შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამოკიდებულებიდან, დამოკიდებულებამდე (თავი4) (+18)


19-09-2018, 12:10
ავტორი ბიბი
ნანახია 2 766

-შენი დედაც! გააფრინე ჰო? გინდა ყველამ გაიგოს?!-გამოფხიზლდა წამიერი აფეთქების შემდეგ სალომე და ფანჯარასთან მივარდა დასახურად.
-ჯანდაბამდეც გზა ჰქონია ყველას, მე მინდა გავიგო სად არის ჩემი შვილი! -კიდევ ერთხელ ვიყვირე და ისევ სავარძელში დავჯექი,ფეხი ფეხზე გადავიდე, დაჟინებული მზერა მივაპყარი სალომეს რომელიც ერთ ადგილზე გაშეშდა.
-შენ… შენი… შენი შვილი აღარ არის
-რას ნიშნავს აღარ არის?
-მე აბორტი გავიკეთე-გამეცინა, სახეზე ხელი ავიფარე თითქოს და არ მინდოდა ჩემი სიცილი შეემჩნია.
-რა გაცინებს?
-შენი გულუბრყვილობა მაცინებს სალომე, შენი ეს ვითომ საცოდავი სახე.
-დათა, ჩემგან რა გინდა?
-ჩემი შვილი მინდა, შენგან არაფერი მჭირდება.
-ის არ არსებობს.
-კი არსებობს. და შენ ის უბრალოდ აიღე და მოისროლე, უბრალოდ ფეხებზე დაიკიდე სად და როგორ იცხოვრებდა.
-რაებს ბოდიალობ?
-თეკლამ დამირეკა.
-რაა?
-რადა, თეკლამ დამირეკა და ყველაფერი მითხრა. ასე როგორ გააბრაზე რომ ჩემზე ბრაზიც კი დაივიწყა?
-ჯანდაბამდეც გზა გქონიათ გესმის?! შენც შენს შვილსაც და შენს თეკლასაც. მეზიზღები! მეზიზღები როგორც მიყვარდი ისე მეზიზღბი. შენი ყველა ნაწილი მძულს. საკუთარი შვილიც კი შემაძულე.-სალომე მუშტებს მკერდზე მირტყამდა და თან გაუჩერებლად ტიროდა. სახე ვერ შევიცვალე, ისევ ისეთი მკაცრი გამომეტყველება მქონდა. როცა საქართველოში ვბრუნდებოდი ეს მაშნვე გადავწყვიტე. რაც არ უნდა ეთქვა მის მიმართ ლმობიერება არ უნდა გამომეჩინა.
-კარგი გეყოს! მორჩი.-მაჯებით დავიჭირე მისი ხელები და გავაჩერე.
-წადი, წაეთრიე ჩემი სახლიდან.
-იცოდე, გაფრთხილებ, ვეძებ, ვიპოვნი, და ამას მწარედ ინანებ სალომე.
სახლში დავბრუნდი, ცხელი შხაპი თუ მომაშორებდა მხოლოდ იმ სიბინძურეს რაც სალომეს სახლში ავიკიდე. სუფთა სულის არასდროს ვყოფილვარ, როგორც სხვებს, მეც ბევრი გრეხი მქონდა თუმცა ის რაც სალომემ გააკეთა სრული ჭაობი იყო. საკუთარ შვილს ვინ მოისვრის, ვის არ ენდომება, თუნდაც საძულველი ადამიანისგან ყავდეს. ან მე როგორ შეიძლებოდა მისი სიძულვილი დამემსახურებინა, ჩემი წასვლა მისგან წასვლას არ ნიშნავდა მაგრამ მან მაინც ასე ჩათვალა.
ცხელი შხაპის ქვეშ ვიდექი და მარტო იმაზე ვფიქრობდი თუ როგორ ძლიერად მიყვარდა ეს გოგო რომ შემეძლო ეს შეცდომაც მეპატიებინა თუკი მთხოვდა. თუკი გამოასწორებდა. ჩემში როგორც ყოველთვის ახლაც ორი პიროვნება ებრძოდა ერთმანეთს ერთს მთელი არსებით ძულდა სალომე მეორეს კი იმავე სიწმინდით უყვარდა როგორც ბავშვობაში, უანგაროდ.

სკოლა დავამთავრე და სამუდამოდ მეგონა დავემშვიდობე ჩემს ქალაქს, თბილისში წავედი, უკან მოხედვაც არ მინდოდა. ერთადერთი რაზეც ხანდახან ჩავფიქრდებოდი ხოლმე სალომე იყო. ნეტა ის თუ ფიქრობდა ჩემზე, ან თუ ფიქრობდა რას. თუმცა ამას ალბათ მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, მაშინ მეგონა უკან აღარასდროს დავბრუნდებოდი, საყვარელი საქმე ვიპოვე, თეატრალური უნივერსიტეტსი წარჩინებული სტუდენტი ვიყავი, ახალგაზრდულ თეატრში ვთამაშობდი, უამრავი ახალი მეგობარი შევიძინე. თავზე ჭერიც მქონდა და ყოველსაღამოს კიდეც ვერთობოდი ახალ მეგობრებთან, თუმცა ღამე, ღამე ყველაზე საშინელი რამ გახლდათ. უბრალოდ ვიწექი გაყინული, ფანჯრიდან გაქვავებულ შენობებს ვუყურებდი, არაფერი იძროდა. აქ არაფერი იყო ცოცხალი, ლამის მეც კი მოვკვდი, არ მიყვარდა ქალაქი, ყოველთვის ბუნება მიზიდავდა. ხანდახან მარიამი და სანი მკითხულობდა ხოლმე, თუმცა იმდენად ხშირად არა როგორც ადრე. ყველაფერი თავდაყირა დადგა თითქოს მთელი 18 წელი ტყუილად გავფლანგე, თითქოს არაფერი მიკეთებია. აღარ იყო ჩემს ცხოვრებაში სალომე, აღარც დედა, აღარც მამა. მხოლოდ სცენა გართობა და ღამე თითქმის ძილი.
ძალიან სუსხიანი ზამთარი დადგა. თებერვლის თვე იყო. მთელიღამე ვერ დავიძინე, გაყინული ვეგდე საწოლზე და სალომეზე ფიქრმა ამიტაცა. რამდენჯერმე გადავიფიქრე მასთან დარეკვა მაგრამ ბოლოს მაინც დავურეკე.
-ვიცი, ჩემთან ლაპარაკი არ გინდა-სანამ ხმას ამოიღებდა დავასწარი.-უბრალოდ რაღაცის თქმა მინდა და მინდა მომისმინო.-ღრმად ამოისუნთქა თანხმობის ნიშნად.-ცოცხალ მკვდარი ვარ იცი? შენ გარეშე სითბო არცერთი მხრიდან მოდის. ასე მგონია აქაურობას მივეყინე, ვერ ვინძრევი, განძრევა მინდა მაგრამ ძალა არ მაქვს წამოვდგე და გავიარო.-გავიგონე როგორ ატირდა.-მენატრები.
-სად ხარ?
-თბილისში.
-არ დაბრუნდები?
-ვწუხვარ მაგრამ არ შემიძლია
-და რომ გთხოვო?
-რა უნდა მთხოვო?
-დაბრუნდი, დაბრუნდი და ყველაფერი ისე იქნება როგორც ბავშვობაში ვოცნებობდით.
-არა მე ის ადამიანი აღარ ვარ სალომე. შენ მოდი.
-სად მოვიდე?
-ჩემთან მოდი და ერთად ვიცხოვროთ.-ხანგრძილივი დუმილი იყო ტელეფონზე, მერე გათიშა დილამდე პირქვე ვიწექი ლოგინზე და ცივი ცრემლები მომდიოდა. არ ვიცოდი რა შევთავაზე სალომეს. ცოლობა? თუ უბრალოდ საყვარლობა? თუ უბრალოდ ჩემს გვერდით ყოფნა.
რამდენიმე დღეში ჩამოვიდა. კარზე მომადგა თან ერთი დიდი ჩათა მოიტანა და დარჩა.
არ მიკითხავს რამდენი ხნით ან რატომ მოვიდა, მთავარია ის ჩემთან იყო. უჭირდა ჩემ მეგობრბთან შეგუება. ჩემს ახალ ცხოვრებას ვაცნობდი და ვგრძნობდი რომ ის საერთოდ არ ხიბლავდა. რამდენიმე თვე ისე ეძინა ჩემს გვერდით არც კი შევხებივარ. ის უბრალოდ ჩემთვის სიწმინდე იყო, სიყვარული რომელსაც იშვიათად გამოცდიან ადამიანები.

სანი და მარიამო მივიდნენ, ფანჯარასთან ვიჯექი, უკვე მერამდენე სიგარეტის ღერს ვწვავდი საფერფლეში არ ვიცი თუმცა ვიცოდი რომ მესამე ფინჯანი ყავა ახლახანს გავიმზადე. ვუყურებდი ჩემი ბავშვობის ხედს რომელიც ფანჯრიდან იშლებოდა.
-რასშვები აბა?-სანიმ მხარზე დამკრა ხელი
-სახლი დაკეტილი რატომ გაქვთ? არ გინდათ რომ აქ იცოხვროთ?
-ძმაო ჰო იცი მე თითქმის არ ვარ ქუთაისში თუ ვარ კიდე მარიამთან ვრჩები. აქაურობა მიტოვებულია. რამდენიმე დღისთვის დალაგება არც ღირს.
-მენატრება ხოლმე. აქაურობა. ცხოვრება რომელიც აქ იყო.
-დედას არ ნახავ?-სევდიანად თქვა მარიამმა.
-შენ ნახულობ?
-კი ხანდახან თუკი იქით მოვხვდები.
-როგორ არის ?
-ნორმალურად.
-რამდენი დარჩა?
-ჩვიდმეტი
-ირონიულია არა? საზოგადოებისთვის სასარგებო საქმისთვის რომ ამდენს გისჯიან.
-დათა ეგრე ნუ ამბობ. ის მაინც მამაჩვენი იყო.-მარიამი ყოველთვის კარგად იყო განწყობილი მამას მიმართ.
-განსაკუთრებულად ჩემს მიმართ იჩენდა არა დიდ სიყვარულს?!-ირონიულად ჩავიღიმე.
-დათა გეყოფა, ეგ არ არის ჩვენი ბრალი. არც კი იცი რა მოხდა.
-კი ვიცი, მამაჩვენი იყო და ჩვენმა წმინდანმა დედამ მისგან განგვათავისუფლა. ესაა სიმართლე და თუ კი გგონიათ რომ დედას რამეში ვადანაშაულებ ცდებით, უბრალოდ არ მინდა ვუყურო და ვხვდებოდე რომ იქ ჩემს გამოა. მინდა ისეთი მახსოვდეს როგორიც იყო. ბედნიერი და მზრუნველი.
-შენ არაფერში გდებს ბრალს.
-მე ვდებ საკუთარ თავს ბრალს იცი ?! რომ შემეძლო უკეთესი შვილი ვყოფილიყავი, რომ მამა არ გამებრაზებინა. მაგრამ სხვანაირი ვერ გახდები, ვერ იქნები სხვა ადამიანი, ის უნდა იყო რაც დაიბადე ისეთი როგორიც ხარ. სხვა ყველაფერი ილუზიაა. და ვის უნდა ილუზიაში ცხოვრება, შენ გინდა?-მარიამს მივაპყარი მზერა.-არა არ გინდა, ვიცი, პასუხი არ არის საჭირო. ან შენ გინდა?-ახლა სანიკენ შევბრუნდი მაგრამ მისი პასუხიც ვიცოდი.-მისმინეთ, ნუ მაწვებით დედას ნახვა არ შემიძლია. გადაეცით რომ ძალიან მიყვარს და მენატრება მაგრამ ვერ ვნახავ. არ შემიძლია! აქ დავხუროთ ეს თემა.
-და აბა რისთვის ჩამოხვედი?-წყობიდან გამოვიდა მარიამი.
-შენთვის, სანისთვის, საკუთარი თავისთვის…-გავჩუმდი მეტს ვეღარაფერს ვიტყოდი.
-და სალომესთვის არა?
-კარგი რა მარიამ! რა შუაშია სალომე?
მარიამმა პასუხი აღარ გამცა, მალევე წავიდნენ ისევ მარტო დავრჩი საკუთარ თავთან, ახლა როცა გავიხსენე რომ დედამ მამა მოკლა და მე მას ვეღარ ვნახავდი კვლავ კოკაინის სურვილმა შემიპყრო. მაგრამ ამას არ დავემოენბოდი, განსაკუთრებული მისია მქონდა, განსაკუთრებული საქმე რომელიც აუცილებლად უნდა მომეგვარებინა.


ძალიან,ძალიან ცხელი ზაფხული იყო და მე და სალომემ ზღვას შევაფარეთ თავი, ციხისძირში სანაპიროზე კარავი გავშალეთ და მარტო ჩვენ ორნი ვტკბებოდით ზღვის სურნელითა და ერთმანეთით. სალომეს არასდროს დაულევია ჩემთან ერთად, საღამო იყო ცეცხლი დავანთეთ. ლუდს ვსვამდით ვხედავდი ნელ-ნელა როგორ შეეფაკლა ლოყები როგორ აუციმციმდა თვალები. უფრო და უფრო ახლოს იწევდა ჩემკენ, მხარზე თავი დამადო და ცეცხლს უყურებდა.
-არ ვიცი როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება შენ რომ არ ყოფილიყავი-სახეზე მოვეფერე და თავზე ვაკოცე.-დათა ძალიან მიყვარხარ.-პირველად მითხრა რომ ვუყვარდი უცნაური შეგრძნება იყო თითქოს ისეთი რამ გავიგე რაც ისედაც მთელიცხოვრება ვიცოდი. მოვეხვიე.
ერთმანეთს ვეხვეოდით ცეცხლთან და პირველად შეეხო ჩემი ტუჩები მის ტუჩებს. ამის გამო რომ არასდროს მიკოცნია მისთვის ხშირად დამცინოდნენ კიდეც. ვეხვეოდი, ვკოცნიდი, და უკვე შეუძლებელი იყო თავის შეკავება, ისიც ხელებს ძლიერად მხვევდა მხრებზე და თავისკენ მიზიდავდა, მაიკა გავიხადე . დაწვა, მის ზემოდან მოვექეცი, მიღიმოდა, მთხოვდა არ დამტოვოო. მეც ვუღიმოდი და ისევ ვკოცნიდი, მის ყელს ჩავუყევი ტუჩებით მაიკა გავხადე და მის მკვრივ მკერდს ხელით შევეხე, ნაზად ვკოცნიდი, ჩემთვის ყველაზე მსხვრევადი იყო არ მინდოდა მისთვის რამე დამეშავებინა, ნელა ვმოქმედებდი, კოცნით ჩავუყევი მკერდს, მკერდიდან მუცელს. შორტის ღილი გავუხსენი, თავი უკან გადაწია მაგრამ ჩემ კისერს ხელს არ აშორებდა, ზღვის ხმაურში მისი ხშირი სუნთქვა და ოხვრა მესმოდა. მისი ფეხები წელზე შემოვიხვიე, ავიყვანე და კარავში შევედით. ყველაფერი გავხადე, მეც გავიხადე და ნაზად ვეფერებოდი მის სა*ოს ორი თითით. ვხედავდი რამხელა სიამოვნებას ანიჭებდა, გამომხედა. მზად ვარო თითქოს თვალებით მითხრა მეც ბევრი აღარ დავაყოვნე მის ფეხებს შორის მოვექეცი და ნაზად მივეკარი სხეულზე…

სხეული მექავებოდა, ემბრიონის პოზაში იატაკზე ვიწექი და მთელი სხეულით ვკანკალებდი, კოკაინი მინდოდა მხოლოდ და ფიქრის უნარიც დავკარგე უკვე. რამდენიმე საათი გავატარე იატაკზე უგონოდ მყოფმა, დაბლარულად ვხედავდი ავეჯის ფეხებს. გამთენიის ხანს შევძელი მხოლოდ რომ ფეხზე წამოვმდგარიყავი ყავა გავიმზადე დაფანჯარაზე შემოვჯექი, ეს იყო მთელი ცხოვრება, ყავა სიგარეტი და სივრცეში ყურება, სადაც დავიკარგეთ ყველანი, მეც მარიამიც, სანიც, დედაც, სალომეც. ყველაფერი სივრცეში დავკარგე და ვეღარასდროს ვიპოვნე.
სალომე მიახლოვდებოდა. გრძელი თეთრი კაბა ეცვა, თმა გაეშალა და მხრებზე ეფინა. იღიმოდა, მისი ღიმილი ანათებდა მთელს ოთახს, თვალები მოვიშვნიტე, მაგრამ არსად გაქრა, ხმის არ იღებდა, უბრალოდ ჩემკენ მოდიოდა. ანთებული სიგარეტი ხელიდან გამივარა და ფანჯრის რაფიდან ჩამოვედი, ვიდექი, ველოდებოდი როდის მომიახლოვდებოდა, შემეხებოდა. სახეზე როგორც ადრე როცა მთელს დღეებსა და ღამეებს ერთად ვატარებდით. თვალები დავხუჭე, მომიახლოვდა, ვიცოდი ახლა ჩემს სახეზე ხელი უნდა ჩამოესვა მაგრამ ამას ვერ ვგრძნობდი, თვალები გავახილე და ის გაქრა.



№1 სტუმარი სტუმარი ნათია

ისე გამიტაცა თავი ვეღარ ავწიე ყველა ერთად წავიკითხე, არ ვიცი რატომ მოექცა საკუთარ შვილს ასე სალი ალბათ მშობიარობის სტრესია ზოგს ემართება ვერ გავკიცხავ ჯერ . მოკლედ ჩამითრიეეე ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent