შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი მიზეზი (7 თავი)


23-09-2018, 13:10
ავტორი naattii
ნანახია 2 972

გვერდიგვერდ ეჯდნენ ბარის დახლს ძმები, ამჯერად რატი სხვა ბარმენს აძლევდა შეკვეთას და დანა პირს არ უხსნიდა. თორნიკე ხელში ატრიალებდა ვისკით სავსე ჭიქას და დალევას არ ჩქარობდა. ორივე სხვადასხვა მხარეს იხედებოდა და და ფიქრებს თავს ვერ უყრიდნენ.
-წარმოგიდგენია? ახლა, აი ზუსტად ამ წუთას სადღაც ჩემი მეორე მე დააბიჯებს, და ან ძმა მყავს წარმოგიდგენია?
-მეგონა ერთი ძმა გყავდა ისედაც_ხმა გაებზარა თორნიკეს.
-არ გინდა თოკა რა, იცი შენ რამდენს ნიშნავ ჩემთვის და ვინც ხარ, არაა მაგისი დრო არ გინდა რა.
-მე აქ შენს დასახმარებლად ვარ, მე შენი ძმა ვარ_ხმა გაუმკაცრდა ბიჭს
-ვიცი თორნიკე, ვიცი, უნდა ვიპოვო გესმის? მე აქ არხეინად ვიჯექი, იქნებ რა ჭირდება? იქნებ როგორ უჭირს? იქნებ მაინც ვერ გადაარჩინეს? იქნებ ჩემს მშობლებს უჭირთ? წარმოგიდგენია რა სიტუაცია იყო, რომ ერთ შვილზე უარი თქვეს? რომ არ ვყვარებოდით არც ჩემს დას ან ძმას გადაარჩენდნენ. ღმერთო უნდა ვიპოვო, მაგრამ როგორ როცა არაფერი ვიცი?
-მოვიფიქრებთ, ამდენი კერძო დეტექტივია, სამედიცინო კვლევებიც ხომ უნდა არსებობდეს თუ ავადმყოფობდა? რადგან ტყუპია საქმე გვიიოლდება, დაბადების წელი და თარიღი ვიცით. იქნებ სადმე არქივში შენი ძველი გვარიც ვიპოვოთ და მერე აღარ გაგვიჭირდება.
-თორნიკე.... _მადლობა ჩანდა რატის გამოხედვაში, უსიტყვოდ გაუგო ბიჭმაც და ღიმილით დაკრა ბეჭზე ხელი.
-ერთი თხოვნა მექნება, სახლი არ მიატოვო რა, მოკვდება ლიანა ჯავრით, ხომ იცი მართლა უყვარხარ.
-ეგ არ უნდა გეთქვა, არც ვაპირებდი, თქვენ ჩემი ოჯახი ხართ, თქვენი მიტოვება არც მიფიქრია, უბრალოდ ვერ მოვისვენებ სანამ ყველაფერს არ გავარკვევ.
-რატი რა ხდება?_ნაცნობი ხმა მოესმათ უკნიდან და წამში შეტრიალდნენ, თორნიკეს თავისდა უნებურად გაეღიმა.
-ისე აგიხდა განო ყველაფერი კარგი მე რომ ჩვენი ხუმრობა ამიხდა.
-რომელი დააკონკრეტე აბა.
-ნაშვილები ვარ.
-უჰ, მეთქი მართლა მოხდა რამეთქო, ტეკილის დღე მაქვს გიგლა დღეს_ბარმენს გასძახა
-მართალს ამბობს_ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა თორნიკემ და გაიანეს თვალებში ახედა. წამში გაეყინა გოგო ტეკილიანი ხელი.
-ღადაობთ ეხა ხო?_თვლები გაუფართოვდა.
-ნეტავი_სიმწრით ჩაეცინა რატის -დედმამიშვილი მყავს განო წარმოგდგენია? აუ ნეტა დაა თუ ძმა? ნუ ძმა გამოცდილი მყავს, ჩემი ნება რომ იყოს და მეყოლებოდა, აუ როგორ დავიცავდი, ნეტავი კარგად იყოს _თავი გადააქნია დაღვრემილმა.
-აუ რატი, პირველად გავიჭედე და წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა გითხრა.
-ვერაფერი განო, უბრალოდ უნდა ვიპოვო, შენც იცოდე ვეძებ ადამიანს, რომელიც ჩემსავეთ დარეკილი იქნება, სავარაუდოდ მასაც ბაიკები ეყვარება და რომელიც 2000 წლის 23 აპრილსაა დაბადებული.
-როდიის?_სასმელი გადაცდა განოს და ხველებისგან ლამის გალურჯდა.
-ჩემ დაბადების დღეზე, რა იყო, ხომ არ იცნობ ასეთს ვინმეს?
-რაა? არა... ხო არა არა, უცებ კისერი ჩამწვა სასმელმა და_ არ შეუმჩნევიათ ძმებს როგორ დაკვირვებით აათვალიერა განომ რატი.
-რატი_საყვარელი ხმა მოესმა ბიჭს და მაშინვე შეტრიალდა, მის ბეჭზე დაედო გოგოს ხელი და ღიმილით უცქერდა.
-ნინი, როგორ ხარ?_ცოტა დაიბნა ბიჭი.
-მე კარგად რატი, შენ რატო ხარ ასე მოწყენილი?
-არაფერია, ოჯახური ამბებია_ვითომ უდარდელად აიქნია ხელი ბიჭმა.
-კაარგი, თუ დახმარება შემიძლია_კვლავ გაუღიმა გოგომ და მეგობრების მიერ დაკავებულ მაგიდას მიუჯდა.
-აი ეს წლის მოვლენაა, დიდი რატი გოგოსთან დაიბნა_სიცილი ვერ შეიკავა უფროსმა ძმამ.
-გაა*ვი რა_მალევე აყვა რატიც.
-რატიკუნა_ირონიულად გაისმა განოს ხმა.
-აი ახლა დამერხევა_თვალები დახუჭა ბიჭმა
-ვალი გახსოოვს?
-მერე?_საწყლად ამოხედა ბიჭმა.
-აი ახლა, ერთ რაღაცას დაგავალებ, რასაც თუ უპირობოდ შეასრულებ საერთოდ არ ამოვიღებ ვალზე ხმას, გაწყობს?
-მაინც ...
-აპ აპ აპ, რას გეტყვი ეგ მე ვიცი, ან კი ან არა.
-კარგიი, ერთი მოქმედება მირჩევნია მთელი ცხვრება ძახებას. აბა, გისმენთ უფროსო.
-ახლა მიბრძანდები, ნინიჩკას ერთს გემრიელად, ვიმეორებ გემრიელად და არა ლოყაზე და ასეთი ამბები, აკოცებ და ქაჯივით უკან გამოუქცევად დაელოდები მის რეაქციას.
-გაგიჟდი? ძლივს გოგო მომეწონა, გინდა წამში დავკარგო?
-შენ სიტყვა თქვი, ჰე დამიჯერე და გააკეთე.
ლამის აცრემლებულის სახით წამოდგა რატი სკამიდან, ერთი ღრმად ამოისუნთქა და გოგოს მაგიდისკენ წავიდა. გაკვირვებულმა ამოხედეს მაგიდის ირგვლივ შეკრებილებმა და ნინიმაც რომ ამოიხედა, ბიჭმაც იმოქმედა. იდაყვში მოკიდა ხელი, წამოაყენა და მის ტუჩებს უსიტყვოდ დასწვდა, ერთი ხელი ხელში ჩაკიდა, მეორე წელზე მოხვია და კოცნა გაარღმავა. რამდენიმე წამში ჰაერი რომ აღარ ეყო, ძლივს მოწყდა სასურველ ბაგეს და ოდნავ უკან დაიწია. თითქმის წარმოიდგინა როგორ აეწვებოდა ლოყის რომელიმე მხარე და წარმოსახვაში უკჯვე ხელითაც იზელდა, მაგრამ მისდა გასაკვირად ნინიმ მთელი გულით გაუღიმა და ახლა უკვე საკუთარი ნებით დაუბრუნა კოცნა ბიჭს.
-არიიიის, ვიცოდიიი_პატარა ბავშვივით შემოკრა ტაში გაიანემ და ბარმენს მიუბრუნდა -ჩემსას რატიკო იხდის.
კიდევ რამდენიმე წამს უყურა ბედნიერ წყვილს და თვითონაც ჩამოხტა სკამიდან. გარეთ გასულს თორნიკეს მოიცადე დაეწია და ავტომატურად შედგა.
-რა ხდება?
-მე გაგიყვან, სად მიდიხარ, არც დამლაპარაკებიხარ.
-და რატომ უნდა დაგლაპარაკებოდი რომელი ძმაკაცები ჩვენ ვართ?გაკვირვებული უმზერდა გოგო.
-რას ნიშნავს რატომ? ძმაკაცები ნამდვილად არა, მაგრამ....
-მომისმინე თორნიკე, მე გუშინვე გითხარი, ერთი დღით წავითამაშეთ, გავერთეთ და იმედი მაქვს, იმ კითხვაზე პასუხიც იპოვე რასაც ეძებდი, მაგრამ აქ ყველაფერი მორჩა, ის დღე დამთავრდა, ახლა კი იმ რეალობას დავუბრუნდეთ სადაც ვცხოვრობთ, ჩვენ არც კი ვიცნობთ ერთმანეთს, მე რატის ვეცი პატივი და დახმარება ვცადე, ის რომ ბოლომდე გაერთე და ბოლოს კოცნაც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მომპარე, არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ზედმეტი იფიქრო.
-მე თამარს დავშორდი გაიანე.
-და მერე მე რა?_გულწრფელი გაკვირვებით უმზერდნენ გოგოს თვალები
-მე მეგონა....
-რა თორნიკე? რამეს დაგპირდი და არ მახსოვს? ხომ შევთანხმდით, რომ ერთი დღით წავითამაშებდით? მორჩა ის დღე, დამთავრდა.
-მაგრამ მე მინდა რომ მართლა ვცადოთ.
-თორნიკე მე ახლა არც სატრფოსთვის მცალია და არც სიყვარულისთვის, საქმე მაქვს, რომელსაც თავიც რომ შევაკლა, მაინც მივიყვან ბოლომდე, ასე რომ მაპატიე, მაგრამ არაფერი გამოვა.
ზურგი შეაქცია გახევებულ ბიჭს და სახლი გზას ფეხით გაუყვა, ეგონა ფეხით გასეირნება ბურდული ფიქრების დალაგებაში დაეხმარებოდა, მაგრამ შეცდა, ვერაფერიც ვერ დაალაგა. რამდენიც არ უნდა ემტკიცებია, საკუთარ თავთან მაინც უნდა ყოფილიყო გულახდილი და ეღიარებინა, რომ ბიჭზე ფიქრობდა, საკმაოდ ხშირადაც, მაგრამ ახლა სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, ახლა ამის დრო არ იყო, ახლა როცა მიზნამდე არც ისე ბევრი იყო დარჩენილი. სახლის კარის შეღებისთანავე დაეტაკა სიმარტოვე. იქნებ რატი... არაა, ასეთი რამ ბრაზილიურ სერიალებშიც კი არ ხდება და რეალურ სამყაროში ხომ მითუმეტეს, პირველ რიგში საყვარელი კაცის ოთახს მიაშურა და ფრთხილად შეაღო.
-ბიძია_გაკვირვებულს ამოხდა ცარიელი საწოლის დანახვაზე.
-აქ ვარ ბიძი, ნუ გეშინია_აბაზანიდან მოდიოდა ჯოხს დაყრდნობილი კაცი.
-რატომ ადექი? ხომ გითხარი მალე დავბრუნდებითქო? სულ არ უვლი თავს_ბუზღუნით ამოუდგა კაცს მხარში და საწოლისკენ წაიყვანა.
-რა მეშველებოდა ბიძი უშენოდ_სინანულით გადაქნია თავი კაცმა.
-კარგი რა ანდრუშ, მე რაღა ვთქვა? მოდი შევთანხმდეთ, არაფერი გვეშველებოდა ერთმანეთი რომ არ გვყოლოდა_სიცილით დააწვინა კაცი ლოგინში და შუბლზე კოცნით დაემშვიდობა.
მაშინვე გვერდითა ოთახის კარი შეაღო და ტანსაცმლის გახდაც დაიწყო, წამში გამოეწყო პიჟმოებში და ნაცნობ კედელს მიუახლოვდა.
ობობას ქსელი - სწორედ ეს გაგახსენდებოდათ გაიანეს ოთახი რომ გენახათ. საკმაოდ დიდი ოთახის მთელი ერთი კედელი გაზეთიდან ამოჭრილი სხვადასხვა ცნობებით იყო დაფარული, რომლებიც ერთმანეთთან სხვადასხვა ფერის ძაფებით იყო დაკავშირებული. ერთი ამოიხვნეშა და კედლის მარჯვენა მხარეს განლაგებულ ფურცლებს კიდევ ერთი მიუმატა, რომელზეც აღწერილი იყო, თუ როგორ იპოვა პოლიციამ ქალაქის გარეუბანში ქალის გაფატრული სხეული.

----------

მაპატიეთ მეგობრებო, ამ თავი შემდეგ არ ვიცი რა როგორ იქნება, არც ის მინდა იმედი გაგიცრუოთ და ჩემი საქციელი სისულელედ ჩათვალოდ, მაგრამ არც ის მინდა პირვანდელ გეგმას გადავუხვიო და შინაარსი შევცვალო.... ცოტა არეული ვარ და იმედია მალე დავლაგდები და მალე მოგაწვდით ახალ თავს <3



№1  offline წევრი ბიბი

ჯანდაბა, ჯანდაბა, ოღონდ ეს არა.
ვიცოდი გაიანე ძალიან მზრუნველი იქნებოდა ოჯახში, ეს გამოჩნდა.
მის ამ ეშკმაკური ღიმილისა და თავქარიანობის უკან დიდი დარდი იმალება.
ახლა რა მოითმენს ხვალამდე :დდ
ძალიან კარგი ხარ heart_eyes

 


№2  offline წევრი nigita

გაიანედ რეაქციამ დამაფიქრა ჩემი აზრით რატის დაა , თან დაჩისთან ერთად საქმეს იძიებს საინტერესოა ... მართლა რა მოითმენს ხვალამდე , ისე თორნიკეს რა ეგონა ერთი კოცნის გამო განო ეტყოდა ურთიერთიბა ვცადოთო რა შტერია იმ თამარმა ვაბშე დააშტერა საწყალი ბიჭი .....

 


№3  offline მოდერი naattii

ბიბი
ჯანდაბა, ჯანდაბა, ოღონდ ეს არა.
ვიცოდი გაიანე ძალიან მზრუნველი იქნებოდა ოჯახში, ეს გამოჩნდა.
მის ამ ეშკმაკური ღიმილისა და თავქარიანობის უკან დიდი დარდი იმალება.
ახლა რა მოითმენს ხვალამდე :დდ
ძალიან კარგი ხარ heart_eyes

უღრმესი მადლობაა ❤️❤️❤️ ეჰ დარდი ნდვილად დისი აქვს

nigita
გაიანედ რეაქციამ დამაფიქრა ჩემი აზრით რატის დაა , თან დაჩისთან ერთად საქმეს იძიებს საინტერესოა ... მართლა რა მოითმენს ხვალამდე , ისე თორნიკეს რა ეგონა ერთი კოცნის გამო განო ეტყოდა ურთიერთიბა ვცადოთო რა შტერია იმ თამარმა ვაბშე დააშტერა საწყალი ბიჭი .....

რა ქნას ბიჭმა არააქვს ქალების გამოცდილება, მითუმეტეს გაიანესნაირთან :D

უცნაური მე
ეჭვები გაღრმავდა და მოხარული ვიქნები თუ რასც ვფიქრობ სწორია..
თუმცა ნათი, ეს შენი ისტორიაა შენი სიუჟეტია, შენ იირე და ჩამოაყალიბე გონებაში და ახლა ჩვენც გვიზიარებ და რათქმაუნდა ისე უნდა იყოს როგორც ჩაფიქრებული გაქვს.. შენს გეგმას არ გადაუხვიო მხოლოდ იმიტომ, რომ მე რაღაც მინდა, ან რომელიმე მკითხველს უნდა ასე მოხდეს..
მოკლედ ჭკვიანი ხარ, ნიჭიერი და ვფიქრობ იმაზე მაგრად განავითარებ მოლენებს, ვინდრე მე მგონია :))
როგორ ველოდები გაგრძელებას.. ოღონდ არ ფიქრო გაჩქარებ.. იფიქრე ჩამოყალიბდი და როცა მზად იქნები მაშინ დადე ახალი.. მე სსულ დაგელოდები ერთგულად :დ ❤️❤️

ვგიჟდები შენზეეე ❤️❤️❤️ აი სასწაულად მომწონს ასეთი გულიანი მკითხველი რომ მყავს ❤️

 


№4  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

არც იფიქრო რაიმეს შეცვლა. რაც გაქვს მონახაზი ისე გააგრძელე წერა. საინტერესო მხარეს წავიდა ისტორია. შენს სტილს არ ღალატობ. მე მოუთმენლად ველი ახალ თავს. წარმატებები

 


№5  offline წევრი Nano Goduadze

ოღონდ ეხლა გაიანე და რატი და-ძმა არ გამოიყვანო და სხვა რაც გინდა ის დაწერე :( გინდა გადაატრიალე გინდა გადმოატრიალე ისტორია (((

 


№6  offline წევრი ნორმი

ძალიან ძალიან გთოვ დასახულ გზას არ გადაუხვია რაა.აშკარად საინტერესოდ მიგყავს და არ შეცვალო,გეხვეწები რააა
--------------------
მორფეოსი

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიკო

არვიცი გაიანეს საქციელი კარგია თუ ცუდი ეგ საქმე შენთვის მომინდია

 


№8 სტუმარი სტუმარი ნათია

არ მინდა შეცვალო რამე ისეთი მომწონს როგორსაც წერ. და რაც არ უნდა განავითარო მოგყვები. შენ ჩაგვითრიე მორევში და მორევის პრინციპი ასეთია: ძაბრივით ვიწროვდება ქვევით და თუ გაუძელი გადარჩები. ახლა ზუსტად ამას ვგრძნობ და იმედი მაქვს ბოლომდე შენი????

 


№9  offline მოდერი naattii

უღრმესი მადლობა მეგობრებო ❤️❤️❤️ მართლა ძალიან დამეხმარეთ და იმედი მაქვს გავამართლებ მოლოდინს ❤️

 


№10  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Gaagrdxele ise rogorc shen ginda da ara chven gvgonia sauketeso xar da warmatebebs gisurveeb ❤️❤️

 


№11  offline წევრი nini :)

მოკლედ შენს ისტორიებზე შეყვარებული ვარ..... იმდენად მიყვარს მათი კითხვა..... და დაჩიზე დამწყდა გული რომ მხოლოდ ერთ თავში იყო ნახსენებიიიი..... წინა თავის კითხვისას ეგრევე ვიფიქრე გაიანე იქნება რატის და თქო და ამ თავმა უფრო გამომძაფრა ეჭვიიიი..... და გამიხარდება თუ გაიანე და თორნიკე ერთად იქნებიან.....
მიყვარხარ მე შენ და შენი ისტორიებიც ❤❤❤❤

 


№12  offline აქტიური მკითხველი terooo

განოო... რას ეძებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent