჩებოდა ნენე რამდენი ვიტირე :((( გააგრძელე ასე♥♥♥

მადლობა შენ ამ სიტყვებისთვის.თითოეული სიტყვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.და ბოლოს ცრემლებისთვის ბოდიში <3

Girl with pretty smile
ამ ისტორიამ.იმდენი რაღაც გამახსენა.
კარგიც და ცუდიც.
მესიამოვნა.
მაგრამ,ერთს გთხოვ.
ზოგჯერ,რაღაცები სწორად გეწერა,ორი ე არ დაწერო და შვრები არა რა.მგონი,იყო ზემოთ,თუ არ ვცდები.
მართლა ძალიან მომეწონა.
ასე გააგრძელე.
იმედია,არ გეწყინება.
ეს,მეც მასწავლეს ;)

ჩემო ლამაზო შენგან რა უნდა მეწყინოს.მადლობა რომ წაიკიტხე.ნუ დანარჩენი იცი აღარ დავიწყებ ახლა აქ დაწერას

 


№10 სტუმარი კრეჭიტო

????????ასე არუნდა მომხდარიყო.. საუკეთესოხარ შენ ❤️

 


№11  offline წევრი მელანია

კრეჭიტო
????????ასე არუნდა მომხდარიყო.. საუკეთესოხარ შენ ❤️

ვაიმე,გვიან ვნახე კომენტარი და აქამდე ვერ გიპასუხე.დიდი მადლობა დრო,რომ დაუთმე ამ ისტორიას.

 


№12  offline წევრი khatia khatia

საოცრება ნუ კი ბოლომდე ვერ წავიკითხე მაგრამ მაინცც გეტყვიი რომმმ ძააან მომეწონა და კიდე იმას რომმმ აამ დღეებშიი წავიკითხავვ ამ მოთხრობას მაგრამ დანამდვილებით ვიცი ასეთ მაგარ მოთხრობას ვერასდროს ვერავინ დაწერს ძაალიან გავს რეალობას და ალბათ რეჟისორი რო ვიყოო კინოდ გადავაკეთებდიიი ნუუ რავიიი ჯერ ნახევარიი წავიკითხეე და შოკში ვარ ალბათ ბევრიი კითხულობს ამ მოთხრობას მაგრამმ მე სასწაულად მომეწონა ასე როომმ საღოლლლ ძაააან მაგარია

ხვალლლ დავამთავრეებბ აუცილებლად kissing_heart heart_eyes heart_eyes

ჩემი ცხოვრების ოცნება იქნება შენი სხვა მოთხრობის წაკითხვა heart_eyes blush
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№13  offline წევრი მელანია

khatia khatia
საოცრება ნუ კი ბოლომდე ვერ წავიკითხე მაგრამ მაინცც გეტყვიი რომმმ ძააან მომეწონა და კიდე იმას რომმმ აამ დღეებშიი წავიკითხავვ ამ მოთხრობას მაგრამ დანამდვილებით ვიცი ასეთ მაგარ მოთხრობას ვერასდროს ვერავინ დაწერს ძაალიან გავს რეალობას და ალბათ რეჟისორი რო ვიყოო კინოდ გადავაკეთებდიიი ნუუ რავიიი ჯერ ნახევარიი წავიკითხეე და შოკში ვარ ალბათ ბევრიი კითხულობს ამ მოთხრობას მაგრამმ მე სასწაულად მომეწონა ასე როომმ საღოლლლ ძაააან მაგარია

ხვალლლ დავამთავრეებბ აუცილებლად kissing_heart heart_eyes heart_eyes

ჩემი ცხოვრების ოცნება იქნება შენი სხვა მოთხრობის წაკითხვა heart_eyes blush


არ ვიცი,ასეთი სიტყვების მერე რა უნდა გითხრა.ძალიან გამახარე და დიდი მადლობა,ამ სიტყვებისთვის.ამ რამდენიმე წუთის წინ ვამბობდი,არ ვიცი თუ ავტვირთავ სხვა ისტორიასაც თქო და ახლა ისეთი რაღაც მითხარი,რომ როგორც კი დავამთავრებ ახალ ისტორიას,ავტვირთავ. heart_eyes heart_eyes

 


№14  offline წევრი khatia khatia

მელანია
khatia khatia
საოცრება ნუ კი ბოლომდე ვერ წავიკითხე მაგრამ მაინცც გეტყვიი რომმმ ძააან მომეწონა და კიდე იმას რომმმ აამ დღეებშიი წავიკითხავვ ამ მოთხრობას მაგრამ დანამდვილებით ვიცი ასეთ მაგარ მოთხრობას ვერასდროს ვერავინ დაწერს ძაალიან გავს რეალობას და ალბათ რეჟისორი რო ვიყოო კინოდ გადავაკეთებდიიი ნუუ რავიიი ჯერ ნახევარიი წავიკითხეე და შოკში ვარ ალბათ ბევრიი კითხულობს ამ მოთხრობას მაგრამმ მე სასწაულად მომეწონა ასე როომმ საღოლლლ ძაააან მაგარია

ხვალლლ დავამთავრეებბ აუცილებლად kissing_heart heart_eyes heart_eyes

ჩემი ცხოვრების ოცნება იქნება შენი სხვა მოთხრობის წაკითხვა heart_eyes blush


არ ვიცი,ასეთი სიტყვების მერე რა უნდა გითხრა.ძალიან გამახარე და დიდი მადლობა,ამ სიტყვებისთვის.ამ რამდენიმე წუთის წინ ვამბობდი,არ ვიცი თუ ავტვირთავ სხვა ისტორიასაც თქო და ახლა ისეთი რაღაც მითხარი,რომ როგორც კი დავამთავრებ ახალ ისტორიას,ავტვირთავ. heart_eyes heart_eyes

იმედი მაქ ეგგ ისტორიაც ასეთიი კარგიი იქნება მე კი კომენტარს არ დავიშურებბ heart_eyes heart_eyes გპირდებიი kissing_heart kissing_heart
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№15  offline წევრი DI ANA

არ ვიცი უნდა მიხაროდეს თუ არა რომ ნაწარმოების გამოქვეყნებიდან ამდენი ხნის შემდეგ აღმოვაჩინე იგი , ძალიან სუბთა და ტკბილი მოთხრობა იყო მაგრამ დასასრული..... ვერ გაპატიებ რომ ნენეს ასეთი მხდალი საქციელით დაასრულებინე სიცოცხლე , სიკვდილი არაა გამოსავალი , წესით გოგოს რომელმაც ცხოვრებას აჯობა ეს უნდა სცოდნოდა , ლაზარე ასე უსინდისოდ არ უნდა მიეტოვებინა , შენი ამგვარი საქციელი ჩემში ბრაზს და მოწონებას ერთდროულად იწვევს , ვბრაზდები დასასრულის გამო მაგრამ საშინლად მომწონს შენი სტილი , ასე გააგრძელე მაგრამ გთხოვ სიკვდილს დასასრულად ნუ გახდი.

 


№16  offline წევრი მელანია

DI ANA
არ ვიცი უნდა მიხაროდეს თუ არა რომ ნაწარმოების გამოქვეყნებიდან ამდენი ხნის შემდეგ აღმოვაჩინე იგი , ძალიან სუბთა და ტკბილი მოთხრობა იყო მაგრამ დასასრული..... ვერ გაპატიებ რომ ნენეს ასეთი მხდალი საქციელით დაასრულებინე სიცოცხლე , სიკვდილი არაა გამოსავალი , წესით გოგოს რომელმაც ცხოვრებას აჯობა ეს უნდა სცოდნოდა , ლაზარე ასე უსინდისოდ არ უნდა მიეტოვებინა , შენი ამგვარი საქციელი ჩემში ბრაზს და მოწონებას ერთდროულად იწვევს , ვბრაზდები დასასრულის გამო მაგრამ საშინლად მომწონს შენი სტილი , ასე გააგრძელე მაგრამ გთხოვ სიკვდილს დასასრულად ნუ გახდი.


როგორ არის ნათქვამი,ჯობს გვიან ვიდრე არასდროს heart_eyes მთავარია ნახე და ძალიან მიხარია,თუ მოგეწონა.რაც შეეხება დასასრულს,რომელიც ძალიან მინდოდა შემეცვალა და არ გამომივიდა,რადგან ეს ისტორია თვითონ დასასრულზე შექმნილია.სანამ დავიწყებდი წერას,მაქამდე იყო დასარული.ამ ისტორიის ბოლო დაწერილი მაქ ჩანახატად და რაღაც მომეპრიანა,რომ ამ ჩანახატზე ისტორია დამეწერა.ანუ იმის თქმა მინდა,რომ სანამ იქნებოდა დასაწყისი იყო დასასრული bowtie
ძალიან დიდი მადლობა კომენტარისთვის,ჩემთვის თქვენი თითოეული სიტყვა ძალიან ბევრს ნიშნავს heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent