შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თორელის მსხვერპლი (2) 16+


22-09-2018, 06:49
ავტორი K. I.
ნანახია 10 942

***
სერგი ორი დღის განმავლობაში ეძებდა თავის მოთხოვნების შესაფერის ორ მსახურს. საბოლოოდ ნახა კიდეც. მსახურებად მარტოხელა ქალი ნანა აიყვანა, რომელსაც შვილი ციხეში ჰყავდა და დაპირდა, სახლში მომხდარი დანახული ამბების გაუთქმელობის და მსახურების სანაცვლოდ, ყველანაირი გზებით ეცდებოდა მისი შვილის იქიდან გამოყვანას და ახალგაზრდა კარისკაცი ალექსი, რომელსაც არც ოჯახი ჰყავდა და არც ნათესავები. ორივეს საკმაოდ კარგი ანაზღაურება დაუნიშნა. სასტიკად გააფრთხილა, რომ იქ ნანახი ამბების ვინმესთან გამხელისთვის წარმოუდგენლად დიდი სასჯელი ელოდათ. მიუხედავად ყველაფრისა, სანიკიძის პირობებს მაინც უსიტყვოდ დასთანხმდნენ.
საღამო ხანი იყო, როდესაც მიტოვებული ქარხნის შენობიდან სერგიმ ტყვე გოგონა წავკისის სახლში გადაიყვანა. ქალი სარდაფში გამოკეტა და იმ დღიდან, ცისია ავალიშვილის ცხოვრებაში ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო... მასთან მხოლოდ ნანა მიდიოდა და პატარა სარკმლიდან საჭმელს აწვდიდა. შემდეგ ისევ უხმოდ ბრუნდებოდა და ბრძანების მიხედვით, გოგონას ყველა კითხვას უპასუხოდ სტოვებდა. ასე გრძელდებოდა ორი კვირა, ვიდრე, სერგიმ თავის გადაწყვეტილება ისევ არ შეცვალა. ერთ დღეს, სამსახურიდან დაბრუნებულმა ტყვეს სარდაფში ჩააკითხა, სკამზე დასვა და ხელ-ფეხის თოკით დაბმა დაუწყო:
-რას აკეთებ?-სიძულვილით შეხედა ცისიამ სერგის.
-სალაპარაკოდ მოვედი და შენი ისტერიკების თავი არ მაქვს. დაბმულს რომ გიყურებ, თავს უფრო მშვიდად ვგრძნობ, არსად გაქცევას არ მოინდომებ და მეც არ დამიწყებ სახეზე კაწვრას. საუბარს მოვრჩებით და ისევ გაგათავისუფლებ.
-რა იყო, ჩემი გეშინია?
-აბა, როგორ მიდის შენი ცხოვრება, პატარა ქალბატონო?- სერგიმ ქალს სხვა თემაზე გადაუტანა საუბარი.
-უკეთესს ვერც ვინატრებდი.
-მართლა? როგორ დავიჯერო, რომ მერაბ ავალიშვილის ნებიერა ქალიშვილი ასეთ პირობებს იწონებს, წარმოუდგენელია,-ირონიულად გაიქნია თავი მამაკაცმა.
-რა გინდა? ბოლოსდაბოლოს მეტყვი, თუ არა?-ხმას აუწია ცისიამ.
-გინდა, ამ სარდაფიდან თავი დააღწიო?
-ჰმ, კიდეც მეხუმრები, ხომ?- სიმწრით ჩაეცინა გოგონას.
-არ გეხუმრები, სახლში აგიყვან და ჩვეულებრივ ოთახში ადამიანურად იცხოვრებ... ღირს დაფიქრებად...
-სანაცვლოდ რას ითხოვ?
-ოჰ, კარგი კითხვაა. ძალიან მიხვედრილი გოგო ხარ. თვალებით შეათვალიერა მამაკაცმა და გააგრძელა: -სანაცვლოდ ჩემი სექსუალური სურვილების დაკმაყოფილება მოგიწევს.
-გიჟი ხარ!
-ყოველ შემთხვევაში, დაფიქრებად ღირს.
-არც იფიქრო! შენი საზიზღარი სხეულის ნაწილების ჩემზე შეხებას ისევ აქ ყოფნა მირჩევნია.
-ჰო, არა?- სერგიმ მრავალმეტყველი მზერა მიაპყრო ცისიას. მაგასაც ვნახავთ, საკუთარი ნებით, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შემოხვალ ჩემს საძინებელში.
-ეგ არ მოხდება, ბინძურო ღორო! -მოკლედ მოუჭრა გოგონამ და შუბლი შეკრა.
- იფიქრე, ორ დღეს გაძლევ.
-არცერთი დღის მოცემა არ მჭირდება საფიქრალად. ჩემი პასუხი უკვე იცი. ახლა გამიხსენი ეს თოკი და აქედან გაეთრიე!
-ფრთხილად, გოგონი. ცოტა მეტს ხომ არ ბლატაობ, აჰ?
-ფუ, შენი,-ისევ შეაფურთხა ცისიამ. ამჯერად მამაკაცს ასცდა.
-ნუ მაიძულებ, რომ გაგარტყა. ვცდილობ, ცივილურად გელაპარაკო.
-შენ და ცივილურობა იმდენად შორს ხართ, როგორც ცა და დედამიწა. ახლა გაეთრიე აქედან, შენი დანახვა აღარ მინდა, ძალიან შევწუხდი ნაგვის სუნით.
სერგიმ სიტყვა ნაგვის გაგონებაზე სიმწრისგან მუშტები შეკრა:
-სიტყვებს დაუკვირდი, თორემ გაჩენის დღეს გაწყევლინებ!
-არ გამიკვირდება, ნამდვილი სატანა ხარ!
მამაკაცმა თავი ძლივს შეიკავა, რომ ცისიასთვის სილა არ გაეწნა. მხოლოდ ხელები შეუხსნა და მიატოვა. იცოდა, რომ დანარჩენს თავადაც მიხედავდა და თავს გაითავისუფლებდა.

***
მერაბის საქმეზე ორკვირიანი მუშაობის შემდეგ, ვანომ ავალიშვილი დაიბარა:
-მოკლედ, ჩვენი ხალხი შენს ძველ ბიზნეს პარტნიორს ოცდაოთხსაათიან რეჟიმში აკონტროლებს და ჯერ საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ. რაც შეეხება შენი შვილის გატაცებას, ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციით, ქუჩის კამერებმა დააფიქსირეს, რომ დაახლოებით 15:13 საათზე ვიღაც კეპიანი პატარა ბიჭი მიადგა და რაღაც უთხრა. ჩანაწერში კარგად ჩანს, რომ ამის შემდეგ შენი გოგო ტელეფონით სადღაც რეკავს და საუბრის დასრულების შემდეგ ბავშვს ხელს ჰკიდებს და პეკინის ქუჩას მასთან ერთად მიუყვება ფეხით. მერე კვალი იკარგება. ვერაფრით ვიპოვეთ საით წავიდნენ. ყველა კორპუსი და ეზო შევამოწმეთ, მაგრამ...
-ბავშვის სახე ვიდეოში ჩანს? -სიტყვა გააწყვეტინა მერაბმა.
-არა.
-მაინც მინდა, ვნახო.
-რა თქმა უნდა, ახლავე გაჩვენებ,-მამაკაცმა მეხსიერების ბარათი კომპიუტერს მოარგო და ვიდეო ჩანაწერს დაუწყო ძებნა.
-კიდევ რა გაარკვიეთ?
-ჯერ-ჯერობით არაფერი.
-მაინც მგონია, რომ ამ საქმეში ნოდარის ხელი ურევია,- ცოფებს ჰყრიდა მერაბი.
-ვნახოთ, ვნახოთ... საქმეს აჩქარება არ უყვარს, მერაბ,-ვანომ ეშმაკურად გადახედა მამაკაცს და ცივი გამომეტყველებით გაუღიმა.

***
ცისიასთვის მიცემული ორი დღე რამდენიმე საათში იწურებოდა. სამსახურიდან დაბრუნებული სერგი საძინებელ ოთახში ავიდა, ცოტა ხანს დაისვენა, შემდეგ ივახშმა და ვასოს გადაურეკა:
-აბა, როგორ მიდის საქმეები?
-მშვენივრად,-ჩაეცინა ვასოს.
-სად გყავს?
-„ფეის თაიმით“ დამირეკე და გაჩვენებ.
-თვალები ხომ ახვეული აქვს?
-ნუ ღელავ, არავინ და არაფერი დაუნახავს, ვერც შენ დაგინახავს.
სერგიმ სასწრაფოდ გადაურეკა, რომ სიმართლეში დარწმუნებულიყო. ვასომ როგორც კი მის ზარს უპასუხა, ტელეფონის კამერა მსხვერპლთან მიიტანა.
მორიგი ატირებული მსხვერპლის დანახვაზე სერგის სახეზე კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა:
-ხომ გახსოვს, რაც უნდა გააკეთო?
-კი ბატონო, ყველაფერი რიგზე იქნება.
-ძალიან კარგი, მალე დაგირეკავ.
-როგორც გინდა.
სერგიმ სასწრაფოდ გათიშა ტელეფონი და სარდაფისკენ წავიდა. კარების გაღებისას, საწოლზე მწოლიარე გოგონა დაინახა, რომელიც ნახევარმთავრესავით მოკუნტულიყო და არ ინძრეოდა. მამაკაცმა კარი გადაკეტა, გასაღები ჯიბეში ჩაიდო და გოგონას ფრთხილად მიუახლოვდა. როდესაც დარწმუნდა, რომ ეძინა, ხელით მკლავზე შეეხო და გაღვიძება დაუწყო. ცისია შეკრთა და საწოლიდან შეშლილივით წამოხტა. კარგად რომ გამოფხიზლდა, პირველი სიტყვა თავად წარმოთქვა:
-ურჩხულს ვახლავარ. გისმენ, რამ მოგიყვანა?
- ენას როდის დაიმოკლებ?
-გრძელი მაქვს? რაღაც არ მგონია, -მხრები აიჩეჩა ცისიამ.
-შენთან ლაპარაკის ნერვები არ მაქვს. პასუხის გასაგებად მოვედი.
-რას მეუბნები? მე კი მეგონა, ენაწყლიანი იყავი. სამწუხაროა, ყველა ნაკლთან ერთად სიტყვაძუნწიც ყოფილხარ, -ტუჩები მოპრუწა გოგონამ.
-ცისა, მოთმინება მღალატობს. გითხარი, რომ პასუხი მჭირდება.
-რის პასუხი? -გოგონამ თავი მოაჩვენა, ვითომ არაფერი ახსოვდა.
-რაც ორი დღის წინ გითხარი..
-და შენ მართლა დაიჯერე, რომ შენს ნაბოდვარს თუნდაც ერთი წუთით, ჩემი ლამაზი გონების რომელიმე ნაწილს ფიქრისთვის დავუთმობდი?
-ცისა! -ყვირილით წარმოთქვა სერგიმ გოგონას სახელი.
-რაო? ყვირილიც იცი? -ირონიული მზერით აგრძელებდა გოგონა საუბარს,- მეც ვიცი, გინდა, შევეჯიბროთ? აბა, ვინ უფრო ძლიერად იყვირებს?
სერგიმ პასუხი არ გასცა, მხოლოდ წყრომით სავსე თვალები შეანათა.
-ნწ, არ გინდა, ხომ? რა დასანანია,-ფეხი ფეხზე გადაიჯვარედინა და თვალები ჭერს მიაპყრო.
-მასხარად მიგდებ? -სერგიმ ვეღარ მოითმინა, ცხოველივით მივარდა გოგონას, მკლავში სწვდა და საზარელი მზერით ჩახედა თვალებში, -კიდევ ერთხელ, ბოლოჯერ გიმეორებ, პასუხი მჭირდება.
გოგონას სერგის ბოროტი თვალებისთვის მზერა არ მოუცილებია, ღრმად ამოისუნთქა და ჯიუტად უთხრა:
-შენნაირ არამზადასთან არასოდეს დავწვები!
მამაკაცმა გოგონას ძალიან ჩუმად უთხრა:
-არც მაშინ, როდესაც შენს დადებით პასუხზე საყვარელი ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული?
-რა ჩაიფიქრე? -გოგონას ხმაში შიში შეეპარა.
-გეკითხები და მიპასუხე!
-რა ჩაიფიქრე-მეთქი? -ხმა აუკანკალდა ცისიას და ყელს მოწოლილი ნერწყვი გადაყლაპა.
-კარგი, რა გაეწყობა? აუცილებლად მომიწევს ერთ ადგილას დარეკვა,-მობილური ტელეფონი ხელში მოიმარჯვა და ვასოს გადაურეკა, -ახლოს მოდი!-გოგონას უბრძანა და თავისკენ მოქაჩა.
რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ტელეფონის ეკრანზე ცისიას დედა გამოჩნდა. ქალს თვალები შავი სახვევით ჰქონდა ახვეული, საფეთქელთან კი რევოლვერის ლულა ჰქონდა მიბჯენილი. ცისიამ მეგი იცნო და გაფითრდა. სერგის არ გამორჩენია როგორ აუკანკალდა ნიკაპი და ტუჩები, შემდეგ მთელ ტანს გადაედო და ცახცახში გადაუვიდა. მამაკაცმა იგრძნო, რომ გოგონა საბოლოოდ გატეხა და გამარჯვების ღიმილით კიდევ ერთხელ მიმართა:
-ახლა უკვე იცი, შენს პასუხზეა დამოკიდებული დედაშენის სიცოცხლე. სიტყვა „კი“ და რევოლვერის ლულა საფეთქელიდან მოშორდება, ხოლო „არას“ შემთხვევაში, აქვე გახდები მოწმე, შენმა დაუფიქრებელმა გადაწყვეტილებამ დედა როგორ იმსხვერპლა. აბა, გეკითხები: კი თუ არა?
ცისიამ ვეღარ გაუძლო დედამისის ტანჯვას და ეკრანს თვალები მოაშორა. სერგიმ ისევ მიუტანა ტელეფონი სახესთან და გოგონას წამება გააგრძელა.
-რა დაგიშავეთ, ასე რომ გვექცევი? -დაბალ ხმაზე ჰკითხა ცისიამ და ნერვიულობისგან გამშრალი ტუჩები ენის წვერით დაისველა.
-კი თუ არა? -ჩვეული სიმკაცრით აგრძელებდა სერგი კითხვის დასმას.
გოგონამ იარაღის გადატენვის ხმა გაიგონა, თვალები დახუჭა, რომ მომდგარი ცრემლები შეეკავებინა, ძლივს ამოთქვა: -კი, - და იქვე ჩაიკეცა.
სერგი ბედნიერი უყურებდა ატირებულ გოგონას. ვასოს უბრძანა, რომ ქალისთვის რევოლვერი მოეშორებინა და ტელეფონი გათიშა. მერე ცისიასკენ დაიხარა და კმაყოფილმა, ღიმილით მიმართა: -ჩემთან თამაში არ გაგივა, გოგონი.
გამწარებულმა ცისიამ ბრაზით შეხედა და უთხრა:
-არც ისეთი სულელი ვარ, რომ ასე იოლად წამოვეგო შენს დაგებულ ხაფანგს. სანამ დედაჩემს არ დამანახებ, რომ უვნებელია და სახლშია, არაფერი არ მოხდება.
-რამდენიმე საათში, შენი ხელით აკრიფავ სახლის ტელეფონის ნომერს და დედაშენის ხმას გაიგონებ, - ეს უთხრა და სერგი იქაურობას გაეცალა.

***
-ეს უკვე მეტისმეტია! ჯერ ცისა, ახლა მეგი. რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს? -ბრდღვინავდა მერაბ ავალიშვილი.
ქალბატონი დალი გვირილის ჩაის ადუღებდა, რომ გამძვინვარებული მამაკაცი ოდნავ მაინც დაემშვიდებინა.
-დალი, რა გითხრა მეგიმ, სად მივდივარო?
-ორი საათისთვის ექიმთან იყო ჩაწერილი, მეტი არაფერი ვიცი.
-რომელ ექიმთან?
-არ ვიცი.
-ვაჰ, გავგიჟდები რა, -ნადირივით ღრიალებდა ავალიშვილი.
-ჩაი დალიეთ, მერაბ, -მოხუცმა მაგიდაზე დაუდო ფინჯანი.
-არ მინდა, დალი, -მამაკაცი ნერვიულად აგრძელებდა ოთახში სიარულს და წარამარა მობილურზე ურეკავდა მეუღლეს, მაგრამ ქალს გამორთული ჰქონდა და ვერ ახერხებდა დაკავშირებას.

***
-ვასო, რა ხდება?
-ყველაფერი ისე მიდის, როგორც დავგეგმეთ,-ამშვიდებდა მამაკაცი სერგის.
-ძალიან კარგი. რამდენ ხანში მორჩები საქმეს?
-ალბათ, თხუთმეტ წუთში.
-არაჩვეულებრივია, -ესიამოვნა სანიკიძეს, -ახლა ამ საქმესაც მიიყვან ბოლომდე და როგორც მოვილაპარაკეთ, აქედან გაუჩინარდები.
-უპირობოდ, -ქირქილებდა მამაკაცი.
სერგისთან საუბრის დამთავრებისთანავე, მამაკაცმა გონზე ახლად მოსულ, ჯერ კიდევ ძილბურნაში მყოფ ქალს გადახედა, მანქანა გააჩერა და უთხრა:
-ახლა, გადახვალ, თუ გინდა, რომ შენი შვილი გადარჩეს, ათი წუთის განმავლობაში, თვალებიდან ამ სახვევს არ მოიხსნი და რომ დარწმუნდები, რომ მოცემული დრო დასრულდა, ნაჭერს მოიხსნი და მერე სადაც გინდა, წახვალ, გასაგებია?
-გასაგებია,-დაეთანხმა შეშინებული ქალი.
ვასომ მანქანის კარი გაუღო, ქალი დაუსახლებელ ადგილას, სადღაც გზაზე მიატოვა და სწრაფად დაიძრა ადგილიდან.
მეგიმ აკანკალებული ხმით დაიწყო დროის ათვლა და გონებაში წამებს ითვლიდა. როდესაც ექვსასამდე ავიდა, შავი ნაჭერი მოიხსნა და სიბნელეში თვალების ცეცებას მოჰყვა. ადგილი არ ეცნო და კიდევ უფრო შეშინდა. მერე, შორიდან მანქანის ფარების ნათება შენიშნა და გზას გაუყვა. დიდხანს იარა ფეხით, არავინ უჩერებდა. ბოლოს ტაქსი დაინახა და მისი მეშვეობით გაიკვლია გზა. დილის სამი საათი იყო დაწყებული, როდესაც ტანსაცმელშელახული და სახეზე ფერდაკარგული ქალი საცხოვრებელი სახლის ეზოს ჭიშკარს მიადგა. სანამ მერაბი მძღოლს ესაუბრებოდა, დალიმ მეგი სახლში შეიყვანა. მამაკაცმა ტაქსის მძღოლისგან მხოლოდ ის შეიტყო, რომ ქალი აეროპორტის გზატკეცილზე ნახა და იქიდან წამოიყვანა.
ერთი საათის განმავლობაში მეგის გონება მომხდარს კიდევ ბოლომდე ვერ აცნობიერებდა, დადუმებული იჯდა. მერაბმა უამრავი კითხვა დააყარა, მაგრამ სიტყვა ვერ ათქმევინა. გაფითრებული ქალი გაშტერებული იყურებოდა ოთახის ერთი წერტილისკენ.

***
-პატარა ქალბატონო, დროა, ერთ ადგილას წავიდეთ და დარწმუნდე, რომ დედაშენი უკვე სახლშია,-ღიმილით მიაკითხა სერგიმ გოგონას და ხელები თოკით შეუკრა.
ცისია გაქვავებული სახით უყურებდა მამაკაცის ქმედებას და უკვე რეაქციაც არ ჰქონდა, წამოდგა და უკან გაჰყვა. სერგიმ ეზოში გაიყვანა და ავტომობილში ჩასვა. მერე, წავკისიდან თბილისის მიმართულებით წავიდა და ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერდა. გოგონას ხელები შეუხსნა და მობილური მიაწოდა, რომ სახლის ტელეფონის ნომერი თავისივე ხელით აეკრიფა.
ავალიშვილების სახლის ტელეფონზე ზარის წკრიალის ხმა გაისმა. მერაბი სასწრაფოდ აპარატისკენ დაიძრა და თავად უპასუხა. როგორც კი ცისიას ხმა გაიგონა, სახეზე ბედნიერება გამოესახა:
-შვილო, როგორ ხარ? სად ხარ, მამიკო? ახლავე მოვალ, წამოგიყვან.
-მამა, მე არამიშავს, ჩემზე არ იჯავროთ, ცოცხალი ვარ. დედა სად არის?
-აქ არის, მამა, სახლშია. გინდა, დაგალაპარაკო?
-მინდა, მამა. ახლა მეორედ გადმოვრეკავ, ამჯერად შენს მობილურზე და ფეისთაიმით დამანახე ისიც და სახლის ყველა ოთახი. მერე ცოტა ხნით დაველაპარაკები კიდეც, ბევრი დრო არ მაქვს.
მეგი ცისიას სახელის გაგონებაზე გონს მოვიდა და როგორც კი მერაბის მობილურმა დარეკა, მეუღლისკენ წავიდა. მამაკაცმა შვილის თხოვნა შეასრულა, სახლის ყველა კუთხე დაათვალიერებინა, მერე მეგის გადასცა ტელეფონი:
-ცისა, როგორ ხარ, ჩემო სიხარულო? -ქალმა თავი ვეღარ შეიკავა და ტირილი აუტყდა.
-არამიშავს დედა, შენ როგორ ხარ?
-მე კარგად, ჩემო სიცოცხლე, სად ხარ? მომენატრე, საყვარელო.
ცისიას დედის ხმის გაგონებაზე ხმა აუკანკალდა, მოწოლილი გრძნობები ამოხეთქა, მხოლოდ ორი სიტყვის თქმა მოახერხა:-მიყვარხარ, დე,- და თავადაც აჰყვა ტირილში.
უგულო სერგიმ გოგონას მობილური ტელეფონი წაართვა და გაუთიშა:
-დრამების დრო არ მაქვს! მთავარია, დარწმუნდი, რომ არ მომიტყუებიხარ. შენი წყალობით დედაშენს საფრთხე აღარ ემუქრება.
შემდეგ ტელეფონს სიმ-ბარათი ამოაცალა, გადატეხა და მობილურთან ერთად მოისროლა. გოგონას ხელები ისევ თოკით შეუკრა და სახლში წაიყვანა.

***
მეორე დღეს, სერგიმ სამსახურში წასვლამდე ისაუზმა, მერე ცისიას სარდაფში ჩააკითხა და მეორე სართულზე, მისთვის განკუთვნილ ოთახში აიყვანა. გოგონა გათიშული სახით, ხელჩაკიდებული მიჰყვებოდა და ემორჩილებოდა მამაკაცს:
-უკვე ისაუზმე?
გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
-აქ ყველაფერია, რაც შეიძლება, რომ დაგჭირდეს, მათ შორის, ტანსაცმელიც. თვალის ზომით შეგირჩიე. არ ვიცნობ შენს გემოვნებას და სიმართლე გითხრა, არც მაინტერესებს. კარადა გამოაღე და ეგ ჭუჭყიანი სამოსი მოიშორე. საღამოს მოვალ და დანარჩენს მერე გავარკვევთ.
სერგიმ კარები ჩაუკეტა და სწრაფად გაეცალა იქაურობას. წასვლამდე გასაღები ნანას გადასცა და გააფრთხილა, სადილის ატანის დროს, მთავარი კარებიც ჩაეკეტა და ისე შეეტანა მისთვის საჭმელი.
გოგონამ უაზროდ შეავლო თვალი იქაურობას, ფანჯარასთან მივიდა და გული დასწყდა, რომ გისოსებით დაცული დახვდა. შემდეგ სააბაზანო ოთახში შეიხედა და სარკესთან დადგა. მისმა ანარეკლმა იმდენად შეაშინა, წამით ეგონა, მეორე მხრიდან სხვა უყურებდა. ის ცქრიალა, თაფლისფერი თვალები ჩამქრალიყო, სახე მოღუშვოდა და ყველა ემოცია სადღაც დაკარგულიყო. დიდი მიზნები კი, რომლებიც წარსულში ამოძრავებდნენ და მოტივაციას აძლევდნენ, გონებაში ნანგრევებად ჩამოშლილიყვნენ. ეს ყველაფერი მის გარეგნობას დაღს ასვავდა. ცისია სარკეს მოსცილდა და იქვე, კედელს აეკრო. უნდოდა, საკუთარ თავს გაქცეოდა და სადღაც დამალვოდა.

***
ავალიშვილების ოჯახში საშინელი ატმოსფერო სუფევდა. მეგი ცისიას საძინებელში ჩაკეტილიყო და შვილის საყვარელ მელოდიებში ჩაკარგულიყო. მერაბიმ კარები ძალით შეტეხა და გაბრაზებული სახით შევარდა ოთახში:
-ახლა, კარგად მომისმინე! გლოვის დრო არ არის, ჩვენი შვილი ცოცხალია და რამე უნდა ვუშველოთ. გიბრძანებ, რომ გაიხსენო თითოეული დეტალი, რაც გუშინ მოხდა.
ქალი უაზრო თვალებით უყურებდა მეუღლეს და ხმას არ იღებდა. მამაკაცი არ ეშვებოდა:
-მეგი, ვიცი, ძალიან მძიმე წუთები გიდგას, ისიც მესმის, რომ რაც გადაიტანე, არ იყო იოლი, მაგრამ ჩემზეც ხომ უნდა იფიქრო? მეც ძალიან ცუდ დღეში ვარ, ძალიან გთხოვ, დამეხმარო და რამე მინიშნება მაინც მომცე.
ქალმა ღრმად ამოისუნთქა, სკამიდან წამოდგა, მამაკაცს მიუახლოვდა და დაბალი ხმით მიმართა:
-რა გაინტერესებს, მერაბ?
მამაკაცი მოლბა, თავზე ხელი გადაუსვა და ჩაეხუტა:
-ყველაფერი მაინტერესებს, მეგი, არაფერი დამიმალო. მოდი საწოლზე ჩამოვჯდეთ და მომიყევი, რა მოხდა გუშინ? როგორ გაგიტაცეს?
ქალმა ცოცხალმკვდარი გამომეტყველებით ძალა მოიკრიბა და შეეცადა, დეტალები გაეხსენებინა:
- ცისას დაკარგვის მერე, გულმა ძალიან შემაწუხა და ვიფიქრე, ექიმთან სამედიცინო შემოწმებაზე მივსულიყავი. ოპერაციის შემდეგ, კლინიკაში მისვლა ისედაც მიწევდა, მაგრამ რატომღაც ფეხს ვითრევდი. სანამ კლინიკაში მივიდოდი, დედაჩემი მოვინახულე. ცოტა ხანს დავრჩი მასთან და როდესაც წამოსვლა გადავწყვიტე, სადარბაზოში გასვლისთანავე უკნიდან ვიგრძენი, რომ ვიღაც მომადგა. სანამ მივიხედე, პირზე რაღაც ამაფარა და გავითიშე. გონს როცა მოვედი, ოთახში, ვიღაც რუსულად მოსაუბრე მამაკაცთან აღმოვჩნდი.
-სახელი გახსოვს?
-არ უთქვამს.
-როგორ გამოიყურებოდა?
-არც ეგ ვიცი. თვალებზე შავი ნაჭერი მქონდა აკრული.
-რამდენი იყვნენ?
-მე მხოლოდ ერთი მამაკაცის ხმა მესმოდა, ის ჩემთან იყო და წამითაც არ მომცილებია.
-როგორ გექცეოდა?
-ნორმალურად.
-რამე ჩვევა, ხმა... ვერაფერი დაიმახსოვრე?
-ხრინწიანი ხმა ჰქონდა. ჩვევა ისეთი არაფერი, თუ არ ჩავთვლით, რომ ბევრ სიგარეტს ეწეოდა.
-სუნამოს თუ იყენებდა?
-არა.
-კიდევ რა გახსოვს? რას გეუბნებოდა?
-შენი აქ ყოფნა ერთ პატარა საქმეს უკავშირდებაო. როგორც კი ის მოგვარდება, მაშინვე გაგათავისუფლებო.
-შემდეგ რა მოხდა?
-ვიღაც ხშირად ტელეფონით უკავშირდებოდა. არ ვიცი, რაზე საუბრობდნენ, სხვა ოთახში გადიოდა და ჩუმად, რუსულად ესაუბრებოდა, არაფერი მესმოდა. მერე კიდევ დაურეკეს, იმ კაცმა საფეთქელთან იარაღი მომადო და გადატენა. ტელეფონის მეორე მხარიდან ძალიან დაბალ ხმაზე ცისას და უცნობი მამაკაცის ხმა მესმოდა, რაღაცას ეკითხებოდა: კი თუ არაო? -მხოლოდ ეს გავიგონე. შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი გოგონა სასოწარკვეთილი ხმით რაღაცაზე დაიყოლია და მერე ტელეფონიც გაითიშა.
-ცისას ვინც ელაპარაკებოდა, იმ მამაკაცს როგორი ხმა ჰქონდა?
-საშუალო ტემბრის ხმა ჰქონდა, შეიძლება ვცდები. ხომ გეუბნები, მათი საუბარი ძალიან დაბალი ხმით მესმოდა, ტელეფონს ხმა დაწეული ჰქონდა. როგორც ჩანს, განგებ გააკეთეს ასე.
-კარგი, როგორ გამოაღწიე იქიდან?
-ვინც გამიტაცა, ისევ იმ მამაკაცმა ცხვირზე რაღაც ნაჭერი ამაფარა, ისევ გამთიშა და გონზე რომ მოვედი, მწოლიარე პოზიციაში, უკანა სავარძელზე ვიყავი. მერე, რომელიღაც გზაზე ჩამომსვა, მითხრა, რომ თუ ჩემი შვილის სიცოცხლე მინდოდა, ათი წუთის განმავლობაში სახვევი თვალებიდან არ მომეხსნა. ეს თქვა და ადგილიდან გაუჩინარდა.
-შეგიძლია, ის ოთახი ამიღწერო, სადაც მიგიყვანა?
-არა, თვალებზე უკვე სახვევი მქონდა.
-ხელით მაინც არაფერს შეეხე?
-ხის სკამზე ვიჯექი, ხელები თოკით მქონდა მიბმული.
-მანქანის უკანა სავარძელი როგორი იყო. რამე განსაკუთრებული ან სპეციფიკური ხომ არ შეგიმჩნევია?
-არაფერი, როგორც კი გონზე მოვედი, მაშინვე ავტომობილიდან ჩამომსვა.
-სად გაგიჩერა?
-არ ვიცი, სიბნელე იყო, ვერ გავიხსენებ.
-დასახლებული ტერიტორია იყო? რამე მაინც არ გახსოვს?
-არ იყო დასახლებული, ჩემს წინ მხოლოდ ასფალტიანი გზა იყო, არც მანქანები მოძრაობდნენ.
-უნდა გაიხსენო, ირგვლივ როგორ გამოიყურებოდა ყველაფერი.
-გამორიცხულია, მერაბ. ვერ გავიხსენებ, ძალიან ცუდად ვიყავი, თან ბნელოდა და მეშინოდა. ერთადერთი, რასაც ვფიქრობდი, იქიდან სახლამდე მოსვლა იყო.
-რამდენი ხანი იარე აეროპორტის გზატკეცილამდე?
-ალბათ, ნახევარ საათზე მეტ ხანს.
-ასე, ვერაფერს გავიგებ, თავგზას მირევ,- ტუჩებს იკვნეტდა მამაკაცი.
-მერაბ, გთხოვ, ცოტა ხანს დამტოვო, -ეხვეწებოდა მეგი.
მამაკაცი მიხვდა, რომ მეგისგან მეტს ვერაფერს გაარკვევდა, უხმოდ წამოდგა და ოთახის კარები გაიხურა.

***
საღამო ხანს, როდესაც სერგი სახლში დაბრუნდა, ცისიას ოთახში მიაკითხა, ქალს მაღაზიაში ნაყიდი, ლამაზად შეფუთული ღამის პერანგი გადასცა და დასძინა, რომ ვახშმის შემდეგ თავის ოთახში შეიყვანდა. ცისიას რეაქცია არ ჰქონია, საჩუქარს უღიმღამოდ დახედა და საწოლზე მიაგდო:
-მობილური ტელეფონი, ლეპტოპი და ინტერნეტი მჭირდება. ასე, აქ ვერ გავძლებ!-მოკლედ მოუჭრა გოგონამ სერგის.
-რა თქვი? -ჩაეცინა მამაკაცს.
-რაც გაიგე!
-ვიფიქრე, მომეჩვენა. შემთხვევით, სულელი ხომ არ გგონივარ? აქ ყველას ეკრძალება საკომუნიკაციო საშუალებებთან ურთიერთობა, მათ შორის, მსახურებსაც.
-ფანჯრიდან ვიყურებოდი და დაცვის თანამშრომელი დავინახე, როგორ საუბრობდა ტელეფონზე.
-ალექსს მხოლოდ ჩემთან შეუძლია დარეკვა.
-შეიძლება, გავიგო, აქ რატომ ვარ?
-ასეა საჭირო!
-ეს არ არის პასუხი.
-ვახშამზე გელოდები,-ცისიას მკაცრად შეხედა და ოთახიდან გავიდა.
რამდენიმე წუთში გოგონა კიბეებზე დაეშვა. შემოსასვლელი კარი ღია იყო და ეს მის თვალს შეუმჩნეველი არ დარჩენია. მაგიდასთან სერგის საპირისპირო მხარეს დაჯდა და მამაკაცს მიმართა:
-გამიკვირდა, შემოსასვლელი კარები არ დაგიკეტავს.
-როცა სახლში ვარ, ვერსად გამექცევი.
-და თუ გაქცევას არ მოვინდომებ და დამჯერი გოგო ვიქნები, ყოველთვის ღიას დატოვებ ხოლმე?
-ჯერ-ჯერობით მიზეზს ვერ ვხედავ, გაქცევა არ გინდოდეს.
გოგონამ გაყინული მზერა მიაპყრო სერგის და მალევე, უხმოდ შეუდგა ვახშამს.
-არაფერს იტყვი? -მამაკაცმა დუმილი დაარღვია.
ცისიას არაფერი უთქვამს, ზედაც არ შეუხედავს მამაკაცისთვის.

***
მერაბ ავალიშვილი მთელი დღის განმავლობაში აეროპორტის გზას და მის მახლობლად მდებარე ყველა გადასახვევს გულდასმით სწავლობდა. ცდილობდა, დაედგინა, დაახლოებით რომელ ტერიტორიებში გაივლიდა ავტომობილი, რომ შემდეგ ქუჩის სათვალთვალო კამერების დახმარებით რამე აღმოეჩინა, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერს გახდა. დამაბნეველ გარემოებას ისიც ერთვოდა, რომ მეგი გარკვევით ვერ იხსენებდა, სად მიატოვა უცხო მამაკაცმა. ყველა ადგილი მოძებნა, რომლებსაც ნახევარ საათზე ოდნავ მეტი სჭირდებოდა, ფეხით მთავარ გზატკეცილზე გამოსულიყო. საბოლოოდ ყველაფერი თავში აერია და სახლში დაბრუნდა.
მეგი ისევ ცისიას ოთახში იყო და შვილის მიერ გაკეთებულ კლასიკური მუსიკის ნაკრებს უსმენდა. მერაბი ოთახში შევიდა და ქალს გვერდით მიუწვა. დიდხანს იყო ასე გარინდებული და ხმას არ იღებდა. იქაურობას მწუხარება კიდევ მეტად ჩამოაწვა....
რამდენიმე წუთში მამაკაცმა გონება მოიკრიბა, ღრმად ამოიოხრა და მეუღლეს მიუბრუნდა:
-მეგი, ის ადგილი, სადაც ტაქსის მძღოლმა გნახა, საკმაოდ შორს არის იმ გზაზე მდებარე გადასახვევებისკენ. შეგიძლია, გაიხსენო, როდესაც გადასახვევიდან მთავარ გზაზე გამოხვედი, რამდენი ხანი იარე კიდევ ფეხით?
ქალმა სევდიანი თვალებით შეხედა მეუღლეს და ცოტა ხნის შემდეგ ამოილუღლუღა:
-არაფერი მახსოვს, მერაბ.

***
მოსამსახურეს ვახშმის შემდეგ ყველაფერი აელაგებინა და სახლის უკანა ეზოში, მსახურებისთვის განკუთვნილ პატარა შენობაში შესულიყო. სერგიმ მთავარი შესასვლელის კარი გადაკეტა, გასაღები ჯიბეში შეინახა, მისაღებ ოთახში შუქი ჩააქრო და ცისიას ოთახში ავიდა.
გოგონა ფანჯრის რაფაზე იჯდა, სერგის შესვლა ვერც გაიგო, მინაზე შუბლი მიებჯინა და ბაღში იყურებოდა.
-ცისა, მკაცრად დაუძახა სერგიმ და თავისკენ მიახედა.
გოგონა შეკრთა და რაფიდან ფრთხილად გადმოსწია ფეხები, რომ ჩამოსულიყო. სერგის ნაყიდი შავი ღამის პერანგი იმდენად უხდებოდა, მამაკაცი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა. ცისიას მიუახლოვდა, ხარბად შეავლო მის პატარა მკერდს და გამოყვანილ წელს თვალი, შემდეგ მაჯაზე ხელი წაავლო და თავის ოთახში წაიყვანა. როგორც კი სერგის ოთახში შევიდა, მისი პარფიუმის სურნელით გაჟღენთილი კედლების სუნი იგრძნო და არ ესიამოვნა. გაჩერდა, რომ გულის რევის შეგრძნებას მორეოდა:
- რა გჭირს? -ჰკითხა მამაკაცმა.
-არაფერი, -უპასუხა ცისიამ.
სერგიმ ჭაღი ჩააქრო, გოგონა საწოლთან მიიყვანა და სანათი აანთო. შავბნელი და ბოროტი აზრებით სავსე ოთახი სიბნელეში კიდევ უფრო მოღუშულიყო. ცისიას გული აუჩქარდა, თვალები დახუჭა და ცდილობდა, გონება გაეთიშა, რომ მისთვის ყველაზე საზიზღარი ღამისთვის არაფხიზელ მდგომარეობაში შეხვედროდა. მამაკაცმა პერანგი გახადა, საწოლზე გადააწვინა და პარტნიორის სხეულით თვალიერებას მოჰყვა. ცისიას სხეულმა იმდენად მოხიბლა, ვნებამორეულმა ტუჩები ყელთან მიუტანა და შემდეგ მხრებზე, იქიდან მკერდზე, მკერდიდან კი მუცელზე დაუწყო ცხელი ბაგეების გადატარება. თითოეული მისი შეხება, გოგონასთვის ცხელი შამფურით ნაწილების დადაღვის ტოლფასი იყო. მის მკლავებში თავს ყველაზე უძლურ არსებად გრძნობდა და ამ მდგომარეობას ვერ ეგუებოდა. სანიკიძე უდიდეს სიამოვნებას იღებდა, რადგან მისი მორჩილი წინააღმდეგობას ვერ უწევდა. ახლა, მისთვის ცისია მონადირებულის როლში იყო, რომელსაც ნადირი თავის ჭკუაზე მართავდა და ამით კმაყოფილებას იღებდა. ცოტა ხანში, ცისიას აკანკალებულ სხეულზე სექსუალური ჟინის დაკმაყოფილება დაიწყო. საძინებლის ოთახიდან ქალის ტკივილნარევი, გაგუდული ხმა გამოდიოდა.
ინტიმური კავშირის შემდეგ ცისიამ ზიზღით შეავლო თვალები მამაკაცს და თავის საძინებელში გავიდა. აბაზანაში შხაპის ქვეშ დადგა და ორ საათზე მეტ ხანს იბანდა სანიკიძის მიერ ნაფერებ სხეულს. ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მისი პირველი მამაკაცი, ის პიროვნება იქნებოდა, რომელიც ამ ქვეყნად, ყველაზე დიდი ტირანი იყო.



№1  offline ახალბედა მწერალი K. I.

უცნაური მე
ამ თავის შემდეგ სერგის ბოროტებას ვერაფრით ავხსნი :(
მესმის რომ წარსულში რაღაც მოხდა, რაღაც ძალიან ცუდი მაგრამ მაინც ვერ გავართლებ.
ძალადობა ეს ისაა რასაც ვგმობ. ბოლომდე თითქოს იმედი მქონდა, რომ რაღაც ძალა აიძულებდა სერგის ეს ნაბიჯი არ გადაედგა.
თუმცა რას ვიზავთ.. ისტორიას განვითარებისთვის ალბათ ასე იყო საჭირო და ველოდები შემდეგ თავს..
ძალიან მაიტერესებს ყველაფერი.


რა თქმა უნდა, არაა მოსაწონი და გეთანხმებით. სერგი იმდენად შეპყრობილია შურისძიების წყურვილით, ყველაფერზე მიდის. დაელოდეთ მოვლენების განვითარებას.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№2  offline წევრი kethrine

ფსიქოლოგიურად და ფიზიკურადაც, ყველაზე დიდი დარტყმა რაც შეიძლება გოგონას მიაყენოს მამაკაცმა, დაუვიწყარი შედეგის და ტკივილის დამტოვებელი, აუტანელი მდგომარეობა... ცისა მეტკინა :((( მართლა :( :( :( არ ვიცი შენი მუზა რას ფიქრობს წერის დროს ქეთუს, მაგრამ თუ ისაა ბოლოსკენ რაც მე მგონია... ვიტყვი რომ არაა სერგი პატიების ღირსი! მერაბთან მისი წარსულის დეტალებიც არ ჩანს, მაგრამ არასოდეს ვეთანხმები "პაპის ნაჭამმა ყურძენმა, შვილიშვილს მოჰკვეთა კბილები"-ო. ცისა არ იმსახურებდა ამას და სწორედ ცისასგან არ იმსახურებს პატიებას :((( მოკლედ ველოდები მომდევნო თავს ❤❤❤❤ წარმატებები სეხნია ;)
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№3 სტუმარი სტუმარი Chikochiko

ყველაზე მეტად მძაგს ძალადობა, წაკითხვაც კი გამიჭირდა. სერგი დაბრმავებულია შურისძიებისგან. და როცა გონება გაუნათდება, ის ამას ძალიან ინანებს, ძალიან. ცისა კი უზომოდ მეცოდება ასეთი ცივსისხლიანი კაცის ხელში

 


№4  offline ახალბედა მწერალი K. I.

kethrine
ფსიქოლოგიურად და ფიზიკურადაც, ყველაზე დიდი დარტყმა რაც შეიძლება გოგონას მიაყენოს მამაკაცმა, დაუვიწყარი შედეგის და ტკივილის დამტოვებელი, აუტანელი მდგომარეობა... ცისა მეტკინა :((( მართლა :( :( :( არ ვიცი შენი მუზა რას ფიქრობს წერის დროს ქეთუს, მაგრამ თუ ისაა ბოლოსკენ რაც მე მგონია... ვიტყვი რომ არაა სერგი პატიების ღირსი! მერაბთან მისი წარსულის დეტალებიც არ ჩანს, მაგრამ არასოდეს ვეთანხმები "პაპის ნაჭამმა ყურძენმა, შვილიშვილს მოჰკვეთა კბილები"-ო. ცისა არ იმსახურებდა ამას და სწორედ ცისასგან არ იმსახურებს პატიებას :((( მოკლედ ველოდები მომდევნო თავს ❤❤❤❤ წარმატებები სეხნია ;)


ქეთი, ვიცი, რომ სერგი ძალიან ცუდად იქცევა. ვიცი, რომ მისი გონება მის მიერ მიზანში ამოღებული ხალხის განადგურებაზეა მხოლოდ ორიენტირებული. ვიცი, რომ უპატიებელს სჩადის, მაგრამ ვერ ვშველი ცისას და რამდენადაც ამ ნაწარმოების წაკითხვაა თქვენთვის რთული, იმდენად დაწერა იყო ჩემთვის ემოციურად დამანგრეველი... pensive

სტუმარი Chikochiko
ყველაზე მეტად მძაგს ძალადობა, წაკითხვაც კი გამიჭირდა. სერგი დაბრმავებულია შურისძიებისგან. და როცა გონება გაუნათდება, ის ამას ძალიან ინანებს, ძალიან. ცისა კი უზომოდ მეცოდება ასეთი ცივსისხლიანი კაცის ხელში


როდესაც ამ ნაწარმოების წერა გადავწყვიტე, ზუსტად ვიცოდი, რასთან მექნებოდა საქმე, მაგრამ მაინც მოვკიდე ხელი. მართალია, გულის წვეთებით ვიბრუნებდი თავს, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს ნაწარმოები ბოლომდე უნდა მიმეყვანა.კარგად მესმის თქვენი გულის ტკივილი, მეც იგივეს განვიცდი, როდესაც ქალს ასე ექცევიან.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№5  offline წევრი Elennee

ძალიან საინტერესოა :) ვნახოთ როგორ განვითარდება სიუჟეტი, ერთი სული მაქვს შემდეგი თავი როდის დაიდება, თან მოზრდილ თავებს რომ დებ კარგია, მომწონს heart_eyes

 


№6  offline ახალბედა მწერალი K. I.

მადლობა, მადლობა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№7 სტუმარი ძიკო

სასწაული ისტორიაა ველოდები შემდეგ თავს იმედია მალე დაიდება <3

 


№8 სტუმარი eli

momewona, dzalian saintereso aris.imedia, shemdegi tavi male iqneba.

 


№9  offline ახალბედა მწერალი K. I.

ძიკო
სასწაული ისტორიაა ველოდები შემდეგ თავს იმედია მალე დაიდება <3


უზარმაზარი მადლობა ????

eli
momewona, dzalian saintereso aris.imedia, shemdegi tavi male iqneba.


მადლობა, რომ დაინტერესდით ❤️ შემდეგ კვირაში დავდებ.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№10 სტუმარი ......m....

ქეთი იმერლიშვილი
ძიკო
სასწაული ისტორიაა ველოდები შემდეგ თავს იმედია მალე დაიდება <3


უზარმაზარი მადლობა ????

eli
momewona, dzalian saintereso aris.imedia, shemdegi tavi male iqneba.


მადლობა, რომ დაინტერესდით ❤️ შემდეგ კვირაში დავდებ.

ანუ კვიაში ორჯერ დაიდება ხოლმე?

 


№11 სტუმარი ეკე

როდის დადებ??

 


№12  offline ახალბედა მწერალი K. I.

......m....
ქეთი იმერლიშვილი
ძიკო
სასწაული ისტორიაა ველოდები შემდეგ თავს იმედია მალე დაიდება <3


უზარმაზარი მადლობა ????

eli
momewona, dzalian saintereso aris.imedia, shemdegi tavi male iqneba.


მადლობა, რომ დაინტერესდით ❤️ შემდეგ კვირაში დავდებ.

ანუ კვიაში ორჯერ დაიდება ხოლმე?


დიახ, ვარედაქტირებ დაწერილს და თან მინდა, პატარა თავები არ დავდო.

ეკე
როდის დადებ??


ეკე, სამშაბათს ან ოთხშაბათს ავტვირთავ.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№13 სტუმარი სტუმარი დეფნე

მომწონს ძალიან

 


№14 სტუმარი ძიკო

ძალიან გთხოვთ სამშაბათს დადეთ ძალიან ველოდები შემდეგ თავს <3

 


№15  offline ახალბედა მწერალი K. I.

ძიკო
ძალიან გთხოვთ სამშაბათს დადეთ ძალიან ველოდები შემდეგ თავს <3


ყველანაირად ვეცდები ❤️

სტუმარი დეფნე
მომწონს ძალიან


დეფნე, ძალიან გამახარეთ ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№16 სტუმარი Cisi

Keti zalian magaria

 


№17  offline ახალბედა მწერალი K. I.

Cisi
Keti zalian magaria


მადლობა ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№18  offline აქტიური მკითხველი terooo

აუ კარგი რააა

 


№19  offline ახალბედა მწერალი K. I.

terooo
აუ კარგი რააა

მესმის, რომ საშინელებაა :((
--------------------
When nothing goes right, go left!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent