შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამაგიერო - V თავი -


10-10-2018, 14:26
ავტორი ჯესიკა
ნანახია 1 615

უცნაურმა ხმებმა გამაღვიძა. თვალის გახელას ვცდილობდი, მაგრამ ქუთუთოები იმდენად დამძიმებოდა ვერ ვერეოდი. ვერც ხელს ვწევდი, ვერც თავს ვამოძრავებდი, თითქოს სხეულში გამომკეტესო. ვცდილობდი გონზე მოვსულიყავი, გამხესენებინა რამ ჩამაგდო ამ დღეში, მაგრამ ამაოდ. ბევრი წვალების შემდეგ თალები ოდნავ გავახილე, თუმცა გარემოს აღქმის უნარიც კი დამკარგოდა, ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი, იმასაც ვერ აღვიქვამდი სახლში ვიყავი თუ ღია ცის ქვეშ. ამდენი არასოდეს დამელია…
_დილამშვიდობის!_ჩამესმა ხმა მოგუდულად. ნერწყვი გადავყლაპე და ამჯერად თავის წამოწევაც მოვახერხე.
_ლექსო?!_გაკვირვებისგან თვალები დავქაჩე. მერე ირგვლივ მი-მოვიხედე და თვალები ამჯერად შუბლზე ამივიდა. ლექსოს მანქანაში ვიჯექი, მანქანა კი ზღვის პირას იყო გაჩერებული. რა რა და ამას არ ველოდი, ან საიდან აღმოვჩნდი აქ? ან ლექსოსთან ერთად რატომ ვიყავი. მინდოდა ბოლო ხმაზე მებღავლა, ლექსოსთვის ქვები დამეშინა მაგრამ არაფრის თავი არ მქონდა. ნელ-ნელა გადმოვედი მანქანიდან, წელში ძლივს გავიმართე და ლექსოს დაჟინებული მზერა მივაპყრე.
_რა ჯანდაბა მინდა აქ?_ძლივს ამოვღერღე.
_არ მოგწონს? ნახე რა ლამაზია ზღვა? ხომ არ ვიბანაოთ?
_სულ გაუბერე? სახლში წამიყვანე!_ისევ მანქანისკენ შევტრიალდი.
_კარგი რა!_მომიახლოვდა ლექსო. მისკენ მიმაბრუნა და ღიმილნარევი მზერით დამაკვირდა._ერთხელ მაინც მოდუნდი, აღარ უნდა გაიზრდო?
_აი სახლში რომ მიმიყვან, მოდუნებული დავწვები ჩემს საწოლში…_ირონიულად ვუპასუხე.
_ტყუილად ცდილობ არ შეიმჩნიო…_ლექსომ ხელები ჩემს აქედან-იქედან მანქანას დაადო და კიდევ უფრო ახლოს მოიწია.
_რა არ უნდა შევიმჩნიო?_გავიკვირვე მე.
_გუშნდელი კოცნა… ჩემს მიმართ გაღვიძებული გრძნობები…
_რა სისულელეა!_გადავიხარხარე მე.
_სიმწრის სიცილი გაქვს!_ლექსომ სახე ძალიან ახლოს მოწია, ცალი ხელით ჩემი თმა დაიჭირა, ცხვირი დაადო და ძალიან ღრმად შეისუნთქა._მიყვარხარ!_ამოხდა ბოლოს.
_ლექსო!_სიცილი ამივარდა მე._შენ რა გგონია ასე ახლოს მოხვალ, რაღაც გამომწვევ ჟესტებს გამოიყენებ, მომაჯადოვებელ მზერას მომაპყრობ და ჰოპ, მეც შემიყვარდები?
_ნუ დამცინი!_შუბლი შეკრა მან.
_სხვა გზას არ მიტოვებ._ისევ ვკისკისებდი._არა, აქამდე ნამდვილად მაღზიანებდა შენი საქციელები, მაგრამ უკვე ძალიან პრიმიტიულ ხერხებს იყენებ. სიყვარული რომ ალენჩებდა კი გამიგია, მაგრამ ამ დონეზე?
_ანია, განანებ!_მოწყვეტით მომშორდა ლექსო.
_საინტერესოა როგორ!
_იცი როგორ?_ისევ მომიახლოვდა და ამჯერად ირონიული ღიმილით მომმართა._თავს შეგაყვარებ, სიგიჟემდე, და მანამდე გაწვალებ სანამ არ შემეხვეწები!
_აი ფანტაზიაც მესმის!_სიცილს ვერ ვწყვეტდი.
_იცინე, ბოლოს მაინც ჩემი იქნები!_ზურგი შემაქცია ლექსომ და სანაპიროსკენ გაემართა.
_სად მიდიხარ?_ავედევნე მეც._სახლში წამიყვანე, ახლავე!
_ჯერ უნდა ვიბანაო!_მაისური გაიხადა მან.
რაღცის თქმას ვაპირებდი მაგრამ სიტყვები ყელში გამეჩხირა. ვიცოდი რომ ბოლო დროს ძალიან მაგარ ფორმაში ჩადგა, მაგრამ ასეთი სექსუალური თუ იქნებოდა მაისურის გარეშე ნამდვილად არ ველოდი. ზიზღმა კიდევ უფრო იმატა ჩემში. “რა ჰქონია, თავის კუნთებს დამანახებს, მე ლორწკები წამომივა და მისი გავხდები?” ვფიქრობდი ჩემთვის.
_წამო შენც იბანავე!_არც შემოუხედავს ისე მითხრა და ამჯერად ფეხზე გაიხადა.
_იმედია, სულ არ უნდა გაშიშვლდე!_დავიბღვირე მე.
_არა, შარვალსაც გავიხდი და მორჩა._იცინოდა ლექსო._თუმცა?!_შეკრთა ის._არ მახსოვს საცვლები თუ მაცვია…_ჩაფიქრდა. მერე უცებ შარვალი შეიხსნა და ქვემოთ ჩაიწია.
მე დავიყვირე და თვალებზე ხელი ავიფარე.
_კაი გეხუმრე!_ხარხარებდა ლექსო._შეგიძლია შემომხედო!
_იდიოტი ხარ!_დავუყვირე, შემოვტრიალდი და მაქანისკენ გავემართე.
ტელეფონი მოვიძიე. 5%ზე დამრჩენოდა ბატარეა. ვფიქრობდი ვისთის დამერეკა და ბოლოს არაჩვეულებრივი იდეა მომივიდა თავში.
112 ავკრიბე და პასუხის მოლოდინში გავინაბე.
თან პატრულს ვიძახებდი და თან ლექსოს დაკუნთულ სხეულს ვათვალიერებდი, რომელიც მთელი მონდომებით იგერიებდა ზღვის ტალღებს. მინდოდა წყალში შევსულიყავი, შავ, მოელვარე თმებში ვწვდომოდი და იქვე დამეხრჩო.
_უკაცრავად, სად იმყოფებით?_გამომაფხიზლა ფიქრებიდან ოპერატორის ხმამ.
_არ ვიცი._ირგვლივ მიმოვიხედე._ზღვაზე ვართ, ტერიტორიულად არ ვიცი სად, ხომ გითხარით, ვიღაც მანიაკია, ღამით მომიტაცა და დილით აგ გავიღვიძე.
_რაიმე შენობას ხედავთ?
_მოიცა,_იქვე პატარა კაფე შევამჩნიე._”ყავის ტალღა”, ესეთი სახელით დგას პატარა კაფე.
_დამელოდეთ._მითხრა ოპერატორმა.
მე ისევ ლექსოს ცქერაში გავერთე. ღიმილით შემომხედა, თავი გააქნია და მისი მშვენიერი თმებით წყალი გაყარა. მერე თითქოს შეამჩნია ტელეფონზე რომ ვლაპარაკობი, გამომეტყველება შეეცვალა და ჩემსკენ დაიძრა.
_ვიპოვეთ ადგილმდებარეობა, 5 წუთში მანდ იქნება პატრული, არ ინერვიულოთ._მითხრა ოპერატორმა.
მე არაფერი მითქვამს, სასწრაფოდ გავთიშე ტელეფონი, დანარეკი წავშალე და მანქანაში ჩავაგდე.
_სად რეკავდი?_გამბრაზებულმა შემომიბღვირა ლექსომ.
_არსად. ვერ მოვასწარი.
_წაგიყვანთქო ხომ გითხარი! აბა კი არ მომიტაცებიხარ.
_გავიგე!_შევუყვირე მე. მერე პატრულის სირენების ხმა მომესმა შორიდან და დრო იყო შოუ დამედგა.
_გავშრები და წავიდეთ!
_არა, ახლავე წამიყვანე!_ყვირილი დავიწყე._გემუდარები წამიყვანე, არ მინდა შენთან!
_რა დაგემართა?_გაკვირვებულმა შემომხედა ლექსომ.
_მეშინია შენი! არაფერი დამიშაო გთხოვ.
_ხომ არ გაგიჟდი?!_მომიახლოვდა ლექსო.
_არ შემეხო!_კივილი დავიწყე.
_მეკაიფები?_ხელები დამავლო მკლავებში._შენ რა გგონია რამეს დაგიშავებ? გიჟი კი არ ვარ.
_გამიშვი გთხოვ!_განწირული ვყვიროდი.
_სირცხვილია ანია, ეგონებათ რო…
პატრულის მანქანები სანაპიროზე შემოცვივდნენ…
იქ რა მოხდა შეუძლებელია სიტყვებით აღწერო. ლექსოს ჯერ გაკვირვებული სახე, მერე კიდე სიბრაზისგან შეშლილი გამომეტყველება არასოდეს ამომივა თვალებიდან. არ დამავიწყდება როგორ ჩატენეს მანქანაში და როგორი გაცეცხლებული მზერით მიყურებდა მინის მეორე მხრიდან.
_რამე ხომ არ დაგიშავათ?_მკითხა ერთ-ერთამ ფორმიანმა.
_არა, არაფერი.
_საჩივარს შეიტანთ?
_არა, არ მინდა.
_დარწმუნებული ხართ?
_დიახ.
_მაშინ აქ მომიწერეთ ხელი.
***
ჩემი დიდი დაჟინებით, პატრულის დახმარებაზე უარი ვთქვი და ჩემით გადავწყვიტე სახლში დაბრუნება. გზაზე მიმავალი ტაქსი გავაჩერე და საკმაოდ დიდი თხოვნის შემდეგ ძლივს დავითანხმე თბილისში ჩავეყვანე.
_სალო, რასშვები?_ჩემი 3%ით დავურეკე სალომეს.
_მეძინა, გუშინ 4 საათამდე კაბაზე ვმუშაობდი.
_მისმინე, შენი ძმა განყოფილებაში ყავთ, ქობულეთში. გააგებინე მამაშენს და გამოიყვანონ.
_რა?_დაიყვირა მან.
_მერე მოგიყვები, ახლა ტელეფონი მიჯდება. ალბათ 4-5 საათში ვიქნები თბილისში. ირნოლას დაურეკე, არ ინერვიულოს.
_კაი, მამაჩემს გავაღვიძებ. ამ ბიჭმა შარი რომ არ გამოძებნოს არ შეუძლია…
_მიდი, დროებით._ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე.
***
არ გამიგია თბილისამდე როგორ ჩავედით. მთელი გზა ვფიქრობდი. თითქოს ვანანობდი ჩემს საქციელს და თან გონებაში ერთი და იგივე ტექსტს ვიმეორებდი თუ როგორ გამემართლებინა თავი სალომეს წინაშე.
ლექსოს გამომეტყველება რომ მახსენდეოდა გაორებული შეგრძნება მეუფლებოდა, თან კმაყოფილებას ვგრძნობდი მისი ასე გამწარება რომ შევძელი, თან შიში მეუფლებოდა, ვაი და უარესი რამ მომიწყოს, უარესად გადამიხადოს სამაგიეროთქო. სულ ცოტათი კი იმისაც მეშინოდა სამუდამოდ არ გამქრალიყო ჩემი ცხოვრებიდან… თუმცა ამ უკანასკნელ ფიქრს სასტიკად ვბლოკავდი და თავს ვაჯერებდი თითქო კარგიც იქნებოდა თუ ასე მოხდებოდა.

____

_სად იყავი ანია?_ირინოლას დაფეთებული სახე შემეჩეხა კარში.
_არსად. 100 ლარი მომე და ხელფასზე დაგიბრუნებ.
_რა 100 ლარი?
_მიდი რა, ტაქს უნდა გადავუხადო.
ბაბუდამ სასწრაფოდ გახსნა ჩანთა და ფული მომაწოდა. მეც კიბეებზე ჩავირბინე, ტაქს ფული და მადლობა გადავუხადე და სადარბაზოსკენ შემოვტრიალდი.
_ანია!_მომესმა სალომეს ხმა._შენ სულ გაგიჟდი?_მანქანიდან გადმოდიოდა სალომე.
_აუ, გთხოვ არ დაიწყო ახლა.
_შენ დააჭერინე მართლა?
_ჰო! ჩემს უკითხავად წამიყვანა სადღაც.
_მერე შენც ადექი და დააჭერინე?
_ჰო სალომე! ჰო! დავაჭერინე. ამოვიდა ეგ ბიჭი ყელში. ხო ხედავ რომ სხვანაირად ვერ მოვიშორე. იქნებ ახლა მაინც შემეშვას.
_ზღვარს გადახვედი გეფიცები.
_სულაც არა! აბა ერთი წამით დაივიწყე რომ შენი ძმაა. ან კიდე წარმოიდგინე რომ ლილის გადაეკიდა ვინმე ასეთი. მოგეწონება შენმა შვილმა თვის დაბადებისდრეზე რომ დალიოს და მეორე დილით სხვა ქალაქში, ფაქტობრივად ქვეყნის მეორე ბოლოში ამოყოს თავი?
_ნუ აბუქებ ანია.
_რა გინდა სალომე? გინდა რომ ბოდიში მოვიხადო? არ ვნანობ, და არც არასოდეს ვინანებ ამ საქციელს!
_აჭრილი ხარ. შენთან ლაპარაკი არ ღირს. გონს რომ მოხვალ მერე გვიან არ იყოს!_მითხრა გაბრაზებულმა და ისევ მანქანაში ჩაჯდა.
ღრმად ჩავისუნთე და მძიმე ნაბიჯებით ავუყევი კიბეებს. საკუთარ თავთან ბრძოლა მქონდა გაჩაღებული. ერთი მე ამბობდა რომ არასწორად მოვიქეცი, რომ ასე საშინლად ხუმრობა არ შეიძლებოდა, მეორე კი ატკიცებდა არ მიხუმრია, ღირსი იყო და ამიტომაც მოვექეცი ასეო. უკვე ვეღარ ვარჩევდი მტყუან-მართალს. ერთ წამში მინდოდა დრო უკან დამებრუნებინა და ყველაფერი გამომესწორებინა, მეორე წამში კი ბრაზი მერეოდა ვფიქრობდი რომ სწორად მოვიქეცი და არაფერი მჭირდა თავის გასამართლებელი.
მთელი საღამო ოთახში გამოკეტილი ვიჯექი. კართან მოსულ ირინოლას უხეშად ვიშორებდი თავიდან და წინ და უკან უმისამართოდ დავდიოდი. ტელეფონს მილიონჯერ მაინც დავხედე, მინდოდა ამეღო და დამერეკა, მაგრამ ვისთვის? სალომესთვის? ლექსოსთვის? თუ მეგობრებისთვის? ასეთი არეული ცხოვრებაში პირველად ვიყავი. მეშინოდა… მეშინოდა რომ სალომეს დავკარგავდი, მეშინოდა რომ არასწორად მოვიქეცი… მეშინოდა რომ ლექსო ძალიან გაბრაზებული იყო…
ბოლოს ძირს დავჯექი, საწოლს მივეყუდე და ასე მიმეძინა.
საშინელმა ბრახუნის ხმა გამომაღვიძა. საათს დავხედე, ღამის 2 სრულდებოდა. ბანცალით წამოვდექი ფეხზე და ოთახიდან გამოვედი. შემოსასვლელში აკანკალებული ირინოლა დამხვდა.
_ლექსო აკაკუნებს._ჩურჩულით მითხრა.
_გამიღე ანია!_ბღაოდა ლექსო.
_შედი ოთახში…_ვუთარი ირინოლას.
_გაგიჟდი? რამე რომ დაგიშავოს? მემგონი მთვრალია.
_არ დამიშავებს. შედი გთხოვ!_მკაცრად ვუთხარი.
შევიდა თუ არა ბაბუდა ოთახში კართან მივედი. ერთი ღრმად ჩავისუნთქე და კარი გავაღე.
ცეცხლემოდებული თვალებით მიყურებდა ლექსო. ისედაც განიერი მხრები კიდევ უფრო გადიდებოდა და გულამოგლეჯილი ხვნეშოდა. დიდხანს მაკვირდებოდა, მილიონი აზრი უქროდა თავში თუმცა უჭირდა საუბარი. უჭირდა ჩემი დანახვაც. თითქოს არც ჯეროდა რაც იმ დღეს გადახდა თავს… გამწარებული იყო. მის თალებში იკითხებოდა ყველაფერი ცუდი რაც ქვეყანაზე არსებობდა. ასე არასდროს შემოეხედა. უფრო მეტიც, ასეთი მზერა მისი სახიდან არავის მიმართ არ მინახავს, არდა ბევრჯერ მინახავს გაბრზებული, გაგიჟებული, გამწარებულიც. სადღაც გულში შიში მჭამდა, მეშინოდა ამ გამხეცებულ გამოხედვაში ზიზღსაც ამოვიკითხავდი. თუმცა იმის უფრო მეშინოდა თუ რატომ მეფიქრებოდა ამაზე. რატომ არ იყო სულ ერთი მისი ზიზღი, ანდა სულაც რატომ არ მიხაროდა ასეთ გაბრაზებულს რომ ვხედავდი?
მერე ნელ-ნელა დამშვიდდა. სუნთქვაც და გულის ძგერაც რიტმული გაუხდა. მოზრდილი ნერწყვი გადაყლაპა და ტუჩებზე ღიმილიც კი შეეპარა.
_მაინც მიყვარხარ…_მოულოდნელად ჩაილაპარაკა მან.
რამდენიმე წამი გაქვავებული ვუყურებდი ლექსოს. მისი ბაგეებიდან ყველაფრის წარმოთქმას ველოდი ამის გარდა. ვუყურებდი და გაკვირვებისგან არ ვიცოდი რა რეაქცია უნდა მქონოდა. ბოლოს კი ისტრიული სიცილი ამივარდა.
_იდიოტი ხარ!_ვკისკისებდი ბოლო ხმაზე.
ლექსო წარბაწევით მიყურებდა, თუმცა ცდუნებას ვერც მან გაუძლო და სიცილში ამყვა.
_იცოდე, გაბრაზებული ვარ!_ხარხარებდა ლექსოც._აუცილებლად გადაგიხდი სამაგიეროს.
_წავედი, უნდა დავიძინო._კარს ხელი მოვკიდე და ცხვირწინ მივუხურე.
_ვგიჟდები შენზე ანია!_დაიბღავლა კარის იქედან.
მერე ალბათ წავიდა…
მე ჩემს ოთახში შევედი, საწოლში ჩავწექი და მომღიმარს მალევე ჩამეძინა.



№1 სტუმარი Lile

Arc ki mjera ???? sad xar

 


№2  offline წევრი sofi_sofi

აუ კი ახლა დადე მაგრამ მალე დადე და აღარ დაიკარგო
wink

 


№3  offline წევრი Kaxcha

გელი სწრაფად დადე შემდეგი თავი ❤

 


№4  offline წევრი დარინა

ვერ წარმოვიდგენდი თუ ამ ისტორიას გააგრძელებდი მეგონა დაუსრულებელი დარჩებოდა და გული მწყდებოდააა, მთელი გულით ლექსოს ვგულშემატკივტობ მუხლებზე დაჩოქილმა უნდა ეხვეწოს უკვე მეტისმეტი მოსდის ამ გოგოს, ვერ ხვდება რომ უყვარს და რომ მიხვდება მერე გვიანი არ იყოს, ნუ მიტანჯავთ ჩემს ბიჭს, ანიას არ უნდა მე აგერ არ ვარ, აუ აწი აღარ დააგვიანო რაა.

 


№5  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვაიმეე რა კარგი გოგო ხააარ. როგორ გამახარე. გული მწყდებოდა, რომ არ გრძელდებოდა. იმედია ამხელა პაუზას არ გააკეთებ

 


№6  offline წევრი always-love

შემდეგ თავს როდის დადებ? ძალიან მომეწონა heart_eyes joy

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent