შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამიზნე (6 თავი)


19-10-2018, 21:20
ავტორი naattii
ნანახია 2 278

აფეთქებას მოყოლილმა ტალღამ საკმაო ძალა გამოაცალა ანდრიას, მაგრამ როგორც კი ჯაბას განწირული ბღავილი გაიგონა, მაინც შეძლო ფეხზე წამოდგომა. ნათია იქვე ეგდო კარებთან და ზემოდან ჯაბა დაჰყურებდა, როგორც ჩანს აფეთქებისას თავში რაღაც მძიმე მოხვდა, თავი გატეხილი ქონდა და ნახევარი სახე სისხლისგან ქონდა მოთხვრილი.
-ცოცხალია, გესმის ჯაბა? ცოცხალია_ხელი დაკრა ანდრიამ ბიჭს ბეჭზე პულსის გასინჯვის შემდეგ.
-კერესელიძე_პოლკოვნიკის ხმით დასჭექა როცა მიხვდა ბიჭი ყურადღებასაც არ აქცევდა.
-ხო, მესმის, გავიგონე, ჯანდაბა, კიდევ კარგი_ნათიას ხელჩაბღუჯული დაადო გოგოს გულზე თავი და აქამდე ნაკავები ცრემლი გადმოუშვა, ცოცხალი იყო, მთავარია ცოცხალი იყო, სხვას უშველიდნენ, დაზიანებები არ იყო მნიშვნელოვანი.
-ბიჭებო, გარეთ გამოდით_ყიფიანის ჩაწყვეტილი ხმა გაისმა გადამცემებში და ანდრიაც ქუჩისკენ წავიდა, აბდული მის ბიჭებს უკვე გაეყვანათ, ყიფიანი სათვალთვალო პუნქტიდან გამოსულიყო და ყიფშიძესთან ერთად დახრილიყო კაცის სხეულთან.
ყველაფერი ამოუბრუნდა ანდრიას მიახლოებულმა სხეულში მამალაძე რომ ამოიცნო, ბიჭი აფეთქებაში მოყოლილიყო და ლამის მთელი სხეული დანაწევრებოდა. თვალები დახუჭა პოლკოვნიკმა და ახლოს მდებარე კედელს მიეყუდა, რამდენიმე წამით მომხდარს იაზრებდა, გონებიდან მეგობრის სისხლიანი სხეული არ ცილდებოდა და ბოლოს რაც ახსოვს კედლის ჩამტვრევა იყო, შემდეგ უკვე გაელვებასავით ამოუტივტივდა გონებაში მომხდარი, ყიფიანმა როგორ გაკოჭა, ყიფშიძე როგორ ცდილობდა თანამებრძოლის სხეულის ერთად თავმოყრას გადმოსვენება რომ შეძლებოდა და ბოლოს ლამის ქალივით ატირებული კერესელიძე, რომელიც მართალია ცივ ასვალტზე დავარდნილიყო მუხლებით, გონდაკარგულ ნათიას ხელს არ უშვებდა. დანარჩენი ბინდს მოეცვა და არც შეუწუხებია თავი დიდად ყველა დეტალი გაეხსენებინა.
მალევე შეძლო თავი ხელში აეყვანა, ის უფროსი იყო, ყველაზე ნაკლები სისუსტე მასში უნდა დაენახათ, არ უნდა გატეხილიყო, სული ეწვოდა, მაგრამ ოთახში შეკრებილებთან ქვის სახით შევიდა. თავშეხვეული ნათია თავის ადგილზე იჯდა, ამჯერად გვერდით ჯაბა ეჯდა და დაწოლას ეხვეწებოდა შერყევა გაქვს ძლიერიო. ყიფიანი ფანჯარასთან ეწეოდა, ყიფშიძე კი ჯერ კიდევ ხელებს უხახუნებდა შარვალზე, თითქოს მეგობრის სისხლის მოშორებას ცდილობსო. მამალაძის ადგილი თითქმის ყვიროდა იმდენად განცალკევებით მოგეჩვენებოდათ მაგიდასთან მისი სკამი.
-რატომ არ წევხარ?_სიჩუმე ანდრიამ დაარღვია და ნათიას მიმართა.
-მაგის დროა?_შეკავებული ტირილი იგრძნობოდა ქალის ხმაში.
-როდის გადაასვენებენ?_არც მობრუნებულა ისე იკითხა ყიფიანმა.
-უკვე გაფრინდა თვითმფრინავი საათ ნახევრის წინ, ახლა მთავარია ოჯახს შევატყობინოთ_თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა კერესელიძემ და ანდრიას გადახედა, ბოლო სიტყვები უფროს ეკუთვნოდა.
-და ყავს თბილისში, დავურეკავ_მძიმედ წამოდგა ანდრია და სანამ ოთახს დატოვებდა ბოლო სიტყვა დატოვა -ქალბატონი ექიმი როგორც კი გონს მოვა გამაგებინეთ, ბევრი რამ აქვს ასახსნელი.

გონს მოსულს მაშინვე გაახსენდა სარდაფში ჩაკეტილი ქალი და სახლში შებრუნდა, ორი კაცი აბდულის რიგებიდანაც დაღუპულიყო, აი სარდაფი კი ხელუხლებლად ჩანდა, მოხერხებულად ჩაძვრა გადახლეჩილ კარში პოლკოვნიკი და დასუსტებული სხეული სულ იოლად ამოიყვანა სამშვიდობოს, გოგო ახლა მის ოთახში იწვა და ყველა მის გაღვიძებას უცდიდა.
დაგეგმვის ოთახში წიგნაკი გამოიღო უჯრიდან ანდრიამ და ნომრის ძიება დაიწყო. მალევე იპოვა თუმცა ცხოვრებაში პირველად აკანკალებულმა თითებმა არ მისცა უფლება ციფრები აეკრიბა. როგორც იქნა ზუმერიც გაისმა და მალევე გაიგონა ანდრიამ ქალის ხმა.
-გისმენთ?
-ქალბატონ ნიას ვესაუბრები?
-დიახ, ვინ ბრძანდებით?
-პოლკოვნიკი ანდრია არსენიძე, განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი.
-პოლკოვნიკი ანდრია? ანდრია შენ ხარ? ასე ოფიციალურად რატომ მირეკავ? ღმერთო, ჩემი ვაჩე, ანდრია ვაჩე ხომ კარგადაა?_ბოლო სიტყვებზე ცრემლები დაეტყო ქალის ხმას, ღრმად ამოისუნთქა ბიჭმა, ეს ადრეც გაეკეთებინა, მაგრამ ვაჩეს ოჯახს ახლოს იცნობდა, ნიასაც, მის ქმარსაც, ბევრჯერ ყოფილნ ერთად და კარგი დროც უტარებიათ.
-ვწუხვარ ნია, ისიც არ ვიცი რა უნდა გითხრა_წამში გააბრუნა თვალზე მომდგარი მარილიანი სითხე უკან და თვალები თითებით მოისრისა. ესმოდა ნიას გულამოსკვნილი ტირილი კივილსაც ურევდა ხოლმე და ისიც გაიგონა ქმარი როგორ აწყნარებდა რა მოხდაო.
-ჩემი ვაჩეეეე_კივილს არ წყვეტდა ნიას ხმა, თუმცა უკვე შორიდან ესმოდა, ალბათ ტელეფონი ძირს გაუვარდა, ამ ფიქრებში იყო ანდრია წამიერად რომ შეწყდა კივილის ხმა და ახლა უკვე გიორგი ყვიროდა ცოლის სახელს, როგორც ჩანდა ქალს გული წასვლოდა. გათიშული ტელეფონი მაგიდაზე მიაგდო ანდრიამ და გამეტებით დაარტყა ხელი მაგიდას, შეახსენა თავი საათების წინ მიღებულმა ჭრილობამ, მაგრამ თითქო არც უგრძვნია ისე წამოიმართა და რაზმთან დაბრუნდა.
-ორ დღეში მივდივართ, ნიას ვჭირდებით_ამოხვნეშით თქვა და ყველამ რომ თავი დააქნია ჯაბას ხმაც გაისმა.
-ნათიას ფრენა რომ არ შეიძლება?_სხვა სიტუაციაში ნამდვილად გაეცინებოდათ ჯაბას უადგილო კომენტარზე, მაგრამ ახლა ამის სურვილი არავის ქონდა.
-შენ ხო არ გაკლია_ფეხზე წამოხტა გოგო -მე ცოცხალი მაინც ვარ, იმ ბიჭს კი წესიერად ვერც დაიტირებენ, კუბოს თავსაც ვერ მოხდიან, საკუთარი დაც კი ვერ დაემშვიდობება და შენ რა აზრები გაწუხებს?
-მე უბრალოდ შენთვის ვამბობ_თავი ჩაღუნა ჯაბამ და შუბლი თთებით მოისრისა.
-ხოდა ნუ ამბობ, შენთვის შეინახე შენი უაზრო ზრუნვა_გაცეცხლებულმა დატოვა ნათიამ ოთახი.
-როგორ დამღალეთ, არ შეიძლება ეს დედა მოტ****ლი მიხვიდე და უთხრა ყველაფერი?_მობეზრებით აიქნია ხელი ყიფიანმა.
-შენ საქმეს მიხედე_მაშინვე შეუბღვირა კერესელიძემ და ანდრიას გადახედა -აბდული?
-წასვლამდე უნდა ვნახო და კიდევ ერთი, ამ ქალბატონს ასე პირდაპირ ვერ ჩავიყვანთ, სამიზნეა შეგახსენებთ.
-მაშინ რა უნდა ვქნათ?
-რომელიმე ჟურნალისტს ჩუმად ჩააწვეთეთ, ერთი ორი ფოტო ქუჩაში ჩუმად სამხედროებთან ერთად გადაღებული და მორჩა, ვეღარ გაბედავენ._პირველად მოუკიდა სიგარეტს ანდრიამ.
-მართლა ღირსი რომ იყოს?_ყველას ფიქრი გააჟღერა კერესელიძემ.
-სიკვდილის ღირსი არავინაა_კედელს მიშტერებულმა გააჟღერა ყიფშიძემ ანდრიას სათქმელი და ოთახიც მალევე დატოვეს.

ვერ მოითმინა და თავის ოთახს მიაკითხა ანდრიამ, გოგოს კი ისევ ეძინა, ეს უკვე ნორმას აღარ გავდა, ახლოს მივიდა პოლკოვნიკი და დაკვირვება დაიწყო, დალურჯებები მრავლად ქონდა ყოფილ ტყვეს, ასევე ნაკაწრიც, ზურგზე მოუჩანდა როზგის კვალი, ფეხზეც ქონდა უკვე მოშუშებული შრამები. ეს ყველაფერი კი ხელს არ უშლიდა ანდრიას დაესკვნა, რომ გოგო საკმაოდ ლამაზი გახლდათ, ასე დასუსტებული და თვალებ დახუჭულიც კი. თავისი თავის გამოჭერის შემდეგ სწრაფად გასწორდა ანდრია წელში, მიმოიხედა, თითქოს შეამოწმა ხომ არავინ გამომიჭირაო და ჩაახველა, შემდეგ ისევ გადაიხარა გოგოსკენ და ნჯღრევა დაუწყო ნაზად.
-ნანო, ნანო გაიღვიძე.
-მმმმმმმმმმ
-ზმუილს ვერ ვთარგმნი, გაიღვიძე.
-რა ხდება? სად ვარ_რამდენიმე წამში ცოტა მოფხიზლებულმა გოგომ როგორც კი უცხო ოთახს მოკრა თვალი, წამში აეკრა ლოგინის თავს და შეშინებულმა გადმოხედა მისკენ გადახრილ გაშეშებულ ანდრიას. კაცმა მაშინვე წაიკითხე ყველა გრძნობა ნანოს თვალებში რა წამსაც კი გაელდებოდა, ჯერ დაბნეულობა, შემდეგ გაკვირვება, ბოლოს სიხარული და სულ ბოლოს რატომღაც მისდა გასაკვირად მოეჩვენა თითქოს ქალის ღიმილში ირონია გაკრთა.
-გადავრჩი? ანუ გადავრჩი? თუ თქვენც მოსაკლავად ამიყვანეთ?_აღელვებული ელაპარაკებოდა თითქოს, მაგრამ რატომღაც ანდრიამ სიცრუე დაიჭირა და წარბებშეკრულმა ამოილაპარაკა.
-შენ მოკვლას არავინ აპირებს, ჩვენი დავალება შენი პოვნა იყო და გიპოვეთ, ნუ თავდაპირველი დავალება_უფრო თავისთვის ჩილაპარაკა ბოლო სიტყვები და ხველებად გაასაღა.
-ანუ სახლში დამაბრუნებთ?
-ნამდვილად, ორ დღეში მივფრინავთ, მანამდე კი ცოტა საქმე გვაქვს, შენც მოგიწევს რაღაც-რაღაცეების ახსნა_დაკვირვებული თვალი არ მოუშორებია გოგოსთვის ნამდვილი გრძნობების წასაკითხად და გაკვირვებისგან ლამის ყბა ჩამოუვარდა გოგოს ამაყად აწეულ თავზე.
-მოსაყოლი არაფერი მაქვს.
-გაქვს და თან რამდენი_თავი გადააქნია ანდრიამ.
რაღაცის სათქმელად დაღებული პირი წამში დაეხურა ნანოს კარში გამოჩენილ აღელვებულ და აქოშინებული კერესელიძეს რომ მოკრა თვალი:
-სწრაფად წამოდი ანდრია, სასწაული ამბავი მაქვს_და თვალებ აციმციმებული გაუჩინარდა ისევ.


ექოდ ისმოდა ცარიელ დერეფანში ბოლო კარისკენ მიმავალი კაცის გაპრიალებული ფეხსაცმლის ხმა, კაცის, რომელსაც ნაბიჯებზეც ეტყობოდა აღელვება, გამწარებული ისმევდა შუბლზე მომარჯვებულ ცხვირსახოცს და სათქმელ სიტყვებს აწყობდა, როგორ ჯობდა რომ ეთქვა? იქნებ შეეპარებინა? თუ პირდაპირ ეთქვა? ჯანდაბა, ამდენს მისი ბებერი გული ვეღარ გაუძლებდა, პირდაპირ შეხსნა კარი და პირისპირ დაუდგა მინისტრს. გენერლის შეშლილ სახეზე ფეხზე წამოდგა კაცი და კალამი მაგიდაზე დააგდო.
-დავიღუპეთ, იპოვეს, ცოცხალია და ანდრიასთან ერთად ბინაშია.



№1  offline წევრი Nano Goduadze

ჩემმა ორმა ცალმა ერთმანეთი იპოვააა❤ როგორ მიხარიაა :* აწი იწყება თუ იწყება (?) ^^ როგორ ველოდები შემდეგ თავსსს ^^

 


№2  offline მოდერი naattii

Nano Goduadze
ჩემმა ორმა ცალმა ერთმანეთი იპოვააა❤ როგორ მიხარიაა :* აწი იწყება თუ იწყება (?) ^^ როგორ ველოდები შემდეგ თავსსს ^^

❤️❤️❤️ ვნახოთ რამდენ ხანს ეყოლებათ ერთურთიი :P

 


№3  offline წევრი nini :)

აუ რა ხდება ნანოს თავს რა საინტერესოააააა......
ან რას მალავენ.... რაღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს......
ანდრეას ჯგუფს მეტი აღარაფერი დაემართოს დაააა......

 


№4  offline მოდერი naattii

nini :)
აუ რა ხდება ნანოს თავს რა საინტერესოააააა......
ან რას მალავენ.... რაღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს......
ანდრეას ჯგუფს მეტი აღარაფერი დაემართოს დაააა......

როგორ გელოდებოდი, მეთქი სულ დამივიწყათქო :( ოო აი ნანოს რა ჭირს ეგაა საქმე :D

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა-მარია

აუ როგორ ველოდებოდი ისტორიას და როგორ გავბრაზდი წინა თავზე კომენტარის დაწერა, რომ ვერ მოვახერხე :( მამალაძე შემეცოდა ძალიან. დედა აქ რეები ხდება თურმე. აბდულიკო ქართულად არ აჭიკჭიკდა? გენერალსაც როგორ აეწვა ერთი ადგილი ნენეს გადარჩენის გამო? რას მალავენ შენი გმირები? ვფიქრობ და ჯერ ვერ მივხვდი. გელოდები ახალი თავით და წარმატებები შენ :*

 


№6  offline წევრი nini :)

naattii
nini :)
აუ რა ხდება ნანოს თავს რა საინტერესოააააა......
ან რას მალავენ.... რაღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს......
ანდრეას ჯგუფს მეტი აღარაფერი დაემართოს დაააა......

როგორ გელოდებოდი, მეთქი სულ დამივიწყათქო :( ოო აი ნანოს რა ჭირს ეგაა საქმე :D

შენ და შენს საყავრელ ისტორიებს როგორ დავივიწყებ ❤

 


№7  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ძალიან დამაინტრიგე აი ძალიან!!! მეწყინა რომ ერთი კაცი მოუკვდათ:/ პლიუს ნათიაზეც მეფიქრება ერთი მაგ გოგოს შემოარტყი რამე გაახილოს თვალები გვერდით რა ბიჭი ყავს!!!
რატომღაც მგონია ნანო რაღაცას მალავს :/ კაია ანდრეა რომ ხვდება ჭკვიანია ეს ტიპი და მომკალით :დ
თან გამოვიჭირე ნანუჩკას როგორ შეუჟუჟუნა თავიდან თვალები ;დ ვნახოთ ვნახოთ ავტორო შენგან ყველაფერს მოველი :დ გელოდები მოუთმენლად და გამაოცე ♥️

 


№8  offline მოდერი naattii

სტუმარი ანა-მარია
აუ როგორ ველოდებოდი ისტორიას და როგორ გავბრაზდი წინა თავზე კომენტარის დაწერა, რომ ვერ მოვახერხე :( მამალაძე შემეცოდა ძალიან. დედა აქ რეები ხდება თურმე. აბდულიკო ქართულად არ აჭიკჭიკდა? გენერალსაც როგორ აეწვა ერთი ადგილი ნენეს გადარჩენის გამო? რას მალავენ შენი გმირები? ვფიქრობ და ჯერ ვერ მივხვდი. გელოდები ახალი თავით და წარმატებები შენ :*

მადლობაა <3

ტკბილიწიწაკა
ძალიან დამაინტრიგე აი ძალიან!!! მეწყინა რომ ერთი კაცი მოუკვდათ:/ პლიუს ნათიაზეც მეფიქრება ერთი მაგ გოგოს შემოარტყი რამე გაახილოს თვალები გვერდით რა ბიჭი ყავს!!!
რატომღაც მგონია ნანო რაღაცას მალავს :/ კაია ანდრეა რომ ხვდება ჭკვიანია ეს ტიპი და მომკალით :დ
თან გამოვიჭირე ნანუჩკას როგორ შეუჟუჟუნა თავიდან თვალები ;დ ვნახოთ ვნახოთ ავტორო შენგან ყველაფერს მოველი :დ გელოდები მოუთმენლად და გამაოცე ♥️

ვცდილობ ყოველ თავში ჩავდო გაოცებისთვის ელემენტები :დ <3

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

ვინ არის ეს ბანკი... რატომ მგონია რომ ძალით ექიმია და საკმარისზე მეტი იცის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent