შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფანჯრების მწმენდავი თავი. 10


22-10-2018, 00:26
ავტორი melanqoliki
ნანახია 10 027

ნიკამ ადრიანად გაიღვიძა. სწრაფად მოწესრიგდა და გადაწყვიტა, სანამ ნენე და ლიზა გაიღვიძებდნენ საუზმე გაემზადებინა. მაცივრიდან კვერცხი და ბოსტნეული გამოიღო, სამზარეულოს მაგიდაზე დააწყო და ომლეტის მომზადებას შეუდგა. წინა დღეს ნაყიდი ფორთოხლებისგან წვენი დაწურა, შემდეგ კი სენდვიჩების გამზადებას შეუდგა. მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაამზადა მაგიდა გაშალა და ოთახში შეიჭყიტა.
_ ლიზა _ ხმადაბლა დაუძახა გოგონას და გაუღიმა.
_ ნიკუშ, გათენდა უკვე? _ თვალები მოიფშვნიტა და ბავშვს გადახედა, მერე კი კაცს შეხედა და საპასუხოდ გაუღიმა.
_ კვატუნაც გააღვიძე და ვისაუზმოთ რა, ყველაფერი მზადაა_ საწოლს მიუახლოვდა და ბავშვს პატარა თითები დაუკოცნა.
_ რა კარგი სუნია ნიკუშ, შენ რომ არ მყავდე_ ლიზა ლოგინზე წამოიწია და აცრემლებული მიაშტერდა კაცს.
_ კვერცხის შეწვა ყველამ იცის _ ჩაიცინა ნიკამ და თვალი ჩაუკრა.
_ ნიკუშ ბლინებიც გააკეთე?_ ნახევრად მძინარე ბავშვმა ცალი თვალი გაახილა და ბუტბუტი განაგრძო _ ბაღშიც არ წავალ?
_ გაიღვიძა დედას კვატიამ, ბაღში არ უნდა დედას ცხოვრებას? _ ბავშვს ჩაეხუტა და ძლიერად მიიკრა გულზე.
_ არა, არ მინდა, ასე მინდა დე _ საყვარლად ჩაიკისკისა პატარამ, კაცს ხელი მოკიდა, ლოგინის შუაში ლიზასა და ნიკას შორის მოთავსდა და გაინაბა.
_ ახ, შე პატარა კვატია _ შეუღიტინა კაცმა და ორივე ძლიერად ჩაიხუტა.
_ კვატიებსაც შიათ, თან ბაღში საჭმელების კეთება არ იციან _ დაიბუზღუნა და ლოგინზე ხტუნაობა დაიწყო.
_ ვჭამოთ დე, მერე კიდე ნიკუშას გავყვეთ თეატრში და ვნახოთ, როგორ თამაშობს.
_ მართლა, მართლა? _ ბავშვმა ხტუნაობა შეწყვიტა და გაფართოვებული თვალებით მიაჩერდა ლიზას.
_ ჰო, დედი მართლა მართლა _ ლოყაზე აკოცა და სამზარეულოსკენ გაიყვანა.
_ ყავას დალევ თუ ჩაის?_ კაცმა ჩაიდანი გაზქურაზე შემოდგა და სიგარეტის კოლოფს დაუწყო ძებნა.
_ მე პატარების ყავას არ მიკეთებთ? _ საყვარლად ატიტინდა და ნიკუშასკენ ეშმაკური მზერა გააპარა.
_ პატარების? და დიდების რო დაგალევინო?
_ მინდა _ მოკლედ მოუჭრა პასუხი და გახარებულმა ჩაიხითხითა
ნიკამ კარადიდან პატარა ფინჯანი ჩამოიღო და პატარას ცხელი კაკაო დაუსხა.
_ რა კარგი სუნი აქვს, დე ნახე მეც ვსვამ ყავას _ გახედა მის გვერდით მჯდომ გოგონას, რომელიც სითბოთი სავსე სახით შეჰყურებდა.
_ ნელა დალიე ოღონდ დე, ცხელია ჯერ _ ფინჯანი თავისკენ მოიწია და სული შეუბერა
_ მე მანამდე კვატიებს მოვიყვან _ წამოხტა პატარა და ოთახისკენ გაირბინა.
_ სევდიანი მეჩვენები_ სიგარეტს მოუკიდა ნიკამ და ლიზას წინ, სამზარეულოს სკამზე ჩამოჯდა.
_ ცოტათი _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ბავშვს გახედა
_ გუშინდელის გამო დარდობ?_ ფანჯარაში გააბოლა და სახე დაუსერიოზულდა, გრძელი თითებით სიგარეტი ნერვიულად აათამაშა.
_ ყველაფერი სიზმარს გავდა, თითქოს რაც მოხდა, რეალობა არ იყო, აჰ მეთვითონაც არ ვიცი როგორ აგიხსნა,_ თავი გააქნია და ფინჯანს მიაშტერდა.
_ ვიცი, ადვილი არაა, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, მინდა რაღაცას შემპირდე და არ მომატყუო _ კაცმა სიგარეტი ჩააქრო და მაგიდაზე გადმოიწია.
_ რას? _ ქვემოდან ამოხედა და თვალები აუცრემლიანდა.
_ იმ ნაბი* ვართან აღარასდროს იქნები _ მუშტი შეკრა და სახეზე სიძულვილი აესახა.
_ ნიკუშ... იცი... _ სიტყვა გაუწყდა და ხმა აუკანკალდა.
_ მე ერთი რამ ვიცი ლიზა_ ნიკაპზე ხელი მოკიდა, თავი მაღლა ააწევინა და თვალებში ჩახედა._ არასდროს დავავიწყდება რა დღეში ჩაგაგდო იმ ნაგავმა და ძალიან გთხოვ, იგივე შეცდომას ნუ გაიმეორებ, ხელახლა ნუ მისცემ ამის უფლებას. რამე რომ გაბედოს იცოდე, ჩემი ხელით ჩავაძაღლებ, ყველაფერზე ვარ წამსვლელი.
_ ნიკუშ, გთხოვ _ თვალს მომდგარი ცრემლები სწრაფად მოიწმინდა და შეეცადა თავი შეეკავებინა.
_ რას მთხოვ? _ გაღიზიანდა კაცი
_ მინდა რომ მიზეზი გავიგო, მიზეზი იმისა, რატომ დამტოვა მარტო_ ჩურჩულით უპასუხა და ბავშვისკენ გაიხედა, რომელიც თამაშით იყო გართული და სულ დავიწყებოდა ყველაფერი.
_ და მერე? განა ამით შეიცვლება რამე? ვერ გამიგია, ნუთუ ვერ ხვდები, რომ ამით ყველაფერს ართულებ?_ წაბლისფერი თმა ნერვიულად გადაიწია და სიგარეტს მოუკიდა.
_ მინდა, რომ ვიცოდე, რა დავაშავე, რა ვერ მივეცი, რამ გამოიწვია ყველაფერი ეს, ნიკუშ გთხოვ, ნუთუ არ გესმის? _ ფეხზე წამოდგა და ხელებით განაგრძო საუბარი
_ ის, ხომ ნენეს მამაა_ ჩაიჩურჩულა
_ მამა? მამა? და სად იყო ეგ მამა გაბერილი მუცლით რო დადიოდი? სად ჯანდაბაში ეგდო ეგ სი*ი
საჭმლის ფული რო არ ქგონდა? მაშინ რას აკეთებდა ნერვიულობისგან და დარდისგან დასუსტებულმა, ძლივს რო იმშობიარე და აპარატზე გყავდა ბავშვი მიერთებული? მარია? ან მაგ დროს სად ეგდო? კიდევ ბევრი უნდა გავაგრძელო? არა, სულელი ნამდვილად არ მეგონე ლიზა._ ნერვიულად დაასრულა და სახეზე წითელი ფერი დაედო.
_ ყველაფერი მახსოვს, მათ შორის ისიც როგორ ვუყვარდი, როგორ მჩუქნიდა საჩუქრებს, მიკითხავდა ლექსებს, ვსეირნობდით ქარში, წვიმაში, ვემალებოდით კოტეს და... _ ვეღარ გაუძლო და ატირდა, ჩუმად ტიროდა და ენატრებოდა ის დრო, როცა ყველაფერი ასეთი ლამაზი, სასიამოვნო და ადვილი ეჩვენებოდა.
_ ძალიან გთხოვ რა, ნუ ტირი, ეს ყველაფერი იმიტომ არ მითქვამს, რომ შენთვის მეტკინა _ მიუახლოვდა და დამშვიდება სცადა.
_ ნიკუშ, გუშინ ვუყურებდი და არ მჯეროდა, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, არც კი მეგონა, შოკში ვიყავი. ყველაფერი ერთმანეთში ამერია, სიცილი, ტირილი,..._ ცრემლები მოიწმინდა და ამოისუნთქა.
_ ჯობს ჭამო, ყველაფერი გაცივდა _ გაწყობილ მაგიდას გადახედა
_ მინდა ბოლომდე გითხრა, ვიცი ბრაზობ, არ გინდა შევცდე, მაგრამ ჩემს თავს ხომ ვერ მოვატყუებ. ვერ გავიაზრე რა ხდებოდა, ან რა გავაკეთე, მაგრამ დილით საშინელი მონატრება ვიგრძენი და მივხვდი, რომ ისევ მიყვარს. _ წინადადება დაასრულა და გაოგნებულ კაცს შეხედა, რომელსაც ვერ მოეფიქრებინა საპასუხოდ რა ეთქვა და გაოცებული უყურებდა.
_ შენი არ მესმის ლიზა _ როგორც იქნა დუმილი დაარღვია
_ ჩემი თავის არც მე მესმის, უბრალოდ ვიცი რასაც ვგრძობ._ ხმაში სევდა შეეპარა
_ ახლა რა უნდა ქნა? უნდა დაელოდო როდის გამოჩნდება ისევ, მერე ბავშვი ანახო და დიდხანს და ბედნიერად იცხოვროთ? _ ნერვიულად გაიღიმა და ირონიით სავსე იმიტირებული ბედნიერება განასახიერა.
_ არა, მასთან ყოფნას არ ვაპირებ და არც ბავშვზე ვეტყვი რამეს, უბრალოდ მინდა ყველაფერი გავარკვიო და მთავარი მიზეზი გავიგო. აღარ მინდა ტყუილში და ვარაუდებში ცხოვრება.
_ როგორც ჩანს შენ, ყველაფერი დაგავიწყდა, ლიზა _ გაოგნებულმა გააქნია თავი და კიდევ ერთ ღერს მოუკიდა.
_ არაფერი დამვიწყებია ნიკუშ _ წყლიანი თვალებით შეხედა და თანაგრძნობის მოლოდინში გაინაბა.
_ ასე მგონია გუშინ დასაძინებლად კი არა ტვინის გამოსარეცხად გაგიშვი _ ნერვიულად დაარტყა ნაპასი და ფანჯარაში გადაეყუდა.
_ კარგი რა ნიკუშ _ ფეხზე წამოდგა და ახლოს მივიდა
_ კოტესაც ხომ არ შეურიგდებოდი? იქნებ დაგვერეკა გვენახა და ერთად გველაპარაკა. გაგვეგო ერთი, რა ედო თავში, მარიას რო ურტყამდა და ძვირფას გალიაში გამოკეტილი, საამაყო ჩიტებივით რო ყავდით. _ გამწარებულმა ცინიკურად განაგრძო საუბარი.
_ გთხოვ, უარესად ნუ მტკენ რა _ მხარზე თავი მიადო და ამოიოხრა
_ არ მეგონა ასეთი რეაქცია თუ გექნებოდა, როგორ შეიძლება გიყვარდეს ადამიანი, რომელმაც ასეთ დღეში ჩაგაგდო იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მის გამო გააკეთე._ ვერ წყნარდებოდა ნიკა
_ ნუ მაფიქრებინებ, რომ ეს ყველაფერი არ უნდა მეთქვა _ თვალებში ჩახედა და ტანში უცნაურმა, შიშის შეგრძნებამ გაიღვიძა.
_ ძალიან მინდა გაგიგო, მაგრამ არ გამომდის და ყველაზე საშინელი იცი რა არის? იცი, რომ არასწორია ეს ყველაფერი სიგიჟეა, მაგრამ მაინც მზად ხარ ყველაფერი აპატიო, მგონი უკვე აპატიე კიდეც _ ფანჯარა მიაჯახუნა და ჩუმად შეიგინა.
_ არ მინდოდა შენი განერვიულება _ უნდოდა თმაზე მოფერებოდა,ან ჩახუტებოდა, მაგრამ ნიკა სამზარეულოდან გავიდა და ოთახიდან ბავშვი გამოიყვანა.
_ სულ გაგიცივდა დიდების ყავა კვატია _ ბავშვი პატარა სკამზე დასვა, თმა აუკეცა და კარაქიანი პური პატარა კუბიკებად დაუჭრა, ცდილობდა ყურადღება გადაეტანა და დაძაბულობა არ შეემჩნია.
_ ჩუქუ ჩუქუებს მიკეთებ?_ ატიტინდა ბავშვი და ფინჯნიდან გრილი კაკაო ხმაურიანად მოხვრიპა.
_ მატარებელი მოვიდა, მოვიდა _ პატარა ნაჭერი ხელით მაღლა აწია და ბავშვს გაუღიმა.
_ უცებ შევჭამოთ და წავიდეთ, ლამაზი ფორმები უნდა განახო, სპექტაკლზე რაც მეცმევა
_ მართლა? ჩემთვისაც იქნება რამე ფორმა? _ გამოტენილი პირით ალაპარაკდა
_ კი, პატარა გოჭუნიას ფორმას ჩაგაცმევ _ გადაიხარხარა კაცმა და პატარას, ზედა ტუჩზე წასმული კარაქი და კაკაოს ლაქები მოწმინდა.
_ კვატიებიც წავიყვანოთ რა
_ სანამ დედაც გაემზადება, შენ კვატიები გაამზადე _ ლოყაზე აკოცა და ლიზას მიუბრუნდა.
_ შენ არ უნდა ჭამო? ტყუილად ვიწვალე?
_ შევჭამ _ სევდიანად გაიღიმა და თეფშზე ომლეტის პატარა ნაჭერი დაიდო.
საუზმის შემდეგ ლიზა სწრაფად მოწესრიგდა და გასასვლელად მოემზადა. საუბრის შემდეგ, ნიკას რეაქცია აწუხებდა, მაგრამ მისი კარგად ესმოდა. ნუთუ მართლა მზად იყო, ალექსანდრესთვის ყველაფერი ეპატიებინა? ვერ ხვდებოდა, როგორ მოქცეულიყო, ან რანაირად დაემალა გაღვიძებული გრძნობები. როდემდე შეიძლებოდა შეეწუხებინა კითხვებს? ნუთუ, არ იყო დრო, ერთხელ და სამუდამოდ გაეგო მიზეზი, მიზეზი, რის გამოც ამდენი ხანი იტანჯებოდა? გულის სიღრმეში, სადღაც კუნჭულში, ყოველთვის ჰქონდა იმედი, რომ ალექსანდრე მაინც გამოჩნდებოდა და მათი ისტორია ასე უბრალოდ არ დამთავრდებოდა.
_ მზად ხართ? _ შესძახა ნიკამ და ბავშვს გახედა.
_ მე კი, მაგრამ კვატუნების წამოყვანა გადავიფიქრე, პატარა ბურთს წამოვიღებ _ სერიოზული სახით გამოაცხადა და შესასვლელში გამოვიდა.
_ უკვე მივდივართ? _ ფიქრიდან გამოერკვა ლიზა და კარადიდან ფეხსაცმელები გადმოალაგა.
_ ხო, გავიდეთ თორემ რეპეტიციაზე დავიგვიანებთ _ ბავშვი ხელში აიყვანა და გასაღები აიღო.
_ ყველაფერი ავიღეთ? _ ირგვლივ მიმოიხედა ლიზამ
_ კი, ბურთი გვაქვს _ ჩაიცინა ნენემ
_ მთავარიც ეგაა ხო კვატუნა _ ბავშვს აკოცა და კარი გადაკეტა.
_ კისერზე შემისვი რაა
_ არის, ბრძანება მიღებულია _ ხმამაღლა დაიძახა კაცმა, პატარა კისერზე შეისვა და ომახიანად შესძახა _ ახლა კი მაგრად მომჭიდე არ ჩავარდე _ ფეხებში კარგად ჩაავლო ხელები და კიბეზე სწრაფად დაეშვა.
_ მეც დამიცადეთ, ნიკუშ ფრთხილად
_ დანიშნულების ადგილას უვნებლად მოვედით _ სადარბაზოდან გავიდა და ჯიბეები მოიქექა
_ რამე დაგრჩა?
_ სიგარეტი, სამზარეულოს მაგიდაზე მედო, ჯანდაბა. სწრაფად ავირბენ და მალე ჩამოვალ დამიცადეთ _ ბავშვი ჩამოსვა და უკან გაბრუნდა.
_ დე წყალი დამავევინე რა _ პატარამ კაბაზე მოქაჩა
_ ახლავე დე _ ზურგჩანთა შეხსნა და ბავშვის ნივთებში პატარა ბოთლის ძებნა დაიწყო
_ ბურთი გამექცა _ ჩაკისკისდა და გაგორებულ სათამაშოს დაედევნა.
_ ნენე, აჰა დე _ როგორც იქნა იპოვა და ბურთს დადევნებულ ბავშვს გახედა, რომელიც მაღალი მამაკაცის წინ გაჩერდა. ლიზას კოსტუმში გამოწყობილი კაცის დანახვისას გული აუჩქარდა და ფეხები აუკანკალდა.



№1  offline წევრი Liziko27

კარგია რომ დაბრუნდი..

 


№2  offline წევრი მია15

კარგია მომწონს.ველი შემდეგ თავს

 


№3 სტუმარი სტუმარი ნიკე

კარგია ლიზიმ სიტვაციაში გარკვევა რომ გადაწყვიტა და პასუხების მიღება სურს.

მეც მაინტერესებს პასუხები :დ

იმედია მალე გაგვარკვევ რა მოხდა . <3

 


№4  offline წევრი tamuna.s

აუ ისე გვიან დებ რო ყველანაირ ხიბლს უკარგავ ისტორიას.

 


№5 სტუმარი სტუმარი someone wandering

ძაალიაან კარგიიააა
მეც ველ იაპსუხეებს
არ მომწოონს ალექსანდრეეე
დაა ნიკაა არის საუკეთესო ძმაააა. ამათ მომენტებზე ვჭედაავ

 


№6 სტუმარი ლია

კარგი ისტორიაა მომწონს,
ძალიან დიდ შუალედს აკეთებ ცოტა სწრაფად დადე,
წინა თავები ხელახლა გადავიკითხე და მერე წავიკითხე ახალი.

 


№7  offline წევრი melina

ისტორია ცუდი არ არის, მაგრამ იმდენად აგვიანებ, რომ აღარც მახსოვს წინა თავები ნორმალურად...

 


№8  offline წევრი იზუკა

ძალიან არ მეყო ((

 


№9  offline წევრი melanqoliki

გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვახერხებდი წერას. ბოდიშს გიხდით ამისთვის. დავბრუნდი საბოლოოდ და წერას აღარ შევწყვეტ დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ ბოდიში <3

 


№10  offline წევრი ნორმი

ვიცი,ეხლას რასაც დავწერ შეიძება ყველამ ჩამქოლოს და მიმახრჩოს,მაგრამ მე ვერ ვხედავ პერსპექტივას(ჯერჯერობით) თუ რატომ უნდა იყოს ლიზი ლევანთან,საერთოდ არ იცნობენ ერთმანეთშ და რაღცნაირად უემოციო წყვილია.
ალექსანდრესთან ყოფნაზე კი ვერ გეტყვი.
მაინც შენ უნდა გადაწყვიტო,რასაც გადაწყვეტ ისე იქნება და მეც გამოგყვები,მაგრამ ეს,რომ არ დამეწრა გავაფრენდი.
--------------------
მორფეოსი

 


№11  offline წევრი LI_BE

ოხ, ეს ვინ გამოჩენილა smile blush

რას უშვება ეს სიყვარული ამ ხალხს, რაა. რამდენი ახლობელი და ნაცნობი მყავს ჩემს ირგვლივ, ისეთი რაღაცაების დავიწყება და გადაყლაპვა შეუძლიათ, რომ გაოცებული ვარ. და ამას, სიყვარულით ამართლებენ. შენც რომ შეგიყვარდება, შენც ადვილად აპატიებო. ვახ!! worried

როგორი მართალია ნიკა და როგორი ძნელია, მისი მხრიდან ლიზას გაგება... არადა, თუ ისევ უყვარს ლიზას, მართლა ძნელი იქნება რაიმეს შეცვლა ნიკას მხრიდან... ბავშვის შესახებაც არაფერი უნდა დამალოს ალექსანდრესთან...

ეს პიჯაკიანი ვინ არის?, მე კი მინდა ლევანი იყოს, მაგრამ ალბათ, უფრო ალექსანდრეა...

ხოდა, ბატონო ლევან, ისე წკიპზეა ჩვენი ლიზიკო, თუ არ იმოქმედებთ უფრო აქტიურად, დარჩებით ხახამშრალი!!! smile

პ.ს. აღარ დაიკარგო, რაა blush

 


№12  offline წევრი melanqoliki

LI_BE
ოხ, ეს ვინ გამოჩენილა smile blush

რას უშვება ეს სიყვარული ამ ხალხს, რაა. რამდენი ახლობელი და ნაცნობი მყავს ჩემს ირგვლივ, ისეთი რაღაცაების დავიწყება და გადაყლაპვა შეუძლიათ, რომ გაოცებული ვარ. და ამას, სიყვარულით ამართლებენ. შენც რომ შეგიყვარდება, შენც ადვილად აპატიებო. ვახ!! worried

როგორი მართალია ნიკა და როგორი ძნელია, მისი მხრიდან ლიზას გაგება... არადა, თუ ისევ უყვარს ლიზას, მართლა ძნელი იქნება რაიმეს შეცვლა ნიკას მხრიდან... ბავშვის შესახებაც არაფერი უნდა დამალოს ალექსანდრესთან...

ეს პიჯაკიანი ვინ არის?, მე კი მინდა ლევანი იყოს, მაგრამ ალბათ, უფრო ალექსანდრეა...

ხოდა, ბატონო ლევან, ისე წკიპზეა ჩვენი ლიზიკო, თუ არ იმოქმედებთ უფრო აქტიურად, დარჩებით ხახამშრალი!!! smile

პ.ს. აღარ დაიკარგო, რაა blush

დიდი მადლობა ასეთი ვრცელი კომენტარისთვის <3 ძალიან გამახარე <3 აღარ დავიკარგები და შევეცდები თავები მალე დავამატო <3 პიჯაკიანის ვინაობასაც მალე გაიგებ :დ მადლობა შემართებით ვარ უფრო როცა ასეთ კომენტარებს ვკითხულობ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent