შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაპასკირი და ბაბუციძე 26


26-09-2018, 20:57
ნანახია 1 995

სწრაფად ჩაირბინეს კიბეები და მოსწყდნენ კიდეც მანქანით ადგილს . სანამ ბინაში ავიდოდნენ ბიჭებს შეხვდნენ სადარბაზოსთან , და ერთად ავიდნენ . მესამე სართულიდან ხმამაღალი კამათის ხმა გამოდიოდა და მაშინვე მიხვდნენ რომ სწორეედ მივიდნენ.
-რა ვქნათ პირდაპირ შევიდეთ ? თუ დაველოდოთ?
ვეღარ ითმენდა ქებურია.
-შევიდეთ რაღას დაველოდოთ
-იარაღი ყველას გაქვთ?
- კი ბრატ არამგონია დაგვჭირდეს მაგრამ თუ რამე შუბლს გავუხვრეტავთ.
-ბიჭო ბაბუცაც აქ არის მემგონი ხმა გესმის? მაშინვე ეცნო გაბელაიას ბაბუციძის ხმა .
იქ რომ მიდიოდნენ ზუსტად იცოდნენ რომ როსტოვსკი და მისი ბიჭები დახვდებოდათ. მაგრამ გიორგი ბაბუციძეს არ ელოდნენ . რუსეთში ეგონა ყველას და იყო კიდეც , მაგრამ როგორც დანარჩენები ისიც ეძებდა დათო როსტომაშვილს. ერთი კვირის წინ კვალში ჩადგომაც მოახერხა და ბოლოს თბილისში , ვერაზე ერთ სახლში მიადგა.
- შევიდეთ რა რაღას ველოდებით.
-კარი ღია იყო და ბიჭებიც ფრთხილად შევიდნენ. იარაღი არცერთ ამოუღია თუმცა ყველა მზად იყო უყოყმანოდ გაეხვრიტათ შუბლი იმ მოუშორებელი ჭირისთვის როსტოვსკი რომ ერქვა.
-აი ძმაო ესენიც გამოჩნდნენ , ეხლა ნაღდად სრული შემადგენლობით ვართ . როსტოვსკიმ ოთახში შესული ბიჭები დაინახა და კომენტარმაც არ დააყოვნა. ოთახის შუაგულში იდგნენ ბაბუცა და როსტოვსკი იარაღით ხელში , ერთმანეთს უმიზნებდნენ და სროლა ვერცერთს გაებედა რაც არცერთის საქციელს გავდა.
- თქვენ რაღა გინდათ აქ . ბაბუციძე შეტევაზე გადავიდა
- ვახ ბაბუციძე , როგორ იცი ხოლმე რა ყველაფერი საუკეთესო მარტო შენთვის გინდა. ჩვენც გვინდა დესერტი და აი მოვედით კიდეც . ნიკა დანელიამ არ დააყოვნა პასუხი
-დიდი ხანია არ მჭერია , მომნატრებია ბიჭოოოო .
-ეეეე ბიჭებო ეს უსამართლობაა ბევრნი ხართ მარა არაუშავს სულ უსამართლოდ არ მექცევა ეს ცხოვრება?
დუდუ იდგა გაშეშებული და ვერ გაეგო რა გაეკეთებინა. დაეფიცებოდა ყველაზე მეტად ის უნდოდა რომ შუბლი საკუთარი ხელით გაეხვრიტა მის წინ მდგარი ადამიანისთვის რომელმაც უამრავი პრობლემა შეუქმნა მაგრამ ალბათ ვერ მოახერხებდა . ბაბუციძე ისეთი ზიზღიანი თვალებით უყურებდა სროლას კი არა ლაპარაკსაც არავის დააცდიდა.
- კაროჩე ჯერ ხო არ გველაპარაკა? კითხვები ეგქნებათ . აი მაგალითად პაპასკირს ექნება კითხვა
-რა ყ********** ლაპარაკობ ბიჭო დაუშვი იარაღი.
-დავუშვებ მაგრამ აი ბაბუცამაც დაუშვას თორე უთანასწორო ბრძოლა იქნება და რა პონტია
-ბაბუც დააცადე აბა თქვას რისი თქმა უნდა და მერე დავბრიდოთ
-შენ ნუ მასწავლი რა უნდა ვქნა პაპასკირი , ცოცხალს ვერ გვაუშვებ
-არც არავინ გთხოვს პროსტა ცოტა ხანს მოიცადე რაა , ვიხალისოთ.
ცოტახანს იფიქრა ბაბუცამ და ბოლოს დაუშვა იარაღი, დივანზე ჩამოჯდა და დაბრძანდიო ხელით ანიშნა როსტოვსკის. ისიც მის პირდაპირ ჩამოჯდა. დანარჩენებმაც იპოვეს ადგილი, ზოგი ფანჯარასთან იდგა , ზოგი კედელს მიყუდებოდა დუდუ სავარძელში იჯდა ბაბუცას გვერდით .
-აბა ამოიღე ხმა რა გინდა რა ცირკს დგამ
-ეეე ნუ ხარ ესეთი მოუთმენელი რააა
-ეეე ბიჭო ხო არ უყ******* შენ ეხლა გასართობად არ მოვსულვარ
- ბაბუც დაწყნარდი
-აი ხო ხედავ ბაბუციძე დუდუს საუბარი უნდა ეტყობა კითხვები აქვს . ჰა დუდუ არ გაინტერესებს რატომ ვურეკავდი კატოს ? რა მინდა მისგან ?
ჰა ? თუუუუ მოიცა მოიცა ალბათ არც იცი რო ველაპარაკებოდი არა ?
-რას ბოდავს ბიჭო ვის ელაპარაკებოდა?
- დაწყნარდი შენ კიდე რა მოგივიდა . ამჯერად დანელიამ გააჩერა.
-ხელი გაწიე , ბაბუცამაც მაშინვე შეუღრინა.
-დაწყნარდი რაა , პირველი შენ ესვრი აცადე გასარკვევი აქვთ რაღაცები.
- და რო არ მცოდნოდა გგონია ეხლა აქ მოვიდოდი? დუდუმ გაგიკვირდებათ და სრული სიმშვიდიდთ უპასუხა. - რა გინდა კატოსგან !
- რა მინდა ? ! რა მინდა ! რა მინდა და სიმართლე გითხრა რომ გავიტაცე , აი პირველად რომ ვნახე რა იმის მერე კაი ხანი ვფიქრობდი და მეც ვერ გამეგო რა მინდოდა , მარა მერე ჩემი მოკვლის საშუალება რომ არ მოგცათ მაშინ მივხვდი რაც მინდოდა . პროსტა არ გამიმართლა რაა , დამასწარი . არა მე სიმართლე რომ გითხრა მიკვირს რა უნდა შენთან რა ნახა შენში ეგეთი მაგრამ ფაქტია ნახა . და იტოკში დავიკიდე რააა . რაც არის არის . აქ სხვა ბაზარია ვაფშე .
-რა ბაზარი . დუდუმ ისევ ისეთი სიმშვიდით დაუსვა შეკითხვა.
-ეგ მე და ბაბუცას გვეხება . მარა პრინციპში თქვენ ხო ერთი ოჯახი ხართ ,საერთო პრობლემები უნდა გქონდეთ .
-ეეე ამოღერღე რა მალე ბიჭო. ბაბუცა უკვე მოთმინებას კარგავდა.
- კაროჩე ეტყობა მართლა არაფერი იცით არა ?
-რა უნდა ვიცოდე პიჭო რა ყ******ობებს ლაპარაკობ
- მაშინ ასე ვქნათ სანამ სროლაზე გადავალთ ერთ პატარა ისტორიას მოგიყვებით .
- არასდროს გიფიქრიათ მაშინ იმ ნარკოტიკების ამბავიმაინცდამაინც თქვენ რატო შემოგთავაზეთ? საქართველოში ბარიგების მეტი რა არის , მაინცდამაინც თქვენთან რატო მოვედი არ გიფიქრიათ მაგაზე? მუხლებზე ჩამოეწყო ხელები და ზედ დაყრდნობოდა, ისეთი მშვიდი სახე ჰქონდა არასდროს რომ არ ჰქონია, ალბათ იცოდა რომ იმ საღამოს ყველაფერი გაირკვეოდა, შეიძლებოდა დასრულებულიყო კიდეც ან პირიქით დაწყებულიყო ახალი თავი მათი ისტორიის .
- პაპასკირის მამა და მამაშენი ბიზნეს პარტნიორები იყვნენ , ეგ იცოდით?
დუდუმ და ბაბუცამ ერთმანეთს გახედეს.
- მერე? იკითხა ბაბუციძემ
-მერე ის რომ შოკოლადების ბიზნესი ნამდვილად არ ჰქონიათ. წამალი შემოჰქონდათ. არ ყიდიდნენ მაგრამ გამყიდველებამდე მაგათ მიჰქონდათ, ყველაზე მთავარ როლს ასრულებდნენ და სხვათაშორის კარგად .
-რა ს********* ლაპარაკობ სულ გაგიჟდი? დუდუმ აშკარად არ იცოდა რაზე ლაპარაკობდა .
- აბა მარტო მანქანების შემოყვანით თან მარტომ მამაშენმა მილიონები იშოვა ?
სერიოზულად ეგეთი შტერი ხარ პაპასკირი?
-ან შენ ბაბუც ფოთიდან მამაშენის გემები რო გადიოდა და შემოდიოდა გგონია ცარიელი იყო ? და თევზი გადაჰქონდა? მამაჩემი რუსეთიდან აწვდიდა და იმათ კიდე აქ შემოჰქონდათ უპრობლემოდ , მაშინ კონტროლიც არ იყო ისეთი ეხლა როა . კარგად აწყობილი მექანიზმი ჰქონდათ . მერე მამაჩემი მოკვდა და მე გადავიბარე ბიზნესი .არცერთია ცოცხალი , მაგრამ მეგონა თქვენ გააგრძელებდით იმათ საქმეს თქვენ კიდე უარი მითხარით და დამოუკიდებლად ვცადე . უფროსწორედ მთლად დამოუკიდებლადაც არა მარა მთლიანი ტავარი ჩემ თავზე ავიღე და მივქარე კიდეც.
სიბრაზე , ზიზღი, გაოცება ყველაფერს ერთდროულად ამოიკითხავდით იმ წუთას პაპასკირის და ბაბუცას სახეზე. კიდევ უფრო გაოცებულები იყვნენ ბიჭებიც. ყოველთვის უარს ამბობდნენ ნარკოტიკებით ვაჭრობაზე , მაგრამ ეს საქმე თუ ასე ახლოს იყო მათთან ვერასდროს წარმოედგინათ.
- გამიკვირდა უარი რო მითხარით , მაგრამ იმაზე მეტად არა ერთი კვირის წინ რო გამიკვირდა . ცოტახნის წინ რო მკვდრად გამომაცხადეს გაიგებდით ალბათ , ხოდა ვიფიქრე ისედაც მკვდარი ვგონივარ ყველას და ბარემ გავქრებითქო და გადავწყვიტე ჩემი ნაცნობობა გამომეყენებინა და მამაჩემის ბავშვობის ძმაკაცს მივაკითხე , ის უნდა დამხმარებოდა. მიხაილოვია ერთი იური , კარგი კაცია , მამასთან ხშირად მოდიოდა ხოლმე . ხოდა მეც მივედი ვილაპარაკეთ ერთი საიდუმლო გამანდო . აბა თუ გამოიცნობთ რა ! ვერ გამოიცნობთ ტყუილად ვლპარაკობ.
ბაბუც რამდენი წლის ხარ? 30 ის არა ? შენზე ერთი წლით დიდი ვარ და დაგენიძლავები სისხლის ჯგუფი 1 უარყოფითი გექნება , აბა იმას მაინც თუ გამოიცნობ ეგ საიდან ვიცი , მარა საიდან გამოიცნობ , აი მე მაგალითად ვერ გამოვიცანი .
- ტვინს აგიდუღებ ბიჭო , რეებს ბაზრობ შენ ვაფშე . უკვე მოთმინებას კარგავდა ბაბუციძე
- მოიცა ეეე ეხლა არ თქვა ძმები ვართო . ისე წამოროშა დანელიამ ვერც გაიაზრა.
ამ დროს კატო და ნინი უკვე კედლებზე დადიოდნენ . იმის მერე რაც სახლიდან გავიდნენ ბიჭებზე არაფერი გაეგოთ. არც დუდუ , არც ნიკა და არც დანარჩენები ტელეფონს არ პასუხობნენ . ბაბუცასთან დარეკვა არც უფიქრია კატოს რუსეთში ეგონა .
- ვაიმე კატო უკვე ცუდად ვარ ნეტა ხო კარგად არიან ?
-არ ვიცი ნინი იმედია როსტომაშვილი არ დაბრუნდა თორე ნამდვილად შემოაკვდება დუდუს
-უუფ ესენი კარგად იყვნენ და ის ჯანდაბაშიც წასულა
- ეგრე ნუ ამბობ ცოდოა
-კატოოოოო კიდევ ერთხელ იტყვი მაგას და მოგკლავ
-ადამიანია ნინი , ვერ გამიმეტა ხო ხედავ თორე ჯანდაბაში მე უნდა ვიყო ეხლა
-ზუსტად მაგიტომ უნდა იყოს ჯანდაბაში რო იმ ავადმყოფ ტვინში ეგეთი აზრი მოუვიდა
- აუუ კარგი ხო , კარგი დამაწყდა ნერვები .



№1 სტუმარი სტუმარი Salo_O

აუუ ძალიან პატარა თავიი იყოო მარაა საინეტერესოოონდაა ნამდვილად გავგგიჟდებიი როსტომაშივილი დაა დუდუ ძმები როიყვნენ სრულ შოკს მივიღებ

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა

გარდა იმისა რომ პატარა თავებს დებ ძალიან წელავ, თან ამას პლუს აგვიანებ, რომ გამეხსენებინა სად გაჩერდი წინა თავის წაკითხვა დამჭირდა. მკითხველს დაკარგავ ასე

 


№3  offline წევრი nini :)

თუ მალე დადებ კარგს იზამ ხოლმე.....
მეც წინა თავი გადავიკითხე რომ გამეხსენებინა სად დამთავრდა ისტორია..... მართლა დაკარგავ ასე მკითხველს..... გასაგებია შესახლოა პრობლემები გქონდა ან მუზა არ გეწვია...... მომეწონა რაც მთავარია..... მაგრამ გავგიჟდები როსტოვსკი და დუდუ ძმები რომ აღმოჩნდნენ..... სრული შოკი იქნება.....

 


№4 სტუმარი სტუმარი lia

ra saintereso adgize gaherdi.saswrafod dade axali tavi.

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა

nini :)
თუ მალე დადებ კარგს იზამ ხოლმე.....
მეც წინა თავი გადავიკითხე რომ გამეხსენებინა სად დამთავრდა ისტორია..... მართლა დაკარგავ ასე მკითხველს..... გასაგებია შესახლოა პრობლემები გქონდა ან მუზა არ გეწვია...... მომეწონა რაც მთავარია..... მაგრამ გავგიჟდები როსტოვსკი და დუდუ ძმები რომ აღმოჩნდნენ..... სრული შოკი იქნება.....



დუდუ და როსტოვსი როგორ იქნებიან, ბაბუცას კითხა????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent