შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თბილისელები ფერადდებიან [ნაწილი მეხუთე]


7-08-2018, 21:00
ავტორი perelmanina
ნანახია 1 227

ნაწილი მეხუთე-[გასროლა]

/ბურუსი/-ა, ყველა გრძნობა თავს რომ იყრის შენში.
/აგონია/-რომ ვერ არჩევ სიმართლეს და ტყუილს.
/აღმაფრენა/-გაოცება, იმ ყველაფრის რასაც გრძნობ.
/აფეთქება/-რომ იაზრებ, თუ რას გრძნობ და თან როგორ.

_ _ _
მიუახლოვდა, იმაზე მეტად ვიდრე შესაძლებელი იყო. შეკრული თმა გაუშალა და თავი ააწევინა.
-ნა-ნო-ე,-ხრინწიანი და ჩამწყდარი ხმით უთხრა-ჩემი აღმაფრენა ხარ!-ხელის გულებით თმა გადაუწია და შუბლზე აკოცა. თითებს სახეზე დაატარებდა და თან ეჩურჩულებოდა:-ვეღარც კი ვაზროვნებ გესმის?
-სანდრო-ეცინება ნაოს-ვირევით და ვიშლებით...-ეხუტება.

_ _ _
-შენ რა, მეღადავები, სად ხარ? ვაფშე დაგავიწყდა ახალი წელი და ამბები?! ნინამ დამირეკა, გიორგი ნერვიულობსოო!
-ბათუმში ვარ,-სიცილით პასუხობს-ნაშუადღევს თბილისში ვიქნები, სავარაუდოდ.
-ღმერთო...-ჩაიცინა ქეთიმ-დაჟე თბილისში არც ხარ’თ?
-თბილისიც ვერ იტევს, ქეთო...

_ _ _
ვბრუნდებით ბურუსში,
ქაოტსა
თუ
ქაოსში.
გამჭირვალე სიბნელეში.

-გლენფიდიხი არ არის.
-მოგწონს?
-უფრო მკაცრია და მკაფიო. ორმაგი ვისკი უთუოდ ასეთია ჩემს წარმოსახვაში.
-ანუ, ჩემი ნაჩუქარი სკოჩი არ გაგისინჯავს.
-რა თქმა უნდა, არა-თვალებს ახელს-არამგონია ყოველდღიურად დასალევი იყოს.-ზღვას გახედა.
-ყოველდღიურად რას სვამ?
-წყალს, სკოჩი’ც იმ დღის შემდეგ არ გამისინჯავს. შენ?
-საღამოობით ღვინოს.
-რატომ?
-ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე მწარეა ჩემთვის.
-ღვინო და მწარე?-გაკვირვებულმა ჰკითხა ნაომ.-როგორ?
-სკოჩი და განსხვავებული?!-გაეცინა სანდროს და წამოდგა.
-მიხვდი?-გაოცებულმა სიჩუმე დაარღვია და ჭიქა დადო.
-ძალიან ბევრი რამ იყო ნანოე.
-ღმერთო, სანდრო...-თვალები აარიდა.-გეტყოდი...
-უბრალოდ ჯერ ძალიან ადრე იყო?
-თუნდაც, მაგრამ...-თითქოს ნაოს ლაპარაკი უჭირდა. სიტყვები ავიწყდებოდა და იბნეოდა.
-ნდობა?..
-ხომ, გესმის, არა?-მუდარით ჰკითხა და წამოდგა. სანდრო მიუახლოვდა და მისი სახე ხელებში მოიქცია.
-შენ, ხომ, იცი, სკოჩზე რატომ არ მთანხმდებოდი?
-ვიცი, ჰო!- ხელები გააშვებინა და უღონოდ დაეშვა ძირს.თავი დივანს მიადო.-ეს, თითქოს დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ მაინც გუშინ მოხდა... მე იმდენჯერ და იმდენად გავგიჟდი, რომ თუნდაც უსიგარეტობა ჩემთვის გამოღვიძება იყო! სანდრო... ისიც იცი ალექსის რატომ ვერ გეძახი?-შეხედა და მწარედ გაეცინა.-როგორ იყავი, თუნდაც ერთი წამი ჩემთან?
-შენ რა ფიქრობ ამას აზრი და მნიშვნელობა აქვს? გამოფხიზლდი ნანოე, წარსულს როგორ უნდა შეაშლევინო ხელი ან თავი?
-თუ ყველაფერი იცი, ამას როგორ მეუბნები? იცი რამდენი წლის ვიყავი? თექვსმეტი წლის! იცი ეს რა დროა, სანდრო? როცა გაზაფხულია შენი ცხოვრება და უნდა აყვავდე. მზეც და წვიმაც შენთვის რომ ა/მოდის! ცუდიც, კი კარგს გასწავლის. შენი ცხოვრების ყოველი საქციელის ქვეტექსტია ეს დრო და მე?-ნანოე მშვიდად და მონოტორულად ლაპარაკობდა. ხმაც კი ერთი ტემბრის ჰქონდა. იფიქრებდი სხვის ისტორიას ყვებაო.-მე გავიღე ყველაფერი და როგორ დავრჩი?! ზუსტად უყველაფროდ, დაკარგული. მეც კი მიკვირს, გესმის? ცოცხალი ვარ.-ვერც ტიროდა. ერთ ადგილს მიშტერებოდა და რიტმულად ხელის თითებს ათამაშებდა.-მე ვაგრძელებ სუნთქვას. მხედავ?-ახედა სანდროს.-მეტყობა რამე?
-მომიყევი.
-ხომ იცი, არა?!
-არა, ნანოე, არაფერი ვიცი იმის შესახებ, რას გრძნობდი, შენ.
-სანდრო, ყველაფერი მიგრძვნია, რისი გრძნობაც შეიძლება. ორმაგად აღვიქვამდი ყველა’ფერს. გრძნობებს ვიზიდავდი.
-და, ახლა, ასეთი გამოცანებით გინდა მელაპარაკო?
-არ გესმის, მაგრამ არც უნდა გესმოდეს.

ალბათ რთულია იცოდე, რომ შენამდე, იყო ყველაფერი, რაც შენს შემდეგ უნდა ყოფილიყო.
ყველა გაფერადება,
ოცნება,
გრძნობა.
არ იცი, რა იქნება შენს შემდეგ.
შეიძლება, არც არსებობდეს ის გარდამავალი ხაზი, შენამდე და შენს შემდეგს, რომ ყოფდეს.
რთულია,
ფერადი უფრო ააჭრელო და გაალამაზო.


-ყველაზე საშინელი ზამთარი იყო, თითქოს მას შემდეგ უფრო მაკანკალებს სიცივეზე.-თქვა და ადგა.-უნდა წავიდეთ.
-ნაო,-ხელით დაიჭირა სანდრომ.-სანამ დროა...
-მაგრამ, ახლა არა ხომ? მგონი, ხვალ ახალი წელია.-ჩაფიქრებულმა გახედა და გაეღიმა. სანდროს ეს ქცევა, არ გამოპარვია. თვითონაც გაეღიმა და ნანოეს მიუახლოვდა.
-დრო... ვიცი, რომ გჭირდება,-მარცხენა ხელის თითებით მკლავზე მოეფერა, მარჯვენათი სახეს შეეხო.-მაგრამ შიში, რაც შენ გაქვს, მოქმედების უნარს გაკარგვინებს.
-მესმის.
-დაანებებ თავს სკოჩს?-თავი ააწევინა და გაღიმებულმა ჰკითხა.
-სანდრო...
-თუ გესმის, დაანებებ თავს სკოჩს?
-რა ქვეტექსტი აქვს შენ კითხვას, სანდრო?
-დრო გაქვს.-ნანოეს გაეცინა, ‘კვლავ’.
-წამო, რა.
-მგონი ლაპარაკი ყველაზე მეტად არ გიყვარს.-დანანებით გააქნია თავი, კარი გააღო და განზე დადგა.
-და რა მიყვარს ყველაზე მეტად?-ბინა დატოვა და ლიფტთან დადგა.
-გეყვარები მე, მერე. ახლა, არ ვიცი.
-ხო, პრინციპში, მეც არ ვიცი, რა მიყვარს, ძალიან.

მზე უკვე ამოსულიყო. ნანოეს თავი მინაზე მიედო და ფიქრობდა.
ძალიან ბევრი ჰქონდა საფიქრი და იკარგებოდა.
სანდრო გაღიმებული ატარებდა მანქანას. იცოდა, სკოჩზე ძლიერი, ის მწარე ღვინო აღმოჩნდებოდა, ნანოეს კართან რომ დახვდებოდა.
ეღიმებოდა, რადგან ნანოე იყო ის ერთადერთი, ვისთანაც ვერასდროს გაჭრიდა ვარდი. თითქოს, იოლი, მაგრამ რამდენად რთული იყო, ის ყველაფერი, რაც იწერებოდა, ასე თვალნთლივ ნაოს გონებაში.
იწერებოდა,
იბეჭდებოდა
და
ფერადდებოდა.

-არ მეგონა, ასე უცებ თუ გავტყდებოდით.-გაეცინა ნაოს და სანდროს გახედა.
-ჯერ მთელი ვარ და ყველაფერი წინაა.
-თუმცა, მთავარი უკვე დაწყებულია.
-არა, რა. ნუ ლაპარაკობ, ნა, ეგრე. თითქოს ცრიცავ, რომ ნახო რა დაგრჩება.
-რა სისულელეა, სანდრო.

_ _ _
ახალი წელი,
ახალი დღეები
და ყველაფერი ახალი.
უკვე ყველაფერი მარტივი იყო.
ახსნილი და გაგებული.
ახალი წლის წინა დღე,
ან/და
ამ წლის ბოლო დღე,
ლურჯად რომ ჩაივლის, ზღვისფრად და ზღვის თვალწინ,
ახსნილი და გაგებულია ყველაფერი.

და ბანალურმა კუბიდონმა, შეძლო გაესროლა თბილისში, იმდენად უცხოდ, რომ ვიღაცამ ვიღაცას ‘სიყვარული’ სკოჩით აუხსნა.
_ _ _
-სანდრომ იცის ალექსიზე?
-კი.
-და შენ?
-რა, მე?
-შენ იცი, რომ ჩამოვიდა?!


_ _ _
მეგობრებო,
მე აქამდეც ვწერდი,
წერა ახალი სტიქია არ არის ჩემთვის, თუმცა არ ყოფილა ეს საჯარო.
ახალი ვარ აქ, თქვენთან და არ ვიცოდი, თუ აქაური მწერლები სიახლეებს ასე უცებ დებდნენ, თითქმის ყოველდღე, რაც მე არ მესმის.
ძალიან დიდი დრო მჭირდება, ყოველი სიტყვა ზუსტად რომ შევარჩიო.
მით უმეტეს, როდესაც ზაფხულია და ადგილებს ძალიან ხშირად ვიცვლი.
ანუ, ამით იმის თქმა მინდა, რომ მე
ვერ ვახერხებ ხშირად, მონოტორულად დადებას სიახლეების და რადგან ვიცი ეს თქვენთვის უცხოა და ალბათ გამაღიზიანებელიც გირჩევდით დალოდებოდით ისტორიის დასასრულს, რომელიც აუცილებლად აიტვირთება, რა დროც არ უნდა იყოს გასული და შემდეგ მოგეცემათ ის ბედნიერება, წაიკითხოთ ერთად და სხვა ელფერით.
მე თქვენ მაბედნიერებთ, რადგან მკითხულობთ.
ეს იმდენად უცხო ხილია ჩემთვის, რომ სიტყვები არ მყოფნის გადმოსაცემად.
<3



№1  offline წევრი perelmanina

უცნაური მე
უცნობი მე

ისე მიხარია რომ მოგწონს... <3
და მესმის შენი!
იქიდან გამომდინარე, რომ ‘სრული’ ისტორიები ჩემი სტილი, არ არის, მომიწევს კვლავ ასე გავაგრძელო,
მაგრამ
დავასრულო!
მადლობა, რომ კითხულობ და წაიკითხავ kissing_closed_eyes

 


№2  offline წევრი perelmanina

ელპინი
ელპინი

ელპინ, შენ უბრალოდ, მხოლოდ იმიტომ უნდა გითხრა მადლობა რომ არსებობ.
მახარებ, იმაზე მეტად ვიდრე წარმოდგენილი გაქვს <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent