შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Darck side of blood. 15 (ალასკა)


28-09-2018, 07:28
ავტორი Soow
ნანახია 992

უკვე გარიჟრაჟზე ბიჭები დაბრუნდნენ, ჯინას მკდარივით ეძინა,ფრთხილად გადავაწევინე თავი და მისაღებ ოთახში გავედი.
-ბობ! მამა და პატრიკი სად არიან?-შევეკითხე ბობის რომელიც მაცივარში საავადმყოფოდან გამოტანილ სისხლს აწყობდა.
-არ ვიცი სად წავიდნენ- ერთი შეკვრა მესროლა და თვითონაც აიღო.-უნდა დალიო მწყურვალე ხარ.ჯინას მარიანაზე რამე ხომ არ მოუყოლია? პატრიკი ძალიან განიცდის.
-იცი მაგდენი არც გვილაპარაკია , მალევე ჩაეძინა.რა გჭირს ბობი რაღაც სხვანაირი ხარ!სა კიდევ ხო გუშინდელისთვის გმადლობ . ახლა რომ ასე მშვიდად ვარ შენი დამსახურებაა.
-არაფრის ძმაო!შენი ძალიან მშურს.-ბოლო წინადადება თავჩაქინდრულმა ჩურჩულით წარმოთქვა.
-რა? რატომ?-გამეცინა.
-რა რატომ? შენ ჯინა გყავს მის გამო ყველაფერი გააკეთე მე კი ნამდვილი იდიოტი ვარ! დედაზე და გოგონებზე ვფიქრობ! მათი დაცვა ვერ შევძელი თავდასხმის დროს უკან დავიხიე, დავნებდი წარმოიდგინე ნატალია , ნატალია ცდილობდა მათ შეჩერებას მე კი უბრალოდ ლაჩარივით უკან დავიხიე.
-ბობი ,შეეშვი თავის დადანაშაულებას , შენც მათსავით მოგიშორებდნენ იქნებ მაგან შეგინარჩუნა სიცოცხლე,რაც მოხდა მოხდა წარსულზე ნუღარ ვიფიქრებთ.დედა გოგონები და ნოა მუდამ ჩვენს მახსოვრობაში იქნებიან ერთ დღეს უკვდავებიც კვდებიან.
-ნეტა შემეძლოს რამის შეცვლა!
-ეი! ბობი მისმინე ყველაფერი კარგად იქნება ეს დარდი აუცილებლად გაგვივლის,ჩვენ წინ საუკუნეები გველოდება და მინდა ღირსეულად გავატაროდ .
-დილან-უკნიდან ჯინას მძინარე ხმა მომესმა.
-ჩვენ გაგაღვიძეთ?-თბილად გავუღიმე.
-არა სიზმარმა. გამარჯობა ბობ.
-გამარჯობა!ოჰო ერთი ამას შეხედეთ პატარა დილანი როგორ გაზრდილა აი მესმის სამი თვეში.-გულწრფელად გამხიარულდა მის მუცელზე შეხება უნდოდა,მომენტალურად გადაიფიქა და მომღიმარი გვერძე დაუდგა-ისე ასეთ მდგომარეობაში ქალს პირველად ვხედავ-უხერხულად შეიშმუშნა.-საერთოდ ამინას პირველად ვხედავ , უჩვეულო შეგრძნებაა მესმის სისხლის ხმა მაგრამ არა სუნი.
-ამინების სისხლი არ ისმება - ვთქვი მე.
-აბა წყაროში რომ ეწერა რომ ის უნდა შეესვათ?-დაბნეულმა იკითხა და შუბლი შეჭმუხნა.
-ეგ სხვა გაგებით იყო - უხერხულად გასცა პასუხი ჯინამ და ლოყები გაუწითლდა,ვიცოდი ეს რისი მიმანიშნებელიც იყო.თბილად ჩავუღიმე და ვეცადე ბრუნოსგან გადამერჩინა.
-ჯინ ! მარიანა შენი გაუჩინარებისთანავე წამოვიდა შენთან მითხრა რომ იცოდა სად იყავი მაგრამ გაყოლის ნება არ დამრთო შენივე უსაფრთხობისთვის, რამე ხომ არ იცი?
-არა. ის მთელი ამ ხნის განმავლობაში არ გამოჩენილა!?შეიძლება რამე უბედურება გადახდა თავს.- დადარდიანდა სავარძელზე დაეშვა.
შემოსასვლელი კარი გაიღო და მამა შემოვიდა.
-მამა პატრიკი სად არის?-შევეკითხე.
-აქედან აღმოსავლეთით წავიდა , მარიანამ დაურეკა უთხრა რომ ჯინას კვალი ოთხი დღის წინ დაკარგა და ჩვენი ჩარევა უკვე აუცილებელი იყო ,ძალიან გაუხარდა როცა გაიგო რომ კარგად იყავი-ჯინას გახედა და თბილად გაუღიმა.ჯინა შეიშმუშნა,თავი დახარა ალბათ ასე არ წარმოიდგენდა მამამთილთან შეხვედრას.
- ასე რომ დღესვე მივემგზავრებით ალასკაზე პატრიკის გარეშე. ვფიქრობ მანაც უნდა მიხედოს საკუთარ ცხოვრებას.ხო მართლა ჯინა შენს ძმას ბრუნოს დავურეკე ისიც ჩვენთან ერთად წამოვა , ანდრეას ვესაუბრე, გზაში .რაღაც ოჯახური პრობლემები აქვთ,როგორც მივხვდი ,ჯერ ვერ წამოვლენ.და აი კიდევ შენ ტელეფონი ახალია შეგიძლია ახლობლებს დაურეკო, მაგრამ ვავიჩები, კევინი , ვამპირი , ამინა, უკვდავება და მსგავსი სიტყვები არ ახსენო კევის პოლიციაშიც შთაგონებული ყავს ხალხი.
-მადლობა ! გაუღიმა ჯინამ,თვალებზე ცრემლები მოადგა.
-ო, ვერც კი ვიფიქრებდი რომ ჩემი შვულებიდან რომელიმე ამას შეძლებდა -სასიამოვნოდ გაკვირვებულმა შეხედა ჯინას მუცელს.
-მამა ჯინა ხომ ამინაა! ადამიანი კი არა.-თქვა ბობმა და ეგრევე მიხვდი რომ ეს შურის გამოვლენა იყო და ცოტა მესიამოვნა კიდეც.
-ბობ,შენმა დიდმა ბაბუამ სამი ამინა გაგუდა კოცნისას,მერე კი იმდროინდელ სილისების კლანთან წავიდა და თავი მოაკვლევინა.
ჯინა შეკრთა და სახე ჩამოეშალა .
- კარგით, გეყოფათ !-შევაჩერე ისინი - ჯინა წასვლამდე შეგიძლია ცოტა კიდევ დაისვენო-ხელი მოვხვიე და მისი ოთახისკენ წავიყვანე.
-ძალიან მშია, პირდაპირ მგელივით!-ძლივს გასაგონად ჩამჩურჩულა.
-მაპატიე. გპირდები, რომ ამას მალევე შევეჩვევი.ახლა წავალ და სამზარეულოს გავძარცვავ . - ვუთხარი ღიმილით.
******


ალასკის ცივმა ოხშივარმა სახეში შემოგვანათა,აეროპორტიდან გამოსულებს. წინ ბანერებიანი ხალხი იდგა თავისი ახლობლების შესახვედრად.ყურადღება ნაცნობმა სახემ მიიბყრო , ბანერით "ველოდები დას წურბელებთან ერთად" ქვემოთ კი უზარმაზარი ყვითელი "სმაილი" ეხატა.
-გაბედული ლაწირაკი- ჩაისისინა ბობიმ.
-ბრუნო!-ჯინა ხელიდან გამისხლტა და ძმას გადაეხვია, თითქმის ერთი წელი არ ენახა.
"წურბელებმა" ცოტახანი ვადროვეთ მერე კი ბობიმ ბანერი გამოგლიჯა ხელიდან და დემონსტრაციულად ორი თითიდ გადატეხა,ბრუნოსაც ვამპირული მზერით შეხედა , თითქოს ეუბნებოდა "ახლა დაგერხა".
-ეი, ეი ძმაო მოეშვი უბრალოდ ხუმრობა იყო, შენს ძმას გაცილებით კარგი იუმორი აქვს, ეს უნდა ავღნიშნო.-საერთოდ არ შეშინებია დემონსტრაციული მუქარის.რატომ შეეშინდება გიპნოზით ტვინის ადუღება შეუძლიათ.საბრალო ბობმა ეს არ იცის.
-ბრუნო დედა როგორ არის?-იკითხა ჯინამ და პრუნის სახეზე მყარად მდგარი თავდაჯერებულება სამი ვამპირის წინადაც რომარ შეირხა სადღაც გაქრა.
-ჯინ, იცი დედა... დედა... ექვსი თვის წინ გარდაიცვალა. ძალიან გთხოვ არ ინერვიულო ! თავი არ დაიდანაშაულო სხვა გზა არ გქონდა.ვავიჩები ჩვენთანაც იყვნენ სარიტუალო ქვა წაიღეს ,ღმერთს მადლობა რომ არაფერი წამოგვცდა და შენზე ვერაფერი გაიგეს.
-ო არა ! - ჯინა ჩაიკეცა თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა.-ეს ვავიჩებმა გააკეთეს? ღმერთო რატომ?! - განწირული ყვიროდა სასწრაფოდ ჩავაჯინეთ ახლად ნაქირავებ მანქანაში და ყველანი სახლისაკენ წავედით.
-ეს როგორ მოხდა?-ტირილით ეკითხებოდა ჩემზე მოხუტებული ჯინა ძმას.
- შუაღამისას სახლში შემოიჭრნენ , შენ გეძებდნენ,კონკრეტულად შენ არა რათქმაუნდა მე მივეცი ის დაწყევლილი ქვა იმ პირობით თუ სახლიდან წავიდოდნენ. გასვლას აპირებდნენ რათქმაუნდა დაგვემუქრნენ გასვისას მაგრამ დედას არ ვიცი რა დაემართა ქვას ვერ წაიღებთო .უკან დაედევნა მათაც ...
- ეს რატომ გააკეთა?
-არ ვიცი ჯინ ,არვიცი.ძალიან გთხოვ თავი ხელში აიყვანე პატარაზე იფიქრე.შეიძლება?-ხელი მუცლისკენ გაიშვირა და ჯერ მე შემომხედა მერე დას.ორივემ თავი დავუქნიეთ ხელი ნელა დაადო მუცელზე თვალები დახუჭა და ახალ ნამტირალევ სახეზე ფართე ღიმილი გადაეკრა.
-გოგოა! ძალიან ლამაზი . თითქოს მამას ჰგავს, მაგრამ თქვენზე მეტი ლამაზია.
გულში სითბოდ ჩამეღვარა ეს სიტყვები , ჯინამ კი, ტირილი ღიმილიოთ გააგრძელა თავი უკან გადახარა და ტკივილ ნარევი მადლიერებით ჩამხედა თვალებში,წამში გაავანალიზე რომ ჯინას გამომეტყველება ღრმად ჩამიჯდებოდა გონებაში, ფილმის მეცამეტე კადრივით.


******

მამას დიდი სამსართულიანი ,თეთრი სახლი ექირავა , ალასკის ტაიგის ფონზე ანგელოზივით გამოიყურებოდა,მის უკან ,შორს მდგომი მთების თეთრი მწვერვალები კი, სახლს გვირგვინის ილუზიას უქმნიდნენ.სახლში მივედით თუ არა, ნამტურალევ ჯინას მაშინვე ჩაეძინა.ასე უკეთესიც იქნებოდა.
მე ქვემოთ ჩავედი მინდოდა ბრუნოსთვის უფრო დეტალურად გამომეკითხა დედამისის გარდაცვაგლების ამბავი.ამ დროს ტელეფონმა დარეკა .
-ჰეი, დილან!-სექსუალური ტონით მომესალმა ანდრეა ტელეფონიდან - გინდა შენი გოგო მანახო?
- უფრო მეტის ნახვებაც შემიძლია!-იგივენაირად ვუპასუხე მონატრებულ მეგობარს.
- იქნებ გარედ გამოსულიყავი , აქ ძალიან მოვიწყინეთ - უცებ ხმა დაუსერიოზულდა- გამოდი გარედ!უბრალოდ ჩემი და მოვიდა და იმ საინტერესო საუბრის გაგრძელება სხვა დროს მოგვიწევს-ბოლო სიტყვები ჩაიჩურჩულა.
-შე გიჟო !კარი გავაღე და ჩემს წინ მდგომ თეთრ ჯიპზე მიყუდებულ ანდრეას გადავეხვიე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent