შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი მიზეზი (18 თავი)


6-10-2018, 12:06
ავტორი naattii
ნანახია 2 557

ნამდვილად სასიამოვნო საღამო გამოვიდა, სიცხის მიუხედავად თორნიკემ კოცონი დაანთო, წამოღებული პროდუქტები ამოალაგა, ბევრი ისაუბრეს, დავითის ხსენებაც არ უნდოდათ, არც მომავალი უხსენებიათ, იმ დღით ტკბებოდნენ და ბედნიერებას მთელი ძალით ისრუტავდნენ. შუაღამე იქნებოდა მეორე დღისთვის გამოძინება რომ გადაწყვიტეს. ლოყით მიიხუტა ბიჭმა გაიანე და შუბლზე კოცნით უსურვა ტკბილი ძილი.
დილით გაღვიძებულს ცარიელი სივრცე რომ მოხვდა გვერდიდან სიმწრისგან გაეღიმა. გაეპარა, ხომ თხოვა? რამდენჯერ გააფრთხილა, მაინც გაიპარა. თვალების გახელა არ უნდოდა, ჯერ კიდევ იმედიანად ფიქრობდა სადმე გასული იქნება და სადაცაა დამიძახებსო, მაგრამ არა, ირგვლივ სრული სიჩუმე იყო. წამომჯდარმა მიმოიხედა და თეთრი ქაღალდი მოხვდა თვალში, გადაწევისას მიწაზე წოლისგან გაშეშებულმა წელმა შეახსენა თავი.
„ვიცი რასაც ფიქრობ და გეფიცები არ გავპარულვარ, დილით დაჩიმ დარეკა და მასთან დამიბარა, მაპატიე, მაგრამ უშენოდ მისვლა მთხოვა, დილიდანვე უნდა გავემგზავრო და ჩვენი ერთად დანახვა არ შეიძლება. როცა გაიღვიძებ სავარაუდოდ უკვე წასული ვიქნები და შენც შეგეძლება ჩამოსვლა, მაგრამ ჯერ რამე მოიფიქრე, რომ მოთვალთვალეს დაეხსნა. მიყვარხარ და შეიგნე ბოლო ბოლო, რომ საშუალებას არ მოგცემ გამექცე, თბილისში გელოდები. იმედია მალე ჩამოხვალ, თორემ უკვე აღარ ვიცი შენი სუნის გარეშე როგორ დავიძინო.“
ღრმად ამოიხვნეშა და მაშინვე ალაგებას შეუდგა, ერთი დღე იქნება ეს გოგო ბოლოს მოუღებს. თავის ქნევით დაქოქა მანქანა და იმედიანად გაემართა რატის სახლისკენ, ჯერ არამგონია სამსახურში გაესწრო. გაუმართლა, კარებში გამომავალი შეხვდა ბიჭი. მთელი ოჯახი დაიჯინა წინ და ყველაფერი აუხსნა, მამუკა ძალიან გაბრაზდა:
-ამ ყველაფერს ახლა ყვები თორნიკე? ჩემ გოგოს რომ რამე დაემართოს? როგორ დაგვიმალეთ?
-როგორ გგონიათ დავუშვებდი გაიანეს რამე მოსვლოდა? მემონი ჯერ კიდევ ვერ ხვდებით ჩემთვის რამდენს ნიშნავს, ახლაც კანი მეწვის რომ ვიცი იქ მარტო დაჩისთან ერთადაა, ამიტომ თუ დამეხმარებით მითხარით და გეტყვით რა გეგმაც მაქვს, რატი დამჭირდება ამისთვის.
-რა თქმა უნდა თორნიკე, ამას რა კითხვა უნდა, ჩემი დისთვის ყველაფერი შეგიძლია მთხოვო.
-მოკლედ, ასე მოვიქცევით.......
რამდენიმე წუთში დილის სიგრილისგან თავდასაცავად კაპიშონში ჩამალული გამოჩნდა ბიჭი და სწრაფი ნაბიჯებით დაიკავა თავისი ადგილი მანქანაში, ადგილიდან დაძვრის შემდეგ ღიმილით გადახედა უკან გამოყოლილ შავ ტოიოტას.

-5ზე დამირეკავს, თავის შემოთავაზებულ ადგილს უნდა დავთანხმდე და იქეთ ვეახლო არა?
-ხო გაიანე, სხვანაირად საერთოდ უარი არ გითხრას, ამჯერად დათანხმდი, გვაწყობს კიდეც, იქნებ უკან ავედევნოთ და სადმე მივიდეს სახლის გარდა.
კარზე კაკუნი გაგებისას დაჩი წამოდგა გასაღებად და გაოცებისგან ლამის ყბა ჩამოუვარდა თორნიკე რომ დაინახა.
-ასე მალე როგორ ჩამოხვედი?
-ვიფრინე_ცივად მიუგო ბიჭმა და სახლში შეაჭრა.
-ჩვენ ასე რ შევთანხმებულვართ_მკაცრი სახით წამოადგა დაბნეულ გოგოს.
-წერილში ხომ აგიხსენი?
-შენ რა წერილი დაუტოვე?_დაჩი წამში გაბრაზდა
-მე ხომ გაგაფრთხილე გაიანე._სიმკაცრეს არ იშორებდა თორნიკე.
-კარგი რა, აბა რა მექნა?
-გაგეღვიძებინე ადამიანო.
-ამიხსნით რა ხდება?_ჩარევა სცადა დაჩიმ.
-და რომ გამეღვიძებინე ასე მარტო გამომიშვებდი?
-რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ არც უნდა გამომეშვი.
-ხალხნო..._ისევ სცადა დაჩიმ.
-გვაცადე_ერთად შეუყვირა წყვილმა კაცს და ისიც ხელებ აწეული წავიდა სამზარეულოსკენ -თქვენი გადამკიდე ყავა დიდი კასრით უნდა მეყიდა.
-არ გამოგიშვებდი დიახ, არა.
-ხოდა ზუსტადაც, საქმეს ასე ჭირდებოდა_წარბები აუწია გაიანემ.
-კარგი რა...
-რა კარგი რა თორნიკე, ჩვენ ხომ შევთანხმდით? ტყუილად მეჩხუბები, შენც იცი დამნაშავე რომ არ ვარ. როგორ გამოეპარე?_სიცილით აათვალიერა რამშტაინის მაიკაში გამოწყობილი ბიჭი.
-მართლა იდიოტი ყავთ დაქირავებული_ბუზღუნით განაგრძო თორნიკემ მაინც -შენ ძმას ტანსაცმელი გავუცვალე და ჩემი მანქანით გავუშვი, შენ ძმას კი ნორმალური ტანსაცმელიც კი არ აქვს_მაიკაზე დაახედა გოგოს.
-მე ყველა ფორმაში მომწონხარ_ეშმაკური ღიმილით მიუახლოვდა შეყვარებულს.
-შიშველიც?_წარბები აუთამაშა ბიჭმა
-აუ თორნიკეეეე_აწითლებულმა ჩამალა გაიანემ თავი ბიჭის გულში.
-ვგიჟდები შენს აწითლებაზე_სიცილით ააწევინა გოგოს თავი და იოლად მიაგნო სასურველ ტუჩებს.


-შესრულდა, რატო არ რეკავს?_ტელეფონით ხელში ტკეპნიდა ოთახს გაიანე და ბიჭების მობეზრებულ სახეს არ იმჩნევდა. ვიბრაციის შეგრძნებისას კი ვაიმეო წამოიკივლა და ლამის ტელეფონი გაუვარდა ხელიდან.

აკანკალებული მიდიოდა შეხვედრის ადგილზე და ეგონა გული სხეულში აღარ გაუჩერდებოდა, ახლა ნახავდა, დედის მკვლელს ნახავდა და სახეშიც ვერ შეაფურთხებდა, ვერ ეტყოდა როგორ ძულს, პირიქით, გვერდით მიუჯდებოდა და ეცდებოდა ღიმილით ესაუბრა. წუთით ცხოვრების უსამართლობაზე ჩაფიქრდა და პარკსაც მიუახლოვდა. გაოცებისგან მართლა დააღო პირი მტრედების ჭმევაში გართული დავითი რომ დაინახა, კაცი მთელი გულით იღიმოდა და ჩიტებს საკენკით ანებივრებდა.
-უფრო თამამად გაიანე, უფრო თამამად_უკან არც მოუხედავს ისე დაუძახა და ლამის ირგვლივ მიმოიხედა გოგომ.
-სამწუხაროა მარიამს არ გავხარ_ნაღვლიანად გაეღიმა კაცს.
-უკაცრავად?
-არ გინდა რა, მე ვიცი ვინ ხარ, ასევე შენც, ვიცი ჩემთან შეხვედრის გამო რამდენი წელი დაკარგე, ამიტომ გადავწყვიტე გენახე სანამ მთელ ცხოვრებას ჩემს ზდევაში გალევდი. აბა, გისმენ.
-დედას რატი გავს. თავიდან ბოლომდე, მაგრამ ხასიათებით მე ვგავარ.
-გეტყობა, აი რატი კი მართლა გავს._მიხვდა განო კაცი რაზეც ჩაფიქრდა და ლამის იქვე მიაფურთხა.
-არ გაბედო დედას გახსენება, არ გაბედო თავის მასთან წარმოდგენა, ჩვენ შენი შვილები არასდროს ვიქნებოდით, როგორ მოკალი? ეს როგორ გააკეთე? ქალი, რომელიც გიყვარდა, საერთოდ იცი რას ნიშნავს სიყვარული?
-ვიცი, რომ შენ იცი და თუ არ გინდა მას რამე დაუშავდეს შენთვის იყავი, თავი დამანებე და ცხოვრება გააგრძელე, შენ მე ვერაფერს დამაკლებ, არ გირჩევ ჩემს გადაკიდებას, ჩემთან ომს ჯობია წყნარად იჯდე და ახალ შეძენილ ოჯახს მიხედო.
-არასოდეს_თვალები აენთო განოს და ზიზღით გააგრძელა -დედას სიკვდილს არ გაპატიებ.
-ნება შენია_მხრები აიჩეჩა კაცმა და იქვე მიატოვა გაშეშებული გოგო.
-მივყვები განო, არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება_თითქოს შორიდან ჩაესმოდა დაჩის ხმა.

დაჩის წასვლიდან ორი საათი გასულიყო, გამომძიებელი არ ჩანდა და არც ზარებს პასუხობდა, წყვილი კი ნერვიულობისგან ადგილს ვერ პოულობდა. კიდევ ორი საათის შემდეგ გამწარებულმა შემოაღო კარი გინებ გინებით და მოცელილივით დაეშვა დივანზე.
-ხომ ვამბობ რადგან იქ ყავს იდიოტი დაქირავებული თითნ არ იქნებათქო. შემამჩნია და შეცდომით მცხეთაში წამიყვანა.
-ნაბი**ვარი_სახეზე ხელები ჩამოისვა თორნიკემ და გაიანეს მობილური აწკრიალდა.
-როგორ ხართ რატი.
-................
-ხმაზე რა გჭირს?
-......................
-რატი ნუ მატყუებ, ხომ იცი გიცნობ, ტყუპი ხარ ბოლო ბოლო, ამოღერღე ხომ ყველა კარგად ხართ?_ხმა ჩაეხლიჩა გოგოს.
-ღმერთო ჩემო ახლავე მოვდივართ_უკვე აცრემლებულმა გათიშა ტელეფონი და ბიჭებს გადახედა. -ორი საათის წინ მამას მანქანა დაეჯახა....



№1  offline წევრი qetulaa

Nati cavikitxee, gmerto ras mishvebii, etyoba male damtavrdebaa, kidev kargi yoveldge deb, torem lodinisgan nervebi daicecebodnen, uhhh, mapatie sul ver vaxerxeb komentaris datovebass, icode vkitxulob da zalian momcons, miyvars sheni istoriebi tavianti hefiendebit, carmatebebiiiiii

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Dzaan magaria warmatebebii

 


№3  offline მოდერი naattii

qetulaa
Nati cavikitxee, gmerto ras mishvebii, etyoba male damtavrdebaa, kidev kargi yoveldge deb, torem lodinisgan nervebi daicecebodnen, uhhh, mapatie sul ver vaxerxeb komentaris datovebass, icode vkitxulob da zalian momcons, miyvars sheni istoriebi tavianti hefiendebit, carmatebebiiiiii

უღრმესი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის ❤️

uchveulo
Dzaan magaria warmatebebii

მადლობააა ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიკო

Ragac am ambavs Kai bolo ar uchans

 


№5  offline წევრი ნორმი

აუუ მამუკას არაფერი მოუვიდეს რა??მოძებნე გზა ეგ დათო რო გაუშვან ციხეში და დაისვენონ.
--------------------
მორფეოსი

 


№6  offline წევრი nini :)

ამ ისტორიის კითხვაში უნდა მოვკვდე მგონიიი.....
ერთი სული მაქვს შემდეგი თავი წავიკითხოო....მაგიჟებს ეს ისტორია....
სასწაული ხარ ნათიიიი.....
აუ არაფერი მოუვიდეს რა მამუკას.... ამდენი ხნის შემდეგ ნაპოვნ მამას რამე რომ დაემართოს ალბათ ვერ გადაიტანენ ბავშვებიიი.....

თორნიკეს რეაქცია იყო ძალიან მაგარი როდესაც განოსთან ჩავიდააა.....
მაგრამ დაჩის სიტყვები თქვენი გადმკიდე ყავა დიდი კასრით უნდა მეყიდაო ყველაზე მააგრი მომენტი იყო მთელი თავიდან..... დაჩი უფრო ხშირად გამოაჩინე ხოლმე რა გთხოვ.....

სიყვარულით ველოდები ახალ თავს.... და დარწმუნებული ვარ იმედებს არ გაგვიცრუებ მკითხველებს

 


№7 სტუმარი ნათია 41

ვაიი მამუკააა. შემეცოდააა ???? ახლა რომ ყველაფერი აირევა და თავდაყირა დადგება კი ვიცი და არ გინდა მოთმენა თავოჩ3მო?

(ნათი სხვა არ გეგონო ხონელი მეზობელი ვარ????????????????41ისე მივაწერე)

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

უკვე ღია ომი დაიწყო დავითმა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent