ტირანის მახეში #17
ქებურია სწრაფად შევიდა უფროსის კაბინეტში დაკაკუნების გარეშე,ერთიანად დაჭიმული სხეულით,რომელიც ძლივს სუნთქავდა და ქმინავდა,კანდელაკი კი განცვიფრებული უყურებდა მის წინ მდგომს და სავარძლიდან ნელნელა წამოიწია. - რა ხდება?!! - ბატონო ალექსანდრე.. შსს მინისტრის მოადგილის,ბატონი ლუკა გახარიას სახლი ააფეთქეს. - ამის დედაც..ესღა გვაკლდა..წვერზე ხელი ჩამოისვა შეფიქრიანებულმა,თვალები დააწვრილა და კვლავ მის წინ მდგომს გახედა გამომცდელი მზერით. -მოიცადე..მოიცადე.. გახარიას სახლი,ასეა არა?! - დიახ..აფეთქება სულ რაღაც ერთი საათის წინ მოხდა,სახლი ფერფლადაა ქცეული,სავარაუდოდ ც4-ის ბლოკითაა აფეთქებული.. ბიჭები უკვე ადგილზე არიან გაგზავნილი და ყველაფერს იკვლევენ..თუ რამე დარჩა ხელჩასაჭიდი საერთოდ.. - იოანეე...როგორ დავიჯერო,რომ ეს შენ არ ხარ..მაგრამ რაში გჭირდებოდა..გახარია შენი მარიონეტი არ არის?! - ფიქრობთ,რომ ეს იმ მაფიოზის ჩადენილია?! - ვნახოთ,ვნახოთ..კარგი,საქმეს შეუდექი ქებურია.. მთელი ღამის უძილობისგან,ღონემიხდილი კაცი ერთიანად ჩაესვენა სავარძელში,საზურგეს თავი მიადო და ამწვარი თვალები დაეხუჭა. ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა,ზარი კვლავ ყიფიანთან გაუშვა,თუმცა ავტომოპასუხი ჩართულიყო და გამწარებულმა სმარტფონი მაგიდაზე მოისროლა.. პიჟაკის სახელოები იდაყვებამდე აიწია,ლილეს კაბინეტისკენ აიღო გეზი,რომელმაც კარის საკეტში გასაღები ფრთხილად გადაატრიალა..ოთახში შესულს,ლილიანის სურნელი მაშინვე ნესტოებში შეუძვრა დაუკითხავად,სასუნთქი გზები წამის მეასედში გაირბინა და ფილტვებში დაუგროვდა,რომლის უკან ამოშვებაც აღარ უნდოდა და დაჭიმული სხეული უარესად გაქვავებოდა მისი მონატრებისგან..ცხვირით ხმაურიანად ისუნთქავდა დამათრობელი ყვავილებისა და ტკბილი ვანილის სუნს,ლილიანს სკამს და მაგიდას თითი დაუსვა,იქვე ჩამოჯდა და მისი უჯრები გამოაღო..ფაილები ამოალაგა და მის საქმეებს გადახედა,გულმოდგინედ რომ დაეკეცა ერთი მეორეზე..ფაილები ისევ უკან უნდა დაებრუნებინა,როცა ნაცნობი ადამიანის ფოტოსურათს მოკრა თვალი,წამით შეათვალიერა და გახარიას რამოდენიმე ფოტო ხელში მოიმარჯვა. - ეს რა ჯანდაბაა რობაქიძე...ამ კაცის ამდენი ფოტოები რაში გჭირდებოდა.. ლუკა გახარიას სახლი..ეს ფოტოები..იოანეს სამაგიერო..ამის დედაც..მაგიდის ქვეშ მოთავსებული დამატებითი უჯრა მოსწია,რომელიც პატარა გასაღებით ჰქონდა გადაკეტილი და კაცმაც ხელის ერთი დარტყმით მოშალა საკეტი და უჯრაში დაგროვებულ ფოტოებს დაავლო ხელი,სადაც გარდაცვლილი ბარბარე ანდრიაძის ფოტოებს გადააწყდა. - ბარბარე?! აღმოხდა კაცს ბაგეებიდან და ყელთან შეკრული ღილები შეიხსნა,რომელმაც თითქოს ყელში წაუჭირა და დახრჩობას ლამობდა..სახეზე ორივე ხელი აიფარა და ყველანაირად ეცადა,ეს ფოტოები,ბოლოს მომხდარი ამბები ერთდროულად გადაეხარშა და რაიმე დასკვნა გამოეტანა..ტვინში სისხლი ექცეოდა,განადგურებული და ცეცხლმოკიდებული ფეხზე წამოხტა,თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა და აქეთ იქით მოუყვა სიარულს გაუთავებლად,გამწარებული ის ისაა,მეგის კაბინეტისკენ უნდა დაძრულიყო,თუმცა სანამ კარის საკეტს ხელს დაკრავდა და შეანგრევდა,უკან დაიხია.. მცხეთასთან ახლომდებარე ტერიტორიაზე გაგზავნილ ჯგუფს კიდევ ერთხელ გადაურეკა,თუმცა ამაოდ,პასუხი მხოლოდ ის იყო,რომ არანაირი კვალი არ ყოფილა არც მანქანის,არც სახლის..საერთოდ არაფრის..მით უმეტეს,უკუნით სიბნელეში,სადაც ლამპიონებიც კი არ ყოფილიყო,ყველას უჭირდა დასკვნის გაკეთება..რაიმე ხელჩასაჭიდის პოვნა..მხოლოდ ისღა დარჩენოდა,მის გეგმას დაეწყო განხორციელება,რომელსაც წუთი-წუთზე ელოდა და ერთიანად ლომკაში ჩაგდებული,ადგილს ვერ პოულობდა. ტყავის სავარძელში ზურგით მიწოლილს,მხოლოდ ნაბიჯების ხმამ და კარის გამოკეტვამ გამოაფხიზლა,მთელი დერეფანი ქუსლების კაკუნს რომ მოეცვა..ტელეფონი სწრაფად მოიმარჯვა ხელში ალექსანდრემ,ნაცნობ ნომერზე შეტყობინება გაუშვა და თავისი კაბინეტიც რამოდენიმე წამში დატოვა ამაშუკელის თანხლებით. * * * თვალებს ნელნელა ვახელ..ხველა მიტყდება უჰაეროსბისგან და გამშრალი ყელისგან..ვცდილობ ნერწყვი გადავაგორო,თუმცა არც არ გამომდის..ენის ვისველებ გამშრალ ტუჩებს და აქეთ იქით ვაცეცებ თვალებს..ევა აქ არ არის...ღმერთო ჩემო,სად ჰყავთ?! ფეხზე ვდგები და გისოსებს ვეკრობი,ვცდილობ გავიხედო და რაიმეს წამოვკრა თვალი..თუმცა ირგვლივ არავინაა და არც არაფერია სანახავი..ნაბიჯების ხმა მესმის,სწრაფად ვუახლოვდები კედლის კუთხეს და იქვე ვიკეცები ორად,შავგვრემანი საკეტს არგებს გასაღებს და ევას სხეულს ისე ისვრის,თითქოს მოკლული საქონელი ყოფილიყოს,მამაკაცი ზიზღით მიყურებს,თავს აქნევს უკმაყოფილოდ და ტელეფონს იღებს ჯიბიდან,რომელიც ისევ ტოვებს ადგილს მე კი ევასკენ ვიხრები და ხელით ვანჯღრევ,ვერ ვხვდები რა შეიძლებოდა მათ გაეკეთებინათ მისთვის და იმის წარმოდგენა არც კი მინდა,რისიც ყველაზე მეტად მეშინია..თუ ის მოხდა,რასაც ევა ამბობდა,ის თავს არ იცოცხლებს და მე ეს ყველაზე მეტად არ მინდა.. -ევაა. ძლივს მწყდება მისი სახელი ბაგეებიდან და მთელი ძალით ვანჯღრევ,სახეზე ხელს ვურტყამ,რომელიც წამწამებს ოდნავ აცეცებს და მის გამოფხიზლებას ახლა უკვე გულმოდგინედ ვაგრძელებ. - გამოფხიზლდი..გთხოვ..გამოფხიზლდი რა.. ევაა..შემომხედეე..გთხოვ..გთხოვ..ცრემლები თვალებიდან მომდის,თვალებს ოდნავ ახელს,თუმცა ლაპარაკის უნარი ჯერაც არ დაბრუნებია,ბრაზი ისე მაწვება,ტვინში ყველანაირ ადამიანურ თვისებებს მაკარგვინებს,მინდა ცხოველივით ვიღრიალო,რადგან ყველაფერი უასამართლოა ამ ცხოვრებაში..არ არსებობს არანაირი სამართალი,არანაირი კანონმდებლობა და კანონდამცველები..დიახ..არ არსებობს..მეც ნელნელა ვეწირები იმას,რასაც ბარბარესავით ალბათ რამდენი შეეწირა..ღმერთო...ამდენი ხნის მანძილზე ბარბარეც აღარ დამსიზმრებია..მითხრა,ერთი შეცდომაც და მე შენთან აღარ დავბრუნდებიო...ალბათ,შეცდომა დავუშვი..შეცდომა დავუშვი და ის ჩემთან იმიტომ აღარ დაბრუნებულა..აღარაფერი უთქვამს...ყოვლად გამოუსადეგარი ხარ რობაქიძეე.. არც გამომძიებლად ვარგიხარ,აქამდე რომ იწონებდი თავს..არაფრად ვარგიხარ..ჯანდაბა..ჯანდაბა...ევა!!! გამოფხიზლდი,გთხოვ! ტუჩები უთრთის და ცდილობს რაიმე თქვას..მე კი ყური ახლოს მიმაქვს მის სახესთან და მხოლოდ რამოდენიმე ბგერით ვხვდები,რომ წყალს ითხოვს.. - ჯანდაბააა!!! გისოსებს ვუახლოვდები და ხელებს ვურტყამ...არის აქ ვინმეეეე?!!! ვყვირი იმდენად ხმამაღლა,რამდენადაც შემიძლია..- ნაბი*ვრებო!!!! აქამდე სულ აქ იყავით!!! ჯანდაბააა!!! ძირს მწოლიარე ევას ვუყურებ,რომელიც ძალიან სუსტად სუნთქავს,ხელებს თმაში ვიცურებ და ვცდილობ აქვე არ ავხარხარდე...ავხარხარდე იმის გამო,რომ იმას შევეჭიდე რისი თავიც არ მქონდა,იმას ჩავებღაუჭე,რაც ჩემი საქმე არ იყო..ამის დედაც!!! - არის აქ ვინმეეე?!!! კიდევ ერთხელ ვყვირი და ნაბიჯების ხმის გაგონებისას,გისოსებიგან ოდნავ მოშორებით ვდგები,საშუალო სიმაღლის მამაკაცი დგება ჩემს წინ და თვალს თვალში მიყრის..ხელით ევასკენ ვანიშნებ.. - ის.. ის კვდება...გესმის?! წყალი სჭირდება..ეს მაინც გაიმეტე ადამიანი არ ხარ?!! - ნუ დარდობ,მალე ჩაძაღლდებით და აღარ წყურვილი შეგაწუხებთ...აღარც შიმშილი.. დერეფნიდან ქუსლების კაკუნი ისმის,რომელიც უფრო და უფრო ახლოვდება ორ მამაკაცთან ერთად,თვალთახედვის არეალში კი მეგი იკავებს ადგილს,მის უკან ორი ახმახი რომლებიც მე შემომყურებენ...გისოსებს ერთიანად ვვარდები და ხელებს ვუტყამ.- შე ბო*ო!!! როგორ მეზიზღები...როგორ მეზიზღებიი იციი?!!! - მე კიდევ ძალიან მიყვარხარ... - გაიძვერაა!!! გეფიცები..გეფიცები ჩემი ხელით ჩაგაგდებ ციხეში..აი ნახავ თუ არა.. - ღმერთო! ასეთი დარწმუნებული როგორ ხარ ლილეე?! - ნეტავ იცოდე...ნეტავ იცოდე რას გიზავდი ამ გისოსებს მიღმა რომ არ ვიყო გახარიას ბო*ო!!! - გახარიასი უკვე აღააარ... იციი,შენმა ალექსმა უშენობა ვერც კი შეამჩნია..მეტიც,ისე ადვილად დაგივიწყა,ჩემზე უარი წამითაც არ უთქვამს! უი..შენი ალექსი წამომცდა?? არა..ახლა უკვე ჩემი..ჩემი ალექსი.. - რაა? - ჰო,რა გაგიკვირდაა?საერთოდ,გამომძიებელი რომ არ იყო..ამ საქმეს ხელსაც არ მოკიდებდა გესმის?უბრალოდ,თანამშრომელი გაიტაცეს..ეს ამბავი გახმაურდა და ამიტომ გეძებს..აბა რა გეგონა,შენი სიყვარულით იწვოდაა?! - წადი შენი..ჯანდაბაშიც წასულა ყველა...გესმის მეგიი?ჩემთვის მთავარია სამართლიანობა აღდგეს და თქვენნაირი ნაბი*ვრები სამუდამოდ ჩაძაღლდნენ..მე რომ გამომძიებელი არ ვიყო,სიამოვნებით გაგიხვრეტდი მაგ შუბლს..სიამოვნებით..თუმცა შენს გამო ციხეში თავის ამოყოფა ნამდვილად არ მინდა! არ მიღირხარ..გესმის?! - შენ,ძვირფასო..ძალიან რომ გინდოდეს ციხეშიც ვერ ამოყოფ თავს..ვერც მე მომკლავ და საერთოდ..ნუღარ დაიტანჯავ მომავალზე ფიქრით თავს..ახლა,ცოდვების მომანიებაზე იფიქრე.. აი, თითს ზევით იშვერს.. - იქ,ღრუბლებში წვერებიანი კაცი რომ ზის და დაგვყურებს,მას სთხოვე ცოდვების მონანიება.. იქნებ სამოთხეში მოხვდეე... ღმერთო..მაპატიე,ცოტა მეცინება... - ჩემი საათი სად წაიღე!!! - შენ მგონი სულ გაგაფრენინა ამ გისოსებმა.. შენ რა,სიკვდილის წინ საათზე ფიქრობ?! - სად არის ჩემი საათი!!!! - გადავაგდეე...შუა გზაში მოვისროლეეე.. აბა ჩემთვის კი არ მინდოდაა..როგორც შენი ცხოვრება დაიკარგა და გაქრა,ისე გაქრა შენი საათიც..შენ,საფლავიც არ გექნება ბარბარესგან განსხვავებით ჩემო კარგოო.. - მე არ მადარდებს,სად იქნება ჩემი საფლავი მეგი...მთავარია,ჩემი სახელი დარჩეს..შენ,შენს მომავალზე იფიქრე,შენ იფიქრე შენს საფლავზე..იქნებ,ის უკვე ამოთხრილია?! - ენა ჩაიგდე..მე დიდი ხანი არ მიწერია სიკვდილი,გასაგებია?! მე და ლუკა აქაურობას მოვშორდებით..ცოტა ხანს ალექსანდრეს გამოვიყენებ..ნუუ,ხომ ხვდები,შენც მისი ნაშა იყავი და რაც მართალია მართალია,ქალის გა*იმვა მაგრად გამოსდის.. მერე,ლუკასთან ერთად წავალ..ოღონდ მაგას საიდუმლოდ ვიტოვებთ სად..წინ,ნამდვილად საინტერესო ცხოვრება მელის,რაზეც შენზე ვერ ვიტყვი..თავიდანვე მასეთი საცოდავი იყავი და ზუსტად მასე საცოდავად მოკვდები.. - შენს გვერდით რომ გდია..რა ჰქვიაა? სამოთხის ქალი,ევაა...ჰოო,ჰო..ევა..ჩვენი ბატონი იოანეს ევაა,როგორ უყვარს და გიჟდება მასზე..აი მასე დალევს სულს..ძალიან ნელა და მტკივნეულად..მიყვარს,სიკვდილისა და სიცოცხლის ზღვარზე მყოფნი ადამიანის ყურება..როგორ ებღაუჭება რეალობას,მაგრამ მაინც ამაოდ.. - ავადმყოფი ხარ... - არა,უბრალოდ მაზოხისტი.. თვალს მიკრავს და იღიმის. - ჰო, და მთავარი..შენი წამება ეხლა იწყება,გამომძიებელო ლილიაან.. ბიჭებო..მიხედეთ ლილიანს,კაცის ალერსი მოენატრებოდა იმდენი ხანია აქ არის.. - არაა..არა მეგი!!! არ გააკეთო ეს...არ გინდა!!! - როგორ არ მინდა ლილიან,თანაც როგორ?! აქამდე,სიამოვნებას შენი სურვილით იღებდი..ამჯერად,ასე აღარ იქნება..ნუ გეშინია..ისედაც მალე მოკვდები და ამაზე დარდი დიდ ხანს არ გაგყვება! - მეგი!!! მხოლოდ მისი სახელის დაყვირებას ვასწრებ,ქუსლების კაკუნით მიდის დერეფნის გასწვრივ,მე კი ჩემს წინ მდგომ მამაკაცებს ვუყურებ,თითქოს ნადირი ვიყო და ერთი სული აქვთ ცხოველებით მეცნენ..კედელთან ახლოს მივდივარ და ისე ვეკრობი,მინდა იმის იქით გავძვრე ან საერთოდ გავქრე აქედან.. - მოდი პატარავ,გავერთობით.. შავგვრემანი ავისმომასწავებლად იღიმის და რკინის ხელკეტს ათამაშებს ხელში. - ძალიან გთხოვთ..ძალიან გთხოვთ არ მომეკაროთ..არა..არა.. - კი..კი.. ჩემს უკან ერთ-ერთი დგება,რომელიც ხელ-ფეხს მიკავებს შავგვრემნის წინ მაყენებს..ფართხალის მიუხედავად,მაინც ცდილობს ძლიერი ტორებით ჩაფრენილი გამაკაოს, ისე რომ ფეხიც ვერ გავამოძრაო.. - აბა,დამშვიდდიი??? - ძალიან გთხოვ,არ გინდა..გთხოვ,არ გინდა.. ნიკაპი მიკანკალებს,რაზეც ხელკეტს პირდაპირ სახესთან მადებს და ნელი მოძრაობით მაჭერს.. თვალებიდან ცრემლები ნაკადულებად ჩამომდის,ხელკეტს ყელისკენ ასრიალებს გულ-მკერდის მიმართულებით,მუცლისკენ ჩადის და თეძოებზე რამოდენიმეჯერ მარტყავს..ფეხები მეკეცება ტკივილისგან,თუმცა ჩემს უკან მდგომი ხელს მიჭერს და ფეხზე მაყენებს.. - გთხოოვ..არ გინდა.. სიტყვებს წყვეტილად ვუშვებ,ის კი ხელკეტს ფეხებსშორის ასრიალებს.. - ასე არ მოგწოონს?! ეხლა რომ იცოდე,როგორ უნდა გი*მარო!!! - არ შემეხო!!! არ შემეხო!! ხელს ყელზე მიჭერს,მეორეთი კი ცდილობს მაისური შემომახიოს.. მკერდს ხელის მუჭში იქცევს და მთელი ძალით მიჭერს რაზეც სახე ერთიანად მემანჭება.. უკან მდგომს ხელებს აშვებინებს,ძირს ვეცემი და სხეულს მის ფეხებს შორის აქცევს...მთელი ძალით ვყვირი..თვალებზე შემხმარი ცრემლებიც კი კანს მიწვავს..მაისურს ნაკუწებიანად ისვრის,საქამრეს სწვდება,როცა გასროლის ხმა მესმის,რამოდენიმე ადამიანი შემორბის და სრულიად გაუცნობიერებლად თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ.. - გამიშვი..გამიშვიი პირზე ხელს მაფარებს,წამის მეასედში კი მის სხეულს ვიღაც ჰაერში იტაცებს და უკან ისეთი ძალით აგდებს,ძირს დაცემის ხმაც კი მესმის,როგორ ემტვრევა ძვლები ერთიანად.. - მისი გაუპატიურება გინდოდა?!!! მისი გაუპატიურება გინდოდაა არაა?!!!! შენი დედაც!!!! მოგკლავ შე ნაბიჭ*აროოო!!! ძირს დაგდებულ ხელკეტს იღებს მამაკაცი და მთელი სიმწრით ურტყავს სხეულზე მამაკაცს,რომელიც ტკივილისგან ჭიაყელასავით იკლაკნება და ოხრავს. - ბატონო ალექსანდრე,ასე მოკვდება.. არ გინდათ.. ფორმიანი მხარზე ხელს ჰკიდებს განრისხებულ მამაკაცს,რომელსაც ერთი მოძრაობით უკან აგდებს,კვალვ ძირს მგდომისკენ იწევა და გამეტებით ურტყავს.. ალექსანდრე?მხოლოდ ახლა ვაცნოებიერებ ყველაფერს..თავს ოდნავ ვწევ და მათე ჩემკენ იხრება..თავქვეშ ხელს მიდებს და ისე მაწევინებს სახეს.. - ყველაფერი კარგადაა ლილიან..დამშვიდდი.. ამაშუკელი ალექსანდრესკენ იხრება,ჩემს სახელს უმეორებს მას,რაღაცას ჩასჩურჩულებს და ისიც მამაკაცის ცემას ეშვება,მისი ხმაურიანი სუნთქვა მესმის,რომელიც ნელნელა მიახლოვდება და ხელში ბუმბულივით მიტაცებს.. - ეს რა გააკეთე ლილიან!! ეს რა გააკეთე პატარავ?!! - მაპატიე..მაპატიე გთხოვ..სახეს მის კისერში ვრგავ.. დერეფანში დაგდებული ყუმბარებისგან გამოწვეულ კვამლზე თვალები მეწვება და მაშინვე ვხუჭავ..მხოლოდ ფორმიანებს ვუყურებ,მანქანების მანათობლებს,ლურჯად და წითლად მოელვარეს და გონების დაკარგვამდე,ალექსს მხოლოდ ორ სიტყვას ვჩურჩულებ.. - ლუკა..გახარია..წინადადების დასრულებას ვერ ვასწრებ და ვითიშები. * * * - პულსი არ არის.. პაციენტს ვკარგავთ!!! ექიმი ქალის სიფრიფანა სხეულს ხელის რიტმული დაწოლით ამუშავებდა და ცდილობდა გაჩერებული გული აემუშავებინა..თვალს არ აშორებდა მონიტორს,რომელიც გამაყრუებლად წრიპინებდა და სწორი ხაზი არადა არ იცვლებოდა. - დეფიბრილატორი! სწრაფად! ბრძანა მთავარმა ექიმმა,რომელიც გამზადებული ექთნის ხელიდან იტაცა და მის სხეულს დასცა,რომელიც უცბად შემხტარიყო ყოველი ელექტრული იმპულსებისგან. - კიდევ ერთხელ,ჯანდაბაა..კიდევ ერთხელ!! იმპულსი გაზარდეთ!! მიდი..მიდი ჩემო გოგონა..მიდი..არ გაბედო სიკვდილი..ჯერ ადრეა..არ გაბედო! თმაში ჭაღარა შეპარულმა კაცმა ჩასჩურჩულა მწოლიარე ქალს,რომელსაც სიცოცხლის ფერი საერთოდ წართმეოდა და დეფიბრილატორის იმპულსებს მისი სხეული ურეაქციოდ ტოვებდა.. - პაციენტი დავკარგეთ..ამის დედაც..დავკარგეთ..რა ვუთხრა იმ კაცს..რა ვუთხრა.. ყველას დაგვხოცავს..ყველას..ჩაიჩურჩულა კაცმა შეთქმულივით და კვლავ ევას სხეულს გადახედა დანანებით.. - ბატონო მალხაზ,სიკვდილის დრო დავაფიქსიროთ? - დააფიქსირეთ.. ის იყო,აპარატიდან უნდა გამოერთოთ მისი სხეული,ექიმი კი პაციენტის ახლობლებთან შესახვედრად ემზადებოდა,რომელსაც შუბლზე ოფლი ასხამდა და ყოველ წამში ხელით იწმენდდა გულამოვარდნილი როცა ექთნმა ერთდროულად სიხარულისგან და დაბნეულობისგან ამოიყვირა.. - პულსი არის..ბატონო მალხაზ,პულსი ამუშავდა!!!! - რაა?! გაოცებული მამაკაცი სწრაფად მივარდა ქალის სხეულს,რომელსაც თეთრი ზეწარი გადაააძრო,შემდეგ ეკრანს დახედა და როცა დარწმუნდა,ნამდვილად დაბრუნებოდა სამყაროს,თავზე ხელები შემოილაგა,მუხლები ლამის მოკვეთოდა სიხარულისგან და ჭერში იყურებოდა,ღმერთს მადლობას უხდიდა და ერთიანად აკანკალებული,სწრაფად გავიდა ფოიეში,სადაც პაციენტის მშობლები,თავისი შვილები და ქმარი ელოდებოდა..იოანემ ექიმი დაიანახა თუარა,სწრაფად მივარდა მასზე ერთი თავით დაბალ კაცს და საყელოში ხელებით ისე ჩასწვდა და კედელზე ატუზა,თავისი სიმაღლის გამხდარიყო ისიც.. - იცოდე..აქვე ჩაგაძაღლებ თუ მეტყვი..რომ.. - ბატონო იოანე..თქვენი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია..არ ინერვიულოთ.. კაცმა ძლივს ამოთქვა სიტყვები წყვეტილად და ის იყო იოანემ ხელები რომ გაუშვა და მამაკაციც ლამის ძირს დავარდა,ყიფიანმა ხელები კისერზე შემოილაგა,ხარხარი დაიწყო და მუხლებზე დაეცა..პატარები მამის შემხედვარე მაშინვე მასთან გაიქცნენ და ეხუტებოდნენ.. - მამიკოო...დედა აღარ მოვა? ამობუტბუტა უტამ,რომელსაც ტუჩები სატირლად ჰქონდა გაბზეკილი ისედაც დედის მონატრებისგან.. - როგორ არ მოვა! დედამ მითხრა მე არასდროს დაგტოვებო! შეუსწორა კოტემ თავის ძმას სიტყვები და მომლოდინე თვალებით გახედა მამას,რომლისგანაც პასუხს ელოდა თავისი სიტყვების დასარწმუნებლად.. - ჩემო ვაჟკაცებო! ორივე გულზე მიიკრო და ლოყები დაუკოცნა ბიჭებს.. თვალებს ზანტად ვახელ,მთელს სხეულში დიაზეპამი მაქვს გამჯდარი,ხელზე ამომჯდარ ვენას ვუყურებ,რომელზეც კათეტერი მაქვს მოთავსებული და წვეთოვანი ნელნელა აკეთებს თავის საქმეს.. ღმერთო ჩემო,ბავშვობიდან მძულს ექიმები და საავადმყოფოები..პირველი,მხოლოდ ამას ვივლებ გონებაში..თავს ფრთხილად ვწევ,საწოლის საზურგესკენ ვჩოჩდები და პალატის კარიც იღება,საიდანაც თეთრ ხალათში ჩაცმული მამაკაცი შემოდის და ექთანიც უკან მოჰყვება.. კარი ის ისაა,უნდა დაიხუროს,როცა ალექსანდრეც შემოდის გულზე ხელებ დაკრეფილი,სერიოზული სახით კოპებშეკრული დგას და ექიმს უყურებს,რომლისგანაც ელოდება ახალი ინფორმაციის მიიღებას. - აბა,როგორ ხართ ლილიან? ფართოდ მიღიმის ექიმი და წვეთოვანს ამოწმებს. - კარგად.. ჩუმად ვპასუხობ და თვალებს ალექსანდრესკენ ვაპარებ,რომელიც არც კი მიყურებს. - როდის გამწერთ? მხოლოდ ამის კითხვას ვასწრებ,მამაკაცი ფურცელზე რაღაც მინიშნებებს აკეთებს კალმით,ფონედოსკოპს იხსნის კისრიდან და თითით მანიშნებს წამოვჯდე. - ღრმად ჩაისუნთქეთ. ღრმად ვსუნთქავ,ექიმი გულმოდგინედ სინჯავს ფილტვებს და ფონედოსკოპს თავის ადგილას აბრუნებს. - დღეს გაგწერთ,არ ინერვიულოთ. თქვენი მდგომარეობა სტაბილურია და აქ გაჩერებას აღარ საჭიეროებს..უბრალოდ,წოლითი რეჟიმია აუცილებელი რამოდენიმე დღე.. სწორი კვება და ბევრი სითხე. აბა,გამოჯანმრთელებას გისურვებთ! კვლავ ფართოდ იღიმის და პალატას ექთანთან ერთად ტოვებს,ალექსანდრე იქვე სკამს იძიებს,ჩემი საწოლისგან ოდნავ მოშორებით ჯდება და მუქ ლურჯ სფეროებს ჩემკენ ატრიალებს. - ამოუშვი ალექსანდრე..მიდი..მომახალე ყველაფერი.. თავს დანანებით ვაქნევ და ბალიშს ვეყრდნობი. - მინდა,რომ მაგ საწოლში ჩაგაკლა ლილიან.. თვალები შუბლზე ამდის და ცხვირით ხმაურიანად ვისუნთქავ ჰაერს.. ჰო,ლილიან..მადლობა თქვი,მადლობა თქვი მათ რომ არ მოგკლეს,სამაგიეროდ ბატონ ტირანს უნდა შენი მოკვლა... რა სასიამოვნო სიურპირზია! - ალექსან.. - გაჩუმდი! ხმის ამოღება არ გაბედო.. როგორ გაბედე,როგორ გაბედე და შენს თავზე როგორ აიღე ეს ყველაფერი?! თვალებში მიყურებდი ლილიან,თვალებში მიყურებდი და მატყუებდი?! - ასე იყო საჭირო! - რას ნიშნავს ასე იყო საჭირო?! ხმას უფრო მეტად უწევს. - მე შენ გითხარი ლილიან,რაც გევალება ის გააკეთე,ცხვირს იმაში ნუ ჰყოფ,რაც შენი საქმე არ არის მეთქი! - ასე ადვილი სათქმელია,ალექს...ჰო..ჰო შენთვის ადვილია და იცი რა? აჰ... ოდნავ ვიწევი,მაშინვე ნეკნების ტკივილს ვგრძნობ და სახეს ვმანჭავ. ალექსი ჩემკენ იწევა,ხელს მავლებს და ანერვიულებული მიყურებს. - კარგად ხარ?! ისეთივე მკაცრი ტონით მეკითხება,ხელს უხეშად ვაშვებინებ და მზერას ვარიდებ. - მშვენივრად! - ჯანდაბა..სკამს ისევ უბრუნდება და ფეხებს ფართოდ შლის..- ჯანდაბა,რობაქიძეე..მე რომ ის საათი არ მომეცა,მე რომ გადამცემი არ დამეყენებინა..შეგიძლია წარმოიდგინო რა მოხდებოდააა?! შეგიძლიაა?! საათზე მაშინვე მეგი მახსენდება,ალექსანდრესკენ ვიხედები და გული სწრაფად მიცემს.. - მეგი სად არის?! - იქ,სადაც იმსახურებს! - ლუკა?! ლუკა სად არის?! - ძებნაშია..ძებნაში!!! - მეგის ტელეფონი გვჭირდება,ის აუცილებლად დაუკავშირდებოდა გახარიას თავისი ტელეფონით..ის.. ის.. - ეგ უკვე შენი საქმე არ არის,ამ საქმეს ჩემი ხალხი იძიებს ისედაც. - რაა?! - ლილიან,სიმშვიდე შეინარჩუნე. - არა..ეს საქმე არის ჩემი დასამთავრებელი! მე დავიწყე და მე უნდა დავამთავრო გესმის?!! - ძალიან ცდები,თუ ასე ფიქრობ. - ალექს..ამას ნუ გააკეთებ.. თვალები მარილიანი წყლით გროვდება და მოღალატე ცრემლები თავის გზას პოულობენ,რომლებიც ნელნელა გორდებიან ყვრიმალებიდან გულ-მკერდამდე. - მადლობა მითხარი,უარესს რომ არ ვაკეთებ!!! - აჰ.. უარესს.. ჰო,რა თქმა უნდა..მეტს ვიმსახურებ..ასეააა?! - ნუ ყვირიი! ცუდად გახდები! - შენი საქმე ეგ არ არის! საერთოდ წადი აქედან,წადი გესმის?! არ მინდა...არ მინდა შენი ზედამხედველობა! - ძალიან ბევრს ლაპარაკობ...მართლა ნუ მომაკვლევინებ შენს თავს,გაფრთხილებ!! თითს მიქნევს ავისმომასწავებლად და შუბლს ვჭმუხნი..ვგმინავ,ისე მაწვება ნერვები ტვინზე..მგონია ავფეთდები და ერთიანად დავიშლები ნაწილებად.. დიდხნიანი დუმილის შემდეგ რამოდენიმე წამში ექთანი შემოდის,კათეტერს მხსნის და ღიმილაკრული ჯანმრთელობას მისურვებს.. საწოლიდან ნელნელა ვდგები,ფეხსაცმელს ვიცმევ,ამდენი ტკივილგამაყუჩბელისგან და დამამშვიდებლებისგან საშინელი სისუსტე მძლევს,კვლავ ალექსის ხელები მეგებება რომელიც მკლავებში მაფრინდება,ფეხზე დგომაში მეხმარება ნიკაპზე თითებით მეხება,სახეს მაწევინებს და ასე,უბრალოდ უყურებს ჩემს სახეს.. - ჩემთან მოდიხარ! გასაპროტესტებლად გახსნილ ბაგეებზე მწვდება უხეშად და მთელ ბრაზსა და მონატრებას ამ ერთ კოცნაში აქსოვს..- გახსოვს,გითხარი მაშინ...სანამ ჩემი ხარ,ვერავინ შეგეხება თქო.. პირობას ვასრულებ,ვერავინ შეგეხება ვერც ძალით და ვერც სურვილისამებრ!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.