შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღია კარები ...სრულად...


19-09-2018, 12:59
ავტორი kethrine
ნანახია 5 562

სავარაუდოდ ყველას, გაუგონია ან მომავალში გაიგონებს ფრაზას: "ყველაფერი შეიძლება მოხდეს" , მაგრამ ძირითადად სიტყვების შინაარსი ემსახურება არა რაიმე კონკრეტულ მაგალითს, არამედ განზოგადებულ, ყველასთვის ერთი შინაარსის მატარებელ წინადადებას. თუმცა ადამიანს იმედი ხომ ყველაზე ბოლო ნაპერწკლად აქვს ქცეული, ამიტომ რა იცით?! ყველაფერი, სულ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, წარმოუდგენელ დროსაც კი, მაშინაც კი, როცა იმ ბოლო ნაპერწკლის ციალს ემშვიდობები...


-ლანუშ, მართლა ფიქრობ რომ ზედმეტი მომივიდა? ისე გავბრაზდი, აქამდე ცოტა იმედი მაინც მქონდა. ვიცოდი სხვა ყავდა, მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავდი-დივანზე ისხდნენ მეგობრები და ერთი საათის წინ მომხდარ, ინციდენტად ქცეულ ამბავს განიხილავდნენ.
-ლიკუნა, თავმოყვარე კაცი... კაცი, რომელიც ძმაკაცებთან ხასიათზე, მეგობრობაზე, კაცობაზე და ადამიანობაზე აცხადებს თამამად პრეტენზიას, შვილებს ცოლს მიუტოვებს და სხვას აედევნება?!
-არაფერი ამართლებს!-გულდაწყვეტით ამოილაპარაკა ქერად შეღებილმა გოგონამ და სიტყვებს გულიც ამოაყოლა
-მე არ ვიცი წინ რა მელოდება, მაგრამ ჩემი საყვარელი ადამიანების პირადი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანე, რაც არ უნდა ბრტყელი ტექსტით დაისველოს ენა ქალმა, იმის შესახებ, რომ ოჯახში მთავარი ისაა, რომ მის სახლში ეგრედწოდებული გენდერული თანასწორობაა და ასე შემდეგ, დასათმობს ყოველთვის ქალი უფრო თმობს. ამიტომ ვიტყვი რომ ქალს ყველაფერი აქვს, ერთადერთი რამის გარდა. საკუთარი თავის ფასი არ იცის! იმდენად, რამდენადაც უნდა იცოდეს!
-სასამართლოზე მაინც რა თქვა, მაგაზე მაინც როგორ მოუბრუნდა ენა!- ცრემლებმომდგარი, წუხილით იხსენებდა წარსულს
-დაიკიდე რა ლიკუშ -ღრმად ამოიოხრა ლანამაც-არ დაგაფასა, ვერ დაგაფასა. ინანებს, თუ რა თქმა უნდა მოინდომებ! -გადაჭრით, თავის თავში დარწმუნებულმა თქვა და მეგობარს ოდნავ, გამამხნევებლად გაუღიმა
-ვანანო? -ირონიულად აღნიშნა ლიკამ- როგორ? ორი ბავშვი სარჩენი მყავს, სკოლაში დადიან, სამსახურში რაღაც უაზრო გროშებს მიხდიან. მე მაინც მქონდეს წინანდელი შეხედულება-ტირილით ამოიოხრა ქერამ
-ხოდა მეც ეგ არ ვთქვი? თუ მოინდომებ-მეთქი. ადექი და ცოტა ნორმალური სამუშაო იშოვნე, დედაშენს ჯერ შეუძლია დაგეხმაროს. ადამიანო 28 წლის ხარ, ჯერ ცხოვრება წინ კი არ გაქვს, საერთოდ არაფერი გინახავს! ცრემლები შეიმშრალე და მადლობა თქვი რომ ეგ იდიოტი თავისი ნებით ჩამოგშორდა. ხო, ბავშვებს მამა ჭირდებათ, მითუმეტეს მარიას, წელს პირველად მიდის სკოლაში, მაგრამ რა?! ყოველ საღამოს, სასმლისგან მორღეული მამის ყურებას, არ ჯობია კვირაში ერთხელ ნორმალური ახსოვდეს? ალიმენტიც დაენიშნათ გოგონებს. ასე რომ თავსაც მიხედავ და ბავშვებსაც. მაგ ბავშვებით იქნები ძლიერი ქალი!-ფართოდ გაუღიმა, თმები გადაუწია და შუბლზე აკოცა მეგობარს.
ასეთი იყო ლანა, სხვებისგან არაფრით, თითქოს საერთოდ არაფრით გამორჩეული გოგონა, ტკბილი სახასიათო მზერით, უფრო ტკბილი, მუდამ პოზიტიური ხასიათით და თბილი ღია თაფლისფერი თვალებით.
-მე და არა მარტო მე, გეუბნევით ფსიქოლოგია შენი სფეროაო, მაგრამ ჯიუტი ხარ!-ცოტა წყენით მიმართა მეგობარმა, ბოლოს კი გაუღიმა-მადლობა ჩემო ტკბილო გოგო. შენგან ყოველთვის იმედით და გამძლეობით დახუნძლული მივდივარ. შენ კი ალბათ ჩემი პრობლემებით დახუნძლულს და დამძიმებულს გტოვებ-წარბები შეწუხების ნიშნად შეკრა ლიკამ
-როგორ გეკადრებათ ქალბატონო, მუდამ თქვენს სამსახურში მიგულეთ. თანაც რა იცით?! იქნებ და მეც დამჭირდეთ თქვენი შორეული ხედვა პირად, სასიყვარულო ურთიერთობებში?! ყველაფერი შეიძლება მოხდეს!- თამამად, თავაწეულმა დაამთავრა გამოსვლა, ერთი გადაიკისკისა,მეგობარს ძლიერად ჩაეხუტა და ყავის ფინჯანს თავისი თლილი, მოვლილო ხელები შემოხვია
-მიყვარხარ ლანკა-ფაფუკი კოცნის კვალი ფაუტოვა ლოყაზე დაქალს
-მე შენი მიყვარხარ მიყვარს კნუტო-თვალი ჩაუკრა ლანამ
-ასეთი დიალოგით ვინ საუბრობს?! -საკუთარ თავსაც დაუსვა კითხვა ქერა გოგონამ, მეგობარს გაუცინა, ჩანთა მოიმარჯვა და თბილი მზერით დაემშვიდობა-შენ რომ არ მყავდე...
-...სხვა იქნებოდა -დაამთავრა წინადადება და თვალები მსახიობირად ააციმციმა
-სულელო!- თავზე ხელი დაადო ლიკამ, ერთხელ კიდევ აკოცა დაქალს და კარიც გაიხურა -ხო მართლა! კარის ჩაკეტვა ისწავლე!-გამაფრთხილებლად უთხრა, თვალი ჩაუკრა და ბინიდან გაუჩინარდა.
-ვინ შემომივარდება, ვის რაში უნდა ჩემი ბინა. თან კრუგში ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ერთი დაწივლება და ვანიკო და ზურა ბიძია თავით დაეჭობიან, შეშინებული მზერით- თავისთვის ბურდღუნებდა გოგონა. კაცების მზერის წარმოდგენაზე სიცილი ვეღარ შეიკავა და დიდი ხმით აკისკისდა. შეყვარებული არ ყოლია ლანას... თავადაც არ იცის რატომ. მუდამ ხალისიანი გოგო მაგ საკითხში ცოტა სერიოზული იყო. არ მოსწონდა აცანცარებული სიყვარულის ისტორიები, რომელთა მომავალსაც ვერ ხედავდა. თუმცა იყო მის პირადშიც უნებართვო მოწონებები, გულის ცოტა აჩქარება და ფიქრები "ნეტავ რას იზამს", "რა კარგი ტუჩები აქვს" ან "კბილებს რომელი პასტით იხეხავს ნეტავ?!". ხო, არ მოგჩვენებიათ, კბილები მისი სუსტი წერტილი იყო. თავად მუდამ წესრიგში ქონდა და ლამაზი ღიმილის პატრონები კი მის გულშიც იღებნდენ მოწონების, პრივილეგირებულ ადგილს. მეგობრებზე გადამკვდარ და მრავალი რჩევის დედად წოდებულ გოგონას ხანდახან თავადაც ჭირდებოდა ცოტა "ხელის ბიძგები". ირაკლი მაისურაძე, სწორედ ის ტიპი იყო. ლამაზი ღიმილით და ულამაზესი შავი თვალებით. ლანა ასე ახასიათებდა. მომწონსო ამბობდა კიდეც მეგობრებთან, მაგრამ მოვლენებს წინ არ უსწრებდა და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, არც ენა ებმეოდა მასთან მისალმებით. ირაკლი სხვა განზომილების ადამიანი იყო და ლანაც სწორედ ამით არწმუნებდა თავს, არჩევანის უარყოფითობაში. "ირაკლი ის ტიპი არაა, ერთ გოგოზე შეჩერდეს. ასე რომ მასთან ყველაფერი დაუწყებლად დამთავრებულია" ხშირად ეუბნეოდა თავს და ფუჭ იმედებსს არ უტოვებდა გულში ადგილს. არც სიყვარულს უღებდა კარებს. სწორედ ამიტომ, მისი ყველაზე ღრმა გრძნობა საპირისპირო სქესის მიმართ, მხოლოდ მოწონება იყო.
საღამოს სპორტულები ჩაიცვა, ყურსასმენები გაიკეთა და ცოტა ფეხითაც გაისეირნა. პარკში გაისეირნა და უკან, სახლისკენ ბრუნდებოდა მორბენალ ირაკლის რომ გადაეყარა
-ჰეი ლანა, როგორ ხარ?-ერთ ადგილზე სირბილი დაიწყო და ფართოდ გაუცინა ცოტა გაკვირვებულ გოგონას
-კარგად ირაკლი, თავად როგორ ხარ?-ცოტა დაგვიანებით მაგრამ მაინც უპასუხა
-კარგად. -თავიდან ბოლომდე შეათვალიერა თავისთან შედარებით პატარა გოგო და კიდევ უფრო გამოაჩინა ლამაზი ღიმილი- სეირნობდი? -ორივე ხელით მუხლებს დაეყრდნო და ნელ-ნელა კითხა
-კი, ვსეირნობდი! ახლა კი სახლში ვაპირებდი წასვლას -ოდნავ გაიღიმა.
-საყვარელი ხარ! - ლოყაზე მიეფერა თითებით და გოგონას სიხარულიც დაიმსახურა. გულის სიღრმეში იმას ფიქრობდა, რით ერგო მისი საუბრის პატივი.
-მადლობა ირაკლი... დროებით -უხერხულად აიწურა გოგონა და საპირისპირო მხარეს ერთი ნაბიჯი გადადგა.
-ლანა, რატომ ხარ ასეთი უკარება და უჩვეულო ხასიათის? -გულწრფელად გაუკვირდა ბიჭს და ინტერესიანი, დაკვირვებული მზერა მიაპყრო
-უკარება რატომ? რამე მკითხე და გვერდი ისე აგიარე, არ გიპასუხე? რამე დაგაინტერესდა ჩემთან მიმართებაში და ახლოს არ მოგიშვი?-ცოტა გათამამდა გოგონა, მაგრამ დაძაბულობამ თავისი ქნა და ოდნავ შესამჩნევად აუკანკალდა ხელ-ფეხი
-ახლოს შენ არავის უშვებ. ახლაც, ვცდილობ გაგესაუბრო, შენ კი გარბიხარ.-წარბი აუწია იმის ნიშნით რომ არ ცდებოდა
-აქამდე ყველა შენნაირი რომ მომეშვა ჩემამდე იმდენად ახლოს, რამდენადაც ახლა გულში ფიქრობ. სიმართლე მითხარი... შენ! ირაკლი მაისურაძეს კიდევ გექნებოდა ჩემთან მოსვლის სურვილი? არა, არც შენ და არც სხვას! საზღვრები ყველას უნდა ქონდეს. უბრალოდ ყველა ვერ უნდა ლახავდეს მაგ საზღვრებს-თვალი ჩაუკრა გოგონამ და გზა გააგრძელა. ბიჭისკენ ზურგით მდგარმა ცოტა ღრმად ამოისუნთქა და თითქოს განთავისუფლდა დაძაბულობისგან.
-მოიცა, აქამდე მხოლოდ იმიტომ ირგებ უკარებას როლს რომ ერთადერთს ელოდები?!-ცოტა დამცინავი გამხდარიყო ბიჭის ტონი. ლანას ამოდგომოდა გვერდით და ისე ცდილობდა მისი სიარულისთვის ფეხის აწყობას
-ერთადერთს?- გაკვირვებული თვალები მიანათა გოგონამ
-ხო ანუ მე! -ნიშნისმოგებით წარმოთქვა ბიჭმა და გოგოსაც თვალები უარესად გაუფართოვდა. იცოდა რომ თავდაჯერებული ტიპი იყო მაგრამ ამდენადაც არ ელოდა. ეს უკვე სხვა რაღაც იყო. - ხო, ანუ, აი დედაჩემი რომ იტყვის ხოლმე ჩვენ დროში სირცხვილი იყო ბიჭის გვერდით გავლაო აი მაგ დროის ტიპაჟი ხარ ოღონდ ცოტა დაგაგვიანდა დაბადება -განაგრძო ბიჭმა. ეწყინა... სადღაც გულში რაღაც ჩაწყდა. პირველად მოუნდა ტირილი, მაგრამ იცით რატომ? იმიტომ არა რომ იმედი გაუცრუვდა, უბრალოდ არ უნდოდა ასეთი სხეულის შიგნით, ასე დამდაბლებული სულისთვის ეყურებინა.თავი აიძულა და ცრემლის ბურთულა ყელშივე გადაყლაპა. ასე ერჩივნა.
-შენთვის ყველაფერი სექსით იწყება და მთავრდება!- ეს უფრო დასკვნას გავდა და არა კითხვას. -არაფერი გაქვს ღირსეული, ფასეული...-ნაწყენი ტონი ვერ დამალა
-ახლა უკვე ზედმეტს ეხები!-ცოტა დასერიოზულდა ირაკლი
-არა, არანაირად-სწრაფად უარყო ლანამ -სექსი შეიძლება საყვარელ ადამიანთან, გრძნობის არსებობით და არა შენ შემთხვევაში ყველასთან ვისაც კი სწორი და გრძელი ფეხები აქვს. აი ჩემსა და შენს შორის განსხვავება. -სევდიანად ამოილაპარაკა, მისკენ შებრუნდა და დაემშვიდობა -როგორც ჩანს, ჯობდა ისევ ისე ჩაგვევლო ერთმანეთისთვის, როგორც გუშინ ან იმის წინ... მე და შენ სხვადასხვა განზომილება ვართ!-სევდიანად აღნიშნა ბოლოს, ოდნავ გაუღიმა ჩაფიქრებულ ბიჭს, რომელსაც გაუჭირდა, გოგონა ამგვარი გრძნობების და შეხედულების პატრონად წარმოედგინა. ერთხელ სწრაფად შეათვალიერა გოგონამ და სწრაფი ნაბიჯით მოშორდა ადგილს. დიდი ხნით ფიქრობდა მაისურაძე გოგონას ნათქვამზე, ისედაც იცოდა რომ ყველა გოგო, გულის სიღრმეში რომანტიკოსია. ხშირად იყენებდა კიდეც ამ ცოდნას თავის სასარგებლოდ, მაგრამ ასე არავის გამოსვლია მისი ჩაფიქრება. თითქოს რაღაცაზე ეთანხმებოდა ბიჭი, მაგრამ ბოლომდე აღიარება არ უნდოდა. ხშირად ათვალიერევდა ჩუმად გოგონას. როგორ იცინოდა, როგორ ხუმრობდა, როგორ ეხუტებოდა მეგობრებს, როგორ წუხდებოდა მათი წუხილით და ბოლოს, მისი უბრალოება უკვირდა, ლამაზი უბრალოება რომელსაც უვლიდა და არ აფუჭებდა. იცნობდა გალამაზებულ გოგონებს, მაგრამ ასეთს უშუალოს და უბრალოს არა. თავი გაიქნია ბიჭმა, შეპარული ფიქრები გარეთ გამოუშვა, ერთხელ კიდევ შეავლო თვალი ადგილს, საიდანაც ლანა გაუჩინარდა და თავის გზა გააგრძელა.

გული წყდებოდა, ცრემლებამდე მიდიოდა მაგრამ არ ნებდებოდა, საკუთარ თავს სისუსტის უფლებას არ აძლევდა. "დაწყნარდი ლან, ერთი უბრალო საუბარი იყო, თან ხომ არ გიყვარს არა?! პატარა განებივრებული ბავშვივით იქცევი, სკოლა როდის დაამთავრე?! ისევ პატარა ხარ! " საკუთარ თავს ეჩხუბებოდა და მისაღებში აქეთ-იქით სიარულით იმშვიდებდა თავს. "კრეტინი, თავი დიდი ვინმე გონია! სიმპათიურ სხეულს ამოფარებული, სექსზე დახამებული უგრძნობი არსება!" ბოლო ხოტბა შეასხა მაისურაძეს და სააბაზანოს მიაშურა. ცოტა დამშვუდების შემდეგ მიხვდა რომ ასეთი სასწაულიც არაფერი უთქვამს ბიჭს, თავის ფიქრებზე გაეცინა, მალე მოწესრიგდა და დასაძინებლად გაემზადა. ცოტა ხნით ფეისბუქზეც "ისეირნა", ბოლოს ტელეფონი ტუმბოზე დადო და ნელ-ნელა კიდეც უმასპინძლა "ღამის სტუმარს".

დაფეთებულმა ჩაყო თავის ფუმფულა ჩუსტებში ფეხი და გულამოვარდნილი გაიქცა სახლიდან. ირაკლის ნახვა უნდოდა, რაღაც ჰქონდა სათქმელი. რაღაც უნდა ეთქვა, მიესწრო. უნდა გაეგებინებინა მისთვის, აეხსნა, გაერკვია. ერთი ქუჩა პიჟამოებში ჩაცმულმა გაირბინა,ჩუსტები ხელს უშლიდა, გზაში ეხდებოდა და აფერხებდა. საყვარელი ჩუსტები საძულველი გახდა, დაბრკოლებად ქცეულიყო და ნერვებს უშლიდა. გული დაღლოდა ამდენი სირბილით. უნდა გაჩერებულიყო ცოტა ხანი, მაგრამ დააგვიანებდა. მერე ინანებდა, იტირებდა კიდეც ალბათ. მოულოდნელად იგრძნო რომ მარტო არ იყო,ლამპიონებით განათებულ ქუჩებში არცერთი მანქანა არ შეხვედრია, არც მოძრაცი და არც უძრავად მდგარი. არც დაკვირვებია, ახლა მიხვდა და გაუკვირდა, გარშემო მიმოიხედა... საერთოდ არავინ იყო მაგრამ იცოდა ვიღაც უყურებდა, შორიდან ათვალიერებდა და აკვირდებოდა. ნაცნობი იყო? ან იქნებ უცნობი? ირაკლი? ირაკლი უნდოდა რომ ყოფილიყო, გულის სიღრმეში უნდოდა. ღრმად ჩაისუნთქა და ეცადა დამშვიდებულიყო, თვალები ძლიერად დახუჭა და გაახილა.
დაინახა... ვიღაც დაინახა... ვიღაც უახლოვდებოდა... ხმებიც ესმოდა... მაგრამ არა ნაცნობი... სახე კარგად არ უჩანდა, მაგრამ ირაკლის ეძებდა, მიამგვანა თითქოს ახლოს მოსული სხეული. თვალები კიდევ ერთხელ დახუჭა და ძლიერი წვაც იგრძნო ხელზე... ვერ მიხვდა რა მოხდა... ეტკინა... წამოიყვირა... ცრემლიც კი წამოუვიდააა...
-ირაკლი?! -თვალებდახუჭულმა თითქოს დაუძახა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. შეეშინდა... შიშმა აიძულა თვალები ფართოდ გაეხილა. ირაკლის გამოსახულება გაიდღაბნა, წაიშალა, გაქრა... მაგრამ ტანი დარჩა... ნიღაბაფარებულ უცნობს უყურებდა და ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა. აქეთ-იქით გაიხედა და მიხვდა სიზმარი ნახა... თუმცა ნამდვილი კოშმარი სინამდვილეში ხდებოდა. საწოლში იწვა და მის ოთახში ორი ნიღბიანი უნებართვოდ შესულიყო. ერთი უბრალოდ დაბოდიალობდა და რაღაცას ეძებდა, მეორე კი გოგონას აკვირდებოდა.
შეეშინდა...
დროში გაიყინა...
სუნთქვა გაუჩერდა...
ხმა ვერ ამოიღო... მხოლოდ გაფართოებულ თვალებს აცეცებდა და გვიან მოიფიქრა ამოძრავებულიყო. ფეხის აწევა სცადა მაგრამ არ გამოუვიდა. იფიქრა შიშის ბრალიაო, ღრმად ჩაისუნთქა და ძლიერი ბიძგით დაჭიმა ფეხები. ეს მხოლოდ მას ეგონა ასე. სინამდვილეში კი პარალიზებული გოგონა უბრალოდ იდო საწოლზე.
უფრო შეეშინდა...
პანიკა ნელ-ნელა ეხუტებოდა და სულს უგუბებდა.
გულისცემას ყელში გრძნობდა, თვალებში ძლიერად მოაწვა ცხელი სითხე და არც შეწინააღმდეგებია. მიხვდა ის ძლიერი წვა, სიზმარში არ იყო. ეს მათი ბრალი იყო, იმ ორის...
-რა ჯანდაბას ეძებთ, რა გინდათ? რა გამიკეთეთ?! მტკივა - ტირილით ამოილაპარაკა, ეგონა იყვირებდა მაგრამ ესეც ვერ მოახერხა. უშედეგოდ ცდილობდა კიდურების ამოძრავებას, თუმცა შიშს უფრო აღვივებდა ორგანიზმში. ხმაზე მოსიარულე ნიღბიანი შეკრთა, უძრავად მდგომთან ახლოს მივიდა და ხმამაღლა დამცინავად თქვა
-გამოფხიზლდა? ხომ გითხარი, ისე ბორგავდა, გაიღვიძებს და დაგვერხევა მეთქი?!
-დამანებეთ თავი, რა გამიკეთეთ, ვეღარ ვსუნთქავ!-ტირილს ვერ წყვეტდა ლანა. გული ყელში უცემდა და ღრმად სუნთქავდა. გულის რევის შეგრძნებას ძლიერად გრძნობდა, ყელში უჭერდა და საუბრის საშუალებას არ აძლევდა. ბიჭი მისი საწოლისკენ დაიძრა, გვერდით ჩამოუჯდა და ეცადა მის ხელს შეხებოდა, მაგრამ ლანა უარესად ატირდა, ის ფაქტი რომ მოძრაობა არ შეეძლო,სულს უკაწრავდა და ნელ-ნელა კლავდა.
-შენ არ მითხარი მხოლოდ ოდნავ შეუზღუდავს მოძრაობასო? ან დაეძინება და ვერაფერს გაიგებსო?-ხმამაღლა მიმართა "მოფუსფუსე" ბიჭს
-მერე შეზღუდული არ აქვს? აბა მაგისთვის მეცდია?
-ბიჭო ძილის წამლები ადამიანს ასეთ რაღაცეებს არ მართებს. შენ რა, მა*ლევებ?!-დაიღრიალა საწოლზე მჯდომმა
-შენ რა გინდა ვერ გავიგე. სწრაფად მოვრჩეთ საქმეს, დალშე რა მნიშვნელობა აქვს?!- ხელები გაშალა მეორემ
-რას არ აქვს მნიშვნელობა? - გაცეცხლებული ყელში წვდა ძმაკაცს და კედელს მიახეთქა. -ესეიგი გკიდია ახალგაზრდა გოგო რომ ნელ-ნელა თავის სიკვდილს უყურებს? ამ სახლში ხომ არავინ უნდა ყოფილიყო? შენ არ მითხარი ცარიელიაო?! -იღრიალა ოდნავ მაღალმა ტიპმა და მუშტი ძლიერად მოუქნია კედელთან მიმწყვდეულს. საწოლს მიუახლოვდა და ცალი ხელით ნიღაბი მოიხსნა. გოგონასთან ახლოს დადგა და დააკვირდა. ოთახში მხოლოდ ერთი სანათი იყო ჩართული,თუმცა კარგად ჩანდა ბიჭის არანაკლებ შიშისგან გაფართოებული თვალები. ბიჭის მიახლოებაზე ლანა დაიძაბა, ცრემლების ახალი ტალღა იგრძნო და თვალები ძლიერად დახუჭა.
-ნუ გეშინია, შემომხედე!- ხმამაღლა უთხრა ბიჭმა. -შემომხედე ამის დედაც! -ღრიალზე ლანამ უნებლიედ დაქაჩა თვალები და ნათლად დაინახა ახალგაზრდა, ღია ყავისფერი თმებით, 20-25 წლის ბიჭი. -ხმა ხომ გესმის? -მკაფიოდ კითხა ბიჭმა. მაგრამ ლანას პასუხისთვის არც უფიქრია. ენა თითქოს გაშეშებოდა, გაქვავებოდა. ეგონა ტუ ხმას ამოიღებდა ნამსხვრევებად იქცეოდა. ვეღარ მიხვდა რა ექნა...- ჩემი ხმა ხომ გესმის მეთქი! -ხმას აუწია ისევ წაბლისფერთმიანმა
-კი-შიშისგან უფრო დაწვრილებული ხმით უპასუხა ლანამ და მისი არსება უკვე ცნობისმოყვარეობას შეეპყრო. ბიჭმა თავი დაუქნია და ისევ თავის ნაცნობთან გადაინაცვლა
-რამდენ ხანში გამოვა?!-მკაცრად ჰკითხა
-არვიცი- უდარდელად აიჩეჩა მხრები და ისევ რაღაცის ძებნას შეუდგა
-ფეხებზე შენი ფული და კაცობა-იღრიალა წაბლისფერთმიანმა და ლანას გვერდით, ტუმბოზე მდგარი ლარნაკი ნიღბიანს გაუქანა, მიზანსაცდენილი კი კედელზე შეენარცხა ხმაურით.-რა გაუკეთე და რამდენ ხანში გაივლის- ახლოს მივიდა და თვალებში ჩახედა
-შენ რა განაღვლებს?!-განაგრძნობდა ნიღბიანი
-შენ მგონი ვერ მიხვდი! -ირონიულად ჩაიცინა და საყელოში წვდა ისევ- აქ ვინც მოკვდება, შენ იქნები თუ არ მეტყვი რამდენ ხანში გამოვა!
-ცოტა ზედმეტი გავუკეთე რომ ბორგავდა, მეგონა დამშვიდდებოდა. ეს კიდე ვერ მოძრაობს ამის დედაც. ჩემი ბრალია? რაში მადარდებს?-ამის თქმა იყო და წაბლისფერთმიანის მუშტი კიდევ ერთხელ მოხვდა ნიღბიანს, ოღონდ უფრო ძლიერად
-დააახვიე აქედან ახლავე!-იღრიალა ბიჭმა და მისაღებისკენ გაათრია-სასწრაფოს უნდა დავურეკო, თუ არ გინდა ჩასვრა მაშინ დაახვიე და ჩემი სახელი აღარ ახსენო. პირველიც ეს იყო რომ დაგეხმარე და ბოლოც ეს იქნება-მის სახესთან დახრილმა კბილებში გამოცრა და ხელი გაუშვა. სწრაფად შევიდა საძინებელში, ლანასთან დაიხარა და თავზე ხელი გადაუსვა
-ნუ გეშინია კარგი? თუმცა როგორ არ შეგეშინდება... ეს რა გავაკეთე! ჯანდაბა! ჯანდაბა!- ჯიბეში ტელეფონი მოიძიაა და 112-ში ანერვიულებულმა დარეკა.
-რატომ რჩები?-შეშინებულას და ნამტირალევს, ხმაც ჩახლეჩოდა ლანას
-ასე ვერ დაგტოვებ! ჯანდაბა! -ორივე ხელი თავზე მოიკიდა ბიჭმა და ღრმად ჩაისუნთქა- ხომ გადარჩები! უნდა გადარჩე! ოდესმე ხომ მაპატიებ? ეს რა გავაკეთე!- თავადაც ვერ ხვდებოდა რას ამბობდა, აქეთ იქით დადიოდა და ვერ ხვდებოდა რითი დახმარებოდა პარალიზებულ გოგოს.
-მეზიზღები!-კბილებში სიძულვილით გამოთქვა გოგონამ
- ნეტავ გადარჩე და მაგას დავეძებ?-გულწრფელად უპასუხა ბიჭმა-ზიზღი კიდევ ცოტაა იმასთან რასაც უნდა გრძნობდე!

ნელ-ნელა შემოეპარა სინათლე სიბნელეს... ლანაც ცოტა დაწყნარდა თითქოს... ლურჯ ფორმიანი სასწრაფოს ექიმი წნევას უსინჯავდა მწოლიარეს, პერიოდულად კითხვებს სვავდა და პასუხებს დიდი გულისყურით ისმენდა
-როდის იგრძენით პარალიზება?
-არვიცი-უპასუხა გოგონამ- ღამე, გვიან...
-გამთენიის 4 საათზე! -ზუსტი დრო უთხრა ბიჭმა. ქალმა მრგვალი ფორმის სათვალე შეისწორა და სათვალის ზემოდან გახედა თავთით მდგარ ბიჭს
-თქვენ პაციენტის რა ხართ? -შემდეგი კითხვით დაინტერესდა ექიმი
-ექიმო ახლა მაგის დროა? როგორ იქნება?-ნერვიულად მიუგო ბიჭმაც
-კარგით. ლანა, ეცადეთ ხელის თითები ოდნავ მოხაროთ, როგორც თქვენ აღნიშნეთ ოთხი საათიდან აქამდე უკვე უნდა გასვლოდა მოქმედება წამალს. პოლიციაც ამოვა ახლა და დეტალებს ის გაარკვევს. -ნიშნისმოგებით გახედა ოთახში მიმოფანტულ ნივთებს ქალმა და შემდეგ ისევ ბიჭს ახედა -ლანა, ეცადეთ მოხაროთ!
-არ შემიძლია
-ცადეთ და არ გამოგდით?
-გთხოვ... გთხოვ... სულ ოდნავ მაინც...-მკრთალად გაიგონა ბიჭის ბურდღუნი და მისი ტანჯვა გულში უჩვეულოდ ესიამოვნა კიდეც. გონება დაძაბა და ერთიანი იმპულსები გაგზავნა ფეხის თითებში. მკრთალად მაგრამ მაინც შეძლო ოდნავ შერხეულიყვნენ. გაეღიმა და ექიმს იმედიანი თვალებით შეხედა
-კარგით ახლა მე ერთ ნევსს გაგიკეთებ. წამლის მოქმედების დროს შეამცირებს-შემდეგ კი საავადმყოფოში გადაგიყვანთ-განაცხადა ექიმმა და შპრიცში წამალი აავსო. 2 წუთი არ იყო გასული პოლიციის სირენის ხმა გაისმა და კიდევ ორ წუთში უკვე სახლში იყვნენ... ზედაპირული დათვალიერების შემდეგ საძინებელშიც შევიდნენ და პირდაპირ კითხვით მიმართეს მწოლიარეს
-მოკლედ რომ გვითხრათ რა მოხდა სახლში?
-წესიერად მეც არ ვიცი-სუსტი ხმა ამუშვა ლანამ და დაძაბულობით დაღლილი თვალები მილულა
-კარგით. 112ში ვინ დარეკა?
- მე დავრეკე, საავადმყოფოში გადაიყვანონ ლანა და შემდეგ ყველაფერს აგიხსნით-ოდნავ სევდიანად ამოილაპარაკა ბიჭმა და ფანჯრისკენ ნახევარი ტანით შებრუნდა.
-ვიჩხუბეთ! -გადაჭრით თქვა ლანამ და ჯიუტად გაუსწორა თვალი გაკვირვებულ ბიჭს.- ვიჩხუბეთ და შედეგსაც ხომ ხედავთ? -ახლა უკვე ოფიცერისკენ გაიხედა და დაამატა- დეტალები გინდათ კიდევ?
-სახლი უნდა შევამოწმოთ- მაინც არ ეშვებოდა ფორმიანი
- ყველაფერს აგიხსნით-მეთქი -მკაცრად წარმოთქვა ბიჭმა და ოფიცერს ანიშნა ოთახიდან გასულიყვნენ
-იცოდე არასოდეს გაპატიებ! თუ ახლა გვერდით არ დამიდგები! -კბილებში გამოცრა ლანამ და დაამატა-ოფიცერო ვიჩხუბეთ, წყვილის ჩხუბს არ შესწრებიხართ? სავალალო შედეგიც მივიღეთ ეს იყო და ეს!
-კარგით და წამალი ვინ გაგიკეთათ? -არ ნებდებოდა შეიარაღებული
-დასამშვიდებელი ეგონა! -მტკიცედ გაიჟღერა გოგონამ-მიღალატა და ყველაფერი დავლეწე, განერვიულებულს კი დამამშვიდებელი გამიკეთა, ოღონდ ცოტა მეტი მოუვიდა...- ამოიოხრა ლანამ და ფეხი ოდნავ, სულ ოდნავ მოხარა
-გადამრევთ ეს ახალგაზრდები რა! შვილო ამნაირი ნერვიული გინდა ცოლად? ან შენ კიდევ ასეთი მოღალატე? თუ ვერ ეწყობით დაშორდით შვილებო, რას იკლავთ თავს და თამაშობთ ბედთან!- ამიოხრა ექიმმა ქალმა და ორივეს მკაცრი მზერა მიაპყრო
-არ მიღალატია, არ ვიცნობ! ბინაში შემოვიპარე ამის დედაც... წამიყვანეთ ახლა, ოღონდ მითხარით როგორ იქნება!- შეშლილივით იღრიალა ბიჭმა და გოგონასკენ არც შეუხედავს, ოფიცერს გახედა, მოგყვებითო.
-ახლა არ გიღალატია ხომ? -ნერვიული სიცილი დაიწყო ლანამ და რომ გეკითხათ ამას რატომ აკეთევდა უბრალოდ ვერ გიპასუხებდათ. იქნებ უნდოდა თავად დაესაჯა დამნაშავე, ზიზღის გრძნობა და შურისძიების წყურვილი ორგანიზმს უწამლავდა და ერთადერთი რაც უნდოდა, მგრძნობელობის დაბრუნება იყო. ამის შემდეგ გაუსწორდებოდა გატუტუცებულ, მოძალადე ყმაწვილს -არ გაპატიებ! არ გაპატიებ! ყველაფრისთვის პასუხს აგებ!გეფიცები. ჩემი ხელით დავამთავრებ შენ დაწყებულ საქმეს! -მტკიცე ხმით იმუქრებოდა და თითქმის გადავლილი შიშის ტრამვის იარებს ახლა გრძნობდა გულში. პანიკა იპყრობდა და პატარა ატირებული ბავშვივით ერთი და იგივეს მრავალჯერ ამბობდა. ტუმბოზე დადებული წიგნაკი ისე გაიქნია უცნობი ბიჭისკენ, მისი სწრაფი რეაქცია რომ არა, სულ მცირე წარბს მაინც გაუხეთქავდა.
-დამშვიდდით ლანა თორემ იძულებული ვიქნები დამამშვიდებელი გაგიკეთოთ-გაკვირვებული მიუახლოვდა ქალი. ვერ გაეგო ამ ერთ წუთში ასე რატომ გაღიზიანდა
-მე კიდე დამამშვიდებელი მინდა?-იღრიალა ლანამ და ისევ უცნობ ბიჭს შეხედა-არსად არ წახვალ! -ავისმომასწავლებლად გაიჟღერა გოგონას სიტყვებმა
-გოგონა მესმის განერვიულებული ხართ მაგრამ დაკითხვაზე მაინც უნდა წავიყვანოთ.-ეცადა წყნარად აეხსნა ოფიცერს, თუმცა ლანას არაფრის გაგონება არ უნდოდა
-არა! -თავი გადააქნია და ფეხს ძალა დაატანა რომ კიდევ უფრო მოეხარა, გამოუვიდა თუმცა ამით გამოწვეული ოდნავი სიხარული, ისევ მრისხანებამ შეცვალა. ერთხანს უხმოდ აკვირდებოდა ბიჭი, იმასაც მიხვდა გოგონა უკვე მალე ადგებოდა ფეხზე. მაგრამ იმას ვერ მიმხვდარიყო მისი გაშვება რატომ არ უნდოდა, ხომ მოიშორებდა ციხეში ჩამჯდარს, მაგრამ არა... მიხვდა წაბლისფერ თმიანი რომ ეს საქმე მხოლოდ ამ ორის შორის უნდა მოგვარებულიყო, ამიტომ ოფიცერს მიუბრუნდა და მანაც იცრუა
- მართალია, ეჭვიანობის ნიადაგზე სცენები მომოწყო და მეც დამამშვიდებელი გავუკეთე-ბოლო სიტყვებზე გოგონას შეხედა და უემოციოდ დაუქნია თავი.
-კარგით. თუ ლანა არ გიჩივით მაშინ საავადმოფოში გადავიყვანოთ. სასწრაფო დახმარებას აღარ საჭიროებს თუმცა თერაპევტმა აუცილებლად უნდა ნახოს.-ისევ სიტყვით გამოვიდა ექიმი. ლანამ კი ამაზეც უარი განაცხადა
-არ მინდა ექიმი, კარგად ვარ. უკვე ვამოძრავებ ფეხებს და მალე ავდგები კიდეც-თვალს არ აშორებდა ბიჭის სევდიან მზერას
-ვაი ეს რა თაობა მოდიხართ! არაფერი თქვენ არ გესმით- ოფიცერმაც ფარ-ხმალი დაყარა და ხელი ჩაიქნია -ვერც ვერაფერს გააგებინებთ კაცს და ვერც ვერავინ აგიხსნით რამეს! -ცოტა გაბრაზების ნოტები შეურია კაცმა ხმაში და მეწყვილეს ანიშნა წავედითო
-საავადმყოფოში უნდა წახვიდე! -ნელ-ნელა მიუახლოვდა ბიჭი
-არა! -მხოლოდ ერთი სიტყვით უპასუხა ლანამ და უფრო მოზღვავებულ სიბრაზეს ცოტა ხანს მომთმენის როლი არგუნა
-უნდა წახვიდე! - ხმამაღლა, მკაცრად გაუმეორა ისევ
- დამეხმარე -თითქოს მისი ნათქვამი არ გაუგია, ისე გაუწოდა ხელი ლანამ. ცოტა ფიქრის შემდეგ მოკიდა გოგოს ნაზ თითებს თავისი ძლიერი ხელი და წამოდგომაში დაეხმარა.
-ექიმო კარგად ვარ. ცოტა ხანიც მჭირდება და უფრო კარგად ვიქნები. მადლობა ყველაფრისთვის- ღიმილით დაემშვიდობა, ცოტა ხანს დაიცადა სანამ კარში გაუჩინარდებოდნენ და ისევ ბიჭს მიუტრიალდა- წყალი მინდა - სევდიანად ამოილაპარაკა და საწოლზე მისი დახმარებით ჩამოჯდა. მაშინვე სამზარეოლოსკენ გაემართა და სავცე ჭიქა პირთან ახლოს მიუტანა განერვიულებულმა
-თავადაც შემიძლია! -მკვახედ მიუგდო ორი სიტყვა და ჭიქა ხელიდან გამისტაცა. ყველაფერზე ერთად დაიწყო ფიქრი ლანამ. თითქოს ტვინიც გაყინული ქონდა და მხოლოდ ახლა, ნელ-ნელა აცნობიერებდა მომხდარს. ალაგებდა მაგრამ მიზეზს და მიზანს ვერ ხვდებოდა. რატომ დაემართა მსგავსი რამ, რას ერჩოდნენ ან რა დიდი ფულის პატრონი იყო ეს ერთი ციდა გოგო, რომ ასე გაიმეტეს. თვალები აეწვა და სამ წამში უხმო ტირილიც დაიწყო... მასთან ახლოს მყოფს ვერ გაეგო რა ეთქვა აცახცახებული გოგონასთვის, სიტყვას ეძებდა მაგრამ ვერ პოულობდა. მისგან ნებისმიერი სანუგეშებელი სიტყვის თქმა სირცხვილი იყო მისთვის. თითქოს დასუსტდა, დაპატარავდა...
-კარი გატეხეთ? -ტირილით ჰკითხა გოგომ. მისი მტკიცე და ბრაზნარევ ტონს ძალა დაკარგვოდა
-ღია იყო -ჩუმად ამოიჩურჩულა ბიჭმა
-ლაშა, ცოლი ან და გყავს? - ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ჰის3ვ კითხა და სევდიანი თვალებით შეხედა.
-პირადობა მომპარე? -გაკვირვებულმა მოისინჯა ჯიბეები ბიჭმა, შემდეგ კი გოგონას ხელში შეამჩნია თავისი ნივთი. ირონიულად, ოდნავ ჩაეღიმა ლანას მოხერხებულობაზე, თუმცა მალევე დასერიოზულდა და ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ უპასუხა-არა, არ მყავს.
-ასეც ვვარაუდობდი! რატომ არ იფიქრეთ რომ შეიძლებოდა შიშისგან გული გამსკდომოდა?-ოდნავ ხმამაღლა შეყვირა სასოწარკვეთილმა- ჯანდაბა! რატომ არ იფიქრე რომ ღამე ხალხს მშვიდად ძინავს და დასვენებული ტვინის უჯრედებს უცბად საშინელი სურათით აფხიზლებდით, თან ზედ პარალიზებულ სხეულს მჩუქნიდით ბონუსად. -ფეხზე წამოდგა და ბიჭის წინ დადგა - იცი რა ვიგრძენი? მოვკვდი! -ცრემლიანი თვალებით ჯიუტად უყურებდა ბიჭს რომელსაც ამდენი ხნის მანძილზე სიჩუმეს ინარჩუნებდა. ან კი რა ქონდა სათქმელი. თუმცა გრძნობებით ყველაზე უკანასკნელის ადგილს იკავებდა, გოგონას მდგომარეობით გული ეწურებოდა და ჰაერი არ ყოფნიდა. ფიქრობდა რომ ყველაფრის ღირსი იყო, ამიტომ არ ეწინააღმდეგებოდა მის წინ მდგომს.
-ხმა გამეცი! -ამოიტირა ლანამ და ხელები მკერდზე დაკრა -რამე მითხარი! ჩუმად ნუ ხარ! ნუ მაფიქრებინებ რომ ნანობ! არ ნანობ, არ გაღელვებ! არ გაინტერესებ! -გამეტებით ურტყავდა, არც ბიჭს ინდობდა და არც იმ ცხარე ცრემლებს, სახეს რომ უსველებდა. -შენ ადამიანი არ ხარ! რამდენი გინდოდა ფული? ამ მდგომარეობისთვის გიღირდა მაგის გაკეთება? -ახლოს მიიწია და მკაცრად ჰკითხა. ლაშამ მხოლოდ წამიერად შეხედა გოგონას. უნდოდა ხელი გაეწვდინა, ჩაეხუტებინა და ენუგეშებინა მაგრამ უფლება არ ქონდა. არავინ კი არა ზიზღის გრძნობა იყო გოგონაში.
-მეზიზღები, მძულხარ, შენი დანახვა არ მინდა. მინდა რომ შენც გეტკინოს, დაიტანჯო! მრავალწლიან ტანჯვას გისურვებ, ისეთს რომ სიკვდილს ნატრობდე, მაგრამ მაგის გაკეთება არ შეგეძლოს. ნელ-ნელა თანდათან უნდა კვდებოდე -ცრემლებთან ერთად მიაყარა სიტყვებიც ბიჭს და მოულოდნელად, ამდენი ემოციით დატვირთულს, თავბრუ დაეხვა. სწრაფად იმარჯვა ლაშამ და მოფარფატე გოგონა ხელში დაიჭირა. საწოლზე ფრთხილად დააწვინა და მის სახეს დააკვირდა.
-საავადმყოფოში უნდა წაყოლოდი!
-წავალ ცოტა ხანში-ცოტა დამშვიდებულმა ამოილაპარაკა გოგონამ და თვალებში შეხედა
-კარგი, რომელიმე მეგობრის ნომერი მომეცი, დავურეკავ რომ მოვიდეს. მე კი წავალ და ცხოვრებაში ვეღარ მნახავ გპირდები. პატიებასაც არ ვიმსახურებ ვხვდები, ჩემს ახლობელს ვინმე რომ მასე მოექცეს როგორც შენ მოგექეცით.... ჩემ თავსაც არ მოვექცევი სახარბიელოდ, ეს თუ ცოტა მაინც დაგამშვიდებს, გპირდები- გულწრფელი იყო ლაშა. სიკვდილზე ოცნებობდა და გაჩენის დღეს წყევლიდა.იგრძნო ლანამაც ბიჭის წრფელი სიტყვები. მიხვდა რომ იმაზე მეტად ტკიოდა ლაშასაც ვიდრე თავად. იმაზე მეტად განიცდიდა ვიდრე თავად. თვალები ძლიერად დახუჭა და თავისთვის ამოიტირა
-არ წახვიდე...-სიმტკიცე აკლდა გოგონას ხმას
-რა?
-მეშინია...-ჩუმად ამოიჩურჩულა და ისევ თავლებში შეხედა. არ უნდოდა მაგრამ უფრო ძლიერად ატკინა ბიჭს, თავისდაუნებურად ატკინა გული. ერთი სიტყვით აურია სუნთქვის რიტმი და ერთი სიტყვით გამოიწვია მის თვალებში სითხის მატება. მაშინვე ინანა ის ერთი სიტყვა, მაგრამ ნათქვამს უკან ვეღარ დააბრუნებდა.
-დაისვენე... -ხელოვნური მაგრამ მაინც გამტყდარი ხმით მიუგო ლაშამ-სანამ შენი მეგობარი მოვა, არსად არ წავალ! -ღრმა სინანულით ამოთქვა და ხელები სახეზე მოისვა.
იმ მომენტში არცერთი დაფიქრებულა, მაგრამ ფაქტია რომ ერთმანეთის არ ეშინოდათ, ენდობოდნენ კიდეც... თუმცა ამაზე არცერთი ფიქრობდა...
ისე ჩაეძინა ლანას არ გაუგია, მშვიდად ეძინა, დროის შეგრძნება დაკარგული ქონდა. რომ გაიღვიძა, თავთან ლიკუნა ეჯდა და სევდიანი თვალებით უყურებდა მეგობარს.
-ლიკუნ როგორ ხარ?- ვალდებულებით, ნაძალადევი ღიმილით ჰკითხა და აქეთ-იქით დაიწყო თვალების ცეცება
-კარგად ლანუშ, მაგრამ აქ რა მოხდა? შენ როგორ ხარ?- გაკვირვებულმა მიმოიხედა ლიკამ
-ა... ლიკუნა, კარგად ვარ... ის სად არის?
-არვიცი ვისზე ამბობ,არავინ მინახავს. შენ მომწერე და მეც მოვედი-მხრები აიჩეჩა მეგობარმა
-რა მოგწერე?-ინტერესით იკითხა ლანამ და ოთახი კიდევ შეათვალიერა.
-ლანა მაშინებ. რეებს მეკითხები? -თვალები გაუფართოვდა გოგოს
-ა, არ მახსოვს ზუსტად როგორ მოგწერე-თავის დაძვრენა ცადა
-ცუდად ვარ ძალიან და თუ გცალია მოდიო, გიპასუხე კიდეც, ერთ საათში შენთან ვათქო და ვსო. მერე მოვედი და გეძინა, მას მერე ასე ვზივარ და გიყურებ გაკვირვებული, რადგან ვიცი როგორ გიყვარს სისუფთავე, აქ კი სრული ქაოსია და შენ მშვიდად გძინავს-ჩამოარაკრაკა ცოტა გაკვირვებული ხმით
-ხო... სახლში არავინ იყო?
-ლანა! -თვალები დაუბრიალა დაქალმა.
-კარგი! ამ დილით სახლში ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა შემთხვევით და ისე შემეშინდა, რაც ხელში მომხვდა ყველაფერი ვესროლე. ამიტომ აირია სახლი. მერე წასვლა რომ დააპირა ცოტა ვილაპარაკეთ და მერე დამეძინა. მეგონა აქ იქნებოდა ისევ-ცოტა შეალამაზა წუხანდელი მომხდარი
-აჰამ... და არც ტელეფონის ნომერი გაქვს და არც სახელი იცი-დაასრულა ლიკამ -ის სმსიც იმ ბიჭმა გამომიგზავნა, ამიტომ არ გაქვს წარმოდგენა ტექსტის შინაარსზე. გინდა რომ მეორედაც ნახო მაგრამ არანაირი იმედი არ გაქვს. სულ გაფრთხილებ!სულ გეუბნევი კარი დაკეტე, ჩაკეტე, ჩარაზე მეთქი... ისევ რომ მოვიდეს?!
-არა!
-რატომ კატეგორიულად არა?! შენ რა იცი?
-ზუსტად ვიცი, არ იზამს. დავივიწყოთ და ვსო! -ღრმად ამოისუნთქა ლანამ, გოგონას დახმარებით წამოდგა და ცოტა საჭმელიც დაძალებით შეჭამა.

ცხოვრებაში ყოველთვის რაღაც შემთხვევით ხდება. ხანდახან კი დაგეგმილი მომავალი ოდნავ კი არა, რადიკალურად იცვლება. გრძნობებიც იცვლება, ხასიათიც, გემოვნებაც. არ არსებულა დღე, რომელიც იმ დღის კადრებს არ გაახსენებდა ლანას. ლიკუნასთან ერთად იძინებდა და იღვიძებდა. თავიდან კოშმარები ესიზმრებოდა, მერე ცოტ-ცოტა იკლო ცუდმა სიზმრებმაც და ლანამაც ამოისუნთქა, თუმცა ყოველ გარეთ გასვლაზე, ქუჩას და გარემოს ათვალიერებდა. ბოლოს იფიქრა რომ დამთავრდა! ის იყო ერთი დღე რომელიც სამუდამოდ უნდა დაესამარებინა გონებაში... ცალკე რომ გეკითხათ ზუსტად ასე გიპასუხებდათ: "დავივიწყე", მაგრამ ასე არ იყო და ამას მისი თითოეული რეფლექსი ამტკიცებდა. კოშმარების შემდეგ უძილობა დაჩემდა, სულ ეგონა ოთახში ვინმე შევიდოდა, ის დღე ისევ განმეორდებოდა. დაღამება არ უნდოდა და გათენებას შენატროდა. ეს იყო მხოლოდ დაახლოებით სამ თვის განმავლობაში...
შემდეგ კი...
სულ იმის გრძნობა ქონდა რომ ვიღაც იყო ოთახში, რომ მარტო არ იყო. ოთახშიც ვერ ჩერდებოდა და ვერც სიბნელეში გადიოდა, ლიკუნა თავის ჩრდილად აქცია და დაყავდა ყველგან, სადაც კი ფეხს გადაადგამდა. ნერვიული და სერიოზული გახდა. ხშირად ტიროდა და ამ ტირილით აფორიაქებულ გულს ცოტას აწყნარებდა. ბევრჯერ უთხოვია ლიკუნას ექიმთან წამოგყვებიო მაგრამ უარობდა, უმტკიცებდა მალე გამივლისო. ერთ დღეს კი, ამ ყველაფრით დაღლილ დაქალსაც კი უმტყუნა ნერვებმა
-ან იტყვი რა გჭირს, ან არადა ექიმთან მოდიხარ!-კატეგორიულად მოთხოვა
-არაფერი-მზერა აარიდა ლანამ და უფრო გაბრაზებული გოგონას ხმამაც არ დააყოვნა
-კარგი, ექიმთან მივდივართ!
-კარგი... გეტყვი...- კედელთან ჩაცურდა და ცრემლიანი ხმით ნელ-ნელა გაჭირვებით დაიწყო-ის ბიჭი... იმ დღეს... ისინი გასაქურდად შემოვიდნენ... და მე... მე ნევსი გამიკეთეს, რომ არ გამეღვიძა, თუ რაღაც მაგდაგვარი- ცრემლები ხელისგულით მოიწმინდა და გააგრძელა- ცოტა მეტი მოუვიდა, გამოვფხიზლდი და მათი მოულოდნელად დანახვით ელდა მეცა...-ნათლად წარმოუდგა ის ღამე გონებაში და გულიც აუჩქარდა, სუნთქვაში ხელი ეშლებოდა, კიდურები შესამჩნევად აუკანკალდა და ტირილსაც უმატა-პარალიზებული გავხდი... მე ვერ ვინძრეოდი... იმ ბიჭმა, იმ ბიჭმა მეორეს უყვირა, მერე სახლიდან გააგდო და მერე სასწრაფოში დარეკა...-ამოიტირა და თავი ხელებში ჩარგო
-არ ვიცი იმაზე გაგიბრაზდე ეს როგორ დამიმალე თუ იმაზე, ამდენი ხანი საავადმყოფოში როგორ არ წახვედი, ან რატომ არ უჩივლე იმ ბიჭს? ხომ დაინახე?!-სევდაჩამდგარი აწყლიანებული თვალებით ჰკითხა ლიკუნამ, დაქალს გვერდით მიუჯდა და ხელით მიეფერა
-არვიცი... მე გამოვკეთდი, მას კი მეგონა მე მოვუვლიდი... ყველაზე ცუდი კი ისააა.... ჯანდაბა! არ ვიცი... აღარაფერი ვიციიი...
-მითხარი ლან, ბოლომდე მომიყევი რა ხდება?
-ცუდი ისაა რომ მისი არ შემშინებია! ხვდები რად ვიქეცი?-ტირილს არ წყვეტდა და არც დამშვიდება უნდოდა
-ვერ გავიგე ლან
-მეშინია რომ სახლში კიდე ვინმე შემოვა, უნებართვოდ შემოიპარება, ძილის წინ კარებს ორჯერ ვამოწმებ და ისე ვწვები, მაგრამ... მაგრამ შუაღამე ისევ იმ დროს, 4-5საათისკენ ვდგები, საკეტს ვხსნი და კარების მოპირდაპირედ, შემოსასვლელში ფანრით ხელში ორ საათს ვატარებ. იმის იმედით რომ მოვა... ვგიჟდები, ჭკუიდან გადავდივარ... ცუდად ვარ... -უფრო ძლიერ ატირდა და დაქალს მთელი გულით ჩაეხუტა
-ჩუმად... კარგი, არ იღელვო... ცოტა დროც კიდე გჭირდება ალბათ...-მოსმენილით გაკვირვებული თავს ვერ უყრიდა სიტყვებს.
-ხვალე წავალ ექიმთან... იქნებ მიშველოს-საკუთარი თავის დასარწმუნებლად უფრო თქვა და ცრემლები მოიწმინდა... ცოტა ხანში კი დაწყნარდა,ლიკას სევდიანად გაუღიმა და ოთახში შევიდა დასასვენებლად... მარტო ყოფნა უნდოდა, ამიტომ თქმით აღარაფერი უთქვამს. იგრძნო როგორ შემოვიდა ლიკუნა და როგორ დაიწია საწოლი მის გვერდით... ცოტა ხანი კიდევ ესმოდა საკუთარი გულის ხმაური, შემდეგ კი ცოტა მოდუნდა, სუნთქვაც თანაბარი გაუხდა და თითქოს ჩაეძინა კიდეც.
კიდევ იგრძნო კარის გაღება, ფრთხილი მოზომილი ნაბიჯები და უჩვეულო სიჩუმე. გული აუჩქარდა, თუმცა თვალების გახელა არ უნდოდა. ეშინოდა რომ იმედი გაუცრუვდებოდა მაგრამ ნახვაც ძალიან უნდოდა. იგრძნო ვიღაც უყურებდა და ეს მზერა სიამოვნებდა, პირველად ძილში გაიღიმა კიდეც ოდნავ გვერდით გადაიწია და თვალებიც ნელა გაახილა. მზით განათებულ ოთახში, ყველაფერი თავის ადგილზე და ისევ ძველებურად დახვდა.
ეწყინა...
ეტკინა...
იმედის გაცრუებამ ყელში მარწუხებად მოუჭირა და ცრემლის დიდი ბურთებიც არ დაინანა. თავს არ უტყდებოდა მაგრამ ენატრებოდა, თავს არ უმხელდა მაგრამ მასზე ფიქრით უკვე ღამეც აღარ ტიროდა. სხვაზე რომ მსგავსი მოესმინა, იტყოდა "დებილი გოგოა, თავის თავის ფასი არ იცის, ასეთმა ადამიანმა როგორ ან რითი დააინტერესა, ჩერჩეტია"-ო. თავის თავზეც იმავეს ფიქრობდა მაგრამ ბიჭის ნახვის სურვილს ამით ვერაფერს აკლებდა. აქამდე ვერ ამხელდა, ახლა კი თითქოს ცოტა მოეშვა.
ლიკუნა წასულიყო, სამზარეულოში საჭმელიც კი დაეტოვა და სმსიც "დამელოდე ექიმთან ერთად წავიდეთ". ჯერ თავის ნათესავ ლუდას დაურეკა და ერთ-ერთი ძლიერი ფსიქოლოგის ნომერი გაიგო, შემდეგ დარეკვაც იფიქრა მაგრამ რატომღაც სამომავლოდ გადადო. ყავას იდუღებდა ლიკუნა რომ გაბრწყინებული თვალებით შევიდა სახლში.
-როგორ ხარ ლან? დილით კარგად გეძინა და ვეღარ გაგაღვიძე
-არაუშავს, სასწავლებელში აკადემიური მაქვს მაინც. ასე რომ არსად მეჩქარება-ოდნავ ღიმილით უპასუხა და სკამზე მოკალათდა
- მგონი ცოტა უკეთ ხარ. გულის გადაშლამ გიშველა ამიტომ ფსიქოლოგთან წავიდეთ დღეს კარგი?
-კარგი. -დაეთანხმა და მაგიდაზე დადებული ტელეფონი ისევ მოიმარჯვა ხელში. ცოტა ხანში კი გათიშული ტელეფონი ადგილზე დააბრუნა და ლიკუნას ვიზიტის შესახებ აუწყა, რომელიც ორ დღეში იქნებოდა.
-ასე გვიან?
-კარგი ფსიქოლოგია -მხრები აიჩეჩა ლანამ
-კარგი... კარგი... ოღონდ გთხოვ ისევ ისეთი მხიარული გახდი რა, მაკლიხარ-სევდიანად ამოიჩურჩულა
-მაპატიე, ამდენი პრობლემა გაქვს და შენ კიდევ ჩემთან გაცხოვრებ. მიდი ლიკუნ, პატარებს მიხედე, მე უკვე კარგად ვარ ხომ ხედავ-ფართოდ გაუღიმა მეგობარს
-არა, ექიმთან წავიდეთ და მერე ვნახოთ. პატარებთან ერთად ბევრ დროს ვაპატარებ. დედასთან არიან. შენ კი ახლა გჭირდები
-გთხოვ, ხომ ნახე წუხელ კარგად მეძინა -თხოვნას უფრო გავდა ლანას ნათქვამი ვიდრე სიმართლის თქმას
-არა მეთქი, აღარ თქვა!-კატეგორიულად განუცხადა დაქალმაც და იძულებული გახდა ფარ-ხმალი დაეყარა...-ლიკა ექიმთან მარტო წავალ კარგი? ასე მირჩევნია
-კარგიი..-ცოტა ხნის დაკვირვების მერე დაეთანხმა და თავზე აკოცა.
მართლაც ცოტა გამოუკეთდა ხასიათი,საუბარიც ნორმალური ადამიანივით დაიწყო და თავის თავში აღარ იკეტებოდა. იმ დღესაც ცოტა გაისეირნეს და საღამოს სახლში ფილმიც ჩართეს. სათავგადასავლო უფრო ერჩივნათ კომედიური ელემენტებით ორივეს, იმ ეტაპისთვის. ბევრი იცინეს და დაახლოებით 11 საათისკენ დასაძინებლადაც დაწვნენ. კმაყოფილ დაქალს ცოტა კითხვის ნიშნებიც უტრიალებდა თავში მაგრამ ვერ ამხელდა. უკვირდა ასე ერთ დღეში როგორ შეიცვალაო მაგრამ თავს არწმუნებდა დრომ და ყველაფრის მოყოლამ თავისი ქნაო. ტკბილი ძილი უსურვა დაქალს და ჩაეხუტა...
ლანა კი... ფიქრობთ ყველაფერი დაივიწყა?! არა, თავისთვის დაიტოვა, მსახიობის ნიღაბი იდეალურად მოირგო და თავისი განცდები, ემოციებითურთ თავისთვის შემოიტოვა. თავიდან გაუჭირდა ფიქრის დროს ღიმილი და მონატრების შემოტევების დროს ხუმრობა, მაგრამ შეძლო... ახლა უკვე დაღამებას ელოდებოდა, საკუთარ თვათან მარტო დარჩენილი ბიჭის წაბლისფერ თმებზე და თვალებზე ფიქრობდა, თავს არწმუნებდა რომ გაუვლიდა,გვერდი იცვალა და ცოტა ხანშიც ჩაეძინა...
ისევ ესიძმრა, უფრო სწორად სიზმარში გრძნობდა რომ ლაშა მიდოდა, უყურებდა, მზერით ათბობდა და შემდეგ უბრალოდ ქრებოდა. ამ ღამეს ორჯერ იგრძნო ლანამ... მაგრამ ორჯერვე უიმედო სიფხიზლე შეხვდა თვალებისგახელისას... დილით სააბაზანოში გასულმა მაინც ვერ მოითმინა და თავს სისუსტის უფლება კიდევ მიცა. ცრემლებით რომ ცოტა გული იჯერა, წყალი გადაივლო და ლიკუნასთან, ოთახში გავიდა... იმ დღესაც, კარგ ხასიათზე ეჩვენა დაქალი ამიტომ გადაწყვიტა თავისი გოგონები მოეყვანა რამოდენიმე საათით. მიიყვანა კიდეც... ცოტა გაერთნენ, თოჯინები ლანას კოსმეტიკით ერთად შეალამაზეს და შემდეგ ბევრი იცინეს. სახელები შეუცვალეს, ლექსები მოუფიქრეს და რამოდენიმე მათემატიკის ამოცანაც გუნდურად ამოხსნეს. საღამოს კი ისევ დაელოდა ლანა ლაშას... ისევ ჩუმად და თავისთვის... დიდი ხნით გვერდით გადადებული ლეპტოპი მოიძია და ფეისბუქის საძიებო ველში "ლაშა მეტრეველი" აკრიფა, ხან ქართული, ხან ლათინური შრიფტით და ცოტა ძებნის შემდეგ იპოვა. სურათის დანახვა არც გულს გამოპარვია. კანკალით დააწვა ფოტოების გადამსვლელ ღილაკს და თვალიერებას შეუდგა. იმდენად ძლიერად მოაწვა მონატრების უხილავი სევდა რომ ხანდახან ეგონა ყველაფერი ელანდებოდა. კომპიუტერი დახურა და ეცადა დაეძინა. ფიქრს ვერ უკრძალავდა თავს და სწორედ ამ ფიქრების წყალობით გვიან ჩაეძინა, უნდოდა და ელოდებოდა კიდეც იმ საღამოსაც მაგრამ დილით გაღვიძებულს მხოლოდ წუხანდელი ნანახი ფოტოები ახსოვდა... საათს შეხედა 11 უჩვენებდა, სწრაფად ადგა, ტანსაცმელი ჩაიცვა, ლიკუნას დაუბარა ექიმთან მივდივარო და სახლიდან გავიდა. სუფთა ჰაერი ყველაფერს ერჩივნა. იცოდა გაუვლიდა ეს შეგრძნებები და მონატრებაც მაგრამ არ იცოდა როდის, ან კი უნდოდა რომ გამქრალიყო საერთოდ?! ექიმის მითითებულ მისამართზე მივიდა, დიდ შენობას უყურებდა და შესვლას აგვიანებდა... არ უნდოდა ის მაინც დაეკარგა რაც ქონდა... ფიქრობდა, ფიქრობდა და პასუხს ვერ პოულობდა. ურთიერსაპირისპირო აზრები უტრიალებდნენ და თავს ატკივებდნენ. ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, საათს დახედა, მუსიკები ჩართო, ყურსასმენები მოირგო და უკან დაუყვა სახლის გზას.
" თუ ოდნავ მაინც არსებობს რაღაც, თუ სიზმრები ოდნავ მაინც რაღაცის ნაყოფია, არ წავალ ექიმთან... მასაც ეს უნდა, ჩემი კარგად ყოფნა! თუ ეცოდინება რომ კარგად ვარ, მომშორდება! ჯანდაბა! ეს არ უნდა მომსვლოდა, ას არ უნდა ყოფილიყო!... არ ვარ კარგად... არ გამოვკეთდები! მჭირდება!" ფიქრობდა გოგონა და გზას ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდა მანამ, სანამ ნაცნობი ხმა არ მოესმა.
-ლანა როგორ ხარ?! - თავი ატკივდა გოგონას და ფეხებში ძალა წაერთვა, "ოღონდ ახლა არა" ფიქრობდა თავისთვის და ნელ-ნელა ბრუნდებოდა ბიჭისკენ.
-კარგად ირაკლი, შენ როგორ ხარ?!-მთელ ძალიასხმევად დაუჯდა გაეღიმა და აწმყოს დაბრუნებოდა. მეტ-ნაკლებად გამოუვიდა კიდეც
-ფერი არ გადევს, რამე მოხდა?- მზრუნველობით კითხა ბიჭმა
-არაფერი კარგად ვარ. ოჯახური პრობლემენის გამო ავიღე აკადემიური, ყველაფერი რიგზე მაქვს, კარგად ვსაუბრობ და კარგადაც დავდივარ. სხვა გაინტერესებს რაიმე?-უხეშად უპასუხა ლანამ და მომლოდინე თცალებით შეხედა
-მასე უხეშად რატომ? მისმინე, ვიცი ჩვენი ბოლო საუბარი არცთუ ისე კარგი იყო, ვიცი, მაგრამ დრო ხომ მაქვს წინ რომ გამოვასწორო, იქნებ აზრიც შემეცვალა რაღაც თემებზეც-გულწრფელად გაიღიმა ბიჭმა
-ახლა არა ირაკლი, ახლა არა, მეჩქარება! - თავადაც გაკვირვებული უყურებდა ირაკლის, ბიჭს რომლის წინაც ჩვეულებრივად იდგა და არაფერს, აღარაფერს გრძნობდა...ჩქარი ნაბიჯით წავიდა სახლისკენ, ირაკლის ძახილისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე შევიდა სადარბაზოში და კიბეები აირბინა. სახლში შესულმა კიდევ ერთხელ აიკრა კმაყოფილის ნიღაბი და ლიკუნას გადაეხვია
-რაო ლან? რა გითხრა?
-არაფერი, სეანსებით გამოხვალ, არაა პრობლემაო -მხიარულად ჩაკბიჩა წითელი ვაშლი
-მიხარია ჩემო კნუტო-მზრუნველად ჩაეხუტა მეგობარი-ლან მე მაშინ დღეს წავალ სახლში კარგი? ლიზის ვჭირდები, მშობელთა კრება აქვს ხვალ და მივხედავ
-კი ჩემო ლამაზო, რა პრობლემაა-სწრაფად გაუღიმა ლანამ და ხმაურიანად აკოცა ლოყაზე -მადლობა დიდი ჩემო ფსიქოლოგო, მაგრამ ჩემნაირი თერაპია მაინც ვერ გაქვს- ენა გამოუყო და გადაიკისკისა
-ოხ შე მაიმუნო -ბალიში მოუქნია მეგობარს ლიკამ და თავისი ნივთების შეგროვებას შეუდგა. საღამომდე დრო მხიარულად გაიყვანეს,ბოლოს კი მხურვალედ დაემშვიდობა და გააცილა კიდეც დაქალი. კარები როგორც ყოველთვის ახლაც ღიად დახურა და მისაღებში დივანზე ჩამოჯდა.
-კეთილი იყოს ჩვენი კვლავ შეხვედრა, მარტოობავ- ხელები განზე გაშალა და ერთი ჭიქა წითელი ღვინო ერთიანად გადაუშვა სხეულში. ტელევიზორი ჩართო, რამდენიმე არხზე გაუაზრებლად გადართო, ერთ-ერთზე უინტერესოდ შეაჩერა, ისევ გაუაზრებლად ადგა და დასაძინებლად გაეშურა... მხოლოდ იმას ფიქრობდა რომ სასმლის მოძალებული წყურვილი ჩაეკლა. ჯერ მის ისედაც მოფანდალებულ გონებას არ ენდობოდა ბოლომდე, სასმლით გაჟღენთილს ხომ საერთოდ. ნელ-ნელა გაიხადა და მაიკით და შორტით ინება დაწოლა. არ დაძინებია, არ უნდოდა დაეძინა... გვიან გაახსენდა რომ ტელევიზორი ხმას გამოსცემდა და ამ ხმაში ვერაფერს გაიგებდა. ფეხზე წამოდგა, ტელეფონის ფანარი მოიმარჯვა და ტელევიზორი გათიშა, მხოლოდ სანათი დატოვა ანთებული და საწოლს დაუბრუნდა. არ უნდოდა დაძინებოდა, ფიქრობდა, ნატრობდა და იმ პაწაწინა იმედს ებღაუჭებოდა, ძლივს შესამჩნევადღა რომ ფეთქავდა გულში. ღამის 2 საათამდე ვერაფერი გაიგო საკუთარი გულის ხმაურის, გონების ჩურჩულის და იმედის ნაპერწკლის გარდა, რომელსაც ცდილობდა სული ძლიერად შეებერა რომ გაეღვივებინა. დაღლილობამ და დაძაბულობამ კი თავისი ქნა და ისე ჩაეძინა ვერ მიხვდა... იმ ღამესაც ესტუმრა ლაშა, თავისი წაბლისფერი თმებით და თბილი მზრუნველი თვალებით, აკვირდებოდა და ცდილობდა გაეგო როგორ იყო მისი მზერის ობიექტი. ნაზი ღიმილი გადაეკრა ლანას სახეს, მაგრამ თვალები არ გაუხელია, არ უნდოდა გამქრალიყო და მერე ეტირა. უნდოდა სიზმართან ზავი დაედო და ცოტა სიამოვნება მასაც მიეღო. თვალდახუჭულს დაენახა მისი სახე და ეგრძნო მისი ახლოს ყოფნა. ამისთვისაც კი თანახმა იყო, ამიტომ უნდოდა ძილში დარჩენა. ქვეცნობიერს, გონებით ელაპარაკებოდა თითქოს, თხოვდა არ გაეშვა სიცხადისკენ. კიდევ დიდხანს ძინებოდა მასთან.
-რატომ არ მიხვედი, ხომ შემპირდი -შორიდან გაიგო ბიჭის ბოხი ხმა, ცოტა შეკრთა. ხმა შეცვლოდა ბიჭს, თავადაც შეცვლილიყო ალბათ. გული მოეწურა ლანას, ცხვირის წვა იგრძნო უსაშველოდ და ცრემლებიც წამოუვიდა დახუჭილი თვალიდან. შემდეგ კი ტუჩზე იგრძნო ფაფუკი შეხება და გულის ხმაც გაჩერდა, დამშვიდდა... გაირინდა... მხოლოდ რამდენიმე წამით გაგრძელდა მისი სიჩუმე, სიმარტოვის შეგრძნებასთან ერთად დაატყდა აჩქარებული გულის ყელში მობჯენა და თვალების ტკივილი... თავს ძალა დაატანა და შეწუხებული სახით დაიძახა
-ლაშა... ლაშა... -ისევ ცრემლები წამოუვიდა, ვეღარ გაჩერდა -არ წახვიდე... გთხოვ...- ტკივილიანი ხმით ითხოვა გოგომ და თვალები ჩუმად ნახევრად გაახილა. მალევე მიხვდა რომ სიზმარში იყო მაგრამ სწრაფადვე გამოფხიზლდა, არ უნდოდა სიზმარზე ბევრი დრო დაეკარგა, არ განძრეულა ისე დაძაბა გონება და დაინახა როგორ გაკრთა სილუეტი კარებში. ნელა ადგა და ფეხის წვერებზე მდგარი უხმაუროდ წავიდა მისაღებისკენ. გული ყელში მოებჯინა. ცოტაც და ალბათ გული წაუვიდოდა... ემოციებით დახუნძლულს თავბრუც დაეხვა და გონებაში მხოლოდ იმას ითხოვდა, მოჩვენება, გონების წარმოსახვა არ ყოფილიყო. ნელა გაიჭყიტა ღია კარიდან და უკვე ნათლად დაინახა სანათიდან რამდენიმე ნაბიჯში გავლილი სხეული. ვერც გაიაზრა ისე დაიყვირა და შუქის ჩამრთველს დაწვდა
-არ გაბედო! - იმწამსვე განათდა მისაღები და უკვე ნათლად გამოჩნდა გასასვლელი კარისკენ პირით მგარი ადამიანი,რომელიც ყვირილზე დაბნეული, ნახევარი ტანით მობრუნებულიყო გოგონასკენ.
-ლანა -სევდიანად ამოიოხრა ბიჭმა და მზერა გოგონას მიანათა. სიხარული, მონატრება, წყენა, ტკივილი, სიყვარული, ლტოლვა, იმედის ერთბაშად გაღვივება - ყველაფერი ერთად დაატყდა თავს. ამდენი გრძნობის ნაზავს ვეღარ გაუძლო. აკანკალდა და იქვე კედელზე ნელ-ნელა ჩაცურდა. იგრძნო ახლა რომ არ ეტირა, მოკვდებოდა. ახლა ეს ემოცია გულიდან რომ არ ამოეხეთქა ცრემლების სახით, ვერ გადარჩებოდა. დიდი ხმით ატირდა, ხელები სახეზე აიფარა და ტირილით ნელ-ნელა ამოთქვა
- შენ... შენ აქ იყავი ხოლმე...
-ლანა...- ისევ ისეთი ტკივილით წარმოთქვა და გაჩუმდა. ხმასთან ერთად თავადაც შეცვლილიყო ბიჭი, თვალები ჩაშავებოდა, დაღლილი, ემოციებით განადგურებული ადამიანის სახეს წარმოადგენდა იმ წუთს. ნათლად ეტყობოდა ტკივილი, სევდა და მწუხარება...
-შენ... მე იცოდი... თუ გამოვკეთდებოდი... წახვიდოდი-ტირილს ვერ წყვეტდა ლანა და არ აინტერესებდა იმ წუთს რა მდგომარეობაში იყო. ხმა ვერ ამოიღო მეტრეველმა, ხელები თავზე ნერვიულად გადაიტარა და ღრმად ამოისუნთქა.
-არ ვარ კარგად! ხედავ?! -ნერვიული ყვირილი აღმოხდა გოგოს -არ ვარ კარგად... გავგიჟდი... მტკივა, მწყინს და მენატრება- სანათს ხელი მოკიდა და იქვე იატაკზე დაახეთქა. უსმენდა მაგრამ არაფერს ამბობდა ლაშა. სევდიანად უყურებდა და მასაც ძლიერ ტკიოდა... -ჯანდაბა! -ამოიჩურჩულა გოგომ და ნაბიჯი გადადგა ბიჭისკენ
- მე უნდა წავიდე...- დაბალი ხმით წარმოთქვა ბიჭმა და ლანაც შეკრთა, არ მოელოდა მის ამ რეაქციას. მთელი არსება ისევ შიშმა მოიცვა და იგრძნო, სამომავლოდ უსაშველო მონატრებამ შემოხვია უკვე მკლავები. იცოდა ახლა თუ გაუშვებდა, ვეღარასდოს ვეღარ ნახავდა... ღრმად ჩაისუნთქა და გამამხნევებელი ხმით კითხა
- რატომ?! -კარგად ეტყობოდა შეკავებული ბრაზი. პასუხი აღარ გაუცია ლაშას, მხოლოდ უიმედოდ გააქნია თავი და ნელი ნაბიჯით უკან დაიძრა. -ჯანდაბა! მეზიზღები...-იყვირა ლანამ და იატაკზე დაჯდა მუხლებით- მეზიზღები შენც და შენი მონატრებაც -ატირებულმა ამოილაპარაკა - ვერ გიტანთ ვერცერთს... ვერ გიტან როცა მხოლოდ სიზმარში ხარ, ვერ გიტან როცა მარტო ვარ... ვერ გიტან, მეზიზღები რომ ყველაფერი რაც მჭირს შენი ბრალია...
-ლანა, ამას რატომ აკეთებ?! ხომ გინდოდა რომ მეც მტკენოდა?! შემომხედე! შენზე ძალიან მტკივა მაგრამ იმდენად სუსტი ვარ, რომ ამასაც ვერ ვასრულებ სამუდამოდ.-მოთმინებადაკარგულმა ამოილაპარაკა ლაშამ და გოგონას ერთი ნაბიჭით დაუახლოვდა
-არც კი გაბედო! -სველი სახით კბილებში გამოცრა ლანამ - არ გაბედო უჩემოდ რაიმე დაასრულო! გთხოვ არ წახვიდე, გთხოვ... უშენოდ მოვკვდები! -თითქოს მოესმაო, მეტრეველი შეკრთა, გაკვირვებული თვალებით უყურებდა გოგონას ცრემლიან სახეს, თითქოს მისი სულის დანახვა უნდაო. მისი გაკვირვებით ისარგებლა ლანამ და ბიჭს მიუახლოვდა - შენ წამიყვანე ექიმთან და როგორც შემაშინე ისე გადამარჩინე-ცოტა დამშვიდებულად ამოიჩურჩულა -მაგრამ არ დამტოვო, გთხოვ- აწყლიანებული თვალებით გაუსწორა მზერა გოგონამ საყვარელ თვალებს და გახევებულ ბიჭს ჩაეხუტა.
-ლანა... რა თქვი?
-გთხოვ...-მხოლოდ ამის თქმა მოასწრო გოგონამ. სახეზე ბიჭის ხელები შემოეხვივნენ და საყვარელ სახეს დააკვირდნენ -ლაშა...- ჩურჩულით წარმოთქვა და მზერა ბიჭის ტუჩებზე შეაჩერა. მტანჯველად ნელა მიუახლოვდა ბიჭის სახე და ორი გულის ფეთქვა ერთ რიტმში, შეერთებულმა ტუჩებმა გააერთიანეს... კანკალით შეუცურა ხელი თმებში, თავისკენ უფრო ძლიერად მისწია და კოცნაც უფრო გააღმავა... ბიჭის ხელებმა გოგონას თეძოებზე გადაინაცვლა და ოდნავ მოუჭირა,თავისკენ მიწია და გოგონას უნებართვოდ წარმოთქმულმა ბგერებმაც არ დააყოვნა...
-ლანა... ხვდები რომ შენ თავს მჩუქნი?!- ვნებიანად ამოილაპარაკა ბიჭმა და გოგონას თვალებში ჩახედა
-შენი თავის სანაცვლოდ! -მიუგო გოგონამ და თავისი ინიციატივით, ფეხის წვერებზე აწეულმა ისევ განაახლა შენელებული გულის ფეთქვა...



_________________

არ ვიცი რა გამოვიდა, მართლა! მომენატრეთ უაზროდ... არვიცი ღირდა თუ არა ამის ატვირთვა, ბევრი ვიფიქრე და მაინც მოვიტანე აქამდე. შეფასებას თქვენ მოგანდობთ :) :დდდ
მომენატრეთ, მიყვარხართ და მიხარიხართ. ❤❤❤❤❤❤❤❤❤



№1  offline წევრი დარინა

როგორც ყოველთვის ემოციებისგან დახუნძლული ისტორია იყოოოო, ლანასთან ერთა მეც განვიცდიდი იმ ყველაფერს, მიყვარს შენი ისტორიები და ვგიჟდები შენზეეე, მომენატრა გიჟი ცისია და ნიკოლოზიიი. დამაკლდა ცისიას გიჟობები. სულ გელოდებიიი იცი რომ აუცილებლად დაასრულებ.

 


№2 სტუმარი Mako

Kargi iyo zvel istorias ar daasruleb,velit axal tavs zalian agar gvalodino male dade

 


№3  offline წევრი kethrine

დარინა
როგორც ყოველთვის ემოციებისგან დახუნძლული ისტორია იყოოოო, ლანასთან ერთა მეც განვიცდიდი იმ ყველაფერს, მიყვარს შენი ისტორიები და ვგიჟდები შენზეეე, მომენატრა გიჟი ცისია და ნიკოლოზიიი. დამაკლდა ცისიას გიჟობები. სულ გელოდებიიი იცი რომ აუცილებლად დაასრულებ.

ჩემი ტკბილი გოგო ❤❤❤❤❤ მადლობა უღრმესი თბილო ❤❤❤❤ კი ჩემო საყვარელო, აუცილებლად დავამთავრებ. მიხარია რომ ისევ ელოდები და ძალიან ძალიან მრცხვენია :( მადლობა ჩემო სტიმულო

Mako
Kargi iyo zvel istorias ar daasruleb,velit axal tavs zalian agar gvalodino male dade

მაკო, დიდი მადლობა რომ ეაიკითხე და მოხარული ვარ თუ მოგეწონა. აუცილებლად დავამთავრებ, ერთი ადამიანი რომ დარჩეს მკითხველი, იმ ერთისთვის დავამთავრებ და ამდენი მყევხართ და აუცილებლად დაგიბრუნდებით ჩემო ტკბილო ❤❤❤❤❤ მადლობა კიდევ ერთხელ
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№4 სტუმარი სტუმარი ქეთი

კარგი იყო, შენეული. როგორ ეტყობა შენს ისტორიებს, როგორი კარგი, ნიჭიერი და დინჯი ხარ. ბედნიერებაა ასეთი ავტორის შექმნილი ისტორიების კითხვა. მადლობა შენ ამ ყველაფრისთვიი

 


№5  offline წევრი kethrine

სტუმარი ქეთი
კარგი იყო, შენეული. როგორ ეტყობა შენს ისტორიებს, როგორი კარგი, ნიჭიერი და დინჯი ხარ. ბედნიერებაა ასეთი ავტორის შექმნილი ისტორიების კითხვა. მადლობა შენ ამ ყველაფრისთვიი

ქეთი ❤❤❤ მადლობა საგვარელო უღრმესი, მართლა დიდი მადლობა. მიხარია რომ წაიკითხე და ასე ახლოს მოვიდა შენთან ეს პატარა ისტორია. მადლობა თბილი და ტკბილი სიტყვებისთვის. არ იცი რას ნიშნავს ჩემთვის, თითოეული სიტყვა ❤❤❤❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№6  offline წევრი კეროლაინი

კარგი იყოო❤️

 


№7  offline წევრი Barbare ❤

amaze isealuri am bolo dros araferi wamikitxavs!!! bravo! agfrtovanebuli var, yvela grdznobam ertad moiyara tavi. lana sashinlad mgavs da imdenad chemad vigrdzebi titoeuli wami, rom kanshi vegar vetevi. sheidarebeli iyo martla. shesanishnavad wer da wera ar shewyvito! <3

 


№8  offline წევრი kethrine

fotoxelovneba
კარგი იყოო❤️

მადლობა უღრმესი ❤❤❤❤

Barbare ❤
amaze isealuri am bolo dros araferi wamikitxavs!!! bravo! agfrtovanebuli var, yvela grdznobam ertad moiyara tavi. lana sashinlad mgavs da imdenad chemad vigrdzebi titoeuli wami, rom kanshi vegar vetevi. sheidarebeli iyo martla. shesanishnavad wer da wera ar shewyvito! <3

თავი ჩემს ადგილზე რომ წარმოიდგინო... ისეთი ღიმილით ჩავიკითხე თითოეული შენი სიტყვა... არ ვიცი რა გითხრა, უზომოდ დიდი მადლობა ყურადღებისთვის, წაკითხვისთვის, ამ ისტორიის შენად მიღებისთვის და
ბოლოს ასეთი ლამაზი სიტყვებისთვის. ❤❤❤❤ მართლა ძალიან ძალიან გამაბედნიერე. ❤❤❤ არ მაქვს პრეტენზია არანაირ სტატუსზე მაგრამ როცა ისტორიას მასე მიფასებ, მე უბრალოდ... სიტყვები არ მყოფნის, მადლობა ბარბარე კიდევ ერთხელ ❤❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№9  offline წევრი kethrine

უცნაური მე
ვაიმე რა კარგი იყო ჩავტკბი და ჩავშაქრდი :დდ ძალიან მონეწონა დილიდან პოზიტიურ განწყობაზე დამაყენე. ❤️❤️

ვუაიმე, მე შენ დამატკბე და დამშაქრე :) მადლობა ასეთი პოზიტიური კომემტარისთვის ❤❤❤❤❤❤❤უზომოდ მიხარია რომ მოგეწონა ❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№10  offline წევრი შამხათი

კარგი იყო, მომეწონა. წინა ისტორიას არ აგრძელებ?

 


№11  offline წევრი kethrine

შამხათი
კარგი იყო, მომეწონა. წინა ისტორიას არ აგრძელებ?

მადლობა საყვარელო ❤❤❤ კი, ჩემო კარგო, ვაგრძელებ... ავტვირთავ ალბათ მალე. უბრალოდ ამხელა დაგვიანების შემდეგ პატარა თავს თქვენ კი არა, მეც აღარ დავჯერდები. მსუყე თავს ავტვირთავ სავარაუდოდ და მერე უკვე დასასრულს. ნუ, გეგმაში ასე მაქვს და ვნახოთ. რომ დავამთავრებ აუცილებლად ეგ ზუსტად ვიცი ❤❤❤❤❤❤ მადლობა რომ ელოდები და გახსოვს. მადლობა და ბოდიში :(
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№12  offline წევრი Barbare ❤

kethrine
fotoxelovneba
კარგი იყოო❤️

მადლობა უღრმესი ❤❤❤❤

Barbare ❤
amaze isealuri am bolo dros araferi wamikitxavs!!! bravo! agfrtovanebuli var, yvela grdznobam ertad moiyara tavi. lana sashinlad mgavs da imdenad chemad vigrdzebi titoeuli wami, rom kanshi vegar vetevi. sheidarebeli iyo martla. shesanishnavad wer da wera ar shewyvito! <3

თავი ჩემს ადგილზე რომ წარმოიდგინო... ისეთი ღიმილით ჩავიკითხე თითოეული შენი სიტყვა... არ ვიცი რა გითხრა, უზომოდ დიდი მადლობა ყურადღებისთვის, წაკითხვისთვის, ამ ისტორიის შენად მიღებისთვის და
ბოლოს ასეთი ლამაზი სიტყვებისთვის. ❤❤❤❤ მართლა ძალიან ძალიან გამაბედნიერე. ❤❤❤ არ მაქვს პრეტენზია არანაირ სტატუსზე მაგრამ როცა ისტორიას მასე მიფასებ, მე უბრალოდ... სიტყვები არ მყოფნის, მადლობა ბარბარე კიდევ ერთხელ ❤❤❤❤

dzalian miyvarxart yuradgebiani mwerlebi, romlebic arcert komentars ar tovebs upasuxod. mixaria cotati mainc tu guls gixarebs chemi komentarebi. <3 warmatebebi

 


№13  offline წევრი kethrine

Barbare ❤
kethrine
fotoxelovneba
კარგი იყოო❤️

მადლობა უღრმესი ❤❤❤❤

Barbare ❤
amaze isealuri am bolo dros araferi wamikitxavs!!! bravo! agfrtovanebuli var, yvela grdznobam ertad moiyara tavi. lana sashinlad mgavs da imdenad chemad vigrdzebi titoeuli wami, rom kanshi vegar vetevi. sheidarebeli iyo martla. shesanishnavad wer da wera ar shewyvito! <3

თავი ჩემს ადგილზე რომ წარმოიდგინო... ისეთი ღიმილით ჩავიკითხე თითოეული შენი სიტყვა... არ ვიცი რა გითხრა, უზომოდ დიდი მადლობა ყურადღებისთვის, წაკითხვისთვის, ამ ისტორიის შენად მიღებისთვის და
ბოლოს ასეთი ლამაზი სიტყვებისთვის. ❤❤❤❤ მართლა ძალიან ძალიან გამაბედნიერე. ❤❤❤ არ მაქვს პრეტენზია არანაირ სტატუსზე მაგრამ როცა ისტორიას მასე მიფასებ, მე უბრალოდ... სიტყვები არ მყოფნის, მადლობა ბარბარე კიდევ ერთხელ ❤❤❤❤

dzalian miyvarxart yuradgebiani mwerlebi, romlebic arcert komentars ar tovebs upasuxod. mixaria cotati mainc tu guls gixarebs chemi komentarebi. <3 warmatebebi

ცოტათი არა, ძალიან ძალიან მიხარებს და უსაზღვროდ დიდი მადლობა კოდევ ერთხელ. ტკბილი და თბილი გოგო ხარ ❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№14  offline წევრი Barbare ❤

kethrine
Barbare ❤
kethrine
fotoxelovneba
კარგი იყოო❤️

მადლობა უღრმესი ❤❤❤❤

Barbare ❤
amaze isealuri am bolo dros araferi wamikitxavs!!! bravo! agfrtovanebuli var, yvela grdznobam ertad moiyara tavi. lana sashinlad mgavs da imdenad chemad vigrdzebi titoeuli wami, rom kanshi vegar vetevi. sheidarebeli iyo martla. shesanishnavad wer da wera ar shewyvito! <3

თავი ჩემს ადგილზე რომ წარმოიდგინო... ისეთი ღიმილით ჩავიკითხე თითოეული შენი სიტყვა... არ ვიცი რა გითხრა, უზომოდ დიდი მადლობა ყურადღებისთვის, წაკითხვისთვის, ამ ისტორიის შენად მიღებისთვის და
ბოლოს ასეთი ლამაზი სიტყვებისთვის. ❤❤❤❤ მართლა ძალიან ძალიან გამაბედნიერე. ❤❤❤ არ მაქვს პრეტენზია არანაირ სტატუსზე მაგრამ როცა ისტორიას მასე მიფასებ, მე უბრალოდ... სიტყვები არ მყოფნის, მადლობა ბარბარე კიდევ ერთხელ ❤❤❤❤

dzalian miyvarxart yuradgebiani mwerlebi, romlebic arcert komentars ar tovebs upasuxod. mixaria cotati mainc tu guls gixarebs chemi komentarebi. <3 warmatebebi

ცოტათი არა, ძალიან ძალიან მიხარებს და უსაზღვროდ დიდი მადლობა კოდევ ერთხელ. ტკბილი და თბილი გოგო ხარ ❤❤❤

sheni istoriebis shemture vin ar datkbeba?! :D (zigjer dzalian mware var) sheni "ferebi" wavikitxe da sityvebi ar myofnis rogor shegaqo...

 


№15  offline წევრი kethrine

Barbare ❤
kethrine
Barbare ❤
kethrine
fotoxelovneba
კარგი იყოო❤️

მადლობა უღრმესი ❤❤❤❤

Barbare ❤
amaze isealuri am bolo dros araferi wamikitxavs!!! bravo! agfrtovanebuli var, yvela grdznobam ertad moiyara tavi. lana sashinlad mgavs da imdenad chemad vigrdzebi titoeuli wami, rom kanshi vegar vetevi. sheidarebeli iyo martla. shesanishnavad wer da wera ar shewyvito! <3

თავი ჩემს ადგილზე რომ წარმოიდგინო... ისეთი ღიმილით ჩავიკითხე თითოეული შენი სიტყვა... არ ვიცი რა გითხრა, უზომოდ დიდი მადლობა ყურადღებისთვის, წაკითხვისთვის, ამ ისტორიის შენად მიღებისთვის და
ბოლოს ასეთი ლამაზი სიტყვებისთვის. ❤❤❤❤ მართლა ძალიან ძალიან გამაბედნიერე. ❤❤❤ არ მაქვს პრეტენზია არანაირ სტატუსზე მაგრამ როცა ისტორიას მასე მიფასებ, მე უბრალოდ... სიტყვები არ მყოფნის, მადლობა ბარბარე კიდევ ერთხელ ❤❤❤❤

dzalian miyvarxart yuradgebiani mwerlebi, romlebic arcert komentars ar tovebs upasuxod. mixaria cotati mainc tu guls gixarebs chemi komentarebi. <3 warmatebebi

ცოტათი არა, ძალიან ძალიან მიხარებს და უსაზღვროდ დიდი მადლობა კოდევ ერთხელ. ტკბილი და თბილი გოგო ხარ ❤❤❤

sheni istoriebis shemture vin ar datkbeba?! :D (zigjer dzalian mware var) sheni "ferebi" wavikitxe da sityvebi ar myofnis rogor shegaqo...

ბარბარე ❤❤❤❤❤ აი რა გითხრა, კმაყოფილი ისე ვარ გაბერილი შენი სიტყვების მერე, რა დავწერო არ ვიცი... ბევრი ბევრი მადლობები ჩემო ტკბილო, მართლა ძალიან ტკბილი ხარ. ❤❤❤ მადლობა რომ დრო გამონახე და მოწონებაც გამიზიარე. ❤❤❤ გისაკუთრებ უკვე :დდდ
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№16  offline წევრი manonreom

ყველა გრძნობა ერთიანად განვიცადე. ღმერთო,ესე წერა როგორ შეგიძლია ? აქამდე კომენტარის დატოვებას თავს ვარიდებდი მაგრამ ახლა, რომ არ დამეწერა ,ვერ მოვისვენებდი. ძალიან ღრმად აზროვნებ ,გაქვს ყველანაირი შანსი რომ წარმატებულ მწერალად ჩამოყალიბდე,შენი ფანი ვარ დღეიდან !წარმატებები!
--------------------
ი.მ.

 


№17  offline წევრი kethrine

manonreom
ყველა გრძნობა ერთიანად განვიცადე. ღმერთო,ესე წერა როგორ შეგიძლია ? აქამდე კომენტარის დატოვებას თავს ვარიდებდი მაგრამ ახლა, რომ არ დამეწერა ,ვერ მოვისვენებდი. ძალიან ღრმად აზროვნებ ,გაქვს ყველანაირი შანსი რომ წარმატებულ მწერალად ჩამოყალიბდე,შენი ფანი ვარ დღეიდან !წარმატებები!

ვაიმე, ბოლომდე მეგონა რომ სხვაზე წერდი ამ კომენტარს. მადლობა საყვარელო უღრმესი❤❤❤❤❤ მიხარია თუ მოგწონს და კიდევ უფრო მიხარია შეფასება რომ არ დამიმალე ❤❤❤❤ უღრმესი და უდიდესი მადლობა შენ ამ ტკბილი და თბილი სიტყვებისთვის ❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№18  offline წევრი manonreom

kethrine
manonreom
ყველა გრძნობა ერთიანად განვიცადე. ღმერთო,ესე წერა როგორ შეგიძლია ? აქამდე კომენტარის დატოვებას თავს ვარიდებდი მაგრამ ახლა, რომ არ დამეწერა ,ვერ მოვისვენებდი. ძალიან ღრმად აზროვნებ ,გაქვს ყველანაირი შანსი რომ წარმატებულ მწერალად ჩამოყალიბდე,შენი ფანი ვარ დღეიდან !წარმატებები!

ვაიმე, ბოლომდე მეგონა რომ სხვაზე წერდი ამ კომენტარს. მადლობა საყვარელო უღრმესი❤❤❤❤❤ მიხარია თუ მოგწონს და კიდევ უფრო მიხარია შეფასება რომ არ დამიმალე ❤❤❤❤ უღრმესი და უდიდესი მადლობა შენ ამ ტკბილი და თბილი სიტყვებისთვის ❤❤❤

ეს რომ დამემალა ცოდვა იქნებოდა ❤️ წარმატებებს გისურვებ სიხარულო ❤️
--------------------
ი.მ.

 


№19  offline წევრი Tskrialashvili Mariami

გაბრაზებული ვარ ჩემ თავზე აქამდე ეს როგორ არ წავიკითხე :(
მერომ ვგიჟდები
მასეთ სიყვარულზე ❤
მერომ ვგიჟდები
მასეთ მეგობრობაზე ????❤❤
მერომ ვგიჟდები
შენ ისტორიებზე ❤
მერომ ვგიჟდები
შენ ნიჭზე ❤
მერომ ვგიჟდები
მერომ ვგიჟდები
მერომ ვგიჟდები
მერომ ვგიჟდები
მერომ ვგიჟდები
მერომ ვგიჟდები
მერომ ვგიჟდები
მერომ ვგიჟდები
მერომ ვგიჟდები
მერომ ვგიჟდები
შენ პერსონაჟებზე რაგავაკეთო ?
როგორი ემოციები გადმოიცემა ^_^
მიყვარს ის ღიმილი, გულში ჩაღვრილი სითბო ,
რასაც ბოლოს მითოვებს შენი ისტრიები ????❤❤
კარგიხარ ძალიან კარგი
მახარებ ♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent