სამი მიზეზი (13 თავი)
ამ ერთხელაც მომიტევეთ შეცდომები, სახლში არ ვიქნები და სულ არ დადებას შეცდომებით ვარჩიე.... ------- -ვინ იცის რამდენი ხანია პიჯაკი არ მცმია_სიცილი აუტყდა მანქანიდან გადმოსულ მამუკას და სამ სართულია, სინათლისგან გაბჟღვიალებულ სახლს ახედა. -მამა, აქ ცხოვრობდი?_ლამის პირი დააღო კაცმა. -რა მოსაწყენია არა? არ მიკვირს ის ვაჟბატონი ისე რომ ცხოვრობს, სული შეგეხუთება ადამიანს_ბუზღუნს მოყვა განო -მამი დღეიდან თქვენობით დაგელაპარაკები_სიცილით აუჩეჩა შილს თმა -შენ კი ქალბატონო, წესიერად ლაპარაკი ისწავლე, არ შეიძლება გაანე ხალხზე ასე ლაპარაკი. -აუ მამა კაი რაა. -არ უნდა მაგას მამა კაი რა_ძმა ჩაერთო ახლა -და ამ თორნიკეს ყველაფერში ნუ აკვეხებ. -სუ თავისით ეკვეხება, ჩემგან დამოუკიდებლად_უდანაშაულოს სახით აწია გოგომ ხელები და წარბები და კარსაც მიადგნენ. ამჯერად თავად ლიანამ გამოაღო ღიმილით და მთელი ძალით მოეხვია მონატრებულ შვილს. -როგორ მომენატრე ჩემო ბიჭ. -მეც მომენატრე დე_სიცილით მოეხვია ბიჭიც. მამუკა წამით გაიყინა, რატომ ერგოთ ასეთი ბედი, რომ მარიამის შვილი, რომელიც ბავშვებზე ჭკუას კარგავდა, სხვა ქალს ეძახდა დედას. თავი გადააქნია და მოწოლილი ნაღველი უკან გააბრუნა, 2 თვის ბიჭი ამ ქალმა საკუთარივით აღზარდა ამ სასახლეში და იმსახურებდადედა დაეძახებიათ, უმადური ვერ იქნებოდა, მისი წყალობით მის ბიჭს არაფერი აკლდა. -დე, აი მამა_ამაყად დაკრა ბიჭმა მამას ბეჭზე ხელი და ქალს წარუდგინა. -ძალიან სასიამოვნოა ქალბატონო_ხელზე ემთხვია მამუკაც. -ეს ჩვენი ერთადერთი ქალბატონი გაიანეა. -სასიამოვნოა_ღიმილით დაუკრა გოგომ თავი, რატომღაც სულ სხვანაირი წარმოედგინა თორნიკეს დედა. სახლში შესულებს გიაც გამოეგებათ, ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და დივანს მიაშურეს. -მე, პირველ რიგში მადლობა უნდა გითხრათ, არ ვიცი რატიმ მოგიყვათ თუ არა ჩვენს ოჯახს რაც დაემართა, მაგრამ ვერასდროს გადაგიხდით იმდენ მადლობას რაც ბოლომდე გამოხატავს რასაც ვგრძნობ. თქვენ შეგეძლოთ ჩემი ბიჭი ქუჩაში გაგეგდოთ, ბავშვთა სახლში ჩაგებარებინათ და ვეღარასდროს გვეპოვა ერთმანეთი, მაგრამ გაუმართლა და ასეთი კარგი ოჯახი გიპოვათ. მადლობა თქვენ ამისთვის. -სამადლობელი არაფერია, რატი შვილად მივიღეთ და დღესაც ასეა, ეს სახლი და ყველაფერი რაც გვაქვს ორივე ძმებს ეკუთვნით, არ ვაპირებთ ერთმანეთიდან გამოვყოთ, ისიც ჩვენი შვილია._თავი დაუკრა გიამ და პიჯაკი შეისწორა. გაიანე მთელ ოთახს ათვალიერებდა და თვალებით სასურველს ეძებდა. -თორნიკე არ მოვა?_ენამ წინ გაუსწრო და მიღებულ სახეებზე მიწის გასკდომა, ენის ამოგლეჯვა ან მგლებისგან დაგლეჯვა ინატრა. -აი, ნათქვამია კარგ ადამიანს რომ ახსენებენ მაშინ გამოჩნდებაო და ჩვენც მოვედი_სიცილი გაისმა შემოსასვლელიდან და თორნიკეს უკან ნუცას გამოჩენაზე განოს ისე გადასცდა წვენი მამამ ზურგი დაულურჯა ხელით ნარტყამი. -მამა, ასეც არ უნდა შეიმჩნიო, ყველა მიხვდა ყველაფერს_ჩუმად უჩურჩულა მამუკამ და ფეხზე წამოდგა ბიჭს რომ მისალმებოდა. ერთმანეთს ხელი ჩამორთვეს, რატის მოეხვია, განოს შორიდან მიესალმა და მშობლების წინ გაიჯგიმა. -გაიცანით, ეს ნუცაა. -გამარჯობათ, სასიამოვნოა. -ჩვენთვისაც შვილო, მაგრამ მეგონა დღეს ოჯახური ვახშამი გვექნებოდა_ზრდილობიანად გაუღიმა ლიანამ სტუმარს. -უკვე ვგიჟდები ამ ქალზე_ჩუმად გადაუჩურჩულა განომ რატის და სიცილი აუტყდა, თუმცა ყველამ რომ გამოხედა წამში გადააკეთა ხველებად. -დედა, ნუცა ჩემი შყვარებულია და უფლება აქვს აქ იყოს_გვერდით მიიჯინა გოგო და წელზე მოხვია ხელი. -მამააა_სამზარეულოდან გაისმა რატის ხმა. -გისმენ, მა. -რა იყო რატი?_ორივე კაცმა ერთად უპასუხა და დაბნეულმა გადახედეს უცებ ერთმანეთს. გიამ ხელის აწევით ანიშნა მაპატიეო და ლამის ცრემლებამდე მისული თვალები მეორე გვერდზე გააცოცა. -ვახშამი მზადაა_უხერხულობის გაფანტვას ეცადა ლიანა და იმილით მიუთითა სტუმრებს მაგიდისკენ. ყველამ თავისი ადგილი დაკავა და განომ მშვიდად ამოისუნთქა, ისე იჯდა თორნიკეს მხოლოდ ხელებს ხედავდა, სამაგიეროდ კარგად უყურებდა ნუცას და მთელი სხეული ეჭიმებოდა მის გულებ ამოვარდნილ სახეზე. -ნუცას ვეტყვი ღმერთს მადლობა უთხრას სუპერმენის ძალები რომ არ გვაქ_ხითხითით ჩაჩურჩულა რატიმ. -რატო? -ფერფლის ნაწილაკიც კი არ დარჩებოდა იმ საცოდავიდან. -ენას ნუ მიტლიკინებ_ლამის წამოიყვირა გაბრაზებულმა დ აძას დაუბღვირა. -აქ მაინც მოიქეცით წესიერად_უხერხულად გაუღიმა წინიდან მამუკამ. ვერ მოახერხა გოგომ პასუხის გაცემა მისი მობილური დაფარულმა ნომერმა რომ აამღერა. მაშინვე მიხვდა ვინც იქნებოდა და მის სახეზე ბიჭებსაც არ ჭირდებოდათ რამის ახსნა. -მაპატიეთ, მნიშვნელოვანია_უხერხულად გაუღიმა მასპინძლებს და გარეთ გავიდა. -გისმენთ? -აბა, საყვარელო, ვახშამზე დარეკვა არ მინოდოდა, მაგრამ საქმე ასე მოითხოვს. -მითვალთვალებთ?_სხეული აუკანკალდა გაიანეს და ამჯერად მართლა შეეშინდა. -მიკვირს, რომ გიკვირს, აბა შენი აზრით არ მოვიძიებდით ინფორმაციას? პირობები შეიცვალა ჩვენთან მუშაობის_ღიმილიანი ხმით აცნობა კაცმა. -ანუ? -ვიცით, რომ ერთ კვირაში რბოლას აწყობ, თუ მოიგებ ავტომატურად თანხმობად ჩავთვლი, თუ არადა ამჟამინდელი გამარჯვებული ძალიან მომწონს და მას დავუკავშირდებით. -არა, არა, ეს მე უნდა ვიყო, მოვიგებ. -დროებით, გაიანე. -ჯანდაბა, ამის დედაც... ჯანდაბა._გაგიჟებული დააბოტებდა აივანზე და ტელეფონს ნერვიულად იქნევდა, აქამდე გამარჯვებაში არასდროს დაეჭვებულა, მაგრამ ახლა თორნიკე უშლის ხელს, ეს რომ გაიგოს არ დაუთმობს და თვითონ მოინდომებს ჯაშუშობას, ამის უფლება კი მხოლოდ განოს აქვს. რაღაც სხვა უნდა მოიფიქროს, იქნებ მონაწილეობის უფლება არ მისცეს? როგორ, ფეხს ხოარ მოტეხს, არა რაღაც სხვა. -ქალისთვის გინება ცოტა უადგილო და შეუფერებელია_ლიანას ხმა მოესმა და გაკვირვებულმა გახედა კარებთან მდგომს. -მაპატიეთ, მეგონა.. -მარტო იყავი? ქალი მარტო არასდროსაა_ხელი ჰაეროვნად აიქნია ქალმა. -ძალიან მაინტერესებდა რატის და, როცა გვითხრა დას ვჭირდებიო, რატომღაც პატარა დაუცველ გოგონას წარმოვიდგენდი ყველას მისი დაჩაგვრა რომ შეუძლია. -იმედები გაგიცრუეთ?_ირონიულად გაუღიმა ქალს და აბუყბუყებულ წყენას გასაქანი არ მისცა. -როგორ გეკადრება, მე პირიქით ვიტყოდი. -ვერ მივხვდი. -იმიტომ, რომ გაუგებრად გელაპარაკები, გეტყობა რომ თავნება ხარ, თუმცა გულუბრყვილო და გულახდილი ხარ, ეს კი დღეს დასაფასებელია. -გაიანე გაოცებისგან ხმას ვერ იღებდა, არ ელოდა ლიანასგან ასეთ სიტყვებს.-მაგრამ თქვენ ხომ... -რა? მოსაწყენად ვცხოვრობ? იცი რაღაცით მართალი ხარ, მახსოვს მე და გია შეყვარებულობის პერიოდში რეებს ვაკეთებდით, ღმერთო ასე მგონია მას მერე საუკუნე გავიდა_პირველად დაინახა გაიანემ ქალის სახეზე გულიანი სიცილი. -მაშინ.. -რამ შეგვცვალა? მდგომარეობამ, საზოგადოებამ, ალბათ ფულმაც. როცა ამდენი ხალხი გაკვირდება და შენზე ათას ინფორმაციას წერენ, თუნდაც ტყუილს, გინდება უჩუმრად იდგე და არავის მოხვდე თვალშ, ზოგი შეიძლება ნატრობდეს ნეტა მეც ცნობილი და წარმატებული ვიყოო, წარმატება კარგია, მაგრამ თავისი მინუსები აქვს, ყველა ცდილობს შენს ცხოვრებაში ჩახედვას და ჩარევას, ლამის იმას კითხულობენ სააბაზანოში რამდენჯერ შედიხარ. ზუსტად რატისნაირი ხარ, სანამ გაიზრდები შეირგე და იმდენი გააკეთე, რომ რაც შეგეძლება მეტი მოსაყოლი გქონდეს შვილებისთვის_ბეჭზე მოეფერა გაოგნებულ გოგოს და ისევ ოთახისკენ წავიდა. -ხო მართლა, იმ ყალბ ღიმილიან ნუცას თუ ჩემ ჩაურევლად მოიშორებ მადლობას გეტყვი თუ არადა მე მივხედავ_კარიდან წუთით მობრუნებულმა პირი უფრო დააღებინა გოგოს და გაუჩინარდა. -რა ჯანდაბაა, მართლა შუბლზე ხოარ მაწერია ეს ბიჭი რომ მომწონს ნეტა_გაბრაზებით ჩაიბურდღუნა და უცებ შიშით მიმოიხედა ლიანას ქალი მარტო არასდროსაა რომ გაახსენდა. -თორნიკე, შვილო, მამა გეძახის_უკვე კარგად იყო დაღამებული კაბინეტიდან რომ გამოვიდა დედა. -გისმენ მამა. -დაჯექი_მაგიდის წინა სავარძელზე მიუთითა შვილს და თვითონაც წინ ჩამოუჯდა. -ხო მშვიდობაა მამა? -მშვიდობაა, უბრალოდ რატის წასვლამ რაღაცეებზე აზრი შემაცვლევინა, მათი მამაშვილობის შემშურდა თოკა, ჩვენ ისე ახლოს არასდროს ვყოფილვართ და მინდა სანამ სულ გვიანი არ იქნება გამოვასწორო. დამელაპარაკე, ვხედავ რაღაც რომ ხდება. თამარს დაშორდი, მერე უცებ მოტო იყიდე, ვიფიქრე ვიღაც სხვა შეუყვარდათქო და უცებ ამ ნუცათი გამოცხადდი. რა ხდება? -არ ვიცი მამა, რაღაცაში სწორი ხარ, შემიყვარდა და თამარს მიტო დავშორდი, ჯანდაბა ახლა ვაღიარე პირველად რომ შემიყვარდა_მწარედ ჩაეცინა ბიჭს და ხელები ჩამოისვა სახეზე. -თორნიკე, ქალის ასე გამოყენება არ შეიძლება, სხვა გიყვარს და სხვას ხვდები. -არ ვიყენებ მამა, ყვლაფერი იცის, და შანსი მაინც მომცა, მომწონხარ და ვცადოთო, იცის რომ ჩემი სიყვარული უიმედო და ცალმხრივია და ისე მოვეწონე თვითონ მთხოვა შანსი მივცეთ ერთმანეთსო. -ახლა ორი საკითხია რომელიც მაინტერესებს, ერთს ვხვდები და ამითი დავიწყოთ. რატომაა შენი სიყვარული უიმედო, ასეთი ვინ არის? -რატის და_ძლივს ამოიბლუკუნა თავ დახრილმა და მამას თვალები აარიდა. -იგივე რჩება შეკითხვა, რატომაა შენი სიყვარული უიმედო? -მამა, არ გესმის? რატის დაა. -და არა შენი. -მაგრამ მეკუთვნის. -გეკუთვნის, მაგრამ არ არის. -ანუ რისი თქმა გინდა? -არ მინდა გეუბნები, იდიოტი ხარ, გოგო გიყვარს და იმის გამო არ მიდიხარ მასთან რის გამოც თამარს დაშორდი, ხალხი რას იტყვის მისგან გადმოგედო? არ გკი*ია? რაც უნდათ თქვან, თქვენ ხომ იცით სიმართლე? გაიანე შენთვის ბიოლოგიურად არანაირ კავშირშია, დაიკი*ე რა ხალხის აზრი და ის გააკეთე რაც გაგაბედნიერებს. გაკვირვებული უყურებდა თორნიკე მამას და წარბებ აწეული აკვირდებოდა. -მამა, კარგად ხარ? -ახალგაზრდობას ვიხსენებ_სიცილით აიჩეჩა კაცმა მხრები. -ახლა მეორე საკითხი, ნუცა გიცნობს როგორი ხარ სინამდვილეში? რამდენიმე დღეში სამსახურში გადიხარ, მოსაწყენ ცხოვრებას დაუბრუნდები, ის მხოლოდ მრბოლელ ბიჭს იცნობს, მოეწონება ნამდვილი თორნიკე? -მაგაზე არ მიფიქრია. -დაელაპარაკე_ბეჭზე ხელი დაკრა შვილს და ჩაიქრებული დატოვა ბიბლიოთეკაში. როგორც ყოველთვის ბარში უამრავი ხალხი ირეოდა, თორნიკე დახლთან მიმჯდარიყო და რატის გაკეთებულ მაგარ კოქტეილს სვამდა, მალევე იგრძნო ბიჭმა ნაცნობი სურნელი და თვალები დაეხუჭა. ერთი დღე იქნებოდა ეს გოგო ბოლოს მოუღებდა. -რა ჭირს ამას?_ძმას გადახედა განომ. -სატრფომ მიატოვა_თვალი ჩაუკრა ძმამაც. -ოჰოოჰ, რატო? -მოსაწყენი თორნიკე აღარ მოეწონა_ცალყბად ჩაეცინა ბიჭს -დღეს დაველაპარაკე და ავუხსენი როგორც ვცხოვრობ, ვუთხარი, რომ ზოგჯერ შეიძლება რამდენიმე დღე ისე გავიდეს ვერც ვნახო და იშვიაად დავურეკო, შეიძლება ქვეყნიდან გასვლა მომიწიოს და დედაჩემთან ერთადაც ჩაისაც სიამოვნებით ვსვამ. ამ დროს ადგა და უკანმოუხედავად გაიქცა. -ვერ გეტყვი არ გამიხარდათქო. -უჰ, რატო გეწყინებოდა, არ გკიდივარ? -ჩემი რატომ ყველას რატო ესმის და ხვდება ყველა ყველაფერს მარტო შენ გარდა? -რისი თქმა გინდა? -იმისი რომ იდიოტი ხარ. -გაიანე ვერ გავიგე რისი თქმა გინდა. -არ მეწყინა იმიტომ რომ გამიხარდა, იმიტომ, რომ მოსაწყენი თორნიკე ჩემთვის მინდა. -რაა?_კოქტეილზე ხელი გაეშვა ბიჭს. რატი გაღიმებული ადევნებდა გვერდიდან თვალს ახალგამომცხვარ წყვილს. ლამის ბატიბუტი მიედგა სრულყოფილებისთვის. -დღეს რაღაცა ჩემი ლაპარაკი არ გესმის_ღრმად ამოიხვნეშა გოგომ. -კარგიიი, ჯობია გაჩვენო_ღრმად ამოიხვნეშა გოგომ და სანამ დაფიქრდებოდა და გადაიფიქრებდა მანამდე დაწვდა თვალებგაფართოებული თორნიკეს ტუჩებს და მონატრებაც ჩიხშო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.