შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი მიზეზი (16 თავი)


3-10-2018, 21:46
ავტორი naattii
ნანახია 2 567

-დღეს რბოლაა_ფრთხილად გადახედა გაიანემ შეყვარებულს.
-დღეს რბოლაა_გაყიუნლი ხმით დაეთანხმა ბიჭიც, მეტად ხმა აღარც ერთს ამოუღია, მალევე გამოვიდა მამუკაც სამზარეულოდან და ამას რატის ნაბიჯებიც მოყვა ოთახიდან.
-აუ ეს რა ჩამაცვი თორნიკე რა_“საროჩკას“ დახედა რატიმ და წუწუნი დაიწყო.
-მოიცა და აბა რითი მიადგებოდი იმ ხალხს, შენი მეტალიკის მაიკით თუ სპორტულებით? ცოლი მოგყავს შე ...... დეგენერატო_ახლოს მდგომ მამუკას და განოს გადახედა უხერხულად ბიჭმა.
-ლიანა და გია?
-უკვე იქ იცდიან_მერამდენედ გაიმეორა მობეზრებულმა. -გამოაღწევ?
-რომ არ დაგვთანხმდნენ?
-მაშინ სხვანაირად ვისაუბრებთ_წარბი აწია მამუკამ მაშინვე.
ანერვიულებულებმა გადახედეს გადამწყვეტ მომენტში ერთმანეთს და კარზე დაკაკუნება თორნიკემ აიღო მის თავზე. გაღებულ კარში ტიპიური, ცოტა ღიპიანი ქუთაისელი კაცი გამოჩნდა.
-აუჰ, პირდაპირ მძიმე არტილერიით ვიწყებთ, არადა მსუბუქის იმედი მქონდა_ხველებაში წაილაპარაკა რატიმ და თორნიკეს ანიშნა ხმის ამომღები არ ვარო.
-გამარჯობათ, მე თორნიკე გორგოძე ვარ, ჩვენთან თქმა იციან სტუმარი ღვთისააო და იმედია არ გაგვაგდებთ_ცბიერი ღიმილით უთხრა კაცს და არც დალოდებია პასუხს ისე შეაჭრა პირდაპირ და გაიანე და რატიც შეიყოლა.
-გამარჯობათ_ტელევიზორთან მჯდომ ქალს მიესალმა ბიჭი და გაიგონეს კიდევაც კიბეებზე ნინის ხმა, რომელმაც დაინახა თუ არა შეყვარებული წამში რატის ღრიალით მოეხვია.
-ნინი, წესიერად და ჯობია ახლა მაინც არ გამაბრაზო_მაშინვე გაისმა მამის მკაცრი ხმა და ნინიც მოწყენილი მოცილდა ბიჭს.
-მე მამუკა ვარ, რატის მამა_ხელი გაუწოდა მომავალ მძახალს ჩამოსართმევად. -აქ სასაუბროდ მოვედით და ყველაფრის გასარკვევად, ესენი რატის გამზრდელი მშობლები არიან, ნუ სანამ მე შვილი მკვდრად მიმაჩნდა_ღიმილით აუხსნა თვალებ გაფართოებულ კაცს და გია და ლიანა წარუდგინა, -ეს გაიანეა ჩემი ქალიშვილი და რატის და, ეს კი მისი საქმრო თორნიკე. კაცის ნათქვამ საქმროს სხვადასხვა რეაქციები მოყვა, გაიანემ ჩაიფრუტუნა, მშობლებს გაეღიმათ და თორნიკე თავში ავარდნილი ბიჭივით გაიჯგიმა.
-და ეს ცირკი რისთვის მოაწყვეთ?_მკაცრ ტონს არ იშორებდა ვალერი.
-ბატონო ვალერ, დანათესავებას ვაპირებთ, არამგონია ასეთი დიალოგით ღირდეს გაცნობის დაწყება._ცოტა უკლდა აფეთქებამდე მამუკას.
-აქ იმის გასარკვევად მოვედით ჩვენს შვილებს ურთიერთობას რატომ უშლით?_შეკავებული ნერვებით ჯერ კიდევ მშვიდი ხმით ჩაერია გია.
-იმიტომ, რომ ჩემი ქალიშვილისთვის უკვე შერჩეული გვყავს საქმრო, რომელიც საქმიანი ჩამოყალიბებული ნუ კაცია, მაგრამ დარწმუნებულები ვიქნებით, რომ ნინი მასთან ბედნიერი იქნება. თქვენს უსაქმურ შვილს არ გავს_გაურკვეველი მიმართულებით აიქნია ხელი კაცმა.
-როგორ ბედავთ?_ახლა გაიანე წამოენთო.
-მამა, აზრი როდის მკითხე? მოვკვდები და იმ ბებერს არ გავყვები იცოდე_ცრემლები ვეღარ შეიკავა ნინიმ და წამში იპოვა რატის გულზე მისი ადგილი.
-იცით რაში ცდებით?_ირონიული გამომეტყველება არ მოუშორებია თორნიკეს ისე დაუჯდა კაცს მოპირდაპირე სკამზე, ფეხი არხეინად გადაიდო ფეხზე, გაბოლება აკლია და ტონი მონტანააო თავისთვის ფხუკუნებდა გაიანე.
-უკვე რამდენიმე დღეა რატიმ თავის კომპანიაში დირექტორის ადგილი დაიკავა, სადაც აქციების 40 %-ის მფლობელია და როგორც თქვენ უწოდებთ ამ უსაქმურის დაქვემდებარებაში 50მდე ადამიანია. ეს ყველაფერი კი თქვენი ქალიშვილის გამო, რომ თქვენ სათქმელი არაფერი გქონოდათ, ალბათ გაგიგიათ ჩვენს სამშენებლო კომპანიაზე, თუ არადა გუგლმა უკეთ იცის და მიმართეთ დასახმარებლად. ეს პუნქტი ამოღებულია დასაწუნი კატეგორიებიდან, მომდევნო რომელია?_მხრებში გაიშალა და ლამის დივნის ნახევარი დაფარა. მშობლები თორნიკეს უყურებდნენ მდუმარებით და ცდილობდნენ არ ჩარეულიყვნენ, არ უნდოდათ სიტუაციის გამძაფრება.
-ასეთი არეული ოჯახი არ მოგვწონს._აჭარხლებულმა გადახედა ირგვლივ მომსხდარ ხალხს და მამუკას აჭარხლებულ სახეს კმაყოფილმა შეხედა.
-ესეიგი არეული_წამოჯდა თორნიკე და ხელით ანიშნა მამუკას დამშვიდდიო -არეულს თქვენ დიდ ოჯახს ეძახით? მაშინ რას იტყოდით მარტო რატი რომ მოსულიყო? კაცი არ გყავს ფეხებზე კიდი*არ ყველასო ალბათ, იცით რა, ყოველ სიტყვაში თქვენი შეურაცყოფა გადავყლაპეთ ისევ ნინის ხათრით, ახლა კი პირდაპირ გეტყვით, მიკვირს ასეთ ადამიანს ასეთი შვილი როგორ გაგიჩნდათ, თანაც თქვენი ქალიშვილი პატარა აღარაა, უკვე 19 წლისაა, ანუ სრუწლოვანებას კარგა ხანია გადაცდა და თქვენ ახლა თქვენივე ქალიშვილს მისი ნების წინააღმდეგ აკავებთ სახლში, ასეა არა ნინი?_ფეხზე წამომდგარ კაცს მიახლოებოდა თორნიკე და მკაცრი ხმით უკან უკან ახევინებდა, თითონაც მიყვებოდა და ამოსუნთქვას და დაფიქრებას არ აცდიდა.
-იმ ბებერს არ გავყვები მამა_ძლივს ამოილაპარაკა ნინიმ ტირილისგან დაოსებულმა.
-ხოდა მაშინ რადგან ასეა არც იმის წინააღმდეგი იქნებით ჩემი რძალი თავის სახლში წავიყვანო და დღეიდან ქმართან ბედნიერმა იცხოვროს_წარბები აწია თორნიკემ და ზემოდან გადმოხედა ვალერის.
-მიდი, ჩაალაგე_გაოცებული თვალები დაუკოცნა რატიმ უკვე ცოლს და სიცილით დახედა -ნუ რა თქმა უნდა, თუ გინდა.
-რა სულელი ხარ, ახლავე_გაცისკროვნებული სახით გაიქცა ოთახისკენ და ბარგი გადმოიღო.
-ამას ვერ იზამთ, უფლება არ გაქვთ_ ახლაღა დაიწყო ღრიალი კაცმა და თორნიკესკენ გაიწია.
-თქვენ გაქვთ უფლება ფულის გამო რომ აყოლებთ ვიღაც ბებერს და ორივეს აუბედურებთ?_მამუკა გადაუდგა თორნიკეს წინ, ლიანა ნინის დედასთან მისულიყო და წყნარად ესაუბრებოდა.
-წავიდეთ რა, მალე წავიდეთ_ანერვიულებული სახით გამოჩნდა ნინი და სიტუაციის დამძიმებამდე იფიქრა იქედან წასვლა.
-ბედნიერი იყავი დედა_ღიმილით მოეხვია გოგოს დედა და სახე დაუკოცნა -არ დაივიწყო შვილო დედაშენი.
-შენ თავს რა დამავიწყებს დედა_მაგრად ჩაეხუტა ნინიც და ცრემლებიც გადმოყარა.
-ამას მაშინ ინანებთ შვილიშვილის დაკავების უფლებას სინდისი რომ არ დაგანებებთ, ნინის კი როგორც ჩვენ შვილს ისე მივხედავთ._ბოლო სიტყვა დატოვა გიამ და წინ წასულ ოჯახს უკან მიყვა.

-აქ რა გვინდა_გაკვირვებულმა მიმოიხედა რატიმ ბაგრატის ტაძარს რომ მოკრა თვალი.
-ჰმ, გეგონა ერთად ცხოვრებას ჯვრისწერის გარეშე დაგაწყებინებდით?_წარბი შეკრა თორნიკემ, -საბარგულში ტანსაცმელია, ჩვენ იქ დაგიცდით, ქორწილი თუ გენდომებათ მერეც გავაკეთებთ, ერთად ცხოვრებისთვის კი უფლის დალოცვა აუცილებელია_ხელი დაკრა გახარებულ ძმას ბეჭზე, რომელმაც ეს არ იკმარა და მაგრად ჩაეხვია უფროსს.

საოცრად ლამაზი გამოვიდა ჯვრისწერის ცერემონია, ყველაზე მეტად ამ სცენას წყვილის გაბედნიერებული თვალები აგვირგვინებდა, რომლებიც ღვთის წინაშე უკვე ცოლ-ქმარი გამხდარიყვნენ. ემოციებისგან ატირებულ გაიანეს თორნიკე ეხვეოდა და ძლივს აწყნარებდა, რატი კი აღარც ფიქრობდა ბედნიერებისგან რომელ პლანეტაზე დადიოდა.
-მაპატიე ძმაო, მაგრამ თაფლობის თვის გადადება მოგიწევს ცოტა ხნით.
-კაი რა თოკა, რას დავეძებ სად ვიქნები, მთავარია ცოლი მყავდეს გვერდით_ცოლის ხსენებაზე ნინი გაწითლდა და მოელვარე ბეჭედს მიეფერა თითებით.
-მამი ისიც გადაწყვიტეთ სად გინდათ ცხოვრება, თუ შენებთან გადაწყვეტთ და იქ უფრო გესიამოვნებათ, იქ გადადით_თითქოს წყნარად თქვა მამუკამ, მაგრამ ყველამ შეამჩნია მის ხმაში აკანკალებული ტონალობა.
რამდენიმე წამით დააკვირდა რატი ცოლის სახეს და მამას მოუბრუნდა.
-თქვენთან დავრჩები მა, თქვენთან ერთად მინდა _გაუღიმა კაცს და ყველამ გაიგონა როგორი ღრმა ამოსუნთქვა მოყვა ბიჭის სიტყვებს.


რბოლამდე განომ დაიჩემა საშინლად მშიაო და თორნიკემაც მანქანა „სანაპიროსთან“ დააყენა. რესტორანში შესულებმა წინასწარ დაჯავშნილ კუპეს მიაშურეს და უკვე მომლოდინე კაცს წინ დაუჯდნენ.
-მოგყვებოდნენ?
-კი, შავი ტოიოტა, იგივე რაც გუშინ, მანქანის გამოცვლასაც ვერ იფიქრებენ?_მობეზრებულმა ჩაილაპარაკა ბიჭმა.
-ნომერიც გვაქ_მაშინვე აყვა გოგოც.
-მეც ვიცი გაიანე, პირველად კიარ შეამჩნიეს._ხარხარი აუტყდა კაცს.
-მაშინ დაჩი, რას ვშვებით, რბოლაში გაიანე იმარჯვებს, ურეკავენ, შეხვედრას უწყობენ და უკან მივყვებით?_გამომძიებელს შეანათა აღელვებული თვალები თორნიკემ.
-არამგონია მასე მარტივი იყოს, რადგან იდიოტი მოთვალთვალე დაიქირავეს ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ისიც იდიოტია. რომც შეხვდნენ და ეს ჩავიწეროთ ჩვენ რა?ასე არაფერი გამოვა, მისი კავშირი გვჭირდება ნარკოტიკთან.
-ანუ მის მოედანზე უნდა ვიყოთ_მიხვდა გაიანე.
-ზუსტად.
-ეს ხომ საშიშია?_თვალები აუელვარდა თორნიკეს.
-არა, თუ გეგმას მივყვებით და ყველა ჩვენს გეგმას სწორად შევასრულებთ, არავინ მოინდომებს შეყვარებულისთვის გმირობას და მაცლის ჩემი საქმის გაკეთებას.
-და რას მეუბნები? თუ გაიანეს საფრთხე შეექმნა დავჯდე და ვუყურო?_გაცხარდა ბიჭი.
-ვერ ვიტან შეყვარებულებთან მუშაობას_ამოიხვნეშა დაჩიმ. -თორნიკე, პირველი წელი არაა რაც საქმეებს ვიძიებ, დამიჯერე, ცოტათი მაინც ეჭვი რომ მეპარებოდეს იმაში, რომ გაიანეს ვერ დავიცავ, ეს გეგმა არ იარსებებდა.
-კარგი._ბედს შეგუებული კაცივით ამოილაპარაკა თორნიკემ და მოტანილ შეკვეთას მიუბრუნდნენ.

პირველად ესწრებოდა თორნიკე რბოლას ასე დაზაფრული, ფიქრობდა რამდენად ცუდად მოიქცა გაიანეს ამის უფლება რომ მისცა, მაგრამ მის ცალკე და მარტო მოქმედებას ერჩია გვერდით ყოფილიყო. რასაკვირველია გოგომ გაიმარჯვა, ჩვეულებრივ დაესია ნახევარი მაყურებელი, მაგრამ ჩემპიონის თვალები მხოლოდ ერთს ეძებდნენ, მალევე იპოვა კიდეც და მის ტუჩებსაც იოლად მიაგნო, ირგვლივ ატეხილ ჟრიამულს სიცილით შეხვდნენ და მოტოსკენ წავიდნენ.
-ახლა რა ვქნათ? ტელეფონს დავუწყო ყურება და მიშტერება?_დაძაბულმა ხმამ გაყიდა გაიანე.
-არა, ხომ გახსოვს გვითვალთვალებენ, ახლა როგორც ყოველთვის ბარში წავალთ, ავღნიშნავთ და სახლამდე მიგიყვან, როგორც კი დაგირეკავ თუ სახლში იქნები მაგებინებ, იცოდე სხვანაირად არ გამოვა_თვალები დაუბრიალა ბიჭმა და ბარისკენ გადაუხვიეს.
ამაოდ ელოდნენ, ტელეფონი ჯიუტად დუმდა, წყვილის და გამომძიებლის ნერვებს ცდიდა და გაიანეს ჭკუიდან ჭრიდა. ისე წავიდნენ სახლისკენ ტელეფონი დუმილის უფლებას იყენებდა. მთელი ღამე ისე ეძინათ ორივეს ყველა გაფაჩუნებაზე ახელდნენ თვალს. შედეგად, დილით ორივეთვალებ დასიებული და გამოფიტულები ისხდნენ. ახალი გათენებული იქნებოდა თორნიკე რომ მიადგა და დასამშვიდებლად მიიხუტა.
-სპეციალურად აკეთებს, ცდილობს წყობიდან გამოგიყვანოს, მოთმინება იქონიე, ყველაფერს თავისი დრო აქვს_თავზე უსმევდა გოგოს ხელს და ჩუმი ხმით აწყნარებდა. არ უნდოდა შემოსასვლელში, ტახტზე მძინარე სასიმამრო გაეღვიძებინა. რამდენიმე წუთში განოსი არა, მაგრამ მისი მობილური ნამდვილად ამღერდა.
-გისმენ დედა.
-თორნიკე_აკანკალებული ხმა ქონდა ქალს
-დედა ხო მშვიდობაა_ფეხზე წამოდგა ბიჭი და გაიანეც მიყვა.
-მაქ გაზეთები არ გექნება, ამიტომ ინტერნეტში შედი_ცრემლები უხშობდა ლიანას ხმას.
გაკვირვებულებმა გახსნეს ლეპტოპი და გახევებულები შეაჩერდნენ ყველგან გამოქვეყნებულ ერთსა და იმავე სტატიასა თუ სათაურს.
„ქალაქის პრინცს საკუთარი და უყვარდება“
„საოცნებო სასიძო და დამსხვრეული იმედები“
„აქვს თუ არა ახსნა როგორ შეუყვარდა გორგოძეების შთამომავალს საკუთარი და“
-ფუ თამარ, მე შენი დედაც მოვ****_ლამის იატაკზე მოადენინა ზღართანი მამუკას თორნიკეს ღრიალმა და ლეპტოპის კედელზე შეხეთქების ხმამ.



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

აუუ დაწყნარდეს თამარი თორემ მე დავაწყნარებ

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

აი მესმის შეტევა და სწორედ ის მოხდა, რასაც ასე გაურბოდა თორნიკე.აუ ბოლოს გამეცინა მამუკაზე.????????????
--------------------
ლანა

 


№3  offline მოდერი naattii

სტუმარი მარიკო
აუუ დაწყნარდეს თამარი თორემ მე დავაწყნარებ

მოუწევს დაწყნარება :D

La-Na
აი მესმის შეტევა და სწორედ ის მოხდა, რასაც ასე გაურბოდა თორნიკე.აუ ბოლოს გამეცინა მამუკაზე.????????????

რა ექნა მისი გოგოს სახელზე ფიქრობდა :(

 


№4 სტუმარი სტუმარი ნათია

იდიოტი თამარი, რას მიაღწევს ამით? არა რააა? სიამოვნებით დავაპუტავ ღერა-ღერა იმ გაქუცულ თმას. აუ ნინი ფაქტიურად მოიტაცეს, ოსტატურად და თან სინქრომში მთელმა ოჯახმა. ძალა ერთობაშიაოოო

 


№5  offline წევრი nini :)

ნათიიიი..... ძალიან კარგი იყოოოო.... მალე დადე შემდეგიიი.... მამუკას გადმოვარდნაზე ვიხალისე..... რატის ცოლი მოყვანა ხომ საერთოდ ძალიან კარგი იყოოო.....
მალე დაურეკოს დათომ თორემ დამაწყდა უკვე ნევრებიიიი......
აი ეს ჟურნალ-გაზეთებში ვინ რა გამოაქვეყნა საინტერესოა.....
დიდი ინტრიგებით დაგვტოვე ❤

 


№6  offline მოდერი naattii

სტუმარი ნათია
იდიოტი თამარი, რას მიაღწევს ამით? არა რააა? სიამოვნებით დავაპუტავ ღერა-ღერა იმ გაქუცულ თმას. აუ ნინი ფაქტიურად მოიტაცეს, ოსტატურად და თან სინქრომში მთელმა ოჯახმა. ძალა ერთობაშიაოოო

ნამდვილად ერთობაშია ძალა ❤️

უცნაური მე
ნინს და რატის დაქორწინებაზე კარგად ვიხალისე. ფაქტიურად რატიკოს თითის განძრევაც არ დასჭირდა :დდ
აი ბოლო მომენტზე ნერვები მომეშალა.. თამარის ნახელავია ვითომმ? თუ იმ იდიოტი დავითის?
ვნახოთ ვნახოოთ.. ველოდები გაგრძელებას ნათიკო ❤️❤️

ლამის შეფუთული მიართვა თორნიკემ :D

nini :)
ნათიიიი..... ძალიან კარგი იყოოოო.... მალე დადე შემდეგიიი.... მამუკას გადმოვარდნაზე ვიხალისე..... რატის ცოლი მოყვანა ხომ საერთოდ ძალიან კარგი იყოოო.....
მალე დაურეკოს დათომ თორემ დამაწყდა უკვე ნევრებიიიი......
აი ეს ჟურნალ-გაზეთებში ვინ რა გამოაქვეყნა საინტერესოა.....
დიდი ინტრიგებით დაგვტოვე ❤

ნელნელა ყველაფერი გაირკვევა ❤️

 


№7  offline წევრი ნორმი

ვერ ვიტან ამთმარს,როგორ მინდა მოვკლა და ავჩეხო
--------------------
მორფეოსი

 


№8 სტუმარი სტუმარი anamaria

ოხ თამარს როგორ უნდა მკვლელი რომ გამხადოს რაააა.რატიზე და ნინიზე გამიხარდა ბოლოში მამუკაზე ვიცინეეე

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

ხომ ვYქვი ასე იქნებათქო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent