სამი მიზეზი (20 თავი) დასასრული
-არც ერთი მის სახელს არ ამბობს_მაგიდას დაკრა მუშტი დაჩიმ. -ეს რას ნიშნავს? -რას ჩემო განო და შეუძლია თქვას უბრალოდ წამლის საყიდლად მივედიო და ამითი გამოძვრეს. -რა უნდა ვქნათ?_თორნიკესაც დაეტყო ანერვიულება. -არ ვიცი, აქ ჩემი განყოფილება არ არის, ასე კარგადაც იმიტომ გვექცევიან, რომ ამხელა საქმე გავუკეთეთ და თვითონ მუქთად მიიწერეს, მაგრამ ცოტა ხანში თავაზიანად გაგვყრიან. -რომ ვაღიარებინოთ? -როგორ გაიანე, შეხვალ და ეტყვი, ბიძია შენი თვალების ჭირიმე აღიარე დედა რომ დასახიჩრებული დამიგდე ქუჩაში, ნარკოტიკების მთელი ქსელი რომ გაქვს და ჩვენი გარდაცვალების დოკუმენტები რომ გააყალბეთქო? -დაჩი_გაბუტვით ამოხედა გოგომ. -მე ვიცი რაც უნდა ვქნათ, ერთადერთი ვარიანტია ეს აღიარებისთვის_ჩაფიქრებული დადიოდა ოთახში თორნიკე და როგორც იქნა შეჩერდა -რატი დაგვჭირდება. საკმაოდ გვიან დაბრუნდა რატი სახლში, გული მოეკუმშა დივანზე ჩაძინებული რომ დახვდა coli, ქმრის მოსაცმელში გახვეულიყო შემცივნული და დაპატარავებულს ჩაძინებოდა. გულზე მიიხუტა ბიჭმა საყვარელი სხეული და კოცნით წაიყვანა ოთახისკენ. -მომენატრე_ძლივს გაიგონა ჩურჩულით ამოძახილი ძილში და სახე გაებადრა. -მეც მომენატრე პატარა, მაპატიე, თანამშრომლებმა დამპატიჟეს, ერთ-ერთს დაბადების დღე ქონდა. -არაუშავს, სამაგიეროდ ახლა ავინაზღაურებ_ვნებიანი თვალებით ახედა ქმარს და არც მას უთქვამს უარი. დილით გაღვიძებულს ქმარი გვერდით აღარ დახვდა, სამაგიეროდ სამზარეულოდან გამოდიოდა სიცილის ხმა და საჭმელების სუნი. -დილა მშვიდობის ყველაზე ლამაზო ცოლო_ცხვირზე მიიღო კოცნა ოთახში შესულმა და გაკვირვებულმა გააყოლა თვალი შეცვლილ რატის, ყოველთვის ასე ექცეოდა, მაგრამ დღეს რაღაც ძალიან იყო აღფრთოვანებული. -რატი რა ხდება? -თბილისში მიწევს წასვლა, დავითი დაუჭერიათ და.... -ვაიმე რა ბედნიერებაა_კისერზე ჩამოეკიდა და ლოყები დაუკოცნა. -მე ოთახში შევჭამ_ღიმილით დატოვა ანდრომ სამზარეულო -წასვლამდე შენთან ლაპარაკი მინდა და მართლა დიდი იმედი მაქვს რომ სწორად გამიგებ._თავი მოიქექა რატიმ. -გისმენ_გაკვირვებული დაჯდა მაგიდასთან ნინი ქმრის სერიოზულ ხმაზე. -სანამ შენთან მოვიდოდით, მამამ შეკითხვა დამისვა, იყო ჩვენი სიყვარული ოჯახის შესაქმნელი, თუ უბრალოდ მოგვწონდა ერთად და ვერთობოდით, მაშინვე ვუთხარი, რომ დარწმუნებული ვიყავი შენთან მინდოდა მთელი ცხოვრების გატარება და ისიც უსიტყვოდ დამთანხმდა. ჩვენი ქორწილიდან ერთ თვეზე ცოტა მეტია გასული და უნდა ვაღირო გუშინ დღემდე ეშმაკივით რამდენჯერმე შემიჩნდა აზრი, ხომ არ ვიჩქარეთქო, ჯერ ხომ მხოლოდ 20 წლის ვართ, ნეტავ სწავლაში ხომ არ შევუშლი ხელსთქო, ან იქნებ რამე ვერ მოვზომო და ვაწყენინოთქო. -და გუშინ რა მოხდა?_ხმა ჩაქრობოდა ნინის. -გუშინ ახალი თანამშრომელი შემოვიდა გასაუბრებაზე, თორნიკეს აყვანილი ყოლია, მაგრამ ჩემგანაც აუცილებელი იყო თანხმობა, საკმაოდ ლამაზი იყო, გამომწვევადაც ეცვა, შეიძლება ნერწყვიც კი გადავყლაპე დანახვისას, მაგრამ როგორც კი მომიახლოვდა ლამის გულისრევა ვიგრძენი, ვხედავდი როგორ მეპრანჭებოდა, მე კი მხოლოდ შენზე ვფიქობდი და იმაზე როდის შევძლებდი მოვსულიყავი და ჩაგხუტებოდი, მის ზედმეტ საქციელზე კი იოლად მივუთითე კარისკენ და სამსახურიც დაკარგა. არ იფიქრო, რომ ამ შემთხვევამდე ეჭვი მეპარებოდა, დარწმუნებული ვარ იცი როგორც მიყვარხარ, უბრალოდ მინდოდა ეს გცოდნოდა, იმიტომ რომ მე შენ ღვთის წინაშე მოგეცი სიტყვა, ეს კი ჩემთვის ბევრს ნიშნავს, გესმის? მინდა ბოლომდე მენდობოდე, არასდროს შეგეპაროს ეჭვი ჩემში, მე შენ მიყვარხარ და ...... -ორსულად ვარ. -არ მინდა გეწყ..... ჰა?_მომესმაო თვალებ გაფართოებულმა ამოხედა ცოლს. -4 დღეა გადამიცდა, მე კი არასდროს გადამცდენია, ტესტმაც დადებითი მიჩვენა. -არ მიბრაზდები? -რაზე სულელო? როგორც ყველა ბიჭს შენც რომ წამოგივლიდა პასუხისმგებლობის შიში? ვიცი, რომ გიყვარვარ, ბოლომდე გენდობი, ისიც ვიცი მოღალატე რომ არ ხარ და თლად ტრაკ წამოხდილი რომ დაგიჯდეს ვინმე მაინც არ გახედავ, ასე რომ ჯობია ახლა იმაზე ვიფიქროთ აწი როგორ იქნება_სიცილი აუტყდა გოგოს რატის განცვიფრებულ სახეზე. -როგორ იქნებაა? საუკეთესოდ, საოცრად, გადასარევად_გულში ჩაიხუტა ცოლი და მთელ ხმაზე მოკისკისე დააბზრიალა. -რა ხდება ხალხო ასეთ დროს რომ გამომაქცუნეთ_გაბადრული სახით შევიდა რამდენიმე საათში თბილისის ერთ-ერთ განყოფილებაში რატი. -ამდენ ხანს სად ხარ? 5 საათი რად უნდა ქუთაისიდან აქამდე? -მაინც ვერ მომიშლი ახლა ნერვებს ისეთ ხასიათზე ვარ_ტუჩებს თავს ვერ უყრიდა ბიჭი. -დაბოლილი ხარ?_გაკვირვებული შეჩერებოდა და. -არა, უბრალოდ მამა ვხდები და ნინი ექიმთან მყავდა._გაიჯგიმა ბიჭი. -ოჰ მამა ხდება თურმე ბიჭი, მერე ეგ..... მოიცა რა ხდებიიიი?_კივილი დაიწყო გაიანემ -მამიდა ვიქნებიიი, ვაიმე არ არსებობს ღმერთო პატარა გვეყოლებააა_ლამის კისერზე შემოახტა ძმას. -ჩამომხსენი თუ ძმა ხარ რა_მოცინარ თორნიკეს გადახედა რატიმ და ძლივს დასვეს აკივლებული გაიანე. -ჩამოხვედი? კარგია, აქეთ წამო_იდიალია დაერღვათ დაჩის ხმაზე და კვლავ ამოუტივტივდათ სად იყვნენ და რა სიტუაციაში. -მიხვდი რაც გევალება? -უკვე 15 წუთია ერთსა და იმავეს მიმეორებთ, შემიშვებთ? -გვერდითა ოთახიდან გიყურებთ._კარები გაუღო დაჩიმ და ბიჭი დავითთან შეუშვა. თვალი ვერ მოაცილა დავითმა რატის, გაჭრილი ვაშლივით გავდა მარიამს ბიჭი და თვალების დანახვაზე ცრემლი მოადგა კაცს. მაშინვე იცნო ვინც იქნებოდა და მოსალოდნელი საუბრისთვის ღრმად ამოიხვნეშა. -გამარჯობა_ჩვეულებრივი ხმით მიესალმა რატი და წინ ჩამოუჯდა. ხმაც როგორ მიუგავდა მარიამისას. პასუხი რომ ვერ მიიღო თავადვე განაგრძო: -გაცნობას აზრი არ აქვს მიხვდებოდი ვინც ვარ. -ძალიან გავხარ. -ვიცი, ყველა მაგას მეუბნება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მე არ ვიცი, დედას არ ვიცნობ ისე მოკლეს._შეხედა კაცმა როგორ დაღუნა თავი, ახლა მთავარი იყო აელაპარაკებინა. -ყველა ამბობს მისი ასლი ხარო, მაგრამ მე მხოლოდ მისი სურათების თვალიერება მერგო, არ მომეცი საშუალება გამეცნო, ფოტოებით მივხვდი რატომაც შეგიყვარდა, ულამაზესი იყო, ვერ წარმომიდგენია მისი მსგავსი ქალი თუ არსებობს ამ ქვეყნად. -არ არსებობს, მაგრამ მხოლოდ სილამაზისთვის არ შემყვარებია,_მოგონებებში გადაეშვა -როგორ მიყვარდა მისი სიჯიუტე, რომ იტყოდა შავზე თეთრიაო ვერ გადააფიქრებინებდი, ერთი კეთილი სიტყვა არ მღირსებია, არ ვიცი მამუკამ როგორ შეაყვარა თავი, მაგრამ შურმა დამაბრმავა, მასთან სულ სხვანაირი იყო, ის სიჯიუტეც სადღაც იკარგებოდა, მე თუ ყველაფერზე ჯიბრში მიდგებოდა, მას ყველაფერზე თავს უქნევდა, ბევრჯერ დამინახავს როგორი თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს და ვერ მოვითმინე, ვიცი აქ რატომაც ხარ, ჭკვიანური გათვლა იყო, მაგრამ დავიღალე, მის გარეშე ნახევრად მკვდარი ვარ, გინდ აქ ვყოფილვარ გინდა ციხეში, იქ თავისუფლად ფიქრს მაინც შევძლებ, პროკურორს დაუძახე, თანამხ ავარ აღიარებითი ჩვენება მივცე. -მადლობა_უკვე კარებთან იყო მისული რატი რომ მობრუნდა და კაცის გაოცებული თვალები შეეფეთა. -რისთვის? -არ გეგონოს ოდესმე შენი საქციელი დავივიწყოთ, ამას ვერც ის შეცვლის ახლა რომ დაგვითმე, ალბათ ციხემ შეგცვალა, მაგრამ მადლობა ჩემი დის გამო, ისე იყო შენზე ჩაციკლული ცხოვრების 6 წელი გაუქრა, ახლა სურვილიც ექნება და შესაძლებლობაც ცხოვრება გააგრძელოს. მხოლოდ ამისთვის მადლობა, წამითაც არ იფიქრო რამე დაგვავიწყდა._ჯახუნით მოიხურა კარი და იქვე ჩაჯდა, რაც არ უნდა მაგარი ბიჭის როლი ითამაშოს ახლა დედის ხელები ყველაფერს ურჩევნია, რა მოხდებოდა გვერდით ყოფილიყო, ისიც მოეტყუებინა და ცოცხალი ყოფილიყო. სითბო იგრძნო დედის ნაცვლად დის ხელები რომ მოეხვია და აცრემლებულები და გულიდან ლოდ მოშორებულები გადაეხვივნენ ერთმანეთს. -არ მჯერა, რომ უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის ვემზადები_ნერვიულად გაეცინა გაიანეს. -რძალ-მული ერთად ივლით, ბავშვს ჩვენ მივხედავთ_ლოყაზე მიეფერა თორნიკე. -მადლობა, რომ გვერდით მიდგახარ. -რას მეუბნები გაიანე, გეგონა დაგიშლიდი? ნუ კი მეშინია ვინმე შენმა ტოლმა სიმპატიურმა ბიჭმა არ წამართვას შენი თავი, მაგრამ გავრისკავ. -შენზე სიმპატიური ვერ იქნება_მაშინვე დაწვდა შეყვარებულის ტუჩებს და სურვილიც დაიკმაყოფილა. -უზომოდ მიყვარხარ_ტუჩებთან ამოილაპარაკა ბიჭმა. -მე უფრო. -სადაო საკითხია._გაეცინა თორნიკეს. -გადმოდი მოვედით_ნაცნობ მდინარესთან გადმოიყვანა გოგო. -რა კარგია დაჩიმ ეს რომ მოიფიქრა, არა? -ნამდვილად, უფრო ახლოს გავიცნობთ მის ოჯახს, ოჰ რა სუნია, სწორი უთქვამს ბუნება და მწვადები გვიყვარსო. დიდი გადასაფარებელი გაეფინათ ჭიშურას ნაპირას ქალებს და სიცილით აწყობდნენ ზედ საჭმელებს. ბავშვები მამებთან ერთად ბანაობდნენ მდინარეში დათავზე ახტებოდნენ ჟივილ-ხივილით უფროსებს. -მოაღწიეთ_გამოტენილი პირით დაუქნია ნინიმ ხელი და მამუკას სიცილზე გაიბუსხა -მშია და რა ვქნა. -ოღონდ თქვენ ჭამეთ გემრიელად და ჩემ შვილიშვილს გაუჩენელს გავუჩენ_შუბლზე აკოცა რძალს და ქალიშვილისკენ წავიდა. -კარგია მოხვედით_დაჩიმ ამოირბინა დემეტრეთი მდინარიდან, დემნას და გიორგის იცნობთ, ეს ნატალი დემნას მეუღლე, ეს ნინა გიორგისი. აი, გოგი და ნათიაც მოდიან თავისი პატარათი, ბავშვებს ნუ ჩამომათვლევინებ რაიქნება მთელი ბაღი გვყავს ყველას ერთად აღებულებს_დაღლილივით წაილაპარაკა სიცილით და მთელი სიყვარულით ჩაიხუტა უკნიდან მიპარული ქალიშვილი. -გამიხარდება, თუ ჩვენს დიდ ოჯახს შემოუერთდებით, ყველას გამოვლილი გვაქვს მძიმე პერიოდები და ვიცით რასაც გრძნობთ, ვწუხვარ თქვენი გამოვლილის გამო და იმედი მაქვს მომავალში ყველაფერი საუკეთესოდ გექნებათ_თბილად გაუღიმათ ლილიამ. -ღმერთო როგორი სიცხეა_ჩვეული ქაქანით მოუახლოვდათ ნათია -ლამის შიშველი წამოვიყვანე ბავშვი, რა კარგად მოიფიქრეთ მდინარე, უთქვენოდ რა მეშველებოდა_სათითაოდ ჩამოუარა გოგონებს და ყველა გადაკოცნა, გაიანესთან მისული კი თბილად მოეხვია გოგოს და თვალი ჩაუკრა -ოფიციალურად კეთილი იყოს შენი მობრძანება ცოლების კლუბში. დასასრული ------------------------------- კიდევ ერთხელ დავწერე სიტყვა დასასრული და კიდევ ერთხელ დამწყდა გული ჩემს გმირებზე, უღრმესი მადლობა ვინც ბოლომდე მომყევით და დიდი იმედი მაქვს ცოტათი მაინც გიხალისებდით დღეს და სიამოვნებას იღებდით წაკითხვისას. უღრმესი მადლობა თქვენ. სწორედ თქვენს გამო ვერ ვწყვეტ წერას <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.