შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კონსტანტინოპოლი (თავი 1)

17-10-2018, 18:32
ავტორი lemongiirl
ნანახია 1 808

საღამოს ფერი ედო გარემოს, ყველაფერი სიმშვიდეში ჩაძირულიყო. მზის ბოლო სხივებს ეთხოვებოდა მოყინულ მთებზე აღმართული, მუხის ხე. შუაღამემდე გაწვიმებას არ აპირებდა, გზის მშვიდად გაგრძელება შეეძლო. ძვლების ტკივილი კლავდა, თავიც ისე ჰქონდა დამძიმებული თითქოს ნაცადი მჭედლის მიერ გამოყვანილი ურო ეგდო შიგნით. სიცივისგან გადალურჯებულ სხეულს წამოდგომა აიძულა. იცოდა, ვერაფრით გაჩერდებოდა.
დამბალი ფოთლები მოიშორა ფეხებიდან, სამკურნალო ბალახები ზურგზე მოკიდებულ აბგაში მოათავსა. ხეებივით გამომხმარი, გაზითხული თმის ღერები კაბის ნახევით შეიკრა და ტილოსაგან გამოჭრილ თავსაბურავში შემალა. შავი კაკლის თლილ ჯოხს ხელი მაგრად მოუჭირა და წამოდგა.
ძვლების ღრჭიალი გაიგო, წამიერი თავბრუსხვევაც იგრძნო. ისე თითქოს, დასავლეთის ჯადოქარმა შეულოცაო, რომელზეც დიადი ლეგენდები დადიოდა სამეფოებში. ჰაერის ნაკადი ღრმად ჩაუშვა ფილტვებში და გზა გაანაგრძო.
ნელი ნაბიჯით მოძრაობდა, ძირითადად ტყისა და მდელოების გასაყარზე; ნადირისაგან თავის დაღწევა, რომ შესძლებოდა. ატალახებულ შლამში ჯოხით სინჯავდა ნაბიჯის დასადგმელ ნაბიჯებს და ისე აგნებდა.
სახე მთლიანად დაფარული ჰქონდა, მხოლოდ ალიონივით ცისფერი თვალები მოუჩანდა. ორი მოელვარე ირისი, რომელიც ვარსკვლავებს ანათებდა. სულ რაღაც ცხრამეტიოდე თოვლი გამოევლოთ ამ თვალებს, ცხრამეტი თოვლის მოსვლა და დნობა. აქედან ორი ზამთარი გზაში გაატარა, ორ თოვლის მოსვლას ტყეში, უდაბურ და გაუვალ ადგილას შეეგება და ამ ყინვასა და შლამში ჩამალულმა გამოაღწია გაზაფხულამდე.
მის მელნისფერ თვალებს ყველაფერი კარგად ახსოვდა, მაგრამ ყველაზე ნათლად პირველი გარეთ გატარებული თოვლის კრისტალების ვარდნა. პირველი დაშორება მშობლიურ კერასთან, ფაცხისა და ლეღვის მსხვილი ტოტებისგან შეკოწიწებულ ქოხთან. ახსოვდა პირველი ნაბიჯები თეთრი საბურველისაგან დაფარულ გარემოში, ახსოვდა თითოეული ნაბიჯი, ფიქრი და დამპალი ბოსტნეულის სრესის ხმასავით მყიფე თოვლის ხრაშუნი მის ფეხქვეშ.
მგზავრის შეხვედრა იშვიათი იყო. მხოლოდ ორჯერ დაემგზავრა ადამიანი. ორად ორჯერ და იმასაც ნანობდა. ნანობდა, როგორ მისცა საკუთარ თავს უფლება სხვასთან ერთად გაევლო დაკისრებული მანძილი. პირველი, კვიპროსელი მონის ქალიშვილი, არიანდა იყო, სუსტი აღნაგობის, ბაგეწითელი და თაგვის ბეწვისფერი თვალების გოგონა. მტევნების მოძრაობით ანიშნებდა ხოლმე, როდესაც შიოდა. სიკვდილის ბოლომდე ხედავდა მის თვალებში გაშენებულ ქალაქებს, მერე თვალები გაეყინა და ქალაქებიც დაინგრა.
მეორე თანამგზავრი, სპარსი გამოქცეული მეზღვაური იყო. იუსუფი. იუსუფს აბანოზის ხისფერი თვალები და ჩაფსკვნილი სხეული ჰქონდა, დილით გრილ ცეცხლზე შემოდებული თუჯისავით მომრგვალო მუცელი და მსხლის ფორმის თავი. იუსუფი ასაკით არ იქნებოდა სპარსეთის პრინცზე დიდი, მაგრამ ეტყობოდა საწუთროში მწარე გზა ჰქონდა გავლილი, შუბლსა და წარბებს შორის დამჩნეულ ნაკეცებზე ეტყობოდა. მის ბოლო წუთებსაც შეესწრო, მაშინ რამოდენიმე კურცხალი გადმოაგდო კიდეც, ყორნებისთვის საგლეჯ სხეულზე. შემდეგ გზა გააგრძელა და დაიფიცა, რომ არავის დაიმგზავრებდა თან.
მხოლოდ რამოდენიმე კილომეტრი რჩებოდა ოქროს უბემდე მისაღწევად. საზღვართან შეპარვის გზაც იცოდა გადმოცემით, გუშაგებისთვის გვერდის ავლაც შეეძლო, ტყვეებში შეიპარებოდა. ორად ორი მთვარის გამოჩენა რჩებოდა, მესამეზე უკვე მიუახლოვდებოდა ნანატრს.
შუაღამისას გაწვიმდა. ცამ გამეტებით დაიწყო ცრემლების ყრა. თასი აავსო როგორც სჩვეოდა და სქელი ხის ფუღუროსთან ჩამოჯდა. პირველ ნათებამდე რამოდენიმე წუთიღა იყო დარჩენილი, სულ ცოტას შეისვენებდა და ცის ვაების დასრულების თანავე, როდესაც ღრუბლები პირს გახსნიდნენ გზას გააგრძელებდა. ხვალ ამ დროს უკვე დანიშნულების ადგილას იქნებოდა.
ტოტის ტეხვისა და შლამის ჩაზნექვის ხმა მოესმა თუ არა გაინაბა და მოახლოებულ ნაბიჯებს სუნთქვა შეკრული შეხვდა. არ იქნებოდა ოთხ სულზე მეტი. მის უკან მოთავსდნენ როხროხით და მოფარებულში გაშალეს საგზალი. ვერაფერი გაეგო მათი საუბრიდან, მაგრამ სმენას არ ადუმებდა. იცოდა, ერთიც რომ წამომდგარიყო მათ ხელში ჩავარდებოდა და ავი ბედი ექნებოდა. მისი მისია კი დაუსრულებელი და ამაო აღმოჩნდებოდა.
ღრუბლების პირიდან მზის სხივებმა გამოანათა. გარემო გაინაბა და ტიტველ ხეებზე შერჩენილ ფოთლების შრიალით შეეგება მას. ადვილად გაარჩევდით ლოდსა და ადამიანს. შეკრთა, მისი გზა წასული იყო. ან ახლავე უნდა გაქცეულიყო, ან ვინ იცის რომელი გადამთიელის ხელში აღმოჩნდებოდა.
წამოემართა, მალვით მივიდოდა ლოდისკენ, იქიდან კი პირტიტველა ნაძვების მალვით განაგრძობდა გზას. სამი ნაბიჯი გადადგა, ერთი რჩებოდა ლოდამდე მისაღწევად როდესაც მის საბურავს გვერდით ჩაიწუილა ქონგურიდან ნასროლმა ისარმა და ნაძვის პირზე ჩაესო. თვალები დახუჭა. მახეში გაება.
წამი არ დასჭირვებიათ მის შესამჩნევად, მხარში ჩაავლეს უხეში ტორი და მიაბრუნეს. ოთხი მეომრის პირისპირ იდგა, არ იქნებოდნენ ასაკით მასზე ბევრად დიდები, მაგრამ თვალებში ისეთი კუშტი ვარსკვლავები უელავდათ ტანში გასცრა.
მისთვის გაუგებარ ენაზე დაიხრიალა ერთ-ერთმა და წარბი შეკრა. მეორემაც დაიხრიალა და გადმოიფრქვა მისი პირიდან ასე ნაცნობი სიტყვები.
-საით გაგიწევია?
დუმილი არჩია ხმის ამოღებას. თავი გააქნია და შეკრა ბაგენი. მესამემ, ყველაზე მაღალმა და განიერმა, ლოტოსის ყვავილივით ამჟავებულმა მწარედ გაარტყა სილა სახეში. მოქნეული ხელის დარტყმაზე მეტად მისმა ხმამ შეაშინა. ისევ გაუგებარ ენაზე როხროხი და შემდეგ სამი მეომრის ხარხარი.
-ნუთუ მუნჯია? -იკითხა მეოთხემ და კუნაპეტი შავი თვალები მიანათა მას. მიუახლოვდა და ხმლისაგან დაკოჟრილი თითები ყბაში წაუჭირა. სახის საფარველი მოხსნა და წამიერად გაშეშდა. დანარჩენებმაც შეწყვიტეს როხროხი და პირდაფჩენილები მიაშტერდნენ გზააბნეულ მგზავრს.
-ნუთუ გინახავთ მსგავსი სილამაზე? -იკითხა პირველმა და გოგოს მიუახლოვდა. -გინდ მუნჯი იყოს, გინდაც სიტყვის გაგება ვერ შეძლოს, მის ხატება არ გააჩნია ჩვენს მეფეს, ჩვენ კი ძღვენად შევწირავთ მას, როგორც ახლად მოგებული ომისათვის ჯილდოს და სისპეტაკის ნირს.
-რა სისულელებს როშავ! -თავში წამოარტყა მეორემ პირველს. -ჩვენ სასახლეშიც კი არ შეგვიშვებენ, არა თუ მეფეთა დარბაზში!
პირველი განარისხა მეორე მეომრის ქმედებამ და უხეში ბალნით დაფარული სახე დაუმრგვალდა და ბრაზისაგან პომიდორივით გაუწითლდა. ხელები მუშტად შეკრა და ისე ძლიერ დასცხო მის წინ მდგომს, ერთი შექანდა მეორე მეომარი და მერე მიწაზე დავარდა.
-ჭკუა სულ დაკარგე მაგ გამოლაყებულ თავში?! -ამოიროხროხა პირველმა და დავარდნილ მეომარს ზიზღით სავსე მზერა ესროლა. ზე წამოჭრა მეორე მეომარი და გაჩაღდა მათ შორის ბრძოლა. ვერც ერთი ეგუებოდა არ არსებული ნამუსის შერცხვენას და მუშტებ მომარჯვებულები ებრძოდნენ ერთმანეთს.
გოგომ იფიქრა იქნებ ამასობაში დრო ვიხელთო და გავიქცეო და უჩუმრად გაპარვაც კი დააპირა, როდესაც მეოთხე მეომრის მახვილმა თვალმა შეამჩნია და თმაში წაავლო ხელი. არ დაუკვნესია, თუმცა კი სახე ტკივილისაგან ძლიერ დაემანჭა.
ამასობაში მესამე მეომარს, მოჩხუბარების გაშველება მოუსწრია და ახლა, ის ორნი, ერთმანეთს გადარეული თვალებით შესცქეროდნენ და თავიანთ ენაზე იკურთხებოდნენ. ლაფში ამოვლილებს სახე სრულიად გაუხეშებოდათ და მხოლოდ ქონში ჩაძირული წურბელასავით მოსრიალე თვალებიღა მოუჩანდათ.მეოთხე მეომარი, რომელიც კვლავ მის თმებში იყო ჩაფრენილი ალაპარაკდა საერთო ენაზე და თანაც ალმაცერად გახედა მის ხელში სახე დამანჭულ ქალიშვილს.
-მართალია მაჰირი, ჩვენ მეფის კარზე არავინ შეგვიშვებს. ჯობია ეს პატარა ლამაზმანი ჩვენთვისვე დავიტოვოთ. -სახე ბოროტული ღიმილით მოექცა და თვალები სურვილისაგან აუღელდა. -ომგამოვლილებს, სიამოვნება ნამდვილად არ გვაწყენს.
-ყური დამიგდეთ, -დაიღმუვლა წყობიდან გამოსულმა პირველმა. -ნუთუ არ გამოაცხადეს ომის დასრულების შემდგომ, რომ სავსე მთვარეობის მეორე დღეს მიღება გაიმართებოდა მეფის დარბაზში, ჩვენი გულისხმიერი მმართველი კი გულღიად მიიღებდა ყოველივეს, ვისაც კი რაიმე სათხოვარი გააჩნდა მასთან! სწორედ დღეს იქნება სავსე მთვარეობის გარდასული დღე და ჩვენ ამ მიღებაზე შევძლებთ წარვუდგინოთ იგი, როგორც ჩვენი გულითადი ძღვენი და შემდგომ, თავში ქვა კი უხლიათ იმ გაზულუქებულ ნაბიჭვრებს, შეუძლიათ ისე გამოიყენონ ეს გოგო, როგორც თავად მოესურვებათ, თუგინდ მოხუცი მეფის ხარჭად, ან კი მათი ჭუჭყიანი სათლების მხეხავად! მთავარია, ჩვენ რამოდენიმე ქისა ოქროს გამოვკრავთ ხელს!
პირველი მეომრის ნააზრები დანარჩენებსაც ჭკუაში დაუჯდათ და როდესაც, საბოლოოდ წარმოიდგინეს სასახლიდან ოქრო-ვერცხლით დამშვენებულები, როგორ გამოდიოდნენ ქუჩებში ერთხმად გადაიხარხარეს და მოეხვივნენ პირველ მეომარს, რომელსაც მსგავსი ბრძნული იდეა გაუჩნდა.
გადაწყვიტეს, რომ რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, თავიანთ კუთვნილ ქისებს აუცილებლად მიიღებდნენ და ამიტომაც, შემოთავაზებული გეგმის აღსრულებას შეუდგნენ.
არაფერს ამბობდა, არც მეომრებისთვის გაუწევია წინააღმდეგობა ცხენზე რომ შემოსვეს და გააქროლეს. ეს მხოლოდ მიზანთან დაახლოებას ნიშნავდა. ახლა ორი მთვარის მაგივრად პირველივე მთვარეს მიაღწევდა მარმარილოს ზღვის უბეში.
მეომრები არაფერს ამბობდნენ, ჯაჭვის პერანგებით დაფარული მკლავებით ჩასჭიდებოდნენ პირუტყვის უნაგირს და ფინიკის წკნელს უშენდნენ ფერდში.
მიქროდა თოვლივით სპეტაკი ულაყი და მიაქროლებდა მასაც, გარშემო ტყის მაგიერ დიდი გალავანიც გამოჩნდა. ქვით მოკირწყლული ქუჩები და უცხო სანელებლების სურნელით მოფენილი ქალაქი.
ცამდე რომ ააღწია გავარვარებულმა გორგალმა მაშინ მივიდნენ ქალაქში. არსად შეჩერებულან მაშინვე მეფეთა სასახლეში გასწიეს. თვალის მოვლება მხოლოდ ლოდებივით შემდგარ მეომრებისთვის მოასწრო, მაშინვე მკლავში სწვდა მესამე მეომარი რომელიც უკვე მეათასე მესამეს წარმოადგენდა ამდენ წითელ ფორმიანს შორის.
სასახლის კარიბჭე ფართოდ გამოეღოთ და სავსე იყო იქაურობა. ერთმანეთში ჭიანჭველებივით ირეოდნენ სხვა და სხვა წარმოშობისა და ფენის ხალხი. დღევანდელ დღეს, ათასწლეულში პირველად იყო სასახლის კარები მათთვის ღია და ისინიც თვალებ გაფართოებული შესცქეროდნენ აქამდის შორიდან ნანახ დიდებულ სასახლეს.
დარბაზში შეათრიეს, შავი ქვით ნაგებში. უზარმაზარი მაგიდის გასწვრივ სამი სკამი ჩამწკრივებულიყო. იქაურობა სავსე იყო, ბუზებივით ირეოდა ერთმანეთში ხალხი. თითოეული მათგანის თვალთახედვა მაგიდის გარშემო განლაგებული სკამებისკენ იყო მიბჯენილი.
მეომრებმა ცენტრისაკენ მიმავალ გზაზე უხეშად ჩამოიშორეს ხალხი და მკლავის ქნევით მივიდნენ დანიშნულების ადგილას. ვერ იძიებდნენ მოთმინებას, როდესაც საკუთარ, აწ უკვე მისაკუთრებულ ოქრო-ვერცხლს წარმოიდგენდნენ. ათასი მთხოვნელები შემგომ როგორც იქნა მათი ჯერი დადგა, ვერაფრის დანახვა ვერ მოასწრო გოგომ, კოჭის ძვალთან ტკივილი რომ იგრძნო. ლითონის ფეხსაცმელი გვარიანად ჩასცხო „მეორე“ მეომარმა და გოგოც პირქვე დაემხო. ტკივილი სხეულში დაიქსაქსა.
რამდენი ასეთი ტკივილი გამოიარა ორი ზამთრის განმავლობაში დაუთვლელია. პირის მობრუნებას არ აპირებდა, ასე დარჩა. დამხობილი სამეფო საგვარეულო ხალიჩაზე. მეომრებმა ქედი მოიხადეს და ხელის აქნევა დაინახეს თუ არა, მესამემ რომელიც ყველაზე წინ იდგა საუბარი დაიწყო.
ვერაფერი გაიგო, სიტყვებს ვერ არჩევდა, მხოლოდ რამოდენიმე ნაცნობი ბგერა გაარჩია და მათგან წინადადების აწყობა შეძლო. „მიიღეთ ძღვენი ჩვენი.“
რამდენი ხანი საუბრობდნენ მისთვის გაუგებარ ენაზე არ იცოდა, ასეთი ენების აღრევის დამსახურება იყო ის, რომ მხოლოდ საუბრის ნაწილს იგებდა. როგორც ჩანს საკუთარი სიბრძნე განდმოათხია მესამე მეომარმა, რომელსაც შიგა და შიგ ჩაერთვებოდა სულმოუთქმელი პირველი მეომარი. ოცდათხუთმეტჯერ დათვალა საკუთარი თითების რაოდენობა. შემდეგ ნაბიჯების ხმა გაიგო, ძალიან ახლოს. ყურთან.
თავსაბურავი მოაძრეს და თმაში წვდნენ. წამოაყენეს. თვალი გაუსწორა მის წინ მდგომს. თანამდებობით არ უნდა ყოფილიყო მთავარ გენერალზე ნაკლების, ასაკით კი მეფისწულზე დიდი. იუნონას ფერი თვალებიდან იმზირებოდა. მის ირისებში დაინახა ანთებული ქალაქი, ერთადერთი და მოელვარე გადატვირთული ქუჩების ქალაქი.
ჯერ მისთვის გაუგებარ ენაზე ალაპარაკდა, გოგოს შეუვალ გამომეტყველებაზე გაეღიმა, ბაგეები ჩატეხა და ქალაქი გაანათა. ოთხი სიტყვა თქვა საერთო ენაზე, იცოდა მიხვდებოდა.
-მოგესალმები ოქროს რქის უბეში.
გოგოს სიტყვა არ დაუძრავს, თავი დააქნია. აზრი არ ჰქონდა ჩხუბს, ყვირილსა და აყალმაყალს. გეგმა სჭირდებოდა, სანდო და გამჭრიახი გეგმა, არეულობით არაფერი ეშველებოდა.
-ჩემო მეფეო, საერთო ენაზე საუბრობს. -ოკიანისფერ თვალება მიუბრუნდა ყველაზე დიდ ტახტზე მჯდომს და თავი დაუკრა.
მეფეს ნახევარი ფეხი სამარეში ედგა. მის ნაკვთებსა და გამოხედვაში დაინახა ეს. თოვლისფერ წვერ-ულვაშზე და აკანკალებულ ტორებზე შეატყო. სახე ზიზღით დამანჭა მისი შეხედვისას.
მოხუც მეფეს საერთოდაც არ ადარდებდა გვიან შემოსწრებული უცხო მიწელი ქალიშვილი და აპირებდა კიდეც მეომრების უსიტყვოდ გასტუმრებას, ვინაიდან კაცი ვერ დათვლის მერამდენე ქალიშვილი შესთავაზეს ამ დღის განმავლობაში, თუმცა მეფისაგან განსხვავებით ეფისვაჟს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს გოგოს კი არა ქალღმერთს ხედავდა მის წინ, ხატებას.
ხელი უნდა აექნია, სამეფო ბეჭდებით დატვირთული, სიბერისაგან ჩამოწელილი თითები ხელმწიფეს, უფლისწული მისკენ რომ გადაიხარა და ყურში უჩურჩულა. არ იქნებოდა სამი წამი გასული, ახლად მოსულის წინ მდგარი იხმეს ხელმწიფესთან. სამოცი ნაბიჯი გადათვალა გოგომ, სამოცი ლითონის ფეხსაცმელებით განვლილი ნაბიჯი, მეფის ტახტრევანამდე მისაღწევად.
სამოცი ტერფის ამოძრავება აშორებდა წლების მიზანს. მხოლოდ და მხოლოდ სამოცი. თითები მომუშტა და ჰაერის ნაკადით ამოავსო ფილტვები. ახლა გონების მოხმობა ეწადა, მხოლოდ დაფიქრება.
მხოლოდ ბგერებად აღწევდა მეფისა და მთავარსარდლის მოლაპარაკება მის ყურამდე. მაინც არჩევდა გაღიზიანებულ ტონს. ბოლოს მთავარსარდალმა თავი დახარა და მეფის ვაჟს ისე გახედა, თითქოს ქარქაშიდან ხმლის ამოღებას და მის ადგილზე განგმირვას აპირებდა. გოგოს ერთობ გაჰკრა სიამოვნების ტალღებმა, როდესაც მსგავსი რეაქცია შეამჩნია. მთავრსარდალი მორჩილად შებრუნდა და უცხომიწელისკენ დაიძრა. მკლავში უხეშად მოჰკიდა ხელი და წასვლამდე მეომრებს მიუბრუნდა. კვლავ ადგილობრივ ენაზე უთხრა რაღაც, მძიმე ტონით და გაურჩეველი ინტონაციით. მეომრები გაშრნენ. სახიდან ფერები გადაუვიდათ და შემოდგომასავით ჩამოყვითლებული წვერები გადაუთეთრდათ.
როგორც ჩანს მათი გეგმა ოქროს ქისებზე ჩაფლავდა. მათ სახეებზე ამოიკითხა ეს და გულში ესიამოვნა კიდეც, თუმცა კი, სახეზე არაფერი გამოჰხატვია.
მთავარსარდალმა აჩქარებული ნაბიჯით გააშორა იქაურობას. დარბაზში ყველას მზერა მას გაჰყვა, რამოდენიმეს შეძახილიც აღმოხდა. უცხომიწელის არამიწიერმა სილამაზემ მათი ცნობისმოყვარეობა გაიყოლია.
რამოდენიმე მეომარი მიჰყვებოდათ ჩირაღდნებით განათებულ დერეფნებში, ბოლოს შავი კარის წინ შეჩერდნენ. მთავარსარდალმა ზურგს უკან გააპარა მზერა და მეომრები ადგილზე გაშეშდნენ. გოგოს უხეშად უბიძგა და ოთახში შეაგდო, თავადაც შევიდა.
კარი მძიმე, რკინის ურდულით გადაკეტა და უცხომიწელს მიაპყრო მზერა. გოგომ თვალი თვალში გაუყარა. რისი დამტკიცება უნდოდა, ალიონის მზესავით ლამაზი ტან-პირის პატრონს, ზამთრის კუნაპეტ ღამეებ გამოვლილს, რა სურდა, რა დაჰკარგვოდა ამ დაწყევლილ მიწაზე?!
-გიშრისფერი დალალებით და ოკიანისფერი თვალებით ვხვდები საიდანაც იქნები, იმის ცოდნაც კი არ მჭირდება აქ რატომ ხარ და რა მიზნები გამოძრავებს აქაურობის წინაშე, მხოლოდ ერთს გეტყვი. სამ შანს მოგცემ. პირველს ახლა გაძლევ. ამ სარკმლიდან გადაძვერი და გაშორდი ამ სასახლეს, თუ სიცოცხლე არ მოგბეზრებია! -ხმა მკაცრი ჰქონდა, ისეთივე დაბოხებული როგორც მეომრის მახვილს. მოზრდილი წვერით დაფარული პირ-სახე გახევებული. იცოდა ვინც იყო. მაშინვე იცნო.
-ისკანდერ. -მხოლოდ ამ სიტყვებისთვის აამოძრავა ბაგეები და მთავარსარდალი მიხვდა, არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა შეღებულ სარკმელს კედლის ჭრილში.
ის რჩებოდა.

--------------------------
სალამი ბავშვებო, პირველი რაც მინდა გითხრათ ის არის, რომ ამ ისტორიას ნაკლებად აქვს შეხება ისტორიულ მოვლენებთან, ძალიან მწირად.
შემდეგ იმის თქმა მინდა რომ მალ-მალე ავტვირთავ აუცილებლად.
დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში♥

№1  offline წევრი tamuna.s

დასაწყისი ძალიან მომეწონა.

№2  offline წევრი mariam m.k

Gansxvavebuli da sainteresoa amaos mets agar getyvi vnaxot rogori iqneba shemdeg tavebshi da imis mixedvrit getyvi aw rogor momewona. kargi ar ufro kargi iyo

№3 სტუმარი სტუმარი nancho

ძალიან მდიდარია აღწერით და ეპითეტებით,რაც საინტერესოა,ანუ არ წერ ბანალურად,ისტორიაც თავისთავად კარგია,მერე რა,რომ ფაქტებზე არ წერ,მთავარია წარმოსახვის უნარი გაქვს და მდიდარი ხარ აზრებით და სიტყვებით,გააგრძელე.,

№4 სტუმარი სტუმარი mzia

Yochag Ananooo. Warmatebebi.????????????

№5  offline წევრი ნეფერტარი

საზურგეში >> ზურგზე მოკიდებულ აბგაში>> ზურგჩანთაში... საზურგე -არა. :)

გაზუთხული>>გაზითხული (გაზუთხვა დაზეპირებას ნიშნავს).

რატომ "დასავლეთის ჯადოქარმა" მაინც და მაინც? >> პასუხს საჭიროებს.

ალიონის ცისფერი თვალები>>ალიონივით ცისფერი თვალები. :)

ასევე თვალები ვარსკვლავებს ვერ გაანათებს, მაგრამ თვალები შეიძლება ვარსკვლავივით ბრწყინავდეს, ენთოს, ციმციმებდეს და ა.შ.

თვალის ფერში ჩამოყალიბდით, ან ირისი -ზამბახია ქართულად, ან აგავის ყვავილის ფერი, ან ალიონივით ცისფერი, >> ერთ-ერთი ამოირჩიეთ. ყველა სხვადასხვა ფერია და სინონიმებად არ გამოდგება. :) ირისი -ლათინურის კალკია, რომანი ქართულად იწერება ხომ?

მეტალის ფეხსაცმელი არა>> მძიმე ფეხსაცმელი, მეტალი ქართულად ლითონია... მეტალი რუსული /ინგლისური კალკია. :

თუ შემდეგი სცენა სადღაც დარბაზში ხდება, მაშინ მეფე ტახტრევანში ვერ იჯდება, ტახტზე იჯდება, ტახტრევანი ქუჩებში გადასაადგილებელი უბორბლებო ეტლი იყო, რომელიც მონებს ხელით მიჰქონდათ. მეფეც არასწორი სიტყვა მგონია, რაკი კონსტანტიოლში ხდება ამბავი, ესე იგი ბიზანტიის იმპერიას ეხება, ბიზანტიას არა მეფე, არამედ იმპერატორი ჰყავდა.

არის კიდევ წვრილმანი სტილისტიკა შესასწორებელი, ვერ ვაკოპირებ ტექსტიდან რომ ზუსტად გადმოვიტანო. ეს რაც დავწერე წინა კომენტარში, მთავარი ნაწილებია რაც აუცილებლად უნდა გასწორდეს.

თხრობა კარგია და საინტერესო, ჩამთრევი და ძარღვიანი...
ოღონდ გარეთ დაჭერილ უბირ გოგოს, ბიზანტიის იმპერატორთან არავინ შეიყვანდა, ყველაზე დიდი მსახურთუფროსისთვის ეჩვენებინათ და იმას დაეტოვებინა თავისთან რომ კარგი მსახური გამოეზარდა მისგან ან კარგი ექიმი... :)

ახლა რაც გავაკეთე, ამას რედაქტირება ჰქვია. რაკი ბიზანტიაზე წერთ, გადახედეთ ისტორიულ მომენტებს ბიზანტიასთან მიმართებით, ძალიან გამოგადგებათ.

№6  offline მოდერი lemongiirl

ნეფერტარი

აუცილებლად შევასწორებ ამ ყველაფერს❤️ მიხარია რომ რედაქტირებაში მეხმარებით ისედაც ვფიქრობდი როგორ გამეუმჯობესებინა. რაც შეეხება თვალების ფერს, ირისებში აშკარად ავირიე მაგასაც გამოვასწორებ. ❤️

№7  offline მოდერი lemongiirl

Anano Magradze

ირისი თვალის ფერადი გარსია. ფერს არ გულისხმობს არანაირს.

№8  offline წევრი ნეფერტარი

მით უმეტეს თუ თვალის ფერადი გარსია, არაფერშია საჭირო, მხოლოდ თვალის ფერზე გააკეთეთ აქცენტი.

კიდევ რა ვერ გავიგე, თვალებში -ქალაქები, თვალებში არანაირი ქალაქები არ ირეკლება. ამ ეპითეტს უნდა შეელიოთ მთელ ტექტსტში. ყველაფერი ახლოს უნდა იყოს სინამდვილესთან. :)

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent