სტუმრობა საიქიოს თავი II (მელოდია მოგონებებიდან)
მანამ სანამ კიბეზე ამომავალი ლიზას მძიმე ფეხის ნაბიჯების ხმა და ფიქრები არ მომესმა, არ შევუყოვნებივარ ამას მაგრამ გავბრაზდი, რადგან მან ჩემი არაჩვეულებრივი იდილია დაარღვია... - იდიოტო, დაუწიე ბავშვს სძინავს! არ გესმის?!- ყურადღება რომ არ მივაქციე გაღიზიანდა.- საზიზღარო... - ჩაილაპარაკა და სწრაფი მაგრამ მძიმე ნაბიჯებით ჩაირბინა კიბე, ისევ იმის შიშით რომ თავი არ გამეტეხა მისთვის როგორც ერთხელ გავაკეთე ეს, მაშინ ტვინის შერყევა მიიღო და ერთი თვე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო, იმ დროს ჯერკიდევ არ ჰყავდა ნოა, ის მისი არაკანონიერი შვილია, ამიტომ ნოა დედამ და მამამ იშვილეს რათა მისი ბავშვობა ბავშვთა სახლში არ გაეტარებინა. ეს იყო მაშინ როცა ჯერკიდებ ახალი გადმოსულები ვიყავით საცხოვრებლად, ზუსტად გადმოსვლის შემდეგ გაიცნო ვიღაც ტიპი და ურთიერთობა დაიწყო მასთან, მე არ მომწონდა ის ვიღაც უტაქტო, ენაბილწი, ვუთხარი ერთხელაც მაგრამ არ მომისმინა, ამიტომ ამის შემდეგ აღარ ჩავრეულვარ მის ცხოვრებაში, გაუტეხა იმ ბიჭმა გული და მეც გავუტეხე მას ის თავი, უბრალოდ ჭკუა ვასწავლე, მაგრამ სიკვდილისთვის არ გამიმეტებია, ცივსისხლიან სულიერი ნამდვილად არ ვიყავი რომელიც ერთადერთ სიცოცხლეს წაართმევდა მას, ვისი სიცოცხლეც ჩემთვის არ მოუბარებიათ... ჭორები მალევე გავრცელდა ჩემს დაზე და ამ ცხოვრებისეული ხარვეზის გამო მე შევწყვიტე სწავლა, გარკვეული ხნის განმავლობაში, იქამდე მაინც სანამ არ ჩაცხრებოდა აგორებული ჭორები, დაგროვილი გაცდენების გამო სკოლა ჩემს გარიცხვას აპირებდა, მაგრამ მამაჩემის კავშირებით და ძალებით დამაბრუნეს. მამა ლიზას არ აღიარებს შვილად მაგრამ ზოგჯერ მამური ინსტიქტები იღვიძებს მასში და ისევ დახმარების ხელს უწვდის მას, როგორც ეს ერთხელ გააკეთა როცა ნოა იშვიდა, დედა კი ყოველთვის ლმობიერი იყო შვილებისადმი და არც ამის გადატანა გასჭირვებია. James Bay - Let It Go... მუსიკას ჩავუწიე და შეძლებისდაგვარად გავაგრძელე ხატვა, მონასმები ფრთხილი და დაკვირვებული, უსიტყვოდ დადუმებულნი, მელოდიები რომლებიც სულს ეხებოდა და ჭრილობებს მიცოცხლებდა, ასევე ქარი რომელიც ერთ დიდ დრამას ჰქმნიდა... მოუხერხებლობამ სიბრაზის ნაპერწკალი გააღვივა, იფეთქა და პორტრეტი ერთი ხელის გასმით გამიფუჭდა, საბოლოოდ გავიზმორე და მარტოხელა სკამზე ჩამოვჯექი. შემოდგომის სუნი იგრძნობა ჰაერში რომელმაც სახე ყინულზე ცივი გამიხადა, და ყინულივით ცივი პიროვნებების ავტოპორტრეტი, რომლიდანაც არარსებული და მალული აურა იფრქვეოდა... რათქმაუნდა ტილოზე მე და ლუციფერი ვიყავით, წითელი საროჩკა შავ ფონზე საოცრად იკვეთება, ხელებიდან მომზირალი ბოროტუნა ლუცის თვალები ერთადერთი მწვანე ფერი იყო ნახატში, ჩემი სახე კი არარსებული... სწორი შავი თმები ლუცის შავ ბეწვს ერწყმოდა და მხოლოდ ათინათები გამოყოფდა მათ ერთმანეთისაგან, უკუნით სიბნელეში იძირება სილუეტები და მაინც სიღრმიდან ისევ ფერებს გამოჰყავს, ასევე არის ცხოვრებაში, ვიღაც ვიღაცას ისევ ჩრდილავს როგორც ფერები ერთმანეთს. ამჯერად კიბიდან ნოა ამოძვრა და წყნარი ნაბიჯით წამოვიდა ჩემსკენ, ჩალისფერი კულულები არეოდა და ნამძინარევს თვალები დასივებოდა, ფრთხილი რეაქციით გახედა ნახატს და დააკვირდა, საჩვენებელი თითი ნიკაპთან მიიტანა და ჩაფიქრდა. - შენ ხარ და ფისო?! - მე კმაყოფილმა გავიღიმე და უხეშად გადავუსვი ბავშვს თავზე ხელი. - აბა როგორ მოგწონს ჩემი შედევრი? - წამოვდექი და ნახატის გვერდით გავიჯგიმე როგორც მამაკაცმა და ჯიბეებში ჩავილაგე ხელები. მან ხელით მანიშნა რომ კარგიაო და წყნარი ნაბიჯით საწოლზე ჩამოჯდა, შემდეგ კი წამოწვა და მალევე ჩაეძინა. ჩემს საძინებელში ტკბილად სძინავს ყოველთვის, ეს სიზმრის დამჭერების საშუალებით, მათ მართლაც აქვთ რაღაც შესაძლებლობები მაგრამ სამწუხაროდ ჩემზე ეს არ მოქმედებს, რადგან ჩემი სიზმრები კონტროლის ქვეშ ვერ ექცევა. სიზმრის დამჭერები ყოველთვის ბუნებრივი მასალისგან უნდა შედგებოდეს რათა უფრო უკეთესად იჭერდეს სიზმრებს. პლედი გადავაფარე და შეღებული ფანჯრები დავხურე. ცოტახანს ვუცქირე შემდეგ კი პირველზე ჩავედი. - ბავშვს ისევ შენთან ჩაეძინა? - მე თავი დავუქნიე და მაცივრიდან ატმის წვენი გამოვიღე. - რომ გაიგო სახლში იყავი გამოღვიძების თანავე შენთან გამოიქცა. უტაქტო და უხეში ხარ მაგრამ მაინც უყვარხარ მას... -წამიერად გავხედე მას, არ მიყურებდა, თვალს მარიდებდა, დაღონებულს მისი გულის ცემა მინიმუმამდე იყო დაყვანილი, დასაწ....ბული. არის ბედნიერი? იმაშია საქმე რომ არა, მას ხომ გვერდით არავინ ჰყავს უჟმური დის და დედის გარდა რომელიც გადაღლილი საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულს ღიმილის თავიც კი არ აქვს. და მამა რომელიც თავს საუბარსაც არიდებს მასთან. ოჯახი რომელიც დანგრევის პირასაა და დანგრევა უწერია. ოჯახი ეს სახლია რომელსაც ვაშენებთ, თითო აგური ეს თითო სიტყვაა მთელი გრძნობიდან, რომელიც თითოეულის გულის მიკარგულ განყოფილებაშია, რომელიც მალევე კვდება და ვალდებულების გრძნობა იკავებს მის ტახტს. შეუძლებელია სიყვარული ჭეშმარიტად იყოს... ორი დღე არ წავსულვარ სკოლაში და შეუჩერებლად ვხატავდი რომ მოწყენილობა რაიმეთი მომეკლა. ვუსმენლი საწოლში მშფოთვარე დედაჩემის ფიქრებს და გული მეწურებოდა, ''- ლილიან შვილო როგორ დაგეხმარო როგორ გიშველო? ნეტავ შემეძლოს ჩემი სიცოცხლის ნაცვლად შენი ბედნიერება მივიღო, არ ვხედავდე შენს თვალებში ზიზღს არ ვხედავდე როგორ იჩაგრები, ჩემო პატარა გოგონა, მაპატიე მე რომ ვერ გიცავდი და მამაშენის მონა ვიყავი მთელი ცხოვრება... მაპატიე დეეე...'' ჩემი გულისთვის მისი სიტყვები თითოეული დარტყმის გამოტოვებას ნიშნავდა, მე არავისზე ვფიქროვდი, მაგრამ ის ყოველთვის ფიქრობდა ჩემზე და ჩემს მომავალზე, მომავალზე რომელსაც შეუძლებელი იყო ეარსება, რადგან მე ამას ვგრძნობდი. მამა სულ სხვა ფიქრებით მოძრაობდა მინდოდა ჩამესამარებინა საწოლშივე მაგრამ ამის უფლება არ მაქვს მას ცხოვრება მოუვლის, მხოლოდ დედა მეცოდება სიყვარულით სავსე თვალებით რომ უცქერს ამ ადამიანს, რომელსაც მხოლოდ მოღალატე თუ შეიძლება ვუწოდოთ, რომელსაც ქვის გული აქვს. ფიქრებში მიკარგულს კი ძილმა თავისკენ როგორ გამრიყა ისევ ვერ მივხვდი... მის შავ თვალებს ვხედავ როგორც ყოველთვის, ის სახეს კაპიშონის და პირბადის მიღმა მალავს. შავებში გამოწყობილი არსება მაფრთხობს და მაშინებს, გაქცევას ვფიქრობ და უკან მოუხედავად ბნელ ტყეში გავრბივარ, ის არ აყოვნებს და მომსდევს, ისეთი გრძელი პიჟამა მაცვია რომ ფეხებში მებლანდება და მალევე ვეღარ ვმოძრაობ, სახით წითელი ფოთლებით მოფენილ ცივ მიწაზე ვენარცხები, წამოდგომის შემდეგ კი მას ვეღარ ვხედავ და სიბნელეში მხოლოდ წითელ ნათებას ვამჩნევ, ტახტს რომელსაც შავი მინერალები ამშვენებს და არემარე რომელიც მღვიმეს ემსგავსება, საშინელ სამყოფელს რომელიც ჩემში შიშს იწვევს. ლამის სუნთქვას ვწყვეტ, ისე ძლიერად მიჭერს პირზე ის და მისი ბარიტონიც იჟღერებს ყურთან. "- მშიშარა! " - ამბობს ის და სახიდან ხელს მაშორებს, მაგრამ სხეულზე შემოჭდომილ მის ზორბა ხელებს ისევ ვგრძნობ, უფრო ძლიერ მიჭერს ის. - შენ რა საუბარიც შეგიძლია?! - სარკაზმი მას აღიზიანებს და თითებს ნეკნებზე მაჭერს ლამის ჩამიმტვრიოს. - თამაში ჯერკიდევ ახლა დაიწყო! მისი სიტყვები ექოდ ჟღერს სივრცეში და შემდეგ ჩემს გონებაში, იატაკზე ოთხად მოკეცილი ვესვენე და სიმწრის ოფლები სახეზე დამთამაშებდა. სიზმარმა ისე ძლიერად იმოქმედა ჩემზე რომ თითქმის ნახევარი საათი უმოძრაობაში ვიყავი, ისევ ფანჯარა იყო შეღებული და ცივი ნიავი აფრიალებდა ფარდას. იატაკზე ფორთხიალით მივაღწიე ფანჯარამდე და დავხურე, იქვე ჩავიკეცე, მინას მივაყრდენი თავი და ღრმად დავიწყე სუნთქვა. ვიგრძენი რომ სიზმრებში საშინლად უსუსური არსება ვიყავი, ის კი ნამდვილი პიროვნებაა და ერთ დღეს აუცილებლად შევხვდები გზად მიმავალს, პირისპირ და მიწასთან გავასწორებ, მას კი ისეთი ბედნიერი სახე აღარ ექნება როგორიც მაშინ სიზმრებში, მას ჩემს პირად სივრცეში შემოჭრა არ ეპატიება. მთელი ღამე აივნის კარებთან მჯდომმა გავატარე, მივშტერებოდი მოპირდაპირე მხარეს ფანჯრებიდან შემომავალ მთვარის, შემდეგ კი დილის შუქს. კიბიდან ამომავალი ლიზას ფეხის ნაბიჯების და მისი ფიქრების ხმა მომესმა ისევ... - ლი... - სიტყვა გაუწყდა მას როცა იატაკზე მჯდომარე დამინახა, თუ უმოძრაოდ როგორ მივშტერებოდი სადღაც რაღაცას, მზერას თვალი გააყოლა მაგრამ ვერაფერი ვერ დაინახა, ფიქრობდა ეს მთლად შეიშალაო. - მოემზადე და სკოლაში წადი... - ეფიქრებოდა თუ რა მჭირდა, თვალს არ მაშორებდა კიბეზე ჩასვლამდე და ერთიდა იმავეს გაიძახოდა. " არა რა ეს მხატვრები ვერცეთი ვერაა მათ მატორზე ". გამეღიმა მის სიტყვებზე. მხატვარი?! მე მხატვრის წოდება ნამდვილად არ მეკუთვნი, მე მხატვარი ნამდვილად არ ვარ, და რთულია ამ სტატუსით წარსდგე ვინმეს წინაშე, რადგან ეს ძალზედ ხმამაღალი განაცხადი იქნება რაც სხვას გააკვირვებ. ისევ იგივე მიმართულება, ისევ იგივე გზა, ისევ იგივე ადამიანები. გადავწყვიტე ისევ დამეგვიანა და მაღაზიაში შევიარე, ალბათ მამას არ გაუგია არაფერი თორემ ფულსაც არ მაღირსებდა და სახლიდან გასვლასაც. ბავშვები ახლა უფრო მეტს საუბრობდნენ ჩემზე, ერთმანეთს უყვებოდნენ ჭორებს რომელიც მასწავლებლის და ბავშვების საშუალებით დიდმა თუ პატარამ იცოდა უბანში. ისევ ენერგეტიკულის ქილა დავიჭირე ხელში და მიმავალ ბავშვებს ვადევნებდი თვალს მაღაზიის მინის მიღნა, მინდოდა მათში სიზმრის ქურდი ამომეცნო. ყველას ეჭვის თვალით ვათვალიერებ, ამინდი ისევ მოიღუშა და ალბათ იწვიმებს, ვთქვი თუ არა ეს, წვიმა დაუშვა, ხალხი დაფრთხა და გაიქცა, ფრთხილად გავაყოლე თვალი არემარეს, ჩიხში მიმალულ ახალგაზრდას მოვჰკარი თვალი შენობას ამოფარებოდა, და შესამჩნევი იყო რომ მე მიყურებს. ეს ისაა... ნამდვილად ის... გავიფიქრე და თვალები გამიფართოვდა. ის წამებში მიიმალა, ქილა ნაგვის ურნაში მოვისროლე და ჩიხისკენ გავიქეცი, წვიმამ წამებში დამასველა, მომავალმა ავტომობილებმა ხელი შემიშალა გადასვლაში და როცა გადავედი იქ არავინ აღარ დამხვდა, ღრმად შევედი უცხო უბანში, ადამიანების ხმა არ ისმოდა, თვალი მოვკარი მაღალი სილუეტის ნაწილს რომელიც სადარბაზოში შედიოდა, გავყევი, ის გაიქცა მეც დავედევნე და ასე ავირბინეთ მთელი ათი სართული, სუნთქვა აღარ შემეძლო, სახურავზე გამავალი კარიდან გაძვრა და ათი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ შეჩერდა, ხუთიოდე მეტრი გვაშორებდა მე და მას, მუხლებს ვეყრდნობოდი და ღრმად ვსუნთქავდი, მას დაღლის არაფერი არ ეტყობოდა. - ჰეი, ხომ გამოგიჭირე არა!... - ისევ მძიმედ ვსუნთქავ და ღიმილით თითს ვაქნევ აქით-იქით. ის ისევ უმოძრაოდ დგას და მიყურებს, თავს ცოტათი მარცხნივ ხრის და ვგრძნობ მზერას რომელიც მაშინებს და მაფრთხობს ისევ, ის ისევ შავ სამოსშია, კაპიშონი, ნიღაბი, თვალები. რათქმაუნდა არ შევმცდარვარ როცა ეს სახიფათო ნაბიჯი გადმოვდგი და გამოვყევი მის კვალს, მინდა გავიგო ვინარის და ახლავე დავუსვა წერტილი ამ გაუგებრობას, მინდა ნიღაბი მოვხსნა, მანამდე ვრცდილობ მის ფიქრებში ჩავიხედო, მაგრამ არ გამომდის ფიქრები ჩაკეტილი აქვს. - ვინხარ? რაგინდა? რატომ დამსდევ სიზმრებში? რატომ მკლავ? და 10 წუთის წინ მითვალთვალებდი კიდეც... მსურს კითხვებზე პასუხის გამცე. - დუმს, ეს მაცოფებს. ნაბიჯს ვდგამ მისკენ, ის კი იხევს უკან ყოველ ჩემს გადადგმულ ნაბიჯზე. საბოლოოდ კი გარბის და შენობიდან ხტება, პირღია დამტოვა, გადახედვისას ის უკვე მიწაზე იყო ერთიც ამომხედა და გაიქცა, გაოგნებული ვიყავი ამ წარმოუდგენელი სანახაობით, გაქრა და ჩალაგამოვლებული დამტოვა შენობის მეათე სართულზე. რაც უფრო ვიზრდები და ვყალიბდები მით უფრო მეტს ვიგებ სამყაროს შესახებ... ამოუცნობ მოვლენებზე... მაგრამ ის რა არსება იყო? გაგიჟება შეიძლება... დასკვნებს ჯერ ვერ გამოვიტან, ისევ დაველოდები მის გამოჩენას და შევეცდები ერთი სიტყვა მაინც დავაცდენინო ამ მუნჯს. სკოლაში მეორე გაკვეთილზე მივედი, უკანა ეზოს ღობედან გადავძვერი ისე რომ არავის დავენახე და ერთი ამბით შევიპარე კლასში, ბავშვებმა მანამდე ვერ შემამჩნიეს სანამ ზარი არ დაირეკა. ჩემი მერხი ისევ ისეთ ცუდ დღეში იყო, დამნაშავეს დავადექი თავზე, მან წყნარი და უდარდელი სახით ამომხედა, შემდეგ კი წამოდგა და ზემოდან დამყურებდა მშვიდობის მქადაგებელივით, თითქოს ჩემში ბოროტი სული იყოს და უნდა განდევნოს. - რამ შეგაწუხა? - ხელში ჩუპაჩუპსი დაატრიალა და პირში გაიქანა, უკმაყოფილომ ხელი დამიჭირა და მითხრა, - აბა ყოვლისშემძლევ მომავალზე მითხარი რაიმე... - რათქმაუნდა მე ყველაფერს ვხედავდი... ყველაფერი დავინახე ყველაფერი... - არ აქვს აზრი, არ დამიჯერებ! - ავიჩეჩე მხრები, მინდოდა გავეშვი მაგრამ არ მეშვებოდა. - მიდი, მიდი მითხარი ყოვლისშემძლევ! - დამცინავი ტონით გადმომხედა, ბავშვები ღიმილს არ იშორებდნენ სახიდან, ეს რათქმაუნდა ცინიკური ღიმილი იყო, რომელსაც შიშის ნაპერწკლები სცვივოდა. - დღეს 16 საათსა და 43 წუთზე შენ ავტომობილი დაგეჯახება... როცა შენ გეგონება რომ ის ვიღაც გზას დაგითმობს. - წინადადება დავასრულე და მისი ხელი მოვიქნიე, წყნარი ნაბიჯით წავედი მერხისკენ. მან გადაიხრხარა, რათქმაუნდა სახეზე შიშიც დაეტყო მაგრამ არ შეიმჩნია და საუბარი გააგრძელა ბავშვებთან, ადელინი ეჭვის და ზიზღის თავალით მიცქერდა, ის ხომ საიმონის შეყვარებულია რათქმაუნდა ვერიტანს მის სიახლოვეს რომ მხედავს. მაგრამ ეს არც მაღელვებს, არც მამშვიდებს და არც მადარდებს... ძირითადად მოკლე მონაკვეთიან სცენებს ვხედავ, საიმონის შემთხვევაშიც ასე იყო, არვიცი რამდენად ძლიერ დაშავდება და როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ დროში არასდროს შევმცდარვარ. სახლში ისევ წვიმა მიმაცილებს და ქარი რომელიც დროდადრო თმებს მიფრიალებს. Bad wolves - zombie... მუსიკა ბოლომდე ჟღერს ყურსასმენებში, საოცარ შეგრძნებას მიტოვებს, არ მაქვს წარსულზე ფიქრის სურვილი... მაგრამ მუსიკა ყოველთვის დაგვაფიქრებს წარსულზე, იმაზე რაც ამ მუსიკას აკავშირებს წარსულ მოგონებებთან... ამინდი, სურნელი, წელიწადის დრო, თავს მაკარგინებს და მოგონებებში გადავყავარ, მახსენდება ჩემი ბავშვობის მეგობარი ჩარლი, ყველაფერი რაც მტკივნეულია ჩემთვის. ის სადღაც 14 წლის თინეიჯერი ბიჭი იქნებოდა, არასდროს არ იყო ბედნიერი და გაღიმებული, მუდამ მარტოხელა საქანელაზე იჯდა, მარტოხელა კი იმიტომ ერქვა რომ, ამ საქანელებზე ჩემს გარდა არავინ ჯდებოდა, ბავშვებს ჩარლი აფრთხობდა და ასე გახდა მიტოვებული, მარტოხელას საქანელები... გადავწყვიტე ყვავილების მაღაზიაში შემევლო და შეგროვებული ფულით რაიმე მეყიდა. შესულმა ყვავილების მძაფრი სუნი ვიგრძენი, ფერადი ყვავილები ლარნაკებში ედაგა, მინასთან ახლოს კი ქოთნის მარადმწვანე მცენარეები მათ შორის კაკტუსებიც, რომელებიც ერთერთი ჩემი ფავორიტია, მე კაკტუსებს ადამიანებს ვადარებ, მათ თუ შეეხები დაზიანდები და ძლიერ ჩხვლეტას იგრძნობ რაც გამოგაფხიზლებს, მიგახვედრებს რომ ყველას არუნდა მიუახლოვდე და არუნდა ენდო. გაგიჩენს სურვილს რომ მას აღარასდროს გაეკარო, კაკტუსები ასევე ჰგვანან ქალებს რომლებიც თავს არავის გაუყადრებენ და ყოველთვის თავიანთ სიმაღლეზე დგანან, რომელსაც ვერ მოეფერები მაგრამ მისი ცქერა შორიდან სასიამოვნო საყურებელი არის ყოველთვის... ცხოვრება სასტიკია... ადრე თუ გვიან ამას აუცილებლად გაიგებ... ჩარლი მენატრება... ის ჩემი განუყრელი მეგობარი იყო, რომელთანაც საუბარი ნებისმიერ დროს სასიამოვნო იყო ჩემთვის, მან ბევრი რამ იცოდა და მიყვებოდა კიდეც უამრავ ისტორიებს, მის ცხოვრებაზე რომელიც ყოველთვის თრგუნავდა მას... ის გაზით გაიგუდა ბინაში, ქალაქგარეთ წასულმა მშობლებმა მხოლოდ ერთი დღით დატოვეს ის სახლში, მაგრამ როგორც ჩანს ეს საბედისწერო დღე აღმოჩნდა მისთვის... ის ყოველთვის იმეორებდა იმას რომ ძილისწინ კარგად შეამოწმა ყველაფერი და ისე წავიდა, ის ამბობდა რომ მის სახლში ვიღაც იყო და მან გაუშვა გაზი... მაგრამ საბოლოოდ იაზრებდა იმას რომ ახლა ის ვეღარაფერს შეცვლიდა, ის უკვე მკვდარი იყო... საქანელები ერთადერთი რამ იყო რაც მას უყვარდა, მე მაშინ იშვიათად გავდიოდი სახლიდან რადგან მშობლები და ოჯახის წევრები ხალხთან კონტაქტს მიშლიდნენ, მათ ეშინოდათ რაიმე არ დამეშავებინა სხვებისთვის, მაგრამ რაცარუნდა იყოს მეგობრობა ჩარლის გარდა არავის სურდა ჩემთან, მისი გადმოცემით ის 2008 წლის 13 ნოემბერს მოკვდა, მან უყურა საკუთარ სხეულს როგორ ესვენა საწოლზე, მან თქვა რომ მის მშობლებს დამსხვრეული სარკეები დახვდათ და მკვდარი შვილი, ვიღაც განძრახ მოქმედებდა ასე, რათა სული პორტალის საშუალებით არ გადასულიყო სულების სამყაროში, ძველად სარკე მოიხსენიებოდა როგორც პორტალი და ასევე უამრავი მოსაზრება იყო სარკის შესახებ, მე დასკვნა ვერ გამომქონდა, თუ რას შეიძლება მოესპო მისი სიცოცხლე, იყო თუ არა ეს უბრალოდ უბედური შემთხვევა, თუ განზრახ მკვლელობა. ის ჩემი უბნელი აღმოჩნდა და ამიტომაც ის მალევე გამოჩნდა საქანელებზე. გახარებული იყო იმით რომ მე ერთადერთი ვიყავი ვინც მას ხედავდა და შეეძლო ესაუბრა ჩემთან ყოველთვის როცა სურვილი გაუჩნდებოდა... ახლა ყველაფერი საეჭვოდ მეჩვენება და ინტერესი გამიჩნდა იმ ამბიდან ამოტივტივებული ფაქტების გამოძიება, განზრახ სიცოცხლის მოსპობაზე... სურვილი გამიჩნდა ჩემს მშობლიურ ქალაქში ჩასვლის, ალბათ ეს ჩარლის გამოა. მონატრებული ბებიას და ბაბუას სითბო რომელიც უკვე 4 წელია მაკლია, ღიმილი რომელიც მამშვიდებდა და ძალას მაძლევდა, თბილი ხელები რომელიც ჩემს გათოშილ თითებს ათბობდა, მონატრება რომელმაც ამ წამს ძლიერ შემიპყრო და ასე სპონტანურად გამიჩინა სურვილი იქ გაქცევის, საიდანაც დავიწყე არსებობა. შეიძლება არსებობდეს ისეთი რამ რაც მაბედნიერებდეს ეს იქნება მივიწყებული ადამიანების ნახვა და ჩარლის დაბრუნება, რაც შეუძლებელია. ჩარლის მშობლების ნახვა მსურს, ძალიან მაინტერესებს ისინი როგორ ცხოვრობენ ჩარლის გარდაცვალების შემდეგ, როგორ გადაიტანეს ეს ყველაფერი და საერთოდ ცოცხლები არიან თუ არა. ულამაზესი სედუმი ავარჩიე პატარა ქოთნით და სახლის გზას დავადექი. ქოლგის დაჭერა მიჭირს ყვავილთან ერთად, გამივარდა კიდეც ის ქარმა წაიღო, მაგრამ ვიღაც ახალგაზრდამ დაიჭირა და გამართული ქოლგით ჩემსკენ წამოვიდა წვიმა უკვე მასველებდა, თითქოს შენელდა კადრები მაგრამ მისი სახის დანახვაც ვერ მოვასწარი ისე სწრაფად მომაჩეჩა ქოლგა ხელში და ჩამიარა, აღნაგობით როგორ ვერ მივხვდებოდი?! ეს ხომ ის იყო... ქოლგას გავუშვი ხელი და მისკენ გავიქეცი მაგრამ ვერსად ვეღარ დავინახე... ის ხალხს შეერია რომლებიც სახლში, მაღაზიაში ან სამსახურში მიიჩქაროდნენ ღამის ცვლაში. აღარსად ჩანდა არც ქოლგა და არც ის, სადღაც გაქრა თითქოს. აღარც მგზავრობის ფული აღარც ქოლგა ასეთია ჩემი ბედი... დაღონებულმა დავუყევი გზას, ხალხის სახეებს ვაიგნორებდი რომლებიც გაოგნებულები მიყურებდნენ და ვეცოდებოდი. არ მჭირდება მათი შეცოდება... არ მჭირდება... სახლში შესულს ნოა მომეგება, ელოდა როდის მივცემდი მის საყვარელ ფერად, უზარმაზარ ჩუპაჩუპს... - რატო ხალ სველი?! - ცისფერ თვალებს აცეცებს ჯიბეებისკენ და ქერა კულულებს ყურსუკან იწევს, გარეგნობაში ნამდვილად მამას ჰგავს... მაგრამ ხასიათით არც ერთს და არც მეორეს. ფრთხილად დავაძვრინე სველი ჯინსის ქურთუკიდან და ნოას გავუწოდე, გაირინდა, გახარებულმა დამსტაცა ხელიდან. - საუკეთესო დეიდა ხარ ლილლლ...- ის მისაღებისკენ გაიქცა, მე კი ფრთხილად წავედი კიბისკენ. - ლილიან! საით? - მოულოდნელი იყო ადელინის ხმის გაგონება. გამახსენდა წინასწარმეტყველება. - შენ აქ რასაკეთებ? - თანაც არა მარტო ის მასთან ერთად პენელოპეც. ადელინს ობლად გადმოუგორდა ცრემლი, ფარისევლობის ობოლი ცრემლი. - იცი თუ არა როგორ ცუდადაა საიმონი?! - აყვირდა ის, მკლავებში მწვდა და უხეშად შემანჟღრია. - მას შენ გაუკეთე არა რაღაც? ამოიღე ხმაა! - არ მეშვება ის. - მე თავი დამანებეთ! - გადავხედე მის კუდსაც რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს ადელინს. - მე არაფერი არ გამიკეთებია, ეს მისი ბედისწერა იყო! ბე-დის-წე-რააა გაიგეთ! - ხელს ვერ ვაშვებინებ ამ ჟირაფს ისევ გაცეცხლებული დამჰყურებს ზემოდან. - როგორ ხარ ასე მშვიდად?... - ყურიც არ შემიპერტყავს მის სიტყვებზე - რა უგულო ხარ... ნამდვულად ქვის გული გაქვს ! - შენ კიდევ ფარისეველი ნაგავი ხარ! - ამ სიტყვებმა ის გააცოფა და ხელი მკრა, ზურგით დავვარდი იატაკზე, ყვავილის ფოთლები დაილეწა, მიწა გადმოიყადა, მე მხოლოდ საწყალი მცენარისკენ ვიცქირებოდი რომელიც ძლიერ დაზიანდა. მცენარეები და ცხოველები უფრო მეცოდება ვიდრე ეს ცოდვილი ადამიანები რომლებიც ამ ყველაფერს ანადგურებენ... მან ხმაურიანი ნაბიჯებით დაგაუარა ყვავილს და კარს მიღმა მიიმალა თავის კუდთან ერთად. ფრთხილად ავიღე ყვავილი და ნელი ნაბიჯებით ავიარე კიბეები... - ლილიან ყოველთვის პრობლემებს რატომ ჰქმნი?! - აგრესიული ლიზა უკან გაბრუნდა მისაღებისკენ. შევყურებდი მცენარეს და მის ტკივილს ვგრძნობდი, ტკივილს რომელიც სტანჯავდა. - ძალიან გტკივა არა? - შევეხე ფოთლებს რომლებსაც დაჭკნობა დაეწყო უსიცოცხლოდ მწოლიარეს და ნახევრად შერჩენილს ღეროზე, ცისფერი ნათება მათ ახორცებდა, ვეფერებოდი და მისი ტკივილი ახლა ჩემი ტკივილი ხდებოდა, ყვავილი კი მთელდებოდა და სიცოცხლისუნარიანი ხდებოდა. "- ის შენნაირი ლამაზია! " -მისი ხმა ძალზედ რეალური იყო ზედმეტადაც კი. მიმოვიხედე მაგრამ ვერავინ შევნიშნე. - როგორ შეძელი ჩემს გონებაში შემოღწევა? რა არსება ხარ? - ჩემივე კითხვა მეთვითონვე გავიგონე. პაუზა... " - გინდა ჩემი გაცნობა? " - მე მინდა გავიგო ვინ იყო ის ადმიანი ვინც ჩენს დაფრთხობას ცდილობდა. " - გამიცნობ არ იდარდო..." - ახ რა იდიოტი ხარ... " - შეურაწყოფაზე ნუ გადადიხარ! " - რასაც მინდა იმას გეტყვი. - დაღლილმა ტანსაცმელი გამოვიცვალე და საწოლში შევგორდი, ძილი ყველაზე კარგი საშუალება იყო დასამშვიდებლად და ყველაფრის დასავიწყებლად. ღიმილი... ეს ძალიან ლამაზი ღიმილია... უცნობი ღიმილი რომელიც ბედნიერებას ასხივებს... - ვინ ხარ ? " - ის " ჯანდაბაა... შემაშინა ისევ! უკუნითი სიბნელე იყო ჩამოწოლილი, დროდადრო ძლიერი ელვა ანათებდა ცას. ფანჯარა კი ისევ შეღებული იყო. რათქმაუნდა მე არ ვტოვებდი მას ღიას, ვიცოდი რომ ვიღაც... ვიღაც... ყოველ ღამით დაძრწოდა ჩემს ირგვლივ და დამყურებდა მძინარეს. " - უფსს... შეგაშინე? " - ეს ხმაა... ისეთი რეალურია რომ გააზრებაც კი მიჭირს, შიში მიპყრობს და ინტერესი. - რაგინდა ჩემგან? " - ნუ აღელდები, დაწყნარდი ლილიან! " - ისეთი მშვიდი ხმა აქვს, თითქოს კოზირი ეჭიროს ხელში და მხოლოდ მისი მაგიდაზე დაგდების სურვილი ამოძრავებდეს... ვხვდები მის ფრთხილად აწონ-დაწონილ სიტყვებში რაღაც მინიშნებებს მალავს. - სად ხარ? რატომ ვერ გხედავ? " - აივანზე გამოდი. " - აივანი? გულმა სწრაფად ფეთქვა დაიწყო. სწრაფი ნაბიჯით წამოვდექი და აივნისკენ გავიქეცი, გარეთ გასულს ცივი ნიავი მომხვდა და დამბურძგლა, ყურადღებით გადავათვალიერე არემარე, ადამიანის ჭაჭანება არ იყო ქუჩაში, მხოლოდ ტაქს თუ შენიშნავდით რომელიც მეზობლის ეზოდან გადიოდა და... ის რომელიც შემომყურებს, მის სახეს ვერ ვხედავ მაგრამ სახეზე მოთამაშე ღიმილს კი. ღიმილი? ის იღიმის? მე მეგონა ის ყველაზე სასტიკი არსება იქნებოდა რომელიც მხოლოდ სიკვდილს დათესავდა და არა ღიმილს. ვუყურებდი, ვაკვირდებოდი და ვხვდებოდი რომ მასში დემონის და ანგელოზის თანაბარი პროცენტობა მერყეობდა, ის არ შეიძლება ყოფილიყო დემონი... ან ანგელოზი... მაშ, რა შეიძლება ყოფილიყო? " - არგცივა? " - არა... " - საკუთარ თავს მაინც რატომ ატყუებ ? " - რატომ გარბიხარ ყოველთვის ? " - კითხვას კითხვითვე მპასუხობ?! " ისევ პაუზა... - თუ კაცი ხარ მოიხსენი ნიღაბი და დამელაპარაკე როცა ისევ შემხვდები... - ისევ ღიმილმა გადაურბინა სახეზე. " - კარგი! " წავიდა და მეც ასე უბრალოდ გავუშვი, რადგან ვიცოდი რომ ის ისევ დაბრუნდებოდა... |
ჭეშმარიტად ვალდებულების ვაშენებთ ტახტს აგური შეუძლებელია იყოს სიყვარული განყოფილებაშია მიკარგულ იკავებს
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.