სამი მიზეზი (19 თავი)
უამრავი ადამიანი ირეოდა ერთმანეთში საავადმყოფოს მოსაცდელში, სულ მარტო იდგა რატი და ვერაფერზე ვერ ფიქრობდა ამ ქვეყნად, მხოლოდ მაშინ გამოერკვა თბილი ხელი რომ იგრძნო მხარზე და ცოლს შეხედა. -ხომ იცი, რომ კარგად იქნება?_ნაღვლიანად უღიმოდა ნინი -შენ რომ მეხვევი მაშინ ყველაფერის მჯერა_ხელები მოხვია საყვარელ სხეულს და სახე შიგ ჩამალა. ეს გოგო სულ სხვა მუხტს აძლევდა, სულ სხვაგვარად ანახებდა სამყაროს, ოღონდ ნინი მასთან ყოფილიყო და ყველაფერს შეძლებდა. არ უნდოდა გაიანესთვის ეთქვა, მაგრამ ასეთ ამბავს ვერ დამალავდა, უნდა ცოდნოდა მამა თუ სიკვდილის პირას ყავდა. ლამის შუბლზე აუვიდა თვალები დაახლოებით ერთი საათის შემდეგ შემოსასვლელში ნინის დედა რომ დალანდა. -მე ვუთხარი, უნდოდა ჩვენთან ყოფილიყო_დამნაშავის სახით ამოხედა ცოლმა. -კარგი გიქნია პატარა, მიხარია თუ ჩვენს გვერდით ყოფნა უნდა. -იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის რატი_თბილად გაუღიმა ქალმა და მალევე მოყვნენ ანერვიულებული გია და ლიანა. ყველა თორნიკეს და გაიანეს კითხულობდა, მათ ხომ არ იცოდნენ რაც სინამდვილეში ხდებოდა და ათას ამბავს იგონებდა ბიჭიც რომ გაემართლებინა. -შეგიძლიათ გამოგვყვეთ_ექთანი მოუახლოვდა რატის -თავის შვილს ეძახის. -მოიცა, ანუ კარგად არის? -დიახ, სერიოზული დაზიანება არ აღენიშნება, შინაგანი სისხლდენა შეჩერებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. -ღმერთო მადლობა_ლიანას ბედნიერმა შეძახილმა გაკვეთა დერეფანი და რატის ღიმილი მოგვარა სახეზე. მაშინვე უკან გაყვა ექთანს და მამას წამოადგა პალატაში. -შეგვაშინე_პატარა ბავშვივით მიეხუტა კაცს და მის გადასმულ ხელზე თვალები მიეხუჭა. -ნუ ნერვიულობ, ძლივს გიპოვეთ და თქვენს მიტოვებას არ ვაპირებ, გაანემ გაიგო? -კი მამა, ვერ დავმალე, მართლა ტყუპია მაშინვე ყველაფერს მიხვდა და მოვუყევი, უკვე მოდის. -რაა? არა, ახლავე დაურეკე და დამალაპარაკე, ის ნაბი**ვარი არ გაჩერდება. -კარგი, არ გაინძრე, შენთვის ჯერ მოძრაობა არ შეილება_სწრაფად აკრიბა დის ნომერი და ტელეფონი მამუკას გადააწოდა. -გისმენ რატი, ხომ მშვიდობაა? 3 საათში მანდ ვარ, გამოვდივართ. -გაანე -მამიკოო_მაშინვე გაისმა ატირებული ხმა. -ნუ ტირი ჩემო გოგო, გეგონა ასე იოლად მომიშორებდი? -მა, ძალიან მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ ჩემო გოგო, მაგრამ არ მინდა, რომ ჩამოხვიდე. -რას ამბობ მა, უბრალოდ უკან გაყოლის გამო კინაღამ მოგკლეს და კიდევ რომ რამე მოხდეს? -რატის და ნინის მე დავიცავ, შენ დავითს მიხედე, მთელი ცხოვრება შიშში ცხოვრებას ასე ჯობია დამიჯერე შვილო. -მამა დარწმუნებული ხარ? -გეშინია ჩემო გოგო? -არა მამა, არც ვაპირებდი დედას სიკვდილი შემერჩინა, მაგრამ შენი დაკარგვა არ მინდა. -არ დამკარგავ საყვარელო, მაქ დარჩი და იმ ნაბი**ვარს მიხედე. -კარგი მამიკო და მეორედ ასე აღარ შეგვაშინო რა. -ნახვამდის ჩემო გოგო. უკან დაუბრუნა რატის ტელეფონი და თვალები დახუჭა დასასვენებლად, გაეღიმა ხელზე შვილის ხელი რომ იგრძნო და თვითონაც მთელი ძალით მოუჭირა პასუხად. -დარჩითო_თორნიკეს გადახედა გაიანემ და შუბლი მოისრისა. -კარგი, წამო ავბრუნდეთ. ბინაში დაბრუნებულებს დაჩი დახვდათ ოთახებში ტელეფონით მოსიარულე, ხელებს იქნევდა და ანერვიულებული საუბრობდა. წყვილის დანახვაზე უცებ გათიშა და მოუბრუნდა. -მითხარით, რომ გადაიფიქრეთ. -სწორად მიხვდი, აბა, რას ვაპირებთ? -გადასარევია, ახალი გეგმა მაქვს და სანდო ხალხი მჭირდებოდა. უკეთესი სათვალთვალო სქემა მოვიფიქრე, დაახლოებით ათამდე მანქანა უკვე მოვიძიე, დაჯექით და ყველაფერს აგიხსნით. გვიანობამდე მუშაობდნენ, სხვადასხვა გეგმა განიხილეს და საბოლოოდ საუკეთესოზე შეჯერდნენ. დათოს თვალთვალს ხვალ დილიდან დაიწყებდნენ, სახლიდან გაყვებოდნენ და არ მოისვენებდნენ, სანამ ერთ შტაბს მაინც არ მიაგნებდნენ. -რადგან მანქანის ტარება არ იცი ქალბატონო, აჰა შენ, ორი მოტო ვიქირავე_გასაღებები ესროლა დარცხვენილ გოგოს და თორნიკესაც ჩააბარა მისი მანქანის გასაღები. -ორ თვეში მართვის მოწმობაც ექნება_დარწმუნებით დაუქნია სიცილით თავი თორნიკემ და გაბუტული გოგო მიიხუტა ლოყაზე რომ ეკოცნა. -დილით დემნა და გიორგი ჩამოვიდნენ, ასე რომ ხუთი ვართ და არ გაგვიჭირდება. -მაშინ წავედით. -მე წავედი, სახლიდან მე მეკუთვნის_ამაყად მოიღერა კისერი განომ და მოტოს მოაჯდა. თორნიკეს თბილი, სიყვარულით სავსე მზერა ქუჩის ბოლომდე გაყვა და ბედნიერს გაეღიმა, მადლობელი იყო ცხოვრების ამ ბიჭს რომ შეხვდა. ათი სრულდებოდა დავითმა სახლი რომ დატოვა, რამდენიმე წამში უკან მიყვა განოც და მოტოს ხმამ მაშინვე უკან გამოახედა კაცი. ისევ მომყვებიანო იფიქრა, თუმცა მომდევნო შუქნიშანთან მოტომ სულ სხვა გზაზე გადაუხვია და მანაც კმაყოფილმა აწია წარბები, შემდეგ ერთი ტოიოტა მოხვდა თვალში, მაგრამ საჭესთან სრულიად უცხო ბიჭი დახვდა და მომდევნო გზაჯვარედინზე მანაც სხვაგან გადაუხვია, უკვე დარწმუნდა ისწავლა ქალბატონმა ჭკუაო. -დემნა შენსკენ მოდის, მე შემხვედრ შუქნიშანთან ჩამოვეცლები. -კარგი, აქედან მე გავყვები და გიკარნახებთ საით წავა. ჭკუით აჯობა შეკრებილებმა, ათამდე მანქანა ქონდათ ნაქირავები, ერთი მხოლოდ მომდევნო შუქნიშნამდე ან გზაჯვარედინამდე მიყვებოდა და გადამცემებით ერთმანეთს მიმართულებას ასწავლიდნენ, შედეგად მომდევნო დამხვედრი ცვლიდა წინა მანქანას და დავითიც ვერაფერს ეჭვობდა, სწორედ ამ იმედით მიადგა მთელი ქალაქის შემოვლის შემდეგ მართლაც თავის შტაბს და ჩავარდა კიდეც. რატი უკვე დამოუკიდებლად ახერხებდა სამსახურში ყველაფრის კეთებას, აღარ უჭირდა და მიეჩვია კიდევაც, მასზე მხიარული უფროსი ალბათ არავის ეყოლებოდა, მალე მოიპოვა თანამშრომლებთან პატივისცემაც და ყველას თავი შეაყვარა. ახლაც დაღლილი აპირებდა გამოსვლას და მამის მონახულებას კარი რომ გაიღო. -გამარჯობა_მალევე გაიგონა მელოდიური ხმა და ახედვისას კარებთან მორცხვად მდგომი საკმაოდ ლამაზი, დეკოლტიანი გოგო დახვდა. -გისმენთ_ლამის ნერწყვი გადაეყლაპა სტუმრის ტანზე თვალის აყოლებისას და ფეხზე წამოდგა. -ბოდიშით, რომ ასე გვიან მოვედი, მხოლოდ ახლა შემომიშვეს, კადრების განყოფილებამ გამომაგზავნა, მუშაობის დაწყება მინდა და ჯერ უფროს უნდა გაესაუბროო, ბატონ თორნიკესთან წინა კვირაში ვიყავი. -ა, დიახ, გასაგებია_ხელით შეისწორსა ჰალსტუხი მოახლოებულ გოგოზე. -თქვენი სივი თუ შეიძლება და აქ დაბრძანდით, უფრო ახლოს რომ არ მოსულიყო მაშინვე მიუთითა სავარძელზე და გოგოც წამოიჭიმა ეშმაკური ღიმილით. მეცადინეობის შემდეგ სამზარეულოს მიაშურა ნინიმ, ჯერ ანდრო დააპურა და წამლები დაალევინა, შემდეგ კი დაღლილი რატის წარმოდგენისას სულ ღიმილით გაუმზადა საჭმელი, ეს ბიჭი თავს აკარგვინებდა, ყოველ წამს აბედნიერებდა და უნდოდა გაღიმებულს ევლო. ბედნიერი მიეფერა თითზე წამოცმულ ოქროს რგოლს, რომელსაც არ იშორებდა და გაზი გამორთო. ახლა მხოლოდ რატის ლოდინი დარჩენოდა, რომელიც რატომღაც ძალიან იგვიანებდა. ---------------------------------------------- მაპატიეთ დაგვიანებები, სწავლასთან ერთად სამსახურიც დამეწყო და იმდენად ვეღარ ვიცლი <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.