შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა გოგონა ზღვის პირას (პირველი თავი)


17-10-2018, 00:57
ავტორი fireending
ნანახია 2 826

მოსაღამოვდა და ქარი უფრო გაძლიერდა.მზის ბოლო სხივიც შთანთქა ზღვის უკიდეგანო ჰორიზონტმა და ცა შავმა საწვიმარმა ღრუბლებმა დაფარა.წვიმის რამდენიმე წვეთიც დაეცა მიწაზე,ასე,თითქოს ცრემლით ემშვიდობებოდა აგვისტოს ბოლო დღე ზაფხულს.ზღვაც აღარ იყო მშვიდი და ლურჯი,სიშავე ჰქონდა შეპარული.შორს ჰორიზონტზე წერტილად მოჩანდა გემი,რომელსაც მეოცნებე თვალებით გაჰყურებდა გოგონა,რომელიც ზღვის პირას იჯდა.უსმენდა ტალღების ხმას ისე ,თითქოს ისინი რაღაც ამბავს ყვებოდნენ,გრილ სიოსთან ერთად,რომელიც ნაზად ეხებოდა სახის კანზე.
ისევ გემს აკვირდებოდა,რომელიც უფრო და უფრო შორს მიიწევდა და მალე თვალთახედვის არედან გაქრებოდა კიდეც.უცბად მოუნდა,რომ იმ გემში ყოფილიყო,სადღაც შორს წასულიყო და მუდმივად ემოგზაურა.დღისით დამტკბარიყო ლურჯი ზღვის ხედით,ხოლო ღამით ვარკვლავებით სავსე ცისთვის ეყურებინა დაუსრულებლად.
სახეზე ისევ გრილი სიო იგრძნო.გაეღიმა და ქარისგან სახეზე ჩამოშლილი თმა უკან გადაიწია.
-ბავშვებო,წვიმა დაიწყო_ფიქრებიდან გამოაფხიზლა ქალის ხმამ,რომელიც იქვე შორიახლოს იდგა და შვილებს ეძახდა.-მანქანაში ჩაჯექით მამა გელოდებათ_თქვა ქალმა და ბავშვებთან ერთად მანქანისკენ წავიდა.
გოგონამ მათ გახედა და გაეღიმა ,როდესაც სანაპიროზე მორბენალ ბავშვებს შეავლო თვალი.წამით მისი ბავშვობა მოაგონდა და თვალზე ცრემლი მოადგა.მოგონებებში ჩაძირულს თვალწინ წარმოუდგა ის დღე ,როდესაც ზუსტად აქ,ამ სანაპიროზე თამაშობდა.
მაშინ ყველაფერი სხვაგვარად იყო.მაშინ არ არსებობდა მის ცხოვრებაში ის დიდი ლოდი,რომელიც ახლა აწვა მის გულს მძიმედ და ამის გამო თავისუფლად სუნთქვაც კი აღარ შეეძლო.როგორ მივიდა აქამდე.ეს კითხვა უტრიალებდა თავში.თვალები ცრემლებმა აწვა.თავით მუხლებს დაეყრდნო და ცრემლებს გასაქანი მისცა.
ცოტა ხანს ასე იჯდა,როდესაც თავი მაღლა ასწია უკვე ბნელდებოდა,ირგვლივ აღარავინ იყო,წვიმაც ძლიერდებოდა და ისეთი ცივი ქარი უბერავდა,რომ სულ გაიყინა,თუმცა უკვე აღარ ადარდებდა ეს.მღელვარე ზღვას გახედამროელსაც უკვე დაეკარგა ლურჯიკაშკაშა ფერი და ჩამუქებული უფრო და უფრო ღელავდა,ზუსტად ისე,როგორც ახლა მისი ცხოვრება.
-როგორ...რატომ მოვედი აქამდე_ჩაილაპარაკა სასოწარკვეთილი ხმით და მის გვერდით დაგდებულ, ქვიშაში ამოსვრილ ნახევრად გახსნილ ჩანთას გახედა,რომლიდანაც ვერცხლისფერი რევოლვერის ლულა მოჩანდა.
...
ერთი წლით ადრე...
სრული სიბნელე და სიჩუმე იყო ირგვლივ,ჩაბნელებული სახლის დერეფანს ფრთხილად მიუყვებოდა იარაღ მომარჯვებული პოლიციელი.ხვდებოდა,რომ ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა თავს დასხმოდნენ,თუმცა წარბშეუხრელად,უშიშრად იდგა საფრთხის წინაშე და დანებებას არ აპირებდა.დერეფნის ბოლოს მამაკაცის სილუეტს მოკრა თვალი.კედელს მიეფარა,გადაწყვიტა შესაფერისი დრო ეპოვნა და შემდეგ დასხმოდა ტავს დამნაშავეს,სწორედ ამ დროს იგრძნო უკნიდან კისერზე,იარაღს ცივი ლულის შეხება.
-ალექს_თქვა მშვიდად პოლიციელმა.უკან მოხედვაც არ დაჭირდა,რომ დამნაშავე ეცნო.კაცი რომელსაც უკვე მთელი წელია დასაჭერად დასდევდნენ.
-იარაღი დააგდე ნიკა_უთხრა ალექსმა და იარაღ კიდევ უფრო მაგრად მიაბჯინა კისერზე.
ნიკა ნელა დაიხარა ქვემოთ,რომ იარაღი დაედო,თუმცა მოულოდნელად მოტრიალდა უკან,იარაღის ლულას ხელი კრა და დამნაშავეს ხელიდან გააგდებინა,შემდეგ კი ძლიერად დაარტყა სახეში.ვალში არც ალექსი დარჩა და მუჭი ძლიერად დაარტყა მუცელში.
-აქედან მხოლოდ ერთი ადამიანი გავა ცოცხალი ნიკა_მიუახლოვდა მუხლებზე დაცემულ პოლიციელს ალექსი-და ეს შენ არ იქნები_თქვა და გასროლამაც არ დააყოვნა.ნიკამ მუცელში ძლიერი ტკივილი იგრძნო ,გრძნობდა,რომ გონებას კარგავდა.თითქმის ძალაგამოცლილი დაეცა იატაკზე და ცდილობდა სისხლი შეეკავებინა.ალექსი მიუახლოვდა,რომ საკონტროლო გასროლა გაეხორციელებინა,თუმცა რატომღაც გადაიფიქრა,რამდენიმე წამს იდგა მომაკვდავი ადამიანის სხეულთან თვალდახუჭული.წესით ალბათ გახარებული უნდა ყოფილიყო ,რომ გაქცევა შეეძლო,მაგრამ გულზე მძიმედ დააწვა რაღაც.უკან მიტრიალდა და გასასვლელისკენ წავიდა.
-ვერ გაგიშვებ ალექს_მოისმა ნიკას ხმა,რომელსაც კუთხეში დაგდებული იარაღის აღება მოეხერხებინა.
ალექსი შეჩერებას არ აპირებდა.ნიკამაც აღარ დააყოვნა და მამაკაცი მკლავში დაჭრა.
-ჭრა_გაისმა რეჟისორის ხმა-გადაღებულია_თქვა მან-ნახევარ საათიან შესვენებას ვაცხადებ
-ბაჩო ყავა მოგიტანო_მიმართა რეჟისორს ერთ-ერთმა გოგონამ
-კი რა ,ნინი,ხომ იცი უშაქრო_თქვა და მთავარი როლის შემსრულებლებისკენ წავიდა-დამი,ლუკა .აბა როგორ გრძნობთ თავს?_ჰკითხა ბიჭებს და ორივეს მხარზე დაადო ხელი
-ვნერვიულობ ცოტას,მაინც ახალი სეზონის გახსნაა.იმედია კარგად იქნება ყველაფერი_თქვა ლუკამ
-აბა რა_გაეღიმა დამიანეს,სკამზე ჩამოჯდა და წითელი საღებავით დასვრილი ქურთუკი გაიხადა.-პოსტის კომენტარებს გადავხედე და ხალხს კარგი მოლოდინი აქვს.
-ჰოდა ძალიან კარგი_თქვა რეჟისორმა და ისიც დამიანეს გვერდით ჩამოჯდა-ცოტაც და პრემიერა იქნება
-მოუთმენლად ველოდები._თქვა ლუკამ -დამი,ყავა მინდა მე და წამოგიღო შენც
-ძმა ხარ,სიამოვნებით დავლევ
-ოქეი,მოვალ ახლავე და თან ზედას გამოვიცვლი_თქვა და საღებავით დასვრილ ზედას დახედა.
...
-ხუთი წუთიც და ჩიტივით თავისუფლები ვართ ანა_თქვა გახარებულმა გოგონამ და მის გვერდით ჩამოჯდა
-ჰო._გაეღიმა ანას და მყიდველს ხურდა მიაწოდა-თანაც წინ შაბათ-კვირა გველის
-მაგაზე გამახსენდა_თქვა გოგონამ-ამ საღამოს ჩვენი სერიალის ახალი ეპიზოდი დაიდება_თქვა გახარებულმა
-სერიოზულად ლანა?_ჰკითხა გახარებულმა
-ჰო.აი_ტელეფონი მიაწოდა ანას-ნახე პოსტერი უკვე დაიდო და ანონსიც
-რა მაგარია_თქვა მან
-ჰო.თანაც დამიანე და ლუკაც ისევ იქნებიან ახალ სეზონში_თქვა აღფრთოვანებულმა
-ჰო,მაგათ გარეშე შეიძლება სერიალი?-ჩაეღიმა ანას-მართლა ძალიან მაგარი გამოვიდა,არ მეგონა ქართველებსაც თუ გვექნებოდა ასეთი მაგარი კრიმინალური ჟანრის სერიალი
-კი და თან სიმპატიური მსახიობებით.დამიანეზე ვგიჟდები,ისეთი საყვარელია.გამომძიებლის როლი უხდება_თვალები უბრწყინავდამროდესაც მასზე ლაპარაკობა
-ჰო?_იკითხა ანამ-მე ლუკა მომწონს.
-ცუდი ბიჭი არა?_გაეცინა ლანას_წავიდეთ არა?-საათზე დაიხედა მან
-ჰო,ჩვენი სამუშაო საათები დასრულდა._უპასუხა და ფეხზე წამოდგა.
-აან,ჩვენ კაფეში გავიდეთ კარგი?_შესთავაზა ლანამ
-კარგი აზრია,ვკვდები ისე მშია.ჩანთას ავიღებ და მენეჯერს ვნახავ,რაღაც საქმე მაქვს.
-კარგი ,გასასვლელთან დაგელოდები._უპასუხა ლანამ და კარისკენ წავიდა.
...
.
ანა უკვე თითქმის სამი წელია რაც ლანასთან ერთად მუშაობდა სუპერმარკეტში და მალევე დაუმეგობრდა მას.სულ მოკლე ხანში გახდნენ საუკეთესო მეგობრები და ახლა ერთმანეთის გარეშე ყოფნაც კი ვერ წარმოედგინათ.იმდენი საერთო ჰქონდათ,რომ ერთად როცა იყვნენ შეუძლებელი იყო რომელიმეს ოდესმე მოეწყინა.
გოგონები სუპერმარკეტიდან გამოვიდნენ და თავიანთი საყვარელი კაფისკენ წავიდნენ,რომელიც გზის მეორე მხარეზე,მათი სამსახურის მოპირდაპირედ იდგა.ჯერ კიდევ საპირისპირო მხრიდან იგრძნობოდა ფუნთუშების არომატული სურნელი,რომელიც ორივეს ძალიან უყვარდათ.კარი შეაღეს და კაფეში შევიდნენ.
აქ თითქმის ყოველ საღამოს მოდიოდნენ და მიირთმევდნენ არომატულ ყავას თავინთ საყვარელ უგემრიელეს ფუნთუშებთან ერთად.ადგილიც კი ჰქონდათ ამორჩეული,დასავლეთის მხარე,სადაც ფანჯრიდან კარგად მოჩანდა ჩამავალი მზე.განსაკუთრებით ანას უყვარდა მზის ჩასვლის ყურება,მითუმეტეს ზაფხულის დასასრულს,როცა ასე ლამაზად ემშვიდობება მზე დღეს და მუქ იისფერად ღებავს ცის დასავლეთ ნაწილს.
ანამ ყავით სავსე ფინჯანი აიღო და მაგიდისკენ წავიდა,სადაც ლანა ელოდებოდა.გზად მიმავალმა ვერ შეამჩნია,რომ მისკენ მამაკაცი მოდიოდა და პირდაპირ მას შეეჯახა.
-უკაცრავად,ძალიან ვწუხვარ_თქვა მამაკაცმა და ანას წამოდგომაში მიეხმარა
-არაუშავს,ჩემი ბრალია ვერ დაგინახეთ რომ..._ამბობდა ის და სწორედ ამ დროს ახედა მის წინ მდგარ ქერათმიან მამაკაცს და გაოცებისგან საუბრის უნარი დაკარგა.მის წინ ლუკა კასრაძე იდგა.სწორედ ის,ვიზეც ცოტა ხნის წინ ლანასთან ერთად საუბრობდა.სწორედ ლუკა თამაშობდა ერთ-ერთ მთავარ როლს მათ საყვარელ სერიალში,ახლა კი ის ანას წინ იდგა ,თვალს არ აცილებდა დაბნეულ გოგონას და ეღიმებოდა.
-მართლა ძალიან ვწუხვარ._კიდევ გაიმეორა მან-თქვენი ყავა მმართებს.რას იტყვით,რომ ყავაზე დაგპატიჟოთ?_ჰკითხა ლუკამ
-ნუ სწუხართ.არაუშავს._ცდილობდა აღელვება არ შეემჩნია.-ხელახლა შევუკვეთავ_თქვა და პასუხს არც კი დალოდებია ისე წავიდა.
-სად ხარ ამდენ ხანს?ახლა დაკრიფეს ეგ ყავა?_თქვა ნუზღუნით ლანამ,როდესაც ანა მის წინ დაჯდა-მოიცა,შენ ზედას რა დაემართა?_გაოცდა,როდესაც ყავით დასვრილ ზედას შეავლო თვალი
-როგორ?
-უკან მიიხედე_უთხრა ანამ
-ეს ..._გაკვირვებისგან სიტყვებს თავს ვერ უყრიდა გოგონა-ლუკაა?
-ჩუმად გოგო_გაეცინა ანას-ჰო ლუკაა.ეგ დამეჯახა და მაგიტომ შემაგვიანდა.ისე დავიბენი,იმედია სულელური სახე არ მქონდა
-სერიოზულად?შენ კარგად არ ხარ იცი?_უსაყვედურა ლანამ-რა დროს დაბნევაა.ავტოგრაფი,ან ფოტო რატომ არ გაგახსენდა
-კარგი რა.უხერხულია.ისედაც დავეჯახე და ყავით დავსვარე.
-აუუ,რა ბედი გაქვს.მეც მინდა ლუკა არაა,დამიანე მაინც დამეჯახოს
გოგონებს გაეცინათ.
-ცხოვრებაში კიდევ უფრო სიმპატიურია_თქვა ანამ -რომ იცოდე რა ლურჯი თვალები აქვს.
-ნელა ზვიადი_ხმა დაიბოხა ლანამ და გაეცინა-შეყვარებული გოგოს ხმით მელაპარაკები
-კარგი რა ლანა._თავი გააქნია-უბრალოდ კარგი მსახიობია და კარგი სერიალი.
-ვითომ?_ჰკითხა ლანამ და გამომცდელად გახედა
-ხო_მოკლედ უპასუხა და ყავის სმა განაგრძო.
...
ლანას დაემშვიდობა და ავტობუსში ავიდა.მთელი დღის მუშაობით დაღლილიყო და სკამის საზურგეს მიეყრდნო.ყურსასმენები გაიკეთა,მისი საყვარელი სიმღერა ჩართო და იდაყვით ფანჯარას დაეყრდნო,სახლამდე დიდი გზა იყო,თითქმის მთელი ქალაქი უნდა გაევლო.ფანჯრიდან ყურება კი ძალიან უყვარდა.ბინდში გახვეულ ქალაქს აკვირდებოდა და გონებაში მის საყვარელ სიმღერას Dream On-ს მღეროდა,რომელიც სწორედ ახლა ჟღერდა ყურსასმენებში.
ანა საკუთარი სახლის მისაღებ ოთახში იჯდა,ტელევიზორის წინ და მისი საყვარელი სერიალის ახალ ეპიზოდს უყურებდა.თუცა საკუთარ თავს გამოუტყდა,რომ სიუჟეტზე ყურადღება არც მიუქცევია.თვალმოუშორებლად აკვირდებოდა ლუკა კასრაძეს,რომელთან სრულიად მოულოდნელმა შეხვედრამ ააფორიაქა.მთელი საღამო იმ რამდენიმე წამზე ფიქრობდა,რომელიც ლუკას წინ გაატარა.ეღიმებოდა,როდესაც აგონდებოდა თუ რა ახლოს იდგა მის წინაშე ,გონებიდან არ ამოდიოდა მისი ლურჯი თვალების სიკაშკაშე და გულუბრყვილო ღიმილი.თავი გააქნია,სახეზე ხელი მოისვა და ისევ გაეღიმა.ფიქრობდა,რომ ახლა ამაზე ფიქრი სისულელე იყო და თავს უნდა მორეოდა.
გულში იმეორებდა,რომ ეს სრულიად შემთხვევითი შეხვედრა იყო,რომელსაც არანაირი გაგრძელება მოყვებოდა,თანაც რომ ახსენდებოდა როგორ დაიბნა მის წინაშე ცოტათი რცხვენოდა კიდეც.დარწმუნებული იყო,რომ ლუკას დიდი მნიშვნელობა არც კი მიუნიჭებია ამ შემთხვევისთვის და თუკი ოდესმე ისევ ნახავდა სადმე ვერც კი შეამჩნევდა მას.
დაღლილი დივანზე წამოწვა და თვალები დახუჭა.ფიქრობდა იმაზე თუ რამხელა გავლენა მოახდინა ამ პატარა შემთხვევამ მის ცხოვრებაზე.მძიმედ შემოაწვა გულზე დარდი,როდესაც მის ცხოვრებას გადაავლო თვალი.ჯერ კიდევ პატარა იყო,როდესაც დედა დაეღუპა მძიმე დაავადებით,სულ რაღაც ორი წლის იყო მაშინ და სამწუხაროდ არ ახსოვდა დედა,მხოლოდ ფოტოებით და ვიდეოებით ილავდა იმ დარდს,რასაც მონატრება ჰქვია.რაც შეეხება მამას,სწორედ მან გაზარდა ანა.ძნელი ახალგაზრდა მამაკაცისთვის ასე ადრეულ ასაკში დაქვრივება,თუმცა მან მისი ცხოვრება ანას მიუძღვნა და დღემდე ასე იყო.ყველაფერს აკეთებდა,რომ ის ბედნიერი ყოფილიყო.ანაც ზედმეტად იყო მამამისზე მიჯაჭვული,მისთვის მთელი სამყარო მამამისი იყო,თუმცა მაინც გადაწყვიტა ,რომ დამოუკიდებლად ეცხოვრა.მამასაც წინააღმდეგობა არ გაუწევია მისთვის,პირიქით დააფასა შვილის ასეთი გადაწყვეტილება და ამაყობდა მისი ყოველი ნაბიჯით.

შაბათ-კვირამ ,როგორც ყოველთვის მშვიდად ჩაიარა და შემდეგ ისევ დაუბრუნდა ცხოვრების ყოველდღიურ ჩვეულ რიტმს,რომელიც სამსახურით და სახლში მოსვლით შემოიფარგლებოდა,ზოგჯერ ლანაც რჩებოდა მასთან და დროს მხიარულად ატარებდნენ კიდეც.თუმცა თითქოს რაღაც შეიცვალა,ადრე არასდროს აწუხებდა ასეთი ყოველდღიური რუტინა და არც კი ფიქრობდა ამაზე,მაგრამ პარასკევი საღამო გონებიდან არ ამოდიოდა.ძალიან კარგად ხვდებოდა,რომ საქმე მხოლოდ ლუკაში არ იყო,ეს იყო სიახლე,რამაც თითქოს გამოაცოცხლა მისი ერთფეროვანი,თუმცა მშვიდი ცხოვრება.
ახლა ისევ პარასკევი საღამო იყო.ამჯერად ლანას გარეშე მოუწია მთელი დღე ყოფნა,რადგან ვირუსი ჰქონდა და სახლში დარჩა.წინა პარასკევის მსგავსად ახლაც მშვიდი დღე იყო,არ ციოდა,მხოლოდ გრილი სიო იგრძნო სახეზე,როდესაც გარეთ გამოვიდა და მაინც სექტემბრის დასაწყისში,უკვე იგრძნობოდა ზამთარშეპარული შემოდგომის სურნელი.ჟაკეტზე ღილები შეიკრა და გზის მოპირდაპირე მხარეს გადავიდამრათა ავტობუსს დალოდებოდა.
-გამარჯობა ანა_გაიგონა ნაცნობი ხმა,რომელმაც მთელი არსებიტ ააფორიაქა და სასიამოვნოდ ააღელვა.
მობრუნდა და მის უკან მდგარ ლუკას ახედა,რომელიც ისევ ისე თბილად უღიმოდა,როგორც მაშინ,როცა ყავაში ამოსვარა.ცდილობდა სახის ყოველი მიმიკა გაეკონტროლებინა,თუმცა ძნელი იყო,რადგან გული ისე სწრაფად უცემდა,რომ ეგონა სადაცაა სხეულიდან ამოვარდებოდა.
-გამარჯობა_უპასუხა შეძლებისდაგვარად მშვიდად
-ალბათ გახსოვარ,ყოველ შემთხვევაშ იმედი მაქვს_უხერხულად იგრძნო თავი ლუკამ და კეფაზე მოისვა ხელი,შემდეგ ისევ ანას გახედა,რომელიც თვალს არ აშორებდა
-კი_უპასუხა მოკლედ ანამ
-იმედი მაქვს ცუდად არ გამიგებთ_თქვა მან და ერთი ხელით გაჩერების ბოძს დაეყრდნო.ისიც არანაკლებ ღელავდა ვიდრე ანა.-თქვენი ყავა მმართებს_თქვა მან,თვალები ქვემოთ დახარა,შემდეგ კი ისევ ანას შეხედა,რომლის მუქი მწვანე თვალები ისევ აკვირდებოდა-იმედი მაქვს ამჯერად მაინც არ მეტყვით უარს
ანა გაშეშებული იდგა.ვერაფერზე ფიქრობდა.ლუკას ახედა და გაუღიმა
-კარგი_თქვა მან
__________

***
იმედი მაქვს მოგეწონებათ და  ძალიან საშინელება არ არის და ღირს რომ გავაგრძელო.



№1 სტუმარი sali

kiki gasgrdzele aucileblad

 


№2 სტუმარი nini

gaagrdzelee veli shemdeg tavss????

 


№3  offline წევრი fluctus Oceani

Eeeee Ra kargi iyo erti kargi msaxiobi mec minda

 


№4  offline წევრი fireending

მადლობთ.ძალიან მალე იქნება შემდეგი თავიც.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent