შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სტუმრობა საიქიოს თავი VII (ათანასე უკვდავს ნიშნავს)


13-10-2018, 23:32
ავტორი park_soo_byung
ნანახია 971

- დილამშვიდობისა ლილიან! -მისმა ღიმილმა გაახალისა ჩემი დღე, გავიწიე და შემოვატარე ის.
- რა ქარმა გადმოგაგდო? - მისაღებ ოთახში შეაბიჯა მან და ედუარდის მოპირდაპირედ ჩამოჯდა, ედმა მზერა აარიდა.
- ნუ ლილიან რა ქარმა და, რაღაც განსხვავებულ სურნელს ვგრძნობ ამ ბოლო დროს შენს სიახლოვეს, არმომწონს რაღაც ეს სიტუაცია, რაღაც ხდება და ვერ დავადგინე რა.- ის უცნაურად ჭიკჭიკებდა, რას უნდა გულისხმობდეს უცხო სურნელში, ნამდვილად ვერ გამიგია.
- ათანასე, დროთა განმავლობაში უფრო გაურკვევლად საუბრობ, განმანათლე აბა! - ბიჭმა ჩემს თეფშზე ერთი ნაჭერი გადმოიღო და დანა ზედ დაუსვა, ფრთხილად დაარჭო ზედ ჩანგალი და პირისკებ წაიღო, მაგრამ ჭამის ნაცვლად დაყნოსა და მისი ქილიდან რაღაც, ან შესაძლოა ცხოველის სისხლი მოწრუპა, ის ხომ გაიძახის ვეგეტარიანელი ვარო. უსიამოვნოდ დამბურძგლა ამის წაროდგენაზე, მაგრამ ამავდროულად გამეღიმა მის უცნაურ საქციელზე.
- ძვირფასო ლილიან, რას ვგულისხმობ და შენს ირგვლივ ვიღაც ახალი პიროვნება ტრიალებს, ვიღაც დიდი ძალების მქონე.- მან ისევ დაყნოსა და მოწრუპა ქილიდან სითხე, ედუარდი წამოდგა.
- ამის სულელობებს ვერ ვუყურებ! წავედი! - პირსახოცი სახეზე შემომაფინა და წავიდა, ასეთი ხეპრე რა შეჰქმნეს?
- ახ რაუნდა მას, შეუძლია ის ჭამოს რაც სურს მე კიდევ ასეთად გარდავიქმენი, ჩემი ორგანიზმი სისხლის გარდა ვერაფერს იღებს, მეკიდევ ადამიანობა მომენატრა. - თავი დახარა, შეყოვნდა შემდეგ კი დანა ჩანგალი მაგიდაზე დაალაგა.
- შენი ვამპირად ქცევის შემდეგ გაწყვიტეთ ერთმანეთთან ურთიერთობა არა? - მე სუფთა თეფში მოვიტანე და ათანასეს გვერდით ჩამოვჯექი.
- დიახ, მაშინ იმდენად ვიყავი შეშინებული და მომშიებული, გამიჭირდა ადაპტაცია, ამ ყველაფერთან შეგუება. გავიქეცი, რამოდენიმე სოფელი ავაწიოკე, არმინდა წარსული გავიხსენო, თუ რამდენი ადამიანი ემსხვერპლა სახეცვლილ ათანასეს. ყველაფერი ცუდად იყო, მანამ სანამ ტყედ მიმავალს მონადირე ვამპირებს არ გადავეყარე, რომლებმაც ცხოველით ნადირობა და გამოკვებვა მასწავლეს, დღემდე ცხოველის სისხლით ვიკვებები და ლინზებს ვატარებ რათა, ადამიანებმა განსხვავებულად არ ჩამთვალონ თვალის ფერით, როცა ეკლესიაში შევაბიჯებ სალოცავად. - მე თავი დავუქნიე იმის მისანიშნებლად რომ მესმის მისი.- საოცარი გრძნობაა შენს ვენებში მოჩქეფარე სისქლის დანახვა და შეგრძნება, განსხვავებული სისხლის რომელიც ერთადერთხელ შემხვდა, და რომელ საუკუნეში აღარ მახსოვს.- აიქნია ხელი და ისევ თეფშს მიუბრუნდა, ისევ იგივე გაიმეორა.
- როგორ ფიქრობ რა მოტივით დამიახლოვდა ედუარდი?- ის ფიქრს არ აპირებდა.
- ალბათ გამოგიყენოს უნდა... ან შენით მოიხიბლა, ნუ მეც მოვიხიბლე შენი ეშხით და რა ვიცი აბა...- ცალყბად გაიღიმა მან.
- რა გაუგებარი პიროვნება ხარ...- თავი ხელებში ჩავრგე და ამოვიფრუტუნე.
- უფრო მეტს მოგიყვები ჩემს ცხოვრებაზე თუ გაინტერესებს რათქმაუნდა.- პასუხის მომლოდინემ თმა გადაიწია და მისი დაზიანებული თვალი გამოჩნდა, დამბურძგლა.
- როგორც გინდა, მე კარგი მსმენელი ვარ.- ავწიე თავი და ხელს დავეყრდენი, რათა უფრო დავმსგავსებოდი საუკეთესო მსმენელს.
- 1513 წლის 28 თებერვალს დაიბადა პატარა ათანასე, მას კარგი ცხოვრება ჰქონდა მანამ სანამ, 1527 წელს მეფის ჯალათებმა არ მოინდომეს მისით თამაში, 14 წლის ასაკში სასტიკად მაწამეს მხოლოდ იმის გამო რომ მამაჩემმა მათ დაკისრებული გადასახადი არ გადაუხადა, მე ვცხოვრობდი ახლანდელი პორტუგალიის ქალაქ ლისაბონის ტერიტორიაზე. ყველაფერი ამ ინციდენტმა შეცვალა, მათ მე დამაბრმავეს, დანით მოყენებულმა ჭრილობამ ნაწილობრივ კანის გარდა თვალიც დააზიანა, ბუნდოვნად ვხედავდი და ვამპირად ქცევის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ახალა ის უნიკალური შესაძლებლობების მქონე გახდა და მე შემიძლია მისი დახმარებით ადამიანის სულის განჭვრეტა. - საოცარი იყო მისი ისტორია, მაგრამ კითხვები ამოტივტივდა.
- განჭვრეტა როგორ? - მან ნიკაპი მოისრისა.
- როგორ აგიხსნა ძვირფასო?! აი იცი როგორი რამაა? როცა მე თვალებში ჩავხედავ ვინმეს მე ვხედავ მის გრძნობებს, ყველაფერს რასაც განიცდის, რაზე ოცნებობს და რა წარსული გააჩნია.- მან წამოდგა და კარადას მიუახლოვდა, იქედან ღვინის ჭიქა გამოიღო და მაგიდას დაუბრუნდა, ქილიდან ჭიქაში გადმოასხა სითხე და შეანჟღრია.
- მაგრამ როგორ გაიგე რომ თვალის გამო ხედავდი ამ ყველაფერს და არა უბრალოდ ვამპირად ქცევის შდეგად?- მას გაეღიმა და საჩვენებელი თითი ჩემსკენ გამოიშვირა.
- ვიცოდი ამ კითხვამდე რომ მოხვიდოდი, ტყუილად არ გეძახი უნიკალურს.- შეყოვნდა პაუზა გააკეთა და გააგრძელა.- მე მქონდა განსხვავებულ ვამპირულ შტოსთან შეხება. ისინი, ყველაზე უბრალო ვამპირული ძალებით არიან დაჯილდოვებულნი. არ გააჩნიათ განსხვავებული შესაძლებლობები, მე კი ვფიქრობ, ლმერთმა ამ ძალით დამაჯილდოვა რათა მერწმუნა, მეკითხა ბიბლია და მელოცა ეკლესიაში. - ფრთხილად მოწრუპა ჭიქიდან ხასხასა წითელი სითხე. არასდროს გამეგონა ქრისტიანი ვამპირი.
- შენ ხომ ვამპირი ხარ, როგორ დაუშვა ღმერთმა შეგებიჯებინა მის სამყოფელში? - ის არ დაიბნა, გაიღიმა და ხელებით მაგიდას დაეყრდნო.
- არ გაგიგია ღმერთის გარდაქმნის შესახებ? მან ყველა მიატოვა, მათ შორის ეკლესია რომელიც მის სამფლობელოდ შეიძლება ითვლებოდეს, უამრავი კანონები გაანწესა, ჩვენ ბევრი რამ აგვიკრძალა, ასევე ნეფილიმებს (იგულისხმება ადამიანისა და ანგელოზის შვილი.) დაცემულებს აღარ დაუბრუნა ფრთები და წოდება, მაქციებს კი ჩვენზე მეტი პრივილეგიები მიანიჭა. დიდი უსამართლობა გააკეთა, მაგრამ რაცარუნდა იყოს მე თავად არ მდომებია ასეთ არსებად ქცევა.- ალბათ ედუარდის საქციელზე ეფიქრება, რადგან მოიღუშა.
- მაგრამ, ედუარდს სხვა გზა არ ჰქონდა, ნამდვილად არ გაგწირავდა სასიკვდილიდ. - მან დარდიანი თვალებით გამომხედა.
- მესმის მისი, ის ვალდებულებას გრძნობდა, რადგან მისთვის ჩემი სიცოცხლე მიებარებინათ. ის ხომ ჩემი მფარველი ანგელოზი იყო... - ჩემი კითხვები კი არადა არ იწურებოდა.
- რა ასაკიდან იყო, ის შენი მფარველი ანგელოზი?
- ინციდენტის შემდეგ, მან მე დეპრესიისაგან და თვითმკვლელობისგან მიხსნა. იმ საუკუნეებში ეშინოდათ განსხვავებული გარეგნობის მქონე ადამიანების! ამიტომ მეც ყველა მარიდებდა თავს, მან კი გადამარჩინა, სიკვდილთან მისული, უკან დამაბრუნა. - საუბარში ეტყობა, როგორ აფასებს ედუარდს ის.
- კარგი არგვინდა ღრმა წარსულის გახსენება, მოდი უკანასკნელად მომხდარ ამბებზე მიამბე რაიმე...- მან შეეცადა გაეხსენებინა, რაღაც ახლო წარსულიდან.
- კარგი, რაც მახსოვს ამ ბოლოს მომხდარი არაფერია! - მისი პასუხი ძალიან მოკლე აღმოჩნდა. გული დამწყდა ველოდი რაიმე ახალ ისტორიას.
- არგინდა გავისეირნოთ? - მომაფიქრდა უეცრად, მან წარბები მაღლა აქაჩა, გაუკვირდა და ჭიქა ჩაცალა.
- კარგი როგორც გინდა... მე დრო მაქვს!

მივსეირნობდით ქუჩაში, ირგვლივ შემოდგომის სურნელი ტრიალებდა და საიდუმლო ნათებით, სადღაც წარსულის ღიმილი დღვანდელობაში გამეფებულიყო. მე არარსებობის ელფერი დამთამაშებდა სახეზე, დაღვრემილი მივაბიჯებდი და ვხვდებოდი რომ რაღაც მაკლდა, ეს რაღაც ან ვიღაც იყო, ვინც მოსვლას არ აპირებდა.
- რატომ მოიწყინე? განა შენ არ გსურდა სეირნობა? - ახალგაზრდამ გამომხედა და შეჩერდა, მე უბრალოდ სვლა გავაგრძელე.
- მის გამო მოიწყინე? - ამედევნა და გვერდში დამიდგა.
- არა რა სისულელეა... - უარვყავი რაც არუნდა დადებითათ მეფიქრა მის სიტყვეზე.
- ის ძალიან უცნაური პიროვნებაა, უბრალოდ მან არ იცის რა სურს ცხოვრებაში და ის ძიებაშია, ან არც კი ფიქრობს მომავალზე. მაგრამ შენი მოსვლა მომავალსაც მოიტანს და გრძნობებსაც მისცემს არსებობის უფლებას. - ვერ ვხვდებოდი რატომ უნდა ეთქვა მას ეს სიტყვვები, მაგრამ დავდუმდი და ხმა ვერ ამოვიღე.
ზოგჯერ ჩვენს გრძნობებს დარდი ახშობს, ღიმილს ცრემლები, შენს არსებობას კი დრო.
- დრო თავისით მოიტანს მოსასვლელს, გრძნობებს, სევდას, ღიმილს, ოცნებებს, ვნებას. - ჩამოვჯექით, თავისუფლად ნაკლები ხალხის გარემოცვაში, მან სიგარეტის შეკვრა ამოიღო და ერთ ღერს გაუკიდა, ფრთხილად მოქაჩა და კვამლში გაეხვია. ყველას არ შეიძლება უხდებოდეს მოსაწევი, მაგრამ მას კი.
- არმეგონა თუ ეწეოდი.- მან თავი დააქნია და მოქაჩა, ღერმა ნახევრად ჩაიწვა.
- ვეწევი, მაგრამ ეს ჩემს სიცოცხლეს არ ვნებს, რადგან მე მოკვდავი არ ვარ.- სევდით სავსე ღიმილმა გადაურბინა მას.
- როგორ ფიქრობ რამდენ საუკუნეში დაემფხობა მსოფლიო?
- საუკუნესაც კი ვერ გასტანს, სულ მალე მოევლინება მსოფლიოს ლუციფერი...- ის თავდაჯერებულად საუბრობდა, ვერავინ შეედავებოდა მას.
- არც გამიკვირდება, რომ მალე მსოფლიო განადგურდეს. ადამიანები იმსახურებენ ამას.- მას ვანიშნე რომ მოეწოდებინა ჩემთვის, მან ამოიღო ერთი ღერი და გამომიწოდა, ასანთი გაანთო და წამოიწია. ორივე კვამლში გავეხვიეთ.
- მითხარი ლილიან რა გაგაბედნიერებდა ახლა? - არვიცი რა მეპასუხა, რამდენად გულწრფელი უნდა ვყოფილიყავი მასთან მიმართებაში, ის ხომ ახლახანს გავიცანი.
- არვიცი ალბათ... არაფერი... გარდა, ედუარდის გამოჩენისა...- მას გაეღიმა და ახალ ღერს ისევ გაუკიდა.
- ვხვდებოდი, რომ შენ მას შეეჩვიე... მაინც, მოგწონს თუ არა ის?- ის ნამდვილ პასუხს ელოდება, და არა ბავშვურ ბოდიალს.
- რავიცი აბა... მაღალი და სიმპათიურია, ცოტათი უცნაური, მაგრამ მაინც... - არვიცოდი რა დამემატებინა, რა მეთქვა, მეთქმოდა განა რამე?! მეც კი არ ვიცოდი რას ვამბობდი, ის ისე მოულოდნელად გამოჩნდა, ჯერ სიზმრებში, შემდეგ კი რეალობაში.
- მესმის შენი, მე როცა მომეწონა და შემდეგ შემიყვარდა, იყო დიდი ხნის წინათ. ვფიქრობდი ნეტავ არ შემყვარებოდა, ნეტავ ცხოვრების ბოლომდე უგრძნობი დავრჩენილიყავი, ნეტავ არ მეხილა საკუთარი თავის აღზევება.- ის გუისხმობდა გარდაქმნას, მის ყოფილ სიყვარულს, ეს თრგუნავდა მას.
- ნუ მოიწყენ! რაც არუნდა იყოს, წარსული, წარსულად დარჩება! - ფიქრებში წავედი, მეფიქრებოდა იმაზე თუ რა ხდებოდა ჩემს თავს. რა... რა...
ის შორიდან მომავალი შევნიშნე, შავი ფერი ამშვენებდა მის სხეულს, დახეული შარვალი, ჩექმები და ტყავის ქურთუკი, გულში სხვაგვარად გამკრა, ფეთქვამ 0,0001_ით მოიმატა, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.
მოსულს, ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს ხელთ გამომგლიჯა სიგარეტი და თავად ჩაფერფლა ღერი, შემდეგ კი თავისი ამოიღო და გაუკიდა.
მე მივშტერებოდი მას, სახეზე ემოციები მიქრებოდა და ვეღარაფერს ვამჩნევდი, მის გარდა.
new sms
დედა
" დღეს ფსიქოლოგ პიტთან ხარ ჩაწერილი ვიზიტზე, საღამოს 6 საათზე. არ დაგავიწყდეს."
- დღეს წახვალ, არც კი იფიქრო ჩააგდო ვიზიტი! - თითქოს წერტილი დაუსვა ყველაფერს, მე გამიკვირდა, წარბები შევკარი.
- შენ ვერ მიბრძანებ რა გავაკეთო! - თავი გავატრიალე, მან არაფრის მთქმელი მზერა მომაბყრო.
- არგინდათ, ნუ იკამათებთ! თორემ ვინ შეგარიგებთ თუ არა მე?! მაგის თავი არ მაქვს... - ცხვირი აიბზუა მან, ჩვენ კითხვითი ნიშნებით სავსე თვალებით გავხედეთ ახალგაზრდას.
- ათანასე ნერვებს მიშლი!
- ათანასე ნერვებს მიშლი!
ჩვენმა სიტყვებმა ერთდროულად გაიჟღერა, შევცბი და დავიმორცხვე, მან შეიშმუშნა და ქარის სიძლიერეს დააკვირდა სივრცეში, რომელიც ფოთლებს ატრიალებდა რაღაც სიმაღლეზე.
მის მარცხენა ყურზე შეკიდული ჯვარი ლამაზად ქანაობდა, ის უცნაური იყო მაგრამ მომწონდა ყოველივე ეს.

ჩვენი და ათანასეს გზები გაიყარა, ჩვენს შორის კი უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. მან ბოტიჩელების სახლთან მისული გზა გადაკვეთა და ჩიხში მიიკარგა, ალბათ არ აპირებდა ამოსულიყო და დამხმარებოდა.
შესვლისას ამელია არ მომგებებია, მხოლოდ მოახლემ გადმომცა მისი სიტყვები, რომ ცოტათი დაკავებული იყო და ვერ მომაქცევდა ყურადღებას, შემეძლო უბრალოდ მემუშვა.
ავყევი უზარმაზარ კიბეს და გავიარე უგრძესი დერეფანი, ბოლოს კართან მისულმა ამოვიხვნეშე და შევაბიჯე იმის იმედით რომ ის დამხვდებოდა, მაგრამ შევცდი. ოთახში ბნელი და საიდუმლო ნათება შემოდიოდა, დავიწყე მუშაობა, რათა მოწყენილობა გამეფანტა. მუსიკა კი ცდილობდა ჩემი მოწყენილობა ჩაეხშო.
უღიმღამოდ გასულმა დრომ თავისი ქნა, დამღალა და დამქანცა, წასვლა გადავწყვიტე, ქვემოდ ჩავედი რათა გამოვმშვიდობებოდი ქალს, შესულს მოლაპარაკე, საპირისპირო მხარეს ჩამომჯდარი ქალები დამხვდნენ, ამელიამ გამომხედა და გაიღიმა, ჟღალთმიანი ქალი ძალიან მეცნობოდა, ისე ძლიერ რომ, ლამის მარჯვნივ გადაწეული თავი მომძვრა. ამელია გამოფხიზლდა და გამომხედა.
- გამარჯობათ!
- ლილიან, ვერ მოგაგციე ყურადღება დღეს, ბოდიში! უბრალოდ ჩემი მეუღლის და ჩამოვიდა პარიზიდან, მოდი! მოდი!- ხელით მანიშნა მან, მივუახლოვებოდი მათ, მაგრამ რატომღაც სურვილი არ მქონდა ამის.
- არა რა ბოდიში, არაფერია უბრალოდ დამშვიდობებას ვაპირებდი! გავდივარ უკვე... - ხელით გასასვლელისკენ ვანიშნე და დავიძარი, მაგრამ ქალმა არ მოისვენა და მთხოვა დავრჩენილიყავი ცოტახნით.
- აბა, გამაცნობ ამ საინტერესო მხატვარს?- ქალს ღიმილმა გადაურბინა, უსიამოვნოდ დამბურძგლა. მისი მწვანე თვალები უბრალო ჩამკვდარ განათებაზეც კი ელვარებდა, ის ვნახე... მე ის სადღაც მყავს ნანახი...
- მე უბრალო მოყვარული ვარ, მხატვარი ნამდვილად არა! - ჩემი მკაცრი ტონი უკმეხად ჟღერდა, ქალი შეიშმუშნა მაგრამ არ დანებდა, ისევ მომიბრუნდა ღიმილიანი სახით.
- ძალიან თავმდაბალი ყოფილხარ! კარგი თვისებაა ეს, ვაფასებ შენს თავმდაბლობას...- ქალმა კარე თმები ყურს უკან გადაიწია და ხელი გამომიწოდა. - მე ინესი მქვია! - ქალს გაუშეშდა ხელი, რადგან მე არ ჩამოვართვი.
- ლილიანი! - თავი დავუქნიე და წამოვდექი.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა ლილიან! - უსიამოვნო ღიმილმა გადაურბინა და კისერი დაიზილა მარჯვენათი.
- კარგი მე წავედი... ნახვამდის!
როცა მივხვდი რომ უკვე გავცილდი იქაურობას, გულზე ხელი გადავისვი და ჩამოვჯექი ტროტუარზე.
ათანასე არსაიდან გამოჩნდა და მომიახლოვდა.
- რა დაგემართა?
- არვიცი, ვიღაც ქალს შევხვდი. არმომწონს ეს სიტუაცია ათანასე! - მას არ გაჰკვირვებია, თვალები მოეწურა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. შეეცადა მოვეფხიზლებინე, თმები გადამიწია და წყალი სახეზე შემასხა, რომელიც არსაიდან გაჩნდა, ან ის ელოდებოდა ჩემს ასეთ რეაქციას ამ ყველაფერზე. - ათანასე, შემთხვევით შენ რაიმე ხომ არ იცოდი ამის შესახებ? - მას გაუკვირდა, შემდეგ კი გაბრაზებულმა წარბები შეკრა.
- საიდან მოიტანე? მე უბრალოდ გითხარი ვგრძნობ ამ ყველაფერს მეთქი თორემ კი არ დამინახავს საკუთარი თვალით?! - მან თვალი ამარიდა და ცხვირი აიბზუა.
- კარგი რაა ათანასე... არ გაბრაზდე, უბრალოდ ყველაზე უცნაურად საუბრობდი და ვიფიქრე...
- იფიქრე რომ რაღაც ოინს გიმზადებდი არა?! ან შენს მოკვლას ვაპირებდი მოკვდაობის მოსაპოვებლად?! - ვხვდებოდი რომ მე აი ასე უბრალოდ არ უნდა ამეღო ეჭვი მასზე.
ასე ხდება ყოველთვის, წინასწარ ვბრაზდებით იმაზე რაც არ დაგვინახავს და ვიგებთ რომ რაც გვჭირდებოდა, უბრალოდ ჩვენ თვითონ განვათავსეთ რაღაც ადგილზე, რისი ადგილმდებარეობა არც კი გვახსოვდა. ჩვენ უბრალოდ დაუფიქრებლად ვიქცევით, ჩვენ შერყეული ფსიქიკა გვაქვს.
- მაპატიე! - თავი დავხარე დამნაშავემ და თითებს დავუწყე წვალება.
- კარგი არაუშავს, მე ისედაც არ მწყენია. უბრალოდ მაინტერესებდა რას მოიმოქმედებდი...- წამომაყენა და ხელკავით დავუყევით ქუჩას რომლის ბოლოს ექიმი პიტის სახლი იყო.
- ათანასე ხომ არ იცი სადარის ედი?
- არა, სამწუხაროდ არ შემიძლია ადგილმდებარეობა გავიგო, ის სწრაფად მოძრაობს. - აიჩეჩა მხრები და ცას ახედა. ყინვას, ვარსკვლავების კაშკაშა ნათება ერთვოდა, სულ მალე ზამთარი შემოაბიჯებდა. მე კი ეს მახარებდა, ძალზედ მახარებდა.
ჩემთვის არსებული ეს ორი ადამიანი რაღაც ადგილს იკავებდნენ უკვე გულის კუნჭულში, ჩემი მარტოსულობა ერთგულებით ივსებოდა, უცხო ადამიანების ნაცნობობით, ისინი ხდებოდნენ ჩემი მეგზურები, ისინი ხდებოდნენ თბილი მზის სხივები ზამთრის ცივ დღეებში. ისინი ჰგავდნენ ბედს რომელსაც ვერ გაექცეოდი და ადრე თუ გვიან ეს ბედის ძაფი ისევ აიხლართებოდა, მათი გზა გაიყარა 500 წლის წინათ, მაგრამ ახლა ისევ გადაიკვეთა.
- მაგ შენს ექინთან შეიძლება მეც ჩავეწერო?- მან სახლის წინ გაჩერდა.
- რათქმაუნდა, წამოდი! - მოვქაჩე მას და ერთად შევაბიჯეთ ფსიქოლოგის სახლში.



№1 სტუმარი Nini

უმაგრესი მოთხრობა მალე დადე რა❤️

 


№2  offline წევრი park_soo_byung

Nini
უმაგრესი მოთხრობა მალე დადე რა❤️

მადლობა სიხარულოო<3 შევეცდები მალე ავტვირთო ახალი თავი<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent