შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,, რაც არ მითქვამს" (2)


19-09-2018, 21:55
ავტორი gvanc(a) 15
ნანახია 1 366

,, გაიანე იყო სამი წლის, როცა მითხრა პირველად „დედა კარტოფილი მინდა“-ო, მანამდე არ ულაპარაკია, ხმა არ ამოუღია. ეს სიტყვები ისე გამართულად თქვა, მეც და მამამისმაც ბოლო ბოთლი ღვინო გავხსენით რომ აღგვენიშნა. ჩვენი შვილი ავად არ არის, ლაპარაკობს, ის უბრალოდ გვაკვირდებოდა და ცდილობდა სიტყვები სწორად ეთქვა. იმის მერე, ყველას გვაკვირვებდა ხოლმე. იმდენი ახალი რამის თქმა და გაკეთება შეეძლო, ისე მალე ისრუტავდა გარემოს, შემეშინდა, მალევე არ გაზრდილიყო და დაბრძენებულიყო. ჩემი გაიანე, პატარაც უნდა ყოფილიყო, ბევრი უნდა ეტირა, უნდა გაბუტულიყო, პრეტენზიები ჰქონოდა, პანიკა უნდა აეტეხა სანამ სასურველ სათამაშოს არ ვუყიდიდით, კვირობით უნდა დაემახსოვრებინა რომ თითი ეტკინა და თავისი ოთახიდანაც უნდა გამოპარულიყო შეშინებული, ძლიერი ქარის დროს.
გაიანემ ეს ყველაფერი მომპარა, დედობა მომპარა. ოცნებობს ხალხი ისეთ შვილზე,რომელიც იმდენად განვითარებულია რომ სისულელეებზე არ დარდობს,არ განიცდის, ლადო მეუბნებოდა ნორმალურიაო,როცა გაიზრდება უფრო მეტად დაიტვირთება და უფრო მეტად გამოხატავსო, მაგრამ იზრდებოდა, იცვლებოდა, ყალიბდებოდა- მაგრამ იმდენად ჩაკეტილი იყო, ისეთი უემოციო და მშრალი, ვფიქრობდი, უცნაური შვილი მყავს მეთქი და თან მისი სამყაროს გაცნობაც მინდოდა, სადაც არ ტირიან, არ ნერვიულობენ და არ კითხულობენ მარტ იდენს,როცა ხალხური ზღაპრები უნდა წაიკითხონ.

მე არ ვამბობ რომ ეს ცუდი იყო, იმის თქმა მინდა-რომ არც კარგი. მე ვდარდობდი მასზე, მინდოდა მის სწორ ხაზზე, ბევრი გარდამტეხი ხაზი არ ყოფილიყო და თან საპირისპირო მინდოდა. მე არ მახსოვს ჩვენი ჩხუბი, მისი ჩხუბი ლადოსთან, მისი პირველი შეყვარებული, მისი მეგობრები, იზოლირებულად იყო, ძალიან კარგად მაგრამ ისე შორს რომ მივხვდი, ზოგჯერ ატირებული და დეპრესიული გოგონა უფრო ახლოა საკუთარ დედასთან ვიდრე განო. მისი სიძლიერე მანიად მექცა, ველაპარაკებოდი იმაზე რომ ყველაფერი წინ არის და მზადყოფნა აუცილებელია.
თავს მიქნევდა და აღმაშფოთებდა ის ფაქტი,რომ ყველაფერი იცოდა და ესმოდა რასაც ვამბობდი.
ისეთი შეგრძნება მრჩებოდა თითქოს გაიანე სხვა მშობლებმა აღზარდეს, ჩამოაყალიბეს და შემდეგ ის ჩვენთან გაჩნდა.”

არაბული ასოებით აკრეფილი, ნახევრად შელახული და სიტყვებამოცლილი ტექსტი ასე და ამგვარად ითარგმნა.
რომ ეკითხათ, რაზე საუბრობდა დედაჩემი, ვერ ვეტყოდი.
მხოლოდ ის მახსოვს რომ ბედნიერი ვიყავი ჩემი ცხოვრებით და რატომღაც ჩემი მშობლები ამაზე წუხდნენ. აი ეს ნამდვილად უცნაურობა იყო.

არ ვიცოდი, კიდევ წამეკითხა თუ არა, სხვა რაღაცებიც ეყარა ზარდახშაში.
მაინც გამეპარა თვალი და მაინც გავუკიდე მესამე ღერს.
რატომღაც არ ველოდი ისეთს არაფერს.

<<

,, გაიანე ამბობს ხოლმე არ დალიოვო, მე კიდევ მაინც ვწრუპავ ხანდახან. ლადოც მეუბნება, თავი დავაღწიეთო მაგას მაგრამ თვითონაც არ სჯერა მემგონი.
ჩვენ გოგონას ვეუბნებით რომ კვირაში ორჯერ, წითელი ღვინის წრუპვა ტრადიციაა მაგრამ სიმართლე ისაა რომ ეს ჩვენ უფრო გვჭირდება, მეც და ლადოსაც, რომ არ გავგიჟდეთ.
ალბათ ესეც აკვირვებდა განოს.
არ ვიცი, მემგონი ბევრ ბოთლსაც ამჩნევდა კარადებში და არაყიც დაინახა-მაცივარში რომ ვინახავდი და ზოგჯერ ვსვამდი ხოლმე.
არასოდეს არ უთქვამს, მაგრამ ვიცი შეამჩნევდა.
არ აინტერესებდა ალბათ.

იმით რომ დავიწყო რა როგორ მოხდა, შორი გზა იქნება, თან ცოტა სასაცილოა ამხელა ქალი, სენსორიან ეკრანს ხელს რომ ვაჩვევ და ახალგაზრდების სამყაროში ვერევი, თუმცა ვაღიარებ რომ შემთრევი ყოფილა, მეც მომინდა. მერე რა? არც ისე ბებერი ვარ. გაიანე ამბობს, აი კარადებში რომ ღვინოა დაძველებული და უფრო გემრიელი, მასე ხარო. კომპლიმენტებს მეუბნება ხოლმე როცა ცუდ ხასიათზე ვარ.
ჰოდა რატომაც არა, მეც მინდა რაღაცები მოვყვე, რასაც ვერ ვიტყვი და რაც გულში ხინჯად მადევს. იქნებ ახალგაზრდებმა წაიკითხონ და ჩემნაირი შეცდომები აღარ დაუშვან.

მე და ლადო, თვრამეტი წლისები ვიყავით, როცა შევხვდი და ოცი წლისები როცა ვიქორწინეთ.სვამდა, ძალიან ბევრს სვამდა, გაიანე რომ გაჩნდა, ვერ შევეგუე და მეც სმა დავიწყე. ბავშვის ტირილი, მცირე შემოსავალი, უძილობა და აყროლებული საცვლები... თავს ვეღარ ვუვლიდი და დღემდე მგონია რომ ჩემი ქმარი, ამ გამოუვალ სიტუაციაშიც კი არ იკლებდა სიამოვნებას.
ღალატის ვარაუდით ნირწახდილი, სასმელს მივეძალე მეც და ისე მოხდა რომ ორ თვემდე გაიანე, თითქმის ალკოჰოლიკების ხელში იყო,სანამ დედაჩემი არ მოვიდა და არ წაიყვანა.
რამდენიმე თვე მასთან იყო, არ გვაკარებდა, არ გვაჩვენებდა.
როცა მიხვდა რომ ჩვენ, მე და ლადო, მაგ ბავშვის გარეშე ვერ ვიცხოვრებდით, უკან მოგვიყვანა და დაგვემუქრა, თუ ბავშვი ალკოჰოლის სუნს ისევ იგრძნობდა, სამუდამოდ მოგვაშორებდა და სოციალურ სააგენტოებთანაც ექნებოდა ჩვენზე საუბარი.

ჩემ ქმარს ვუთხარი, ერთი წვეთიც რომ დავინახო ამ სახლში, ორივე გავქრებითთქო და ისე მოხდა რომ საერთო მიზნითა და ინტერესებით, რამდენიმე წელი სრულ აგონიასა და წინააღმდეგობებში, არაფერს აღარ ვეკარებოდით.
გაიანე რომ გაიზარდა და მასთან ურთიერთობაც ასეთი რთული რომ აღმოჩნდა, არჩეულ გზას ცოტა გადავუხვიეთ თუმცა ისე აღარ შეგვიტოპია.

მერე ცოტა გაიზარდა ჩვენი შვილი. ჩააბარა, მუშაობა დაიწყო, ჭკვიანი იყო ვაღიარებ, ჩემზე და ლადოზე ჭკვიანიც და გველაპარაკებოდა ხოლმე ხანდახან. პრობლემებზე არა, ისე.
მერე და მერე ვიფიქრე იქნებ უნდა ჩავძიებოდი და მოსვენება წამერთმია, მეთქვა რომ მხოლოდ მისი აღმზრდელი კი არა, მეგობარიც ვიყავი მაგრამ ძალიან რთულია, ეს დააჯერო ცხრამეტი წლის გოგონას, რომელთანაც ნორმალურად არც გილაპარაკია.
ამიტომ მხოლოდ მისი სასწავლებლისა და სამსახურის ამბებს ვისმენდი, ისიც იმიტომ რომ სავახშმოდ როცა დავჯდებოდით და გაიანე დაღლილი იყო, მხარზე თავს დამადებდა და ქოშინებდა. ვეკითხებოდი რა გჭირსთქო მაგრამ არ ამბობდა, დავიღალეო-ეგ იყო პასუხი და მჯეროდა მეც. აბა რა უნდა მექნა, რა უნდა მეფიქრა? მიჩვეული ვიყავი.

ოცი წლის რომ გახდა, გათხოვდა. ამას ახალგაზრდები ერთად საცხოვრებლად გადასვლას ეძახიან, მაგრამ ჩვენთვის, ძველი თაობისთვის ოჯახის შექმნასთან ასოცირდება.
რამდენიმე დღე ქალაქიდან გავედით მე და ლადო,რაღაც საქმეებზე.
როცა ჩამოვედი, შევედი ოთახში და მისი ტანსაცმელი აღარ დამხვდა.
შევედი სააბაზანოში და მისი კბილის ჯაგრისიც გამქრალი იყო.
შეშინებული სამზარეულოში გავვარდი სადაც, ფანჯარასთან, პატარა გვიმრას ზრდიდა და როცა ისიც აღარ იყო იქ, გავქვავდი.
მხოლოდ ისღა მოვახერხე, მაცივრიდან არაყი გამომეღო და ერთი ჭიქა გადამეკრა.
ეგ იყო და ეგ“

<<

ვეცადე გონებაში აღმედგინა ის პერიოდი როცა ჩემ მეგობარ ბიჭთან ერთად გადავედი საცხოვრებლად. სულ ოთხი წელი იყო გასული და მხოლოდ ის მახსოვდა რომ ეს იდილიური ერთად ყოფნა თავზე დაგვემხო.
ორი წლის მერე, ისევ სახლში დავბრუნდი. მაგრამ მანამდე, რამდენიმე დღის მერე,რაც ჩემი ტანსაცმელი ზურგზე ავიკიდე, დედაჩემი მოვიდა ჩემთან.
დიალოგის აღდგენა ვცადე, თან მეოთხე ღერიც იქვე ეგდო.

დილის რვა საათი იქნებოდა, გვეძინა ორივეს. მეც და ვაჩესაც.
სახლი არეული იყო, ჩემი ნივთები ერთმანეთზე ეყარა, შიშვლები ვიყავით, საწოლის გვერდით ფეხსაცმელები და ცარიელი ლუდის ბოთლები ეგდო, ცოტა მოშორებით სიგარეტი და გატენილი საფერფლე.
ფარდები ჩამოწეული გვქონდა, სამზარეულოში ნახევრად შეჭმული პიცა და რამდენიმე მოსვრილი თეფში, ცოტა იქეთ, ონკანისკენ, ჩემი გვიმრა.

როცა კაკუნის ხმა გავიგე, ძლივს წამოვდექი და საათს დავხედე.
ლოგიკურად დედაჩემი იქნებოდა რადგან წერილი დავუტოვე, სადაც მისამართი ეწერა მხოლოდ. არ მეგონა ასე ადრე თუ დაგვადგებოდა და ძალიან შევწუხდი.
არ ვიყავი ჯერ მზად.
რაც შემეძლო ერთ ადგილას მივაწყვე, ლუდის ბოთლები და სიგარეტის ნარჩენები გადავყარე, ტანზე გადავიცვი და საძინებლის კარი გამოვხურე.
დედას რომ შევხედე, გამიკვირდა, გაბრაზებული იყო. ასეთი არასოდეს მინახავს.
გვერდით გავიწიე და ისიც შემოვიდა.
ყავა შევთავაზე...

<<

- ასე ჩუმად იქნები?-
წრუპავდა ცხელ ყავას და არ ამბობდა არაფერს.
- არასოდეს იცოდი ყავის გაკეთება- მითხრა ცივად- ჯერ რომ გესწავლა და მერე გათხოვილიყავი, უკეთესი იქნებოდა.
- არ გავთხოვილვარ-
თვალი ჩვენ ნაქირავებ,არეულ სახლს მოავლო.
- ხო,ვხედავ.
- და იქნებ გეთქვა რამე, რომ ბედნიერებას მისურვებ, გახარებული ხარ ან რაღაც ეგრე. როგორც ამბობენ ხოლმე.
- გახარებული მე რანაირად უნდა ვიყო,როცა თვითონაც არ ხარ.- ცოტა ხანს დადუმდა- მაგრამ თუ ეგ გინდა, კი, მიხარია შენი ამბები.
- ჩვენ ჯერ არეულები ვართ - ვეცადე სიტუაციაში გამერკვია- ჯერ არვიცით რა გვინდა მაგრამ ვფიქრობთ რომ ამ ეტაპზე ასეა უკეთესი.
- უსახსროდ, ერთოთახიან, თითქმის დამპალ ბინაში გამოკეტვა. - კი, რა თქმა უნდა.

გამწარებული ფეხზე წამოვდექი, გვიმრასთან მივედი და ფოთლების გაწმენდა დავიწყე.
- რა გინდა დედა?-
- სახლში დაბრუნდი.- თითქმის შემეხვეწა- დაბრუნდი და დავივიწყოთ ეს ამბები. დრო მიეცი შენ თავს.

ვაჩეს გამოსვლა ორივემ ჩუმად ავიტანეთ. ჩვენ მაგიდას მოუჯდა.
- გამარჯობა სიდედრო- თქვა სიცილით- ყავა მე არა?...
ფეხზე წამოვდექი რომ გამეკეთებინა და თან ვანიშნე რომ ახლა ღლიცინისთვის ყველაზე შეუსაბამო დრო იყო.
- გამარჯობა ვაჩე- დედაჩემის გვერდით დაგდებული ზედა, შეუმჩნევად ავიღე და სადღაც შევკუჭე- ვაჩე გქვია ხომ? არასოდეს მინახიხარ.
- მერე რას იტყვით?- გავფითრდი, ხელებით ვანიშნე რომ მოეკეტა,მაგრამ არა.
- რავიცი რა უნდა ვთქვა. ასე გინდოდათ ხო თქვენ? ხოდა ასე იყავით. მე წავალ.

ფეხზე წამოდგა, შეკავება ვცადე.
- დედა, კარგი რა...
- გაიანე არ ხარ შენ ბედნიერი- მითხრა გულწრფელად- მიხვდები მაგას, დღეს ვერა,მაგრამ ოდესმე მიხვდები.
- და რა... გინახივარ ოდესმე? ბედნიერი?...

ფეხზე წამოდგა და უხმოდ გავიდა გარეთ.
აღარ შემიჩერებია.

<<

ისევ მთელი თავსატეხით ნათარგმნი ტექსტი მიიწურა და ბოლო ნაწერსაც მივადექი.
მაინტერესებდა კიდევ რა იყო.
ნახევრად აკანკალებულ თითებს დავხედე და ვეცადე დამეცხრო.

<<
,, მერე დაშორდა იმ ბიჭს. ვიცოდი რომ ასე იქნებოდა, ველოდებოდი ხოლმე, ხანდახან ვნახულობდი, მის ამბებს ვკითხულობდი.
მეუბნებოდა კარგად ვარო, მაგრამ აღარ ვუსმენდი.
მერე სილურჯე შევნიშნე მის ხელებზე და კისერზე.
სამზარეულოში გადაგდებული რამდენიმე ორსულობის ტესტი ერთი ხაზით.
ისევ სიბინძურეში ცხოვრობდნენ, გაიანე აღარ სწავლობდა. დაამთავრა მაგრამ ძალიან ცუდად, დიპლომიც ერთი წლის მერე აიღო.
ხანდახან ფულსაც გვთხოვდა ხოლმე. ეს რასაც მე შევესწარი მაგრამ მემგონი ლადოს უფრო ხშირად. მას არ ანაღვლებდა დიდად, ჭკვიანიაო, ისევ ძველებურ ყაიდაზე იყო სადაც აღმერთებდა თავის გოგონას და სჯეროდა მისი.
მე აღარ მჯეროდა, თანდათან მრცხვენოდა კიდეც, ხშირადაც აღარ ვნახულობდი.
ასე რომ ვუყურებდი, ვერ აღვიქვამდი, მის სულელურ საქციელზე და ასეთ უმადურობაზე ვფიქრობდი და იმდენად მახრჩობდა ბრაზი რომ დღემდე ვერ ვაპატიე რაც გაგვიკეთა. ვიცი რომ გამკიცხავენ, ცუდს იტყვიან ჩემზე.
მე მიყვარს ჩემი შვილი.

ორი წლის თავზე რომ დაგვადგა, თავისი დამჭკნარი გვიმრითა და ჩალურჯებული თვალით, ოთახი ავულაგე და პიტნის ჩაი დავუდგი საწოლთან.
ხმას არ გვცემდა სამი დღე, არც ჭამდა,არც ბანაობდა და არაფერი...
ის წყეული მცენარე ედგა გვერდით მხოლოდ.
ვეცადე ამეხსნა რომ ჩემთვის სულერთი იყო რა მოხდა, მაგრამ არა, არ გვისმენდა.
ლადოსაც რომ შევხედე მოტყდა, თმა სულ შეუთეთრდა, ერთხელაც გაბედა და შევიდა განოსთან.
არვიცი იქ რა მოხდა, რა და როგორ თქვეს მაგრამ ორივე ღიმილით გამოვიდნენ, ჩემი გაკეთებული ოლივიე თეფშზე დაიდეს, თითო ჭიქა არაყი გადაკრეს და რაღაცებზე ლაპარაკობდნენ.
გაიანე დაგვიბრუნდა...“

ცრემლებით აჭრელებული სახე მედო მაგიდაზე და უცნაურ ხმებს გამოვცემდი.
ღმუილს გავდა თუ წკავწკავს არვიცი, არასოდეს მიტირია მასე, უცხო იყო ჩემთვისაც.
მეექვსე ღერი ამოვაძვრინე და ისევ რაღაცების გახსენება დავიწყე.
ზარდახშაში აღარაფერი აღარ იყო, დედაჩემმა ყველაფერი თქვა- რაც ჩემთვის უნდა ეთქვა,რაც მამაჩემისთვის უნდა ეთქვა, ასე ძლივსძლივობით აკრიფა და ამ სოციალურ ნეხვში შეაგდო.

<<

რამე უნდა მექნა.
არ გამოდიოდა სხვანაირად, ასე ვერ გავატარებდი დედაჩემის აღსარებებს და ამ აპლიკაციის ყველა ნიუანსს. მინდოდა მომეძებნა ის ტიპები და მეთქვა : ,,თქვე ს*რებო, რაღაც ცუდი შექმენით“.
ალბათ კიდევ რამდენი ჩაძვრებოდა ჩემსავით, სხვის ,,ზარდახშაში“, რამდენს გაუცრუვდებოდა იმედები, ეტკინებოდა რაღაც... რაღაც ფაქტები, სიმართლე.
როცა ჯობდა არ წამეკითხა და წავიკითხე, როცა სჯობდა არ მცოდნოდა... რატომ არ დაწერა კარგი არაფერი?! რატომ მხოლოდ ის რაც გულს მატკენდა?
,,მრცხვენოდა კიდეცო“- ნეტავ რისი რცხვენოდა? რადგან არ მინდოდა ჩემთან ახლოს მომეშვა ვინმე? რადგან საკუთარი ცხოვრების აწყობას მარტო ვცდილობდი? რადგან გავთხოვდი, შევცდი, ვაღიარე მაგრამ რა თქმა უნდა ! ბოლომდე, ბოლო წვეთამდე, ალბათ ბოლო სუნთქვამდეც ახსოვდა რომ შევცდი... რომ მივქარე. ჯანდაბა !

ვფიქრობდი ჩემ შესაძლებლობებზე.
დამწყები ვიყავი, ჩემი საქმისადმი დიდი ცოდნით არ გამოვირჩეოდი, დღემდე მგონია რომ პირველ სამსახურში გარეგნობის გამო ამიყვანეს.
მინდოდა გამერკვია რაღაცები, საიდან გაჩნდა იდეა შეექმნათ მსგავსი რაღაც და რატომ არ იყო მისი უსაფრთხოება დაცული.
ეს ხომ ძალიან მარტივი იყო, რამდენიმე კოდის ხაზი და მეტი კონფიდენციალურობა, მაგრამ არა... თითქოს მთავარი მოტივიც ის იყო რომ ყველას ყველაფერი ენახა და სცოდნოდა.
მე კი მგონია რომ შორი გზა იყო, შორი გზა მზადყოფნამდე.

საერთოდ ასეთი სენი მქონდა მეც და მემგონი ყველას აქვს, გვგონია რომ უსაფრთხოდ ვიქნებით თუ გავჩუმდებით მაგრამ მსგავს ნაგავს ბაზარზე, აქტიურად ვიყენებთ.
ყველა სოციალური ქსელი და თითოეული ადგილი სადაც შეგიძლია ანონიმური იყო მაგრამ ლაპარაკობდე- უკვე იმდენად გამომწვევია რომ სხვა მხარეებზე, სხვა უფრო ბნელ მხარეებზე რაც ამას მოსდევს აღარ ვფიქრობთ.
გვირჩევნია შავ ყუთში გამოვიკეტოთ, ოღონდ გვალაპარაკონ მაგრამ ჩვენ შესახებ არ იცოდნენ.

სამსახურში სამი თვე მისრულდებოდა როცა ,,რაც არ მითქვამს“ -გამოჩნდა და და მეოთხე თვეს არავის ახსოვდა მისი არსებობა.
აპლიკაციის პოპულარიზაცია ვერ გამოვიდა, არაფერი დაუმატებიათ, აზარტიც ჩაცხრა, ხალხს სიტყვები შემოაკლდა ან ჩათვალეს რომ მოსაწყენია, არ ვიცი.
ფაქტია რომ არავინ აღარ ლაპარაკობდა, აღარ წერდა და როგორც მე ვიცი (გადმოცემით) მის წაშლასაც აპირებდნენ, გაქრობას.
ამაზე მეტი ინფორმაცია არ მქონია მაგრამ მე სხვანაირად ვიყავი უფრო.
მაშინ როცა თავიდანვე ნეგატიურად განვეწყვე, ახლა იმის ცოდნის სურვილი მკლავდა,რა მოხდა.
რამდენიმედღიანი გეგმების დაწყობის შემდეგ, ნუცას შევავლე თვალი რომელიც მიღიმოდა და ყავაში შაქარს იყრიდა.
შავი, გრძელი თმა- მისი კლასიკური ჩაცმის სტილზე, მოხდენილად იყო ჩამოშლილი, მაგრამ მის შეუხედავობას ვერ ფარავდა.
ალბათ ნუცა თავისი საქმის პროფესიონალია.

საპირფარეშოში შევედი, სახეზე წყალი შევისხი, თმა ჩამოვიშალე, ლიფი მოვიხსენი და ჩანთაში ჩავაგდე. ვცდილობდი ყველაფერი რაც დისკომფორტს მიქმნიდა, გამექრო და ნუცასთან საუბრის ფორმებზე დავიწყე ფიქრი.
თუ ვეტყოდი რომ პირდაპირი ინფორმაცია მინდოდა იმ ჯგუფზე,რომელმაც ,,რაც არ მითქვამს“- შექმნა, არ მეტყოდა. იმიტომ რომ ყველა რატომღაც ზედმეტად ფარავდა ამ ყველაფერს. მიუხედავად ნუცას ჭკუასუსტობისა ასე მარტივად არ დამნებდებოდა.
ამ ვერსიის უფრო შემსუბუქებული ვერსია იყო, ,,ბრეიქზე“ - შემეთავაზებინა ყავის დალევა და ჭორაობა რაც მისთვის იყო ,,ახლავე, რა თქმა უნდა“.
პირველი ნაბიჯიც ეს იყო, მაგრამ მერე აღარ ვიცოდი.

თხუთმეტწუთიანი მსჯელობის მერე გადავწყვიტე რომ მთავარია დამეწყო და მერე თავისით გაგრძელდებოდა.
ეს იყო მთელი გეგმა.

საკუთარ თავს ბოლოჯერ შევხედე, გამეცინა და საპირფარეშოდან გამოვედი.
ჩემდა გასაკვირად ნუცა ისევ იქ იყო ატუზული, იქვე ახლოს და მობილურში რაღაცას სქროლავდა.

<<

- რას აკეთებ ამდენი ხანი მანდ, ჩაიკეტები ხოლმე და... - გაეცინა- კარგი მაპატიე, უბრალოდ ყველაზე მეტად შენ გიყვარს მანდ განმარტოვება. ეწევი?

შავ, ზედმეტად შავ თვალებს მიბრიალებდა და მიცინოდა.
- არა არა..-ვუთხარი მშვიდად- აღარ შეიძლება ხო იცი... კანონი, ამბები.
- ჰო რა, ტეხავს ძაან- თმა უკან გადაიწია და მისი უშნო ნაკვთებიც გამოიკვეთა- აი მე ვეწევი, ქვემოთ ჩასვლა მეზარება ხოლმე რა, მანდაც ვერ გამოდის. ერთადერთი ,,ბრეიქზე“ ვცლი ხოლმე, რაც დაგროვილია და...

თვალები გამიბრწყინდა
- ჰოდა წამო, გავაბოლოთ- ვუთხარი უცაბედად და მერე გამახსენდა რომ, იმ კოლოფის მერე, რომელიც ერთი თვის წინ ( ჩემი და ამ აპლიკაციის დაახლოების დროს) ამოვცალე, აღარ გავკარებივარ.
- რა მაგარია, სიგარეტით საინტერესო სანახავი იქნები...- შემომხედა, ისევ გამაღიზიანებლად გამიცინა და ცოტა შევცბუნდი... რას ნიშნავს,,სიგარეტით საინტერესო სანახავი“, მე რა- მონაზონს ვგავარ?
- წავიდეთ, წავიდეთ.

თითქმის ხელის კვრით ვუბიძგე კარისკენ და კიბეებამდე დუმდა.
გამიკვირდა ცოტა, ეს ბედნიერი გაკვირვება იყო, თუმცაღა ხანმოკლე.

- ნიკოლას აკვირდები? - წარბები ზემოთ აზიდა- აი სამსახურში რაც აგიყვანეს, სულ კარგ ხასიათზეა. არ მჯერა მე მაგ დამთხვევების. სულ დაღვრემილი იყო ხოლმე, ,,ბრეიქზეც“ არ გამოდიოდა ჩვენთან ერთად ახლა კიდევ, პირველი ეგ გარბის.
- მე არ ვსადილობ ხოლმე თქვენთან ერთად- შევახსენე- გარეთ გავდივარ ხოლმე, ერთ ადგილას.
- კი ეგ ვიცი, უბრალოდ ისე გამომჯობინდა... გიყურებს ხოლმე თან, ზოგჯერ.
- შენ რა მეტი საქმე არაფერი გაქვს?-წამოვენთე- ასე მგონია პირადი ცხოვრება არასოდეს გქონია, ზიხარ და სხვებს უყურებ.

მივხვდი რომ ზედმეტი მომივიდა, ცოტა აიმღვრა, რაღაც ცუდი უნდა ეთქვა და ვეცადე შემემსუბუქებინა მდგომარეობა.
- ის კაბა რომ მეცვა, გასაუბრებაზე- ვუთხარი ჩურჩულით- ჩემ უკანალზე, მისი მზერა მწვავდა.
გადაიკისკისა და ხელი მხარზე დამარტყა.
- გარიყული გოგო ეწევა, ლაპარაკობს და რაღაცებს ხედავს თურმე. კარგია განო კარგი, მასე თუ გააგრძელებ შენზე დაკვირვებას შევწყვეტ იმდენად დაგვემსგავსები.

სევდანარევი სიმართლე სიცილით შევუქე და ჩემთვის ჩუმად, ბოლო ამოხვრის ხმა გამოვეცი.
ნეტავ რა ყრია მის თავში ან ოდესმე თუ შეძლებს მის ჩამობერტყვას...
ამ ფიქრებთან ლამის მანქანამ დამარტყა, ნუცამ შემაჩერა.
- ძალიან გაფანტული ხარ რა, წითელია- აი მოდი მოდი.
ხელკავი ამომიდო და გზაზე გადამიყვანა.

,,KFC”-ში დავჯექით, მე ქათმის ფრთები, ტოსტი, ერთი პატარა ბურგერი შევუკვეთე, ,,სპრაიტი“ და დესერტად ხაჭოს ნამცხვარი.

მან მხოლოდ ტოსტი აიღო და მთელი ჭამის პროცესი მაკვირდებოდა.
როცა ბოლო ნამცეცი მოვიშორე პირის კუთხიდან, შევხედე, ის ჩუმად-თავის მუქ თვალებს არ მაცილებდა, ხან თავს გადახრიდა- ხან ჩემ მიყრილ ქაღალდებს და ამოცლილ სპრაიტს მიაჩერდებოდა და მერე ჩუმად ჩაეცინებოდა, უხმოდ. როცა ბოლო ლუკმა ( ძლივსძლივობით) ამ დაკვირვების ფონზე გადავყლაპე, მაშინ როცა მისი ტოსტი ხელშეუხებლად იდო, ვეღარ მოვითმინე.
- ჰა თქვი...-
- ამდენს თუ შეჭამ, თვიდან თვემდე ვერ იცოცხლებ.
- ნეტა შენ, რატო გადარდებს. საჭმელია რა.
- და არ სუქდები-
- ჰო ეგ ცოტა რთული თემაა, როცა ვნერვიულობ ვჭამ ხოლმე, ახლაც მასე ვარ.
- რა განერვიულებს?- შეუხედავი წარბები აპრიხა- მშვენიერი სამსახური, გარეგნობა გაქვს. ყველას მოსწონხარ.

სპრაიტის ბოლო წვეთი გადამცდა და ძლივს დავწყნარდი.
- ნუ ბოდავ ერთი-
- მართლა გეუბნები, ყველას მოწონხარ, ლადოსაც ჩვენ უფროსს.
- და სამსახურშიც მაგის გამო ამიყვანა ხო?- თვალი გავუსწორე, დაიბნა.
- არა... რატო მაგის გამო. მშვენივრად მუშაობ. აი მე მაგის გამო... რაღაც გამომწვევად მეცვა პირველ დღეს, ვიფიქრე რომ ეფექტურია ხო ხვდები... გასაუბრებაზე რომ გამოიყურები, ყველა ქვეცნობიერად ფიქრობს, უნდა თუ არა ყოველ დილას გხედავდეს და მუშაობდეს შენ გვერდით. რაც უფრო კაი ტიპი ხარ, უფრო მეტად უნდათ რომ გხედავდნენ და თვალებით გჭამდნენ. იცი რა... სისულელეა რა. გარეგნობაა ყველაფერი.
- მე არ ვფიქრობ მასე-
- იმიტომ რომ ლამაზი ხარ. აი რატომ არ ფიქრობ.

ისევ გაეცინა და ვიფიქრე, მისი თავდაჯერებულობის 2% მაინც რომ მქონოდა, არასოდეს დავიჩაგრებოდი.
მის მახინჯ სახეს ვუყურებდი და ვცდილობდი რაღაცნაირად ლამაზად მომჩვენებოდა.
როცა მოსაუბრე ასე აქტიურად ცდილობს რაღაცებზე გელაპარაკოს და მითუმეტეს ჩემნაირი გენიალური გეგმით ხარ... უნდა ეცადო მისი კარგი მხარეების დანახვა.
ვუყურებდი ვუყურებდი და ვერ ვხედავდი. - ,,ბატის ტვინა“ -გამჭოლი ფიქრი და მერე ისევ მისი ხმა, სრულ დისკომფორტში მხვევდა.
საქმეზე უნდა გადავსულიყავი.

- ცოტა ისე ეწევი რა, არ იცი მემგონი... აი მიყურე- ღრმა ნაპასი ამოარტყა, თითქმის ნახევრამდე ჩავიდა და ცხვირიდან ამოუშვა ( ღმერთო, სადამდე გავუძლებ ამ სისაძაგლეს?!)
ვეცადე მიმებაძა მაგრამ საშინელი ხველის მერე, ,,ბიჩოკი“ სანაგვეზე მოვისროლე და სხვას გავუკიდე.
ნუცასთან საუბარს სჭირდებოდა სიგარეტები.
- მგონი უკეთესად გამოგდის.
- მისმინე...- ხელი თავზე მოვისვი და სიცხით გამოწეული ოფლის წვეთი მოვიშორე- ის თემები რატო აღარაა... აპლიკაციაზე რა. ახლა გამახსენდა უცებ, აღარც შენ გიხსენებია.
- ჩაფლავდა - გაეცინა- გოგო იცი რა იყო? თავიდან წერდა ყველა, მერე ისე მოხდა რომ ნაწერები გავრცელდა.
- როგორ თუ გავრცელდა? მთელი იდეა მაგათი გავრცელება არ იყო? იმისთვის არ წერდნენ რო წაეკითხათ?

მივხვდი რომ ზედმეტად ბევრი კითხვა მააშკარავებდა ამიტომ საუბრის ტაქტიკა შევცვალე.~
- მაგრამ ხო გახსოვს, მე თავიდანვე არ მომწონდა.
- შენ ის არ იცი- თქვა ჩუმად- და მემგონი ბევრმა არ იცოდა. მაგას სხვა ფუნქციაც ჰქონდა, განა ის რომ მხოლოდ რაღაცები მოგეჩმახა და წაეკითხათ სხვებს. შეგეძლო შენთვისაც დაგეწერა რამე საიდუმლოდ, ჩაგენიშნა, ,,ქეი“ დაგედო. მხოლოდ შენთვის რომ ყოფილიყო. ძალიან ლამაზი სტრუქტურა ჰქონდა...
- რამდენად მასიური იყო?
- ფოტოები, მუსიკა, ვიდეო, აუდიო ჩანაწერები, ნუ ტექსტი რა თქმა უნდა. ვიზუალურად იმდენად გამართული იყო და ისეთი დაცული ვიდი ჰქონდა, ბევრი ენდო. იქ ინახავდნენ რაღაცებს, რასაც სხვაგან არ დებდნენ. ალბათ აჩვენებდნენ ერთეულებს, არ ვიცი, უბრალოდ არ ვრცელდებოდა ეგ. მერე კიდევ, უცებ ყველა ფოტო...
- და ეგ როგორ? რა უფლებით?- გავგიჟდი- როგორ შეიძლება ეგეთი რაღაც?
- თურმე შეიძლება. ,,სარაჰაჰი“- ავიღოთ, ხალხს სჯერა რომ უსაფრთხოდ არიან, არადა ნებისმიერ წამს შეიძლება მათი ვინაობა გაიგოს იმ ადრესატებმა, ვისაც აგინებდნენ, წერდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. უბრალოდ ზედმეტად ვენდობით რა, ბევრ რამეს ზედმეტად ვენდობით.
- ეგ ისჯება კანონით. - ვუთხარი მშვიდად- ალბათ დაკითხავდნენ.
- არავინ არ დაუკითხავთ. მასალები გავრცელდა რამდენიმე საათით... შემდეგ კი ყველაფერი გაქრა. ფოტოები, ნაწერები... და იცი რა დაწერა მან, ვინც ეგ შექმნა?...
- რა?
- ,,ბოდიში ტექნიკური გაუმართავობისთვის“- ო. არანაირი რეაქცია არ მოყოლია, არავინ არ დაუჭერიათ, არც დაუკითხავთ. მხოლოდ რამდენიმესაათიანი ისტერიკა იყო, მალევე ჩაწყნარდა.
- ვიღაც იმბეცილებმა, გაუმართავი რაღაც შექმნეს. ნორმალური ხალხი მანდ არაფერს დაწერდა... ალბათ არაფრად არ ვარგოდა- ,, მიდი გოგონა, შენ ხომ ყველაზე ყველაფერი იცი, შემეკამათე“, - ჰოდა მასეთი რაღაც მოხდა, რა გიკვირს?

ქვედა ტუჩი მოიკვნიტა
- არა... არა სხვათაშორის - ,,მუშაობს ! ჩემი გეგმა ამუშავდა“- მე ვიცი... ერთი ვიცი რა. დიზაინზე ვინც იყო. იცი თავიდან... -გადაიკისკისა- თავიდან ერთერთი შენ მეგონე. შენ ხელწერას გავდა, სულ მაგ ფერებში აწყობ.
- მე რომ მექნა ეგ, მასეთი შეუხედავი არ გამოვიდოდა- შევეკამათე ნაწყენმა- ბევრი რამის შეცვლა შეიძლებოდა და... ის შენი ნაცნობი,ალბათ დამწყებია ხო?
- იქ ყველა დამწყებია - თითქოს შეცბა, ზედმეტს ხომ არაფერს ვამბობო მაგრამ ვეღარ გაჩუმდა- მთელი გუნდი ჯუნიორები არიან. სამსახურები არ აქვთ, არც განათლება, არსად არ აიყვანეს... შეიკრიბნენ და ეგეთი რაღაც შექმნეს.
- ის შენი ნაცნობი, ალბათ საკმარისად არ ცდილობდა. ან იმდენად შეუხედავი იყო... შენ ხო თქვი, გარეგნობა არის მთავარიო. ჰოდა...
- არა არა, კარგი ბიჭია, სიმპათიური. ერთად ვსწავლობდით.-
- ვაჰ, სად?-
- ილიაში. ჩავაბარეთ, მერე ვემეგობრებოდი... უფროსწორედ მე მომწონდა და ის მემეგობრებოდა...იმენა ბრმა, აზრზე ხარ? ვიღაც ქერათმიანებს დასდევდა და ვერ შემამჩნია მე. ახლაც ბოლოს შევხვდი, ვუთხარი, იქნებ გვეცადათქო და...
- ასე შეხვდი და უთხარი? რა იყო ეგეთი რომ შენ უარი გითხრა?!- ვეცადე აღშფოთებული სახე მიმეღო.
- სულელიათქო მეტი რა გითხრა.
- ვაჰ... როგორ მაინტერესებს. მეც მანდ ვსწავლობდი, იქნებ ვიცნობ კიდეც.
- ვა, გიგის იცნობ? გიგი ქარდავას? პრინციპში ბევრი ეპრანჭებოდა და შეიძლება იცოდე.
- ქარდავა... შემახსენე რა ფაკულტეტზე იყავი?-
- ფსიქოლოგია. აუტიზმით დაავადებულ ბავშვებზე ვაკეთებდით ერთად პროექტებს, მოსმენებს... რაღაც ექსპერიმენტარული შეხვედრებიც გვქონდა.
- უცნაურია, არ მეცნობა. არადა ბევრს ვიცნობ.
- ერთი მაგისიც რა... - ხელი ისევ მხარზე წამომარტყა- რას გამიბურღე ტვინი მაგ აპლიკაციაზე. შენზე მითხარი. როგორ ეგუები ჩვენ გარემოს?
- ნუ ვცდილობ. ნელნელა ვლაგდები და კარგია. –
- მშვენიერი !-
გახარებული ფეხზე წამოდგა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს საუბრით გადავღალე.
- ერთიც გავაბოლოთ და დავრუნდეთ რა. ლადოს უნდოდა ჩემთან ლაპარაკი...-
,, ლაპარაკი? ნეტავ მხოლოდ ლაპარაკი?“

უხმოდ წამოვდექი, ჩანთა მოვიკიდე და უკან გავყევი.
<<
სარკის წინ ვიდექი, წითელი, ოდნავ გამჭირვალე კაბა მეცვა, მკერდთან ამოღებული, ქვემოთ გაშლილი, თითქმის მიფარავდა ფეხსაცმელს.
სახეზე ათასი რაღაც მესვა, რაც მოვასწარი და ვიპოვე.
სულ მიჭირდა არეულ სახლში ჩემი ნივთებისთვის მიმეგნო, ესეც რომ ვიპოვე გამიკვირდა, შეძლებისდაგვარად გავემზადე, ყველგან ტანსაცმელი ეყარა, სუნამოები და ხელის კრემები დღემდე არ ვიცი სად გავაქრეთ.
არეულ, აქოთებულ სახლში, სადაც ფეხის დასადგმელი სივრცეც კი არ იყო, სადაც ჩემი გვიმრა გახმა... ვიდექი სარკის წინ, ძალიან ლამაზი და სექსუალური.
ვუყურებდი ჩემ თავს და ვფიქრობდი რომ საღამოს, ამ ტრენდული კაბით და ოდნავ დამტვერილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, ისევ ამ ბუნაგს დავუბრუნდებოდი, იმ საწოლში ჩავწვებოდი რომელიც ძლივსძლივობით ვიყიდეთ და იმ საჭმელს შევჭამდით რაც მოგვრჩა.
დავკავდებოდი სტანდარტული სექსით და ისევ ვინერვიულებდი იმაზე რომ მადა გამიმძაფრდა, კერტები დამიმძიმდა და...
გამეღიმა, თვალი მოვავლე ყველაფერს და მივხვდი რომ სწორედ ეს იყო რაც მინდოდა და ავირჩიე. სწორედ ეს პატარა სახლი, ვაჩე, ჩემი არეული სამუშაო კუთხე, დამტვერილი ხის მაგიდები. ეს იყო ნამდვილი, ,,ღირსეული“ ცხოვრება, რომელსაც საშუალოზე დაბლა აფასებდნენ, მე კი მწამდა რომ აქ, სადღაც ამ სივრცეში იყო ჩემი არჩეული კომფორტი,ფუფუნება,სიყვარული... ამ მიყრილ ლუდის ბოთლებში იყო რეალობა.
იქ სადაც მივდიოდი კი მდიდრული სიყალბე.

თორმეტს გადაცდა, საწოლზე ვიჯექი, მობილური გამორთული ჰქონდა.
მზად ვიყავი გასასვლელად, წესით სამი საათის წინ უნდა მივსულიყავი მაგრამ გაგვეწელა.
თვალები ამიცრემლდა და ფანქარი ლოყებამდე ჩამომივიდა.

,, არაუშავს, იქ მოვა“- ვთქვი სლუკუნით- ,, ხო თქვა მოვალო, ხოდა მოვა, ალბათ გვიანობამდე დატოვეს... ნაბიჭვრები, სულ ცდილობენ ის დროც მოპარონ, რაც ჩემთან აქვს. ვეტყვი რომ წამოვიდეს, მოვა და ვეტყვი...“
ცრემლები მოვიშორე და სახლიდან გავედი.
ჩემი ფეხსაცლის კაკუნი გამაღიზიანებლად ისმოდა სადარბაზოში, სადაც საღი საფეხური არ შემხვედრია.
იქ მცხოვრებ ,,მკვდარ სულებს“, რომლებიც ჩემი კორპუსის წინ იდგენენ ხოლმე, არყით ან ლუდით ხელში, გვერდით ჩავუარე და ვეცადე არ მომესმინა რაც ჩემზე თქვეს.
ძირითადად ,,რა მაგარი ნაშაა“, ისმოდა, ზოგჯერ ცოტა კორექტულადაც ,,მაგარი გოგოა, მივასვამდი სადმე“, მერე უფრო დახვეწეს, ხმა დაადუმეს. როცა მეგონა ყველაფერი მორჩა და თვალი შემაჩვიესთქო ვიღაცამ მომაძახა სად და რა პოზაში გამასაღებდა და იმის მერე, სადარბაზოს კუთხეებში აღარ ვჩერდები.
,, ახლა გარეთ გავალ, ტაქსს გავაჩერებ... მაქვს ცოტა ფული. ტაქსისთვის მეყოფა, მერე ვაჩე წამომიყვანს. მანამდე დავურეკავ და... ნეტავ რატო შეაგვიანდა? ფუ.. როგორ ვერ ვიტან მის სამსახურს“

ძლივს დავიჭირე ტაქსი და დავითანხმე იმ მიზერულ თანხაზე რაც გამაჩნდა.
ფალიაშვილის 29 ნომერში, ერთ ახალმშენებარე, მოჩუქურთმებულ კორპუსთან გამიჩერა.
მადლობა გადავუხადე, გადმოვედი და ვეცადე სადარბაზო მეპოვნა.
სახლის კარს მალევე მივაგენი,ღრმად ჩავისუნთქე და დავაზარინე.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

მომწონს შენი ისტორიები, კარგად წერ სიღრმისეულად. აშკარად განსხვავებული სტილი გაქვს. მაგრამ იმდენად აგვიანებ, მავიწყდები ხოლმე. რაც ძალიან მწყინს. დიდი იმედი მაქვს, დროს გამონახავ და უფრო ხშირად ატვირთავ ხოლმე სიახლეებს. ყოველთვის დიდი სიხარულით დაგელოდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent