შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის კვალდაკვალ თავი 14


29-09-2018, 00:41
ავტორი katiusha
ნანახია 2 998

უცნაურია ადამიანის ბუნება,როცა უნდა იტიროს,მაშინ იცინის,როცა უნდა იცინოს ტირის,როცა უნდა უყვარდეს უკან იხევს და უბრალო მიზეზის ან სიამაყის გამო არ დგამს პირველ ნაბიჯს შერიგებისკენ...მაგრამ ისიც ხომაა,ღირს თუ არა ამ ურთიერთობისთვის რამის დათმობა...
როგორ არ უნდოდა ნინია არაბულს ლევანის ნახვა.უნდოდა კი არა სხეულის ყველა ორგანო და უჯრედი სთხოვდა,მაგრამ ვერ გადააბიჯა საკუთარ თავს,ან ოჯახს?არჩევანის წინაშე დადგომა არ უნდოდა..იცოდა რომ გაუჭირდებოდა და ცოტა ხნით მისგან შორს ყოფნა არჩია,მითუმეტეს რომ მამა ახლა არ იყო ისეთ მდგომარებაში რომ ეს გაებედა.მის განერვიულებას მოერიდა...
სიყვარულში იმედგაცრუებამ გატეხა უმცროსი სოფო გიგაური,რაც უფრო მეტს ფიქრობდა,მით უფრო რრწმუნდებოდა რომ ხანდახან ჯობია მეგობარი უბრალოდ მეგობრად დარჩეს,ვიდრე ეს ურთიერთობა სიყვარულში გადავიდეს და განადგურდეს ისე რომ ერთმანეთის გრძნობებიც შეიწიროს და მეგობრობისგანაც არაფერი დარჩეს.
გულს ვეღარაფერს უდებდა,განსაკუთრებით სწავლას,მითუმეტეს ახლა როცა საბოლოო შედეგამდე ორი კვირაც აღარ რჩებოდა,ყველას თავს არიდებდა და ცდილობდა ან ემუშავა ან სახლში დარჩენილიყო...
ამ დიდი სამეგობროს ორი ყველაზე გამორჩეული წევრი დეპრესიის ქვეშ მოექცა და რატომღაც დანარჩენებს გამორჩათ ეს...
***********
ტელეფონი არ ჩერდებოდა,გამუდმებით რეკავდა.გოგოს ძილისგან თავის დაღწევა უჭირდა.ბოლოს ხელის ცეცებით იპოვა და ისე რომ ეკრანისთვის არ დაუხედავს უპასუხა,მისი ასისტენტი იყო. პირველივე წინადადებამ გამოაფხიზლა და საწოლში წამოჯდა.სწრაფად წამოდგა და სააბაზანოში გავარდა,ელვის სისწრაფით მიიღო შხაპი,ხვეული თმა ფენით გაიშრო,ღია ფერის,მუხლებამდე კაბა გადაიცვა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოირგო და სახლიდან გავიდა,რაც არ უნდა მომხდარიყო,როგორც არ უნდა დაგვიანებოდა, არასოდეს ღალატობდა ჩვევას რომ ყოფილიყო იდეალურად ლამაზი,სადა, მაგრამ ელეგანტური,დედისგან მიღებული სილამაზის წყალობით.
გზად ოფისში შეიარა,საბუთები და კონტრაქტი აიღო და შეხვედრის ადგილისკენ გასწია,თან საკუთარ თავზე ბრაზობდა ასე რამ დამაძინაო,ძლივს მოძებნა შესაფერისი სიტყვები ბოდიშის მოსახდელად და ის იყო გონებაში დააწყო კიდეც, რომ მომავალი პარტნიორი დაინახა და ყველაფერი დაავიწყდა...
დაძაბული და გაბრაზებული იჯდა მაგდასთან დუდა შენგელია და ცდილობდა სიმშვიდე არ დაეკარგა,პარტნიორის უპასუხისმგებლობით რომ იყო გამოწვეული. დროდადრო საათს დახედავდა და სულ უფრო ეწურებოდა მოთმინება რომ ამდენი დრო დაკარგა.ის იყო წასვლა გადაწყვიტა და წამოდგა კიდეც,რომ მისკენ მიმავალი გოგო დაინახა და ყველაფერი გაქრა.წამში გადაუარა გაბრაზებამ მის წინ მომღიმარი თამარ ბექაური რომ აისვეტა.
-გამარჯობა,-მიესალმა ის და ხელი გაუწოდა.
-გამარჯობა,-დაუბრუნა სალამი და ხელი შეაგება.-სასიამოვნო სიუპრიზია თქვენი ხილვა.
-ჩემთვისაც,მე ვარ იმ კომპანიის წარმომადგენელი,ვინც ამ საქმეში დაგეხმარებათ.მაპატიეთ ძალიან გთხოვთ ჩემი დაგვიანება,როგორც წესი ასე არასოდეს ხდება და არც ასეთი უპასუხისმგებლო ვარ,საქმეს ყოველთვის სერიოზულად ვუდგები..-თავის მართლებას მოჰყვა გოგო,მაგრამ ბიჭმა გააწყვეტინა და ღიმილით უპასუხა
-დამშვიდდი,დაწყნარდი,არაფერი ისეთი არ მომხდარა,ყველაფერი რიგზეა,ახლა ხომ აქ ხარ?დავსხდეთ და დავილაპარაკოთ.
-კარგით,კარგით,-ჩამოჯდა დაბნეული.
-ერთი პირობით გაპატიებთ თუ ჩემთან ერთად ისადილებთ და თქვენობით ფორმას საუბარში არ გამოვიყენებთ.
-სიამოვნებით გეახლებით ყავას,დილით ვერ მოვასწარი დალევა,მე კი მასზე ისე ვარ დამოკიდებული,კონცენტრირება მიჭირს.რაც შეეხება მეორე საკითხს გამიჭირდება,მაგრამ შევეჩვევი.
დუდამ მიმტანი მოიხმო და არჩევანი გოგოს მიანდო.
-თურქული ყავა ერთი კოვზი შაქრით და კრუასანი.
-მეც.-იგივე შეუკვეთა დუდამ და მოლოდინში საუბარი გაუბა გოგოს.
-როგორც ჩანს ერთნანირი გემოვნება გვქონია.-აღნიშნა თამარმა.
-დიახ,საერთოდაც ვგიჟდები ფრანგულ კრუასანზე,იქ მას საოცარი გემო და სურნელი აქვს,ერთი კაფეა პარიზში,ყოველთვის,როცა ჩავდივარ იქ აუცილებლად მმივირთმევ,საოცრი კრუასანი აქვთ.განსაკუთრებული კი იცი რატომაა?რა დროსაც არ უნდა მიხვიდე,რამდენჯერაც არ უნდა მიირთვა,მაინც ყოველთვის ახალი და განსხვავებული გემო აქვს.
-აუცილებლად გავსინჯავ,როცა პარიზში ჩავალ.-უთხრა გოგომ და ყავა მოსვა
-ვინ იცის იქნებ მეც იქ ვიყო,მაგ დროს და აუცილებლად შემეხმიანე,ერთად წავიდეთ..
-კარგი,შეგეხმიანები აუცილებლად...ახლა კი საქმეზე გადავიდეთ.
-იცი საქმეზე გადასვლა მოგვიანებით იყოს,როცა ადგილზე მივალთ,აქ უბრალოდ მივირთვათ და ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ.
-არ მინდა იფიქრო რომ საქმეს არასერიოზულად ვუდგები.
-არ ვიფიქრებ,ამის დასამტკიცებლად დრო გაქვს,თან რამდენიმე დღე.ერთ რამეში დარწმუნებული იყავი, რომ ამ საქმეს ან მხოლოდ შენ გაააკეთებ ან არავინ.
-ასე გადაჭრით რატომ მაინცდამაინც მე?
-მე ასე მინდა,მე ხომ ყოველთვის განსაკუთრებულს და ორიგინალურს ვირჩევ..
-ესეგი მე ასეთი ვარ?
--კი და თან ძალიან ჭკვიანი.არც შეიძლება ასე რომ არ იყოს ისეთი გვარის წარმომადგენელი ხარ
-ესეგი იცი ვინ ვარ.
-კი ვიცი ბიზნესმენ რეზო ბექაურის უმცროსი ქალიშვილი და ერთ-ერთი მემკვიდრე.
-იცნობ მამაჩემს?
-პირადად არა, მაგრამ გამიგია რომ საოცარი ადამიანია,
-გეთანხმები,მართლა ასეა,იმიტომ კი არა რომ მამაჩემია?მართლა სხვანაირია.იმედი მაქვს ამის გამო არ გინდა ჩემთან თანამშრომლობა.საერთოდ ყოველთვის ვერიდები პიროვნების აფიშირებას,უკან მდევს მუდმივად მამაჩემის და ჩემი გვარის აჩრდილი,მე კი მინდა რომ ჩემით შევქნა რაღაც.
-და რატომ მაინცდამაინც ფოტოგრაფია და ინტერიერის დიზაინი?
-ყოველთვის მომწონდა ლამაზი ადგილები,არაფრისგან რაღაც ორიგინალურის და კომფორტულის შექმნა,ფოტოგრაფია კი იმიტომ რომ მიყვარს როცა ადამიანების ბედნიერ სახეებს და მნიშვნელივან წუთებს ფირზე აღვბეჭდავ,მიხარია,ისევე როგორც მათ იმ მომენტში,მიყვარს როცა მათ ბედნიერებას ვანიჭებ.მათ თვალებში ჩამალულ ბედნიერ სხივებს ვხედავ..
-საოცარი ხარ თამარ ბექაურო,ნიჭიერი და განსაკუთრებული.-აღფრთოვანებულმა თქვა ბიჭმა.
-ახლა შემრცხვება და გავწითლდები,-გაეცინა გოგოს და საათს დახედა,-ხომ არ წავიდეთ?
-პრინციპში წასვლის დროა,გზაში გავაგრძელოთ საუბარი.-წამოდგა დუდაც, ანგარიში გაასწორა და თამარს უკან აედევნა.იმდენი ქნა თავის მანქანაში ჩასვა,ჯიუტობდა გოგო,მაგრამ დაჰპირდა საქმეს რომ მოვრჩებით უკან დაგაბრუნებო და მასაც სხვა გზა არ დარჩენოდა.
-შენ რატომ აირჩიე მაინცდამაინც ეს?-ჰკითხა მანქანაში.
-ეს რაა?ბიზნესმენობა მინდოდა თუ არა?არა,არ მინდოდა,მაგრამ სხვა გზა არ იყო.მხოლოდ მე ვყავარ ჩემს მშობლებს,იმედებს ჩემზე ამყარებდნენ და მეც სხვა გზა არ დამრჩა,ოჯახური ბიზნესი ჩავიბარე.მამაჩემს რესტორნების ქსელი ჰქონდა,რამდენიმე ისეთი იყო,რომელიც ნაკლებად ფუნქციონირებდა,ხომ ხვდები?შემოსავალი ისეთი არ ჰქონდა,მეც სიახლე შევიტანე და ასე გაჩნდა პაბ-რესტორანი და კლუბი ჩვენს ბიზნესში.
-რომელიც,მინდა ავღნიშნო რომ მართლაც სხვანაირი,განსხვავებული და მყუდროა,თავი კომფორტულად ვიგრძენი როცა ვიყავი.
-ხო,პირველი შემთხვევისგან განსხვავებით,-გაეცინა ბიჭს.-კიდევ კარგი მე და ქისტაური დროულად მოვედით,
-იმ ღამეს ნუ გავიხსენებთ გთხოვ.განწყობას მიცვლის.
-კარგი,არ გავიხსენებ,მიტუმეტეს რომ მივედით,-შენგელიამ კარი გაურო და გადასვლაში მიეხმარა როგორც ჯენტლმენს შეეფერებოდა.
გვიანობამდე დარჩა გუგასთან.საქმის დეტალები შეათანხმეს, დაგეგმეს, კონტრაქტის პირობები დააზუსტეს,თან საუბრობდნენ და ერთმანეთის შესახებ ინფორმაციებს ცვლიდნენ.სულ უფრო რწმუნდებოდა დუდა რომ თამარ ბექაურზე შექმნილი პირველი შთაბეჭდილება ნამდვილი იყო,არაფერი მოჩვენებია,ის უბრალოდ საოცარი იყო.
არც გოგო დარჩენილა ბიჭის მიმართ გულგრილი,ან როგორ დარჩებოდა,როცა შენგელია ქალაქში ერთ-ერთი სასურველი სასიძო იყო და ქალების გულთამპყრობელს ეძახდნენ.აქამდე მისი გული ვერავინ დაიპყრო,ახლა კი მგონი დადგა დრო როცა ორივეს ცხოვრებაშიც რაღაც ახალი იწყებოდა.
სახლში წასვლას აპირებდა,როცა ნინიამ დაურეკა. სასწრაფოდ ჩემთან მოდიო დაიბარა და გაუთიშა.რა გააჩერებდა ისე?მანქანა მოატრიალა და არაბულების სახლისკენ გადაუხვია.
მისაღებში ნიკუშა და ლიკა დახვდა.ორივეს მიესალმა და მოიკითხა.
-ოჰ შეყვარებულ წყვილს ვახლავარ,შენ უკვე ჩაგვისახლდი რძალო?-ჩვეულ ფორმაში იყო ის.
-აღარაა დრო?-უპასუხა ბიჭმა,-
-როგორ არა,დააგვიანეთ კიდეც,ისე თუ იჩქარებთ და სიძეც იყოჩაღებს,მომავალ წელს ვაჟსაც ჩაგვიგორებს კალთაში,-ატეხა სიცილი.პასუხად ბურდულისგან ბალიში მიიღო.
-ვინ მოვიდაა? ვაა თამარჩიკ შენ ხარ?სად დაგვეკარგე?-გამოჩნდა წვენით და ლუდით ხელში მათკენ მომავალი ბერდია.
-კარგად,ბერდო,შენ?
-მეც.
-დანარჩენები სად არიან?ხალხის ნაკლებობას განიცდით.
-ანა ჯგუფელებთან ერთად აღნიშნავს გამოცდების წარმატებით დასრულებას, ახალი შეყვარებული წყვილი პირველ პაემანზე არიან,რომეომ და ჯულიეტამ იჩხუბეს და ახლა ალბათ დეპრესიას სახლში მკურნალობს ორივე.ნინია ზემოთაა,
-ყოჩაღ ბურდული-ერთი,კარგი ხარ,-მოუწონა ბექაურმა.-ესეგი ტრისტანი და იზოლდა პაემანზე არიან.კარგია
-ვიინ?-ატეხა სამივემ სიცილი.
-აბა რომეო და ჯულიეტა გვყავს უკვე,და მათ ახალი სახელები მოვუფიქრე. მომესწრო ისე ბიჭი,-გაიხუმრა გოგომ და არარსებული ცრემლი მოიწმინდა. ბიჭები სიცილისგან ერთმანეთს ეყუდებოდნენ.
-ნინია კარგადაა?-დრო იხელთა და უჩურჩულა ლიკას
-არვიცი,რაღაც შეცვლილია,მოწყენილი დადის სულ,ნამდვილად შეყვარებულია.
-აი მაგას ვერ დავიჯერებ,კი მაგრამ ვისზე?
-არც ეგ არ ვიცი,ხომ გაგიგია სიყვარულსა მალვა უნდაო...
-მაგრამ არა თამარასგანო,-გაიცინა კმაყოფილმა,-წავალ დავხედავ,საქმეზე წავეჭორავები და მოვალ,-წამოდგა და კიბეს აუყვა.

საძინებელში დახვდა ნინია,საშინაო ფორმაში,მოუწესრიგებელი და ნამტირალევი.მისი მისვლა არ გაუგია,ხელი რომ შეახო მკლავზე,მაშინ მოეგო გონს და შეშინებულმა მოიხედა.
-რა მოხდა?-გააცეცა თვალები.
-არმაგედონი გვიახლოვდება და შენს გადასარჩენად მოვედი,ეს შენ უნდა მითხრა რა მოხდა? რა დაგემართა?-მიუჯდა გვერდით და მშვიდად ჰკითხა,თუმცა შინაგანად სადაცაა ნერვიულობა გაანადგურებდა.-ან ეს თვალები რატომ გაქვს ჩამქრალი და რატომ აღარ ბრწყინავს.
-შენგან კარგი გამომძიებელი დადგებოდა.,-გაიღიმა ნაძალადევად,-ახლა რაღაცას მიგიყვები და იმედია საიდუმლოდ შეინახავ.
-მაშინებ უკვე,ასე მგონია საშინელებას მეტყვი და უკვე ცუდად ვარ.
-ჩემზე ცუდად მაინც არ იქნები.
-ამიტომ მარიდებ თავს უკვე რამდენიმე დღეა და არ დადიხარ სამსახურში?
-შეყვარებული ვარ თამარ..გაუჭირდა თქმა გოგოს.
-ეს ხომ ძალიან კარგია,რა გატირებს მერე?.
-სულაც არაა კარგი და სამხიარულო,ის ადამიანი შემიყვარდა ვინც არ უნდა შემყვარებოდა.
-აბა ეხლა დაწყნარდი და კარგად მომიყევი.
ნინია ცოტა დამშვიდაა და ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა.დროდადრო თამარი თავს ვერ იკავებდა და ხმამაღლა წამოიყვირებდა,ნინია ხელს აფარებდა პირზე.
-აი შეხვედრა და დამთხვევაც ამას ჰქვია,-წაუსტვინა ბექაურმა,მოყოლა რომ დაამთავრა.-ანუ შენ გინდა თქვა რომ ეს ის ლევანია,მაშინ რომ გადაგვარჩინა?დუდა შემგელიას ძმაკაცი
-კი ეს ის ლევანია,და იგივე პიროვნება ვინც იმ ღამეს ბერდიას თავს დაესხა.
-ფიქრობ რომ სპეციალურად დაგიახლოვდა?შურის საძიებლად?
-არ ვიცი,ავირიე თამრი,ვეღარაფერს ვფიქრობ,ვერ ვმუშაობ,ალბათ ამდენი ფიქრისგან გავგიჟდები.რაღაც სულელური მიზეზის გამო ერთმანეთს რომ ასე გადაემტერენ.
-სულელურ მიზეზს ეძახი შენ მაგას რომ ბიჭს მშობლები დაუხოცეს.მას კი ეჭვი აქვს რომ ისინი ჩვენებმა გადამალეს და არ დაისაჯნენ?სულელურ მიზეზს ეძახი შენ იმას რომ რაღაცა მამაკაცური ჩჴუბის გამო უდანაშაულო ბიჭი მამაშენმა ციხეში გამოაკეტინა,იმიტომ რომ შენს ძმას მოერია და მუშტები უფრო ძზიერად მოიქნია?შენი მონაყოლიდან ვასკვნი რომ არაა ლევანი ისეთი ადამიანი,ვინც უდანაშაულო გოგოს გამოგიყენებს,და ნუ გაამტყუნებ რომ სიმართლეს გარკვევას ცდილობს.
-ხოდა ეგ მაგიჟებს ზუსტად,გულიც და გონებაც რომ მისკენ მიიწევს.
-მერედა რატომ გიჟდები?ადექი და უბრალოდ ბედნიერი იყავი,დაივიწყე ყველაფერი,დაივიწყე ოჯახი და ეს ოხერი სიამაყე და მასთან ერთად ბედნიერი იყავი.
-ოჯახს დავკარგავ.
-საყვარელ ადამიანსაც დაკარგავ..არჩევანი მაინც გექნება გასაკეთებელი..
-არ მინდა,არაა,არ მინდაა,-ბალიში აიფარა სახეზე და ატირდა.
-აუ ახლა არ იტირო გთოხოოვ,მაგით ვერაფერს შეცვლი,თან აბა როდის გინახავს ჩვენებს შვილი გაეწიროთ და დაეკარგოთ,,ეგ თავიდან გაბრაზდებიან,მერე კი გადაუვლით და შეგირიგდებიან. ნუ დარბობ რაა და ნუ იკლავ თავს ტირილით.
-რატომ ხარ ასეთი?
-როგორი?
-აი ასეთი,მარტივი.ყველაფერს მარტივად უყურებ,ამბობ იმას რასაც ფიქრობ,აკეთებ იმას რაც იმ წუთში გინდა და არ ხედავ პრიბლემებს იქ სადაც არაა?
-ასეთი ვარ და რა ვქნა?ორ ყველაზე გადარეულ გვარს ვაერთიანებ და აბა როგორი უნდა ვიყო?
-მშურს შენი სიძლიერის და რა გავაკეთო?
-გინდა გითხრა რა გააკეთო?როგორც კი მამასენი საბოლოოდ გამოჯანმრთელდება,მიდი ლევანთან,მაგრად ჩაჰკიდე ხელი და არასდროს აღარ გაუშვა,
-შენ რას იზავდი ჩემს ადგილას?
-მე ამდენ დროს არ დავკარგავდი მეგობართან საუბარში და ყოყმანში,თუ მეცოდინებოდა რომ მასაც იგივე გრძნობა ექნებოდა,რაც მე.
-ჩემი ჭკვიანი გოგო..
-აბა რაა,-შეიფერა გოგომ.-ისევ მე უნდა გიშველოთ ყველას,წამო თუ გინდა გარეთ გავიდეთ,გავისეირნოთ,რამე სიგიჟე ჩავიდინოთ..განვიტვირთოთ.
-მიშველის?-ეჭვით ჰკითხა გოგომ
-ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება?
-არა.
სანამ ნინია ემზადებოდა,თამარმაბიძაშვილს დაურეკა.უხალისოდ უპასუხა სოფომ.გუგას ზარს ელოდა და მამიდაშვილი შერჩა საბოლოოდ.
-სად ხარ რას აკეთებ?
-სახლში ვარ,ვწევარ და გამოცდისთვის ვემზადები.
-დაგიჯერე როგორ არა,ახლა ზიხარ და შენც ნერვიულობ გუგა რომ არ გელაპარაკება .
-შენ საიდან მიხვდი?
-მე ყველაფერი ვიცი,არ დაგავიწყდეს,იცოდე ოც წუთში შენთან ვიქნებით და მზად დაგვხვდი,გასართობად მივდივართ,ამაღამ დეპრესიისგან უნდა განგკურნოთ ყველა,იცოდე თუ არ წამოხვალ დედას გეფიცები ძალით წაგათრევ,
იცოდა გამკეთებელი იყო და პირდაპირ ჰკითხა სად მივდივართო.
-ერთი კარგი პაბი ვიცი და იქ წავიდეთ,მყუდრო გარემოა,ჩვენები არ იქნებიან და არც შანსია მაგის რომ გამოჩნდნენ.
-კარგი,ოც წუთში მზად ვიქნები და გარეთ დაგელოდები.
სოფოს დაემშვიდობა მზად მყოფი ნინიას დანახვაზე კმაყოფილმა ჩაიღიმა.
-აბა წავიდეთ,დავლაშქროთ თბილისი.-გაეცინა და მანქანის გასაღები ხელში შეათამაშა.
ეშმაკური ჩანაფიქრი ჰქონდა თამარს,კუბიდონის როლის შესრულებას გეგმავდა.
****************

თორნიკე მეტრეველის გამოჯანმრთელებას აღნიშნავდნენ ბიჭები იმ საღამოს. შეიკრიბა სამეული,დიდი ხანია ასეთი განწყობით არ ყოფილან როგორც ახლა.რამდენიმე ჭიქა რომ მიირთვეს და ცოტა სასმელმაც იწყო სისხლში შერევა გულახდილობის ხასიათზე მოვიდნენ.
-როგორ დასრულდა იმ საღამოს თქვენი ამბავი?გაარკვიე რამე რატომ იყო შენი სიმპატიური ექინი ნასვამი?
--სიყვარულის ამბავია ლევან,სიყვარულის.უჩხუბიათ,ვაჟბატონს პრეტენზია გამოუთქვამს შენი სამსახური არ მომწონს,ჩემთვის დრო არ გრჩებაო.
-და სოფო რომ მაგის გამკეთებელი არაა ალბათ იცის და მიზეზს ხომ არ ეძებს?
-აბა მე რა ვიცი დუდა,..მხრები აიჩეჩა მეტრეველმა.
-ეჰ რას გაუგებ სიყვარულს,ვინ იცის დათანხმდეს კიდეს და დაჯდეს სახლში..
-შენ სიყვარულზე ალაპარაკდი?სასწაულია,
-რატომ?განა არ შეიძლება მეც შემიყვარდეს?
-შეიძლება კი არა,აუცილებლად უნდა შეგიყვარდეს.შენც,მეც და დუდასაც..-გაეცინა მეტრეველს და ჭიქა შემართა,-სიყვარულს გაუმარჯოს ბიჭებო.
-გაუმრაჯოს,-გამოცალა ბოლომდე ქისტაურმა.
-ამას ვიცი რაც სჭირს და თავში რომ არ აქვს ნორმალურად რაღაც,მაგრამ შენ რაღა დაგემართა?
-შეყვარებული ვარ,-თქვა და ამოიოხრა ლევანმა.
-რააა?აბა ახლავე გამოტყდი ვინაა?სად გაიცანი?-ჰკითხა დუდამ
-ნინია არაბული...-მხოლოდ ეს თქვა და ესეც საკმარისი იყო იმისთვის რომ ორივეს სასმელი გადასცდენოდათ და გაოცებისგან გონს მოსვლა გასჭირვებოდათ.
-მომესმა ხო?
-არ მოგესმა დუდა,ყველაფერი სწორად გაიგე,უბედურება კი იმაშია რომ,მასაც ვუყვარვარ,მაგრამ ჩვენს შორის უზარმაზარი უფსკრულია,
-გეყოფა დალევა,მოყევი დაწვრილებით.-ჭიქა გამოართვა თორნიკემ.
-რა მოგიყვე?ის ხომ არ გაინტერესებს პაემნებზე როგორ დავდიოდით და როგორ ვათენებდით ღამეებს ერთმანეთთან საუბარში?ამას ვერ მოგიყვებით ბოდიშით...
-არა მაგას არ გეკითხებით,იცი შენ რასაც ვგულისხმობთ?
-ეგეც იცის დუდა,ყველაფერი მოვუყევი.
-მერე რა გიკვირს რომ იმ გოგომ არჩევანი ოჯახის სასარგებლოდ გააკეთა?
-ჩემი ნინია ასეთი არაა,ახლა უბრალოდ გაბრაზებულია,გადაუვლის და აუცილებლად მოვა ჩემთან...
-გაგიჟებულხარ თუ ასე ფიქრობ...
-იქნებ არ გაგიჟებულა და მართალია?
-რას ამბობ თორნიკე?
-აი გაიხედე,ლევან..
ბიჭს თვალები გაუფართოვდა და გაუბრწყინდა,ნამდვილად ის იყო,მისი ნინია,მაგიდას მიუჯდა მეგობრებთან ერთად,იცინოდა,მაგრამ მაინც შეამჩნია თვალებში ჩამდგარი სევდა.
-შენც გაგმართლებია მეტრეველო..-გაეღიმა დუდას.
-სამაგიეროდ გუგიტოს არ გაუმართლა...ჩაილაპარაკა კმაყოფილმა და საპირისპირო მხარეს მჯდარ გუგას გადახედა,რომელიც თავის ძმაკაცებთან და ნაშებთან ერთად იჯდა,ერთი გახედვა და სოფო აუცილებლად დაინახავდა.... სკამზე გადაწვა და სეირის ყურებაში გაინაბა,დანარჩენებმაც მათ მიბაძეს და გოგოებს მიაჩერდნენ..
**********
-ოღონდ ახლა არ მითხრათ რომ სასმელზე უარს იტყვით.
-არა თამარ,ყველაზე ძლიერი მოიტანონ რამე,რაც ამ საშინელ ტკივილს დამავიწყებს.-უხალისოდ უპასუხა სოფომ.
-შენ ასე თუ გააგრძელე გალოთდები.
-მეც ეგ მინდა ნინია,იქნებ ერთხელ მაინც არ ვიყო ისეთი იდეალური და მისაბაძი, როგორიც ვარ,იქნებ ერთხელვმეც გავუცრუო იმედები ვინმეს...
-ეს მართლა დეპრესიაშია,-ჩაიდუდრუნა თამარმა და სასმელი ჩამოასხა.
-მე ვიტყვი პირველ სადღეგრძელოს კარგით?-უარი არც ერთს არ უთქვამს,სოფომაც დაიწყო.-იცით რას გაუმარჯოს გოგოებო სისუფთავეს.ხო რა გიკვირთ?სულიერ სისუფთავეს ვგულისხმობ.მართალი რომ ხარ,სული და გული რომ სუფთა გაქვს და ყველაფრის მიუხედავად,ხალხის და ცხოვრების მცდელობის მიუხედავად,მაინც აუმღვრევლები რომ ვრჩებით ამას გაუმარჯოს.
-გაუმარჯოს,-დაეთანხმა ორივე და მათაც დალიეს.სოფო ისევ სასმელს წაეტანა და ჭიქა გაივსო,
-მოდით ყველაფრის მიუხედავად მაინც სიყვარულს გაუმარჯოს.
-რას აკეთებ ეს ტეკილაა,უცებ დათვრები..ჭიქის გამორთმევა სცადა თამარმა,მაგრამ სოფომ არ დაანება,უცებ გაშეშდა და უღონოდ დაუშვა ხელები.მისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით გუგა იჯდა,უცხო გოგოსთვის ხელი მოეხვია და იცინოდა.სულაც არ განიცდიდა არაფერს.სოფო წამოდგა და მისკენ წასვლა მოინდომა,მაგრამ გოგოებმა უკან დააბრუნეს.
-არ გინდა სოფო,გული უფრო გეტკინება და თან უარესია ეს.
-გამისვი თამრი,ნუ მიჭერ..
-ნუ აგრძნობინებ იმ არაკაცს რომ დაინახე,ახლა არა გთხოოვ..
დაიძაბა ზემოთ მეტრეველიც და სოფოსთან ერთად ისიც წამოდგა,მაგრამ მერე უკან დაბრუნდა.როგორც კი გოგო სკამზე დასვეს... შორიდან უყურებდა როგორ გამოცალა რამდენიმე ჭიქა.უკვე მოეკიდა.მერე აცეკვდა კიდეც და დანარჩენებიც აიყოლია.უყურებდა მეტრეველი და აკვირდებოდა ხალხსაც,რომ ზედმეტი არავის გაებედათ მათთვის.
როგორც იქნა შეამჩნია გუგამაც.თვალებს არ დაუჯერა.იფიქრა მას არ დავუნახივარო და სწრაფად გაასწორა ანგარიში.იქაურობა დატოვა.
-მშიშარა კურდღელი.-გამოცრა ზიზღით თორნიკემ და სოფოს ყურება განაგრძო..
-ბიჭებო,მე საქმეზე გავალ და მალე მოვალ,წამოდგა დუდა.-ხო ჭკვიანად იქნებით?
-მიდი დუდა მიხედე შენ საქმეებს,ჩვენ ჯერ აქ ვართ..უპასუხა ლევანმა და ისევ მოცეკვავე ნინიას მიაჩერდა....
კიდევ ცოტა ხანს დარჩნენ გოგოები.მერე ანგარიში გაასწორეს და ბარიდან გავიდნენ.ბიჭებმა ერთმანეთს შეხედეს,ორივემ წაიკითხა ერთმანეთის აზრი.
-წავედით,-წამოდგა ლევანი.
-კარგია დუდამ ეს მანქანა რომ მოგვცა,-კმაყოფილმა შეათამაშა შავი იქს-5ის გასაღები...-გავქრეთ სანამ მოვა.
საჭესთან თამარი დაჯდა,გვერდით ნინია,უკან სოფო.მუსიკას ბოლომდე აუწიეს,აჰყვნენ და ცეკვავდნენ.მთავარ გზაზე გავიდნენ,სოფომ მანქანის ლუქში ამოყო თავი და ხელები გაშალა,გრილ ჰაერს მიუშვირა სახე,თან სიმღერას არ წყვეტდა.ფანჯარაზე ნინია შემოჯდა და ის აჰყვა.თამარი იცინოდა.ახლა მეგობრები ყველაზდ კარგად იყვნენ და კმაყოფილი იყო.გეგმამ იმუშავა.
შორიახლოს მისდევდნენ ბიჭები,რომ მათ არ შეემჩნიათ,
-ლევან მეჩვენება თუ ეს მანქანა მათ მისდევთ?იქიდან გამოგვყვა,
-რომელი?
-ის შავი მერსედესი..
-არ გეჩვენება,მათ უთვალთალებენ.-დაიძაბა ქისტაური და ქამარში გარჭობილი იარაღი ხელში შეათამაშა.
-სისულელეების გარეშე ლევან,იქნებ მათი დაცვაა,
-ხოდა დაველოდოთ,უკან მიყევი,
რამდენიმე მეტრი გაიარეს კიდევ,გოგოები უკვე მანქანის სალონში დაბრუნებულიყვნენ.უეცრად წინიდან სატვირთო გადაუდგათ და ძლივს მოასწრო დამუხრუჭება თამარმა,რომ არ შეასკდა.უკნიდან კიდევ ორი მანქანა მიადგათ,ნიღბიანები გადმოხტნენ და ალყაში მოაქციეს,კარებები გამოგლიჯეს და ნინია და თამარი გადმოათრიეს,წივილ-კივილი ატეხეს,იბრზოდნენ და გაქცევას ლამობდნენ,სასოსაწრეკვეთათ.
-ნინიააა..
-თამააარ,,,
-სოფო სადააა.?
-იქაა..გამიშვიიი,რა გინდა,ვინ ხართ?რა დაგიშავეთ,ყვიროდა გოგო.
-არაფერი დაუშავოთ,გთხოოვთ..
კიდევ ერთი ნიღბიანიმიადგა მანქანას და უკანა კარი გამოხსნა, შეშინებული სოფო გადმოიყვანა,რომელმაც იმ ორზე უარესი კივილი ატეხა,რომ ვერ დაინახა ვერც ერთი..
უეცრად კიდევ ერთი მანქანა გამოჩნდა,თავდამსხმელებს უკან წასასვლელი გზა მოუჭრა,პირველი ქისტაური გადმოხტა,მათკენ გაიქცა და იარაღი გაისროლა.ერთ -ერთს მოარტყა მხარში,დაწრილმა დაიკვნესა,სამაგიეროდ ლევანმა იღრიალა ნინიას ხელი არ ახლოთო და ბრძოლაში ჩაება.უკან მეტრეველი მიჰყვა რეზინის ხელკეტით,პირველივე თავდამსხმელს მოუქნია და უგონოდ დასცა ძირს.მანქანებისკენ მიიკვლვდნენ გზას,ძლიერად იქნევდნენ მუშტებს,მათაც ხვდებოდათ მაგრამ არ ჩერდებოდნენ.ყველა მოიშორეშ და პირველ მანქანას მიადგნენ,სწრაფად გამოხსნეს კარი,ატირებული,აკანკალებული და შეშინებული მიაფრინდა ნინია ლევანს და ჩაეხუტა,ძლიერად ჩაუხუტა ბიჭმა.
-წავედით,-მეტრეველმა თამარს მოჰკიდა ხელი და გასაქცევად მოემზადა,
-სოფო,მათ სოფო ჰყავთ,იმ მანქანაში,.-ამოიტირა გოგომ
ადგილზე გაშეშდა თორნიკე,
-იმ ჯიპისკენ გაიქეცი,ახლავე მოვალ მეც.ლევან მიხედე ამათ,
ქისტაურმა გოგოები მანქანისკენ წაიყვანა,ის კი უკან გამოიქცა,უკვე მანქანაში სვავდნენ სოფოს როცა მეტრეველი წამოადგათ თავზე.გამხეცებული იყო,მხრებში ჩაავლო ხელი ერთ -ერთს,მოაბრუნდა და ძლიერად უთავაზა.მეორეს მიუბრუნდა,მისი მოქნეული მუშტი მოხვდა,შებორძიკდა,მაგრამ არ წაქცეულა,თვითონაც მოუქნია,რამდენიმე დარტყმის მერე ისიც გონდაკარგული დაეცა,
- ამჯერად მე გადაგარჩინეთ ექიმო,-გაეღიმა და შეშინებული გოგო მანქანიდან გადმოიყვანა,გვერდით ამოუდგა და წასასვლელად მოემზადნენ.
-გამოიქეცი თორნიკე,კიდევ ერთი მანქანა მოდის.-დაუყვირა ქისტაურმა და ძრავი აამუშავა.
-გავიქცეთ,-ხელი ჩაჰკიდა სოფოს,გოგომაც ძლიერად მოუჭირა თითები და ანთებული თვალები შეანათა.წინ თორნიკე მირბოდა,უკან სოფო,
-ფრთხილად ისვრიან,,,-დაუყვირა თამარმა,მეტრეველმა მოიხედა,სოფო დაეცა და წამოდგომას ლამობდა,ის იყო ფეხზე გაიმართა,რომ მათკენ ტყვიების წვიმა წამოვიდა,ერთი ნახტომით ისკუპა,გოგოს გადაეფარა და ორივენი ძირს დაეცნენ, ქისტაურმაც გახსნა საპასუხოდ ცეცხლი და უკან დაიხიეს,
-როგორც ჩანს ჩემი სიცოცხლე შენ გეკუთვნის სოფო გიგაურო.-გაუღიმა ბიჭმა და დაიკვნესა.
-ღმერთო ჩემო დაჭრილი ხარ,იკივლა და მეტრეველს მიაჩერდა,ბიჭი ჯიუტად უყურებდა თვალებში,მის სუნთქვას სახეზე გრძნობდა.სხეულში რაღაც სასიამოვნომ დაუარა,მერე კი ტკივილა ყველაფერი გადაფარა და თავი ვეღარ შეიკავა,
-ადექი,ადექი,-მივარდა ლევანი და ნინია,წამოაყენეს,სოფოც მიეხმარა და მანქანაში ჩასვეს.ლევანი საჭეს მიუჯდა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.სოფო გვერდით მიუჯდა და ჭრილობას შეხედა,
-ძალიან გტკივა,?-ჭრილიბას ხელი დააჭირა გიგაურმა
-არა ავიტან.
-მოსიარულე შარი ხარ,
-შენს გამო ჩავიგდე თავი საფრთხეში,იქნებ მადლობა ამინც გადამიხადო?
-ახლა ამის დრო არა,მოიცადეთ,-გააჩუმა ლევანმა და ტელეფობზე ნომერი აკრიფა.-შენგელ რაღაც მოხდა,უნდა დავიმალოთ სასწრაფოდ,დახმარება გვჭირდება...ნუ ყვირი...დაგვაცადე და აგიხსნით..კარგი,იქ გელოდებით..
-ვერ გადავურჩებით მაგას,-გაეცინა თორნიკეს.-
-სად მივდივართ.საავადმყოფოსკენ წადი.
-კოჯორში,შენგელიას აგარაკზე,ახლა საფრთხეში ვართ,ვერსად გამოჩნდებით,-მშვიდად უპასუხა ლევანმა და სიჩქარეს მოუმატა.



№1  offline წევრი დარინა

მიყვარს ლევანი რააა, როგორ უყვარს ნინიაა, ძალიან მომწონს ეს წყვილიიი, ამ თავში თორნიკეც მომეწონა მინდა რომ ყველაფერი გაარკვიოს და ერთად დაიწყონ ყველაფრის გარკვევა ვინ არის მათი მტერიი, მომწონს თამარის და დუდას წყვილის მომავალი უხდებიან ერთმანეთს. შემდწგ თავამდე რა მოიცდის.

 


№2 სტუმარი სტუმარი ნათია

ვაიმეე ბოლოს რა დაძაბულად დამთავრდაააა. ახლა ამბები ატყდებააა...
აი კაფის მომენტზე ვიცინეეეე, იმ პონტში იყო გივილოო ჩვენი ცოლები მოდიანო;დდ

 


№3  offline წევრი katiusha

სტუმარი ნათია
ვაიმეე ბოლოს რა დაძაბულად დამთავრდაააა. ახლა ამბები ატყდებააა...
აი კაფის მომენტზე ვიცინეეეე, იმ პონტში იყო გივილოო ჩვენი ცოლები მოდიანო;დდ

აი ხოო,჻) როცა ვწერდი რატომრაც ეგ ფრაზა ამეკვიატა მეც ჻)

დარინა
მიყვარს ლევანი რააა, როგორ უყვარს ნინიაა, ძალიან მომწონს ეს წყვილიიი, ამ თავში თორნიკეც მომეწონა მინდა რომ ყველაფერი გაარკვიოს და ერთად დაიწყონ ყველაფრის გარკვევა ვინ არის მათი მტერიი, მომწონს თამარის და დუდას წყვილის მომავალი უხდებიან ერთმანეთს. შემდწგ თავამდე რა მოიცდის.

დროა უკვე თორნიკეც დაჭკვიანდეს

 


№4 სტუმარი სტუმარი ნათია

შენ თორნიკე დაგვიჭკვიანე და გაიგოს წარსული და თუ გინდა ამის შემდეგ სიყვარულით გადარიე,შეშალე, და დაადნე მე თანახმა ვარ???? არა ისედაც ას3 იზავ მარაააა ისე არ მითხრა რა დროს ცოლიაო ეხლა ამ შემოდგომამ ჩაიაროს და მერე ცოლსაც მოგცემთ და ნათესავებსაც იმ თქვენი დუდა ლევანისთვისოოო

 


№5  offline წევრი katiusha

სტუმარი ნათია
შენ თორნიკე დაგვიჭკვიანე და გაიგოს წარსული და თუ გინდა ამის შემდეგ სიყვარულით გადარიე,შეშალე, და დაადნე მე თანახმა ვარ???? არა ისედაც ას3 იზავ მარაააა ისე არ მითხრა რა დროს ცოლიაო ეხლა ამ შემოდგომამ ჩაიაროს და მერე ცოლსაც მოგცემთ და ნათესავებსაც იმ თქვენი დუდა ლევანისთვისოოო

ეხლა იწყება ამბები,აწი ნახე მაგის გაგიჟება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent