შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი შვილები (VI)


14-10-2018, 00:00
ავტორი nitanita
ნანახია 2 579

მოუსვენრად დარბოდა სანდრი შემოდგომის ფოთლებში და მათი ხრაშუნის ხმაზე გულიანად კისკისებდა. დემეტრე და ანა იქვე სკამზე ისხდნენ და ღიმილით უყურებდნენ სიყვარულის ბუშტს. არც ერთი ხმას არ იღებდა. ძალიან იყო ანა ნაწყენი. მთელი ცხოვრება ბიჭების ადვოკატად გამოდიოდა და ხშირად გოგო მეგობრების საყვედურსაც იმსახურებდა ხოლმე ამის გამო. შეეძლო გაემართლებინა ყველა ყველანაირ სიტუაციაში, მაგრამ დემეტრეს საქციელს მართლა ვერ უძებნიდა ახსნას. ისევ საკუთარ თავს ადანაშაულებდა. დიდი ხნის გაცნობილი არ ყავდა, მაგრამ ისე ეიმედებოდა დემე, ისე ენდობოდა... ღრმად სწამდა რომ თვითონვე გააკეთა რამე არასწორად და ამიტომ დაიკარგა დემე. ახლა ის ჰქონდა გასარკვევი რა დააშავა. სულ ოდნავ იდეალისტი იყო ბოდიშის მოხდაშიც კი. აუცილებლად მოუხდიდა დემეს ბოდიშს, ოღონდ, თუ ეცოდინებოდა ზუსტად რა აწყენინა.
არადა, არაფერზე არ ჰქონდა ანოს ბოდიში მოსახდელი. პირიქით, დემეს ჰქონდა საბოდიშოდ საქმე. იცოდა, რომ რაც არ უნდა ეთქვა, ანო გაუგებდა. ანოს ზოგადად ყველაფერი ესმოდა. შეიძლება დასაბუთებულად რომ აგეხსნათ, რომ უნდა მოგეკლათ ამაზეც დაგთანხმებოდათ. ყველას თვალით შეეძლო სამყაროს დანახვა და საჭიროების შემთხვევაში მთებს გადადგავდა მათი სიმართლის დასამტკიცებლად. თავისი სიმართლის დაცვა არ უყვარდა, თორე სხვებს, სხვებს ყოველთვის უდგებოდა გვერდში.
-ექიმმა რა გითხრა? მშვიდობაა? ანუ გული რატო წაგივიდაო? - კითხვის ჩამოყალიბება უჭირდა, არადა იცოდა საუბარი რამით უნდა დაეწყოთ.
-გადაღლილობის ბრალიაო, მაგრამ რაღაც წამლები მაინც დამინიშნა. ანალიზის პასუხები არ მოეწონა და თუ პასუხები ისევ არადამაკმაყოფილებელი იქნება, მერე ვილაპარაკოთ დანარჩენზეო. - თითქმის ჩურჩულით ლაპარაკობდა დემეს მისი ხმის კანკალი რომ არ შეემჩნია.
-რა დანარჩენზე?
-არ ვიცი..მაგას მერე ვნახავთ, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთო.
-თუ რამე ცუდია არ დამიმალო რა, კარგი? გეფიცები მთელი გულით მინდა ვიცოდე რეალურად რა ხდება. -მუდარა იგრძნობოდა დემეს ხმაში. ნაწილებად შლიდა ანოს ასეთი დემეს ნახვა.
-დემე, მართლა კარგად ვარ. ვიტამინებს ვსვავ, გული აღარ მიმდის, უკეთ ვიკვებები... კარგად ვარ! - არ იცოდა ბოლო "კარგად ვარით" დემეს მოტყუებას ცდილობდა თუ საკუთარი თავის. მამაკაცის ტუჩის კუთხეში გამკრთალმა სევდიანმა ღიმილმა ოდნავ დააეჭვა.
-დემე დამიძახე. -ისეთი სიამაყით თქვა, ისეთი ბედნიერმა, ანოსაც გადაედო პატარა პოზიტივი. სევდანარევი, მაგრა მაინც, პოზიტივი.
-სულ დემეს გეძახი, არა?
-არა! - გაბუტული ბავშვივით ჩაიბურდღუნა. აშკარა იყო, ამ
"არას" გაგრძელება ჰქონდა, მაგრამ ანო ვერ მოისმენდა.
-შენი მეგობარი როგორაა?
-ფეხი რომ მოიტეხა? კარგადაა. არც პირველი ვიზიტია საავადმყოფოში, არც უკანასკნელი. წელიწადში ერთხელ მაინც რამე რომ არ მოიტეხოს, ეგ უფრო გვიკვირს ხოლმე. - მართლა მთელი გულით გაუხარდა ანო რომ გააცინა. ამასობაში სანდრიც მათთან მისულიყო და ახლა ანოსთან ერთად იცინოდა. იმდენად იყო გოგონა კონცენტრირებული ბუთქოს მოსიყვარულებაზე, წამით დემეტრემ თავი ზედმეტად იგრძნო. ეგონა, აღარც კი ახსოვდათ მისი არსებობა. სამაგიეროდ მალევე გაახსენდა სანდრის საჭმლის არსებობა და პარკი ელვის სისწრაფით დატოვეს, მანამ სრულად აისახებოდა ეს მის ხასიათზე.
ყოყმანობდა მათთან სახლში წასვლის შემოთავაზებაზე, არადა, ისე ენატრებოდა ორივე, ვერაფრით ვერ ეთმობოდა.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თითქოს დემეტრემ უსიტყვოდ აგრძნობინა, რომ მასთან ურთიერთობა არ უნდოდა და მის მიერ გამოჩენილ ინიციატივას საავადმყოფოში ვიზიტს აწერდა. თავი სტკიოდა უკვე ამდენი ფიქრისგან. იქნებ დემეს უბრალოდ ეცოდებოდა და ამიტომ დაეკონტაქტა, ან იქნებ თავი დამნაშავედ იგრძნო ასე მოულოდნელად გაქრობის გამო. უფრო მეტად მომავალზე ფიქრი აფორიაქებდა. ისევ რომ გამქრალიყო? ისევ თვეები რომ დასჭირვებოდა ბუთქოს და დემეს ასავალ-დასავალის გასაგებად? არ უნდოდა კიდე სტკენოდა... ვეღარ გაუძლებდა.
-ანო, წამოდი რა, გთხოვ. სანდრის ვაჭმევთ, დავაძინებთ და გეფიცები ყველაფერს აგიხსნი. მართლა დეტალურად აგიხსნი ყველაფერს, შენ მარტო მომისმინე.
-დემეტრე, მე დავაშავე რამე? თუ მე დავაშავე უნდა ვიცოდე. შენ და სანდრის საერთოდ აღარ მოგეკარებით, მაგრამ უნდა ვიცოდე რა დავაშავე. - თითქოს ანოს ცრემლიანმა თვალებმა ბუთქო უფრო ცუდ ხასიათზე დააყენა. თავი მის ყელში ჩარგო და არაფრის დიდებით არ შორდებოდა.
-არა, არა მაგაზე არც კი იფიქრო! მე დავაშავე, ლიკამ დააშავა, მთელმა სამყარომ დააშავა, ოღოდ, შენ არა! გესმის? შენ ამ ქვეყანაზე საერთოდ არაფერი არ დაგიშავებია! - ცოტა ხანს ჩუმად იდგნენ მანქანის წინ, ანოს ცრემლები ღაპა-ღუპით ცვიოდა; სანდრი შუბლშეკრული უტყაპუნებდა სახეზე ხელებს და ღრმად სწამდა რომ ამით ამშვიდებდა; დემე კი, დემე ერთ ადგილას გახევებული იდგა და მთელი არსებით ნანობდა ამ გოგოს ასე ტანჯვას.
მაინც შეძლო წასვლაზე დათანხმება.

*****
დასიებული თვალებით, გაბუშტული ტუჩებით და სევდანარევი ღიმილით აჭმევდა ბუთქოს საჭმელს. ხომ არიან ადამიანები ძალიან გემრიელად რომ ჭამენ, აი ისე შენც რომ მოგაშიებენ. ასეთი იყო სანდრი. გემრიელად ილუკმებოდა და ყოველ შემდეგ ლუკმაზე უფრო და უფრო უკეთეს ხასიათზე დგებოდა. დემეტრე ანოს ეჯდა გვერდით და უხმოდ აკვირდებოდა ამ ორს. არც ერთ ქალს რომ არ გამოუჩენია ისეთ სითბოს იჩენდა ანო სანდრის მიმართ. მთელ ყურადღებას მას უთმობდა და გარშემო არავინ და არაფერი აინტერესებდა, მთავარია ალექსანდრე ყოფილიყო კარგად.
საკუთარ თავზე საშინლად ბრაზობდა. ეს როგორ ვერ დააფასა, ზოგადად ანო როგორ ვერ დააფასა. ფიქრობდა როგორ აეხსნა გოგონასთვის ყველაფერი ისე, რომ არც თავი და არც სანდრი არ შეეცოდებინა, მაგრამ მთელი ისტორიის მოყოლის გარდა სხვა გზა არ ჰქონდა. ისტორია, ვინც იცოდა ყველას ეცოდებოდა მამა-შვილი, მაგრამ მაინც ალექსანდრე უფრო. ადამიანების იმ მცირე წრეზეა საუბარი, ვინც უშუალოდ შეესწრო ამ ამბავს. დანარჩენებმა მხოლოდ ჭორების დონეზე იცოდნენ ეს ყველაფერი. არ უყვარდა დემეტრეს სანდრისკენ მიმართული სიბრალულით სავსე მზერა, არც დანანებით ნათქვამი "რა დღეში ჩაგაგდო, ამ ახალგაზრდა კაცის მარტოხელა მამობა იქნებოდა?!", არც "ოჯახში მაინც საჭიროა ქალი, შეათვალიერე ვინმე, იქნება და გეფიქრა ცოლზე?" და კიდევ მრავალი მსგავსი შინაარსის რეპლიკა, რომელსაც ხალხი არაფრით არ იშურებდა. განსაკუთრებით ცდილობდა სანდრი გაერიდებინა ასეთი ხალხისგან. იცოდა, როცა გაიზრდებობდა მაშინაც საკმარისად ბევრი მსგავსი კომენტარის მოსმენა მოუწევდა. ზურგსუკან, მაგრამ მაინც.
სანდრის ახლაც ანოს გულ-მკერდზე კომფორტულად გაწოლილს დაეძინა. დემეტრე დაეხმარა ოთახში შეყვანასა და გაუღვიძებლად მისთვის განკუთვნილ საწოლში ჩაწვენაში. ემოციური დღისგან ანოს თავი სტკიოდა უკვე, თან გვიან გაახსენდა რომ წამლის დალაევა დავიწყებოდა ბუთქოსთან თამაშისას, მაგრამ განვლილი დღისგან დაგროვილ დადებით ემოციებს მაინც ვერ მალავდა. დამორცხვებით ახარა უკვე ოთახიდან გამოსვლის შემდეგ დემეტრეს მიცნოვო, თითქოს მთელი საღამო მამაკაცი მათთან ერთად არ ყოფილიყო.
-ბოდიში, რომ დავიწყების შანსი მივეცი. - კინაღამ წამალი გადასცდა დემეტრეს რომ შეხედა. არ იცოდა რა უნდა ეთქვა, ძალიან ატკინა მამაკაცმა, მაგრამ თან უპატიებლობაც არ გამოუვიდოდა.
-დაგპირდი აგიხსნი მეთქი და აგიხსნი ყველაფერს. შეიძლება ცოტა ძნელი გასაგები იყოს ჩემი პოზიცია, მაგრამ მაინც ვეცდები. - ყველაფერს აკეთებდა საუბრის გასაჭიანურებლად, არადა ანოს დაპირდა...- ალექსანდრეს დედამ რომ დაგვტოვა იცი, ხო? -გოგონა მხოლოდ თავის დაქნევით შემოიფარგლა და მამაკაცის გვერდით დაიკავა ადგილი დივანზე. -როგორც კი გაიგო ორსულობის შესახებ, ჩემთან მოვიდა და მახარა ახალი ამბავი. სადღაც ერთი კვირით ადრე ხელი ვთხოვე და უარი მითხრა, როგორც მერე გავიგე ჩემი ფინანსური მდგომარეობა არ აკმაყოფილებდა. მოკლედ, იმის სათქმელად მოვიდა, რომ ორსულად იყო, მოშორებას აპირებდა და აბორტის ფული სჭირდებოდა. ამ პატარა გაუგებრობას ნუ გავაფუჭებინებთ ამდენხნიან ურთიერთობასო.
-დემე, არ მომიყვე თუ გინდა. არაა საჭირო, მართლა! -უკვე ტირილამდე მისულმა ანომ მართლა მთელი გულით უთხრა. ეტყობოდა მამაკაცს როგორ უჭირდა ამ თემის გახსენება და არ უნდოდა კიდევ ერთხელ სტკენოდა მარტო იმიტომ, რომ ანას აინტერესებდა რა მოხდა. დაგპირდიო მკაცრად ჩაილაპარაკა და ისევ თემას დაუბრუნდა.
-შვილისთვის მზად მეც არ ვიყავი, თან არასდროს არ გვქონდა ეს თემა განხილული, მაგრამ ორსულობაზე მეტად ლიკას დამოკიდებულებამ ჩამაგდო შოკში. ქორწინებაზე უარის მერე ისე ვიყავი გამწარებული, უბრალოდ პრინციპის ამბავი იყო ჩემგან იმ მომენტში აბორტზე უარი. არც კი მქონდა ჯერ ბოლომდე გააზრებული, რომ ჩემ შვილზე ველაპარაკებოდი. რამდენიმე დღის შემდეგ სამსახურში მომაკითხა. შემოთავაზება ჰქონდა, ბავშვს გააჩენდა, ოღონდ მთელი ორსულობის პერიოდი ევროპაში უნდა გაეტარებინა. არ უნდოდა ოჯახში, სამეზობლოში და სამეგობროში შერცხვენა. მაგ დროისთვის უკვე სიტუაციის აღქმა დაწყებული მქონდა და ზუსტად ვიცოდი ბავშვს გავაჩენინებდი. მოკლედ, ერთი თვის შემდეგ ოჯახს უთხრა, რომ ევროპაში მიდიოდა მაგისტრატურაზე სასწავლებლად და ჩემი დაფინანსებით წავიდა, ოღონდ უფრო საგულაოდ, ვიდრე სასწავლებლად. მე აქედან მთელ ჩემ ხელფასს ვუგზავნიდი, ის იქ საშოპინგოდ დადიოდა. მეშვიდე თვეში ჩამოფრინდა საქართველოში, ემალებოდა ყველას და ყველაფერს და მთელი დღე მეწუწნებოდა იმაზე რამხელა პრობლემას უქმინდა მას ეს ორსულობა. 8.5 თვის დაიბადა ალექსანდრე 15 ივნისს ზუსრად 22:22 საათზე. ოდნავ უჭირდა სუნთქვა და დედას მალევე მოაშორეს, მხოლოდ ერთი წუთით ნახა ალბათ. ისიც შორიდან. ხელში აყვანაზე უარი უთხრა ექიმებს. მთელი ღამე მოსაცდელში გავატარე. ალექსანდრეს ვუცდიდი, თორე მაგ ეტაპზე ლიკა გულწრფელად აღარ მაინტერესებდა. დილით 9 საათისთვის შევიყვანეთ ალექსანდრე პალატაში დედის სანახავად და აღმოვაჩინეთ, რომ ლიკა იქ აღარ იყო. ერთი ღამეც კი არ გაჩერდა, უბრალოდ გააჩინა ბავშვი და წავიდა. მე შევურჩიე სანდრის სახელი, მე მივიყვანე მარტომ სახლში, მე ავიღე შვებულება და ორივე მშობლის როლი მოვირგე რაიმე დანაკლისი რომ არ ეგრძნო. იმ დედის არყოფნა რომ არ ეგრძნო, სულ რომ არ იმსახურებდა დედობას. ამასობაში სასამართლომ ლიკას დედობის უფლება ჩამოართვა, მე მარტოხელა მამად მაღიარეს და მეგობრების დახმარებით როგორღაც მოვედით აქამდე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არც ერთი ქალი არ მოვიკარე და განსაკუთრებით სანდრის არ მივაკარე. უბრალოდ არავის არ ვენდობოდი. ქალი, როგორც პოტენციური ცოლი ან ჩემი შვილების დედა აღარ არსებობდა. მაგრამ მერე გამოჩნდი შენ, ძალიან დაბნეული, აწითლებული ლოყებით, ბევრი ბოდიშებით და ღიმილებით... აზრი შემაცვლევინე სულ 2-3 კვირაში. სანდრის მიმართ შენნაირი თბილი ჯერ არავინ არ ყოფილა, მართლა! ყველაფერს მივცემდი, რომ შენი შვილი ყოფილიყო! იმ საღამოს რომ გავქრი და აღარ გამოვჩნდი, ბიჭებს მოვუყევი შენზე და მკაცრი გაფრთხილება მივიღე არაფერი არ შეგეშალოსო. ზუსტად იცოდნენ ჩემი დამოკიდებულება მდედრობითი სქესის წარმომადგენლების მიმართ, იცოდნენ, რომ სე*ქსის იქით ქალს მე ვერ ვხედავდი და მაგაზე გამაფრთხილეს, არ ატკინოვო. ხოდა, ბევრი ფიქრის მერე გადავწყვიტე, რომ მე შენ ოდესმე ძალიან გატკენდი, განზრახ არა, მაგრამ მაინც გატკენდი, შენ წახვიდოდი და დავრჩებოდით მე და სანდრი ისევ მარტოები. მე გადავიტანდი ალბათ, მაგრამ არ მინდა სანდრი კიდე დატოვოს ვინმემ ოდესმე. ამიტომ დაგასწარი და მე გავიქეცი.- ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი და ამდენ ხანს ჩუმად მყოფ ანოს ახლაღა შეხედა. ცალი ხელი პირზე აეფარებინა, მეორეთი კი გამეტებით იწმენდდა ცრემლებს. არ უნდოდა ტირილით დემეტრე უფრო გაენერვიულებინა. დემემ რომ გახედა მიხვდა რამე უნდა ეთქვა.
-ყველაზე მაგარი მამა ხარ მთელ დედამიწაზე, აი ნახავ გაიზრდება სანდრი და თვითონ გეტყვის! - ამხელა მონოლოგის მერე ელოდა ყველაფერს, ამის გარდა. არ იცოდა ანომ რამდენს ნიშნავდა ეს დემეტრესთვის. არადა, მართლა არ ეცოდებოდა არც ბუთქო და არც დემე.
-არ შეგეცოდეთ მე და სანდრიკო? - სიცილით მიწვა დივანზე და წარბაწევით გადმოხედა ძალიან განერვიულებულ ანოს.
-შენ და სანდრი არა, ლიკა კი. მაგან რა იცის რამხელა ბედნიერება დააკლდა თქვენზე უარის თქმით. -ღმერთს მადლობას უხდიდა დემეტრე. ანოს არ შეეცოდა. აცრემლებული თვალები მაგრად დახუჭა და ხელით ანიშნა ჩემთან მოდიო. ცრემლები შეიმშრალა, იმედიანად გაუღიმა დემეს და მთელი სხეულით მიეკრა მამაკაცს. ძალიან, ძალიან ტკბილი კოცნა დაუტოვა ყურის ძირში და მამაკაცის დაბუსუსების მოლდინში ეშკამურად ჩაიქირქლა.
სიმშვიდე იგრძნო და ენით აღუწერელი სითბო. ზუსტად იცოდა ანოს საბოლოოდ დაიბრუნებდა.


______

ეს თავი დავწერე 38 სიცხიანმა და წარმოდგენაც არ მინდა რამდენი შეცდომა მექნება დაშვებული, მაგრამ მინდოდა მალევე ამეტვირთა.
მართლა უღრმესი მადლობა თქვენ ასეთი სითბოსთვის!
თქვენ მე მაბედნიერებთ!



№1  offline წევრი kora

მიყვარს ეს თბილი ისტორია <3 მადლობა შენ ამდენი დადებითი ემოციისთვის <3
--------------------
kira.G

 


№2 სტუმარი სტუმარი nina

gamojamrteleba.gaagrdzele male dade

 


№3  offline აქტიური მკითხველი Anuki96

რა თბილი და ტკბილი ისტორიაა. ♡♡♡

 


№4 სტუმარი ემი

კარგია, რომ ბევრი რამე გაარკვიეს. იმედია, დემეს რისიც ეშინია, არასოდეს მოხდება და არსდროს ეტკინება არც ანოს და არც სანდრის. და რათქმა

და რა თქმა უნდა, თვითონ დემეს...

 


№5  offline წევრი ნორმი

ნამდვილი საოცრება იყო.მოუთმენლად ველი შემდეგს
--------------------
მორფეოსი

 


№6 სტუმარი makukuna

ოხ, დემეე. ცოტას ეგოისტობ, შენ!!!

ახლა, რომ ტკენ? ვარაუდზე რატომ ფიქრობ, იქნებ მერე არ ატკინო!!! ახლა, კი, ნამდვილად ტკენ და ეს, შენც ძალიან კარგად იცი.

ან სანდრი!!! რომ გაიზრდება, არ მინდა რომ ეტკინოსო. ისევ ვარაუდები. ახლა, რომ ტკენ?!

რატომ ამხელა პესიმიზმი?. მესმის, რომ უნდობლობა გაქვს ქალებთან მიმართებაში, მაგრამ ყველას ერთ ქვაბში რატომ ხარშავ?. ისევ, შენ რომ არ გეტკინოს. ამიტომ ხარ ეგოისტი!!!

მაგრამ, მაინც მაგარი ადამიანი ხარ, მაგარი მამა და მაგარი კაცი ხარ. ეს მოკლედ!!! smile heart_eyes

პ.ს. ასე ადრე არ გელოდი, ნიტა და ძალიან გამიხარდი heart_eyes
heart_eyes

 


№7 სტუმარი მეუცნაურე

როგორ მიყვარხარ
ემოციების ზღვა არის ეს ურთიერთობა <3

 


№8 სტუმარი სტუმარი lia

sauketeso tavia.cota hqara dade axali tavi nu agvianeb

 


№9  offline წევრი fluctus Oceani

Gagaxara gmertma sheeeeeeeen

 


№10 სტუმარი სტუმარი მარიამი

როდის დადებ ახალს?

 


№11  offline წევრი LI_BE

ჩვენ გვახსოვხარ, მაგრამ შენ - აღარ anguished

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent