შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭს,რომელიც დღემდე მიყვარს (სრულად)


27-09-2018, 23:04
ავტორი Dead girl
ნანახია 4 580

ციოდა.
თეთრი ჟაკეტი მჭიდროდ შემომეკრა წელზე და მობუზული,ფრთხილად მივაბიჯებდი ლამპიონებით განათებულ ქუჩაზე.გეგეშიძის ბაღთან გავჩერდი,ფალიაშვილზე და ტელეფონის ეკრანს უიმედოდ ჩავაშტერდი.
- სად ხარ ამდენ ხანს? - საკმაოდ ცივი ტონით მივმართე დაქალს.
- შენს თავს ვფიცავარ,ნატ,ორ წუთში მანდ ვარ. - ქლოშინით ჩამყვირა და ისე,რომ ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი ტელეფონი გამითიშა.
შორიდანვე შევნიშნე ხუჭუჭთმიანი გოგონა,რომელიც ბაღისკენ მორბოდა და თან ჩანთას ისწორებდა ორ წამში ერთხელ. გამეღიმა. მაშინვე ამოვიცანი ლილია და უკვე დამშვიდებულმა პარლამენტის ერთი ღერი ამოვაძვრინე კოლოფიდან.
- ბოდიში რა. ხომ იცი,ავტობუსები ... - უაზროდ მოჰყვა თავის მართლებას და ხელების ქნევას.
- ვიცი,ვიცი,ლილი.
სიგარეტმა სასიამოვნოდ ჩამწვა ფილტვები და ყელი.ვეღარც ვითვლიდი უკვე მერამდენედ ვიღებდი საკუთარ თავთან დაფიცებულ ბოლო ღერს.უკანასკნელ თავისუფალ სკამზე დავიკავეთ ადგილები.
- გოგო,დავრჩები ხო დღეს შენთან?! - თვალების ფახუნით მკითხა ლილიამ და სასურველი თანხმობის შემდეგ მაგრად ჩამიკრა გულში.
ხელი-ხელ ჩაკიდებულებმა უხალისოდ დავტოვეთ იქაურობა.სახლში მისულს ყველაფერი ჩაბნელებული დამხვდა.ირგვლივ ყველაფერი სიგარეტის სუნით იყო გაჟღენთილი. ძლივს ჩაძინებული ტელეფონის ხმამ,რომ გამომაფხიზლა მზად ვიყავი,მესიჯის ავტორი დაუფიქრებლად მომეკლა.~
ნიკუშა იყო,ჩემი ძმაკაცი.მომიკითხა და მეც ნახევრადმძინარემ გავეცი პასუხები.

ნიკუშა : გოგო,ჩემმა ძმაკაცმა დაგინახა დღეს ფალიაშვილზე და გამაცანიო მთხოვა

ნატუკა : თავად არ უნდა - თქო,ასე გადაეცი.

ორი წუთიც არ იყო გასული მეგობრობის თხოვნა,რომ მომივიდა უცნობი პირისგან. მაშინვე მივხვდი ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. მის პროფილზე გადავედი და ფოტოს დანახვისთანავე მოვიხიბლე.თითქოს ამ ადამიანმა ჩემში რაღაც გრძნობა ორ წამში გააღვიძა. მეგობრობის თხოვნას დაუფიქრებლად დავთანხმდი.
არაფერი მოუწერია და არც მე გამომიჩენია ინიციატივა. ღამე იყო,დაახლოებით სამი საათი,რომ გამეღვიძა.ლილიას,გათიშულს,უშფოთველად ეძინა.
აივანზე გასულმა ხელი დავუქნიე ერთგულად მომზირალ მთვარეს,რომელიც ნებისმიერ დროს მზად იყო მოესმინა ჩემთვის.
სიგნალების ხმამ დაარღვია სამარისებული სიჩუმე.
- რა ხდება? - თვალების ფშვნეტით გამოვიდა გარეთ ჩემი მძინარე პრინცესა - ეს ნიკუშაა?- მაშინვე აზრზე მოვიდა,როდესაც ნაცნობი მანქანა დაინახა.
- ვინ ნიკუშა? - გამიკვირდა.
- გოცირიძე ნიკუშა,გოგო!

თვალებს ვერ დავუჯერე ნიკუშა და ის უცნობი ბიჭი,რომ დავინახე ჩემს ეზოში.
ჩემი საყვარელი,ფუმფულა ხალათი მოვიცვი და ელვის სისწრაფით ჩავირბინე კიბეები.
- კვატო ! - სიცილით მიაშტერდა ნიკუშა ჩემს პიჟამას,ცხვურზე მწარედ მიჩმიტა და გულზე მიმიკრა.
- ეს საბაა. - გამაცნო აქამდე ჩუმადმყოფი ძმაკაცი.
მეც მეგობრულად ჩამოვართვი ხელი ახლადგაცნობილს.
- ამოდით ჩემთან - მივიპატიჟე ისინი დაუფიქრებლად.

- შენ რა,კიდევ ეწევი? - უკმაყოფილოდ აზიდა წარბები გოცირიძემ სახლში შემოსვლისთანავე.მხოლოდ თავის დაქნევით ვუპასუხე და მაცივრიდან ჩემი საყვარელი კოკაკოლა გამოვიღე.ამ დროის განმავლობაში ლილია გასუსული,დამჯერი ბავშვივით დამყვებოდა უკან.

- სულ დამავიწყდა. ეს ლილიაა,ჩემი და,
როგორც ყოველთვის დის სტატუსით წარვადგინე გოგონა.იმ ღამეს ისე კარგად გავერთეთ,იმდენი რამ გავიხსენეთ... ვერის მთვარე მზრუნველი დედასავით დამტრიალებდა თავზე. იმ ღამეს,ბიჭების გაცილების შემდეგ პირველად სამი წლის თავზე კალამი ავურე და დავიწყე წერა.
,, ძვირფასო,
იმედი მაქვს,იქ სადაც ხარ არაფერი გიჭირს და ყველაფერი კარგად გაქვს. ხომ იცი,მე შენ მიყვარხარ! ყველა არსებულ სულიერზე მეტად,მაგრამ რა ვქნა,რომ ამჯერად შენი ღალატი მიწევს?!
გეფიცები,გპირდები,მე არასდროს დავივიწყებ ჩვენს ერთად გატარებულ დღეებს.ჩვენი სიმღერები არასდროს გახდება უცხო. მე კვლავ სიამაყით ვიტყვი,რომ მიყვარხარ.
ვიცი,არ გამიბრაზდები იმის გამო,რომ შეყვარებული ვარ,რადგან სიყვარული ყველაფერზე წმინდა რამაა შენთვის.
გახსოვს?! ერთხელ მითხარი,თუ შეყვარებას დიდი დრო სჭირდება,ე.ი. ის სიყვარული ნამდვილი არ არისო...
მენატრები,მენატრები სულის შეძვრამდე და მიყვარხარ ისე,როგორც მხოლოდ მე და შენ შეგვიძლია.

მუდამ შენი..''

იმ წამს ავტირდი და ღმერთმა იცის მერამდენედ შევასკდი რეალობას მწარედ.აი ისე,თითქოს სხეულში ყველა ძვალი სათითაოდ ჩამეფშვნა.

მეორედ,რომ ვნახე ბიჭი,რომელიც მიყვარდა გაკვეთილზე მაგვიანდებოდა. მოურიდებლად ვწყევლიდი სანთებელას,რომელიც არა და არ ინთებოდა.გოგოსთან ერთად იყო. ანგელოზივით ლამაზ გოგოსთან ერთად.იმედგაცრუებულს ტკივილიანად ჩამეცინა. არის ხოლმე მომენტები,როდესაც გინდა,რომ ყველაფერი სხვანაირად იყოს.გინდა რაღაც შეცვალო,მაგრამ არაფერი გამოგდის.

- ნატ! - შორიდან დამიძახა საბამ.
მხოლოდ ნერვიულად დავუქნიე ხელი და გავიქეცი. გავექეცი ბიჭს,რომელიც მიყვარდა. იმ დღეს ნორმალურად ვერაფერი გავაკეთე ...
28 თებერვალს ,ნიკუშას დაბადების დღეზე სრულად მოულოდნელად გამოვცხადდი.
- გილოცავ,დიდი ბიჭი გაიზარდე. - ცხვირზე თითი მოურიდებლად დავკარი და ლოყაზე ვაკოცე.
- ნატა? - უკანგამობრუნებულს შორიდან მომესმა საყვარელი ხმა. ისევ საბა იყო და გვერდს ისევ ის გოგო უმშვენებდა.
იცით რას ნიშნავს სისხლის ცრემლები? თუ არ იცით იმედი მაქვს ხვდებით მაინც. ბიჭმა გვერდით მყოფს რაღაც ანიშნა და ჩემკენ სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა.
- ნატ კარგად ხარ?
- ჰო, რა თქმა უნდა.

მინდოდა მეთქვა,მინდოდა მეყვირა,რომ არ ვიყავი კარგად,მაგრამ ყველაფერი დავუმალე ბიჭს.
დავუმალე ბიჭს,რომელიც მიყვარდა.
აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი ისე აღმოვჩნდი მის ძლიერ მკლავებში.
იმ წამს სუნთქვა შემეკრა.ყველა ემოცია ერთდროულად მომაწვა შინაგანად.
- უნდა წავიდე... - ძლივს ამოვილუღლუღე და უკანმოუხედავად გავიქეცი.

ისევ გავიქეცი.
ღამის თორმეტ საათზე სასაფლაოს მიუვალ გზას მხოლოდ ანთებული სიგარეტისა და ტელეფონის ფანრის შუქი ანათებდა.იმ ღამით,არც მთვარე იყო კაშკაშა და არც ჩემი საყვარელი ვარკვლავები კიაფობდნენ ცაზე. ნაცნობი საფლავის დანახვისას გავჩერდი. ღრმად ჩავისუნთქე და მიწაზე ჩამოვჯექი.
- გი,იცი რამდენი რამ მაქვს მოსაყოლი?! იცი როგორ მენატრები?
ახლა ცრემლებმა ნამდვილად გადმოაბიჯეს ჯებირებიდან.

თხრობას მძიმე ამოსუნთქვით ვასრულებ.უფრო სწორედ,იძულებლი ვარ დავასრულო,რადგან გაგრძელება აღარ შემიძლია.წინ თექვსმეტი წლის ლამაზი გოგონა მიზის.
- შენ არაფერი გაგიკეთებია მისთვის? - მეკითხება გაკვირვებული.
- არა,ის ბედნიერი იყო. სიყვარულიც სწორედ ესაა,მისი ბედნიერება,რომ საკუთარ ტკივილს გავიწყებს.ჩვენ დავრჩით კარგ მეგობრებად,რომლებიც არასდროს არაფერს უმალავდნენ ერთმანეთს.
- და ახლა,რომ აქ იყოს რას იზამდი? - მეკითხება იმედით სავსე. მე დანაოჭებულ ხელებს სინანულით ვუყურებ.
- არაფერს. ისევ არაფერს ვეტყოდი ბიჭს,რომელიც დღემდე მიყვარს.

გოგონა მეხუტება. მე კვლავ ვცდილობ ვერ წამოსული ცრემლების შემშრალებას.



№1 სტუმარი სტუმარი anuchki

Vai dediko Ra kargia daberda da mainc uyvars,me sicxiani vkitxulob axla telefonit da guli amichuyda

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიკო

ვაიმე ეს რა იყოო მოთხრობაზე გული ესე არასდოს ამჩუყებია ვაიმე ვიტირებ ეხლაა

 


№3 სტუმარი სტუმარი nataliko

როგორ მიყვარს, შენი ჩანახატები..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent