ერთადერთი იმედი(მესამე ნაწილი)
- ზურაბ გამარჯობა , როგორ ხარ - კარგად ლევან , შენ როგორ ხარ - არამიშავს , დრო თუ გაქვს ჩემთან ოფისში რომ მოხვიდე შეგიძლია ? - ოც წუთში მანდ ვიქნები , მშვიდობაა , - კი , მოხვალ და აგიხსნი, ლევანმა ტელეფონი მაგიდაზე დადო , შემდეგ ოფისის ტელეფონი აიღო და მიმღების გოგოს დაუკავშირდა , სამი კაპუჩინო , ერთი უშაქროდ , ორი როგორც ყოველთვის მოგვიტანე რა ლანა - ახლავე ბატონო ლევან , ლევანმა ტელეფონი გადასდო , მაგიდას მოუარა და კვლავ თაკოს გვერდით მოთავსდა - ახლა ყავას მოიტანენ , სანამ დავლევთ და ვილაპარაკებთ ადვოკატიც მოვა , ნუ გეშინია , ხოო გიორგი გაგაცნი მგონი ხო ? ჩემი მეგობარია , ეს თაკოა კეთილი ფერია , თაკოს ლევანის სიტყვებზე ჩაეცინა - მემგონი ძალიან ავყევი ემოციებს და თქვენც დროს გაკარგვინებთ , მორიდებით ჩაილაპარაკა გოგომ - მიშკას იმდენად უყვარხარ , უშენოდ გაუჭირდება , არ მინდა გული ეტკინოს , ზედმეტად პატარაა ამდენი რამის გადასატანად , აუხსნა ლევანმა თუთქოს თამუნას ბედი სულ არ ადარდებდა , უნდოდა ეთქვა რომ იცოდა მიშკა გოგოსთვის რამდენს ნიშნავდა მაგრამ გამოხატვისგან თავს იკავებდა , გოგოს გულგრილობას გულგრილობითვე პასუხობდა , თუმცა უყურებდა პატარა გოგოს და ხედავდა რამდენი ტკივილი იმალებოდა მის გულში , ვერც წარმოიდგენდა 24 წლის გოგოს ასეთი ძლიერი რომ ყოფილიყო ეგ თუ შეეძლო . - აქამდეც მიფიქრია რომ შვილად ამეყვანა , უბრალოდ ასეთი პასუხისმგებლობის ძალიან მეშინოდა , ის რომ ვერ მივცე რაც სჭირდება , გაუზრდება ხვალ და მეტყვის , რატომ მიგყავდიო , იქ დაგეტოვებინე სადაც ვიყავიო , იქნებ ჯობს რომ წაიყვანოს იმ ოჯახმა , ძალიან დაბნეული ვარ მართლა - იცით , უნდა დაფიქრდეთ , ჩაერია გიორგი , იქნებ თქვენს ოჯახის წევრებს კითხოთ , ან თქვენმა მშობლებმა იშვილონ , მტკივნეულ წერტილზე დაადგა ფეხი გიორგიმ , იცოდა რასაც ამბობდა , უბრალოდ უნდოდა ისტორია მისგან მოესმინა , - ადვოკატი მალე მოვა ? საუბრის თემა შეცვალა გოგომ, ლევანმა კი გიორგის ანიშნა გაჩერებულიყო , რადგან შეატყო გოგო თავს როგორ ძლივს იკავებდა ბოლომდე გამოეხატა ემოციები .კარზე კაკუნის ხმა გაისმა და ადვოკატი შემოვიდა, ლევანმა ვითარება აუხსნა - ფაქტია , სასამართლო ბავშვს სრულფასოვან ოჯახს მიანიჭებს , ერთი შანსი ისაა რომ ოჯახს ბავშვისთვის საზიანო ნაკლი მოვუძებნოთ მაგრამ როგორც ვხედავთ ძალიან კარგი ოჯახია . თაკოს იმედის გადაწურვა სახეზევე აღებეჭდა , უიმედოდ გაიქნია თავი და ძლივს წარმოთქვა - გასაგებია ზურაბი ახლაღა დააკვირდა გოგოს , აათვალიერა , მის წინ ლამაზი მომხიბვლელი გოგონა იჯდა , საკმაოდ საზრიანი და ჭკვიანი , ცოტა არ იყოს ვერ მიხვდა რაში ადარდებდა ამ პატარა ბიჭუნას ბედი , კითხვები არ დაუსვამს , კარგად შეთვალიერა გოგო , თვალები მოჭუტა და ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ კითხა - ალბათ შეყვარებული ან საქმრო გყავთ , არაა ? - არა , არ მყავს , დაეჭვებით უპასუხა გოგომ - თუმცა თაყვანისმცემლები უდავოდ გეყოლებათ - მაგას რა მნიშვნელობა აქვს - იქნებ ვინმეს დაელაპარაკოთ და ფიქტიური ქორწინება მაინც გააფორმოთ , დროებით , სადღაც ერთი წელი , წელიწადნახევარი დასჭირდება ამ ამბავს და მერე თქვენ თქვენი გზით წახვალთ - არაა , ეგეთი არავინ არის , ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ უპასუხა გოგომ , - იცით , მგონი შემიძლია მე დაგეხმაროთ , ღიმილით ჩაილაპარაკა კმაყოფილმა ზურაბმა . ზურაბი ახალგაზრდა 37 წლის მამაკაცი იყო , დაუოჯახებელი თუმცა ცოტა მექალთანე , აქამდე სერიოზულად არცერთი ქალისთვის შეუხედავს , თუმცა თაკოს საქმემ დააინტერესა , ქალმაც მოხიბლა , გოგოში რაღაც საინტერესომ გაიტაცა , ლევანმა ზურაბის ჩანაფიქრი მაშინვე გაიაზრა , ეცადა ემოციებს არ აჰყოლოდა , მიხვდა რომ გოგოს , რომელმაც დააინტერესა ახევდნენ , ეცადა ემოციები არ გამოეხატა , ზურაბს მიუბრუნდა - ზურაბ გამოსავალი მგონი უკვე გამოვძებნე , თუმცა ჯერ მე და თაკომ უნდა ვისაუბროთ , მასლობა ბიჭებო დახმარებისთვის , ჩვენ დავილაპარაკებთ და დაგიკავშირდებით თაკომ რამდენიმე წამში გაიაზრა რას გულისხმობდა ზურაბი , იუხერხულა , შექმნილი სიტოაცია არ მოეწონა , გულში ლევანის უზომოდ ბედნიერი იყო რომ პასუხის გაცემა თავიდან აარიდა და გულზე მოეშვა . ლევანი და თაკო მარტო დარჩნენ - მგონი ჯობს წავიდე , და შევეგუო რაც ხდება , ალბათ ასეა საჭირო , დაველაპარაკები იმ ოჯახს , იქნებ ნახვის უფლება მომცენ ხოლმე - მესმის შენი ,ჭკვიანი გოგო ხარ , ალბათ გესმის რომ არავინ დაუშვებს ბავშვს მათზე მეტად შენ უყვარდე , თავიდან რომც დაგთანხმდნენ , მერე ტაქტიკას მაინც შეცვლიან - წინასწარ ვერ იტყვი , იქნებ ისინი უფრო შეუყვარდეს ბავშვს - პირველად ვნახე ბავშვს ისე ვინმე მოპყრობოდა როგორც შენ , ყველა ქალი დედობის ღირსი არაა მხოლოდ იმიტომ რომ ქმარი ყავს გვერდით გესმის ? შენ არაჩვეულებრივი დედა იქნები , - ლევან მადლობა ყველაფრისთვის , აზრი არ აქვს ამ საუბარს - მოიცადე , პირდაპირ გეტყვი ზურაბის სითამამე ძალიან არ მომეწონა , არც კი გიცნობს და დახმარებას გთავაზობს , არც მე გიცნობ შეიძლება , უბრალოდ არ მინდა ვიღაცამ ისარგებლოს შექმნილი სიტოაციით , შეიძლება ჩემს და ზურაბს შორის განსხვავებას ვერც ხედავდე მაგრამ , თუ გადაწყვეტ , შემიძლია დაგეხმარო , არავინ მყავს ამიტომ პრობლემა არ იქნება ფიქრიური ქორწინება გავაფორმო შენთან , თუმცა ვაღიარებ ჩემთვის ეს ბევრად მარტივია ვიდრე შენთვის , ჩემი კარიერიდან გამომდინარე . მოკლედ დაფიქრდი რა, - ლევან ... გოგო შეეცადა გაეწყვეტინებინა სათქმელი - მისმინე , უნდა დაფიქრდე , შეიძლება შენზე მეტად ვერა მაგრამ მიშკა ძალიან მიყვარს სწორედ იმიტომ რომ განსაკუთრებული ბავშვია , შენ ძალიან დიდი წვლილი მიგიძღვის მის განვითარებაში , მოკლედ მაქსიმუმ წელიწადნახევარი და მერე ჩვენ ჩვენი გზით წავალთ , ბავშვი შენთან იქნება , მაგრამ რა თქმა უნდა მიშკას გვერდით მე ყოველთვის ვიქნები, დაფიქრდი , გთხოვ კარგი ? - დავფიქრდები , და გეტყვით , - ხო რაც მთავარია , თქვენობით არ მესაუბრო გთხოვ , უთხრა ლევანმა და გოგოს შემოეხვია , ამ წუთას ინხელა სითბოს გრძნობდა გოგო ლევანისგან ცოტა არ იყოს ათრთოლდა , ლევანმაც შეამჩნია , ესიამოვნა , თუმცა არ შეიმჩნია , პირველად დაინახა გოგოს სისუსტე და , ესიამოვნა რომ შესაძლებლობა ჰქონდა გოგოსთვის საკუთარი უპირატესობა დაენახებინა , დახმარებოდა , მისი მფარველი გამხდარიყო , თუმცა ცდილობდა ემოციები არ გამოეხატა. - სად მიდიხარ ახლა - სამსახურში უნდა დავბრუნდე - იქნებ სახლში წახვიდე , დაღლილი ხარ უკვე - მადლობა ლევან , საკმაოდ დიდი დრო დამითმე - ჩემს მძღოლს ვეტყვი წაგიყვანოს , საჭესთან ვერ დაგაჯენ - კარგი , ძალიან შეგაწუხე - არ შეგიწუხებივარ , შენს პასუხს ველი. ლევანმა თაკო გააცილა , ოფისში აბრუნდა , ჩაფიქრდა , აღელდა , თამუნას პასუხს მოუთმენლად ელოდებოდა , არ უნდოდა უარი მოესმინა , უნდოდა მასთან ცხოვრების შანსი ჰქონოდა , სხვაზე ვეღარაფერს ფიქრობდა , არც იმის იმედი ჰქონდა რომ ნამდვილი ცოლქმარი გახდებოდნენ , თუმცა მაინც უნდოდა ეს შანსი მისცემოდა, გიორგიმ კვლავ მიაკითხა - რამე სიახლე არის ? - ზურაბზე ძაან გავბრაზდი , შეიძლება მიმეხრჩო , მიკვირს თავი როგორ შევიკავე - მოეწონა , ვაღიაროთ ბევრს მოეწონებოდა , ლამაზი გოგოა , ჭკვიანიც , საინტერესოც , ნელნელა აპარებდა გიორგი თან ეღიმებოდა, ლევანმა ახედა და მიხვდა რასაც გიორგი გულისხმობდა - კარგი გეყოფა , უბრალოდ მის ოჯახზეც რომ გავიგე , ახლა მეცოდება , ადამიანური ფაქტორია რა - და რას აპირებ - ცოლობა შევთავაზე გიორგის ცხელი ჩაი გადაესხა , - კაი არ დაიხრჩო , წყალი გინდა ? - მეღადავები ? ცოლის მოყვანას მართლა აპირებ ? - ხო ცოლი და სამი შვილი მინდა ერთი უკვე მეყოლება- გაეცინა ლევანს- ფიქტიური ცოლობა შევთავაზე , ადამიანურად მინდა დავეხმარო - მოიცა აზრზე ხარ ახლა რას ამბობ ? არჩევნები მერე ? ან რავი რამდენი ხანი აპირებთ ? აუ კაი რა ხო არ ღადაობ- ვერ იჯერებდა გიორგი - დამშვიდდი , თაკო ჭკვიანი გოგოა , ჭკვიანი ცოლი და კაი კარიერა ხომ იცი არაა , ეცინებოდა ლევანს - მერე რაო - უნდა დავფიქრდეო - და რას ფიქრობ , დათანხმდება ? - არ ვიცი , წარმოდგენაც კი არ მაქვს, ჩაფიქრდა ლევანი - რაო ლევან , ხო არ გერხევა ? ეცინებოდა გიორგის - არ ვიცი რატომ მაგრამ მეშინია რომ უარს მეტყვის გიორგის სიცილი აუვარდა , ატყობდა ლევანის ემოციებს . - კაი დამშვიდდი , მიდი ახლა ყავაზე დაპატიჟე და დაითანხმე რომ გამოგყვეს ლევანმა ტელეფონი აიღო და თაკოს დაურეკა - სახლში ხარ უკვე ? ლევანი ვარ - უი ბატონო ლევან , არ მქონდა თქვენი ნომერი , კი სახლში ვარ - ლევანმა ჩაახველა, ბატონობით აღარ მესაუბრო გთხოვ , გცალია ? - კი გისმენთ - იქნებ ყავა დაგველია , სადმე გავიდეთ , გცალია ? - ძალიან დაღლილი ვარ , მაპატიეთ - კარგი ხვალ დაგირეკავ მაშინ ხო ? - კარგით გიორგი ამასობაში სიცილით იგუდებოდა - რა გაცინებს - მიუბრუნდა ლევანი გიორგის - მე გეღადავე დაურეკეთქო და შენ მართლა დაურეკე , აუ ცუდად ვარ მგონი ძაან დარხეული გაქვს - მგონი ჰოო - ჩაეცინა ლევანს ———————— როგორ მოგწონთ ცეემი ახალი ისტორია, პირველი ორი ნაწილი დევს , უბრალოდ ნაწილების მითითება დამავიწყდა. გთხოვთ თქვენი აზრი გამიზიაროთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.