შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხევსურეთი XIX


23-09-2018, 00:38
ავტორი Californian
ნანახია 1 901

-წარმოდგენა არ მაქვს?
-ის ნაგავი კაცი ხომ არ იყო?
-არ ვიცი.ასე სწრაფად როგორ მოასწრებდა?
-წარმოდგენა არ მაქვს.რატომღაც მაგ კაცზე მაქვს ეჭვი.სად ცხოვრობს ეგ ნაგავი,ვაჩვენებ როგორ უნდა ხუმრობა
-არ ვიცი ნიკო და მაგით წინ ვერ წავალთ.აშკარაა ,რომ ყვავილებიც და ის ფულიც ერთმა და იმავე ადამიანმა დატოვა
-მაგრამ ყველა გზა მაგ კაცამდე მიდის
-რომელი ყველა გზა? ჯერ არაფერი ვიცით
-რომელი ყველა გზა და მასთან საუბრისა და ბავშვის გარდაცვალების გაგების შემდეგ ყვავილები გაჩნდა კარებში.უცნაურად არ გეჩვენება?
ელენემ ტელეფონი ამოიღო და ცოტა ხნის წინ დარეკილ ნომერზე ზარი გაუშვა.
-გისმენთ - გაისმა ტელეფონში მამაკაცის ბოხი ხმა
-როგორ ბედავ ამეების გაკეთებას?....ყვავილებს ვგულისხმობ,ჩემზე უკეთ იცი.არაკაცი და უნამუსო ადამიანი ხარ...რა? ვინმე დებილი გგონია? ... ვერ გავიგე ...აბა ვინ დადო?...ასე თუ გააგრძელებ,დამიჯერე,ძალიან ინანებ.ნუ გგონია,რომ კიდევ მეშინია შენი - უთხრა ბოლოს ელენემ და ტელეფონი გათიშა
-სახლში შევიდეთ - კარი გააღო ნიკომ - იქნებ შენმა ძმამ დადო?
-რა? ჩემი ძმა რატომ დადებდა?
-მაინც ახალი შერიგებულები ხართ,იქნებ იფიქრა,გაეხარდებაო
-ჩემი ძმა არც ასეთი ბანალურია და არც ამის მომფიქრებელია.იცი რა,ცოტა მეშინია
-შენთან ვარ,ჩემთან ნუ გეშინია
-ჰო,ვიცი
-იცი,რა,ყოველი შემთხვევისთვის დაურეკე შენს ძმას და ჰკითხე
-მგონი მართალი ხარ.ახლავე დავრეკავ
ელენემ ჯიბიდან ისევ ამოიღო ტელეფონი და ახლა თავისი ძმის ნომერი აკრიფა.
-ლექსო,როგორ ხარ? ... ხო,ვიყავით - ხმა შეეცვალა ელენეს...ტელეფონით ნუ მომაყოლებ,გთხოვ...ჩემს კართან ვარდები შენ დატოვე? ... ეგრეც ვიცოდი...წყნეთიდან ახალი დაბრუნებულები ვართ,კართან წითელი ვარდები დაგვხვდა...რა უნდა მითხრა? ... არა,ჯერ არ ვიძინებთ...კარგი,გელოდები - უთხრა და ყურმილი გათიშა
-მალე აქ იქნება.საქმე მაქვს რაღაცო - უთხრა ელენემ და მაგიდაზე დაგდებული სიგარეტი აიღო - აივანზე გავალ,მოვწევ - ხმა ისევ გაუცივდა ელენეს,თითქოს ბავშვის ამბავმა თავი შეახსენა და ისევ დარდს მიეცაო.
ნიკო მაშინვე მიხვდა მის წუხილს და სიტყვაც აღარ უთქვამს.მხოლოდ შორიდან უყურებდა,თუ როგორ გავიდა,აივანზე ჩამოჯდა და უმწეო ბავშვის ფორმა მიიღო.მის სახეს უკნიდან ვერ ხედავდა,თუმცა გრძნობდა,როგორ ჩამოსდიოდა ცრემლები მის შეყვარებულს,იმასაც კარგად ხვდებოდა,რომ საკუთარ თავს ადანაშაულებდა შვილის სიკვდილში,მაგრამ განა ახლა შეეძლო რამის შეცვლა? ისიც შენიშნა,თუ როგორ მოუკიდა ზედიზედ რამდენიმე ღერს.
ამასობაში კარზე კაკუნიც გაისმა და ნიკო ადგილიდან დაიძრა.
-გაუმარჯოს - მიესალმა ლექსო
-სალამი.მოდი
-რა მოხდა?იყავით?
-ვიყავით - ღრმად ამოისუნთქა ნიკომ
-მერე?
-გაურკვეველი ვირუსისგან,2 წლის წინ
-კაი ბიჭო - გაოგნდა ლექსო
-საფლავიც კი არ იციან ბავშვების
-რა? ღადაობ ტო?
-არა,რას ვღადაობ.აივანზეა ახლა და ეწევა,მთელი გზა ტიროდა,იქაც ცუდად გახდა და მოვასულიერეთ ძლივს
-აუ რას მეუბნები,კაი რა - სკამზე ჩამოჯდა ლექსო
-დავუძახებ,მოიცა - ნიკომ აივნის კარი გააღო
-ელენე,მოვიდა ლექსო
ელენე სკამიდან წამოემართა და მისაღებში შევიდა.ძმას გადაეხვია,მანაც თითქოს იგრძნო დის ტკივილიო და მის კისერში ჩარგო თავი.ელენეს ცრემლები წამოუვიდა,მაგრამ თავი დაიმშვიდა და მაქსიმალურად ეცადა დამშვიდებულიყო.
-რა მოხდა,მომიყევი? რა ვარდებზე მელაპარაკე?
-კარში დამახვედრა ვიღაცამ,წარმოდგენა არ მაქვს ვინ
-ბავშვის ამბის შემდეგ უცნაურია ყვავილების დატოვება - დაამატა ნიკომ
-მე არ დამიდია.არც ვიცი ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო.იცი,მგონია,რომ ამ ყველაფერს ერთი ადამიანი აკეთებს
-რა ყველაფერს? ფულს და დღევანდელ ამბავს?
-არა მხოლოდ იმ ფულის და დღევანდელი ვარდების ამბავს
-რას გულისხმობ?
-ამ ორი თვის წინ ფინანსური პრობლემები მქონდა.ნუ სულ მაქვს,მაგრამ მაშინ განსაკუთრებით.საჭმლის ფული აღარ მქონდა,თან ბანკშიც მქონდა შესატანი ფული და წინა დღისით ვერაფერი ვიყიდე,აუცილებლად უნდა შემეტანა ის ფული.მეორე დღეს,ბანკში აღმოვაჩინე,რომ ჩემს ანგარიშზე ათასი ლარი იყო დარიცხული და დღემდე არ ვიცი ეს ვინ გააკეთა



№1 სტუმარი სტუმარი lia

kargia momewona ,magram zalian patara tavia.

 


№2 სტუმარი სტუმარი nancho

თვალები გამიბრწყინდა რომ ვნახე დადებული,სიუჟეტი ძალიან ცხოვრებისეულია,მომწონს და გელით,

 


№3  offline წევრი nini :)

იმედია მალე დადებ შემდეგ თავს......
ერთად წავიკითხე ყველა.....
მომეწონა.....
გული დამეწვა ელენეზე როცა ბავშვის ამბავი გაიგო.....
მაგრამ გული მიგრძნობს იმ ქალმა მოატყუა და ბავშვი ცოცხალი იქნება......
და იმ ფულს ვინ უგზავნის ეს კიდევ გასარკვევია

 


№4 სტუმარი nino

zalian agvianeb .dade ra axali tavi

 


№5 სტუმარი სტუმარი მაკო

ასე მიტოვება ხომ არ შეიძლება სად დაიკარგე მშვიდობა გაქვს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent