შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეც შემიყვარდა (სრულად)


15-10-2018, 13:07
ავტორი lamazi tvalebi
ნანახია 14 735

ცხოვრება მოულოდნელობით აღსავსეა. ის თავისი რიტმით მიედინება მაშინაც კი როცა ყველაფერი დაგეგმილი გაქვს. ის სასტიკად გვეთამაშება და ამ თამაშში რაც პირველად ხდება არ გვავიწყდება: პირველი შემოხედვა, პირველი ღიმილი, პირველი აღელვება, პირველი სიყვარული, მაგრამ არსებობს კიდევ პირველი იმედგაცრუება, პირველი ცრემლი და პირველი წაქცევის ტკივილის შეგრძნება. ისეთი ტკივილის რომელიც გაფიქრებინებს რომ ვეღარასდროს შეძლებ ფეხზე წამოდგომას და ვეღარავის ენდობი. ეჩვევი იმას რომ ამ ტკივილს ვერავინ მოგიშუშებს და მოგიწევს მასთან ერთად იცხოვრო. ამას ამბობს პიროვნება რომელმაც ეს ყველაფერი გამოსცადა. სწორედ იმ დროს როცა ვიფიქრე რომ ბედნიერი ვიყავი, საშინელება მოხდა. ყველაფერი რაც ათი წლის მანძილზე ბედნიერს მხდიდა შავმა ფერმა მოიცვა. მაშინ ვიგრძენი პირველი ტკივილი, რომელსაც მშობლების დაკარგვა ერქვა. ჯერ კიდევ ბავშვი, ვიაზრებდი იმას რომ ამ ტკივილით მთელი სიცოცხლე უნდა მეცხოვრა. დროის სვლასთან ერთად ვგრძნობდი რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი და ჩემი ძმების ასატანი იყო. იმ საშინელი დღის მერე მხოლოდ ისინი მედგნენ გვერდით. მათ მასწავლეს ყველაფერი. მათმა მცდელობამ რომ ყველაფერი დაგვევიწყებინა დამაფიქრა და მიმახვედრა რომ ეს მხოლოდ ჩემი ტკივილია და ის აქ მარცხენა მხარეს სადღაც სიღრმეში უნდა შემენახა, მაგრამ ვერ შევძელი, ყველა ლაღ გოგოს ხედავს მაგრამ სინამდვილეში ასეთი არ ვარ. ნუ გამკიცხავთ თუ გეტყვით რომ 12 წლის მერეც ისევ ისე მტკივა. არა ის რომ ჩემს გვერდით არ არიან, ნაწილობრივ ესეც მაგრამ უფრო ის რომ ჩემთვის უცხოა მშობლებუს სიყვარული, არვიცი რას ნიშნავს მათი გვერდში დგომა. არ უსწავლებიათ რა გავაკეთო როცა თავს მარტო ვიგრძნობ. ამიტომ ჩემთვის დაუჯერებელია სიყვარული. მაგრამ არა წარმოუდგენელი, თუმცა მე ცხოვრებისეულ სიყვარულზე ვამბობ. სიყვარულზე რომელზეც ყველა ოცნებობს მაგრამ არა მე, რადგან არ მჯერა რომ ის სიცოცხლის ბოლომდე გასტანს და არასოდეს გატკენს. თუმცა ყველას თავისი ისტორია აქვს ეს კი ჩემი ისტორიაა.....
დილას ტელეფონის გამყრუებელი ხმა მაღვიძებს. არ დამიხედავს ვინ იყო ისე ვუპასუხე. უკვე მზად მქონდა უამრავი საშინელი წინადადება რომელსაც ერთი ამისუნთქვით მივაყრიდი მაგრამ ვინ დაგაცადა ტელეფონში ნაცნობმა ხმამ იწივლა. -ანასტასიაააა... არ მითხრა რომ გძინავს ახლავე კაფეში გაჩდი, თორემ აი ამ ყველა შეკვეთის ფურცელს დავხევ ცეცხლს მოვუკიდებ და მთელ კაფეს გადაგიწვავ.
-მარიამ, ამოისუნთქე მაინც. არაფერსაც არ იზავ. ამიხსენი რა ხდება.
-ვიღაც იდიოტი მოვიდა. ტორტის სურათები დამიყარა დახლზე და მითხრა დღის ბოლოს მზად უნდა იყოსო
- მერე რა გავაკეთებ. მოვემზადები და მოვალ...
-მგონი თავი რაღაცას მიარტყი ხო? მკითხე მაინც რამდენია?
-კარგი, მარიამ რამდენი ტორტი გვაქვს გასაკეთებელი?
-რა მშვიდად საუბრობ, 5სახეობის სხვადასხვა მორთულობის ტორტია, გესმის, ძალიან მაინტრესებს ეხლაც მშვიდად მიპასუხებ.
-რა? ამდენს როგორ მოვასწრებ?
-ხო მეც ეგ მაინტერესებს. თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომელი საათია?
-რას გულისხმობ?
-ღმერთო ჩემო, გოგო სახლში საათი გაგიფუჭდათ? თერთმეტია უკვე. სასწრაფოდ ადექი და აქ მოდი.
ტელეფონი გამითიშა, ჯანდაბა რამ დამაძინა. მალე მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი. სამზარეულოში შევედი, -კიდევ ცოტა ხანს გძინებოდა არა? -მითხრა ცოტნემ და მაშინვე მივხდი რაც იგულისხმა.
-ცოტნე არაბულო ვერ გადამირჩები. მოგკლავ გესმის, ოღონდ ეხლა არა მეჩქარება, შევჭამ და გავდივარ.
-მამიდააა.... ოთახში ლიკა და ანდრეა შემოვიდნენ, ვგიჟდები ამ ბავშვზე. -დილამშვიდობისა ჩემო სიხარულო. -ბავშვი კალთაში ჩავისვი და მოვეფერე. -ტასო ჩამოსვი გაგსვრის. სასეირნოდ მყავდა, ფეხსაცმელი არ გამოუცვლია. -საუბარში ჩემი რძალიც ჩაერთო, ძალიან თბილი გოგოა, ის რომ არა არ ვიცი დამიანეს რა ეშველებოდა. ანდრეა მას მივუყვანე ყავა დავამთავრე და წასასვლელას მოვემზადე. როცა დამიანემ გამაჩერა.
-ტასო, დღეს საღამოსთვის არაფერი დაგეგმოთ შენ და მარიამმა, ჩემი ძმაკაცი კომპანიას ხსნის აქ და გახსნაზე გვეპატიჟება, თან შეიძლება მომავალი პარტნიორები ვიყოთ და ხომ ხვდები აუცილებელია რომ ყველა იქ ვიყოთ.
- ძვირფასო ძამიკო, ეს კი გასაგებია მაგრამ ვერ დაგპირდებით რამდენად შევძლებ მოსვლას.
-რატომ? -მკითხა დამიანემ.
-ეს შენს ძმას კითხე. -ვუთხარი და ცოტნეს მკვლელი მზერით გავხედე.
-რა ხდება ამიხსენი გოგო ნორმალურად.- მითხრა გაოცებულმა.
-რადა ამ საზიზღარმა მაღვიძარა გამომირთო და ჩამეძინა ახლა კი კაფეში გავრბივარ სადაც უამრავი შეკვეთა მელოდება. არამგონია დღეს ცოცხალი გადავრჩე. ახლა გასაგებია. წავედი მე.
-კი მაგრამ ტასო.... - სიტყვა არ დავამთავრებინე ისე დავტოვე სამზარეულო. მანქანაში ჩავჯექი და კაფეში წავედი. იქ მისულს სრული ქაოსი დამხვდა. მომსახურე პერსონალი კაფე-ბარში ტრიალებდა მარიამი კი სამზარეულოში. უკვე ერთი წელია რაც ეს კაფე-საკონდიტრო გავხსენით. ჩემს ძმებს კი უნდოდათ რომ მეც მათსავით კომპანიას ჩავდგომოდი სათავეში მაგრამ არ მიზიდავდა ეს ყველაფერი. ახლა ვგრძნობ რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან აქ თავს მშვიდად ვგრძნობ და მიყვარს ეს საქმე. მაგრამ დღევანდელ სიტუაციიდან გამომდინარე, უკვე აღარ ვიცი. სამზარეულოს კარებში ვიდექი და ვუყურებდი როგორ გიჟდებოდა მარიამი თანდათან. რაზეც გამეღიმა, ეს კი მას არ გამოპარვია. -ანასტასია, რა გაცინებს გოგო, მოდი მომეხმარე. გავგიჟდები მალე, ყველაფერი თავზე გვაყრია.
-მაგას ვხედავ. -ვუთხარი და ისევ გამეღიმა , წინსაფრის მორგება დავიწყე.
-რას ხედავ ერთი, რაც მოხვედი სულელივით იცინი. რამე ხდება? -მკითხა გაკვირვებულმა. -კი ხდება! -ვთქვი და ბისკვიტის მომზადებდა დავიწყე.
-მითხარი მალე რა ხდება.
-ჯერ ის მითხარი შეკვეთის ფურცლები სადაა? ვნახავ ერთი რას ვაკეთებ დღეს.
-აი აქ დევს აიღე. - ტორტის ნიმუშები მომაწოდა, დიდი არაფერი იყო. ყველა ერთნაირი ფორმისაა რაც აადვილებს საქმეს, განსხვავება მორთულობაშია რასაც დიდი დრო მიაქვს. მაგრამ რას ვიზამთ. აი შემკვეთის სახელიც.
- მაშ ასე, ქალბატონო მარიამ რა ხდება და, ჩემი ძმის ბავშვური საქციელისა და ვინმე ალექსანდრე დევდარიანის გამო დღეს მაგარ საღამოს გამოვტოვებთ.
-უფრო გარკვევით რომ ამიხსნა. ხომ იცი ჩემი ტვინი ლოგიკაში მოიკოჭლებს.
-მოკლედ, დამიანეს ძმაკაცი კომპანიას ხსნის და წვეულებას აწყობა, ჩვენც გვეპატიჟება. მაგრამ პატარა ბავშვმა ცოტნემ, მაღვიძარა გამომირთო, ადრე ვერ ავდექი სამსახურში დავაგვიანე , შეკვეთაც გასაკეთებელია და ამისთვის 7საათი გვაქვს. ამიტომ ლოგიკურად...
-ლოგიკურად ჩვენ დღეს აქ მოგვიწევს ვიყოთ ცოტნე კი იქ. ეჰ რა უსამართლოა ცხოვრება!!!-თქვა მთელი დრამატიზმით.
-ხო ასეა.. ახლა კი საქმეს მივხედოთ.
-შენ რა გიჭირს ისედაც არ გიყვარს წვეულებები აბა მე მკითხე-თქვადა არ არსებული ცრემლი მოიწმინდა.
-კარგი მარიამ, უკვე თორმეტი საათია, შვიდამდე მოსასწრებია ამათი მომზადება. დრო გადის. -ვუთხარი და ბისკვიტის გადანაწილება დავიწყე.
-მე კაფეს გავხედავ და მოვალ, იქაც ბევრი ხალხია, ყველამ ერთად მოინდომა მოსვლა რა. -მარიამი გავიდა, მე ჩემი საქმე გავაგრძელე. ბისკვიტები ერთი მეორეს მიყოლებით შედიოდა და გამოდიოდა ღუმელიდან. ახლა კრემის მომზადება დავიწყეთ. კარგი პერსონალი გვყავს და საქმეც კარგად მიდის. ტელეფონი აწკრიალდა და იმის დროც არ მქონდა მეპასუხა. მე და მარიამმა ხილი და კარამელიც მოვამზადეთ. დრო უცბად გავიდა. უკვე ხუთი ხდებოდა. ორი ტორტი მზად იყო. ისევ ჩემი ტელეფონი ამღერდა. მაგრამ ხელები დაკავებული მქონდა ამიტომ ისევ ვერ ვუპასუხე, ასე გაგრძელდა კიდევ ერთი საათის განმავლობაში ასჯერ მაინც დარეკეს. ყველაფერს ნახევარი საათით ადრე მოვრჩით. საოცრება გამოვიდა. ლამაზი და დარწმუნებული ვარ გემრიელიც. პერსონალმა სამზარეულოს დალაგება დაიწყო. მე და მარიამმა კი ყავა გავიკეთეთ და ჩემს კაბინეტში შევედით. -ნამდვილად არ მეგონა თუ მოვასწრებდით. სასწაულია. -ვუთხარი და ყავა მოვსვი. -არაფრის თავი აღარ მაქვს ახლა მხოლოდ ძილი მინდა.
-არა, ძილი არ შეიძლება. ყავას დავლევთ და წვეულებაზე წავალთ. მე და შენ. ცოტნე გაგიჟდება.-ჩაიცინა მარიამმა.
-კარგი რა, ნუთუ არ დაიღალე?
-არ არ დავღლილვარ, გართობა არასდროსაა გვიანი. უარი არ მიიღება.
-კარგი ხო. წამოვალ მეც თან.... -საუბარი კარის ხმამ გაგვაწყვეტინა. ნათია იყო ჩვენი ერთერთი ოფიციანტი. -ანასტასია თქვენთან ვიღაც ახალგაზრდა ბიჭია. თქვენს ნახვას ითხოვს. რა გავაკეთო?
-კარგი ნათია გამოვალ, დამელოდოს. ნათია გავიდა მარიამმა გაკვირვებულმა შემომხედა:
-ნეტა ვინ არის?
-არ ვიცი, ვნახავ და მოვალ.
-არა მე გავალ ჩემთან აქ შემოვიდეს. იქნებ რა საქმე აქ. სამზარეულოს კარიდან გავალ და ნათიას ვთხოვ შემოიყვანოს. -მითხრა და გავიდა. მალე კარიც გიღო და შემოვიდა. -ზრდილობა არ გასწავლეს? სხვის კაბინეტში შესვლის დროს რომ უნდა დააკაკუნო, ამაზე რამე გსმენიათ? -გაოცებული მიყურებდა, მერე ირონიულად გადმომხედა და მითხრა.
-ტელეფონისთვის რომ გეპასუხა პატარა ქალბატონო ახლა აქ არ ვიქნებოდი. დავჯდები ხომ შეიძლება?! -სიტყვის თქმა არ მაცადა ისე მოკალათდა სავარძელში. -უზრდელი-ვთქვი ჩუმად მაგრამ:-მესმის-მითხრა და ირონიული ღიმილით გამომხედა.
-ძალიანაც კარგი... იმიტომ ვთქვი რომ გაიგონოთ. -არც მე დავაკელი.
-ყოველთვის ასეთი უჟმური ხარ?
-უკაცრავად? რა მითხარით? თქვენ მე ვინ გგონივარ.მე.... -სიტყვა გამაწყვეტინა რამაც უფრო გამაბრაზა. -არ ვიცი ვინ ხარ შენ მე კი ალექსანდრე დევდარიანი ვარ. -ერთხანს ვუყურებდი მის გამოწვდილ ხელს, მერე კი ნერვები მოვთოკე რომ არ მეყვირა და ოდნავ რბილად ვუთხარი
-და სავალდებულია გიცნობდეთ.?
-ვფიქრობ კი. მოკლედ დრო არმაქვს სისულელებში აგყვეთ პატარა ქალბატონო. აქ შეკვეთისთვის მოვედი.
-ჯერ ერთი მე არც პატარა ვარ და მითუმეტეს არც ქალბატონი. მეორეც სამუშაო საათები დამთავრებულია და შეკვეთას ვერ მივიღებ.
-ბავშვივით ნუ ბრაზდები რა. შეკვეთის წასაღებად ვარ და არა მოსაცემად დილას ვიყავი და ტორტის სურათები დავტოვე. მაინტერესებს მოასწარით თუ არა. ამიტომ გირეკავდი, რომ გეპასუხა ტელეფონისთვის აღარ შევხვდებოდით.
-ზედმეტი მოგდით. ახლა ბავშვი მიწოდეთ ხომ? მე... -ისევ გამაჩერა.
-ამდენი ვილაპარაკე და შენ მხოლოდ ეს გაიგე? -მკითხა და ისევ გაიცინა. ეს უკვე ბოლო წვეთი იყო ახლა დავახრჩობ. მართლა ვიყავი ამაზე წამსვლელი მაგრამ ოთახში მარიამი შემოვიდა, ჩემი სახე რომ დაინახა მიხვდა რა დღეშიც ვიყავი. მანიშნა ჩუმადო და მე გავჩერდი. -ბატონო ალექსანდრე, მოხვედით. საღამომშვიდობისა. თქვენი შეკვეთა მზადაა შეგიძლიათ წაიღოთ. გარეთ ნათიაა და ის მოგცემთ. ერთიანად მიაყარა მარიამმა და გვერდით დამიდგა
-კიდევ კარგი ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი მაიც მუშაობს აქ. ნახვამდის. -თქვა და კარებში გაუჩინარდა.
- კარგია რომ მოხვედი თუ არა გეფიცები მოვკლავდი აქვე.
-კარგი დაწყნარდი. წამოდი მოვემზადოთ შვიდი ხდება მართალია დავაგვიანებთ მაგრამ არაუშავს.
-კარგი წავიდეთ.
ერთ საათში მოვემზადეთ. მე ღია, ატმისფერი, მუხლამდე კაბა მეცვა თმა დავისწორე მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და მარიამს გავუარე მანქანით. მას ლურჯი მუხლამდე კაბა ეცვა. თვალებიც ოდნავ მუქ ფერებში ქონდა. თმა მასაც გაეშალა და ბოლოებში ოდნავ აეხვია.
დანიშნულების ადგილს მალე მივაღწიეთ. მართალია ვერ ვიტანდი ასეთ ხალხმრავლობას მაგრამ მარიამს ხათრი ვერ გავუტეხე. ჩვენებიც მალე ვიპოვნე და მათკენ წავედით.
-ტასო?... შენ ხომ მითხარ ვერ მოვალო? -გაკვირვებულმა შემომხედა დამიანემ.
-სიურპრიზი ძამიკო.... ყველაფერი მოვასწარით. ლიკა სად არის?
-ანდრია გაიყვანა და მალე მოვა. -მითხრა დამიანემ. მალე ლიკაც გამოჩნდა. -მამიდაააა.... -ბოლოხმაზე იყვირა ანდრეამ. -მამიდას სიხარულო ცოტა ჩუმად ყველა ჩვენ გვიყურებს. -უთხარი და ძლიერად ჩავიხუტე.
საღამო კარგად მიდიოდა სანამ....
-ტასო წამოდი დამიანე გეძახის, თავისი ძმაკაცი უნდა გაგაცნოს.-მითხრა ცოტნემ. ბავშვი ლიკას მივუყვანე, მარიამს ხელი დავავლე და წავათრიე.
-რას აკეთებ გოგო გამიშვი მეტკინა.
-აუ მარიამ ხომ იცი ვერ ვიტან ამ გაცნობის სიტუაციებს და...
-კარგი ხო მოვდივარ. -ორივენი ცოტნეს გავყევით. საშინლად არ მიყვარდა ასეთ სიტუაცია. მირჩევნია ჩემს ცხოვრებაში ისინი იყვნენ ვისაც ვიცნობ არ მიყვარს ზედმეტი ხალხი. დამიანეც გამოჩნდა ხელი დაგვიქნია აქეთო..
-გამარჯობა-ვუთხარი და დაველოდე როდის ინებებდა შემოტრიალებას.
-ალექსანდრე ეს ჩემი დაა გაიცანი. -საუბარში ჩაერთო ცოტნე. მანაც ნება იბოძა და შემოტრიალდა დამინახა თუ არა სახეზე ისევ ირონიული ღიმილი გამოესახა. მე კი ისევ ჩვენი საუბარი გამახსენდა და ვგრძნობდი როგორ ვწითლდებოდი.
-ანასტასია არაბული -და ხელი გავუწოდე, დაიბნა. ხელი ჩამომართვა და სახელის თქმა დააპირა:-მე ალექსანდრე..... -ისე მოვექეცი როგორც ის მომექცა. -ბატონო დევდარიანიო, ვხედავ ტორტი მოგეწონათ. -გავუღიმე და წასვლას ვაპირებდი დამიანემ გამაჩერა -თქვენ რა ერთმანეთს იცნობთ? -არაფერს ვამბობდი საუბარში ცოტნე ჩაერთო. -ეს ადამიანი სულ რაღაც სამჯერ მყავს ნანახი და შენ საიდან იცნობ? -მკითხა გაკვირვებულმა
-ამ წამს ჩემი და ანასტასიას გაკეთებულ ტორტს მიირთმევთ ბატონო ცოტნე. -თქვა მარიამმა.
საღამო გაგრძელდა ჯერ მხოლოდ ათი საათი იყო და უკვე დავიღალე. მარიამ ვუთხარი წავიდეთქო მაგრამ ცოტახანი კდევო და მეც ველოდები როდის გავა ეს დრო. დავინახე ალექსანდრე როგორ წამოვიდა ჩემსკენ. მასთან საუბარი არ მინდოდა ამიტომ გადავწყვიტე ლიკასკენ წავსულიყავი მაგრამ მიმიხვდა ჩანაფიქრს. მანძილი სწრაფად დაფარა. და წინ ამესვეტა.
-სად გარბიხარ ანა? -ეს სახელი მეუცნაურა მაგრამ არ შევიმჩნიე
-ანასტასია.... ანასტასია მქვია მე....
-მე ანა მირჩევნია. ე. ი ჩემს წვეულებაზე ჩემივე დავალების გამო ვერ ახერხებდი მოსვლას ხო?... -მკითხა და ვისკი მოსვა.
-მგონი მთვრალი ხართ იცით. ჯობია წავიდე. -ვუთხარი და წასვლა დავაპირე.
-არა, არ შეიძლება, მე არ მითქვამს რომ უნდა წახვიდე... მოდი ოფიციალურობის გარეშე ვუსაუბროთ კარგი?
-სასაუბრო არაფერი გვაქვს. თავს ზედმეტის უფლებას ნუ მისცემ.
-თორე რა? -მკითხა და გაიღიმა.
-მე... -სიტყვის თქმა არ დამცადდა ლიკამ დამიძახა. მივდივართო,ალექსანდრეს დავემშვიდობე და წავედი. ყველა ჩემს მანქანაში ჩავსხედით, ჯერ მარიამი დავტოვე და მერე სახლისკენ წავედით.
მეც შემიყვარდა (თავი მეორე) დილას ადრიანად გამეღვიძა. სწრფად მოვწესრიგდი და კაფეში წავედი. ცოტა ხალხი იყო ამიტომ საქმეც ნაკლები იყო. მალე მარიამიც მოვიდა და დღის პოზიტიური განწყობაც მოიტანა.
-ტას, იცი ვინ ჩამოვიდა? აი ძალიან რომ გვენატრებოა. აბა თუ მიხვდები?
-მოიცა მართლა ჩამოვიდა? როდის? ახლა სად არის?შენ საიდან გაიგე? -ერთი ამოსუთქვით მივაყარე კითხვები.
-დაწყნარდი გოგო, დილას ველპარაკე მისამართი მივეცი და მოვა ალბათ მალე. ოღონდ მარტო არაა, ისიც აქაა.
-მართლა, ვითომ შეეგუენ ერთმანეთს?
-არ ვიცი, მითხრა საქმეზე ჩამოვიდა და მეც გამოვყევიო. თან სიურპრიზი მაქვსო. იმედია კარგი ამბავი იქნება.
-იმედია, მაგრამ მთავარია ნიტა დაგვიბრუნდა. ვაიმე კიდევ არ მჯერა. წამოდი კაფეში დავსხდეთ და იქ დაველოდოთ. -გავედით თუ არა სამზარეულლოდან მაშინვე შემოაღო ქალბატონმა კარები, ისევ ისეთი არ შეცვლილა პირიქით უფრო გალამაზებულა. ორი წუთით სამივე ადგილზე გავშეშდით. ერთმანეთს ვუყურებდით მაგრამ ადგილიდან არ ვიძვროდით. ყველაფერმა თვალწინ გამირბინა, როგორ გავიცანით, როგორ დავმეგობრდით, და როგორ წავიდა. ყველაზე ძალიან ეს მეტკინა. მაგრამ დრო გავიდა და ახლა ის აქაა. სიჩუმე ისევ მარიამმა დაარღვია დ ბოლო ხმაზე იწივლა. -ნიტუუუ... ჩემო გოგო...-სწრაფად დაფარა მანძილი და მთელი ძალით ჩაეხუტა. თვალზე ცრემლები მომადგა არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი. წამით მინდოდა ძველი დრო დამებრუნებინა, მაგრამ ნიტა ნაბიჯს არ დგავდა ამისთვის. -კარგით რა ორივეს გინდათ ერთმანეთს ჩაეხუტოთ დაივიწყეთ სიამაყე... -ისევ მარიამი გამოვიდა სიტყვით. რთულია დაივიწყო, ეს მან დაგვტოვა, ის წავიდა ისე რომ ერთი სიტყვა არ უთქვამს. არცეთხელ მოვუკითხივართ. მხოლოდ წასვლის წინ დატოვა წერილი რომ თურმე ნახევარ ძმა ყოლია და მამამისი მოითხოვდა ერთმანეთი გაეცნოთ. ამის მერე კი სამუდამოდ წავიდა. -კარგი ტასო ამაყია და პირველი არასდროს გადადგამს ნაბიჯს მაგრამ ნიტა შენ???
-თუ ისევ მეგობრები ვართ... იქნებ... ჯანდაბა ანასტასია არაბულო დამეხმარე....-ძლივს აბამდა სიტყვებს ნიტა.
-ტასო.. მეტი რაღა გითხრას?? -მითხრა მარიამმა.
-სიტყვები საჭირო არაა. მხოლოდ..... -წინადადება არ დამამთავრებინა წამში ჩემთან გაჩნდა და მომეხვია.
-ტასუნა, მომენატრე....
-მეც ჩემო გოგო მეც... ოღონდ იცოდე ყველაფერს დაწვრილებით მოყვები -გავუღიმე და იქვე კუთხეში მაგიდასთან დავსხედით ყავა და მარწყვის ტორტი მოვატანინე ნათიას, მარიამი კი დაკითხვაზე გადავიდა. -აბა ქალბატონო ნიტა რა ხდება მოყევი.
-ისეთი არაფერი გავიცანი, დავახლოვდით,მითხრა იქ ვერ დაგიცავო, ხო ხვდებით უფროს ძმის პროგრამა გააქტიურა და აღარ გამომიშვა, მერე მამას ჯანმრთელობის პრიბლემები ჰქონდა, ახლა უკეთაა, ანას დაემატა კომპანიის საქმეები და ასე გავიდა სამი წელი, თვითონ მითხრა რომ ვბრუნდებოდით.
-მოიცადე, ანუ... -ვკითხე გახარებულმა
-ანუ რაღაც ფირმა გახსნა მისმა ძმაკაცმა, პარტნიორები არიან აქ კიდევ ერთ პარტნიორთან შესახვედრად ჩამოვიდნენ და როგორც ვიცი საქმე კარგად აეწყოთ. ასე რომ ნიტა თოდუა დაბრუნდააა... არსად წამსველი აღარ ვარ მე... -განაცხადა და ყავა მოსვა.
-ისე სად არის არ გაგვაცნობ? -ვკითხე და გამეღიმა, მე და ვინმეს გაცნობა მინდოდეს, არ ვიცი რა ხდება.
-კი როგორ არ, სახლის ამბებს აგვარებს. მითხრა რომ მოვრჩები გამოგივლიო. ისე ყოჩაღ თქვენ კარგი გარემოა, ეს კაფე არ მახსოვს...
-არ გემახსოვრება ძვირფასო, იმიტომ რომ ახლახანს გავხსენით...-ვუთხარი საკუთარი თავით კმაყოფილმა....
-ეს რა შენი კაფეა, ახლა არ მითხრა რომ შიგნით საკონდიტრია???
-კი ზუსტად ისეთია როგორიც მინდოდა მაგრამ მარტო ჩემი არ არის, მარიამისიცაა ერთად ვისწავლეთ, საფრანგეთშიც ვიყავით, კურსები წარმატებით გავიარეთ და ახლა ეს სილამაზე ჩვენია.
-ვაიმე რამდენი რამ შეცვლილა თქვენთან. მე კი სად ვიყავი.
-ახლა ხომ ერთად ვართ არა. -ვუთხარი და გავუღიმე, ახლა მივხვდი თუ როგორ მაკლდა მასთან საუბარი.
-გოგოებო, შეხედეთ რა სიმპათიური ბიჭია, ვაიმე ღმერთო, მოიცადეთ მგონი აქეთ მოდის-მარიმმა კარებში შემოსულ ბიჭზე გვანიშნა, ცოტახანს აქეთ იქით იყურებოდა მერე გაიღიმა და ჩვენსკენ წმოვიდა.
-ლამაზია არა მარ, გინდა გაგაცნო??? -კითხა ნიტამ და გაუღიმა.
ამასიბაში ისიც მოგვიახლოვდა თავიდან მეგონა მაგიდა შეეშალა-თქო მაგრამ აშკარად არა. ნიტა ფეხზე წამოდგა და გადაეხვია. ახლა კი დავიბენი.
-გოგოებო გაიცანით ეს ჩემი ძმაა დემეტრე, დემე ესენი კი ანასტასია და მარიამი.
-სასიამოვნოა, მსმენია თქვენზე -გაგვიღიმა და ნიტას გვერდით დაჯდა.
-საინტერესოა ნეტავ რა. დემეტრე მიირთმევ რამეს. -ვუთხარი და მარიამს ხელი ოდნავ ვკარი რომ გონს მოსულიყო.
-არა არ შეწუხდე მე თვითონ შევუკვეთავ.
-არ ვწუხდები, ერთი წუთით, ნათი!!! -გავუღიმე და იქვე მდგარ ნათიას დავუძახე.
-დემე, ეს მათი კაფეა, ასე რომ....-სიტუაცია აუხსნა ნიტამ . შეკვეთამაც არ დააყოვნა ცოტა ვისაუბრეთ. ბოლოს კი დემეტრემ დაამთავრა ეს შეხვედრა
-ნიტ, უნდა წავიდეთ საღამოს ვახშამზე ვართ დაპატუჟებული ამიტომ გვეჩქარება.
დაგვემშვიდობნენ და წავიდნენ. მუშაობას ვამთავრებდით, დამიანემ რომ დამირეკა და მითხრა საღამო სტუმრები გვყავს და მალე მოდით შენ და მარიამიო. ამიტომ კაფე მალევე დავტოვეთ და სახლში წავედით ლიკას ყველაფერი მზად ქონდა, მეც გამოვიცვალე თეთრი ზედა და შავი შარვალი ჩავიცვი დიდად არ გავპრანჭულვარ, თმა გავიშალე ფეხზე თეთრი კედები მოვირგე და დაბლა ჩავედი. მარიამიც მალე მოვიდა. დროის გასაყვანად სამზარეულოში შევედით და წვენი დავისხით. ლიკაც ამ დროს შემოვიდა და ანდრეა შემოიყვანა.
-მომიყვანე ლიკუნა. მე დავიჭერ. -ბავშვი გამოვართვი და მთავარ თემზე გადავედი. -ვინ უნდა მოვიდეს? ან ცოტნე და დამიანე სად არიან?
-არ ვიცი ზუსტად ვიღაც ახალი პარტნიორი, ცოტნე ოთახშია იცვლის დამიანე მათთან ერთად მოვა.
-კარგი, ვნახოთ ვინები არიან, ხო მამიდა.
ზუსტად ერთი საათი ვედლოდეთ.არც ცოტნე ჩამოდიოდა და არც დამიანე მოდიოდა. მალე ეზოში ორი მანქანა გაჩერდა ერთი დამიანესი იყო მეორე კი ვერ ვიცანი, ანდრეა ჩავიხუტე და კარისკენ დავიძარი, იქ ნანახმა კი გამაოცა, კარებში ნიტა და დემეტრე დამხვდენ-მოიცადე დამიანე დემეტრე თქვენი პარტნიორია? -ჯერ დამიანეს გავხედე მერე იქვე მდგარ ალექსანდრეს.
-თქვენ რა იცნობთ ერთმანეთს? -მკითხა დამიანემ.
-კი როგორ არა, საღამო მშვიდობისა ტასო. -ცოტა მეუცნაურა დემეტრეს საქციელი მაგრამ არ შევიმჩნიე სამაგიეროდ ალექსანდრეს სახემ მიიქცია ჩემი ყურადღება, ისე მიყურებდა თითქოს რამე დავაშავე. გამეღიმა მაგრამ არ ვიცი რატომ -საღამო მშვიდობისა დემე, მობრძანდით.. -და ოდნავ გავიწიე, მისაღებში შევედით და იქვე მოთავსდნენ. მარიამიც გამოვიდა იქ მყოფებს ჩვენი შეხვედრის ისტორია უამბო და მე მომიბრუნდა-ტას, მგონი დაეძინა? -მითხრა და ანდრეაზე მანიშნა. -ჩემი ცხოვრება, მარიამ გამომყვევი დავაწვენ რა... -ანდრეა ოთახში ავიყვან. დაბლა ჩამოსულს კი ნიტას გაკვირვებული სახე დამხვდა. -ნიტუ რამე მოხდა? ვკითხე და დამიანეს გვერდით მოვთავსდი.
-ტასო, ის ბავშვი, შენ რა გათხოვდი? -ამის კითხვა და ერთიანი სიცილი ერთი იყო.
-გათხოვდა? ეს? ამას ცოლად ვინ მოიყვანს? -სიცილს არ წყვეტდა დამიანე და ჩემგან ჩქმეტაც მიიღო.
-არა ჩემო გოგო დაწყნარდი, არ გავთხოვილვარ. მაგრამ მამიდა ვარ.
-ანუ? -მკითხა გაოცებულმა.
-ანუ ის რომ ანდრეა ჩემი ძმის შვილია.
-მოიცა ცოტნე?
-რაგჭირს გოგო, აი ლიკაც... ლიკუნა მოდი აქ დაჯექი... -იმ წამს ეზოდან შემოსულ რძალზე ვანიშნე. ისიც მოვიდა და დამიანესთან დაჯდა. ჩემა ძმამ კი ხელი გადახვია და შუბლზე აკოცა.
-აბა ნიტუ მიხვდი? -ვკითხე და გავუღიმე. მან კი მხოლოდ თავი დააქნია თანხმობის ნიშნად. გამეცინა, მაგრამ სიცილი მაშინვე შევწყვიტე როცა კიბეზე ერთ ადგილას გაშეშებულ ცოტნეს მოვკარი თვალი. მაშინვე მისკენ დაიძარი, ხელი მოვკიდე და დაბლა ჩამოვიყვანე-აბა ნიტუ იმედია ეს გახსოვს და ქმრად არ მომივლენ. -ყველას გაეცინა, მალე ეზოში გავედით და სუფრას მივუსხედით. კარგი საღამო იყო, მეგონა ბედნიერება დაბრუნდა, მაგრამ, ვხვდებოდი რომ დროებით. ცოტახანში ანდრეამაც გაიღვიძა. გოგოები წამოვყარე და სახლში შევედით ბიჭებმა კი სმა გააგრძელეს. 11საათი იყო, ანდრეას ღამის ძილი რომ ეწვია, ოთახში ავიყვანე, დავაძინე და გამოვედი, ადგილზე გავშეშდი კედელთან მიყრდნობილი ალექსანდრე რომ დავინახე... -შეგაშინე? -ისე მკითხა თითქოს ვერ დამინახა. თავი გავაქნიე და კიბეებისკენ დავიძარი თუმცა ვინ გაცადა. მაჯაში ჩამავლო ხელი და კედელზე ამაკრა, თვალებში დაჟინებით მიყურებდა. ბოლოს ინება და ხმა ამოიღო-რატომ ხარ ასეთი?
-როგორი ასეთი?
-სხვანარი, განსხვავებული, თითქოს ჩვეულებრივი მაგრამ ცოტა ამოუცნობი თანაც....
-ალექსანდრე ნასვამი ხარ, არგინდა გთხოვ, ყველაფერი ისე იყოს როგორცაა, მე ჩემთვის, შენ შენთვის და...
-და რომ არ გავჩერდე,იქნებ მინდა რაღაც შევცვალო? იქნებ...
-გთხოვ გაჩუმდი. -ისევ ვცადე მისი გაჩერება. აღარ მინდოდა რამის მოსმენა.
-მთვრალი ხარ, არ მინდა რამე თქვა რადგან ვიცი ხვალ აღარ გემახსოვრება-ვგრძნობდი თვალები დამიმძინდა, მაგრამ ვცდილობდი არ მიმეცა ემოციებისთვის გასაქანი, არ მინდოდა მას ჩემი შინაგანი პიროვნება დაენახა.-წადი ალექსანდრე, გთხოვ.
-არ არსად არ წავალ-ისევ არ წყვეტდა.
-ალექსანდრე, მე... ეს... -სიტყვებს ერთმანეთზე ვერ ვაბავდი. მისი სიახლოვე მაბნევდა, დიახ, ის იყო ამ დაბნეულობის მიზეზი მაგრამ ვერ ვხვდები რატომ. ცოტახანს თვალებში მიყურებდა, თითქოს რაღაცას ეძებსო, მე კი ისევ ამევსო თვალები ცრემლებით. პირვლად ვიყავი ადამიანის მიმარ უძლური, მიყურებდა და ვერაფერს ვაკეთებდი, თითქოს მის ყავისფერ თვალებში ჩავიძირე. უეცრად ჩემსკენ დაიხარა და ცხელი ბაგეები შუბლზე მომაკრო, ისე ახლოს იყო მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა, ვგრძნობდი მის სურნელს, და ვხვდებოდი რომ ეს მე არ ვიყავი, ის რაღაცას ცვლის ჩემში და სწორედ ამის მეშინია. ნელა მცილდება თვალებში მიყურებს და ამბობს: -ძლიერი ხარ პატარა ქალბატონო. -იღიმის და კიბეებს მიუყვება. ღრმად ვისუნთქავ ჰაერს სადაც ჯერ კიდევ მისი სურნელია, ყველაფერს ვიაზრებ და ჩემს თავზე ვბრაზდები თუ როგორ მივეცი ამდენის უფლება. ოთახში შევდივარ, აივანზე გავედი ცოტა ცივი ჰაერი მჭირდებოდა, მართლაც ქალაქს უკვე დასტყობოდა შემოდგომა. ცოტახანს იქ ვიყავაი, მერე დაბლა ჩავედი, ალექსანდრე წასულიყო,ლიკა, მარიამი და ნიტა სამზარეულოს ალაგებდნენ. დემეტრე და დამიანე რაღაცაზე საუბრობდნენ, ცოტნე დივანზე იჯდა და ტელეფონს ჩაჰყურებდა, რატომღაც მომინდა ვინმეს მაგრად ჩავხუტებოდი, სწორედ ამ დროს დადო ცოტნემ ტელეფონი, შემომხედა და გამიღიმა, მეც მაშინვე მასთან მივედი და ჩავეხუტე, აი თურმე რა მჭირდებოდა, ყველაფრისგან გასათავისუფლებლად. ახლა მთლიანად ცოტნეთი ავივსე. მანაც ძლიერ შემომხვია ხელები და შუბლზე მაკოცა.
-ხომ ყველაფერი რიგზეა, პრინცესა? -მკითხა, მე კი მხრები ვავიჩეჩე, არ ვიცი მეთქი, მას კი აღარაფერი უკითხავს, რადგან იცის რომ ადრე თუ გვიან მაინც მოვუყვები... ეს საღამოც დამთავრდა. დილას მითხრეს რომ დამიანე, ალექსანდრე, ცოტნე და დემეტრე ერთი კვირით ამერიკაში აპირებდნენ წასვლას საქმეზე, ეს არ მომეწონა ასე ერთდროულად არასდროს წასულან, მაგრამ ახლა საქმე მოითხოვდა. მეც არ დავაყოვნე და მარიამს და ნიტას ჩემთან დარჩენა შევთავაზე ერთი კვირით, მარიამმა ცოტა იწუწუნა ჩემი ძმა ჩამოდის და სახლში საქმეებიაო მაგრამ მაინც დავითანხმე. მართლაც ორ დღეში ბექაც ჩამოვიდა თავის ძმაკაცთან ერთ, კარგად ავეწყვეთ, ხან ვსეირნობდით ხან ბარში ვიყავით, ხან სად და ხან სად . ერთ საღამოს დალევა აიტეხა ბექამ, ყველა უარზე იყო, მე კი ხათრი არ გავუტეხე და დავთანხმდი, ცოტახანში მათეც შემოგვიერთდა. კარგად გამოვთვერით, ბოლოს დავიშალეთ, ოთახში ავედი და დასაძინებლად მოვემზადე ლიკას და ანდრეას უკვე ეძინა, მარიამი ბიჭებს გაჰყვა, ნიტაც თავის ოთახში იყო. ფიქრებში წავედი და გავაცნობიერე რომ ჩემი ძმები მომენატრნენ, ამიტომ ტელეფონი მოვიმარჯვე და ცოტნეს დავურეკე, თუმცა არ მიპასუხა ახლა დამიანესთან ვცადე რამდენინე ზარის შემდეგ უპასუხა მაგრამ ხმის ამოღება არ ვაცადე -მომენატრეეე, ისე როგორ არასდროს, როდის ჩამოხვალ ერთი სული მაქვს, იცოდე აღარასოდეს წახვალ ამდენი ხნით, გესმის? ამოიღე ხმა! დამიანე!
-დამიანე არ ვარ! -ტვინში სისხლი ჩამექცა, თუ დამიანე არაა აბა ვინ არის?
-უკაცრავად რომელი ხარ? ცოტნე შენ ხარ?
-არა, ცოტნეს სძინავს, დამიანე მარკრტში ჩავიდა-მიპასუხა მშვიდად.
-კარგი დემე უთხარი დამირეკოს რომელიმემ. -გათიშვას ვაპირებდი ისევ მისი ხმა რომ გაისმა
- არც დემეტრე ვარ, მასაც სძინავს... -
ყველაზე არასასურველი სახელი შემომრჩა ბოლოს, როცა გავიაზრე ვინ იყო ძლივს ამოვიღე ხმა: -ალექსანდრე.
-ხო ზუსტადაც, ახლა მითხარი რამ შეგაწუხა ამ დილა ადრიან. რატომ რეკავ? -ღმერთო ახლა რა ვქნა, არ ვიცოდი რა მეთქვა. საკუთარ თავს ვლანძღავდი და ხმას არ ვიღებდი თუმცა სიმთვრალემ თავისი გაიტანა და ხმა ამოვიღე, თითქოს უფრო თამამად.
-ალექსანდრე, ისე ცნობისთვის აქ ღამის 12 საათია და.... -როგორც ჩვევია სიტყვა არ დამამთავრებინა.
-მითუმეტეს ახლა უნდა გეძინოს, პატარა ქალბატონო -ზედმეტი ირონია იგრძნობოდა მის ხმაში.
-აუ, ალექსი არ ვარ მე პატარა... -მართლა პატარა ბავშვივით მომივიდა ამის თქმა და ზუსტად ვიცი გაეღიმა.
-ლამაზად თქვი.-მითხრა და გავიგონე როგორ ღრმად ამოისუნთქა.
-რა? რა ვთქვი? -როგორ მინდოდა სახელზე არ გაემახვილებინა ყურადღება მაგრამ
-ჩემი სახელი, ასე არავის დაუძახია. -ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. არ ვიცოდი რა მეთქვა. მერე სიმთვრალემ მძლია და ისტერიკული სიცილი ამივარდა.
-რა გაცინებს ამიხსნი. -მკითხა გაკვირვებულმა.
-არ ვიცი -ამაზე კი უფრო გამეცინა.
-რამე დაგალევინეს მანდ თუ ჩაგიყარეს რამე? -მკითხა სიცილით.
-შენ რა იცი რომ დავლიე?
-რა მართლა ნასვამი ხარ? -წამში დასერიოზულდა.
-ხო, დავლიე თან ბევრი, აბა ისე ფხიზელი მე შენ დაგელაპარაკებოდი?
-ტასო სერიოზულად გეკითხები, ახლა სად ხარ?
- მეც სერიოზულად გეუნები, რომ დავლიე... და სად უნდა ვიყო, სახლში ვარ.
-გოგოებმა აღნიშნეთ ალბათ რამე ხო?
-არა? გოგოებს არ დაულევიათ. -ისევ ვაგრძელებდი სიცილის.
-ანასტასია!! . -ისეთი მკაცრი და ხმა ქონდა რომ არ მცოდნოდა ვის ვესაუბრებოდი ეჭვი შემეპარებოდა რომ ეს ალექსანდრე იყო.
-რა იყო... მე, ბექამ და მათემ დავლიეთ ჩემთან, სულ ცოტა -წამით ხმას არ იღებდა. თითქოს ნათქვამის გაანალიზებას ცდილობდა.
-კარგი, გინდა სხვა რამე თუ გავთიშო? -ღმერთო როგორი ცვალებადია ეს ბიჭი.
-არა უბრალოდ.... -ტელეფონი ისე გათიშა სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი.
დიდხანს აღარ მიფიქრია მის საქციელზე, მალევე კომფორტულად მოვთავსდი და დავიძინე.
დღეები მალე გავიდა, ახლა უკვე აეროპორტში ვიყავით და მათ ველოდებოდით. მათემ სახლში დავრჩებიო. სირცხვილია მანდ ხომ არ გავეცნობიო. ბექაც მას აჰყვა, სიურპრიზს გავუკეთებ ბიჭებსო. ისინიც მალე გამოჩნდნენ. მთელი ძალით მოვეხვიე დამიანეს და ცოტნეს. დემეტრეს და ალექსანდრეს კი მხოლოდ გავუღიმე, მაგრამ დემემ ეს რა არის სულ არ მოგენატრეო და მანაც ძლიერად ჩამიხუტა. სახლისკენ დავიძარით, ლიკა და მარიამი მე წავიყვანე, ბიჭიები კი ალექსანდრეს მანქანით წამოვიდნენ, რომელიც აეროპორტში ჰყავდა დატოვებული. მანქანა ეზოში გავაჩერე და ახლახანს გადმოსულ ცოტნეს წინ ავესვეტე. -ცოტნე იცი ჩვენთან ვინ არის?
-ახლა ჩამოვედი მე რა უნდა ვიცოდე? -გამიღომა და ხელი გადამხვია.
-აუ რა ულოგიკო ხარ რა.
-ყველაზე კარგი ვარიანტია სიძე დამხვდეს. -ორივეს გაგვეღომა, მაგრამ ალექსანდრეს ჩაწითლებულ თვალებს წავწყდი თუ არა მაშინვე შევწყვიტე სიცილი.თვალებში ჩავხედე თითქოს ამ მდგომარეობის მზეზს ვეძებდი, თუმცა მალევე სახლის კარი გააღო დამიანემ და შიგნით ავღმოჩნდი. შინ შესულმა ხმამაღლა დავიძახე.
-ბექა მოვედით.- ცოტნეს გავხედე.
-ცოტნე. -სამზარეულოდან გამოვიდა ბექა და ძმაკაცს მოეხვია.
-არ მჯერა ტო მართლა ჩამოხვედი და არ მეღადავებოდი?
-ეგ შენ გეგონა ღადაობა თორე მე ერთი კვირაა აქ ვარ.
-ბექა როგორ ხარ? -ახლა დამიანე მოეხვია. -ალექსანდრე ეს მარიამის ძმაა ბექა. -გააცნო მასაც და დივანზე დასხდნენ.
-ერთი წუთი ყურადღება, აქ კიდევ ერთი პიროვნებაა. -ვუთხარი და მათეს ვანიშნე გამოსულიყო.
-მოიცა მართლა სიძე დამახვედრე გოგო? -ინტერესით გადმომხედა ცოტნემ.
-ხო ზუსტად 100% გაიცანით ეს მათეა.
-ვააა მათე შენც აქ ხარ?! -გადაეხვია ცოტნე.
-მოიცა თქვენ რა იცნობთ ერთმანეთს?
-ეს გრძელი ისტორიაა პრინცესა. -მითხრა ცოტნემ და თავის ადგილს დაუბრუნდა.
-"ეს გრძელი ისტორიაა პრინცესა"-გავაჯავრე ცოტნე და სასაცილოდ დავეჭყანე.ჩემს საქციდლზე მათესაც გაეღიმა, ხელი გადამხვია, გულზე მიმიხუტა და თავზე მაკოცა. ოთახს თვალი მოვავლე და ისევ ალექსანდრეს ჩაწითლებულ თვალებს გადავაწყდი. ვიფიქრე დაღლილია ისიც და მეც თქო და ყურადღება აღარ მივაქციე. მალე სუფრას მიუჯექით. ანდრიას დამიანეს კალთაში დაეძინა. მათემ მე ავიყვანო, ფრთხილად გამოართვა და კიბეებს აუყვა, ლიკამ კი მე მთხოვა მათეს დავხმარებიდი, ანდრეა დავაწვინეთ და გამოვბრუნდით. მაგრამ გამახსენდა რომ ტელეფონი საწოლზე დამრჩა და უკან მივბრუნდი, ტელეფონი ავიღე და ოთახი დავტოვე, ისევ ის, ისევ იქ, ისევ იმავე მდგომარეობაში, ისევ მე მიყურებდა, მაგრამ ამჯერად ნასვამი სულაც არ იყო. რამაც უფრო შემაშინა, რადგან არ მინდოდა მაშინდელი სიტყვები გაეგრძელებინა. ამიტომ გვერდის ავლა გადავწყვიტე თუმცა მკლავზე მომკიდა ხელი და კედელთნ მიმიმწყვდია.
-შენსა და მათეს შორის რამე ხდება? -მკითხა და თვალებში შემომხედა.
-რაში გაინტერესებს?
-მიპასუხე რომ გეკითხები. -ეს თხოვნას კი არა უფრო მოთხოვნას გავდა, მაგრამ არ ვაპირებდი დანებებას.
-არაფერს არ გეტყვი.
-ვინმე თავი რომ დაგაფიცო არ მაშინ? -მითხრა და დავინახე როგორ ჩატეხა ტუჩის კუთხე.
-ვინ უნდა დამაფიცო ისეთ ვინც... -სიტყვა გამაწყვეტინა.
-ჩემს თავს გაფიცებ.
-არაფერი სერიოზული, უბრალოდ მხოლოდ მეგობრები ვართ მეტი მართლა არაფერი.-პატარა ბავშვივით მოვყევი თავის მართლებას, თუმცა როცა გავიაზრე რა ვთქვი სიმწრით ტუჩეზე ვიკბინე. კარგად შევამჩნიე როგორ შეეცვალა სახე ალექსანდრეს. ერთხანს ჩუმად მიყურებდა თითქოს რაღაცის გაკეთება ან თქმა სურდა და თავს იკავებდა, მერე ახლოს მოვიდა ცხელი ტუჩები შუბლზე მომაკრო და თვალებში შემომხედა.
-მჯერა. -მითხრა და კიბეებს დაუყვა.
დაბლა ჩავედი,ნიტას და მარიამის შუაში დავიკავე ადგილი, მეგონა წასული იყო, თუმცა ცოტახანში ის ჩემს წინ დაჯდა. სიტუაციით შეწუხებულმა კი უკმაყოფილოდ ამოვისუნთქე. თან ისევ ჩემს თავზე ვბრაზობდი რომ მას ამდენის უფლებას ვაძლევდი. ყოველთვის ვიცოდი ზღვარი თუმცა მასთან ეს არ გამომდიოდა.ჩემი უხასიათობა მალევე შეამჩნიეს გოგონებმა.
-ტას რამე მოხდა? -მკითხა მარიამმა. მე კი თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
-რა მოხდა? -ახლა ნიტა მომიბრუნდა.
ყველაფერს მოგიყვებით.-ძლივს ამოვთქვი ეს სიტყვები. ცოტახანში ოთახში ვიყავით მათაც ვუამბე ყველაფერი რაც კი ალექსანდრესთან მაკავშირებდა.
-მოსწონხარ, ან უყვარხარ უკვე! -მითხრა ნიტამ.
-არა ეს შეუძლებელია.
-დაფიქრდი ტას, ხომ ხედავ რაზე გიჭედავს, უბრალოდ ბიჭმა გაგიღიმა და ხელი გადაგხვია, ამან კი რახდება თქვენს შორისო! -დაამატა მარიამმა.
-არ შემიძლია მარ, არა- ცრემლებმა გაკვალეს გზა და პირველად ამდენი ხნის განმავლობაში არ ვცდილობდი თავი შემეკავა, მინდოდა ბოლომდე დავცლილიყავი. -თქვენ ხომ იცით რომ არ შემიძლია, გთხოვთ აუხსენით, რომ.... არ ვიცი.... არ შემიძლია...
-კარგი დაწყნარდი- მამშვიდებდა მარიამი.
-ყველაფერი მოგვარდება ტას, მოდი წყალი დალიე. და ეცადე დამშვიდდე. -წყალი მომაწოდა ნიტამ მეც უსიტყვოდ გამოვართვი და ბოლომდე ჩავცალე. მარიამს დავუდე თავი კალთაში ის კი თმაზე მეფერებოდა, ნიტამ პლედი მომაფარა და თვითონაც ჩამეხუტა.
-მარტო ასეთ მეგობრული სიყვარულის უფლება მაქვს, სხვა სიყვარულის არა. უბრალოდ არ შემიძლია. -ვგრძნობდი ცრემლებს თვალებზე მაგრამ ძალა მოვიკრიბე და თვალები დავხუჭე რომ არ გადმოელახათ ჯებირები. არ მახსოვს როდის ჩამეძინა.
დილას ერთმანეთზე ჩახუტებულებს გაგვეღვძა, გამეღიმა სკოლის დრო გამახსენდა თითქმის ყოველი დილა ასე იწყებოდა. მალე გოგოებმაც გაიღვიძეს. ცოტახანს კიდევ ვინებივრეთ. თუმცა ტელეფონზე დამირეკეს, დავხედე და ნათია იყო
-ხო ნათი, მოხდა რამე?
-ქალბატონო ანასტასია, დღეს საქორწილო ტორტია გასაკეთებელი და თქვენ... რომ არ მოხვედით... ვიფიქრე, დავურეკავ და შევახსენებთქო.
-ვაიმე, დამავიწყდა, ახლავე გამოვალთ ნათი. -ტელეფონი გავთიშე და მარიამს მივუბრუნდი -მარიამ დღევანდელი შეკვეთის სურათები ნახე რა მე მოვემზადები მანამდე. -უცებ მივაყარე სათქმელი და სააბაზანოში შევედი, რადგან დრო არ მქონდა მალე გამოვედი. -ნახე მარ? -ისევ მარიამს მივადექი. ისინიც მზად დამხვდნენ ალბათ დაბლა სააბაზანოთი ისარგებლეს.
-ვერა, ტელეფონი დაჯდა, შენსას კი პაროლი ადევს. მოდი გახსენი-მითხრა და ტელეფონი მომაწოდა
-ნიტუ რა რიცხვია დღეს? -ვკითხე ნიტას რომელიც ტელეფონში რაღაცას აკეთებდა.
-28 სექტემბერი. -მითხრა და ისიც საწოლზე ჩამოჯდა.
-28, ოღონდ ეს არა, მარიამ ხუთ სართულიანი ტორტი, სამ საათამდე თან საქორწილო.
-ვაიმე როგორ დამავიწყდა. -შეიცხადა მარიამმა.
-მეც წამოვალ, დაგეხმარებით. -გვითხრა ნიტამ. ნახევარ საათში კი საკონდიტროში ვიყავით და მითითებებს ვიძლეოდით.
-მგონი მოვასწრებთ, დაწყნარდი-გამამხნევა მარიამმა. მართლაც ორ საათზე ტორტი მზად იყო. და შემკვეთსაც გავატანეთ. საღამომდე კაფეში ვიყავით, ექვსი საათი იყო რომ გამოვედით.
-აი ყოჩაღ რა ნიტუ, სასწაული ხარ პირდაპირ-შეაქო მარიამმა
-ოოო, კაი რა უბრალოდ დაგეხმარეთ.
-რა უბრალოდ გოგო, შენ რომ არა.... ისე არ გიფიქრია ჩვენთან მუშაობაზე? -ვუთხარი და მანქანისკენ დავიძარით.
-ღადაობ თუ მართლა მეუბნევი მაგას? -მკითხა გაოცებულმა
-მართლა გეუბნევი გოგო რას ვღადაობ.
-აუ არ მჯერა სამივე ერთად ვიმუშავებთ ანუ? -აღტაცებას ვერ მალავდა მარიამი.
-მართლაც კარგი აზრია.- დაფიქრდა ნიტა.
-ანუ თანახმა ხარ? -ვკითხე.
-კი. უფროსწორად დიახ უფროსო! -მითხრა და გამიღიმა. მანქანაში ვსხდებოდით ნათია რომ გამოვიდა.
-ნათი საით? -დავუძახე და ისიც ჩვენსკენ წამოვიდა.
-სახლში ქალბატონო...
-კარგი რა ნათი. -შევაწყვეტინე სიტყვა. -გთხოვ უბრალოდ ანასტასია ან სულაც ტასო დამიძახე.
-კი მაგრამ,...
-არავითარი მაგრამ. ახლა კი დაჯექი ნიტაც შენსკენ ცხოვრობს და ბარემ შენც გაგიყვან.
-არ იყოს წავალ ჩემთვის.
-აუ არ გვაწყენინო რა ნათი- თავი გამოყო ნიტამ
-კარგით მაშინ, კი მერიდება მაგრამ.
-დაჯექი გოგო ნუ მიშლი ნერვებს-არ აცადა მარიამმა ხელი სტაცა, მანქანის კარი გაუღო და ჩაჯექიო თვალები დაუბრიალა. გოგოც მაშინვე ჩახტა.
გზაში ჩემი ტელეფონი აწკრიალდა,მათე იყო, ნიტას ვუთხარი სკიპერზე ჩართე თქო მანაც ტელეფონი მოათავსა და ზარს უპასუხა.
-სად გაქ გოგო ტელეფონი? ან შენ სად ხარ?
-კარგად მათე შენ როგორ ხარ? -ვუთხარი და გამეღიმა.
-მეც კარგად, სად ხარ?
-გზაში, სახლში მივდივარ. რა ხდება?
-სახლში არავინაა, ყველა კლუბში ვართ და აქ მოდი.
-ლიკა და ანდრეა?
-ლიკა აქაა, ანდრია კი დედამისს დაუტოვა. ჰე ახლა მოხვალ ხო.
-მოვალ მაგრამ მარტო არ ვარ.
-ვიცი მარიამი დ ნიტაც მანდაა, აბა სხვანაირად როგორ. სამივე მოხვალთ.
-არა კიდევ ერთი მეგობარია. -ვუთხარი და სარკიდან აწითლებულ ნათიას თვალი ჩავუკარი და გავუღიმე საპასუხოდ მანაც გამიღიმა.
-არაა პრობლემა მოიყვანე და გაგვაცანი სასტავს. კაი წავედი და გელოდებით.
-კაი მისამართი მომწერე. -ტელეფონი გავთიშე და ნათიას
ვკითხე-ნათი პრობლემა ხომ არაა, სადმე ხომ არ მიდიხარ?
-არა... უბრალოდ სირცხვილია.
-რააგოგო სირცხვილი ბიჭმა თვითონ დაგვპატიჟა. -არ თმობდა მარიამი.
-კარგი წამოვალ.
-აი ასე ჯობია. -უთხრა ნიტამ და გაუღიმა
ოც წუთში კლუბში ვიყავით, შევედით და ნათია ყველას გავაცანი, კარგად მიიღეს, მალე გაიხსნა კიდეც, ალექსანდრე არ იყო ამიტომ თავს კარგად ვგრძნობდი თუმცა მალე ისიც მოვიდა მარიამმა მითხრა არაფერი შეიმჩნიოო, მეც დავეთანხმე თუმცა ალბათ კარგად არ გამომივიდა
-ტას ცუდად ხომ არ ხარ? -მკითხა ცოტნემ.
-არა, ცოტა უჰაერობაა, ჰაერზე გავალ ცოტახანი და გადამივლის. -შენობა დავტოვე და იქვე პარკში გავედი, მართლაც აუტანელია ჩემთვის ეს სიტუაცუა მაგრამ რას ვიზამ, ვცდილობ თანდათან შევეგუო.სკამზე დაჯდომას ფეხით სიარული ვამჯობიბე და ბილიკს დავუყევი, სიწყნარე იყო, თითქოს ხვდებოდა ქალაქი რა მჭირდებოდა, ხალხიც მოძრაობდა და მეც თამამდ მივაბიჯებდი, არ მეშინოდა სიბნელის, კლუბიდან საკმაოდ შორს წამოვედი და დაბრუნებას არ ვაპირებდი, მარიმმა მომწერა სად ხარ? ხომ კარგად ხარო? მივწერე რომ ცოტახანს კიდევ ვიქნებოდი და გზა განვაგრძე. მესიამოვნა შემოდგომის ოდნავ გრილი საღამო, ვფიქრობდი ყველაფერზე, გარდა ალექსანდესი. ვფიქრობდი მომწონდა თუ არა ჩემი ცხოვრება ან სამუშაო, ან რას გავაკეთებდი მომავალში, ან სად ვიქნებოდი, უეცრად ფიქრებიდან სირბილის ხმამ გამომიყვანა, ჩემს უკან გაჩერდა და აჩქარბული სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა. არ შევიმჩნიე და გზა განვაგრძე თუმცა ვგრძნობდი რომ მომყვებოდა, მაგრამ არ შევბრუნებულვარ და რატომღაც არც შემშინებია. ტელეფონზე ესემესი მომივიდა ნიტა იყო მწერდა რომ ალექსანდრე კლუბიდან წასულა, მიზეზად კი საქმეები მაქვსო უთქვია. მგონი შენს საძებრად წამოვიდაო. კარგი მეთქი მივწერე, ყველაფერი რიგზეა თქო. ისევ წყნარად მივუყვებოდი ბილიკს, ახლა მივხვდი რატომ არ შემეშინდა. დარწმუნებული ვარ ჩემს უკან ალექსანდრეა. იქვე სკამი დავინახე, და დასაჯდომად წავედი მაინტერესებდა რას გააკეთებდა. დავჯექი თუმცა ის აღარ ჩანდა, ვიფიქრე რომ წავიდა მაგრამ მოულოდნელად ჩემს უკან გაჩნდა, მიკვირს როგორ ახერხებს ეს ბიჭი ასეთი რამეებს.
-სიგრილეა, არ გცივა? -მკითხა ისე რომ ჩემსკენ არც გამოუხედავს. ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ბილიკს თვალს არ აცილებდა.
-არ მცივა, შენ რას აკეთებ აქ?
-სახლში მივდიოდი და შენ დაგინახე, ღამით მარტო არ უნდა დადიოდე პატარა ქალბატონო! -მითხრა და მხოლოდ ახლა შემომხედა, ოდნავ გამიღიმა მაგრამ ეს არ იყო ირონიულად გაღიმება ეს გულწრფელი ღიმილი იყო.
-ალექსი!! -გაუაზრებლად წარმოვთქვი და თვალები გადავატრიალე.
-რატომ აკეთებ ამას? ყოველთვის როცა გეკაპარაკები სხვადსხვა ნაირად მპასუხობ, -ამჯერად თვალებში მიყურებდა ისე და მელაპარაკებოდა, ისიც სკამზე ჩამოჯდა.
-რას გულისხმობ? -ვკითხე გულწრფელად რადგან მე არასდროს არ მეგონა თუ მასში ცვალებადი ადამიანის სახეს ვტოვებდი.
-თითქოს რაღაც ზღვარი გაქვს და ცდილობ ეს ზღვარი არ დაარღვიო, თუმცა როდესაც ახლოს მოვდივარ შენც ერთი ნაბიჯით წინ იწევ, მერე ხვდები რომ თითქოს რაღაცას აშავებ და უკან ბრუნდები-თვალებზე ცრემლები მომადგა. ზუსტად მიხვდა ჩემს პიროვნებას. მაგრამ ვერ შევძლებდი მისთვის რამე მეთქვა.
-კარგი რა აზვიადებ. -ვუთხარი და შევეცადე ვითომც აქ არაფერი ისე გამომსვლოდა. არა და ზუსტად მიხვდა.
-კარგად გიცნობ ანასტასია არაბულო, თუმცა..
-არა არ მიცნობ, საერთოდ არ მიცნობ მე შენ და გთხოვ წადი, ან მე წავალ.
-მე არსად წასვლას არ ვაპირებ.
-კარგი მაშინ რა გაეწყობა. ნახვამდის ალექსანდრე.
ისე წამოვედი სიტყვის თქმა არ დავაცადე, ვგრძნობდი რომ მომყვებოდა. კლუბამდე მომყვა, შიგნით შევდიოდი როცა უკან მოვიხედე ისიც იმ წამს მიბრუნდა და მანქანისკენ წავიდა. საღამო მალე დავასრულეთ. განწყობა გამომიკეთდა როცა საეჭვო ამბები შევნიშნე მარიამითან და დემესთან. მაგრამ არ შევიმჩნიე. სახლში წავედით და მშვიდად დავიძინე.
დილა ჩვეულებრივ დაიწყო მოვემზადე და სამსახურში წავედი, საღამოს მათემ და ბექამ კაფეში გამოგვიარეს, ცოტა ვისაუბრეთ, მათეს ყურადღება კი იქვე მდგარ ნათიაზე იყო გამეღიმა, მათმა ასეთმა საქციელმა გამაკვირვა. ნათია მორცხვი გოგოა, მაგრამ მათე?! ის ასეთი არ მინხავს.
მეორე დილა ისევ ისე დაიწყო სწრაფად მოვემზადე და კაფეში წავედი. იქ მისულს კი მათე დამხვდა.
-შენ რა წესად გექცა ყოველ დილას აქ მოსვლა? -ვკითხე და მის წინ დავიკავე ადგილი.
-კაი რა შენ ნუღარ დამიმატებ.
-ანუ ვიღაცამ დამასწრო ხო, ყოჩაღ კარგად უმოქმედიათ.
-ანასტასია!
-კარგი ხო, ესე ნუ მეძახი მეშინია. ყავას შევუკვეთავ და გპირდეი მოგისმენ. -თანხმომბის ნიშნად თავი დამიქნია. თვალი მოვავლე კაფეს ნათია ვერ ვიპოვე, ამიტომ ეკას ვთხოვე ყავის მოტანა.
-მიირთვით-ფინჯანი წინ დამიდო და წასვლას აპირებდა რომ გავაჩერე.
-ეკა, ნათია სად არის?
-ისვენებს დღეს. -პასუხს გაცემა არ აცადა მათემ.
-კარგი ეკა დაგიძახებ თუ რამეა. -გავუღიმე, ის წავიდა. ახლა კი ისევ მათეს მივუბრუნდი-ეს საეჭვო ინფორმაციაა, საიდან იცი როდის ისვენებს ნათია? ნუ რაღაცას ვხვდები მაგრამ მინდა შენგან მოვისმინო.
-კარგი რა ტასო, მე... უბრალოდ... -პატარა ბიჭივით დაიბნა.
-კარგი დაგეხმარები, ყველაფერი თავიდან მომიყევი.
-მოსაყოლი არაფერია. ყველაფერი უეცრად მოხდა. ვერ გეტყვი რომ ამას ვგეგმავდი. როცა კლუბში მოიყვანე... ჯანდაბა... ის ისეთი სხვანარია, ამოუცნობი, მორიდებული, და რა ღიმილი აქვს ჭკუიდან მშლის. არვიცი...
-ყველაფერი კარგად იცი, და მინდა გითხრა რომ მაგარ შარში ხარ ძმაო. -კარგი ძმაკაცივით ვარიგებდი და ორივეს გაღვეღიმა.
-ეს რომ ცოტნეს და ბექას ვუთხარი დამცინეს შენ კი დიდიხნის ძმაკაცივით მელაპაეაკები.
-კარგი ეგ დაივიწყე, ახლა რას იზავ?
-არ ვიცი, რა უნდა ვქნა, ვერ ვეტყვი რომ მიყვარს, არ მინდა შევაშინო ის ხო...
-ნუ სულელობ აბა დაელოდები როდის გადაეყრება ვიღაც გიჟს და გაიუბედურებს ცხოვრებას? დღეს საღამომდე ეტყვი ყველაფერს ან ამას მე გავაკეთებ იცოდე თან დღესვე -დავემუქრე და მეტი ეფექტისთვის საჩვენებელი თით გამაფრთხილებლას დავუქნიე.
-კარგი, მაშინ წავედი!
-აი ეს მომწონს. ოღონდ იცოდე პირველი აქ მოხვალთ.
-აუცილებლად. წავედი და მადლობა ტას, ამას არ დაგივიწყებ.
მითხრა და კაფე დატოვა. მარიამმა მომწერა დღეს ვერ მოვალ საღამოს ყველაფერს აგიხსნიო. მე და ნიტა ვიყავით, მშვიდად ჩაიარა დღემ, ნიტაც წავიდა. მარტო დავრჩი, მათე კი არ ჩანდა. წასვლა დავაპირე, უკვე ათი ხდებოდა, სწორედ ამ დროს მომწერა მათემ მოვდივარო, მეც დავრჩი. ცოტახნის მერე კარის ხმა გავიგე
-როგორც იქნა სად იყავი აქამდე, დავიღალე ლოდინით, შენ... -სიტყვა ვეღარ დავამთავრე, ჩემს წინ ალექსანდრე იდგა და იღიმოდა.
- მე მელოდებოდი? რომ მცოდნოდა ადრე გამოვიდოდი სამსახურიდან.
-ნუ სულელობ რა. შენ რატომ უნდა დაგლოდებოდი, მათეს ველოდებოდი.
-მათეს? -შევატყე როგორ შეეცვალა სახე.
-ხო, მათეს. შენ რას აკეთებ აქ..
-მე სინათლე დავინახე და... -სიტყვა ვეღარ გააგრძელა.
-ტასუნააა-კაფეში მათე შემოვიდა. -ნახე ტასო. -მითხრა და ნათიაზე ჩაჭიდებული ხელი მაღლა ასწია. მერე კი ნათის გადახედა და თქვა-მხოლოდ ჩემია გესმის, მხოლოდ ჩემი. -ისე ამბობდა ამ სიტყვებს დარწმუნებული ვარ ამ წამს მასზე ბედნიერი არავინაა.
-ვიცოდი, ვიცოდი. გილოცავთ-ორივეს მოვეხვიე. -მათე ხომ გეუნებოდი, ნათი როგორ აგიხვია თვალები ჰა?
-გადი გოგო ისე ნუ შემიშინე შეყვარებული. -მითხრა მათემ და ხელი გადახვია.
-მათე გილოცავ ძმაო. -ხმა ამოიღო ალექსანდრემ, და მათეს გადაეხვია. ასე არ მოქცეულა მასთან ნეტავ რა შეიცვალა?! ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გმომიყვანა.
-გისმენ მარიამ, სად ხარ მთელი დღე?
-ანასტასია სად ხარ ახლა შენ.?
-მარიამ რა ხდება? კაფეში ვართ. მე, მათე, ნათია და ალექსანდრე.
-კარგი მალე მოვალთ.
-მარ... -ტელეფონი გამითიშა.
-ტასო რა ხდება, ხომ კარგად ხარ? რა გითხრა ასეთი? -მკითხა მათემ.
-ანასტასია დაჯექი. ნათია შეგიძლია წყალი მოურატანო?-ალექსანდრემ ნათია სამზარეულოში გაგზავნა. -ტასო შემომხედე, ამიხსნი რა ხდება?
-მარიამმა დამირეკა მითხრა... -კარის ხმა გავიგე -მარიამ-მაშინვე იქით გავიხედე თუმცა იქ ბექა, ნიტა, ცოტნე დამიანე და ლიკა იყო.
-ტასო რა ფერი გაქვს მოხდა რამე? -მაშინვე ჩემთან გაჩნდა დამიანე.
-თქვენ რას აკეთებთ აქ? -ვკითხე
-მარიამმა დაგვირეკა კაფეში მიდით და მეც მალე მოვალო-მითხრა ნიტამ
-ნიტუ ნეტავ რა ხდება, ახლა ველაპარაკე, ხმა არ მომეწონა-ვუთხარი და ბექას გავხედე რომელიც მშვიდად იდგა. -შენ რატომ ხარ ასე წყნარად?
-მალე მოვა მარი და ყველაფერს გაიგებთ. -თქვა და იქვე ჩამოჯდა
მალე კაფის წინ მანქანა გაჩერდა იქიდნ კი მარიამი და დემეტრე გადმოვიდნენ.
წამით გავშეშდი როცა კაფეში ხელჩაკიდებულები შემოვიდნენ.
-არ მჯერა-დაიყვირა ნიტამ. -როდის მოასწარით.
-ნიტა ყველაფერს აგიხსნით-თავის მართლებას ცდილობდა მარიამი.
-რა უნდა ამიხსნათ რა?! -ხმა დაუსერიოზულდა ნიტას.
-ნიტა! -ახლა დემეტრემ დაიწყო საუბარი. -დამშვიდდი.
-ხელი! -ვთქვი როცა მარიამის თითზე ბეჭედი დავინახე.
-რა ხელი? -მკითხა ნიტამ
-ბეჭედს შეხედე! ისინი... -გაოცებული ვიყავი.
-თქვენ რა...დემეტრე თქვენ... -სიტყვას თავს ვერ უყრიდა დამიანე.
-ცოლობა ვთხოვე მხოლიდ-თავი იმართლა დემეტრემ.
-ნიტა, ტასო, ლიკა... -საწყალი სახით იყურებოდა მარიამი
-ბექა, ცოტნე, დამიანე, მათე, ალექსანდრე, ნათია, კიდევ ვინმეა აქ. მოდი მოგილოცო მაინც-თქვა ლიკამ და გადაეხვია. სხვებმაც მას მიბაძეს.
-არ შემიძლია ამ ადამიანს გავუბრაზდე. მიმიშვით რძალთან-იყვირა ნიტამ და მარიამს გადაეხვია, მე კი ისევ ერთადგილას ვიდექი გაშეშებული.
-არ მჯერა, ვერ ვიჯერებ, ვინმემ მიჩქმიტეთ. -ვთქვი და ვიგრძენი როგორ ამეწვა მარჯვენა ხელი. -ალექსანდრე.!- წამოვიყვირე სიმწრით.
-თვითონ თქვი! -მითხრა და გაიღიმა.
-შენ ეს იცოდი ხომ! -რეალობაში დაბრუნებული ბექას მივვარდი.
-ნუ ამდენი არა მაგრამ ნაწილი კი. -მითხრა და გამიღიმა.
-ორთავე და-ძმას ერთნაირები ხართ. და შენ ამხელა ბიზნესმენი კაცი რამ გადაგრია, მთელი დღით რომ გაქრით ქალაქიდან?
-ჩვენც გვიყვარხარ ტასო და მადლობა მილოცისთვის. -მითხრა დემემ და გაიღიმა.
-კარგი ხო, მოდი აქ ჩემო გოგო-მარიამს მოვეხვიე-სიძე შე ძველო, მოდი მოგილოცო. -ვუთხარი დემეტრეს , მანაც სიცილით ჩამიკრა გულში.
-არ ავღნიშნოთ? -სიტყვით გამოვიდა ცოტნე.
-აუ არა, დღეს არა რა, დავიღალე ძალიან. -თქვა დემემ.
-კარგი მაშინ ერთი იდეა მაქვს მოდით ხვალ სვანეთში წავიდეთ და იქ ავღნიშნოთ, თან ცოტას დავისვენებთ. რას იტყვით? -არ ჩერდებოდა ცოტნე.
-სვანეთი... წავიდეთ რა... -აღფრთოვანებულმა წმოვიყვირე.
-მერე წყინს რომ ეუბნევი ბავშვი ხარო. - ჩაიკაპარაკა ალექსანდრემ.
-ყველაფერი მესმის ცნობისთვის. -ვუთხარი და მზერა გავუსწორე.
-გესმოდეს მერე, სიმართლეა და..
-ანუ მივდივართ? -სიტყვა გააწყვეტინა ბექამ.
-აუცილებლად. თუ დროზე დავიშლებით წავალთ. -გამიღიმა დამიანემ და კარისკენ გვანიშნა.
-მოიცადეთ! -ვიყვირე და ყველა წამში შემოტრიალდა. -რაღაც კიდევ არის სათქმელი.
-ეხლა არ მითხრა მეც ვთხოვდებიო. - გაიცინა ცოტნემ.
-ვერ მოესწრები მაგ ამბავს ჩემო ძმაო. - ვუთხარი და სასაცილოდ დავეჭყანე.
-მაშინ მალე თქვი და წავიდეთ. -მითხრა დამიანე.
-მე რატომ უნდა ვთქვა, ამ ამბის გმირი მათეა და ის გეტყვით.
-ტასო! -თვალები დმიბრიალა მათემ.
-კარგი ხო რცხვენია ამას და მე გეტყვით. შეხედეთ მათეს და ნათიას, რას გეუბნებათ ეს ორი სახელი ერთად?
-მათე მართალია ეს არსება? -სიცილით იკითხა ბექამ.
-კი ძმაო, მაგრამ არ მინდოდა ჯერ გვეჩქარა.
-ხო მართალი ხარ მათე აქ ზოგ-ზოგიერთებმა იჩქარეს მაგრამ არაუშავს.
-ანასტასია! -მკვლელი მზერა მესროლა დამიანემ.
-კარგი ხო ვჩუმდები. -ვთქვი და ხელები ავწიე დანებების ნიშნად.
ყველამ მიულოცა წყვილს.მანქანაში ვჯდებოდი ალექსანდრემ რომ დამიძახა. მეც წამში შევტრიალდი მისკენ.
-ანასტასია, ფრთხილად ატარე, ღამეა მაინც და...
-მადლობა მზრუნველობისთვის ბატონო ალექსანდრე. -ვუთხარი ირონიული ღიმილით. მანქნაში ჩავჯექი და ადგილიდან დავძარი.
-შარში ხარ შენც ძმაო. გაგაგჟებს ეს გოგო. -უთხრ ბექამ ძმაკაცს და მხარზე ხელი დაარტყა.
-ვიცი, ვიცი... -თქვა ალექსანდრემ.
დილას სწრაფად მოვემზადე ბარგი ჩავალაგე და რვა საათზე უკვე მანქანებში ვნაწილდებოდით. მე ჩემი მანქანით წავედი. ცოტნესთან და ბექასთან ერთად.
-ეეე რა წესია ბიჭები ასე ვისხდეთ და შენ საჭესთან-დაიწუწუნა ბექამ.
-ბექა იყუჩე, თორე ჩამოგსვი აქვე.
-ერთი პირობით. -ეშნაკურად აათამაშა თვალები.
-გისმენ-ვუთხარი მობეზრებულმა.
-ერთ, ნებისმიერ სურვილს შემისრულებ.
-კარგი ოღონდ შენ ხმა არ ამოიღო და მითხარ რა გინდა.
-ეხლა არა რომ ჩავალთ მერე მოვიფიქრებ.
მართლაც ისე ჩავედით ხმა არ ამოუღია.
მალე მოვეწყვეთ. კარგი სახლი იყო, ოღონდ არ ვიცი ვისი, ალბათ იქირავეს.
ყველანი სახლში ვიყავით, მხოლოდ ახლა შევნიშნე რომ ალექსანდრე არ წამოსულა.
-ბიჭო სანდრომ რაო, ჩამოვა? -ჰკითხა ცოტნემ ბექას.
-რავი საქმეები მაქვსო და შეიძლება ვერ მოვახერხოო.
თითქოს გული დამწყდა რომ არ წმოვიდა, მაგრამ გამიხარდა კიდეც, მისგან ცოტახანს შორს ვიქნებოდი.
-აბა ქალბატონო ანასტასია მზად ხარ ჩემი სურვილისთვის? -მკითხა ბექამ.
-ამოღერღე ქირია რა გნებავს.
-მოიცა დავფიქრდე. -ხელი ნიკაპზე მოისვა და თვალები მჭუტა. -მაშ ასე, დღის ბოლომდე ვინც შემოვა ეზოში, ვიმეორებ შემოვა და არა გავა და შემოვა, დაინახავ თუ არა მისკენ გაიქცევი დ მთელი ძალით ჩაეხუტები.
-ბექაააა.... -საწყალი სახით შევხედე-სხვა რამე რომ იყოს
-არავითარ შემთხვევაში, სურვილი სურვილია. -დაეთანხმა ცოტნე.
მთელი დღე ფანჯარაში ვიყრებოდი, ვინმე მოდიოდა თუ არა. პირვლად მეზობელი ლამარა ბებო შემოვიდა ეს მერე გავიგე რა ერქვა თუ არ ქალს ისე გაუკვირდა ძლივს ავუხსენი სიტუაცია. მოსაღამოვდა და ცაც მოიქუფრა, წვიმას აპირებდა. უკვე ოქტომბერია და აქ საგრძნობლად აცივდა. ბიჭებმა შეშა მოიმარაგეს. საღამოს წვიმამაც არ დააყოვნა. ხასიათი წამიხდა. ანდრეამაც დაიძინა, სახლში სიჩუმე ჩამოვარდა. ვივახშმეთ. გარეთ უკვე შებინდებული იყო. ისევ ფანჯარასთან ვჯექი და სიმღერებს ვუსმენდი. დავინახე ეზოში მანქანა შემოვიდა და ბექაც წამში ჩემთან გაჩნდა.
-ტასო ნახე ვიღაც მოვიდა.
ფანჯარაში გავიხედე და მანქანიდან გადმოსულს დავაკვირდი. არა ოღონდ ეს არა ეს ხომ ალექსანდრეა.
-აუ ბექა წვიმს და გთხოვ რა. -შევეცადე თავი დამეძვრინა ახლა ეს რომ გამეკეთებინა არ ვიცი რა მოჰყვებოდა ამ საქციელს.
-არა, პირობა პირობააა. ნახე იქნებ ბედი გაგეხსნას რა იცი ვინაა. -მითხრა და თვალი ჩამიკრა.
-და რომ ვიცი ვინცაა-ჩემთვის ჩავილაპარაკე.
-რამე მითხარი-უარყოფის ნიშნად თავი გავაქნე-კარგი მაშინ სწრაფად, თორე შემოვიდა სახლში... -მეც ავდექი და გასასვლელისკენ წავედი.
-ბექა რა ხდება-მათემ ხელი დაადო ძმაკაცს მხარზე.
-ტასო სურვილს ასრულებს. უყურე.
-ეს ხომ ალექსანდრეა.
-დიახ მათე ბატონო სანდროა.
გარეთ გავედი ის უკვე ჭიშკარს ხურავდა. ფანჯრისკენ გავიხედე ბექა და მათე იქ იდგნენ და მიყურებდნენ.
-მიდი ტასო, შენ ამას შეძლებ. -გავამხნევე საკუთარი თავი და მისკენ გავიქეცი. დამინახა თუ არა ადგილზე გაშეშდა. სწრაფად დავფარე მანძილი ფეხის წვერებზე ავიწიე და ხელები კისერზე შემოვხვიე. თავიდან თითქოს დაიბნა. მაგრამ მალევე ვიგრძენი მისი ხელები ჩემს ზურგზე. ცხვირი მის კისერში ჩავრგე და ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი. უეცრად წვიმამ უმატა და რეალობაში დამაბრუნა. ხელები ნელა შევუშვი და მიწაზე დავბრუნდი. თვალებში მიყურებდა. თითქოს ამ ყველაფრის მიზეზს და ახსნას ეძებდა.
-ალექსი მე... ეს... უბრალოდ...
-არაფრის თქმა არაა საჭირო. წვიმს, სველდები და გაცივდები, შევიდეთ. მანქანაში პროდუქტებია დამეხმარები შევიტანოთ.
-კარგი. -პარკების ნახევარი მე მომცა მანქანა ჩაკეტა და სახლისკენ წავედით.
-სველი ხარ წადი გამოიცვალე თორემ გაცივდები. -მითხრა შევედით თუ არა.
-შენც. ანუ... შენც სველი ხარ და გაცივდები...
-ამას დავაწყობ და გამოვიცვლი. -პარკები გამომართვა და სამზარეულოში გავიდა.
მალე მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი. ყველა ბუხართან შეკრებილიყო და საუბრობდნენ.
-ტასო მიდი ბუხართან დაჯექი, მაინც წვიმში მონაყოლი ხარ და არ გაცივდე ყოველი შემთხვევისთვის. -სიცილით ამბობდა მათე.
-ნათი უთხარი შენს ბიჭს რამე.
-ჩემო ბიჭო გითხარი რამე. -ნათიამაც გაიცინა.
-ნახეთ რა უკვე მოასწრო ამ გოგოს თავის ჭკუაზე გადაყვანა. -ავღნიშნე არსებული ფაქტი და ცოტნეს გვერდით დავიკავე ადგილი. ალექსანდრე არ ჩანდა ვიფიქრე მგზავრობამ დაღალა და ალბათ დაიძინათქო. ცოტა ვისაუბრეთ და მალ დაიშალენ. მე, ნიტა და მარიამი შემოვრჩით ბოლოს ბუხართან. მოვუყევი ბექას სურვილის დასასრულიც. ჩემდა გასაკვირდა რატომღაც ამ ფაქტს მშვიდად შევხვდი.
-მგონი ვიღაცას ვიღაც უყვარდება. -ღიმილით თქვა მარიამმა
-არა რა სისულელეა. ერთხელ უკვე გითხარით რომ არ შემიძლია.
-კი მაგრამ რატომ ტასო, ცადე მაინც.
-არა ნიტა, არ შემიძლია. მეშინია გესმის, მეშინია რომ გული მეტკინება ამას კი ნამდვილად ვერ გავუძლებ.
-კარგი შენი საქმისა შენ იცი.
მალე გოგონებიც წავიდნენ. მარტო შემოვრჩი. ოთახს მხოლოდ ბუხრის ცეცხლი ანათებდა. კიბეების ხმა გავიგე და მაშინვე იქით შევიხედე. ალექსანდრე იყო.
-ანა შენ კიდევ არ გძინავს?
-ანასტასია... მქვია გასაგებია. -ცოტა მკაცრად გამომივიდა მაგეამ მაინც გავბედე მეთქვა.
-კარგი როგორც გინდა.
-შენ რატომ არ გძინავს?
-ცოტა შემცივდა და ჩაისთვის ჩამოვედი.
-იყავი მე გაგიკეთებ. დაჯექი და გათბი-ვუთხარი და სამზარეულოში გავედი. ჩაი მოვამზადე და უკან დავბრუნდი. -აი გამომართვი დალიე. -მივაწოდე და წამში ვიგრძენი მისი თითების სიმხურვალე ადრიდელზე უფრო ცხელი ჰქონდა.
-მადლობა-გამიღიმა და ჩაი მოსვა, მეც იქვე ჩამოვჯექი. -გემრიელია.
-ასე გვიან რატომ ჩამოხვედი? -დავსვი გაუაზრებელი შეკითხვა.
-ადრე გამოვედი ქალაქიდან მაგრამ მანქანა გმიფუჭდა გზაში, თან საშინლად წვიმდა და ამიტომ შემაგვიანდა.
-გასაგებია -თუმცა როცა მისი ნათქვამი გავიაზრე რატომღაც გონებაში ფაქტები ერთმანეთს დავუკავშირე წვიმდა, მანქანა გაუფუჭდა, დასველდა და სცივა მისი თითები ცხელია და ეს არ მომჩვენებია. -სანდრო სიცხე გექნება. ახლავე თერმომეტრი მჭირდება.
-არა მგონია ტასო არ გინდა.
-როგორ თუ არა, ერთი წუთით. -ხელი შუბლზე მივდე. -ღმერთო ჩემო იწვი, ალბათ მაღალი ტემპერატურა გაქვს. ახლავე დავბრუნნდები. -სამზარეულოდან სამედიცინო ყუთი გამოვიტანე, თერმომეტრი მოვძებნე და გავუწოდე -გამომართვი და გაისინჯე.
-არაა საჭირო გადამივლის. -ისევ ჯიუტობდა.
-სან, გთხოვ რა. რა დაშავდება უბრალოდ გაიგო გაქვს თუ არა სიცხე.
-ასე ნუ აკეთებ გთხოვ. -მითხრა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
-რას ვაკეთებ? -ვკითხე გაკვირვებულმა.
-ყოველ ჯერზე სხვადასხვა სახელს მეძახი და ცოტა არ იყოს მაბნევ.
-მე... შენ... -გამეღიმა მაგრამ მალევე მთავარ საკითხზე გადავედი.
-ალექსანდრე გთხოვ. -ვუთხარი და თერმომეტრი გავუწიდე.
-კარგი, დამითანხმე. -მითხრა თერმომეტრი გამომართვა. მართალი ავღმოჩნდი სიცხე ჰქონდა თან მაღალ წამალი დავალევინე და დაველოდე როდის დაუწევდა.
-შეიძლება რაღაც გთხოვო.
-გააჩნია-ვუთხარი და გავუღიმე.
-მუხლებზე თავს დაგადებ. -მეც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. მოვეწყვე და მანაც დადო თავი.
-ცოტნე.
-რათქვი? -მკითხა გაკვირვებულმა.
-ცოტნემ იცის ასე. როცა ცუდათაა ხოლმე. თავს დადებს და მე თმებზე ვეფერები. -ვუთხარი და ინტიქტურად თმებში შევუცურდ ხელი.
-გაუმართლა რომ შენნაირი და ჰყავს.
-ეს მე გამიმართლა რომ მათნაირი ძმები მყავს.. -გამეღიმა. თავი დივანს მივადე. არ მახსოვს როდის ჩამეძინა. დილას კი ჩემს საწოლში გამეღვიძა. ვეცადე გამეხსენებინა როგორ მოვხვდი აქ მაგრამ მხოლოდ ცხელი ტუჩები გამახსენდა შუბლზე. ამას ფიქრი არც უნდა რომ აქ სანდრომ ამომიყვანა.
-ღმერთო ჩემო, ანასტასია როდის აქედან გახდა ის შენთვის სანდრო? -სწრაფად ავდექი საწოლიდან მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი. სამზარეულოში მხოლოდ ბექა და ნიტა დამხვდნენ.
-დანარჩენები სად არიან? -ვკითხე ნიტას.
-ზოგს სძინავს, ზოგი სეირნობს, ზოგი შეშაზე გავიდა, მთავარი გმირი კი აი ამ წამს შემოვიდა.
-მა-მი-დააა, იქ დიდი ამაა... -მითხრა ანდრეამ და ეზოსკენ მანიშნა.
-მართლა მამიდა, მერე შეგეშინდა?
-მე ალა, დედიტოს კი.
-შენ ჩემი მაგარი ბიჭი ხარ ხო. -ვუთხარი და მაგრად მოვეხვიე. უცებ ხელიდან დამისხლტა და დაბლა ჩავიდა.
-სანდლო ძია, იქ დიდი ამააა.
-სად ჩემო ვაჟკაცო-უთხრა და ბავშვი ხელში აიყვანა.
-იქ ეზოსი-თითით ანიშნა ძაღლის ადგილსამყოფელი.
-ანდრია ჩამოდი დაბლა და მოასვენე ეს ხალხი. -სამზარეულოში შემოვიდა ლიკა.
-იყოს რძალო არ მაწუხებს.
-არა სანდრო, წავიყვან გამოვუცვლი. ჩამოდი დაბლა პატარა ტერორისტო.
-ალა!
-ანდრეა ახლავე, რა ვთქვი მე. -უთხრა და სამზარეულო დატოვა ანდრეასთან ერთად.
-აუ ეს რა გაიზრდება-სიცილით თქვა ბექამ.
-მამიდამისის ასლი იქნება-დაამატა ნიტამ. -სანდრო გინდოდა რამე? -ახლა ალექსანდრეს მიუბრუნდა.
-არა უბრალოდ შემოვედი-თქვა და ჩემს წინ მოთავსდა.
-როგორ ხარ? -ვკითხე მორიდებით.
-უკვე კარგად. -გამიღიმა და თვალი ჩამიკრა მეც გამეღიმა.
-ბექა წამოდი სალაპარაკო მაქვს შენთან. -ანიშნა ალექსანდრემ და გავიდა. ისიც უკან გაჰყვა.
-რას ნიშნავდა ეს? -მკითხა ნიტამ.
ყველაფერი მოვუყევი, წუხანდელი ღამიდან.
-გამაგიჟებ გოგო მე შენ, გიყვარს ხომ.?
-არა ნიტა რა სისულელეა.
-ვნახოთ, ვნახოთ, მაგრამ იციდე მე შენს გვერდით ვარ. -მითხრა და სამზარეულო დატოვა. მეც ვისაუზმე და სამზარეულო დავტოვე.
მისაღებში ნიტა და ცოტნე იყვნენ. მათთან მივედი, ცოტნეს გვერდით მოვთავსდი, თავი მხარზე დავადე და მოგიზგიზე ბუხარს გავუსწორე მზერა.
-ლიკა სად მიდიხართ? -დავუძახე კიბეებზე მომავალს.
-სასეირნოდ, წამოხვალ?
-ვინ მოდის კიდევ?
-მე და დამიანე, მარიამი და დემეტრე, და მათე და ნათია.
-წყვილები მიგულაობთ რძალო. -საუბარში ჩაერთო ცოტნე.
-ეგ რა შუაშია თუ გინდათ წამოდით. -გვითხრა და იმ წამს ჩამოსულ დამიანეს ჩაეხუტა.
-არა ლიკუ თქვენ წადით, ჩვენ ანდრიას მივხედავთ. -მართლა არ მინდოდა ამ სიცივეში გარეთ გასვლა.
-კარგი მაშინ, ცოტნე შეგიძლია ნიტა მაღაზიაში ჩაიყვანო? რაღაცეებია საყიდელი, აი სიაც გამომართვი ნიტუ.
-კი რა პრობლემააა-წავალთ და მალე მოვალთ.
-ტასუნა ხომ არ შეგეშინდება ცოტახანს მარტო იქნები. ჩვენ სასეირნოდ გავდივართ, ესენი მარკეტში, სანდრო და ბექა დილიდან გასულები არიან. ხომ არ დავრჩე? -მკითხა დამიანემ.
-არა, იყოს წადით თქვენ, მე ანდრეას დავაძინებ უკვე დროა.
მალე დაცარიელდა სახლი. ანდრეასთან ავედი ოთახში. ჩემს ციცქნას უკვე ჩასძინებოდა. კომპიუტერში მულტფილმი გამოვრთე და მეც გვერდით მივუწექი. ცოტახანს ჩამეძინა, მაგრამ კარის ხმამ გამომაღვიძა. ვიფიქრე ცოტნე და ნიტა მოვიდნენ მეთქი და დაბლა ჩავედი. მისაღებში არავინ იყო. ხმა სამზარეულოდან გამოდიოდა. მეც იქით წავედი.
-ჯანდაბა... ეს რა არის... -გავიგონე ვიღაც საუბრობდა.
-ალექსანდრე.! -შეეშინდა აშკარად არა მელოდა.
-ანასტასია შენ... აქ რას აკეთებ.?
-რა იყო ჩემი შეგეშინდა?
-მეგონა ყველა წასული იყო. და...
-ხელზე რა გჭირს? -ვკითხე სისხლიანი ხელის დანახვისას.
-არაფერია უბრალოდ გავიჭერი. -უფრო მაგრად მოუჭირა ხელი ჭრილობას.
-მანახე. -უცებ დავფარე მანძილი და მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე. -ახლავე დაგიმუშავებ. -წყლით მოვბანე, ფრთხილად გავუწმინდე-ახლა ცოტა აგეწვება სპირტით უნდა გავწმინდო.
-არაუშავს. -მითხრა და გამიღიმა.
ხელი მიკანკალებდა, ვცდილობდი ფრთხილად გამეწმინდა. თუმცა ერთ მომენტში დავინახე როგორ დაეჭიმა ძარღვები, აშკარად ვატკინე. თვალები ცრემლით ამევსო. არ მინდოდა სტკენოდა.
-სანდრო.... მე... არ მინოდა გტკენოდა... -ძლივს გადავაბი სიტყვები ერთმანეთს.
-შემომხედე, არ იტირო რა, არ მტკენია საერთოდ. მომეცი თუ გინდა მე გავაგრძელებ. ოღონდ არ იტირო კარგი?!
-მართლა... არ გტკენია? -დამნაშავესავით შევხედე.
-არა, შენ მე ვერასდროს მატკენ გესმის! ახლა კი.... -მეორე ხელით ცრემლები მომწმინდა. -გააგრძელე შენი დაწყებული საქმე. -გამიღიმა, რა მემართება. არ მინდა მასთან სუსტი გამოვჩნდე მაგრამ თავს ვერ ვაკონტროლებ. ხმა არცეთს არ ამოგვიღია, შიგადაშიგ ცრემლი ჩამომივარდებოდა თვალიდან მაგრამ წამში ვიმშრალებდი.
-დავამთავრე. წავალ მე.. - მისკენ არც შემიხედავს ისე ვთქვი და გასასვლელისკენ შევბრუნდი. მაგრამ ხელი მომკიდა და ისევ თავისკენ შემატრიალა.
-ანა! -არც ამჯერად შემიხედავს მისთვის. ამიტომ ნიკაპ ქვეშ თითი ამომიდო და თავი ამაწევინა. -შემომხედე. ხედავ საღსალამათი ვარ. არაფერი არ მტკივა და ნუ ტირხარ გთხოვ.
-მე... ის...შენ... - სიტყვებს ვერ ვპოულობდი რა მეთქვა.
-კარგი, მოდი ასე მოვიქცეთ.. -მითხრა და მთელი ძალი სხეულზე ამიკრო. ნატკენი ხელი წელზე შემომხვია, მეორეთი კი თმაზე მეფერებოდა. -ახლა დაწყნარდი, და აღარ იტირო. -თავზე მაკოცა და ვიგრძენი გაიღიმა. თავს ძალა დავატანე რომ ცრემლები შემეკავებინა. სიტუაცია გავიაზრე, თითქოს მსიამოვნენდა მისი სიახლოვე, მისი გულის ცემა მესმოდა, მის სურნელს ვგრძნობდი. ოდნავ ავწიე თავი და მის ყავისფერ თვალებს წავწყდი. მასში დავიკარგე. მისმა შეხებამ მომიყვანა გონს. სახეზე მეფერებოდა. უცებ შევუშვი ხელი და სწრაფად მოვცილდი.
-მე... ოთახში ავალ... -ვთქვი და სამზარეულო დავტოვე. ზემოთ ავედი ჯერ ანდრეას დავხედე ისევ ისე მშვიდად ეძინა. მერე კი ჩემს საძინებელში შევედი. საწოლზე მოვიკეცე და ტირილი დავიწყე. ღმერთო როდის მერე გავხდი ასეთი სუსტი. ჩემს თავზე ვბრაზობდი, არასდროს არავისთვის არ მიმიცია ამდენის უფლება მასთან რა მემართება. არ მინდა დავიჯერო რომ მე ის მართლა შემიყ.... არა ეს სისულელეა. ნუთუ ეს გრძნობა მართლა არსებობს ჩემში.? მინდა რომ ასე იყოს მაგრამ. გულს რა ვუყო მას არ ჯერა სიყვარულის. მას უნდა რომ კარები ჩარაზოს და არავის მისცეს მასში შემოჭრის უფლება, რომ აღარ ეტკინოს. აღარ დაიტანჯოს და ნაფლეთებად არ იქცეს. რეალობაში მობილურის ხმა მაბრუნებს. ლიკა რეკავს.
-გისმენ ლიკუ, რამე ხდება? -ვეცადე მშვიდად მეპასუხა.
-ტასო რა ხმა გაქვს?
-არაფერი უბრალოდ ცოტა მეძინა და ალბათ მაგიტომ გეჩვენება.
-კარგი მოვალ და გავარკვიოთ-ამ გოგოს ხომ ვერ მოატყუებ. -მოვდივართ ჩვენ უკვე, დანარჩენებიც მოვიდნენ?
-მგონი კი. -ფეხზე წამოვდექი და ეზოში გავიხედე. ისევ წვიმდა-ამ წუთას მოვიდნენ ცოტნე და ნიტაც.
-კარგი მოვალთ და რამე მოვამზადით ვახშმისთვის, მანამდე კი მე და შენ სასაუბრო გვაქვს.
-ლიკ... -ტელეფონი გამითიშა. სააბაზანოში შევედი. მოვწესრიგდი. მერე ანდრეასთან გავედი მაგრამ ოთახში არ დამხვდა. ძებნა დავუწყე, დაბლა ჩავედი და დავინახე ალექსანდრეს ეთამაშებოდა. შემამჩნია თუ არა მაშინვე ჩემთან გამოიქცა. მეც ხელში ავიყვანე და იქვე დივანზე ჩამოვჯექით. მალე დანარჩენებიც მოვიდნენ. ლიკამ შემომხედა და მანიშნა გამომყევიო. ოთახში ავედით. მასთან დასამალი არაფერი არ მქონდა, ყოველთვის თავუსუფლად ვესაუბრებოდი და არც ახლა გამჭირვებია. მშვიდად მისმენდა.
-ანასტასია რაღაცას გკითხავ კარგი? -თავი დავუქნუე. -აი ეს რას გეუბნება -მითხრა და ხელი გულზე დამადო.
- არ ვიცი ლიკა ხან რას და ხან რას. დღეს მაგალითად თავიდან სიხარული და ბედნიერება ვიგრძენი, მერე კი შიშმა მომიცვა. შემეშინდა რომ ერთ დღეს ისიც დამტოვებდა. და ისევ მეტკინებოდა.
-კარგი, მხოლოდ ერთს გირჩევ, ცადე თუ არ ცადე ვერ მიხვდები, ცოტა მოეშვი და მასზე არ იფიქრო, დროებით თავისუფალი გოგო იყავი და ცხოვრება თვითონ გიჩვენებს გზას.
გავუღიმე და მთელი ძალით ჩავეხუტე.
-მადლობა ლიკა...
-კარგი ახლა გეყოს, მიდი მოწესრიგდი და დაბლა ჩავუდეთ, მოვამზადოთ რამე. ცოტახანში გემრიელად ვივახშმეთ, სუფრა ავალაგეთ და ისევ ბუხართან მოვთავსდით. ვსაუბრობდით ათას თემაზე. ვუყურებდი მათ და ვგრძნობდი რომ ეს იყო ჩემი ოჯახი, და ამისთვის ნათესაობა არაა მთავარი. ყველა და ყველაფერი დავივიწყე და მხოლოდ განტვირთვაზე გადავერთე. ლიკა მართალია ცოტა დასვენება არ მაწყენს. საღამომ წყნარად ჩაიარა, დილას ახალი ენერგიით გავიღვიძე. სასეირნოდ გავედით მე ბექა და ცოტნე.
-ცოტნე სად ვართ? -ვკითხე რადგან უკვე შორს ვიყავით გამოსული
-სვანეთში. -მიპასუხა გაიცინა და გზა გააგრძელა.
-წამოდი ზემოთ ავიდეთ-ხელი ჩამჭიდა ბექამ. მთისკენ მივიწევდით და შიში უფრო მიპყრობდა. სიმაღლის ბავშვობიდან მეშინოდა.ვგრძნობდი რომ ფეხებში ძალა მეცლებოდა.
-ტასო ნახე რა სილამაზეა. -მითხრა ბექამ და უფრო მაღლა გადაინაცვლა. ლამაზი ნამდვილად იყო იქაურობა. მაგრამ მე მეტი აღარ შემეძლო.
-ბექა! -ვიყვირე როცა ის ვეღარ შევამჩნიე. -ჯანდაბა... სად წავიდა. ცოტნეე! -ახლა მას დავუძახე თუმცა გამახსენდა რომ ის არ ამოგვყოლია.
-სულელი ხარ ანასტასია, გეთქვა რომ გეშინოდა, ახლა რას გააკეთებ ერთი მაინტერესებს. უკან არ მივიხედავ, და ბექას დაველოდები. ბექააა-კიდევ ერთხელ დავუძახე.
-აქ ვარ მოვდივარ. -მალე ისიც გამოჩნდა -რა ხდება? -მკითხა და შემომხედა-ტასო ფერი არ გადევს ხო კარგად ხარ?
-მაღლა ვართ, თან ძალიან, ძალიან მაღლა.
-მერე რა?.... ჯანდაბა სულ დამავიწყდა. ტასო დამშვიდდი-ხელი ჩამჭიდა და ისევ ფრთხილად ჩამიყვნა დაბლა. -აი მორჩა მშიშარა სამშვიდობოს ხარ-გამიღიმა და ჩამეხუტა.
-რა გაცინებს კინაღამ გული გამისკდა.წავიდეთ რა სახლში.
მანქანაში დავსხედით და წვიმაც დაიწყო. საშინლად წვიმდა. ბექას ცოტნემ დაურეკა.
-ტას, სპიკერზე ჩართე თორე სადღაც ავილეწებით ამ ამინდის გადამკიდე. -
ტელეფონი გამოვართვი და ზარს ვუპასუხე.
-ბექა სად ხარ შენ?
-მე კიარა შენ სად ხარ ცოტნე, რა დროს გაქრი?
-ნიტა მოვიდა და სასეირნიდ წავედით მეგონა სანამ ჩამოხვიდოდით ჩვენც მოვიდოდით, მაგრმ წასული დაგვხვდი, მიდი რა მოგვაკითხე თორე გავიყინეთ.
-სახლთან ვარ ტასოს დავტოვებ და გამოვალ. -სახლში მიმიყვანა და წავიდა.
სახლში შევედი და სითბო მესიამოვნა. ბუხართან დავჯექი, სიჩუმე იყო ალბათ ყველელა გასულა თქო ვიფიქრე.
-გამომართვი, დალიე. გაგათბობს. -ფიქრებიდნ ალექსანდრეს ხმამ გამომიყვანა.
-შენ აქ ხარ... მადლობა -ჩაი გამოვართვი, ისიც გვერდით მომჯდა -დანარჩენები სად არიან? -ვკითხე და ჩაი მოვსვი, მესიამოვნა ცხელი სითხე.
-მათე და ნათია ზემოთ არიან ანდრეასთან. ლიკა, დამიანე, მარიამი და დემეტრე ცოტახნის წინ გავიდნენ. სხვა არ ვიცი.
-გასგებია. კარგი მეც ზემოთ ავალ.
-ანასტასია, რატომ გამირბიხარ? -ღმერთო ჩემო ეს ბიჭი ჩემს აზრებს კითხულობს.
-არ გაგირბივარ, უბრალოდ დავიღალე და დასვენება მინდა.
-კარგი ასე იყოს წადი დაისვენე-ფეხზე წამოდგა და გარეთ გავიდა. საღამომდე არ ჩანდა. ყველამ დაიძინა მეც ჩემს ოთახში ვიყავი, ვერ ვიძინებდი, გარეთ ისევ წვიმდა. საათს დავხედე 12სრულდებოდა. ნეტავ სად უნდა იყოს. ჯანდაბა რატომ ფიქრონ ანასტასია ამდენს მასზე დაიძინე. გვერდი ვიცვალე და ძილისთვის მოვემზადე, თუმცა კარებზე კაკუნმა შემიშალა ხელი. ავდექი ხალათი მოვიცვი და კარი გავაღე, ალექსანდრე იყო სულმთლად სველი და ნასვამი. გამიღიმა, კედელს მიეყრდნო და მე მიყურებდა.
-ალექსანდრე აქ რას აკეთებ? -ვკითხე და ოთახის კარი გამოვხურე.
-მომენატრე და მოვედი.
-ნასვამი ხარ წადი დაიძინე.
-არა! ჯერ ვუსაუბროთ და მერე.
-ალექსანდრე, სველი ხარ გაცივდები, წამოდი გამოიცვალე -ვეცადე თემა შემეცვალა.
-აი ისევ თავს მარიდებ. ასე გეზიზღები რომ ჩემთან ლაპარაკი არ გინდა?
-ნუ სულელობ, სანდრო, შედი ოთახში და თავს მიხედე. -თავის ოთახთან გავაჩერე და ვანიშნე შესულიყო.
-ერთი პირობით, დამელოდები და ვისაუბროთ, თუ არადა ასე ვიქნები სანამ სიცხისგან არ მოვკვდები. -მისი ეს სიტყვები გულზე მომხვდა.
-კარგი, ოღონდ ჯერ შხაპი მიიღე და ტანსაცმელი გმოიცვალე მეც მალე მოვალ. სააბაზანოში როგორც კი დივიგულე ოთახში გავედი, ტანსაცმელი ჩავიცვი და მასთან დავბრუნდი. მალე გამოვიდა. სპორტული შარვალი და თეთრი მაისური ეცვა, თმა ჯერ კიდევ სველი ჰქონდა და პირსახოცით იმშრალებდა. რომ დამინახა არ გაკვირვებია მაგრამ გაიღიმა, მივხვდი ეს ტანსაცმელის გამო იყო.
-არ შეგჭამდი ხალათით რომ ყოფილიყავი. -მითხრა და ისიც საწოლზე ჩამოჯდა, კიდევ გაიღიმა და ზურგზე გადაწვა.
-ვხედავ ცხელმა წყალმა გონს მოგიყვანა. ამიტომ გავალ მე კარგი.
-არა! -ისე მითხრა არც შემოუხედავს ჩემსკენ. -უნდა ვისაუბროთ.
-ალექსანდრე გთხოვ არ გინდა.
-რა არ მინდა ტასო რა?! -ფეხზე წამოდგა და თვალებში შემომხედა. -ამიხსენი, აღარ ვიცი რა ვიფიქრო, მაგიჟებ გესმის. თავიდან მეგონა რომ თამაშობდი მაგრამ ახლა ვეღარ ვხვდები რას აკეთებ. -სახეზე ჩამოისვა ხელი. -შემომხედე. -თავი ამაწევინა. -მიყვარხარ გესმის! არ მაინტერესებს რამდენად რომანტიულია ეს ყველაფერი მაგრამ ვიცი რომ ეს გრძნობა ნამდვილია. მითხარი რამე, ჩუმად ნუ ხარ ტასო.
-მეშინია, სანდრო, მეშინია. სიყვარულის მეშინია.გამიგე, გთხოვ.
-რატომ ანასტასია რატომ?
-იმიტომ რომ ის საშინელი რამააა, ერთადერთი რისიც მეშინია სიყვარულია, არ მინდა ვინმე მიყვარდეს რადგან ვიცი რომ საკუთარ თავზე, სიცოცხლეზე და საერთოდ ყველაზე და ყველაფერზე მეტად შევიყვარებ, რომ მომიწიოს მის გამო ყველაფერზე ვიტყვი უარს და ეს არ მინდა. შეიძლება არასწორად ვფიქრობ მაგრამ სიყვარული ჩემთვის ტკივილია გესმის! ამიტომ არ შემიძლია არ მაქვს საკმარისი ძალა ამ ტკივილს გავუძლო. უკვე დავკარგე საყვარელი ადამიანები რომლებიც ჩემთვის ბევრს ნიშნავდნენ, და ამიტომ ვამბობ ამას.-ვტიროდი და იმის თავიც არ მქონდა ემოციები მეკონტროლებინა.
-ანასტასია. -ჩემსკენ წამოვიდა
-არ გთხოვ არ შემეხო, არ გინდა, მაპატიე უბრალოდ მაპატიე. არ შემიძლია ვიყო ისეთი როგორსაც იმსახურებ.
-ზუსტად ისეთი ხარ როგორიც მინდა იყო. მეც გამიგე დიდხანს ვიფიქრე, შენზე, ჩემზე, ჩვენზე. არაა ადვილი ასე უმოქმედოდ ვიყო, შემომხედე, შემომხედე და ისე მითხარი რომ გძულვარ ჩემი სიყვარულის გამო და გპირდები ამ საკითხზე ხმას აღარ ამოვიღებ.
-სანდრო გთხოვ...
-ნუ მთხოვ ანასტასია, უბრალოდ მითხარი... გისმენ
-არ შემიძლია ამას ვერ გეტყვი-ვუთხარი და ოთახი დავტოვე.
-გიყვარვარ ანასტასია და არ გინდა დაიჯერო, მაგრამ არაუშავს მე ყველფერს გავაკეთებ და არ დაგთმობ.
ოთახში შევედი, ჰაერი არ მყოფნიდა. როგორ შეიძლება ამ ადამიანმა ამხელა გვლენა იქონიოს ჩემზე, რატომ არაფერს აქცევს ყურადღებას, რატომ არაფერს ნიშნავს მისთვის ჩემი სიტყვები. რა გავაკეთო?! ძლივს დავწყნარდი, როდის ჩამეძინა არ მახსოვს. დილას შვიდ საათზე ავდექი ჩანთა ჩავალაგე და დაბლა ჩავედი, მისაღებში ლიკა დამხვდა.
-ტასო, რა მოხდა? ეს რა ჩანთააა.. სად მიდიხარ?
-აღარ შემიძლია ლიკა აქ გაჩერება. ვერ ვსუნთქავ ამ კედლებში. წასვლა მინდა.
-მოდი დაჯექი და მომიყევი რა ხდება.-დივანზე დავსხედით და ყველაფერი ვუამბე.
-და წასვლით რას უშველი, ისიც ხომ ჩამოვა თბილისში, მერე სად წახვალ?
-არ ვიცი, ცოტახანს ხომ მაინც ვიქნები მისგან შორს. შეიძლება ქალაქში არც ჩავიდე დ სადმე სხვაგან გავჩერდე.
-კარგი როგორც შენ გინდა.... მოდი ჩაგეხუტო-ძლიერად მოვხვიე ხელები. -დამირეკე და გამაგებინე სად იქნები. -ლიკას დავემშვიდობე, მანქანაში ჩავჯექი და წამოვედი.
ალექსანდრე :
დილას ისევ გუშინდელ ღამეზე ვფიქრობდი. მას არ უთქვამს რომ არ ვუყვარვარ, მაგრამ არც ის უთქვამს რომ ვუყვარვარ, რთული სიტუაციაა, ბექა მართალი იყო შარში ვარ. სწრაფად მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი, ვისაუზმეთ. სახლიდან გასვლას არ ვაპირებ სანამ ანას არ ვნახავ, ამიტომ ბიჭებთან ერთად დივანზე მოვთავსდი.
-წადით ვინმემ გააღვიძეთ ის ქაჯი, თორე გაიგუდება ამდენი ძილით, უკვე ათი საათი დაიწყო. -თქვა ბექამ
-ჩემი დაქალი ქაჯი არაა, შენ შენს ძმაკაცებს მიხედე, შეხედე მთელი დილაა სახე ჩამოტირის სანდროს. -გამოესარჩლა მარიამი. -ისე ნიტუ, შენ არ ასულხარ?
-ვიყავი მაგრამ კარი ჩაკეტილი აქვს.
ცოტა დავიძაბე, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი.
-წავალ მე ვნახავ-ფეხზე წამოდგა დამიანე
-ტასო წავიდა! -მეხის გავარდნას გავდა ლიკას ხმა, ყველა ადგილზე გაგვაშეშა. გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა, იმის გააზრების შემდეგ რომ ის ჩემს გამო წავიდა.
-სად ლიკა, ან რა დროს წავიდა? -არ ჩერდებოდა დამიანე
-დილას, ადრე. მეტს ვერაფერს გეტყვით, მეც არ ვიცი სად, მაგრამ ვიცი რომ ეს სჭირდებოდა.
-რას ნიშნავს სჭირდებოდა? ტელეფონი სადაა უნდა დავურეკო-მობილურს დასწვდა დამიანე. -გადის მაგრამ არ პასუხობს.
-ლიკა, არაფერი უთქვამს სად მიდიოდა? ან ვისთან? ან რატომ? -ფეხზე წამოდგა ცოტნე.
-არა ცოტნე არაფერი უთქვამს, თუმცა დამპირდა რომ დამირეკავდა და მეტყოდა სად იქნებოდა.
ერთი საათის განმავლობაში ვცდილობდით მასთან დაკავშირებას. ბოლოს ვეღარ გავჩერდი.
-დამიანე შეიძლება ვილაპარაკოთ. მე და შენ?
-საჩქაროა? -მკითხა გაკვირვებულმა
-კი. ზუსტად სიტუაციას ეხება.
-ალექსანდრე, რის თქმას აპრებ, ტასო ხომ,.... -სიტყვა გავაწყვეტინე ლიკას.
-ვიცი რიმ ყველაფერი იცი, მგონი საჭიროა დამიანემაც იცოდეს -გავუღიმე ლიკას და ოთახი დამიანესთან ერთად დავტოვე. ყველაფერი მოვუყევი. ვიცოდი რომ მდგომარეობას სწორედ შაფასებდა.
-არ ვიცი რა გითხრა, სანდრო, შენ ჩემი ძმაკაცი ხარ. ის ჩემი დაა.... რთულია. მაგრამ მჯერა რომ ამ სიტყვებს ჰაერზე არ ამბობ, მაგრამ მაინც უნდა გითხრა თუ ჩემს დას გულს ატკენ...
-ვიცი, ვიცი. და დამიჯერე მას არასდროს ვატკენ. გპირდები რომ ახლაც ვიპოვი რადაც არ უნდა დამიჯდეს.
-კარგი მოვემზადოთ და თბილისში დავბრუნდეთ იქნებ იქაა. თორემ მერე მართლა აღარ ვიცი სად ვეძებო.
მალე ქალაქში ვიყავით თუმცა ტასო იქ არც იქ იყო. გოგონები თითქოს აღარც ღელვდნენ. ოთხივეს სახეზე ეტყობოდათ რომ ანასტასიას ესაუბრენ და ზუსტად იციან სად იყო. ამის თქმას კი არცეთი აპირებდა. ამიტომ მეც ჩემს მეთოდს მივმართე.
-ალო, ზურა, ალექსანდრე ვარ, როგორ ხარ?..... მეც კარგად, შენი დახმარება მჭირდება მანქანის ნომერს მოგწერ და გამიგებ სად იმყოფება?.... კარგი ძმა ხარ. -ტელეფონი გავუთიშე, ახლა მხოლოდ ლოდინი დამრჩენია. ოთხი საათი იყო ზურამ მისამართი რომ მომწერა.
-მაშ ასე ქალბატონო ანასტასია, ესეიგი რაჭაში ვართ, კარგი დამელოდე მოვდივარ.
ჯერ დამიანესთან მივედი, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე, ყველასთვის რომ მეთქვა ვიცოდი რომელიმე დაურეკავდა და ეტყოდა რომ მივდიოდი.
-დამიანე, ერთი წუთით -ეზოში გავედით და სიტუაცია ავუხსენი, ვთხოვე არაფერი შეემჩნია. მანქანაში ჩავჯექი და რაჭისკენ წავედი.
ანასტასია :
გზაში ვიყავი ტელეფონზე გაუთავებლად რომ დაიწყეს რეკვა. მივხვდი რომ ყველაფერი გაიგეს. ამიტომ თბილისში წასვლას აზრი არ ქონდა. ტელეფონი ავიღე და ნიტას მივწერე თავუსუფალ მომენტში დაერეკა. ზარმაც არ დააყოვნა.
-ტასო სულ გაგიჟდი ეს გაქცევა რა საჭირო იყო?
-მარიამ? შენ რათ გინდა ნიტას მობილური?
-მეც აქ ვარ! ლიკამ ყველაფერი მოგვიყვა ის და ნათიაც აქაა. ახლა გვითხარი სად ხარ.
-როგორც კი დამიანეს ზარი შემოვიდა მივხვდი რომ ძებნა დამიწყეს, და სამტრედიაში გავჩერდი.
-არ გაბედო და თბილისში არ წახვიდე, ახლა ბარგის ჩასალაგებლად ამოგვიშვეს.. -მითხრა ნათიამ
-აბა რა ვქნა? ალექსანდრეს ნახვა არ მინდა.
-რაჭაში წადი,დეიდაჩემთან.
-არ ნიტა არაა საჭირო ვერ შევაწუხებ მათ.
-ოოო რა შეწუხებაა, პირიქით გაუხარდებათ. დავრეკავ და ყველაფერს მოვაგვარებ.
საღამოს უკვე რაჭაში ვიყავი. ბავშვობაში თითქმის ყოველ ზაფხულს აქ ვატარებდით. ისინი მივსებდნენ იმ სიცარიელეს რაც სულში მქონდა.
-ჩემო გოგო, რამდენი ხანია აქ არ ჩამოსულხარ, როგორ მოგვანატრე თავი.ასე უნდა დაკარგვა? -გულში მიკრავდა დეიდა.
-რავიცი აბა, ამ სამსახურის გადამკიდე ვერ მოვახერხე ჩამოსვლა. ნიტა იყო ჩამოსული?
-არა ჩემო გოგო, მხოლოდ აეროპორტში ვნახეთ ეგ და დემეტრე, ეგ იყო და ეგ. შენ რას შვები როგორ მიდის საქმეები?
-ცოტა გადავიღალე, დასვენება გჭირდებაო ჩემმა რძალმა და ნიტამ აქეთ მიკრა თავი. -ორივეს გაგვეცინა
-მიდი ადი ოთახში, მოეწყვე, დაისვენე და ჩამოდი ვივახშმოთ. ამასობაში ბიძაშენიც მოვა. -მეც უხმოდ დავტოვე ოთახი, საძინებელში ავედი მოვწესრიგდი და ცოტა ხანს საწოლზე წამოვწექი. ერთ საათში დაბლა ჩავედი.
-არ მოსულა ძია? -ვკითხე სამზარეულოში მოფუსფუსე დეიდას.
-დარეკა მალე მოვალო, მაგრამ არ მითქვამს აქ რომ ხარ.
-კარგია, სიურპრიზი უქნება. უფ რა გემრიელი სუნია. -ვუთხარი და ძლიერად მოვეხვიე.
-მოიცადე ტელეფონი რეკავს. -მოზუზუნე მობილურს ხელი დაავლო. -გისმენ ზაზა რახდება?.... ვინ არის?.... კი მაგრამ... კარგი ხო მოიყვანე.... გამაგიჟებს ეს კაცი. ტასო დეიდა, ბიძაშენს ვიღაც ბიჭი მოჰყავს დასარჩენი უთხოვია, პრობლემა ხომ არაა. -მკითხა მორიდებით.
-არა დეიდა, მოიყვანოს ვინც უნდა. - გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე.
-თინაა, მოვედით, სად ხარ? -სახლში ბიძიას ხმა გაისმა.
-გამოვალ ახლავე. -სამზარეულო დავტოვეთ.
-ძიააა-ვიყვირე მის დანახვაზე.
-ძიას გოგო, როდის ჩამოხვედი. რატომ არ გაგვაფრთხილე...
- მომენატრეთ და ჩამოვედი. -ვუთხარი და მოვეხვიე.
-კარგით გეყოთ ასე კარებში ხომ არ იდგებით, შემოდით, ის ბიჭი სად არის? გადაიფიქრა მოსვლა.
-არა მანქანას დააყენებს და შემოვა, მიდი შედით თქვენ ეს პარკები შეიტანეთ, მე ღვინოს ამოვუტან ჩემს გოგოს, ხო დალევ ძია?-მკითხა.
-შენთან ერთად შხამსაც დავლევ ძიაკო.მომეცი ამათ მე შევიტან. -პარკები გამოვართვი და სამზარეულოში დავაწყვე.
-დეიდა მიდი იქ ჭიქები დევს და სუფრაზე დაალაგე, საჭმელს მივხედავ არ დამეწვას და სტუმართან არ შევრცხვეთ.-მითხრა ღიმილით
-კარგი ჩამოვიღებ. -ჭიქები ავიღე და სინზე დავაწყვე. - წყალს დავლევ და გავიტან.
-მოდი შვილო, შემოდი. თინააა!.. -სახლში ბიძია შემოვიდა და მისი საუბრიდან გამომდინარე ის ბიჭიც მოიყვანა.
-მოვდივარ-სამზარეულოდან გასძახა დეიდამ. -ტასო ჭიქები წამოიღე და წამოდი.
-კარგი დეიდა. -წყალი ავავსე რომ დამელია. სწრაფად ჩავცალე და სინზე დალაგებულ ჭიქებს დავავლე ხელი. ოთახში გავედი ის ბიჭი ზურგით იდგა, დეიდა ესაუბრებოდ. მეც გზა გავაგრძელე, სინი უნდა დამედო მისი ხმა რომ გავიგე და ლამის ხელიდან გამივარდა და ყველაფერი დავლეწე
-მადლობა ქალბატონო თინა, გპირდებით ცოტახანს დავრჩები და თავს არ მოგაბეზრებთ.
-არ არსებობს-წამოვიყვირე გაურკვევლობაში მყოფმა. -შენ... აქ..
-ტასო, კარგად ხარ შვილო? -მკითხა დეიდამ.
-კი დეიდა, ალექსანდრე შენ აქ რას აკეთებ?
-უბრალოდ დასასვენებლად ჩამოვედი. შენ აქ საიდან? -მკითხა გაკვირვებულმა, მაგრამ შევამჩნიე როგორ ჩატეხა ტუჩის კუთხე. მივხვდი რომ ეს შემთხვევითობა არაა. ნუთუ რომელიმე მოისყიდა? ნეტავ რომელმა უთხრა სად ვიყავი?
-ტასო იცნობთ შვილო ერთმანეთს? -ფიქრებიდან ბიძიას ხმამ გამომიყვანა.
-კი ძია, ჩემი ძმის ძმაკაცია უბრალიდ მეტი არაფერი. -ვუთხარი და ალექსანდრეს მკვლელი მზერა ვესროლე. ისევ გაიღიმა, ღმერთო მგონი ეს ბიჭი იდიოტია.
-კარგია რომ იცნობთ ერთმანეთს, უხერხულადაც არ იქნებით. და არ მოიწყენთ
-ამის გვერდით რა მოგაწყენს თინა დეიდა. -ირონიულად გადმომხედა ალექსანდრემ.
-მიდით, თორემ გაცივდა ყველაფერი. -დაგვიძახა ზაზამ, სუფრას მივუსხედით. ვაჟბატონი პირდაპირ ჩემს წინ დაჯდა. ისევ ისე იღიმოდა, ვგრძნობდი რომ რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებილი. მაგრამ რა? მისი ეს იდიოტური ღიმილი ნერვებს მაგლეჯდდა. სიამოვნებით ავკუწავდი ამ დანით. ვახშამი დავასრულეთ, თინას ალაგებში მივეხმარე. მან ჭურჭელი დარეცხა.
-დეიდა, მიდი შენ დაისვენე ამას მე გავწმენდ. -ვუთხარი და ტილო გამოვართვი რომ ჭურჭელი შემემშრალებინა.
-მომეცი, მე გავაკეთებ შენ ნამგზავრი ხარ დაისვენე.
-არა წადი მე მივხედავ. მიდი, ძია უკვე დაწვა, შენც დაიძინე. ამას მოვრჩები და მეც დავიძინებ. -ლოყაზე ვაკოცე, მანაც იგივე გაიმეორა და სამზარეულო დატოვა. საქმეს ვასრულებდი როცა სამზარეულოში ფეხის ხმა გავიგე. უკან მივბრუნდი და ალექსანდრე იყო. ისევ ისეთი მომღიმარი.
-შენ ავარიაში ხომ არ მოყვი და თავი ხომ არაფერს მიარტყი? -ვკითხე სრული სერიოზულობით.
-არა. რატომ მეკითხები?
-რაც მოხვედი სულელივით ყველაფერზე იცინიხარ, რამე კარგი ამბავი იცი და მიმალავ?
-არა, არაფერი. უბრალოდ დარწმუნებული ვარ შენი სახე რომ გენახა როცა დამინახე შენც გაგეცინებოდა. წყალი აქიდან დავლო ხომ? -მითხრა და ონკანი მოუშვა.
-აშკარად გაგიჟდი. -თავი დანანებით გავაქნიე. ტილო იქვე დავდე. გასვლა დავაპირე თუმცა წინ გადამიდგა.
-მგონი ერთხელ უკვე გითხარი რომ შენ მაგიჟებ. ძილინებისა ანა.! -მითხრა და ლოყაზე ნაზად მაკოცა. ვერაფერი ვუთხარი. ისევ გაიღიმა და გასასვლელისკენ წავიდა, მხოლოდ ახლა მოვედი გონს.
-მეორედ აღარ შემეხო გაიგე! -მივაძახე უკვე კარში გასულს
რეკლამა
მეც შემიყვარდა (თავი მეხუთე)
7-10-2018, 08:51 ავტორი lamazi tvalebi ნანახია 530
მეც შემიყვარდა (თავი მეხუთე)

დილას მზის სხივებმა გამაღვიძა. საათი რვას უჩვენებდა. ვეღარ დავიძინე, ავდექი, დილის პროცედურები სწრაფად ჩავამთავრე და სანამ დაბლა ჩავედი გოგონებს დავურეკე. ოთხივე ჩავრთე ხაზზე. მინდოდა გამერკვია რომელმა უთხრა ალექსანდრეს თუ სად ვიყავი.
-აბა როგორ ისვენებ? მოგიხდა რაჭის ჰაერი? -მკითხა ნიტამ.
-აქაც უჰაერობაა-ვთქვი გაბრაზებულმა.
-რას გულისხმობ? ეხლა არ თქვა არ მომწონსო.-შეიცხადა მარიამმა.
-ტასო, იტყვი რა ხდება? - მკითხა ლიკამ
-მართლა არაფერი არ იცით? -გამიკვირდა თუ მათ არ უთქვამთ როგორ გაიგო.
-რა უნდა ვიციდეთ ანასტასია. -საუბარში ჩაერთო ნათიაც..
-ალექსანდრე აქ არის!... ახლა აქ მიშლის ნერვებს.რა უნდა ამ ადამიანს გამაგებინეთ.
-რას ნიშნავს მანდ არის, ანუ ის... რაჭაში..
-ხო ნიტა აქ ჩამოვიდა გუშინ საღამოს. მე მეგონა თქვენ უთხარით რამე და ამიტიმ დაგირეკეთ.
-ნეტავ საიდან გაიგო? -იკითხე გაკვირვებულმა მარიამმა.
-დამიანე-დაიყვირა ლიკამ.
-ლაიკა თუ დამიანე მანდაა არ უთხრა რომ მე ვრეკავ რამე მოიფიქრე ან...
-არა ტასო, აქ არაა. უბრალოდ გუშინ წამოსვლამდე სანდროს ესაუბრა, აქ რომ ჩამოვედით მაშინაც ისაუბრეს, მის მერე კი არაფერი უთქვამს შენზე მხოლოდ ის რომ ცოტას დაისვენებდი და მალე დაბრუნდებოდი.
-ანუ დამიანეს ყველაფერი მოუყვა? ამის თქმა გინდა
-ბექაც ვიღაცას ელაპარაკა გუშინ საღამოს. მგონი სანდროს მაგრამ არაფერი უთქვამს ისეთი, ან მე არ გამიგონია. -თქვა მარიამმა
-კარგი, რაც არის არის, ვერაფერს შევცვლი. რამდენიმე დღე დავრჩები თინას და ზაზას რომ არ ეწყინოს და მერე ჩამოვალ. აზრი არ აქვს აქ ვიქნები მასთან ერთად თუ მანდ.
მალე დავასრულეთ საუბარი. დაბლა ჩავედი თინა სამზარეულოში იყო, მეც იქ მივედი.
-დილამშვიდობისა დეიდა.
-დილამშვიდობისა ჩემო გოგო როგორ გეძინა?
-მშვენივრად. ძია სად არის?
-ეზოშია სანდროსთან ერთად, ისე რა კარგი ბიჭია, რატომ არ ვიცნობდი აქამდე? ღმერთო, მოასწრო უკვე თინასთვის თავის მოწონება.
-არ იყო საქართველოში და იმიტომ არ იცნობდი.
-გასაგებია. ტასო, მარკეტში ჩავალ მე რაღაცეებს ამოვიტან და მალე მივალ.
-მე წავალ დეიდა.
-არა იყოს. თან ქვემოთ ნანას რაღაც უნდა გამოვართვა და იქ შევივლი, მალე დავბრუნდები და ვისაუზმოთ.
თინა გავიდა, ბლინების გაკეთება დავიწყე.
-დილამშვიდობისა -სამზარეულოში შემოვიდა ალექსანდრე.
-დილამშვიდობისა, გინდოდა რამე?
-გემრიელი სუნი გამოდის და დამაინტერესა რას აკეთებ.
-ბლინებს მარწყვის მურაბით.
-იციდი რომ ძალიან მიყვარს ხო-მითხრა ღიმილით.
-არა! ან რატომ უნდა მცოდნიდა.?
-ახლა ხომ იცი და კარგად დაიმახსოვრე.
-რატომ ვითომ მე შენს... -დასრულება ვერ მოვასწარი სამზარეულოში ზაზა შემოვიდა
-სანდრო სად წახვედი ბიჭო, ოოო რა კარგი სუნი ტრიალებს. რა მოგვიმზადე ტასო? -მკითხა ბიძიამ და მაგიდას მიუჯდა.
-ბლინები ძია, ვიცი რომ გიყვარს-თეფში მაგიდაზე დავდე და ჩემი ადგილი დავიკავე.
-თან როგორ. თინა სად არის?
-აქ ვარ მოვედი.
-დეიდა იყავი მარკეტში? -ვკითხე რადგან ხელში არაფერი სჭერია.
-ვიყავი მაგრამ დაკეტილია, გუშინ ცუდად გამხდარა ლალი და საავადმყოფოში ჰყოლიათ, დილას მოიყვანეს, ერთად გავიდეთ ზაზა და ვნახოთ კარგი?
-კარგი ვისაუზმოთ და გავიდეთ. -დაეთანხმა ძიაც.
-მერე ქალაქში ჩადი, სიას მოგცემ და იყიდე რაც გვჭირდება.
-დეიდა მე წავალ მანქანით. ვისაუზმებ და..
-არა შვილო, მარტო ცოდო ხარ, ამხელა გზაზე, იყოს ბიძაშენი წავა..
-მე წავყვები თინა დეიდა-განაცხადა ალექსანდრემ მე კი გაფართოებული თვალებით შევხედე-ხო რა მოხდა, თან სოფელსაც დავათვალიერებ.
-კარგი აზრია ტასო, გაიყოლე ბიჭი, სულ სახლში ხომ არ იქნებით-დაეთანხმა ბიძიაც.
ვისაუზმეთ თინა და ზაზაც გავიდნენ. ალექსანდრემ მოვემზადები და ჩვენც წავიდეთო. სამზარეულოში ვიყავი და ჭურჭელი ვალაგებდი. გამახსენდა ალექსანდრეს საქციელი და გავბრაზდი.
-ღმერთო რა უნდა ამ ბიჭს, გეფიცებით შემომაკვდება თავს თუ არ დამანებებს. რა, რა დავაშავე მას რომ გადავეყარე. უზრდელი, საკუთარ თავში დარწმუნებული იდიოტი. რაც არ უნდა უთხრა მაინც არ გისმენს.
-ისე მაგ ჭიქასთან ლაპარაკს, მეც აქ ვარ და მე მესაუბრე. -მითხრა. თვალი ჩამიკრა და გამიღიმა.
-მე... სათქნელი არაფერი მაქვს... მოისმინე ალბათ უკვე რაც ვთქვი. -ბოლო ჭიქა გავამშრალე და კარადაში შევდე.
-აი მე კი მაქვს. ძალიან გემრიელი საუზმისთვის მადლობა უნდა გადაგიხადო. უგემრიელესი იყო.
-წადი მომშორდი. ეზოში გადი და მეც მოვალ.
-როგორც მიბრძანებთ. -გასასვლელისკენ წავიდა თუმცა მალე შემოტრიალდა და ისევ წინ დამიდგა
-რაღაც დამავიწყდა.
-რა დაგ.... -სიტყვა ვერ დავამთავრე, უსევ მისი ტუჩები შემეხო. ლოყაზე ოღონდ ტუჩის კუთხესთან ძალია
-აი ეს. მანქანაში დაგელოდები.
ისევ ისე მოიქცა. არადა ხომ გავაფრთხულე არ შემხებოდა. ოთახში ავედი მანქანის გასაღები ავიღე და ეზოში გავედი.
-საით? -მკითხა როგორც კი დამინახა რომ მისი მანქანისკენ არ მივდიოდი.
-მანქანაში. რა მოხდა?
-ჩემით წავიდეთ. -მითხრა და წინა კარი გამიაღო.
-არა. მე შენთან არ ჩავჯდები.
-კი.
-არა.
-კი.
-არა.
-გასაღები არ გაქვს.
-მაქვს აი ნახე-ვუთხარი და გასაღები ცხვირ წინ ავუთამაშე, მაგრამ ეს არ უნდა მექნა. გააზრება ვერ მოვასწარი როგორ ამაცალა ხელიდან.
-ახლა ხო მაინც ჩაჯდები. -სხვა გზა არ მქინდა. ისევ ჩემი უტვინი თავის ბრალია ყველაფერი. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია. არც უკანა გზა იყო გამონაკლისი. მხოლოდ მუსიკის ნაზი ჰანგები არღვევდა სიჩუმეს. ერთ საათში სახლთან ვიყავით. ეზოში ნაცნობ სხეულს მოვკარი თვალი მაგრამ ეს არც ზაზა იყო და არც თინა.
-არ მჯერაააა-ვიყვირე მანქანიდან გადმოსვლის თანავე.
-ტასო, შენ აქ საიდან? -არც მან დამალა გაკვირვება.
-მართლაშენ ხარ? მოდი ჩაგეხუტო როგორ მომენატრე ლიზა -უთხარი და მონატრებული სხეული გულში ჩავიხუტე.
-ტასუნააა.
-ლიზიკოოო.
-როგორ ხარ აბა, აქ როდის ჩამიხვედი?
-კარგად ვარ ლიზიკო, აქ გუში... -სიტყვა ვერ დავამთავრე.
-რა მოხდა ლიზა რა გაწივლებს, რა მე დაინახე და შეგეშინდა თუ..
-სიძეეე... როგორ ხარ? -ახლა მისკენ წავედი.
-კარგად ტასუნია შენ როგორ ხარ? კიდევ წამლავ ხალხს შენი მწარე ენით?
-თემოო! -დაუყვირა ლიზამ
-არა სიძე ჩემს ენას მარტო შენს მოსაწამლად ვიყენებ, მაგრამ დღეს გამონაკლისს დავუშვებ და ჩუმად ვიქნები.
-დიდი პატივი იქნება ჩემთვის თქვენი სიჩუმე. -თქვა და გაიღიმა. -ერთი ეს მითხარი ეს ბიჭი ვინ არის?
-სულ დამავიწყდა, გაიცანით ეს ალექსანდრეა დამიანეს და ცოტნეს ძმაკაცი. ისიც აქ ისვენებს ცოტა ხნით.-სანდრო წარვუდგინე მათ.
-თქვენ ერთად.... მოიცა გამოიპარეთ? აუ ეს რა ამბავი გავიგე... მე...
-ბატონო სიძე ნუ სარგებლობთ ჩემი სიჩუმით. -მკვლელი მზერა ვესროლე თემოს. -სახლში რატომ არ შედიხართ?
-გასაღები არ გვქონდა და...
-გოგო შენი სახლის გასაღები მე უნდა მქონდეს და შენ არა? -ვუთხარი და სახლის კარი გავაღე. შინ შევედით. ალექსანდრემ პროდუქტი სამზარეულოში შეიტანა.
-თინასაც არაფერი უთქვამს თორემ დავტივებდი. -ვუთხარი და დივანზე მოვთავსდით.
-არ იცის რომ ჩამოვედით.
-ვაიმე მართლა, აუ იცი როგორ გაუხარდებათ. ისე აქამდე რითი მოხვედით?
-არსებობს ასეთი ტრანსპორტი ტასუნა, რომელსაც ტაქსი ჰქვია. -გამეღიმა თემომ...
-მადლობა სიძე ბატონო რომ განმანათლეთ.
-მუდამ თქვენს სამსახურში ქალბატონო. ყოველთვის და ყველგან. -ისევ ისე გაიღიმა, ნერვები ვეღარ მოვთოკე და იქ მჯდარ ალექსანდრეს ხელში რომ ბალიშს ათამაშებდა წავართვი და თემოს გავუქანე, თუმცა რად გინდა ავაცილე..
-მიზანს გიწუნებ ქალბატონო.
-თემო, ახლა აქიდან გამასწარი თორე...
- ვაიმეე... -სიტყვა გამაწყვეტინა კარში მდგარმა თინას ხმამ. არ ვიცი როგორ აღგიწეროთ მათი შეხვედრა. ლიზა და თემო ორი წლის წინ დაქორწინდნენ და მალევე წავიდნენ საფრანგეთში. ამის მერე არც ჩამოსულან.
-დედას გოგო როგორ მომენატრე ჩემო სიცოცხლე. -გულში იკრავდა თინა ქალიშვილს.
-მეც დედიკო. მამა სად არის?
-ეზიშია ჩემო სიცოცხლე შემოვა მალე.
-თინაჩკა მე არ მოგენატრე. -იწყინა თემომ.
-შენც მომენატრე ჩემო ბიჭო. მიდი მოგეხვიო.
-თინა ესენი მოვიტანე მარნიდან და მიხედე. -სახლში შემოვიდა ზაზა.
-მამა-სწრაფად წამოდგა ლიზა ფეხზე.
-ლიზა ფრთხილად -დაუყვირა თემომ.
-ლიზა, თემო. -გაოცებას და სიხარულს ვერ მალავდა ზაზაც. მამაც მოეხვია მის ერთადერთ გოგოს და სიძეს.
-აბა როდემდე ხართ აქეთ? თბილისსკენაც ხომ ჩამოგვივლით? -ვკითხე ლიზიკოს.
-კი რათქმაუნდა, შემოგივლით ხოლმე. -მითხრა ლიზამ.
-შემოგვივლით ხოლმე? ეს როგორ გავიგო?
-როგორ და მოკლედ რომ გითხრათ დავბრუნდით. -თქვა თემომ და ღიმილით გადმოგვხედა.
-მართლა შვილო? რატომ პრიბლემები ხომ არ შეგექმნათ იქ.? -იკითხა ზაზამ.
-არა. ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ მირჩევნია ბავშვი აქ დაიბდაოს და გაიზარდოს. ოჯახურ გარემოში.
-ხო მართალი ხარ თემო. -დავეთანხმე თუმცა მალევე ჩავწვდი მისი ნათქვამის მნიშვნელობას. -რათქვი? რა ბავშვი? ანუ ლიზა შენ?
-ხო ტასო ფეხმძიმედ ვართ, უფრო სწორად არის, ის... ლიზა. -დაბნეული ლაპარაკობდა თემო.
ყველასთვის შოკი იყო ეს ამბავი, რას ვიფიქრებდით თუ ჯერ არ დაბადებული ბავშვი ამდენს შეცვლიდა მათ ცხოვრებაში. ყველამ მივულოცეთ. ძიამ სუფრა გაგვაშლევინა ეს ამბავი უნდა ავღნიშნოთო. ბაბუა ვხდები ბოლოსდაბოლოსო. ამასობაში დაღამდა კიდეც. უფროსებმა დაიძინეს ჩვენ კი ბუხართან ვისხედით.
-თემო კომპანიას რა უქენი? -ვკითხე და ღვინის ჭიქა ავიღე.
-აქციები გავყიდე. ამ თანხით კი ახალის გახსნა მინდა,
თბილისში.
-მართლა. კარგი იდიაა.-ვუთხარი გახარებულმა.
-მეც ახლახანს გავხსენი კომპანია, შენი პროფესიის გამოცდილი კადრი მჭირდება. თუ თანახმა იქნები ჩემთან იმუშავე. ეს თანხა კი მომავალი მამა ხარ და დაგჭირდება. -შესთავაზა ალექსანდრემ.
-კარგი აზრია, თემო. დაუჯერე გამიცდილია, წარმატებული ბიზნესმენია, ყოვლისმცოდნეა, ხომ ასეა სანდრო. -ვუთხარი ალექსანდრეს და გამეცინა.
-მგონი დღეს საკმარისზე მეტი დალიე, მომეცი ჭიქა, აღარ გინდა მეტი. -ჭიქა გამომართვა ალექსანდრემ.
-ეს რას ნიშნავს? -ვკითხე გაბრაზებულმა.
-იმას რომ გვიანია უკვე. -მითხრა და თვალი ჩამიკრა. -აბა რას იტყვი თემო?
-კარგი ვარიანტია. თანახმა ვარ.
-ყოჩაღ სიძე, ეს უნდა ავღნიშნით.
-არა ტასო. -მითხრა სანდრომ.
-აუ, ტას წამო დავუძინოთ უკვე გვიანია. დღეს შენთან ერთად დავიძინებ კარგი?
-მერე შენი ქმარი არ გაბრაზდება ლიზიკო? -ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი
-ამ ერთხელ გადაიტანს. ძილინებისა ქმარუკა.
-ძილინებისა, ტასო გაუფრთხილდი ჩემს გოგონებს. -მითხრა და გაგვიღიმა.
-ძილინებისა სიძე.... ღამემშიდობისა სანდრო.
-ტკბილიძილი ანასტასია. -გამიღიმა ალექსანდრემ, კიბეებს ავუყევით და ოთახში შევედით.
-გიყვარს ხომ ასეა? -ჰკითხა თემომ სანდროს.
-ასე ძალიან მეტყობა? -გაოცდა სანდრო
-კი, მას უყვარხარ?
-არ ვიცი.
-მისმინე, ტასო სხვა გოგოებს არ ჰგავს, ბევრი გადაიტანა ცხოვრებაში, ამიტომ ცოტა მშიშარაა ახალი გრძნობებისადმი. დრო მიეცი თვითონ მიხვდება ყველაფერს.
ალექსანდრეს აღარაფერი უთქვამს, დაემშვიდობა და ოთახში ავიდა
-მოსწონხარ ხომ? -მკითხა ლიზამ
-ვის?
-ალექსანდრეს.
-არა.
-როგორ არა.
-უფრო მეტიც.
-მოიცა აბა უყვარხარ?
-კი. მითხრა ერთხელ მსგავსი რამ.
-მერე შენ რა უთხარი, როგორც სიტუაციუდან ჩანს ყველაფერი არიე ხომ. -მითხრა ლიზამ
-კი, ყველაფერი თავდაყირა დავაყენე და ახლა მეც ვერ გამიგია რა მინდა. ის სხვანაირია. არავის არ ჰგავს, მინდა მჯეროდეს რომ არასდროს წავა, მაგრამ გულს არ სჯერა.
-ისე ნუ ლაპარაკობ თითქოს არავის ყვარებია. არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი.
-მე არ მყვარებია და ეს მაშინებს.
-ხოდა იფიქრე მასზე, ის ნამდვილად იმსახურებს პირველ შანსს. ახლა კი დავიძინოთ. -მითხრა, მაკოცა და სინათლე ჩააქრო.
ღმერთო ნუთუ ალექსი მართლა იმსახურებს პირველ შანსს. ამაზე ფიქრში ჩამეძინა.
დილას რიმ გავიღვიძე ლიზა ამდგარი დამხვდა. მეც მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი. სამზარეულოში თინა და ლიზა დამხვდნენ.
-დილამშვიდობისა. აბა როგორ არის დეიდას სიხარული? -ვთქვი და ლიზას მუცელზე მოვეფერე.
-კარგად, მაგრამ შესანიშნავად ვიქნებით თუ ტასო დეიდა ბლინებს გაგვიკეთებს, შოკოლადით. -გამიღიმა ლიზამ.
-მხოლოდ შენთვის პატარა, დედაშენი ღირსი არაა, სად გამეპარე დილას ლიზიკო?
-აღარ მეძინებიდა და თან მომშივდა.
-დეიდა ეს ამ ცხრა თვეში გაგაღარიბებთ-გამეცინა ლიზას გაბრაზებულ სახეზე-ისე შენი ბედოვლათი ქმარი და ჩემთვის ძალით შეპარებული სიძე სად არის? -ვკითხე და ბლინის კეთება დავიწყე.
-ვინმემ მახსენა? -იკითხა სამზარეულოში შემოსულმა თემომ.
-ზუსტად. ტასომ-უთხრა ლიზამ და ქმრის გვერდით ჩამოჯდა.
- გამიკვირდა სახლში რომ სიწყნარე იყო და ამიტომ გიკითხე.. -ვუთხარი და შოკოლადის ბლინები მაგიდაზე დავდე.
-წავალ სანდროს და ზაზას დავუძახებ. -ფეხზე წამოდგა თინა.
მალე ყველანი სუფრასთან ვისხედით.
-დამავიწყდა. -წამოვიყვირე და ფეხზე ავდექი. გაზქურასთან მივედი და იქვე დადებულ მარწყვის მურაბიანი ბლინის თეფში ავიღე და მაგიდასთან დავბრუნდი.
-სანდრო, ხომ მითხარი დაიმახსოვრეო. -ვუთხარი და თეფში წინ დავუდე. -გემრიელად მიირთვი. -გამიღიმა. მეც გავუღიმე და მის გვერდით დავიკავე ჩემი ადგილი.
-ტასო, ვისი ცოლიც შენ გაახდები, ბედნიერია ძია ის კაცი. -მითხრა ზაზამ.
-ვინ მისცა ამას გათხოვების ბედი? -ამოთქვა თემომ.
-შენ შენს ბედს მიხედე-შევუბღვირე მე.
-მე უკვე მივხედე ჩემს ბედს. აგერ უკვე მამა ვხდები, შენ კიდევ ერთ დღესაც შენივე შხამში დაიხრჩობი ტასუნა.
-როგორ გავწირო ეს ბავშვი უმამობისთვის, თორე აქვე დაგახრჩობდი.
-მეც მიყვარხარ ტასუნია. -მითხრა და გამიღიმა.
-თბილისში როდის ბრუნდები ტასო?-თემის შეცვლა ცადა ლიზამ.
-ალბათ ხვალ. ბევრი საქმე დაგროვდებოდა კაფეში, ნიტა და მარიამი კი არიან მაგრამ მაინც ჩავალ უკვე დროა.
-ჩვენც სახლის საქმეები გვაქ მისაგვარებელი და გამოგყვებით. -მიათხრა ლიზიკომ
-კი რა პრობლემაა.
ვისაუზმეთ, სამზარეულოც მივალაგეთ და სასეირნოდ გადავწყვიტეთ გასვლა. ბევრი ვიბოდიალეთ! თითქმის მთელი სოფელი შემოვიარეთ. საღამოს კი შინ დავბრუნდით. ვივახშმეთ და ბუხართან მოვთავსდით.
-მოდი რამე ვითამაშოთ, მაგალითად გზაზე მიდის ერთი კაცი. -თქვა
თემომ.
-კარგი რა ბავშვები ხომ არავართ -ამოვიწუწუნე მე
-არაუშავს დროს გავიყვანთ მაინც. კარგი ტასო შენ ერთი ხარ, სანდრო ორი, ლიზა სამი და მე ოთხი. დავიწყებ გზაზე მიდის სამი კაცი-თამაში დაიწყო თემომ
-რათა სამი? -ჰკითხა ლიზამ.
-მაშ რამდენი?
-ერთ.-თქვა ლიზამ
-რათა ერთი? -ახლა მე ვკითხე ლიზას
-მაშ რამდენი?
-ორი. -ვუპასუხე.
-რათა ორი? -მკითხა სანდრომ
-მაშ რამდენი?
-ოთხი-მიპასუხა ალექსანდრემ
-რათა ოთხი? -ჰკითხა თემომ
-მაშ რანდენი? ......
მართალია ოთხმა ვითამაშეთ მაგრამ ბევრი ვიცინეთ.
-აუ დავიძინოთ რა თემო-თქვა ლიზამ.
-კარგი დავიძინოთ თან გვიანია უკვე. ადი და ამოვალ მეც-უთხრა ცოლს თემომ.
-მეც დავიძინებ! დავიღალე დღეს.
ოთახში ავედი, ტანსაცმელი გამოვიცვალე და საწოლში დავწექი. ბევრი მცდელობის შედეგად მაინც ვერ დავიძინე. ავდექი და დაბლა ჩავედი წყლისთვის. იქ კი სიბნელეში ბუხართან მჯდომი ალექსანდრე დამხვდა.
-რატომ არ გძინავს.? -მასთან მივედი და ვკითხე. შემომხედა და გამიღიმა. -ალექსანდრე შენ სვავ?
-ხო, რა იყო არ შეიძლება?
-როგორ არა უბრალოდ.... კარგი წყალზე ჩამოვედი დავლევ და ავალ.
-შენც არ წახვიდე ანა. -ადგილზე გამყინა მისმა სიტყვებმა, თითქოს სევდიანი მეჩვენა მისი ხმა. -მოდი დაჯექი -მეც უსიტყვოდ დავემორჩილე და მის გვერდით მოვთავსდი.
-რატომ მიყურებ ასე? -ვკითხე როდესაც მის მზერას წავაწყდი.
-იმიტომ რომ მიყვარხარ.
-კარგი არ გინდა ალექს.
-იმ წყეული დღის მერე, სამი წლის მერე პირველად შემიყვარდა. -თქვა და ჭიქა ჩაცალა.
-არ გინდა, მეტი აღარ დალიო. -ვუთხარი და ხელიდან ღვინის ბოთლი გამოვართვი.
-იცი როგორ მესმის შენი? როგორც არავის. იმ დღეს ცოლობა უნდა მეთხოვა. საღამოს ვახშამი დავთქვით. სამსახურიდან ადრე ვერ გამოვედი ამიტომ პირდაპირ რესტორანში მისვლა ვთხოვე. საშინლად წვიმდა. ვიღაც იდიოტი დაეჯახა მანქანით მის ტაქსს. -ვხედავდი როგორ უჭირდა ამის მოყოლა, ვხედავდი როგორ ტკიოდა. ხელები ძლიერად შემოვხვიე მკლავზე და თავი მხარზე დავადე. -ადგილზე დაიღუპა. ისიც და მძლოღიც. არავინ გადარჩა ვისაც პასუხს მოვთხოვდი. წავიდა გესმის, დამტოვა ისე რომ ყველაფრის იმედი წამართვა, ერთადერთი ნათელი სხივი იყო ჩემს ცხოვრებაში. სიყვარული წამართვა რომელიც მას ვაჩუქე, თან წაიყილა. -თვალები ცრემლით ამევსო -ამიტომ წავედი საქართველოდან აქ ვეღარ ვსუნთქავდი. -ხელი მომხვია და გულზე მიმიხუტა. -იქ გავიცანი ცოტნე და დამიანე. დემეტრე ჩემი პარტნიორი იყო. მათ დამავიწყეს ყველაფერი. სამი წელი დამჭირდა იმისთვის რომ სიყვარული ისევ დამებრუნებუნა. იმ საღამოს კაფეში რომ მივედი, პირველი რაც შევამჩნიე შენი სიძლიერე იყო. მივხვდი რომ ამ სახის უკან პატარა გოგონა იმალებოდა. შენ ხარ ვინც ცხოვრების ხალისი დამიბრუნა და დამარწმუნა რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე როცა აქ დავბრუნდი. -ცრემლებმა გაიკვლიეს გზა ჩემს სახეზე. იგრძნო, მან ეს იგრძნო და ჩემი სახე ხელებში მოიქცია. -არ იტირო, ეს იმიტომ არ მომიყოლია რომ გეტირა. გთხოვ, ვერ ავიტან შენს ცრემლებს გესმის. მინდა რომ სულ იღიმოდე. -მითხრა და ისევ გულზე მიმიკრო.
-ალექსი, მე.... მაპატიე.. არ ვიციდი თუ ამდენი რამ გადაიტანე. მეგონა მარტო მე ვიყავი ასეთი, მაგრამ ჩემზე ძალიან თურმე შენ გიჭირდა ამ გრძნობის გააზრება.
-შემომხედე, მე სამი წელი გავურბოდი სიყვარულს. მაგრამ მაინც მიპოვნა. მჯერა ერთ დღესაც შენც შეიყვარებ, მიენდობი სიყვარულს და იპოვი შენს თავს.
-მაგრამ მე...
-არა ანა არავითარი მაგრამ, ყველაზე სუფთა პიროვნება ხარ ვისაც კი შევხვედრილვარ, ამიტიმ შემიყვარდი. ახლა კი ეს რომ არ გავაკეთო ალბათ ჩემს თავს სიცოცხლის ბოლომდე არ ვაპატიებ.
-რა უნდა გააკ... -ვერაფრის თქმა მოვასწარი, ისე უცბად შეერწყა ჩვენი ბაგეები ერთმანეთს, ეს იყო არაამქვეყნიური გრძნობა. მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მეფრქვევოდა. ტუჩებს კი უტკბილესი გემო ჰქონდა. წინააღმდებობა არ გამიწევია, ამის არც სურვული მქონდა და არც ძალა. მთლიანად მოვდუნდი. მკოცნიდა ფრთხილად, აუჩქარებლად. მხოლოდ მაშინ მომაშირა ტუჩები როცა ჰაერის უკმარისიბა ვიგრძენით. თვალებში ვუყურებდი და იქ სიყვარულის სხივს ვხედავდი, სწორედ იმას რისი დანახვაც მინდიდა რომ არ მენანა ჩემი პირველი კოცნა.
-ვიცი ვუჩქარე, დამნაშავე ვარ მაგრამ ვფიქრობ ეს დაგეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში.
-სან...
-არაფერი თქვა, -ხელი გადამისვა ტუჩებზე. -წამოდი დავიძინოთ. -ფეხზე წამომაყენა და ოთახამდე მიმაცილა.
-ტკბილი ძილი ანა! -მითხრა და ლოყაზე მაკოცა.
-ძილინებისა -ვუთხარი და ოთახში შევედი. საწოლზე დავწექი და ხელი გადავისვი ტუჩებზე რომელსაც ჯერ კიდევ მისი გემო ჰქონდა.
-არ მჯერა რომ ეს მე ვარ. ვეღარ გცნობ ანასტასია არაბულო. მაგრამ მომწინს ეს ცვლილება.

დილას გაღვიძებისთანავე გამახსენდა გუშინდელი ღამე. ღმერთო ახლა თვალებში როგორ უნდა შევხედო. სირცხვილით ალბათ ადგილზე მოვკვდები. სააბაზანოში შევედი და ცხელი წყლის ქვეშ დავდექი, მესიამოვნა, კიდევ დიდხანს არ გამოვიდოდი ლიზას რომ არ დაეძახა.
მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი. ყველა სამზარეულოში იყო.
-დილამშვიდობისა-მივესალმე მათ.
-დილამშვიდობისა, ტასო, დეიდა მოდი დაჯექი ისაუზმე შენც. -მითხრა თინამ და სკამზე მანიშნა. არა ტასო იქ არ დაჯდე, მის პირდაპირ არ დაჯდე თორემ თვალებით შეგჭამს.
-არა იყოს დეიდა მიირთვით თქვენ. მე მგზავრობის წინ არ ვჭამ არაფერს, აი უბრალოდ ვაშლს ავიღებ. -რაც პირველი მომაფიქრდა ის ვთქვი.
-კარგი როგორც გინდა.
-ტასო ჩაალაგე შენ? -მკითხა ლიზამ
-არა. ავალ და მოვემზადები. -ვუთხარი და სამზარეულო დავტოვე. სწრაფად ჩავალაგე ბარგი და მისაღბისკენ წავედი. ოთახის კარები გამოვხურე, სწორედ ამ დროს გამოვიდა ალექსანდრეც თავისი ოთახიდან.
-ტოსო ესაა შენი ბარგი? -მკითხა და ჩანთას ხელი მოკიდა.
-კი. იყოს მე ჩავიტან. შენ შენიც ჩასატანი გაქვს.
-არაუშავს მოვერევი როგორმე ორივეს პატარა ქალბატონო. -ირინია გაურია სიტყვებში. ჩანთას ხელი კარგად მოჰკიდა და დაბლა ჩაიტანა.
-დედა თქვენ როდის ჩამოხვალთ? -ჰკითხა ლიზამ თინას.
-არ ვიცი ჩემო გოგო გააჩნია როგორი ზამთარი იქნება. შარშან თოვლი არ იყო დიდი და აქეთ ვიყავით, მაგრამ ახლა შენ იქ იქნები და აქ ალბათ ვერ გავჩერდები, შეიძლება იმ თვის ბოლოს ჩამოვიდეთ. დედა ნიტასთან დარჩით სანამ რამეს იპოვით, ჩვენი ბინა დასალაგებელი იქნება და მაგიტიმ გეუბნევი .
-კარგი დედიკო-უთხრა და მოეხვია.
-არ ინერვიულო დეიდა ნიტა თუ არა მე დავიტოვებ თქვენს შვილს-ვუთხარი და ეზოში გავედით, სანდრო და თემო ჩანთებს ალაგებდნენ.
-შენთან დარჩენას ხიდის ქვეშ ძილი მირჩევნია. -მითხრა თემომ და საბარგული დახურა.
-შენ ვინ გიტოვებს ერთი, მე ლიზა ვიგულისხმე და არა შენ., იმაზეც მადლობელი იყავი ჩემი მანქანით რომ უნდა იმგზავრო.
-გითხარი მოგინი ერთხელ უკვე რომ შენივე შხამში დაიხრჩობი ერთ დღეს. -მითხრა თემომ და ცოლს მოეხვია.
-შენ ძალად სიძე-წამოვიძახე პირველი სისულელე.
-ენა მწარე-არც მან დამაკლო.
-იცოდე მანქანაში არ ჩაგსვამ.
-სანდრო წამიყვანს.
-შენ... -სიტყვა გამაწყვეტინა ძიამ
-სამივე ერთი მანქანით მიდიხართ და ამ ბიჭს მარტო უშვებთ.? -იკითხა ზაზამ.
-ესე გამოდის-ვუპასუხე მე.
-არა დეიდა ცოდოა მარტო. -მითხრა თინამ.
-მაშინ მე და ლიზა წავალთ და ალექსანდრე და თემო ერთად წამოვიდნენ.
-არა ჩემს ცოლ-შვილს მარტო შენ ვერ განდობ, დაუშვებელია.
-აბა რა ვქნათ? -ვკითხე თემოს.
-შენ და სანდრო წადით მისი მანქანით და შენით ჩვენ წამოვალთ.
-არა!
-რატომ? -მკითხა და გაიღიმა. მგონი ამანაც ყველაფერი იცის.
-არ ვიცი. -ამოვილუღლუღე.
-კარგი მაშინ წავიდეთ, მომეცი ტასო გასაღები-ხელი გამომიწოდა თემომ
-გაუფრთხილდი -ვუთხარი და გასაღები მივაწოდე.
-შენზე ძალიან მიყვარს ჩემი ცოლი. ამიტომ თქმა არაა საჭირო.
-ეგ ვიცი, მანქანაზე გეუბნევი სიძე.
-თბილისში მივდივართ, ომში ხომ არ მიმყავს-მითხრა სიცილით და ცოლს მანქანის კარი გამოუღო.
ყველას დავემშვიდობეთ. ქალაქისკენ დავიძარით. მანქანა მთლიანად მისი სურნელით იყო გაჟღენთილი. ამიტომ ფანჯარა ჩამოვწიე რომ ცოტა გონს მოვსულიყავი.
-გაცივდები აწიე ფანჯარა.-მითხრა და მეც წამში დავემორჩილე. გაიღიმა და მხოლოდ ახლა დავაკვირდი რა ლამაზი ღიმილი ჰქონია, დაჟინებით ვუყურებდი და ვცდილობდი მისი ყოველი სახის ნაკვთი შემესწავლა.
-კიდევ თუ დიდხანს გააგრძელებ ყურებას გეფიცები, გონება გამეფანტება და სადღაც დავილეწებით.
-მე შენ არ გიყურებ... მე... იქით ვიყურები.
-მართლა?
-დიახ.
-რადგან ასეა შეგახსენებ შენს მხარესაც არის ფანჯარა და დარწმუნებული ვარ მანდეთაც შესანიშნავი ხედია. ამიტომ გთხივთ ქალბატონო ანასტასია ნუ მაბნევთ.
-მე... კარგი... -გაბრაზებული ბავშვივით მივადეთავი მინას. ჩემი მანქანა ვერ შევნიშნე და დაფეთლმა დავუწყე წინ მდებარე ავტომობილებს.
-მათი მანქანა აღარ ჩანს სად არიან?
-წინ წავიდნენ -მიპასუხა მშვიდად.
-რატომ?
-იმიტომ რომ სწრაფად მიდიან.
-და ჩვენ რატომ არ მივდივართ უფრო ჩქარა?
-იმიტომ რომ აქ შენ ხარ.
-და მე რა შუაში ვარ.
-ანასტასია!
-კარგი ხო, ნუ მიყვირი, ვჩუმდები. -ხელები ავწიე დანებებას ნიშნად. ცოტახანს მართლაც ჩუმად ვიყავი. მერე ვეღარ გავჩერდი და ტელეფონში ნიტას ნომერი ავკრიფე.
-გვიკადრე ქალბატონო? როგორ ისვენებთ? -დაიწყო საუბარი როგორც კი ტელეფონს უპასუხა
-ისე რა-ვუთხარი მობეზრებულმა.
-მოხდა რამე.
-მოგიყვები რომ ჩამოვალ. -ვუთხარი და მზერა სანდროსკენ გავაპარე.
-ბრუნდები უკვე?
-კი გზაში ვართ, ზედმეტი კითხვების გარეშე ნიტა-გავაჩერე როცა რაღაცის თქმა დააპირა-მისმინე საღამოსთვის მანდ ვიქნებით და ყველა ჩემთან შეკრიბე მაგარი ამბები მაქვს სათქმელი. გასაგებია, ახლა უნდა გავთიშო საღამომდე,შენს იმედზე ვარ იცოდე. -არაფერის თქმა არ დავაცადე ისე გავუთიშე. რაზეც ალექსანდრეს გაეღიმა. და ჩემგან მწარე დარტყმაც მიიღო.
-რა დავაშავე მითხარი მაინც რომ მცემ?
-რა გაცინებს?
-პატარა ბავშვივით იქცევი, საოცრება ხარ. -მითხრა და შემომხედა.
-გზას უყურე შენ გირჩევნია. -ვუთხარი და ამჯერად ლიზას დავურეკე.
-სად ხართ?..... რა იყო გოგო მიფრინავთ.... მისმინე თბილისში რომ შეხვალთ სადმე დამელოდეთ და ერთად მივიდეთ... დავრეკე უკვე ყველა ჩვენ გველოდება.... არა არ მითქვამს.... და მაგას უთხარი თუ უნდა ტყავი არ გავაძრო ფრთხილად ატაროს. -ტელეფონი გავთიშე და სავარძელს მივეყუდე.
-დავიღალე და მშია. -წარმოვთქვი გაუაზრებლად.
-გავაჩერო გინდა სადმე?
-არა იყოს, არ მინდა. დავიძინებ ხომ შეიძლება?
-კი როგორ არა. აი უკან ჩემი სპორტული დევს მოიცვი და დაიძინე.
-კარგი. -სპორტული გადმოვიღე და კომფორტულად მოვთავსდი. -ოღონდ თბილისში რომ შევალთ გამაღვიძე.
-კარგი. -მითხრა და წყნარი მელოდია ჩართო. ერთიანად მოვეშვი და მორფეოსის სამყაროში გადავეშვი. სახეზე ვიღაცის ხელს ვგრძნობდი, ნაზად დაატარებდა თითებს თან ჩემს სახელს იმეირებდა. თვალების გახელა არ მინდიდა იმდენად სასიამოვნო იყო ეს შეგრძნება. მაგრამ მოულოდნელად სიცივე ვიგრძენი და თვალები გავახილე.
-მაპატიე, მაგრამ მთელი ათი წუთია შენს გაღვიძებას ვცდილობ. რომ ვერ გააგაღვიძე მხოლოდ ეს მოვიფიქრე.
-კარგი არაუშავს. სად ვართ?
-თბილსში შევედით. -მითხრა და მანქანა დაძრა. -გაარკვიე თემო სად არის.
-კარგი-ვუთხარი და ტელეფონს დავწვდი. -ჯანდაბა...
-რა მოხდა?
-ტელეფონი დაჯდა.
-ჩემი აიღე.
-პაროლი ადევს-ვუთხარი როცა ტელეფონი ავიღე.
-ანასტასია.
-რა? -ვკითხე გაოცებულმა.
-პარილი.
-ხო პაროლი ადევს.
-ანასტასიაა პაროლი.
-კარგი-ვუთხარი და ლიზას დავურეკე.
-სად ხართ?... ხო ვიცი... კარგი ხუთ წუთში მანდ ვართ... -ტელეფონი გავუთუშე. -მარჯვნივ შეუხვიე ამ ქუჩის ბოლოს გველოდებიან.
მათი მანქანაც დავინახე. და ამჯერად ერთად გავაგრძელეთ სვლა. ნახევარ საათში სახლთან ვიყავით.
-ამას გავიხდი, დავტოვებ. -ვუთხარი და ჟაკეტის გახდა დავიწყე.
-არა, ახალი გაღვიძებული ხარ გეცვას გაცივდები, მერე დამიბრუნე.
-კარგი-ვუთხარი და სპორტულის ელვა ბოლომდე ავიწიე, არ მეთმიბოდა ისეთი სასიამოვნო იყო, მისი სურნელი გაჟღენთილი.
-ალბათ სასაცილოდ გამოვიყურები-ვთქვი როცა მანქანა დავტოვე და ჟაკეტის სიგრძე შევამჩნიე. მაგრამ მაინც მომწინდა.
-სულაც არა, ძალიან გიხდება. გინდა გაჩუქებ.
-მართლა? კი მინდა. -ბავშვივით ავხტუნავდი.
-რას დახტიხარ გოგო კურდღელი ხარ? -მკითხა იმ წამს მოსულმა თემომ.
-ვერ გაიგებ მაგას შენ სიძე.- ვუთხარი და სახლისკენ წავედი.
-ისე გიხდება ეგ ჟაკეტი-მითხრა და კარზე დააკაკუნა.
-მიხდება თუ ვუხდები? -ვკითხე მაგრამ პასუხს გაცემა ვერ მოასწრო კარი ნიტამ გააღო.
-თემო? ლიზა?თქვენ როდის ჩამიხვედით? შემოდით მოდით. -მისაღებისკენ წაიყვანა.
-შენ უხდები. -ყურში ჩამჩურჩულა სანდრომ და ისიც მათკენ წავიდა. მე კი ადგილზე გავშეშდი.
-ტასო რას დგახარ მანდ მოდი შემოდი. -შესასვლეში გამოვიდა მარიამი და მეც მისკენ დავიძარი. -ჟაკეტს არ ვიმჩნევ ჯერ ჯერობით, მაგრამ იმედია ყველაფერს მომიყვები.
-მამიდააა -ოთახში შესულს ანდრია შემომეგება. მეც სწრაფად ავიყვანე ხელში და ძლიერად ჩავიხუტე.
-ტასუნა როგორ ხარ პრინცესა? -ახლა ცოტნეს მოვეხვიე და ასე ყველას თან მიმდევრიბით. ყველაფერი მოვუყევით ლიზას და თემოს მარიამზე და დემეზე, ასევე მათე და ნათია გავაცანით. ახლა კი მე მომდგნენ.
-აბა ქალბატონო ანასტასია, რომ შეგვკრიბე ამხელა საზოგადოება რა უნდა გეთქვა? -მკითხა ნიტამ
-მე რატომ ამათმა უნდა გითხრან-ვთქვი და ლიზა და თემოსკენ ვანიშნე.
-რა ხდება დეიდაშვილო? -ახლა ლიზიკოს მიუტრიალდა ნიტა
-საქართველოში დავბრუნდით ისევ ოღონდ სამუდამოდ, ალექსმა სამსახურიც შეთავაზა თემოს და ასე რომ არსად აღარ მივდივართ.
-ვაიმე რა მაგარია... -იწივლა მარიამმა და ლიზას მოეხვია.
-ახლა მეც მიმიშვი ჩავეხუტო-რასაც ჰქვია ხელიდან გამიგლიჯა მარიამს ლიზა ნიტამ.
-ცოტა ფრთხილად, არშეიძლება მაგისთვის მკვეთრი მოძრაობა. -წამოიძახა თემომ და მაშინვე ყველა გაჩუმდა.
-ეს.... იმას... ნიშნავს.. რასაც მე ვფიქრობ? -წამოიძახა ნიტამ.
-გააჩნია რას ფიქრობ-ვუთხარი ღიმილით და დამიანეს ჩავეხუტე.
-დეიდა გავხდები. ხომ ასეა. -სიხარულით ყვიროდა ნიტა.
-ხო ასეა ოღონდ ნუ დაგვაყრუებ-უთხრა თემომ.
-მგონი ტასოს საკმარისად არ მოუშხამიხარ და ამიტიმ ხარ ასე თამამად სიძე.
-არა დამანებეთ თავი მთელი დღეები შემოპარულ სიძე მეძახდა. -ყველას გაეცინა.
-მიულოცეთ ახლა ამ გოგოს-ფეხზე წამოდგა ლიკა. ყველა მათ ულოცავდა. გოგონებს ვახშამი მზად ქონდათ ამიტომ მალე სუფრას მივუსხედით. სასიამოვნო იყო მათ გარემოში ყოფნა.
ცოტა გადავიღალე და ეზოში გასვლა გადავწყვიტე. მშვიდი საღამო იყო.
-ცივა და მგონი მოსაცმელი არ გაწყენდა. ოთახში იყო და ვიფიქრე დაგჭირდებოდა-ჟაკეტი მომაფარა სანდრომ.
-მადლობა. შენ მიდიხარ უკვე თუ რატომ გამოხვედი?
-ხო მივდივარ. ხვალ კომპანიაში უნდა წავიდე, საქმეები დაგრივდა, ცოტა გამოძინება არ მაწყენდა. შენ აქ აპირებ ყოფნას?
-უბრალოდ ვფიქრობდი. გაგაცილებ და შევალ.
-რაზე ფიქრობდი თუ საიდუმლო არაა.
-სწორედაც რომ საიდუმლოა-ვუთხარი და გავუღიმე.
-უკვე აღარ.
-რას გულისხმიბ?
-თვალებმა გაგცეს პატარა ქალბატონო. აი ამ თვალებში ყველაფერი ჩანს.
-თუ ასეა,რასამბობენ, რა ჩანს ამ წუთას მასში?
-ყველაფერი. -თვალებში მიყურებდა ისე მელაპარაკებოდა.
-მართლა?
-მთელ შენს სამყაროს იტევს, შემიძლია ვუყურო და გავიგო რას ფიქრობ.
-მაშინ მითხარი.
-არა, მოვა დრო და თვითონ მეტყვი.
-მაინც რას?
-იმას რისი მოსმენაც ყველაზე მეტად მინდა. ახლა კი შედი გაცივდები.
-მე... შეიძლება რაღაც გავაკეთო. -ვუთხარი და მომლოდინე თვალებით შევხედე.
-მაინც რა? -მკითხა და ხელები ჯიბეში ჩაიწყო.
-აი ეს.... -ფეხის წვერებზე ავიწიე და ლოყაზე ვაკოცე. სანამ აზრზე მოვიდოდა მანამდე გავეცალე იქაურობას.
-ამას დავიმახსოვრებ იცოდე ანა! -მომაძახა, მე კი სახლის კარი სწრაფად მივხურე. ოთახში ავედი და ფანჯარიდან გადმოვხედე. ისევ იქ იყო. ერთხანს გაშეშებული იდგა. მერე კი მანქანისკენ დაიძრა და სწრაფად მოსწყვიტა ადგილს. დანარჩენებიც მალე დაიშალენ. ლიკას მოვეხმარე და მეც მოვემზადე დასაძიბებლად. თუმცა მალე ჩემი ყურადღება მოზუზუნე ტელეფონმა მიიქცია. უცხო ნომრიდან ესემესი იყო. გავხსენი და წავიკითხე:
<<რას მიკეთებ ანა??? >>
მივხვდი ვინც იყო, მაგრამ არ ვიცოდი რა მეპასუხა.
<<ვიცი რომ არ გძინავს, მიპასუხე. >>
<<რა იცი რომ არ მძინავს? >>
<<ეგ ამ წუთას მეორე ხარისხოვანია, პირველ კითხვაზე მიპასუხე >>
<<მეც არ ვიცი, მოვა დრო და აგიხსნი. ძილინებისა ალექსი.>>
<<დაგელოდები. ძილინებისა ანა. >>
ნუთუ მართლა ხდება ეს. შეიძლება იმ ამბის მერე სიყვარულს მივცე გასაქანი ჩემში, ასე ადვილად დავივიწყებ წარსულს? მანაც რომ იგივე გააკეთოს?
არა ეს სისულელეა ანასტასია, სანდრო ასეთი არაა. ღმერთო რატომ მინდა დავიჯერო რომ ის სხვანაირია? რატომ მინდა მისი იმედი მქონდეს? ნუთუ მართლა შემიყვარდა? ნუთუ მეც შემიყვარდა? ამ კითხვებმა მოსვენება დამიკარგა. მთელი ღამე გავათენე. მაგრამ პასუხი მაინ ვერ ვიპოვე. დილას თერთმეტი ხდებოდა რომ გამეღვიძა. გუშინდელმა ღამემ თავისი გაიტანა და ამ დრომდე მეძინა. დილის პროცედურები სწრაფად ჩავიტარე და
დაბლა ჩავედი.
-ოჰ გაიღვიძე ქალბატონო , რა იყო ამ დრომდე ძილი ვის გაუგია? -იქ ჩასულს დივანზე მჯდომი ცოტნე დამხვდა.
-რა ხასიათზე ხარ დილიდან? -ვკითხე და გვერდით მივუჯექი.
-არაფერი ნუ მომაქცევ ყურადღებას.
-კარგი. დამიანე და ლიკა სად არიან?
-შენთვის არ უთქვამთ? ლიკას ნათესავის ქორწილია დღეს და იქ წავიდნენ. ანდრეა კი ჩვენ დაგვიტოვეს.
-არ ვიცოდი ალბათ გამორჩათ.
მგონი კარგი დროა ცოტნეს ჩემზე და ალექსანდრეზე მოვუყვე. მაგრამ არ ვიცი როგორ დავიწყო.
-რატომ მიყურებ? -ტელეფონი გვერდით გადადო და მე შემომხედა.
-უბრალოდ...
-კარგი მოდი... -მითხრა და მთელი ძალით მომეხვია. -როცა მზად იქნები დაიწყე მე მოგისმენ.
აი ამიტომ მიყვარს მასთან ყოფნა, ყოველთვის უსიტყვოდ ესმის ჩემი.
-ცოტნე რა არის სიყვარული? -ვკითხე ისე რომ მისი მხარიდან თავი არ ამიწევია.
-არ ვიცი, ალბათ ნამდვილი სიყვარული ყვველაზე სუფთა გრძნობაა.
-და ის ნამდვილად არსებობს ხომ ასეა?
-რათქმა უნდა. არსებობს და ყოველთვის იარსებებს. რა პოეტივით მალაპარაკებ ანასტასია? რამე ხდება? შენ ვინმე ხომ არ...
-არ ვიცი. ცოტნე -თავი ავწიე და თვალებში შევხედე-ვთქვათ ასეა და მიყვარს, მერე რა იქნება?
-დრო ყველაფერს გიჩვენებს. იცი იმ ამბის შემდეგ არ მეგონა თუ ამ საკითხზე მოგვიწევდა საუბარი.
-არც მე, მაგრამ მინდა დავივიწყო. ეს ყველაფერი ხომ მე არ გამიკეთბია, მან გააკეთა და მე როდემდე უნდა ვადანაშაულებდე საკუთარ თავს.
-მართალი ხარ. მაინტერესებს ვინ არის ვინც ასე აგალაპარაკა? ვიცნობ?
-კი, იცნობ.
-უკვე საინტერესოა. ესეიგი ვიცნობ-დაფიქრდა მე კი მის საქციელზე მეღიმებოდა. -ნუ მამკითხავებ ეხლა მითხარი ვინ არის ჩემი მომავალი სიძე.
-ცოტნე! რა სიძე გაგიჟდი?-თვალები დავუბრიალე.
-კარგი ხო ეგრე ნუ აკეთებ, არ გიხდება. სახელი...
-ალექსანდრე. -ვუთხარი და თავი დავხარე. შემრცხვა, ცხოვრებაში პირვლად ცოტნესთან ვმორცხობ.
-ალექსანდრე? სანდრო. ის სვანი გოგო?ის... -სიცილს არ წყვეტდა ცოტნე.
-ნუ მანანებინებ რომ ეს ყველაფერი მოგიყევი.
-ხუმრობა იქით იყოს და იცი მან რა გადაიტანა ანუ მოგიყვა რამე მის ცხივრებაზე.?
-თუ ავარიის ამბავს გულისხმობ კი.
-ანუ საქმე სერიოზულადაა. ტასო ერთს გირჩევ დააფასე სანდრო. ის ერთადერთია ვინც, მჯერა რომ შენს გვერდით იქნება და ვისი ცემაც არ მომიწევს-გამიღიმა. -კარგი მოვრჩეთ ამ ისტირიის განხილვას, იცი რომ დეტალებით არასოდეს ვინტერესდები, მაგრამ თუ რამის თქმა გინდა...
-უკვე ყველაფერი გითხარი.
-მაშინ, საუზმე მოამზადე რა. საშინლად მშია. თან მალე ანდრეაც გაიღვიძებს.
მართლაც ცოტახანში ანდრეამაც გაიღვიძა და სამივემ გემრიელად ვისაუზმეთ.
-ტასო მე გავდივარ ბექას და მათეს უნდა შევხვდე და მალე დავბრუნდები. -მითხრა ცოტნემ და სახლი დატოვა. მარიამს და ნიტას ველაპარაკე, მდგომარეობა ავუხსენი და ვუთხარი რომ თუ ცოტნე მალე მოვიდოდა მეც მივიდოდი კაფეში. ანდრეას მულტფილმი ჩავურთე მე კი სადილის მომზადება დავიწყე. ყველაფერი გავაკეთე და ანდრეასთან ერთად მოვთავსდი საწოლზე. ცოტახანში ჩემმა ტელეფონმა დარეკა.
-გისმენ დამიანე.
-ტასო, ანდრეა რიგორაა? ხომ არ გაბრაზებს.
-არა ჭკვიანადაა. -ვუთხარი და იქვე მოთამაშეს გავხედე.
-ტასო რაღაც უნდა გთხოვო, ოთახში ხელშეკრულების საქაღალდე დავტოვე, ცოტნეს ვერ დავუკავშირდი, შენ უთხარი რომ კომპანიაში მიუტანოს სანდროს.
-ცოტნე არაა სახლში. ბიჭებთან წავიდა.
-აბა რა ვქნა დღესვე უნდა მოაწეროს ხელი. ხვალ უნდა გადავაგზავნოთ. კარგი დავურეკავ და ან ის მოვა ან რამეს მოვითიქრებ.
-დამიანე, მე წავუღებ.
-ანდრეასთან ერთად როგორ წახვალ?
-წავალთ თან გავისეირნებთ ცოტას.
-კარგი მაშინ ფრთხილად იყავით.
ტელეფონი გავთიშე. ანდრეა მოვამზადე საბუთები ჩამოვიტანე და ტაქსი გამოვიძახე. ბავშვთან ერთად მარტო ვერ წავიდოდი მანქანით. ტაქსიც მალე მოვიდა, ჩანთა ავიღე და ანდრეაც ხელში ავიყვანე. მანქანაში ჩავჯექი და მძღოლს მისამართი ვუკარნახე. ოც წუთში კი კომპანიაში ვიყავი.
-ქალბატონო თავის ტკივილო შენ აქ რა გინდა? -მკითხა თემომ
-რაო აქაოდა ამ კომპანიაში ვმუშაობო გავთამამდით სიძე?
-ვა ტასო რა სიურპრიზია. -კაბინტიდან გამოვიდა დემე.-რამე მოხდა?
-საბუთები მოვიტანე დამიანეს დარჩა.
-წესით ეს ცოტნეს უნდა მოეტანა.
-სახლში არ იყო და მე წამოვიღე, მგონი ალექსანდრეს უნდა მივცე ხო?
-ხო, მან უნდა მოაწეროს ხელი. ეს ვაჟკაცი მე მომიყვანე ქვემოთ ვიქნებით კაფეტერიაში, შენ კიდევ პირდაპირ და მარჯვნივ პირველი კარია სანდროს კაბინეტი. -მითხრა და ბავშვი ხელში აიყვანა. მე კი კაბინეტისკენ დავიძარი. დავაკაკუნე და კარი შევაღე.
-ნინა, დღევანდელი შეხვედრები მორჩა და თუ რამეზეა ხელი მოსაწერი მომიტანე და წავალ მე. -ისე თქვა თავი არ აუწევია საბუთებიდან.
-ალექსანდრე.-სწრაფად ამომხედა.
-ანასტასია? შენ აქ რას აკეთებ? მოხდა რამე? -ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა.
-არაფერი უბრალოდ დამიანე საბუთების მოტანა მთხოვა-ვუთხარი და ჩანთიდან ამოღებული საქაღალდე გავუწოდე.
-სხვა არაფერი?
-არა.
-კარგი მოდი დაჯექი ყავას ვეტყვი, ხომ დალევ?
-არა იყოს ანდრეა დემეტრეს ჰყავს ქვემოთ. წავალ.
-მანქანით ხარ?
-არა.
-მაშინ ხელს მოვაწერ და ერთად წავიდეთ მე მიგიყვან სახლამდე.
-არა იყოს ჩემით წავალ.
-ანასტასია!
-კარგი ხო. ეგრე ნუ მეძახი მეშინა.
-მაშინ ჭკვიანად. -გამიღიმა, საბუთებს ხელი მოაწერა და კაფეტერიაში ჩავედით.
-სანდლო ძია-იყვირა ანდრეამ როგორც კი სანდრო დაინახა. მანაც ხელი სტაცა და ჩაიხუტა. მალე გამოვედით კომპანიიდან და სახლისკენ წავედით. გზაში ცოტნემ დამირეკა.
-სად ხარ ცოტნე?.... რას ქვია სახლში ვერ მოხვალ... რა დალიე ასეთ... კარგი ხო.. ჯანდაბა შენს თავს.
-რა ხდება ტასო? -სარკიდან გამომხედა ალექსანდრემ.
-ცოტნე მეგობართან რჩება.
-და თქვენ? მარტო იქნებით სახლში?
-ასე გამოდის.
-კი მაგრამ.... -სიტყვა შუა გზაში გაწყვიტა. ტელეფონზე ურეკავდნენ, მანქანა გააჩერა და ზარს უპასუხა.
-გისმენ.. არა სახლში მივდივარ.... კი... ახლავე?... ხვალ რომ იყოს... კარგი დამელოდეთ მოვალ..
სახლამდე მიგვიყვანა, ისე რომ ხმა არცეთს ამოგვიღია.
-გადმოდი ანდრეა.
-სანდლო? -იკითხა და ალექსანდრეს გახედა.
-წამოდი მამიდა სახლში შევიდეთ.
-არა! სანდლო ძიაც წამოვიდეს!
-არ სცალია სანდროს.
-სანდლო.
-კარგი გადმოდი და საღამოს მოვა სანდრო. კითხე აბა ხომ ასეა?
-მოხვალ?
-მოვალ და ბევრ შოკოლადებს მოგიტან. ოღონდ მამიდა არ გააბრაზო.
-კალგი-სიხარულით გადმოვიდა მანქანიდან.
-საღამომდე სანდრო.
-საღამომდე.
დავემშვიდობე სანდროს. სახლში შევედით, ვისადილეთ და ანდრეა დავაძინე. მერე კი გოგოებს დავურეკე.
-აბა რა ხდება კაფეში.
-არაფერი სიმშვიდეა. ოღონდ ხვალისთვის დიდი შეკვეთა ავიღეთ და აუცილებლად უნდა მოხვიდე. -მითხრა მარიამმა.
-კი ხვალ უეჭველი მოვალ. ახლა არ გამოდის ცოტნეც არ მოვა დღეს სახლში
-რატომ? სადაა ციტნე? -მკითხა ნიტამ
-თავის ძმაკაცებთან ერთად წავიდა სადღაც და მითხრა ვერ მოვალ დღესო. აქ კიდევ ერთი პრობლემაა, დღეს კომპანიაში ვიყავით მე და ანდრეა, საბუთები მივიტანე დამიანემ მთხოვა და იქიდან სანდრომ წამოგვიყვანა. ამ გიჟმა კიდევ აიტეხა სანდრო, სანდროო და ახლა საღამოს ველოდები ბატონ ალექსანდრეს.
-ყოჩაღ ანდრეა, ის რომ არა შენ ვერაფერს მოიფიქრებდი. ცოდოა ეგ ბიჭი ნუ დაღალე. -მითხრა მარიამმა
-ხო და კიდევ რაღაც უნდა გითხრათ, არ ვაპირებდი ტელეფონით საუბარს მაგრამ, მოკლედ.... -ყველაფერი მოვუყევი რაც სათქმელი იყო და ერთიანად დავიცალე.
-ანუ გაკოცა? ვიღაცამ გაბედა და შენს ზღვარს გადააბიჯა?-გაუკვირდა ნიტას.
-ხო ასეა.
-ხომ გითხარი ის სპორტული საეჭვოდ მომხვდა თვალში. ახლა რას ფიქრობ.? -მკითხა მარიამმა.
-არ ვიცი, ალბათ მოქმედების დროა. ჩემი შეცდომა უნდა გამოვასწორო.
-დღესვე?
-არა დღეს ამის სიტუაცია არ იქნება. ვეცდები მალე. კარგი წავედი სანამ ანდრეა გაიღვიძებს იქნებ რამის მომზადება მოვასწრო.
-აბა შენ იცი არა შეგვარცხვინო. -მითხრეს და ტელეფონი გავთიშეს.
ვახშამი მოვამზადე და სამზარეულოც დავალაგე. ხუთი ხდებოდა ანდრეამ რომ გაიღვიძა.
-სანდლო?
-მოვა მალე. -რა გაუკეთა ასეთი ამ ბავშვს რომ სულ სანდლოს იძახის.
ერთ საათში ალექსანდრეც მოვიდა.
-სანდლო ძია.. -მაშინვე კარისკენ გაიქცა როგორც კი ზარის ხმა გაიგო. -გააგე სანდლო მოვიდა.!
-თუ დამაცდი გავაღებ. -ვუთხარი და გვერდით გამოვწიე. სწრაფად შემოეხვია ალექსანდრე და გულში ჩაიკრა.
-საღამომშვიდობისა-მითხრა და ლოყაზე მაკოცა.
-შემოდი. -არ ვიცი რატომ მაგრამ არ დავბნეულვარ.
საღამომ კარგად ჩაიარა. ანდრეას სულ არ ახსოვდა მშობლები. მხოლოდ სანდრო უნდოდა. სამზარელოს ვალაგებდი ალექსანდრე რომ შემოვიდა.
-დაგეხმარო გინდა? -მკითხა და წინ დამიდგა.
-არა იყოს. ანდრეა სად არის?
-დაიძინა.
-ასე ადრე? -თუმცა რაღა ადრე ათი საათი იყო.
-კარგი მე წავალ მაშინ.
-არა! იყავი ყავა დავლიოთ. ახლავე მივამზადებ.
ყავა მოვამზადე და მისაღებში დივანზე მოვთავსდით. არცეთი ხმას არ ვიღებდით. ეს სუჩუმე კი ნერვებს მაგლეჯდა.
-მომიყევი რამ შენზე. -ვკითხე და ყავა მოვსვი.
-მაინც რა გაინტერესებს პატარა ქალბატონო.
-რატომ მეძახი პატარა ქალბატონს? -ვკითხე თითქოს ნაწყენი სახით.
-ზუსტად ასეთი ხარ, პატარა მაგრამ ქალბატონივით იქცევი.
-ვითომ?
-ნამდვილად.
-კარგი. ჩემზე თითქმის ყველაფერი იცი. ახლა შენს ოჯახზე მომიყევი. -ვუთხარი და მომლოდინე თვალებით შევხედე.
-ძმა მყავს, დაოჯახებულია მაგრამ არც ამან უშველა მაინც ცელქი ბავშვივითაა. ჩემზე ორი წლით უმცროსია. -გაეღიმა მისი გახსენებისას. -მყავს უსაყვარლესი დედა, ჩემთვის იდიალი ქალი მაკა, მამაჩემი კი ჩემი მისაბაძი მაგალითია, მან მასწავლა ყველაფერი. სხვა რა გითხრა, იმედია მალე გაგაცნობ და თვითონ ნახავ როგორები არიან, ოღონდ კონკრეტული სტატუსით.
-ალექსანდრე! -წარბშეკრულმა შევხედე მან კი გამიღიმა. თავი მხარზე ჩამოვადე. სადღაც გულის სიღრმეში მესიამოვნა კიდეც მისი ნათქვამი.
-ახლა შენ მომიყევი, ეს ამდენი ხალხი როგორ გაიცანი.
-ზოგადად არ მიყვარს ჩემს ცხოვრებაში ზედმეტი ხალხი, მაგრამ ისინი სხვანაირები არიან. მარიამი და ნიტა სკოლაში გავიცანი, მეხუთე კლასიდან ერთად ვართ. სკოლა ერთად დავამთავრეთ, მაგრამ ნიტას ამბავი მოსმენილი გაქვს უკვე, წავიდა და სამი წლის მერე დაბრუნდა. ბექა-გამეღიმა მისი ქცევების გახსენებაზე. -თავიდან როდესაც მარიამმა გამაცნო ეგონა რომ მას წავართმევდი, დროთა განმავლობაში კი შეეჩვია. მაგრამ მერე ცოტნე გავაცანი და აქ უკვე მე გამიჩნდა ეჭვები, მთელ დროს ერთად ატარებდნენ, მახსივს ერთხელ ისიც ვუთხარი მე შენი და აღარ ვარ მეთქი, ამაზე ორივემ სიცილი მორთო, ბექა დამეთანხმა შენ ცოტნეს და არ ხარო. რაზეც უფრო გავბრაზდი, მაგრამ დაამატა შენ ჩვენი და ხარო, ეგოისტურად მესიამოვნა კიდევ ერთი "ძმის" ყოლა. მეგონა ისინი არ დამტოვებდნენ მაგრამ მალე ბექაც წავიდა სასწავლებლად ლონდონში, ცოტნეც ჩადიოდა ხოლმე. ალბათ მათე მაშინ გაიცნეს. ახლა კი აქ არიან. ლიზა და თემო სხვა თემაა, ლიზიკო რაჭაში გავიცანი და იქიდან ერთად ვართ, მერე აქ გადმოვიდნენ, და უფრო დავახლოვდით. თემო კლუბში გაიცნო კურსელის ბიძაშვილია. როგორც თვითონ ამბობს პირველივე დანახვის თანავე შეუყვარდა, ხან საიდან უარა, ხან საიდან და ბოლოს მაინც შემოიპარა ჩვენი ლიზიკოს გულში.
-ამიტომ ეძახი შემოპარულ სიძეს? -გაიცინა..
-ხო, რა ასე არაა, გოგოს ძალით შეაყვარა თავი. მაგრამ ახლა ბედნიერები არიან რაც მათავარია.
-შენ გყვარებია ვინმე ან ჰყვარებიხარ?
-მოდი რამე ფილს ვუყუროთ-შევთავაზე რომ თემა შემეცვალა.
-გასაგებია ამაზე საუბარი არ გინდა.
-გპირდები თავის დროზე ყველაფერს მოგიყვები. ცოტა დრო მომეცი კარგი?
-კარგი ასე იყოს, რას ვუყუროთ?
-არ ვიცი მოვძებნოთ რამე. ნოუთბუქს მოვიტან, ახლავე დავბრუნდები.
ფილმი ავარჩიეთ. პოპკორნიც მოვამზადეთ და ყურება დავიწყეთ. სასიამოვნო საყურებელი ფილმი იყო. სანდროს მხარზე ჩამოვდე მხარი,თუმცა მან ხელი გადამხვია და გულზე მიმიკრა. არ მესმოდა ფილმის სიტყვები მხოლოდ სანდროს გულისცემას ვუსმენდი. რომელიც წყნარი და რიტმური იყო. მალევე ძილი მომერია და ჩამეძინა კიდეც. ვიგრძენი ძლიერი ხელი ჩემს წელზე, თუმცა თვალები არ გამიხელია, ფრთხილად აუყვა კიბეებს, მე კი უფრო კომფორტულად მივთავსდი და ხელები კისერზე შემოვხვიე. ოთახის კარი გააღო და საწოლზე დამაწვინა, მაშინვე ვიგრძენი სიცივე და თვალები გავახილე.
-არ წახვიდე! -ვუთხარი და ხელი მაგრად ჩავჭიდე.
-კი მაგრამ ტასო...
-გთხოვ, და ტასო არა ანას არ მეძახი შენ? -გაიღიმა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
-ნამდვილად გინდა რომ დავჩე? შენ ხომ...
-ვიცი, რასაც ფიქრობ, უბრალოდ არ მინდა ამაღამ მარტო ვიყო. გთხოვ.
-კარგი. მაშინ ცოტნეს ოთახში დავიძინებ.
-არა! აქ დაიძინე არ ვიკბინები.
-რაღაც შეცვლილი მეჩვენები. ხომ არ ვკვდები ნეტავ?
-სანდრო! -საწოლზე წამოვჯექი-ეს მეორედ არ გაიმეორო.
-ანა, მოდი აქ,რა სულელი გოგო ხარ. -მითხრა და ხელები მომხვია. მის კისერში ჩავრგე ცხვირი და მისი სურნელი ღრმად შევისუნთქე. მეც ძლიერად მოვხვიე ხელები.
-რაღაცას გეტყვი, თუ შენ არ მეტყვი რომ წავიდე მე შენი ცხოვრებიდან ჩემი ნებით არასდროს წავალ გესმის. ახლა კი დავიძინოთ. -თავი დავუქნიე. მაისურის გახდა დაიწყო მე კი განგაშის სიგნალი ჩამერთო, თავში ყველაფერი თავდაყირა დადგებიდა მას რომ ასე დაეძინა.
-წადი!
-ტასო რა ცვალებადი ხარ, ორი წუთს წინ მითხარი დარჩიო და ახლა მაგდებ?
-სულელი მე კი არა შენ ხარ, ცოტნესთან წადი ოთახში და იქ მისი ტანსაცმლიდან რამე აარჩიე მასე ჩაცმული ხომ ვერ დაიძინებ? -ვუთხარი მაგრამ ვგრძნობდი რომ თანდათან პომიდორივით ვწითლდებოდი, კიდევ კარგი ოთახს მხოლოდ სანათის მცირე შუქი ანათებდა თორემ ალბათ შეუმჩნეველი არ დარჩებოდა ჩემი რეაქცია.
-როგორც მიბრძანებთ პატარა ქალბატონო. -მითხრა და კარისკენ წავიდა.
-ალექსი, რაღაცას გთხივ, იქიდან ანდრეათან შეიხედე რა...
-კარგი. -ოთახი დატოვა. მეც სწრაფად წამოვდექი ფეხზე, "პიჟამოები" ავიღე და სააბაზანოში შევედი. გამოვიცვალე და საწოლში დავბრუნდი. მალე სანდროც მოვიდა და გვერდით მომიწვა. მისი სიახლოვეს ვგრძნობდი და ჟრუანტელი მივლიდა. რატომ ხარ ანასტასია ენაგრძელი წასულყო, რას აიკვიატე დარჩი, დარჩიოო. იქნებოდი მარტო კი არავინ მოგიტაცებდა. თემო მართალია ცოტა ენის დამოკლება არ მაწყენდა.
-ტასო, არ ვიკბინები, წესივრად დაწექი თორემ გადავარდები. -მითხრა და თავისკენ მიმიზიდა. ხელი წელზე შემომხვია და ცხვირი ჩემს თმებში დამალა.
-სან...
-ჩუმად, დავიძინოთ, ხვალ ადრე უნდა გავიდე სამსახურში. ძილინებისა ანა.
-ძილინებისა სანდრო. -ძლივს ჩამეძინა, მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა და გონებას მაკარგვინებდა.
დილას მარტომ გავიღვიძე. ბალიშზე კი წერილი დამხვდა.
"კომპანიაში მეჩქარებოდა, ვერ გაგაღვიძე.დამირეკე რომ გაიღვიძებ. "
რა ვიგრძენი? ერთიანად ყველაფერი, მეწყინა კიდეც რომ ისე წავიდა ვერც კი ვნახე, მაგრამ გამიხარდა რომ სულ უთქმელად არ წავიდა. საათს დავხედე ცხრა ხდებოდა, მობილურს დავწვდი და სანდროს დავურეკე.
-დილამშვიდობისა მძინარა, როგორ გამოიძინე.?
-მშვენივრად.
-იცი რა ლამაზი ხარ მძინარეც კი, მართლა პატარა ბავშვივით ხარ. არ მინდოდა წასვლა მაგრამ სხვანაირად არ გამოდიოდა.
-არაუშავს.
-დღეს რომელზე ამთავრებ მუშაობას?
-გააჩნია რომელზე მოვლენ დამიანე და ლიკა, ანდრეას ვერავის დავუტოვებ.
-დამიანეს ველაპარაკე უკვე, ათისთვის თბილისში იქნებიან.
-მაშინ შვიდისკენ თავისუფალი ვიქნები. მაგრამ მარიამმა დიდი შეკვეთა ავიღეთო ზუსტად არ ვიცი რა იქნება.
-კარგი, დაგირეკავ საღამოს. წარმატებები.
-შენც. -ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე. მოვემზადე. ანდრეას დავხედე ისევ ეძინა, ვისაუზმე და ლიკას მოსვლას დაველოდე. მართლაც ათ საათზე სახლში იყვნენ.
-კაი ლიკუ გავიქეცი და საღამოს მომიყევი ქორწილის ამბები. -მივაძახე და სახლი დავტოვე. კაფეში მივედი, მართლაც დიდი შეკვეთა იყო გასაკეთებელი ალბათ ცხრამდე ვერ მოვრჩებოდით.
-კიდევ კარგი ხვალ დილისთვის უნდათ, თორემ ნამდვილად ვერ მოვასწრებდით-ვუთხარი მარიამს.
-არ მეგონა ამდენ დროს თუ წაიღებდა. უკვე სამი ხდება.
-ნიტა შეგიძლია ის მოსართავი მომაწოდო და დავიწყოთ გაფორმება.
მართლაც გვიან მოვრჩით. ათი ხდებოდა სამზარეულო რომ დავტოვეთ.
-მოდით ცოტახანს ყავა დავლიოთ და წავიჭორაოთ. -შემოგვთავაზა მარიამმა.
დავთანხმდით და ჩვენი ადგილი დავიკავეთ. ნათიამ ყავა მოგვიტანა.
-მოდი გოგო დაჯექი შენც. -უთხრა ნიტამ
-არა იყოს მივეხმარები, დალაგებაში.
-არაა დალაგება შენი საქმე. მიხედავენ ისინი. რაღაც უნდა ვთქვა და მინდა შენც აქ იყო. -უთხრა მარიამმა
-კარგი მაშინ წვენს მოვიტან და მოვალ. -თქვა ნათიამ.
-ჯანდაბა ტელეფონი დამჯდარა. -ვთქვი და უკმაყოფილოდ ამოვიოხრე.
-ვინმეს ზარს ელოდებოდი? -მკითხა ნიტამ.
-ხო. სანდროს უნდა დაერეკა.
-ვისაო ვისო? -მკითხა ნიტამ
-გოგონებო თქვენ კიდევ აქ ხართ-კაფეში შემოვიდა ლიზა.
-ლიზა შენ აქ საიდან? მისამართი როგორ გაიგე? -ვკითხე და სკამი გავუთავისუფლე -მოდი დაჯექი.
-ნიტას გამოვართვი დილას. შემოვლა მინდიდა მაგრამ მთელი დღე ვერ მოვიცალე. ახლა ჩავუარე გვერდი მანქანით და შემოგიარეთ.
-ნათი გეხვეწები რამე კარგი ტორტის ნაჭერი და ხილის წვენი მოუტანე ლიზას და მეტს აღარ შეგაწუხებთ. -ვუთხარი სამზარეულოს კარებში გამოსულს. ისიც უსიტყვოდ გაბრუნდა უკან და ხელში ტორტის დიდი ნაჭრით დაბრუნდა.
-ვააა საბჭო შეკრებილა რას განიხილავთ? -კაფეში შემოვიდა თემო.
-სიძე შენ აქ რა გინდა.?-ჰკითხა მარიამმა
-შენი აზრით ჩემი ცოლი ათ საათზე მარტო ივლის ქალაქში?
-კარგი ხომ ნუ გადამაყოლე ერთ შეკითხვას.
-თემო წადი შენ და დაგირეკავ. -უთხრა ლიზამ ქმარს და ტორტის ნაჭერი გემრიელად აათვარიელა.
-კარგი, კომპანიაში ავალ, რაღაც დამრჩა და წამოვიღებ.დამირეკე თუ რამეა. -უთხრა და კაფე დატოვა.
-კარგი მარიამ თქვი აბა რა უნდა გეთქვა? -ვკითხე და ყავა მოვსვი.
-მე და დემეტრემ გადავწყვიტეთ იმ თვის ბოლოს გადავიხადოთ ქორწილი.
-ასე მალე? ვერაფერს მოვასწრებთ-აქოთქოთდა ნიტა.
-ხოდა ამიტომ მჭირდება თქვენი დახმარება.
-აბა რას ვიზავთ, აქ რისთვის ვარ. -განაცხადა ლიზამ.
-შენთვის გადაღლა არ შეიძლება ქალბატონო დაგავიწყდა? -ვუთხარი და მუცელზე ვანიშნე.
-კარგი ხო. -გაიბუტა
ცოტახანში დავიშალეთ. ნიტა და ნათია თემომ წაიყვანა. მე კი მარიამი დავტოვე და სახლში წავედი.
-ოჰ მობრძანდა ქალბატონი. სად გაქვს ტელეფონი გოგო? -დაკითხვა დამიწყო ცოტნემ.
-შენ ხმა არ გამცე. სად დაიკარგე გუშინ?
-კაი ხო ხმას არ ამოვიღებ. ოღონდ გუშინდელზე არ მესუბრო.
-რა ჩაიდინე?
-არაფერი ისეთ, დაივიწყე.
-კარგი მაგაზე მერე ვისაუბროთ. ლიკა სად არის?
-ანდრეა დააძინა. დამიანე კი ოთახშია დასვენება მინდაო.
-კარგი მეც წავალ დავისვენებ.
ოთახში ავედი, შხაპი მივიღე და საწოლში დავწექი. ტელეფონი ჩავრთე 10 გამოტოვებული ზარი, ორი ცოტნესგან, ერთი დამიანესგან, ორი ლიკასგან და ხუთი სანდროსგან. მაშინვე გადავურეკე.
-სად გაქვს მთელი დღე ტელეფონი? რამდენჯერ დაგირეკე იცი?
-დამიჯდა, ეხლა მოვედი სახლში და დაგირეკე.
-კარგი არაუშავს სხვა დროს ყურადღება მიაქციე.
-რატომ გაბრაზდი ასე? რამე მოხდა?
-არ გავბრაზებულვარ. უბრალოდ წასვლამდე შენი ნახვა მინდოდა.
-სად წახვედი? ახლა სად ხარ?
-შეხვედრაზე წავედი ბათუმში სამი დღით, ამიტომ გირეკავდი.
-და სხვა რომ წასულიყო? -თითქოს მეწყინა და ჩემს თავზეც გავბრაზდი.
-არ გამოდიოდა არანაირად. არ მოიწყინო მალე გავა სამი დღე და ჩამოვალ.
-კი მაგრამ....
-კარგი აღარ გვინდა ამაზე საუბარი, მომიყევი როგორ ჩაიარა დღემ?
-ძალიან დავიღალე იცი რამდენი საქმე იყო? გოგონები რომ არა ალბათ ვერც მოვრჩებოდი. შენზე რას მეტყვი?
-მეც დავიღალე, მაგრამ როგორც კი შენი ხმა გავიგე ყველაფერი დამავიწყდა. საოცრად მოქმედებ ჩემზე. -ხმას ვერ ვიღებდი, ან რა უნდა მეთქვა.
-სანდრო იცი ჩემთვის...
-კარგი ვიცი, მაპატიე ასეთი პირდაპირი არ უნდა ვიყო შენ...
-ასეთი რამ არასდროს არავის უთქვამს ჩემთვის. მადლობა...
-რისთვის?
-ყველაფრისთვი. შენთან თავს სხვანაირად ვგრძნობ თითქოს... არ ვიცი...
-რომ ჩამოვალ მერე ვისაუბროთ. ახლა დაიძინე, გვიანია უკვე.
-კარგი ძილინებისა ალექს.
-ძილინებისა ანა.
ტელეფონი გავთიშე და სასიამოვნო შეგრძნებით ტკბილად ჩამეძინა.
მეც შემიყვარდა (თავი მერვე) დილიდან კაფეში ვიყავი, დღესაც უამრავი საქმე იყო. შუადღეს მარიამს გავყევი სალონის საქმეები მოვაგვარედ და ისევ კაფეში დავბრუნდით.
-აუ ასე მგონია ამ ქორწილის საქმეებით საშინლად გადავიტვირთები-დაიწუწუნა მარიამმა.
-რა გეგონათ აბა ასე მალე რომ დაგეგმეთ? -უთხრა ნიტამ.
-შენ გოგო ჩემი დაქალი ხარ თუ...
-შენი მომავალი მული ქალბატონო მარიამ. -უთხრა და გაუღიმა.
-არა რა როგორ დაემსგავსეთ ერთმანეთს ესე ძალიან? -ჰკითხა მარიამმა.
-შენ რატომ ხარ ასე ჩუმად თქვი რამე-მომიბრუნდა ნიტა.
-სანდრო წავიდა.
-სად? როდის? რა გაუკეთე ასეთი? სულ გადაირიე გოგო შენ გაიგე რომ უყვარხარ. -ყვიროდა მარიამი
-ეგ რა შუაშია, სამსახურის გამო წავიდა სამი დღით ბათუმში. მე არაფერი მიქნია.
-ააა გასაგებია ბოდიში.
-მერე რას ჩამოგტირის სახე, ხომ გინდიდა მისგან შორს ყოფნა. -მითხრა ნიტამ.
-ეგ ადრე იყო.
-რას ნიშნავს ეს ადრე იყო?
-რასაც ნიშნავს მარიამ.
-და რომ ვერ ვხვდები?
-ოოო დამანებეთ თავი, წავალ ნათიას მოვეხმარები. -ვუთხარი და მაგიდა დავტოვე.
საღამომდე ნერვებ მოშლილი დავდოიდი. როგორც იქნა დავამთავრე მუშაობა და სახლში დავბრუნდი.
-ტასო ასე ადრე დაბრუნდი? -მკითხა ლიკამ.
-ხო ვეღარ გავჩერდი. ვაიმე როგორ ცივა იცი გარეთ, გასვლა არ ღირს.
-მთელი დღეა მეწუწუნება შენი ძმიშვილი გავიდეთო მაგრამ ვიცი გაცივდება და დადის გაბუსხული.
-მართლა? ჩემი გიჟი ბიჭი სადაა ეხლა?
-ცოტნეს უშლის ნერვებს. რაც მოვიდა არ ასვენებს. -სიცილით თქვა ლიკამ-შეიკლა ხელში საწყალი ბიჭი.
მეც გამეღიმა, წარმომიდგენია ცოტნეს სახე.
-წავალ ვუშველი ცოტახანს. -ვთქვი და კიბეებს ავუყევი. -ანდრეააა-დავიყვირე ბოლო ხმაზე.
-მამიდააა-არც მან დააყოვნა. -მოვიდა, მამიდა მოვიდააა.
-ხოდა წადი მამიდაშენთან მე დამანებე ცოტახანს თავი. -ოთახის კარი გააღო ცოტნემ.
-რა ხდება? -ვკითხე და სიცილს ვერ ვიკავებდი ცოტნეს მოხატული სახის დანახვაზე.
-რას ხედავ სასაცილოს ნახე რას დამამსგავსა, ალიკვალი მამიდამისია. -თქვა და ოთახის კარი მიხურა.
-რა სჭირს ამას? -ვთქვი და ანდრეა ხელში ავიყვანე. -მამიდას გიჟი ბიჭი რა უქენი ბიძაშენს?
-დავხატე. -მითხრა და მომეხვია.-სანდლო სად ალის?
-სანდროს საქმეები აქვს და რომ მოიცლის აუცილებლად მოვა. წამოდი გინდა მულტფილმს ვუყუროთ?
-კი... -იყვირა ბოლო ხმაზე.
დაბლა ჩავედით დივანზე მოვთავსდით და მულტფილმი ჩავრთეთ. ცოტახანში დამიანეც მოვიდა.
-მამიკოო... -მისკენ გაიქცა ანდრეა.
-ფრთხილად არ დაეცე, ანდრეა-კიბეებზე ჩამოვიდა ლიკა.
-მამას ვაჟკაცი. როგორ ხარ მა? რა ქენი ააწიოკე სახლი?
-დედამ ალ წამიკვანა სასეილნოდ, მელე ძია მოვხატე სულ ფელადია... -ემოციით ყვებოდა განვლილ დღეს.
-რა ქენი? -სიცილს ძლივს იკავებდა დამიანე.
-იცი რას გავდა? სულ ფლომასტერებით იყო მოსვრილი. -სიცილით ვუთხარი.
-მელე ოთახიდან გამიმაგდო. -დაამთავრა მოყოლა.
-ოხ ცოტნე როგორ გაბედა შენი გამოგდება. -გაეღომა ლიკასაც
-მე დამცინით ხომ? -კიბეებზე ჩამოვიდა ცოტნე.
-შენ არა ანდრეას ნამოქმედარს განვიხილავთ. -უპასუხა დამიანემ ისე რომ სიცილს ძლივს იკავებდა.
-კარგით გეყოთ. ტასო წამოდი ვახშამი მოვამზადოთ. -მითხრა ლიკამ. გემრიელად ვივახშმეთ და ოთახში ავედი. მოვწესრიგდი და საწოლში ჩავწექი. დაძინებას ვაპირებდი სანდროს ზარმა გამომაფხიზლა.
-სანდრო, რატომ არ დამირეკე დღეს?
-გაგაღვიძე?
-არა, არ მეძინა. უბრალოდ ვიწექი. სად იყავი მთელი დღე?
-შეხვედრა მქონდა, დრო ვერ გამოვნახე რომ დამერეკა.
-არაუშავს. როგორ ჩაიარა?
-კარგად. შენ რას აკეთებდი მთელი დღე?
-არ მკითხო, კაფეში უამრავი საქმე იყო.
-დაიღალე?
-ცოტა, მერე მარიამს გავყევი სალონში. საქორწილოდ.
-რა თქვი?
-ხო, რა იყო არ იცოდი?
-არა. არაფერი უთქვამს დემეტრეს.
-იმ თვის ბოლოს ქორწილი აქვთ, სადღაც ერთი თვე და ერთი კვირა გვაქვს მოსამზადებლად, საგიჟეთი იწყება.
-ამ ნოემბერში რამ მოანდომათ ქორწილი?
-მეც ეგ ვუთხარი მაგრამ რათ გინდა მოგისმინა ვინმემ?
-ნეტავ ეხლა შენი სახე დამანახა, დარწმუნებული ვარ უზომოდ ბედნიერი ხარ.
-ასეა. სანდრო როდის ჩამოხვალ?
-ხვალ საღამოს ალბათ.
-მართლა?
-ხო. თუ გინდა დავრჩები კიდევ?
-ნუ სულელობ.
-რატომ?
-ალექსანდრე! გავთიშავ იციდე.
-კარგი მოვრჩი.
ცოტახანს კიდევ ველაპარაკე, გავთიშე და დავიძინე.
დილას უფრო ენერგიით ავდექი. კაფეში წავედი. იქ კი მათე და ბექა დამხვდნენ.
-რამე ხდება ბიჭებო? -ვკითხე და მათთან ჩამოვჯექი.
-არაფერი ტო უბრალდ შემოვიარეთ. -მითხრა ბექამ.
-აუ ბექა ამ"ტო"-ებს გადეჩვიე რა. ნუ მიშლი ნერვებს.
-ნუ აბრაზებ ბიჭო ჩემს დაიკოს. -მხარი ამიბა მათემ.
-ჩაარტყი ძმაო-გავუღიმე და ხელი გავუწოდე..
-ერთნაირები ხართ რა-გაიღიმა ბექამ
-ნათია სად არის? -ვკითხე მათეს
-ისვენებს დღეს. შენ ის მითხარი რა საბჭო გქინდათ გუშინ?
-შენ ვინ გითხრა?
-თემო შემხვდა აქიდან მოდიოდა, ლიზა საბჭოს სხდომაზე დავტოვეო, ნათიაც იქააო.
-არაფერი ისეთი, ქორწილის გეგმებს ვაწყობდით.
-გაფრთხილებ ტასო არ გამიგიჟოთ, ეს ძლივს ნაპოვნი ჭკვიანი გოგო. -თითი დამიქნია მათემ.
-ახლა ვინაა შენი ძმა? -მკითხა ბექამ.
-შენ გაჩუმდი. ნუ ღელავ მათუკი სანდო ხელშია შენი სატრფო.
-რაო რა დაგიძახა? მათუკიო? -სიცილს ვერ იკავებდა ბექა.
-რა იყო გეწყინა ბექუშ? -ვკითხე და გავუღიმე. -კაი წავედი მე მივხედავ საქმეს თუ რამეა დამიძახეთ.
ბიჭები დავტოვე და სამზარულოში შევდი. მალე მარიამი და ნიტაც მოვიდა.
-ვაა ტასუნა შენ უკვე აქ ხარ? -მკითხა ნიტამ.
-ხო და თქვენ სად იყავით ამდენ ხანს?
-აი ამას კითხე, მომწერა დილას შენსკენ ვარ და გამოგივლი ერთად წავიდეთო, მაგრამ რომ მოვიდა ძლივს მოვწიწკნე დემეს, მგონი სიმწრით ნაპოვნ ძმას ვკარგავ. -თქვა და არ არსებული ცრემლი მოიწმინდა ნიტამ.
-ნუ სულელობ რა. -უთხრა მარიამმა.
-გოგო შენ წესივრად მელაპარაკე, შენი დაქალი ხომ არ გგონივარ, მომავალი მული ვარ და მეტი პატივისცემა ქალბატონო მარიამ.
-ნუ ბჟუტურობ რა, ტასო მითხარი რა გავაკეთოთ.
-ტორტი გავაკეთო კაფისთვის. სხვა შეკვეთა დღეს არ გვაქვს.
-კარგი. დავიწყოთ მაშინ.
-მე ბიჭებს ყავას და ნამცხვარს გავუტან და მოვალ. -ვუთხარი და ერთერთ ოფიციანტს მათთვის გამზადებული სინი გამოვართვი.
-აი მიირთვით, კაფის ანგარიშზეა. -ვუთხარი და წინ დავუდე.
-ვააა ძმა ხარ, ძმა კი არა და ხარ რა ტასო. -მითხრა ბექამ და ნამცხვრის ნაჭერი პირში გაიქანა.
-არ გაიგუდო, ნელა ჭამე.-ვუთხარი სიცილით.
-მიდი დაჯექი რაღაც შემოთავაზება გვაქვს -მითხრა მათემ.
-გისმენთ აბა. -ვუთხარი და მის გვერდით დავიკავე ადგილი.
-საღამოს კლუბში ვაპირებთ წასვლას და ხომ წამოხვალთ თქვენც?
-დღეს საღამოს?
-არა ტასო იქით წელს ამ დროს. -ირონია გაურია ბექამ.
-მე მათეს ვესაუბრებოდი მგონი? მისმინე შევალ ვიკითხავ და გეტყვით პასუხს.
გოგონებს მოვახსენე მათეს იდია, როგორც ყოველთვის მზად არიან გასართობად. ბიჭებიც მალე წავიდნენ და დაგვპირდნენ რომ საღამოს გამიგვივლიდნენ. დრო მალე გავიდა, სახლში წავედი და გამოვიცვალე. ღმერთო როგორ არ მიყვარს ასეთი სიტუაციები, მაგრამ რას ვზამთ. შავი მუხლს აცელილი, წელზე გამოყვანილი კაბა ჩავიცვი, ამავე ფერის მაღლები მოვირგე, უბრალო მაკიაჟით, და გაშლილი თმით ჩავედი მისაღებში.
- ვა ტასუნა რა ლამაზი ხარ?
-ცოტნე შენს თავს მიხედე რა.
-რას იღრინები გოგო. -მითხრა იმ წამს სამზარეულოდან გამოსულმა თემომ.
-ოჰ, საუკუნის მოვლენაც აქ ყოფილა.
-ეს საუკუნის მოვლენა ახალი რამეა? -მკითხა დამიანემ.
-ასეთი საუკუნეში ერთხელ იბადება და ისიც ჩემი სიძეა.
-ტასო ერთ დღესაც ამოგაწიწკნი მაგ ენას. -მითხრა თემომ.
-არ წავიდეთ? -იკითხა ლიზამ
-შენც მოდიხარ გოგო? -ვკითხე გაოცებულმა.
-ცოტახანს გავჩერდებით და წამოვალთ, აბა დავიღალე სახლში ჯდომით.
რიგორღაც ჩავეტიეთ ექვსნი თემოს მანქანაში.
-იქიდან მე ტაქსით მოვდივარ ამის მანქანაში მე მეორედ არ ჩავჯდები.
-დაწყნარდი ტასუნა არც მოგიწევს, პირობას გაძლევ.
-აუ ეხლა გაჩუმდებით თუ...
-რა გჭირს ბიჭო შენ ეს დღეები? -სიტყვის დასრულება არ აცადა თემომ ცოტნეს.
-პირველი და უკანასკნელი შემთხვევაა როდესაც თემოს კითხვას ვეთანხმები.
-აუ ტასო რამდენს ლაპარაკობ. -მითხრა ცოტნემ-არაფერი არ მჭირს, სწრაფად მივიდეთ რა...
ხმა აღარავის აღარ ამოგვიღია, მალე მანქანა კლუბის წინ გაჩერდა სადაც მათე, ნათია, ბექა, მარიამი, დემეტრე და ნიტა გველოდებოდნენ. დიდხანს აღარ გავჩერებულვართ და შიგნით შევედით. უჰაერობის გრძნობა დამეუფლა. თუმცა თავს ძალა დავატანე და არაფერი შევიმჩნიე. ყველა ერთობოდა. ცოტნეს კი მართლა ვერ ვცნობდი. რაღაც სჭირდა. უკვე საკმაოდ ნასვამი იყო მასთან საუბარს კი აზრი არ ქონდა ამიტიმ მოცდა გადავწყვიტე. მალე ტელეფონზე ესემესი მომივიდა.
<<როგორ ჩაიარა დღემ? >>
<<კარგად. შენ არ ჩამოსულხარ? >>
<<ვერ მოვახერხე, ახლა სად ხარ? >>
მეწყინა, ის დამპირდა რომ დღეს ჩამოვიდოდა მაგრამ...
<<ცუდიაა... ახლა მთელი ჩვენი ე. წ სასტავი კლუბში ვართ>>
<<კარგად ერთობი? ჩვენს ადგილას ხართ? >>
<<არა, სულაც არ მინდა აქ ყოფნა. ხო სადაც დავდივართ ხოლმე.>>
ცოტახანს აღარაფერი მოუწერია. მერე კი ისევ აზუზუნდა ჩემი ტელეფონი.
<<ყველაზე მეტად ახლა რა გაგიხარდებოდა? >>
<<შენც რომ აქ იყო, რატომ მეკითხები?>>
<<ეგ შავი კაბა კი ლამაზია მაგრამ მოკლე ხომ არაა? >>
<<ვიცი რომ ლამზია, მაგრამ... მოიცადე შენ სადედან იცი რა მაცვია? >>მივწერე და კლუბს მოვავლე თვალი. ვერსად დავინახე.
<<მარჯვნივ შემოიხედე. >>
-ვაა სანდრო, შენ აქ საიდან? როდის ჩამოხვედი? -ძმაკაცს მოეხვია დამიანე.
-ერთი საათის წინ. -უპასუხა და მე შემიმხედა.
-რა იცოდი სად ვიყავით? -ჰკითხა მათემ.
-ბექას მივწერე და მან მითხრა . -თვალი ჩაუკრა ბექას. მანაც გაუღიმა და თავი დაუქნია, თვალი კი ჩემსკენ გამოაპარა. შემრცხვა, რომ არა იმ წამს ჩართული მუქი განათება ალბათ ყველა შემამჩნევდა.
-მიდი ტასოს გვერდითაა ადგილი და დაჯექი. -უთხრა ცოტნემ.
-აუ წავიდეთ რა თემო დავიღალე. -უთხრა ლიზამ ქმარს. ისიც სწრაფად დაეთანხმა. დამიანე და ლიკაც მათ გაჰყვნენ.
-ვიცეკვოთ? -შემომთავაზა სანდრომ.
დავთანხმდი და მის გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე.
-რატომ მითხარი რომ არ ჩამოსულხარ?
-გეწყინა?
-ცოტა.
-მომენატრე.
მხოლოდ გავუღიმე და თავი გულზე დავადე. მუსიკის ნაცვლად ახლა უკვე მისი გულუსცემა მესმიდა. მალე დავიშალეთ, მე და ცოტნე სანდრომ გაგვიყვანა სახლამდე.
-მადლობა და ღამემშვიდობისა. -სწრაფად დავემშვიდიბე და სახლში შევედით. საშინლად ციოდა, წვიმაც დაიწყო. საწოლში მოვთავსდი და დაველოდე როდის დარეკავდა, ვიცოდი ვგრძნობდი რომ დარეკავდა და ზარმაც არ დააყოვნა.
-იძინებ უკვე? -მკითხა როგორც კი ტელეფონს ვუპასუხე.
-არა.
-მაშინ მომიყევი რამე. -კარის ხმა გავიგე აშკარად ახლა შევიდა სახლში.
-ახლა მიხვედი?
-ხო, ამ წუთას შევედი სახლში.
-დაისვენე, ხვალ სამსახურში ხარ წასასვლელი.
-არა არ გათიშო. მესაუბრე ცოტა.
-რაზე? ყველაფერი იცი მოსაყოლი არაფერი მაქვს.
-მერე რა, მაშინ... არ ვიცი უბრალოდ არ გათიშო.
-კარგი. მთელი ღამე ასე აპირებ?
-მთელი სიცოცხლე.
-ნუთუ?
-ხო ასეა, პატარა ქალბატონო. იცი როგორ მომენატრე, რომ დაგინახე სამყარო გაჩერდა. ეს სამიდღე გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემთვის, მივხვდი რომ უშენოდ არ შემიძლია, ეს აქამდეც ვიცოდი მაგრამ დღეს დავრწმუნდი. მიყვარხარ ანა.
უკვე აღარ შემეძლი მეტის მოსმენა ტელეფონი გავთიშე, სწრაფად ავდექი ფეხზე და ტანსაცმელი ჩავიცვი.ტაქსი გამოვიძახე და სახლი ფეხაკრეფით დავტოვე, მანქანით ვერ გავიდოდი ყველა გაიგებდა, ტაქსიც რამდენიმ სახლის ქვემოთ გავაჩერებინე. სწრაფად ჩავჯექი და სანდროს მისამართი ვუკარნახე. არ მკითხით როგორ გავიგე. საშინლად წვიმდა მაგრამ ეს ამბავი დღესვე უნდა მომეგვარებინა. მძღოლს ფული გადავუხადე და ეზოში შევედი, სანდროს დავურეკე.
-ტასო, რამე მოხდა?რატომ გათიშე?
-ეზოში გამოდი გთხოვ. -ვუთხარი და ისევ გავუთიშე. მალე შუქიც აანთო და გარეთ გამოვიდა.
-ანასტასია! შემოდი გაცივდები მანდ რას აკეთებ?
-მომისმინე და არ გამაწყვეტინო.
-ანასტასია!
-გახსოვს ერთხელ მკითხე ოდესმე თუ გყვარებია ან ყვარებიხარო? მაშინ არ გიპასუხე...
-ტასო წვიმს, ვსველდებით. -ყურადღებას არ ვაქცევდი მის სიტყვებს. ეს ბოლომდე უნდა მეთქვა
-თერთმეტი წლის ვიყავი სოფელში მეზობლის ბიჭმა რომ მითხრა პირვლად მიყვარხარო, მე კი თმებით ვითრიე ეს როგორ გაბედე თქო. მერე თოთხმეტი წლის ვიყავი სკოლაში ერთმა ბიჭმა მითხრა იგივე, მას კი ისეთი სილა გავაწანი მგონი ახლაც ეტყობა ჩემი ხუთი თითი. მერე კი... -აქ მივხვდი რომ ცრემლებმა გაიკვლეს გზა და წვიმის წვეთებთან ერთად ასველებდნენ ჩემს ლოყებს. ძალა მოვიკრიბე და გავაგრძელე-ცხრამეტი წლის ვიყავი, კოლეჯში ვსწავლობდი, ვიღაც გიორგი იყო, წამლებზე დამოკიდებული. ცხოვრება გამიმწარა, ბევრჯერ მოხვედრია ცოტნესგანაც, დამიანესგანაც და ბექასგანაც. მაგრამ უფრო გადამეკიდა, ერთხელ სახლში ვბრუნდებოდი ქუჩის კუთხეში დამხვდა. ცხვირწინ დანას მიტრიალებდა, მითხრა თუ მას არ შევიყვარებდი ჯერ მე მომკლავდა მერე თავს მოიკლავდა, შემეშინდა, და ჩემში არ არსებული გრძნობა სიყვარული შემზიზღდა იმის გამო რომ ასეთი პიროვნება მთხოვდა სიყვარულს, ერთი კვირა სახლიდან არ გავდიოდი, არ მინდოდა სადმე შემხვედრიდა.იმ პერიოდში გავიცანი თემოც, მისგანაც მიიღო ერთიორი მწარე დარტყმა, ამაზე სულ გაგიჟდა, მისმა მშობლებმაც ყველაფერი იცოდნენ მაგრამ.... არაფერს არ აკეთებდნენ, მის გადასარჩენად. მალე საფრანგეთში წავედით მე და მარიამი, არ ვიცი რა იფიქრა რომ ვეღარ მიპოვნა... -ვხვდებოდი რომ თუ მალე არ დავასრულებდი ცუდად გავხდებოდი. -არ ვიცი რის გამო გააკეთა ეს, მისი ყველა ახლობელი მე მადანაშაულებდა მის სიკვდილში. ძლივს შევეჩვიე იმ ფაქტს რომ მე არაფერ შუაში ვიყავი, და ეს მისი ეგოოსტური სურვილების ბრალი იყო. ესეც მათი დამსახურებაა ვინც ახლა ჩემთან არიან. მათ გამო ვარ ასეთი ძლიერი, ყოველ შემთხვევაში ვჩანვარ მაინც.. მერე შენ გამოჩნდი, ამის მერე პირვლად დავდექი ისევ სიყვარულის პირისპირ, ვეცადე, ვეცადე არ შემყვარებოდი, ვფქრობდი რომ არ ვიყავი ამისთვის მზად, მაგრამ, ვერ შევძელი. გაგექეცი კიდეც, მაგრამ ვერაფერი შევცვალე. რაც უფრო გშორდებოდი მით უფრო გიახლოვდებოდი, ეს სამი დღე კი შენს გარეშე საშინელება იყო, და ხო ბევრჯერ ვყვარებივარ, მაგრამ მხოლოდ ერთხელ შემიყვარდა ეს კი შენ ხარ, ვინც პირველად და უკანასკნელად შემოვიდა ჩემს გულში. მიყვარხარ ალექსანდრე და აღარ ვაპირებ ეს დავმალო.
-არ მჯერა რომ ამას შენგან ვისმენ ანასტასია არაბულო, გოგოსგან რომელიც ყინული მეგონა-ჩემსკენ წამოვიდა და ხელი წელზე შემომხვია.
-მთელი არსებით მიყვარხარ, იმაზე მეტად ვიდრე შენ წარმომიდგენია. -მითხრა და მოწყურებულივით დაეწაფა ჩემს ტუჩებს.
-მცივა. -ვუთხარი როდესაც ბაგეები დავაშორეთ.
-ახლა გცივა და წეხან რომ გეხვეწე შევიდეთ თქო არ გციოდა პატარა ქალბატონო? -მკითხა და მოწყვეტით მაკოცა ტუჩებზე.
-ეს ყველაფერი უნდა მეთქვა, ისე არ....
-ანა, მე შენ გაუცნობლად შემიყვარდი და შენი აზრით შენი ისტორია ჩემს სიყვარულს შეარყევდა?
-მეშინია რომ ასე ძლიერ გიყვარვარ, მე რომ ვერ შევძლო..
-გაჩუმდი და წამოდი სახლში შევიდეთ.
სულ სველი ვიყავით.
-მგონი ჯობს სახლში წავიდე. სულ სველი ვარ.
-არსად არ გაგიშვებ-მითხრა და სხეულზე ამიკრო. -ახლა ტანსაცმელს მოგცემ და გამოიცვალე, სააბაზანო ზემოთაა..
ოთახში ავედი. მალე კარზე დააკაკუნა.
-აი ესენი გამომართვი, მხოლოდ ეს ვიპოვე. ჩაიცვი, სველი ტანსაცმელი საშრობში შეაწყე და დაბლა ჩამიდი ჩაის მოვამზადებ.
-ეს ვისი ტანსაცმელია? -ვკითხე რადგან აშკარად ქალის იყო.
-ჩემი რძლის, წინა კვირას აქ იყვნენ და დარჩათ. თუ გინდა ჩემსას გათხოვებ.
-არა იყოს მადლობა. ჩადი და ჩამოვალ.
ოთახი დატოვა, მე სააბაზნოში შევედი და მოვწესრიგდი. ცოტახანში დაბლა ჩავედი.
-მიდი დაჯექი, დალიე ჩაი თორემ გაცივდები. -მითხრა და დივანზე მის გვერდით მანიშნა. მეც მაშინვე დავემრჩილე. ხელი გადამხვია და გულზე მიმიხუტა, მესიამოვნა მისი სურნელი.
-არ მეგონა ამდენი რამ თუ გადაიტანე, არ ვიცი რა გითხრა.
-ნურაფერს მეტყვი, უბრალოდ მომეხვიე და ჩემთან იყავი, სხვა არაფერია საჭირო. -უფრო ძლიერად მოვხვიე ხელები.
-მიყვარხარ
-მეც.
-მოდი ჩაი დავლიოთ და დავიძინოთ..
ცხელმა სითხემ სხეული გამითბო. მალე ოთახში ავედი და საწოლში ჩავწექი.ცოტახანში სანდროც მოვიდა.
-გაყინული ხარ.
-მცივა.
-მოდი ჩემთან. -მითხრა, თავისკენ მიმიზიდა და მომეხვია..ცხვირი თმებში ჩარგო ღრმად შეისუნთქა სურნელი და უფრო მაგრად ჩამეხუტა -საოცრება ხარ, ერთადერთი ხარ, არასდროს დამტოვო კარგი.
-შენ არ წახვიდე, ვერ ვიცოცხლებ უშენოდ. როგორ შემაყვარე ასე თავი დევდარიანო.???
-მაგიჟებ-მითხრა და ტუჩებზე დამაცხრა. მკოცნიდა მანამ სანამ ჰაერი გვყოფნიდა -ახლა დაიძინე, თორემ ნამდვილად რაღაც ცუდი მოხდება...
-საზიზღარი ხარ. -ვუთხარი და ისევ მის მკერდზე მოვათავსე თავი. -ძილინებისა ალექსი.
-ტკბილი ძილი ჩემო ცხოვრება.
-მიყვარხარ.
ეს იყო რაც ვუთხარი ბოლოს, დიდხანს ათამშებდა ხელებს ჩემს თმაში მე კი მშვიდად ჩამეძინა. დილას მასზე ადრე გამეღვიძა, მშვიდად ეძინა. ფრთხილად ვეფერებოდი სახეზე. მსიამოვნენდა მისი ოდნავ წამოზრდილ წვერიან სახეზე ხელის გადასმა. უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი მის გვერდით. ცოტახანში მანაც გაახილა თვალები და ყავისფერი სფეროები შემომანათა.
-საზმარში ვარ ხომ? - მკითხა და თვალები სწრაფად დაახამხამა.
-არა.
-მაშინ იმდენად შემიყვარდი გავგიჟდი და მეჩვენები უკვე?
-არა, ნამდვილი ვარ.
-რით დამაჯერებ?
-აი ამით. -ვუთხარი და ნაზად შევეხე მის ბაგეებს.
-დილამშვიდობისა . -მითხრა და ისევ მაკოცა.
-დილამშვიდობისა. -ვუთხარ და მეც იგივე გავიმეორე.
-არ ავდგეთ? რომელი საათია?
-ცხრა დაიწყო. სამსახურში მიდიხარ?
-არ მინდა მაგრამ სხვა გზა არაა.
-მაშინ საუზმეს მოგიმზადებ. -საწოლიდან წამოვდექი. სააბაზანოში შევედი ჩემი ტანსაცმელი ჩავიცვი და ოთახში გავედი. -ადექი მოემზადე და დაბლა ჩამოდი. -ვუთხარი და ოთახი დავტოვე. საუზმეს ვამზადებდი, ზურგიდან ამეკრო, ლოყაზე მაკოცა და ხელი მუცელზე შემომხვია.
-ნეტავ ყოველი დილა ასე იწყებიდეს. შენ, მე და ჩვენი სამყარო.
-რა იყო რა ტკბილად ლაპარაკობ უეჭველი შეყვარებული ხარ ხომ ასეა?
-სიგიჟემდე, შენ?
-დავფიქრდე? დღეს არავის უთქვამს რომ ვუყვარვარ ამიტომ...
-მიყვარხარ! -მითხრა და მისკენ შემატრიალა. გამიღიმა, თავი ვეღარ შევიკავე ისეთი საყვარელი იყო, კისერზე მოვეხვიე და ტუჩებზე დავეწაფე.
-უსაზღვროდ, უზომოდ მიყვარხარ.
მალე ვისაუზმეთ სამზარეულო მივალაგე და წასასვლელად მოვემზადე.
-დაგირეკავ და საღამოს სადმე გავიდეთ-მითხრა სანამ მანქანას დავტოვებდი.
-კარგი. საღამომდე. -მანქანიდან გადასვლას ვაპირებდი ხელი რომ ჩამკიდა.
-რაღაც დაგავიწყდა.
-რა?
-აი ეს-მითხრა და ტუჩებზე მაკოცა. -ახლა წადი. -მანქანიდან გადმოვედი, ისიც სწრაფად მოსწყდა ადგილს. სახლისკენ წავედი მაგრამ..
-ეს სანდრო იყო და შენ მისი მანქანიდან გადმოხვედი? ამ დილა ადრიან? -მკლავში ხელი ჩამავლო მარიამმა და დაჟინებით შემომხედა.
-სახლში შევიდეთ და ყველაფერს მოგიყვებით, ქუჩაში უნდა მალაპარაკეოთ? -ვუთხარი და შინ შევედით, სამივე ოთახში ავედით და გუშინდელი ამბები მოვუყევი.
-გიორგიზეც მოუყევი ესეიგი? -მკითხა მარიამმა.
-ხო, ეს იყო რაც მაკავებდა, მას უნდა ცოდნოდა.
-და ახლა რა გამოდის, ის სვანი ჩემი მომავალი სიძეა? -იკითხა ნიტამ.
-მოვლენებს წინ ნუ უსწრებ ნიტუ, ჯერ მხოლოდ ერთი დღეა რაც ერთად ვართ.
-მეორე ქორწულის სუნი მცემს სადღაც იანვრის ბოლოს -აჰყვა მარიამი.
-ქორწილზე გამახსენდა, რას შვები შენ კაბაზე? -ვკითხე მარიამს და თემის შეცვლაც გამომივიდა.
-დღეს მივდივართ. და კიდევ ერთ რამ უნდა გითხრათ. ქორწილი იმ კვირის ბოლოს იქნება.
-რა? ასე მალე? აკი თვის ბოლოსო?
-ასე გამოვიდა. ამიტიმ ყველაფერი სწრაფად უნდა მოვამზადოთ.
რომ გითხრათ დღემ მშვიდად ჩაიარა თქო მოგატყუებთ, მთელი დღე მარიამს დავყვებოდით მე და ნიტა, სად აღარ ვიყავით, ქალაქის ყველა სალონი შემოვიარეთ კაბა კი ვერ ავარჩიეთ.
-აი მარიამ ეს ბოლოა და იქნებ აქ მაინც მოგეწონოს რამე. თუ არადა მე აღარსად წამსვლელი აღარ ვარ.
-აი ისც... -წამოიძახა და სალონის ცენტრში დადგა. -ეს, ეს მინდა.
-რაღას უყურებ სწრაფად მოიზომე. -უთხრა ნიტამ და კონსულტატს დაუძახა.
მართლაც ულამაზესი იყო, ზუსტად მარიამის გემოვნებაში ჯდებოდა, სადა და დახვეწილი. კაბა შევაფუთინეთ და სახლში წავედით.
-რა ქენით იპოვა კაბა მარიამმა? -მკითხა ლიკამ.
-კი ძლივს, დილიდან დავდივართ, დავიღალე, წავალ ცოტას დავისვენებ და მერე სანდროს უნდა შევხვდე.
-ტასო, ვის უნდა შევხვდეო?
-სანდროს.
-რამე გამომრჩა?
ლიკასაც მოვუყევი გუშინდელი ჩემი საქციელი.
-ანუ ერთად ხართ? დაგადგათ საშველი?
-ასეა.
-გილოცავ ჩემო გოგო, ბიჭებმა იციან?
-არა, ერთად ვეტყვით ალბათ.
ცოტახანს დავიძინე, მაგრამ მალევე ტელეფონის ხმამ გამაღვიძა.
-ცხოვრება სად ხარ?
-სანდრო.
-გეძინა?
-ხო, დავიღალე დღეს და ვიფიქრე სანამ დამირეკავდი გამოვიძინებთქო. შენ სად ხარ?
-კომპანიიდან გამოვედი, თუ დაღლილი ხარ სხვა დროს იყოს.
-არა! ახლა ყველაზე მეტად შენი ნახვა მინდა.
-მოემზადე და გამოგივლი.
მალე მოვწესრიგდი ლიკას დავემშვიდობე და სახლი დავტოვე, ეზოსთან სანდრო მელოდებოდა. სწრაფად დავფარე მანძილი და მთელი ძალით მოვეხვიე.
-მომენატრე. -მითხრა და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა.
-მეც.
მანქანაში ჩავჯექით და ადგილიდან დავიძარით.
-სად მივდივართ?
-ერთი კარგი ადგილი ვიცი და იქ წავიდეთ.
მართლაც მალე ულამზეს ადგილას ვიყავით. წყნარი მუსიკა საოცარ სიმყუდრივეს ქმნიდა. ცოტახნში იქვე მდებარე პარკს გავუყევით. სანდროზე ჩახუტებულს არც სიციცე მაწუხებდა და არც ის რომ შეიძლება გავციებულიყავი. მალე წვიმა დაიწყო.
-წავიდეთ, თორემ გამიცივდები. -შუბლზე მაკოცა და მანქანისკენ წავედით. გზაში ტელეფონზე ბექამ დამირეკა.
-სად ხარ გოგო, შენს რძალს ვერაფერი ვათქმევინე. შენთან ვართ და მალე მოდი. -ერთიანად მომაყარა სათქმელი.
-ამოისუნთქე მაინც. გზაში ვარ და მოვალ მალე.
ტელეფონი გავუთიშე ალექსანდრეს გავხედე.
-შენც ხომ შემოხვალ?
-თუ ძალიან მთხოვ შეიძლება.
-ნუ ხარ საზიზღარი. -მანქანა სახლის წინ გააჩერა. -შენ რა მართლა არ აპირებ გადმოსვლას?
-მოვდივარ-მითხრა და მანქანიდან გადმოვიდა, ხელი გადამხვია და სახლიკენ წავედით. კართან მისულს ხელი გამიშვა, მესიამოვნა მისი რეაქცია, კარი ლიკუნამ გაგვიღო.
-მობრძანდით-გვერდით გაიწია და შეგვატარა. -სად იყავით სიძე? -ბოლო სიტყვა ჩუმად თქვა მაგრამ მე მაინც გავიგე.
-ლიკა! -თვალები დავუბრიალე, რაზეც სანდროს გაეღიმა.
ყველანი ჩვენთან იყვნენ.
-ოჰ ეს რა ხალხი შეკრებილა რა ხდება? -ვკითხე და დივანზე მოვთავსდი. სანდროც გვერდით მომიჯდა.
-ერთ კვირაში ქორწილია და რესტორანს ვერ ვშოულობთ ყველა დაკავებულია. - სიტუაცია ამიხსნა მათემ. ბევრი ძიების შემდეგ მივაგენით კარგ რესტორანს და დავჯავშნეთ კიდეც.
-წყალს დავლევ წავალ-ფეხზე წამოვდექი -გინდათ ვინმეს რამე წამოგიღოთ? -არავინ ხმას არ იღებდა, სანდრომ ხელი ჩამჭიდა და ოდნავ დაბლა დავიხარე.
-ყავა გამიკეთე გთხოვ რა. -მეც გავუღიმე.
-მანდ გაჩერდით! -დაიყვირა მათემ. -ეს რას ნიშნავს? -ყველამ ჩვენ შემოგვხედა. სანდრო კი ხელს არ მიშვებდა.
-ტასო ეს ისაა რასაც ვფიქრობ? -მკითხა ლიზამ.
-არ ვიცი მე თქვენ რას ფიქრობთ. -ვუთხარი ღიმილით.
-ერთადხართ? -მკითხა ნათიამ
-ასეა. -უპასუხა სანდრომ.
-მაინც არ ამცდა გოგო ეს სვანი სიძე? -სიცილით მითხრა ცოტნემ.
ერთი კვირა სწრაფად გავიდა, ხან კაფეში ვიყავი, ხან სახლში, ხან მარიამს ვეხმარებოდი, მაგრამ დროის უმეტეს ნაწილს სანდროსთან ვატარებდი. ქორწილის დღეც დადგა. ყველა ნერვიულობდა, მარიამი კი ნერვიულობის პიკს აღწევდა. ულამაზესი იყო. ხელისმომკიდედ ნათია აირჩია. ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა.
-ცოტნე რა ხდება მომიყვები? -გვერდით დავუჯექი.
-ნიტას შეხედე, მიყვარხარ მეთქი ვუთხარი მან კი... არაო
-და მისი გჯერა, ის მაინც არ ვიცოდე რომ შენზე გიჟდება. თავს იფასებს უბრალოდ.
-ნუ მეღადავები. ჩემი გამჭირვებია.
-მე ჩემი სათქმელი ვთქვი უკვე. -ვუთხარი და მარტო დავტოვე.
სანდროს ვეცეკკვებოდი
- ულამაზესი ხარ.
-კარგი რა აზვიადებ.
-არაფერიც. წამოდი ჩემს ძმას გაგაცნობ.
-ახლა ამის დროა სანდრო?
-ზუსტადაც წამოდი. -ხელი ჩამჭიდა და ერთ ერთ მაგიდასთან მიმიყვანა.
-ნიკა, ვიღაც მინდა გაგაცნოთ. ეს ანასტასიაა, ტასო ესენი კი ჩემი ძმა და რძალი, ნიკა და სალო.
-სალამი, ბევრი მსმენია შენზე სარძლო-მითხრა და გამიღიმა.
-ნიკა! -თვალებით ანიშნა სანდრომ გაჩერდიო, მე კი გამეღიმა.
-რა გინდა არ სწყნია, ნახე იცინის კიდეც. ჯერ სარძლო ხარ, მალე ალბათ რძალს დაგიძახებ, ხომ ასეა. -მითხრა და ისევ გაიღიმა. სასიამოვნო იყო მათი გაცნობა. ცოტნე ვერსად ვიპოვნე და დამიანესთან მივედი.
-სად არი შენი ძმა? -ვკითხე.
-ჩემი თუ არის შენიცაა, მე რა ვიცი.
-ისე ტასო არც ნიტა ჩანს. -მითხრა ლიკამ.
მე კი გამეცინა. მივხვდი რაც ხდებოდა.
დილას სანდროს ზარმა გამაღვიძა.
-ძილიგუდა გაგაღვიძე? -მითხრა სიცილით.
-ნუ დამცინი. რას მირეკავ ამ დილა ადრიან?
-მეც მიყვარხარ ჩემო ცხოვრება. და ხო თუ თორმეტი საათი შენთვის ადრეა მაშინ ბოდიში.
-რომელია?
-თორმეტი.როგორც ჩანს სახლში აპირებ ყოფნას?
-ალბათ, პრინციპში კი წასვლას რაღა აზრი აქვს.
-კარგი მაშინ ჩამოდი დაბლა.
-ჩემთან ხარ?
-ხო. და მაგარი ამავი გელოდება.
ტელეფონი გავთიშე მოვწესრიგდი და ჩავედი იქ კი ცოტნე და ნიტა ერთმანეთზე ჩახუტებულები დამხვდნენ.
-აქ რა ხდება?
-მშვიდობა და კაი ამბავი-მითხრა ბექამ.
-გილოცავ მეორე რძალს ტასუნა. -მახარა მათემ.
-რას სულელობ?
-არაფერსაც. ნახე, თვითონ კითხე.
-ნიტა, ცოტნე, ეს რას ნიშნავს.?
-რას და ნიტა დღეიდან აქ იცხოვრებს? -მითხრა ცოტნემ და უფრო მაგრად მოხვია ხელი.
-არ არსებობს! ანუ თქვენ უკვე...
-ოფუციალურად ტასუნა-დაამთავრა მათემ.
-ვაიმე, არ მჯერაა...
-რა გაყვირებს გოგო-სახლში შემოვიდა თემო.
-მაცადე სიძე, მული გავხდი მეორედ და მე ამ დროს მეძინა.
-ოოო ეგ სხვა საკითხია, მთელმა ქვეყანამ გაიგო ამათი ამბავი და შენ ახლა დაეშვი დედამიწაზე.
-გააჩუმეთ ეს არსება. თქვენ კი მოდით მოგილოცოთ, ცოტა ნაწყენი ვარ მაგრამ მაინც. -ორივეს მოვეხვიე. -ერთი ეს გაპარვა რა საჭირო იყო, გეთქვათ და ერთად მოგვეგვარებინა.
-დრო დაზოგეს ტასუნა. -სიცილით გამოვიდა ლიზა სამზარეულოდან.
-ლიკა სადაა? -ვკითხე ლიზას
-ლიკა სამზარეულოშია, დამიანე და ალექსანდრე კი ეზოში. -მიპასუხა და შოკოლადის ფილა აიღო მაგიდიდან.
-გასუქდები გოგო. -უთხრა ბექამ.
-წავალ ბიჭებს გავხედავ. -ვთქვი და ფეხზე ავდექი.
-ბიჭებს თუ სანდროს? -მითხრა მათემ.
-ენას ამოგაცლი. -დავემუქრე და ეზოსკენ წავედი. კარებში დამიანე შემხვდა.
-რას ჩადის შენი ძმა ხედავ? -მითხრა და გაიღიმა.
-თუ ჩემი ძმააა შენიცაა. -გავიმეორე მისი სიტყვები და სწრაფად გავეცალე.
-სანდრო... -დავუძახე, ისიც მალევე შემოტრიალდა. სწრაფად დავფარე მანძილი და ძლიერად მოვეხვიე. -მომენატრე. -ვუთხარი და თვალებში შევხედე, როგორ მიყვარს მისი თვალები. იქ ხომ უსაზღვრო სიყვარულს ვხედავ.
-მეც მომენატრე -მითხრა და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა. -ნახე სიურპრიზი? -მკითხა ღიმილით.
-ხო და გავბრაზდი კიდეც.
-ისე რომ არც მიულოცე?
-არა, ცოტა, სულ ცოტათი გავბრაზდი.
-ჩემი ბავშვი-მითხარა და მომეხვია. -წამოდი შევიდეთ თორემ გაცივდები.
იქ რა ამბავიც იქნებოდა ალბათ მოგეხსენებათ. მარიამი გიჟად იყო ჩამოვსულიყავით ჩვენც და მერე მოგეწერათ ხელიო. დაღამდა და წასვლაც დააპირეს.
-ჩემი საყვარელი დაიკო წაგიყვანთ სულ ყველას, შეწინააღმდებას აზრი არ აქვს, ხომ ასეა ტასუნა.
-აუ როგორი მთვრალი ხარ ცოტნე.
-მიპასუხე წაიყვან თუ...... -მკვლელი მზერა მესროლა.
-კარგი ხო წავიყვან.
თემო მანქანით იყო ამიტომ ნათია მან გაიყილა. მე კი სამი მთვრალი ბიჭი შემაჩეჩეს. მათე ძლივს გადავიყვანე მანქანიდან. ბექა კი ძლივს გავაღვიძე. ბოლოს ალექსანდრესთან მივედი.
-სან, მოვედით, დაგეხმარო გადმოსვლაში?
-არა იყოს მე თვითონ. -როგორც კი მანქანიდან გადავიდა ფეხი აერია და ძლივს შეიკავა თავი ამაზე კი ხმამაღლა გამეცინა.
-მე დამცინი?
-სხვას ხედავ ვინმეს?
-დაისჯები იციდე.
-როგორ შემაშინე.
-ანასტასია!
-გისმენ, რა გნებავს?
-რაღაცას გთხოვ. -მანქანასთან მოვიდა, მისსა და მანქანის შუაში მომიქცია, იმდენად ახლოს იყო მისი გულისცემა მესმოდა. -ამაღამ ჩემთან დარჩი.
-კი მაგრამ სანდრო...
-მოდი ასე ვთქვათ ეს თხოვნა არაა ეს მოთხოვნაა.
-კარგი სახლში დავრეკავ მაშინ..
ლიკას ველაპარაკე და სიტუაცია ავუხსენი. მანქანა ეზოში დავაყენე და სახლში შევედით.
-მიდი შხაპი მიიღე, ცოტა გონს მოხვალ..
-მაინც არ მიშველის.
-ვითომ რატომ?
-იმიტომ რომ აქ შენ ხარ.
-მე რა შუაში ვარ?
-შუაში არა თავში ხარ -მომიახლოვდა, ერთი ხელი კედელს მიადო მეორეთი კი სახეზე მეფერებოდა -მაგიჟებ და გონებას მირევ.
-სანდრო-ძლივს წარმოვთქვი მისი სახელი. -გთხოვ, ჯერ ხომ...
-ვიცი, უბრალოდ შენი რეაქცია მაინტერესებდა. -მითხრა და სწრაფად მომშორდა. იმაზე კარგად დადიოდა ვიდრე მანქანიდან გადმოვიდა.
-სანდრო შენ?... მთვრალი არ ხარ ხომ?
-ნწ. გეხუმრე, აბა ისე ჩემთან არ დარჩებოდი და... -გამიღიმა და ოთახში ავიდა. მეც ავყევი და ოთახში შევარდი.
-და მერე ვინ გითხრა რომ დარჩენას ვაპირებ?
-თვითონ. -მითხრა და მაისური გადაიძრო, მე კი სწრაფად დავხუჭე თვალები. -რატომ გაჩუმდი?
-მე.. მე, მივდივარ... -ისე ვუთხარი თვალი არ გამიხელია, სწაფად შემოვტრიალდი და დაბლა ჩავედი გამიკვირდა რომ არ გამომყვა. მაგრამ მალევე მივხვდი ამის მიზეზს, კარი ჩაუკეტავს. ნეტავ რა დროს მოასწრო.
-სანდრო-დავიყვირე, მაგრამ ხმას არ მცემდა. ისევ ზემოთ ავედი. -ალექსანდრე! -შევაღე ოთახის კარები. ის კი მშვიდად იწვა საწოლში
-როგორც იქნა მოხვედი. -მითხრა და გამიღიმა.
-გასაღები მომეცი, უნდა წავიდე. -ვუთხარი გაბრაზებულმა.
-იქ ჩემი მაისურები აწყვია, აირჩიე რომელიმე, სააბაზანო იცი სადაცაა, გამოიცვალე და დავიძინოთ.
-სანდრო!
-ტყუილად ბრაზდები, გასაღებს მაინც არ მოგცემ. ამიტომ... -საწოლში ჩაწვა-რომ დაწვები სინათლე ჩააქრე.
-სანდრო! -ნერვები მომეშალა მაგრამ რას გავაწყობდი, მაისური ავიღე და სააბაზანოში შევედი. გამოვიცვალე. ღმერთო როგორი მოკლეა, ასე როგორ გავიდე. კარი ოდნავ გავაღე და ალექსანდრეს გავძახე.
-სანდრო, გძინავს?
-ჯერ არა, მოხდა რამე?
-იქით გადატრიალდი.
-რატომ?
-უნდა გამოვიდე.
-გამოდი მერე...
-არა!
-კარგი ხო.. -მითხრა და გვერდი იცვალა.
მეც სწრაფად შევწექი საწოლში საბანი ყელამდე დავიფარე. -მოთავსდი? -მკითხა და გადმობრუნდა.
-არ შემეხო! -ვუთხარი მკაცრად.
-გამიბრაზდი?
-კი. და დაიძინე ეხლა. -ვთქვი და ზურგი ვაქციე. -ღამემშვიდობისა. -ჩავილაპარაკე ჩუმად.
-გავიგონე, ტკბილიძილი. -დიდხანს ტრიალებდა საწოლში, ბოლოს ნერვები მომეშალა და მისკენ გადავტრიალდი.
-რატომ ვერ ისვენებ?
-აი ამიტომ.... -მითხრა და ტუჩებზე მაკოცა. -ახლა კი ასე იწექი-ხელი თავის ქვეშ ამომიდო და გულზე მიმიხუტა. -მიყვარხარ. -მითხრა და შუბლზე მაკოცა.
-საზიზღარი ხარ. -ვუთხარი და თავის დაღწევა ვცადე.
-არც იფიქრო, დაიძინე! -სხვა გზა არ მქინდა. სიმართლე გითხრათ ასე არასდრის მძინებია თავს მშვიდად და უსაფრთხოდ ვგრძნობდი. დილას ადრიანად გამეღვიძა, მუცელზე სიმძიმეს ვგრძნობდი.
-ოღონ ეს არა, ოღონდ მაისური არა-ვჩურჩულებდი და ვცდილობდი დამენახა სად იყო ჩემი მაისური. ის ზემოთ აწეულიყო სანდროს კი ჩემს შიშველ წელზე ჰქონდა ხელი შემოხვეული. ფრთხილად ვმოძრაობდი. რომ იქნებ თავი დამეხსნა მისგან მაგრამ ამაოდ.
-ნუ ფართხალებ, დამაძინე ცოტახანს. -მითხრა ძილისგან უფრო დაბოხებული ხმით, ჟრუანტელმა დამიარა, იმდენად სასიამოვნო იყო მისი ხმა, თუმცა მოძრაობას არ ვწყვეტდი.
-რატომ ვერ ისვენებ პატარა ქალბატონო? -მკითხა და ზემოდან მომექცა. დავიბენი, არ ვიციდი რა გამეკეთებინა.
-სანდრო მე... უბრალოდ... -სიტყვებს ვერ ვპოულობდი.
-რა იყო მითხარი. -თქვა ვნება მორეული ხმით
-ჩემი მაისური... შენ..
-მე ხელს არ მიშლის-მითხრა და თითები გადამისვა მუცელზე. მზერა კი ტუჩებზე შეაჩერა. ვგრძნობდი თუ რამეს არ მოვიმოქმედებდი შორს წავიდოდით. ამიტომ სწრაფად ვკარი ხელი და ისევ თავის მხარეს დავაბრუნე. მე კი ფეხზე წამოვდექი და სააბაზანოში შევიკეტე. მოვწესრიგდი და გამოვედი. ის ოთახში აღარ დამხვდა. დაბლა ჩავედი, სამზარეულოში იყო და საუზმეს ამზადებდა. გამეღიმა, აქაც კი სიმპათიურად გამოიყურებოდა. სწრაფად დავფარე მანძილი და ზურგიდან ძლიერად მოვეხვიე.
-ეს ვინ არის? -ხელი მომკიდა და თავისკენ შეატრიალა...... -ულამაზესი ხარ დილას, ახალგაღვიძებული. -მითხრა და ბაგეები ფრთხილად შემახო.
-სანდრო მე დილით,... უბრალოდ ჯერ..
-ნუ სულელობ ეს არც მიფიქრია. ყველაფერს თავისი დრო აქვს. მიყვარხარ და გიყვარვარ ეს ყველაზე მთავარია ჩემთვის გესმის? -მხოლოდ თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. გამიღიმა და ისევ მაკოცა -ახლა მოდი ვისაუზმოთ, თორემ წასასვლელი ვარ.
გემრიელად ვისაუზმეთ, და სახლი დავტოვეთ. უბედნიერესი ვარ რომ მის გვერდით ვარ, მას უსუტყვოდ ესმის ჩემი. სახლში მივედი გამოვიცვალე და კაფეში წავედი. იქ კი ნიტა დამხვდა.
-შენ თაფლობი თვეში არ უნდა იყო? -ვკითხე და გავუღიმე.
-არ ვაპირებთ.
-ეგ როგორ გავიგო?
-აი ასე არ გვინდა. დეკემბრის ბოლოს ყველა ერთად მივდივართ ბაკურიანში
-ეგ ყველა და თქვენ?
-გოგო ნუ გაუწუხე გული ჩემს მეუღლეს. არ გვინდა და მორჩა. -სამზარეულოში შემოვიდა ცოტნე.
-რა უცნაურები ხართ რა. ისე ბატონო ცოტნე აქ უცხო პირთა შემოსვლა არ შეიძლება. ამიტომ კარი იცით სადაცაა.
-მე ჩემს ცოლთან მოვედი შენ რა გინდა. -მითხრა და ნიტას მოეხვია.
-შენი ცოლი თუ გინდოდა წასულიყავით თაფლობის თვეში, ახლა კი დატოვეთ აქაურობა. ისიც გამოვა მალე.
-კარგი ხო. -მითხრა და სამზარეულო დატოვა.
-არ იცის ხომ სახლში რომ არ ვიყავი.? -ვკითხე ნიტას.
-არა არაფერი უკითხავთ და არც არაფერი გვითქვამს მე და ლიკას. აბა მოყევი რა მოხდა?
-არაფერი, მივიყვანე, მთვრალი მეგონა მაგრამ თურმე მომატყუა რომ მასთან დავრჩენილიყავი, მერე კარი გადაკეტა და ასე შემოვრჩი მასთან.
-ყოჩაღ სასიძო. -მითხრა და გაიცინა-კაი წავალ გავხედავ იმას და მოვალ.
საღამომდე კაფეში ვიყავით მერე კი მე და ნიტა ერთად წავედით სახლში.
-ერთმხრივ კარგია ჩემი რძალი რომ გახდი.
-რა მხრივ?
-მარტო აღარ მომიწევს სიარული ხოლმე. -გავუღიმე და მანქანა დავძარი.
დრომ სწრაფად გაიარა. მარიამი და დემეტრეც დაბრუნდნენ. ცივი ზამთარიც დადგა და დასასვენებლად გადავწყვიტეთ წასვლა. როგორც ყოველ ზამთარს ახლაც ბაკურიანში გავატარებთ. შუადღემდე საქმეები მოვამთავრეთ და წასასვლელად მოვემზადეთ.
-სალო და ნიკაც ხომ მოდიან? -ვკითხე და წინა სავარძელი დავიკავე. მე და სანდრო ერთად მივდივართ.
-ხო და ნიაკოც მოჰყავთ. -მითხრა და მანქანა დაძრა. -ჩვენ უნდა გავუაროთ.
-ვაიმე ჩემი გოგოც მოდის. მომენატრა. მაშინ მე უკან დავჯდებოდი გეთქვა აქამდე.
-იყავი სადაც ხარ, ნუ სულელობ. -მითხრა და გამიღიმა.
მალე მათ სახლთან გავჩერდით.
-სალამი სარძლო როგორ ხარ?
-კარგად ნიკუშა შენ?
-მეც კარგად. სად არიან დანარჩენები?
-ალბათ გავიდნენ უკვე ქალაქიდან ცოტა მალე, იქნებ დავეწიოთ-უთხრა სანდრომ და ჩანთა საბარგულში ჩადო.
-სანდლოო-მანქანასთან მოვიდა ნიაკო.
-ძიას გოგო, მოდი ჩემთან. -ხელში აიყვანა ძმიშვილი.
-ანააა... -ახლა ჩემსკენ გამოიწია.
-ტასო ჰქვია მაგას-უთხრა სანდრომ პატარას-ანა მარტო ჩემთვის ხარ-ყურში ჩამჩურჩულა ბოლო სიტყვები.
-კარგი დავსხდეთ და წავიდეთ. სალოო გამოდი მალე. -დაუძახა ცოლს ნიკამ.
საღამოს უკვე ბაკურიანში ვიყავით, სახლი ვიქირავეთ ამიტომ ყველანი ერთად ვიყავით.
-აუ რამხელა თოვლია არა? წამო ვიგუნდაოთ. -შემოგვთავაზა ბექამ.
-არა რა გვიანია უკვე. -დაიწუწუნა მარიამმა.
-მაშინ უბრალოდ გავისეირნოთ მაინც. -არ დანებდა მათეც.
მალე მოვემზადეთ და სასეირნოდ გავედით, ბავშვებს ეძინათ, ლიზამ კი დაღლილი ვარო ამიტომ ის და თემო დარჩნენ.
-გცივა? -მკითხა სანდრომ.
-ცოტა. მაგრამ ამ სილამაზის გამო ღირდა გამოსვლა, შეხედე თოვაც დაიწყო. -ხელი გავუშვირე ფიფქებს.
-მოდი აქ. -მითხრა და ხელი მომხვია, გულზე მიმიხუტა და ასე განვაგრძეთ სვლა.
ცოტახანს ვისეირნეთ და მალე დავბრუნდით. დიდხხანს აღარ გავჩერებულვართ მალევე დავნაწილდით ოთახებში. მეც მოვემზადე დასაძინებლად თუმცა ვინ გაცადა, კარზე კაკუნი ატყდა. ხალათი მოვიცვი და კარი გავაღე თუ არა ელვის სისწრაფით შემოვარდა ალექსანდრე. ასევე სწრაფად მიხურა კარი და ზედ ამკრო, რატომღაც გამეცინა მის ასეთ საქციელზე.
-აქ რას აკეთებ? სულ გაგიჟდი? -ვკითხე სიცილით.
-გაჩუმდი! მთელი დღეა ვცდილობ მარტო დავრჩეთ მაგრამ არ გამოდის ამიტომ ამის გაკეთება მომიწია.
-პატარა ბიჭივით იქცევი.
-ვიცი. მაგრამ მომენატრე და რა მექნა?
-მთელი დღეა ერთად ვართ და როგორ მოგენატრე?
-მე სხვა რამეს ვგულისხმობ.
-მაინც რას?
-აი ამას.... -მითხრა და მწყურვალივით დაეწაფა ჩემს ტუჩებს. -ამის გარეშე მკვდარი ვარ იცოდე.
-არანორმალური ხარ იცოდი?
-შენი დამსახურებაა...
-კარგი წადი ეხლა დაიძინე.
-ნწ არ მეყო-კიდევ ერთხელ მაკოცა -ტკბილი ძილი-მითხრა და ოთახი დატოვა.
დილას ხალისიანად დაიწყო. ვისაუზმეთ და სასრიალოდ გავედით. თითქმის ყოველ ზამთარს აქ დავდივართ მაგრამ სრიალი კიდევ არ ვიცი, უფრო სწორად არ მიზიდავს. ყოველთვის მირჩევნოდა ფეხით მესეირნა და არც ახლა ვაპირებდი ჩემი გადაწყვეტილება შემეცვალა.
-ტასო, მოდი ვისრიალოთ -მითხრა სანდრომ.
-არ იცის მაგან სრიალი. -უპასუხა ბექამ
-შენ გაჩუმდი! -თვალები დავუბრიალე.
-რას ვიზამთ სიმართლე ყოველთვის მწარეა ტასუნა-მითხრა და გორაკზე დაეშვა.
-ამოგაწიწკნი მაგ ენას! -მივაძახე თუმცა მეეჭვება გაეგო.
-მართლა არ იცი? -მკითხა სანდრომ.
-ხო და არც მინდა ვისწავლო, არ მაქვს ტრამვატოლოგების ნერვები, ვიცი ჩემი თავის ამბავი მოვიტეხავ რამეს.
-მე გასწავლი და პირობას გაძლევ არაფერი მოგივა, მოდი ვცადოთ.
-არა არ მინდა, მირჩევნია ფეხით ვისეირნო. მიდი წადი შენც და დაბლა შევხვდებით.
-მართლა არ გინდა? მაშინ მეც შენთან ერთად წამოვალ.
-სანდრო პატარა ბავშვი ხომ არ ვარ, ჩამოვალ ჩემისითაც, თან პირვლად არ ვაკეთებ ამას.
-ზუსტადაც რომ ჩემი პატარა ბავშვი ხარ-მითხრა და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა.
-წადი ახლა. -ხელით ვუბიძგე წასულიყო.
-ქვემოთ შევხვდებით-მითხრა და ჩასრიალდა.
მეც გავუყევი გზას, მივდიოდი და ვაკვირდებოდი ყველას და ყველაფერს. ზოგი ბედნიერი დადიოდა ზოგი ტკივილისგან სახეს მანჭავდა და ნატკენ ადგილს იზილავდა თუმცა ამასაც სიცილით აკეთებდნენ.რა უცნაურები ვართ ადამიანები. ფიქრებში გართულს ბუნდოვნად ჩამესმა ჩემი სახელი, მალე კი უფრო მკაფიოდ გავიგე და უკან მივბრუნდი.
-თვით ანასტასია არაბული, როგორ გიკითხოთ ქალბატონო ტასო? -მკითხა და მომიახლივდა.
-უკაცრავად?
-ვერ მიცანი ხო?
-ვერა.
-ისე ლოყაზე სიწითლემ გამიარა თორემ აშკარად მიცნობდი. -მითხრა და სახეზე ხელი მოისვა.
-დაჩი, დაჩი დვალი, როგორ ხარ? -ვკითხე და გავუღიმე.
-კარგად, შენ?
-მეც კარგად, აუ ბოდიში რა მართლა ვერ გიცანი.
-რას მებოდიშები გოგო არ გრცხვენია მაინც. -მითხრა და გამიღიმა.
-აქ ისვენებ?
-ხო, აქეთ ვიქნები ცოტახანს. შენ?
-მეც, ვისვენებ და... ქვემოთ მიდიხარ?
-კი.
-მეც.. წამო წავიდეთ, თან მომიყევი როგორ ხარ. -მითხრა და გზისკენ მანიშნა. -მარტო ხარ თუ...?
-არა მეგობრებთან და.. -საუბარი ტელეფონის ზარმა გაგვაწყვეტინა.
-აუ, ბოდიში რა უნდა ვუპასუხო... ალო... ხო... ნაცნობი ვნახე და მოვალ მალე... კარგი... -მობილური გათიშა-მეც მეგობრებთან ერთად ვარ.
-კარგია.
-როდემდე აპირებ აქეთ ყოფნას?
-არვიცი მარტო ჩემზე არაა დამოკიდებული. -მალე ჩემებიც დავინახე-აი ისინიც, წამოდი ნიტა და მარიამიც აქ არიან -მათკენ დავიძარი.
-დაჩი?შენ აქ სადიდან? -ჰკითხა ნიტამ.
-ნიტუ, როგორ ხარ.?
-კარგად. შენ?
-მეც კარგად. შენ როგორ ხარ მარიამ?
-კარგად მადლობა. -ცივად უპასუხა.
-დაჩი გაიცანი ეს ჩემი ქმარია ცოტნე.
-სასიამოვნოა.
-იცი საიდანღაც მეცნობი. -უთხრა ცოტნემ.
-შეიძლება. -უპასუხა დაჩიმ და გაუღიმა.
-სანდრო სად არის? -ვიკითხე და თვალებით მისი ძებნა დავიწყე.
-ვინმემ მახსენა? -გავიგონე მისი ხმა და მაშინვე უკან შევტრიალდი.
-დიახ, მე... -ვუთხარი და მოვეხვიე. -წამოდი ვიღაც უნდა გაგაცნო. -ბავშვებისკენ წავედით. -დაჩი! -დავუძახე, ისიც წამსვე შემოტრიალდა.
-გაიცანი ეს სანდროა.
-ბატონო ალექსანდრე რა სიურპრიზია თქვენი აქ ხილვა.
-დაჩი დვალი, მე იგივეს ვერ ვიტყოდი შენზე.
-ნუთუ? ტასო შენ ამას საიდან იცნობ?
-წესივრად ილაპარაკე. -გამოჩნდა დამიანეც და ვხედავდი რომ აშკარად არ ესიამოვნა მისი ნახვა.
-ამიხსნით საიდან იცნობთ ერთმანეთს? -ვიკითხე და ინტერესით გადავხედე ბიჭებს.
-არაა საინტერესო, წამოდი წავიდეთ-მითხრა სანდრომ და სახლისკენ მანიშნა.
-კი მაგრამ...
-ზედმეტი კითხვების გარეშე ტასო. -გვერდით ამომიდგა დემეტრე.
სახლში მივედით, მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი. მისაღებში მარტო გოგონები იყვნენ.
-სად არიან ბიჭები? -ვიკითხე და მეც მათთან ჩამოვჯექი.
-ეზოში, ასე თქვეს საქმეაო-მიპასუხა ლიზამ.
-რამე მოხდა?
-არ ვიცი ტასო მოვლენ და გავიგებთ. -მითხრა მარიამმა.
ფანჯრისკენ გავიხედე, კარგად ჩანდა როგორ ნერვიულად შლიდა სანდრო ხელებს. მალე შემოვიდნენ. მაგრამ ისე იქცეოდნენ ვითომც აქ არაფერი. სანდრო კიბეებს აუყვა და ოთახში შევიდა მეც მას გავყევი, კარზე დავაკაკუნე და თანხმობის მერე შიგნით შევედი, საწოლზე იჯდა ხელებით მუხლებს ეყრდნობოდა და იატაკს მიშტერებოდა.
-სან, რამე მოხდა? -გვერდით მივუჯექი, თუმცა პასუხს არ მცემდა. -კარგი წავალ მაშინ. -ვთქვი და ისევ ფეხზე წამოვდექი, მან კი ხელი ჩამჭიდა და ქვემოდან ამომხედა.
-არ წახვიდე! აქ დარჩი.
-სანდრო ნუ მაშინებ მითხარი რა ხდება, ჩუმად ნუ ხარ. -ვუთხარი და ისევ ჩემი ადგილი დავიკავე. ხელს არ მიშვებდა, პირიქით დროდადრო უფრო ძალიან მიჭერდა.
-საიდან იცნობ დაჩი დვალს? -მკითხა და თვალებში შემომხედა.
-დაჩი ის ბიჭია, ვისაც სილა გავაწანი სკოლაში. -ხელი უფრო მაგრად მომიჭირა. ერთი ამოისუნთქა და ეცადა მშვიდად ეთქვა.
-ხომ გიყვარვარ?
-სანდრო რა სისულელებს მეკითხები? რათქმაუნდა.
-მაშინ გთხოვ მისგან თავი შორს დაიჭირე, ახლოს არ გაეკარო.
-რატომ? რა მოხდა?
-უბრალოდ, ახლა ასეა საჭირო, დანარჩენს სხვა დროს აგიხსნი. მაგრამ ახლა დამპირდი.
-სან...
-ანასტასია!
-კარგი გპირდები.
-მიყვარხარ, მოდი ჩაგეხუტები.
საღამომდე ოთახში ვიყავით. არ ვსაუბრობდით მხოლოდ ერთმანეთის გულისცემას ვუსმენდით, შიგადაშიგ თუ ვეტყოდით ერთმანეთს რამეს. ბოლოს ლიკამ დაგვიძახა ჩამოდით ვივახშმოთო, ჩვენც ჩავედით. გემრიელად ვივახშმეთ და იქვე მისაღებში მოვთავსდით. ფილმს ვუყურეთ ყველამ ერთად და დავიძინეთ. დილას ათი ხდებოდა რომ გამეღვიძა, მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი, თუმცა იქ არავინ დამხვდა, დამიანეს დავურეკე თუმცა არ მიპასუხა. მერე კი სანდროსთან ვცადე.
-გისმენ ცხოვრება, გაიღვიძე?
-სად ხართ ყველანი? რატომ არ გამაღვიძეთ? ან ტელეფონს რატომ არ პასუხობს დამიანე.?
-დაწყნარდი, რა იყო ეს, წინასწარ გქონდა კითხვები მომზადებული? -მითხრა და გავიგონე როგორ გაეცინა.
-სანდრო!
-მე და ბექა მარკეტში წავედით. დანარჩენები სასეირნოდ წავიდნენ, მალე მოვლენ ალბათ, ჩვენ აქვე ვართ, ცოტახანში მოვალთ. კიდევ რა გაინტერესებს?
-არაფერი! მეც გავალ გავისეირნებ ცოტას დამირეკე რომ მოხვალ.
-გაბრაზდი?
-არა! -ვუთხარი და გავუთიშე.
ჩავიცვი და გარეთ გავედი. სასიამოვნო დილა იყო, ცივი ჰაერი თითქოს მესიამოვნა კიდეც. გზას გავუყევი ნელი ნაბიჯით. მალევე უკნიდან მძიმე ნაბიჯის ხმა მომესმა. სვლას ავუჩქარე.
-შეგაშინე ასე რომ გარბიხარ?
-დაჩი-უკან მივტრიალდი
-ხო რა იყო რა სახე გაქვს მოჩვენება ხომ არ დაინახე? -მითხრა სიცილით
-არა.. უბრალოდ..
-რა მარტო ხარ, სად არიან შენი დაცვის წევრები?-ირონია გაურია სიტყვებში.
-რაში გაინტერესებს?
-კარგი დაივიწყე, წამო კაფეში დავსხდეთ.
-არა!
-რატომ ასე კატეგორიულად? - მითხრა და მომიახლოვდა. მე კი უკან დავიხიე.
-მეჩქარება. -ვუთხარი და სახლისკენ წავედი.
-მაინც შევხვდებით ანასტასია.
სახლში სირბილით მივედი. ყველანი იქ დამხვდნენ გარდა ბექას და სანდროსი.
-რა იყო გოგო ვინმე მოგდევდა? -მკითხა თემომ.
-არა, არავინ. -ვუთხარი და მეც დივანზე ჩამოვჯექი. მალე კარის ხმაც გაისმა და ბექა და სანდროც შემოვიდნენ.
-აუ მშია რა მალე მოამზდეთ რამე. -მთელი ძალით დაებრეხვა დივანზე ბექა.
-გაფუჭდა ველურო! -ხელი ჰკრა მარიამმა.
-წამო მარ, მოვამზადოთ რამე. -ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი.
-წადი და მოვალ ტელეფონს შევაერთებ სატენზე და... -მითხრა და კიბეებს აუყვა.
მეც სამზარეულოსკენ დავიძარი. საუბრის ხმა გამოდიოდა. სანდრო იყო.
-სახლთან დავინახე, აქ ხომ არ იყო?
-არა აქ არ ყოფილა. -უპასუხა დამიანემ.
-იცოდეთ ანასტასიას ერთი მეტრის რადიუსითაც რომ მიუახლოვდეს ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.
-დაწყნარდი სანდრო, ვერაფერს გააკეთებს.
-მარიამთან არაფერი გამოუვიდა და ახლა ტასოზე გადმოვიდა? -იკითხა დემეტრემ
-ვერ გადამირჩება გესმის ვერა ტასოს თითიც რომ ახლოს. -სიბრაზისგან მუშტი დაარტყა კედელს.
-სანდრო! ხელზე რა დაემართა? -ვითომ არაფერი გამიგია ისე მოვიქეცი რადგან დავინახე როგორ სდიოდა სისხლი.
-ანასტასია? შენ რა დროს მოხვედი? -მკითხა და ხელს დახედა.
-ამ წუთას საჭმელი უნდა მოვამზადო. მიპასუხე ხელზე რა გჭირს.
-არაფერი სერიოზული.
-წამოდი ოთახში დაგიმუშავებ.
-არ მინდა იყოს.
-სანდრო!
-გაყევი ალექსანდრე, ჩემი დაა კარგად ვიცნობ მაინც გაიტანს თავისას. -სიცილით უთხრა დამიანემ.
-აქ რა ხდება? -იკითხა იმ წამს შემოსულმა მარიამმა.
-არაფერი მარ, ცოტახანში მოვალ, მანამდე ნიტას გამოვაგზავნი. -ვუთხარი, სანდროს ხელი ჩავჭიდე და სამზარეულო დავტოვე. ნიტა გავუშვი მარიამთან, ჩვენ კი ჩემს ოთახში ავედით.
-დაჯექი, ახლავე მოვალ-ვუთხარი და სააბაზანოში შევედი სამედიცინო ყუთის გამოსატანად. -მანახე. -ხელი დავუჭირე და ფრთხილად გავუწმინდე.
-რა გჭირს? -მკითხა მაგრამ ხმა არ გამიცია. -ანა გამაგებინე რა ხდება?
-არაფერი, უბრალოდ ჭრილობას ვასუფთავებ, ხომ ხედავ არა? ნუ ამოძრავებ გააჩერე ხელი. -არაფერი უთქვამს, მეც ჩუმად დავასრულე ჩემი საქმე, იქაურობა მივალაგე და ოთახი დავტოვე. რას მალავს ისეთს რასაც მე არ მეუბნევა? ან მარიამი რა შუაშია? ამ კითხვებში მთელი დღე გავატარე. ვახშამის შემდეგ სანდრო სახლიდან გავიდა. დანარჩენებმაც გადაწყვიტეს გასვლა.
-ტასო მართლა არ გინდა წამოსვლა? -მკითხა ლიკამ.
-დავიღალე ლიკუ, სამზარეულოს დავალაგებ და ცოტას დავიძინებ. თქვენ გაერთეთ.
-კარგი როგორც გინდა, ჭკვიანად. -მითხრა და სახლი დატოვა. სამზარეულოც მივალაგე, მხოლოდ ნაგავი დამრჩა გასატანი, ჩავიცვი და გარეთ გავედი. უკან ვბრუნდებოდი სახლთან მანქანას მიყრდნობილი დაჩი რომ შევნიშნე. გვერდის ავლა მინდოდა მაგრამ არ გამომდიოდა.
-რა მარტო დადიხარ დღეს მთელი დღე?
-რა გინდა? -ვცადე უხეშად გამომსვლოდა.
-სალაპარაკო მაქვს.
-ნუთუ? მე და შენ რა საერთო გვაქვს?
-დამიანემ დაგგეშა ხომ ჩემზე? -მითხრა ირონიით.
-წესივრად მელაპარაკე.
-კარგი, აქ საჩხუბრად არ მოვსულვარ. რაღაც მინდა გითხრა, ეს უკვე გითხარი წლების წინ და მინდა იცოდე რომ ეს გრძნობა ჩემში ისევ დევს. მიყვარხარ ანასტასია.
-რა?
-რაც გაიგე. -მითხრა და ჩემსკენ წამოვიდა.
-არ შემეხო. ერთხელ უკვე გაგეცი პასუხი, წადი თორემ ისევ იგივეს გავიმეორებ.
-ამით ვერ შემაშინებ.
-მე გაგაფრთხილე, წადი თორემ...
-თორემ რა შენს ძაღლებს მომიქსევ...
-წესივრად ისაუბრე, მათზე ასე ლაპარაკის უფლება არ გაქვს.
-რატომ?
-არა ადამიანი ხარ, სანდრო მართალია შენგან თავი შორს უნდა დამეჭირა.
-და ის ვინ არის შენთვის ასეთი მისი სიტყვები ამდენს რომ ნიშნავს?
-ჩემი შეყვარებულია გესმის. ახლა კი წადი და თვალით აღარ დამენახო. -ვუთხარი და სახლისკენ წავედი. კარები გავაღე და შინ შევედი.
-იდიოტი, ეს როგორ გაბედა, მას მე ვინ ვგონივარ. მიყვარხარო ეს როგორ მითხრა.
-რა გითხრა? -ადგილზე გამაქვავა ოთახში სანდროს ხმამ. -მიპასუხე რა გითხრათქო.
-სანდრო შენ რა დროს მოხვედი?
-მგონი ზუსტ დროს. ანასტასია გაგაფრთხილე, მას არ გაეკარო თქო, ხომ გითხარი. შენ რა გააკეთე?
-მე არაფერი გამიკეთებია.
-შენ პირობა მომეცი რომ არ დაელაპარაკებოდი. ხომ ასეა მიპასუხე! -უკვე ყვიროდა.
-მომისმენ რომ აგიხსნა?
-რა უნდა ამიხსნა რა? გაგაფრთხილე ვიცი როგორი პიროვნებაცაა და რაზეცაა წამსვლელი, შენი აზრით მარიამი და დემეტრე ასე სწრაფად რატომ დაქორწინდნენ?რატომ არაფერი უთხრა იმ საღამოს ბექამ დემეტრეს როცა ხელი სთხოვა? მიპასუხე.
-არ ვიცი. და ნუ ყვირიხარ. -თვალებში ცრემლები ჩამიდგა. თუ არ დაწყნარდებოდა აუცილებლად ვიტირებდი. -გგონია მე მინდოდა მასთან შეხვედრა? თავის დროზე ყველაფერი რომ აგეხსნა, სიტუაცია სხვანაირად იქნებიდა. ახლა შენ მიპასუხე რა ჩაიდინა ასეთი რომ ვერ იტანთ ვერც შენ ვერც დემეტრე და ვერც დამიანე.
-რას გულისხმობ?
-ჩემი ყურით მოვისმინე სამზარეულოში რომ საუბრობდით. რა დააშავა დაჩიმ?
-არაკაცია გესმის! ფულის გამო ყველაფერზეა წამსვლელი. ამიტომ გაგაფრთხილე მაგრამ შედეგს შენც ხედავ, უყვარხარ ბიჭს თურმე.... მე.. ჯანდაბა ამის... -სახლიდან გავარდა. ვფიქრობდი გავყოლოდი მაგრამ ამდენხანს ნაგროვებმა ცრემლებმა თავისი გზა იპოვეს. ოთახში ავედი და კარბთან ჩავიკეცე. მძულდა ჩემი თავი, ჩემივე დაუფიქრებლობის გამო, მე მას დავპირდი და პირობა არ შევუსრულე. ახლა რა იქნება?
-ტასო კარი გააღე! ტასო! -კარს იქიდან ყვიროდა ცოტნე და ხელებს ურტყავდა. საკეტი გადავწიე და საწოლზე წამოვწექი. მალე კარი გაიღო და ოთახში ცოტნე, ნიტა, დამიანე და დემეტრე შემოვიდნენ.
-ტასო, რა მოხდა ამიხსნი? -მკითხა დამიანემ.
-სულელი ვარ და ის მოხდა, არ დავუჯერე.
-დაწყნარდი ჩემო გოგო-საწოლზე ჩამოჯდა ნიტა
-დემეტრე, სად არის იცით? სანდრო სად არის?
-არ ვიცი.
-ამხსნით წესივრად რა მოხდა თქვენსა და დაჩის შორის? -ვკითხე თუმცა არცეთი ხმას არ იღებდა. -კარგი არ მინდა სანდრო მომიყვება რომ მოვა.
-ტასო, დაჩი ისეთი პიროვნება არაა როგორიც ჩანს. ბექა მამამისის კომპანიის დიდ ნაწილს უკვე ფლობს, ნაწილი კი მარიამისია, მაგრამ მან წილზე უარი თქვა, დაჩის უნდოდა ეს კომპანია ჩაეძირა ან მისი გამხდარიყო, ამიტომ ვახოს(მარიამის მამა) მარიამის ხელი სთხოვა. ამ დროს მე და მარი უკვე ერთად ვიყავით, მან კი ეს არ იცოდა. როდესაც მარიამმა ეს მომიყვა ქორწილი დავაჩქარეთ, მარიამის წილი ჩვენმა კომპანიამ შეისყიდა და ასე გავერთიანდით, ეს გაიგო და ახლა გეგმა ბეზე გადავიდა და შენით უნდა კომპანიაში შემოსვლა. -მითხრა დემეტრემ
-კი მაგრამ მარიამმა რატომ არაფერი გვითხეა.? -ვკითხე მე.
-მე ვთხოვე არავისთვის მოეყოლა, სანდროსაც ქორწილის შემდეგ მოვუყევით, როცა აქციები შევისყიდე.
მთელი საღამო ველოდებოდი როდის მოვიდოდა, უკვე თერთმეტი საათია ის კი არ ჩანს. დივანზე წამოვწექი და ვერც კი მივხვდი როგორ ჩამეძინა, მაგრამ მალევე გამეღვიძა, თუმცა უკვე ჩემს საწოლში ვიწექი. სანათი ავანთე, ფეხებთან კი სანდრო იჯდა და იატაკს დაჰყურებდა.
-სანდრო.
-ტასო, რატომ გაიღვიძე?
-რა დროს მოხვედი?
-ცოტახნის წინ. დიდხანს გეძინა ქვემოთ?
-არ ვიცი. სანდრო სად იყავი? -ვკითხე და მის გვერდით ჩამოვჯექი. -ზარებსაც არ პასუხობდი სად... -სიტყვა ვერ დავამთავრე როცა მის გახეთქილ წარბს მოვკარი თვალი. -ეს რა არის?
-საკადრისი მიიღო. არავის ვაპატიებ შენს ცრემლებს გესმის.
-სანდრო, ახლავე მოვალ-ფეხზე წამოვდექი, დღეს უკვე მეორედ დამჭირდა სამედიცინო ყუთი. ფრთხილად გავუწმინდე ჭრილობა და ლეიკო გადავაკარი. ტუჩები საფეთქელთან მივუტანე და ნაზად ვაკოცე. თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლები წამომივიდა.
-ანა რატომ ტირი?
-ჩემს გამო ხარ ასეთ მდგომარეობაში.
-შემომხედე! -ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლები თითებით შემიშრო. -მაპატიე წეღანდელი. არ უნდა გავბრაზებულიყავი ასე და შენთან ტონს არ უნდა ამეწია. მაგრამ ამას იმ არაკაცს არ შევარჩენდი გესმის. ყველაფერს მირჩევნიხარ და ასე იქნება ყოველთვის.
-მიყვარხარ, მხოლოდ შენ და არავინ სხვა.
-ცოტა ეგოისტურია მაგრამ მაინც მესიამოვნა. -მითხრა და გამიღიმა.
-ჩაგეხუტები?
-როდის აქედან ითხოვ ნებართვას პატარა ქალბატონო?
-საზიზღარო. -ვუთხარი და ხელები ძლიერად შემოვხვიე. -დემეტრემ ყველაფერი მომიყვა. რატომ აქამდე არ მითხარი? იქნებ რომ მცოდნოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო?
-არ გვინდა ამაზე საუბარი. მიდი დაიძინე მე გავალ.
-არა! -ვუთხარი და უფრო მაგრად მოვეხვიე. -აქ დარჩი გთხოვ.
მოვწესრიგდით და საწოლში ჩავწექით.
-სანდრო წავიდეთ რა ხვალ აქედან.
-რატომ?
-აღარ მინდა აქ ყოფნა.
-ტასო შენ თუ მის გამო...
-არა დაჩი არაფერ შუაშია. უბრალოდ დავიღალე აქ...
-კარგი წავიდეთ. -მითხრა და გულზე უფრო ძლიერად მიმიხუტა. -ტკბილი ძილი.
-მიყვარხარ, ძილინებისა.

დილას ადრიანად ავდექით, ჩვენი ნივთები ჩავალაგეთ და სახლიდან შუადღისას გავედით.
-სანდრო ეს გზა... თბილისში არ მივდივართ? -ვკითხე რადგან აშკარად სხვა მიმართულებით მივდიოდით.
-არა-მითხრა მშვიდად.
-აბა სად მივდივართ?
-გიტაცებ!
-რას ნიშნავს მიტაცებ?
-რასაც ხედავ, მინდა და გიტაცებ. -საჭეზე აათამაშა ხელები.
-დანარჩენები სად არიან? ან იციან რომ..
-დაწყნარდი, ზემდგომმა ორგანოებმა იციან რომ რანდენიმე დღეში დავბრუნდებით. შენს ძმებს ვგულიხმობ.
-ასე არ შეიძლება, ნუ მაიმუნობ, ის მაინც მითხარი სად მივდივართ?
-არა არ გეტყვი. მენდე, მოგეწონება. -მითხრა და გამიღიმა.
-ეს ვის გადავეკიდე ღმერთო. გიჟი, გიჟი, ნამდვილი გიჟი ხარ.
-ნეტავ ვისი დამსახურებით.
-ხმას არ გაგცემ!
-კარგია წყნარად ჩავალთ.
-სად?
-სადაც მივდივართ.
-ოხ ალექსანდრე, მორჩა აღარ გელაპარაკები! -ხელები გადავაჯვარედინე და ფანჯრისკენ მივბრუნდი.
-ბავშვი.
-მესმის!
-პატარა ბავშვი.
-მგონი გაკლია.
-მეც მიყვარხარ!
-ხმა არ გამცე. -სიჩუმემ იმოქმედა და მალევე ჩამეძინა. უსწორ მასწორო გზებზე ჯაყჯაყმა გამომაფხიზლა. სანდროს გავხედე რომელიც მშვიდად მართავდა საჭეს.
-გაიღვიძე? -მითხრა და წამით გამომხედა.
-გამაღვიძე.!
-მე? როგორ? ხმა არ ამომიღია.
-დავირყიე ამ გზებზე სიარულით.
-ბოდიში ქალბატონო, მთავარ გზაზე საცობი იყო და შემოვლითით წამოვედით, მალე სახლში ვიქნებით.
-ახლა მაინც მითხარი სად წამომიყვანე?
-სვანეთში ქალბატონო. -მითხრა და მანქანა გააჩერა.
-სვანეთში? -ვიკითხე და წინ მდებარე სახლს გავხედე, ეს ხომ ის სახლია. ღმერთო როგორ მინდოდა აქ ყოფნა.
-მოგეწონა სიურპრიზი?
-ეს ხომ ის სახლია..
-ხო ისაა, გადმოხვალ?
-კი მაგრამ შენ როგორ...
-ეს ჩემი სახლია. -თქვა და მანქანა დატოვა. საზიზღარი, არც დამელოდოს. მეც გადავედი მანქანიდან გზა გავიკვლე თოვლში და სახლისკენ წავედი. კარი გააღო და შემატარა.
-არ გაგიხარდა აქ ჩამოსვლა?
-ჯერ ეს ერთი ჩემით არ წამოვსულვარ, როგორც თავად თქვი მომიტაცე, მეორეც შენზე გაბრაზებული ვარ, და მესამე არ ვაპირებ სახლი რომ შენია ამისგამო ასე ადვილად შეგირიგდე.
-და ხომ ვერ მეტყვი რა გავაკეთე ისეთი რომ გაბრაზდი პატარა ქალბატონო.? -მკითხა და ჩემსკენ გადმოდგა ერთი ნაბიჯი, მეც ინტიქტურად უკან დავიხიე. რაზეც გაეღიმა.
-ჩემს ნერვებზე თამაშობდი, და არ მითხარი სად მოვდიოდით.
-ეს ნამდვილად გასაბრაზებელი მიზეზია. -ისევ გაიღიმა
-დიახაც! და ნუ იღიმი ასე ხშირად.
-რატომ.?
-იმიტომ რომ.. მაბნევ, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი.
-ნუთუ? არ ვიცოდი. უფრო ხშირად გავიღიმებ. -მითხრა და ისევ წინ წამოვიდა.
-ნუ მოდიხარ! ნაბიჯი არ გადმოდგა.
-კარგი ხო ნუ ბრაზდები. უბრალოდ ერთს გაკოცებ.
-კი, კი რათქმაუნდა -წამწამები ავუფახუნე. სულელი წამოეგო და ჩემსკენ წამოვიდა. თუმცა გაქცევა მოვახერხე და კიბეებს ავუყევი სირბილით. ბოლო საფეხურზე გავჩერდი და გადმოვხედე
-ასე ადვილი არაა ჩემი კოცნა ბატონო ალექსანდრე. -ირონიულად გავუღიმე და ვინაიდან ვიცოდი რომელ ოთახშიც მომიწევდა ყოფნა სწრაფად შევიკეტე.ველოდე როდის ჩართავდა გათბობას მაგრამ შენც არ მომიკვდე. გავიყინე და ვინებე ოთახიდან გამოსვლა. დაბლა ჩამოვედი და მაშინვე სითბომ დამიარა სხეულში.
-საზიზღარი თვითონ თბება აქ ბუხართან მე კი იქ გავიყინე. -ჩავილაპარაკე ჩემთვის და დივანზე ბუხართან ახლოს დავჯექი.
-ოჰ, გვიკადრა ქალბატონმა. -სამზარეულოდან გამოვიდა ჩაის ჭიქით.
-გავიყინე ზემოთ, მაინტერესებს სტუმრებსაც ასე ექცევით?
-მხოლოდ მათ ვინც მაბრაზებს.
-ანუ მე გაბრაზებთ?
-ცოტას-მითხრა და ისიც ჩამოჯდა.
-ნერვებს მიშლი. -ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი, ჩემს ჩანთას მოვკიდე ხელი და კიბეებზე ავაფხოწიალე. არც მომეხმაროს. ოთახში შევედი. ოხ როგორ ცივა. პიჟამა ჩავიცვი და საწოლში ჩავწექი. მალე კარები გაიღო.
-შენ აქ რას აკეთებ მე ხომ ჩაკეტილი მქონდა როგორ...
-სახლი ჩემია, ამიტომ გასაღებიც ჩემია, ახლა კი მიწიე იქით, მეც დავწვები.
-აქ არ დაწვები!
-ვითომ რატომ? ვინ დამიშლის?
-მე!
-შენ ვინ ხარ ერთი.? -მითხრა და საბანი გადასწია.
-ამ სახლის პატრონის შეყვარებული, არ იცნობ?
-ნუთუ? არ ვიცოდი. -საწოლში დაწვა და მე შემომხედა -არ დაწვები.?
-არა!
-გაიყინები!
-მანდ გავთბები?
-ვნახოთ -მითხრა და ხელით მისკენ დამქაჩა სხეულზე ამიკრო და საბანი გადამაფარა. -სულ გაყინულხარ.
-ნეტავ ვის გამო?
-ნეტავ ვინ დაიწყო?
-მე დავიწყე და ჯერ არ დამისრულებია.
-ნუ მოძრაობ! დაწყნარდი, გათბობა ჩავრთე. მალე ოთახშიც დათბება. ახლა კი დაიძინე.
-ოხ, როგორ მიშლი ნერვებს, გამიშვი!
-მეც მიყვარხარ ტკბილი ძილი. -მითხრა და უფრო მაგრად ჩამეხუტა. მეც სხვა გზა არ მქონდა, სითბო მესიამოვნა და კნუტივით გავიტრუნე. დილას შიმშილის გრძნობამ და დაჟინებულმა მზერამ გამაღვიძა,
-მშია. -ვთქვი როგორც კი თვალი გავახილე.
-ნორმალური ადამიანები ჯერ დილამშვიდობისას ამბობებ. -მითხრა და გაიღიმა.
-მერე ვინ გითხრა რომ მე ნორმალური ვარ?
-აღიარება პირველი ნაბიჯია გამოსწორებისკენ.
-ნუ მელაპარაკები, შენზე გაბრაზებული ვარ ხომ არ დაგავიწყდა.
-ნუ ბავშვობ რა. -მითხრა და ზემოდან მომექცა.
-რას აკეთებ?
-რაც მთელი ორიდღეა არ გამიკეთებია. -მითხრა და ტუჩებზე ნაზად და მომთხოვნად შემეხო. -მომენატრე.
-მეც. -ვუთხარი და იგივე გავიმეორე. კოცნის ბოლოს კი ქვედა ტუჩზე დავარსე კბილი.
-ცელქობ!
-ნუთუ? კარგი ავდგეთ ვისაუზმოთ.
გემრიელად მივირთვით და მივალაგეთ კიდეც.
-აუ სანდრო როგორ თოვს. წამოდი გავიდეთ რა? -ფანჯიდან ვუყურებდი თეთრად დაფარულ ეზოს.
-გაცივდები ტასუნა. -მითხრა და უკნიდან მომეხვია.
-გთხოვ. -კატის თვალებით გავხედე.
-კარგი ხო, მიდი მოემზდე.
ცოტახანში ეზიში ვიყავით.
-სანდროო-დავუძახე და მანაც შემოიხედა, მეც სწრაფად ვესროლე გუნდა და პირდაპირ სახეში გავარტყი.
-დამაცადე შენ რა გიყო-მითხრა და გამომეკიდა, მივრბოდი და მომსდევდა. მთელი ეზო შემოვირბინეთ. ბოლოს დაღლილები და გაყინულები შევედით სახლში. გამოვიცვალეთ და ბუხართან დავსხედით.
-გცივა?
-უკვე არღარ. -ვუთხარი და მოვეხვიე.
-დალევ რამეს?
-ღვინო კარგი იქნებოდა.
-მე ჩაი ან ყავა მქონდა მხედველობაში, მაგრამ თუ ეგ გინდა... ახლავე დავბრუნდები. -ოთახი დატოვა ცოტახანში კი ღვინის ბოთლით და ჭიქებით დაბრუნდა. -აიღე-ჭიქა მომაწოდა. თვითონაც დაისხა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
-უზომოდ მიყვარხარ და მინდა ასე იყოს ბოლომდე, ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი ხარ სანდრო. -ვუთხარი და თვალებში შევხედე. -არ მეგონა თუ ოდესმე შემიყვარდებოდა მაგრამ შემიყვარდი. ხო მეც შემიყვარდა და ბედნიერი ვარ.
-ხვალ ვაპირებდი ამის გაკეთებას მაგრამ რატომ გადავდო... -მითხრა და ჯიბიდან რაღაც ამოიღო. -ვიცი არა რომანტიული გარემოა მაგრამ არც არასდროს ვყოფილვარ რომანტიკული. -გამიღიმა და თვალებში შემომხედა -ანა, გამომყვები ცოლად? -მკითხა და ხელში მოქცეული ბეჭედი გამოაჩინა.
-კი.. კი... კიიიი.... -ვუთხარი და მთელი ძალით მოვეხვიე-მიყვარხარ.
-მეც ჩემო ცხოვრება -ბეჭედი თითზე გამიკეთა-დღეიდან ჩემი ცოლი ხარ დანარჩენი კი უბრალოდ ფორმალობაა.
უბედნიერესმა დავიძინე იმ ღამით. დილას საათი უკვე თერთმეტს აჩვენებდა რომ გამეღვიძა. ადგომა დავაპირე ოთახში სანდრო რომ შემოვიდა.
-გაიღვიძე უკვე? დილამშვიდობისა -მითხრა და ნაზად მაკოცა.
-დილამშვიდობისა, რა ხდება?
-არ შეგაწუხებდი მაგრამ უნდა ადგე მარკეტში წავიდეთ სანამ გზა სუფთაა და არ დაათოვა კიდევ.
სწრაფად მოვემზადე და გზას გავუყევით, ულამაზესია დათოვლილი სვანეთი. ერთადერთი ადგილი სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი. მაღაზია მოვიარეთ და სახლში დავბრუნდით. ისევ თოვა დაიწყო. საღამოსთვის ვახშმის მომზადება დავიწყე. სანდროს მეზობელმა დაუძახა და იქ გავიდა, რადგან მარტო ვიყავი სიმღერები ბოლო ხმაზე ჩავრთე და სულ ცეკვა ცეკვით მოვამზადე ვახშამი.
-კარგად ცეკვავ.
-სანდრო, როგორ შემაშინე, როდის მოხვედი? -ვკითხე და მაგიდის გაშლა დავიწყე.
-ცოტახნისწინ. მზადაა ვახშამი?
-კი მოდი დავსხდეთ -წყნარი მუსიკა ჩავრთე და ოდნავ ჩავუწიე. გემრიელად ვივახშმეთ და როგორც ყოველ საღამოს ბუხრის წინ მოვთავსდით.
-მიყვარხარ -ვუთხარი ზოგისთვის ბანალური მაგრამ ჩემთვის ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა და მოწყვეტით ვაკოცე.
-მეთამაშები? -მკითხა და მან უფრო მომთხოვნად მაკოცა.. -აი ეს არის კოცნა.
-ნუთუ?.-ვკითხე და ტუჩზე ვიკბინე.
-მასე ნუ აკეთებ.
-აი ეს არის თამაში -ისევ იგივე გავაკეთე.
-ანა ჩემს მოთმინებას ცდი?
-შეიძლება.
-კარგი შენ შენი თქვი, ახლა ჩემი ჯერია. -მითხრა და ერთი ხელის მოსმით მის კალთაში ავღმოჩნდი. ტუჩებში მკოცნიდა და ხელს ჩემი მაისურის ქვეშ წელზე დაატარებდა. ერთიანად დამიარა ტანში ჟრუანტელმა მისი შეხებისას, დროის შეგრძნება დავკარგე. ჩემთვის სამყარო გაჩერდა. მეც მოვხვიე ხელები და კოცნაში ავყევი.
-ანა შენ ხომ...
-გენდობი სანდრო, მიყვარხარ და შენი მჯერა... -ეს ვთქვი ფეხზე წამოდგა ხელში ამიყვანა და ოთახისკენ წავიდა საწოლზე დამაწვინა და ზემოდან მომექცა. ერთიანად ამათვალიერა თითქოს თანხმობას ელოდა. მეც არ დავაყოვნე ჩემსკენ დავქაჩე და მის ბაგეებს ჩემი შევაგებე. ცოტახანში ისიც ამყვა. მაისური გადავაძრე, მანაც ფრთხილად და მოხერხებულად გააკეთა ეს. შარვალიც იგივე გზას გაუყენა. შემდეგ იყო ულევი ბედნიერება, სიამოვნება და დაუსრულებელი უსაზღვრო სიყვარული. მხოლოდ მე და სანდრო.
დილას მასზე ჩახუტებულს გამეღვიძა. მას უკვე ეღვიძა.
-როგორ ხარ?
-მშვენივრად. ასე არასდროს ვყოფილვარ.
-ჩემი ხარ გესმის მხოლოდ ჩემი. -მითხრა და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა.
-მიყვარხარ.
-მეც.
მალევე ავდექით, სანდრო გავიდა, მე ოთახი მივალაგე. მოვწესრიგდი და სამზარეულოში ჩავედი. საუზმე მოვამზადე და ვისაუზმეთ.
-დამიანემ დამირეკა. -მითხრა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. -კომპანიაში საქმეებიაო და მალე ჩამოხვალთო?
-წავიდეთ თუ ესეა საქმე მაშინ.
-არ გეწყინება?
-ნუ სულელობ. ჩავალაგებ და...
-კარგი ხვალ დილას გავიდეთ.
დილას მართლაც დავტოვეთ სვანეთი. და თბილისისკენ დავიძარით. ერთი ამბავი ატეხეს ხელზე ბეჭედი რომ დაინახეს.
-რატომ არ დაგვირეკე? -მკითხა ნიტამ
-და რა მეთქვა ხელი მთხოვა თქო?
-თუნდაც-მიპასუხა ნათიამ
-ეს ხომ გითხარით ისედაც.
-საცემი ხარ ანასტასია არაბულო მაგრამ მეცოდება სანდრო მახინჯი ცოლისთვის ამიტომ მოდი ჩაგეხუტები მაინც-მითხრა მარიამმა და მომეხვია.
საღამოს ყველა ჩემთან შეიკრიბა და უკვე ქორწილის გეგმებს აწყობდნენ.
-ყველაზე მოკლე დროში რამდენ ხანში დაგეგმავთ თქვენ მარტო ქორწილს? -გოგონებს ჰკითხა სანდრომ.
-სადღაც ერთ თვეში-უპასუხა ლიკამ.
-ხოდა ერთ თვეში ვქორწინდებით. -განაცხადა ალექსანდრემ
-კი მაგრამ სანდრო...
-არავითარი მაგრამ ტასო... -მითხრა და გამიღიმა. -ხო და ერთი გაითვალისწინეთ ჩემი გოგო უკმაყოფილო არ უნდა ვნახო.
-მისია შესრულებული იქნება სიძე. -დაიყვირა ლიზამ და ხელი შუბლთან მიიტანა.
მთელი თვე ნახევარი მოანდომეს ქორწილის დაგეგმვას. ან დროის განმავლობაში სანდროს მშობლებიც გავიცანი.ძალიან სასიამოვნო ოჯახი აქვს.
მე უბრალო ქორწილი მინდოდა ღიაცის ქვეშ მაგრამ ამინდი არ გვიწყობდა ხელს. ამიტომ ისევ რესტორანზე შევთანხმდით. ულამაზესი ქორწილი გამოგვივიდა. იმ დღეს ჩემზე ბედნიერი არავინ იყო.
-ტასუნა სად ხარ?
-სამზარეულოში სანდრო.
-მოვედი, ცოლუკა. -მითხრა და მომეხვია.
-მომენატრე.
-მეც.
-ვივახშმოთ?
-გამოვიცვლი და ჩამოვალ.
-კარგი. -სანდრო გავიდა, მომენტალურად თავბრუსხვევ ვიგრძენი, მაგრამ სიცხეს დავაბრალე და ყურადღება არ მივაქციე, თუმცა ასე გაგრძელდა ერთი კვირა ბოლოს კი ვინებე და ექიმთან წავედი. იქიდან კი სიხარულით დავბრუნდი სახლში. ადგილს ვერ ვპოულობდი, ვინმესთვის უნდა მეთქვა, რომ ცოტა დავმშვიდებულიყავი. ამიტომ პირველი ვინც იყო ლიკას დავურეკე.
-ლიკუუუუ....
-რა გაყვირებს გოგო... ვაიმ სულ გამიგიჟეს მული ამ დევდარიანებმა.
-ლიკაააა...
-მესმის, ლიკა ვარ ხო... მითხარი რა მოხდა...
-ბიცოლა ხდები ლიკუუუ
-რააა-ახლა მან იწივლა. -იცის ვინმემ კიდევ?
-არა პირველი ხარ.
-ვაიმე ჩემო გოგოოო..... გილოცავ....
-გოგონებს დავურეკავ და ამოდით ჩემთან..
-კარგი მოვფრინავ... -მითხრა და ტელეფონი გათიშა.
მალე ყველანი ჩემთან იყვნენ, და უკვე ბავშვის სახელზე ფიქრობდნენ. საღამოს წავიდნენ. სანდროს დაბრუნების დრო მოვიდა. მეც დილას ნაყიდი პატარა ბაჩიები მისაღებში მაგიდაზე მოვათავსე და ოთახში ავედი. მალე კი სანდროს ხმა გავიგე
-ანა ეს სიმართლეა? -მკითხა და ფეხსაცმელზე მანიშნა მეც სიხარულით დავუქნიე თავი.
-არ მჯერა მამა ვხდები, მამააა... -ხელში ამიყვანა და დამატრიალა.
-დამსვი სანდრო....
-რა ხდება ხო მშვიდობააა რა გაყვირებს გოგო... -სახლში შემოვარდა ბექა. უკან კი ცოტნე, დამიანე, და ნიკა მოჰყვა.
-ტასო შეხედე ოთხი აქააა, სამი კიდევ მოსასვლელია, შვიდი ბიძა რა მოსწრებააა, გამიგიჟებენ შვილს. -გამიღიმა სანდრომ.
-რძალო რას ლაპარაკობს ეს? -მკითხა ნიკამ.
-ტასო სიმართლეა? -სახე გაუბრწყინდა ცოტნეს.
-კი...-მეც ღიმილით დავეთანხმე.
იმ საღამოს ყველანი ჩემთან იყვნენ. ბევრი დალიეს,მაგრამ ასეთებიც კი მიყვარნან რადგან ჩემები არიან. ეს არის ჩემთვის ბედნიერება. რომელსაც არ გააჩნია საზღვარი. ჩემთვის მთავარი მათი გვერდით ყოფნაა, რადგან მათ მასწავლეს ყველაფერი. ყველას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. განსაკუთრებით სანდროს რომელმაც სიყვარული მასწავლა. მეგონა რომ ჯერ მზად არ ვიყავი სიყვარულისთვის, მაგრამ მან თავი შემაყვარა უზომოდ, ეს სულაც არარის საშიში პირიქით ეს იდუმალი გრძნობაა, რომელმაც თვით ჯიუტი ანასტასია არაბული შემიპყრო და დიახ მეც შემიყვარდა!



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან კარგი იყო მომეწონა საინტერესო წასაკითხია საოცარი ისტორია მადლობა წარმატებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent