შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფანჯრების მწმენდავი თავი.9


25-09-2018, 02:28
ავტორი melanqoliki
ნანახია 2 664

მომხდარით გაოგნებული ლევანი გოგონას შეჰყურებდა, რომელიც ფანჯარაში იყურებოდა და ჩუმად ტიროდა.
_ ალბათ, ცუდი რამ გადახდა _ გაიფიქრა კაცმა და წამით სურვილი გაუჩნდა მის სახეს შეხებოდა, თავისკენ მოებრუნებინა, ნაზად მოეწმინდა ცრემლები და თვალებში ჩაეხედა.
_ აჰ, არ ვისურვებდი ასეთ მდგომარეობაში ვინმეს ვენახე, მაგრამ .... _ გოგონამ თავი მოატრიალა, თითქოს მისი ფიქრები წაიკითხაო. ლევანის მზერა დაიჭირა და უხერხულად შეიშმუშნა, მერე კი სწრაფად მოიწმინდა ცრემლები.
_ ყველაფერი კარგად იქნება _ დამაჯერებლად თქვა ლევანმა და ლიზას ხელზე შეეხო. მის შეხებაზე გოგონას დაბნეულობა დაეტყო, მაგრამ თითქოს წამით დაიჯერა ამ წინადადების რეალურობა. არასდროს ენდობოდა უცხოს და მითუმეტეს უცხო მამაკაცს, მაგრამ ახლა, ამ ვითარებაში გრძნობდა, რომ მისი ნდობა შეიძლებოდა.
_ იმედი მაქვს _ უპასუხა და ხელი მოარიდა, აშინებდა წამით დაუფლებული შეგრძნება. ჯერ კიდევ საშინელ ტკივილსა და დარდს გრძნობდა და ხვდებოდა, არ შეიძლებოდა ასე უბრალოდ მინდობოდა უცნობს.
_ მაპატიეთ, რომ უკან გამოგყევით_ ლევანი ლაპარაკს განაგრძობდა, ვერ ხვდებოდა, რაზე შეეძლო გოგონასთან საუბარი, რომელიც ასე ძალიან იზიდავდა. ეშინოდა არ დაეფრთხო და არ გაეღიზიანებინა. არ ელოდა, რომ საერთოდ დაელაპარაკებოდა, ან მანქანაში ჩაუჯდებოდა, ახლა კი, მის გვერდით აღმოჩენით გახარებული, ცდილობდა მოცემული შანსი უაზროდ არ დაეკარგა და ლიზას ნდობა დაემსახურებინა.
_ კუთხესთან გამიჩერეთ, მადლობთ რომ სახლამდე მომიყვანეთ. _ ლიზას ისევ მოაწვა ცრემლები. კაცს თვალებში ჩახედა და სცადა გაეღიმა, მაგრამ არ გამოუვიდა, ცოტაც და მანქანას ცრემლის ნიაღვრით აავსებდა.
_ სანამ წახვალთ რაღაც მინდა გითხრათ.
_ მაპატიეთ, ალბათ ძვირფასი პერანგია _ ლიზამ ლევანის დასვრილ პერანგს შეავლო თვალი და წამოწითლდა.
_ ეს ხომ, არა, არაფერ შუაშია სხვა რამის თქმა მინდა _ კაცმა პერანგზე დაიხედა, მერე ლიზას წამოწითლებულ ლოყებს შეხედა და ორივეს გაეღიმა.
_ ჩემგან მიმტანი არ გამოვა_ ისევ დასერიოზულდა
_ მინდა ეს ბარათი გქონდეთ, თქვენს შესახებ ცოტა რამ ვიცი და თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ასე მოხდა. თუ მოისურვებთ, სიამოვნებით შევძლებ დახმარებას და გპირდებით, ამჯერად ვერავინ გაგანთავისუფლებთ.
ლევანის ნათქვამმა ლიზა დააბნია, ვერ ხვდებოდა რაზე იყო საუბარი, მაგრამ როგორც კი ბარათი გამოართვა და კომპანიის სახელი წაიკითხა, მაშინვე მიხვდა. მერეღა გაიაზრა ვის ელაპარაკებოდა და ვის მანქანაში იჯდა. ის ქალიც ხომ მას ახლდა რესტორანში, ლიზამ ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირა და გაიაზრა ვინ იყო უცნობი მამაკაცი.
_ აჰ, მე ხომ უბრალო ფანჯრების მწმენდავი ვიყავი _ მზერა აარიდა მამაკაცს.
_ ამჯერად ასე არ იქნება_ წინადადება დაასრულა კაცმა და გოგონას თვალებში ჩახედა, ტანში უცნაურმა შეგრძნებებმა გაიღვიძეს, მოუნდა შეხებოდა, გულზე მიეკრა და უალამაზეს თმაზე მოფერებოდა, მისი მშვენიერება ატყვევებდა და თვალის მოშორება უჭირდა.
_ მადლობთ _ მორცხვად ჩაილაპარაკა ლიზამ და გადასვლა დააპირა, ლევანი სწრაფად ადგა, მანქანიდან გადავიდა და კარი გაუღო.
_ დაგელოდებით _ უთხრა მანქანიდან გადმოსულ ლიზას და თვალი გააყოლა. ნეტავ რა ხდებოდა? მის შესახებ ყველაფერი აინტერესებდა, როგორ ცხოვრობდა, ვინ ელოდებოდა სახლში მისულს და საერთოდ რა ხდებოდა მის გონებაში?
_ ლევან, არ წავიდეთ? _ მერსედესიდან ივანმა გადმოყო თავი და გაშტერებული კაცის დანახვაზე გაეცინა.
_ წავიდეთ_ ფიქრებიდან გამოერკვა და მანქანაში ჩაჯდა. უნდოდა უკან დადევნებოდა, მაგრამ...
_ რაღაც სხვანაირი მეჩვენები _ გადმოხედა მძღოლმა.
_ ჯერ არ მინდა ამაზე ლაპარაკი, ახლა ის უნდა გავარკვიო რატომ არ შეგვიშვეს იმ სასტუმროში და ვინ არის მისი მეპატრონე, რა გვითხრეს? მგონი სახელი წამოსცდათ არ გახსოვს?
_ ვერ ვიხსენებ
_ ალექსი, ალექსანდრე _ გაიხსენა ლევანმა და ჩაფიქრდა.აუცილებლად უნდა გაერკვია რა მოხდა და რას წარმოადგენდა ეს ყოველივე.

გახარებული გოგონა კიბეებს ახტებოდა და სახლისკენ გარბოდა. როგორც იქნა ჩაეხუტებოდა ბავშვს, მერე კი ნიკუშასთან მშვიდად დალაპარაკებასაც შეძლებდა.
კარების დანახვისას გაეღიმა და შვებით ამოისუნთქა. კარები ნიკუშამ გაუღო .
_ ნიკუშ, როგორ მომენატრე _ ძლიერად ჩაეხუტა და თმაზე მოეფერა.
_ ხომ კარგად ხარ?_ გაეღიმა კაცს და საპასუხოდ ჩაეხუტა.
_ ნენე როგორაა? სადაა ჩემი კვატუნა?_ სული მოითქვა გოგონამ და სახლის დანახვაზე, თვალზე ცრემლი მოადგა, თითქოს საუკუნის წინ წასულიყო.
_ კვატუნა დიდხანს გელოდა და ჩაეძინა.
_ კარგია_ ლიზამ სწრაფად შეირბინა ბავშვის ოთახში. პატარა ლოგინის კუთხეში იწვა და სათამაშო კვატიები ჩაებღუჯა. ლიზას მის დანახვაზე გული გაუთბა და გეღიმა._ დედოკოს კვატუნა_ ჩუმად თქვა და ბავშვს შუბლზე აკოცა. ალექსანდრეს რომ სცოდნოდა, არა, შეცბა ასეთ აზრზე და თავი გაიქნია, არ უნდოდა ბავშვი ენახებინა და ამაზე ფიქრიც კი აღიზიანებდა.
_ არ გშია? _ ოთახში ნიკუშა შემოვიდა.
_ კი, გამზადებული თუა რამე შევჭამ _ ჩურჩულით უპასუხა ლიზამ და ოთახიდან გავიდნენ.
_ შემწვარი კარტოფილია, მე და ნენემ დაგიტოვეთ, ზუსტად ისეა დაბრაწული შენ რომ გიყვარს. _ ნიკა მაგიდის გაშლას შეუდგა.
_ რა კარგია სახლში _ მძიმედ ამოისუნთქა ლიზამ და სკამზე დაეშვა.
_ რა მოხდა?
_ ჯერ ვჭამოთ კარგი?
_ მე ნაჭამი ვარ, ლიზა, როდის უნდა მიხვდე რომ ჯობს სახლში იჯდე?_ ნიკუშამ სევდიანი თვალებით გახედა გოგონას და პურის დაჭრას შეუდგა.
_ ერთ დღესაც გამიმართლებს აი ნახავ _ დამაჯერებლად უპასუხა და გაღიმება სცადა.
ერთი სული ჰქონდა ჭამა დაესრულებინა და კაცისთვის ყველაფერი მოეყოლა.
_ ამჯერად რაღა მოხდა?_ ნიკამ პური მაგიდაზე დადო და გაზქურაზე ჩაიდანი შემოდგა.
_ მიმტანობა არც ისე ადვილი ყოფილა _ ჭამა დაიწყო და შეეცადა ამბავი რაც შეიძლებოდა მსუბუქად მოეყოლა.
_ აბა რა გეგონა, ყოჩაღი ხარ, მაგრამ მაგ საქმეში გამოცდილება არ გაქვს
_ ნამდვილად, ერთ კაცს ტყემალი გადავასხი _ სავსე პირით წარმოთქვა და ორივეს გაეცინა.
_ ყოჩაღ, მერე რაო _ ჩაეცინა ნიკას და სიგარეტის კოლოფი გახსნა.
_ არაფერი _ მოკლედ უპასუხა ლიზამ და კაცის გახსენებაზე ჩაფიქრდა.
_ ნივთები სად გაქვს? _ გაუკვირდა ნიკას
_ ვაი, არც კი მახსოვდა, სამსახურშია _ წამოხტა ლიზა
_ იქ რატო დატოვე? რა ახლა აპირებ წასვლას?
_ არა, ხვალ მომიწევს, ჯანდაბა _ ადგილზე დაჯდა
_ რამეს მიმალავ?_ ნიკამ ფანჯარა გადმოხსნა და ნაპასი დაარტყა.
_ არა ნიკუშ, ყველაფერს მოგიყვები, ოღონდ მინდა მშვიდად იყო._ ლიზამ ცარიელი თეფში ნიჭარაში ჩადო და გაზქურა გამორთო.
_ დაჯექი, მეთვითონ გავაკეთებ, ჩაის დალევ თუ ყავას?_ მზრუნველად ჰკითხა გოგონას
_ ჩაი გამიკეთე რა, ლიმონით _ ცდილობდა სიმშვიდე შეენარუნებინა და მსუბუქად მოეყოლა მომხდარის შესახებ.
_ კარგი, ისე მელაპარაკები უკვე ავნერვიულდი
_ ნიკუშ დაჯექი რა
_ ახლავე _ კაცმა სწრაფად დაასხა ჩაი და ორთქლადენილი ფინჯნები მაგიდაზე დადგა.
_ ნიკუშ, დღეს ალექსანდრე ვნახე _ პირდაპირ აჯახა კაცს
_ რააა? ის მართლა აქაა? _ კაცს სიბრაზისგან ძარღვები დაებერა.
_ ჰო, ნეტავ გენახა ახლა როგორია
_ სად ნახე? რა მოხდა ლიზა?_ ნიკამ ტონს აუწია
_ სასტუმროში, როგორც ყოველთვის სპექტაკლი დადგა რომ ჩემთან ელაპარაკა.
_ როგორ გაბედა საერთოდ გამოჩენა მაგ არაკაცმა? ფუ მე მაგის...
_ გთხოვ დამშვიდდი რა _ გოგონამ კაცის დამშვიდება სცადა, აღელვებული ნიკა სამზარეულოში დადიოდა და ნერვიულად ეწეოდა.
_ სადაც დავიჭერ იქვე უნდა ჩავაძაღლო, ჩემი ხელით უნდა გამოვჭრა ყელი მაგ ნაბო* არს_ კიდევ ერთ ღერ სიგარეტს მოუკიდა კაცმა.
_ ნიკუშ, ამიტომ არ გიყვები
_ რაო, რა მინდაო, ისევ ვითამაშე ფული წავაგე და დედას მტირობენო? _ სიმწრით ჩაეცინა
_ ისეთი სხვანაირი იყო, სულ სხვანაირად ეცვა და შეცვლილი მეჩვენა, ჩემი დაბრუნება უნდა. _ სიტყვა დაასრულა და ტირილი აუვარდა.
_ რაააა? რა დაბრუნება ლიზა? უნდა გამაგიჟო? შენ რა, მართლა ფიქრობ რომ შეიცვალა?_ კაცმა ყვირილი დაიწყო.
_ გთხოვ ნიკუშ.
_ მაპატიე, არ მინდოდა, არ გაუღვიძია, აღარ ვიყვირებ_ ნენეს გახსენებაზე ჩურჩული დაიწყო.
_ მითხრა, რომ ვუყვარვარ და ყველაფრის შეცვლა უნდა.
_ და აქამდე სად ეგდო? გეკითხები, ის გითხრა სად წაეთრა თაგვივით რო გაიპარა ეგ ნაბო* არი?_ სკამზე დაჯდა და დამშვიდება სცადა.
_ არ ვიცი ნიკუშ, არ ვიცი, ვერ ვხვდები რა ხდება ჩემს თავს, ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთ რამეს აქვს აზრი, მხოლოდ ნენესთვის მინდა ყველაფერი.
_ ბავშვზე იცის რამე?
_ არა, არაფერი და არც ვაპირებ._ მკაცრად წარმოთქვა ლიზამ
_ იმედია_ გამომცდელად გადახედა ნიკამ და გოგონას დამშვიდება სცადა.
_ ძალიან მომენატრე ნიკუშ _ კაცს ძლიერად ჩაეხუტა და ტირილი შეწყვიტა.
_ არ იტირო რა, გთხოვ ძალიან მიყვარხარ და არ მივცემ უფლებას რამე გავნოთ_ თმაზე ეფერებოდა და კოცნიდა.
_ დავიღალე ნიკუშ
_ ვიცი, ვიცი, ახლა ჯობს დაისვენო, ხვალ ვილაპარაკოთ, ნუ ღელავ სამზარეულოს მე მივხედავ _ ლოყაზე აკოცა კაცმა და გაუღიმა.
_ მადლობ ნიკუშ,_ თმაზე მოეფერა და ოთახისკენ წავიდა.
მოწესრიგების თავი აღარ ჰქონდა, არც ტანსაცმელი გაუხდია. პატარას დაბღუჯული კვატიები ნელა, შეუმჩნევლად გამოაცალა ბუთხუზა თითებიდან და გვერდით მიუწვა. ბავშვის სუნი ღრმად ჩაისუნთქა და ძლიერად მიიკრა გულზე. ეფერებოდა და ნელა კოცნიდა მონატრებულ შვილს, მის გულისცემას უსმენდა და უხაროდა რომ პაწაწინა არსებაში მთელი სამყარო ეტეოდა.
_ მე ხომ არც კი მეგონა _ დაიჩურჩულა თავისთვის და მოგონებამ მოსვენება არ მისცა.

ალექსანდრეს წასვლიდან რამდენიმე დღე გასულიყო, ის კი უბრალოდ იჯდა და ელოდა. ეგონა, რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი შეცდომა, ან სულელური თამაში იყო, რომელიც მალე დასრულდებოდა, მაგრამ როგორ მწარედ შეცდა.
აღელვებული მარია დილაობით სამსახურიდან მოდიოდა და საჭმელი მოჰქონდა, აიძულებდა რომ ამდგარიყო, მოწესრიგებულიყო, ეჭამა და საერთოდ ეარსება.
_ ყველაფერი მიდის, ყველაფერი ქრება, არაფერი რჩება_ იმეორებდა და ფურცლის ნაგლეჯს კიდევ უფრო კუჭავდა, ეს ფურცელი ხომ ის იყო, რაც მისი ქმრისგან დარჩენილიყო. რა ჭირდა? რა დაემართა? ნუთუ, ისეთი ლამაზი ვერ იყო? ნუთუ ისე ვერ უვლიდა? იქნებ, საწოლში იყო რაიმე პრობლემა? ათასგვარი შეკითხვა უტრიალებდა თავში და ყოველ დღეს იმ იმედით სუნთქავდა, რომ ალექსანდრე შინ დაბრუნდებოდა.
ერთ დილას ისევ ისეთი სიცარიელის შეგრძნებით გამოეღვიძა, ლოგინი შეათვალიერა და მიხვდა რომ სიზმარში არ იყო. მშვიდი სახით წამოდგა, წამლების ყუთი გახსნა და საძილე ებებით შევიდა სააბაზანოში. შინ დაბრუნებული მარია გახარებული იყო, რადგან ქალიშვილს მოწესრიგება დაეწყო, იფიქრა ალბათ ყველაფერი შეიცვლებაო, მაგრამ....
სააბაზანოს კარი დიდი ხნის შემდეგაც არ გაიღო, იქიდან არც საპასუხოდ ისმოდა ხმა, ამიტომ მარიამ გადაწყვიტა კარი შეემტვრია. ლიზას სხეული უგონოდ იდო ცარიელ აბაზანაში, შეშინებული ქალი უაზროდ ყვიროდა შვილის სახელს და დაბნეული ითხოვდა დახმარებას. ჯერ სასწრაფოში დარეკა, შემდეგ კი ნიკას დაურეკა და მოსვლა სთხოვა, საბოლოოდ ლიზას სხეული საავადმყოფოში დროულად გადაიტანეს და კუჭი დროულად გაუსუფთავეს, ცოტაც და აღარ იქნებოდა, აღარ მოუწევდა უაზრო ფიქრი, აღარ დაჭირდებოდა ტირილი, ლოდინი და თავის დადანაშაულება.
ამ ამბიდან ლიზას გარკვევით მხოლოდ ექიმის სიტყვები ახსოვდა, რომელიც გონს მოსულ პაციენტთან აღელვებული სახით მისულიყო.
_ როგორ მიიყვანეთ თავი თქვენს მდგომარეობაში ამ დონემდე?
_ რა მდგომარეობაში ექიმო?_ ცინიკური შეშლილის სახით უყურებდა არაფრისმთქმელ სახეს.
_ თქვენ ორსულად ხართ ლიზა._ კაცმა გაოგნებული სახით გადახედა პაციენტს და პალატა დატოვა.
_ ორსულად ვიყავი _ კიდევ ერთხელ თავისთვის დაიჩურჩულა ლიზამ და თვალები დაუმძიმდა.



№1  offline წევრი ნორმი

ასე ნუ მოგვანატრე რა თავს?უფრო მალ-მალე დადე რა ფლიზზზ
--------------------
მორფეოსი

 


№2 სტუმარი სტუმარი Chikochiko

ალექსანდრე ყველაზე დიდი არაკაცი გამოდგა. ეგ ფულიც კაი გზით რომ არაა ნაშოვნი ეტყობა. არაფრის და არავის გამო არ ღირს უფლის მიერ მოძებულ სიცოცხლეზე უარის თქმა. ძალიან შემეცოდა ლიზა. ბოლოს დავიბენი, ანუ ერთის მაგოვრად ორ ბავშვს ელოდებოდამ

 


№3  offline წევრი melanqoliki

სტუმარი Chikochiko
ალექსანდრე ყველაზე დიდი არაკაცი გამოდგა. ეგ ფულიც კაი გზით რომ არაა ნაშოვნი ეტყობა. არაფრის და არავის გამო არ ღირს უფლის მიერ მოძებულ სიცოცხლეზე უარის თქმა. ძალიან შემეცოდა ლიზა. ბოლოს დავიბენი, ანუ ერთის მაგოვრად ორ ბავშვს ელოდებოდამ

არა ნენეზე იყო საუბარი , მასზე ორსულობა გაახსენდა <3

 


№4 სტუმარი სტუმარი ნიკე

როგორც გავიგე ალექსანდრემ არ იცოდა ხო ნენეს შესახებ?

ცოტა მეტი მოგვიყევი ალექსანდრეზე, მაინტერესებს რატომ მიიღო წასვლის გადაწყვეტილება. ასე ვერ ჩამოვყალიბდი როგორ განვეწყო მის მიმართ.

ის ქალი(სახელი დამავიწყდა) ლიზი სამსახურიდან რომ გაანთავისუფლა, მაინტერესებს. საინტერესო ტიპაჟი ჩანს ძლიერი ქალის და მასზეც მოგვიყევი რა.

სიმართლე გითხრა ძლიერი ბიზნესმენი და ცხოვრებისგან დაჩაგრული გოგონას საოცარი სიყვარული ძალიან ბანალურობა იქნება.

თან ეს გოგო რომ მანამდე მიატოვეს და ახლა აქეთ ეხვეწებიან შერიგებას..

ცოტა არეულად ვწერე, მაგრამ ისეთ მზეში წავიკითხე, მეპატიება:დ აზროვნება დამიქვეითდა :დ

სულ ველოდები როდის დადებ ახალ თავს <3

 


№5  offline წევრი melanqoliki

სტუმარი ნიკე
როგორც გავიგე ალექსანდრემ არ იცოდა ხო ნენეს შესახებ?

ცოტა მეტი მოგვიყევი ალექსანდრეზე, მაინტერესებს რატომ მიიღო წასვლის გადაწყვეტილება. ასე ვერ ჩამოვყალიბდი როგორ განვეწყო მის მიმართ.

ის ქალი(სახელი დამავიწყდა) ლიზი სამსახურიდან რომ გაანთავისუფლა, მაინტერესებს. საინტერესო ტიპაჟი ჩანს ძლიერი ქალის და მასზეც მოგვიყევი რა.

სიმართლე გითხრა ძლიერი ბიზნესმენი და ცხოვრებისგან დაჩაგრული გოგონას საოცარი სიყვარული ძალიან ბანალურობა იქნება.

თან ეს გოგო რომ მანამდე მიატოვეს და ახლა აქეთ ეხვეწებიან შერიგებას..

ცოტა არეულად ვწერე, მაგრამ ისეთ მზეში წავიკითხე, მეპატიება:დ აზროვნება დამიქვეითდა :დ

სულ ველოდები როდის დადებ ახალ თავს <3

აუცილებლად დავწერ ალექსანდრეზე სრულყოფილად <3 ნინას წარსულსაც ავღწერ <3 დიდი მადლობა რომ კითხულობ შევეცდები ახალი თავი მალე დავამატო <3

Farvana
ასე ნუ მოგვანატრე რა თავს?უფრო მალ-მალე დადე რა ფლიზზზ

მაქსიმალურად შევეცდები <3

 


№6  offline წევრი melanqoliki

უცნაური მე
რა კარგი გოგო ხარ, მაგრამ არ მყოფნის ეს პაწუკა თავები.. :(
ალექსანდრე არ მომწონს, არც მომეწონება რაც არუნდა გააკეთოს მაინც.
ლიზას გამჭრიახობის იმედი მაქვს, არც გაივლის გულში რომ მას შეურიგდეს.
ალექსანდრე კი არ ვიცი რას იზავს როცა ნენეზე შეიტყობს და ცოტა მეშინია მისი რეაქციის.
იმედია ლიზა ლევანთან მივა სამსახურთან დაკავშირებით, ხომ უნდა დაახლივდნენ ცოტა..
მოკლედ რამდენი ვილაპარაკე :დდ
ძალიან მომწონხართ შენ და შენი ისტორია ❤️❤️
უი ჰოო დამავიწყდა მეთქვა ნიკოლოზი ნიკუშა მიყვარს და თითი არ დაედოს მაგ ბიჭს ❤️❤️

როგორც ყოველთვის შენს კომენტარს ველოდებოდი <3 შევეცდები რომ თავები გავზარდო <3 ლიზა აუცილებლად მივა ლევანთან :დ მიხარია რომ აქ ხარ და კითხულობ <3 დიდი მადლობა <3

 


№7 სტუმარი სტუმარი თამუნა

მეათე თავი როდის იქნება?

 


№8  offline წევრი melanqoliki

სტუმარი თამუნა
მეათე თავი როდის იქნება?

ახალი თავი ხვალ იქნება <3

 


№9 სტუმარი სტუმარი თამუნა

დაიდო მე -10 თავი?

 


№10  offline წევრი melanqoliki

სტუმარი თამუნა
დაიდო მე -10 თავი?

ბოდიშს ვიხდი დაგვიანებისთვის აუცილებლად დაემატება მალე :(

 


№11 სტუმარი სტუმარი მარი

როგორ მომწონს, მაგრამ ამ ლოდინმა გამტანჯა,ესეტი დიდი ინტერვალიტ რატომ დებთ???????????????????

 


№12  offline წევრი melanqoliki

სტუმარი მარი
როგორ მომწონს, მაგრამ ამ ლოდინმა გამტანჯა,ესეტი დიდი ინტერვალიტ რატომ დებთ???????????????????

სამწუხაროდ ჯანმრთელობა არ მიწყობდა ხელს და კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს ახალი თავის წერა დაწყებული მაქვს <3

 


№13  offline წევრი Nano Goduadze

აღარ აპირებ ახალი თავის დადებას? :))))

 


№14 სტუმარი makukuna

აუუ, სად ხარ?

 


№15  offline წევრი იზუკა

ამომხდა სული(( ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა! გამოჯანმრთელებას და ჩვენს გახარებას ახალი თავით გისურვებ ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent