შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სტუმრობა საიქიოს თავი IV (სივრცეში დაკარგული)


29-09-2018, 16:39
ავტორი park_soo_byung
ნანახია 1 025

- მოიცა ეე... მე რატომ მადანაშაულებ? ეს შენ თვითონ რატომ გადმომიხტი წინ? - თვალები ატრიალა მან.
- იერიშზე რატომ გადმოდიხარ ? - '' ეს ხმა რატომღაც მეცნობა, ნეტავ სად გამიგონია აქამდე? ''. რაღაც გაიგო სწრაფადვე შეცვალა მიმიკები თითქოსდა ჩემს სახეზე ყველაფერი ამოიკითხა, შეიშმუშნა.
- აქამდე სადმე შევხვედრივართ ერთმანეთს? - თითქოს კითხვა არ მოეწონა მას, ჩაახველა მან და წამოოიმართა.
- სად უნდა შევხვედროდით ერთმანეთს? - მან სახე ახლოს მოიტანა და თვალებში ჩამხედა, ასე ახლოს ჩემთან ჯერ არავინ მოსულა, გულმა სწრაფად დაიწყო ძგერა, ყელში კი ბურთი გამეჩხირა და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.
- არა... რათქმაუნდა... - ფრთხილად ავუარე გვერდი და ნახევრად დახურულ კარებში გაღწევა ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. საწვიმარის ქუდით დამიჭირა და უკან წამათრია უმწეო ბავშვივით, ეს ტიპი იმაზე ძლიერი ყოფილა ვიდრე ჩანდა.
- ჰეი! ჰეი! სად მიიჩქარი? - დაიხარა და ქვემოდან ამომხედა. - დანაშაული უნდა გამოისყიდო.... - მის თმაზე ფრთხილად გადაისვა ხელი, შემდეგ კი მოეშვა ქუდს და მოულოდნელად ხელი გადამხვია, გავიყინე ადგილზე. - წამოდი საჩუქრის შერჩევაში დამეხმარე... - მოულოდნელი იყო მისი სიტყვები ჩემთვის, მეშინოდა მხრების გამოძრავებაც, რა დამემართა? ნუთუ ასეთი უსუსური ვარ?
- საჩუქრის? - ავხედე ერთი თავით მაღალ პიროვნებას.
- ჩემი მეგობრის დაბადების დღეა, ამიტომ დამეხმარე საჩუქრის შერჩევაში, დიდ დროს არ წაგართმევ. - ჩავფიქრდი...
- ხატავს შენი მეგობარი? - დამატყვეებლად გამომხედა მან.
- კი! და თანაც როგორ. ის არაჩვეულებრივი მხატვარია! - ხმა აღარ ამომიღია, მისი სიტყვებით ის ნამდვილად კარგი მხატვარია და მე ვერც კი შევედრები ალბათ მას.
- რამე მოხდა? - მან ღიმილით გადმომხედა, მე უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.
- მიდი აარჩიე შენ უკეთ გეცოდინება რა არის უკეთესი მხატვრისთვის! - თეთრ პოლიეთილენის პარკზე მანიშნა, რომელიც ხელში მქონდა ჩაბღუჯული.
- ახხ... კარგი დაგეხმარები. - ამოვიფრუტუნე და გავხედე ბიჭს რომელსაც ხელები გადაეჯვარედინებინა გულმკერდზე და მელოდებოდა.
- რამდენიც გინდა იმდენი აიღე და ფასებს არ დააკვირდე ნებისმიერს ვიყიდი! - რადგან ასე იყო ჩემი ნივთები მას გადავაბარე და შერჩევა დავიწყე ის უკან მომყვებოდა.
- ჰეი შენ! - დამიძახა მან როცა არჩევანს ვერ ვაჩერებდი ორ ფერს შორის. - რამდენად კარგად ხატავ? - მოულოდნელი იყო მისი კითხვა, ისეთი პიროვნება ჩანდა ვიფიქრე ამას არ მკითხავდა, მაგრამ მკითხა... დავიბენი...
- ნუუ... არვიცი, ვერ შევაფასებ საკუთარ თავს. - მან ნიკაპთან მიიტანა საჩვენებელი თითი.
- პირველ რიგში საკუთარი თავის შეფასება უნდა შეგეძლოს, რათა შემდეგ სხვა შეაფასო. ამიტომ ყოველთვის კარგად უნდა დაფიქრდე საკუთარ შესაძლებლობებზე.- დამაფიქრა მისმა სიტყვებმა.- შენი სახელი? - არ ვიცოდი ვინაობა დამემალა თუ არაა, მისთვის...
- ნინა! - ნუთუ ვიტყუები? არ მესმის საკუთარი თავის, როგორი ჩამოუყალიბებელი ბავშვი ვარ. - ნინა მქვია! - მაგრამ მოტყუება ერთადერთ რამ არის რაც ზედმეტი ადამიანებისგან გადამარჩენს, არ მჭირდება ნაცნობები, არაფრის მთქმელი პიროვნებები რომლებიც უბრალოდ დედამიწას ამძიმებენ თავიანთი სენტიმენტალურობით, ყველაზე კარგი გზაა მისი თავიდან მოშორებაა უბრალოდ. თითქოს მის თვალებში მოლივლივე ცრუპენტელა ლილიანი დავინახე, რომელიც გამოიჭირეს ტყუილზე.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა ნინა! უბრალოდ ედი დამიძახე... - ხელი გამომიწოდა მან, ფრთხილად წავიწიე და ხელი მის ცივ თითებს შევახე, გაყინულ თითებს რომელსაც უსიცოცხლო თეთრი და მოვარდისფრო ფერი დასდებოდა. წამიერად ბინდი, სინათლე და სინათლის მიღმა საკუთარი თავი დავინახე, საკუთარი თავი... - სული შემიწუხდა და მუხლებზე დავეცი, ვეღარ ვსუნთქავდი ლამის ფილტვები დამეხუროს და მოვკვდე.
- რა დაგემართა? კარგად ხარ? - მან დაიხარა და წამომაყენა. მინდოდა დამესვა მისთვის კითხვა თუ ვინ იყო. " ვინ ხარ? ", " ვინ ხარ? ". მაგრამ ეს მხოლოდ ქვეცნობიერად, სიტყვა არ მოსწყდა ჩემს ბაგეს.
უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი პირობნებას, რომელიც არაფრის მთქმელი და თანაც ყველაფრის მთქმელი მზერით მიმზერდა.
პიროვნება არც აპირებდა თვალი მოეშორებინა ჩემთვის, არა ამას არ აპირებდა.
- შემიძლია რამით დაგეხმაროთ? - მოულოდნელად გამოჩენილმა კონსულტანტმა გული გაგვიხეთქა ორივეს, სწრაფადვე მოვშორდით ერთმანეთს და თვალი ავარიდეთ შერცხვენილებმა, განა რა გავაკეთეთ ისეთი რომ სირცხვილისგან უნდა დავმწვარიყავით? არც არაფერი.
- არა გმადლობთ! - თავი მარჯვივ გავატრიალე და დაველოდე როდის წავიდოდა ქალი.
- კარგი მოდი შენ აარჩიე, მე რაღაც უნდა მოვძებნო და სალაროსთან შევხვდებით. - სწრაფი ნაბიჯით გაიქცა დაა მიიმალა სადღაც ჩემგან შორს.
არჩევის შემდეგ სალაროსკენ წავედი, ის მართლაც იქ მელოდებოდა, რაღაც შეეძინა და მელოდებოდა. უცნაურად ვგრძნობ თავს, რაღაც რიგზე არაა ჩემში.
ისევ მომიწია სალაროსთან მისვლა და ლოდებაა მოლარესთვის.
- თქვენზე 250 დოლარია! - ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, ვაი დედიკო, რა თანხა. ის მოულოდნელად ჩემს გვერით აღმოჩნდა, ნაცნობი იყო მისი სასიამოვნო სუნამოს სუნი რომელიც ცხვირში მიღიტინებდა, რომელიც არ მაწუხებდა და მომწონდა.
- საკრედიტო ბარათით შეიძლება გადახდა? - არაფრის მთქმელი სახით გახედა ბიჭმა 40 წელს გადაცილებულ ქალს რომელიც, ძალიან ზანტი იყო და ნელი მოძრაობით აკეთებდა ყველაფერს. ქალმა თავი დაუქნია და ბარათი გამოართვა.
გარეთ გასულმა არც დამემშვიდობა ისე წავიდა თავისი ძვირფასი 1969 წლის Ford Mustang - ის კენ, ლამის ჩავიკეცე ძალა გამოცლილმა და გაკვირვებულმა, ეს საშინელი დარტყმა იყო ჩემთვის, ეს იყო ლილიანის ბავშვობის ოცნების ავტომობილი. ჩემი პატარა ოცნება რომელიც ახლა 70 000 $ ღირს. არა რა ბიჭად უნდა დავბადებულიყავი, აბა მე სად გამაჩნია გოგოს მანერები? ეხხ... ისე ჩამიარა მისი მუსტანგით რომ, არც კი გამოუხედავს.
- რაიყო ბიჭი? თავი დიდი ვინმე გგონია? - თავი გავაქმიე მობეზრებულმა და ნელი ნაბიჯით წავედი ავტობუსის გაჩერებისკენ. მოწყენილობისგან მიბნედილმა, ყურსასმენები გავიკეთე რათა შემაწუხებელი ხმა ჩამეხშო. Dark Piano-ს მელოდიები ყოველთვის მატყვევებდა, მაფიქრებდა, მაშინებდა. ახლა არ ვიცი რა ხდება ჩემში, როცა ვეღარ ვფიქრობ, ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ.
ტელეფონზე ლიზას ზარი შემოვიდა...
- რაგინდა? - უხეშად ვპასუხობ, მაგრამ მას მაინც მშვიდი ხმა აქვს.
- მომისმინე, შენი თანაკლასელი მოინახულე კარგი?! შემატყობინეს რომ კომიდან ჯერ კიდევ არ გამოსულა, ეტყობა სერიოზულადაა საქმე, სჯობს მოინახულო და ბავშვებთანაც მოაგვარო უთანხმოება, თორემ მაგარ შარში ხარ! - მაგრად მეზარებოდა იდიოტი კლასელების სახეების ატანა, მაგრამ ჩემი და არ აპირებს მომასვენოს. ყურიდან პირთან ჩამოვიტანე ტელეფონი რათა მაშინვე გამეთიშა როცა სათქმელს ვეტყოდი.
- კარგი ქათამო! - და ზარი შეწყდა, როგორ გაცოფდებოდა...
თუ ვაპირებდი წასვლას მაშინ ყვავილებიც უნდა მეყიდა, მზესუმზირები გადავწყვიტე, არვიცი რატომ მაგრამ უბრალოდ ეს მომეჩვენა შესაფერისად.
სავადმყოფოსთან მისულს არ ვიცოდი რა გამეკეთებინა შევსულიყავი უბრალოდ და ერთ უხეშ სიტყვაზე ყველაფერი დამენგრია თუ, იმაზე უფრო თამამათ შემებიჯებინა ვიდრე აქამდე დავდიოდი მათ წინაშე. მეორე სართულზე ასვლისას პალატასთან მდგომი ბავშვები შევნიშნე, ფრთხილი და წყნარი ნაბიჯებით მივუახლოვდი პალატის კარს, ადელინი არსად არ ჩანდა, ქლოი, ოლივერი, ჰენრი, კლარა და პენელოპე იყვნენ მხოლოდ, დანარჩენებს ლოდინი მობეზრდათ და წავიდნენ ალბათ, ყველას თავისი სადარდებელი ყოფნის. მათ სახეზე შიში და სიბრაზე ამოვიკითხე, კარის სახელურისკენ წავიღე ხელი, უნდა დავქაჩებოდი როცა ჰენრიმ მკლავში ჩამავლო ხელი და თვალები დამიბრიალა.
- სად მიდიხარ?! ამჯერად რასაპირებ? - მისი მხრიდან სწორი საქციელია, არც ველოდებოდი იმას რომ ასე უბრალოდ გამატარებდა.
- მე შემიძლია მას დავეხმარო, შეიძლება მან ვეღარასდროს გაიღვიძოს ამიტომ გირჩევ ხელი გამიშვა მანამ სანამ კონტროლი დამიკარგავს. - სიტყვერბმა იმოქმედა მასზე, გამიშვა ხელი და კარი შევაღე მაგრამ შევყოვნდი. ჰენრის გავხედე. - სჯობს ექიმ გაესინჯო, შენი ორგანიზმი ტკივილს ვეღარ გაუძლებს, როცა იბადები ადამიანად მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა შეგეძლოს ფიქრი, რადგან სხვას არ აინტერესებს შენი გასაჭირი. ჭიქა წყალს არავინ შემოგაშველებს, რადგან ყველას თავისი სიცოცხლე სწყურია. - კარი გავიხურე და ოთახს თვალი მოვავლე. სითეთრეში ჩაძირული პალატა არაფრით არ არის გამორჩეული, ერთი ფანჯარა, ფანჯარასთან მდგომი საწოლი ტუმბო და სუნთქვის აპარატზე შეერთებული საიმონი, ლარნაკში ყვავილები ჩავალაგე და ობოლ სკამზე ჩამოვჯექი რომელიც საწოლის გვერდით იდგა, ჩანთა მოვიხსენი და იატაკზე ტუმბოს გვერდით მივდგი.
- საშინელ დღეში ჩავარდნილხარ საიმონ, მე გაგაფრთხილე მაგრამ შენ თვითონ არ მოუფრთხილდი ერთადერთ სიცოცხლეს რომელიც გაგაჩნდა. არვიცი შემწევს თუ არა ძალა რომ დაგეხმარო, მაგრამ ვცდი მაინც! - წამოვდექი და მას მივუახლოვდი, სახეზე დალურჯებები და ჭრილობები უკვე უშუშდებოდა. საჩვენებელი თითები საფეთქლებზე მივადე და შევეცადე მის ჩაკეტილ გონებაში შემეღწია, რთული არც იყო რადგან, ღია ველი გააჩნდა და ნებისმიერ ჯადოქარს შეეძლო მის გონებაში შეეღწია და ემართა ის.
ის დაკარგული იყო ორ სამყაროს შორი, ხედავდა გარდაცვლილ ნაცნობებს და ნათესავებს. ასტრალში ვერ შევძლებდი გასვლას რომ ის დამებრუნებინა გზიდან ამიტომ ვეცდები მას თავისივე გონების საშუალებით დავუკავშირდე და დავაჯერო რომ ეს გონების მიერ შექმნილი ილუზიაა და ის შეძლებს გამოღვიძებას. " - საიმონ! დარწყმუნებული ვარ გესმის... რასაც შენ ხედავ ეს უბრალოდ ილუზიაა... შენ უნდა დააჯერო საკუთარ თავს ეს, უბრალოდ დაბრუნდი საკუთარ სხეულში, მოძებნე სავადმყოფო, ადი მეორე სართულზე და შედი 43 პალატაში. წარმოიდგინე და გამოგივა, 43 პალატა! ". მოვეშვი და მოვშორდი, წყნარად ჩამოვჯექი იმის იმედით რომ შეძლო გაეგონა ჩემი სიტყვები.
ისევ იგივე ნაირად გავაკეთე, მაგრამ ამჯერად ხელი ჩავკიდე და თვალები დავხუჭე. ის ძიებაში იყო ამას ვგრძნობდი, დაძრწოდა სიბნელეში, ეშინოდა, ცახცახებდა, შფოთავდა მისი სხეული ასევე როგორც სული.
დრო გადის...
არ ვიცი რა ხდება, უკვე იმედები მაქვს გადაწურული, მაგრამ რაცარუნდა იყოს იმედი ბოლოს კვდება...
კიდევ ცოტაც...
ამოსუნთქვა... როგორც იქნა გავიგონე გამძაფრებული სიმწრის სუნთქვა. ის ზანტად მაგრამ მაინც ახელს თვალებს და მიყურებს, მის თვალებში მადლიერებას ვხედავ, ეს სიამაყეს და თავდაჯერებას მმატებს.
სიმშვიდეს კარს მიღმა ხმაური არღვევს, კარებში მალევე ადელინი ჩნდება, ჩემსკენ აპირებს გამოქცევას და თმებით თრევას, საშინელი ფიქრები და აზრები აწუხებს ამ გოგოს.
მაგრამ... ის ჩერდება როცა საიმონის ცისფერ თვალებს ხედავს სითეთრის მიღმა. მე წყნარი ნაბიჯით ვდგები, ვიღებ ნივთებს და პალატიდან მშვიდი ნაბიჯებით გავდივარ. მათ ფიქრებში უამრავი რამ ჟღერს... "- ნუთუ მან ეს შეძლო? ", "- რამოხდა? გაიღვიძა? ", "- ლილიანი მართლაც ყოვლისშემძლეა?! ".
მე უბრალოდ გამეღიმა და მორჩა... სხვა არაფერი მიგვრძნია...
* * *
ფიქრები გარდაიცვლებიან,
როცა რეალობა წინ დაგხვდება.
როცა იმედები დარდს გაჰყვება და...
ტკივილი საზღვრებს კვლავ გასცდება.
* * *
წვიმის მოთქაფუნე წვეთები ისევ ჰქმნის მელოდიას, მაგრამ ის სიცოცხლის მეოდია არის და არა სიკვდილის, რომ ვუსმენ ეს წკაპუნი რაღაც დროის განმავლობაში უცხო აკორდებად გარდაიქმნება, თითქოს ვიღაც ფორტეპიანოზე თამაშობს, თითქოს ბავშვია რომელმაც არ იცის ნოტების წყობა და დასახელებები, წვიმა ხომ ბავშვს ჰგავს... ის ყოველ ჯერზე თავიდან იბადება, ზაფხულში მოწყურებული, შეპიწკინებული, ფერფლად ქცეული მშრალი მიწა ხარბად ეტანება ახლად დაბადებულ წვიმას.
ადამიანებს ყველაზე მეტად უყვართ ყოველი ახალი ხილი, ახალი ტანისამოსი, მანქანა, სახლი, ყველაფერი რასაც ახლის სუნი ასდის. იტყვით, აბა ვის არ უყვარს ეს?!
კარის შეღების თანავე თვალში ჩემი და მომხვდა, რომელიც მისაღების ზღურბზე იდგა და დაღვრემილი მიყურებდა.
- რა ჯანდაბა გიმდა? - სიტყვას არამბობს. - რატომ მიყურებ ეგრე? - გვერდი ავუარე და კიბისკენ წავედი მივხვდი რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, ნაწილობრივ მისკენ მივბრუნდი. - აღარ ამოღერღავ?
- ლუციფერი უკანა ეზოში ვიპოვე... ის...- თითებს იმტვრევს, ჩემთვის თქმა უჭირს. - მემგონი ცოცხალი აღარარის. - არ ვიცოდი რა მეგრძნო.
- საიდან მოიტანე ეგ? რას ბოდიალობ?- ის უსიტყვოდ მიმზერდა, მე კი არ ვიცოდი რას ვგრძნობდი, განა ვგრძნობდი რაიმეს ტკივილის გარდა? როცა გამოვფხიზლდი სწრაფი ნაბიჯით გავიქეცი. ის ყვავილის ბუჩქთან მიმალულიყო. შინაური ცხოველი ყოველთვის გარბის სახლიდან შორს მაშინ როცა სიკვდილის მოახლოება იგრძნობს, მანაც იგრძნო და გაიქცა. ცრებლები ჩემდაუნებურად მცვივა თვალებიდან, ცრემლები კი წვიმის ცივ წვეთებს ერწყმის და სხეულზე იკვალავს გზას. ფრთვილად ვეფერები მის დასველებულ ფაფუკ ბეწვს...
- მაპატიე რომ შენთან არ ვიყავი ლუცი... მაპატიე რომ სათანადოდ ვერ მოგხედე და ახლა აქ წევხარ უსულოდ, მაპატიე... - ცა ცრიდა და ცრიდა, თვალებიც ბაძავდა მას... და ასე დამეგობრებულნი ერთად გოდებდნენ.
* * *
მდუმარედ ჩემი ცრემლები
წვიმის წვეთებს ნაზად ერევა,
თითქოს არსაიდან მოსული ქარი
უმალ თმებს მიწეწავს.
ვგრძნობ არასრულ ტკივილს
სადღაც გულის სიღრმიდან იწყება,
ამოდის ყელში და იწყებს
მწარედ ჩემს დახრჩობას.
თითქოს სიცოცხლის წართმევას მიპირებს,
რომელიც არასდროს მქონია.
რომელიც დარდს გაჰყოლია,
და მარტოობას შეჰყვარებია.
* * *
მე ვერ შევძლებდი მის გაცოცხლებას, რადგან მე სულიერის გაცოცხლების ძალა არ შემწევს, აი ასეთი უმწეოც შეიძლება ვყოფილიყავი, ამიტომ მეთვითონვე მოვჭედე მისი კუბო და დავასაფლავე, ღრმად ბაღში ხის ძირს.
ვერავინ მიხვდება ახლა მე რა სიცარიელეს ვგრძნობ, სიცარიელით გამოწვეულ გრძნობას ვერაფერი შემივსებს, ვერც ახალი კნუტის მოყვანა.
ეს ისეთი რამაა რასაც ეძიები მაგრამ გზის ბოლოს არაფერი გხვდება...
არვიცი რამე უნდა ვიფიქრო თუ უბრალოდ დაველოდო როდის გამივლის ეს გრძნობა ან მას როგორ შეავსებს ვინმე. უბრალოდ მივშტერებივარ საწოლის წინ მდგარ პორტრეტს და ვეღარ ვფიქრობ, ფიქრს კი ცრემლები მოჰყვება. ჩემთვის მისი დაკარგვა იგივეა რაც ნებისმიერმა ნათესავი, ახლო ადამიანი ან ოჯახის წევრი დაკარგოს.
შუაღამის პირს კიბეზე ამომავალი დედაჩემის წუხილის, ფიქრების ხმა მომესმა, მან ფრთხილად მომიახლოვდა და ტუმბოზე ჩამოდგა ტორტი რომელზეც 18 ციფრიანი სანთელი ენთო, უსიტყვოდ მომიახლოვდა და ჩამოჯდა, მე ზურგ შექცევით მწოლიარეს ფრთხილად გადამისვა ხელი თავზე.
- ლუცის გამო ძალიან მწუხვარ, ვიცი ახლა რასაც გრძნობ. და... დაბადების დღეს გილოცავ, შენ უკვე სრულწლოვანი ხარ, მაგრამ ჩემთვის ისევ პატარა მობაჯბაჯე ლილიანი, რომელიც არასდროს არ ეცემოდა ძირს და არასდრო არ კარგავდა იმედს რომ შემდეგში ის შეძლებდა ყველაფერს, ესეც გაივლის, დრო ხომ ყველაფერს გვაჩვევს შვილო, ყველაფერს! - დედის კალთას ავეკარი და თამამად ავქითინდი მის მუხლებზე რომელსაც ბევრჯერ დასცემია ლილიანის ობოლი ცრემლები. რომელის ისტორიებს მხოლოდ დედა იზიარებდა და რომელიც პატარა ტკივილს უფრო დიდ ისტორიას აქცევდა.
სიბნელე...
სიბნელის მიღმა სილუეტი...
მან ჩემსკენ ფრთხილად წამოვიდა.
- ცრემლები არ გიხდება ლილიან! - ეს ხამ... მან ისევ მოაღწია ჩემამდე.
- გთხოვ ახლა ისევ ნუ დაიწყებ! - ზრუგი ვაქციე თუ არა სილუეტს, უცხო გზაზე აღმოვჩნდი რომელსაც ლამპიონები ანათებდა. ყურთან თბილი ჰაერი ვიგრძენი, სუნთქვა ფრთხილი და დარეგულირებული იყო, სუნამოს სუნი კი ჩემს ირგვლივ ტრიალებდა, სურნელი რომელიც The house of colors -ის მაღაზიაში შემხვედრ ბიჭს ასდიოლა.
- დაბადების დღეს გილოცავ! - ხმამ ექოდ გაიჟღერა სხეულის თითოეულ უჯრედში და რეალობაში გადმომყვა. თვალები ფართოდ გავახილე და წამოვდექი საწოლიდან, მაგრამ ის არსად ჩანდა. "- რა გინდა ჩემგან?" მაგრამ კითხვაზე პასუხის გაცემას არავინ აპირებდა, საწოლზე მდგარი საჩუქრის შავი ყუთი წითელი ლენტით შეეკრა და ბარათიც დაეტოვებინა მასზე. ფრთხილად მივუახლოვდი და ბარათი ხელში ავიღე.
" შენი კატის გამო მწუხვარ. ბოდიში რომ სახლში არ წაგიყვანე და მაღაზიასთან დაგტოვე, ვიფიქრე ასე უფრო ეფექტური იქნებოდა, ხო ცუდი გოგო ხარ რომ ნამდვილი ვინაობა დამიმალე მაგრამ გაპატიებ, :დ დაბალების დღეს გილოცავ! იცოდე ამ ყველაფრით მე უნდა დამხატო მხოლოდ."
"ეს რაღაც ახალის დასწყისია"
სიყვარულით ლილიანს ედისგან.

- ჯანდაბა, როგორ მეკაიფება ეს .- ფურცელი მოვისროლე და ყუთი გავხსენი, მასში ის ყველაფერი ელაგა რაც მე თვითონ ავარჩიე. - სიმწრის ღიმილმა გადამირბინა სახეზე.



გადავწყვიტე დამეხატა, ის კარგად მახსობდა, რატომღაც არ დამვიწყებოდა მისი გამოხედვა და თვალები, მისი აღნაგობა.
ფურცელს ფერები ავსებდა, დროს ყველა მომხდარ ფაქტზე ფიქრი, წარსულზე, წარსულის მოგონებებზე, წარსულში დარჩენილ პიროვნებებზე. დრო, ის არასდროს ჩერდებოდა... მე კი წარსულის შეცვლაზე ყოველთვის დაჟინებით ვფიქრობდი, მაგრამ ვიცოდი რომ წარსულს ვერ შევცვლიდი და ვერც ჩემს ბედისწერას...
სიკვდილის სუნი ჩემს სიახლოვეს ისევ ტრიალებდა, ტრიალებდა, და ისევ ტრიალებდა... ლუცი მას დაჰყვებოდა... ისევ მიაბიჯებდა თამამი და წყნარი ნაბიჯებით. ფუნჯი გამივარდა და ძირს ლურჯმა ლაქებმა იშხეფა, ფრთხილაგ დავეშვი მუხლებზე შემდეგ კი ცივ იატაკზე გავწექი და მის მოძრაობებს დავაკვირდი, ფრთხილად შეირხა და ჩამოჯდა, თავი მარცხნივ გადაეხარა, მიცქერდა, კუდს ისევ არ აჩერებდა, აქეთ-იქით აქნებდა.
- მაპატიებ? - ხელს დავეყრდენი და გავხედე უსუსური არსების სულს.
მან დაიძრა და ჩემში მიიმალა, დამიტოვა ტკივილი და წავიდა, მაგრამ ვიცი მან ისევ მაპატია...
სილუეტმა აივნიდან შემოაბიჯა და წამოვიდა ჩემსკენ, ჩემს გვერდით ადგილი დაიკავა და მე მომბაძა, უბრალოდ ჭერს მიაშტერდა.
- გტკივა არა?! - ნაცნობი ხმა ისევ გაჟღერდა. - ყველას გაგავაჩნია ტკივილი, რომელიც გვტანჯავს!
- და შენ რა გტანჯავს?
- უკვდავება... - მისი პასუხი არ გამიკვირდა მაგრამ, არვიცი რატომღაც დაუჯერებლად ჟღერდა, მაგრამ ზოგჯერ გვიწევს დავიჯეროთ ის, რისი არებობაც არ გვჯეროდა, რაც მთელი კაცობრიობის არებობის მანძილზე არსებობდა. ვვარსებობდით... ხალხი კი მხოლოდ სიცილის საბაბს პოულობს ჩვენს დასკვნებში, განსხვავებულ აზრში, სიმართლის აღიარება აშინებთ მათ და ისინი უბრალოდ ხუმრობით ნიღბავენ მას.
- კიდევ კარგი რომ უკვდავი არ ვარ... თორემ ვერ გავუძლებდი საუკუნეებს ადამიანების გვერდით!
- მე მიწევდა გამეძლო. - მან თავი მოატრიალა ჩემსკენ - არგინდა შენი მოკვდავება გამიზიარო? - ის უცნაური იყო, ძალიან უცნაური. ახლაღა ამოვიცანი მის შეცვლილ გარაგნობაში ნამდვილიქურდი, მეც შევბრუნდი და ახლა თვალებში ვუყურებდი ნაცნობ პიროვნებას.
- რა გქვია? - შეკითხვამ გააოგნა, მაგრამ გაიღიმა, ეს ღიმილი კი ასე ახლოდან არასდროს მენახა, არსდროს...
- მე არ დამიმალავს საკუთარი ვინაობა შენგან განსხვავებით... - ისევ ჭერისკენ აიხედა და ანგელოზის სახე მიიღო, დიდი ბავშვი ეთქმის მას, დიდი ბავშვი... ღრმა გრძნობებით.
- მაგრამ სულ სხვა პირობნებად წარსდექი ჩემს წინაშე, განა ასეთი იყავი წინა შეხვედრისას?
- ახხ... დიახ, სტილი შევიცვალე მეტი არაფერი, უბრალოდ მეგობარმა მირჩია. - ისევ გავხედე მას.
- მეგობარიც გყავს?
- აბა რა გეგონა? შენნაირი მარტოხელა კი არ ვარ. - ახ ეს ბიჭი ნერბს მიჭამს.
- მე უბრალოდ მეგობრები არ მყავს მხოლოდ ლუც... - სიტყვა გამიწყდა, ის ხომ უკვე აღარ მყავდა... - დღესდღეობით ერთერთი ყველაზე მარტოსული არსება ვარ დედამიწაზე!
- კარგი, დროებით! - ის წამოდგა და აივნისკენ წავიდა, მოულოდნელი იყო, მე არ მივცემდი გაქცევის საშუალებას, ჯერკიდევ დამრჩენოდა კითხვები რომლიც დიდი ხანია რაც მტანჯავდა და რისი გადმოფრქვევაც მსურდა, ასე ერთდროულად. აივნის კარი თვალის შევლებით დავხურე და გადავკეტე.
- მე შენთან საუბარი არ დამისრულებია. - წყნარი სვლით მივუახლოვდი მას, ის ცოტახნით ზურგშექცევით უმოძრაოდ იდგა. - რატომ გამოჩნდი? რაღაცას ელია არა? რა გინდა ჩემგან? იცოდე უპასუხოდ არ დამტოვო. - მან მომიახლოვდა და თვალებში ჩამხედა, ღრმად სულის დაფლეთილ კუნჭულში, არარსებულმა ჭრუანტელმა დამიარა სხეულში.
- ელოდე არარსებობის ჟამს!
ის წამებში მოსწყდა ადგილს და შეღებული ფანჯარა დამიტოვა, ისევ გამაცურა.
- ჯანდაბა, მერამდენედ უნდა დავუსვა ამ ვიღაცას კითხვა? და მერამდენედ უნდა დამტოვოს უპასუხოდ? - ველოდო არარსებობის ჟამს? ეს რაღა ჯანდაბას უნდა მივაწერო? უცნაური სიტუაცია შეიქმნა. არც შემეძლო დაძინება იმის გამო რომ რაღაც მახრჩობდა შინაგანად, ვერ ვსუნთქავდი, უჰაერობა მკლავდა და მხოლოდ ფანჯარასთან დგომა შემეძლო, არვიცოდი ოდესმე ნორმალურად დავიძინებდი თუ არა.
ღია მინდორში საოცარი აურა ტრიალებს ამას ვგრძნობ, მინდორში ყვავილების ფერები ანიმეს მაგონებს, მინდვრის ბოლო არ მოჩანს, ეს რაღაც ენით აღუწერელი რამაა... ოცნებების და ფიქრების სავანე. ეს ადგილი არასდროს შეიძლება იყოს მოსაბეზრებელი.
- მე, შენს სიზმარში ისევ მომიწია გამოჩენა, ისევ! - ადამიანის ხმა ნაცნობი იყო და თან უცნობი, მკაფიოდ ჟღერადი. ის ჩემს წინ იყო.
- და რატომ? - იმაზე მშვიდად ვარ ვიდრე შეიძლება ვიყო.
- რადგან ბედისწერა ასეთია!
- ბედისწერა...
მინდოდა მისკენ ნაბიჯი გადამედგა მაგრამ ვერ შევძელი, მალევე კი მინდორი სისხლის ზღვად გადაიქცა, რომელშიც ვერ ვმმოძრავობდი, მინდოდა მასთან მიმეღწია მაგრამ არ გამომდიოდა, მე უბრალოდ გაჭედილი ვიყავი.
- ხედავ? ეს არის ჩვენი ბედისწერა! - მის სახის მიმიკები მკვდარი იყო, ენერგიული ადამიანისგან აღარაფერი დარჩენილიყო.
მისკენ ისევ ვცადე წასვლა და საბოლოოდ სისხლის ზღვაში ჩავვარდი, რომელიც ჩემი ხვედრი იყო.
გამოღვიძებულს ისევ ჰაერის უკმარისობა მკლავდა, წამოვდექი და წყლის ჭიქისკენ წავედი რომელიც ტუმბოზე მედგა მაგრამ ხელი გავკარი და გადავაგდე, ძირს განთხმულს ცივმა ოფლებმა დამასხა.
კიბეზე ფეხის ნაბიჯების ხმა მომესმა, დედამ და მამამ საწოლზე ამიყვანეს და მომასულიერეს, შეშფოთებული ხალხის სახეები თავს ზემოდან დამსტრიალებდნენ, ლიზა და ნოაც გამოჩნდა ჰორიზონტზე, ყველა ოჯახის წევრმა თავი მოიყარა.
ქოხში შესაძლებელია წყალი ჟონაბდეს ჩამოტეხილი ჭერიდან, მაგრამ ყოველთვის არსებობს იმედის ნაპერწკალი რომელიც ნამსხვრევს ამთელებს, რაღაც მიზეზი ქოხს ამთელებს, ადამიანების გულებს ამთელებს, შენს სულს სრულყოფილს ხდის და უნაკლო ბედნიერების ღიმილს მოგგვრის.
დედა შფოთავდა, დარდისგან ვერ ისვენებდა და თავს დამსტრილებდა, მამა ექიმს შეუთანხმდა ვიზიტზე, ისევ მომიწევს ფსიქიატრთან პარპაში კვირაში ორი დღით. წნევა და გული ნორმაში იყო, არც მაღალი ტემპერატურა მქონდა, უბრალოდ ეს ფსიქიკური აშლილობის ბრალია რომელიც დიდი ხანია მტანჯავს.
- როგორ ხარ? - დედამ გვერდით ჩამომიჯდა და თმაზე გადამისვა ხელი. - რაიმე გინდა? მითხარი მოგიტან ან მოგიმზადებ.
- არაფერია კარგად ვარ, პანიკა არარის საჭირო. - წამოვდექი და წყლიანი ჭიქისკენ წავიწიე მაგრამ ისიც დამივარდა, ჩემს დას დაუსრულებელზე ზედ დავუმატე მეორე ჭიქა.
- ეს ჩემს ჯიბრზე გააკეთე არა? - აყვირდა მან და ტილო და აქანდაზი მოისროლა.
- საზიზღარი... - წავიჩურჩულე და პლედი გადავიფარე სახეზე.
- შენი აზრით განგებ გააკეთა? რატომ ფიქრობ რომ შენი და ასეთ მდგომარეობაში ამას გააკეთებდა? - ლიზა არ უსმენდა, კიბე ჩაირბინა და შემაწუხებელი ფიქრებით მიიმალა, ნოამ კი დაღონებულმა, საწოლზე ამოძვრა.
- ლიი...- სახიდან ამაცალა პლედი. - რადაგემართა? მოკვდები? - ბავშვი ისე შეშინებულა რომ გონებაში მხოლოდ სიკვდილი უტრიალებს.
- არა სულელო ბავშვო, როდი იყო ძაღლი კოჭლობით კვდებოდეს. - თავი ოდნავ გადახარა და დაფიქრდა ჩემს სიტყვებზე.
- კოჭლობით? - თავი მოიქექა. - შენ კოჭლობ? - მან გაიკვირვა და პასუხის მოლოდინში პირი დააღო.
- არა სულელო! ახხ...- საფერთქლებზე თითი მივიჭირე და დავიზილე. - თავი ამატკივე შენი უაზრო კითხვებით უკვე, წადი დედაშენთან. - მან წარბები შეკრა.
- უზდელო! აღარ გელაპარაკები მე შენ! - იმანაც გაიქცა ისე როგორც ლიზამ, მაგრამ მას ცრემლების ნაპერწკლები სცვივოდა თვალებიდან და ძალზედ ნაწყენი იყო, შემორიგება მომიწევს ამ ბავშვის, ასე ვერ გავუძლებ.
არ მიყვარს როდესაც ვინმე ნაწყენია ჩემზე, ეს მე მთრგუნავს და საფიქრალს მიჩენს, სულიერად ძალიან სუსტი ვარ, მაგრამ გარეგნულად ეს ნამდვილად არ არის შესამჩნევი.
- ხვალ, ფსიქოლოგ პიტთან მიხვალ და ისევ გაივლი კონსულტაციას შეაფასებს შენს მდგომარეობას და დაგინიშნავს ვიზიტებს. აშკარად გესაჭიროება, და არც კი გაიფიქრო რომელიმე ვიზიტი ჩააგდო. - თითი დამიქნია და ტელეფონი ჯიბეში ჩაიცურა, ჩასასვლელისკენ წავიდა და მიიმალა. მამა არასდროს ყოფილა თბილი შვილების მიმართ და მეც ამიტომ გავიზარდე ასეთი, მე მეკლო სითბო და ადამიანები, მეკლო სიყვარული რომელსაც მე მათგან ველოდი, მხოლოდ მათგან, მაგრამ მხოლოდ ნაწილი ვიგემე დიდი გრძნოობიდან რომელის საფუძველი ისინი უნდა ყოფილიყვნენ.
აღზრდა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, თითოეული ადამიანის ჩამოყალიბებისთვის. ჩვენ ვყალიბდებით სიტყვებით, ქმედებებით რომელიც ჩვენს მიმართაა მომართული, უნდა შეგეძლოს შენ აკონტროლო საკუთარი გრძნობები რათა საკუთარი შვილი არ დააზიანო. ასწავლო რა უნდა მოითხოვოს და რა არაა, უნდა ასწავლო დამჯერობა და სითამამე რათა ის კარგ პიროვნებათ ჩამოყალიბდეს, აკონტროლო მისი მოთხოვნილებები, აკონტროლო რათა არ გათამამდეს, უნდა იყო სათანადოდ მკაცრი და მოსიყვარულე, რათა მომავალში მან შენი გული არ დააზიანოს და მისი შენდამი სიყვარული არ განელდეს, არ დაიმსხვრეს რისთვისაც იბრძოდი მთელი ეს ცხოვრება.

მარტოობა...
მარტოდ, ბნელ ოთახში მხოლოდ კაშკაშა მთვარის სხივები აღწევდა, გული დაღონებულიყო და ძლივსღა ფეთქავდა, ნიავი კი თეთრ ფარდას არხევდა. რუტინა, ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა, არც კი ვფიქრობ რომ ოდესმე შეიცვლება, ყოველ კარგს რაღაც ცუდიც მოსდევს.
დილამ ისე მოაღწია რომ თვალიც არ მომიხუჭავს, ძილი არ მეკარებოდა, მე და ძილი ისე ვართ როდორც დღე და ღამე. შემიძლია ვთქვა რომ ცხოვრება სასტიკია, ბედისწერა ბრმა და სიყვარული ილუზია. ხედავ ყველაფერს ვარდისფერი სათვალით მთელი შენი ბავშვობა, შემდეგ კი გიწევს მწარე რეალობას გაუსწორო თვალი, სადაც ბევრი კომფლიქტი და დამცირებაა, მაგრამ მე ეს ადრეულ ასაკში გამოვიარე.
ნამდვილი გრძნობა სიტყვებით აღუწერელია... ადამიანებს უსიტყვოდ უნდა ესმოდეთ ერთმანეთის რათა ჭეშმარიტებას ეზიარონ, არუნდა სჭირდებოდეთ ფარისევლური სიტყვების ლექსიკონი რომელშიც კარგად იგრძნობა ირონია. აი ამიტომ მძულს ადამიანები, ისინი სხვის ცხოვრებაზე მოჭორავე პიროვნებები არიან რომლებიც საკუთარი დამპალი პირიდან ამომავალი სიტყვებით სხვებს აზიანებენ, სიკეთით სარგებლობენ და მათ ამაგს ზურგში დანის ჩარტყმით უხდიან.
2 წუთია რაც მელოდებოდა ლიზა, თუ როდის მივაქცევდი ყურადრებას მას და როდის მოვეშვებოდი ფანჯრისკენ ყურებას, ის ფიქრობდა რომ ვიღაცას ველოდებოდი, მაგრამ ვის უნდა ველოდებოდე? მე? ადამიანი რომელიც მარტოსულობისგან კვდება.
საბოლოოდ უჟმური დედოფლის მზერით გავხედე მას და მივაშტერდი. შეიშმუშნა და თვალები დახარა.
- თუ აპირებ სკოლაში წასვლას, მოემზადე! -უკანალის ქნევით გაბრუნდა ის.
მე ისევ გავხედე აივანს რომელიც წვიმას დაესველებინა, და საიდანაც სახლები სადღაც შორს კი მთებიც მოჩანდა. უბრალოდ მოვემზადე და სკოლაში წავედი, ისევ მიწევდა მთელი ერთი ქუჩის გავლა ბოლომდე რაც მღლიდა, უბრალოდ მომერგო ყურსასმენები და მოწყვეტილი ვიყავი ამ სამყაროს.
მხარზე შეხებას ვგრძნობ, ვიხედები და ედი მხვდება, რომელიც არხეინად მიაბიჯებს ჩემს გვერდით, შევჩერდი, ისიც გაჩერდა და მიყურებდა, გადავდგი ნაბიჯი და ისიც ამყვა ფეხდაფეხ. გაბრაზებულმა ყურსასმენები მოვიგლიჯე და მას მივუბრუნდი.
- რა ჯანდაბა გინდა? - ბოლო ხმაზე აღრიალებულმა ხალხის ყურადღება მივიქციე, ბავშვები გაჩერდნენ და გვიყურებდნენ, ხალხმა ოღონდ რაიმე სანახაობა ნახოს შანს არ გაუშვებს ხელიდან, თვალის სადევნებლად ბუჩქებშიც კი დაიმალება ან წინ გადაგიდგება და კამერას სახეზე მიგაკრავს რათა სოციალურ ქსელში ატვირთოს, მათთვის რაიმე სასირცხვო სასაცილოა, რაიმე უხამსი სახალისო. მდგომებს გავხედე. - რაიყო სიკვდილი გინდათ? - თვალებიდან ალბათ ნაპერწკლები მცვივოდა, ისინი შეშინდნენ. ედი უბრალოდ გაკვირვებული მიყურებდა შემდეგ კი გაიღიმა, მე სახიდან ყველანაირი რეაქცია გამიქრა, რატომ იღიმის?
- კარგი რაა ძვირფასო, ნუ გამიბრაზდები, ხომიცი არა?! შენს გარეშე სიცოცხლეც კი არ შემიძლია! - მისმა არტისტობამ ნამდვილად არ აღმაფრთოვანა.
- გაიარე ცრუპენტელავ! წინა დღით სულ სხვას ეფიცებოდი სიყვარულს.- უბრალოდ ავყევი თამაშში, მან თავი დაისაწყლა და წასულს უკან ამედევნა.
ხალხს რომ გავცილდით ლამის თითი მოვუმტვრიე.
- ეი ეი ეი... ასე როგორ შეიძლება? რატომ ძალადობ ჩემზე?... იცოდე გიჩივლებ, დაისჯები! - აყვირდა ის და შეწუხებულს ცივმა ოფლებმა დაასხა, მე კი უბრალოდ გადავიხარხარე. ვაღიარებ, ის დღეს ძალიან სიმპათიურია, შავი ფერი მის ქათქათა თმებს ძალიან უხდება, კლასიკური, ეს ნამდვილად მისი სტილია.
ორივემ უსიტყვოდ, წყნარი ნაბიჯით დავუყევით ნაცნობ ქუჩას, უეცრად წამოსულმა წვიმამ ორივე დაგვაფრთხო და ჩემს ქოლგას შევაფარეთ თავი. უხერხულობაში ჩავარდნილმა გაიწია და გამშორდა, მე არ მომწონდა რომ ის სველდებოდა, ამიტომ მისკენ მივიწიე და წვიმის გაყინული წვეთებს ავარიდე ის რომელიც უკვე დასველებულიყო, სიტყვა არ უთქვამს უბრალოდ გზა გავაგრძელეთ. სკოლის შესასვლელთან მისულმა შეჩერდა და დამელოდა თუ როდის შევიდოდი, მაგრამ სევჩერდი და მას მივუბრუნდი.
- გამომართვი! შენ გჭირდება! - გავუწოდე ერთადერთი ქოლგა რომელიც გამაჩნდა.
- ეს შენ გჭირდება და არა მე...
- უბრალოდ გამომართვი! - გაბრაზებული საშინელი სანახავი ვარ, ჩემი აურა ხალხს აწუხებს და შიშს ჰგვრის.
- კარგი! - გაიცინა და გამომართვა.



№1  offline წევრი samudamod tqventan

Vaime Ra kargi iyo rogorc chans pirveli komentaris avtoris wodeba a me avigeee
momewona dzalian .qera bichebze ubralod vanodebb

 


№2  offline წევრი park_soo_byung

samudamod tqventan
Vaime Ra kargi iyo rogorc chans pirveli komentaris avtoris wodeba a me avigeee
momewona dzalian .qera bichebze ubralod vanodebb

მადლობა რომ კითხულობ ჩემს ისტორიას, შენი ერთი კომენტარიც სტიმულს მაძლევს<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent