შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი შვილები (V)


10-10-2018, 21:27
ავტორი nitanita
ნანახია 2 313

უკვე ერთი კვირა იყო გასული სასამართლო პროცესიდან და დღემდე ვერ გაეგო დემეტრემ საიდან იცოდა სად იქნებოდა ანა იმ დღეს. პრინციპში, არც უკითხავს. შემდეგი ორი დღე თითქმის სულ სანდრისთან და დემეტრესთან ერთად გაატარა. ეღიმებოდა იმ ოჯახურ გარემოზე, რომელიც სამსახურიდან დაბრუნებული დემეტრეს დახვედრით იქმნებოდა. მაგრამ მერე დემეტრე გაქრა. მეექვსე დღე იყო, რაც არ ენახა და სული ეხუთებოდა. ბევრჯერ დაურეკა თვითონ, უფრო კონკრეტულად შვიდჯერ 2 დღის განმავლობაში, თუმცა მამაკაცის ლაკონურმა და არც თუ ისე თბილმა პასუხებმა აგრძნობინა რომ მეტჯერ აღარ უნდა ეცადა. დღესაც გაღვიძებისთანავე ტელეფონი შეამოწმა, მაგრამ ახალი არაფერი არ დახვედრია. საერთოდ არაფერი.
ბრაზობდა იმაზე, რომ სოციალური ქსელებით არ სარგებლობდა მამაკაცი და ახალ ამბებს იქიდანაც ვერ იგებდა, ბრაზობდა იმაზეც, რომ არ ურეკავდა და ზოგადად ძალიან იყო დემეტრეზე გაბრაზებული. თან თითქოს იცოდა, რომ ვეღარ ნახავდა...
სასწაულად ენატრებოდა ბუთქუნა სანდრი. ერთი-ორჯერ იფიქრა მამაკაცის სამუშაო პერიოდში შეევლო ბავშვის მოსანახულებლად, მაგრამ მალევე შეიცვალა აზრი.
არც არავინ იცოდა დემეტრეს არსებობის შესახებ, გული რომ გადაეშალა. ხოდა ატარებდა მთელ დღეს მარტო სახლში და ერთი სული ჰქონდა სწავლას როდის დაიწყებდა. გულწრფელად სჯეროდა, რომ ეს ყურადღების გადატანაში დაეხმარებოდა.
დიდი დრო არ დასჭირვებია საპირისპირო აზრში დასარწმუნებლად.
გარშემომყოფებს სერიოზულად ენერვიულებოდათ ანოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. შესამჩნევად წონაში კლება, უძილობა და მუდმივი სისუსტე ყველასთვის მარტივი შესამჩნევი იყო. დემეტრესთვისაც, რომელსაც ჩვევაში გადასვლოდა ანოს სახლთან დაცდა და უნივერსიტეტიდან დაბრუნებულისთვის შორიდან თვალის დევნება. ყოველთვის იცოდა სად იყო და რას აკეთებდა, მაგრამ არაფრის დიდებით არ ელაპარაკებოდა. თბილისში დაბრუნებულმა ბიჭებს რომ უამბო ანოს შესახებ სიხარულს ვერც და არც მალავდნენ, მაგრამ მკაცრადაც გააფრთხილეს არაფერი არ შეგეშალოსო. იცოდნენ დემეს ისტორია, მასთან ერთად გამოიარეს ყველაფერი. მათ შორის, ის უნდობლობა და ეჭვები ახსოვდათ, რასაც ყოველი მდედრობითი სქესის წარმომადგენლის მიმართ იჩენდა. მხოლოდ დემეტრეს თვალით დანახული ანო იცოდნენ და ესეც საკმარისი იყო იმის მისახვედრად, რომ ქალთმოძულე დემეს ვერ გაუძლებდა. ან გაუძლებდა კიდეც... ყოველ შემთხვევაში, ანასთვის არავის უკითხავს. დემეტრემ გადაწყვიტა ახლავე დისტანციის დაჭერა ამჯობინებდა, ვიდრე მოგვიანებით სინანული იმისა, რომ ანოს ძალიან ატკინა. ანოსაც და ალექსანდრესც. ალექსანდრე მისი პრიორიტეტი იყო და იმის წარმოდგენა, რომ უკვე მეორედ შეიძლება დედა დაეკარგა აგიჟებდა. ხოდა მანამ იმდნენად გაიზრდებოდა, რომ ანოს არარსებობა გაეანალიზებინა, უბრალოდ გააქრო ის ბავშვის ცხოვრებიდან.
ანას გაუარესებული მდგომარეობის დანახვა ცუდად ხდიდა. გაცნობის პირველი დღეები ახსენდებოდა და ამჩნევდა რომ ახლა ბევრად უარესად იყო. უნივერსიტეტის გარდა არსად არ დადიოდა, ზოგჯერ იქაც აღარ. გასული ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები გოგონას ანადგურებდა და ზოგჯერ ნატრობდა სულ არ გაეცნოთ ერთმანეთი. მართლა ეგონა, რომ ანო მის გარეშე ბევრად უკეთ იქნებოდა.
არადა, არც თვითონ იყო კარგად. ბიჭებისგან უამრავჯერ მიღებული საყვედურები უკვე აღიზიანებდა კიდეც. უშედეგოდ ცდილობდნენ დემეს ამ ქვეყნისკენ მობრუნებას. არც მშვიდად საუბარი ჭრიდა და არც ჩხუბი. ვერც დანაშაულის გრძნობას იშორებდნენ თავიდან იმ დიალოგის გამო, რომელმაც დარწმუნებულები იყვნენ, ანას ცხოვრებიდან გაქრობა აიძულა.


****
ლექციაზე ახალი შესული იყო, მანამ ვინმესთვის დახმარების თხოვნას მოასწრებდა უკვე ძირს იწვა უგონოდ. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა დამატებითი გამოკვლევისთვის. ანალიზებმა ფატალური არაფერი არ აჩვენეს, ფაქტობრივად ის, რაც ანამ უკვე იცოდა. ექიმმა ენ რაოდენობით წამლები დაუნიშნა და ენ რაოდენობითვე გადასხმები გაუკეთა. მთავარი რჩევა-მოთხოვნა ჯანსაღად კვება და სწორად ძილი იყო.
არაფრის დიდებით არ დაარეკინა ოჯახთან. თვითონ მიწერა ნუციკოს გოგოებთან ერთად გავდივარ და გვიან მოვალ სახლშიო. ექიმის რეკომენდაციის მიუხედავად, ღამის საავადმყოფოში გატარებაზე უარი თქვა. მრავალ ადგილას დაჩხვლეტილ ხელზე მთელი ძალით იჭერდა ბამბას მცირედი სისხლდენის შესაჩერებლად და თითქმის სირბილით ჩადიოდა კიბეებზე. ვერ იტანდა საავადმყოფოებს დაჩის ამბის შემდეგ. სული ეხუთებოდა და ყველაფერი კადრებად ახსენდებოდა. ხოდა თითქოს საავადმყოფოდან გამოქცევა მომხდარს დაავიწყებდა ახლა მონდომებით ჩარბოდა კიბეებზე.
ეგონა დღეს უკვე მეორედ წაუვიდოდა გული კიბეების ბოლოს მდგარ ბიჭების ჯგუფში დემეტრე რომ ამოიცნო. რამდენიმე წამით ადგილზე გაიყინა და ცისარტყელის ფერებმა გადაურბინა სახეზე. ლამპიონის შუქზეც მარტივი შესამჩნევი იყო გოგონას მდგომარეობა და თეთრ ხალათში შემოსილი მამაკაცი ჯგუფს სასწრაფოდ გამოეყო და უთქმელად წავიდა გოგონასკენ. წამის მეასედში მოასწრო დემეტრემ იმის აღქმა, ვის დასახმარებლად მიდიოდა გუგა, მაგრამ ანოსი არ იყოს ესეც წამით ადგილზე გაიყინა. აკანკალებული ხმით ცდილობდა ანო ექიმის დარწმუნებას რომ კარგად იყო. ზრდილობიანად ცდილობდა მის თავიდან მოშორებას და გზის გაგრძელებას. კიბეების ბოლოს დახვედრილმა იცოდა რამე უნდა ეთქვა. ასე, ამ მდგომარეობაში ვერ გაუშვებდა მარტოს. ღრმად ჩასუნთქვა და ერთი-ორჯერ ჩახველება დასჭირდა ანოს კიბეებიდან ჩამოსვლამდე ხმის ამოსაღებად ძალების მოსაკრებად. უღიმღამო, ძალით ღიმილმა შეაშინა. ეს ის ანოს ღიმილი არ იყო მისდაუნებურად რომ გადაედებოდა ხოლმე. კითხვაზე როგორ იყო არ იცოდა რა ეპასუხა. უფრო სწორად იცოდა, რომ კარგად უნდა ეთქვა, მაგრამ ისიც იცოდა, ამ ერთ "კარგადს" ბევრი ცრემლი მოყვებოდა.
-შენ? ღრმად ჩაისუნთქა, ისევ ისე გაიღიმა და მთელი ძალა დახარჯა ამ ერთი სიტყვის თქმაში.
-მე კარგად, მეგობარმა ფეხი მოიტეხა და სანახავად მოვედი. - უნდოდა გაეგო აქ რატომ იყო, ხელზე გამეტებით რატო იჭერდა ბამბას ან წარბთან დაცემით გამოწვეული პატარა სილურჯე რას ნიშნავდა, მაგრამ ზუსტად არ იცოდა კითხვა როგორ უნდა დაესვა. დაძაბულ ატმოსფეროს ყველა ცხადად გრძნობდა და ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ. ირაკლი პირველი მიხვდა ეს რომელი ანო იყო. მან გაურკვია დემეტრეს გოგონას ამბები. ახლა ამ სიტუაციის ფონზე ათმაგად დაპატარავებული ანას დანახვისას მთელი გულით მოუნდა საკუთარი ძმაკაცის ცემა. ზედმეტად პატარა იყო ანო იმ ტვირთის მარტო საზიდად.
-შუბლზე რა გჭირს? ექიმმა არ შეგიმოწმა? -გულში გუგას სასწაულად მადლიერი იყო დემე ამ კითხვის გამო.
-არაფერი, გული წამივიდა და თავი დავარტყი. შემიმოწმა უკვე ექიმმა და გამომწერა კიდეც.
-არ გაქვს კარგი ფერი, შევიდეთ ცოტა დაისვენე და ისე წადი სახლში,კარგი?
-არა, მადლობა, კარგად ვარ.
-ანო, არ ხარ კარგად, სულ კანკალებ! - რომ არა ირაკლის მხარზე მოჭერილი ხელი ხმის ტემბრს საერთოდ ვეღარ გააკონტროლებდა. აცოფებდა იმის ცოდნა, რომ ანოს ამ მდგომარეობაში ყოფნა ნაწილობრივ მის კისერზე იყო. აცოფებდა იმის ცოდნაც, რომ არსებული მდგომარეობის გამოსწორება ძალიან ძნელი იქნებოდა, თუ არა შეუძლებელი.
-ბევრად უკეთ ვიქნები სახლში რომ მივალ.
-წამოდი მე წაგიყვან!
-არა, მადლობა.
-არ მიკითხავს გინდოდა თუ არა, გითხარი მე წაგიყვან მეთქი.
-ვიცი, დემეტრე, არც მე გცემდი კითხვაზე პასუხს. უბრალოდ გითხარი, რომ ჩემით წავალ. ზუსტად ისე, როგორც აქამდე დავდიოდი ყველგან.
-ანო, ნუ ბავშვობ! მარტო ვერ წახვალ. -როგორ არ უნდოდა ამ ტიპის დიალოგი ჰქონოდათ. ანოს აწყლიანებული თვალები, აკანკალებული ხმა და სხეული სულს უკაწრავდა. იცოდა არაფრის მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა და უკვე თხოვნაზე გადადიოდა. -მე თუ არა ბიჭები მაინც მიგიყვანენ რა.
-კიდევ ერთხელ მადლობა, მაგრამ მარტოც შევძლებ.
ბიჭები გაუნძრევლად იდგნენ და არ იცოდნენ ზუსტად რა გაეკეთებინათ. ავტობუსის გაჩერებისკენ დაძრული გოგონასკენ წასულიყვნენ და ახლა მათ შეეთავაზებინათ სახლში წაყვანა, თუ დემეტრეს მოქმედებას დალოდებოდნენ.
ისე წავიდა არც კი დამშვიდობებია. ერთი ნახვამდის არ უთქვამს, უბრალოდ შეტრიალდა და წავიდა და მაგ მომენტში გაიაზრა რა გაუკეთა. თვითონაც ასე ადგა და წამოვიდა. ოღონდ ანოს მაშინ ამაზე მეტად ეტკინა, ბევრად უფრო მძაფრად განიცადა. ახლა იდგა გაოცებული მეგობრებით გარშემორტყმული და გულწრფელად არ იცოდა რა უნდა ექნა. ირაკლის გაბრაზება სახეზე ეტყობოდა, გუგას ჯერ კიდევ პაციენტის დაუხმარებლობით გამოწვეული შეწუხებული გამომეტყველება ჰქონდა, ნიკა და დათო უბრალოდ თვალს არ აშორებდნენ დემეტრეს.
დაუბარათ კოტეს ბოდიში უთხარით რომ ვერ დავრჩიო და სასწრაფოდ მანქანაში ჩაჯდა. ანოს სახლთან მისულიღა მიხვდა, რომ ანო რომც დალაპარაკებოდა, თვითონ არ იცოდა რა უნდა ეთქვა, როგორ აეხსნა თავისი საქციელი. ხოდა სანდრისთან წავიდა. იცოდა მარტო ბუთქო შეძლებდა ახლა მის დამშვიდებას. სულ ოდნავ შეძლო კიდეც, მაგრამ ღამის გათენებას მაინც ვერ აცდა.


****
ნუციკომ რომ გაიგო გული წაუვიდა ლამის თვითონ გახდა მოსასულირებელი ისე ინერვიულა. არადა, ანო მთელ ძალას ხარჯავდა ღიმილში მშობლების დასამშვიდებლად. მამამისმა წარბაწევით გამოართვა ექიმის დანიშნულება და უხმოდ გაიკეტა სახლის კარი.
-დედიკო, თუ რამე გაწუხებს მითხარი რა. ხმას არც კი ამოვიღებ ისე მოგისმენ, ოღონდ, შენ დამელაპარაკე.
-დე, უბრალოდ გადავიღალე, რა უნდა მაწუხებდეს?! კარგად ვარ , მართლა! - რაღაც ძალიან დიდი ბურთი ჰქონდა ყელში გაჩხერილი. ერთი სული ჰქონდა როდის დარჩებოდა ოთახში მარტო, რომ აღარავისთვის აღარ გაეღიმა ძალით, აღარ ეთქვა რომ კარგად იყო... ახლა ბევრი სხავადასხვა სიტყვით შეიძლებოდა მისი მდგომარეობის აღწერა, მაგრამ "კარგად" ამ სიტყვების ჩამონათვალში ნამდვილად არ შედიოდა.

გულაღმა იწვა საწოლზე და დემეტრეზე ფიქრობდა. ზოგადად მთელ განვლილ დღეს გადაავლო თვალი. წარმოსხვითი დიალოგიც ჰქონდა მამაკაცთან, რომელშიც გარკვევით უხსნიდა რატომ არ უნდოდა რომ სახლამდე მოეყვანა... მერე გაბრაზდა იქვე უნდა მეთქვა ეს ყველაფერიო და გვერდი იცვალა. მთელი სახით ბალიშში თავჩარგულს ოდნავ ჩაეღიმა. გულის სიღრმეში, სადღაც პატარა კუნჭულში მაინც გაუხარდა დემეს ნახვა.

****
ეგონა ამ დღის მერე მაინც მოიკითხავდა დემეტრე. მეორე დღეს არდაკავშირებამ გადააფიქრებინა.
მესამე დღეს უკვე გვიანი იყო უნივერსიტეტიდან რომ გამოვიდა. ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა ავტობუსის გაჩერებისკენ დემეტრე რომ დაინახა. ალექსანდრეს კისკისმა მიახედა მათკენ. მილიონ ბავშვში იცნობდა ამ სიცილს. ბეჭებში მოხრილი დემეტრე ცდილობდა სანდრის გათანაბრებოდა სიმაღლეში და სიარულში დახმარებოდა. ანოსკენ მიდიოდა სანდრი. არც უფიქრია წასვლაზე. პირიქით, მთელი ცხოვრება ინანებდა ახლა სანდრის ნაკეცები რომ არ დაეკოცნა.
თვალებით ითხოვა დემეტრესგან ნებართვა და როგორც კი მისი ღიმილიანი სახე დაინახა, საგრძნობლად წამოზრდილი სანდრი გულში ჩაიკრა. ისე გაიტრუნა ეგონა ვერ იცნო. მერე ჯვარი იპოვა ანოს კისერზე და ხელში მოიქცია, როგორც მანამდე აკეთებდა ხოლმე. ხან ჯვარს უყურებდა, ხან ანოს და ხან დემეტრეს. მერე თავისთვის ჩაიბურტყუნა "ანამო" და თავი ქალის ყელში ჩამალა.
ანოს ცრემლები ეტკინა და ალექსანდრეს "ანამო". ფრთხილად შეუმშრალა ყბის ძვალთან ჩამოგორებული ცრემლი. არ გაწეულმა წინააღმდეგობამ და დაბუსუსებულმა კანმა იმედი მისცა... რამე კარგის იმედი.

_______

როგორც ყოველთვის, ახლაც ბოდიში დაგვიანებისთვის. როგორც მკითხველს მესმის რა ცუდია ასეთი ხანგრძლივი შუალედებით სიახლის ლოდინი, ამიტომ კიდე ერთხელ ბოდიში. ცოტა არაორდინალური გრაფიკი მაქვს და როგორც კი დრო გამომიჩნდება ვწერ. არ მინდა ტყუილად დაგპირდეთ რამეს, მაგრამ ძალიან ვეცდები შემდეგი თავი მალევე დავდო.
ასევე, უღრმესი მადლობა ძალიან დიდი სითბოსთვის. თქვენ ხართ ამ ისტორიის არსებობის ერთ-ერთი დიდი მიზეზი!



№1  offline წევრი qetulaa

Ramdeni xania gelodebi, zaloan kargi istoriaaaaq, gtxov iqneb moaxerxooo rom dadoo, mesmis sheni, magram chvenc gagvigeeee, zalian kargad cer da shinaarsic magari aqvss, carmatebebii

 


№2  offline წევრი ნორმი

რომ დავინახე თვიდან მეგონა მოლანდება დამეწყო,თვი დავანებე,მერე კიდევ ორჯერ დავინახე და დავრწმუნდი,რომ ეგ იყო.ძალიან მაგარი ისტორია.ალექსანდრე თუ შეარიგებთ ამათ თუ არა,ისე ხმის გამცემნი არ არიან ეგენი laughing
--------------------
მორფეოსი

 


№3  offline წევრი kora

საოცრად მათბობს ეს ისტორია და ძალიან გთხოვ ნუ დაიკარგები. მთავარია ვიცოდე რომ გააგრძელებ და თუნდაც თვეში ერთხელ დადო მაინც იგივე ემოციით დავუცდი <3
--------------------
kira.G

 


№4 სტუმარი makukuna

მეც მეტკინა ანას ცრემლები და მეც მეტკინა ბუთქოს "ანამო". ხოდა ვზივარ და ვტირი. ძალიან გულჩვილი გავხდი ამ ბოლოს disappointed_relieved

როგორ მაინტერესებს ანოს წარსული, ანოს ამ მდგომარეობის მიზეზი. რაც გავიგეთ, ხო, მაგრამ დეტალები მაინტერესებს. worried დემეტრეს წარსულიც მაინტერესებს, მისი გრძნობები. მინდა, რომ წარმოსახვითი დიალოგებში არ ესაუბრონ ერთმანეთს, რეალური დიალოგი მინდა, ჯანმრთელი ანო მინდა და კიდე რა ვიცი...

მოკლედ, არ მყოფნი heart_eyes . ყოველი თავის მერე, უზარმაზარ ემოციებს გვიტოვებ და თან გაურკვეველი დროით blush

არადა, იმდენად თბილი ხარ და იმდენად კარგი, დაგვიანებად მიღირხარ და პრეტენზიისთვის ენა არ მიბრუნდება heart_eyes smile

აი, ბოლო აბზაცით იმედი მეც გამიჩნდა, რამე კარგის იმედი heart_eyes heart_eyes

 


№5  offline აქტიური მკითხველი Anuki96

შენ იცი რა საოცრებას ქმნი? იცი რა საოცრად წერ? იცი რა ძალით მოდის თითოეულ სიტყვაში ჩადებული ყველა გრძნობა მკითხველთან? უბრალოდ ეს ისტორია შესაფერის სასასრულს იმსახურებს. იმედი მაქვს გრაფიკის მიუხედავად ამ ისტორიას ბოლო წერტულს დაუსვამ თავის დროზე. წარმატებებს გისურვებ. ♡♡

 


№6  offline ადმინი შამანი

როგორ მომენატრეთ..
ძალიან,ძალიან კარგია ..
<3
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

შენი ისტორია ჩემთვის არის: ლავენდელის, გვირილის და კიდევ ფორთოხლის სურნელოვანი სანელებელი, საღამოობით სასანთლეს რომ ვაყრი და ნელნელა ვრცელდება ჯერ ოთახში სასიამოვნო სუნი და მერე ტვინს გადაეცემა.

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიამი

უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის რა დავწეროო.უმაგრესი ხარ ძალიან კარგად წერ და საინტერესოთ.

 


№9 სტუმარი ემი

როგორი გემრიელი ხარ, ნიტანიტა ...

 


№10  offline წევრი fluctus Oceani

Vaime Ra kargi iyooooooooooooooooo

 


№11 სტუმარი სტუმარი nancho

გაგლაგრძელეთ რა ეს ისტორია,,საოცრად ველოდები,თბილია,ტკბილი და გრძნობამორეული,კითზზზულობ და გგონია რომ შენი ისტორიაა,შენი ტკივილი და სიყვარულია,მაგარია

 


№12 სტუმარი სტუმარი სოფო

ძალიან ძალიან მომწონსსსსს

 


№13  offline წევრი nitanita

kora
საოცრად მათბობს ეს ისტორია და ძალიან გთხოვ ნუ დაიკარგები. მთავარია ვიცოდე რომ გააგრძელებ და თუნდაც თვეში ერთხელ დადო მაინც იგივე ემოციით დავუცდი <3


გაგრძელებით აუცილებლად გავაგრძელებ. უფრო სწორედ, დავამთავრებ ისტორიას. უბრალოდ ზოგჯერ ხანგრძლივი შუალედებით მიწევს ახალი თავის დადება.

makukuna
მეც მეტკინა ანას ცრემლები და მეც მეტკინა ბუთქოს "ანამო". ხოდა ვზივარ და ვტირი. ძალიან გულჩვილი გავხდი ამ ბოლოს disappointed_relieved

როგორ მაინტერესებს ანოს წარსული, ანოს ამ მდგომარეობის მიზეზი. რაც გავიგეთ, ხო, მაგრამ დეტალები მაინტერესებს. worried დემეტრეს წარსულიც მაინტერესებს, მისი გრძნობები. მინდა, რომ წარმოსახვითი დიალოგებში არ ესაუბრონ ერთმანეთს, რეალური დიალოგი მინდა, ჯანმრთელი ანო მინდა და კიდე რა ვიცი...

მოკლედ, არ მყოფნი heart_eyes . ყოველი თავის მერე, უზარმაზარ ემოციებს გვიტოვებ და თან გაურკვეველი დროით blush

არადა, იმდენად თბილი ხარ და იმდენად კარგი, დაგვიანებად მიღირხარ და პრეტენზიისთვის ენა არ მიბრუნდება heart_eyes smile

აი, ბოლო აბზაცით იმედი მეც გამიჩნდა, რამე კარგის იმედი heart_eyes heart_eyes


რეალური დიალოგიც იქნება და სულ, სულ ყველაფერსაც გაიგებთ.
მეც ახლა ვზივარ და ვტირი თქვენ კომენტარებს რომ ვკითხულობ. ☺️????

Anuki96
შენ იცი რა საოცრებას ქმნი? იცი რა საოცრად წერ? იცი რა ძალით მოდის თითოეულ სიტყვაში ჩადებული ყველა გრძნობა მკითხველთან? უბრალოდ ეს ისტორია შესაფერის სასასრულს იმსახურებს. იმედი მაქვს გრაფიკის მიუხედავად ამ ისტორიას ბოლო წერტულს დაუსვამ თავის დროზე. წარმატებებს გისურვებ. ♡♡


მართლა მატირებთ ამ კომენტარებით და ჩემი გული ამდენს ვერ გაუძლებს! უღრმესი მადლობა!

grafo
შენი ისტორია ჩემთვის არის: ლავენდელის, გვირილის და კიდევ ფორთოხლის სურნელოვანი სანელებელი, საღამოობით სასანთლეს რომ ვაყრი და ნელნელა ვრცელდება ჯერ ოთახში სასიამოვნო სუნი და მერე ტვინს გადაეცემა.


ვეცდები ძალიან მალე დავაყენო ისევ ეს სასიამოვნო სუნები! ☺️????

უუუუღრმესი მადლობა ყველას ამხელა სითბოსთვის! ❤️☺️

 


№14  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

საინტერრსოო იყო ველოდებია ხალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent