წარსულის კვალდაკვალ თავი 17
დემეტრე ბექაურის და ნიკუშა ბურდულის ნიშნობამ მთელი ქვეყანა მოიცვა.ყველა ამაზე ლაპარაკობდა,ყველგან ამაზე იწერებოდა.ყველას სურდა მოესმინა მათი სიყვარულის ისტორია,მაგრამ ისინი ჯიუტად არიდებდნენ თავს ყველას და დუმდნენ, რის გამოც ინტერესი სულ უფრო მატულობდა მათ მიმართ... ბედნიერებამ შემოაბიჯა მათ ოჯახებში.წლების შემდეგ პირველი ქორწილისთვის ემზადებოდნენ,თან ერთდროულად ორი მთავარი მამაკაცი ქორწინდებოდა.როგორც უკვე აღნიშნეს ყველაზე სასურველი სასიძოები. საზოგადოების ინტერესი მათ მიმართ ყოველთვის განსაკუთრებულად იყო მიმართული,მაგრამ ამჯერად უფრო გაასმაგდა... მალევე მოხდა ოჯახების გაცნობა და ერთმანეთთან დაახლოება.თუმცა უცხო ძირითადად ლიკას ოჯახი იყო,უფრო სწორად მას მხოლოდ დედა ჰყავდა.ობოლი ლიკა საკუთარი შვილივით მიიღეს.ყველა საქორწინო სამზადისში ჩაერთო.იგეგმებოდა ქორწილი და განიხილებოდა სხვადასხვა იდეები.მხოლოდ წყვილები იყვნენ ჩუმად,რადგან საბოლოოდ მაინც მათი ერთი სიტყვა წყვეტდა ყველაფერს.ახლა ისეთი პერიოდი იყო, სულაც არ უნდოდა რეზო ბექაურს დიდი ქორწილი, საფრთხე აქ უფრო რეალური იყო და ქორწილში ელოდა მტრისგან დარტყმას.დარწმუნებული იყო მას უკვე ეცოდინებოდა ეს ამბავი და გეგმებს აწყობდა ჩასაშლელად.მეორე მხარეს იდგა ის რომ მის მემკვიდრეს ცოლი მოჰყავდა და ეს სულაც არ იყო ისეთი რამე რომ დამალულიყო და ჩუმად აღენიშნა. ცალკე უფროსი თაობა აწყობდა გეგმებს და ცალკე ახალგაზრდები.ახლა ყველაზე მეტად იგრძნეს მამებმა შვილების დაუმორჩილებელი ხასიათი და ახალგაზდრული შემართება.თვითონაც ისეთები იყვნენ,რომ ბედნიერებისგან მიწას ფეხს ძლივს აკარებდნენ.დაფრინავდნენ სიხარულისგან. მორიგი შეკრება ჰქონდათ ბექაურებთან ქორწილის ამბების დასაგეგმად.ვახშმის შემდეგ ეზოში განმარტოვდნენ უფროსები და იქ განაგრძეს საუბარი.ქალები ჩაის მიირთმევდნენ,მამაკაცები ლუდს. -ზეზვა როგორ მიდის შენი საქმეები? -ქორწილამდე ფეხზე ვიდგები და კარგადაც ვიცეკვებ.-გაიღიმა არაბულმა და ცოლს ხელი მოხვია,-ეს რომ არ მყავდეს.ეს რომ არ მეხმარებოდეს და ასე არ მედგეს გვერდით რა მეშველებოდა ჰაა?? -არც არაფერი,უპატრონოდ იქნებოდი და ვინ იცის ახლა ცოცხალიც არ ყოფილიყავი.-უპასუხა მანაც. -ესეგი ამდენი წელი გავიდა,უკვე დავბერდით და ამას ენა მაინც ისეთივე მწარე დარჩა როგორიც ახალგაზრდობაში.-იხუმრა ზეზვამ.-ცოლო,ამ სიბერეში მაინც მომეფერე. -სულაც არ ვარ ბებერი,მე ჯერ ახლა ვიწყებ ცხოვრებას.ისევ ისეთი ლამაზი ვარ,როგორიც მაშინ.. -არა ვაღიარებ,რომ ასეა,მაგრამ ცოტა სიტკბო არ გაწყენდა.. -სიტკბოს ქმარი უნდა უნაწილებდეს.-ჩაერთო რეზო და ცოლ-ქმარს შორის მოსალოდნელი კამათის აცილება სცადა. -არ აკლია ეგეთი სითბო ამას. -სირცხვილია,რას ლაპარაკობ,-გვერდში უჩქმიტა კესომ -ხელიც როგორ გაგიმწარებია ქალო.არა რაა,რაც ამ ეტლს მივეჯაჭვე ამ ქალს ვეღარ ვცნობ.ვიცი მე რატოც..რეზო,იცოდე იმ შენი ყაზბეგის სასტუმროს დაცვის უფროსს,ერთხელაც იქნება და ტყვიას დავაჭედებ,ჩემს ცოლს რომ ეპრანჭება.. -რაა?მოიცა ეგ შენ საიდან იცი?-თვალები გაუფართოვა კესოს. -მე ყველაფერი ვიცი ჩემო ლამაზო. -ამიტომ ჩამოხვედი იმ დღეს ყაზბეგში,ეჭვიანობდი და ჩამომაკითხე,ახლა მივხვდი,მერე ის კაციც გაქრა ცოტა ხანს..მითხარი რომ არაფერი დაგიშავებია მისთვის? -კარგი რაა კესო,რა უნდა დამეშავებინა?არც კი მინახავს,მე შენთან ჩამოვედი მაშინ,იმიტომ რომ მთელი კვირა არ მენახე და ცოლი მომენატრა. -ახლა თქვენს ოჯახურ გარჩევებს უნდა ვუსმინოთ,თუ მოვილაპარაკოთ ქორწილის ამბებზე?-ჩაერია დათა. -მორჩა,ვჩუმდებით,-გაიცინა კესომ.-აბა სად გავჩერდით? -მოკლედ სტუმრების სიას ვადგენდით..ოოხ,რა ძნელი ყოფილა ეს ყველაფერი.. -შენი ქორწილის დაგეგმვა არ გაგჭირვებია რძალო,-გაეხუმრა დემეტრე. -მე არც დამიგეგმავს არაფერი მაშინ,ამ ვაჟბატონმა მოაწყო ყველაფერი.მე მხოლოდ საქორწინო კაბა და მეჯვარე ავარჩიე.. -ხოდა ახლა ცოტას კიდევ დაამატებ და ეგ არის რაა.-გაეპასუხა ქმარი.-ისე ვინ წარმოიდგენდა რომ უკვე მამამთილი ვხდები და ირაკლი კიდევ ჩემი მძახალი.არაა,უცანურია ცხოვრება რაა. -ჯერ სად ხარ?ეს დასაწყისია.არავინ იცის გოგოები რა სიუპრიზს მოგვიწყობენ და ვის მოგვიყვანენ სიძედ.-დაამატა უფროსმა ბექაურმა. -მართალია ნათლიაჩემი,იქნებ ესენი მაინც არ გაგვეპარონ.-გაიცინა დათამ. -ძნელი ყოფილა მშობლობა და მათზე დარდი.ახლა ვაფასებ მამაჩემო შენს ამაგს. -მშობლისთვის იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს,ხედავდეს ჯანმრთელ და ბედნიერ შვილს.სანაცვლოდ არაფერს არ ვითხოვთ,მხოლოდ იმას რომ ჩვენი სახელი არ შეარცხვინოთ.გვარი არავის დააწყევლინოთ და არავინ შეურაწყოს. -მგონი რომ თითოეულ ჩვენგანს ისეთი ცხოვრება გვაქვს გავლილი,ეგ არ გაგვიკეთებია და ღირსეულად გვაქვს ნაცხოვრები.-ჩაერთო გიორგი გიგაური.-ის რასაც სხვა არასწორად თვლიდა,მე ყოველთვის სწორად მიმაჩნდა,ხალხი ჭრელია,ყველას ვერ მოეწონები ბატონო დემეტრე.. -ჭრელია,მაგრამ ყველა ბოქლომს აქვს გასაღები და ისე უნდა მოიქცე,რომ მოერგო მათ ან ისინი მოგერგონ. -მიყვარს თქვენთან საუბარი და თქვენი ცხოვრებისეული შეგონებები მამა.-თბილი თვალებით შეხედა სოფომ მამამთილს,რომელსაც წლებია მამას ეძახდა.მასში მშობელს ხედავდა და ამიტომ,უდიდეს პატივს სცემდა კაცს,რომელმაც თავის სახლის და გულის კარი გაუღო.აგერ ამდენი წელი გავიდა და მათი ურთიერთობა ისეთივე იყო, როგორც მაშინ. ********** ახლაგაზრდები შიგნით ისხდნენ ნახევრად ღია ვერანდაზე და იქ მხიარულიბდნენ, იქ გეგმავდნენ ქორწილის ამბებს.შეყვარებული წყვილები ერთმანეთის გვერდით ისხდნენ ერთმანეთზე მიკრულები.გოგოები მიყოლებით ჩამწკრივებულიყვნენ,ცალკე იჯდა სოფო სავარძელში,მის პირდაპირ კი ბერდია.გიგაური ნაკლებად აქტიურობდა,ჩუმად იჯდა და რაღაცნაირად მოწყენილი იყო. არ გამორჩენია ეს დემეტრეს ან როგორ ვერ შეამჩნევდა?ამოუცნობი და იდუმალი წინათგრძნობა ჰქონდა ორივეს. -სოფო შენ რა ჩუმად ხარ.რა გჭირს? -არაფერი დემეტრე.უბრალოდ ცუდად ვარ..-უხალისოდ უპასუხა გოგომ -ხოდა მეც მაგას გეკითხები,მივხვდი რომ ცუდად ხარ.. -გუგა სად არის?ამ ბოლო დროს ახლოს აღარ გვეკარება და თავს არიდებს მსგავს შეხვედრებს? -საქმეები აქვს ნიკუშ,დაკავებულია,-მაინც ვერ გატყდა ბოლომდე გოგო. -საქმეები აქვს თუ იჩხუბეთ?-ახლა ბერდიამ ჰკითხა. -რა ხდება ბიჭებო?დაკითხვაზე ვარ?-შეუტია გოგომ.-არ შეიძლება არეცალოს ან ვიჩხუბოთ?ნუ ერევით ჩემს პირად ცხოვრებაში.ის რომ ჩემი ნათესავები ხართ,არ გაძლევთ უფლებას რომ აკონტროლოთ ჩვენი ურთიერთობა. -მართალია სოფო.დაანებეთ თავი.-დაიცვა ნინიამ. -თქვენს თავებს მიხედეთ,რა ენაღვლებათ ამათ,გაინაღდეს გოგოები და დიდ გულზე არიან. -ეს დიდ გულზე ყოფნას არ ნიშნავს თამარ.ჩვენ თქვენზე ვნერვიულობთ. -თქვენს ქორწილზე ინერვიულე აჯობებებს.ცეკვა გაქვთ სასწავლი,-ენა გამოუყო ორივეს ანამ. -აუუ,ეგ სულ დამავიწყდა.ნიკუშ რა გვეშველება?-დაიმანჭა დემეტრე. -არ მითხრა რომ ცეკვას არ აპირებ.იცოდე უარს ვიტყვი. -არა საყვარელო,გეფიცები ყველაფერს შეგისრულებ.აი იმ ჩოხასაც ჩავიცმევ,შენ რომ მოგეწონა და ცეკვასაც ვისწავლი.-მიიხუტა გულზე გვანცა. -შენც იმავეს იზავ გასაგებია? -აუ რას აიტეხეთ ეს ტრადიციული ქორწილი.-აშკარად არ უნდოდა ასეთი პომპეზურობა ბურდულს,მაგრამ სხვა გზა არ იყო -მოკლედ რადგან ყველაფერი თითქმის გარკვეულია,აბა გოგოებო ავიბარგეთ და წავედით,-თამარმა გვანცას ჩაავლო ხელი,ძმას გამოსტაცა და წასაყვანად წამოაყენა. -ეე,სად მიგყავს? -მალე სულ შენთან იქნება,დაგვაცადე.საქმე გვაქვს,ცოტა ჩვენც დაგვითმე მეგობარი. -ადექი,ლიკა,შენც წამოდი.გოგოებს შეკრება გვაქვს.-ანიშნა ანამ -ახლა ჭორაობის დროა არაა გოგოებო.-შეეპასუხა ნიკუშა. -საჭორაოდ არც მივდივართ.კაბებია ასარჩევი იდიოტო და ქალური საკითხები გავქვს გადასაწყვეტი.მარტო წვეულება ხომ არაა საქმე? -გამასწარი ეხლა თორემ გაგგლიჯავ ... -ნახვამდის ძამიკო..ენა გამოუყო ანამ. -ამას როგორ უძლებთ სახლში?-წაჰკბინა ბერდიამ. -მშვენივრად.-არც გოგომ დაუთმო. -გეყოთ, დაიკარგეთ ახლა აქედან...-სიტუაცია განმუხტა დემეტრემ,-თუ არადა დაგვიტოვეთ გოგოები.. -კარგი ხოო მივდივართ...წავედით.-ხელი გამოსდო სოფომ მომავალ რძლებს და ოთახიდან ერთმანეთის მიყოლებით გავიდნენ... თამარმა კარი მიხურა,საგულდაგულოდ გადაკეტა და გოგოებს მოავლო თვალი. -აკი კაბის ასარჩევად მივდივართო?-იკითხა ლიკამ -ეგ ხვალ.დღეს კი სხვა საკითხი უნდა გადავწყვიტოთ.წინასაქორწინო წვეულება უნდა მოვაწყოთ. -არა თამარ,დემეტრემ რომ გაიგოს გაგიჟდება. -შენ მართლა გგონია რომ ანგელოზები არიან და ისინი არ წავლენ სადმე გასართობად? -სადმე სად? -აუ რა გულუბრყვილო ხარ ლიკაა.აშკარად უნდა გაგატაროთ მასტეკლასები,რომ ჩვენი ოჯახის ქალებს დაემსგავსო.-დაარიგა ანამ -მოკლედ წვეულებას ვგეგმავთ ხო?მხოლოდ ჩვენ. -აბა რაა ნინია,ვერთობით ბოლომდე.. -სოფო შენც აყევი ამათ?შენ რა დაგემართა?-გაკვირვებულმა შეხედა გვანცამ. -მე ამათზე უარესი ვარ ხანდახან.ასე რომ ამჯერად ჩვენ დაგვითმე კარგი?საუკეთესო დაქალი მითხოვდება და „ძევუშნიკის“ გარეშე არ გავათხოვებ,-აკისკისდა სოფო და მოეხვია. -სად ავღნიშნავთ და როგორ?-იკითხა ლიკამ -მოვიფიქრებთ რამეს.დრო გვაქვს. -ოღონდ სტრიპტიზიორი მამაკაცები და მსგავსი უხამსობები არ დამანახო თამარ. -ოოო,ეგ არაა ურიგო აზრი,ბოლო ბოლო ამდენი გასათხოვარი და ჯანმრთელი ქალი ვართ აგერ,მაგრამ ჩემი ძმა ცოცხლად გამატყავებს ეს რომ გაიგოს,ამიტომ ეს აზრი თავიდანვე გამოვრიცხოთ... -მოკლედ ამას ნინია და მე მივხედავთ,ბოლოსდაბოლოს იდეების ორგანიზატორები ჩვენ ვართ. ხვალ კაბებზე წავალთ,მერე კი დანარჩენი რაღაცეებისთვის. -აბა ვიშლებით?-იკითა ლიკამ -ვიშლებით და ყველაფერს საიდუმლოდ ვინახავთ. -მაშინ წავედი მე ნიკუშასთან,უკვე მომენატრაა.-წამოხტა ლიკა. -ეს სულ გაგიჟდა.-გადაიხარხარა ბექაურმა,-რძალო შენც ასე არ გაათამამო ჩემი ძმაო უნდა ეთქვა,მაგრამ გვიანი იყო გვანცაც უკან მიჰყვებოდა ლიკას შეყვარებულის სანახავად... ********** ახალი სამუშაო კვირა დაიწყო.თამარი დილიდანვე გამოცხადდა სამსახურში. ასისტენტმა ყველა საჭირო საბუთი მზად დაახვედრა,ერთი ჭიქა ყავაც მიართვა და მარტო დატოვა.ყველაფერს გადახედა.ახალი ბარის დიზაინში საბოლოო შტრიხები შეიტანა,კმაყოფილი დარჩა.ტელეფონის ზარმა რომ შეაწუხა,სწორედ მაშინ მოწყდა საქმეს. დუდა შენგელიას ნომერი ამოიცნო და ისე სწრაფად უპასუხა,თვითონაც კი გაუკვირდა ასე როგორ ამვმჩატდიო. თბილი მოკითხვების შემდეგ ბიჭმა შეახსენა რომ დღეს სამუშაო ადგილზე უნდა შეხვედროდნენ და საბოლოო დიზაინი განეხილათ.იმასაც დაჰპირდა მე გამოგივლი და წამოგიყვანო,უარი არ უთქვამს ბექაურს.პირიქით კმაყოფილი დარჩა.რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო ემატებოდა ფორიაქი.საკუთარ თავს ვერ აკონტროლებდა და ძალიან უჭირდა ამის ხმამაღლა აღიარება... მალე დუდას მანქანაში იჯდა და ბარისკენ მიდიოდნენ. საუბრით ირთობდნენ თავს,როცა ბიჭის მობილურმა დარეკა. -გისმენ ლევან..კარგად,შენ?..ბარში მივდივარ..რა საკითხები?ოც წუთში ვიქნები და იქ მოდი...რა ხმა გაქვს?ხოხმ კარგად ხარ..კარგი იქ მითხარი..დროებით. ბიჭმა ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და თამარს შეხედა,რომელიც ისეთი სახით უყურებდა თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა. -რატომ მაქვს ისეთი შერძნება რომ რაღაცის თქმა გინდა და ვერ ბედავ.. -არა,როგორ ვერ ვბედავ უბრალოდ არ ვიცი როგორ გკითხო. -პირდაპირ. -ძალიან უყვარს ხომ ნინია შენს მეგობარს? -ამაზე მეტად ალბათ შეუძლებელია.. -ეს ჩერჩეტი კიდევ როგორ აბრაზებს...ვერ ხვდება რომ საკუთარ ბედნიერებაზე უარს ამბობს.იქნებ ხელი შევუწყოთ ჰაა?-ეშმაკურად აათამაშა წარბები თამარმა. -რას აკეთებ?ვის ურეკავ? -დამაცადე.მეორე მხარეს რომ უპასუხეს ხმა გაიმკაცრა და ნინიას მიმართა:-ახლავე ადგები ქალბატონო არაბულო,ლამაზად ჩაიცმევ და სამსახურში გამოცხადდები.მომბეზრდა უკვე შენი დეპრესია და ამბები,დროა საქმეს დაუბრუნდე.მისამართ მოგწერ და იქ მოხვალ...ნინია-მეთქი...არ მაინტერესებს მიზეზები...ნუ მაფიქრებინებ რომ ნინია არაბული სიყვარულმა გატეხა და დაამარცხა.. სასურველი პასუხის მოსმენის შდეგ,ტელეფონი გათიშა,მისამართი შეტყობინების სახით გაუგზავნა და კმაყოფილი გაიჭიმა სკამზე.. -რა გააკეთე ახლა? -რა და იქნებ ერთად რომ იმუშავებენ რამეს დააყენონ საშველი.მომბეზრდა ამ გოგოს ჯიუტობა.. -რატომ გჯერა ჩვენი? -არ ვიცი..უბრალოდ მჯერა და რა ვქნა?არ ვარ ადვილად მიმნდობი ადამიანი,არც დიდი ფსიქოლოგი ვარ მათ ამოცნობაში,მაგრამ ჩემს გულს ვენდობი და მჯერა რომ ის არ მომატყებს,არ შეცდება... -მაგ გულში ჩემი ადგილი თუ არის?-უცებ ჰკითხა ბიჭმა,გოგო შეცბა,მაგრამ დაუფიქრებლად უპასუხა ის რისი მოსმენაც ალბათ ორივეს უნდოდა.. ********** სამსახურთან შეგუება და მუდმივად კლასიკურ ფორმაში სიარული გაუჭირდა ქისტაურს.თავისუფალი სტილის და თავისუფლების მოყვარულს თითქოს ახრჩობდა შარვალ-კოსტუმი და ჰალსტუხი,მაგრამ ასე იყო საჭირო.მზად იყო მოეთმინა და აეტანა.რადგან ეს მისი ახალი ცხოვრების დასაწყისი იყო... მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა,საბუთები და ტელეფონი აიღო და გადასვლას აპირებდა,როცა მის გვერდით სხვა მანქანა გაჩერდა და მასში მაშინვე ამოიცნო საყვარელი ქალი.ნინიას თვალები მისას შეეჩეხა და გული გაუჩერა.ისეთი ლამაზი ეჩვენა,სხვანაირად ლამაზი.ალბათ იმიტომ რომ მონატრებული თვალები სულ სხვაა,სხვანაირად ბრწყინავს... გოგომ სწრაფად აარიდა თვალი,ჩანთას დასწვდა და მანქანიდან გადავიდა.გაქცევა უნდოდა,მაგრამ ლევანი უფრო მოხერხებული აღმოჩნდა,გოგომ კარის ნორმალურად მიხურვაც ვერ მოასწრო,ბიჭი მის წინ იდგა,ორივე ხელით გადაუღობა წასასვლელი გზა და მკლავებში მოიქცია. -სად გარბიხარ?-ეშმაკურად ჰკითხა ბიჭმა. -იქ სადაც შენ არ იქნები.. -ასეთი ადგილი არ არსებობს.სადაც არ უნდა წახვიდე ყველან გამოგყვები.ყველგან მოგძებნი ნინია არაბულო.დაიმახსოვრე ეს რომ ჩემი ხარ... -შენი არ ვარ..-გაჯიუტდა გოგო -კი ჩემი ხარ,შენც,შენი გულიც,გონებაც ჩემია,ისევე როგორც მე ვარ შენი და ნუ ჯიუტობ,დამღალე უკვე... -ასე მალე დაიღალე? -დავიღალე,კიი დავიღალე ყველაფრისგან.დავიღალე საყვარელი ადამიანების დაკარგვით,უნდობლობით,ამდენი ბრძოლით.. -მერედა რატომ იბრძვი?იქნებ ამაოა ეს ყველაფერი?ხომ იცი რომ ერთად ვერ ვიქნებით!? -ჯანდაბა,-მანქანას ხელი დაარტყა ქისტაურმა.-როგორ ვერ ვიქნებით?ვიქნებით,თუ შენ ჩემსას დაიჯერებ. -კარგი დავიჯერებ,მაგრამ როგორ დავივიწყო რომ შენ ჩემი ძმის მოკვლა გინდოდა და მასთან მტრობა გაკავშირებს?როგორ დავივწყო ის რომ ერთმანეთის მტრები ხართ და მე რომ შენთან ვიყო ერთ-ერთი უნდა დავთმო.როგორ?ცრემლი მოადგა გოგოს. -აი ამას დაუჯერე,მისი ხელი აიღო ქისტაურმა და მკერდზე მიიდო.-ეს გული შენტვის ფეთქავს ნინია არაბულო,კარგად დაიმახსოვრე ეს.. ************ ოპერაცია დაასრულა და საოპერაციოდან ბედნიერი გამოვიდა.არც ისეთი რთული იყო ყველაფერი,მითუმეტეს მისთვის,მაგრამ მაინც ინერვიულა. აპარატიდან ყავა ჩამოისხა და საორდინატოროსკენ წავიდა.თვალებს არ დაუჯერა როცა კართან ატუზული გუგა დაინახა.ბიჭმაც შეამჩნია და დამალვა აღარ გამოუვიდა.გამბედაობა მოიკრიბა და მიუახლოვდა. -გამარჯობა სოფო,როგორ ხარ?-ღიმილით მოიკითხა ბიჭმა და გადაკოცნა.გოგო დაიბნა,გუგა ისე იქცეოდა ვითომ არაფერი მომხდარიყო -კარგად,შენ როგორ ხარ? -მეც.არამიშავს,დრო გაქვს?დავილაპარაკოთ? -დაახლოებით ერთი საათი მაქვს შესვენება,ჩემს კაბინეტში შევიდეთ. -უკვე შენი კაბინეტი გაქვს?ძალიან კარგია და მიხარია შენი წარმატება. -გიხარია?მიკვირს.ამას ისე მეუბნები როგორც უბრალო კეთილისმსურველი თუ როგორც შეყვარებულს გაუხარდებოდა საყვარელი ქალის წარმატება? -ორივე..მეორე უფრო.. -მართლა?რამდენიმე დღის უკან ასე არ ფიქრობდი.ახლა რა შეიცვალა?-ეჭვით შეხედა გოგომ -დავფიქრდი და მივხვდი რომ ჩემთვის იმაზე მეტს ნიშნავ,ვიდრე მეგონა. - გუგა უარესად უნდა მომიკლა გული? -რას გულისხმობ? -ვერ ხვდები?მაშინ როცა მე ასე განვიცდიდი და ვიტანჯებოდი ჩვენი ჩხუბის და დაშორების გამო,შენ რესტორანში იჯექი თუ ბარში ქალთან და მგობრებთან ერთად,რომლებსაც მე არ ვიცნობდი და სულაც არ გეტყობოდა რომ ამას განიცდიდი და დარდობდი.როგორ შეძელი?მითხარი გიშველა ამან?დაგავიწყა ჩემი თავი? -მოიცა შენ რა დამინახე იქ იყავი?-თამაში დაიწყო გუგამ -არა არ ვიყავი,-მოიტყუა სოფომაც.-მითხრეს...რა დამალავს ასეთ ამბებს,ხომ იცი რა პატარაა თბილისი. -კარგი მოდი დავივიწყოთ ყველაფერი.-თავის არიდება სცადა გუგამ. -ჩემს კითხვაზე არ გიპასუხია.იპოვე იმ ქალებში ის რასაც ელოდი?მიპოვე მე?დაგავიწყეს ჩემი თავი? -სიმართლე გითხრა ვერა,შენ სხვანაირი ხარ.სხვა ხარ..ამაოა ყველაფერი, სხვაგან ძებნა და წასვლა,მაინც ყველაგან შენ ხარ. -მიჭირს ისევ შენი სიტყვების დაჯერება...აი ხომ არაფერი მომხდარა.უბრალო გაუგებრობა და კამათი იყო,რა მოხდა მერე?ვის არ უჩხუბია?მაგრამ იმან გამანადგურა რომ ასეთი უბრალო რამის გამო სხვასთან,სხვაგან გაიქეცი ნუგეშის საცემად.. -მოდი დავივწყოთ ყველაფერი.მესმის შენი.ძნელია,მაგრამ არა შეუძლებელი. მოდი თავიდან დავიწყოთ,ერთი შანსი მომეცი,თუნდაც საბოლოო.გპირდები თუ ისევ ვერ გავუგებთ ერთმანეთს თვითონ წავალ.. -კარგი,იყოს ასე.-მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ უთხრა სოფომ.-მოგცემ ერთ შანსს,შენც და საკუთარ თავსაც უკანასკნელად. -მადლობა ჩემო ძვირფასო,ჩემო ლამაზო,ჩემი პატარა..-კომპლიმენტებად დაიღვარა გუგა,მისი ხელი ხელში მოიქცია და რამდენჯერმე აკოცა.გოგოს აქამდე თუ ძალიან სიამოვნებდა ეს,ახლა საშინლად არ მოეწონა,ყალბი ეჩვენა,თვითონაც არ იცოდა რატომ დასთანხმდა მის შემოთავაზებას. მთელი დღე ფიქრობდა ამაზე,როგორც კი მარტო დარჩა.რაღაც იდუმალი ხმა კარნახობდა რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა. -იმედია არ ვინანებ და შეცდომას არ ვუშვებ,- ჩაილაპარაკა თავისთვის და საოპერაციოში შეაბიჯა.მერე სრულიად გაითიშა,რობოტივით გახდა უგრძნობი და ცივსისხლიანი,იქამდე სანამ არ გააცნობიერა,რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა... *********** ნინიას ძალიან გაუკვირდა,დუდა შენგელიამ ქისტაურს რომ შეატოვა მისი თავი,უფრო უარესი დაემართა როცა ისიც გაიგო,რომ ლევანი იქნებოდა ბარის მმართველი და გოგოს მასთან უშუალო კავშირი ექნებოდა.რეკლამირებას ხომ მისი კომპანია აპირებდა. მთელი დღე ებღვირებოდა და ეუხეშებოდა ლევანს.ხან რა დაუწუნა მის იდეას,ხან რა,არადა რეალურად მისი დიზაინი და იდეები ბევრად ჯობდა არაბულისას.ჯერ უთმენდა ლევანი,მერე მასაც მობეზრდა და გოგოს თამაშში აჰყვა,აბა სხვა ვერაფერი დაარქვა ამ ყველაფერს.კამათობდნენ ყველაფერზე,ელემენტარულზეც კიი.ბოლოს ლევანმა აჯობა ჭკუით.რაც მოეწონებოდა და უნდოდა იმის საპირისპიროს ამბობდა,იცოდა გოგო აუცილებლად ჯიბრში ჩაუდგებოდა და საწინააღმდეგოს იტყოდა.ასე შეარჩია მისთვის მოსაწონი ავეჯი და ფერი,მათი დარბაზში განაწილების სქემა.ფარდების და კედლების ფერი.... და აი მაშინ როცა ნინია გამარჯვებას ზეიმობდა გულში და ფიქრობდა ლევანს საბოლოოდ ვაჯობეო,რატომღაც არ ესიამოვნა.ბიჭს გადახედა იფიქრა შევიცოდებო,მაგრამ პირიქით იყო, ისკმაყოფილი იჯდა და დუდას დღის შედეგებს აცნობდა.მაშინ დაარტყა ტვინში და გაიაზრა რაც მოხდა და კივილით მიეჭრა შენგელიას. -არა,მე ასე მუშაობა არ შემიძლია.-მათ წინ მაგიდას დაეყრდნო ხელებით. -ასე როგორ?-მშვიდად ჰკითხა დუდამ,უკვე შეესწავლა მისი გადარეული ხასიათი, მითუმეტეს თამარიც უყვებოდა. -აირჩიე! ან ის ან მე. -ორივე.-გაიღიმა დუდამ -ხომ არ გეჩვენება რომ ზედმეტი მოგდის?ეს ჩემი მეგობარია და როგორ ფიქრობ არჩევანის წინაშე რომ აყენენ ვის აირჩევს?-გადაიხარხარა ლევანმა.ნინია მიწაზე დაეშვა,აი საიდან მოიტანა რომ დუდა მას აირჩევდა თვითონაც არ იცოდა.. -მე სამსახურზე გეუბნები და არა მის მეგობრობაზე.ამის გამო არ გაყენებ არჩევანის წინაშე.. -მე მაინც ორივეს გირჩევთ.ორივე მჭირდებით როგორც მეგობრები და როგორც თანამშრომლები.თან თქვენი ასეთი სიჯიუტე და კამათი უკეთესია ჩემთვის.იმიტომ რომ ამ ყველაფრის შედეგად მივიღე ეს საოცრება,რაც ახლა დღეს აქ დაგეგმეთ და გააკეთეთ. -აბა რაა,ასეც უნდა იყოს.კამათში იბადება ჭეშმარიტება-კმაყოფილმა ჩაიცინა ქისტაურმა. -კი მაგრამ...ნინიამ ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა.უღონოდ ჩამოყარა ხელები,სკამზე დაეშვა და სასმლით სავსე ჭიქას დასწვდა. -რას აკეთებ?-ბოლომდე რომ გამოცალა და მეორე დაისხა ჰკითხა თამარმა,რომელიც იმ წუთას წამოადგა თავზე.მკაცრი სახით დაჰყურებდა,ნინია კი შველის თვალებით შეჰყურებდა ქვემოდან. -დავიღალე და დამღლელი და დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ ცოტა მოდუნება არ მაწყენდა,-გაიმართლა თავი. -მოსადუნებელი საშუალება შენს გვერდით ზის. -რააა?-სასმელი გადასცდა არაბულს და ხველა აუტყდა.ბიჭებმა სიცილი ატეხეს. -მე მიკეთებ ამას? -თვითონ უკეთებ საკუთარ თავს.ხშირად თვითონ ვაზარალებთ თავებს,სხვებს ტყუილად ვერჩით. -აი ეს უკვე მესმის.მოკავშირეც გამომიჩნდა,დაარტყი ხელი.-კამყოფილმა გაუწოდა ქისტაურმა ბექაურს ხელი და ერთმანეთს ჩარტყეს. -ვერ გავიგე რა გინდათ?ჩემს წინააღმდეგ გაერთიანდით?დუდა მიშველე,შენ მაინც თქვი რამე.. -ამ შემთხვევაში მათ ვეთანხმები,თან ჩემი მეგობრის ბედნიერება მინდა, შესაბამისად მათ მხარეს ვარ. -აჰ,ესეგი ასე ხომ?დამაცადეთ თქვენ,ახლა ნახავთ ნინია არაბულის ჭეშმარიტ სახეს.-გოგომ ის ჭიქაც გამოცალა.აშკარად მაგარი იყო,მისთვისაც კი,სახეზე წამოაწითლა.-ნეტავ სოფო მაინც იყოს აქ,ან თორნიკე,ისინი მაინც დაიჭერდნენ ჩემ მხარეს. -მეტრეველი ნამდვილად დაიჭერდა შენ მხარეს,იმიტომ რომ სულ ასე იყო, ყოველთვის ჩემს საწინააღმდეგოდ მიდიოდა.-გაეცინა ლევანს. -ხო,მართლა სად არის ახლა?საღამოს ხომ უნდა მოსულიყო?დაცვის სისტემის ამბები უნდა მოეგვარებინა.-ჰკითხა დუდამ მეგობარს. -არ ვიცი,რას გაუგებ მაგას?ისე ჯერ არ დაუწყია მუშაობა და უკვე აცდენს სამსახურს.ხელფასიდან დავუქვითავ,,-გაიცინა ბიჭმა. -ასეთი მკაცრი უფროსიც ნუ იქნები,ნუ გამიქცევ თანამშრომლებს,-აჰყვა დუდა. -ამას მეტი მაინც არაფერი შეუძლია,თავისი ბოღმის სხვებზე ამოფრქვევა.-ჩაილაპარაკა ნინიამ,მაგრამ ლევანმა მაინც გაუგო.. -აქ რაღაც მოხდება,-გადაულაპარაკა თამარმა შენგელიას,როგორც კი ქისტაურის აჭრილი სახე დააფიქსირა.-წავედით. -მოიცადეთ,სად მიდიხართ?ამასთან მარტო მტოვებთ?-პრეტენზია გამოთქვა გოგომ,მაგრამ გვიანი იყო,ქისტაურთან მარტო იყო.წამოდგომა და წასვლა დაააპირა,ბიჭმა იყოჩაღა,ხელით სავარძელშკ დააბრუნა,სახელურებს დაეყრდნო და ზემოდან დააცქერდა გოგოს,ყველა წასასვლელი გზა მოუჭრა. -შენ მართალი ხარ,ვერ შეგედავები,ბოღმა ნამდვილად მახრჩობს,რაც დრო გადის სულ უფრო მიჭერს და თავის მარწუხების ქვეშ მაქცევს.მკლავს ეს შეგრძნება, იმიტომ რომ უდანაშაულო მშობლები დამიხოცეს.მათი მკვლელი კი არ დასჯილა.მკლავს ეს ბოღმა,რომელიც საკუთარი თავის მიმართ მაქვს რადგან ხელ-ფეხი მაქვს შეკრული,რაც უფრო ვიძიებ ამ საქმეს მით უფრო გაურკვევლობაში ვექცევი.ადამიანები რომლებიც დამნაშავეები მეგონა,შესაძლოა უდანაშაულოები იყვნენ და ამდენი წელი არასწორ კვალზე ვიდექი.მტკიცედ მჯეროდა რომ მართალი ვიყავი.ახლა კი,ერთმა არაჩვეულებრივმა ადამიანმა დამანხა რომ შეიძლება ვცდებოდე,ეჭვი შემატანინა ყველაფერში.ჩემს გონებაში და გულში შემოიჭრა,სრულიად ამირია გეგმებიც და მეც ამრია,ისე რომ ყველაფერზე უარის თქმა შემიძლია.დიახ ნინია,მკლავს და მანადგურებს შიგნიდან ეს ყველაფერი და ამასთან ერთად ისიც რომ შენ ჩემი არ გჯერა.-ქისტაურმა ბოლომდე ამოხეთქა რაც აწამებდა და შიგნიდან ჭამდა. -შენ მართლა ყველაფერზე უარის თქმა შეგიძლია?-ამოიკნავლა გოგომ და შველის თვალებით ამოხედა. -შენს გამო ნინია,შენი ლამაზი თვალების გამო,შენი ერთი შემოხედვის გამო,გაღიმების სანაცვლოდ,სიცოცხლის დათმობაც კი შემიძლია. -მეე არ მეგონა ასე ძლიერ თუ....გოგომ თავი ჩაღუნა და სათქმელი ბოლომე ვერ დაასრულა. -იყოს ისე როგორც შენ გინდა..მე დაგპირდი რომ არ შეგაწუხებდი.არც რამეს მოგთხოვდი.შენ უნდა გადაწყვიტო ყველაფერი.არ შეგეხვეწები,არც დაგირეკავ ზედმეტად და არც გნახავ.რადგან მე რაც უფრო მეტად შეგაწუხებ,მით უფრო გაიქცევი შენ ჩემგან,არც ხვეწნა მიყვარს,რადგან სადაც სიყვარულია იქ არც სიამაყეა და არც თავის დაფასება.-დანანებით ჩაილაპარაკა ლევანმა და ხელი აუშვა,წელში გაიმართა.-მხოლოდ სამსახური დაგვაკავსორებს ამიერიდან. -მაპატიე,თუ უნებურად რამე გაწყენინე.ეს ნამდვილად არ მინდოდა და არც ჩემს გეგმებში შედიოდა.მაგრამ გამიგე მეც.არ შემიძლია,ვერ ვიტყვი ასე უცებ უარს ჩემს ოჯახზე და ამ ყველაფერზე. -როგორც შენ გინდა.მე გითხარი დაგელოდები-თქო.თუნდაც მთელი ცხოვრება რომ მომიწიოს ლოდინი.იმასაც გავიგებ თუ უარს იტყვი.მაგრამ ერთ რამეში არასოდეს შეგეპაროს ეჭვი.შენ ერთადერთი ქალი ხარ, ვინც ამ გულში შემოაღწია და სხვა არავინ აღარ იქნება.-მის ხმაში ტკივილი იგრძნო გოგომ.გული ეტკინა მასაც.მართლაც და რა იქნებოდა რომ სიამაყე დაეთმო და ახლა მისულიყო მასთან,ჩახუტებოდა და ეთქვა ის რასაც გრძნობდა.სანაცვლოდ გაჩუმდა და ხმა არ ამოიღო.ცრემლები მოადგა თვალებზე და ნელ-ნელა ლოყებზე დაეშვა.. სულ გადაირია ლევანი რომ მობრუნდა დასამშვიდობებლად და ეს დაინახა.დაივიწყა ცოტა ხნის უკან მიცემული პირობა,რომ არ მოგეკარები და არ მოგიახლივდებიო,წამში დაფარა მათ შორის არსებული მანძილი და ხელებში მოიქცია გოგო.ისე ძლიერად იხუტებდა,რომ შეეშინდა არაფერი დაეშავებინა... -მე შენ ეს ხელი ჩაგკიდე ნინია არაბულო,ამ გულში შემოგიშვი და არასოდეს გაგიშვებ.შენი სიამაყე არ არის ჩემზე მნიშვნელოვანი!მნიშვნელივანი ჩვენი გრძნობებია და ვიცი ამასაც გადავლახავთ..-ჩასჩურჩულა ბიჭმა ყურში,სანამ გოგო რამეს მოიფიქრებდა,მისი სურნელი შეისუნთქა.მერე ხელი გაუშვა და მარტო დატოვა.როგორც არ უნდა ძნელი ყოფილიყო წასვლა,ახლა ეს მნიშვნელოვანი იყო,უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც.. ************ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.