შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეწილე (3თავი)


1-10-2018, 12:30
ავტორი teengirllove
ნანახია 1 690

-დილამშვიდობის! - მოკლე წითელი კაბა ჩაეცვა ,თმა მაღლა აევარცხნა ,მაკიაჟი სადად წაესვა და ისე მიკაკუნებდა სასადილოსაკენ ,ხმა არავის გაუცია ,ყველამ უემოციოდ შეხედა ,ამაზე ჩეღიმა და იქვე ჩამოჯდა ..
-დღეს ოფისში მივდივარ ,ჩემს კაბინეტს უნდა შევავლო თვალი - ავალიანებისთვის არც შეუხედავს ისე თქვა -იმედი მაქვს კომპანიონობას გამიწევთ ,არა ნიკა? - მის წინ მჯდომს გახედა ირონიული სახით ,ნიკამ მკაცრად ამოხედა ქალს ,შემდეგ ბექას გახედა
-არამგონია ჩემი კომპანიონობა გჭირდებოდეს!
-მაგრამ მჭირდება . აბა რას იტყვი?
-კარგი, სხვა რა გზაა -უემოციოდ უთხრა
-შენ ალბათ ქრისტი ხარ ,ხომ? - ნიკას გვერდით მჯდარ ახალგაზრდა გოგონას გადახედა ,რომელმაც შავი, ძალიან შავი თვალები უნდობლობით შეანათა,ქალს რაღაც წამით შეეშინდა კიდეც
-კი ,მე ქრისტი ვარ ! -ცივად უთხრა გოგომ
-სასიამოვნოა ქრისტი,მე ლილიანა ვარ
-ვიცი და სულაც არაა ჩემთვის სასიამოვნო შენი გაცნობა! -მის პასუხზე ლილიანა გაშრა ,ნამდვილად არ ელოდა ერთი შეხედვით ძალიან გამოუცდელ და ახალგაზრდა გოგოს ამხელა გამბედაობა თუ ექნებოდა
-რატომ ასეთი აგრესია?
-შენს სახლში სრულიად უცხო ადამიანი ,რომ მოსულიყო და ყველასთვის ხასიათი გაეფუჭებინა ,ვნახავდით როგორი სასიამოვნო იქნებოდა! -უტეხად მიაჩერდა თვალებში,ლილიანაც უყურებდა ,ბოლოს ჩაეღიმა
-კარგით,მე დაგტოვებთ. გემრიელად მიირთვით - ფეხზე წამოდგა და ოთახი დატოვა.
-რა თავხედია ! -აგრესიით ჩაილაპარაკა ნინომ
-ვერ ვხვდები რატომ მიეცით აქ დარჩენის უფლება,თქვენს ადგილას კინწისკვრით გავაგდებდი! -ქრისტიმ ძმებს გადახედა
-ქრისტინე შენს თეფშს მიხედე,ჩვენ უკეთ ვიცით როგორ მოვიქცეთ! - გამაბრთხილებლად გადახედა ბექამ დას
-ყოველთვის ასე მეუბნები ძმაო!
-პატარა ხარ და იმიტომ !
-18 წლის ვარ! -წარბევი შეკრა .
ნიკას გაეცინა ,დას თავზე ხელი გადაუსვა
-ნერვებს ნუ უშლი ძმაო,ხომ ხედავ დიდი გოგოა უკვე ..
-ნუ დამცინი !
-კაი ქრისტუ,გინდა ამ კვირას აკვა პარკში წავიდეთ
-აჰა ,ორი ერთნაირი..დედა მიშველე რამე ,ჩემი უფროსი ძმა უმცროსი დასავით აზროვნებს -წარბები შეკრა ბექამ,ნინოს მხოლოდ გაეცინა და შვილს ლოყაზე მიელამუნა .
-შენ ჩუ ! -ძმას შეუღრინა გოგომ და ნიკას გახედა -კი მინდა წავიდეთ
-ხოდა წავალთ
-მაგრამ შენ უკვე 18-ის ხარ ! -ღიმილით მიუგო ბექამ დას
-ასაკი არასდროს გიშლის ხელს გააკეთო ის რაც გინდა! - ნიკამაც და ქრისტიმაც ერთხმად მიუგეს
-ეს ვინ თქვა?
-ჩვენ -გაეღიმა გოგოსაც და ნიკას მაგრად აკოცა ლოყაზე .

***
თანამშრომლებს გაეცნო,კაბინეტი მოინახულა,რაღაცეები გადააკეთა და დაღლილი ჩაესვენა სავარძელში. შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გაიძრო და ფეხის თითები აათამაშა , სახე ერთიანად დაემანჭა ტკივილისაგან , ოხ როგორ უჭირდა მაღლებზე სიარული,მაგრამ ასე იყო საჭირო . ჩანთა ,რომელიც სკამის ფეხთან ქონდა მიგდებული ხელში აიღო,იქედან ფოტოსურათი ამოაძვრინა და ლამაზ ჩარჩოში მოათავსა ,მისი შემხედვარე გაეღიმა ,თვალზე მომდგარი ცრემლი სწრაფად შეიმშრალა და კვლავ მკაცრი,არაფრისმთქმელი სახე მიიღო.
ცოტახანს ასე იჯდა ,უხმოდ ,ბოლოს ამოიხვნეშა ,ფეხსაცმელი კვლავ ჩაიცვა და კაკუნით დატოვა ოთახი.
-რას შვები? - ისევ დაუკაკუნებლად შეაღო კარები ,გაკვირვებულს წინ ჩამოუჯდა , ფეხი ფეხზე გადაიდო და ღიმილით მიაჩერდა
-ეს შენი ჰობია ? დაუკაკუნებლად კაბინეტში შესვლა -წარბშეკრული მიაჩერდა ნიკა ქალს
-მმ..კი , თან ამის სრული უფლება მაქვს
-ლილიანა ვმუშაობ,არ მცალია!
-სწორედ საქმისთვის მოვედი აქ ..საბუთებს გადავხედე , რაღაც დარღვევებია
-გისმენ აბა ,თქვი - სერიოზული სახე მიიღო ავალიანმა
-მოკლედ ხარჯთაღრიცხვაა მისახედი, ბუღალტერია გამოსაცვლელი,იურისტია გასაკონტროლებელი დაა
-მოიცა ,მოიცა! -გააწყვეტინა-ჩვენ ძალიან გამოცდილი კადრი გვყავს ,უფლება არ გაქვს ერთი შეცდომისთვის გაუშვა ისინი!
-მამაშენივით მსჯელობ !
-მამაჩემი რა შუაშია?!
-იმ შუაშია ,რომ ისიც სწორედ შენსავით ენდობოდა თავის თანამშროლებს ,სწორედ ამიტომ წავიდა გაკოტრებისაკენ !
-მე არ მოგცემ უფლებას, ხალხი პირველივე დღეს, უსაფუძვლოდ დაითხოვო! -მკაცრად წარმოთქვა ავალიანმა
-მხოლოდ ბუღალტრის დათხოვას ვაპირებ!
-ლილიანა არა !
-კი!
-ნუ გამომიყვან მოთმინებიდან! - მკაცრი მზერა სტყორცნა .. ლილიანას ჩეღიმა , ფეხზე წამოდგა ,მის მაგიდას დაეყრდნო და ოდნავ წინ გადაიხარა ,თაფლისფერ სფეროებში ჩააშტერდა ,კაცს დაბნეულობა დაეტყო -ლილიანა დაჯექი!
-მე შენ არ გემორჩილები ავალიანო, შენი თანამშრომელი არ ვარ ! ვისაც მინდა იმას გავუშვებ და ვისაც მინდა დავტოვებ ,მე ამის სრული უფლება მაქვს ! - ცოტახანს გაკვირვებულს მიაჩერდა ,შემდეგ გაუღიმა ,თვალი ჩაუკრა და კაბინეტი დატოვა ..ნიკამ წარბშეკრულმა გააყოლა თვალი, გამწარებულმა დასცხო მუშტი მაგიდას -ჯანდაბა ლილიანა ,ჯანდაბა ! -დაიღრიალა და ქაღალდები მიმოფანტა
-რა გჭირს ? -კარი შემოაღო ბექამ და ძირს დაყრილ ქაღალდებს მოავლო მზერა
-ეს ქალი ! -ხელები ცაში აღმართა ,შემდეგ მომუშტა და ფრთხილად დაუშვა - გეფიცები შემომაკვდება ! -დაისისინა.
ბექას სიცილი აუტყდა ,კარები მიხურა და წინ დაჯდა
-რა გაცინებს?
-პირველად გხედავ ასე გაბრაზებულს ..
-რას იზამ ,ამ ქალს წყობიდან გამოვყავარ
-ასეთს რას გიშვრება?
-ვერ გეტყვი,რაღაცნაირია ,ვერ ვხსნი,არ ვიცი რას მმართებს ..რაც გამოჩნდა მას მერეა გამომეჭედა ტვინი ,სულ მასზე ვფიქრობ
-შეგიყვარდა?
-რას სულელობ! - თვალები დაუბრიალა -სხვა რამეს ვგულისხმობ, აი ვერ ვხვდები რა შეიძლება მოვუხერხო ,რომ მოვაშორო აქედან
-ჯერ ორი დღეა რაც გამოჩნდა
-ხოდა დროზე უნდა მოვახერხო რამე ,საოცრად მაღიზიანებს-სავარძლის საზურგეს მიეყრდნო, ბექას კვლავ ჩაეღიმა
-რაც აქაურობის ხელმძღვანელი გახდი თითქოს დასერიოზულდი,არადა ადრე ძალიან ცანცარა და ხუმარა იყავი
-ახლაც ასეა , უბრალოდ სამსახური და მამის დანატოვარი საქმე მეტ სერიოზულობას მოითხოვს !
-კარგი -მხრები აიჩეჩა ბექამ .
***
-მოვედიი! -ყვირილით შეხსნა კარები,ქუსლიანები იქვე მიყარა ,ჩანთაც იქვე მიაგდო და შემოსასვლელისაკენ ფეხშიშველი გავარდა -მამიკოო,მამა! -ყვირილითა და სიცილით შეახტა ჭაღარა კაცს ,რომელიც ანალოგიურად იხუტებდა ქალიშვილს გულზე და შიგადაშიგ თავზე კოცნიდა
-როგორ არის ჩემი მტრედი? -ჰკითხა როცა მომღიმარი ქალიშვილი ძლივს მოიშორა გულიდან
-მომენატრე
-ჯერ ერთი დღე გავიდა შვილო -ჩაეღიმა მამაკაცს
-მერე რა ..-დაიწუწუნა და დივანზე წამოსკუპტა
-აბა ,რა ხდება ავალიანებთან ?
-არ მკითხო -თვალები გადაატრიალა -მთელი ოჯახი მტრად მეკიდება ,მაგრამ მალე მოვიგებ ყველას გულს- გაუღიმა
-მე მაინც არ ვარ მაგ ყველაფრის მომხრე ,ხომ იცი
-მამა! -გააწყვეტინა - არც მე ვარ ლილიანა, მაგრამ ის ჩემზე უკეთესია ,მშურს ხანდახან ჩემი მეორე ,,მე"-სი, უფრო ძლიერი და უგრძნობია ..ხო ჩვენ განვსხვავდებით ,მაგრამ ერთი მიზნისთვის ვიბრძვით !
-ნინა შვილო, მეშინია რამე არ გავნონ-სევდა დაეტყო კაცს
-ნუ ღელავ მა - ხელზე მოელამუნა ბერიკაცს -ვერაფერს მავნებენ. ვეღარაფერს !
-კარგი ! იცოდე რამე სისულელე არ გააკეთო,ხომ იცი ,,იმან" ერთხელ თუ გაგაკეთებია რამე ,მერე ვეღარ დაეხსნები!ნურც შენს გულს გახვევ სიძულვილის ალში
-ვიცი მამა ,ნუ ღელავ,მე ვინც მძულდა ის უკვე მკვდარია ..
-და ვინც გიყვარდა ისიც -ჩაილაოარაკა კაცმა
-იმ კაცს საფლავშიც არ გავახარებ! არ ვაპატირბ ,რომ - რისხვით წარმოთქვა ქალმა
-ნინა! , გთხოვ ..
-კარგი,კარგი, ბოდიში .. - გაუღიმა -აღარ ვახსენებ - თავი კალთაზე დაადო და გაინაბა
-მაღალქუსლიანს ვერ შეეჩვიე ხო მაინც - კაცს გაეცინა,გოგომ ამოიხვნეშა
-ვერა ,დამატყდა ფეხები, თან გამომწვევად უნდა იარო,თან ამხელა ჯოხებზე უნდა იდგე .. მეშინია ავალიანს ,რომ ველაპარაკები არ დავეცე - გაეცინა
-ჩემი პატარა გოგო.. დაგირეკა იმან?
-კი გუშინ.
-როგორ არის?
-ხომ იცი ამდენს არ ვსაუბრობთ
-გული მტკივა თქვენს გამო
-მეც !
****
-სად ხარ ამდენ ხანს? - კაბინეტში შესულს ,მის სკამზე დასკუოებული ნიკა დახვდა . თავიდან ძალიან გაუკვირდა ,შემდეგ სიმშვიდე შეინარჩუნდა და წინ ჩამოჯდა
-ანგარიში უნდა ჩაგაბარო?- წარბები აზიდა .. კაცმა ამოიხვნეშა ,წინ გადმოიწია და მაგიდას დაეყრდნო
-ლამაზად გადაგიკეთებია კაბინეტი
-ამის სათქმელად მოხვედი?
-ეს ქალი ვინ არის ? - ჩარჩოში ჩასმულ ფოტოზე მიანიშნა
-დედაჩემია - სურათს უხეშად დასწვდა და გადააბრუნა
-ლამაზია
-საქმეზე გადადი - ნერვიულად უპასუხა და ეცადა ცრემლები დაემალა
-მოკლედ ვიფიქრე და მივხვდი ,რომ ..ლილან მეე..ჩვენს ახლა პარტნიორები ვართ და უკვე ოჯახის წევრებიც
-ისევ სახლის გაყიდვას თუ მთხოვ
-არა ,არა.. -გააწყვეტინა - მოდი ვიმეგობროდ ,უბრალოდ კარგი ურთიერთობა ჩამოვაყალიბოთ ჩვენს შორის და ეს დაძაბულობა გავაქროთ - დაასრულა და თაფლისფერი სფეროები შეანათა ..ლილიანა ცოტახანს უხმოდ უყურებდა,Aემდეგ სიცილი აუტყდა ,გულიანად იცინოდა ,თან ავალიანის გაოცებულ სახეს თვალს არ აშორებდა
-კაი ,ბოდიში, თანახმა ვარ - თავი დაუქნია
-შენ..-გაოცებული მიაჩერდა - კარგი მიხარია , კაბინეტში დავბრუნდები - ფეხზე წამოდგა და ოთახი დატოვა..ლილიანამ თვალი გააყოლა ,ისევ გაეცინა
-სულელი - თავის სავარძელში გადაჯდა და დასერიოზულდა - მეგობარი ..-ცოტახანს ჩაფიქრდა ,რაზე ფიქრობდა კაცმა არ იცის ..ფიქრებიდან კი ტელეფონის ზარმა გამოიყვანა .
-გისმენ
-აბა ,როგორაა საქმეები?
-მეგობრობა შემომთავაზა -ჩაეღიმა
-ძალიან კარგი,ვამაყობ შენით
-ხოო.. - დაიჩურჩულა
-ხომ იცი ახლა რაც უნდა ქნა ? -
ცოტახანს უხმოდ იჯდა ,შემდეგ ,მართალია გაუჭირდა მაგრამ მაინც თქვა - კი,ვიცი!



№1  offline მოდერი LurjTvala demoni

ვაიმეეე.
მიუხედავად იმისა რომ, ამ თავთან წვდომა მაქამდე მქონდა სანამ აიტვირთებოდა, არ წამიკითხავს. რადგან სანამ დაიდებოდა ემოციები გამეფანტებოდა, წავიდოდნენ შორს იქ სადაც ჩემი მუზა დაფრინავს ახლა.
კარგი იყო, დღითი დღე უფრო კარგად ვუგებ ნინას. ჩემს ნინას, რა ვქნა რომ მიყვარს მე ეს გოგო, ლილიანაც ხომ მიყვარს. იცი ალბათ რატომაც ჰო? არ ვიცი რა გითხრა, უფრო დიიდ ლი მინდოდა, მაგრამ შევდივარ შენს მდგომარეობაში. აბიტურიებტი ხარ ბოლოს და ბოლოს. მოკლედ ვიცი დააგ იანებ მაგრამ მე მაინც სულოუთქმელად გელოდებით შენ, ნინას, ნიკას, ბექას, ქრისტისაც და უცნობს ტელეფონიდან ❤

 


№2  offline წევრი teengirllove

LurjTvala demoni
ვაიმეეე.
მიუხედავად იმისა რომ, ამ თავთან წვდომა მაქამდე მქონდა სანამ აიტვირთებოდა, არ წამიკითხავს. რადგან სანამ დაიდებოდა ემოციები გამეფანტებოდა, წავიდოდნენ შორს იქ სადაც ჩემი მუზა დაფრინავს ახლა.
კარგი იყო, დღითი დღე უფრო კარგად ვუგებ ნინას. ჩემს ნინას, რა ვქნა რომ მიყვარს მე ეს გოგო, ლილიანაც ხომ მიყვარს. იცი ალბათ რატომაც ჰო? არ ვიცი რა გითხრა, უფრო დიიდ ლი მინდოდა, მაგრამ შევდივარ შენს მდგომარეობაში. აბიტურიებტი ხარ ბოლოს და ბოლოს. მოკლედ ვიცი დააგ იანებ მაგრამ მე მაინც სულოუთქმელად გელოდებით შენ, ნინას, ნიკას, ბექას, ქრისტისაც და უცნობს ტელეფონიდან ❤

madlobaaa...vecdebi martla male davwerooo, ucnibs telefonidan ufri eli xo :))

 


№3  offline წევრი ზღვა))

ანუ მე წავიკითხე დააა...........საუკეთესო ხარ რაა <3 და მინდა რაც შეიძლება მეტიი ემოციით დატვირთოო <3 დასასრულის ჩემეული ხედვა კი მაქქ მარაა ველოდებიი შენსას შოკოლადო <3

 


№4  offline წევრი teengirllove

ზღვა))
ანუ მე წავიკითხე დააა...........საუკეთესო ხარ რაა <3 და მინდა რაც შეიძლება მეტიი ემოციით დატვირთოო <3 დასასრულის ჩემეული ხედვა კი მაქქ მარაა ველოდებიი შენსას შოკოლადო <3

madlobaa,iqneba emociebii

 


№5  offline წევრი teengirllove

უცნაური მე
ჯერ ყველაფერი ბუნდოვანია მაგრამ არ მომწონს ლილიანა.
უფროს ავალუანს რაც არ უნდა დაეშავებინა მისთვის და დედამისისთის მაინცა არ უნდა იძიოს შური მის ოჯახზე.
ვნახოთ იქნებ სხვა თვალითაც შევხედო, ჯერ ბევრი რამე გასარკვევია.
ბელოდები გაგრძელებას

ვერ შეგეწინააღმდეგები,რადგან ყველას აქვს თავისი აზრი და შენც თავისუფლად შეგიძლია არ მოგწონდეს ჩემი მთავარი გმირი..შეიძლება არც შეგეცვალოს აზრი მასზე და სულაც არ მეწყინება ,პირიქით მადლობელი ვარ ,რომ კითხულობ და აფიქსირებ შენს აზრს ,რომელსაც რიგირც მოთხრობის ავტორი,პატივს ვცემ ;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent