შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ მეთამაშები.! (თავი 17)


13-10-2018, 02:11
ავტორი Phoenix..
ნანახია 2 918

სასტუმროს ნომერში სწრაფად შევედი.. კრისტი გაოცებული მიყურებდა და კითხვებს მაყრიდა, არაფერი მესმოდა საკუთარი გულისცემის გარდა,ნელ-ნელა ვაანალიზებდი როგორ უსამართლოდ მოვექეცი ბექას. კაცს რომელიც მიყვარს.!
-ვიკა გამაგებინე რა მოხდა.-წინ ამესვეტა კრისტი და შემანჯღრია.
-ბექა იყო მოსული..-არ შემიხედავს ისე ვუპასუხე.-უნდა წავიდეე.
-ამ ღამეს სად აპირებ წასვლას,თან რას უნდა გაყვე.-კრისტიმაც ჩემთან ერთად დაიწყო სიარული. -ვიკა გეყოო სიარული გაჩერდი ერთ ადგილას რაა..-დაღლილი იქვე საწოლზე დაჯდა..-მითხარი რამე.ვიკა ჩუმად ნუ ხარ.
-ეხლა არა კრისტი. ოღონდ ეხლა არაა. გთხოვ-ხელები ავიქნიე და აივანზე გავედი, მოწყვეტით დავეშვი სკამზე და აქამდე რომ ვცდილობდი გავქცეოდი სიმართლეს ახლა მის პირდაპირ პირისპირ ვიდაქი.იმის მაგოვრად რომ როგორმე მეცადა ამ დგომარეობიდან გამოსვლა, პირიქით უფრო ღრმად ვეფლობოდი. საკუთარ თავს არ ვაძლევდი საშუალებას დამევიწყებინა იმ ნაგავის საშინლად ცივი თვალები. მას ვაძლევდი უფლებას გაემარჯვა ჩემზე,მიუხედავად იმისა რომ არ იყო ჩემთან ახლოს, გონება დაპყრობილი ჰქონდა და მაიძულებდა მისი სურვილი შემესრულებინა, რომ არ ვყოფილიყავი ბედნიერი.
-მე ვიმსახურებ ბედნიერებას.!-ბექას სიტყვები გამახსენდა."-ყველაფერს ფეხებზე დავიკიდებ და ჩვენი სიყვარულის ამბავს ბოლომდე ვნახავ.!"
ოთახში გვიან შევედი კრისტის ეძინა, მეც დავწექი მაგრამ ვერაფრით ვისვენებდი, უაზროდ წრიალს მოვრჩი და ჩუმად ავდექი, ჯინსი ამოვიცვი, ზევიდან თბილი სვიტერი ჩავიცვი, ხელის ფათურით მოვძებნე ტელეფონი და ჩანთა. კარები გამოვიკეტე და კიბეებით სწრაფად გავედი გარეთ.დიდი ხანი მივდიოდი ტრასაზე, მანქანას არ გამოუვლია და მეც უკვე შეშინებული აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალებს. შორიდან ავტომობილის შუქები გამოჩნდა. ხელი დავუქნიე, ოდნავ გამცდა თუ არა მაშნვე გააჩერა და ნელი სვლით დაიწყო უკან სიარული, წინა კარები გავაღე, საუბარი უნდა დამეწყო,მაგრამ გაბრაზებულმა ხმაურით მივხურე კარები.
-ვიკაა.-მანქანიდან გადმოვიდა ნიკა.-ვიკა ამ შუაღამისას აქ რა გინდა..
-თავი დამანებე, შენს გზაზე წადი.. -არ შევბრუნებულვარ სიარული განვაგრძე, წამომეწია და წინ დამიდგა.
-თბილისსში მივდივარ, გთხოვ ნუ ბავშვობ.. წამო წაგიყვან, გპირდები არ შეგაწუხებ,უბრალოდ არ მინდა აქ დაგტოვო მარტო. ღამეა და ათასი გზააბნეული დადის. -თავი გვერდძე გადაწია..-გთხოვ..
-კაი.-მოკლედ მოვუჭერი და მანქანაში ჩავჯექი, ღვედი შევიკარი და ხელში ნერვიულად ავათამაშე ტელეფონი... მოუთმენლობა დამემართა ერთი სული მქონდა როდის ჩავიდოდი თილისსში. საყვარელი კაცის ნომერი ავკრიფე და ზუმერს დაველოდე..
-მობილური ტელეფონი გათიშულია, ან გასულია მომსახურების ზონიდან.-ჯანდაბა , რატომ აქვს გათშული..
-ხომ მშვიდობაა.-გზას თვალი არ მოუშორებია ისე მკითხა ნიკამ.
-მშვიდობის გარდა ყველაფერია.. -გაღიზიანებულმა უხეშად ვუპასუხე..
-ვინმე გყავს?-ხმადაბლა მკითხა.. გაოცებულმა თავი მისკენ შევატრიალე..
-შენი საქმე რომ არაა თუ ხვდები?-თვალს არ ვაშორებდი. -ლაპარაკს მორჩი და მანქანა მართე.
-ვიკა მინდა მაპატიო...-შევაწყვეტინე.
-ღმერთო ჩემო.. გაჩუმდი!. გეყოს ნიკა!.-მოთმინების ფიალა ამევსო.. -რა უნდა გაპატიო ღალატი თუ ის რომ ჩემი დაქალის გარდა სხვა ქალი ვერ ნახე? რომელი ერთ გაპატიო??-ტონს ავუწიე.-ძალიან გთხოვ არ მაიძულო, ისეთი რაღაცეები გითხრა რისი თქმის სურვილიც არ მაქვს..
-ვიკა ოთხი წელი გავიდა, მე ნანუკას დავშრდი. რაც აეროპორტში გნახე, მის მერე სულ შენზე ვფიქრობ..
-არაკაცი ხარ. -მთელი ტანით მისკენ შევბრუნდი და რაც გულში ზიზღ მქონდა ამ ორ სიტყვას ამოვაყოლე.თბილისსში ისე ჩამოვედით ხმა აღარ ამოუღია. ბექას სახლთან გავაჩერებინე მანქანა..-მადლობა..-მოვალეობის მოხდის მიზნით ვუთხარი და მანქანიდან გადმოვედი. ეზო მოვათვალიერე, თვალებით მის მანქანას ვეძებდი. სწრაფად ავირბინე კიბეები და ნაცრისფერი კარების წინ შევჩერდი.ძალა მოვიკრიბე და ზარი დავრეკე. გავიგე ფეხის ხმა.
-შეხედ ეს ვინ მოსულაა..-ნასვამმა ავალიანმა გამიღო კარები.
-ბექა..-აცრემლებული თვალები შევანათე.
-შემოდი ვიკა, შემოდი.-სახლში შემიპატიჟა, მისაღბში ვულგარულად გამოწყობილი სოფი დამხვდა.
-მე წავალ.-მის დანახვაზე ხმა ამიკანკალდა, შევბრუნდი და ბექას დავეჯახე.
-რატომ ვიკაა. დარჩი.-სოფოს გამაღიზიანებელ ხმაზე თვალები დავხუჭე.
-გამატარე..-ბექას ავხედე.დაჯინებული მზერით მიყურებდა.
-რატომ მოხვედი. რისთვის მოხვედი ვიკა..-წელზე ხელი შემახო, მონატრებულ შეხებაზე ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე..
-აღარააქვს მნიშვნელობა.. ბექა გამიშვი..-მკაცრად ვუთხარი, ხელი შემიშვა და განზე გადგა. მისის სახლდან გამოვარდი და კარები ისე მოვიხე ლამის ჩამოვარდა.. ატირებული ჩავრბოდი კიბეებზე, ფეხი დამიცდა და მუხლებით დავვარდი.ბოლო წვეთი აღმოჩნდა!
-ჯანდაბააა. ჯანდაბაა.დავიღალეე რაა.-ავტირდი და მოაჯირს ორი ვეხლი შემოვხვია და თავი მკლავზე დავდე.. -აღარ შემიძლია, ღერთოო.


-ვიკა.-ავალიანის ხმის გაგონებაზე უარესად ავტირდი..უკნიდან მომეხუტა.-ჩემთან რატომ მოხვედი?-მის სუნს სამლის დამათრობელი სუნი უერთდეოდა და ორმაგად მათრობდა. გულ ამომჯდარი ვტიროდი და სათქმელს თას ვერ ვაბავდი. მიმიხუტა.
-გამიშვი..-სწრაფად წამოვდექი და გზისკენ გავიქეცი, არც უცდია გამოყოლა. გამიმართლა შემხვედრი ტაქსი გავაჩერე და სახლის მისამართი ვუთხარი.. კიბეები ავიარე..ტელეფონი ამოვიღე და კონტაქტებში გეგის ნომერი მოვძებნე, რამდენიმე ზუმერი გავიდა და მიპასუხა.
-მმმ..
-გეგი მე ვარ.
-ვიკა-წამებში გამოფხიზლდა.
-შენს კარებთან ვარ გამიღე.-ტელეფონი გავთიშე, კარები მალე გააღო და მაშინვე მოვეხვიე.
-ვიკა აქ რა გინდა? -სახლში შემიყვანა.-კრისტი სადაა?
-თელავში, გამოვიპარე. -სავარძელზე დავჯექი და ჩემ წინ მდგარ გეგას ავხედე. დაწვრილებით მოვუყევი რატომ მომიწია ამ შუა ღამისას ჩამოსვლა.-სახლში რომ შევედი სოფო დამხვდა იქ..
-რომელი სოფო?-გაუკვირდა.
-მაღალი..-ერთი სიტყვაც საკმარისი იყო მის აღსაწერად.-ორივე ნასვამი იყო. არ გავჩერებულვარ მაშინვე წამოვედი.. რატომ იყო სოფო იქ გეგა?-ანერვიულებულმა გავხედე.
-რატომ იქნებოდა შენი აზრით? -თვალები მოისრისა.-შეიძლება არც არაფერი მომხდარა და უბრალოდ სვამდნენ.. არ ვიცი ვიკა არ გინდა რომ პირდაპირ კითხო ბექას? -მუხზე ხელი დამადო, ნატკენი ადგილი საშინლად ამეწვა, მაგრამ არ შევიმჩნიე.-ხვალ დაელაპარაკე.. წამო ეხლა და დავიძინოთ, კრისტის ოთახში დაწექი შენ.. -თავი დავუქნიე, უკვე მეც მომრეოდა ძილი, თან დაღლილი ვიყავი მთელი ღამე სირბილში გავატარე.. შარვალი რომ გავიხადე, მუხლები გადახეხილი მქონდა.ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა..
-ქალი არ არსეობს რომელიც შენ შეგცვლის.. მთვრალსაც არ მინდება სხვა ქალი, ვიქტორია..-აქ წარმოვიდგინე როგორი ინტონაციით იტყოდა ჩემს სახელს.-ვიქტრორია, შენი სიყვარული საბოლოოდ დამღუპავს. -გავხსენი სმს და მეც მალე დავიწყე შეტყობინების წერა.
-აბა რას დაისვი ის სახლში..-მოუთმენლად დავიწყე ლოდინი.
-შენს სახლთან ვარ, სად ხარ?
-გეგასთან.
-10 წუთში მოვალ და ჩამოდი.-დავფიქრდი რა უნდა მიმეწერა..მალევე ავკრიფე სამი ასო „კაი“ და გავაგზავნე. ისევ ამოვიცვი ჩემი შარვალი და დაველოდე მის მოსვლას. დიდი დრო არ გასულა, ისევ დაიწრიპინა ჩემმა ტეეფონმა და სახლი ჩუმად დავტოვე.. დაბლა ნელა ჩავედი, ეზოში გასულს ბექა მანქანაზე მიყრდნობილი დამხვდა. მივუახლოვდი.
-ნასვამი რატომ დაჯექი.?-ჩუმად ვთქვი.
-ჩემთან რატომ მოხვედი?-არც მიუქცევია ყურადღება ჩემი კითხვისთვის.
-მაპატიე, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქროდი, მაპატიე რომ შენც ისევე დაგტანჯე როგორც საკუთარი თავი! მაპატიე..!-ვლაპარაკობდი და თვალებში ვერ ვუყურებდი, თავი ნელა ამაწევინა.
-ვიქტორია, მაპატიე რომ ვერ დაგიცავი.-დარდიანი თვალები შემომანათა. ღმერთო როგორ მიყვარდა ეს თვალები, მის ყურებაში შემეძლო საუკუნე გამეტარებინა, ვიძირებოდი მის შავ თვალებში. მიყვარს! მე ეს კაცი გაგიჟებამდე მიყვარს!

აბა რას იტყვით? მოგეწონათ ახალი თავი? ველი თქვენს შეფასებას ჩემო ძვირფასებო <3



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

მოგეწონაოოო? ძაან მაგარი იყო. ეგრე რაა შეარიგე დააწყნარე ეს გოგო. ნიკა რატომ გამოჩნდა ახლა მაგან უნდა უღუნოს ტვინი?

 


№2 სტუმარი asil

male dade ra shendegi

 


№3 სტუმარი სტუმარი ნათია

საოცრად კარგი თავი იყო. ❤მიხარია რომ ბოლოს დაბოლოს გადახარშა და დაბრუნდა ბექასთან ❤ საოცარი წყვილია.

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიკო

Auu ki da isic momwons ROM male deb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent