თბილისელი ლილეს მანჰეტენური ცხოვრება (თავი 10)
-უნივერსიტეტის შენობამდე თუ მიდიხარ წაგიყვან ... - დიახ, თომას ჰარინგტონი იყო . ბევრი არ მიფიქრია , ამ შანსის გაშვება ყველაზე უაზრო იქნებოდა იმ მომენტში - ტაქსის გაჩერების შანსი მინიმუმი იყო . კარი გავაღე და მშვიდად დავჯექი ტყავის კომფორტულ სავარძელში. მანქანა დაძრა... თავი ფანჯარას მივადე და თვალები ოდნავ დავხუჭე- საკმაოდ დაღლილი ვიყავი , თომასიც როგორც აღმოჩნდა მშვიდი და ზედმეტად სიტყვაძუნწი იყო , თუმცა იმ მომენტში ჩუმად ყოფნის წინააღმდეგი არ ვიყავი . ფანჯრიდან სიმეტრიულად მდგარ ლამპიონებს ვაკვირდებოდი. მოშორებით, ჰორიზონტს იქით კი განათებული ცათამბრჯენები გვიცქერდნენ. სიეტლის ანძაც მოჩანდა... სიჩუმე მანქანის მაგნიტოფონში აჟღერებულმა ეტა ჯეიმსის at last -მა დაარღვია. გამიკვირდა სიმღერის გადართვა რომ არ სცადა , ვერ წარმოვიდგენდი რომ მსგავსი მუსიკა შეიძლებოდა მასაც მოსწონებოდა . - იცი , ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სიმღერაა ( მისკენ არც გამიხედავს ისე ვთქვი- თავი ისევ ფანჯარაზე მედო და გზას გავყურებდი) - ჩემიც (მოკლედ მიპასუხა, ისე რომ არ შემოუხედავს ჩემთვის) პასუხმა გამაკვირვა და საუბრის გაგრძელების ძლიერი სურვილი აღმიძრა (მისკენ შევტრიალდი): - სიმართლე გითხრა გამაკვირვე , პირველი ეტას მოყვარული ბიჭი ხარ ვინც შემხვედრია (თან მეღიმებოდა ამას რომ ვამბობდი) - ბევრ საინტერესო სიმღერას აღმოაჩენ ჩემს ფლეილისთში (ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა). წვეულება როგორ მოგეწონა ? (თემიდან გადახვევას შეეცადა) გამიხარდა საუბარში რომ ამყვა. - ძალიან კარგი იყო . ხელის თხოვნის ამბებიც ალბათ უკვე გაიგე (სახე გამიბრწყინდა , მოვემზადე უფრო დეტალურად მოყოლისთვის, მაგრამ არ დამაცადა ) - გავიგე, მაგრამ ძალიან დაუგეგმავი და ბანალური ხელის თხოვნა იყო . ( ცოტა არ იყოს მეწყინა , ბოლოს და ბოლოს მეც ვიღებდი ასე თუ ისე მონაწილეობას) - რატომ არ მოგეწონა? - ჩემი აზრით ბევრი ხალხი ამ მოვლენას უბრალოს ხდის. - არ გაგიგია - ბედნიერება მხოლოდ მაშინ არის ნამდვილი , როცა მას სხვასაც უზიარებო? - გამიგია და ვეთანხმები, მაგრამ ამ სიტუაციასთან რა მოსატანია ?- ხელის თხოვნა ჩემი აზრით წინასწარ კარგად მოფიქრებულ ადგილას უნდა მოხდეს- იმ ადგილას, სადაც წყვილს მნიშვნელოვანი მოგონებები აკავშირებთ . მხოლოდ ორი სავსებით საკმარისია და მთელ ბედნიერებასაც ერთად გაიზიარებენ , არავინ სჭირდებათ არავინ სხვა. - ვერ დაგეთანხმები - ყველას თავისი შეხედულებები აქვს . - მართალი ხარ . ( უცბათ ლიკუნა გამახსენდა. მასაც ყველაფრის მიმართ განსხვავებული შეხედულებები და დამოკიდებულება ქონდა : არ უყვარდა მაგალითად ის , რომ ქორწილში აუცილებლად თეთრი კაბა უნდა გცმოდა და რაც თავი მახსოვს სულ იმას იძახდა- თეთრის გარდა ყველა ფერის კაბას ელოდეთ ჩემ ქორწლშიო, არ მიაჩნდა სწორად ადამიანების შედარება რაიმე ნიშნით,ამაზე სულ ბრაზოდა -ჯერ სკოლიდან დაწყებული , ვინმე თუ სხვა მოსწავლეს შეადარებდა ,მაშინვე ბუნტს აწყობდა. კიდევ უამრავ რამ იყო, რაზეც რადიკალურად განსხვავებული , ინდივიდუალური მისგომა ჰქონდა ). მანქანაში ისევ სიჩუმე ჩამოწვა... ისეც სიმეტრიულად ჩამწკრივებული ლამპიონები... ამ დროს მოვაქციე მანქანაში მდგარ უცნაურ და სასიამოვნო სუნს ყურადღება. - რისი არომატია? - დარიჩინის, მსხლის და პიტნის ნაზავი. - სასიამოვნოა. და უნივერსიტეტის შენობაც გამოჩნდა. ნელ-ნელა იზრდებოდა ძველი აგურით ნაშენები შენობის გამოსახულება . მგზავრობა დასრულდა. თითქოს გული დამწყდა. - მოვედით (მანქანის ძრავი მშვიდად გამორთო) - დიდი მადლობა , რამდენიმე საათიან ტაქსის ლოდინს გადამარჩინე (ღვედის მოხსნას შევუდექი). - არაფრის. - ხვალ დილით ადრე მიწევს ადგომა , ალბათ შენც ლექცია გაქვს , ამიტომ უკვე დროა დავიშალოთ და დასაძინებლად წავიდეთ (გავიცინე და თვალი თვალში გავუყარე) - დაიძინე შენ, მე ჯერ საქმეები მაქვს . ძალიან დამაინტერესა რა საქმე შეიძლება ქონოდა ,მაგრამ არც ისე ახლოს ვიყავი რომ მეკითხა . დავემშვიდობე და მანქანიდან გადავედი. შენობაში საოცარი სიჩუმე იყო . შევეცადე ამ სიჩუმის დაურღვევლად ავსულიყავი ოთახში . ფეხაკრეფით ავედი მეორე სართულზე და შევაღე ოთახის კარი. სწრაფად გამოვიცვალე , დავწექი და მაღვიძარა დავაყენე - ძილისთვის 3 საათი მქონდა, ცოტაა,მაგრამ სულ არაფერს ნამდვილად სჯობს . დილით პირველი ლექცია უნდა მქონოდა... დიდი პაუზის შემდეგ გავაგრძელე მოთხრობის წერა . ველოდები თქვენს კომენტარებს, შენიშვნებს პირველ რიგში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.