შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი მიზეზი (17 თავი)


4-10-2018, 18:51
ავტორი naattii
ნანახია 2 387

-ბავშვებო რა მოხდა?_გაბურძგნული თავი წამოყო მამუკამ და მხოლოდ გაიანეს კაბის ბოლოს მოკრა თვალი კარებში გარბენისას. -აჰაჰ, ჩემ თავთან ლაპარაკი მაკლდა, ისე ხომ ვიყავი დალაგებული_ბუზღუნით დააგდო ატკივებული თავი ბალიშზე და სახე მოისრისა.

-მოვკლავ_ კორიდაზე გამოსული ხარივით ბდღვინავდა თორნიკე და მანქანას კრუგებს ურტყამდა რომ დამშვიდებულიყო და საჭეს მიჯდომოდა.
-ებიჭო ნუ მაზდევინებ თავს გამიცვდა ეს ახალი ფეხსაცმელი_აქოშინებულმა მიიჭირა გვერდებზე ხელი გაიანემ და წინ გადაუდგა ბიჭს.
-ახლა არაფერი მითხრა თორემ..... ააააააააჰ_ ალბათ მთელ ბინას გააგონა ღრიალი.
-ეს საქმე მე მომანდე კარგი?
-რას ამბობ გაიანე საერთოდ? მე ეს არ მაინტერესებს, მაგრამ შენს გამო ვბრაზობ, ახლა წარმოგიდგენია რაებს იფიქრებენ? მე შენს გამო ვნერვიულობ.
-და როდის მანერვიულებდა სხვისი აზრი?
-მაგრამ....
-არავითარი მაგრამ, ახლა ჩვეულებრივად სამსახურში წადი და ეს საქმე მე მომანდე, გთხოვ.
გაცდენილი არ იქნებოდა თორნიკე მოსახვევს განომ ტელეფონი რომ ამოიღო ჯიბიდან:
-დაჩი, დახმრება მჭირდება.
-ვიცოდი, რომ დამირეკავდი, ყველაფერი მზადაა, ჩემთან მოდი.
კმაყოფილი ათამაშებდა ფრჩხილებს გაიანე მოპოვებულ საქაღალდეზე და ბედნიერი ღიმილი დათამაშებდა, გახარებული მოეხვია დაჩის მადლობების ძახილით და იქვე შემოსწრებულ ბავშვიან, გაკვირვებული სახით მდგომ ლილიასაც დაუკოცნა ლოყები.
-სუპერ ქმარი გყაავს_გასვლისას მოაძახა და სიცილი აუტყდა ქალის ნაპასუხებ მეც ვიციზე.

საკუთარ კაბინეტთან მიახლოებულ თამარს მდივანი შეეფეთა და გაფითრებული სახით დაიწყო ცმუკვა.
-რა ხდება იტყვი?
-თქვენ... ისა... ოთახში.... იქ
-საუბარი დაგავიწყდა? ოთახში რა? ბომბია?
-თითქმის, მემგონი ბევრი არც უკლია, მოკლედ სტუმარი გყავთ_გულში მოხარხარემ შეუშვა თამარი თავის კაბინეტში და არის ძახილით მოშორდა იქაურობას, გულში საოცრად სურდა თამარის აქედან წასვლა და ადამიანური უფროსი. აი. კაბინეტში შესულ თამარს კი ჯერ წამოაწითლა, მერე დაცხა, შეამცივნა, გათეთრდა. არხეინად წამომჯდარიყო სავარძელში გაიანე და ირონიული ღიმილით აკვირდებოდა ქალს.
-საყვარელმა მოგაგზავნა?_ჯობია უშიშარის როლი მოვირგოო გულში თავს იმშვიდებდა თამარი.
-დაბრძანდი დაბრძანდი_მოპირდაპირე სკამისკენ მიუთითა განომ და ისევ თითები ააკაკუნა საქაღალდეზე. -რა მიკვირს იცი, როცა ადამიანს უპირისპირდები და შენ ამ დროს სუფთა კი არა მოწინააღმდეგეზე ბევრად ბინძური ხარ, რა ძალა არ გაყენებინებს მაგ ტრა*ს ადგილზე და რატო ათამაშებ.
-სიტყვები შეარჩიე ლაწირაკო.
-არადა ეს ლაწირაკიც კი შენზე ჭკვიანი აღმოჩნდა, ან შენ ზედმეტად იდიოტი, ამაზე ჯერ კიდევ დავა მაქვს ჩემს მეორე მესთან_სერიოზული სახით ჩაფიქრდა განო. საქაღალდე ქალისკენ გაასრიალა და სიამოვნებით უყურა მის სახეზე გარდამავალ ფერებს.
-შენი აზრით შენზე რას იტყვის ხალხი ამას რომ ნახავს? შე ჩათლა*** სამ კაცს ერთად ხვდებოდი, სამივე ფულიანს და პირველი ცოლობა ვინამაც გთხოვა იმას დათანხმდი, შენნაირს რა ქვია ისიც აღარ ვიცი_ზიზღით აიბზუა ცხვირი გოგომ.
-ეს, ეს ტყუილია, მონტაჟია.
-ახლა ვინაა ბავშვი_ხელები აიქნია გაიანემ -კარგად მომისმინე ფულზე დახარბებულო ბო*ინკალა, საღამომდე ან აბსოლიტურად ყველა გაზეთი და ინტერნეტში გასული ინფორმაცია გაქრება, ან ყველა ახალ ამბავს აი ეს ფოტოები დაიკავებს და სათაურსაც მე თვითონ მოვიფიქრებ, გასაგებია?
-მაშანტაჟებ?
-არა, შენგან განსხვავებით მოვედი, გაგაფრთხილე და თავის გადარჩენის შანსი მოგეცი, რაც მე და თორნიკეს არ გვქონია. ფუ, შენი ყურებაც კი გულს მირევს, ასეთი როგორ შეგიძლია რომ იყო, კაცებზე მხოლოდ იმიტომ ნადირობ, რომ კარგად იცხოვრო? სიყვარულზე გსმენია რამე საერთოდ?
-მსმენია_მწარედ გაეღიმა თამარს_ მაგრამ, როცა ჩემი მშობლების შვილი ხარ, უფლება არ გაქვს გესმოდეს.
-შენ არჩევანი გქონდა, მაგრამ ვხედავთ რომელი მხარეც აირჩიე. იმედია შეხვედრა აღარ მოგვიწევს.
დერეფანში გამოსული მხოლოდ საყვარელი ბიჭის ჩახუტებას და სითბოს ნატრობდა და უცებვე გაახსენდა წამში რომ შეეძლო სასურვლის მიღება და მაშინვე თორნიკეს კაბინეტისკენ გაუხვია.

ორმა დღემ სრულ სიმშვიდეში გაიარა, თამარმა თავისი სიტყვა შეასრულა, მამუკა მთელი თავისი ოჯახით უფრო ფართედ რომ ყოფილიყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ ამის სურვილით არ იწვოდა, მშობლების დატოვებულ უფრო დიდ სახლში გადავიდა.
ერთ შუადღეს, როდესაც ყველანი ოთახში ისხდნენ და უყურებდნენ რატი როგორ ეხვეწებოდა მამას კომპანიაში გაყოლოდა და დახმარებოდა, გაიანეს ტელეფონი ნანატრი დაფარლი ზარით ამღერდა. მაშინვე დასტაცა ხელი და აივანზე გავარდა.
-სულმოუთქმელად მელოდი არა?_პირადად დავითის ხმა ესმოდა ამჯერად და ღებინებისგან თავი ძლივს შეიკავა.
-პირობა პირობაა_მოკუმული პირით ამოცრა განოს.
-მაშინ ხვალ თბილისში გელოდები, ალბათ არ დაგჭირდება იმის შეხსენება, რომ ზედმეტი ბარგი არ უნდა გახლდეს. შეხვედრამდე_მაშინვე გათიშა კაცმა და გაიანესაც მთელ ტანზე მოედო ცახცახი.
-ახლა რას ვაკეთებთ? დაჩის შეჩერებოდა თორნიკე
-რამდენიმე გადამცემს დავუმაგრებთ, რასაკვირველია უკანაც გავყვებით, რატი და მამუკა აქ უნდა დარჩნენ.
-დავიყოლიებ_თავი დაუქნია გოგომ.
-ხვალ დილიდან შევხვდებით_დაჩის მოწოდებული ტელეფონი გათიშა თორნიკემ და გათეთრებულ გოგოს გადახედა.
-იქნებ მართლა ჯობდა მე ავერჩიე.
-არა, არა, ამ მომენტს რამდენი წელია ველოდები, ასე იმიტომ ვარ, რომ მგონია როცა დავინახავ გული ამერევა, იმდენად დიდ ზიზღს იწვევს ჩემში არ ვიცი რას გავაკეთებ.
-წამო, ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო_მანქანა დაძრა ბიჭმა.
-კიდევ სიურპრიზი?
-ნელნელა მიეჩვიე_გაეცინა რატის და დისკი ჩართო.
ქალაქიდან რომ გავიდნენ და მანქანამ ჭიშურას ერთერთი ნაპირისკენ გადაუხვია ნამდვილად გაუკვირდა, შეკითხვას არ სვამდა, ადგილზე მისვლას ელოდა. ათი წუთი მდუმარედ იმგზავრეს, მაგრამ ადგილზე მისულ გოგოს ხმის ამოღების თავი ნამდვილად აღარ ქონდა.
როგორც ჩანდა მიტოვებული სანაპირო იყო, პაწაწუნა ჩასასვლელიდან ქვებით მოფენილ მდინარესთან მიდიოდით, ზოგან ღრმაც იყო, ზოგან კოჭამდეც, ირგვლივ ხეებზე კი თორნიკეს პატარ პატარა განათებები დაემონატეჟებინა, რამდენიმეს ტოტებზეც კი მოეხვია საახალწლო განათების მსგავსი ნათურები, რამდენიმე ადგილას ქაღალდის მრგვალი დიდი ბუშტები მოჩანდა, ყველაფერი გაეფერადებინა ბიჭს და ახლა განოს უკან მდგომი, შორიდან აკვირდებოდა ნელნელა უფრო და უფრო როგორ იწყებდნენ თამაშს გოგოს თვალში ჭინკები.
-ღმერთო უსაზღვროდ მიყვარხარ_ბედნიერი სიცილით მოუბრუნდა ბიჭს და მთელი ძალით შეაფრინდა ტანზე -არ ვიცი უშენოდ რა მეშველებოდა. მოდი ღამითაც დავრჩეთ რა, არამგონია ვინმემ მოგვისწროს_ტუჩი მოეკვნიტა ავტომატურად და მალევე მიწვდა ბიჭის ტუჩებსაც.
-რატომ მგონია რომ მემშვიდობები?_წარბები დაფიქრებულმა შეკრა თორნიკემ.
-უბრალოდ მაკოცე_პასუხს თავი აარიდა გაიანემ და შეყვარებულის მოფერება განაგრძო.



№1  offline წევრი nini :)

პატარა იყო უნდა ვაღიარო არ მეყოოო.... მაგრამ ის მიხარია რომ ყოველ დღე ვხედავ ახალ თავს.....
განო როგოორ ნერვიულობს დამეწვა გული..... მაგრამ დარწმუნებული ვარ არც თორნიკეა ნაკლებ მდგომარეობაშიიიი.....

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიკო

საყვარლობა თავი იყო დავითი და მისი ამალა ცოტა მაშინებს

 


№3  offline წევრი ნორმი

აი როგორ გამიხარდააა ვერც კი წარმოიდგენ..უჰჰ რა კარგია განო..ხო მიიღო თამომ რაც სურდა?აი ეგრე.
--------------------
მორფეოსი

 


№4  offline მოდერი naattii

nini :)
პატარა იყო უნდა ვაღიარო არ მეყოოო.... მაგრამ ის მიხარია რომ ყოველ დღე ვხედავ ახალ თავს.....
განო როგოორ ნერვიულობს დამეწვა გული..... მაგრამ დარწმუნებული ვარ არც თორნიკეა ნაკლებ მდგომარეობაშიიიი.....

მადლობა ასე რომ აქტიურობ ❤️

სტუმარი მარიკო
საყვარლობა თავი იყო დავითი და მისი ამალა ცოტა მაშინებს

მადლობა ❤️❤️❤️

Farvana
აი როგორ გამიხარდააა ვერც კი წარმოიდგენ..უჰჰ რა კარგი განო..ხო მიიღო თმომ რაც სურდა?აი ეგრე.

გელოდებოდი, მაინტერესებდა თამარის მოსმა როგორ მოგეწონებოდა :D

 


№5 სტუმარი nini

auu arcerts araferi daushavo ra :dddd

 


№6 სტუმარი სტუმარი ნათია

უყურე თამარს?! "პატიოსანი" კახპაა ???? მაგრამ გაიანეს ამას გამოაპარებდა?
ბოლოს ისეთი დიალოგი იყო რამეს უპირებ გაანეს?

 


№7  offline წევრი samudamod tqventan

Ra kargi iyo kidev kargi tamaris mkvleli ar gavxdi.tavidan mamukaze gamecina martla magari mamaa

 


№8  offline მოდერი naattii

უცნაური მე
შრმდეგი თავის მეშინია სერიოზულად.
განოს გამოსვლა მომეწონა თამართან.
თამარა ამ დონის სულმდაბალიც არ მეგონა, სამწუხაროა თუმცა მართლა არსებობენ მისნაირები.
ნათიი ძალიან არ დაგვზაფრო ახლა :დდ ველოდები ახალს ❤️

ხომ იცი ინტრიგის გარეშე არ შემიძლია :D

nini
auu arcerts araferi daushavo ra :dddd

შეკვეთები არ მიიღება :D :D

სტუმარი ნათია
უყურე თამარს?! "პატიოსანი" კახპაა ???? მაგრამ გაიანეს ამას გამოაპარებდა?
ბოლოს ისეთი დიალოგი იყო რამეს უპირებ გაანეს?

ვნახოთ ვნქხოთ :D

samudamod tqventan
Ra kargi iyo kidev kargi tamaris mkvleli ar gavxdi.tavidan mamukaze gamecina martla magari mamaa

იმდენს გინდოდათ თამარის მოკვლა ძლივს გადავარჩინე :D

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

უნდა რომ მოასწროს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent