თბილისელები ფერადდებიან [ნაწილი მეექვსე]
ნაწილი მეექვსე-[სანდრო და ალექსი] ალექსი ნახა. ჩვეულებრივად შეუძლებელი იყო თავის არიდება. მაშინ, როცა სიცივე ძვლებში ატანდა ნაოს დაუარა ჟრუანტელმა იმ მძიმე და ცხელი მზერის შემჩნევისას, რასაც მარჯვნიდან გრძნობდა. განა შეიძლება, წარსულის ის ყველაზე მძაფრი მომენტები ხელის მოსმით მოიშორო? დე’ჟავუ ჰქონდა. საოცარი. იცოდა, იცოდა რომ ვერ გაუძლებდა, იმ ხაზზე დგომას, სადაც იდგა, მაგრამ ვერ ინძრეოდა. არჩევანი მომავალსა და წარსულს შორის. და, როდესაც მინუსებში(იგ.ტემპერატურა), დე’ჟავუ გაქვს, წარსულს ხედავ და მზერა გწვავს, გცხელა, გაუსაძლისად. -შეცვლილხარ.-სიგარეტს აგდებს და გაშეშებულ ნანოეს უახლოვდება. -რა თქმა უნდა, შევიცვალე.-დაეთანხმა და უკან დაიხია. -ყველანაირად?-ქურთუკის ჯიბეში ხელებს იწყობს და ადგილზე ჩერდება. -აბსოლუტურად.-თამამად ამბობს და მსგავსად ალექსისა, ჩერდება. -მომენატრე. -ხოო, მეც, მაგრამ ვალდებულების გამო. -ვალდებულების?!-ეცინება და უახლოვდება.-ვისთან ხარ ვალდებული და როდის მერე ნანა? -შენთან ვიყავი, აბსურდულად და სწორედ ამიტომ დავრჩი აბსურდულ ფიქრებში მარტო. -უნდა წამოსულიყავი. -სწორედ რომ არ გესმოდა და არც ახლა გესმის.-ნანოე ბრუნდება და ქუჩას ტოვებს. -და თუ არ მესმის, რატომ ვიცი, რომ დღემდე იშლები და გიჟდები სკოჩზე??-ამბობს და ცდილობს დისტანცია არ დაარღვიოს. -მეცინება, რომ ჯერ კიდევ გაქვს იმედი. -შენ ხომ გქონდა? -მქონდა, პირველი დღეები, როდესაც ჯერ კიდევ ილუზიებში ვიყავი გახვეული.-ჩერდება და პასუხს აძლევს. -ილუზიაა, ის გრძნობა რაც ჩემთან გაკავშირებდა, ან, თუნდაც გაკავშირებს ნანა?!-გრძნობს როგორ უხურს ზურგი, როგორ ეწვის ნესტოები და აწვება ბრაზი ყველგან. -ნეტავ დაიწვას ყველა გრძნობა, რასაც გრძნობად ვთვლიდი, ალექსი.-აცრემლებულ თვალებს იწმენდს და ქუჩას ტოვებს. _ _ _ პირველი იანვარია. თბილისში, რა თქმა უნდა არ თოვს. ერთმანეთის სახლებში დარბიან და 2018წელს აღნიშნავენ. ‘უსურვებენ ერთმანეთს ყოველივე საუკეთესოს.’ ახლა, ძმებთან ადიან, ბაკურიანის ამბის გასარჩევად. -სანდრო არ გინახავს და პირველში ალექსი დაიბედე?-გაკვირვებული და აქოშინებული ხმა ესმის ნაოს. -ასე მოხდა, უეცრად. სად ხარ? -ბათუმის მერე არ შეხმიანებიხარ? 15 წუთში ამოვალ. -კი, მივულოცეთ ერთმანეთს ახალი წელი. -ამბობს და აივანზე იქით-აქით სიარულს იწყებს. -დღეს ამოვა, ალბათ?-კითხულობს თეაკო და ჩუმდება. -კი და უკვე ჩემ წინაც დგას.-ეცინება ნანოეს და თიშავს.-როდის მოხვედი? -რა მნიშვნელობა აქვს.-ეცინება სანდროსაც და გადასაკოცნად წინ იხრება.-ემზადები?-ირიბად ეკითხება და მოაჯირს ეყრდნობა. -ხვალისთვის ხოო.-ნაოც მოაჯირთან მიდის-ალექსი ჩამოვიდა.-პირდაპირ ეუბნება და თვალებში აშტერდება. -ვიცი.-ცივად ამბობს. -სანდრო, ეს შეიძლება იყოს იმდენად შესამჩნევი, რომ ვერ გაატარო, მაგრამ არ არის იმდენად დიდი, რომ ყურებად ღირდეს.მე არ მინდა ალექსის ჰქონდეს იმდენი კავშირი ჩვენთან, რომ ამით იწყებოდეს და მთავრდებოდეს დიალოგი. მე თუ ვარ შენთან დღეს, არა იმიტომ, მას რომ გამსგავსებ, გესმის?-თვალებით და ხელებით ესაუბრებოდა ნაო სანდროს. -მესმის.-ტუჩებს შუბლზე ადებს და ეხუტება.-ვაფშე არ მინდა საახალწლოდ ვიღაც ს*რზე საუბარი და ნურც შენ დაიღლი თავს ამაზე ფიქრით. ჩვენ გვექნება დრო ყველაფერზე სასაუბროდ, უბრალოდ ახლა ქაოსია, რომელიც აუცილებლად დალაგდება, თავისით.-თითქოს სითბო იღვრება და ნაოს ეღიმება. -ვიღაც ს*რზე, ხოო, ს*რზე.-ეცინებათ. _ _ _ ბაკურიანი. თოვლი. 2018წ-ის პირველი დღეები. ნანოე იყო ბედნიერი. სანდროც და ყველა’ც. თავისუფლება... ყველგან სითეთრე. -რძისფერი თუ თოვლისფერი?-ჩაფიქრებულ ნაოს ეკითხება სანდრო და თოვლს მზერას არ აშორებს. -თოვლისფერი, რაღაც ცივია და რძისფერი უფრო თბილი. -მაშინ, გეტყვი რომ რძისფერი კანი გაქვს. -და აუცილებლად მეც მადლობას გადაგიხდი.-ეხუტება და თავს გულმკერდზე ადებს.-ასე, რატომ შემიყვარდი სანდრო? -ასე, შენსავით რომ ვუბერავ, იმიტომ ნაო.-სიცილით პასუხობს. -ზოგჯერ მგონია, რომ სიყვარული არ შემიძლია.-თვალებში შეხედა და ხელებით მოეფერა. -ნეტავ იცოდე, როგორ შეგიძლია და რა ტკბილად. -ოდესმე მაპატიებ, რომ ვერ გამოგხატავ? -ნანოე,-წამოიწია და შორს გაიხედა.-თუ შენ შეძლებ ის იყო, ვინც ახლა ხარ, ყველაზე საშინელსაც გაპატიებ. -ეს რას ნიშნავს? -სწორედ იმას, რომ ვერც კი ხვდები რას ვგულისხმობ.-სიცილით პასუხობს და თოვლს თავზე აყრის. წამოსვლამდე, როცა უკან იყურები და მოგონებებს ერთის მიყოლებით ხედავ, ნაო მიხვდა, თუ სად იყო და რამდენად ძვირფასი ადამიანები ჰყავდა გვერდით. სანდრო მანსარდზე აიყვანა და ორი ჭიქა სკოჩი ჩამოასხა. -დღეს უნდა აღვნიშნოთ.-ჭიქა მიუჭახუნა და პუfზე მოკალათდა. -რამდენად მნიშვნელოვანი?-ჰკითხა სანდრომ და გვერდით მიუჯდა. -იმდენად მნიშვნელოვანი, რომ შეგიძლია თამამად მაკოცო.-სიცილით უპასუხა და მიუახლოვდა. -ვეღარ გათრობ, ნან?-ტუჩებთან აღმოხდა სიტყვები სანდროს და თმის ქვეშ ხელი შეუცურა. -სანდრი, შენ იმდენად მათრობ, რომ გრენფიდიხსაც ვშორდები.-მიუახლოვდა, იმ პიკზე, რომ გავარვარებული ტუჩებით სანდროს სიყვარული აღუთქვა. -გიჟი ხარ?-ჰკითხა და ჩაეხუტა. -Because of one special moment your lips were singing a song that we just heard... Because you taste like sugar, you taste like sugar, I know...-თავი მკერდზე მიადო და მელოდიის ღიღინი დაიწყო. სანდრო... სანდრო ჯერ კიდევ შოკში იყო. ნანოე და თან ასეთი. მოკლედ, მოხდა ისე, რომ ნანოემ სანდრო გააგიჟა. -ნან... -ჰო? -ანუ სკოჩზე უარს ამბობ?-თან ხელებით ეთამაშებოდა. -ეგრე გამოდის-გაიცინა და შეხედა. -ძალიან კარგად გამოდის.-მის ხელებში მოიქცია და შუბლზე აკოცა.-ყველაფერი ძალიან კარგად გამოგდის. -ჩვენ ეს დავიმსახურეთ სანდრო, დროა ფრთები გავშალოთ და გავფრინდეთ. _ _ _ ახალი წელი და ახალი დღეები დაიწყო, ასე. უბრალოდ და გრანდიოზულად. იყო ძალიან ბევრი სიხარული, რომ არ გაწელეს და ძალიან მალე ‘გრძნობებში გამოუტყდნენ’ ერთმანეთს. არ ჰქონდათ არაფერი დასამალი, თითქოს მდინარე სათავიდან მოყოლებული კამკამა იყოო. მარტის შუა რიცხვებში, ბავშვებს ბარათი აუფრიალა თვალწინ და სიცილით მოსთხოვა მოელოცათ ‘პრავა’. ეს იყო ყველაზე მოულოდნელი რამ ვაჩესთვის და საბასთვის. დაბნეულებს სახეზე მიმიკები გაშეშებოდათ. -ვერ ვიაზრებ.-აღმოხდა ქეთის. -რამდენიმე დღეში კუპერს გამოვიყვან.-გახარებული ლაპარაკობდა ნაო და ბარათს უყურებდა გაღიმებული. -ნა,-ფეხზე წამოდგა საბა.-ერთი წუთით აივანზე გავიდეთ რა.-კარი გამოაღო და ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო. პირველი მოქაჩვის შემდეგ, თითქოს მზად არისო, საუბარი დაიწყო.-ხომ, იცი, როგორ მიყვარხარ, ნაო, მიხარია ყველა შენი წარმატება, ჩემსაზე მეტად, მაგრამ... -არავითარი მაგრამ,-თითქოს ამ მომენტს ელოდა.-ბევრი ვიფიქრე, მაგრამ იმ ერთ დაწყევლილ დღეს უკვე ბევრი შევწირე, საბა, ნუთუ კოშმარად უნდა ვიქციო და მანქანას ვერ გავეკარო?! -ნა... -მე შევძლებ ამას, თქვენ ჩემს გვერდით ხართ!-გაუღიმა და ჩაეხუტა. _ _ _ ‘ბავშვობაში’ ალექსიმ და მეგობრებმა სრულიად დაუგეგმავად ‘აახიეს’ ალექსის მამას მანქანა და გადაწყვიტეს თბილისის ქუჩებში გაგულავება. საჭესთან მორიგეობით ჯდებოდნენ. -ნაოო, მოდი რა, დაჯექი შენც, რთული არაა ვაფშე, შენ თავს ვფიცავარ. -ლექსო, რამე რომ მოხდეს? -რა უნდა მოხდეს, კაი რააა.-სიცილით უპასუხა ვაჩემ და მძღოლის მხარეს კარე გამოაღო. -ჰო, არაფერი მოხდება.-აყვნენ გოგონებიც და მანქანაში მოთავსდნენ. თურმე როგორ ადრენალინს გამოყოფ, როდესაც გაზს აჭერ და შენ გარშემო ყველა სილუეტი იმღვრევა გარდა, იმისა, რასაც წინ ხედავ. -ტორმუზს დააჭირე. -მოუხვიე ნანო, სწრაფად! -გაზს ნუ აწვები! -ნაოო, გაააჩერე! საზარელი იყო ის, რომ ალექსი თვეზე მეტი საავადმყოფოში იწვა. გოგოები დამნაშავესავით უყურებდნენ. ყოველ დილით ჩაშავებული თვალებით ესალმებოდა მზეს. ორ თვეზე მეტი ლიაკოსთან იყო. უბრალოდ ვერ ხვდებოდა, ამ ამბის შემდეგ მშობლებისთვის როგორ შეეხედა. ალექსის გამოწერის დღეს, საავადმყოფოში მისი მამა დახვდა და ძალიან მკაცრად აუხსნა, რომ მის შვილს არ გაკარებოდა. ყველაფერი ერთმანეთს ემატებოდა. უარესობიდან უარესობისკენ... -მამაშენმა რომ გაგიგოს აქ ხარ, ალბათ არ მაცოცხლებს.-სიცილით უთხრა და ჩაეხუტა. -სასაცილოა, ამას შენ რომ ამბობ, ნაო!-გაეცინა და შუბლზე აკოცა. თითქოს ყველაფერი მილაგდაო, რომ არა ერთი მშვენიერი ორშაბათი. სკოლაში მისულ ბავშვებს დამრიგებელმა გამოუცხადა, რომ ალექსი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად დანიაში გადასულიყო. ეს იყო და ეს. თითქოს ყველაფერი სიზმარ’ყო. გათენდა და ახალი დღე დაიწყო. იარებით, რომელიც დღემდე გულს ამძიმებს. არც ერთი წერილი, თუ მოკითხვა. ეს იყო, ძაალიან მაღლიდან დაშვება უპარაშუტოდ. ეს იყო მწარე დაცემა, სადაც ყველაფერი წარსულს დარჩა. წარსულს ერთი ჭიქა სკოჩით. - - - მადლობა ელპინის კომენტარს, რომ დღეს ეს აქ დავდევი. იმედია გახსოვარ'თ... <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.