შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექტუმ სემპრა VII თავი (ჰარი პოტერის ფანფიკი)


30-09-2018, 00:19
ავტორი Katherine Linton
ნანახია 1 839

ჰარი დრაკოსთან დაეშვა. ის არ იძროდა.
-მალფოი!
დრაკომ თვალები გაახილა და დაიჯღანა.
-მგონი კოპი მექნება
-თუ ხუმრობ ესეიგი კარგად ხარ.
ჰარიმ ხელი გაუწოდა მას წამოსადგომად. დრაკო ჩაეჭიდა მის ხელს და წამოდგა. მოედანზე უეცრად ყიჟინა ატყდა, რადგან ვიღაცამ სნიჩი დაიჭირა. დრაკომ ფეხი გადადგა და იგრძნო რომ ტკიოდა. ჰარი მას მიეშველა და მხარქვეშ ამოუდგა.
-მადლობა პ… ჰარი.
ჰარიმ პასუხად გაიღიმა.
ბიჭები მივიდნენ პორტაჟთან, სადაც ნევილი და ბლეზი ელოდებოდნენ, რომლებიც ერთმანეთს საუბარს არ აცდიდნენ და აღტაცებით საუბრობდნენ ჰარისა და დრაკოს საქციელზე.
ისინი პორტაჟის მეშვეობით უკან დაბრუნდნენ და ოთახის კიბეს აუყვნენ. კარებთან დრაკომ გააჩერა ბიჭები.
-ჰერმიონს არ ვეუბნებით რომ რამე ვიტკინე გასაგებია?
ყველამ თავი დაუქნია.
-და საერთოდ ჩვენ არც კი გვითამაშია.
-არადა კარგი მოსაყოლი ამბავი იყო. ჩაილაპარაკა ზაბინიმ.
ბიჭები ოთახში შევიდნენ. ლუნას ქვიბლერის კითხვისას დივანზე ჩაძინებოდა. ნევილმა ჩურჩულით თქვა
-წავიყვან რეივენქლოს ოთახში.
შეყვარებული ხელში აიყვანა და გავიდა ოთახიდან. ჰერმიონი საწოლზე იწვა. ფეხის ხმა რომ გაიგო შეშინებული წამოხტა. ჯერ უისლი ეგონა ისევ. მერე ჰარის ხმა იცნო და ოთახიდან საერთო ოთახში გავიდა. ძალიან გაეხარდა ყველა უვნებელი რომ დაინახა.
-ნევილი სადაა?
-ლუნა გაიყვანა.
-ჯორჯი ნახეთ?
დრაკო დივანზე ჩამოჯდა, რადგან ფეხის ტკივილმა შეაწუხა.
-კი ჯორჯი უსაფრთხოდაა.
დაამშვიდა ჰარიმ ჰერმიონი.
-გვიანია უკვე დავწვები.
ჰარი თავისი ოთახისკენ წავიდა
-ჰარი მოიცადე… რონი იყო მოსული… მხოლოდ ეს გადავარჩინე.
ჰერმიონმა აღდგომის ქვა გაუწოდა.
რონის სახელის გაგონებაზე სამივე ბიჭი დაიძაბა.
-რა უნდოდა აქ? რამე ხომ არ დაგიშავათ?
-არა, მხოლოდ ვიჩხუბეთ.
-კარგი დაისვენეთ გვიანია უკვე.
ჰარი ოთახში შევიდა.
-მეც წავალ. თქვა ზაბინიმ და გავიდა ოთახიდან.
-დრაკო… რა გჭირს?
-რას გულისხმობ? არაფერი მჭირს.
-რაღაც ძალიან უხასიათოდ ჩანხარ.
ჰერმიონი გვერძე მიუჯდა.
-დავიღალე… შენ რა გჭირს? კაშნე რათ გინდა ოთახში.
-მგონი გავცივდი, ყელი მტკივა.
-არ გადამდო
უთხრა დრაკომ ხუმრობით და გვერძე გაიწია
-ეგრე ხო? კარგი, საერთოდ წავალ.
-კარგი ვიხუმრე.
-შეგიძლია ეგ უისლის ძონძები გაიხადო. შენი ტანსაცმელი გავრეცხე.
-ჰერმიონ საჭირო არ იყო…
-ეს პირველ რიგში ჩემთვის გავაკეთე. არ შემიძლია ამ ტანსაცმლის ყურება.
-მადლობა.
-ჯერ არ იძინებ?
-არ მეძინება. შენ?
-არც მე.
ცოტა ხანი ჩუმად შესცქეროდნენ მოგიზგიზე ბუხარს.
-უისლის რა უნდოდა?
იკითხა დრაკომ.
-მაგიური ნივთები წაიღო. სამინისტროს საკუთრებააო.
-ხომ არაფერი დაგიშავა?
-არა დრაკო, ხომ ვთქვი უკვე.
-იქნებ გვიმალავ…
-ხო? იქნებ თქვენც მიმალავთ რამეს? შენ გგონია ვერ ვატყობ ჰარის როდის არიდებს საუბარს თავს? რა მოხდა?
-ჰარიმ სიკვდილს გადამარჩინა.
უთხრა დრაკომ
-რა? რა მოხდა მომიყევი…
დრაკომ ყველაფერი მოუყვა ჰერმიონს.
-ახლა შენი ჯერია.
-მე ხომ გითხარი რაც მოხდა
-ჰერმიონ…
დრაკომ წარბაწევით გახედა, მისკენ მიიჩოჩა ახლოს და კაშნეს ბოლოს მოკიდა ხელი.
-დრაკო არ…
სანამ ჰერმიონმა სიტყვა დაასრულა დრაკომ კაშნე მოაშორა.
ჰერმიონმა ხელი აიფარა და წამოხტა. დრაკოს მასთან მისვლა უნდოდა მაგრამ ფეხი ეტკინა და დივანზე დაეცა.
-რატომ? ხომ გითხარი რომ არ იყო საჭირო.
-ისევ გიყვარს ის?
-ეს რა შუაშია?
-აბა რას ნიშნავს ეს ჩალურჯება ყელზე? შენ გგონია ვერ ვხვდები?
-რა შენი საქმეა?!
-არ მინდა გული კიდევ უფრო გატკინოს! მეტი არაფერი.
-ნუ ღელავ! ჩემს გულს და სხეულს მე მივხედავ!
ჰერმიონმა უთხრა აცრემლებული თვალებით და თავის ოთახში დაბრუნდა.
-ღმერთო ჩემო… მან იფიქრა რომ მე რონთან ვიწექი ჩემი ნებით. ეს რამ აფიქრა?
ჰერმიონი თავისთვის ლაპარაკობდა. მალე ყველამ დაიძინა. ახალი დღე დირექტორის ოთახში შემოჭრით დაიწყო. მას ხელში გაზეთი ეჭირა.
-გრეინჯერ, პოტერ და მალფოი გამოდით!
სამივე თავისი ოთახიდან საერთო ოთახში გამოვიდა.
-ეს რას ნიშნავს?!
მან გაზეთი მაგიდაზე დააგდო სადაც პირველ გვერდზე ჰარის და დრაკოს ქვიდიჩის მატჩის დროს გადაღებული ფოტო იყო სათაურით ჰოგვორტსის გმირი და სიკვდილის მხვრელი.
-გაზეთიდან უნდა ვიგებდე რომ მალფოი, ჩემს სკოლაში ცხოვრობს? და უფრო მეტიც, რომ მას შენ და გრეინჯერი მფარველობთ!
-პროფესორო მაკგონაგელ, ჰარი და ჰერმიონს მე ვთხოვე დაემალათ ჩემი აქ ყოფნა.
-აქ რატომ ხარ მალფოი? სლიზერინი უკვე გაუქმდა.
-შეიძლება ცალკე დავილაპარაკოთ?
დრაკომ თხოვნით შეხედა მინერვას.
პროფესორმა თავი დაუქნია და ოთახიდან გავიდა. დრაკო მას უკან მიჰყვა ოთახში რომ შევიდნენ მინერვა სავარძელზე ჩამოჯდა.
-გისმენ მისტერ მალფოი
-გთხოვთ მომცეთ დარჩენის უფლება და სხვებს ნუ დასჯით რომ შემიფარეს. მე მამაჩემს ვემალები. მას ჩემი მოკვლა სურს. აქ მოსვლას კი ვერ გაბედავს.
-მე დიდი ხანია ვიცი რომ აქ ხარ დრაკო. არც ვაპირებდი შენთვის აქ ყოფნის დაშლას, მაგრამ შენ და პოტერს უნდა გეფიქრათ სანამ გაზეთის პირველ გვერდზე ამოყოფდით თავს. ახლა იძულებული ვარ კანონის მიხედვით მოვიქცე. იმას ვერ შევიფარებ ვინც ჩვენი მოსწავლე არაა.
-გასაგებია პროფესორო.
დრაკო შებრუნდა წასასვლელად.
-მალფოი, შენ ჩემთვის ყოველთვის გამორჩეული მოსწავლე იყავი, შენ გაქვს ნიჭი და ცოდნა… რაც არ უნდა ხდებოდეს შენს თავს, იცოდე რომ მე არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება.
-გასაგებია პროფესორო.
გაიმეორა დრაკომ და დატოვა კაბინეტი. იგი ოთახში დაბრუნდა თავისი ნივთები აიღო და წავიდა. მას აწუხებდა ის ფაქტი რომ ვერავის დაემშვიდობა, თუმცა იცოდა ასე თუ მოიქცეოდა ისინი მის დატოვებას მოისურვებდნენ და რაიმე შარში გაეხვეოდნენ. იგი ჭიშკართან შეყოვნდა. გაახსენდა ერთი კვირის წინ როგორ აღმოჩნდა აქ.
-დრაკო!
დრაკომ ხმა გაიგო მაგრამ არ შებრუნდა.
-მალფოი!
ვიღაცამ მისკენ შეაბრუნა. ეს ლუნა იყო.
-საით გაგიწევია?
-პეოფესორმა მითხრა რომ ვერ დავრჩები აქ.
-როდის მერე გახდი დამჯერი?
-ლუნა აღარ მინდა ბრძოლა დავიღალე, მთელი ცხოვრებაა ვიბრძვი, ხან ჩემს თავთან, ხან მტრებთან, ხან მამაჩემთან, ისიც არ ვიცი რისთვის.
-არც ჰერმიონისთვის აპირებ ბრძოლას?
-რა? რა შუაშია ჰერმიონი?
-თავს ნუ იშტერებ! ხომ მოგწონს ის? მეტიც შენ ის სულ მოგწონდა, მაშინაც კი როცა არ მეგობრობდით.
-კი მაგრამ რაში სჭირდება ჩემნაირი?!
-შენ რა იცი მას როგორი სჭირდება?
-და შენ იცი?
-კი. მას უნდა რომ ცეკვებზე დაპატიჟო, თუ არადა ვიღაც სებასტიანს გაყვება
-სებასტიანი ვინაა?
-ახალი მოსწავლეა.
-გვარი არ იცი?
-მგონი სილვესტერი.
-რა? სადაა ახლა ჰერმიონი?
-არ ვიცი მგონი თავის ოთახში.
-აქამდე როგორ ვერ მივხვდი რომ მარგოს ეგეც გამოყვებოდა.
დრაკო გაიქცა გრიფინდორის ოთახში და იქ მხოლოდ ჰარი დახვდა.
-რა უნდოდა მინერვას?
-მერე გეტყვი. ჰერმიონი სადაა?
-ვიღაც ბიჭმა მოაკითხა და სადღაც წავიდნენ. დღეს ცეკვებზე მოდიხარ?
-პოტერ არ მეცეკვება ახლა ჰერმიონი უნდა ვნახო.
-რა ხდება არ იტყვი?
-სებასტიანი საშიში პიროვნებაა, ჰერმიონი უნდა ვიპოვნოთ.
მათ უშედეგოდ ეძებეს ჰერმიონი, მაგრამ ვერ ნახეს სანამ საღამოს დაღლილ ბიჭებს ოთახში არ დახვდა წითელ კაბაში გამოწყობილი.
-ჰერმიონ! მთელი დღეა გეძებთ.
-საყიდლებზე ვიყავი რატომ მეძებთ.
-სწბასტიანთან ერთად არ უნდა წახვიდე.
-რატომ მალფოი?
ჰარი მიხვდა და მარტო დატოვა ისინი.
-ჰერმიონ გამომყვები ცეკვებზე?
ჰკითხა დრაკომ.
ჰერმიონი ამას არ ელოდა და გული დაწყდა რომ უკვე დათანხმდა სებასტიანს, თუმცა ჯერ კიდევ გაბრაზებული იყო დრაკოზე.
-არა, უკვე მივდივარ სებასტიანთან ერთად.
-ძალიან ლამაზად გამოიყურები.
-მადლობა.
დრაკომ ვეღარ მოიფიქრა რა ეთქვა და ბოლოს პირდაპირ უთხრა.
-სებასტიანი საშიშია.
-რატომ მეუბნები მაგას?
-შენს დაცვას ვცდილობ!
-არაა ჩემი დაცვა საჭირო… საერთოდ ჩემზე ფიქრი.
-რატომ? მითხარი რომ არ მოგწონვარ და მაშინ შევწყვეტ.
-რა? საიდან მოიტანე ეგ?
-აბა რატომ ელოდი ჩემგან დაპატიჟებას?!
-ლუნა!
-კარგი გასაგებია, მაშინ აქ აღარაფერი მაჩერებს, წავალ აქედან.
ჰერმიონი ამას არ ელოდა
-წახვალ? სად მიდიხარ? მამაშენმა რომ გიპოვნოს?
-რატომ დარდობ? მიპოვნოს, რამდენი ხანი დავემალები, მხოლოდ დროის ამბავია როდის მომკლავს.
-ასე ნუ ამბობ!
ჰერმიონი მასთან მივიდა ახლოს
-რომ გითხრა მომწონხარ აქ დარჩები?
-კი
-კარგი. მაშინ ცოტა ხანი დამელოდე.
ჰერმიონი საკუთარ ოთახში შევიდა.
ცოტა ხანში მწვანე კაბით დაბრუნდა, რომელიც მის სხეულს გამოკვეთავდა და ძალიან ლამაზს და ქალურს აჩენდა მას.
-ჰერმიონ… რა ლამაზი ხარ.
ძლივს წარმოთქვა დრაკომ.
ჰერმიონი მას მიუახლოვდა. -ვერასდროს ვიფიქრებდი შენგან ამას თუ მოვისმენდი.
-მე ვერასდროს ვიფიქრებდი ოდეამე თუ გავბედავდი ამის თქმას. პირველი გაცნობისთანავე გავიფიქრე “რა საყვარელი და ლამაზია”. განსაკუთრებით გაბრაზებული.
დრაკოს გაეცინა
-ამიტომ მიშლიდი მთელი ცხოვრება ნერვებს?
-შეიძლება მაგიტომაც.
დრაკომ ისევ ჩაიცინა.
-როგორც ვხვდები ცეკვებზე ერთად მივდივართ.
-ძალიან მინდა რომ ასე იყოს, მაგრამ სებასტიანს დავთანხმდი უკვე.
-მეც მინდა თუმცა ახლა ვხვდები რომ ქვევით მაინც ვერ ჩამოვალ. იქ უისლებია და მინერვა. არავის სურს ჩემი აქ ყოფნა.
-ცდები.
ჰერმიონმა მისი ხელი აიღო და საროჩკის სახელო გადაუკეცა, ისე რომ დრაკოს ტატუირება გამოაჩინა.
-არავის უნდა სიკვდილის მხვრელი დრაკოს ნახვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მათ არ უნდათ იმ დრაკოს ნახვა რომელიც მე მომწონს.
-წავიდეთ.
დრაკომ ჰერმიონს ხელი გაუწოდა. გოგონამ ხელი ჩაკიდა მას და გაუღიმა.
წვეულება უკვე დაწყებულიყო და მოსწავლეები მხიარულად ცეკვავდნენ სანამ ორი სილუეტი არ გამოჩნდა. მოცეკვავეები შეჩერდნენ და ყველას მზერა ერთ მხარეს იყო მიმართული. მწვანე კაბაში გამოწყობილი ჰერმიონი და შავ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი მალფოი ისე გრაციოზულად და ამაყად მოაბიჯებდნენ კიბეებზე, რომ ზოგმა საუბრის უნარი დაკარგა, ზოგიერთმა კი ათასი უაზრო კომენტარის გაკეთება მოასწრო. ზოგს უბრალოდ შეეშინდა.
ხალხის ბრბო შუაზე გაიპო, როდესაც ისინი საცეკვაო ადგილს მიუახლოვდნენ და ზუსტად ცენტრში შეჩერდნენ.
დრაკომ ჰერმიონის ხელი ნაზად აიღო და აკოცა.
-დამდებ შენთან ცეკვის პატივს?
-სიამოვნებით.
ჰერმიონმა გაუღიმა.
დრაკომ მას წელზე მოხვია ხელი და ერთმანეთის თვალებში , რიტმული მოძრაობით ჩაიძირნენ.
დარბაზში ცეკვა განახლდა.
ყველა მხიარულობდა. დრაკოს და ჰერმიონს საუბრის სურვილი არც კი ჰქონდათ, მხოლოდ ერთად ცეკვით ტკბებოდნენ. მათ ვერც კი შენიშნეს მოახლოვებული სებასტიანი და მარგო.
-ეჰემ
ჩაახველა მარგომ ყურადღების მისაქცევად.
-დრაკო დროებით პარტნიორი გამიცვალე
ღიმილით სთხოვა სებასტიანმა.
დრაკოს გააზრების საშუალებაც არ ჰქონდა, ისე ჩაებღაუჭა მარგო და წაიყვანა საცეკვაოდ.
-სებასტიან მაპატიე, დაგპირდი და სხვასთან მოვედი.
-არაუშავს.
-არ ბრაზდები?
-არა.
ბიჭმა გაუღიმა.
-ასე ცეკვა სად ისწავლე?
-ჩვენ წვეულება ხშირად გვქონდა.
-თქვენ?
-მაღალი კასტის ჯადოქრებს.
-მაშინ დრაკომ რატომ იცის ასე კარგად ცეკვა ეგეც ნათელი ხდება.
-ეს ჩვენთან ეტიკეტის ნაწილია.
-ძალიან მაინტერესებს ეგ თქვენი ქალაქი.
-ჯერ არ ყოფილხარ.
-არა.
-მეგონა მალფოი წაგიყვანდა.
-მან მითხრა რომ საშიშია იქ წასვლა.
-კარგი რა… მალფოისთან ერთად არავინ დაგიშავებს არაფერს.
-ხო მაგრამ ახლა მასაც რთული პერიოდი აქვს.
-არადა მოგეწონებოდა მალფოების სასახლე და დიდი ბიბლიოთეკა. ან ძველი მაგიური ნივთების მუზეუმი. ბევრი რამაა სანახავი… კიდევ მაგ…
სებასტიანი სანამ დაასრულებდა საუბარს დრაკო დაბრუნდა მათთან.
-სებ, ნება მომეცი განვაგრძო ცეკვა ჩემს პარტნიორთან.
-კი, რა თქმა უნდა.
სებასტიანი მოშორდა მათ.
-დრაკო ბრუსვიკშირში რატომ არ მიგყავარ?
-ჰერმიონ ხომ გითხარი უკვე.
-ძალიან მინდა შენი სახლი ვნახო, და შენი დრაკონები. ხომ მოგენატრნენ ისინი?
-ჰერმიონ… კარგი წავიდეთ.
ჰერმიონი სიხარულისგან გაუაზრებლად მოეხვია დრაკოს.
ეს ყველა შენიშნა და კიდევ გაისმა აღშფოთებული კომენტარები.
წყვილს ახლა მინერვა მიუახლოვდა.
-მალფოი ისევ აქ ხარ?
დრაკო სანამ რამეს იტყოდა ჰერმიონი ჩაერთო საუბარში.
-დირექტორო, მგონი კარგი იქნება თუ სლიზერინელებისთვის ახალ განაწილებას მოვაწყობთ.
-ეს დაუშვებელია.
-გთხოვთ, ასე არ შეიძლება
-მის გრეინჯერ ძალიან ვაფასებ თქვენს მონდომებას. ამ საკითხზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. მისტერ მალფოი კი წვეულების შემდეგ სკოლას დატოვებს.
მინერვა წყვილს მოშორდა.
-ძალიან ნერვებს მიშლის მისი წესიერება ამ ბოლო დროს.
დრაკოს გაეცინა ჰერმიონის სიტყვებზე.
-ნუ ღელავ, ყველაფერი მოგვარდება. მთავარია…
-მთავარია?..
-მთავარია დატკბე ამ წუთებით ჩემნაირ სიმპათიურ მეწყვილესთან ერთად.
-რა თავმდაბალი ხარ.
ისინი კარგად გერთვნენ და ცოტა ხნის შემდეგ ასტრონომიის კოშკში განმარტოვდნენ.
-დრაკო ცოცხები რად გინდა?
-შენ არ თქვი შენი სახლი მანახეო? თუ გადაიფიქრე.
-არა, არა.
წამოიძახა ჰერმიონმა იმის შიშით რომ თავიდან მოუწევდა დრაკოსთვის ხვეწნა.
-მაშინ აიღე.
დრაკომ ცოცხი გაუწოდა.
-ცოცხზე ჯდომა ჩემი საქმე არაა, მარტივად რომ ვთქვა.
-მე მინახავს რომ კარგად დაფრინავ.
-ეგ დაბალ სიმაღლეზე და თან ერთხელ გადმოვვარდი და მას მერე არ ვმჯდარვარ.
-კარგი, მაშინ ჩემი ცოცხი თქვენს განკარგულებაშია.
ჰერმიონმა შეშინებული სახით გახედა.
-არ მენდობი?
ის ნელა დაჯდა ცოცხზე. დრაკო მის უკან დაჯდა და ხელები ჰერმიონის წელს გარშემო მოხვია და ისე ჩაეჭიდა ცოცხს.
-ახლაც გეშინია?
ჩასჩურჩულა მან ყურში.
ჰერმიონმა პასუხად თავი გააქნია.
ისინი გაფრინდნენ და ძალიან მაღლა აიჭრნენ, რომ არავის შეენიშნა ისინი. ჰერმიონს შიში გაუქრა, რადგან ახლა სხვა რამ უფრო აღელვებდა, როცა კისერთან ახლოს ცხელ სუნთქვას გრძნობდა და წელზე “შემთხვევით” შეხებებს ცოცხის მართვისას.
მან მალე დაინახა საოცრად ლამაზი ქალაქი. მწვანე ხეებით, ფერადი მცენარეებით და ბევრი ფრინველებით. ამ ფერების გამას უფრო კონტრასტულად ერწყმოდა სრულიად შავი, წითელი და თეთრი ნაგებობები. გოგონა ემოციებს ვერ მალავდა. ისინი დიდი სრულიად შავი სასახლის ეზოში დაეშვნენ.
-ვაუ!
-კეთილი იყოს შენი მობრძანება მალფოების მამულში.
დრაკომ ჰერმიონს ხელი გაუწოდა და სახლსის კარისკენ გაემართნენ.
ჰერმიონი შიშიმა შეიპყრო.
-შენები სახლში რომ იყვნენ?
-არ არიან. დედა თავის მშობლებთან ცხოვრობს. მამაჩემი სახლში ისედაც იშვიათადაა.
-დედაშენი და მამაშენი დაშორდნენ?
-არა, დედას ძალიან უყვარს ის
-აბა ცალკე რატომ ცხოვრობენ?
-დედას ბევრი რამ არ მოსწონს მამას საქმიანიბაში ამიტომ ცოტა ხნით ცდილობს თავი აარიდოს მას. თუმცა ვერასდროს შეძლებს მასთან დაშორებას.
-გასაგებია. რას არ იზავ სიყვარულის გამო ადამიანი…
ჩაილაპარაკა ჰერმიონმა.
ისინი ნილა მიუახლოვდნენ უზარმაზარ კარს.
დრაკომ კარზე დააკაკუნა. კარი ელფმა გააღო.
-უმცროსო ბატონო როგორ ბრძანდებით?
-გრენ, ხომ გითხარი ასე ნუ მეძახი. მე კარგად ვარ თავად?
დრაკომ მოხუც ელფს გაუღიმა და თავზე გადაუსვა ხელი.
-რაც ბატონი აღარ მცემს კარგად ვარ.
-შეგიძლია მე და ჩემს მეგობარ ქალბატონს ჩაი მოგვიმზადო?
-ახლავე სერ.
ელფი წამში გაქრა.
ჰერმიონი პირდაღებული ათვალიერებდა მისაღებ ოთახს, მაღალი ფართო ფანჯრებით და ძვირფასი ფარდებით, დიდი ლამაზი ჭაღით და საუცხოოდ გაწყობილი ავეჯით.
-დრაკო! ამის მერე ჰოგვორტსში როგორ ცხოვრობდი?
-სიმართლე გითხრა პირიქით ამ ყველაფრისაგან ვუსვენებდი.
ჰერმიონი დივანზე დაეშვა და ჯერ კიდევ გაოცებული შესცქეროდა ხან ჭერს, ხან იატაკს.
მალე ელფი გამოჩნდა, რომელმაც პატარა მაგიდაზე ლამაზი ჩაის სერვიზი და ტკბილეულობა დაალაგა.
-სანამ ჩაი გაცივდება ჩემს ოთახს გაჩვენებ.
ისინი აუყვნენ გრძელ, დახვეულ, ლამაზი ორნამენტებით მორთულ კიბეს.
დრაკოს ოთახის კარი გარედან ძალიან მკაცრად გამოიყურებოდა. მუქი შავი ხე, რომელზეც გაურკვეველი, მაგრამ საკმაოდ ლამაზი იეროგლიფები იყო გამოსახული.
-ეს რა არის?
-ეს ძველი ჯადოქრების ენაა, ჩვენი წინაპრების. აქ ბებიას სიტყვებია ამოტვიფრული.
-და რა წერია?
-ჯერ ვერ გეტყვი. ეს ერთგვარი საიფუმლოა. მხოლოდ მე და ბებიამ ვიცით.
დრაკომ ბებიაზე საუბრისას მოიწყინა.
მან ოთახის კარი შეაღო.
-გთხოვთ მის გრეინჯერ.
ჰერმიონი შევიდა ოთახში. მას ეს ოთახი ზედმეტად მკაცრი ეჩვენა. რა თქმა უნდა ავეჯი და ინტერიერი აქაც არაჩვეულებრივი იყო,მაგრამ აურა იყო უსიამოვნო. მან პირველ რიგში წიგნის თაროებით მოჭედილ კედელს მოავლო თვალი.
-ვაუ, რამდენია!
-შეგიძლია აიღო რომელიც გინდა.
-მართლა?
გაუხარდა გოგონას. დრაკომ თანხმობის ნიშნად გაუღიმა.
სანამ ჰერმიონი წიგნს არჩევდა, დრაკომ მოასწრო და კომოდის უჯრიდან ამოიღო პატარა ჩანაწერებით სავსე დღიური, შარვლში ჩაიდო და ზემოდან მაისური გადმოაფარა.
-აარჩიე?
-კი. ამას ავიღებ თუ შეიძლება?
მან წიგნი დაანახა.
-კი შეიძლება. ახლა წამოდი ჩაი გაგვიცივდა.
ისინი ქვევით ჩავიდნენ და ჩაი მიირთვეს, თან მხიარულად საუბრობდნენ.
-დრაკო, მაგიური ნივთების მუზეუმში წამიყვან?
-სებასტიანმა გიამბო?
-კი.
-კარგი წავედით. ნახვამდის გრენ.
დრაკო ელფს გამოემშვიდობა. ისინი მისეირნობდნენ მდიდრულ ქუჩებში. ჰერმიონს არ ესიამოვნა როცა ცენტრალურ ქუჩაზე აღმოჩნდნენ.
-დრაკო აქ ცივა, არა?
დრაკომ მას თავისი პიჯაკი მისცა.
-შეეცადე შემხვედრებს სახეში არ უყურო. არ უნდა გიცნონ.
ისინი მუზეუმის კარს მიადგნენ. კართანვე იგრძნობოდა აუტანელი, ცივი აურა, რომელიც იმ საგნებს ახლდათ თან მუზეუმში რომ იყო.
ჰერმიონს სულ უფრო მეტად სციოდა და ვერაფრით ხვდებოდა რატომ.
-დრაკო მგონი სიცხე მაქვს.
მან ხელი დაადო შუბლზე.
-ჰერმიონ იწვი.
დრაკომ მიმოხედა და ახლა გააცნობიერა რომ მუზეუმში შემოსვლით დიდი შეცდომა დაუშვა. ეს ხაფანგი იყო. ისინი მაგიურ რკალში იდგნენ რომლიდანაც იქამდე ვერ გავიდოდნენ სანამ ამას თავად შელოცვის ავტორი არ მოისურვებდა. რკალს გარს ათი ადამიანი აკრავდა,რომლებიც შავებში იყვნენ და სახე დაფარული ქონდათ.
-დრაკო რა ხდება?
ჰერმიონმა გონება დაკარგა და ძირს დაეცა.
ისინი ჰერმიონის ძალას იყენებდნენ რკალის ასაღმართად ამიტომ დასუსტდა იგი.
-გოგონა გაუშვით!
-ღმერთო რა ჯენტლმენი ხარ. ხომ იცი რომ ის უბრალოდ გოგონა არაა? შენ ბინძურსისხლა მოიყვანე ჩვენთან.
უპასუხა ერთერთმა დრაკომ მარგოს ხმა ამოიცნო.
-რა გინდათ ჩვენგან?
მამაშენი მოვა და გაიგებ.



სიტუაცია ჰოგვორტსში.
სებასტიანმა მარგოს ანიშნა რომ დრო იყო. მარგომ თავის პარტნიორს დაავლო ხელი და საცეკვაოდ გაიყვანა.
-ჰარი არ მეგონა მე თუ დამპატიჟებდი.
-ჯინიმ უარი მითხრა და ამიტომ ვიფიქრე შენ ახალი ხარ და შეიძლება არ გყოლოდა მეწყვილე.
-მადლობა,რომ დამპატიჟე, მაგრამ ცოტა დავიღალე, მოდი ოთახში ავიდეთ.
ჰარი და მარგო ოთახისკენ გაემართნენ.

დარბაზში რონი გამოჩნდა. ის ნევილმა შეაჩერა.
-სად მიდიხარ? კიდევ ვის რა უნდა დაუშავო?
-ნევილ ჰარის ნახვა მინდა.
-ჰარისგან რა გინდა.
-მინდა მადლობა გადავუხადო, რომ ჯორჯს დაეხმარა და მანტია დავუბრუნო.
-არ მატყუებ?
-არა
რონი ძალიან აღელვებული და სევდიანი ჩანდა.
-ამ ბოლო დროს ჩემს თავს არ ვგავდი და მინდა ბოდიში მოვუხადო მას და ჰერმიონს.
-კარგი. ჰარი ოთახში ავიდა.

ჰარი და მარგო ისხდნენ და საუბრობდნენ.
-შენ ძალიან ნიჭიერი ხარ იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ რასაც მიყვები.
-კი შემიძლია ადამიანის გონებაშიც კი შევაღწიო
ჰარის შიში დაეტყო
-კაი გეხუმრები.
ჰარის მარგო ფიზიკურად ძალიან მოსწონდა, როგორ შეიძლებოდა არ მოწონებოდა მაღალი, ქერა, ტანადი გოგო, რომელიც ასევე ძალიან ჭკვიანი იყო. მათ სასიამოვნო დიალოგი ჰქონდა და ჰარიც საკმაოდ მოდუნდა, თუმცა მალე შეატყო რომ ზედმეტადაც კი მოდუნდა. ის რაღაცნაირად მოითენთა და იგრძნო სითხე მოსდიოდა ცხვირიდან. მან ხელი მოისვა და სისხლი დაინახა.
-ჰარი ცუდად ხარ?
-მგონი, თავბრუ მესხმის.
ჰარიმ უეცრად გონება დაკარგა და ძირს დაეცა.



ვიცი დიდ ხანს გალოდინეთ. სწავლა დაიწყო თქვენც არ იაქტიურეთ და მეც მოვდუნდი, მაგრამ მგონი ღირდა ამ თავის ლოდინი შეაფასეთ როგორ მოგწონთ <3



№1  offline წევრი skida

აუ დრაკო და ჰერმი როგორი საყვარლები არიან ამ ამბების მერე არც გაბედო რონთან მისი დატოვება !

 


№2  offline წევრი samudamod tqventan

Drakos araferi daushavo tu qali xar .yvelaze metad eg miyvars da amitom amis mere chemi aqtouroba 50%it gaizrdeba damijereee

 


№3 სტუმარი სტუმარი გიორგი

აღარ დებ ????????????

 


№4 სტუმარი სტუმარი ნიტა

აღარ დადებ ? ძალიან საინტერესოა და რატომ შეწყვიტე?უკვე მესამეჯერ წავიკითხე და გული მწყდ3ბა რომ არ არის დასრულებული. გთხოვ დაასრულე❤❤❤❤

 


№5 სტუმარი ქეთი რამიშვილი

გეხვეწები დაამთავრე რა გავგიჟდი ისე მომწონს ოღონდ ჰერმიონი რონს არ დაუბრუნდეს ველურია

 


№6 სტუმარი ქეთი რამიშვილი

ვიცი რო დიდი დრო უნდა ახალი თავის დადებას მაგრამ ქთხოვ იჩქარე ძალიან მაინტერესებს????????????

 


№7 სტუმარი ქეთი რამიშვილი

კიდე დადე რა გეხვეწები????????????

 


№8  offline წევრი Hebi

და ახლიდან განაწილება რატომ, თუ მამაცი და კეთილი სლიზერინელები არ არსებობენ? ???????????? ოჰ, ეს სტერეოტიპები.))) მერლინი, სნეიპი, სლაგჰორნი… დაგავიწყდათ?)) ეგრე პიტერ პეტიგრიუ გრიფინდორელი იყო, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით ყველამ, რაც გააკეთა. ????

 


№9 სტუმარი სტუმარი გიორგი

ვინმემ იცით სრულად სად ვნახო?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent