არჩევანი (დასასრული)
მეგობებო, ამ ნაწილში მართლა ჩავდე მთელი სული და გული, ძალიან ვეცადე კარგი გამოსულიყო, თუმცა არ ვიცი, სეიძლება ბოლო პერიოდში გადაღლილობის გამო მუზა ვეღარ მომდის, მოკლედ, ძალიან მინდა რომ მოგეწონოთ და გაგახაროთ, თითოეული თქვენგანის სეფასება ჩემთვის ყველაფერზე მაღლა დგას, იმედი მაქვს მოგეწონებათ <3 გთხოვთ ვინც წაიკითხავთ , უკომენტაროდ ნუ დატოვებთ <3 ----------------------------------------------------- თითქმის ერთი თვე გავიდა რაც ლაშა და თმუნა ერთმანეთს არ დაკავშირებია, უკვე გამგზავრების დრო ახლოვდებოდა, თამუნა მთელი მონდომებით ემზადებოდა გასაფრენად, თითქოს ლაშასგან კიდევ ელოდა ნაბიჯის გადმოდგმას, თუმცა მერე საკუთარ თავზევე ბრაზდებოდა, ბოლოსდაბოლოს თავმოყვარეობა გააჩნია ამ ადამიანს მე კი კიდევ ყურადღებას ველი მისგანო, თან მშვიდადაც იყო რადგან ფიქრობდა ამით ყველაფერი დამთავრდა და წარსულს სამუდამოდ დაივიწყებდა, იქ მთელი არსებით სწავლასა და მუშაობაში ჩაერთვებოდა და ახალ ცხოვრებას დაიწყებდა. ფრენა ღამის ოთხზე იყო, თამუნა უკვე ორისკენ აეროპორტში გამოცხადდა, მისი მეგობრებიც მოვიდნენ და აცილებდნენ, ყველას დაემშვიდობა და რეგისტრაციის გასავლელად გაემზადა, საპასპორტო კონტროლიც გაიარა, შემდეგ გეითი მოძებნა და იქვე სკამზე ჩამოჯდა, ცოტა ხანში შიმშილის გრძნობამ გამოაფხიზლა, იქვე კაფეში გავიდა ცოტა რომ წაეხემსებინა - ერთი კაპუჩინო და კრუასანი, თუ შეიძლება , ღიმილით მიმართა ახალგაზრდა სიმპატიურ ბიჭს , რომელიც თამუნას ღიმილიანი სახით შეეგება - ჩემთვისაც იგივე, და ორი სენდვიჩიც რომ დავამატოთ ქათმის, თამარს უკიდან ნაცნობი ხმა მოესმა, რომელმაც ცოტა არ იყოს გააშეშა, თავი შეაბრუნა და ლაშას დანახვაზე დაბნეულმა აღარ იცოდა რა რეაქცია უნდა ჰქონოდა, გაიღიმა მაგრამ ლაშას ღიმილით არ უპასუხია, ლაშამ კონსულტანტს ბარათი გაუწოდა, არც ამაზე გაუწევია წინააღმდეგობა თამარს, აქამდე ყოველთვის კამათობდნენ ვინ გადაიხდიდა, ლაშასგან ღიმილი რომ ვერ მიიღო დაიძაბა, ერთი სული ჰქონდა იქაურობას გასცლოდა და ლაშასთვის ცალკე ეკითხა აქ რა ხდებაო, გავიდნენ, კუთხეში მყუდრო ადგილას დასხდნენ, ლაშას ხმა არ ამოუღია ისე დაიწყო სენდვიჩის ჭამა, თამომ ყავა მოსვა, დაძაბული უყურებდა ლაშას რომელიც ყურადღებასაც არ აქცევდა ისე იყო ჭამით გართული, ბოლოს თამოს დაჟინებული მზერა შენიშნა - ჭამე, 10 წუთიღა გვაქვს დრო - არაფერს მეტყვი? - აქ რომ ვარ, მგონი ყველაფერს ამბობს არაა? - ლაშა - ხო - მართლა ჩემს გამო მოდიხარ? თუ შენი საქმე გაქვს - ამას სერიოზულად მეკითხები? - რატომ არ მითხარი ერთად თუ მიფრინავდით - და შენ ? - რა მე? - იმის ღირსიც არ ვიყავი მოსულიყავი და დამმშვიდობებოდი? არ გინდა ურთიერთობა არ გინდა, მაგრამ ასე სოფლურად ყველაფრის უთქმელად რომ მოდიოდი, სწორი გგონია? ის მაინც გეთქვა რომ უბრალოდ არ გინდა ჩემთა, ვის ებრძვი, საკუთარ თავს? ისიც ვიცი რომ ძალიან კარგად გინდა, უბრალოდ გამბედაობა არ გყოფნის რომ აღარო, ვერ ვხვდები რატომ არის შენთვის ასე რთული რომ გრძნობები გამოხატო, საკუთარ თავს რომ ებრძვი ეგ უფრო მარტივია? ვის ან რას უმტკიცებ მაინტერესებს, საბოლოოდ იცი როგორი სასაცილოა ეს ყველაფერი? ვერავის ვერაფერს უმტკიცებ ასეთი ქცევით, ყოველთვის ძლიერი გოგო მეგონე, მაგრამ ელემენტარული გამბედაობაც კი არ გყოფნის რაღაცეები რომ აღიარო , - მკაცრი ნაწყენი ბრაზნარევი ხმით საუბრობდა ლაშა, ოდნავ ტონსაც აუწია და ცდილობდა წონასწორობიდან არ გამოსულიყო, მერე ისევ განაგრძო- შენს გამო არა გიგას გამო მოვდივარ, უბრალოდ შენსავით ვერ მოვიქცეოდი აქ და შენს გვერდითა მაგიდაზე ვერ დავჯდებოდი, პატარა ბავშვი არ ვარ გავიბუტო და შენსავით მოვიქცე, უბრალოდ ეს მე თუ არა ვინმეს მაინც უნდა ეთქვა რომ მომავალში სხვასაც ჩემსავით არ მოექცე, საკუთარ თავთან ბრძოლა შეწყვიტე, ის მაინც უნდა განსაზღვრო რაზე და როდის იბრძოლო, ლაშა წამოდგა და გეითისკენ წავიდა, თამომ ვერაფრის თქმა მოასწრო, შემდეგ კრუასანს მიაცქერდა, ახლაღა გაახსენდა რომ შიოდა , უღიმღამოდ მოკბიჩა, ყავაც მიაყოლა და მალევე, გეითთან აღმოჩნდა, აქამდე რომ მთელი სიმშვიდით წარსულის დავიწყებას ცდილობდა, ახლა ყველაფერმა ქაოსურად დაიწყო მის თავში მოძრაობა, გამოსავალს ეძებდა, აღარ იცოდა რა ღონისთვის მიემართა, დაბნეული იყო, ზოგჯერ უნდოდა ეტირა, მომენტებშ უნდოდა ლაშასთან მისულიყო ჩახუტებოდა და პატიება ეთხოა, მაგრამ არაა , ამას არასდროს გააკეთებდ, ისევ ლასასგან ითხოვდა რაღაცას, ისევ ლაშასგან სურდა მოესმინა რომ არსად გაუშვებდა, მუდამ მასთან იქნებოდა, სიცივე რომეიც ბიჭისგან მოდიოდა ვეღარ აიტანა, ამ ხნის განმავლობაში პირველად ნახა ასეთი უხეში. თვითმფრინავში საკუთარი ადგილები დაიკავეს, თამო ლაშას გვერდით აღმოჩნდა , არ იცოდა რა ეთქვა, საით გაეხედა, ჩუმად უცნობებივით ისხდნენ,თამოს მეორე გვერდით სიმატიური, ისიც სადღაც 35 წლამდე მამაკაცი იჯდა, თამოს ღიმილით მიესალმა, შემდეგ გოგონა კარგად აათვალიერა, კლასიკურ სტილში გამოწყობილმა, სადა მაკიაჯით და ლამაზად დატალღული თმებით, არცთუ ისე განსაკუთრებულმა თუმცა საკმაოდ მომხიბლავმა გოგონამ დააინტერესა, - ფანჯრისკენ თუ გიყვართ ჯდომა შემიძლია ადგილი დაგითმოთ, თავაზიანად შესთავაზა გოგოს, რამაც ცოტა არ იყოს ლაშას გაღიზიანება გამოიწვია თუმცა, არ შეუმჩნევია, - არა , დიდი მადლობა , აქაც კარგად ვგრძნობ თავს, - გოგო ცოტა დაფიქრდა, ალბათ შვება იქნეოდა ფანჯარასთან, გახედავდა ღრუბლებს და ლაშას გვერდითაც არ იჯდებოდა , ისე ძაბავდა ლასას სიახლოვე გოგოს რომ აღარ იცოდა როგორ ემოქმედა. - კიევში მიფრინავთ თუ იქიდან გაქვთ გადაჯდომა - არა ,კიევში არა , გადაჯდომა მაქვს - ანუ საბოლოოდ საით? - ღიმილით ჩაეკითხა კაცი - ვაშინგტონში - მართლაა? ზოგადად დამთხვევების არ მჯერა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა როცა ძალიან მახარებს მსგავსი ფაქტი - ანუ თქვენც ვაშინგტონში მიფრინავთ, თავაზიანად დაამატა თამომ, და უკვე გრძნობდა ლაშას გაღიზიანებას, რომელიც თითქოს არც კი იმჩნევდა თამოს აქ არსებობას, - და ვაშინგტონმა რითი დაიმსახურა შენი სტმრობა, გაუშინაურდა კაცი - სასწავლებლად მივდივარ, მაგისტრატურაზე - განხრა? - ფინანსები - კიდევ ერთი დამთხვევა, ჩაიცინა მამაკაცმა, მეც ფინანსისტი ვარ - მართლა? გაუღიმა გოგომ - ერთ წლიან მასტერზე მიდიხარ ალბათ ხო? - არა ორწლიანზე - იქ ვინმე გყავს ? არ გაგიჭირდება? - იმედი მაქვს რომ მეყოლება, ზუსტად არ ვიცი - ეგ როგორ გავიგოთ, ჩაეკითხა კაცი - ანუუ, ჩაფიქრდა თამარი, მერე გაიღიმა, შეყვარებული აპირებდა წამოსვლას , სანამ აქ ვიქნებოდი აქ მიხედავდა თავის ბიზნესს და მერე ერთად დავბრუნდებოდით, მაგრამ მერე ვიკამათეთ, ისე გამოვიდა რომ ის მაინც მოფრინავს მაგრამ სხვა საქმეზე, ოღონდ არ ვიცი რამდენი ხნით, მოკლედ იმედი მაქვს შევრიგდებით - კაცმა ჩაიღიმა, უსიამოვნოდ შეიშმუშნა, - სულ რამდენიმე წუთია რაც გაგიცანი, მაგრამ დამიჯერე ალბათ შენს გამო ყველაფერს დათმობს, აუცილებლად შერიგდებთ ლაშა ცდილობდა სახეზე სასიამოვნო ღიმილი არ დასტყობოდა, გულში ძალიან უხაროდა, უნდოდა თამარისთვის ხელი მოეხვია და გულზე მიეკრა - არ ვიცი, ვაღიარებ რომ ძალიან ვაწყენინე და ჩემი ბრალია, ძაან მეშინია პატიება რომც ვთხოვო შეიძლება არც მაპატიოს, გამბედაობა არ მყოფნის რომ ვაღიარო, ისე კი ახლა ყველაზე მეტად მინდა ვუთხრა რომ მიყვარს, მართლა ძალიან მიყვარს, - რომ ვიცნობდე მე თვითონ ვაიძულებდი ეპატიებინა, დიდ ბედნიერებას გისურვებთ, კაცმა გულწრფელი ღიმილით გაუღიმა როცა გოგოს თვალებში გულწრფელი განცდები დაინახა- ლაშა თამოს სიტყვებმა ააფორიაქა, კვლავ არაფერს იმჩნევდა, გოგოს გახედა, თამუნა ფანჯრისკენ იყურებოდა, შემდეგ კაცთან პროფესიულ საკითხებზე გააბა საუბარი, კარგად აუწყვეს დიალოი ერთმანეთს და დამეგობრდნენ, თამოს ძილი მოერია და გაუაზრებლად, ლასას მკლავებში მოექცა, ჯერ თავი მოაყრდნო, შემდეგ ორივე ხელით მკლავებზე მოეხვია, ლაშამ კი ხელი წელზე შემოხვია, უცნობი მამაკაცი, ცოტა დააბნია თამოს და მეორე მამაკაცის მსგავსმა სიახლოვემ, თამოს ძილისგან გაუაზრებობა არ გაჰკვირვებია, აი ლაშას გათამამებამ კი დააბნია, ვერაფერი თქვა, ბოლოს კი თითქოს გაიაზრა რაც ხდებოდა, როცა ლასამ თამოს თმებზე ხელი გადაუსვა, და მისი გამოფხიზლება სცადა, - თამო, გაიღვიძე, ჩავფრინდით, პატარავ გაიღვიძე და შემდეგ ახურებული ბაგეები, თამოს შუბლზე დაადო, მამაკაცმა გაიღიმა - ესეიგი ის თქვენ ხართ? - კი ჩაუცინა ლაშამ - უნდა აპატიო , კაცმა კვლავ გაიღიმა თამოს გამოეღვიძა, უხერხულად შეიშმუშნა, უთქმელად წამოდგა და რიგში ჩადგა - გშია? ჰკითხა ლაშამ თამოს - კი, ძალიან- უპასუხა გოგომ , - იქნებ ერთად ვისადილოთ , შესთავაზა ლაშამ უცხო მამაკაცს - რატომაც არა, საპირპარეშოში გავალ და ახლავე დავბრუნდები - მაპატიებ? ახედა გოგომ ლაშას თვალებში როცა უცხო მამაკაცმა დატოვა - ანუ ეს მორიგი თავიდან მოშორების გზა არ იყო? გაიღიმა ლაშამ - არა , გოგო დარცხვენილად იდგა ბიჭის წინაშე , მართლა სევდანარევი თვალებით - არასდროს აქამდე არავის მოვუყვანივარ, ასეთ მდგომარეობამდე, კვლავ მკაცრად ჩაილაპარაკა ლაშამ - ვერ მაპატიებ, ჩაილაპარაკა გოგომ - დღესვე იდეალურად ვერაფერი იქნება მაგრამ თუ ისევ არ გაიქცევი, და ნორმალურად მოიქცევი, ერთ შანსს მოგცემ, თამუნა ლაშას მოეხვია - იცოდე ბოლო შანსია, და ბოლო გზა, უკან დასახევი გზა აღარ გექნება, უკვე მკაცრად ჩახედა მამაკაცმა გოგოს თვალებში, მართლა დაფიქრდი, სხვა გზა აღარ გექნება, დავბრუნდებით და ცოლად გამომყვები - გპირდებიი , გაიღიმა გოგომ და სრულიად მოულოდნელად, ლაშას ტუჩების სიმხურვალე იგრძნო თავისივე ტუჩებზე თამოს აღარ ახსოვდა შიში და ვალდებულებები, უბრალოდ ძალიან ბედნიერი იყო ლაშას გვერდით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.