შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამოკიდებულებიდან, დამოკიდებულებამდე (თავი5)


22-09-2018, 20:44
ავტორი ბიბი
ნანახია 1 478

ყოველთვის მიკვირდა, როგორ ახერხებდნენ ადამიანები არ ეგრძნოთ მარტოსულობა, არ ყოფილიყვნენ მარტო, ჩემი ცხოვრება ისე გაილია, ბევრ ხალხში და მარტოსულად, თითქოს როცა მართლა გვერდით მჭირდებოდა ადამიანი არავინ იყო, ვხედავდი გაქვავებულ სახეებს და არანაირი ემოცია არ მოდიოდა ამ სახეებიდან.
როგორც იქნა კვლავ სიფხიზლეს დავუბრუნდი, აივნის კარი გამოვაღე და დილის ცივი სიო პირდაპირ სახეზე შემეფეთა. ქალაქში გასეირნება გადავწყვიტე, ცხელი შხაპი მივიღე შავი პალტო ტანზე მოვიცვი, შავი მზის სათვალეც არ დამვიწყებია და სწრაფად დავეშვი კიბეებზე. ქუჩა გადავკვეთე, ვაკვირდებოდი შენობებს, მათ თითოეულ დეტალს და ვხვდებოდი რომ ამ ქალაქში წლები ვერაფერს ცვლიდა, აქ ისეთივე სურნელი იდგა როგორც ჩემს ბავშვობაში, მეეზოვე ხიდან ჩამოყრილ ფოთლებს გვიდა, უპატრონო ძაღლები დილის ძილს მისცემოდნენ. ღიმილით ჩავუარე მათ გვერდი და ქალაქის მთავარ მოედანზე გავედი. თითქმის ახლოს მდებარე ყველა ქუჩა ფეხდაფეხ მოვიარე და კვლავ სახლში დავბრუნდი, უკვე საკმაოდ ახმაურებულიყო ქალაქი, სახლში შევედი თუარა უკან ვიღაც მომყვა, კარზე კაკუნი, წამიერად გავშეშდი თითქოს ამ სტუმრობამ დამაბნია, კარი გავაღე და ჩემს წინ სალომე იდგა, თვალები მოვიფშვნიტე მეგონა კვლავ მეჩვენებოდა მისი სახე თუმცა ის ისევ ჩემს წინ იდგა, გაბრაზებული ჩაწითლებული თვალებით მიყურებდა და ხმას არ იღებდა. გვერდით გავიწიე რომ სახლში შემოსულიყო. უხმაუროდ შემოაბიჯა და მისაღებისკენ წავიდა, მეც ცხვარივით უკან გავყევი.
-შენ...-ხმა გაუწყდა-შენ მთელი ჩემი ცხოვრება გაანადგურე.-ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, სალომემ ტირილი დაიწყო, ახლა ნამდვილად ეტყობოდა რომ ეს არ იყო ნერვიული წიკი და არც შეცოდება. მივუახლოვდი...-არ მომეკარო.-მკაცრად ამომხედა.-შენ მთელი ჩემი ცხოვრება გაანადგურე გესმის?! შენ იყავი ადამიანი რომელმაც ცხოვრება მასწავლა და მერე უფსკრულის პირას დამაყენა, მითხრა რომ ან გადავმხტარიყავი ან არა, მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებას არ დაელოდა, მიმატოვა, ეს ადამიანი ხარ შენ ვინც სიკვდილამდე მიმიყვანა და მერე მიმატოვა გესმის?! და ახლა, ამდენი წლის მერე მოდიხარ და პასუხს მთხოვ იმაზე რაზეც თავად იცი რომ ვერ გიპასუხებ. რა გინდა გითხრა?! გითხრა რომ ჩემი შვილი გავაშვილე?! რომ მივატოვე?! და გინდა ამაში ბრალი დამდო? კარგი ასე გააკეთე, დამადანაშაულე იმაში რაშიც თავად უფრო მეტი ბრალი მიგიძღვის. რატომ აღარ ყვირი?!-სალომემ, ნელ-ნელა ხმას აუწია და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.
-უფლება არ გქონდა, უფლება არ გქონდა რომ არ მცოდნოდა.
-შენ იმის უფლება გქონდა ფეხმძიმე, ღამე მიგეტოვებინე და სადღაც ჯანდაბაში წასულიყავი?!
-მე დავბრუნდი. და შენ აღარ დამხვდი. მე კი არა ეს შენ მიმატოვე.
-რა გეგონა რომ მთელიცხოვრება დაგელოდებოდი?!
-ჰო! ზუსტად ასე მეგონა, მეგონა ჩვენი სიყვარული ძლიერი იყო მეგონა ისეთი გიყვარდი როგორიც ვიყავი და არა ისეთი როგორიც გინდოდა ვყოფილიყავი, ჰომ მიცნობდი არა?! შენ გარდა რომ არავინ მინდოდა ესეც ჰომ იცოდი?!
-იცი რა, შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, მარტო ერთი რამის სათქმელად მოვედი. ამ საქმეს შეეშვი დათა, მას ვერ ნახავ.


-დათა სახლში მალე მოხვალ?
-ცოტა მაგვიანდება მაგრამ თუ აუცილებელია ახლავე წამოვალ, ყველა საქმეს გადავდებ.
-არა, მოდი დაგელოდები.
ტელეფონი გავთიშე და რეპეტიციას დავუბრუნდი, საქმეს გულს ვერ ვუდებდი, მეგონა სალომეს რაღაც უჭირდა, ან რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა, იშვიათად მირეკავდა და მთხოვდა სახლში მისვლას, არც მთხოვდა უბრალოდ მეკითხებოდა როდის დავბრუნდებოდი და თითქოს მეც მის ნებას ვემორჩილებოდი ყოველთვის დარეკვისთანავე მასთან გაქცევა და ფარდის ჩამოხევა მინდეობდა ამ მცირედ საიდუმლოზე.
რეპეტიცია როგორც იქნა დასრულდა, სახლში ტაქსით წავედი, ვჩქარობდი, გზად მინდვრის ყვავილები ვუყიდე, მეგონა გაბრაზებული დამხვდებოდა, მას კი მინდვრის ყვავილები უყვრდა, მის გრძელ თმას იწნიდა და თან ყვავილებს აყოლებდა, გაზაფხულის სურნელი და გემო ჰქონდა მის თმებს. სახლში უხმაუროდ შევედი, ბნელოდა მხოლოდ სამზარეულოდან მოჩანდა მბჟუტავი სინათლე ნელი ნაბიჯით შევედი, სალომეს ხელები მაგიდაზე დაეწყო და თავი ხელებზე დაედო, თვალები დაეხუჭა, მშვიდად ეძინა, მივუახლოვდი და თავზე ნელი მოძრაობით ხელი გადავუსვი, მანაც შეიფხიზლა, მუხლებში მოვიკეცე და მის სიმაღლეზე გავსწორდი. შუბლზე ჩამოყრილი თმა ხელით გადამიწია და ხელი ჩემს ტუჩებთან შეაჩერა, მისი ყველა ნაწილი ერთნაირად მიყვარდა, ხელის გულზე ვაკოცე, ყვავილები ჩვენს შორის ამოვაძვრინე და გიჟივით გაღიმებული ვუყურებდი.
-დათა, ძვირფასო-ტირილი დაიწყო და კისერზე მომეხვია.
-კარგად ხარ? რა მოხდა?-მისმა ცრემლებმა შემაშინა, იშვიათად ტიროდა, თითქმის არასდროს.
-შენთვის ახალი ამბავი მაქვს.
-გისმენ-მეგონა რაღაც საზარელი მოხდა იატაკზე დავჯექი და მისი ხელი ხელებს შორის მოვიქციე.
-დათა, ჩვენ, მშობლები გავხდებით.-ადგილზე გავიყინე, მოულოდნელი იყო ეს წინადადება, ყველაფერს ველოდი ამის გარდა და განძრევა ვეღარ შევძელი, ვეღარც მიმიკა შევიცვალე ისეთივე გაოგნებული სახე მქონდა.-დათა...-გამოვფხიზლდი წელზე შემოვხვიე ხელები და მუცელზე თავი მივაბჯინე.
-სად არის?-პატარა ბავშვივით ამოვილუღლუღე.-აქ არის?-ხელი მუცელზე მოვუსვი.
-ჰო აი აქ არის.-მის მუცელზე დადებულ ხელს სალომეს ხელიც შეეხო.

-არა მოიცა-თითქმის სახლიდან გასული სალომე მკლავით დავიჭირე.-მისმინე, მართალი ხარ, ორივე დამნაშავენი ვართ, მაგრამ ესე ვერ მომქცევი-გაკვირვებულმა გამომხედა სალომემ-უნდა ვიცოდე ის სად არის?!
-კარგადაა.
-გოგოა თუ ბიჭი?
-ბიჭი
-და სად არის?
-ის კარგად არის დათა მეტი არაფრის ცოდნა გჭირდება, მას ისეთი მშობლები ყავს როგორსაც იმსახურებს, არაფერში ჭირდება მამისგან გამწარებული ნარკომანი მამა.
-როგორ ბედავ?-ყველაფრის პატიება შემეძლო სალომესთვის გარდა ერთისა, ვერ ვაპატიებდი ვერასდროს შეურაწყოფას.
-ასე უბრალოდ ვბედავ. ყველამ კარგად იცის ვინ იყო მამაშენი და ყველამ კარგად იცის რომ იყნოსავ.-თიტი ცხვირზე გაისვა.
-რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გააკეთო, გპირდები, მე ჩემს შვილს ვიპოვი, და შენ ამ სიტყვებისთვის პასუხს აგებ.
-მას ვერასდროს ნახავ დათა ვერასდროს!-კვლავ მკაცრად გამომხედა სალომემ ღია კარში გავიდა და კარი გაიჯახუნა.
კარის დაბურული მინიდან გავაყოლე თვალი, სამეზობლო აივანებზე გადმომდგარიყო და ყველა სალომეს უყურებდა, როგორ ჩაირბინა კიბეები, როგორ შევიდა სახლში და საკუთარი კარიც გამეტებით გაიჯახუნა. ყველამ ყველაფერი იცოდა, ამაში ეჭვი არავის უნდა შეჰპარვოდა, ყველა იცოდა ჩვენს შორის რაც მოხდა მაგრამ ასე ნათლად არასდროს არავის უნახავს და გაუგონია ჩვენი „ურთიერთობა“. არც ვიცოდი რას ფიქრობდნენ, ალბათ მე გამამტყუნებდნენ როგორც მამაჩემის შვილს და როგორც ნარკომანს.
თეკლას უნდა სცოდნოდა ჩემი შვილის ადგილსამყოფელი. რამდენად მეტყოდა ამას ეს სხვა საკითხი იყო თუმცა ცდად ღირდა, მისი ნომერი მოვძებნე და დავურეკე, ბევრი თხოვნის სემდეგ შეხვედრაზე დამთანხმა თუმცა ჩემთან სახლში მოსვლაზე უარი თქვა, სახლთან ახლო მდებარე კაფეში დავთქვით შეხვედრა. არვიცი რატომ მაგრამ ამ შეხვედრისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი თითქოს ჩემს ბედს წყვეტდა თეკლა. კაფეში ნახევარი საათით ადრე მივედი და თეკლას მოსვლამდე ერთი ფინჯანი შავი ყავის დალევაც მოვასწარი. ამასობაში კიდეც გაწვიმდა. ზრდასრული საკმაოდ მომხიბვლელი ქალი ფართხა-ფურთხით შემოვიდა კაფეში და სველი ქოლგა მიმტანს მიაწოდა. თვალქბს აქეთ-იქით აცეცებდა როგორც იქნა ამოიცნო ჩემში მისი სასურველი მამაკაცი და მომიახლოვდა.
-შეცვლილხარ როკვარსკვლავო.-გამიღიმა და ჩემს წინ დაჯდა.
-ყველა ვიცვლებით, მათ შორის შენც.
-ალბათ რამე სერიოზული საქმე გაქ რადგან შეხვედრა ასე დაჟინებით მთხოვე.
-გახსოვს? შენ მე დამირეკე.
-კი მახსოვს.
-და მითხარი რომ შვილი მყავს.-თეკლას გაეცინა.
-კი გითხარი.
-რა იცი მასზე?
-ყველაფერი დათა, მე მასზე ყველაფერი ვიცი-თვალები გაუბრწყინდა და მიმტანს ყავა სთხოვა.
-სად არის ?
-დათა, დღეს ისეთი ცხოვრება მოვიდა რომ ყველა ინფორმაცია ძვირფასია.
-ჯანდაბა, ფული გინდა?
-ფული მატერიაა რომელიც ბევრი მაქვს.
-აბა რა გინდა?
-შენ!
-რა?
-მე ყველაფერს გეტყვი და შენ სამუდამოდ ჩემი იქნები.-ახლა მე გამეცინა, სახეზე ხელი ავიფარე, მაგიდას ვუყურებდი და ისტერიულად ვიცინოდი.


----
ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის, ვიცი პატარა თავია, უბრალოდ მეტი ვერ მოვახერხე..



№1 სტუმარი სტუმარი ნათია

აუ მართლა პატარა თავია და თან საინტერესო. იმდენი კითხვა დამიტოვა მაგრამ მოთმინებით დაგელოდები

 


№2  offline წევრი ბიბი

სტუმარი ნათია
აუ მართლა პატარა თავია და თან საინტერესო. იმდენი კითხვა დამიტოვა მაგრამ მოთმინებით დაგელოდები

მომავალში იქნება უფრო დიდი თავი. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent